ძებნის რეზულტატი:
აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციის ტერიტორია დატოვეს
მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია, რომელსაც „შინ ევროპისკენ" ორგანიზატორები მართავდნენ, ამ დროისთვის დასრულებულია. მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს "სირცხვილიას" ერთ-ერთმა აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აქციის ორგანიზატორები შეიკრიბებიან და სამომავლოდ პროტესტის გაგრძელების გეგმაზე იმსჯელებენ. აქციის ორგანიზატორების თქმით, დღეს მორიგი აქცია არ იგეგმება. „იმდენი პოლიციელი მოიყვანეს, არ ვიცი, ამ ხალხს მუშაობის საშუალება რომ მისცენ, კრიმინალი ასეთ დღეში არ იქნებოდა ჩვენს ქვეყანაში, თუმცა, ვხედავთ, რომ "ქართული ოცნება" თავიდან ბოლომდე მარტო ძალოვნებზეა ჩამოკიდებული, მეტი არავითარი რესურსი არ დარჩათ. მთელი ღამის განმავლობაში არცერთი სამართალდარღვევა არ ყოფილა, დილითაც მხოლოდ ხმაური იყო ჩვენგან. კიბეებიდანაც ამოგვწიეს პოლიციის ძალით და არ მოგვცეს იქ დადგომის უფლება, რომ შენობაში შესულ ღარიბაშვილს აქციის არცერთი მონაწილე არ დაენახა. ვფიქრობთ, რომ ჩვენი პროტესტი მტკიცე და მართალია, ვფიქრობთ, რომ აუცილებლად უნდა გაგრძელდეს მშვიდობიანად", - განაცხადა მაქარაშვილმა. სამოქალაო მოძრაობის წარმომადგენლებმა მთავრობის კანცელარიასთან მთელი ღამე გაატარეს. ისინი პროტესტს დღეს დილიდან გამოხატავდნენ. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ აქცია იყო არაძალადობრივი და მათ შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონი არ დაურღვევიათ. მათი მიზანია, მთავრობას კანონის ფარგლებში დისკომფორტი შეუქმნან. ისინი მთავრობის სხდომის დაწყებას ელოდებოდნენ, რომელიც დღეს, 4 ივლისს იყო დაგეგმილი. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. შეგახსენებთ, 20 და 24 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე ხალხმრავალი აქციები ჩატარდა და ანალოგიური შეკრება სამ ივლისსაც გაიმართა. მანამდე, სახალხო მოძრაობამ, „შინ ევროპისკენ" მთავრობას ორი მოთხოვნა წაუყენა - პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბება. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ამ მოთხოვნების შესასრულებლად, მთავრობას დროს ღამის 12 საათამდე აძლევენ. 23 ივნისს, ევროკავშირისი საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირის 12 პირობის შესასრულებლად გეგმა აქციამდე ორი დღით ადრე, პირველ ივლისს წარადგინა. მოძრაობის, „შინ ევროპისკენ“ შეფასებით, მმართველი პარტიის გეგმა ზედაპირულია, არ არის შინაარსზე გათვლილი და მხოლოდ პროცესების გაჭიანურებას ემსახურება.
ლიზ ტრასი: დიდი ბრიტანეთი უმასპინძლებს უკრაინის აღდგენის კონფერენციას და უხელმძღვანელებს ამ პროცესს
დიდი ბრიტანეთი მომავალ წელს უმასპინძლებს კონფერენციას, რომელიც უკაინის აღდგენაზე იქნება ფოკუსირებული. დიდი ბრიტანეთი უკრაინის აღდგენის ღონისძიებებს გაუწევს კოორდინაციას. „ჩვენ ვხელმძღვანელობთ უკრაინის მხარდაჭერას ომის დროს და გავაგრძელებთ რეკონსტრუქციისა და განვითარების გეგმის მხარდაჭერას, რომელსაც უკრაინის მთავრობას წარმოადგენს“, - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრუსმა განცხადებაში. ბრიტანეთი უკვე მუშაობს უკრაინასთან და სხვა ქვეყნებთან მომავალი წლის კონფერენციის მასპინძლობისთვის. უკრაინა ქვეყნის აღდგენის ხედვას შვეიცარიაში დაგეგმილ კონფერენციაზე 4 ივლისს წარადგენს. „სინამდვილეში, ეს ჩვენი დროის ყველაზე დიდი ეკონომიკური პროექტია ევროპაში და საგანგებო შესაძლებლობები ყველა სახელმწიფოსთვის, ყველა კომპანიისთვის, რომლებსაც ჩვენ უკრაინაში სამუშაოდ მოვიწვევთ, რათა აჩვენონ საკუთარი თავი. რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე ჩვენი ძალებით დავიწყეთ ნორმალური ცხოვრების აღდგენა გათავისუფლებულ ტერიტორიებზე, მაგრამ ასეთი მასშტაბური პროექტის რეალიზება მთელი ქვეყნის მასშტაბით, უსაფრთხოების ახალი სტანდარტებისა და ცხოვრების ახალი ხარისხის შექმნა შესაძლებელია მხოლოდ საერთაშორისო შესაძლებლობების მოზიდვით“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.
2022 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებს 25 ბრალდებული/მსჯავრდებული აბარებს
პენიტენციური დაწესებულებებიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს 25 ბრალდებული/მსჯავრდებული მონაწილეობს, რომელთაგან 6 არასრულწლოვანია. ამის შესახებ ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ცენტრებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. მსჯავრდებული აბიტურიენტებისთვის საგამოცდო ცენტრებში მოწყობილია შესაბამისი ინფრასტრუქტურა. „სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის მსჯავრდებულთათვის უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობა პრიორიტეტულია. ამ მიზნით, იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, ციფრული უნივერსიტეტი ამოქმედდება, რაც მსჯავრდებულებს ავტორიზებულ უნივერსიტეტებში დისტანციური სწავლების შესაძლებლობას მისცემს. სპეციალური პენიტენციური სამსახური თითოეულ აბიტურიენტს წარმატებას უსურვებს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.~ ასევე წაიკითხეთ: ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანმა წელს, 106,9 მილიონი ბარელი ნავთობი გაატარა
იანვარ-ივნისში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ბთჯ) საზღვაო ტერმინალიდან, რომელიც თურქეთის პროვინცია ადანაში მდებარეობს, 106 982 579 ბარელი ნავთობი გადაიტვირთა. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის თურქეთის მონაკვეთის ოპერატორი 2006 წლიდან არის თურქული სახელმწიფო კომპანია BOTAŞ International Ltd (BIL). მედია: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით გადაზიდული ნედლეულით მე-5000-ე ტანკერი დაიტვირთა BOTAŞ-ის მონაცემებით, 2006 წლიდან, როდესაც ტერმინალი გაიხსნა, ბთჯ-ის გავლით 3,777 მლრდ ნავთობია გადაზიდული. წელს ყველაზე მეტი ნავთობი - 20,5 მლნ ბარელი - მაისში გადაიტვირთა, ხოლო ყველაზე ნაკლები თებერვალში - 13,5 მლნ ბარელი. ნავთობის გადაზიდვის მონაცემები, BOTAŞ–ის თანახმად 2022 წლის 6 თვეში: იანვარი - 17 706 620 ბარელი; თებერვალი - 13 581 125 ბარელი; მარტი - 17 743 856 ბარელი; აპრილი - 19 951 346 ბარელი; მაისი - 20 479 706; ივნისი - 17 519 926 ბარელი. ადანას ტერმინალიდან, რომელიც ჰეიდარ ალიევის სახელს ატარებს, აზერბაიჯანული ნედლი ნავთობი ტანკერებით მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით გადაიზიდება.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთი დონეცკის ოლქის აღებაზე გადაინაცვლებს
„ლისიჩანსკზე გამარჯვების გამოცხადების შემდეგ, რუსეთის ფოკუსი ახლა აუცილებლად გადაინაცვლებს დონეცკის აღმოსავლეთ რეგიონის დაკავებაზე“, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ დაზვერვის ახალ განახლებაში განაცხადა. უკრაინელი დამცველების სიცოცხლის შენარჩუნების მიზნით, თავდაცვის ძალები ლისიჩანსკიდან გადიან - გენერალური შტაბი უკრაინული ძალები გაიყვანეს ლისიჩანსკიდან, ლუგანსკის რეგიონის ფრონტის ქალაქიდან და სავარაუდოდ, უკან დაბრუნდნენ თავდაცვით პოზიციებზე, ნათქვამია ბრიტანული დაზვერვის უახლეს ანგარიშში. „რუსეთის აქცენტი ახლა თითქმის გადაინაცვლებს დონეცკის ოლქის აღებაზე, რომლის დიდი ნაწილი რჩება უკრაინის ძალების კონტროლის ქვეშ. დონბასისთვის ბრძოლა მწვავე იყო და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვითარება უახლოეს კვირებში შეიცვალოს“, - აღნიშნულია დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.
ირაკლი ღარიბაშვილი: 4 ივლისი არამარტო ამერიკელი ხალხისთვის, არამედ მთელი დემოკრატიული სამყაროსთვის თავისუფლების, დემოკრატიის სიმბოლოა
4 ივლისი არა მარტო ამერიკელი ხალხისთვის, არამედ მთელი დემოკრატიული სამყაროსთვის თავისუფლების, დემოკრატიის სიმბოლოა. გულითადად ვულოცავთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს და მეგობარ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის 246-ე წლისთავს, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში. „საქართველოს უახლესი ისტორიაც თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, ჩვენი ევროპული არჩევანისთვის ბრძოლის ისტორიაა. ამ გზაზე, განსაკუთრებით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, ჩვენ ყოველთვის ვგრძნობდით ჩვენი ერთგული მეგობრისა და პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერასა და გვერდში დგომას. 30-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების განმავლობაში, ჩვენ ვაღრმავებთ პარტნიორობას აშშ-თან თითქმის ყველა სფეროში და ყველა მიმართულებით. ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცების, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების, ეკონომიკური განვითარების კუთხით აძლიერებს საქართველოს. ქართველი ხალხი ყოველთვის მადლიერი იქნება ამ მხარდაჭერის. საქართველო მომავალშიც გააგრძელებს ჩვენი საერთო ღირებულებებისადმი და მტკიცე პარტნიორობისადმი ერთგულებას. ვუსურვებთ ამერიკის შეერთებულ შტატებს და მეგობარ ამერიკელ ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას. 4 ივლისს საქართველო და ქართველი ხალხი ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან ერთად ვზეიმობთ!“,- ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: 4 ივლისი ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეა
მევლუთ ჩავუშოღლუ: შვედეთმა და ფინეთმა მემორანდუმში ასახული პირობები უნდა შეასრულონ, რათა NATO-ს წევრები გახდნენ
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ორშაბათს განაცხადა, რომ შვედეთმა და ფინეთმა უნდა შეასრულონ თურქეთთან ხელმოწერილი მემორანდუმის პირობები, რათა NATO-ს ნაწილნი გახდნენ. „თუ ისინი არ შეასრულებენ ხსენებულ პირობებს, ჩვენ მათ NATO-ში არ მივიღებთ“, - განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ თურქულ ტელეარხ NTV-სთან ინტერვიუში. მადრიდის სამიტის ფარგლებში, სამმხრივი შეთანხმების შემდეგ, NATO-მ შვედეთი და ფინეთი გასაწევრიანებლად ოფიციალურად 29 ივნისს მიიწვია. რას გულისხმობს თურქეთის, შვედეთის და ფინეთის მიერ გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმი 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლს 5 ივლისს მოეწერება ხელი.
ინდოეთში, მეწყერს 42 ადამიანი ემსხვერპლა, 20 ადამიანს კი, ამ დრომდე ეძებენ
ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში, მანიპურის შტატში მეწყერს 42 ადამიანი ემსხვერპლა, 20 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ, - ამის შესახებ BBC წერს. როგორც BBC წერს, ძლიერმა წვიმამ და ახალმა მეწყერებმა სამაშველო სამუშაოები შეაფერხა. გავრცელებული ინფორმაციით, მიწის მასა რკინიგზის სამშენებლო ობიექტზე ჩამოიშალა. დაღუპულთა უმეტესობა სწორედ ადგილზე მყოფი მუშები და ინდოეთის არმიის მოხალისეები არიან.
ისრაელმა მაროკოს სამხედრო წვრთნებში პირველად მიიღო მონაწილეობა
ისრაელის სამხედრო დამკვირვებლებმა მაროკოში გამართულ წვრთნებში პირველად მიიღეს მონაწილეობა. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა და განმარტა, რომ ნაბიჯი ურთიერთობის გაუმჯობესების მანიშნებელია. „სამი დამკვირვებლის ყოფნა წვრთნებზე - „აფრიკული ლომი 2022“, რომელშიც ასევე მონაწილეობდნენ აშშ-ის ძალები, მოჰყვა მაროკოს ანტიტერორისტული დანაყოფის მონაწილეობას ისრაელში მრავალეროვნულ წვრთნებში, რომლებიც გასულ წელს ჩატარდა“, - განაცხადა თავდაცვის სამინისტრომ. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ისრაელმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სამხედრო წვრთნებში ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყანაში. მაროკოს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, 20-30 ივნისს ჩატარებულ სამხედრო წვრთნებში ათი ქვეყნის ძალები მონაწილეობდნენ. არაბეთის გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინისა და სუდანის შემდეგ, მაროკო მეოთხე არაბული ქვეყანაა, რომელიც ისრაელთან კავშირების ნორმალიზებას დათანხმდა.
ირაკლი ღარიბაშვილი: ვაგრძელებთ მრავალმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებას აშშ-სთან, თანამშრომლობის ახალი სფეროების გამოვლენის პარალელურად
„ვაფასებთ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას საქართველოს მიმართ და ვაგრძელებთ მრავალმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებას, თანამშრომლობის ახალი სფეროების გამოვლენის პარალელურად“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს. პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებს და ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ირაკლი ღარიბაშვილი: 4 ივლისი არამარტო ამერიკელი ხალხისთვის, არამედ მთელი დემოკრატიული სამყაროსთვის თავისუფლების, დემოკრატიის სიმბოლოა „დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ ჩვენს მჭიდრო პარტნიორ და მეგობარ ამერიკის შეერთებულ შტატებს! ვაფასებთ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას საქართველოს მიმართ და ვაგრძელებთ მრავალმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებას, თანამშრომლობის ახალი სფეროების გამოვლენის პარალელურად“, - წერს პრემიერ-მინისტრი. 4 ივლისი ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეა.
რომის პაპი შესაძლოა, უკრაინაში ჩავიდეს
რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ შესაძლოა, ამ თვის ბოლოს კანადაში მოგზაურობის შემდეგ ეწვიოს უკრაინას და რუსეთს. ამის შესახებ რომის პაპმა Reuters-თან განაცხადა. „ვისურვებდი უკრაინაში ჩასვლას და ვისურვებდი ჯერ მოსკოვში ჩასვლას. ჩვენ ამის შესახებ გზავნილები გავცვალეთ, რადგან ვფიქრობდი, რომ თუ რუსეთის პრეზიდენტი მომცემდა პატარა ფანჯარას, იქ წავიდოდი, რათა მემსახურა მშვიდობის საქმისთვის. ახლა, როდესაც კანადიდან დავბრუნდები, შესაძლოა, შევძლო უკრაინაში გამგზავრება. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა რუსეთში წასვლა, რათა ვცადო დახმარება, თუმცა ვისურვებდი ორივე დედაქალაქში ჩასვლას“, – განაცხადა რომის პაპმა. რომის პაპი: ვლოცულობ, რომ ეს შეშლილი ომი მალე დასრულდეს რომის პაპმა ფრანცისკემ აღნიშნა, რომ ასეთი ვიზიტისთვის შესაფერისი მომენტი უნდა შეირჩეს. მოსკოვში ჯერ არცერთი პაპი არ ჩამოსულა. Vatican News-ის ცნობით, რომის პაპი ფრანცისკე კანადას 24-30 ივლისს ეწვევა.
ირაკლი კობახიძე: გუშინ განვითარებულმა მოვლენებმა საბოლოოდ ცხადყო, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" არეულობის მოწყობის არავითარი რესურსი არ აქვთ
"გუშინ განვითარებულმა მოვლენებმა საბოლოოდ ცხადყო, რასაც საზოგადოებას თავიდანვე ვპირდებოდით: "ნაციონალურ მოძრაობასა" და მის სატელიტებს საქართველოში არეულობისა და რევოლუციის მოწყობის არავითარი რესურსი არა აქვთ", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, საზოგადოებამ დაინახა, რომ რადიკალური ოპოზიციისთვის ევროკავშირის კანდიდატობის თემა მხოლოდ მოგონილი შირმა იყო და სინამდვილეში, ისინი ამ თემის გამოყენებით საკუთარი ვიწრო პოლიტიკური მიზნის მიღწევას - ხელისუფლების გადატრიალებასა და ძალაუფლების ხელახლა ხელში ჩაგდებას ცდილობდნენ. "გუშინ რადიკალურმა ოპოზიციამ კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ნამდვილი ანტისახელმწიფოებრივი ბუნება. გარდა ამისა, გუშინ უკვე საბოლოოდ წაიშალა ყოველგვარი ფორმალური ზღვარიც კი ნაციონალურ მოძრაობასა და საქართველოში მოქმედ ყველაზე მდიდარ ენჯეოებს შორის. გუშინ ცხადი გახდა, რომ ბაკურიანის გეგმა ჩავარდა და მას აღსრულება არ უწერია. ამ გეგმის განხორციელებას ესაჭიროებოდა ერთი მთავარი რამ - ხალხის მხარდაჭერა. ნაციონალური მოძრაობა, მისი ახალგაზრდული რადიკალური ფრთა „სირცხვილია“ და ნაციონალური მოძრაობის ენჯეოსატელიტები კი, ამ მხარდაჭერას ვერასდროს მოიპოვებენ, რადგან მათ მხარეს არ არის სიმართლე. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ 3 დღის წინ საზოგადოებას წარვუდგინეთ ევროკომისიის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულების დეტალური გეგმა. სამწუხაროდ, ამ გეგმას რადიკალურმა ოპოზიციამ და მასთან დაკავშირებულმა ენჯეოებმა კვლავ დესტრუქციული ქმედებებით უპასუხეს. თუმცა, ჩვენთვის მათი ქმედებები ვერცერთი შემთხვევაში ვერ იქნება გეგმიდან გადახვევის მიზეზი. ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს აწ უკვე ოფიციალურად აღიარებული ევროპული პერსპექტივის გასამყარებლად, „ქართული ოცნება“ ზედმიწევნით შეასრულებს თითოეულ პუნქტს, რისთვისაც ყველა საჭირო ნაბიჯი სათანადო ფორმატში და სათანადო ვადებში გადაიდგმება. ვინც რეალურად არის დაინტერესებული საქართველოს მოსახლეობის 85 პროცენტის ნების რეალიზაციით, ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციით და ჩვენი ქვეყნის მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებით, ბუნებრივია, ამ გეგმის განხორციელებაში აქტიურად ჩაერთვება", - განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, გუშინ, სამოქალაქო მოძრაობის ორგანიზებით, პარლამენტთან აქცია გაიმართა. აქციას შეუერთდნენ რეგიონებიდანაც, პროტესტში სტუდენტებიც მონაწილეობდნენ. რამდენიმე საათში, რუსთაველის გამზირიდან აქციის მონაწილეების ნაწილი „ქართული ოცნების“ ოფისისკენ დაიძრა. ამის შესახებ პროტესტის მონაწილეებს ორგანიზატორებმა მოუწოდეს. კერძოდ, მათი გადაწყვეტილებით, მმართველი პარტიის ოფისთან 3000-მდე ადამიანი უნდა გადასულიყო. ამასთან, მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა, შოთა დიღმელაშვილმა პროტესტის მონაწილეებს ღამის განმავლობაში პარლამენტთან დარჩენისკენ მოუწოდა. „ქართული ოცნების“ ოფისთან სიტყვით გამოსვლების შემდეგ, აქციის მონაწილეების ნაწილი რუსთაველის გამზირზე დაბრუნდა, მეორე ნაწილმა კი, მთავრობის კანცელარიასთან მთელი ღამე გაატარა. დღეს დილით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც სამოქალაქო მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ საპროტესტო აქცია განაახლა, ხმაური იყო. „სირცხვილიას“ ცნობით, მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს სუს-ის წარმომადგენელმა დაშლა მოსთხოვა. შეგახსენებთ, 20 და 24 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე ხალხმრავალი აქციები ჩატარდა და ანალოგიური შეკრება სამი ივლისისთვისაც დაიგეგმა. მანამდე, სახალხო მოძრაობამ, „შინ ევროპისკენ" მთავრობას ორი მოთხოვნა წაუყენა - პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბება. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ამ მოთხოვნების შესასრულებლად, მთავრობას დროს ღამის 12 საათამდე აძლევენ. 23 ივნისს, ევროკავშირისი საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირის 12 პირობის შესასრულებლად გეგმა აქციამდე ორი დღით ადრე, პირველ ივლისს წარადგინა. მოძრაობის, „შინ ევროპისკენ“ შეფასებით, მმართველი პარტიის გეგმა ზედაპირულია, არ არის შინაარსზე გათვლილი და მხოლოდ პროცესების გაჭიანურებას ემსახურება
რუსი და ამერიკელი დიპლომატები პეკინში გამართული ფორუმის დროს დებატებში მონაწილეობდნენ
„რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინაში არის ყველაზე დიდი საფრთხე მსოფლიო წესრიგისთვის“, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა ნიკოლას ბარნსმა პეკინში გამართულ ფორუმზე განაცხადა. CNN-ი წერს, რომ ეს იყო იშვიათი მოვლენა, რომლის დროსაც ბარნსი რუს კოლეგასთან ერთად დებატებში მონაწილეობდა. „რუსეთმა არაპროვოცირებულად დაიწყო ეს ომი. ამდენი უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა უკრაინაში - ეს არის გაეროს წესდების პირდაპირი დარღვევა - წესდების, რომელსაც რუსეთის ფედერაციამ თავად მოაწერა ხელი, როდესაც ის წევრი ქვეყანა გახდა“, - განაცხადა ბერნსმა. საპასუხოდ, რუსეთის ელჩმა ჩინეთში, ანდრეი დენისოვმა გაერო „დივერსიაში“ დაადანაშაულა და განაცხადა, რომ სწორედ მის გამოა „მსოფლიო წესრიგი უფსკრულის პირას“. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ გაერთიანებული სამეფოს ელჩი ჩინეთში, კეროლინ უილსონი და საფრანგეთის ელჩი, ლორან ბილი. „ომზე მთავარი პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. NATO არის წმინდა თავდაცვითი ალიანსი. NATO მოქმედებდა განსაკუთრებული თავშეკავებით რუსეთთან მიმართებით“, - განაცხადა თავის მხრივ, კეროლინ უილსონმა. დასავლური მედია ხაზს უსვამს, რომ რუსეთის მიერ წარმოებული ომი დიპლომატებმა ფორუმის დროს, ჩინეთში დაგმეს - ეს კი მაშინ, როცა ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ არც დაგმო რუსეთის აგრესია და მას შეჭრაც კი არ უწოდა.
ირაკლი კობახიძე: თუ ევროკავშირის გადაწყვეტილება იქნება ექსპერტული, კანდიდატის სტატუსი აუცილებლად მოგვენიჭება
ჩვენ კეთილსინდისიერად, სათანადოდ შევასრულებთ 12-ვე პუნქტს, თუ იქიდან იქნება ობიექტური შეფასება, ამ შემთხვევაში აუცილებლად მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად „ჩვენ წინა შემთხვევაშიც ვთქვით, ექსპერტული გადაწყვეტილების პირობებში საქართველოს პირველ რიგში მიენიჭებოდა კანდიდატს სტატუსი და შემდეგ უკრაინას და მოლდოვას, თუმცა, გვესმის, რომ ეს არ იყო ექსპერტული გადაწყვეტილება. ობიექტურში ვგულისხმობთ ექსპერტულ დასკვნას. თუ იქნება ასეთი ევროკავშირის გადაწყვეტილება, ამ შემთხვევაში აუცილებლად მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი, იმიტომ რომ ჩვენ 12-ვე პუნქტს პირნათლად შევასრულებთ. თუმცა, საბოლოოდ გადაწყვეტილება იქნება პოლიტიკური და ვნახოთ როგორი იქნება ის“, - განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, 23 ივნისს, ევროკავშირისი საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება.
დანიის პოლიცია კოპენჰაგენის სავაჭრო ცენტრში სროლას ტერორიზმს არ უკავშირებს
დანიის პოლიციის განცხადებით, კოპენჰაგენის სავაჭრო ცენტრში სროლა, რომლის დროსაც სამი ადამიანი დაიღუპა, ტერორიზმს არ უკავშირდება. 22 წლის ახალგაზრდა მომხდარიდან მალევე დააკავეს. პოლიცია მიიჩნევს, რომ ეჭვმიტანილის ვიდეოები, რომლებიც კვირას საღამოს სოციალურ მედიაში გავრცელდა, ავთენტურია. ვიდეოში ჩანს ახალგაზრდა კაცი, რომელიც იარაღთან ერთად პოზირებს, ამბობს, რომ ფსიქოტროპული წამალი არ მოქმედებს და თვითმკვლელობის ჟესტებს იყენებდა. კოპენჰაგენის სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა ცნობისთვის, დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენის სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა.
უზბეკეთის ხელისუფლების ცნობით, ყარაყალპაკეთში საპროტესტო აქციებზე 18 ადამიანი დაიღუპა
უზბეკეთში, ყარაყალპაკეთის საპროტესტო გამოსვლებს 18 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ უზბეკეთის ხელისუფლებამ განაცხადა. ჩრდილო-დასავლეთ პროვინციის დედაქალაქ ნუკუსში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები პროვინციის ავტონომიას შეზღუდავდა და მას გამოყოფის უფლებას ართმევდა. პროტესტის შემდეგ, უზბეკეთი ყარაყალპაკეთის ავტონომიის შეზღუდვის გეგმაზე უარს ამბობს. რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა 243-მდე დაშავდა, ხოლო ხელისუფლებამ 516 ადამიანი დააკავა. შავქათ მირზიოევის თქმით, უზბეკეთში დემონსტრაციებს მსხვერპლი მოჰყვა უზბეკეთში საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების გეგმას მოსახლეობის დიდი პროტესტი მოჰყვა. პროტესტი დაპირისპირებაში გადაიზარდა. ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთის რეგიონში შეტაკებები იყო. Deutsche Welle-ს ცნობით, ათასობით ადამიანი ქუჩებში გამოვიდა, ზოგიერთმა დემონსტრანტმა კი, რეგიონის დედაქალაქ ნუკუსში ადგილობრივი ხელისუფლების შენობების შტურმიც კი სცადა. რეგიონის დედაქალაქის ქუჩებში ათასობით ადამიანი მას შემდეგ გამოვიდა, რაც გამოქვეყნდა უზბეკეთის კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი, რომელიც, სავარაუდოდ, რეფერენდუმზე გავა უახლოეს თვეებში. მოქმედი კონსტიტუციით, ყარაყალპაკეთი აღწერილია, როგორც სუვერენული რესპუბლიკა უზბეკეთის შემადგენლობაში, რომელსაც აქვს რეფერენდუმის ჩატარებით გამოყოფის უფლება. მაგრამ კონსტიტუციის შემოთავაზებულ ახალ ვერსიაში აღარ იქნება ნახსენები რეგიონის სუვერენიტეტი ან გამოყოფის უფლება. თუმცა, პრეზიდენტ მირზოევის ოფისმა რეგიონში მისი ნაჩქარევი ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ შემოთავაზებული რეფორმიდან ცვლილებები მის სტატუსთან დაკავშირებით უნდა გამოირიცხოს.პრეზიდენტი შაბათს ნუკუსში გაემგზავრა და ადგილობრივ დეპუტატებთან მოლაპარაკებები გამართა. მთავრობამ რეგიონში ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ლაშა ხუციშვილი: ეკონომიკის აღდგენა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ეკონომიკის აღდგენა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და არის პოზიტიური მოლოდინი, რომ ეკონომიკური ზრდის არსებული პროგნოზი შეიცვლება. „მაისის თვეში დაფიქსირდა 11,6%-ის ოდენობით ეკონომიკური ზრდა, ხოლო 5 თვის ეკონომიკური ზრდა არის 11,2%, რაც მნიშვნელოვნად გაზრდილი მაჩვენებელია იმ პოზიტიურ მოლოდინებთან შედარებითაც კი, რომელიც გვქონდა გაცხადებული. თქვენ იცით, რომ საქართველოს მთავრობას, როდესაც წარდგენილი გვქონდა ბიუჯეტი, ნავარაუდები გვაქვს მიმდინარე წელს 6%-იანი ეკონომიკური ზრდა. ეს იყო იმ პირობებში, როდესაც ჯერ არ იყო ის გეოპოლიტიკური სიტუაცია, რომელიც შეიქმნა ჩვენს რეგიონში. კერძოდ, რუსეთის შეჭრის შედეგად უკრაინის ტერიტორიაზე და ბუნებრივია, ამან გარკვეულწილად შეცვალა ჩვენი გეგმები. თუმცა, პირველი 5 თვის განმავლობაში ეკონომიკის აღდგენა იმაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, ვიდრე ეს ნავარაუდები გვქონდა გასული წლის ბოლოს, მიმდინარე წლის დასაწყისში. აქედან გამომდინარე, ჩვენ შესაძლოა, მოგვიანებით გადავხედოთ ჩვენს პროგნოზებს უკვე მაშინ, როდესაც გვექნება მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი. სავარაუდოდ, ეს იქნება სექტემბრის თვე. ბუნებრივია, ჩვენ მანამდე ვაკვირდებით ეკონომიკის განვითარების ტემპს სექტორულად და სხვადასხვა მიმართულებით, ვეცნობით ასევე სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ანალიზებსაც იქიდან გამომდინარე, რომ მოლოდინი არის გაცილებით მაღალი, ვიდრე 6%-იანი ეკონომიკური ზრდა და შესაბამისად, დაახლოებით აგვისტოს ბოლოს ჩვენ გვექნება შესაბამისი პროგნოზები მიმდინარე წელთან მიმართებაში“, – განაცხადა ხუციშვილმა.
ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი ირჩევს ომის გზას, უკრაინა იბრძვის მშვიდობის გზაზე
ომი რუსეთის ფედერაციის ეროვნული იდეაა, უკრაინა კი, მშვიდობის გზაზე იბრძვის და ისვრის გადარჩენისთვის. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონიის საუნივერსიტეტო საზოგადოების წინაშე ვიდეომიმართვაში გააკეთა. „იარაღს ვერ დავდებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გავქრებით. როგორც სახელმწიფო, როგორც ერი, უბრალოდ, როგორც ხალხი. რუსეთმა აირჩია ომის გზა, უკრაინა მშვიდობის გზაზე იბრძვის. რუსეთი ისვრის ნგრევისთვის, უკრაინა კი, გადარჩენისთვის. ომი რუსეთის ფედერაციის ეროვნული იდეაა. უკრაინის ეროვნული იდეა მშვიდობაა“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.
კუნძულ ზმეინზე უკრაინის იურისდიქცია ოფიციალურად აღდგა
კუნძული ზმეინი ოფიციალურად ისევ უკრაინის იურისდიქციის ქვეშაა. ამის შესახებ უკრაინის სამხრეთის სარდლობის სპიკერმა ნატალია ჰუმენიუკმა განაცხადა. „უკრაინის დროშა დამონტაჟდა გველების კუნძულზე. სამხედრო ოპერაცია დასრულებულია და ამჟამად ტერიტორია უკრაინის იურისდიქციას დაუბრუნდა", - განაცხადა ჰუმენიუკმა. ბრიტანეთის დაზვერვა: მაღალი ალბათობით, რუსეთის გარნიზონმა კუნძული ზმეინი დატოვა უკრაინის შეტევების გამო და არა „კეთილი ნების ნიშნად" „სადაც არ უნდა გავათავისუფლოთ ტერიტორია, პირველ რიგში ვამაგრებთ ჩვენს პოზიციებს, წარმატების გამოცხადებამდე. ხმელეთზე მტერს წარმატება არ აქვს, ამიტომ, ამ დროისთვის ისინი იყენებენ საჰაერო და სარაკეტო დარტყმის ტაქტიკას. დღეს, გამთენიისას, სარაკეტო დარტყმა კვლავ განხორციელდა ხერსონის ოლქის ჩრდილოეთით“, - აღნიშნა ნატალია ჰუმენიუკმა. მისივე თქმით, დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, მაღალი ალბათობით, რუსეთის გარნიზონმა კუნძული ზმეინი დატოვა უკრაინის შეტევების გამო და არა „კეთილი ნების ნიშნად", როგორც ამას თავად ამტკიცებდა. მანამდე, უკრაინულმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოკუპანტებმა კუნძული ევაკუაციის შედეგად დატოვეს. უფრო ადრე, უკრაინამ რუსული გარნიზონის წინააღმდეგ არაერთი შეტევა განახორციელა.
მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფა უკრაინაში NATO-ს სამშვიდობო მისიას შეუძლია - იაროსლავ კაჩინსკი
NATO-ს სამშვიდობო მისიას შეუძლია, უზრუნველყოს მშვიდობა უკრაინაში, კიევის პირობებით. ამის შესახებ პოლონეთის მმართველი პარტიის „კანონი და სამართლიანობა“ (PiS) ლიდერი იაროსლავ კაჩინსკი აცხადებს. კაჩინსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამხედრო თვალსაზრისით, კიევმა უნდა მიიღოს ძალიან სერიოზული დახმარება, მათ შორის, საარტილერიო აღჭურვილობისა და სადაზვერვო ტექნიკის სახით. „უკრაინას სჭირდება იარაღი და ამ კუთხით გარკვეული პრობლემებია", - აღნიშნა PiS-ის ლიდერმა. „თუ ჩვენ გვინდა, რომ მშვიდობა იყოს, მაშინ ეს არ მოხდება NATO-ს სამშვიდობო მისიის ჩართვის გარეშე“, - აღნიშნავს იაროსლავ კაჩინსკი. მოხდება თუ არა ეს? ამ შეკითხვაზე საპასუხოდ, პოლონელი პოლიტიკოსი ამატებს, რომ გამორიცხული არაფერია, თუმცა NATO-ს სამშვიდობო მისიის განთავსება უკრაინაში ნაკლებად სავარაუდოა. კაჩინსკიმ არ გამორიცხა, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ დიდხანს გაჭიანურდეს ან კონფლიქტი გაიყინოს ცეცხლის შეწყვეტით ან მის გარეშე. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.