ძებნის რეზულტატი:

ბრიჯიტ ბრინკი ირპენში ჩავიდა

აშშ-ის ელჩი ბრიჯიტ ბრინკი ირპენში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვხდა. შესაბამისი განცხადება უკრაინაში აშშ-ის ელჩმა Twitter-ზე გაავრცელა. „რუსეთის სასტიკი ომის დასაწყისში ირპენის სურათებმა მსოფლიო შოკში ჩააგდო. დღეს მე შევხვდი ხალხს, მამაც პიროვნებებს, რომლებმაც წინააღმდეგობა გაუწიეს, დაბლოკეს რუსეთის წინსვლა დედაქალაქში და რომლებიც ახლა მოწადინებულნი არიან, აღადგინონ თავიანთი საზოგადოება. ისინი გვაძლევენ ყველას ძალას. ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ“, - წერს ბრინკი. შეგახსენებთ, რომ 2 ივნისს, უკრაინაში აშშ-ის ელჩმა ბრიჯიტ ბრინკმა  პრეზიდენტს ზელენსკის რწმუნებათა სიგელები გადასცა.

ომი უკრაინაში გავლენას ახდენს სურსათის ფასებზე მთელ მსოფლიოში - აშშ-ის ხაზინის მდივანი

აშშ-ის ხაზინის მდივანმა ჯანეტ იელენმა განაცხადა, რომ ინფლაცია „მიუღებელ დონეზეა“, მაგრამ ასევე ცდილობდა, ხაზი გაესვა, რომ ეს არ არის მხოლოდ შეერთებული შტატების პრობლემა. „პუტინის ომი უკრაინაში გავლენას ახდენს ენერგიისა და სურსათის ფასებზე გლობალურად. „ჩვენ არ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ინფლაციას განიცდის. თქვენ ხედავთ ამას მსოფლიოს თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანაში“, - განუცხადა ილენმა კანონმდებლებს. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები არ არის დაზღვეული გლობალური ენერგეტიკული შოკებისგან. „ჩვენ ვართ ნავთობის გლობალური ბაზრების ნაწილი, რომლებიც ექვემდებარება გეოპოლიტიკურ გავლენას“, - აღნიშნა იელენმა. მისი თქმით, „ამ ბაზრების გლობალური ბუნების გათვალისწინებით, პრაქტიკულად შეუძლებელია, თავის დაცვა ისეთი შოკებისგან, როგორიც რუსეთში ხდება, რაც ნავთობის გლობალურ ფასებზე ახდენს გავლენას“. მანვე დაამატა, რომ მნიშვნელოვანია, შეერთებული შტატები „უფრო დამოკიდებული გახდეს ქარისა და მზის ენერგიაზე, რომლებიც გეოპოლიტიკურ გავლენას არ ექვემდებარებიან“.    

ბაიდენმა მზის ენერგიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ახალი აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა თავდაცვის წარმოების აქტი, რათა ხელი შეუწყოს აშშ-ში მზის და რამდენიმე სხვა სახის სუფთა ენერგიის წარმოებას, ამის შესახებ თეთრი სახლის განცხადებაშია ნათქვამი. აშშ-ის პრეზიდენტმა შესაბამის სამსახურებს გადაუდებელი ზომების მიღება დაავალა, რათა მზის ენერგიის მწარმოებლებისთვის პროდუქციის მიწოდება გაზარდოს. თეთრმა სახლმა ასევე განაცხადა, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებიდან მზის პანელების იმპორტზე ტარიფები ორი წლით მოიხსნება. პრეზიდენტის განცხადებით, მზის ენერგიის მეშვეობით წარმოებული ელექტროენერგია ასევე გადამწყვეტია წიაღისეული საწვავის წვის შედეგად წარმოქმნილ ელექტროენერგიაზე დამოკიდებულების შესამცირებლად. „მრავალი ფაქტორი საფრთხეს უქმნის შეერთებული შტატების შესაძლებლობას, უზრუნველყოს საკმარისი ელექტროენერგიის გამომუშავება მომხმარებლის მოსალოდნელი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. ეს ფაქტორები მოიცავს ენერგეტიკული ბაზრების შეფერხებებს, რომლებიც გამოწვეულია რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით და ექსტრემალური ამინდის მოვლენებით, რომლებიც გამწვავებულია კლიმატის ცვლილებით. მაგალითად, ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში, გვალვა და სიცხის ტალღები ერთდროულად იწვევს ელექტროენერგიის პროგნოზირებად დეფიციტსა და ელექტროენერგიის რეკორდულ მოთხოვნას“, - აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში. მისივე თანახმად, მზის ენერგია არის ახალი ელექტროენერგიის ყველაზე სწრაფად მზარდი წყარო შეერთებულ შტატებში. კომუნალური და ქსელის ოპერატორები სულ უფრო მეტად ეყრდნობიან მზის ახალ დანადგარებს, რათა უზრუნველყონ ქსელში საკმარისი რესურსების არსებობა საიმედო სერვისის შესანარჩუნებლად.      

ევროპარლამენტი ევროკავშირის ლიდერებს რეკომენდაციით მიმართავს, რომ უკრაინას კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ - უკრაინული მედია

ევროპარლამენტი რეკომენდაციას გაუწევს ევროკავშირის სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებს, რომლებიც შეიკრიბებიან 2022 წლის 23-24 ივნისს სამიტზე, უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ და უკრაინის ხელისუფლების მიერ გამოხატული საჭიროებების შესაბამისად მიაწოდონ იარაღი.  შესაბამისი განცხადება ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ დევიდ მაკალისტერმა ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე გააკეთა. მაკალისტერმა ევროკავშირის სამიტის მონაწილეებისთვის ევროპარლამენტის რვა რეკომენდაცია გამოაქვეყნა. „ჩვენ გამოვდივართ რეკომენდაციით, რომ უკრაინას დაუყოვნებლად მიეწოდოს იარაღი უკრაინის ხელისუფლების მიერ გამოხატული საჭიროებების შესაბამისად და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს“, - აღნიშნა მაკალისტერმა.  28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს მოაწერა ხელი. უკრაინამ განაცხადი ქვეყანაში რუსეთის შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის ფონზე გააკეთა. 

მნიშვნელოვანია, აშშ უფრო დამოკიდებული გახდეს ქარისა და მზის ენერგიაზე, რომლებიც გეოპოლიტიკურ გავლენას არ ექვემდებარებიან - აშშ-ის ხაზინის მდივანი

აშშ-ის ხაზინის მდივანმა კანონმდებლების წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, აშშ უფრო დამოკიდებული გახდეს ქარისა და მზის ენერგიაზე, რომლებიც გეოპოლიტიკურ გავლენას არ ექვემდებარებიან. ჯანეტ იელენმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები არ არის დაზღვეული გლობალური ენერგეტიკული შოკებისგან. „ჩვენ ვართ ნავთობის გლობალური ბაზრების ნაწილი, რომლებიც ექვემდებარება გეოპოლიტიკურ გავლენას“, - აღნიშნა იელენმა. მისი თქმით, „ამ ბაზრების გლობალური ბუნების გათვალისწინებით, პრაქტიკულად შეუძლებელია, თავის დაცვა ისეთი შოკებისგან, როგორიც რუსეთში ხდება, რაც ნავთობის გლობალურ ფასებზე ახდენს გავლენას“. ბაიდენმა მზის ენერგიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ახალი აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა

დღეს პლენარული სხდომა პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიშის მოსმენით დაიწყება

დღეს, 8 ივნისს, პლენარული სხდომა პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიშის მოსმენით დაიწყება. შალვა პაპუაშვილი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშსა და სამოქმედო გეგმას წარადგენს. ამის შემდეგ კი, სესიაზე პოლიტიკური დებატები გაიმართება. ცნობისთვის, პარლამენტის რეგლამენტით, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ანგარიშის წარდგენა სავალდებულოა და ეს, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ კვირაში ხდება.

უკრაინის შეიარაღებული ძალები: ჩვენი ჯარისკაცები წარმატებით აკავებენ შტურმს ქალაქ სევეროდონეცკში, ბრძოლა გრძელდება

ჩვენი ჯარისკაცები წარმატებით აკავებენ შტურმს ქალაქ სევეროდონეცკში, ბრძოლა გრძელდება. ტოშკივკას დასახლების ტერიტორიაზე რუსული ძალების შეტევა წარუმატებელი აღმოჩნდა,- ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოველდღიურ ანგარიშშია აღნიშნული. „მტერმა ცეცხლი გაუხსნა ჩვენი ქვედანაყოფების პოზიციებს ნაღმტყორცნებიდან, არტილერიიდან და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან პოკროვსკოეს, ბერესტვოიეს, ზოლოტოე-4-ის, ვრუბოვკას, მაისკოეს, იაკოვლევკასა და დოლომიტნოეს დასახლებების ტერიტორიებზე. ამასთან, პოკროვსკოეს, ვოზროჟდენიესა და იაკოვლევკას დასახლებებზე ავია დარტყმები „კა-52“ ტიპის შვეულმფრენებით განხორციელდა,“- აცხადებენ გენშტაბში. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  

უკრაინამ საზღვაო პორტების განბლოკვის პირობები დაასახელა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მარცვლეულის ექსპორტის მიზნით, საზღვაო პორტების განბლოკვის შესახებ განცხადება გაავრცელა.  „თუ გავითვალისწინებთ რუსეთის ფედერაციის მიერ ახლახან ნიკოლაევის მარცვლეულის ტერმინალზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას, ვერ გამოვრიცხავთ, რომ რუსეთმა ასეთი დერეფანი გამოიყენოს ოდესასა და უკრაინის სამხრეთზე თავდასხმისთვის. სწორედ ამიტომ აუცილებელია უსაფრთხოების ქმედითი გარანტიები საზღვაო მიმოსვლის აღსადგენად“, - აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ჯოზეფ ბორელი: პუტინის განცხადებები ცინიკური ხდება მედია: უკრაინის პორტებიდან ხორბლის ექსპორტისთვის „მარცვლეულის დერეფნის“ საგზაო რუკა შემუშავდა რუსმა ოკუპანტებმა ნიკოლაევში სიდიდით მეორე მარცვლეულის ტერმინალი გაანადგურეს განცხადების თანახმად, ასეთი გარანტიებისთვის აუცილებელია უკრაინისთვის ისეთი შეიარაღების მიწოდება, რომელიც მას საშუალებას მისცემს, საკუთარი სანაპირო დაიცვას ზღვიდან იერიშებისგან. კიევი ასევე ითხოვს მესამე ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალების მიერ შავი ზღვის შესაბამისი აკვატორიის პატრულირებას. განცხადებაში ნათქვამია, რომ კიევი აფასებს თურქეთის ძალისხმევას, რაც უკრაინის პორტების განბლოკვისკენაა მიმართული, მაგრამ მოცემული მომენტისთვის ამ საკითხზე არავითარი შეთანხმება არაა მიღწეული. მანამდე Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია თურქეთსა და რუსეთს შორის უკრაინის პორტების განბლოკვის საკითხზე წინასწარი შეთანხმების შესახებ, რომლის მიხედვითაც, რუსეთი, სავარაუდოდ, იღებს ვალდებულებას, არ შეუტიოს პორტებს, თუ ისინი ნაღმებისგან გაიწმინდება, დატოვოს გემები მარცვლეულით. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი გემებს და პორტებს თავს არ დაესხმება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი თურქეთში სამშაბათს ჩავიდა. მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, უკრაინის პორტების განბლოკვის საკითხს დაეთმობა. გაერო და მსოფლიოს მრავალი ქვეყანა გამოხატავს შეშფოთებას იმის გამო, რომ რუსეთის საზღვაო შემოჭრის შემდეგ უკრაინიდან მარცვლეულისა და სხვა საკვები ნედლეულის ექსპორტი თითქმის შეუძლებელი გახდა. მიწოდების შეფერხებამ, როგორც ექსპერტები შიშობენ, შეიძლება გამოიწვიოს მარცვლეულის დეფიციტი მსოფლიო ბაზარზე და, შედეგად, შიმშილობის საფრთხის გაზრდა მთელ რიგ განვითარებად ქვეყნებში. გაეროს უშიშროების საბჭოს წინა დღეს გამართულ სხდომაზე ევროკავშირისა და აშშ-ის წარმომადგენლებმა რუსეთი კრიზისული სიტუაციის შექმნაში დაადანაშაულეს. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.

ნინო ლომჯარია: ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი განაჩენი არსებითად დაუსაბუთებელია

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ნიკა გვარამიას განაჩენთან დაკავშირებით შემოწმების შედეგებს აქვეყნებს. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი განაჩენი არსებითად დაუსაბუთებელია. „საქართველოს სახალხო დამცველმა შეისწავლა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 16 მაისის განაჩენი, რომლითაც „რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სსკ 220-ე მუხლის 2 ეპიზოდში იქნა დამნაშავედ ცნობილი. განაჩენის შესწავლის შედეგად სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ სასამართლოს მსჯელობა დაუსაბუთებელია როგორც მსჯავრდების, ისე – სასჯელის განსაზღვრის კუთხით. ე.წ. რეკლამების გაყიდვის ეპიზოდი – განაჩენის თანახმად, ნიკა გვარამიამ ჩაიდინა საწარმოს, ტ/კ „რუსთავი 2-ის“ დამაზიანებელი მოქმედება იმით, რომ 2015 წელს, კომპანიის მართვის დროს შეცვალა რეკლამის გაყიდვასთან დაკავშირებული ხელშეკრულების პირობები, რითიც კომპანიამ არ მიიღო უფრო მეტი შემოსავალი. ცხადია, ნებისმიერი სამეწარმეო გადაწყვეტილება არ შეიძლება, გახდეს სახელმწიფოს სისხლისსამართლებრივი შეფასების საგანი. ჩვეულებრივი სამეწარმეო გადაწყვეტილების გამო პირის დასჯა არღვევს კანონიერების პრინციპის მთავარ ელემენტს – ნორმის განჭვრეტადობას. სამწუხაროდ, სასამართლოს საერთოდ არ განუხილავს, თუ რა შემთხვევებში წარმოშობს კორპორატიული დარღვევა დანაშაულს და პირდაპირ ასკვნის, რომ დირექტორმა არა მხოლოდ დაარღვია ფიდუციური ვალდებულება, არამედ ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ დაუშვებელია მენეჯერის დასჯა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისთვის, როცა სასამართლო ვერ ასაბუთებს მის პირად დაინტერესებას, თაღლითობას, ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას, ან სხვა დანაშაულებრივ ქმედებას. ე.წ. მანქანის ეპიზოდი – შეეხება ტ/კ „რუსთავი 2-ის“ სარეკლამო ეთერის გაყიდვას საბაზრო ფასზე ნაკლებ ოდენობად 3 თვის განმავლობაში. სასამართლოს თანახმად, ამის მიზანს წარმოადგენდა დირექტორის პირადი დაინტერესება, რომ სანაცვლოდ რეკლამის განმთავსებელი კომპანიისგან მის მეუღლეს მფლობელობაში მიეღო ავტომანქანა. სამწუხაროდ, ამ ეპიზოდთან დაკავშირებით განაჩენში ვერ ვხვდებით ფიდუციური მოვალეობებისა და საკორპორაციო-სამართლებრივი საკითხების თუნდაც გაკვრით ხსენებასაც კი. ერთადერთი, რასაც სასამართლო ადგენს ის არის, რომ კომპანიის მიერ დადებული ხელშეკრულება საბაზრო ფასზე ნაკლებ ანაზღაურებას ითვალისწინებდა. სამეწარმეო განსჯის წესისა და ხელშეკრულების დადების საკორპორაციო შინაარსში შესვლის გარეშე, გაუგებარია, თუ როგორ შეუძლია სასამართლოს, მხოლოდ ფასებს შორის სხვაობის დადგენით, გამოიტანოს დასკვნა, რომ ხელშეკრულების დადება კომპანიის ინტერესებს უხეშად აზიანებდა. ასევე, სრულად დაუსაბუთებელია კონკრეტული სასჯელის სახისა და ზომის გამოყენების მართებულობა. სასამართლო მხოლოდ ერთი წინადადებით შემოიფარგლა სასჯელის სახის (თავისუფლების აღკვეთა) განსაზღვრის დასაბუთების დროს და საერთოდ არ მიუთითა, თუ რატომ შეუფარდა ბრალდებულს 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა და რატომ არ გამოიყენა მეტი ან ნაკლები ოდენობა, რასაც სსკ 220-ე მუხლის დისპოზიცია ითვალისწინებდა. სასამართლომ არ გამოიყენა ჯარიმა (რომელიც გამოიყენა პირველ ეპიზოდში) ან შინაპატიმრობა (დაუსაბუთებელი მიზეზით) და დანიშნა საპატიმრო სასჯელი ეპიზოდში, სადაც გამოწვეული ზიანი პირველ ეპიზოდთან შედარებით დაახლოებით 100-ჯერ ნაკლები იყო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2017-2021 წლებში ამ მუხლით მსჯავრდებისას საპატიმრო სასჯელი არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა გამოყენებული. ე.წ. ფულის გათეთრების ეპიზოდი – განაჩენის ერთადერთი მონაკვეთია, სადაც სასამართლოს მსჯელობა შეიცავს მითითებებს საერთაშორისო-სამართლებრივ ნორმებზე. ნიშანდობლივია, რომ სწორედ ამ ეპიზოდში ბრალდებული გამართლდა. თუმცა, საგულისხმოა, რომ პოლიტიკური მდგენელის მქონე უკვე მეორე საქმეში (პირველი იყო მამუკა ხაზარაძისა და სხვების ბრალდების საქმე) გვხვდება ფულის გათეთრების სრულიად დაუსაბუთებელი ბრალდება, რომელიც სასამართლოსვე შეფასებით, არის ბუნდოვანი და არ შეიცავს უტყუარ მტკიცებულებებს. მსგავსი სიმძიმის ბრალდება სერიოზული რეპუტაციული ზიანის მქონეა, რის გამოც, პროკურატურას განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა ევალება. საბოლოო ჯამში – სასამართლომ ყველა მნიშვნელოვან სამართლებრივ კითხვაზე პასუხს თავი აარიდა. შესაბამისად, ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი განაჩენი, სამართლებრივი მსჯელობის, ანალიზისა და თანმიმდევრულობის უკიდურესი სიმწირის გამო, შეიძლება შეფასდეს, როგორც არსებითად დაუსაბუთებელი. საერთოდ არ იმსჯელა, თუ რა შემთხვევებში შეიძლება გახდეს მენეჯერის გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივად რელევანტური და რატომ იყო ეს შემთხვევა ამ განზომილების მქონე, მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველს მოცემულ საქმეზე წარდგენილი ჰქონდა დეტალური სამართლებრივი მსჯელობისა და არგუმენტაციის შემცველი სასამართლოს მეგობრის მოსაზრება. გარდა ამისა, ფაქტობრივი გარემოების განხილვისას სასამართლო დაეყრდნო ფარული საგამოძიებო მოქმედებით მიღებულ ინფორმაციას. და ბოლოს, მოსამართლემ არ დაასაბუთა გამოყენებული საპატიმრო სასჯელის არც სახე და არც ზომა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან წინამდებარე განაჩენი წარმოადგენს კონსტიტუციით, ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით განმტკიცებული კანონიერების პრინციპისა და დასაბუთებულობის სტანდარტის უხეშ დარღვევას, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული შეწყალების უფლებამოსილება“, – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  ასევე წაიკითხეთ: ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ გვარამიას საქმეზე განცხადებას ავრცელებს  

უკრაინა მისთვის 210 დაღუპული მებრძოლის ცხედრის გადაცემას ადასტურებს

Reuters უკრაინის სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთმა კიევს 210 უკრაინელი მებრძოლის ცხედარი გადასცა, რომელთა უმეტესობა მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხანაში ბრძოლისას დაიღუპა. უკრაინამ და რუსეთმა ერთმანეთს სამხედროების ცხედრები პირველად გადასცეს მედია: „აზოვსტალში“ დაღუპული დამცველების ცხედრები კიევში გადაასვენეს „მარიუპოლის დამცველების ცხედრების გადმოსვენების პროცესი მიმდინარეობს. დღეისათვის ჩვენი 210 სამხედრო მოსამსახურე დაბრუნდა - უმეტესობა „აზოვსტალის“ გმირი დამცველია,“ - ციტირებს სააგენტო დეპარტამენტის წარმომადგენლის სიტყვებს. დაზვერვის დეპარტამენტმა ასევე აღნიშნა, რომ მუშაობა გრძელდება "ყველა დატყვევებული უკრაინელი დამცველის სახლში დასაბრუნებლად". მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარიუპოლში ჩაბარებული ათასზე მეტი უკრაინელი სამხედრო და უცხოელი დაქირავებული სამხედრო საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. მათთან მჭიდროდ თანამშრომლობენ სამართალდამცავი ორგანოები. ერთი დღით ადრე დონეცკში დაიწყო მარიუპოლში დატყვევებული სამი უცხოელი დაქირავებული მებრძოლის სასამართლო პროცესი - ესენი არიან ბრიტანეთის მოქალაქეები შონ პინერი და ეიდენ ასლინი, ასევე მაროკოს სამეფოს მოქალაქე საადუნ ბრაჰიმი. როგორც გამოძიებამ დაადგინა, ყველა მათგანი უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მოქმედებდა, როგორც დაქირავებული „მონაწილეობდა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების მომზადებასა და წარმოებაში“. დაქირავებულ მებრძოლებს სიკვდილით დასჯა ემუქრებათ. დიდი ბრიტანეთის ვიცე-პრემიერმა დომინიკ რააბმა განაჩენს გასაჩივრების პირობა დადო. 4 ივნისს, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინამ და რუსეთმა ერთმანეთს სამხედროების ცხედრები პირველად გადასცეს.  გაცვლა 2 ივნისს ფრონტის ხაზზე, ზაპოროჟიეს რეგიონში შედგა. ოპერაცია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს, SBU-ს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის და სხვა სამართალდამცავი უწყებების მონაწილეობით განხორციელდა. ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტროს განცხადების თანახმად, ეს პირველი შემთხვევაა, როცა დაღუპულთა ცხედრების გაცვლა ოფიციალურად გამოცხადდა. მანამდე, როგორც უკრაინის, ასევე რუსეთის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მზად იყვნენ გარდაცვლილი სამხედროების ცხედრების გადასატანად, მაგრამ გაცვლაზე ვერ შეთანხმდნენ. ცხედრების გაცვლაზე რუსულ მხარეს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია. რუსეთი და უკრაინა რეგულარულად არ აქვეყნებენ ინფორმაციას მათი შეიარაღებული ძალების დანაკარგების შესახებ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 1-ელ ივნისს ამერიკულ გამოცემა Newsmax-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინა ყოველდღიურად კარგავს 60-100 ჯარისკაცს. BBC-ის რუსული სამსახური 30 მაისს იტყობინებოდა, რომ ღია წყაროების მონაცემებით, შესაძლებელი გახდა უკრაინაში დაღუპული სულ მცირე 3052 რუსი ჯარისკაცისა და ოფიცრის სახელის დადგენა.  

ნორვეგიამ უკრაინას 20-ზე მეტი თვითმავალი ჰაუბიცა და საბრძოლო მასალა გადასცა

ნორვეგიამ უკრაინას 22 ერთეული (M109) თვითმავალი ჰაუბიცა, საარტილერიო სამაგრი აღჭურვილობა, სათადარიგო ნაწილები და საბრძოლო მასალები გადასცა, ამის შესახებ ნათქვამია სამეფოს მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში. პოლონეთმა და უკრაინამ უპრეცედენტო, თავდაცვის $650 მილიონიანი კონტრაქტი გააფორმეს „უკრაინაში ომის განვითარება აჩვენებს, რომ ახლა აუცილებელია ამ ქვეყნისთვის უფრო მძიმე აღჭურვილობისა და იარაღის სისტემების გადაცემა“, – განაცხადა ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა ბიორნ არილდ გრამმა. ამავდროულად, ნორვეგიის შეიარაღებულმა ძალებმა, კიევისთვის მანამდე გადაცემული იარაღი სამხრეთ კორეისგან მიღებული ახალი არტილერიით ჩაანაცვლეს - აღნიშნა ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  

ირანში სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავიდა - დაიღუპა სულ მცირე 13 ადამიანი

ირანის აღმოსავლეთში, ხორასანის პროვინციაში სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავიდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 13 ადამიანი და დაშავდა 50-ზე მეტი მგზავრი. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. როგორც ცნობილია, მატარებელში სულ 348 მგზავრი იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, სარკინიგზო შემთხვევის მიზეზი მატარებლის ექსკავატორთან შეჯახება გახდა. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდაცმცველი უწყების წარმომადგენლები.  

მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკის ძირითადი გამოწვევები დაასახელა

მსოფლიო ბანკის, ახალი ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეკონომკის მთავარ გამოწვევად ინფლაცია დაასახელა.  მსოფლიო ბანკმა გლობალური ეკონომიკის პერსპექტივები გამოაქვეყნა, რომელშიც წარმოდგენილია როგორც გლობალური და რეგიონალური, ისე ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზები.  საქართველოს ეკონომიკის ძირითადი გამოწვევები მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით:  საქართველოს ეკონომიკა ჯერჯერობით სიმტკიცეს ავლენს უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეული ეკონომიკური შოკის მიმართ. ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2022 წლისთვის 5.5 პროცენტამდე გაიზარდა მარტში ნავარაუდევი 2.5 პროცენტიდან. ამ სიმტკიცეს განაპირობებს მომსახურების სექტორის, კერძოდ ტურიზმის გააქტიურება, სადაც მიმდინარე წელს, მაისის ჩათვლით, მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. პროგნოზების მიხედვით, 2023 და 2024 წლებში ადგილი ექნება ეკონომიკის უწყვეტ აღდგენას 5 -5.5 პროცენტიანი ზრდის მაჩვენებლით. ინფლაციის წნეხი იზრდება. მიმდინარე წელს, მაისის ჩათვლით, ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებელი დაფიქსირდა, რომლის ზრდის 74 პროცენტი გამოწვეულია სურსათზე და საწვავზე ფასების მატებით. საბაზისო პროგნოზთან დაკავშირებული რისკები მაღალ დონეზე რჩება, მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია: უკრაინაში ომის შემდგომი ესკალაცია ან გაჭიანურება და სანქციების ნებისმიერი მეორადი ეფექტი;  ინფლაციის წნეხის ზრდა, რაც ხელს უშლის ეკონომიკური საქმიანობის განვითარებას; COVID-19 -ის პანდემია, განსაკუთრებით ახალი ვარიანტების და ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლის კონტექსტში; რეგიონული ხედვები:  აღმოსავლეთ აზიისა და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნები:  პროგნოზის მიხედვით, 2022 წელს ეკონომიკური ზრდა რეგიონში 4.4 %-მდე შემცირდება სანამ 2023 წელს 5.2%-ს მიაღწევს.  ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნები: რეგიონის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, სავარაუდოდ, 2.9%-ით  შემცირდება 2022 წელს, სანამ 1.5%-ს მიაღწევს 2023 წელს. ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნები: ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2.2%-მდე შემცირდება 2022 წელს და 2.1-მდე 2023 წელს.  ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნები: წელს მოსალოდნელია  ეკონომიკური ზრდის დაჩქარება 5.3% -მდე, სანამ 2023 წელს ადგილი ექნება 3.6% -მდე შენელებას.  სამხრეთ აზიის ქვეყნები: პროგნოზის მიხედვით, რეგიონის ეკონომიკური ზრდა 2022 წელს 6.8%-მდე შენელდება, 2023 წელს კი 5.8%-მდე.  საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკის ქვეყნები:  ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 3.7 %-ს მიაღწევს 2022 წელს და 3.8% -მდე გაიზრდება 2023 წელს.  მესტვირიშვლის განცხადებით, ინფლაცია მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელთან ახლოს 2023 წლის შუაში მივა საქსტატი: საქართველოში ინფლაცია 13.3%-მდე გაიზარდა

თბილისის მერის მოადგილედ კახა გულედანი დაინიშნა

თბილისის მერის მოადგილის თანამდებობაზე კახა გულედანი დაინიშნა. გულედანის კანდიდატურა თბილისის მერმა კახა კალაძემ ­დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა. კახა კალაძემ განაცხადა, რომ ყველა ის ადამიანი ვინც ელოდება საკუთარ საცხოვრებელ ბინას აუცილებლდად მიიღებს მომდევნო წლების განმავლობაში და ამ საქმეს კახა გულედანი უხელმძღვანელებს. მისივე თქმით, კახა გულედანი უხელმძღვანელებს მუნიციპალიტეტის ათივე რაინის გამგეობას, მუნიციპალურ ინსპექციას და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურს გაუწევს კურატორობას. „საზოგადოებას მინდა წარვუდგინო კახა გულედანის კანდიდატურა. კახა წლების განმავლობაში მუშაობს მუნიციპალიტეტში, მას საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. ის დღეს ხელმძღვანელობს მუნიციპალურ ინსპექციას, წლების წინ იკავებდა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობას. ასევე იყო სამგორის რაიონის გამგებელი. მინდა, კახას წარმატებები ვუსურვო ამ თანამდებობაზე და დარწმუნებული ვარ, წამოწყებული საქმეები და უდიდესი გამოწვევები,რომელსაც ჩვენ ილია ელოშვილთან ერთად შევეჭიდეთ ბოლომდე ღირსეულად იქნება მიყვანილი. ყველა ის ოჯახი, ადამიანი ვინც იმედით შეჰყურებდა ილიას, რომ ეს თემა ბოლომდე მივიდოდა, ჩვენ ამას თავს ღირსეულად გავართმევთ და რა თქმა უნდა, მისი სულიც გაიხარებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.    

კახა კალაძემ ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ლევან ნაროუშვილის კანდიდატურა წარადგინა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ლევან ნაროუშვილის კანდიდატურა წარადგინა. „მინდა წარმოგიდგინოთ ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის, ლევან ნაროუშვილის კანდიდატურა. ლევანი გლდანის გამგებლის თანამდებობას იკავებდა დღემდე. ის უხელმძღვანელებს ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურს, წარედგინება საკრებულოს. დარწმუნებული ვარ, მხარდაჭერა და თანადგომა იქნება. მინდა ლევანს წარმატებები ვუსურვო. ძალიან მნიშვნელოვანი სამსახურია. არსებობს სერიოზული გამოწვევები, მნიშვნელოვანი პროექტები, რომელიც დაგეგმილი გვაქვს და მომდევნო თვეების განმავლობაში უნდა განხორციელდეს“,-განაცხადა კალაძემ. ასევე წაიკითხეთ: თბილისის მერის მოადგილედ კახა გულედანი დაინიშნა  

მერკელმა განმარტა, რატომ დაბლოკა საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის მინიჭება

დეკემბერში თანამდებობის დატოვების შემდეგ, თავის პირველ ინტერვიუში ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სრულად შეიჭრებოდა მის მეზობელ ქვეყანაში ბევრად ადრე, თუ ის და სხვა მოკავშირეები 2008 წელს, NATO-ს სამხედრო ალიანსში გაწევრიანების ბლოკირების საკამათო გადაწყვეტილებებს არ მიიღებდნენ.  უკრაინის წევრობის დაბლოკვის მიზეზად მერკელმა ასევე დაასახელა სისტემური კორუფციის საკითხები. „პრეზიდენტი ზელენსკი გაბედულად ებრძვის კორუფციას, მაგრამ იმ დროს უკრაინა ნამდვილად იყო ოლიგარქების მიერ მართული ქვეყანა და ამიტომ, არ შეიძლება უბრალოდ თქვა - „კარგი, ხვალ ჩვენ მათ NATO-ში შევიყვანთ. ეს არ იყო უკრაინა, რომელსაც ჩვენ დღეს ვიცნობთ. ეს იყო უკრაინა, რომელიც იყო ძალიან, ძალიან გაყოფილი პოლიტიკურად. ეს არ იყო სტაბილური დემოკრატია“, - განაცხადა ყოფილმა კანცლერმა და დაამატა: „მეორეც, მე ძალიან დარწმუნებული ვიყავი… რომ პუტინი უბრალოდ არ აპირებდა ამის დაშვებას. მისი გადმოსახედიდან, ეს ომის გამოცხადება იქნებოდა.” მერკელმა უარი თქვა ბოდიშის მოხდაზე მოსკოვის მიმართ პოლიტიკისთვის, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრას არ აქვს გამართლება. ყოფილი კანცლერი ამტკიცებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობაში გულუბრყვილო არ ყოფილა. მისი თქმით, პუტინს „სძულდა“ დემოკრატიის დასავლური მოდელი და სურდა ევროკავშირის „განადგურება“. მერკელმა რუსეთის პრეზიდენტის მოსაზრებებთან შეუსაბამობის კონტექსტში გაიხსენა, როგორ უთხრა პუტინმა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა იყო "მე-20 საუკუნის ყველაზე ცუდი მოვლენა". ყოფილი კანცლერი აღნიშნავს, რომ მისთვის, როგორც კომუნისტურ აღმოსავლეთ გერმანიაში გაზრდილი ადამიანისთვის, ბერლინის კედლის დაცემა ნიშნავდა თავისუფლებას. შეგახსენებთ, 2008 წლის სამიტზე, ბუქარესტში საქართველომ და უკრაინამ MAP-ი ვერ მიიღეს.  

უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინელმა სამხედროებმა, დაახლოებით, 31 500 -მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს. "გავანადგურეთ 1393 ტანკი, 3429 ჯავშანტექნიკა, 703 საარტილერიო სისტემა, 213 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები სისტემა, 96 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 212 საბრძოლო თვითმფრინავი, 178 ვერტმფრენი, 559 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი, 125 ფრთოსანი რაკეტა, 13 გემი/კატერი, 2406 სხვადასხვა მანქანა და ტანკერი, 53 ერთეული სპეციალური ტექნიკა", - აღნიშნულია ინფორმაციაში. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის შეიარაღებული ძალები: ჩვენი ჯარისკაცები წარმატებით აკავებენ შტურმს ქალაქ სევეროდონეცკში, ბრძოლა გრძელდება  

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის კურსზე სანქციებს დიდი გავლენა არ მოუხდენია

რუსეთის მიმდინარე კურსზე უკრაინის წინააღმდეგ ომში სანქციებს დიდი გავლენა არ მოუხდენია , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Financial Times- თან ინტერვიუში განაცხადა.  ზელენსკიმ გააკრიტიკა ცალკეული დასავლელი მოკავშირეების მცდელობები, რომლებიც ცდილობენ მოლაპარაკებები კულისებში გამართონ და ცეცხლის შეწყვეტისთვის რუსეთის პირობები გაარკვიონ. „ჩვენ გვჭირდება მუდმივი ინტერესი დასავლეთის მხრიდან, დასავლეთის მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ. უკრაინის ზურგს უკან მოლაპარაკება ნებისმიერ დროს არ შეიძლება. როგორ შეიძლება ცეცხლის შეწყვეტა უკრაინის ტერიტორიაზე ამ ქვეყნის პოზიციის მოსმენის გარეშე? ეს გასაკვირია“, - განაცხადა ზელენსკიმ. პრეზიდენტის თქმით, დასავლელ მოკავშირეებს შეუძლიათ მეტი გააკეთონ, რათა რუსეთი მოლაპარაკების მაგიდასთან მიიყვანონ. მათ შეუძლიათ უკრაინას მიაწოდონ საჭირო იარაღი და დააწესონ მკაცრი ეკონომიკური სანქციები, მათ შორის ნავთობისა და გაზის სრული ემბარგო. ზელენსკი თვლის, რომ კიევის პარტნიორებმა მშვიდობისთვის „წინაპირობები“ უნდა შექმნან. "თქვენ გაქვთ გავლენა შედეგზე... სიტყვების გარდა, თქვენ უნდა აჩვენოთ ის, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ რეალურად", - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, განხორციელებულმა სანქციებმა „ნამდვილად არ იმოქმედა რუსეთის პოზიციაზე“ ომთან დაკავშირებით. მოსკოვი ყოველთვის პოულობდა გზას სანქციების გვერდის ავლისთვის. ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ ცალკეული დასავლური მთავრობები დაიღალნენ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების შედეგებით და უკვე ეძებენ მათი შერბილების გზებს, რათა დაიცვან თავიანთი კომერციული ინტერესები. "ყველა იქცევა როგორც კრიპტოგრაფები. ისინი მხარს უჭერენ უკრაინას, მაგრამ ამავდროულად ამოწმებენ, რა შეიძლება გაკეთდეს სანქციების შესამსუბუქებლად, რათა ბიზნესი არ დაზარალდეს", - შეაჯამა ზელენსკიმ. 3 მაისს ევროკავშირმა საბოლოოდ დაამტკიცა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი. იგი მოიცავდა რუსეთის ფედერაციიდან ნავთობის საზღვაო ტრანსპორტირების ეტაპობრივ შეწყვეტას. მილსადენის ნავთობის მიწოდება დროებით გამონაკლისად იქცა. ევროკავშირმა ასევე დაამტკიცა Sberbank-ის, Rosselkhozbank-ისა და Moscow Credit Bank-ის SWIFT-დან გათიშვა. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პაველ იაბლონსკის განცხადებით, ევროკავშირი უკვე მუშაობს სანქციების მეშვიდე პაკეტზე.

ანგელა მერკელი უკრაინაში ომზე, პუტინსა და NATO-ზე

თანამდებობის დატოვების შემდეგ პირველ ინტერვიუში, ანგელა მერკელმა რუსეთის მიმართ თავისი პოლიტიკა დაიცვა და განაცხადა, რომ უკრაინაში არსებული ვითარების გამო საკუთარ თავს ვერ დაადანაშაულებს. მერკელმა უარი თქვა ბოდიშის მოხდაზე მოსკოვის მიმართ პოლიტიკისთვის, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრას არ აქვს გამართლება. „ეს არის დარღვევა ყველა საერთაშორისო კანონის, რაც საშუალებას გვაძლევს, მშვიდობიანად ვიცხოვროთ ევროპაში. თუ ჩვენ რამდენიმე საუკუნით უკან დავბრუნდებით და ვიკამათებთ იმაზე, თუ რომელი ტერიტორიის ნაწილი ვის უნდა ეკუთვნოდეს, მაშინ მხოლოდ ომი გვექნება“, - აღნიშნა ანგელა მერკელმა. ყოფილი კანცლერი ამტკიცებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობაში გულუბრყვილო არ ყოფილა. „დიპლომატია არ არის არასწორი გზა მხოლოდ იმიტომ, რომ მან არ იმუშავა”, - აცხადებს ყოფილი კანცლერი და ამატებს, რომ „სამხედრო შეკავება ერთადერთი ენაა, რომელიც პუტინს ესმის“. მერკელმა 2007 წელს, სოჭში გამართული შეხვედრა გაიხსენა. როგორც დასავლური მედია წერს, მაშინ, რუსეთის პრეზიდენტმა იცოდა, რომ მერკელს ძაღლები არ უყვარდა, თუმცა პუტინმა გერმანიის კანცლერთან საკუთარი ძაღლის მიახლოება სცადა. ინტერვიუს დროს, მერკელმა რუსეთის პრეზიდენტის მოსაზრებებთან შეუსაბამობის კონტექსტში გაიხსენა, როგორ განუცხადა პუტინმა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა იყო "მე-20 საუკუნის ყველაზე ცუდი მოვლენა". როგორც მერკელი ამბობს, პუტინს უპასუხა, რომ მისთვის, როგორც კომუნისტურ აღმოსავლეთ გერმანიაში გაზრდილი ადამიანისთვის, ბერლინის კედლის დაცემა ნიშნავდა თავისუფლებას. მერკელის თქმით, პუტინს „სძულდა“ დემოკრატიის დასავლური მოდელი და სურდა ევროკავშირის „განადგურება“. მერკელმა განმარტა, რატომ დაბლოკა საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის მინიჭება ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სრულად შეიჭრებოდა მის მეზობელ ქვეყანაში ბევრად ადრე, თუ ის და სხვა მოკავშირეები 2008 წელს, NATO-ს სამხედრო ალიანსში გაწევრიანების ბლოკირების საკამათო გადაწყვეტილებებს არ მიიღებდნენ.  უკრაინის წევრობის დაბლოკვის მიზეზად მერკელმა ასევე დაასახელა სისტემური კორუფციის საკითხები. „პრეზიდენტი ზელენსკი გაბედულად ებრძვის კორუფციას, მაგრამ იმ დროს უკრაინა ნამდვილად იყო ოლიგარქების მიერ მართული ქვეყანა და ამიტომ, არ შეიძლება უბრალოდ თქვა - „კარგი, ხვალ ჩვენ მათ NATO-ში შევიყვანთ. ეს არ იყო უკრაინა, რომელსაც ჩვენ დღეს ვიცნობთ. ეს იყო უკრაინა, რომელიც იყო ძალიან, ძალიან გაყოფილი პოლიტიკურად. ეს არ იყო სტაბილური დემოკრატია“, - განაცხადა ყოფილმა კანცლერმა და დაამატა: „მეორეც, მე ძალიან დარწმუნებული ვიყავი… რომ პუტინი უბრალოდ არ აპირებდა ამის დაშვებას. მისი გადმოსახედიდან, ეს ომის გამოცხადება იქნებოდა“. მერკელმა განმარტა, რატომ დაბლოკა საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის მინიჭება აპრილში, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ანგელა მერკელი და საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი გააკრტიკა და განაცხადა, რომ მათი ნაბიჯი იყო აშკარა „შეცდომა“, რამაც რუსეთი გაათამამა. უკრაინის პრეზიდენტმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ბუჩაში რუსული ძალების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევისა და სისასტიკის შესახებ გახდა ცნობილი.

RS: აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა ბაზაში 1200 ადამიანი დარეგისტრირდა

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 1-ელი მარტიდან დღემდე, ნებაყოფლობით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა სიაში სულ 1 200 ფიზიკური პირი დარეგისტრირდა, აქედან ნებაყოფლობით სიაში 1,105 ადამიანი შევიდა, მოსამართლის ბრძანების საფუძველზე კი 14 პირი. მათ გარდა, აზარტული თამაშები აეკრძალა 1,449,124 ადამიანს, რომლებიც 18-დან 25 წლამდე პირებს, ასევე საჯარო მოხელეებს წარმოადგენენ. ამასთან, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა სიაში დღეის მდგომარეობით შეტანილია 1 449 124  პირის შესახებ ინფორმაცია.  შეგახსენებთ, 2022 წლის პირველი მარტიდან თამაშების ორგანიზატორი ვალდებულია: • არ დაუშვას მოთამაშის მიერ სხვა მოთამაშის სათამაშო ანგარიშებზე თანხის გადარიცხვა, ან გადატანა; • აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე, მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში, სათამაშოდ არ დაუშვას 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე, 18 წლამდე ასაკის უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე პირი, დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირები; • აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში, მოთამაშის ვერიფიკაციის დღიდან ყოველწლიურად მოახდინოს პირის ხელახალი ვერიფიკაცია; • თამაშობის მოწყობის ადგილზე შესულ პირთა შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა უზრუნველყოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.