ძებნის რეზულტატი:

იტალიაში ზვავის ჩამოწოლის შედეგად, 6 ადამიანი დაიღუპა

მინიმუმ ექვსი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა კვირას, ჩრდილო-აღმოსავლეთ იტალიაში მყინვარის ყინულის ნაჭრის ჩამოვარდნის შედეგად. ყინულის მასა ათზე მეტ ლაშქრობის ჯგუფს დაეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, 10 ადამიანი დაკარგულად ითვლება. ზვავი მარმოლადეს მთიდან ჩამოწვა. მისი სიმაღლე 3 300 მეტრზე მეტია და აღმოსავლეთ იტალიის ალპებში, ტრენტოსა და ვენეტოს რეგიონებს შორის მდებარეობს.

აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ ოფისისკენ დაიძრნენ

რუსთაველის გამზირიდან აქციის მონაწილეების ნაწილი „ქართული ოცნების“ ოფისისკენ დაიძრა. ამის შესახებ პროტესტის მონაწილეებს ორგანიზატორებმა მოუწოდეს. კერძოდ, მათი გადაწყვეტილებით, მმართველი პარტიის ოფისთან 3000-მდე ადამიანი გადაინაცვლებს. აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს. მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა, შოთა დიღმელაშვილმა პროტესტის მონაწილეებს ღამის განმავლობაში პარლამენტთან დარჩენისკენ მოუწოდა.  „შინ ევროპისკენ“ - რუსთაველის გამზირზე აქცია იმართება დღევანდელ აქციას შეუერთდნენ რეგიონებიდანაც. პროტესტში მონაწილეობენ სტუდენტები. აქციას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, აქტივისტები და საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლებიც ესრწრებიან. მოძრაობა „სირცხვილიაში“ აცხადებენ, რომ ერთი ღამით რუსთაველის გამზირზე დასარჩენად ემზადებიან. შეგახსენებთ, 20 და 24 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე ხალხმრავალი აქციები ჩატარდა და ანალოგიური შეკრება სამი ივლისისთვისაც დაიგეგმა. მანამდე, სახალხო მოძრაობამ, „შინ ევროპისკენ" მთავრობას ორი მოთხოვნა წაუყენა - პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბება. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ამ მოთხოვნების შესასრულებლად, მთავრობას დროს ღამის 12 საათამდე აძლევენ. 23 ივნისს, ევროკავშირისი საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირის 12 პირობის შესასრულებლად გეგმა აქციამდე ორი დღით ადრე, პირველ ივლისს წარადგინა. მოძრაობის, „შინ ევროპისკენ“ შეფასებით, მმართველი პარტიის გეგმა ზედაპირულია, არ არის შინაარსზე გათვლილი და მხოლოდ პროცესების გაჭიანურებას ემსახურება.

სლოვაკეთი უკრაინაში MiG-29 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების და ტანკების გაგზავნას გეგმავს

სლოვაკეთი უკრაინაში MiG-29 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს და ტანკებს გაგზავნის, ხოლო ჩეხეთი დახმარებას გაუწევს სლოვაკეთს მისი ტერიტორიის პატრულირებაში, სანამ უკრაინაში გადაგზავნილი თვითმფრინავის ნაცვლად, აშშ-ის წარმოების F-16-ებს არ მიიღებს. ამის შესახებ სლოვაკეთისა და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრებმა ედუარდ ჰეგერმა და პეტრ ფიალამ კვირას, ჩეხეთის რესპუბლიკის არხის, CT24-ის პირდაპირ ეთერში განაცხადეს. ჰეგერის თქმით, ბრატისლავა თავის MiG-29-ებს უკრაინას გადასცემს და ასევე ისაუბრა უკრაინაში ტანკების გაგზავნის შესაძლებლობაზე. მან გაიხსენა, რომ ბრატისლავამ ივნისში სთხოვა პრაღას, დაეცვა ქვეყნის საჰაერო სივრცე F-16 გამანადგურებლების მიღებამდე, რომელთა მიწოდება ჭიანურდება. ჰეგერმა აღნიშნა, რომ ჩეხეთს მთელი წლის განმავლობაში დასჭირდება სამხედრო მხარდაჭერა ჩეხი კოლეგებისგან. ფიალამ, თავის მხრივ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა ასეთ დახმარებას გაუწევს თავის მეზობლებს და ჩეხური თვითმფრინავები სლოვაკეთის საჰაერო სივრცეში პატრულირებას სექტემბრიდან დაიწყებენ.  მან ხაზი გაუსვა, რომ დასავლეთმა უნდა მიაწოდოს იარაღი უკრაინას, რათა შეძლოს ბრძოლა მისი დამოუკიდებლობისა და ევროპის უსაფრთხოებისთვის. „ისინი ჩვენთვისაც იბრძვიან", - განაცხადა ფიალამ. მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში, ჩეხეთი მზადაა, მონაწილეობა მიიღოს უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.

კოპენჰაგენის სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა

დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. დაკავებულია ერთი პირი, თუმცა პოლიცია დეტალებზე არ საუბრობს. მსხვერპლთა რაოდენობა უცნობია. გადაკეტილია გზა, არ მუშაობს მეტროსადგური. ადგილზე მობილიზებულნი არიან სასწრაფო და სახანძრო ეკიპაჟები. თვითმხილველი ამბობს, რომ მსროლელს „სანადირო თოფი“ ეჭირა.

პრეზიდენტის შეფასებით, არც „კობახიძისეულ“ და არც „რადიკალური ოპოზიციის“ გეგმას არაფერი აქვს საერთო ნამდვილ ეროვნულ თანხმობასთან

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიმდინარე პროცესებს შემდეგი Facebook პოსტით გამოეხმაურა. პრეზიდენტის შეფასებით, გამოცხადებულ გეგმებს - „კობახიძისეულს“ თუ რადიკალური ოპოზიციის, არაფერი საერთო აქვთ არც ნამდვილ ეროვნულ თანხმობასთან და არც ევროკავშირის წევრობის კანდიდატურის მიღებისათვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან“. „ერთი რამ ნიშანდობლივია ამ ვნებათაღელვის ფონზე: ყველამ პოზიციამ თუ ოპოზიციამ აიტაცა და აღიარა ეროვნული თანხმობის აუცილებლობა (რაზედაც ცოტა ხნის წინ, ყველა მედავებოდა, ასეთი რამ შეუძლებელიაო)… თუმცა გამოცხადებულ გეგმებს - კობახიძისეულს ( „თავისუფლად ანტიევროპულად მოსაუბრე“ ტრიუმვირატის შექმნისთანავე ევრო-რეკომენდაციების შესრულების ერთპარტიული გეგმა) თუ რადიკალური ოპოზიციის არახალი „გადადექი და მე გადმოვდგები” გეგმა - არაფერი საერთო აქვთ არც ნამდვილ ეროვნულ თანხმობასთან და არც ევროპის კანდიდატურის მიღებისათვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან. ხალხის ევროპული სულისკვეთების გამოხატვა დიდი ძალაა და ჩვენი ქვეყნის ღირსებას იცავს. მას არ უნდა შეეცვალოს გეზი… ჩვენ ყველანი კი, ვისაც პასუხისმგებლობა აკისრია - ვალდებული ვართ, საზოგადოების მოლოდინს ვუპასუხოთ საქმით და სამოქმედო გეგმის ირგვლივ ჩამოყალიბებულ რეალური და არა სიტყვიერი ეროვნული თანხმობით! და გამოჩნდება ვის რა უნდა: ევროპა თუ ძალაუფლება!“, - წერს პრეზიდენტი Facebook-ზე. შეგახსენებთ, 20 და 24 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე ხალხმრავალი აქციები ჩატარდა და ანალოგიური შეკრება სამი ივლისისთვისაც დაიგეგმა. მანამდე, სახალხო მოძრაობამ, „შინ ევროპისკენ" მთავრობას ორი მოთხოვნა წაუყენა - პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბება. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ამ მოთხოვნების შესასრულებლად, მთავრობას დროს ღამის 12 საათამდე აძლევენ. 23 ივნისს, ევროკავშირისი საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირის 12 პირობის შესასრულებლად გეგმა აქციამდე ორი დღით ადრე, პირველ ივლისს წარადგინა. მოძრაობის, „შინ ევროპისკენ“ შეფასებით, მმართველი პარტიის გეგმა ზედაპირულია, არ არის შინაარსზე გათვლილი და მხოლოდ პროცესების გაჭიანურებას ემსახურება.

აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციასთან მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან

„ქართული ოცნების“ ოფისთან სიტყვით გამოსვლების შემდეგ, აქციის მონაწილეების ნაწილი რუსთაველის გამზირზე დაბრუნდა, ნაწილი კი მთავრობის ადმინისტრაციასთან მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან. ამის შესახებ პროტესტის ორგანიზატორებმა განაცხადეს. „სირცხვილიას“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა მაქარაშვილის თქმით, „დილით, მთავრობის სხდომის მონაწილეებს, მათ შორის პრემიერს უნდა ესმოდეს, რომ ხალხი უკმაყოფილოა“. „სინამდვილეში, ჩვენ ძალაუფლების წართმევას და წაგლეჯვას არ ვაპირებთ ბიძინა ივანიშვილისთვის, ეს არის ფუნდამენტური განსხვავება, არ ვაპირებთ ამას არაკონსტიტუციური გზით, მაგრამ გარდაუვალად ჩამოიშლება მისი ძალაუფლება, ჩვენ მას აგურებს ვაცლით ყოველდღე და დღეს მას მნიშვნელოვანი აგურები გამოეცალა. დღეს, ვინც აქ მოვედით ჩვენი ხმა გავაგონეთ, ახლა ორგანიზებულად შეგვიძლია, ავიდეთ და დიდ აქციას, რომელიც პარლამენტთან მიმდინარეობს შევუერთდეთ. მათთან ერთად ვიმოქმედოთ მომდევნო ნაბიჯებზე, დანარჩენს როდესაც ავბრძანდებით ერთად გავიგებთ”, - განაცხადა თავის მხრივ, მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი მშვენიერაძემ. აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ ოფისისკენ დაიძრნენ აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს. მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა, შოთა დიღმელაშვილმა პროტესტის მონაწილეებს ღამის განმავლობაში პარლამენტთან დარჩენისკენ მოუწოდა.  „შინ ევროპისკენ“ - რუსთაველის გამზირზე აქცია იმართება დღევანდელ აქციას შეუერთდნენ რეგიონებიდანაც. პროტესტში მონაწილეობენ სტუდენტები. აქციას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, აქტივისტები და საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლებიც ესრწრებიან. შეგახსენებთ, 20 და 24 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე ხალხმრავალი აქციები ჩატარდა და ანალოგიური შეკრება სამი ივლისისთვისაც დაიგეგმა. მანამდე, სახალხო მოძრაობამ, „შინ ევროპისკენ" მთავრობას ორი მოთხოვნა წაუყენა - პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბება. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ამ მოთხოვნების შესასრულებლად, მთავრობას დროს ღამის 12 საათამდე აძლევენ. 23 ივნისს, ევროკავშირისი საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირის 12 პირობის შესასრულებლად გეგმა აქციამდე ორი დღით ადრე, პირველ ივლისს წარადგინა. მოძრაობის, „შინ ევროპისკენ“ შეფასებით, მმართველი პარტიის გეგმა ზედაპირულია, არ არის შინაარსზე გათვლილი და მხოლოდ პროცესების გაჭიანურებას ემსახურება.

მიხაილო პოდოლიაკი რუსეთთან მოლაპარაკებების განახლების პირობებს ასახელებს

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი გამოეხმაურა კრემლის განცხადებებს მოლაპარაკებების განახლების შესახებ და ის პირობები ჩამოთვალა, რომლითაც უკრაინა მზადაა, კვლავ დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან. ამის შესახებ პოდოლიაკმა Twitter-ზე დაწერა. „ცეცხლის შეწყვეტა. Z- ჯარების გაყვანა. გატაცებული მოქალაქეების დაბრუნება. სამხედრო დამნაშავეების ექსტრადიცია. რეპარაციის მექანიზმი. უკრაინის სუვერენული უფლებების აღიარება. რუსულმა მხარემ კარგად იცის ჩვენი პირობები. პესკოვის უფროსს შეუძია, არ ინერვიულოს: მოვა დრო და ჩვენ ამ პირობებს ქაღალდზე ჩამოვწერთ“, - განაცხადა არესტოვიჩმა. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა მანამდე განაცხადა, რომ უკრაინამ „უნდა გაიგოს რუსეთის პირობები, დაეთანხმოს მას, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და ხელი მოაწეროს დოკუმენტს“. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა არაფერს არ თმობს და თავის ტერიტორიებზე კონტროლს დაიბრუნებს

უკრაინა არაფერს არ თმობს და თავის ტერიტორიებზე კონტროლს დაიბრუნებს თავისი ტაქტიკისა და თანამედროვე იარაღის მზარდი მარაგების საშუალებით. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა. რუსმა ოკუპანტებმა ძალიან მნიშვნელოვანი ზარალი განიცადეს როგორც ზღვაზე, ასევე ცაში. ასეთი დანაკარგები მათ მრავალი ათეული წელია არ ჰქონიათ. სახელმწიფოს მთავარი ამოცანაა ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ჩვენს მეომრებს ჰქონდეთ ყველაფერი, რაც საჭიროა სახელმწიფოს დასაცავად, ჰქონდეთ ყველაზე თანამედროვე იარაღი. ეს არ არის ადვილი, დიდი ძალისხმევაა საჭირო, ბევრ მოლაპარაკებას მოითხოვს, მაგრამ ასეთ მიწოდებას ჩვენ უზრუნველვყოფთ. უკრაინა მიაღწევს იმ დონეს, როცა ოკუპანტების უპირატესობა დაიძლევა. ჩვენ არც ერთ დღეს არ ვკარგავთ - ვარწმუნებთ ჩვენს პარტნიორებს, ვამყარებთ ახალ კავშირებს, ვიყენებთ ყველა შესაძლებლობას - პოლიტიკურ, დიპლომატიურ, საინფორმაციო... დღეს რუსეთის არმიამ კიდევ ერთხელ სასტიკად დაბომბა სლოვიანსკი, კრამატორსკი, ხარკოვი. მხოლოდ სლოვიანსკში დაღუპულთა სიაში ექვსი ადამიანია, ოცამდე კი, დაჭრილია. გოგონა გარდაიცვალა, ევა ერქვა. მიმდინარე წლის აგვისტოში მას 10 წელი შეუსრულდებოდა... მათ ახლა ყველაზე დიდი ცეცხლსასროლი ძალა დონბასში დააგროვეს. მათ შეუძლიათ, ყოველდღიურად გამოიყენონ ათიათასობით საარტილერიო ჭურვი ფრონტის ერთ მონაკვეთზე. ეს არის რეალობა. რა თქმა უნდა, ბრძოლის ველზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს HIMARS-ს სარაკეტო სისტემები და სხვა იარაღი, რომლებიც მივიღეთ პარტნიორებისგან. ჩვენ თანდათან წინ მივიწევთ - ხარკოვის რეგიონში, ხერსონის რეგიონში და ზღვაზე: კუნძული ზმეინი ამის კარგი მაგალითია. დადგება დღე, როცა იგივეს ვიტყვით დონბასზე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილ 22 საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი 08:00 საათიდან დაიწყო, გამოცდები კი ზუსტად 09:00 საათზე, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 94%-ზე მეტი გამოსაცდელი, დაიგვიანა ორმა აბიტურიენტმა. მეორე სესიისთვის რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში 14:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება.  

დანიაში, სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა

დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენის სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა. როგორც BBC დანიის პოლიციაზე დაყრდნობით წერს, თავდასხმის შედეგად არიან დაშავებულებიც, მათ შორის სამი ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია. კოპენჰაგენის სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა როგორც ცნობილია, 22 წლის დანიელმა მამაკაცმა, რომელსაც თან ჰქონდა შაშხანა და საბრძოლო მასალა, სავაჭრო ცენტრის რამდენიმე ადგილას გახსნა ცეცხლი. დანიელი გამომძიებლები თავდამსხმელს დღეს დაკითხავენ.  

მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ხმაურია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც სამოქალაქო მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ საპროტესტო აქციას მართავს. სამოქალაო მოძრაობის წარმომადგენლებმა მთავრობის კანცელარიასთან მთელი ღამე გაატარეს. მათ მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიიდან უშუალოდ შენობის წინ გადაინაცვლეს. „სირცხვილიას“ ცნობით, მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს სუს-ის წარმომადგენელმა დაშლა მოსთხოვა. აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციასთან მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ აქცია არის არაძალადობრივი და მათ შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონი არ დაურღვევიათ. მათი მიზანია, მთავრობას კანონის ფარგლებში დისკომფორტი შეუქმნან. „სირცხვილიას“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა მაქარაშვილის თქმით, „დილით, მთავრობის სხდომის მონაწილეებს, მათ შორის პრემიერს უნდა ესმოდეს, რომ ხალხი უკმაყოფილოა“. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული, უშუალოდ მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან კი, რკინის ჯებირებია აღმართული. შეგახსენებთ, 20 და 24 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე ხალხმრავალი აქციები ჩატარდა და ანალოგიური შეკრება სამი ივლისისთვისაც დაიგეგმა. მანამდე, სახალხო მოძრაობამ, „შინ ევროპისკენ" მთავრობას ორი მოთხოვნა წაუყენა - პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბება. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ამ მოთხოვნების შესასრულებლად, მთავრობას დროს ღამის 12 საათამდე აძლევენ. 23 ივნისს, ევროკავშირისი საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირის 12 პირობის შესასრულებლად გეგმა აქციამდე ორი დღით ადრე, პირველ ივლისს წარადგინა. მოძრაობის, „შინ ევროპისკენ“ შეფასებით, მმართველი პარტიის გეგმა ზედაპირულია, არ არის შინაარსზე გათვლილი და მხოლოდ პროცესების გაჭიანურებას ემსახურება.

ოლაფ შოლცი: არავინ იცის, როდის ამოიწურება რუსული იარაღი, ან ფინანსები

არავინ იცის, როდის ამოიწურება რუსული იარაღი ან ფინანსები. პუტინი არის ძალიან დიდი ქვეყნის ლიდერი, სადაც ბევრი ადამიანი ცხოვრობს, ბევრი საშუალება აქვს და ნამდვილად აწარმოებს ამ სასტიკ ომს, ამისთვის ძალიან დიდხანს ემზადებოდა, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, „სიბიესთან“ ინტერვიუში განაცხადა. „საკვების დეფიციტს მსოფლიოში ბევრი ადამიანი ახლა მათთვის საფრთხედ ხედავს, რაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის პირდაპირი შედეგია და ომის, რომელსაც ის აწარმოებს. მისი მოქმედების პირდაპირი შედეგია ენერგეტიკის ყველა გაძვირებაც. ის არის ის, ვინც არასწორ საქმეებს აკეთებს“, – განაცხადა შოლცმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.  

იტალიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაკარგულ ადამიანებს ეძებენ

იტალიაში, ალპებში ზვავის ჩამოწოლის ადგილზე სამძებრო ოპერაცია გრძელდება. ამ დროისთვის 16 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. იტალიაში ზვავის ჩამოწოლის შედეგად, 6 ადამიანი დაიღუპა 4 ივლისის დილის მდგომარეობით ექვსი ადამიანის გარდაცვალება დადასტურდა. მათგან ოთხი უკვე იდენტიფიცირებულია - ეს არის იტალიის სამი და ჩეხეთის ერთი მოქალაქე. დაღუპილი კაცისა და ქალის ვინაობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის. დაკარგულებს შორის არიან იტალიელები, გერმანელები, ჩეხები და რუმინელები. დაშავდა ცხრა ადამიანი, დაშავებულებს შორის იყვნენ გიდები, რომლებიც მყინვარწვერამდე მიმავალ ორ ჯგუფს მიჰყავდათ.  ცნობისათვის, 4 ივლისს ზვავი მარმოლადეს მთიდან ჩამოწვა. მისი სიმაღლე 3 300 მეტრზე მეტია და აღმოსავლეთ იტალიის ალპებში, ტრენტოსა და ვენეტოს რეგიონებს შორის მდებარეობს.

პროკურატურა: ჩატარებული კომპლექსური გამოძიების შედეგად, 2.000.000 დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ტრანსნაციონალური დანაშაული გამოვლინდა

საქართველოს გენერალური პროკურატურაში ჩატარებული კომპლექსური გამოძიების შედეგად, 2.000.000 დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ტრანსნაციონალური დანაშაული გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია ერთი ფიზიკური და სამი იურიდიული პირის მიმართ. „გამოძიებით დადგენილია, რომ აშშ-ში რეგისტრირებული საწარმოს მფლობელმა და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა პირებმა, ე.წ. მაღალი რეპუტაციის მქონე იურიდიული პირის სახელით, კომუნიკაცია დაამყარეს ჰონგ-კონგში მოქმედი კომპანიის დირექტორთან და იგი საყოველთაოდ ცნობილი საწარმოების აქციების შეძენის გზით, მომგებიანი ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობაში დაარწმუნეს. აღნიშნულის შედეგად, დაზარალებული კომპანიის საბანკო ანგარიშიდან აშშ-ში, მართლსაწინააღმდეგო მიზნით დაფუძნებული საწარმოს საბანკო ანგარიშზე გადარიცხულ 13 329 181.71 დოლარს, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მოტყუებით დაეუფლნენ. შემდგომში, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხები დაანაწევრეს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გადარიცხეს. მათ შორის, 1 906 263.7 დოლარი ფიქტიური დანიშნულებით და ყალბი დოკუმენტების გამოყენებით საქართველოში, ბრალდებულის საკუთრებასა და მფლობელობაში არსებული სამი საწარმოს და მასთან დაკავშირებული ფიზიკური პირების საბანკო ანგარიშებზე გადმოირიცხა. აღნიშნული ქმედებით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა მოახდინეს დაახლოებით 2 000 000 დოლარის გათეთრება. გამოძიების ეტაპზე ყადაღა დაედო ბრალდებულის საწარმოების საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ, დანაშაულებრივი წარმომავლობის თანხის მნიშვნელოვან ნაწილს. დაყადაღებული, დანაშაულებრივი თანხის ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს. ბრალდებული ფიზიკური პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ჯგუფურად ჩადენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. იურიდიული პირების მიმართ წარდგენილი ბრალდება ასევე გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, რაც სასჯელის სახედ ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას ითვალისწინებს. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას და საერთაშორისო თანამშრომლობას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.  

ივნისში საქართველოში ინფლაციამ 12.8% შეადგინა - საქსტატი

საქსტატმა 2022 წლის ივნისის თვის ინფლაციის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, გასული თვის განმავლობაში ქვეყანაში წლიური ინფლაციის დონე 12.8% იყო. ივნისში არსებული 12.8%-იანი ინფლაცია მაისში არსებულ ინფლაციაზე 0.5 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. საქსტატის ცნობით, ჯგუფების მიხედვით, ფასების ყველაზე მკვეთრი ზრდა სურსათზე დაფიქსირდა, რომლის ღირებულებაც წინა წელთან მიმართებით 21.8%-ით არის გაძვირებული. 19.4%-ით მეორე ადგილზეა ტრანსპორტის ჯგუფი, რაც საწვავის ფასების ზრდას უკავშირდება. ძირითადი სამომხმარებლო ჯგუფების მიხედვით, ინფლაციის დონე ასე ნაწილდება:სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 21.8%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 6.86 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: პური და პურპროდუქტები (35.0 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (33.4 პროცენტი), ხილი და ყურძენი (31.8 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (24.0 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (19.5 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (18.0 პროცენტი), თევზეული (17.9 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (16.0 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (14.9 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (11.3 პროცენტი);ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 19.4%-ით, რაც 2.34 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (23.6 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურებაზე (14.1 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (6.2 პროცენტი);საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 13%-იანი მატება, რაც 1.31 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (26.2 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (12.7 პროცენტი), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (6.0 პროცენტი). საქსტატის მიხედვით, ფასები გაზრდილია ყველა სასაქონლო ჯგუფში გარდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისა, რომლის ღირებულებაც წლიურად 0.6 პროცენტით არის შემცირებული.

რა პროდუტები გაძვირდა და გაიაფდა ივნისში - საქსტატი

საქსტატის ცნობით, ჯგუფების მიხედვით, ფასების ყველაზე მკვეთრი ზრდა სურსათზე დაფიქსირდა, რომლის ღირებულებაც წინა წელთან მიმართებით 21.8%-ით არის გაძვირებული. 19.4%-ით მეორე ადგილზეა ტრანსპორტის ჯგუფი, რაც საწვავის ფასების ზრდას უკავშირდება.  ივნისში საქართველოში ინფლაციამ 12.8% შეადგინა - საქსტატი ძირითადი სამომხმარებლო ჯგუფების მიხედვით, ინფლაციის დონე ასე ნაწილდება: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 21.8%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 6.86 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: პური და პურპროდუქტები (35.0 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (33.4 პროცენტი), ხილი და ყურძენი (31.8 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (24.0 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (19.5 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (18.0 პროცენტი), თევზეული (17.9 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (16.0 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (14.9 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (11.3 პროცენტი);ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 19.4%-ით, რაც 2.34 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (23.6 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურებაზე (14.1 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (6.2 პროცენტი);საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 13%-იანი მატება, რაც 1.31 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (26.2 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (12.7 პროცენტი), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (6.0 პროცენტი). საქსტატის მიხედვით, ფასები გაზრდილია ყველა სასაქონლო ჯგუფში გარდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისა, რომლის ღირებულებაც წლიურად 0.6 პროცენტით არის შემცირებული.

4 ივლისი ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეა

დღეს აღვნიშნავთ შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეს. დემოკრატიისთვის საჭირო რთული სამუშაო არასდროს სრულდება, ქვეყნებმა ყოველთვის უნდა იძიონ თავიანთი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების გზები, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო საოციალურ ქსელში ავრცელებს.   "დღეს აღვნიშნავთ შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეს. „უფრო სრულყოფილი კავშირისკენ" სწრაფვის 246 წელი ნიშნავს, რომ დემოკრატიისთვის საჭირო რთული სამუშაო არასდროს სრულდება, ქვეყნებმა ყოველთვის უნდა იძიონ თავიანთი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების გზები. დაბადების დღეს გილოცავთ, ამერიკა", - წერს აშშ-ის საელჩო.   ცნობისთვის, 1776 წლის 4 ივლისს ფილადელფიაში, ამერიკის მაშინდელ დედაქალაქში, საეკლესიო ზარებით ქვეყანას კონგრესის მიერ ტომას ჯეფერსონის დამოუკიდებლობის დეკლარაციის სამუშაო ვარიანტის დამტკიცება ეუწყა. ამერიკელები ამ დღეს ტრადიციულად აღლუმებით, კონცერტებით, საზეიმო წვეულებებით, პიკნიკებით და ფოიერვერკებით აღნიშნავენ. დღეს ქვეყნის თითქმის ყველა კუთხეში ნახავთ ამერიკის დროშის სამფერ მორთულობებს: წითელ, თეთრ და ლურჯ ფერებში.

ეროვნული ბანკი, მეფე ბაგრატ III და მეფე ფარნავაზ I-ის საკოლექციო მონეტების შესაძენად, წინასწარი შეკვეთების მიღებას იწყებს

ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტების წინასწარი შეკვეთით რეალიზაციის პრაქტიკას აგრძელებს და ამჯერად მეფე ბაგრატ III და მეფე ფარნავაზ I-ის თემებზე (სერია - საქართველოს მეფეები) ოქროსა და ვერცხლის მონეტების შეძენით წინასწარი შეკვეთების მიღებას იწყებს. ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, მონეტების გამოშვება 2023 წლის მეორე ნახევარშია დაგეგმილი. მონეტების სრული სარეალიზაციო ფასი მათი გამოშვების შემდეგ გახდება ცნობილი. მონეტებზე წინასწარი შეკვეთები 2022 წლის 5 ივლისიდან 2022 წლის 18 ივლისის ჩათვლით, მხოლოდ ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიის საშუალებით მიიღება. წინასწარი შეკვეთისთვის, დაინტერესებულმა პირებმა ინტერნეტ მაღაზიის ვებგვერდზე ავტორიზაცია/რეგისტრაცია უნდა გაიარონ და შეკვეთა განათავსონ. მომხმარებელმა ვერცხლის მონეტისთვის 50 ლარი წინასწარ უნდა გადაიხადოს, ხოლო ოქროს მონეტის შემთხვევაში 1000 ლარი, რაც შესაბამისი მონეტის სრული საფასურის შემადგენელი ნაწილია. „წინასწარ შეკვეთილი მონეტების მიწოდება მონეტების გამოსვლის შემდეგ მოხდება, ინტერნეტ მაღაზიის ვებგვერდის მეშვეობით გადახდის მეორე ეტაპის განხორციელების პირობით, რაც მონეტის ღირებულების დარჩენილ გადასახდელ თანხას, ასევე მიწოდებისა და დაზღვევის საფასურს მოიცავს. წინასწარი შეკვეთის განთავსებისა და შემდგომი პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია „საქართველოს ეროვნული ბანკის ინტერნეტ მაღაზიის მომხმარებელთან წინასწარი შეკვეთის თაობაზე“ შეთანხმებაში, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიის ვებგვერდზე და რომელსაც მომხმარებელი შეკვეთის განთავსებამდე ეცნობა. აქვე, დღემდე განხორციელებულ წინასწარ შეკვეთილ მონეტებთან დაკავშირებით საზოგადოების დიდი ინტერესის გათვალისწინებით, გაცნობებთ, რომ ევრობასკეტის თემაზე საკოლექციო დანიშნულების ვერცხლის მონეტების გამოშვება-რეალიზაცია დაგეგმილია სავარაუდოდ მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბერში, მეფე ვახტანგ გორგასლის თემაზე საკოლექციო დანიშნულების ოქროს და ვერცხლის მონეტების - სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ოქტომბერ-ნოემბერში, ხოლო მეფე გიორგი ბრწყინვალეს თემაზე საკოლექციო დანიშნულების ოქროს და ვერცხლის მონეტების - სავარაუდოდ, 2023 წლის თებერვალ - მარტში. აღნიშნული მონეტების გამოშვება-რეალიზაციის ზუსტი თარიღები საზოგადოებას მათი რეალიზაციის დაწყებამდე ეცნობება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს

უკრაინაში, ომის დაწყებიდან დღემდე, 36 200 რუსი ჯარისკაცი მოკლეს, აქედან 200 - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. „უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს მტრის 1589 ტანკი, 3754 ჯავშანმანქანა, 804 საარტილერიო სისტემა, 246 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 105 საზენიტო საბრძოლო სისტემა, 217 საბრძოლო თვითმფრინავი, 187 ვერტმფრენი, 658 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი, 144 - ფრთოსანო რაკეტა, 15 გემი/ნავი, 2629 სხვადასხვა ავტომობილი და ტანკერი, 65 ერთეული სპეციალური აღჭურვილობა“, - ვკითხულობთ ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.  

სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე მესამე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

საქართველოს პარლამენტის წევრები სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე მესამე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. დეპუტატების განცხადებით, მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულების გეგმა წარმოადგინა, დოკუმენტი ოპოზიციისთვის მაშინვე მიუღებელი გახდა.  პარლამენტარები სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე მეორე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ „როგორც მოგეხსენებათ, პარასკევს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ შეიმუშავა და საზოგადოებას წარუდგინა კონკრეტული გეგმა ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულების შესახებ. გეგმაში დეტალურად არის ასახული რეფორმების განსახორციელებლად გადასადგმელი თითოეული ნაბიჯი, პასუხისმგებელი სუბიექტებისა და განხორციელების ვადების მითითებით. მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენილმა გეგმამ საბაბიც კი არ დატოვა იმის სათქმელად, რომ ხელისუფლება კანდიდატობის თემას გულგრილად ეკიდება და მიზნის მისაღწევად ქმედითი ნაბიჯების გადადგმას არ აპირებს, მოხდა ზუსტად ის, რასაც ველოდით: გეგმის წარდგენის პირველივე წუთებიდან, ოპოზიციისგან და მასთან დაკავშირებული ენჯეოებისგან გვესმის არგუმენტებისგან სრულად დაცლილი საუბრები იმის შესახებ, რომ ხელისუფლების მიერ შეთავაზებული გეგმა მათთვის მიუღებელია და მის განხორციელებაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ. აქედან კიდევ ერთხელ ჩანს, რომ კანდიდატის თემა მათთვის საინტერესო საერთოდ არაა, უფრო სწორად, მხოლოდ იმ კუთხითაა საინტერესო, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არც დეკემბერში მიენიჭოს. სწორად ამაში ხედავენ ისინი საკუთარ ერთადერთ შანსს, ქვეყანა, მათივე ტერმინით რომ ვთქვათ, „წალეკონ“, ანუ არეულობასა და ომში გახვიონ. გარდა ამისა, წარდგენილ გეგმაზე რადიკალური ოპოზიციის პირველივე რეაქციებიდან ნათლად ჩანს, რომ ხელისუფლებამ 12 პუნქტის შესრულებისას რაც არ უნდა გააკეთოს, როგორი ევროპული სტანდარტის შესაბამისი ცვლილებებიც არ უნდა განახორციელოს, ამ ძალისხმევას მას მაინც არავინ დაუფასებს და ჩაუთვლის. პირიქით, თითოეული პუნქტი გამოყენებული იქნება როგორც მორიგი საბაბი ქვეყანაში რევოლუციური სცენარის განსახორციელებლად. ამ თვალსაზრისით, ევროკავშირის მიერ დადგენილი თითოეული პუნქტი, რადიკალური ოპოზიციის პერსპექტივიდან, რევოლუციური გეგმის 1/12 ნაწილად უნდა განვიხილოთ. ნაციონალური მოძრაობა და მისი შიდა და გარე პარტნიორები თანმიმდევრულად ეცდებიან, გეგმის თითოეული პუნქტი დეკემბრის ბოლოსთვის რევოლუციური სცენარის შესამზადებლად გამოიყენონ. მიუხედავად ჩვენი საფუძვლიანი სკეპტიკური დამოკიდებულებისა, მიგვაჩნია, რომ საზოგადოებისთვის წარდგენილი გეგმის შესასრულებლად ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს. დარწმუნებული ვართ, დეკემბერში მისაღები გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და წლის ბოლოს საქართველოს კანდიდატის სტატუსს არავინ მიანიჭებს. თუმცა, მიუხედავად ამისა, ხელისუფლებამ უნდა აჩვენოს, რომ ევროინტეგრაცია მისთვის მყარი პრიორიტეტია და მიზნის მისაღწევად, მის გასაკეთებელს სათანადოდ აკეთებს. ხელისუფლებამ, საზოგადოების ფართო ჩართულობით, უნდა გააკეთოს ყველაფერი, რაც ობიექტურ შემფასებელს კანდიდატის სტატუსზე უარის თქმის საბაბსაც კი არ დაუტოვებს. დასასრულს, აღვნიშნავთ, რომ რადიკალურ ოპოზიციას რევოლუციის მოწყობის რესურსი არც ახლა აქვს და არც დეკემბერში ექნება. ქვეყნის არევას და ომში ჩათრევას ეს ადამიანები ვერ შეძლებენ. დარწმუნებული ვართ, ამაში თავის წვლილს ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯიც შეიტანს“, - ნათქვამია დეპუტატების განცხადებაში.  სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ დიმიტრ ხუნდაძე: როცა არც ევროპარლამენტარებისგან ჩემი ქვეყნისათვის საზიანო სიცრუეა მისაღები და არც პრორუსული ჯგუფების „ბოგინი“, გავჩუმდე? სოზარ სუბარი: თუ სტატუსს არ მოგვცემენ, მაშინ შეიძლება ქართველმა ხალხმა დასვას კითხვა: რა ვქნათ, დსთ-ში შევიდეთ, რომ წევრობის კანდიდატის სტატუსი მივიღოთ როგორც ამას მოლდოვას ჰპირდებიან? სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე პარტია „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ