ძებნის რეზულტატი:
უკრაინას მეგობარი ქვეყნები სამხედრო დახმარებას რუსეთისთვის განკუთვნილი სპეციალური წარწერებით უგზავნიან
ჩეხეთი, პოლონეთი და ნიდერლანდები უსაფრთხოების დახმარების ფარგლებში, უკრაინაში საბრძოლო მასალას, რუსეთისთვის განკუთვნილი სპეციალური წარწერებით აგზავნიან. ჭურვებზე დაწერილია სხვადასხვა „მილოცვა“ რუსეთის ძალების მისამართით. ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის ოფიციალურ უწყებებზე დაყრნდობით ავრცელებს. მაგალითად, ჩეხეთი უკრაინას აწვდის საბრძოლო მასალას, წარწერით - „პრაღის გაზაფხულისთვის". ნიდერლანდების მიერ გაგზავნილ ჭურვებზე ეწერა - "შურისძიება MH17-ისთვის", ხოლო პოლონელები წერენ - "კატინისთვის!" ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
გერმანიაში, სუპერმარკეტში მომხდარ სროლას ორი ადამიანი ემსხვერპლა
გერმანიაში, სუპერმარკეტში მომხდარ სროლას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ინციდენტი გერმანიის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქ შვალმშტადტში მოხდა. შემთხვევის ადგილზე ამ ეტაპზე სამართალდამცველი უწყების წარმომადგენლები მუშაობენ, ამ ეტაპზე სროლის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
მნიშვნელოვანია, ბიზნესწრეებსა და სუბიექტებს უშუალოდ მთავრობასთან ჰქონდეთ მათთვის აქტუალური საკითხების განხილვის შესაძლებლობა - ბრიტანეთის ელჩი
„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მოქმედ ბიზნესწრეებსა და სუბიექტებს უშუალოდ მთავრობასთან ჰქონდეთ მათთვის აქტუალური საკითხების განხილვის შესაძლებლობა“, ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში მარკ კლეიტონმა, ინვესტორთა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. მისი თქმით, გაერთიანებულ სამეფოს ეამაყება, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან პარტნიორობის გზით მხარს უჭერს ამ ფორუმს. „მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მოქმედ ბიზნესწრეებსა და სუბიექტებს უშუალოდ მთავრობასთან ჰქონდეთ მათთვის აქტუალური საკითხების განხილვის შესაძლებლობა. ეს შეხვედრა მხოლოდ აისბერგია, ქვემოთ კი უზარმაზარი საქმე ხორციელდება ცალკეული სამუშაო შეხვედრების ფორმატში და ყოველი მათგანის მიზანია საქართველოს მხარდაჭერა ეკონომიკური ზრდის, შემდგომი კეთილდღეობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე წინსვლის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა მარკ კლეიტონმა მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით.
ბორის ჯონსონი: ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთთან ცუდი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევისკენ არ უნდა უბიძგონ
"უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის არ უნდა უბიძგონ რუსეთთან ცუდი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევისკენ", - ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. "გაერთიანებული სამეფო უკრაინის მხარდამჭერთა შორის წინა ხაზზეა. მსოფლიომ თავიდან უნდა აიცილოს ნებისმიერი შედეგი, რომლის მიხედვითაც პუტინის გაუმართლებელი აგრესია მისთვის სასურველი სცენარით დასრულდება", - განაცხადა ჯონსონმა. შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დასავლელი პოლიტიკოსები და მედია უკრაინას ომის არასახარბიელო შედეგით დასრულებისკენ უბიძგებენ. „არანაირ სამშვიდობო გეგმაზე მოლაპარაკებები არ მაქვს, ასეთი მოლაპარაკებები ამჟამად ნულის დონეზეა. ყველას ძალიან სურს ცოტათი გვიბიძგოს ისეთი შედეგისკენ, რომელიც ჩვენთვის ნამდვილად არ არის სასურველი. დაღლილობა იზრდება, ადამიანებს უნდათ შედეგი თავისთვის, ჩვენ კი გვჭირდება შედეგი ჩვენთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
უკრაინის ჯარები სევეროდონეცკში პოზიციებს აძლიერებენ - მერი
სვეროდონეცკში, ლუჰანსკის ოლქში, ვითარება ამჟამად სტაბილურია, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა პოზიციები გააძლიერეს. შესაბამისი განცხადება სევეროდონეცკის მერმა ოლექსანდრ სტრიუკმა გააკეთა. მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები „ყველაფერს აკეთებენ“ ქალაქის დასაცავად. „სტაბილურად მძიმე სიტუაციაა. ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა გააძლიერეს პოზიციები, დაიკავეს ქალაქი და დაიბრუნეს მიწა. მაგრამ ამავე დროს, ბრძოლა არ წყდება. ორკები ანთავსებენ სულ უფრო მეტ ძალას, უამრავ ძალას. საარტილერიო დანაყოფები კონცენტრაციაა, უამრავი ტექნიკაა, მტერი ახორციელებს თავდასხმებს, ჩვენ კი, მათ ვაჩერებთ“, - განაცხადა მერმა. მისივე თქმით, „დამპყრობლები ცდილობენ, მიაღწიონ მიზანს“, მოიპოვონ მნიშვნელოვანი გამარჯვება, რადგან სვეროდონეცკი არის ლუჰანსკის რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი, ამიტომ, მას აქვს სიმბოლური მნიშვნელობა". როგორც ცნობილია, რუსული ჯარები ლუჰანსკისა და დონეცკის რაიონებზე სრული კონტროლის დამყარებას ცდილობენ, თუმცა ეს მიზანი დღემდე არ არის მიღწეული. სვეროდონეცკში ბრძოლები უკვე დიდი ხანია, მიმდინარეობს.
სალომე ზურაბიშვილი იტალიაში პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის შეხვდა. პრეზიდენტის ვიზიტი იტალიაში გრძელდება. „ვუჭერდით და ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ამას ვერაფერი შეცვლის და მეორე-მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპაში ინტეგრაციას და აქაც კატეგორიულად გიჭერთ მხარს“, - ციტირებს პრეზიდენტის ოფიციალური Facebook გვერდი მარიო დრაგის სიტყვებს. დღესვე პრეზიდენტი იტალიელ კოლეგას სერჯო მატარელას შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტი 25 წლის შემდეგ, იტალიას პირველი სახელმწიფო ვიზიტით ეწვია. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ პირისპირ და გაფართოებულ შეხვედრაზე საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხსა და უკრაინაში რუსეთის სასტიკი აგრესიის შესახებ ისაუბრეს. როგორც იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ განაცხადა, საქართველო ევროპული ცივილიზაციის ნაწილია და ის მისი ნაწილი უნდა იყოს. მისი თქმით, „რუსეთის მხრიდან დღეს ახალი საფრთხეების წინაშე ვდგავართ, უკრაინამ შეძლო და აჩვენა რუსეთის ნამდვილი და სასტიკი სახე, ეს ყველაფერი საფრთხეს ქმნის ჩვენთვისაც და რეგიონისთვისაც - საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია“. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სერჯო მატარელამ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იტალიის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. საქართველოს პრეზიდენტმა ქართველი ხალხის სახელით მადლობა გადაუხადა იტალიას, რომ ქვეყანა ყველა საერთაშორისო ფორმატში მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ამ გზაზე საქართველოს მხარდამჭერია. 30 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების გათვალისწინებით, საუბარი შეეხო საქართველო იტალიას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხებს.
ფიჯიმ აშშ-ს ოლიგარქ სულეიმან ქერიმოვთან დაკავშირებული სუპერიახტა გადასცა
ფიჯის უზენაესმა სასამართლომ შეერთებულ შტატებს კუნძულის პორტიდან სუპერიახტა Amadea-ს გაყვანის უფლება მისცა, რომელიც მანამდე ვაშინგტონის მოთხოვნით დააკავეს. იახტა რუს მილიარდერ სულეიმან ქერიმოვს ეკუთვნის, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, სანქციების ქვეშ მოექცა. სანქციების შიშის გამო, პუტინის იახტამ ჰამბურგის პორტიდან გაიყვანეს - უცხოური მედია იტალიის სამართალდამცავმა ორგანოებმა რუსი ოლიგარქის 578 მილიონი დოლარის ღირებულების იახტა დააყადაღეს დიდმა ბრიტანეთმა 386 რუს დეპუტატს სანქციები დაუწესა ევროკავშირის მიერ, მთლიანობაში, 862 რუსი ფიზიკური პირი და 53 ორგანიზაციაა სანქცირებული სასამართლომ დაადგინა, რომ საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე იახტამ უნდა „დატოვოს ფიჯის წყლები“, რადგან კუნძულზე მისი ყოფნა სამართლებრივი დავების ფონზე „ხელისუფლებას ძვირად დაუჯდა“. იახტა „ფიჯის წყლებში ყოველგვარი ნებართვის გარეშე შევიდა და, სავარაუდოდ, შეერთებული შტატების მხრიდან დევნის თავიდან აცილებას აპირებდა“, - ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში. ფიჯის გენერალური პროკურორის კრისტოფერ პრაიდის თქმით, სასამართლო დათანხმდა, რომ „ფულის გათეთრებისა და ქონების გათეთრების საკითხები“ აშშ-ის სასამართლოში უნდა გადაწყდეს. 106-მეტრის სიგრძის იახტა Amadea, რომლის ღირებულება $325 მილიონს შეადგენს, ფიჯიში მექსიკიდან 18-დღიანი ცურვის შემდეგ 13 აპრილს ჩავიდა. ერთი კვირის შემდეგ, კუნძულის ხელისუფლებამ გემი აშშ-ის მოთხოვნით დააკავა. მაისში ფიჯის უზენაესმა სასამართლომ რუსი მილიარდერის სულეიმან კერიმოვის კუთვნილი სუპერიახტის Amadea-ს ჩამორთმევის შესახებ შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან, აქციაზე დაკავებული "ალტ-ინფოს" წევრები ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდნენ
თბილისში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან 6 ივნისს გამართულ აქციაზე დაკავებული ალტ-ინფოს წევრები და მათი თანამოაზრეები, საერთო ჯამში შვიდი პირი თავისუფალია. აქციის მონაწილეები, გამოკითხვის შემდეგ ხელწერილების საფუძველზე გაათავისუფლეს. აქციის მონაწილეებს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას, წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ. ცნობისთვის, ევროკავშირის ოფისთან აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს. დაკავებულთა შორის იყვენენ "ალტ-ინფოს" წევრები გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები. ასევე წაიკითხეთ: ევროკავშირის ოფისთან მიმდინარე აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს
ნათია თურნავა პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად აირჩია
პარლამენტმა 80 ხმით 9-ის წინააღმდეგ ნათია თურნავა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად აირჩია. ნათია თურნავა: ინფლაციას მსოფლიოში არსებული ფაქტორების გათვალისწინებით, მხოლოდ ეროვნული ბანკი ვერ გაუმკლავდება პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ნათია თურნავა წარადგინა პრემიერი: ნათია თურნავა ჩვენი გუდის წევრად რჩება. მას აქვს თავისი გეგმები ნათია თურნავა 2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის აპრილამდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ხოლო 2019 წლის აპრილიდან 2022 წლის 9 თებერვლამდე მინისტრი იყო. ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა ეროვნული ბანკის საბჭო, რომელიც ცხრა წევრისაგან შედგება. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს პარლამენტი შვიდი წლის ვადით, პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთაგან ეროვნული ბანკის საბჭოს წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრეზიდენტი.
თურქეთს უკრაინული მარცვლეულის ყიდვა დიდი ფასდაკლებით სურს - მედია
თურქული გამოცემა Yeni Safak სოფლის მეურნეობისა და ტყის მინისტრზე ვაჰიტ კირიშჩიზე დაყრდნობით იუწყება, რომ თურქეთი მიზნად ისახავს 25%-იანი ფასდაკლებით შეიძინოს უკრაინის მარცვლეული, რომელიც ახლა პორტებშია გაჩერებული. მედია: უკრაინის პორტებიდან ხორბლის ექსპორტისთვის „მარცვლეულის დერეფნის“ საგზაო რუკა შემუშავდა „არსებობს შეთანხმება უკრაინასთან მარცვლეულის 25%-იანი ფასდაკლებით შეძენაზე, თუმცა მათ წინაშეა დილემა პროდუქციის უსაფრთხო ექსპორტის სახით და სურთ, რომ თურქეთმა შეასრულოს არბიტრის როლი ამ პროცესში. უკრაინაც და რუსეთიც ჩვენ გვენდობა“,- განაცხადა მინისტრმა. მისივე ინფორმაციით, თურქეთი, რომელიც ინტენსიურ დიპლომატიურ სამუშაოს ახორციელებს და გამოდის შუამავლის როლში უკრაინის მარცვლეულის ექსპორტზე ბლოკადის მოხსნასთან დაკავშირებით, ამ კვირას უკრაინის, რუსეთისა და გაეროს წარმომადგენლებთან ორ მნიშვნელოვან შეხვედრას ჩაატარებს. შეხვედრის მიზანი მარცვლეულისთვის „მწვანე დერეფნის“ შექმნაა. თურქული მედიის ცნობით, დიპლომატიური წყაროების თანახმად, პუტინი და ზელენსკი მარცვლეულის დერეფნის გასწვრივ თანამშრომლობის საკითხებთან მიმართებით დადებითად არიან განწყობილნი. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი : პრეზიდენტი იტალიაშია და ამ დროს დავის დაწყება, თავად განსაჯეთ, რამდენად მიზანშეწონილია, მე მიუღებლად მიმაჩნია
პრეზიდენტი იტალიაში იმყოფება, იტალიის პრეზიდენტს ხვდება და ამ დროს დავის დაწყება, თავად განსაჯეთ, რამდენად მიზანშეწონილია, მე მიუღებლად მიმაჩნია - ამის გაკეთება სხვა დროს და სხვა ვითარებაში შეიძლებოდა, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ განაცხადა. პირველად როცა „ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, ესეც მის ვიზიტებთან იყო დაკავშირებული, აღნიშნავს მსხილაძე. „როგორც ცნობილია, პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება რომსა და ბრიუსელში, იტალიის პრეზიდენტს შეხვდა. მოგეხსენებათ, იტალია ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, რომელსაც ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე მნიშვნელოვანი როლის მოხდენა შეუძლია. ამ დროს, გუშინ, მთავრობის ადმინისტრაციიდან ინფორმაციას ვიღებთ, რომ გადაწყვიტეს, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართონ, პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილების გამიჯვნის თაობაზე. ეს პირველად არ ხდება, 14 მარტს, პრეზიდენტმა თავის საპარლამენტო გამოსვლისას ახსენა, რომ მას ვიზიტები დაგეგმილი ჰქონდა პარიზში, ბერლინში, ბრიუსელსა და ვარშავაში და მოუწია პრეზიდენტს ამ ვიზიტების პირად შეხვედრებად გადაქცევა. ელჩების დანიშვნაზე პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნასთან დაკავშირებით, მთავრობამ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა მაშინაც, იგივე პრობლემა შეიქმნა. ეს შემთხვევით ხდება, შეგნებულად კეთდება თუ დაუფიქრებელი ნაბიჯებია, ეს არის საზოგადოების გადასაწყვეტი. საკონსტიტუციო სარჩელი ჯერ არ გვინახავს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოშია შესული. ვიდრე სარჩელს არ გავეცნობით, რა მოთხოვნებია და რის დაზუსტებას ითხოვს მთავრობა, მანამდე იურიდიულ დეტალებში შესვლა რთულია. ამიტომ, დაველოდოთ, სარჩელი როდის გახდება ცნობილი და ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომ შემოსული იყო 12 ელჩის კანდიდატურა და 12-ვეზე დადებითი პასუხი იყო. დეტალებში კონკრეტული ელჩების საკითხი არ ვიცი",- განაცხადა გიორგი მსხილაძემ.
ბიტკოინის ფასი $30 000-იან ნიშნულს ჩამოსცდა
ბიტკოინის ფასი $30,000-ს ჩამოსცდა, რაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ყველაზე დაბალი ნიშნულია. წერს Bloomberg. ბიტკოინის ფასი 7.1%-ით შემცირდა და $29,209-მდე დაეცა, ეს 30 მაისის შემდეგ ყველაზე დაბალი ფასია. შემცირდა სხვა მონეტების ფასებიც, ეთერიუმის ფასი 7.3%-ით დაეცა $1,725-მდე, Avalanche-ის ფასი კი 9.3%-ით. 2021 წლის გაზაფხულზე ბიტკოინის ფასი $60 ათასს მიუახლოვდა. ბიტკოინის ფასი თავდაპირველად 1 ცენტზე ნაკლები იყო, 2017 წლის დეკემბერში კი მისმა ღირებულებამ $20 000-ს გადააჭარბა. 2021 წლის 2 ნოემბერს ბიტკოინი 13 წლის გახდა. Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, კიბერუსაფრთხოების ექსპერტმა და ამ მიმართულებით უკრაინის რადას ყოფილმა მრჩეველმა ლადო სვანაძემ განაცხადა, რომ მოსალოდნელი იყო ბიტკოოინის ფასის ვარდნა. ექსპერტი, ზოგადად ბიტკოინსა და სხვა ელექტრონულ ვალუტებზე ფასის მოსალოდნელ ვარდნას, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ სანქციებსა და კრიპტობაზარზე მიმდინარე ტენდენციებს უკავშირებს. მასალას გაეცანით ამ ბმულზე.
პოლონეთმა და უკრაინამ უპრეცედენტო, თავდაცვის $650 მილიონიანი კონტრაქტი გააფორმეს
პოლონეთმა უკრაინასთან 2,7 მილიარდის PLN (დაახლოებით 650 მილიონი დოლარი) ღირებულების თავდაცვის კონტრაქტი გააფორმა, რაც კიევისთვის თვითმავალი ჰაუბიცების მიყიდვას ითვალისწინებს. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ, ვიცე-პრემიერმა და სახელმწიფო აქტივების მინისტრმა იაცეკ სასინმა და ეროვნული თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. „ახლა ჩვენ ვაფორმებთ ერთ-ერთ უდიდეს თუ არა, ყველაზე დიდ თავდაცვის კონტრაქტს ბოლო 30 წლის განმავლობაში. ეს არის იარაღის მიყიდვა უკრაინელებისთვის, უკრაინაში", - განაცხადა მორავეცკიმ. მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს იარაღი ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ბრძოლის ველზე. მორავეცკის თქმით, უკრაინა ამ იარაღის შესაძენად თანხებს ნაწილობრივ ევროკავშირიდან და ნაწილობრივ საკუთარი ბიუჯეტიდან იღებს. თავის მხრივ, სასინმა, აღნიშნა, რომ კონტრაქტი პოლონეთისთვის რეკორდულია. „ბოლო 30 წლის განმავლობაში, პოლონეთის თავდაცვის ინდუსტრიაში ასეთი კონტრაქტი არ გაფორმებულა“, - განაცხადა იაცეკ სასინმა. კითხვას, არ აპირებს თუ არა უკრაინა პოლონეთიდან Piorun MANPADS-ის (ადამიანის პორტატული საჰაერო თავდაცვის სისტემები) დამატებითი პარტიების შეძენას, ბლაშჩაკმა უპასუხა რომ „უკრაინელები დიდად აფასებენ ამ იარაღს“. აქვე დაადასტურა ამ სარაკეტო სისტემების შესაძლო მიწოდება უკრაინაში და აღნიშნა, რომ პოლონეთის თავდაცვის სამინისტრო MANPADS-ებს საკუთარი არმიისთვის შეუკვეთავს.
არ მესმის, რას ნიშნავს რუსეთის დამცირება, ჩვენ არავინ გვამცირებს, ჩვენ გვკლავენ - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა ფრანგი კოლეგის სიტყვებს მწვავედ უპასუხა. ვოლოდიმირ ზელენსკის უკმაყოფილება მაკრონის შეფასებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, პუტინის ისტორიული შეცდომის მიუხედავად, რუსეთი არ უნდა დავამციროთ. „მე არ მესმის, რას ნიშნავს რუსეთის დამცირება, რომელ რუსეთზე, რაზე ვსაუბრობთ, იმაზე, რომ ამდენი წელი, 8-ზე მეტია, ხოცავენ ჩვენს ხალხს. არც კი ვფიქრობ, რომ უკრაინას ამცირებენ, რადგან ეს სუსტი პოზიციაა. ჩვენ არავინ გვამცირებს, ჩვენ გვკლავენ. ამიტომ, სანაცვლოდ არავის დამცირებას არ ვაპირებთ, იგივე ინსტრუმენტით ვუპასუხებთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკი ბორის ჯონსონზე: მოხარული ვარ, რომ არ დავკარგეთ ძალიან მნიშვნელოვანი მოკავშირე
უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ახარებს ის ფაქტი, რომ ბორის ჯონსონმა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის პოსტი შეინარჩუნა. ბორის ჯონსონი თანამდებობაზე რჩება „მოხარული ვარ, რომ არ დავკარგეთ ძალიან მნიშვნელოვანი მოკავშირე, ეს შესანიშნავი სიახლეა~, - აღნიშნა ზელენსკიმ.
საგურამოში უხვი ნალექის გამო თბილისის დიდ ნაწილს წყალი არ მიეწოდება
საგურამოში უხვი ნალექის შედეგად გამოწვეული პრობლემების გამო, თბილისის ნაწილს წყალი არ მიეწოდება. დაიტბორა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის საგურამოს სათავე ნაგებობა, რამაც შექმნა სასმელი წყლის ამღვრევის საფრთხე. კომპანიის განცხადებით, წყლის ამღვრევის პრევენციის მიზნით, წყალმომარაგება 08/06-ის 12:00 საათიდან აღდგება. საგურამოში ძლიერი წვიმის გამო საავტომობილო გზების ნაწილი და ავტომობილები დაიტბორა. გარკვეულ მონაკვეთებზე ნიაღვარმა ქვა-ღორღის ჩამოშლა გამოიწვია. რომელ უბნებს არ მიეწოდება წყალი, სრული სია იხილეთ ბმულზე.
ექსპერიმენტში მონაწილე პაციენტები კიბოსგან განიკურნენ - კვლევა
სწორი ნაწლავის კიბოთი დაავადებულების მცირე ჯგუფი სასწაულის მომსწრე გახდა. ექსპერიმენტული მკურნალობის შემდეგ ადამიანებში დაავადება გაქრა. კიდევ მეტია გასარკვევი იმის შესახებ, თუ როგორ განიკურნენ კიბოთი დაავადებული ადამიანები, თუმცა ზოგიერთი მეცნიერი ამბობს, რომ ასეთი შედეგები კიბოს კვლევის ისტორიაში არასოდეს დაფიქსირებულა. ძალიან მცირე კვლევაში, პაციენტები იღებდნენ წამალს, სახელწოდებით დოსტარლიმაბს და ექვსი თვის განმავლობაში თითოეულმა მათგანმა დაინახა, რომ სიმსივნე გაქრა. ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის ონკოლოგი ჰანა სანოფი აღნიშნავს, რომ 100%-იანი შედეგი დღემდე არ უნახავს. „არის იმუნოთერაპიული მედიკამენტები, რომლებიც მოქმედებს არა უშუალოდ კიბოზე, არამედ რეალურად აიძულებენ ადამიანის იმუნურ სისტემას არსებითად შეასრულოს სამუშაო. ეს არის მედიკამენტები, რომლებიც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში არსებობდნენ მელანომისა და სხვა კიბოს დროს, მაგრამ ნამდვილად არ გამოიყენებოდა კოლორექტალური კიბოს დროს“, - აღნიშნავს სანოფი.
გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლების სახელფასო ანაზღაურების დაანგარიშებაზე მუშაობა გაგრძელდება - ჯანდაცვის სამინისტრო
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლებს და პროფკავშირების წარმომადგენლებს შეხვდა. სამმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ განიხილეს ის მოთხოვნები, რაც დასაქმებულებს აქვთ და სამინისტროს წარმომადგენლებისგან ალტერნატიული შეთავაზებები მოისმინეს. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამუშაო დატვირთვის გათვალისწინებით სახელფასო ანაზღაურების დაანგარიშებაზე მუშაობა გაგრძელდება. „სასწრაფო გადაუდებელი დახმარების თანამშრომლების მოთხოვნებთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება. შეხვედრას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ალექსანდრე კუტიბაშვილი, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი და გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ჯანდაცვის სამინისტროში, სასწრაფო დახმარების თანამშრომლების მოთხოვნების განხილვისთვის შეხვედრა დაინიშნა 7 ივნისს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის თანამშრომლებმა კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ადმინისტრაციული შენობიდან ჯანდაცვის სამინისტროს შენობამდე საპროტესტო მსვლელობა გამართეს. აქციის მონაწილეები ხელფასის 100%-იან ზრდასთან ერთად ზეგანაკვეთური და მავნე სამუშაოს შესრულებისთვის დამატებით ანაზღაურებას ითხოვენ.
პოდოლიაკი ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მეექვსე პაკეტზე განმარტებას სთხოვს
მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, ევროკავშირის საბჭომ სანქციების სიიდან ღრუბლოვანი სერვისების ბლოკირების ამოღება არ განმარტა. „თავდაპირველად, ევროკავშირის საბჭო სანქციების მეექვსე პაკეტში ღრუბლოვანი სერვისებიდან რუსეთის ბლოკირების შესახებ აცხადებს. შემდეგ, ევროკავშირის საბჭო არედაქტირებს შეტყობინებას, ამოიღებს ამ მითითებებს. ოფიციალური პირებისგან არანაირი განმარტება არ მოჰყოლია, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა. ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს „ჩვენ უნდა გავზარდოთ სანქციების ზეწოლა და არა შევამციროთ“, - ხაზგასმით აღნიშნა პოდოლიაკმა. უკრაინული მედიის ცნობით, საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ, კერძოდ, საკონსულტაციო სერვისების, ღრუბლოვანი სერვისების ჩათვლით. შემდგომში, ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტის დამტკიცების შესახებ, ღრუბლოვანი ტექნოლოგიების შეზღუდვებზე მითითება ამოიღეს.
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: სანქციების მეშვიდე პაკეტი რუსული გაზის იმპორტის სრულ აკრძალვას უნდა მოიცავდეს
ევროკავშირმა ერთად უნდა იმუშაოს სანქციების მეშვიდე პაკეტის დასამტკიცებლად, რომელიცრუსული გაზისა და ნავთობპროდუქტების იმპორტის სრულ აკრძალვასაც უნდა მოიცავდეს. შესაბამისი განცხადება პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ სამშაბათს ვარშავაში ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრ ალექსანდრე შალენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით, გასულ კვირას რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტის მიღება „მნიშვნელოვანი ნაბიჯია რუსეთის ენერგორესურსებისგან ევროპის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად“. თუმცა რაუმ ამას არასაკმარისი ნაბიჯი უწოდა და მოუწოდა, დაუყონებლივ დაიწყოს მუშაობა სანქციების მეშვიდე პაკეტზე. ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს მინისტრის თქმით, სხვა საკითხებთან ერთად, სანქციები უნდა მოიცავდეს „რუსული გაზისა და ნავთობპროდუქტების იმპორტის სრულ აკრძალვას და ყველა რუსული და ბელორუსული ბანკის SWIFT-ის სისტემიდან გათიშვას. უკრაინის ადგილი ევროკავშირშია, ხაზგასმით აღნიშნა რაუმ. „ამიტომ, ჩვენ ველით დადებით რეკომენდაციას ევროკომისიისგან უკრაინის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირის საბჭო დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს“, - განაცხადა რაუმ.