ძებნის რეზულტატი:

სამი ფაქტორი, რის გამოც კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატა

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძე Europetime-თან ინტერვიუში ასახელებს იმ სამ ფაქტორს, რის გამოც ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ მნიშვნელოვნად მოიმატა. რა შეზღუდვების განახლება შეიძლება, დასჭირდეს ქვეყანას, როგორ უნდა მოემზადოს შემდეგი ტალღისთვის და რა რეკომენდაციებია აქტუალური ამ დროისთვის, არსებულ ეპიდვითარებაზე Europetime-ის შეკითხვებს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ უპასუხა. გარდაცვალების მაჩვენებელი მომატებული არ არის, მძიმე პაციენტების რაოდენობა შემცირებულია ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა ამბულატორიული და მსუბუქი შემთხვევების ხარჯზეა „ომიკრონს“ არ ახასიათებს მძიმე მიმდინარეობა პაციენტების უმრავლესობა ბინაზე ან ამბულატორიული მეთვალყურეობის ქვეშაა. ვაქცინის მეოთხე დოზა ოფიციალურად დაშვებულია და რეკომენდებულია 50 წელს გადაცილებულებისთვის - 78%-ით ამცირებს ლეტალობას მოსახლეობის გარკვეული ჯგუფისთვის (60 წელს გადაცილებულები, ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები, აუცრელები)„ომიკრონი“ შესაძლოა, სერიოზული გართულების მიზეზი გახდეს ET: რას უკავშირებთ კოვიდინფექციის გავრცელების საგრძნობ მატებას? ეს პროგნოზირებადი იყო. ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ზაფხულში მოსალოდნელი იქნებოდა ინფიცირებულთა რაოდენობის მომატება, რადგან ეს არის გაზრდილი მობილობის პერიოდი. უფრო მეტი კონტაქტი, უფრო მეტი კომუნიკაცია, მათ შორის, დახურულ სივრცეშიც, შესაბამისად, ზაფხული, შვებულებების, არდადეგების პერიოდი ყოველთვის ითვლება ასეთი ტიპის ვირუსული ინფექციების გაზრდის ერთ-ერთ განმაპირობებელ ფაქტორად. მეორე - მნიშვნელოვანი კომპონენტია ის მუტაცია, რომელიც ახლა ცირკულირებს საქართველოში. თუ იანვარი-თებერვალი-მარტი „ომიკრონის“ მუტაციის პირველი ქვევარიანტი ცირკულირებდა, ახლა ქვეყანაში ფიქსირდება ვირუსებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გადამდები „ომიკრონის“ B.A 5 ვარიანტი. მესამე - უკვე შესუსტებული იმუნიტეტი, გადატანილი კორონავირუსისგან შეძენილი, ან ვაქცინაციის შემდგომი. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ, რამდენად გვიცავს ბუნებრივი იმუნიტეტი (კოვიდგადატანილის), ამ შემთხვევაში საუბარია 4-5 თვიან პერიოდზე. სამწუხროდ, კორონავირუსის გადატანიდან 4-5 თვის შემდეგ, ინფიცირებისგან თავის დასაცავად, იმუნიტეტი აღარ არის საკმარისი. ასეა ვაქცინაციის შედეგად მიღებული იმუნიტეტის შემთხვევაშიც - ვაქცინირებიდან 6-8 თვის შემდეგ, ვირუსისგან დაცვა შემცირებულია და იმუნიტეტი ნაკლებია.  თუ ჩვენ გადავხედავთ, როდის იყო საქართველოში ყველაზე მეტი ინფიცირებული. ეს არის იანვარი, თებერვალი, მარტი - მეექვსე ტალღა ქვეყანაში და ამ პერიოდიდან უკვე გასულია 5 თვეზე მეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ის ადამიანი, რომელმაც ხსენებულ პერიოდში გადაიტანა „ომიკრონის“ მუტაცია, რეინფიცირებისგან აღარ არის დაცული. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ კორონავირუსის მუტაციებს შორის, სწორედ B.A 5 ვარიანტს აქვს რეინფიცირების ყველაზე მეტი უნარი. ამრიგად, ამ სამი ფაქტორის ერთობლიობამ განაპირობა ვირუსის გავრცელების მატება არამარტო საქართველოში, არამედ, მსოფლიოს და ევროპის უმრავლეს ქვეყანაში. 5-6 ჯერ მომატებულია შემთხვევათა რაოდენობა იტალიაში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში. საქართველოში ჯერჯერობით, მკვეთრი მატება არ არის, მაგრამ თუ შევადარებთ ორი კვირის წინანდელ მონაცემებს, აქ უკვე ჩანს, რომ მატების ტენდენცია მნიშვნელოვანია. ბოლო სამი კვირის განმავლობაში შემთხვევები ყოველკვირეულად მატულობს. ET: თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, რა ეპიდსურათს მივიღებთ? ეს ცუდი იქნება. გამოიწვევს საავადმყოფოებში მიმართვიანობის გაზრდასაც და შესაძლებელია, ქვეყანა ისევ დაუბრუნდეს მინიმუმ ისეთი შემზღუდავი ღონისძიების შემოღებას, როგორიცაა, ნიღბის ტარება. რა თქმა უნდა, საუბარი არ არის იმაზე, რომ იქნება მკაცრი „ლოკდაუნი“; შეიზღუდება ტრანსპორტი და ასე შემდეგ. ქვეყანაში ძალიან ბევრი ადამიანია, რომელსაც კორონავირუსი გადატანილი აქვს. მილიონ 200 000-ია, რომლებსაც ვაქცინის ორი დოზა აქვთ გაკეთებული - მათი იმუნური სისტემა, შეიძლება, არა 100%-იანი ეფექტიანობით, მაგრამ მაინც ხელს უშლის მეორედ ინფიცირებას. ამიტომ, ნაკლებად სავარაუდოა ალბათობა იმისა, რომ გვქონდეს მკვეთრი მატება და მივიღოთ თუნდაც ისეთი ტალღა, როგორიც იყო მეოთხე და მეხუთე ტალღის შემთხვევაში. თუმცა შემთხვევათა მატება პროგნოზირებადია - ერთი, რაც შეიძლება, აქ იყოს მნიშვნელოვანი, ეს არის შემოდგომა - ამ პერიოდში, როცა უკვე უფრო ნაკლები იქნება ბუნებრივი ან ვაქცინაციის შედეგად მიღებული იმუნიტეტი, დახურულ სივრცეებში თავშეყრა სერიოზული რისკია. ამიტომ, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ფიქრობს, რომ შესაძლოა, ოქტომბერი-ნოემბერი იყოს მკვეთრი მატების პერიოდი. ზაფხულის განმავლობაში შეიძლება, არ იყოს ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა, მაგრამ ოქტომბერი-ნოემბერი-დეკემბერი ის პერიოდია, როცა ზოგადად რესპირაციული ვირუსული ინფექციები აქტიურია და შესაძლოა, დაფიქსირდეს გაცილებით დიდი მაჩვენებელი და გარკვეულწილად, ამის რისკი არსებობს. ET: ამისთვის მოსამზადებლად რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ? პირველი - აუცილებელია, გააქტიურდეს ვაქცინაციის პროცესი. ვაქცინაციის კამპანიის განახლება ნამდვილად საჭიროა. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, დაავადებათა კონტროლის ცეტრმა დაიწყო ეს კამპანია და გეგმავს მის გაფართოებას.  რაც შეიძლება მეტ ადამიანს უნდა ავუხსნათ, რატომ არის კორონავირუსი საშიში; რომ ვაქცინები ეფექტიანია, უსაფრთხოა და ამის თქმის საფუძველს იძლევა ის გამოცდილება, რომელიც დაგვიგროვდა ორი წლის განმავლობაში და ასევე, ის სტატისტიკა, რომელიც დაავადებათა კონტროლის ცენტრის (NCDC) მიერ არის გამოქვენებული. მასში მკაფიოდ ჩანს, რომ გარდაცვლილთა 99% აუცრელი იყო. მეორე - იგივე პრაქტიკა, რაც ქვეყანას ჰქონდა გამოყენებული პანდემიის პირველი წლის განმავლობაში - ნიღბის ტარება, დისტანციის დაცვა, ხელების ჰიგიენა. ალბათ, ამ რეკომენდაციების შემოღება პრაქტიკაში ასევე იქნება მნიშვნელოვანი. ET: სხვა შეზღუდებს გამორიცხავთ? ვფიქრობ, მკვეთრი შეზღუდვების შემოღება არ დაგვჭირდება, მაგრამ შესაძლებელია, ნიღბის ტარების ვალდებულების შემოღება საჭირო გახდეს. ამის პროგნოზირება შეიძლება უფრო მომდევნო კვირების მონაცემების საფუძველზე. თუ შეჩერდება შემთხვევების გაორმაგება, მაშინ  რა თქმა უნდა, შანსი არის იმისა, რომ მკვეთრი მატება არ გვექნება ივლისსა და აგვისტოში, როდესაც საკურორტო სეზონი უკვე აქტიურ ფაზაში შედის. 27 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით, საქართველოში კოვიდინფიცირების 2 570 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ინფორმაციისთვის, 27 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 570 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 3 პაციენტი. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 103 პაციენტი. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 63 443 კვლევა ტესტით, მათ შორის, 56 699 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 744 PCR ტესტით. დეკემბერში, როდესაც დღე-ღამეში 2000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდებოდა, ქვეყნის მასშტაბით, 24 საათში ტარდებოდა მაგალითად, 42 ათასზე მეტი კვლევა. 5 ივლისის მონაცემებით, სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის მხოლოდ 44.9%, როცა სპეციალისტები ამ პერიოდისთვის 70%-ის ვაქცინაციას ვარაუდობდნენ. „ბუსტერ“ დოზით აცრილია 255 928. შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

ბორის ჯონსონი: უკრაინა ბრიტანეთისგან 10 თვითმავალ საარტილერიო დანადგარს მიიღებს

ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განუცხადა, რომ უკრაინა მომავალ კვირებში, კიდევ ათ თვითმავალ საარტილერიო დანადგარს მიიღებს. ამის შესახებ ბორის ჯონსონის ოფისში ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადეს. ჯონსონის განცხადებით, შოტლანდია და უელსი უკრაინას, 100 მილიონი ფუნტის სამხედრო დახმარებას გამოუყოფენ ჯონსონმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსოფლიო მხარს უჭერს უკრაინას და ამ ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ დაიბრუნონ რუსული ძალების მიერ დაკავებული ტერიტორია. ჯონსონი უკრაინში ხანგრძლივ ომს ვარაუდობს და დასავლეთს უკრაინის მხარდაჭერის გეგმას სთავაზობს

ფინეთმა ასობით რუსული სატვირთო მანქანა დააკავა

ევროკავშირის სანქციების გამო, ფინეთმა ასობით რუსული სატვირთო მანქანა დააკავა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ფინეთის სახელმწიფო სარკინიგზო ოპერატორის, VR-ის ინფორმაციით, რუსულ კომპანიებს თითქმის ათასი სატვირთო ვაგონი ჩამოერთვათ.  რუსეთის რკინიგზის 6 ივნისს დათარიღებულ წერილში, რომელსაც ის ტრანსპორტის სამინისტროს უგზავნის, ნათქვამია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რუსეთს 865 ვაგონი ჩამოართვეს. ფინეთის აღმასრულებელმა ორგანოს წარმომადგენელმა Reuters-ს განუცხადა, რომ ევროკავშირის სანქციების შესასრულებლად რამდენიმე ათეული რუსი და ბელორუსიელი ფიზიკური და იურიდიული პირის, ასევე, სატრანსპორტო ფირმების სულ მცირე, 82 მილიონი ევროს ღირებულების აქტივები გაყინულია.  VR-ის ლოგისტიკის განყოფილების ხელმძღვანელმა ფინეთის მედიასთან განაცხადა, რომ ფინეთში რუსეთის ხუთი ათასამდე ვაგონი იმყოფებოდა, როცა მთავრობამ გადაწყვიტა, შეეზღუდა ქვეყნებს შორის მატარებლების მოძრაობა. ამასთან, ვაგონების უკან დაბრუნება სურდათ, მაგრამ სასამართლოს აღმასრულებლებმა მათი ნაწილის დაპატიმრებაზე განკარგულება გასცეს. დაკავებული ვაგონი ეკუთვნის კომპანიებს, რომლებიც ევროკავშირის სანქციების სიაში არიან. ნაწილი ეკუთვნის აქციონერებს, რომლებიც ასევე არიან სანქციების სიაში.  

უკრაინის სასამართლომ კომუნისტური პარტია აკრძალა

სააპელაციო სასამართლომ უკრაინის კომუნისტური პარტიის საქმიანობა აკრძალა. ამის შესახებ სასამართლომ ინფორმაცია Facebook-ზე გაავრცელა. „სასამართლომ დააკმაყოფილა უკრაინის იუსტიციის სამინისტროს პრეტენზიები: აკრძალულია უკრაინის კომუნისტური პარტიის საქმიანობა; პარტიის ქონება, სახსრები და სხვა აქტივები, მისი რეგიონული, საქალაქო, რაიონული ორგანიზაციები, პირველადი ცენტრები და სხვა. სტრუქტურული სუბიექტები სახელმწიფოს საკუთრებაში გადაეცემა“, - ნათქვამია განცხადებაში. 5 ივლისს, მერვე ადმინისტრაციული სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ დაასრულა უკრაინის კომუნისტური პარტიის აკრძალვის შესახებ No826/9751/14 ადმინისტრაციული საქმის განხილვა.

სალომე ზურაბიშვილი: 5 ივლისის მოვლენების შემდეგ ერთი წელი გავიდა და საზოგადოება ისევ ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, 5 ივლისის მოვლენების შემდეგ ერთი წელი გავიდა და დღეს, საზოგადოება ისევ ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას. სალომე ზურაბიშვილის შეფასები, ეს ის რეალობაა, რომლის საფუძველზეც, პრორუსული, ძალადობრივი, ჰომოფობიური და აგრესიული დაჯგუფებები ამ პერიოდში გაძლიერდნენ. გაძლიერდნენ იმ ქვეყანაში, რომლის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რაც სრულიად მიუღებელია. მათი გაძლიერება კი, აზიანებს ჩვენს ევროპულ პერსპექტივას. „ზოგიერთს მიაჩნია, რომ ამაზე პასუხი მათი საქმიანობის აკრძალვაა, თუმცა დემოკრატიული პრინციპების მქონე ქვეყანაში აკრძალვა უნდა იყოს ბოლო, უკიდურესი ნაბიჯი და ძლიერი სამართლებრივი არგუმებტებით გამყარებული, რათა არ დარჩეს ეჭვი, რომ აქ არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ხელყოფა. თუმცა, იგივე დემოკრატიული ქვეყნების პრინციპებიდან გამომდინარე მსგავსი გადაწყვეტილების მიღებაც შესაძლებელია, საჭირო გახდეს. ნინო ლომჯარია: კონსტიტუციური სარჩელი მომზადდა, რომელიც „ალტ-ინფოს“ ბაზაზე დაფუძნებული პარტიის „კონსერვატიული მოძრაობის” აკრძალვას ეხება ამ უკიდურესი გადაწყვეტილების მიღებამდე ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და მიუღებელი იყოს ამ ჯგუფების დაცვა და მათი პროროსული და ანტიევროპული პროპაგანდის წახალისება. ამ მოცემულობაში ყველაზე მნიშვნელოვანია: კანონის უზენასეობის პრინციპის დაცვა, რაც გულისხმობს, ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხისგებას, მათი საქმიანობის ეფექტური კონტროლი და მათი დაფინანსების წყაროების იდენტიფიცირება, ეს კი ხელისუფლების უშუალო პასუხისმგებლობაა. ხელისუფლების უშუალო პასუხისმგებლობაა მსგავსმა დაჯგუფებებმა ხელი ვერ შეუშალონ საქართევლოს ევროპულ პერსპექტივას“, - ნათქვამია პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებაში. თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 ივლისთან დაკავშირებული საქმეების განხილვა დასრულებულია. თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ივლისს, აღკვეთის ღონისძიების სახით, 5 000 - 5 000-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა „პრაიდის“ ოფისზე თავდამსხმაში ბრალდებულ სამ ადამიანს. სტრასბურგის სასამართლოს 5 ივლისთან დაკავშირებული კიდევ ერთი საქმე აქვს წარმოებაში მიღებული. ის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ეკუთვნის და მოსარჩელეები „სირცხვილიას" აქტივისტები არიან. ასევე შეგახსენებთ, რომ „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მას 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის" წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქების დროს, ძალადობრივი ჯგუფები ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ. გამოძიებასთან დაკავშირებით, ბოლო ცნობა, პროკურატურამ თებერვალში გაავრცელა.  ასევე წაიკითეთ: პრორუსული და ანტიდასავლური კამპანია „ქართველობის გადარჩენის და რწმენის შენარჩუნების“ სახელით

ალექსანდრე ვინიკოვის თქმით, NATO-ს სურვილია, საქართველომ რეფორმების ტემპი აღადგინოს

NATO საქართველოსგან რეფორმების განხორციელების ტემპის აღდგენას ელის. NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის, ალექსანდრე ვინიკოვის განცხადებით, საქართველო ახლა ყურადღება უნდა გაამახვილოს ევროატლანტიკური რეფორმების განხორციელებაზე, რომლებიც მიზნად დაისახა. „მე ვფიქრობ, საქართველო უნდა მოემზადოს და ახლა ყურადღება გაამახვილოს ევროატლანტიკური რეფორმების განხორციელებაზე, რომლებიც მიზნად დაისახა. ზოგიერთი მიმართულებით, გასული წელიწადნახევრის განმავლობაში, იმპულსის შენელება დავინახეთ და ჩვენი სურვილია, რომ საქართველომ ეს საკითხი გადაჭრას და აღადგინოს რეფორმების განხორციელების იმპულსი, განსაკუთრებით, უსაფრთხოების სექტორის დემოკრატიული ზედამხედველობის კუთხით, ასევე - სასამართლო და შემდგომი საარჩევნო რეფორმების მიმართულებით. ვაშინგტონის ხელშეკრულებაში არაფერია ისეთი, რაც ხელს უშლის ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ტერიტორიული პრობლემები აქვს - NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი მოკავშირეებმაც ხაზგასმით ისაუბრეს იმ სფეროებზე, სადაც მათ რეფორმების უფრო აქტიურად განხორციელების ხილვა სურთ. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, არის თუ არა შემაფერხებელი ფაქტორი, ტერიტორიული პრობლემა, მინდა გითხრათ, რომ ვაშინგტონის ხელშეკრულებაში არაფერია ისეთი, რაც შეაფერხებდა ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ტერიტორიული პრობლემები აქვს. როგორც აღვნიშნე, საბოლოოდ, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც მოკავშირეებმა კონსენსუსის საფუძველზე უნდა მიიღონ“, - განაცხადა ალექსანდრე ვინიკოვმა. NATO-საქართველოს ერთობლივი წვრთნების სიხშირე გაიზრდება NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი: საინტერესო და მაღალი დონის ვიზიტებს ველოდებით

პრეზიდენტის თქმით, ხელისუფლების უშუალო პასუხისმგებლობაა, პრორუსულმა დაჯგუფებებმა ხელი ვერ შეუშალონ საქართევლოს ევროპულ პერსპექტივას

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში პრორუსული, ძალადობრივი, ჰომოფობიური და აგრესიული დაჯგუფებები გაძლიერდნენ - ქვეყანაში, რომლის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რაც სრულიად მიუღებელია. მათი გაძლიერება კი, პრეზიდენტის აზრით, აზიანებს ჩვენს ევროპულ პერსპექტივას. „5 ივლისის მოვლენების შემდეგ ერთი წელი გავიდა და დღეს, საზოგადოება ისევ ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას. ეს ის რეალობაა, რომლის საფუძველზეც, პრორუსული, ძალადობრივი, ჰომოფობიური და აგრესიული დაჯგუფებები ამ პერიოდში გაძლიერდნენ. გაძლიერდნენ იმ ქვეყანაში, რომლის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რაც სრულიად მიუღებელია. მათი გაძლიერება კი, აზიანებს ჩვენს ევროპულ პერსპექტივას. ზოგიერთს მიაჩნია, რომ ამაზე პასუხი მათი საქმიანობის აკრძალვაა, თუმცა დემოკრატიული პრინციპების მქონე ქვეყანაში აკრძალვა უნდა იყოს ბოლო, უკიდურესი ნაბიჯი და ძლიერი სამართლებრივი არგუმებტებით გამყარებული, რათა არ დარჩეს ეჭვი, რომ აქ არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ხელყოფა. თუმცა, იგივე დემოკრატიული ქვეყნების პრინციპებიდან გამომდინარე მსგავსი გადაწყვეტილების მიღებაც შესაძლებელია, საჭირო გახდეს. ამ უკიდურესი გადაწყვეტილების მიღებამდე ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და მიუღებელი იყოს ამ ჯგუფების დაცვა და მათი პროროსული და ანტიევროპული პროპაგანდის წახალისება. ამ მოცემულობაში ყველაზე მნიშვნელოვანია: კანონის უზენასეობის პრინციპის დაცვა, რაც გულისხმობს, ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხისგებას, მათი საქმიანობის ეფექტური კონტროლი და მათი დაფინანსების წყაროების იდენტიფიცირება, ეს კი ხელისუფლების უშუალო პასუხისმგებლობაა. ხელისუფლების უშუალო პასუხისმგებლობაა მსგავსმა დაჯგუფებებმა ხელი ვერ შეუშალონ საქართევლოს ევროპულ პერსპექტივას“, - ნათქვამია პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებაში.

ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი პატიმრობიდან გათავისუფლდა

ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი პატიმრობიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისმა ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა დაწერა. „უკანონოდ მსჯავრდებული ქ.ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“ – წერს მახარაშვილი. გიორგი ერმაკოვი ბათუმის მერიის სხვა ექვს მაღალჩინოსანთან ერთად 2019 წლის 30 მაისს ე.წ. იაფი სახლის საქმეზე დააკავეს. ყოფილ მერს პროკურატურა ერთი მილიონ 370 ათასი ლარის გაფლანგვას ედავებოდა. მას შვიდწლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.  

დიდი ბრიტანეთის მთავრობის ორმა მინისტრმა თანამდებობა დატოვა

ბორის ჯონსონის მთავრობა ორმა წევრმა დატოვა. ჯანდაცვის მინისტრმა საჯიდ ჯავიდმა განაცხადა, რომ ბორის ჯონსონის მიმართ ნდობა დაკარგა. კანცლერმა, ფინანსთა მინისტრმა რიში სუნაკმა ასევე დატოვა თანამდებობა. მისი თქმით, საზოგადოება მოელის, რომ მთავრობა „სწორად, კომპეტენტურად და სერიოზულად" წარმართავს პროცესებს. ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ კრის პინჩერი მთავრობაში მუშაობდა. საუბარია კონსერვატიული პარტიის საპარლამენტო მდივნის მოადგილე კრის პინჩერზე, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში სდებენ ბრალს. პინჩერმა ბოდიში მოიხადა და თანამდებობიდან 30 ივნისს გადადგა.  

ხმელნიცკის რეგიონში სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა - უკრაინა

უკრაინა ხმელნიცკის რეგიონში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შესახებ იუწყება. ხმელნიცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცია სამ რაკეტაზე მიუთითებს. „20:30 საათისთვის გვაქვს ინფორმაცია ხმელნიცკის რეგიონში სამი რაკეტის გასროლის შესახებ. მივდივარ შემთხვევის ადგილზე“, - იუწყება ადმინისტრაცია. როგორც უკრაინული მედია იტყობინება, ივნისის ბოლოს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ორი რუსული რაკეტა ჩამოაგდეს ხმელნიცკის რეგიონში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.

ჯონსონმა ზელენსკის განუცხადა, რომ უკრაინას შეუძლია, დაიბრუნოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ უკრაინას შეუძლია, დაიბრუნოს რუსეთის მიერ ახლახან ოკუპირებული ტერიტორიები. ამის შესახებ CNN-ის ცნობით, დიდი ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელმა ისაუბრა. „პრემიერმა თქვა, რომ მსოფლიო უკრაინის გვერდით დგას და მას სჯერა, რომ პრეზიდენტ ზელენსკის სამხედროებს შეუძლიათ პუტინის ძალების მიერ ახლახან დაკავებული ტერიტორიის დაბრუნება“, - აღნიშნას ჯონსონის ოფისის წარმომადგენელი. ჯონსონმა ზელენსკის გაერთიანებული სამეფოს მხრიდან ახალი სამხედრო დახმარების შესახებ აცნობა. მათ შორის არის 10 თვითმავალი საარტილერიო სისტემა, რომელიც კიევში უახლოეს დღეებში ჩავა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.

კანადამ და დანიამ ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირება მოახდინეს

პირველმა ორმა ქვეყანამ ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა. „დღეს კანადა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც მოახდინა ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების პროტოკოლების რატიფიცირება... როგორც ახლო მეგობარი და უსაფრთხოების პარტნიორი, კანადა მტკიცედ უჭერს მხარს ალიანსში ამ ქვეყნების გაწევრიანებას. მათი წევრობა NATO-ს გააძლიერებს და ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მოკავშირეს, სწრაფად გადავიდნენ რატიფიკაციის პროცედურებზე, რათა ჩვენი მტრების მხრიდან ჩარევისთვის სივრცე შევავიწროვოთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ. თუმცა უკრაინული მედია აღნიშნავს, რომ დანიამ პროტოკოლის რატიფიცირება მასზე NATO-ს შტაბბინაში ხელმოწერიდან ორი საათის შემდეგ მოახდინა და შესაბამისად, ის იყო პირველი ქვეყანაც, რომელმაც ეს პროცედურა შეასრულა. ფინეთმა და შვედეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაასრულეს „იმედი მაქვს, სხვა მოკავშირეებიც ასეთივე სისწრაფით მოახდენენ რატიფიცირებას", - დაწერა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იეპე კოფოდმა Twitter-ზე. 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. ამავე თემაზე სტოლტენბერგი: მოხარული ვარ განვაცხადო, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაწევრიანებისკენ უხსნის გზას თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს

რუსულმა რაკეტამ ქალაქ მიკოლაივში კულტურის სახლი გაანადგურა - მერი

5 ივლისს, ერთ-ერთი რუსული რაკეტა ქალაქ მიკოლაივში, კულტურის სახლს მოხვდა. ამის შესახებ მიკოლაივის მერმა ოლექსანდრ სიენკევიჩმა განაცხადა. „დღეს დილით ერთ-ერთი რუსული რაკეტა მიკოლაივის ერთ-ერთ უბანში, კულტურის სახლს მოხვდა. შენობა თითქმის მთლიანად განადგურდა. მსხვერპლი არ არის“, - წერს მერი. გარდა ამისა, უკრაინულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ საზენიტო თავდაცვის დანაყოფებმა დასავლეთ უკრაინის თავზე სამი რუსული რაკეტა ჩამოაგდეს, რომლებიც შავი ზღვიდან იყო გაშვებული. „დღეს, დაახლოებით 20:00 საათზე, რუსმა ოკუპანტებმა შავი ზღვიდან საზღვაო საკრუიზო რაკეტები გაისროლეს. საჰაერო სარდლობის, „დასავლეთის“ საზენიტო თავდაცვის დანაყოფებმა მოწინააღმდეგის სამი რაკეტა ჩამოაგდეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.

ანტონიო გუტერეში: გაერო მზადაა იმუშაოს უკრაინის აღდგენისა და განვითარების გეგმაზე

გაერო უკვე ამზადებს საფუძველს უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციისა და აღდგენისთვის, ეს არის გრძელი გზა, მაგრამ ახლავე უნდა დავიწყოთ, - ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა. მისივე თქმით, გაერო მზადაა იმუშაოს „უკრაინის აღდგენისა და განვითარების გეგმაზე. „სახლების, სკოლების, საავადმყოფოების და სხვა კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის მიყენებულ ზიანისა და განადგურების აღდგენას წლები დასჭირდება. გაერო მზადაა იმუშაოს უკრაინის აღდგენისა და განვითარების გეგმაზე. სამ ეტაპად გაშლილი გეგმა პირველ რიგში ითვალისწინებს ხიდებისა და წყალმომარაგების დროებით აღდგენას. 2023 წლიდან 2035 წლამდე სკოლები, საავადმყოფოები და სახლები უნდა აღდგეს“, - დასძინა გუტერეშმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.  

ზელენსკიმ გენერალურ შტაბს მიმართა, რომ გადაწყვეტილებები მასთან შეათანხმონ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ წვევამდელებისთვის, სამხედრო მოსამსახურეებისა და რეზერვისტებისთვის რეგისტრაციის მისამართის დატოვების უფლების ცვლილებასთან დაკავშირებით, განმარტება მოითხოვა და გენერალურ შტაბს შესაბამისი გადაწყვეტილებების მასთან შეთანხმება მოსთხოვა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.  „ვუბრძანებ თავდაცვის მინისტრის, გენერალური შტაბის უფროსსა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, რომ ხვალ მომახსენონ, ყველა დეტალი გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, სამხედრო სამსახურში პასუხისმგებელ პირთა, წვევამდელთა და რეზერვისტთა ნებართვის მიღების პროცედურის დამტკიცების შესახებ ... ვთხოვე გენერალურ შტაბს, ასეთი გადაწყვეტილება მომავალში ჩემ გარეშე არ მიიღოს", - აღნიშნა ზელენსკიმ. უკრაინის 1992 წლის კანონი „სამხედრო მოვალეობისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ შეიცავს წესს, რომ ომის დროს წვევამდელებისთვის, სამხედრო სამსახურზე პასუხისმგებელი პირებისთვის და რეზერვისტებისთვის, უფროსის ნებართვის გარეშე, აკრძალულია საცხოვრებელი ადგილის დატოვება. ასევე, საჭიროა შესაბამისი ტერიტორიული დასაქმებისა და სოციალური მხარდაჭერის ცენტრის თანხმობა. ამავდროულად, აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია გაიცეს სპეციალური ნებართვა, 30 დღიდან ერთ წლამდე ვადით.  

ბრიტანეთის დაზვერვა: დონბასისთვის ბრძოლაში შემდეგი გადამწყვეტი წერტილი სლავიანსკი იქნება

"დონბასისთვის ბრძოლაში შემდეგი გადამწყვეტი წერტილი სლავიანსკი იქნება", - ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის დაზვერვა ავრცელებს. მათივე ცნობით, რუსული ძალები ახლა სავარაუდოდ, ქალაქ სლავიანსკიდან 16 კილომეტრის მოშორებით იმყოფებიან. სლავიანსკის მერი: რუსული ძალები ქალაქს მასშტაბურად ბომბავენ „იმის გათვალისწინებით, რომ ქალაქის ცენტრალური და სამხრეთ ძალების დარტყმის საფრთხეს ქვეშაა, არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ სლავიანსკისთვის ბრძოლა დონბასისთვის ბრძოლაში ერთ-ერთი საკვანძო ნაწილი იქნება“, – ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.  

რუსეთში, „გაზპრომთან“ დაკავშირებული მეოთხე ტოპ მენეჯერი, გარდაცვლილი იპოვეს

სანქტ-პეტერბურგის მახლობლად, ვიბორგის რაიონში, საკუთარი აგარაკის ტერიტორიაზე ლოგისტიკური კომპანიის, „ასტრა-შიპინგ“-ის გენერალური დირექტორი, 61 წლის იური ვორონოვი გარდაცვლილი იპოვეს. ცნობილია, რომ მისი კომპანია რუსეთის ენერგოგიგანტის, „გაზპრომ“-ის ერთ-ერთი კონტრაქტორი იყო და დაკვეთებს არქტიკაში ასრულებდა. რუსული მედიის ცნობით, ვორონოვის ცხედარი და იარაღი აუზში იპოვეს. ბიზნესმენს, სასიკვდილო ჭრილობა, ცეცხლსასროლი იარაღით თავის არეში აქვს მიყენებული. ამ დროისთვის გავრცელებული ოფიციალური ვერსიით, ვორონოვმა თავი მოიკლა. რუსული მედია წერს, რომ 2020-2021 წლებში კომპანია „ასტრა-შიპინგ“-ის დანაკარგმა 160 მილიონი რუბლი შეადგინა. ცნობისათვის, 2022 წლის იანვარში, სანქტ-პეტერბურგის მახლობლად გარდაცვლილი ნახეს „გაზპრომ-ინვესტ“-ის ხელმძღვანელი ლეონიდ შულმანი, ხოლო თებერვალში - „გაზპრომ“-ის ერთიანი საგადასახადო ცენტრის დირექტორის მოადგილე ალექსანდრ ტულიაკოვი. ოფიციალური ვერსიით, ორივე მათგანმა თავი მოიკლა. 2022 წლის აპრილში, მოსკოვში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში „გაზპრომბანკ“-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ვლადისლავ ავაევის და მისი ცოლის და ქალიშვილის ცხედრები აღმოაჩინეს. გამოძიების ვერსიით, ფინანსური კრიზისის ზღვარზე მყოფმა ავაევმა ცოლ-შვილი დახოცა და შემდეგ თავი მოიკლა.  

უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული სრულმასშტაბიანი ომის შედეგად 346 ბავშვია მოკლული

"რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული სრულმასშტაბიანი ომის შედეგად 346 ბავშვია მოკლული", - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაშავდა 645-ზე მეტი ბავშვი. „6 ივლისის, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად დაიღუპა 346 ბავშვი და დაშავდა 645-ზე მეტი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.  

ბორის ჯონსონმა ახალი მინისტრები დანიშნა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ნადჰიმ ზაჰავი, ჯანდაცვის მინისტრად კი სტივ ბარკლი დანიშნა. საკადრო ცვლილება ჯონსონმა მას შემდეგ  განახორციელა, რაც გუშინ ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრებმა, საჯიდ ჯავიდმა და რიში სუნაკმა თანამდებობები პროტესტის ნიშნად დატოვეს. დიდი ბრიტანეთის მთავრობის ორმა მინისტრმა თანამდებობა დატოვა ბრიტანული მედია წერს, რომ თუ, მინისტრთა კაბინეტს სხვა მინისტრებმაც დატოვებენ, ბორის ჯონსონს პრემიერის პოსტის შენარჩუნება გაუჭირდება. ჯონსონს ღია მხარდაჭერა გამოუცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა, რომელიც ბრიტანული მედიის ვერსიით, პარტიის ლიდერად განიხილება.  

ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე ექსპორტის, ტურიზმისა და საბიუჯეტო საკითხები განიხილეს

ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, გაზრდილი ექსპორტი და ტურიზმის აღდგენის დინამიკის გაძლიერება იყო მთავარი თემები ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ვითარებას. „ხაზი გაესვა, რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდის დინამიკა კვლავ გრძელდება, კერძოდ, 2022 წლის მაისში ეკონომიკურმა ზრდამ – 11.6% შეადგინა, ხოლო იანვარი-მაისის საშუალო ეკონომიკური ზრდა 11.2%-ით განისაზღვრა. ასევე, განიხილეს ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი ფაქტორები, მათ შორის, ადგილობრივი ექსპორტის მიმართულებით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები და ტურიზმის აღდგენის დინამიკის გაძლიერება. აღინიშნა, რომ 2022 წლის მაისში ექსპორტი გაიზარდა 54.3 %-ით, ხოლო ადგილობრივი ექსპორტი – 63.3 %-ით. ტურიზმზე საუბრისას კი ხაზი გაესვა, რომ იანვარ-მაისში მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების აღდგენის დონე 75.3%-ია და შემოსავლებმა 840.9 მლნ აშშ. დოლარი შეადგინა. ტურიზმის აღდგენის დინამიკაზე საუბრისას აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის ივნისში საქართველოში 445,894 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა და ზრდა 2021 წლის ივნისის თვესთან შედარებით 185.5%-ია. ასევე, 2022 წლის 6 თვეში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1,209,272 შეადგინა, რაც 186.3%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით“, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში. მათივე ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ასევე განიხილეს დადებითი ტენდენციები, რაც ბიუჯეტის შესრულების მიმართულებით 2022 წლის პირველ ნახევარში დაფიქსირდა. „ხაზი გაესვა, რომ გადაჭარბებით შესრულდა, როგორც შემოსავლების ჯამური მაჩვენებელი, ასევე, საგადასახადო შემოსავლებიც. ისევე, როგორც ნაერთი ბიუჯეტი, გადაჭარბებით შესრულდა სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებიც, რომლის მოცულობამ 9,1 მლრდ ლარი შეადგინა. განსაკუთრებით აღინიშნა, რომ ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელმა მხოლოდ 0,3% შეადგინა, რაც აჩვენებს, რომ გრძელდება დაგეგმილი ფისკალური კონსოლიდაცია და წლის ბოლომდე შესაძლებელი იქნება მნიშვნელოვნად შემცირდეს მისი წლიური მაჩვენებელიც და ნაცვლად თავდაპირველად პროგნოზირებული 4,4%-ისა, მისი მაჩვენებელი 3,5 %-ზე დაბალ ნიშნულამდე შემცირდეს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.