ძებნის რეზულტატი:

ფრანგულმა TotalEnergies-მა რუსეთში, ნავთობის საბადოს პროექტი დატოვა

ფრანგულმა ენერგოკომპანია TotalEnergies-მა რუსეთში, ხარიაგინსკში ნავთობის საბადოს პროექტში 20%-იანი წილი, რუსულ კომპანიას დაუთმო და ბიზნესიდან გავიდა. ამის შესახებ Reuters წერს.  Shell-ი რუსეთიდან ნავთობის და გაზის შესყიდვას წყვეტს ხარიაგინსკის ნავთობის საბადო რუსეთის ფედერაციაში, ნენეცკის ავტონომიურ ოლქში მდებარეობს. საბადოს საერთო მარაგები 160,4 მილიონ ტონადაა შეფასებული. საკონტრაქტო ზონაში კი მარაგები 97 მილიონ ტონას შეადგენს.  

ვოლოდინი: აშშ-მ სჯობს ალასკაზე იფიქროს, შესაძლოა, მისი დაბრუნება მოგვინდეს

შეერთებულ შტატებს უნდა ახსოვდეს, რომ რუსეთს აქვს რაღაც დასაბრუნებელი, მაგალითად, ალასკა, - ამის შესახებ რუსეთის დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა. ამ ფრაზით, რუსეთის დუმის სპიკერმა აშშ-ს, ალასკის დაბრუნების შესაძლებლობაზე მიანიშნა.  „წესიერება სისუსტე არ არის და ჩვენ შეგვიძლია პასუხის გაცემა. ამერიკას უნდა ახსოვდეს, რომ იქ არის ტერიტორიის ნაწილი, ალასკა. აშშ-ს სჯობს ახსოვდეს, რომ ალასკა ოდესღაც რუსეთს ეკუთვნოდა. სანამ  ჩვენი რესურსების საზღვარგარეთ ხარჯვას დაიწყებენ, სჯობს კარგად დაფიქრდნენ, რომ ჩვენ გვაქვს რაღაცები რისი დაბრუნებაც შეიძლება მოგვინდეს". - თქვა ვოლოდინმა.  ცნობისათვის, ალასკის ტერიტორია აშშ-მ რუსეთისგან იმპერატორ ალექსანდრე მეორეს დროს, 1967 წელს 7.2 მილიონ დოლარად გამოისყიდა. რუსეთის იმპერიამ ალასკის გაყიდვიდან მიღებული თანხის უდიდესი ნაწილი კურსკი-კიევი, რიაზანი-კოზლოვსკი და მოსკოვი-რიაზანის დამაკავშირებელი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობისთვის გამოიყენა.  

გაერო: 2021 წელს მსოფლიოში, 828 მილიონი ადამიანი შიმშილობდა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ (გაერო) გამოაცხადა, რომ გასულ წელს მსოფლიოში იმ ადამიანების რიცხვი, რომელთაც შიმშილი აწუხებთ 46 მილიონით გაიზარდა და 828 მილიონს მიაღწია. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) და მსოფლიო სურსათის პროგრამამ (WFP)  გლობალური შიმშილის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნეს. მოხსენებაში ნათქვამია, რომ 2021 წელს მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის 10 პროცენტი შიმშილს განიცდიდა. ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ 5 წლამდე ასაკის დაახლოებით 45 მილიონი ბავშვი იტანჯებოდა არასრულფასოვანი კვების გამო, ხოლო 149 მილიონს იმავე მიზეზით ზრდაში ჩამორჩენის პრობლემა ჰქონდა.  

შარლ მიშელი: უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია

უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.  შარლ მიშელი: ვკისრულობთ ვალდებულებას, რათა საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის საკითხი წინ წავწიოთ „კრემლის ბარბაროსულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ გამოიწვია ტექტონიკური ძვრები ჩვენს კონტინენტზე და შექმნა ახალი გეოპოლიტიკური რეალობა. ჩვენ გადავწყვიტეთ ვაღიაროთ უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ამ ქვეყნების მომავალი ევროკავშირშია", - განაცხადა შარლ მიშელმა.  29 ივნისს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის საკითხი გადაწყვიტა და ქვეყანაში, რეფორმების განსახორციელების ვალდებულება აიღო.  შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. 24  ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.

თურქმენეთმა და აზერბაიჯანმა, ენერგეტიკის საკითხებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რაშიდ მერედოვი ოფიციალური ვიზიტით დედაქალაქ აშხაბადში ჩასულ აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს მიქაილ ჯაბაროვს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილობითი განცხადების მიხედვით, მხარეებმა საერთაშორისო ბაზარზე ენერგეტიკისა და ენერგომომარაგების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე მოსაზრებები გაცვალეს. განცხადებაში აღნიშნულია, გასულ წელს, მხარეებს შორის გაფორმებული შეთანხმების მნიშვნელობა, რომელიც კასპიის ზღვის დოსტლუკის საბადოზე, ბუნებრივი რესურსების ერთობლივ კვლევას მოიცავს. თურქმენულმა მხარემ გამოაცხადა მზადყოფნა, რომ ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ, კონსულტაციები განაგრძოს.  

ბულგარეთმა რუს დიპლომატების ხელფასები დაუბლოკა

ბულგარეთის ფინანსთა მინისტრმა ასენ ვასილევმა განაცხადა, რომ ქვეყანამ, ევროკავშირის სანქციების შესაბამისად, სოფიაში, რუსეთიდან საელჩოში გადმორიცხული ფული დაბლოკა, რომელიც რუსი დიპლომატების ხელფასების დასაფარად იყო განკუთვნილი.  „არის ფულადი გადმორიცხვა რუსეთის საელჩოში, რომელიც უშუალოდ ევროკომისის სანქციების ქვეშ ხვდება. რუსეთის საელჩო ითხოვს, რომ ამ გადმორიცხვაზე სანქციებმა არ იმოქმედოს. ახლა ამ საკითხს ევროკომისიასთან ვათანხმებთ“, -განაცხადა ვასილევმა.  ბულგარეთის ფინანსთა მინისტრმა დააზუსტა, რომ გადმორიცხული თანხა $890 ათასს შეადგენს.  ბულგარეთსა და რუსეთს შორის დიპლომატიური დაძაბულობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც სოფიის მთავრობამ, რუსეთის დიპლომატიური მისიის 70 წევრის გაძევების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. რუსი დიპლომატები და ოფიციალური პირები მოსკოვში გასულ კვირას გაემგზავრნენ.    

ვოლოდიმირ ზელენსკი: როგორც იქნა, იგრძნობა, რომ დასავლური არტილერია მძლავრად ამუშავდა

"ქვეყნის სამხრეთით ოკუპირებულ რაიონებში მოსახლეობას წვდომა აღარ აქვს სოციალურ ქსელებთან - მოსახლეობა ვერ იღებს რეალურ ინფორმაციას მიმდინარე მოვლენებზე", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. როგორც ზელენსი აღნიშნავს, დასავლური არტილერია მძლავრად ამუშავდა. „ვიბრძვით მთელი სამხრეთისთვის, მთელი უკრაინული დონბასისთვის, იქ ახლა სასტიკი სისხლისღვრაა, სლავიანსკთან და ბახმუტთან. ჩვენ ვიბრძოლებთ ხარკოვისთვის. როგორც იქნა იგრძნობა, რომ მძლავრად ამუშავდა დასავლური არტილერია. იარაღი, რომელიც ჩვენი პატრნიორებისგან მივიღეთ, მისი სიზუსტე რეალურად ისეთია, როგორიც საჭიროა. ჩვენი დამცველები ძალიან საგრძნობ დარტყმებს აყენებენ შემადგენლობებსა და სხვა წერტილებს. ეს არსებითად ამცირებს რუსული არმიის შეტევით პოტენციალს“, – განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.  

ბორის ჯონსონმა პარლამენტის წევრებს დაუდასტურა, რომ რუს ოლიგარქ, ალექსანდრე ლებედევთან შეხვედრა გამართა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა დეპუტატებს დაუდასტურა, რომ რუს ოლიგარქს და კგბ-ს ყოფილ ოფიცერს, ალექსანდრე ლებედევს ოფიციალური პირების გარეშე შეხვდა. ამის შესახებ BBC იტყობინება. ბორის ჯონსონს ჰკითხეს, შეხვდა თუ არა რუს მილიარდერს და Evening Standard-ის ყოფილ მფლობელს, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდში იტალიაში იმყოფებოდა. მან  შეკითხვაზე დადებითი პასუხი გასცა. BBC წერს, რომ „ჯონსონმა ლებედევის ვაჟი, ევგენი ლორდთა პალატის წევრად აქცია“, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა სპეცსამსახურების გაფრთხილება, რომ ლებედევი ბრიტანეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის რისკებს შექმნიდა. თუმცა როგორც Sunday Times-ი წერს, სპეცსამსახურების ეს შეფასება ლორდ ლებედევის დიდი ხნის მეგობრის - ჯონსონის ჩარევის შედეგად, უკან წაიღეს.  საპარლამენტო კომიტეტზე გამოსვლისას, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ლეიბორისტი დეპუტატის, დიანა ჯონსონის შეკითხვას უპასუხა. „მე ნამდვილად შევხვდი ამ ადამიანს, რომელიც ადრე იყო London Evening Standard-ის მფლობელი, როდესაც მე ვიყავი ლონდონის მერი. ის შემთხვევა, რომელსაც თქვენ ახსენებთ, მაშინ იყო, როცა საგარეო საქმეთა მინისტრი ვიყავი“, - განაცხადა ბორის ჯონსონმა. ბორის ჯონსონი თანამდებობის შესანარჩუნებლად, ვადამდელ არჩევნებს გამორიცხავს შეგახსენებთ, ბორის ჯონსონის მთავრობაში კრიზისია. მას შემდეგ, რაც ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრებმა დატოვეს კაბინეტი, სულ მცირე, 27-მა ადამიანმა გადადგა ანალოგიური ნაბიჯი. უფრო ადრე, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ კრის პინჩერი მთავრობაში მუშაობდა. საუბარია კონსერვატიული პარტიის საპარლამენტო მდივნის მოადგილე კრის პინჩერზე, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში სდებენ ბრალს. პინჩერმა ბოდიში მოიხადა და თანამდებობიდან 30 ივნისს გადადგა.

ანალენა ბერბოკი: რუსეთმა „დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტი საკუთარი მიზნებისთვის ვერ უნდა გამოიყენოს

"წარმოუდგენელია, იმის დაშვება, რომ რუსეთმა „დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტი საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს. ყველას ინტერესშია საერთაშორისო სამართლის პატივისცემისა და დაცვის უზრუნველყოფა", - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკის განაცხადა. „წარმოუდგენელია, იმის დაშვება, რომ რუსეთმა „დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტი საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს.  ჩვენ გვერდით არ დავდგებით და ვერ მივცემთ რუსეთს შესაძლებლობას, გამოიყენოს ეს შეხვედრა, როგორც ტრიბუნა“, – განაცხადა ბერბოკმა. ცნობისთვის, „დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ინდონეზიის კუნძულ ბალიზე 7-8 ივლისს გაიმართება, სადაც როგორც ცნობილია, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც იქნება.  

უკრაინის შეიარაღაბული ძალები: დობრიანკას რაიონში ჩვენმა ჯარისკაცებმა თითქმის მთლიანად გაანადგურეს მტრის სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფი

დობრიანკას რაიონში ჩვენმა ჯარისკაცებმა თითქმის მთლიანად გაანადგურეს მტრის სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფი, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, ხერსონის ოლქის დობრიანკას რაიონში უკრაინელმა სამხედროებმა ოსტატურად გაანადგურეს მტრის DRG და მოიგერიეს ოკუპანტების თავდასხმა. „დობრიანკას რაიონში ჩვენმა ჯარისკაცებმა თითქმის მთლიანად გაანადგურეს მტრის სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფი და წარმატებით მოიგერიეს მტრის თავდასხმა, რომელიც მას მოჰყვა“,- აცხადებენ გენშტაბში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.  

უკრაინა: რუსმა ოკუპანტებმა კუნძულ ზმეინზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

უკრაინული მხარის ცნობით, ორი სარაკეტო იერიშის შედეგად, ზმეინის კუნძულის მისადგომი მნიშვნელოვნად დაზიანდა. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის პრესმდივნის, სერჰი ბრატჩუკის ინფორმაციით, გამთენიისას ორი რაკეტა მოხვდა ოდესის ოლქის ერთ-ერთ რაიონში განთავსებულ ორ საწყობს, შედეგად, განადგურებულია 35 ტონა ხორბალი. კუნძული ზმეინი ოფიციალურად ისევ უკრაინის იურისდიქციის ქვეშაა. ამის შესახებ უკრაინის სამხრეთის სარდლობის სპიკერმა ნატალია ჰუმენიუკმა 4 ივლისს განაცხადა. აღმართეს უკრაინის დროშაც. 30 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში, რუსეთის მხარე ამტკიცებდა, რომ ზმეინი „კეთილი ნების“ ნიშნად დატოვა. ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, მაღალი ალბათობით, რუსეთის გარნიზონმა კუნძული ზმეინი დატოვა უკრაინის შეტევების გამო და არა „კეთილი ნების ნიშნად", როგორც ამას თავად ამტკიცებდა. მანამდე, უკრაინულმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინულმა ძალებმა სამხედრო ოპერაციის კიდევ ერთი ეტაპი წარმატებით დაასრულეს, ოკუპანტებმა კი, კუნძული ევაკუაციის შედეგად დატოვეს. უფრო ადრე, უკრაინამ რუსული გარნიზონის წინააღმდეგ არაერთი შეტევა განახორციელა.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მიღებული რეზოლუციით მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია და კონსტრუქციულად ჩაერთოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში. რეზოლუცია ხაზს უსვამს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის იანვრის გადაწყვეტილების რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელების აუცილებლობას. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ასევე გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალში გაუარესებულ ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების მდგომარეობას, რაც გამოწვეულია იქ მცხოვრები ადამიანების ფუნდამენტური თავისუფლებისა და უფლებების დარღვევით. რეზოლუცაი 2-6 ივლისს, ბირმინგემში, გამართული ყოველწლიური სესიის შემდეგ მიიღეს. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 29-ე სესიას რუსეთის საპარლამენტო დელეგაცია არ ესწრებოდა. მისი წევრები უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის გამო სანქცირებულთა სიაში არიან. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ქვეყანაში მათ შეშვებაზე უარი თქვა.

უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებებს მხოლოდ ჰუმანიტარულ საკითხებზე აწარმოებს - პოდოლიაკი

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რუსეთთან მოლაპარაკებებს მხოლოდ ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფი აწარმოებს.  „არსებობს გარკვეული კონტაქტები, მაგრამ ჰუმანიტარული ჯგუფების დონეზე. იმიტომ, რომ ჩვენ ყოველთვის გვჭირდება პატიმრების და გვამების გაცვლასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. თუ შესაძლებელია, გარკვეული ჰუმანიტარული დერეფნებიც უნდა გაიხსნას. პოლიტიკური და დიპლომატიური თვალსაზრისით, უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები შეჩერებულია“, - განაცხადა პოდოლიაკმა. მისი თქმით, მოლაპარაკებებში პაუზაა, რადგან რუსეთი პოზიციების გასაძლიერებლად არმიის გამოყენებას აგრძელებს. პოდოლიაკმა არარეალური უწოდა რუსეთის პირობებს, რაც მისი შეფასებით, ომს მხოლოდ აჭიანურებს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის დანაკარგები გაიზრდება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის დანაკარგები გაიზრდება, ოკუპანტებმა არ უნდა იფიქრონ, რომ მათი არტილერიის უპირატესობა მარადიულია. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა. „დღეს ხარკოვში რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად განადგურდა პედაგოგიური უნივერსიტეტი - მთავარი შენობა, ლექციების დარბაზები, უნივერსიტეტის მუზეუმი, სამეცნიერო ბიბლიოთეკა. აუცილებლად გავუძლებთ და ჩვენ აღვადგენთ ყველაფერს. იგრძნობა, რომ დასავლურმა არტილერიამ, რომელიც უკრაინამ პარტნიორებისგან მიიღო, მუშაობა ძალიან მძლავრად დაიწყო. შესაბამისად, რუსი ოკუპანტების დანაკარგები მხოლოდ გაიზრდება. უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს უკრაინული ძალები ამ დროისთვის რამდენიმე ტაქტიკური მიმართულებით მიიწევენ წინ, კერძოდ სამხრეთით - ხერსონის რეგიონში, ზაპორიჟიეს რეგიონში. ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს მიწას - უკრაინის მთელი სუვერენული ტერიტორია იქნება უკრაინის. ყველაზე სასტიკი დაპირისპირება ამჟამად არის სლოვიანსკთან და ბახმუტთან. ჩვენ ვიბრძვით ხარკოვის რეგიონისთვის. ოკუპანტებმა არ უნდა იფიქრონ, რომ მათი არტილერიის უპირატესობა მარადიულია“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.

უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს

ომის დაწყებიდან უკრაინელებმა 36 650 რუსი სამხედროს განეიტრალება შეძლეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. „უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს: 1602 ტანკი, 3797 ჯავშანტექნიკა, 815 ერთეული საარტილერიო სისტემა, 247 ერთეული მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 107 ერთეული საჰაერო თავდაცვის სისტემა, 217 საბრძოლო თვითმფრინავი, 187 ვერტმფრენი, 667 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი, 15 გემი/ნავი, 2665 სხვადასხვა ავტომობილი და ტანკერი, 66 ერთეული სპეცტექნიკა და 155 ფრთოსანი რაკეტა", - აცხადებენ უკრაინის გენშტაბში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის შეიარაღაბული ძალები: დობრიანკას რაიონში ჩვენმა ჯარისკაცებმა თითქმის მთლიანად გაანადგურეს მტრის სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფი  

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია რუმინეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას ხელმძღვანელობით შეხვედრა გამართა რუმინეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლაე ჩიუკასთან. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა, რუსული სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, აღნიშნულის გავლენა შავი ზღვის რეგიონის და ევრო-ატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაზე. „რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერას. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა ორ ქყეყანას შორის პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების და გაღრმავების მნიშვნელობა. ქართული მხრიდან, შეხვედრაში მონაწილეობდნენ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით ზილფიმიანი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუმინეთში ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი“,-აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.  

ირლანდიის პრემიერ-მინისტრი რუსეთს მოუწოდებს, უკრაინის წინააღმდეგ აგრესია შეწყვიტოს

ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა, მაიკლ მარტინმა, ომის შედეგად განადგურებულ კიევის რეგიონში ვიზიტის შემდეგ მოუწოდა რუსეთს, უკრაინის წინააღმდეგ აგრესია შეწყვიტოს. ამის შესახებ კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მაიკლ მარტინმი ბოროდიანკაში, ბუჩასა და ირპენში იმყოფებოდა.  ირლანდია უკრაინის სამომავლო აღდგენის პროცესში შეიძლება, ერთ-ერთი ლიდერი გახდეს. კრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა ირლანდიის პრემიერ მინისტრთან მიხეალ მარტინთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ეს საკითხი თავად მაიკლ მარტინთან განიხილა. „მნიშვნელოვანია, ვიპოვოთ სამხედრო რისკის დაზღვევის ერთობლივი მოდელი ბიზნესისთვის, რომელიც გადაწყვეტს ინვესტირებას უკრაინაში და განახორციელებს პროექტებს. ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკის ფუნქციონირებას, სამუშაო ადგილების შექმნას და ხალხის სახლებში დაბრუნებას“, - განაცხადა დენის შმიგალმა.

ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველი იურიდიული ფირმა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველი იურიდიული კომპანიის ინფორმაციით, 5 ივლისს ივანიშვილმა Credit Suisse-სგან წერილი მიიღო, რომელშიც განმარტებულია, რომ ევროპარლამენტის მიერ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების თაობაზე მიღებულმა რეზოლუციამ წარმოშვა ბანკის მხრიდან რეგულატორული ვალდებულებები და ტრასტი თავის მოქმედებებს აღარ განახორციელებს სასამართლოს თანხმობის გარეშე. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველი იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“ განცხადებას ავრცელებს. მათივე ცნობით, ივანიშვილი სულ რომც სანქცირებული იყოს, ეს ტრასტის ვალდებულებას ბენეფიციარის მიმართ არ აქრობს. ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ივანიშვილისთვის აშკარაა, რომ ბანკის მოქმედებები კლიენტზე პოლიტიკური ზეწოლის მოხდენის მიზანს ემსახურება, რომლის დეტალებზეც, საჭიროებისამებრ, თავად ისაუბრებს. ბიძინა ივანიშვილი შვეიცარულ ბანკ Credit Suisse-ს სასამართლოში კვლავ უჩივის „საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“ წარმოადგენს ბ-ნი ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს წამყვან შვეიცარიულ ბანკთან, Credit Suisse-თან გლობალურ დავაში. ამავე დროს, გარდა უშუალოდ სასამართლო დავებისა, რომლებიც მიმდინარეობს ბერმუდის კუნძულებზე, სინგაპურსა და შვეიცარიაში, ბ-ნ ივანიშვილს მინდობილი აქვს მნიშვნელოვანი აქტივები Credit Suisse-ის სატრასტო კომპანიებისთვის. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ხსენებული აქტივები არ არის სადავო და არ წარმოადგენს განხილვის საგანს არცერთ იურისდიქციაში. სწორედ ბანკსა და მის სატრასტო კომპანიებთან ურთიერთობის ფარგლებში, ბანკის მიერ ჩადენილ განმაცვიფრებელ დარღვევებს ეხება წინამდებარე განცხადებაც. 2022 წლის მაისში საერთაშორისო პრესაში გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შვეიცარიული ბანკის მხრიდან ადგილი ჰქონდა კლიენტის უფლებათა უხეშ შელახვასა და პოლიტიკურ ზეწოლას. გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ მოვლენათა ის ქრონოლოგია, რომელიც ზემოაღნიშნულ დასკვნას დაედო საფუძვლად: ბანკის სატრასტო სტრუქტურის მხრიდან ბენეფიციარის ინტერესების უგულებელყოფა ჯერ კიდევ 2022 წლის მარტიდან დაიწყო, როდესაც ბენეფიციარის მხრიდან გადარიცხვის ინსტრუქციის შესრულებას 1 თვე დასჭირდა. სწორედ ამგვარი გაჭიანურების პერიოდში მიუთითა პირველად ბანკმა, რომ მისი უმოქმედობა და კლიენტის დავალების შეუსრულებლობა აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკურ მოვლენებს უკავშირდებოდა. აშკარა იყო, რომ საუბარი იყო უკრაინაში მიმდინარე ომზე, თუმცა სრულიად გაუგებარი იყო ბენეფიციარის რაიმე ფორმით შემხებლობა ხსენებულ ე.წ. „გეოპოლიტიკურ მოვლენებთან“. მიუხედავად იმისა, რომ ბანკს განემარტა, რომ ბენეფიციარი არ წარმოადგენდა რუსეთის მოქალაქეს, არ გააჩნდა რუსეთში ბიზნეს ინტერესები, არ იყო სანქცირებული პირი და არც სხვა რაიმე ნიშნით შეიძლება მის მიერ საკუთარი თანხის განკარგვა შეფერხებულიყო უკრაინაში ომის გამო, დავალების შესრულებას მაინც 1 თვე დასჭირდა. თუმცა, როგორც შემდგომში აღმოჩნდა, ამით პრობლემა კი არ ამოიწურა, არამედ კლიენტზე ზეწოლის ტალღა მხოლოდ ახლა იწყებოდა: უკვე 2022 წლის 11 აპრილის მოთხოვნის საპასუხოდ, რომ ტრასტს მოეხდინა გარკვეული თანხების გადარიცხვა, ტრასტმა ოთხჯერ: 13 აპრილს, 20 აპრილს, 5 მაისსა და 20 მაისს იდენტური კითხვები დაუსვა ბენეფიციარს მიუხედავად იმისა, რომ მან სრული, ამომწურავი ინფორმაცია პირველივე კითხვაზე საპასუხოდ მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ბენეფიციარი მიმართავდა ტრასტს, თუ რა იყო კლიენტისგან დამატებით საჭირო, რა ინფორმაცია, რა დოკუმენტი, რა ტიპის ხელმოწერა აკლდა დავალების მიმღებს და აფიქსირებდა, რომ იგი მზად იყო, მაქსიმალურად შეეწყო ხელი ტრასტისთვის თავისი ვალდებულების შესრულებაში, ტრასტი ჯიუტად სვამდა კითხვებს უკვე პასუხ-გაცემულ საკითხებზე. საბოლოოდ, 5 მაისს ტრასტის წარმომადგენელი დაპირდა კლიენტს, რომ იგი მოამზადებდა საჭირო დოკუმენტების პროექტებს და გადმოუგზავნიდა ბენეფიციარს ხელმოწერისთვის, თუმცა, როგორც ჩანს, თავისივე ნათქვამი თვითონ დაავიწყდათ და 2 კვირის განმავლობაში დოკუმენტების მოუწოდებლობის შემდეგ, 19 მაისს ისევ ძველი კითხვები გაახსენდათ და დოკუმენტების ნაცვლად ისევ კითხვები გამოგზავნეს. ტრასტის მიერ ბენეფიციარის მიმართ არსებული ვალდებულება დღესაც, 3 თვის შემდეგ, კვლავ უგულებელყოფილია, თუმცა კლიენტის უფლებათა დარღვევისთვის ახალი, აშკარა პოლიტიკური შეფერილობის საბაბი მოინახა. სწორედ ამ უცნაური, განმაცვიფრებელი გზავნილის შესახებ სურს კლიენტს ქართული საზოგადოების ინფორმირება, რადგან, რიგი გარემოებები აძლევს ბატონ ივანიშვილს საფუძველს, დაასკვნას, რომ ბანკის მოქმედებები დაკავშირებულია ქართულ შიდა პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენებთან. კერძოდ, 2022 წლის 5 ივლისს კლიენტმა მიიღო წერილი ბანკისგან, სადაც საუბარია ევროპული პარლამენტის იმ რეზოლუციაზე, რომლითაც მან მოუწოდა ევროპულ საბჭოს, განეხილა ბატონი ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება. ბანკი განმარტავს, თითქოსდა, ხსენებულმა რეზოლუციამ წარმოშვა ბანკის მხრიდან რეგულატორული ვალდებულებები და რომ ტრასტი თავის მოქმედებებს აღარ განახორციელებს სასამართლოს თანხმობის გარეშე. საუბარია სასამართლოს იმ თანხმობაზე, რომლის მისაღებად პროცესის ინიცირება უკეთეს შემთხვევაში ამა წლის სექტემბერში თუ მოხდება, ხოლო მისი შედეგის დადგომა, ბანკის მეცადინეობით, ტრადიციულად, უსასრულოდ გაჭიანურდება. ბანკის ეს გზავნილი არის როგორც სამართლებრივ, ასევე, ფინანსური ინსტიტუტების პრაქტიკაში უპრეცედენტო, რომლის მსგავსი მოვლენა არათუ შვეიცარიის დონის, არამედ განვითარებადი სახელმწიფოებისთვისაც კი უცხო და შეუფერებელია. აშკარაა, რომ ბანკის მენეჯმენტი თვითდაზიანების რეჟიმში იმყოფება და არად დაგიდევთ არათუ უშუალოდ ბანკის იმიჯს, არამედ ლახავს შვეიცარიული სახელმწიფოს ავტორიტეტსაც. ბანკი თავის გზავნილში ეყრდნობა მარტოოდენ ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელიც, როგორც საზოგადოებისთვისაც კარგად არის ცნობილი, სარეკომენდაციო ხასიათისაა და არანაირ სამართლებრივ შედეგს არ წარმოშობს. ბანკის მითითება აბსტრაქტულ „რეგულატორულ ვალდებულებებზე“ უადგილოა მითუმეტეს, რომ ბანკმაც და საზოგადოებამაც კარგად უწყის, რომ ევროკავშირის არცერთმა აღმასრულებელმა ორგანომ: არც ევროკომისიამ და არც ევროპულმა საბჭომ არ გაიზიარა სანქცირების შესახებ რეკომენდაცია. ის დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს ევროპარლამენტის რეზოლუციის გაგრძელებას და რომლითაც საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება მოხდა არის სწორედ აღნიშნულის დასტური, რადგან ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოებს პარლამენტის რეზოლუცია რომ გაეზიარებინათ სანქცირების ნაწილში, მაშინ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაში მოხდებოდა მისი ასახვა, რაც, როგორც ცნობილია, არ მომხდარა. ამით, პრაქტიკულად, საკითხი ამოწურულია. მიუხედავად ამისა, ბანკი უბრუნდება ერთი თვის წინანდელ რეზოლუციას და მასზე, როგორც მოქმედ დოკუმენტზე ისე საუბრობს. საინტერესოა, თუ რამდენ ხანს აპირებს ბანკი გააკეთოს მითითება იმ დოკუმენტზე, რომელიც არ იქნა გაზიარებული ევროკავშირის რომელიმე აღმასრულებელი სტრუქტურის მიერა აღსანიშნავია, რომ სულ რომც სანქცირებული იყოს ბატონი ივანიშვილი, ეს ტრასტის ვალდებულებას ბენეფიციარის მიმართ არ აქრობს. პირიქით, ტრასტის მიზანი კლიენტის ინტერესების მომსახურებაა იმ პირობებშიც კი, როდესაც ბენეფიციარი რაიმე სამართლებრივ შეზღუდვას ექვემდებარება. სატრასტო სტრუქტურები ხომ სწორედ კლიენტთა აქტივებისა და ინტერესების დაცვის მიზნებისთვისაა შექმნილი, მათ შორის, ბენეფიციართათვის რთულ დროს. კლიენტისთვის აშკარაა, რომ ბანკის მოქმედებები კლიენტზე პოლიტიკური ზეწოლის მოხდენის მიზანს ემსახურება, რომლის დეტალებზეც, საჭიროებისამებრ, თავად ისაუბრებს ბატონი ივანიშვილი“, - აღნიშნულია განცხადებაში.  

ნონა გაფრინდაშვილმა მსჯავრდებულებისთვის ჭადრაკში მასტერკლასი ჩაატარა

პენიტენციურ დაწესებულებებში სპორტის მართვის სტრატეგიის ფარგლებში, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ჭადრაკში ნონა გაფრინდაშვილი №16 და №12 პენიტენციური დაწესებულებების მსჯავრდებულთა შორის შიდა საჭადრაკო ტურნირის გამარჯვებულებს შეხვდა და მასტერკლასი ჩაატარა, – ამის შესახებ ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მსოფლიო ჩემპიონმა მსჯავრდებულებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და გამარჯვებულებს სიგელები გადასცა. „შეხვედრას ესწრებოდნენ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი, უწყების წარმომადგენლები და საქართველოს შოთა რუსთაველის საზოგადოების წევრები. პენიტენციურ დაწესებულებებში სპორტის მართვის სტრატეგია იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის ინიციატივით დაინერგა. პროექტის ფარგლებში, ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს ჯანმრთელობის მდგომარეობის  გაუმჯობესებისა და რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშეწყობის მიზნით შესაძლებლობა აქვთ, დაეუფლონ სპორტულ განათლებას, მონაწილეობა მიიღონ სპორტულ ტურნირებში და დაკავდნენ სპორტის სხვადასხვა სახეობით“,- აღნიშნულია პენიტენციური სამსახურის ინფორმაციაში.  

ივანე ჩხაიძის თქმით, „ომიკრონი“ ჯანმრთელ ადამიანს შეიძლება, ერთწუთიანი კონტაქტითაც გადაედოს

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის თქმით, „ომიკრონის“ შემთხვევაში კორონავირუსი ავადმყოფიდან ჯანმრთელს შეიძლება ერთი წუთის განმავლობაში გადაედოს. სამი ფაქტორი, რის გამოც კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატა - ინტერვიუ ივანე ჩხაიძესთან „თუ ჩვენ ვამბობდით, რომ 15 წუთიანი კონტაქტია საჭირო რომ ავადმყოფიდან ჯანმრთელს გადაედოს კორონავირუსი, ომიკრონის შემთხვევაში ეს შეიძლება, იყოს ერთი წუთის განმავლობაში. თუ ჩვენ მომდევნო კვირასაც მივიღეთ შემთხვევების გაორმაგება, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ შესაძლოა, ჩვენ ზაფხულის განმავლობაში გვქონდეს მნიშვნელოვანი მატება“, - განაცხადა ჩხაიძემ „იმედთან“.