ძებნის რეზულტატი:

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი უკრაინაში იმყოფებოდა

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი თომას ბახი კიევში იმყოფებოდა, სადაც უკრაინელ სპორტსმენებს შეხვდა, რის შემდეგაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართა მოლაპარაკებები. ბახი უკრაინის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა (NOC) მიიწვია და ვიზიტისას მას თან ახლდა ფედერაციის ხელმძღვანელი სერგეი ბუბკა და უკრაინის სპორტის მინისტრი ვადიმ გუტცაიტი. თომას ბახი 100-მდე უკრაინელ სპორტსმენს შეხვდა ქვეყნის ოლიმპიურ საწვრთნელ ცენტრში და სიტყვით გამოსვლისას, უკრაინის მიმართ IOC-ის მხარდაჭერას გაუსვა ხაზი. „ჩვენ ყოველდღე თქვენთან ვართ ჩვენი გულით, ჩვენი ფიქრებით და გვინდა, დაგეხმაროთ თქვენი ოლიმპიური ოცნებების ასრულებაში. ჩვენ გვინდა, გამოვხატოთ სოლიდარობა უკრაინის ოლიმპიური საზოგადოების მიმართ  და ვაჩვენოთ სპორტსმენებს და მწვრთნელებს, რომ ისინი მარტო არ არიან და ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ“, - აღნიშნა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტმა. თავის მხრივ, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ბახს და IOC-ს სპორტსმენების და უკრაინის ოლიმპიური საზოგადოების მხარდაჭერისთვის.

ირაკლი მაკალათია: სიღარიბე მცირდება მხოლოდ ციფრებში. მთლიანი შიდა პროდუქტით, ქვეყნების რეიტინგში ასეულს მიღმა ვართ, ვერ ვმდიდრდებით

2021 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე გაიზარდა, ხოლო სიღარიბე შემცირდა. 2022 წლის 5 თვეში კი ეკონომიკურმა ზრდამ 11,2% შეადგინა. „საქართველო მყარად ინარჩუნებს ძლიერ ეკონომიკურ ზრდას 2022 წელსაც“ - აცხადებს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი და იმედოვნებს, რომ 2022 წელს ეკონომიკა დაგეგმილზე უფრო მაღალ ნიშნულამდე გაიზრდება. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ეკონომიკის აღდგენა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და არის პოზიტიური მოლოდინი, რომ ეკონომიკური ზრდის არსებული პროგნოზი შეიცვლება. მოახდენს თუ არა დადებითი გავლენას ორნიშნა ეკონომიკურ ზრდა 2022 წელს უმშევრობასა და სიღარიბეზე.  საქსტატი: 2021 წელს უმუშევრობის დონე 2020 წელთან შედარებით, 2.1%-ით გაიზარდა საქსტატი: საქართველოს მოსახლეობის 17,5 % სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა საქსტატი: შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 4.1 ლარით გაიზარდა და 245 ლარი გახდა უმუშევრობა და სიღარიბე ციფრებში საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი (აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი) წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 17.5 პროცენტი შეადგინა. ამასთან, სიღარიბის დონე სოფლად უფრო მაღალია ვიდრე დიდ ქალაქებში. 2021 წელს აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 2.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 15.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 6.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 21.3 პროცენტი შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს, სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით შემცირებულია მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფში. 18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მაჩვენებელმა 22.7 პროცენტი შეადგინა (-3.7 პროცენტული პუნქტი), 18-64 წლის ჯგუფში - 17.3 პროცენტი (-3.9 პროცენტული პუნქტი), 65 წლის და უფროსი ასაკის ჯგუფში - 11.9 პროცენტი (-3.5 პროცენტული პუნქტი). აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი როგორც ქალებში ისე კაცებში შემცირებულია 3.8 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 17.1 და 17.9 პროცენტს შეადგენს. აბსოლუტური სიღარიბე განისაზღვრება, როგორც რესურსებისა და საშუალებების სრული ნაკლებობა, რაც საჭიროა ცხოვრების ყველაზე ძირითადი სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. საქსტატის მონაცემები აჩვენებს, რომ 2012-დან 2021 წლის ჩათვლით საქართველოში აბსოლუტური სიღარიბის დონე 5,1%-ით შემცირდა, ხოლო უმუშევრობა 12,5%-ით.  საქსტატის მონაცემებითვე - 2021 წელს სამუშაო ძალას 1 533.6 ათასი ადამიანი შეადგენდა, აქედან უმუშევარი იყო 316.2 ათასი ადამიანი. 829.4 დაქირავეებული იყო, ხოლო 387.1 თვითდასაქმებული. ამასთან, უმუშევრობის შემცირების დედებითი ტრენდი 2021 წელს შეჩერდა და ზრდამ 2020 წელთან შედარებით 2,1% შეადგინა.   ივნისში საქართველოში ინფლაციამ 12.8% შეადგინა - საქსტატი რა პროდუტები გაძვირდა და გაიაფდა ივნისში - საქსტატი Რატომ მცირდება სიღარიბე მაშინ, როცა უმუშევრობა იზრდება? რა გავლენა ექნება 2022 წელს დაფიქსირებულ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას ამ მაჩვენებლებზე? ამ და სხვა საკითხებზე Europetime ეკონომიკის დოქტორ ირაკლი მაკალათიას ესაუბრა.  ET: საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს საქართველოში აბსოლუტური სიღარიბე 21,3%-დან 17,5%-მდე შემცირდა. როგორ ფიქრობთ რამ გამოიწვია 4,2% კლება? Რას ნიშნავს ეს რიცხვებს მიღმა?  აქ მთავარი საკითხი ისაა, რომ სიღარიბის აბსოლუტური ზღვარი რასთან მიმართებით ითლება. სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებელი ფულადი ფორმით არაა განსაზღვრული. აბსოლუტური სიღარიბე 17,5%-ია მაგრამ მოსახლეობის ამ რაოდენობას რამდენ ლარზე ნაკლები შემოსავალი აქვს ეს არაა ნახსენები. 2004 წლამდე, სიღარიბის ზღვრად ითვლებოდა საარსებო მინიმუმი. ანუ აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვევით იყვნენ ადამიანები, რომელთაც საარსებო მინიმუმზე დაბალი შემოსავალი ჰქონდათ. ამ შემთხვევაში არაა განსაზღვრული ამ 17,5% რა ფულადი შემოსავალი აქვს. ამიტომ ეს არის ზოგადი მაჩვენებელი და კონკრეტულ შედეგზე ვერაფერს ვერ იტყვი. შეიძლება ითქვას, რომ სიღარიბის შემცირება ტრენდია ციფრებში, მაგრამ ზუსტად რა მცირდება ამის თქმა ძნელია. ET: როგორ ავხსნათ, რასთან გვაქვს საქმე მაშინ, როცა სიღარიბე მცირდება და უმუშევრობა იზრდება? სოციალური მდგომარეობა რომ შევაფასოთ, ერთია, რომ სიღარიბის დონე შემცირდა, მაგრამ უმუშევრობასთან ერთად გაიზაედა ინფლაცია, რაც მაღალი მაჩვენებელია. უკვე ერთწლიან დინამიკაში ინფლაცია ორნიშნაა. ეს ნიშანავს, რომ მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა მცირდება და უფრო უძვირდებათ ცხოვრება. აქ საინტერესოა, სიღარიბის საერთაშორისო ზღვრები, რაც გაეროს მიერაა შედგენილი. სიღარიბის დონე $5,5 მიმართებით. ანუ მოსახლეობის რა პროცენტს აქვს $5,5 -ზე ნაკლები შემოსავალი დღეში. 2020 წლის მაჩვენებელი ცნობილია. 2021-ის ჯერ არ გამოქვეყნებულა. 2020 წლის მონაცემები, მოსახლეობის 46,6% დღეში $5,5 შემოსავალი აქვს. ეს რომ ლარში გადავიტანოთ, დაახლოებით გამოდის, რომ მოსახლეობის 46,6%-ს ყოველთვიურად ჰქონდა დაახლოებით 500 ლარზე ნაკლები შემოსავალი. ეს საკმაოდ დაბალი Მმაჩვენებელია, საშუალო ხელფასის დონეს თუ შევადარებთ. გაზრდილია უმუშევრობის დონე, გაზრდილია ინფლაციის მაჩვენებელი, რაც აისახება რეალური შემოსავლების დაბალ დონესთან. ეს მიუთითებს იმაზე რომ სოციალური ფონი ქვეყანაში სახარბიელო არ არის. ET: 2022 წლის მაისში ეკონომიკურმა ზრდამ 11.6% შეადგინა, ხოლო იანვარი-მაისის საშუალო ზრდა 11.2%-ით განისაზღვრა. რატომ არ მცირდება სიღარიბე და უმუშევრობის დონე? წინა პერიოდებში მაღალი ეკონომიკური ზრდა გამოწვეული იყო იმით, რომ 2020 წელს კლება იყო ორნიშნა, ამიტომ მივიღეთ ასეთი ეკონომიკური ზრდა. Თანაც, ეკონომიკური ზრდა ეგრევე არ აისახება მოსახლეობის ცხოვრების დონეზე. Ჩვენ გვჭირდება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გრძელვადიან პერიოდში, რომ მოსახლეობამ Რრეალურად იგრძნოს ცხოვრების დონის ზრდა. ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენ გვაქვს მცირე ზომის ეკონომიკა და როდესაც მცირე გარდასახვები ხდება და ახალი პროდუქტები ემატება, ეს იწვევს მაღალ ეკონომიკურ ზრდას. ამ შემთხვევაში ეს მხოლოდ რიცხვებია და ჩვენთვის ბევრს არაფერს არ ნიშნავს. ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტით, ქვეყნების რეიტინგში ასეულს მიღმა ვართ, ვერ ვმდიდრდებით.  ET: როგორ გავმდიდრდეთ? რაშია ჩვენი პოტენციალი?  ეკონომიკური ზრდა ყოველთვის გვექნება, იმიტომ რომ რაღაცა ყოველთვის იქმნება. მაგრამ სწორება უნდა გავაკეთოთ იმაზე, თუ რა პოტენციალი გვაქვს და რამდენად ავითვისეთ. ათვისებული პოტენციალი კი დაბალია. მთლიანი ეკონომიკური აქტივები, ეს იქნება სასოფლო-სამეურნეო მიწები, ურბანული მიწები შენობებით, წყლისა და ტყის რესურსი, სახელმწიფო საწარმოები ..., დაახლოებით 70-80% დღეს სახელმწიფო საკუთრებაშია. Რაც ნიშნავს, რომ ეს აქტივები გაჩერებულია, სახელმწფოს ხელშია და ეკონომიკაში არაა ჩართული... არ ქმნის ეკონომიკურ დოვლათს, არ ასაქმებს ადამიანებს. რეალურად თუ გვინდა მართლა დასავლური ეკონომიკის ქვეყანა გავხდეთ და იმ ტენდენციებს გავყვეთ, ეს აქტივები უნდა იყოს კერძო საკუთრებაში. რაც ნიშნავს იმას, რომ ჩაერთვება ეკონომიკაში, ახალი პროდუქტები შეიქმნება, ბიზნესი დაიწყება და ცხადია ეს დასაქმების დონეზეც დადებითად აისახება. ესაა ერთად-ერთი გამოსავალი რომ ეკონომიკა განვითარდეს. სხვა სამთავრობო პროგრამები ფურცელზეა დაწერილი და რეალურ შედეგებს ვერ მოგვცემს. ET: ვინ სარგებლობს დღეს ეკონომიკური ზრდიდან მიღებული დივიდენდებით?  ისინი ვინც ბაზარზე არიან და ქმნიან ეკონომიკურ დოვლათს. ცხადია ახალი დამატებული ღირებულებებიც ემატება, იქმნება ახალი კომპანიები, მაგრამ ძირითადად ვინც უკვე ფუნქციონირებს ისინი ზრდიან ეკონომიკას, ახალ პროდუქციას ქმნიან, ახალ მომსახურებას. სამწუხაროდ საქართველოს ეკონომიკა მცირე ტემპით იზრდება, იმისთვის რომ მოსახლეობამ ეს საკუთარ კეთილდღეობაზე იგრძნოს.    P.S. როგორ იცველებოდა უმუშევრობის დონე და აბსოლუტური სიღარიბე  2012-2021 წლები (საქსტატი) უმუშევრობის დონე: 2012 წელი - 26,7%; 2013 წელი - 26,4%; 2014 წელი - 23%; 2015 წელი - 21,9%; 2016 წელი - 21,7%; 2017 წელი - 21,6%; 2018 წელი - 19,2%; 2019 წელი - 17,6%; 2020 წელი - 18,5%; 2021 წელი - 20,6%. აბსოლუტური სიღარიბე: 2012 წელი - 30%; 2013 წელი - 26,2%; 2014 წელი - 23,5%; 2015 წელი - 21,6%; 2016 წელი - 22.0%; 2017 წელი - 21,9%; 2018 წელი - 20.1%; 2019 წელი - 19,5%; 2020 წელი -21,3%; 2021 წელი - 17,5%.  ამავე თემაზე: ინვესტორებმა 2021 წელს $1 მილიარდზე მეტი შემოიტანეს - რატომ არ მცირდება საქართველოში უმუშევრობა და სიღარიბე

შალვა პაპუაშვილი: არასამთავრობო სექტორი ჩამოიშალა იმის გამო, რომ საკუთარი პოლიტიკური პრეტენზიები ვერ მოთოკეს

"სამწუხაროა, რომ წლების განმავლობაში გარკვეულწილად ნაშენები არასამთავრობო სექტორი ჩამოიშალა იმის გამო, რომ მათ საკუთარი პოლიტიკური პრეტენზიები ვერ მოთოკეს", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „დიდი ხანია ვაფრთხილებდით ამ კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ საბოლოო ჯამში ეს დამთავრდებოდა მათი დისკრედიტაციით და ასეც მოხდა. სამწუხაროა, რომ წლების განმავლობაში გარკვეულწილად ნაშენები სექტორი ასე ჩამოიშალა იმის გამო, რომ მათ საკუთარი პოლიტიკური პრეტენზიები ვერ მოთოკეს და პირდაპირ ჩაერთნენ პოლიტიკაში. არიან ჩვეულებრივი მონაწილეები პოლიტიკური პროცესების. გუშინდელი დღე აქცია იყო ამის პიკი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, გუშინ, სამოქალაქო მოძრაობის ორგანიზებით, პარლამენტთან აქცია გაიმართა. აქციას შეუერთდნენ რეგიონებიდანაც, პროტესტში სტუდენტებიც მონაწილეობდნენ.  რამდენიმე საათში, რუსთაველის გამზირიდან აქციის მონაწილეების ნაწილი „ქართული ოცნების“ ოფისისკენ დაიძრა. ამის შესახებ პროტესტის მონაწილეებს ორგანიზატორებმა მოუწოდეს. კერძოდ, მათი გადაწყვეტილებით, მმართველი პარტიის ოფისთან 3000-მდე ადამიანი უნდა გადასულიყო. ამასთან, მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა, შოთა დიღმელაშვილმა პროტესტის მონაწილეებს ღამის განმავლობაში პარლამენტთან დარჩენისკენ მოუწოდა.  „ქართული ოცნების“ ოფისთან სიტყვით გამოსვლების შემდეგ, აქციის მონაწილეების ნაწილი რუსთაველის გამზირზე დაბრუნდა, მეორე ნაწილმა კი, მთავრობის კანცელარიასთან მთელი ღამე გაატარა. დღეს დილით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც სამოქალაქო მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ საპროტესტო აქცია განაახლა, ხმაური იყო. „სირცხვილიას“ ცნობით, მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს სუს-ის წარმომადგენელმა დაშლა მოსთხოვა.  

უკრაინის რეკონსტრუქციისთვის $750 მილიარდი გვჭირდება - დენის შმიგალი

რუსეთის შემოჭრის შემდგომ, უკრაინას აღდგენის გეგმისთვის 750 მილიარდი დოლარი სჭირდება. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა უკრაინის აღდგენისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე განაცხადა.  მისივე თქმით, რუსულმა აგრესიამ უკრაინის ინფრასტრუქტურას 100 მილიარდ დოლარზე მეტის ზარალი მიაყენა. ლუგანოში ორდღიანი კონფერენცია აერთიანებს რამდენიმე მსოფლიო ლიდერს და არასამთავრობო ორგანიზაციას, რათა შეადგინონ საგზაო რუკა ომის შემდეგ უკრაინის აღდგენისთვის. ამავე კონფერენციაზე, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ კრემლის მიზანი უკრაინის სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური განადგურებაა. მისი თქმით, რუსეთს სურს, უკრაინას, როგორც სახელმწიფოს  ძირი გამოუთხაროს და ამის დაშვება არ შეიძლება. შეგახსენებთ, უკრაინა ქვეყნის აღდგენის ხედვას შვეიცარიაში დაგეგმილ კონფერენციაზე 4 ივლისს წარადგენს. უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი შვეიცარის ქალაქ ლუგანოში 3 ივლისს ჩავიდა, რათა ევროპელ პოლიტიკოსებთან ერთად განიხილოს უკრაინის „მარშალის გეგმა“.  ცნობილია, რომ უკრაინის აღდგენის გეგმაში ევროპელი პარტნიორები აქტიურად ჩაერთვებიან. „ჩვენ ვეყრდნობით რეგიონულ მიდგომას, რომელიც მოიცავს ერთ-ერთი პარტნიორი ქვეყნის მეურვეობას კონკრეტულ რეგიონში, ან ინდუსტრიაში. დანიამ უკვე აიღო მეურვეობა მიკოლაივის რეგიონის აღდგენის შესახებ. ბალტიის სახელმწიფოები ხელს შეუწყობენ ჟიტომირის რეგიონის აღდგენას. პორტუგალია აღადგენს უკრაინულ სკოლებს. დეოკუპაციის შემდეგ, ევროკავშირი უკრაინას მარიუპოლის აღდგენაში დაეხმარება, რეკონსტრუქციის გეგმა შემუშავებულია მსოფლიო ბანკი უკრაინის აღდგენისთვის $4,8 მილიარდს გამოყოფს უკრაინაში ყველამ იცის, რომ დიდი ბრიტანეთი, როგორც პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი დაგვპირდა, მონაწილეობას მიიღებს კიევისა და კიევის რეგიონის აღდგენასა და განვითარებაში“, - განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა ბრიტანულ-უკრაინულ სამიტზე ონლაინ გამოსვლის დროს, 16 ივნისს. 

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 8 ივლისამდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. „ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში დღის საათებში +28, +33 გრადუსი დაფიქსირდება. ქალაქ თბილისშიც უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +29, +31 გრადუსია მოსალოდნელი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

რუსეთის მიერ უკრაინის განადგურებას ვერ დავუშვებთ - ევროკომისიის პრეზიდენტი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ კრემლის მიზანი უკრაინის სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური განადგურებაა. მისი თქმით, რუსეთს სურს, უკრაინას, როგორც სახელმწიფოს  ძირი გამოუთხაროს და ამის დაშვება არ შეიძლება. ევროკავშირი შექმნის პლატფორმას უკრაინის აღდგენის კოორდინირებისთვის ომის დასრულების შემდეგ, აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა შვეიცარიაში, კონფერენციაზე, რომელიც უკრაინის აღდგენას ეძღვნება.  „ევროკავშირმა მოახდინა დაახლოებით 6,2 მილიარდი ევროს (5,3 მილიარდი ფუნტი) ფინანსური მხარდაჭერის მობილიზება რუსეთის შემოჭრის დაწყების შემდეგ“, - დაამატა ლაიენმა. „და... უფრო მეტი დახმარება იქნება. ჩვენ არსებითად ჩავერთვებით შუალედურ და გრძელვადიან რეკონსტრუქციაში“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, უკრაინა ქვეყნის აღდგენის ხედვას შვეიცარიაში დაგეგმილ კონფერენციაზე 4 ივლისს წარადგენს. უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი შვეიცარის ქალაქ ლუგანოში 3 ივლისს ჩავიდა, რათა ევროპელ პოლიტიკოსებთან ერთად განიხილოს უკრაინის „მარშალის გეგმა“.  ცნობილია, რომ უკრაინის აღდგენის გეგმაში ევროპელი პარტნიორები აქტიურად ჩაერთვებიან. „ჩვენ ვეყრდნობით რეგიონულ მიდგომას, რომელიც მოიცავს ერთ-ერთი პარტნიორი ქვეყნის მეურვეობას კონკრეტულ რეგიონში, ან ინდუსტრიაში. დანიამ უკვე აიღო მეურვეობა მიკოლაივის რეგიონის აღდგენის შესახებ. ბალტიის სახელმწიფოები ხელს შეუწყობენ ჟიტომირის რეგიონის აღდგენას. პორტუგალია აღადგენს უკრაინულ სკოლებს. დეოკუპაციის შემდეგ, ევროკავშირი უკრაინას მარიუპოლის აღდგენაში დაეხმარება, რეკონსტრუქციის გეგმა შემუშავებულია მსოფლიო ბანკი უკრაინის აღდგენისთვის $4,8 მილიარდს გამოყოფს უკრაინაში ყველამ იცის, რომ დიდი ბრიტანეთი, როგორც პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი დაგვპირდა, მონაწილეობას მიიღებს კიევისა და კიევის რეგიონის აღდგენასა და განვითარებაში“, - განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა ბრიტანულ-უკრაინულ სამიტზე ონლაინ გამოსვლის დროს, 16 ივნისს.  „სინამდვილეში, ეს ჩვენი დროის ყველაზე დიდი ეკონომიკური პროექტია ევროპაში და საგანგებო შესაძლებლობები ყველა სახელმწიფოსთვის, ყველა კომპანიისთვის, რომლებსაც ჩვენ უკრაინაში სამუშაოდ მოვიწვევთ, რათა აჩვენონ საკუთარი თავი. რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე ჩვენი ძალებით დავიწყეთ ნორმალური ცხოვრების აღდგენა გათავისუფლებულ ტერიტორიებზე, მაგრამ ასეთი მასშტაბური პროექტის რეალიზება მთელი ქვეყნის მასშტაბით, უსაფრთხოების ახალი სტანდარტებისა და ცხოვრების ახალი ხარისხის შექმნა შესაძლებელია მხოლოდ საერთაშორისო შესაძლებლობების მოზიდვით“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის აღდგენა დემოკრატიული სამყაროს საერთო ამოცანაა

შვეიცარიის ქალაქი ლუგანო უკრაინის აღდგენის საკითხზე მოლაპარაკებებს მასპინძლობს. კონფერენციაზე ვიდეოჩართვის დროს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის აღდგენა „მთელი დემოკრატიული სამყაროს საერთო ამოცანაა“. მისივე აზრით, „უკრაინის რეკონსტრუქცია ყველაზე დიდი წვლილია გლობალური მშვიდობის მხარდაჭერაში“. ლუგანოში ორდღიანი კონფერენცია აერთიანებს რამდენიმე მსოფლიო ლიდერს და არასამთავრობო ორგანიზაციას, რათა შეადგინონ საგზაო რუკა ომის შემდეგ უკრაინის აღდგენისთვის. უკრაინა ქვეყნის აღდგენის ხედვას შვეიცარიაში დაგეგმილ კონფერენციაზე წარადგენს უკრაინას რუსეთის შემოჭრის შემდგომ აღდგენის გეგმისთვის 750 მილიარდი დოლარი სჭირდება. ამის შესახებ თავის მხრივ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა. ამავე კონფერენციაზე, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ კრემლის მიზანი უკრაინის სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური განადგურებაა. მისი თქმით, რუსეთს სურს, უკრაინას, როგორც სახელმწიფოს  ძირი გამოუთხაროს და ამის დაშვება არ შეიძლება. შეგახსენებთ, უკრაინა ქვეყნის აღდგენის ხედვას შვეიცარიაში დაგეგმილ კონფერენციაზე 4 ივლისს წარადგენს. უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი შვეიცარის ქალაქ ლუგანოში 3 ივლისს ჩავიდა, რათა ევროპელ პოლიტიკოსებთან ერთად განიხილოს უკრაინის „მარშალის გეგმა“.  ცნობილია, რომ უკრაინის აღდგენის გეგმაში ევროპელი პარტნიორები აქტიურად ჩაერთვებიან. „ჩვენ ვეყრდნობით რეგიონულ მიდგომას, რომელიც მოიცავს ერთ-ერთი პარტნიორი ქვეყნის მეურვეობას კონკრეტულ რეგიონში, ან ინდუსტრიაში. დანიამ უკვე აიღო მეურვეობა მიკოლაივის რეგიონის აღდგენის შესახებ. ბალტიის სახელმწიფოები ხელს შეუწყობენ ჟიტომირის რეგიონის აღდგენას. პორტუგალია აღადგენს უკრაინულ სკოლებს. დეოკუპაციის შემდეგ, ევროკავშირი უკრაინას მარიუპოლის აღდგენაში დაეხმარება, რეკონსტრუქციის გეგმა შემუშავებულია მსოფლიო ბანკი უკრაინის აღდგენისთვის $4,8 მილიარდს გამოყოფს უკრაინაში ყველამ იცის, რომ დიდი ბრიტანეთი, როგორც პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი დაგვპირდა, მონაწილეობას მიიღებს კიევისა და კიევის რეგიონის აღდგენასა და განვითარებაში“, - განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა ბრიტანულ-უკრაინულ სამიტზე ონლაინ გამოსვლის დროს, 16 ივნისს. 

მარიო დრაგი თურქეთს ეწვევა

იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი 5 ივლისს ოფიციალური ვიზიტით თურქეთში ჩავა. თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ცნობით, ვიზიტი პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მოწვევით შედგება. „დრაგი და ერდოღანი უხელმძღვანელებენ თურქეთ-იტალიის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მესამე შეხვედრას. დისკუსიის მონაწილეები განიხილავენ NATO-ში სტრატეგიულ პარტნიორებსა და მოკავშირე ქვეყნებს შორის ურთიერთობების მდგომარეობასა და პერსპექტივებს. თურქული და იტალიური მხარეების  მოლაპარაკებების დღის წესრიგში, ასევე შედის აზრთა გაცვლა რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე. მათ შორის ანკარასა და ევროკავშირის ურთიერთობებზე“, - წერს თურქული მედია.  

ყაზახეთის პრეზიდენტი ევროპას, ნავთობითა და გაზით დახმარებას დაჰპირდა

ყაზახეთი მზადაა, თავისი ნახშირწყალბადების პოტენციალი მსოფლიო ბაზრებზე სიტუაციის სტაბილიზაციისთვის გამოიყენოს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, იუწყება ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახური. ყაზახეთის პრეზიდენტი: ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის როლი იზრდება თოყაევმა შეშფოთება გამოთქვა მსოფლიოში ენერგოუსაფრთხოების საფრთხეებთან დაკავშირებით. მისი თქმით, ყაზახეთი მზადაა, გამოიყენოს თავისი ნახშირწყალბადების პოტენციალი მსოფლიო და ევროპის ბაზრებზე სიტუაციის სტაბილიზაციისთვის. თოყაევის თქმით, ქვეყანა მოწოდებულია, განავითაროს მდგრადი კავშირები ევროკავშირთან, რომელიც ყაზახეთის მთავარი და მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია.  რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ევროკავშირი, რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირებას ცდლობს. 

ნიკოლოზ სამხარაძე: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია რუსეთს, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დეოკუპაციისკენ მოუწოდებს

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზაფხულის სესიის მუშაობაში მონაწილეობს. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.  სესიის ფარგლებში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური საქმეების და უსაფრთხოების კომიტეტზე დამტკიცდა რეზოლუცია, რომელიც ეუთოს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და სტაბილურობას, რუსეთის აგრესიას უკრაინაში და უსაფრთხოების სხვა გამოწვევებს ეხება. პარლამენტი იტყობინება, რომ ნიკოლოზ სამხარაძის ინიციატივით, რეზოლუციაში დაემატა ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, ასამბლეა მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, მოახდინოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაცია და კონსტრუქციულად ჩაერთოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში. „საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომლის ოკუპაცია მოახდინა რუსეთის ფედერაციამ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ოკუპირებული რეგიონების საკითხი მკაფიოდ იყოს ასახული ეუთოს პოლიტიკური კომიტეტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში. კომიტეტის წევრებმა გაითვალისწინეს ჩემი ინიციატივა და მხარი დაუჭირეს ამ საკითხის შესახებ რეზოლუციაში პარაგრაფის დამატებას“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ილჰამ ალიევმა და შარლ მიშელმა, სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზების საკითხი განიხილეს

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ილჰამ ალიევმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, სატელეფონო საუბრისას, სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზების საკითხი განიხილეს. შარლ მიშელმა აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს უმასპინძლა ილჰამ ალიევი: სომხეთმა მიიღო აზერბაიჯანის მიერ შემოთავაზებული ხუთი პრინციპი, ახლა ყველაფერი პრაქტიკულ სამუშაოზეა დამოკიდებული ალიევმა, აღნიშნა, რომ მიშელის ინიციატივითა და მონაწილეობით გამართული სამმხრივი შეხვედრები და ამ ფარგლებში მიღწეული შეთანხმებები მნიშვნელოვანია. მისი თქმით, აზერბაიჯანი იმედოვნებს, რომ სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას ფარგლებში, საზღვრების დემილიტარიზაცია-დემარკაციისა და სატრანსპორტო-საკომუნიკაციო ხაზების გახსნის საკითხებში, მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწევს. აზერბაიჯანის ლიდერმა აღნიშნა, რომ ნაღმები, ფართომასშტაბიანი პრობლემაა, რომელიც აზერბაიჯანს ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე შეექმნა და ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია იმ 4000-მდე აზერბაიჯანელის ბედის გარკვევა, რომლებიც ყარაბაღის პირველი ომის შემდეგ დაკარგულად ითვლებიან. შარლ მიშელმა, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა ევროკავშირისთვის სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის, მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობას. მან აღნიშნა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს ძალისხმევას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის, საზღვრების დელიმიტაციისა და სატრანსპორტო და საკომუნიკაციო ხაზების გახსნასთან დაკავშირებით. 2022 წლის მარტში, ყარაბაღში დაძაბულობის ფონზე  ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ბრიუსელში შეხვდნენ.  2020 წლის შემოდგომაზე სომხეთსა და აზებაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში ომი დაიწყო. აზერბაიჯანმა ამ ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავა. მხარეთა შორის მოლაპარაკებებში რუსეთი ჩაერთო, შემდეგ კი მთან ყარაბაღში სამშვიდობო კონტიგენტი გაგზავნა.

შალვა პაპუაშვილი: სამუშაო ჯგუფების შექმნას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ის ხალხი, ვინც ტექნიკური მთავრობის შექმნას ითხოვს

„ყველამ ნახა, რომ ძირითადი საქმე არის პარლამენტის გასაკეთებელი, განსაკუთრებით იმ საკითხებში, რაც ეხება საკანონმდებლო ცვლილებებს. იმ გეგმაში, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ, გაწერილია პასუხისმგებელი კომიტეტები, ვადები იმ საკითხების გასავლელად და დეტალურად დასაგეგმად. გვქონდა კომუნიკაცია კომიტეტების თავმჯდომარეებთან, მათ შორის, ცალკეული საკითხები არის, რომელსაც მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა გავუწიო კოორდინაცია, კერძოდ, დეპოლარიზაციის საკითხებს და ჩვენ, უახლოეს დღეებში უკვე დავიწყებთ ამ პროცესს. მეც მექნება შეხვედრები ამასთან დაკავშირებით, რომ ფორმატები შევათანხმოთ პარლამენტის სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან, ისე, როგორც არასამთავრობო სექტორთან“,-  ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. შალვა პაპუაშვილის თქმით, პარლამენტი უახლოეს პერიოდში დაიწყებს მუშაობას საკანონმდებლო ცვლილებებზე  ევროკავშირის  მიერ განსაზღვრული 12 პუნქტის შესასრულებლად. „რაც შეეხება ამ ფორმატებს, სამუშაო ჯგუფების შექმნას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ის ხალხი, ვინც ტექნიკური მთავრობის შექმნას ითხოვს. ასე რომ, სხვა რა ფორმატი შეიძლება იყოს, როდესაც არის მცდელობა, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები შეთანხმდნენ ამა თუ იმ საკითხზე?! - ამ ფორმატს ჰქვია სამუშაო ჯგუფი. ძირითადი საქმე არის პარლამენტის გასაკეთებელი, განსაკუთრებით იმ საკითხებში, რომელიც შეეხება საკანონმდებლო ცვლილებას, თუმცა, ამავე დროს, დეპოლარიზაციის საკითხსაც. გამომდინარე იქიდან, რომ პარლამენტია ის ორგანო, სადაც ბევრი პოლიტიკური ჯგუფია თავმოყრილი. იმ 12 პრიორიტეტიდან, რომელიც ევროპულმა კომისიამ დაადგინა, არც ერთი პუნქტი არ ეხება საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც შეეხება ბარიერს. იქ არსად წერია 19 აპრილის შეთანხმების შინაარსის შესრულება დეპოლარიზაციისთვის და ეს არის მარტივი მანიპულაცია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 23 ივნისს, ევროკავშირისი საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირის 12 პირობის შესასრულებლად გეგმა აქციამდე ორი დღით ადრე, პირველ ივლისს წარადგინა. მოძრაობის, „შინ ევროპისკენ“ შეფასებით, მმართველი პარტიის გეგმა ზედაპირულია, არ არის შინაარსზე გათვლილი და მხოლოდ პროცესების გაჭიანურებას ემსახურება  

იმპორტირებულ საზამთროში დასაშვებ ნორმაზე მეტი ნიტრატების შემცველობა გამოვლინდა - სეს

სურსათის ეროვნული სააგენტო ბაზარზე განთავსებულ საზამთროს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებს. იმპორტირებული საზამთროს ნიმუშებში დასაშვებ ნორმაზე მეტი ნიტრატების შემცველობა გამოვლინდა. ინფორმაციას სურსათის უვნებლობის სააგენტო ავრცელებს.  სააგენტოს ინსპექტორებმა, საბითუმო და სავაჭრო ობიექტებიდან იმპორტირებული საზამთროს ნიმუშები აიღეს და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლიეს. კვლევის შედეგებით, აღებული 12 ნიმუშიდან, ყველა მათგანში ნიტრატების ნორმა დასაშვებ ზღვარს აღემატება. „დარღვევებთან დაკავშირებით სააგენტომ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები განახორციელა. ბიზნესოპერატორს დაევალა სურსათის განთავსების აღკვეთა/ამოღება/განადგურება. სააგენტო განაგრძობს ბაზარზე განთავსებული საზამთროს ნიმუშების აღებასა და კვლევას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. სეს-ი ბიზნესოპერატორების ვინაობას არ ასახელებს.  

ჩავუშოღლუ: თურქეთი სომხეთთან კონსტრუქციული დიალოგისთვის მზადაა

თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების გზაზე მთავარი პრობლემა სომხეთის ხელისუფლებაზე ზეწოლაა, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ანკარაში, ავსტრიელ კოლეგასთან შეხვედრისას განაცხადა. თურქეთი და სომხეთი მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის, სახმელეთო საზღვრების გახსნაზე შეთანხმდნენ ჩავუშოღლუმ განმარტა, რომ თავად სომხეთის გარკვეულ წრეებს რეგიონში მშვიდობა არ სურთ. მისი თქმით, ოფიციალური ანკარა ერევანთან დიალოგის გაგრძელების მომხრეა და მზადაა, პროცესი ეტაპობრივად წინ წაწიოს. „ზეწოლა არ აძლევს ერევანს ნორმალიზებისკენ გაბედული ნაბიჯების გადადგმის საშუალებას. ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგისთვის. რეგიონს სჭირდება გრძელვადიანი მშვიდობა“, - აღნიშნა მინისტრმა. „რატომ არ უნდა ჩატარდეს მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი თურქეთში ან სომხეთში? ერევანი ჯერ არ არის ამისთვის მზად. მსგავსი შეხვედრები მომავალშიც არის შესაძლებელი“, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მან აღნიშნა, რომ თურქეთი ასევე მხარს უჭერს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესს.  

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქალბაჯარში, აზერბაიჯანის პოზიციები დაბომბეს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა, ქალბაჯარში, აზერბაიჯანის პოზიციები დაბომბეს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 4 ივლისის ღამეს, სომხეთის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ქალბაჯარის ოლქში, დემირჩიდამის დასახლების მიმართულებით, ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაბომბვა მსხვილი კალიბრის იარაღიდან, აზერბაიჯანის მოსაზღვრედ, სომხეთის ბასარკეჩერის რაიონის დასახლების,ზიარქანდის მიმართულებიდან განხორციელდა. აზერბაიჯანის არმიის ნაწილებმა ადეკვატური საპასუხო ზომები მიიღეს. ბოლო მონაცემებით, ამ მიმართულებით ვითარება სტაბილურია. ოპერატიულ ვითარებას აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფები სრულად აკონტროლებენ.  

ჩიკაგოს გარეუბანში სროლისას, 6 ადამიანი დაიღუპა, 24 კი დაშავდა

ჩიკაგოს გარეუბანში, ჰაილენდ პარკში, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ აღლუმზე სროლისას, 6 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 24 დაშავდა. 16 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია. ამ დროისთვის, სროლაში ეჭვმიტანილი სამართალდამცველებს არ დაუკავებიათ. ერთ-ერთი მოწმის ჩვენებით, სროლისას თავდამსხმელი, შენობის სახურავზე იმყოფებოდა, იუწყება CBS News. სამართალდამცველები აცხადებენ, რომ ეჭვმიტანილის ძებნის ოპერაცია მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი პირი 18-20 წლის თეთრკანიანი მამაკაცია. ადგილობრივი ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, უსაფრთხო ადგილს შეაფარონ თავი, ვინაიდან ინციდენტი ჯერ ამოწურული არ არის.  

ფინეთმა და შვედეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე, მოლაპარაკებები დაასრულეს

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შტაბ-ბინაში, ფინეთთან და შვედეთთან, NATO-ში გაწევრიანებაზე მიმდინარე მოლაპარაკებები დასრულდა. „ფინეთმა და შვედეთმა, ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებები დაასრულეს. ორივე ქვეყანამ ოფიციალურად დაადასტურა ალიანსში გაწევრიანების სურვილი და აიღო ვალდებულება, რომ NATO-ს წევრობისთვის განსაზღვრულ პოლიტიკურ, იურიდიულ და სამხედრო ვალდებულებებს შეასრულებს“, - ნათქვამია კომუნიკეში. ფინეთის დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი პეკა ჰავისტო და თავდაცვის მინისტრი ანტი კაიკონენი ხელმძრვანელობდნენ, ხოლო შვედეთის დელეგაციას, საგარეო საქმეთა მინისტრი ანნ ლინდე. 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. ამავე თემაზე სტოლტენბერგი: მოხარული ვარ განვაცხადო, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაწევრიანებისკენ უხსნის გზას თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ტვირთბრუნვა იზრდება

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ტვირთბრუნვამ, 2022 წლის 5 თვეში $539,9 მილიონი შეადგინა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ($407,6 მილიონი) 32,4%-ით მეტია. საქსტატი: იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 33.4 პროცენტით გაიზარდა თურქეთი, ჩინეთი, რუსეთი - საქართველოს სამი მთავარი სავაჭრო პარტნიორი იანვარ-აპრილში საქსტატის მონაცემებით, აზერბაიჯანის საქართველოში $315,8 მილიონის ღირებულების პროდუქცია შემოვიდა. რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან ($212,1მილიონი) შედარებით, 48,8%-ით მეტია. საქართველოდან აზერბაიჯანში 2022 წლის 5 თვეში $224,1 მილიონის პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა, 2021 წელსთან შედარებით ($195,4 მილიონი) ზრდა 14,6%-ია.  

ხარკოვზე განხორციელებული შტურმი შეჩერებულია - უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ოკუპანტების მიერ ხარკოვის რეგიონზე განხორციელებული შტურმი შეაჩერეს.  უკრაინელი დამცველების სიცოცხლის შენარჩუნების მიზნით, თავდაცვის ძალები ლისიჩანსკიდან გადიან - გენერალური შტაბი ხარკოვის მიმართულებით რუსი დამპყრობლები ქალაქ ხარკივოსა და მის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ასევე აღმოსავლეთით მდებარე დასახლებების დაბომბვას აგრძელებენ. მტერმა ავიაიერიშები პეტროვკას მახლობლადაც განახორციელა. უკრაინელმა სამხედროებმა აღკვეთეს მტრის თავდასხმის მცდელობა სოსნოვკას მიმართულებით და ოკუპანტებმა უკან დაიხიეს". - წერია განცხადებაში. ამავდროულად, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჩერკასკი ტიშკოვის რაიონში ოკუპანტებმა დისტანციურად დანაღმეს ის ტერიტორია, სადაც კონტრ-ბატარეული ბრძოლა მიმდინარეობს. „სლავიანსკის მიმართულებით, მტერი თავისი ქვეყდანაყოფების ტაქტიკური პოზიციების გაუმჯობესებას ცდილობს. ასევე, ოკუპანტები გარკვეული წარმატებით უტევენ მაზანოვკას დასახლებასაც". - აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.  

ირანი, „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ დერეფნის ფარგლებში, რეშტ-ასტარას რკინიგზის ხაზის აშენებას გეგმავს

ირანი, „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ დერეფნის ფარგლებში, რეშტ-ასტარას რკინიგზის ხაზის აშენებას გეგმავს, ამის შესახებ ირანის გზებისა და ქალაქმშენებლობის მინისტრმა რუსტამ გასემმა განაცხადა. მედია: ირანი რუსეთისთვის შესაძლოა, სატრანსპორტო ჰაბი გახდეს მისი თქმით, რკინიგზის ამ ხაზის არ არსებობა, სატრანზიტო გადაზიდვებში პრობლემებს შექმნის. გასემის განცხადებით, დღეს ინდოეთიდან კონტეინერები ირანის „შაჰიდ რადჯაის“ პორტში შედიან და იქიდან ხდება გემებით კონტეინერების ტრანსპორტირება, შემდეგ კი რკინიგზით ქალაქ რაშტში გადაზიდვა. საიდანაც ტვირთი ქალაქ ასტარაში იგზავნება, შემდეგ კი აზერბაიჯანის რკინიგზით ფინეთში ხვდება. ტვირთის გადაზიდვას 17-18 დღე სჭირდება. ირანის გზებისა და ქალაქმშენებლობის მინისტრმა, ასევე აღნიშნა, რომ ირანის სამხრეთით მდებარე ქვეყნებმა, თეირანს მიმართეს, რომ შეიქმნას რკინიგზის ახალი მარშრუტი ირანის ტერიტორიაზე, რუსეთის მიმართულებით. „ცოტა ხნის წინ რუსეთსა და ირანს შორის 10 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულება გაფორმდა. სხვა ქვეყნებმაც შემოიტანეს განაცხადები, ირანის გავლით საქონლის ტრანზიტზე, - განაცხადა გასემმა. შეგახსენებთ, რომ მთავრობათაშორის შეთანხმებას, ჩრდილოეთ-სამხრეთის მულტიმოდალური სატრანსპორტო დერეფნის შექმნის შესახებ, რუსეთმა, ინდოეთმა და ირანმა ჯერ კიდევ 2000 წელს მოაწერეს ხელი. შეთანხმების რატიფიცირება მოსკოვის მიერ 2002 წელს მოხდა. თუმცა ეს მარშრუტი მხოლოდ ახლა იწყებს უფრო აქტიურად განვითარებას. „ამის სტიმული იყო ევროკავშირის სანქციები და, შედეგად, სხვადასხვა შეზღუდვები და ევროპის მიმართულებით ტვირთბრუნვის ვარდნა“, - წერს რუსული მედია.