ძებნის რეზულტატი:
ხავიერ კოლომინა: საოცარი მატჩი ვნახეთ ესპანეთსა და საქართველოს შორის, ვულოცავ ჩემს ქართველ მეგობრებს ამ დიდ გამარჯვებას
სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების გამარჯვებას Twitter-ზე გამოეხმაურა. „საოცარი მატჩი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონ, ჩემს სამშობლო ესპანეთსა და საქართველოს შორის. ვულოცავ ჩემს ქართველ მეგობრებს, ამ დიდ გამარჯვებას“, – წერს ხავიერ კოლომინა სოციალურ ქსელში. საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, ესპანეთის ნაკრები 82:76 დაამარცხა.
პოლიციამ ჩიკაგოსთან მომხდარ მასობრივ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავა
პოლიციამ დააკავა პირი, რომელიც ჩიკაგოს შემოგარენში, ჰაილენდ პარკში მომხდარ მასობრივ მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. ჩიკაგოს გარეუბანში სროლისას, 6 ადამიანი დაიღუპა, 24 კი დაშავდა მოწმეთა ჩვენებების და სხვა ინფორმაციის მიხედვით დაწყებული ძებნის ოპერაციის შედეგად, პოლიციამ 4 ივლისს, საღამოს დააკავა ეჭვმიტანილი, რომელიც საკუთარი ავტომანქანით ქალაქ ლეიკ-ფორესტის მახლობლად გადაადგილდებოდა. ილინოისის შტატის პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულია ადგილობრივი მკვიდრი, 22 წლის რობერტ კრიმო. დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. 4 ივლისს დილით, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმის დაწყებიდან მალევე, ერთ-ერთი შენობის სახურავზე მყოფმა პირმა სროლა დაიწყო, 6 ადამიანი მოკლა, 30-მდე დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. პოლიციამ სახურავზე დატოვებული შაშხანა აღმოაჩინა.
ავსტრალიაში უხვი ნალექის გამო 50 ათასი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო
ავსტრალიაში, ქალაქ სიდნეიში უხვი ნალექის გამო 50 ათასი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ამის შესახებ BBC წერს. სიდნეის ზოგიერთ რაიონში დატბირილია გზები და სახლები. მოქალაქეების ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. როგგორც ცნობილია, წელს უამინდობას ავსტრალიაში სულ 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
იტალიის 5 რეგიონში გვალვის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
იტალიამ, ჩრდილოეთის ხუთ რეგიონში, რომლებზეც მდინარე პო გადის, ბოლო 70 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი გვალვის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. იტალიის ამ რეგიონებში აწარმოებენ ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის დაახლოებით მესამედს. ძლიერი გვალვის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია იტალიის ჩრდილოეთში მდებარე ხუთ რეგიონში - ემილია-რომანია, ფრიული-ვენეცია-ჯულია, ლომბარდია, პიემონტი და ვენეტო. გადაუდებელი საჭიროებებისთვის გამოყოფილია 36.5 მილიონი ევრო. „საგანგებო მდგომარეობა მიზნად ისახავს არსებული სიტუაციის გადაჭრას საგანგებო საშუალებებითა და უფლებამოსილებით“, - განაცხადა იტალიის მთავრობამ. პო იტალიის ყველაზე გრძელი მდინარეა, რომელიც აღმოსავლეთით 650 კმ-ზე მეტ მანძილზე მიედინება. პოს ხეობაში ფერმერები ამბობენ, რომ მარილიანი ზღვის წყალი მდინარეში ჩაედინება და მოსავალს ანადგურებს. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, ჩრდილოეთ იტალიის ალპებში მყინვარის ჩამონგრევის შედეგად გამოწვეულ ზვავს, სულ მცირე 7 ადამიანი ემსხვერპლა.
ლუგანსკის ოლქის გუბერნატორი: ახლა რუსული ძალებისთვის ნომერ პირველი სამიზნე დონეცკის რეგიონია - სლავიანსკი და ბახმუტი თავდასხმის ქვეშ მოექცევიან
რუსული ძალების შემდეგი სამიზნე დონეცკის ქალაქები: სლავიანსკი და ბახმუტი იქნება, - ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის გუბერნატორმა, სერჰი გაიდაიმ განაცხადა. „ლუგანსკის რეგიონის დაკარგვა მტკივნეულია, რადგან ეს უკრაინის ტერიტორიაა. ამასთან, მათთვის ნომერ პირველი სამიზნე დონეცკის რეგიონია. სლავიანსკი და ბახმუტი თავდასხმის ქვეშ მოექცევიან. ბახმუტის დაბომბვა უკვე დაიწყო ძალიან მძიმედ“, - აღნიშნა გუბერნატორმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. ასევე წაიკითხეთ: უკრაინელი დამცველების სიცოცხლის შენარჩუნების მიზნით, თავდაცვის ძალები ლისიჩანსკიდან გადიან - გენერალური შტაბი
ჯონსონის განცხადებით, შოტლანდია და უელსი უკრაინას, 100 მილიონი ფუნტის სამხედრო დახმარებას გამოუყოფენ
შოტლანდიამ და უელსმა, უკრაინისთვის 100 მილიონი ფუნტის სამხედრო დახმარების გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღეს. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა Twitter-ზე დაწერა. ჯონსონი და მაკრონი უკრაინისთვის მეტი დახმარების გაწევაზე შეთანხმდნენ ბორის ჯონსონი: უკრაინის მიტოვება რომ მომიხდეს, ჩავთვლიდი, რომ დავმარცხდი და გადავდგებოდი „უელსის მთავრობამ გამოყო 35 მილიონი უკრაინას სამხედრო მხარდაჭერისთვის, უელსის ოჯახებმა კი 3000 ლტოლვილი მიიღეს", - ნათქვამია ჯონსონის განცხადებაში. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შოტლანდიამ ასევე გამოყო 65 მილიონი ფუნტი და უკრაინიდან ლტოლვილების მისაღებად, მზადყოფნის შესახებ გამოაცხადა. „ახლახან ვესაუბრე შოტლანდიის პირველ მინისტრს ნიკოლა სტერჯენს, რათა გამომეცხადებინა დიდი ბრიტანეთის თანამშრომლობის წარმატება უკრაინის მხარდასაჭერად. მადლობა გადავუხადე შოტლანდიის მთავრობას 65 მილიონი ფუნტის წვლილის გამო, უკრაინაში გაერთიანებული სამეფოს სამხედრო დახმარების 2,3 მილიარდ ფუნტამდე გაზრდაში და უკრაინიდან 6000-ი ლტოლვილის განსახლების მცდელობისთვის“, - წერს ჯონსონი. ბორის ჯონსონი ოდესის საპატიო მოქალაქე გახდა
საბერძნეთში, ბოლო 24 საათში ხანძრის 52 ახალი კერა გაჩნდა
ბოლო 24 საათში, საბერძნეთში ხანძრის 52 ახალი კერა გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. როგორც საბერძნეთის სახანძრო სამსახურში აცხადებენ, ქვეყნის მასშტაბით ხანძრის საფრთხე კვლავ მაღალია. ამასთან, მეხანძრეები აგრძელებენ ბრძოლას ტყის ხანძრის წინააღმდეგ, რომელიც კვირას დასავლეთ პელოპონესში, აქაიის რეგიონში, პორტესის რაიონში გაჩნდა.
ბორელი: ევროკავშირი თავისუფლდება დამოკიდებულებისგან, რომელიც პუტინის წინააღმდეგ, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას ამუხრუჭებდა
ევროკავშირი თანდათან თავისუფლდება დამოკიდებულებისგან, რაც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის აგრესიის მიუხედავად, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას ამუხრუჭებდა. ამის შესახებ, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელის სტატიაშია ნათქვამი. „2022 წლის ბოლომდე ევროკავშირი 90%-ით შეამცირებს რუსული ნავთობის იმპორტს, ჩვენ ასევე სწრაფად ვამცირებთ გაზის იმპორტს. ვლადიმერ პუტინი ალბათ ფიქრობდა, რომ ევროპა, რუსეთის ფედერაციაზე ენერგო დამოკიდებულების გამო, სანქციების დაწესებას ვერ გაბედავდა. ეს ერთ-ერთია იმ მნიშვნელოვანი მცდარი გათვლებიდან, რაც დაუშვა რუსეთის რეჟიმმა ამ კონფლიქტის დროს“, - ნათქვამია სტატიაში. ბორელმა აღიარა, რომ რუსული ენერგიის წყაროების შეზღუდვა, სერიოზულ სირთულეებს უქმნის ევროკავშირის ბევრ ქვეყანას, ისევე როგორც ეკონომიკის რამდენიმე სექტორს.„მაგრამ ეს არის ფასი, რომელიც უნდა გადავიხადოთ ჩვენი დემოკრატიისა და საერთაშორისო სამართლის დასაცავად. ჩვენ ვიღებთ აუცილებელ ზომებს ამ პრობლემების გადასაჭრელად სრული სოლიდარობის სულისკვეთებით”, - აღნიშნა ბორელმა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირმა სანქციების მომდევნო, მეშვიდე პაკეტზე დაიწყო მუშაობა. რომლის ფარგლებშიც, შესაძლოა რუსეთიდან ოქროს იმპორტზე ემბარგო დაწესდეს. შეგახსენებთ, რომ დიდმა ბრიტანეთმა, შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და იაპონიამ უკვე განაცხადეს, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ახალი სანქციების ფარგლებში, რუსეთიდან ოქროს იმპორტს აკრძალავენ. ოქრო რუსეთის ექსპორტის მნიშვნელოვან წილს შეადგენს - 2021 წელს რუსეთმა ამ ნედლეულის იმპორტიდან, დაახლოებით $15,5 მილიარდი გამოიმუშავა.
ვაშინგტონის ხელშეკრულებაში არაფერია ისეთი, რაც ხელს უშლის ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ტერიტორიული პრობლემები აქვს - NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი
NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის, ალექსანდრე ვინიკოვის განცხადებით, ვაშინგტონის ხელშეკრულებაში არაფერია ისეთი, რაც შეაფერხებს ქვეყნის გაწევრიანებას, თუ მას ტერიტორიული პრობლემები აქვს. ამის შესახებ ვინიკოვმა NATO-ს სამიტის შედეგების შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. ჟურნალისტებმა ვინიკოვს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების შეფასება სთხოვეს. „იმისათვის, რომ NATO-მ ქვეყანა მიიწვიოს გასაწევრიანებლად, როგორც ეს ვნახეთ ფინეთისა და შვედეთის შემთხვევაში, ორი რამ არის მთავარი: პირველი - ქვეყანა უნდა იყოს მზად, დააკმაყოფილოს წევრობისთვის საჭირო კრიტერიუმები, და ეს მოთხოვნები სცილდება უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებს, რადგან NATO-ს მთელი ქვეყანა უერთდება და არამხოლოდ მისი თავდაცვის სამინისტრო ან შეიარაღებული ძალები. ამიტომ, ქვეყანა უნდა იყოს მზად. მეორე ელემენტია, პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც ალიანსი კონსენსუსის საფუძველზე იღებს, რადგან მიაჩნიათ, რომ კონკრეტული ქვეყანა განამტკიცებს ალიანსის უსაფრთხოებას. ექსკლუზიური ინტერვიუ NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინასთან „მე ვფიქრობ, საქართველო უნდა მოემზადოს და ახლა ყურადღება გაამახვილოს ევროატლანტიკური რეფორმების განხორციელებაზე, რომლებიც მიზნად დაისახა. ზოგიერთი მიმართულებით, გასული წელიწადნახევრის განმავლობაში, იმპულსის შენელება დავინახეთ და ჩვენი სურვილია, რომ საქართველომ ეს საკითხი გადაჭრას და აღადგინოს რეფორმების განხორციელების იმპულსი, განსაკუთრებით, უსაფრთხოების სექტორის დემოკრატიული ზედამხედველობის კუთხით, ასევე - სასამართლო და შემდგომი საარჩევნო რეფორმების მიმართულებით. მოკავშირეებმაც ხაზგასმით ისაუბრეს იმ სფეროებზე, სადაც მათ რეფორმების უფრო აქტიურად განხორციელების ხილვა სურთ. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, არის თუ არა შემაფერხებელი ფაქტორი, ტერიტორიული პრობლემა, მინდა გითხრათ, რომ ვაშინგტონის ხელშეკრულებაში არაფერია ისეთი, რაც შეაფერხებდა ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ტერიტორიული პრობლემები აქვს. როგორც აღვნიშნე, საბოლოოდ, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც მოკავშირეებმა კონსენსუსის საფუძველზე უნდა მიიღონ“, - განაცხადა ალექსანდრე ვინიკოვმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 21 ივნისს, ყატარის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა: „ჩვენ არ ვართ მიამიტები, გვესმის, რომ საქართველოს აქვს ტერიტორიული პრობლემები, უნდა გადავწყვიტოთ ჯერ ეს საკითხი და შემდეგ გავხდეთ NATO-ს წევრი. ეს არის ჩვენი ევროპელი და NATO-ს წევრი ქვეყნების მოსაზრება“. ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ არ ვართ მიამიტები, გვესმის, საქართველოს აქვს ტერიტორიული პრობლემები, უნდა გადავწყვიტოთ ჯერ ეს საკითხი და შემდეგ გავხდეთ NATO-ს წევრი
პოლიციამ მარნეულში მომხდარი მკვლელობა გახნა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 2000 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ფ.დ. დააკავეს. შსს-ს ცნობით, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 3 ივლისს, ქ. მარნეულში ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლით ჭრილობები მიაყენა 1976 წელს დაბადებულ ვ.ო.-ს. მიყენებული დაზიანებების შედეგად, ვ.ო. სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. სამართალდამცავებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული“, – აცხადებენ შსს-ში. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა- ტარებას გულისხმობს.
ყაზახეთმა ნავთობპროდუქტების ექსპორტზე შეზღუდვები გაახანგრძლივა
ყაზახეთმა, ბენზინის, დიზელის საწვავისა და სხვა სახის ნავთობპროდუქტების საავტომობილო გზით ექსპორტზე აკრძალვა, ექვსი თვით გაახანგრძლივა. კერძოდ, აკრძალვა არ ვრცელდება ყაზახეთიდან საპოხი ზეთებისა და საავტომობილო მანქანების მწარმოებლის მიერ მოწოდებულ გაზის ავზებში, აგრეთვე ცალკეულ კონტეინერებში არაუმეტეს 20 ლიტრი მოცულობის საწვავის ექსპორტზე. აკრძალვა ძალაში 2022 წლის 12 ივლისს შედის. ყაზახეთიდან დიზელის საწვავისა და ნავთობპროდუქტების გარკვეული სახეობების საავტომობილო გზით ექსპორტის აკრძალვას ვადა 2022 წლის 21 მაისს ამოიწურა. ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა ბოლატ აკჩულაკოვმა განაცხადა, რომ მორატორიუმი კიდევ ექვსი თვით გაგრძელდება. ცნობისათვის, 2022 წლის იანვარ-მარტში საქართველოში ყაზახეთიდან საწვავის იმპორტმა 0,6 ათასი ტონა შეადგინდა, რაც მთელი იმპორტის 0,2%-ია. გაიაფდება თუ არა საწვავი საქართველოში - ნახეთ Europetime-ს სტატია ამ ბმულზე.
27 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით, საქართველოში კოვიდინფიცირების 2 570 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
27 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 570 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 3 პაციენტი, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 103 პაციენტი. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 63 443 კვლევა ტესტით, მათ შორის 56 699 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 744 PCR ტესტით. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.
2021 წლის 5 ივლისს ძალადობის ფაქტზე, სტრასბურგის სასამართლომ „თბილისი პრაიდის“ სარჩელი განსახილველად მიიღო - GDI
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) ცნობით, 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენებიდან ერთი წლის შემდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) GDI-ის საჩივარი Tbilisi Pride-ის საქმეზე განსახილველად მიიღო. 5 ივლისის ძალადობა და თავდასხმა აქტივისტებზე - სტრასბურგმა "სირცხვილიას" სარჩელი წარმოებაში მიიღო „საქმე ეხება 2021 წლის 5 ივლისს განხორციელებული ჰომოფობიური ძალადობას, თავდასხმებს და მუქარას ლგბტქი+ თემისა და აქტივისტების წინააღმდეგ. შესაბამისად, საჩივრით მოსარჩელეები ითხოვენ ხელისუფლების უმოქმედობის და არაეფექტური რეაგირების გამო კონვენციით გარანტირებული უფლებების, კერძოდ კონვენციის მე-3 (წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა), მე-11 (შეკრების თავისუფლება), მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების დარღვევის დადგენას. აღსანიშნავია, რომ სასამართლომ საქმე ყველა მუხლთან მიმართებით დააკომუნიცირა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა 2022 წლის 13 ოქტომბრამდე ვალდებულია გასცეს პასუხი სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებს საჩივარში წამოჭრილ ყველა საკითხის ირგვლივ. მათ შორის, სასამართლოს აინტერესებს, ხომ არ წაახალისა ხელისუფლების წევრების განცხადებებმა ის ძალადობა, რომელმაც იფეთქა 2021 წლის 5 ივლისს და რამდენად შეასრულა სახელმწიფომ მასზე ნაკისრი პრევენციისა და ეფექტიანი გამოძიების ვალდებულებები. ამასთანავე, სასამართლომ დააკმაყოფილა GDI-ს შუამდგომლობა და მთავრობას დაავალა, 5 ივლისის უსაფრთხოების გეგმისა და შიდა მასალების წარმოდგენა, რომელიც ეხება შსს-ს მიერ განხორციელებული უსაფრთხოების ღონისძიებების დაგეგმვას სადავო მოვლენების (2021 წლის 1-ლი და 5 ივლისის) წინ. დღეს, ერთი წლის თავზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 ივლისთან დაკავშირებული საქმეების განხილვა დასრულებულია, თუმცა პასუხისგებაში არაა მიცემული ძალადობის არც ერთი ორგანიზატორი, ხოლო იმ პირებს, რომლებსაც ბრალი ჰქონდათ წაყენებული – მინიმალური სანქციები შეეფარდათ“, - ნათქვამია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) განცახდებაში. “თბილისი პრაიდის” და ლგბტქი+ აქტივისტების უფლებებს ევროსასამართლოს წინაშე GDI იცავს. 2021 წლის 5 ივლისს, ჰომოფობიურ აქციაზე, დილის 11:00 საათიდან რამდენიმე საათის განმავლობაში ძალადობრივი ჯგუფის წევრები მიზანმიმართულად ესხმოდნენ თავს ჟურნალისტებს, ოპერატორებს, ფოტოგრაფებს - ყველას, ვინც მედიის წარმომადგენლად აღიქმებოდა. ამ დღეს ძალადობრივმა ჯგუფებმა 53 ჟურნალისტზე თბილისის ცენტრალურ უბნებში იძალადეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროს ქუჩაში 10 ათასამდე მოქალაქე იყო შეკრებული და მუშაობდა 3,4 ათასამდე პოლიციელი. თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ივლისს, აღკვეთის ღონისძიების სახით, 5 000 - 5 000-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა „პრაიდის“ ოფისზე თავდამსხმაში ბრალდებულ სამ ადამიანს. სტრასბურგის სასამართლოს 5 ივლისთან დაკავშირებული კიდევ ერთი საქმე აქვს წარმოებაში მიღებული. ის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ეკუთვნის და მოსარჩელეები „სირცხვილიას" აქტივისტები არიან. ასევე შეგახსენებთ, რომ „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მას 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის" წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქების დროს, ძალადობრივი ჯგუფები ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ. გამოძიებასთან დაკავშირებით, ბოლო ცნობა, პროკურატურამ თებერვალში გაავრცელა.
სასაზღვრო პოლიციამ საზღვრის უკანონოდ ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობისთვის უცხო ქვეყნის ხუთი მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „ვალეს“ დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ბანგლადეშის რესპუბლიკის ორი მოქალაქე: 1996 წელს დაბადებული მ.ტ. და 1982 წელს დაბადებული მ.ა. ასევე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 1982 წელს დაბადებული მ.ა, 1977 წელს დაბადებული ე.გ და 1982 წელს დაბადებული ფ.ჩ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავეს. სასაზღვრო პოლიციის ცნობით, დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, სასაზღვრო საკონტროლო-გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდნენ. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აცხადებენ უწყებაში.
ომბუდსმენის აპარატი: გორის, ოზურგეთისა და ქუთაისის უსახლკარო პირთა სოციალურ საცხოვრისებში არსებული პირობები მინიმალურადაც კი ვერ აკმაყოფილებს სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლებას
საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, გორის, ოზურგეთისა და ქუთაისის უსახლკარო პირთა სოციალური საცხოვრისებში არსებული პირობები მინიმალურადაც კი ვერ აკმაყოფილებს სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლებას. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს გორის, ოზურგეთის და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას - მაქსიმალურად დაჩქარებული წესით განიხილოს ყოფილი ნარკოლოგიურის ცენტრში მცხოვრები უსახლკარო და სოციალურად დაუცველი ოჯახების სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზაციის საკითხი. „2022 წლის თებერვლისა და მარტის თვეში საქართველოს სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფმა გორის, ოზურგეთისა და ქუთაისის უსახლკარო პირთა სოციალური საცხოვრისები შეამოწმა და დაადგინა, რომ სოციალურ საცხოვრისებში არსებული პირობები მინიმალურადაც კი ვერ აკმაყოფილებს სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლებას. ოზურგეთის და ქუთაისის სოციალურ საცხოვრისებში იდენტიფიცირებულ პრობლემებზე საუბარია საქართველოს სახალხო დამცველის 2021 წლის საპარლამენტო ანგარიშში. გარდა ამისა, სახალხო დამცველმა დამატებით, წერილობით მიმართა სამივე ადგილობრივ თვითმმართველობას და ბენეფიციართა ობიექტებიდან დაუყოვნებლივ განსახლება და ადამიანის ღირსების შესაბამისი ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება მოითხოვა. სამწუხაროდ, სახალხო დამცველის მოთხოვნა არცერთმა მუნიციპალიტეტმა არ გაიზიარა, რითაც კიდევ ერთხელ იქნა უგულებელყოფილი უსახლკაროთა უფლება სათანადო საცხოვრებელზე. ყოფილი ნარკოლოგიური ცენტრის შენობაში განთავსებულ გორის სოციალურ საცხოვრისში განსაკუთრებით შემაშფოთებელი მდგომარეობაა. შენობა, რომელშიც 80-მდე ოჯახი ცხოვრობს, საცხოვრებელად დღემდე არ გარდაქმნილა, მოსახლეებმა საკუთარი ოთახები თვითონ გადააკეთეს, კუსტარულად; შესაბამისად, მუდმივ საცხოვრებელად უვარგისია. საცხოვრისს არ აქვს საკანალიზაციო და სადრენაჟო სისტემები; არ არის მოწყობილი სამზარეულო და ინდივიდუალური სველი წერტილები. მაცხოვრებლებს ხელი არ მიუწვდებათ სუფთა წყალზე. ამ პირობებში წარმოუდგენელია ჰიგიენის დაცვა და კვების პროდუქტების უსაფრთხოდ შენახვა. ობიექტში არსებული უკიდურესად მწვავე სანიტარულ-ჰიგიენური პირობები ხელს უწყობს პარაზიტოლოგიური დაავადებების, მწერების, მღრღნელებისა და ქვეწარმავლების გავრცელებას, რაც განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის შენობის მობინადრეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. საქართველოს სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფის შეფასებით, გორის სოციალურ საცხოვრისში სრულად უგულებელყოფილია საცხოვრებლის სათანადოობის სტანდარტები. შედეგად, მობინადრეებს შემაშფოთებლად მძიმე, ადამიანის ღირსების შემლახავ პირობებში უწევთ ცხოვრება. აქ არსებული ინფრასტრუქტურული გარემო სრულიად მოუხერხებელია შშმ პირებისთვის. მობილობის შეზღუდვის მქონე და ეტლით მოსარგებლე პირები, ფიზიკური გარემოს მიუწვდომლობის გამო, თვეების მანძილზე მაღალ სართულზე არიან გამოკეტილი და ეზღუდებათ გადაადგილების უფლება. მძიმე სანიტარულ-ჰიგიენური პირობები განსაკუთრებულად ღირსების შემლახავია შშმ პირებისთვის, რომლებიც ვერ ახერხებენ თვითმოვლას და ვერც შესაბამისი ასისტენტისა და მომვლელის სერვისით სარგებლობენ. სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლებას მინიმალურადაც კი ვერ აკმაყოფილებს ყოფილი სამშობიაროს შენობაში განთავსებული ოზურგეთის სოციალური საცხოვრისი. მიუხედავად ჩატარებული სარემონტო სამუშაოებისა, 50-მდე ოჯახი მაინც უკიდურესად გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. შენობაში გაუმართავია სადრენაჟო სისტემა და ძლიერი ნესტის შედეგად დაბინძურებულია ჰაერი. განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობაა შენობის პირველ სართულზე, სადაც აყრილია იატაკი, დაობებულია კედლები და ჭერი, წვიმის დროს გუბდება წყალი და ჰაერი ისე მძიმდება, რომ პერიოდულად სუნთქვა შეუძლებელი ხდება. შექმნილ მდგომარეობაში მობინადრეები ხშირად ავადდებიან, განსაკუთრებით ბავშვები და ხანდაზმულები. შენობას არ აქვს მისასვლელი გზა, გარე პერიმეტრი არ არის კეთილმოწყობილი და არც გასართობი სივრცეებია ბავშვებისთვის. ქუთაისის სოციალური საცხოვრისი ყოფილი კავშირგაბმულობის შენობაშია განთავსებული. 90 ოჯახი პრივატული გარემოს გარეშე, გამუდმებული საყოფაცხოვრებო ხმაურის პირობებში ცხოვრობს. მცირე ტერიტორიაზე საცხოვრებელი ფართები არასაკმარისია და შენობა გადატვირთულია; სადრენაჟო სისტემის არარსებობის გამო ჰაერი მუდმივად ნესტიანი და დაბინძურებულია. შენობა ვერ აკმაყოფილებს საცხოვრებლის ფუნქციებს და მაცხოვრებლებისთვის არ არის შექმნილი ღირსეული პირობები. სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ სათანადო საცხოვრებლის უფლება მხოლოდ ჭერის ქონას, ანუ თავშესაფრით უზრუნველყოფას არ ნიშნავს. სათანადო საცხოვრებლის უფლება გულისხმობს ნებისმიერ ადგილას უსაფრთხო, მშვიდობიან და ღირსეულ პირობებში ცხოვრების უფლებასა და შშმ პირთათვის სერვისებით სრული მისაწვდომობის უზრუნველყოფას. შესაბამისად, აღნიშნული უფლება მოიცავს არა მხოლოდ საცხოვრისით, არამედ სათანადო საცხოვრისით დაკმაყოფილების ვალდებულებას, რაზეც ზემოხსენებული დაწესებულების მობინადრეებს ხელი არ მიუწვდებათ. საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს გორის, ოზურგეთის და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას - მაქსიმალურად დაჩქარებული წესით განიხილოს ყოფილი ნარკოლოგიურის ცენტრში მცხოვრები უსახლკარო და სოციალურად დაუცველი ოჯახების სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზაციის საკითხი, რაც მოცემულ შემთხვევაში გულისხმობს ობიექტიდან მათ განსახლებას და ადამიანის ღირსების შესაბამისი ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
NATO-საქართველოს ერთობლივი წვრთნების სიხშირე გაიზრდება
NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის, ალექსანდრე ვინიკოვის განცხადებით, საქართველო არის NATO-ს ერთ-ერთი პარტნიორი, რომელიც ყველაზე მეტად, პირდაპირ არის დაზარალებული საგარეო საფრთხეებითა და უსაფრთხოების არსებულ გარემოში ჩარევით, რაც გამოწვეულია რუსეთის არაპროვოცირებული ომით უკრაინაში. ვინიკოვის განცხადებით, NATO გააგრძელებს მუშაობს NATO-ს საქართველოს არსებით პაკეტზე, რომელიც საქართველოს მიმართ პრაქტიკული მხარდაჭერის მთავარ ჩარჩოდ რჩება. „როგორც იცით, გასულ კვირას NATO-ს ქვეყნების ლიდერები შეხვდნენ მადრიდში, სამიტზე, სადაც მიიღეს შორსმიმავალი გადაწყვეტილებები NATO-ს მომავლისთვის. ეს სამიტი გახლდათ გარდაქმნის სამიტი. მოკავშირეებმა მიიღეს ისტორიული გადაწყვეტილებები, რომ ალიანსის ადაპტაციასა და განმტკიცებას მოახდენენ უფრო სახიფათო და კონკურენტულ სამყაროში, სადაც ავტორიტარული რეჟიმები, როგორებიცაა, რუსეთი და ჩინეთი გამოწვევის წინაშე აყენებენ წესებზე დამყარებულ საერთაშორისო წესრიგს. ექსკლუზიური ინტერვიუ NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინასთან მოკავშირეების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეიძლება, ექვს კატეგორიად დაიყოს. პირველი გახლავთ შეთანხმება მოკავშირეებს შორის, რომ NATO მოახდენს ფუნდამენტურ ცვლილებას შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკაში, რასაც საფუძვლად დაედება თავდაცვის სფეროს დაფინანსების გაზრდა, ტვირთის გაზიარება და ერთობლივი დაფინანსება. მეორე - მოკავშირეებმა მიიწვიეს შვედეთი და ფინეთი, რომ ისინი შეუერთდნენ ალიანსს. ამ ორი ქვეყნის NATO-ში გაწევრიანება კარგი იქნება როგორც ამ ქვეყნებისთვის, ალიანსისთვის და ზოგადად, ევროპული უსაფრთხოებისთვის. ორივე ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების პროტოკოლს ბრიუსელში დღეს მოაწერენ ხელს. მესამე - ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ხანგრძლივად დაეხმარებიან უკრაინას, რათა უზრუნველყოფილი იყოს უკრაინის უპირატესობა რუსეთის მიერ წამოწყებული არაპროვოცირებული და სასტიკი აგრესიის წინაშე. ვაშინგტონის ხელშეკრულებაში არაფერია ისეთი, რაც ხელს უშლის ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ტერიტორიული პრობლემები აქვს - NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი მეოთხე - NATO-ს ლიდერებმა წარადგინეს NATO-ს სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც ადგენს ალიანსის მთავარ პრიორიტეტებს, მთავარ ამოცანებსა და მიდგომებს შემდეგი ათწლეულისთვის. მათ შორის, ეს ეხება რუსეთიდან და ჩინეთიდან მომავალ საფრთხეებს, ასევე - სხვა ასიმეტრიულ საფრთხეებს, როგორიცაა, ჰიბრიდული, კიბერსაფრთხეები, ტერორიზმი, ტექნოლოგიები და ა.შ. მეხუთე – მოკავშირეები შეთანხმდნენ, გააძლიერონ ბრძოლა კლიმატის ცვლილებასთან და ჩამოაყალიბონ ახალი ინოვაციური ფონდი, რაც დაეხმარება NATO-ს ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით. მეექვსე – NATO-ს მოკავშირეები შეთანხმდნენ, გააღრმაონ ურთიერთობა რამდენიმე ძალიან ახლო პარტნიორთან, რომლებიც მათ სამიტზე შეუერთდნენ. ცხადია, ერთ-ერთი ასეთი პარტნიორი არის საქართველო, რომელსაც წარმოადგენდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ის სამიტის მეორე სესიას დაესწრო. მოკავშირეებმა მხარი დაუჭირეს საქართველოსთვის რამდენიმე ზომას, ჩვენ მათ პარტნიორებზე მორგებულ ზომებს ვუწოდებთ. საქართველო კი, მოგეხსენებათ, არის NATO-ს ერთ-ერთი პარტნიორი, რომელიც ყველაზე მეტად, პირდაპირ არის დაზარალებული საგარეო საფრთხეებითა და უსაფრთხოების არსებულ გარემოში ჩარევით, რაც გამოწვეულია რუსეთის არაპროვოცირებული ომით უკრაინაში. ეს ზომები გამოხატავს საქართველოს მიმართ NATO-ს მტკიცე პოლიტიკურ მხარდაჭერას, განსაკუთრებით კი, მისი სუვრენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ასევე, გამოხატავს NATO-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებებისადმი ერთგულებას, რომელიც საქართველოს NATO-ში საბოლოო გაწევრიანებას ეხება. სტრატეგიული კონცეფცია, რომელსაც მოკავშირეებმა მხარი დაუჭირეს, ასპირანტი ქვეყნების უსაფრთხოება, მათ შორის საქართველოსი, არის გადაჯაჭვული NATO-ს მოკავშირეების უსაფრთხოებასთან. ეს კონცეფცია ასევე ადასტურებს NATO-ს მოკავშირეების ერთგულებას ალიანსის ღია კარი პოლიტიკისადმი და ასევე, ბუქარესტის სამიტზე და შემდგომ სამიტებზე მიღებული გადაწყვეტილებებისადმი ერთგულებას“, – განაცხადა ალექსანდრე ვინიკოვმა. ალექსანდრე ვინიკოვის განცხადებით, საქართველოზე მორგებული ზომების პაკეტი აძლიერებს საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას. „ეს ახალი პაკეტი შექმნილია საქართველოს შესაძლებლობების გასაზრდელად და ასევე, მისი მედეგობის გასაძლიერებლად. მათ შორის, საქართველოს მონაწილეობის გაზრდით NATO-ს კიბერწვრთნებში, უსაფრთხოების კომუნიკაციების გაძლიერებით და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვაში დახმარებით. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობს NATO-ს საქართველოს არსებით პაკეტზე, რომელიც საქართველოს მიმართ ჩვენი პრაქტიკული მხარდაჭერის მთავარ ჩარჩოდ რჩება. მათ შორის, ისეთ საკითხებზე, როგორიცაა, საჰაერო თავდაცვა, დაზვერვა, კრიზისების მენეჯმენტი და კიბერთავდაცვა. ჩვენ ასევე განვიხილავთ რამდენიმე ახალი სფეროს დამატებას პაკეტში. ჩვენ გავზრდით ჩვენი წვრთნების სიხშირეს და შევეცდებით მათ ჩატარებას არა სამ, არამედ, ორ წელიწადში ერთხელ. ჩვენ ასევე ვითანამშრომლებთ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც ეხმარებიან საქართველოს, მათ შორის, ევროკავშირთან. NATO ასევე გეგმავს, სამეკავშირეო ოფისში დამატებითი პერსონალის გამოგზავნას.ჩვენ გვაქვს სტრუქტურები, როგორიცაა, წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი კრწანისში, რომელიც შეიძლება, გაძლიერდეს. მომავალ თვეებში, ჩვენი ოფისი მჭიდროდ იმუშავებს ქართველ კოლეგებთან, რათა მადრიდში მიღებული გადაწყვეტილებები გარდაიქმნას უფრო დეტალურ გეგმაში, თავისი მიზნებითა და ვადებით“, - განაცხადა ალექსანდრე ვინიკოვმა.
უკრაინაში მეორე ფრანგი მოხალისე დაიღუპა
უკრაინაში, მეორე ფრანგი მოხალისე დაიღუპა, რომელიც უკრაინის მხარეს რუსეთის ჯარის წინააღმდეგ იბრძოდა. უკრაინაში, მიმდინარე ბრძოლაში ფრანგი მოხალისე დაიღუპა უკრაინული მედიის ცნობით, 20 წლის ფრანგი მოხალისე, ბრძოლის ველზე მიღებული ჭრილობებისგან 25 ივნისს დაიღუპა. ის რუსეთის არტილერიის მიერ, ხარკოვის ოლქის დაბომბვისას დაიჭრა. მძიმედ დაჭრილი ფრანგი მოხალისე, ხარკოვის საველე ჰოსპიტალში კომაში იმყოფებოდა. ის ინტერნაციონალური ლეგიონის შემადგენლობაში ირიცხებოდა. მანამდე, ფრანგი მოხალისე ვილფრიდ ბლერიოს დაღუპვის შესახებ გახდა ცნობილი, რომელიც 1-ელ ივლისს ხარკოვის დაბომბვისას მძიმედ დაიჭრა. მედიის ინფორმაციით, უკრაინაში, საფრანგეთის 500-მდე მოქალაქე იბრძვის. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.
ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებული სამი პირი საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო
ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებული სამი პირი საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბინის მეპატრონეს ზაურ ბუდაგოვს 4 წლით, ხოლო მამა-შვილ ხუსეინ და გიორგი სურმანიძეს 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. „საერთო ჯამში სადარბაზოს ნგრევა გამოიწვია უკანონო მშენებლობებმა. კორპუსზე ნახავდით მიშენებულ აივნებს, გადაკეთებულ ბინებს, მაგალითად ერთ ოთახიანი, ორ ოთახიან ბინად და ა.შ. არ ვეთანხმებით ექსპერტიზის დასკვნას, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ მიღებულ განაჩენს აუცილებლად გავასაჩივრებთ“, - განაცხადა საქმის ადვოკატმა რამინ პაპიძემ. ცნობისთვის, გასული წლის 8 ოქტომბერს, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაიღუპა.
პროფკავშირების გაერთიანება: სეზონურ სამუშაოზე დასაქმებულმა ქართველებმა გერმანელ დამსაქმებელს სასამართლო დავა მოუგეს
გერმანიაში, სეზონურ სამუშაოზე დასაქმებულმა ქართველებმა გერმანელ დამსაქმებელს სასამართლო დავა მოუგეს. ახლა ბრძოლა ქართულ სასამართლოში, სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს მიმართ, მიუღებელი შემოსავლისა და მორალური ზიანის დაკისრების მოთხოვნით გრძელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას პროფესიული კავშირების გაერთიანება ავრცელებს. მათივე ცნობით, გერმანიაში, საქმის მოსამზადებელ სამუშაოებსა და გერმანიის პროფკავშირების გაერთიანებასთან აქტიურ კომუნიკაციაში იყო ჩართული საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება. ქართულ სასამართლოშიც ქართველი სეზონური მუშების ინტერესებს სწორედ პროფკავშირების გაერთიანების იურისტი თამილა გაბაიძე იცავს. უახლოეს მომავალში დაინიშნება პროცესი, რომელზეც დაიკითხებიან მოწმეები, მათ შორის, გერმანიის შრომის ფედერალურ სააგენტოსთან დაკავშირებული ორგანიზააციის MIRA-ს წარმომადგენელიც, რომელმაც დასაქმების ადგილი თავად შეამოწმა და არაერთი დარღვევაც დაადგინა. „ყველაფერი გასულ წელს დაიწყო. გერმანიაში, მარწყვის ფერმაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმება საქართველოს და გერმანიას შორის სამთავრობო დონეზე დადებული საშუამავლო ხელშეკრულებით რეგულირებული შრომითი ურთიერთობა იყო. თუმცა, გერმანელმა დამსაქმებელმა ქართველ სეზონურ მუშებს გერმანიის კანონმდებლობასთან აშკარა წინააღმდეგობაში მყოფი ხელშეკრულება ინგლისურ ენაზე გაუფორმა. არც ერთმა დასაქმებულმა აღნიშნული ენა არ იცოდა. ხელშეკრულებაში მითითებული იყო, რომ მუშები საათში 9.35 ევროს მიიღებდნენ, თუმცა, სინამდვილეში დამსაქმებელმა ეს პირობაც დაარღვია. საათობრივი ანაზღაურების ნაცვლად, იგი ნამუშევარს სამი მოკრეფილი მარწყვის ყუთის პროპორციულად ანგარიშობდა. გერმანიის პროფკავშირების გაერთიანების დახმარებით მარწყვის ფერმაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულებმა სარჩელით მიმართეს გერმანიის სასამართლოს და მოითხოვეს 2021 წლის ივნისის თვეში დამსაქმებლის ბრალით იძულებითი მოცდენის ანაზღაურება „მინიმალური ხელფასის შესახებ“ გერმანიის კანონით დადგენილი ანაზღაურების ტარიფით. დამსაქმებელი ამტკიცებდა, რომ ქართველი მუშები დროულად არ ცხადდებოდნენ სამსახურში, ალკოჰოლს იღებდნენ, დილაობით არ ჰქონდათ მუშაობის სურვილი და ნაადრევად, თვითნებურად ტოვებდნენ სამუშაო ადგილს. შესაბამისად, დამსაქმებელი კი არ ამყოფებდა მათ იძულებითი მოცდენის პირობებში, არამედ, თავად დასაქმებულები არ ასრულლებდნენ სამუშაოს. დამსაქმებელმა ვერცერთი ეს გარემოება ვერ დაამტკიცა, რადგანაც ყველა მათგანი იყო მხოლოდ დამსაქმებლის სიტყვები, არ არსებობდა მტკიცებულებები, რის გამოც სასამართლომ დამსაქმებლის არგუმენტაცია დაუსაბუთებლად მიიჩნია“, – აცხადებენ პროფკავშირებში. მათივე ცნობთ, სასამართლომ გაიზიარა ქართველი სეზონური მუშების მოთხოვნები, დარწმუნდა, რომ ქართველებს ჩასვლისთანავე სურდათ სრული დატვირთვით მუშაობის დაწყება, რისი საშუალებაც დამსაქმებელმა არ მისცა და ამყოფებდა იძულებითი მოცდენის პირობებში. „დადგინდა, რომ შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს „მინიმალური ხელფასის შესახებ“ გერმანიის კანონით განსაზღვრულზე უფრო ნაკლები ოდენობით ანაზღაურებას, სამართლებრივი ძალა არ გააჩნია და ბათილია. სასამართლომ დამსაქმებელს დააკისრა თითოეული დასაქმებულის სასარგებლოდ იძულებითი მოცდენის ანაზღაურება 2021 წლის 11 მაისიდან 31 მაისამდე პერიოდისთვის ხელზე ასაღები 1018 ევროს ოდენობით, ხოლო პირველი ივნისიდან 17 ივნისამდე პერიოდისთვის -909 ევროს ოდენობით“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი: საინტერესო და მაღალი დონის ვიზიტებს ველოდებით
NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის, ალექსანდრე ვინიკოვის განცხადებით, საქართევლოში შედგება საინტერესო და მაღალი დონის ვიზიტები, თუმცა კონკრეტული დეტალები ჯერ არ არის ცნობილი. ალექსანდრე ვინიკოვის შეფასებით, საქართველოსა და NATO-ს პოლიტიკური დიალოგი გაიზარდა. ვაშინგტონის ხელშეკრულებაში არაფერია ისეთი, რაც ხელს უშლის ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ტერიტორიული პრობლემები აქვს - NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი „როგორც ნახეთ ბოლო თვეებში, ჩვენი, საქართველოსა და NATO-ს პოლიტიკური დიალოგი გაიზარდა, მეტიც, საქართველოში შედგა NATO-ს დელეგაციის სამი მაღალი დონის ვიზიტი თებერვლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც მე დავინიშნე სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელად. ასევე, შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების ვიზიტი ბრიუსელში არაერთხელ, რათა ისინი შეხვედროდნენ კოლეგებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი რამდენიმე თვის წინ შეხვდა NATO-ს გენერალურ მდივანს. ეს დიალოგი არის მტკიცე და გაგრძელდება. ჯერ კონკრეტული ვიზიტების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ არის ამ წლის მეორე ნახევრისთვის, მაგრამ ჩვენ ველოდებით, რომ საქართველოში შედგება საინტერესო და მაღალი დონის ვიზიტები, დეტალები ჯერ არ გვაქვს“, – განაცხადა ალექსანდრე ვინიკოვმა. ექსკლუზიური ინტერვიუ NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინასთან