ძებნის რეზულტატი:

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში 30 ოკუპანტი და საბრძოლო მასალის სამი საცავი გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში 30 ოკუპანტი და საბრძოლო მასალის სამი საცავი გაანადგურეს, - ამის შესახებ “სამხრეთის” ოპერატიული სარდლობა იუწყება. “მტერი აგრძელებს საბრძოლო მოქმედებების ჩატარებას თავდაცვის ოკუპირებულ ხაზებზე. მტერი ჩვენი ქვედანაყოფების პოზიციებიდან გაძევებას ცდილობს, მაგრამ უშედეგოდ - უკან იხევს, ტოვებს დაღუპულებს, დაჭრილებს და დაზიანებულ აღჭურვილობას,” - აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

უკრაინაში, ლუგანსკის ოლქში ეთნიკურად ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში, ლუგანსკის ოლქში კიდევ ორი ეთნიკურად ქართველი, უკრაინის ორი მოქალაქე დაიღუპა. დაიღუპა კირილ შანავა, რომელიც წლებია, ოჯახთან ერთად, უკრაინაში ცხოვრობდა და 24 წლის დანიელ გერლიანია. გერლიანის მამა აფხაზეთიდანაა, დედა კი უკრაინელია. დანიელ გერლიანს 9 ივნისს, კიევის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

რა საკითხები წამოჭრეს ევროპარლამენტში გამართული დებატებისას ევროდეპუტატებმა

8 ივნისს საქართველოში მედიის თავისუფლების საკითხებზე ევროპარლამენტში დებატები გაიმართა. რეზოლუციაზე - „მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევა საქართველოში“ დებატებისას ევროდეპუტატებმა მიუთითეს, რომ თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობისთვის განუყოფელი ნაწილია. მაგალითად, ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩიუსმა განაცხადა, რომ ევროკავშირი, როგორც ფუნდამენტური თავისუფლების დამცველი იცავს და დაიცავს მედიის თავისუფლებას საქართველოში, მაშინაც კი თუ ამისთვის ხელისუფლებაში მყოფი პირების ღიად გაკრიტიკებაა საჭირო. ევროპარლამენტარმა ასევე მიუთითა ცვლილების საჭიროებაზე სახელმწიფო პოლიტიკასა და დამოკიდებულებაში, თუმცა მიუღებელი ქმედება უწოდა კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების გაჩუმებას, ინფორმაციაზე თავისუფალი წვდომის შეზღუდვას, მათ მიმართ ღია მუქარას და სამართლებრივ დევნას, რაც მისი თქმით, საქართველოს ამ ამბიციებისგან აშორებს. „დროა, თბილისმა გააცნობიეროს, რა საშიშროების წინაშე დგას ქვეყნის მომავალი“,- აღნიშნა აუსტრევიჩიუსმა. ვიოლა ფონ კრამონი: ჩვენ დიდი თანხის ინვესტიცია განვახორციელეთ საქართველოში, ახლა კი ვხედავთ, რომ რეფორმების ნაცვლად, პროდასავლური განცხადებები უყურადღებოდ დარჩა დებატენი ევროპარლამენტარმა, რეზოლუციის პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა მირიამ ლექსმანმა გახსნა. მისი თქმით, ტენდენცია, რომელიც ბოლო წლებში შეინიშნება საქართველოში მედიის თავისუფლების სერიოზულ შეზღუდვებზე, ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის სურვილს, იცხოვრონ თავისუფალ, დემოკრატიულ და სუვერენულ ქვეყანაში და ჰქონდეთ ევროპული მომავალი. „ამიტომ, მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, სრულად სცეს პატივი საკანონმდებლო ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც გამოხატვისა და მედიის თავისუფლება გარანტირებულია, გაატაროს სასამართლოს დამოუკიდებლობისათვის საჭირო რეფორმები და შეაჩეროს დემოკრატიული უკუსვლის პროცესი“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა. ანდრიუს კუბილიუსი: გვსურს, რომ ქართველი ხალხი იყოს ევროკავშირის წევრი, მაგრამ წევრობისთვის საკმარისი არ არის ხალხის სურვილი, საჭიროა კრიტერიუმების დაკმაყოფილება ის ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნითაც გამოვიდა. „როგორც ქართველი ხალხის მეგობრებს, არ შეგვიძლია, ჩუმად ვუყუროთ ქართული დემოკრატიის რეგრესს. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით“, განაცხადა მირიამ ლექსმანმა. „საქართველო რამდენიმე წლის წინ მოწინავე იყო აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის, მაგრამ სამწუხაროდ, ბოლო ხანებში მან დაკარგა თავისი სიჩქარე და დემოკრატიული რეფორმებისადმი მტკიცე ერთგულება , - თავის მხრივ, განაცხადა ევროპარლამენტარმა და ესტონეთის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მარინა კალიურანდმა. „რამდენიმე თვის წინ, ჩვენ, ამ შენობაში, ძალიან დიდი უმეტესობით მხარი დავუჭირეთ რეზოლუციას, რომელიც უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ეხება. რამდენიმე კვირის წინ, ჩვენ კარგი მოლაპარაკებები გვქონდა მოლდოვის პრეზიდენტთან და ჩვენ ვაღიარეთ მათი მიღწევები ევროინტეგრაციის პროცესში. დღეს ჩვენ განვიხილავთ საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევასა და ჟურნალისტების უსაფრთხოების საკითხებს“, - აღნიშნა კალიურანდმა. ევროპარლამენტარმა მოუწოდა ქართველ პოლიტიკოსებს, დღევანდელი განხილვა ბოლო გაფრთხილებად მიიღონ. „მოვუწოდებ ქართველ პოლიტიკოსებს მმართველი პარტიიდან და ოპოზიციიდან, დღევანდელი დისკუსია მიიღონ, როგორც ბოლო გაფრთხილება. გვერდზე გადადეთ პარტიული ინტერესები, შეწყვიტეთ ერთმანეთის დადანაშაულება და ერთად დაიწყეთ მუშაობა დემოკრატიულ რეფორმებზე. შესაძლებლობების ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა და ესაა, რასაც ქართველი ხალხი თქვენგან მოელის", - აღნიშნა ევროდეპუტატმა სიტყვით გამოსვლისას. მარინა კალიურანდი: მოვუწოდებ ქართველ პოლიტიკოსებს მმართველი პარტიიდან და ოპოზიციიდან, მიიღონ დღევანდელი დისკუსია, როგორც გამოფხიზლების ბოლო ზარი ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი ყურადებას ამახვილებს იმაზე, რომ მყარი სამართლებრივი ჩარჩოს მიუხედავად, მედიის წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების ფიზიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სიტუაცია მნიშვნელოვნად უარესდება. მაგალითად, ევროპარლამენტარმა მიუთითა - „ეს ილუსტრირებული იყო ულტრამემარჯვენე ჯგუფების მიერ გასული წლის „პრაიდის“ მონაწილეების და იმ ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობით, რომლებიც მოვლენებს აშუქებდნენ. ახლახან კი ამის ილუსტრირება მოხდა კარგად ცნობილი მედია ფიგურის, ბატონი გვარამიას მიმართ საეჭვო ბრალდებებზე გამოტანილი განაჩენით“. „რეზოლუცია, რომელსაც კენჭი უნდა ვუყაროთ, შეეხება მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტების უსაფრთხოებას საქართველოში და ის ამ კუთხით საკმაოდ კრიტიკულია. ჩვენ ყველას გვაქვს ლეგიტიმური შეშფოთება ბოლოდროინდელ ნეგატიურ ტენდენციებთან დაკავშირებით კანონის უზენაესობის და ზოგადად, დემოკრატიის მიმართულებით. საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი ქცევა იმედგამაცრუებელია ბევრი მიმართულებით. მჯერა, რომ ასეთ სიტუაციაში ქართველი მმართველების მიმართ უფრო მტკიცე და მომთხოვნი ხაზი უნდა გავატაროთ იმისთვის, რომ გაიგონ, რომ სწორედ მათ უნდა იმოქმედონ, როცა საქმე საქართველოს ევროპულ მისწრაფებას ეხება. ჩვენი მხრიდან პოლიტიკის ცვლილება უნდა ეფუძნებოდეს ყოვლისმომცველ და კარგად გააზრებულ სტრატეგიას და არა ემოციებს. მოგიწოდებთ, ყურადღებით გააანალიზოთ ჩვენი შემდგომი ნაბიჯების პოტენციური შედეგები და ჩვენი შემდგომი ნაბიჯების გეგმა, რათა ძირი არ გამოუთხაროს ქართველი ხალხის ლეგიტიმურ მისწრაფებას ამ ჩვენს საკუთარ სტრატეგიულ ინტერესებს რეგიონში“,- განაცხადა სვენ მიქსერმა.   ასოცირების შეთანხმებიდან კანდიდატის სტატუსობამდე - გზავნილები ევროპარლამენტიდან ინფორმაციისთვის, „საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებსა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ' ევროპარლამენტში რეზოლუციის 7 პროექტია რეგისტრირებული. 9 ივნისს ევროპარლამენტი შეთანხმებულ ტექსტს უყრის კენჭს. ანა ფოტიგა: მოგმართავთ, მიანიჭეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, ისევე როგორც უკრაინასა და მოლდოვას

რეჟისორ თემურ ჩხეიძეს დღეს, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ

რეჟისორ თემურ ჩხეიძეს დღეს, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, თემურ ჩხეიძის სამოქალაქო პანაშვიდი დღეს, 12:00-15:00 საათამდე, მარჯანიშვილის თეატრში გაიმართება. ქართველი რეჟისორი, თემურ ჩხეიძე 78 წლის ასაკში 5 ივნისს გარდაიცვალა. დადგმული აქვს 80-მდე დრამატული, საოპერო და სატელევიზიო სპექტაკლი, მათ შორის, მოზარდ მაყურებელთა თეატრში.   

ადამ კინზინგერი: საქართველო არის მნიშვნელოვანი მოკავშირე და საყრდენი რუსეთის წინააღმდეგ

კონგრესმენი ადამ კინზინგერი აშშ-ში საქართველოს ელჩთან გამართული შეხვედრის შესახებ აღნიშნავს, რომ ბევრ საკითხთან ერთად, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომი განიხილეს. „შესანიშნავი შეხვედრა მქონდა აშშ-ში საქართველოს ახალ ელჩთან, დავით ზალკანიანთან. ბევრი რამ განვიხილეთ, მაგრამ განსაკუთრებით, არაპროვოცირებული ომი უკრაინის წინააღმდეგ. საქართველო არის მნიშვნელოვანი მოკავშირე და საყრდენი რუსეთის წინააღმდეგ“, - წერს კინზინგერი. ინფორმციისთვის, აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეს, კონგრესმენ ადამ კინზინგერს შეხვდა.

ვოლოდიმირ ზელენსკი: უცხოური კომპანიები რუსეთის ბაზრიდან უნდა გავიდნენ, თუ შესაძლებელია სამუდამოდ

"უცხოური კომპანიები რუსეთის ფედერაციის ბაზრიდან უნდა გავიდნენ. თუ შესაძლებელია, სამუდამოდ უნდა წავიდნენ ამ ქვეყნიდან, რათა მათი გადასახადები არ იყოს გამოყენებული იმ იარაღის დასაფინანსებლად, რომლითაც რუსები გვკლავენ", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „უცხოური კომპანიები რუსეთის ფედერაციის ბაზრიდან უნდა გავიდნენ. თუ შესაძლებელია, სამუდამოდ უნდა წავიდნენ ამ ქვეყნიდან. ჩვენთვის მთავარი ის კი არ არის, რომ რუსეთის ბაზარი დატოვონ, არამედ ის, რომ მათი გადასახადები არ იყოს გამოყენებული იმ იარაღის დასაფინანსებლად, რომლითაც რუსები გვკლავენ", - აღნიშნა ზელენსკიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ანდჯეი დუდა: ვინმე ელაპარაკებოდა ჰიტლერს? ვინმე ამბობდა, ისე მოვიქცეთ, რომ ეს არ იყოს დამამცირებელი ადოლფ ჰიტლერისთვის?

პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჯეი დუდამ გერმანულ გაზეთ Bild-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონის მხრიდან პუტინთან მოლაპარაკებების გამართვა აზრს მოკლებულია. დუდას შეფასებით, ეს ლეგიტიმურობას ანიჭებს მას, ვინც პასუხისმგებელია უკრაინაში რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე. პოლონეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ „შოკირებულია“ რუსეთის ლიდერთან მიმდინარე მოლაპარაკებებით და განსაკუთრებით, მაკრონის ბოლო მოწოდების გამო, რომ „პუტინი არ უნდა დავამაციროთ“. „ვინმე ასე ელაპარაკებოდა ადოლფ ჰიტლერს მეორე მსოფლიო ომის დროს. ვინმემ თქვა, რომ მას სახე უნდა შევუნარჩუნოთ? ვინმე ამბობდა, რომ ისე უნდა მოვიქცეთ,  რომ ჰიტლერი არ დავამციროთ?“, - აღნიშნავს პოლონეთის პრეზიდენტი. ინფორმაციისთვის, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდასაჭერად, ანდჯეი დუდამ სამხრეთ ევროპაში ტური დაიწყო.  

უკრაინის ომის შედეგებს ყველა ქვეყანა იგრძნობს - ანტონიო გუტერეში

გაეროს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ უკრაინის ომის შედეგებს ყველა ქვეყანა იგრძნობს, შესაბამისად, ქვეყნებმა ახლავე უნდა იმოქმედონ სიცოცხლისა და საარსებო წყაროს გადასარჩენად. „რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან სამი თვის შემდეგ, ჩვენ ახალ რეალობას ვაწყდებით. ადგილზე მყოფთათვის ყოველ დღეს მოაქვს ახალი სისხლისღვრა და ტანჯვა. ხალხისთვის მთელ მსოფლიოში, სხვა კრიზისებთან ერთად, ომი შიმშილისა და სიღარიბის ტალღის საფრთხეს აყენებს“, ანაცხადა ანტონიო გუტერეშმა. გარდა ამისა, კრიზისი აძლიერებს ქვეყნების წინაშე მდგარი სხვა გამოწვევების შედეგებს, როგორიცაა, კლიმატის საგანგებო მდგომარეობა, COVID19-ის პანდემია. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, 31 700 რუსი სამხედრო დაიღუპა - უკრაინის გენშტაბი

"გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინულმა ძალებმა კიდევ 200 რუსი ჯარისკაცი მოკლეს, რითაც გარდაცვლილი რუსი ჯარისკაცების რიცხვმა 31 700-ს მიაღწია", - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „24 თებერვლიდან 9 ივნისამდე მტრის საერთო დანაკარგები შეადგენს: 1398 ერთეულ ტანკს, 3438 ჯავშანტექნიკას, 711 საარტილერიო სისტემას, 213 ზალპურ სარაკეტო სისტემას, 96 საჰაერო თავდაცვის სისტემებს, 212 თვითმფრინავს, 178 ვერტმფრენს, 2421 მოტორიან ავტომობილებსა და საწვავის ავზს, 13 გემებს/ნავებს, 562 ოპერატიულ-ტაქტიკურ უპილოტო საფრენ აპარატს, 53 ერთეულ სპეცტექნიკას, 125 ფრთოსან რაკეტას“, - ნათქვამია განცხადებაში. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს  

საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით ესპანეთი ლიდერობს

საქსტატმა დღეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განახლებული სტატისტიკა გამოაქვეყნა. 2022 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში სულ $568 მილიონი დოლარი შემოვიდა. 2021 წელთან შედარებით ეს თანხა 4.3-ჯერ მეტია. შეცვლილია TOP ინვესტორთა რეიტინგიც. ქვეყნების მიხედვით, 2022 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი თანხა ესპანეთიდან შემოვიდა, რამაც $196 მილიონი დოლარი შეადგინა. ესპანეთის პირველ ადგილზე გასვლა სავარაუდოდ, კომპანია Aqualia-ს მიერ GWP-ის შესყიდვას უკავშირდება. ქვეყნები, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი კაპიტალი შემოვიდა: ესპანეთი - $196 მილიონი; - მატება 98,000%; დიდი ბრიტანეთი - $87.2 მილიონი; კლება 1.4%;  თურქეთი - $67.1 მილიონი; მატება 130%;  ჩინეთი - $36.4 მილიონი; მატება 12,030%; ნიდერლანდები - $33.6 მილიონი; მატება 500%; აშშ - $31.7 მილიონი; (2021 წლის პირველ კვარტალში - 59.8 მლნ იყო); მარშალის კუნძულები - $18.3 მილიონი; მატება 154%; მალტა - $10.2 მილიონი; (2021 წლის პირველ კვარტალში - 11.9 მლნ იყო; გერმანია - $9.2 მილიონი; მატება 26%; დანარჩენი ქვეყნები - $78.5 მილიონი; მატება 17%.

აშშ უკრაინას რუსეთის წინსვლისთვის წინააღმდეგობის გასაწევად საჭირო აღჭურვილობას მიაწვდის

შეერთებული შტატები თვალს ადევნებს აღმოსავლეთ უკრაინაში არსებულ ვითარებას და მზადაა, განაგრძოს საჭირო აღჭურვილობისა და ხელსაწყოების მიწოდება უკრაინისთვის, რათა კიევმა შეძლოს, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის წინსვლას. „ჩვენ შეშფოთებულები ვართ რუსების მიერ განხორციელებული აგრესიის ყოველი აქტით, უკრაინის ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრის განადგურებით“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა. უკრაინამ უკვე მიიღო $1 მილიარდის დახმარება, კიდევ $7,5 მილიარდი გზაშია - ბრიჯიტ ბრინკი ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სევეროდონეცკისთვის მიმდინარე ბრძოლას ერთ-ერთი ყველაზე რთული უწოდა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლა იქ წყდება დონბასის ბედი და უკრაინელი სამხედროები მნიშვნელოვან ზარალს აყენებენ მტერს.

იარაღი და სანქციები არის ვაქცინა რუსეთის მიერ შემოტანილი COVID22-ის წინააღმდეგ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის სრულმასშტაბიან ომს უკრაინის წინააღმდეგ COVID-22 უწოდა და აღნიშნა, რომ იარაღი და სანქციები მის წინააღმდეგ ვაქცინაა. შესაბამისი განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკიმ TIME100 Gala-ზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. „სიძულვილი ვირუსია და ის კიდევ უფრო მომაკვდინებელია, ვიდრე COVID19“, - განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით, რუსული აგრესიის ვირუსი პროპაგანდის გზით ვრცელდება. მკვლელების დაუსჯელობის წყალობით; რუსული ნავთობის წყალობით, რომელიც ჯერ კიდევ გლობალურ ბაზარზეა; ფულის წყალობით, რომელიც ჯერ კიდევ მიედინება გლობალურ ფინანსურ სისტემასა და რუსულ ბანკებს შორის. „როცა სიძულვილი კარზე დააკაკუნებს, მზად იქნებით? რაიმე სახის ნიღაბი დაგიცავს რუსული COVID22-სგან? და რატომ არის მის წინააღმდეგ ვაქცინა - იარაღი და სანქციები - ასე რთული მოსაპოვებელი საკმარისი რაოდენობით? რატომ იქცევა ზოგიერთი ქვეყანა ისე, თითქოს, COVID22 არ არსებობს, ისევე როგორც შეთქმულების თეორიები ვრცელდებოდა, თითქოს, არ არსებობდა COVID19? სისხლისა და სიკვდილისგანაც კი რატომ ვერ სწავლობენ ადამიანები ვერაფერს?”, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

პირველ კვარტალში ყველაზე მეტი ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა

2022 წლის I კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა და 236.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 41.6 პროცენტია. მეორე ადგილს იკავებს საფინანსო სექტორი - 111.1 მლნ. აშშ დოლარით (19.5 პროცენტი), ხოლო მესამეზე იმყოფება უძრავი ქონების სექტორი 81.3 მლნ. აშშ დოლარით (14.3 პროცენტი). საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით ესპანეთი ლიდერობს ენერგეტიკა - $236.4 მილიონი; საფინანსო სექტორი - $111.1მილიონი; უძრავი ქონება - $81.3 მილიონი; დამამუშავებელი მრეწველობა - $37.4 მილიონი; ტრანსპორტი - $23.4 მილიონი; მშენებლობა - $19.3 მილიონი; კავშირგაბმულობა - $14.7 მილიონი; სასტუმროები და რესტორნები - $12.1 მილიონი; ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება - $2.3 მილიონი; დანარჩენი სექტორები -$30.3 მილიონი;  საქსტატმა დღეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განახლებული სტატისტიკა გამოაქვეყნა. 2022 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში სულ $568 მილიონი დოლარი შემოვიდა. 2021 წელთან შედარებით ეს თანხა 4.3-ჯერ მეტია. შეცვლილია TOP ინვესტორთა რეიტინგიც.

არჩილ თალაკვაძე: არც ნიკა გვარამიაა თავისუფალი მედია და არც მიხეილ სააკაშვილია დემოკრატიის შუქურა

არც ნიკა გვარამიაა თავისუფალი მედია და არც მიხეილ სააკაშვილია დემოკრატიის შუქურა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. „სიმართლე საქართველოს მხარესა, არც ნიკა გვარამიაა თავისუფალი მედია და არც მიხეილ სააკაშვილი დემოკრატიის შუქურა. ეს ადამიანები კანონმდებლობის სრული დაცვით მიცემული არიან პასუხისგებაში. მიგვაჩნია, რომ რეზოლუცია აბსოლუტურად აცილებულია რეალობას, რაც ჩვენს ქვეყანაშია. წლების განმავლობაში ჩვენ გვაქვს როგორც ევროკავშირის, ასევე ევროსაბჭოს და სხვა საერთაშორისო შეფასებები, სადაც საუბარი იყო წლების განმავლობაში, რომ საქართველო ასრულებს იმ მოთხოვნებს და აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რომლებიც მის წინაშე იყო დასმული ევროინტეგრაციის პროცესში. ჩვენ გავაძლიერეთ დემოკრატიული ინსტიტუტები, დაცული გვაქვს ადამიანის უფლებები დიამეტრალურად უკეთ, ვიდრე ეს იყო წარსულში, ასევე ბიზნესის დაცული გვაქვს, მედია არის პლურალისტური“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 8 ივნისს, საქართველოში მედიის თავისუფლების საკითხებზე ევროპარლამენტში დებატები გაიმართა. რეზოლუციაზე - „მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევა საქართველოში“ დებატებისას ევროდეპუტატებმა მიუთითეს, რომ თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობისთვის განუყოფელი ნაწილია. მაგალითად, ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩიუსმა განაცხადა, რომ ევროკავშირი, როგორც ფუნდამენტური თავისუფლების დამცველი იცავს და დაიცავს მედიის თავისუფლებას საქართველოში, მაშინაც კი თუ ამისთვის ხელისუფლებაში მყოფი პირების ღიად გაკრიტიკებაა საჭირო. ევროპარლამენტარმა ასევე მიუთითა ცვლილების საჭიროებაზე სახელმწიფო პოლიტიკასა და დამოკიდებულებაში, თუმცა მიუღებელი ქმედება უწოდა კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების გაჩუმებას, ინფორმაციაზე თავისუფალი წვდომის შეზღუდვას, მათ მიმართ ღია მუქარას და სამართლებრივ დევნას, რაც მისი თქმით, საქართველოს ამ ამბიციებისგან აშორებს. უფრო ვრცლად ევროდეპუტატების კრიტიკულ შეფასებებზე, იხილეთ ბმული.

„აჯიკა” და ტყემალი “ გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსს იძენს - საქპატენტი

საქპატენტის ინფორმაციით, საქართველოში რეგისტრირებულ გეოგრაფიული აღნიშვნების რეესტრს „ტყემალი“ და "აჯიკა" დაემატება. მათივე ცნობით, გეოგრაფიული აღნიშვნა ტყემლის რეგისტრაციის პროცედურა „საქპატენტში“ ბოლო ეტაპზეა, რის შედეგადაც ოფიციალური ინფორმაცია, სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი განაცხადის მასალებთან ერთად სამრეწველო საკუთრების ოფიციალურ ბიულეტენში 10 ივნისს გამოქვეყნდება. თუ გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაში საქპატენტში არ შევა დამატებითი ინფორმაცია, „ტყემალი“ დაემატება გეოგრაფიული აღნიშვნების სახელმწიფო რეესტრს. საქპატენტის ინფორმაციით, ტყემლის გარდა გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსს „აჯიკაც” იძენს. „აჯიკისთვის გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსის მინიჭება ნიშნავს, რომ ამ პროდუქტის განსაკუთრებულობა, უნიკალურობა და მაღალი ხარისხი აღიარებული და დადასტურებული იქნება სახელმწიფოს მიერ,- ნათქვამია საქპატენტის განცხადებაში.  

შსს-ს ინფორმაციით, ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში და აჭარაში ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტო ავრცელებს. „პოლიციამ ნარკოტიკების ინტერნეტით უკანონო გასაღების ფაქტებიც აღკვეთა - სხვადასხვა ადგილზე შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული ნარკოტიკები ამოიღო და 3 პირი დააკავა. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1975 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ი.მ. დიდი ოდენობით ნარკოტიკის არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკი ამოიღო. ამასთანავე, დაბა ჩაქვში, ი.მ.-ის მითითებით ამოღებულია მის მიერ სხვადასხვა ლოკაციაზე შემდგომი გასაღების მიზნით განთავსებული ნარკოტიკი. ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ჯგუფურად მომზადება ედება ბრალად თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ თბილისში დაკავებულ 2 პირს: 1998 დაბადებული ს.ც. და 1995 წელს დაბადებული ნ.მ. -ს. სამართალდამცველებმა თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ბრალდებულების მითითებით, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ბრალდებულების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული ნარკოტიკული საშუალება. ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარ სამმართველოს თანამშრომლებმა 1988 წელს დაბადებული ზ.ღ. მას ბრალი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირებაში, დიდი ოდენობით „მარიხუანის“ უკანონო შეძენა-შენახვასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში ედება. სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს: ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მის მიერ კულტივირებული 4 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“, ასევე, სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით 1981 წელს დაბადებული თ.ტ. თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 1 შეკვრა გამომშრალი „მარიხუანა“, „მდმა“-ს შემცველი 2 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, ხოლო ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებისთვის მოწყობილი სათბურიდან ამოღებულია 39 ძირი კანაფი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.  

საქართველოში ლიეტუვის საელჩოსთან აქციაზე 3 სამი პირი დააკავეს

საქართველოში ლიეტუვის საელჩოსთან აქციაზე ლოზუნგით: „არა ევროსოდომს საქართველოში!“  3 სამი პირი დააკავეს. როგორც ცნობილია, დაკავებულებს შორის ალტ-ინფოს წევრები გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები არიან. აქციის მონაწილეების დაკავება ევროკავშირის დროშის დახევის მცდელობას მოჰყვა. აქციის მონაწილეებს ადგილზე ანტიდასავლური შინაარსის პლაკატები ჰქონდათ მიტანილი. Europetime შინაგან საქმეთა სამინისტროში დამატებითი დეტალების გარკვევას ცდილობს. ასევე წაიკითხეთ: ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან, აქციაზე დაკავებული "ალტ-ინფოს" წევრები ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდნენ  

ანა ფოტიგა: მოგმართავთ, მიანიჭეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, ისევე როგორც უკრაინასა და მოლდოვას

ევროკავშირში ინტეგრაციას ქართველი ხალხის უდიდესი მხარდაჭერა აქვს, მრავალმა მთავრობამ და პოლიტიკური ელიტის წევრებმა ხელი შეუწყვეს ამ შედეგს, მათგან ყველაზე გამორჩეული ახლა ციხეშია, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე განაცხადა, სადაც საქართველოში მედიის მდგომარეობის შესახებ რეზოლუციაზე იმსჯელეს. ფოტიგამ ევროპარლამენტარებს მიმართა, მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, ისევე როგორც უკრაინასა და მოლდოვას. „მათგან ყველაზე გამორჩეული ახლა ციხეშია – საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ისევე როგორც ნიკა გვარამია, რომელიც არის დღევანდელი დებატების ერთ-ერთი თემა. მან მოგვმართა ჩვენ, საქართველოს საუკეთესო მეგობრებს, მიუხედავად ამჟამინდელი მთავრობის კრიტიკისა, გრძნობენ ისტორიულ მნიშვნელობას და ისტორიულ საფრთხეს მათი ქვეყნისთვის, მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი და არ დავტოვოთ საქართველო პოსტსაბჭოთა ჭაობში და არ დავსაჯოთ ქართველი ხალხი, პოტენციური რკინის ფარდის მიღმა დატოვებით. მოგმართავთ თქვენ, მიანიჭეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, ისევე როგორც უკრაინასა და მოლდოვას“, – განაცხადა ანა ფოტიგამ. ინფორმაციისთვის, „საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებსა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ' ევროპარლამენტში რეზოლუციის 7 პროექტია რეგისტრირებული. 9 ივნისს ევროპარლამენტი შეთანხმებულ ტექსტს უყრის კენჭს.  

ვიოლა ფონ კრამონი: ჩვენ დიდი თანხის ინვესტიცია განვახორციელეთ საქართველოში, ახლა კი ვხედავთ, რომ რეფორმების ნაცვლად, პროდასავლური განცხადებები უყურადღებოდ დარჩა

საქართველოში კორუფციისა და პრესის თავისუფლების მხრივ ვითარება უარესდება, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე განაცხადა, სადაც საქართველოში მედიის მდგომარეობის შესახებ რეზოლუციაზე იმსჯელეს. ანა ფოტიგა: მოგმართავთ, მიანიჭეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, ისევე როგორც უკრაინასა და მოლდოვას მისი თქმით, ევროკავშირმა დიდი თანხის ინვესტიცია განახორციელა საქართველოში, „ახლა კი ვხედავთ, რომ რეფორმების პროცესის ნაცვლად, პროდასავლური განცხადებები უყურადღებოდ დარჩა“, – აღნიშნა კრამონმა. ევროპარლამენტარი აცხადებს, რომ საქართველოში განვითარებული პროცესებით იმედგაცრუებულია. „მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ, დიდი იმედები გქონდა ქვეყნის მიმართ, პოსტსაბჭოთა სახელმწიფოში, საქართველოში. ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, საზოგადოების მოდერნიზება ან პოლიციის რეფორმები – ეს ახასიათებს ამ ქვეყანას. პოლიტიზებული საზოგადოებიდან ღირსეულ საზოგადოებად გადაქცევა იყო 2012 წელს და ჩვენ, ევროკავშირში დიდი თანხის ინვესტიცია განვახორციელეთ ამ ქვეყანაში. ახლა კი ვხედავთ, თუ რას მიაღწია ქვეყანამ და ნაცვლად რეფორმების პროცესისა, მთელი ეს პროდასავლური განცხადებები უყურადღებოდ დარჩა. ვხედავთ, რომ კორუფციისა და პრესის თავისუფლების ინდექსები მცირდება. დაცვის ნაცვლად, ჟურნალისტებს თავს ესხმიან. ნიკა გვარამიას საქმე კანონის უზენაესობის დარღვევის საკმაოდ თვალსაჩინო მაგალითია. თუმცა, ეს ერთადერთი არააა“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა. ინფორმაციისთვის, „საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებსა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ' ევროპარლამენტში რეზოლუციის 7 პროექტია რეგისტრირებული. 9 ივნისს ევროპარლამენტი შეთანხმებულ ტექსტს უყრის კენჭს.  

მეხანძრე-მაშველებმა დუშეთში, ხევში ჩავარდნილი კაცი ამოიყვანეს

მეხანძრე-მაშველებმა დუშეთში, ხევში ჩავარდნილი კაცი ამოიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კაცი მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.  „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაკისსოფელში მოქალაქე ჩავარდნილი იყო ხევში და ესაჭიროებოდა სამაშველო ჯგუფის დახმარება. შეტყობინებაზე რეაგირება მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა და მამაკაცის დასახმარებლად დაიწყო სპეციალური სამაშველო ოპერაციის დაგეგმვა. რთული რელიეფის, ძლიერი ნისლის და უამინდობის, ასევე მოქალაქის ადგილსამყოფლამდე მისასვლელი საავტომობილო გზის არარსებობის გამო, შეუძლებელი იყო სამაშველო ოპერაციის სპეციალური ტექნიკით ჩატარება, შესაბამისად, მამაკაცის დასახმარებლად მაშველთა ქვეითი ჯგუფი გავიდა. მეხანძრე-მაშველებმა დაშავებულის უსაფრთხო ადგილზე ჩამოსაყვანად ფეხით 15 კილომეტრამდე გაიარეს და მრავლობითი დაზიანებების მქონე მამაკაცი საკაცის საშუალებით საავტომობილო გზამდე გამოიყვანეს. ამ დროისთვის, მოქალაქე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მიერ უკვე გადაყვანილია საავადმყოფოში, სადაც მას აღმოუჩენენ აუცილებელ დახმარებას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.