ძებნის რეზულტატი:

თურქეთში NATO-ს სამხედრო წვრთნები საერთაშორისო ანატოლიის არწივი-2022-ის სწავლებასთან ერთად ჩატარდება

თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ NATO თურქეთში სამხედრო წვრთნებს 20-28 ივნისს ჩაატარებს. Ramstein Dust II-2022 (RADU II-22), NATO-ს მზადყოფნის წვრთნები, ქალაქ კონიაში, მე-3 მთავარ რეაქტიულ ბაზაზე ჩატარდება.  NATO-მ ბალტიის ზღვაში მასშტაბური საზღვაო წვრთნები დაიწყო სამინისტრომ აღნიშნა, რომ სწავლება საერთაშორისო ანატოლიის არწივი-2022-ის სწავლებასთან ერთად ჩატარდება. NATO ევროპის მასშტაბით წვრთნებს იწყებს

რუსმა ოკუპანტებმა ნიკოლაევში სიდიდით მეორე მარცვლეულის ტერმინალი გაანადგურეს

რუსმა ოკუპანტებმა, ნიკოლაევში სიდიდით მეორე მარცვლეულის ტერმინალი გაანადგურეს. ამის შესახებ ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, წერს CNN. უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიედან 61 ტონა ხორბალი მოიპარეს გაერო: უკრაინის პორტებში 4,5 მილიონი ტონა ხორბალია დაბლოკილი „ესაა მორიგი რუსული სარაკეტო დარტყმა, რომელიც ხელს უწყობს გლობალურ სასურსათო კრიზისს. რუსულმა ჯარებმა გაანადგურეს უკრაინის მეორე უდიდესი მარცვლეულის ტერმინალი ნიკოლაევში", -აცხადებს ბორელი. მისი თქმით. ეს სარაკეტო დარტყმა ეწინააღმდეგება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბოლოდროინდელ დაპირებებს რომ უკრაინის პორტებიდან შავი ზღვის გავლით სავაჭრო გემებისთვის უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობა გაჩნდებოდა. „დეზინფორმაცია, რომელსაც პუტინი ბრალდებების უარყოფისთვის ავრცელებს, სულ უფრო და უფრო ცინიკური ხდება“, - აღნიშნავს ბორელი. ნიკოლაევის მერის ალექსანდრე სენკევიჩის თქმით, 4 ივნისს რუსმა დამპყრობლებმა ინფრასტრუქტურულ ობიექტს ცეცხლი გაუხსნეს. შედეგად, ხანძარი გაუჩნდა მარცვლეულისა და ფქვილის საწყობებს. ხანძრის ჩაქრობა 6 ივნისამდე გაგრძელდა. კვირას სოციალურ მედიაში გავრცელებულ სურათებზე ჩანს, რომ ტერმინალი ცეცხლშია გახვეული. ნიკოლაევი უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი მარცვლეულის რეგიონის გვერდით მდებარეობს. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.

აგრესორის მიმართ ნებისმიერი დათმობა იქნება გზა ახალი ომისკენ - გაეროში უკრაინის ელჩი

გაეროში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა სერგი კისლიცამ გააკრიტიკა პოლიტიკოსების პოზიცია, რომლებიც უკრაინას ომის შეჩერების მიზნით რუსეთთან დათმობებზე წასვლას ურჩევენ. გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე კისლიცამ განაცხადა, რომ თუ ახლახან ოკუპირებული ტერიტორიები არ გათავისუფლდება, რუსეთი მათ განახლებული თავდასხმების ახალ დასაყრდენად გადააქცევს. „აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიმეორებთ, რომ ნებისმიერი „დათმობა“, რომელსაც ზოგიერთი „კეთილმოსურნე“ ახლა გვირჩევს, იქნება მხოლოდ გზა ახალი ომისკენ. ძალადობის იგივე მასშტაბით და უფრო ახლოს ჩვენს საზღვრებთან“, - განაცხადა ელჩმა. მისივე თქმით, პუტინის რუსეთი უნდა დამარცხდეს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის, უკრაინელი ხალხისთვის, რომელიც ახლა ყველაზე მაღალ ფასს იხდის. „ხალხისთვის მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით მათთვის, ვინც დამოკიდებულია მარცვლეულის მარაგებზე ჩვენი რეგიონიდან. და, რუსეთის ხალხისთვისაც, რომელიც უნდა დაბრუნდეს დემოკრატიული ერების ოჯახს მისი „დეპუტინიზაციის“ შემდეგ“, - აღნიშნა უკრაინელმა დიპლომატმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ჯოზეფ ბორელი: პუტინის განცხადებები ცინიკური ხდება

"რუსულმა ძალებმა უკრაინაში, მიკოლაევში, მარცვლეულის მეორე უდიდესი ტერმინალი გაანადგურეს. ასეთი ცნობების ფონზე, პუტინის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია, ბრალეულობის უარყოფის შესახებ, სულ უფრო ცინიკური ხდება", - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა​ „ტვიტერში“ დაწერა. „კიდევ ერთი რუსული სარაკეტო დარტყმა, რომელიც ხელს უწყობს გლობალურ სასურსათო კრიზისს. რუსულმა ძალებმა უკრაინაში, მიკოლაევში, მარცვლეულის მეორე უდიდესი ტერმინალი გაანადგურეს. ასეთი ცნობების ფონზე, პუტინის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია, ბრალეულობის უარყოფის შესახებ, სულ უფრო ცინიკური ხდება“, – ნათქვამია ჯოზეფ ბორელის განცხადებაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

მელიტოპოლის მერი: რუსი სამხედროები თითქმის ყველა საგუშაგოდან გაიქცნენ

მელიტოპოლის მერმა ივან ფედოროვმა რეგიონში არსებული ვითარება შეაფასა და განაცხადა, რომ რუსი სამხედროები მელიტოპოლის თითქმის ყველა საგუშაგოდან გაიქცნენ, რადგან დამპყრობლებს უკრაინის არმიის შეტევის ეშინოდათ. „დამპყრობლებმა დატოვეს მელიტოპოლის რეგიონის თითქმის ყველა საგუშაგო. გმირი უკრაინელი სამხედროები ყველაფერს აკეთებენ რაშისტებისგან დასახლებების გასათავისუფლებლად. რუსმა დამპყრობლებმა დაბლოკეს უკრაინული კომუნიკაციები და ინტერნეტი მელიტოპოლში", - აცხადებს ფედოროვი. ამასთან, მელიტოპოლის მერმა მიუთითა, რომ უახლოეს თვეებში ქალაქის დეოკუპაცია დასრულდება, რადგან სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტია ზაპოროჟიეს რეგიონის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ჯანდაცვის მინისტრი მალდიველ კოლეგას შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, მალდივის რესპუბლიკის გენდერის, ოჯახის, სოციალური სერვისების მინისტრსა და განათლების მინისტრს შეხვდა. ზურაბ აზარაშვილმა სტუმრებს, სოციალური მიმართულებით სამინისტროს გამოცდილების გაუზიარა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დელეგაციის წევრები ბავშვთა ზრუნვის, მოწყვლადი ჯგუფების, ძალადობის მსხვერპლი პირების დაცვის და შშმ პირთა სერვისებით დაინტერესდნენ. საუბარი შეეხო დიდი ზომის ბავშვთა სახლებისა და პანსიონატების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესში საქართველოს მიღწეულ წარმატებას. უწყების ცნობით, დაგეგმილია დელეგაციის წევრების ვიზიტი სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში, სადაც ისინი იმ სერვისებს გაეცნობიან, რასაც სააგენტო მოწყვლად ჯგუფებს სთავაზობს. ამასთან, შეხვედრას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია და სოციალური დაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი თეა გვარამაძე ესწრებოდნენ.  

COVID19: როგორია ერთი კვირის სტატისტიკა

30 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 511 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 7 პაციენტი, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 514 ადამიანი. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 103 529 კვლევა ტესტით, მათ შორის 93 577 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 952 PCR ტესტით. ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოცხადდა.  

ექსპორტის შემცირების გამო რუსეთში ტყვიის ქარხნები დახურვის პირასაა - მედია

ექსპორტის სრული შეჩერებისა და შიდა მოთხოვნის შემცირების გამო, რუსეთში, ადგილბრივ ტყვიის ქარხნებში ორთვიანი მარაგი დაგროვდა. ზოგიერთი ბიზნესი დახურვის პირასაა. ამის შესახებ რუსული მედია ინდუსტრიის წყაროებზე დაყრდნობით წერს. ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტი შეიმუშავა ცნობილია, რომ ნედლი ტყვიის ექსპორტი ევროკავშირში მარტში პრაქტიკულად შეჩერდა. სანქციების ფონზე ლოჯისტიკასთან და ბანკთაშორის ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო რუსეთში წარმოება შემცირდა. 10 ივლისიდან კი ევროკავშირის სანქციების მეხუთე პაკეტით ნედლი ტყვიის ექსპორტი ამ ბაზარზე ოფიციალურად იკრძალება. სხვა ქვეყნებში ტყვიის ექსპორტისთვის 2022 წლის 16 მაისიდან 15 ნოემბრის ჩათვლით მწარმოებლებმა უნდა მიიღონ სპეციალური ლიცენზია, მაგრამ რუსეთის ფედერაციის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს შესაბამისი ნებართვები ჯერ არ გაუციათ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

საქართველო პრეზიდენტის ოფიციალური დახვედრის ცერემონია დღეს ,,კვირინალეს“ სასახლეში საპატიო ყარაულის თანხლებით გაიმართა

დახვედრის ცერემონია რომში, იტალიის პრეზიდენტის სასახლეში საქართველო პრეზიდენტის ოფიციალური დახვედრის ცერემონია დღეს ,,კვირინალეს“ სასახლეში საპატიო ყარაულის თანხლებით გაიმართა. შესრულდა საქართველოს და იტალიის რესპუბლიკის ჰიმნები და პრეზიდენტებმა პატივი მიაგეს იტალიის რესპუბლიკის სახელმწიფო დროშას. ამასთან, ოფიციალური დახვედრის ცერემინიის შემდეგ საქართველოს და იტალიის პრეზიდენტები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გამართავენ შეხვედრებს და მედიისათვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფო ვიზიტით იტალიიის რესპუბლიკას დღეს ეწვია. ასევე წაიკითხეთ: საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტი იტალიაში დღეს იწყება  

ოპოზიციონერებზე თავდასხმის თემის განხილვას პარლამენტში ხმაური მოჰყვა

მმართველი პარტიის ლიდერის ირაკლი კობახიძის მიერ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ოპოზიციონერებმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადება ძალადობის წახალისებად შეაფასეს. „იმედი მაქვს, რომ ჩვენს ქვეყანაში დადგება ის დღე, როდესაც ჩვენ შევისწავლით ამ ძალადობის უკან როგორ იდექით თქვენ და როგორ უნდა დაისაჯოთ არამხოლოდ პოლიტიკურად, არამედ სამართლებრივადაც ქვეყანაში ძალადობის გარემოს შექმნის გამო და იმის გამო, რომ მიმდინარე კვირას ევროპარლამენტი, რომელმაც უნდა მიიღოს რეზოლუცია ჩვენი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მხარდასაჭერად, იძულებულია, ამის ნაცვლად მიიღოს რეზოლუცია, რომელშიც საუბარი იქნება ქვეყანაში მასმედიის უფლებების შევიწროებაზე, პოლიტიზირებულ მართლმსაჯულებასა და რუსულ ოლიგარქიულ მმართველობაზე“, - აღნიშნა „ლელოს“ წევრმა სალომე სამადაშვილმა. `ფრთხილად, ბატონო ირაკლი, კომუნისტებისგან მოყოლოებული ეს ტექსტებია ბერძენიშვილებთან დაკავშირებით, მაგრამ ვერავინ შეძლო მიღწევა. თქვენი მიაზანია, რეალური პრობლემიდან გადაიტანოთ ყურადღება...“, - მიმართა ირაკლი კობახიძეს „რესპუბლიკური“ პარტიის თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ბერძენიშვილები, ბოკერიები, სააკაშვილები, გვარამიები და სხვები ახალი დროის ბოლშევიკები არიან, რომლებიც ცდილობენ, პროპაგანდით დაანგრიონ ის, რასაც მათი იდეური წინაპრები ბოლშევიკები 100 წლის წინ ანგრევდნენ“. შეგახსენებთ, თბილისში, რუსთაველის გამზირზე ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა.

ჯანდაცვის სამინისტროში, სასწრაფო დახმარების თანამშრომლების მოთხოვნების განხილვისთვის შეხვედრა დაინიშნა

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის თანამშრომლების აქციის მიმდინარეობისას ცნობილი გახდა, რომ 16:00 საათზე სამედიცინო პერსონალს, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელსა და გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენლობის მონაწილეობით სამმხრივ ფორმატში შეხვედრა გაიმართება. ამ შეხვედრაზე მხარეები პოზიციების დაახლოებას შეეცდებიან. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის თანამშრომლებმა კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ადმინისტრაციული შენობიდან ჯანდაცვის სამინისტროს შენობამდე საპროტესტო მსვლელობა გამართეს. აქციის მონაწილეები ხელფასის 100%-იან ზრდასთან ერთად ზეგანაკვეთური და მავნე სამუშაოს შესრულებისთვის დამატებით ანაზღაურებას ითხოვენ.

IDS ბორჯომი: სამწუხაროა, რომ იმ ვითარებაში, როდესაც დაიწყო მედიაციის პროცესი, პროტესტის მონაწილეები განაგრძობენ აგრესიას

კატეგორიულად მიუღებელია პროტესტის მონაწილეების მხრიდან აგრესიული ქმედებები და ზეწოლა იმ თანამშრომლების მიმართ, ვინც შემოდის ქარხანაში და განაგრძობს მუშაობას, – ამის შესახებ „IDS ბორჯომი“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. „ვითარება ადგილზე ამ მომენტისთვის შედარებით მშვიდია, თუმცა გაუგებარია პროტესტის მონაწილეების მხრიდან დილით განხორციელებული აგრესია. კატეგორიულად მიუღებელია პროტესტის მონაწილეების მხრიდან აგრესიული ქმედებები და ზეწოლა იმ თანამშრომლების მიმართ, ვინც შემოდის ქარხანაში და განაგრძობს მუშაობას. როგორც უკვე არაერთხელ განვმარტეთ, ჩვენ მინიმალური წარმოება გვაქვს, ძირითადად ქართული ბაზრის პროდუქციით უზრუნველყოფის მიზნით. ძალიან სამწუხაროა, რომ იმ ვითარებაში, როდესაც გუშინ დაიწყო მედიაციის პროცესი პროტესტის მონაწილეები განაგრძობენ აგრესიას და დეზინფორმაციის გავრცელებას“, – აცხადებენ კომპანიაში. „IDS ბორჯომში“ განაცხადეს, რომ ყველანაირ საფუძველს მოკლებულია ინფორმაცია, თითქოს „IDS ბორჯომი“ უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებას ახორციელებს. „კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ყველანაირ საფუძველს მოკლებულია ინფორმაცია, თითქოს კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო“ უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებას ახორციელებს. ასევე დეზინფორმაციაა, თითქოს პოლიციამ აქცია დაშალა. პოლიცია საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებდა სიტუაციის განმუხტვის მიზნით. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ჩვენ მივესალმებით მედიაციის პროცესს, რომლის მიზანიც ვითარების ნორმალიზება და კონსტრუქციულ ჭრილში გადატანაა“, – აცხადებენ კომპანია „IDS ბორჯომი“ საქართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში. ცნობისთვის, „IDS ბორჯომი საქართველოს" ერთ-ერთი ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე ინციდენტი მოხდა. პიკეტირების დროს აქციის მონაწილეები ცდილობდნენ, ქარხნის ტერიტორიიდან არ გაეშვათ ავტობუსი, რომელშიც რამდენიმე ადამიანი იჯდა.  ასევე წაიკითხეთ: „IDS ბორჯომი“ კომპანიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე: მზად ვართ ღია დიალოგისთვის  

იტალია საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს მხარს უჭერს

იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. სერჯო მატარელას თქმით, საქართველოს და იტალიას ორმხრივი ურთიერთობის საუკეთესო ისტორია აქვთ. ეს ურთიერთობა ისტორიულ მეგობრობას ემყარება და ის ყოველთვის ვითარდება. საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი კი ამის დადასტურებაა. იტალიის პრეზიდენტის განცხადებით, დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან 30 წელი გავიდა, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება. სერჯო მატარელამ განაცხადა, რომ თბილისსა და რომს საერთო პოზიცია აქვთ, როდესაც საქმე ეხება ომის დაგმობას და ქვეყნის სუვერენიტეტის აღიარებას. „პირველად ჩვენ საქართველო ვაღიარეთ 1921 წელს და მეორედ 1992 წელს და გასულმა 30 წელმა გააღრმავა ჩვენს შორის ურთიერთობა. თბილისსა და რომს საერთაშორისო პოლიტიკის საერთო პოზიცია აქვთ, ისინი იზიარებენ იმ ფუნდამენტს, რაც გულისხმობს ომის დაგმობას, მშვიდობიან თანაარსებობას და ქვეყნის სუვერენიტეტისა და პოლიტიკური საზღვრების ინტეგრაციის აღიარებას. იტალია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. უკრაინაში რუსეთის აგრესიას უდიდესი გამოძახილი აქვს რეგიონში, რამაც კიდევ ერთხელ დააჩქარა საქართველოს და ევროპას შორის პარტნიორობა და საერთო ძალისხმევა რეგიონში მშვიდობის შესანარჩუნებლად. საქართველოს მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება აქვს, ის ევროპული ცივილიზაციის ნაწილია და ლოგიკურია, რომ მას სურს, ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდეს. იტალია მხარს უჭერს საქართველოს ამ მისწრაფებას“, - აღნიშნა იტალიის პრეზიდენტმა. სერჯო მატარელას თქმით, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი ყველას ეხება, რადგან არსებული გამოწვევები ევროპის თანამეგობრობის პრობლემაც გახლავთ. „შავი ზღვის უსაფრთხოება ეხება პირველ რიგში საქართველოს, მაგრამ ეს გვეხება ყველას. ეს ევროპის თანამეგობრობის პრობლემაც გახლავთ. საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ჟენევის მოლაპარაკებების ერთ-ერთი უდიდესი პრობლემაა. იტალიას და საქართველოს აერთიანებთ მრავალმხრივი ურთიერთობა - ეკონომიკური, კულტურული, რომელიც კიდევ უფრო გაღრმავდება. ჩვენი თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია კულტურის თვალსაზრისით, შეხვედრაზე ხაზი გავუსვით რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობას და ამ ურთიერთობის გაღრმავებას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ურთიერთობების გაღრმავებას უნივერსიტეტებს შორის. ასევე, მნიშნელოვანია არქეოლოგიური მისიების საქმიანობა“, - აღნიშნა იტალიის პრეზიდენტმა. საქართველო პრეზიდენტის ოფიციალური დახვედრის ცერემონია დღეს ,,კვირინალეს“ სასახლეში საპატიო ყარაულის თანხლებით გაიმართა საქართველოს პრეზიდენტი 25 წლის შემდეგ, იტალიას პირველი სახელმწიფო ვიზიტით ეწვია.

რუსეთის საერთაშორისო რეზერვები $44 მილიარდით შემცირდა

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან სამი თვის შემდეგ რუსეთის საერთაშორისო რეზერვები $44 მილიარდით შემცირდა. რუსეთის ფინანსთა მინისტრი: რუსეთის 640 მილიარდი დოლარის რეზერვებიდან, $300 მილიარდი სანქციების გამო გაყინულია რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ოქროს რეზერვების შემცირების შესახებ განაცხადა რუსეთის საერთაშორისო რეზერვები, ერთ კვირაში $14 მილიარდით შემცირდა რუსული მედიის ცნობით, 27 მაისისთვის საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ $589,6 მილიარდი შეადგინა. უკრაინასთან ომის დაწყებამდე, 2022 წლის 18 თებერვალს, რუსეთის ოქროსა და სავალუტო რეზერვების მოცულობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და $643,2 მილიარდი შეადგინა. რეზერვები განთავსებულია სხვადასხვა ვალუტაში დენომინირებულ აქტივებში, ასევე ოქროში. 25 თებერვლისთვის, ომის მეორე დღისთვის, რეზერვები $629,4 მილიარდამდე შემცირდა. 13 მარტს რუსეთის ფინანსთა მინისტრმა განაცახდა, რომ რუსეთის $640 მილიარდის რეზერვებიდან $300 მილიარდი სანქციების გამო გაყინულია. 31 მარტს კი რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ოქროს რეზერვების შემცირების შესახებ პირველად განაცხადა.  ცნობისათვის, რუსეთის ხელისუფლებამ მომზადა კანონპროექტი, რომლის დამტკიცების შემთხვევაში, ქვეყნის ოქროს რეზერვების გასაიდუმლოება მოხდება.   

სალომე ზურაბიშვილი: ევროპული მომავლისთვის საქართველოს დიდი ვალდებულებები აქვს

"კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით ევროკავშირის სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება დადასტურება, რომ საქართველოს აქვს ევროპული და დემოკრატიული მომავალი -  ევროპული მომავლისთვის საქართველოს დიდი ვალდებულებები აქვს", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განცხადა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა იტალიის პრეზიდენტთან, სერჯო მატარელასთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთის აგრესია წარუმატებელია, რადგან ამას ევროპა დახვდა ფხიზელი, დახვდა ისეთი გაერთიანებული, როგორიც არასოდეს ყოფილა. „ახალ პროცესში იტალიისა და ევროპის მხარდაჭერა იქნება საქართველოს მოსახლოების 88 პროცენტისთვის, რომელიც ემხრობა საქართველოს ევროინტეგრაციას. სამართლიანი გადაწყვეტილება და ევროპაში დაბრუნების ერთ-ერთი სიმბოლო, საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნების აღიარება, რომ იქ არის მისი ადგილი, იქნება კიდევ ერთი დადასტურება, რომ საქართველოს აქვს ევროპული და დემოკრატიული მომავალი. ჩვენ ისიც ვიცით, რომ ამ მომავლისთვის საქართველოსაც აქვს ძალიან დიდი ვალდებულებები. ინტეგრაციის პროცესი თუ აჩქარებულია, ასევე აჩქარებული უნდა იყოს ჩვენი რეფორმების პროცესი და მას არანაირი შეფერხება არ უნდა ახლდეს. ეს არის ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა და გზა ევროპისკენ. რეალურად, ევროპული ინტეგრაციის პროცესზე საუბარი განუყოფელია უკრაინაზე საუბრისგან, იმ სასტიკი, რუსული აგრესიის შესახებ, რომელიც დაიწყო უკრაინის მიმართ და რომელიც ეხება არა მხოლოდ უკრაინას, არამედ რეგიონის უსაფრთხოებას. ჩვენთვისაც ძალიან ახლოსაა, რადგან არაერთხელ გავიარეთ იგივე აგრესია, 1921 წელს, 1991 წელს, 2008 წელს. ამავე დროს ეს ეხება ევროპის მთლიან უსაფრთხოებას. ამიტომ ეს არის ჩვენი, ყველას საერთო გამოწვევა. სოლიდარობაც ასევე უნდა იყოს განუყოფელი – როგორც არის გამოწვევა და როგორიც არის პასუხი", - განაცხადა ზურაბიშვილმა. საქართველოს პრეზიდენტი 25 წლის შემდეგ, იტალიას პირველი სახელმწიფო ვიზიტით ეწვია. ასევე წაიკითხეთ: იტალია საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს მხარს უჭერს საქართველო პრეზიდენტის ოფიციალური დახვედრის ცერემონია დღეს ,,კვირინალეს“ სასახლეში საპატიო ყარაულის თანხლებით გაიმართა  

სალომე ზურაბიშვილი: იტალია არის ერთ-ერთი ევროპული ქვეყანა, რომელიც ყველაზე მყარად უჭერს მხარს საქართველოს ინტეგრაციას

ვიცით, რომ იტალია არის ერთ-ერთი ევროპული ქვეყანა, რომელიც ყველაზე მყარად უჭერს მხარს საქართველოს ინტეგრაციას და დგას ჩვენს გვერდით ამ რთულ, მაგრამ ამ ძალიან მნიშვნელოვან გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა იტალიის პრეზიდენტთან, სერჯო მატარელასთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. „ საუკუნეებია, საქართველო ევროპისკენ იყურება და ამის ბევრი მაგალითი არსებობს ბოლო პერიოდში. ეს 30 წელი საქართველოს მოსახლეობა ევროპისკენ არათუ იყურება, არამედ 80%-ზე მეტი მხარს უჭერს მყარად ევროპის ინტეგრაციას, ამ პროცესს, რომელიც დღეს ჩანს ამ ჭრილში, აჩქარებული პროცესი, რომლისთვისაც ჩვენ უნდა ვიყოთ მზად. ამიტომ, ამ წარსულიდან გამომდინარე, ამ თარიღებიდან გამომდინარე, ლოგიკური და მიზანშეწონილია, რომ სწორედ აქ და ახლა, პრეზიდენტ მატარელასთან გვაქვს საშუალება, რომ კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი ჩვენი ევროპული ინტეგრაციის პროცესს, იმ მოლოდინს, რაც არსებობს საქართველოში. ვიცით, რომ იტალია არის ერთ-ერთი ევროპული ქვეყანა, რომელიც ყველაზე მყარად უჭერს მხარს საქართველოს ინტეგრაციას და დგას ჩვენს გვერდით ამ რთულ, მაგრამ ამ ძალიან მნიშვნელოვან გზაზე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა. საქართველოს პრეზიდენტი 25 წლის შემდეგ, იტალიას პირველი სახელმწიფო ვიზიტით ეწვია. ასევე წაიკითხეთ: იტალია საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს მხარს უჭერს საქართველო პრეზიდენტის ოფიციალური დახვედრის ცერემონია დღეს ,,კვირინალეს“ სასახლეში საპატიო ყარაულის თანხლებით გაიმართა

კობახიძის თქმით, ელჩების დავით ბაქრაძისა და კახა იმნაძის დანიშვნაზე პრეზიდენტმა უარი განაცხადა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განმარტა, თუ რას ეხება მთავრობის სარჩელი, რომელზეც საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს. კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს საქმე პრეზიდენტის იმპიჩმენტის საფუძველი არ გახდება და ამ თემაზე საუბარი სპეკულაციაა. ელჩების დანიშვნაზე პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნასთან დაკავშირებით, მთავრობამ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა „პირველ რიგში, მთავრობის სარჩელი მხოლოდ და მხოლოდ ელჩებს და არავითარ შემთხვევაში ვიზიტებს არ შეეხება. ვიზიტები არის განყენებული თემა, მხოლოდ ელჩების დანიშვნის საკითხს შეეხება მთავრობის სარჩელი. ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ეს კონკრეტული საქმე ვერავითარ შემთხვევაში ვერ და არ გახდება იმპიჩმენტის საფუძველი. შესაბამისად, დღეს ეს არის სპეკულაცია. ერთადერთი, რასაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გააკეთებს, ეს არის ნორმის განმარტება ანუ, განმარტავს იმას, თუ როგორ უნდა დაინიშნონ ელჩები, ვისი მატერიალური პრეროგატივაა ელჩების დანიშვნა. ამით შემოიფარგლება საკონსტიტუციო სასამართლო. ეს საქმე იმპიჩმენტის საფუძველი არ გახდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, სარჩელი შეეხება 2 თანამდებობის პირის დანიშვნას და ამასთან დაკავშირებით უნდა გამოიტანოს დასკვნა საკონსტიტუციო სასამართლომ. „პრეზიდენტისთვის შეთავაზებული იყო 3 გადაწყვეტილება მთავრობის მხრიდან. ერთი იყო დავით ბაქრაძის დანიშვნა გაეროში მუდმივ წარმომადგენლად, რაზეც პრეზიდენტმა უარი განაცხადა. მიზეზი გაუგებარია. ასევე იყო კახა იმნაძის, მოქმედი მუდმივი წარმომადგენლის გადასვლა კანადაში, ამაზეც უარი ითქვა. იმნაძის ვადამდე გათავისუფლება ტექნიკური საკითხი იყო, ივნისში ისედაც ეწურება ვადა. ამ 3 შეთავაზებაზეც უარი ითქვა. ერთი იმაზე, რომ იმნაძეს 2 თვით ადრე შეწყვეტოდა უფლებამოსილება და კანადაში გადასულიყო და ბაქრაძე გაეროში მუდმივ წარმომადგენლად დანიშნულიყო. ეს წარდგინება შევიდა პრეზიდენტთან და საქართველოს პრეზიდენტმა უარი თქვა. სარჩელი შეეხება ამ 2 თანამდებობის პირს და ამასთან დაკავშირებით უნდა გამოიტანოს დასკვნა საკონსტიტუციო სასამართლომ. აქ რეალობა ძალიან მარტივია, საპარლამენტო რესპუბლიკებში ელჩის დანიშვნის მატერიალური უფლებამოსილება მთავრობას ეკუთვნის“, - განაცხადა კობახიძემ. მისი თქმით, სარჩელს აქვს ერთადერთი მიზანი, რომ მომავალში არ დაიბლოკოს ელჩების დანიშვნა, რაც კობახიძის შეფასებით, უხერხულ მდგომარეობაში აყენებს საქართველოს. „არავითარი საფუძველი არ არსებობდა იმისთვის, რომ პრეზიდენტს ეს ადამიანები არ დაენიშნა. გვახსოვს სხვა შემთხვევები, როდესაც პრეზიდენტმა ვიღაც დანიშნა, კომპეტენცია არ აღმოაჩნდა და ა.შ. ეს არის მთლიანად მთავრობისა და პოლიტიკური გუნდის პრეროგატივაა. როდესაც საჭიროდ ჩაითვალა, მაშინ შევიდა ეს სარჩელი იმიტომ, რომ რაღაც კულმინაციას მიაღწია პრობლემამ, ეს მოხდა ახლა, რამდენიმე თვის წინ, როდესაც უარი ითქვა ბაქრაძისა და იმნაძის დანიშვნაზე. პრობლემამ კულმინაციას მიაღწია და ამ დროს მთავრობის რეაგირება უნდა ყოფილიყო სარჩელის ფორმით. სარჩელი სხვა არაფერია, თუ არა თხოვნა საკონსტიტუციო სასამართლოსადმი, რომ კონკრეტული ნორმა განმარტოს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

გერმანიისა და ბალტიის ქვეყნების ლიდერები თავდაცვის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ

გერმანიისა და ბალტიის ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ბალტიის რეგიონში თავდაცვა უნდა გაძლიერდეს ჯარების რაოდენობის გაზრდით და საჰაერო და საზღვაო თავდაცვითი საშუალებების დამატებით, ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა. „ჩვენ შევთანხმდით, რომ უნდა გავაძლიეროთ თავდაცვითი შესაძლებლობები ბალტიის ქვეყნებში, ჯარების რაოდენობის გაზრდით, საჰაერო და საზღვაო თავდაცვის გაზრდით“, - განუცხადა ნაუსედამ ჟურნალისტებს ლიეტუვის დედაქალაქში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბალტიისპირეთის სამი ქვეყნის ხელმძღვანელებთან NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ მოლაპარაკებები გამართა. ვილნიუსში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ლიდერებმა ხაზი გაუსვეს იმ საფრთხეს, რომელსაც რუსეთი რეგიონულ უსაფრთხოებას უქმნის. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც უკრაინაში მოსკოვის შეჭრის შემდეგ, შოლცი ეწვია NATO-ს ქვეყანას, რომელიც რუსეთს ესაზღვრება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

მიშელი გაეროში რუსეთის ელჩს: შეგიძლიათ, დატოვოთ დარბაზი, იქნებ, უფრო ადვილია, არ მოუსმინოთ სიმართლეს

გაეროს უშიშროების საბჭოში გამოსვლისას, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა კრემლი განვითარებადი ქვეყნების წინააღმდეგ კვების მარაგების რაკეტებად გამოყენებაში დაადანაშაულა. მიშელმა მილიონობით ტონა უკრაინული მარცვლეულის ბლოკირება იგულისხმა. „რუსეთის ომის დრამატული შედეგები მთელ მსოფლიოში ვრცელდება. ეს ზრდის საკვების ფასებს, უბიძგებს ხალხს სიღარიბისკენ და დესტაბილიზაციას იწვევს მთელ რეგიონში. ამ სასურსათო კრიზისზე მხოლოდ რუსეთი არის პასუხისმგებელი, მხოლოდ რუსეთი“, - განაცხადა მიშელმა გაეროს შტაბ-ბინაში, ნიუ-იორკში გამოსვლისას. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა უარყო რუსეთის პრეტენზია, რომ დასავლეთის სანქციებია დამნაშავე სასურსათო კრიზისში, მას „დეზინფორმაცია" უწოდა და განაცხადა, რომ ევროკავშირს არ დაუწესებია სანქციები რუსეთის სოფლის მეურნეობის სექტორზე. „კრემლი მარცვლეულს იპარავს უკრაინაში და სხვებს ადანაშაულებს. ეს არის სიმხდალე. ეს არის პროპაგანდა“, - განაცხადა მიშელმა. ამ კომენტარებმა გაეროში რუსეთის ელჩის უკმაყოფილება გამოიწვია და შეხვედრა დატოვა. „შეგიძლიათ, დატოვოთ დარბაზი, იქნებ, უფრო ადვილია, არ მოუსმინოთ სიმართლეს, ბატონო ელჩო“, - მიმართა მიშელმა რუსეთის ელჩს.

რომელი ქვეყნიდან შემოვიდა და საქართველოს ეკონომიკის რომელ დარგებში განთავსდა ყველაზე მეტი კაპიტალი

Europetime-ს მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი მონაცემების თანახმად, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. 2021 წელს ამ მაჩვენებელმა $1,152,817.6 შეადგინა, 2020 წელს ქვეყანაში ინვესტორებმა $571,963.3 შემოიტანეს. TOP 10 ქვეყანა 2021 წელს საქართველოში შემოტანილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით გაერთიანებული სამეფო — $596,6 მლნ; ნიდერლანდები — $125,9 მლნ; ჩეხეთი — $81,8 მლნ; თურქეთი — $64,7 მლნ; რუსეთი — $58,6 მლნ; ლუქსემბურგი — $41 მლნ; არაბთა გაერთიანებული საამიროები — $34,8 მლნ; გერმანია — $31,6 მლნ; მარშალის კუნძულები — $21,3 მლნ; სეიშელები — $19,8 მლნ; დანარჩენი ქვეყნები — $76,7 მლნ. საქსტატის მიერ მოწოდებული მონაცემებით ჩანს, რომ საქართველოში შემოტანილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, გაერთიანებული სამეფო ლიდერობს, მეორეა ნიდერლანდები, შემდეგ ჩეხეთი, თურქეთი და ინვესტორების ხუთეულს რუსეთის ფედერაცია კრავს. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ეკონომიკის სექტორების მიხედვით: საფინანსო სექტორი — $443,3 მლნ; გართობა, დასვენება და სხვა სახის მომსახურება — $230,5 მლნ; ენერგეტიკა — $157 მლნ; დამამუშავებელი მრეწველობა — $143 მლნ; უძრავი ქონება — $84,1 მლნ; ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება — $28,2 მლნ; მშენებლობა — $27,6 მლნ; სოფლის მეურნეობა, თევზჭერა — $9 მლნ; სასტუმროები და რესტორნები — $7,7 მლნ; ტრანსპორტი — $4,7 მლნ; დანარჩენი სექტორები — $17,5 მლნ. საქსტატის მიერ მოწოდებული მონაცემებით, საქართველოში ყველაზე მიმზიდველი დარგია საფინანსო სექტორი, შემდეგ გართობა, დასვენება და მომსახურების სფერო. მესამეა ენერგეტიკა, შემდეგ უძრავი ქონება და ხუთეულშია ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება. ინვესტორებმა 2021 წელს $1 მილიარდზე მეტი შემოიტანეს - რატომ არ მცირდება საქართველოში უმუშევრობა და სიღარიბე