ძებნის რეზულტატი:

ევროპარლამენტმა ხორვატიის ევროზონაში შესვლას მხარი დაუჭირა

ხორვატია, რიგით მე-20 სახელმწიფოა, რომელიც 2023 წლის 1-ელ იანვარს ევროზონას შეუერთდება და ეროვნულ ვალუტად ევროს გამოიყენებს. ამ გადაწყვეტილებას ევროპარლამენტმა 539 ხმით დაუჭირა მხარი. ხორვატია ევროკავშირში 2013 წელს გაწევრიანდა, თუმცა მას ევროზონაში გაწევრიანებისთვის ფასების სტაბილურობის, საჯარო ფინანსების, გრძელვადიანი საპროცენტო განაკვეთებისა და გაცვლითი კურსის სტაბილურობის კრიტერიუმები უნდა დაეკმაყოფილებინა. ევროპარლამენტმა, ხორვატიის ევროზონასთან მიერთების გადაწყვეტილებას, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებიდან 9 წლის შემდეგ დაუჭირა მხარი. ამასთან, პარლამენტარებმა აღნიშნეს, რომ ხორვატიის მთავრობისგან ფასების კონვერგენციის ზომებს ელიან, რათა ევროს შემოღებამ ფასების ხელოვნური ზრდა არ გამოიწვიოს. შეგახსენებთ, რომ ივნისის შუა რიცხვებში, ევროზონის ფინანსთა მინისტრების ჯგუფმა რეკომენდაცია გაუწია ხორვატიას ევროზონის მე-20 წევრად. ამის შემდეგ, ივნისის სამიტზე, ხორვატიაში ევროს შემოღებას „მწვანე შუქი“ ევროკავშირის ლიდერებმა აუნთეს.  

გერმანიის საელჩო: ღია ბიუჯეტის ინდექსის მიხედვით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა

ღია ბიუჯეტის ინდექსის მიხედვით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. „ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის მიერ გამოქვეყნებული ბიუჯეტის გამჭვირვალობის 2021 წლის კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველომ 100 ქულიდან 87 ქულით მსოფლიოს 120 ქვეყანას შორის პირველი ადგილი დაიკავა. ქვეყნის ეს შთამბეჭდავი მიღწევა საჯარო ფინანსების სფეროში გატარებული მთელი რიგი რეფორმების შედეგია, როგორიცაა, საშუალოვადიანი დაგეგმვის გაუმჯობესება, პროგრამული ბიუჯეტირების დანერგვა, ანგარიშვალდებულების გაზრდა, საჯარო ფინანსების მართვის ელექტრონული სისტემების დანერგვა და გაუმჯობესება, მოქალაქეთა ჩართულობის ხელშემწყობი მექანიზმების დანერგვა, საბიუჯეტო დოკუმენტაციის გამოქვეყნება, მოქალაქეთა გზამკვლევების მომზადება და სხვა დაკავშირებული ღონისძიებები. გერმანიის განვითარების თანამშრომლობის სახელით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) სხვა პარტნიორებთან ერთად, მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას საჯარო ფინანსების მართვის კუთხით რეფორმების გატარებაში, განსაკუთრებით, ადგილობრივ დონეზე“, – აცხადებენ გერმანიის საელჩოში.  

უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს

"ომის დაწყებიდან უკრაინელებმა 36 500 რუსი სამხედროს განეიტრალება შეძლეს", - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. გენერალური პროკურატურა: რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული სრულმასშტაბიანი ომის შედეგად 346 ბავშვია მოკლული „უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს: 1600 ტანკი, 3789 ჯავშანტექნიკა, 812 ერთეული საარტილერიო სისტემა, 247 ერთეული მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 107 ერთეული საჰაერო თავდაცვის სისტემა, 217 საბრძოლო თვითმფრინავი, 187 ვერტმფრენი, 664 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი, 15 გემი/ნავი, 2648 სხვადასხვა ავტომობილი და ტანკერი, 65 ერთეული სპეცტექნიკა და 153 ფრთოსანი რაკეტა", - აცხადებენ უკრაინის გენშტაბში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.  

კახა კალაძე: არა აქვს მნიშვნელობა, ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს, მე გახლავართ ყველას მერი

არა აქვს მნიშვნელობა, ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს, მე გახლავართ ყველას მერი და რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ღირსეულად ვემსახურო ამ ქალაქს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძემ მოსახლეობას გამგეობების საქმიანობის ანგარიში წარუდგინა და აღნიშნა, რომ „გზების ნაწილში არის გარკვეული ჩამორჩენები“. „ჩვენ გვაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა აღებული ჩვენი თბილისელების წინაშე, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ღირსეულად, მაღალი კვალიფიკაციით. ეს ყველაფერი გამგეობების თითოეულ თანამშრომელზეა დამოკიდებული, მაქსიმალური ყურადღება უნდა იყოს ამ მიმართულებით, რომ სადმე რამე გამორჩენა არ იყოს, სადმე რამე არ დავაკლოთ. თუ გამგეობებს აქვთ გარკვეული პრობლემები, არსებობს მუნიციპალური, საქალაქო სამსახურები და მზად ვართ, ყველანაირად გვერდით დაგიდგეთ, დაგეხმაროთ იმისთვის, რომ რამე პრობლემები არ იყოს. ჩვენ ღირსეულად უნდა შევასრულოთ დაპირება და ღირსეულად ვემსახუროთ ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს. არა აქვს მნიშვნელობა, ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს, ჩვენ ვართ ყველას მერია, ყველას მთავრობა, მე გახლავართ ყველას მერი და, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ღირსეულად ვემსახურო ამ ქალაქს “, - განაცხადა კალაძემ.  

OPEC-ის ხელმძღვანელი გარდაიცვალა

ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის (OPEC) გენერალური მდივანი, ნიგერიელი პოლიტიკოსი მოჰამედ ბარკინდო 63 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ ნიგერიის ნაციონალური ნავთობის კორპორაციის (NNPC) ხელმძღვანელი მელე კიარი Twitter-ზე წერს. კიარის ცნობით, ბარკინდო 5 ივლისს გვიან საღამოს გარდაიცვალა. გარდაცვალების დღეს იგი ნიგერიის პრეზიდენტ მუჰამადუ ბუჰარის შეხვდა, იტყობინება OPEC-ის პრესსამსახური. ბარკინდოს კარიერა ნავთობის სფეროში ოთხ ათწლეულზე მეტს ითვლის - OPEC-მდე ის მუშაობდა ნიგერიის ნავთობის ეროვნულ კორპორაციაში, Duke Oil-ში, ასევე - ნიგერიის საგარეო საქმეთა და ენერგეტიკის სამინისტროებში. ბარკინდომ OPEC-ის გენერალური მდივნის თანამდებობა 2016 წელს დაიკავა.  

ივანე ჩხაიძე: შესაძლებელია, ნიღბის ტარების ვალდებულების შემოღება საჭირო გახდეს

რა შეზღუდვების განახლება შეიძლება, დასჭირდეს ქვეყანას, როგორ უნდა მოემზადოს შემდეგი ტალღისთვის და რა რეკომენდაციებია აქტუალური ამ დროისთვის, არსებულ ეპიდვითარებაზე Europetime-ის შეკითხვებს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ უპასუხა. იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძე Europetime-თან ინტერვიუში ასახელებს იმ სამ ფაქტორს, რის გამოც ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ მნიშვნელოვნად მოიმატა. სამი ფაქტორი, რის გამოც კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატა თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, ეს ცუდი იქნება. გამოიწვევს საავადმყოფოებში მიმართვიანობის გაზრდასაც და შესაძლებელია, ქვეყანა ისევ დაუბრუნდეს მინიმუმ ისეთი შემზღუდავი ღონისძიების შემოღებას, როგორიცაა, ნიღბის ტარება. რა თქმა უნდა, საუბარი არ არის იმაზე, რომ იქნება მკაცრი „ლოკდაუნი“; შეიზღუდება ტრანსპორტი და ასე შემდეგ. ქვეყანაში ძალიან ბევრი ადამიანია, რომელსაც კორონავირუსი გადატანილი აქვს. მილიონ 200 000-ია, რომლებსაც ვაქცინის ორი დოზა აქვთ გაკეთებული - მათი იმუნური სისტემა, შეიძლება, არა 100%-იანი ეფექტიანობით, მაგრამ მაინც ხელს უშლის მეორედ ინფიცირებას. ამიტომ, ნაკლებად სავარაუდოა ალბათობა იმისა, რომ გვქონდეს მკვეთრი მატება და მივიღოთ თუნდაც ისეთი ტალღა, როგორიც იყო მეოთხე და მეხუთე ტალღის შემთხვევაში. თუმცა შემთხვევათა მატება პროგნოზირებადია - ერთი, რაც შეიძლება, აქ იყოს მნიშვნელოვანი, ეს არის შემოდგომა - ამ პერიოდში, როცა უკვე უფრო ნაკლები იქნება ბუნებრივი ან ვაქცინაციის შედეგად მიღებული იმუნიტეტი, დახურულ სივრცეებში თავშეყრა სერიოზული რისკია. ამიტომ, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ფიქრობს, რომ შესაძლოა, ოქტომბერი-ნოემბერი იყოს მკვეთრი მატების პერიოდი. ზაფხულის განმავლობაში შეიძლება, არ იყოს ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა, მაგრამ ოქტომბერი-ნოემბერი-დეკემბერი ის პერიოდია, როცა ზოგადად რესპირაციული ვირუსული ინფექციები აქტიურია და შესაძლოა, დაფიქსირდეს გაცილებით დიდი მაჩვენებელი და გარკვეულწილად, ამის რისკი არსებობს“, - ამბობს ივანე ჩხაიძე. 

ივანე ჩხაიძე: აუცილებელია, გააქტიურდეს ვაქცინაციის პროცესი

ვაქცინის მეოთხე დოზა ოფიციალურად დაშვებულია და რეკომენდებულია 50 წელს გადაცილებულებისთვის - 78%-ით ამცირებს ლეტალობას. მოსახლეობის გარკვეული ჯგუფისთვის (60 წელს გადაცილებულები, ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები, აუცრელები)„ომიკრონი“ შესაძლოა, სერიოზული გართულების მიზეზი გახდეს. იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძე Europetime-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ ვაქცინირებიდან 6-8 თვის შემდეგ, ვირუსისგან დაცვა შემცირებულია და იმუნიტეტი ნაკლებია. იმ პირობებში, როცა ორი კვირის წინანდელ მონაცემთან შედარებით, კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა ხუთჯერ არის გაზრდილი, ივანე ჩხაიძე ვაქცინაციის გააქტიურების მნიშვნელობასა და შემოდგომისთვის რიგი რეკომენდაციების გათვალისწინების აუცილებლობაზე საუბრობს. ამასთან, არ გამორიცხავს ნიღბის ტარების ვალდებულების ისევ შემოღებასაც. სამი ფაქტორი, რის გამოც კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატა „აუცილებელია, გააქტიურდეს ვაქცინაციის პროცესი. ვაქცინაციის კამპანიის განახლება ნამდვილად საჭიროა. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, დაავადებათა კონტროლის ცეტრმა დაიწყო ეს კამპანია და გეგმავს მის გაფართოებას.  რაც შეიძლება მეტ ადამიანს უნდა ავუხსნათ, რატომ არის კორონავირუსი საშიში; რომ ვაქცინები ეფექტიანია, უსაფრთხოა და ამის თქმის საფუძველს იძლევა ის გამოცდილება, რომელიც დაგვიგროვდა ორი წლის განმავლობაში და ასევე, ის სტატისტიკა, რომელიც დაავადებათა კონტროლის ცენტრის (NCDC) მიერ არის გამოქვენებული. მასში მკაფიოდ ჩანს, რომ გარდაცვლილთა 99% აუცრელი იყო. მეორე - იგივე პრაქტიკა, რაც ქვეყანას ჰქონდა გამოყენებული პანდემიის პირველი წლის განმავლობაში - ნიღბის ტარება, დისტანციის დაცვა, ხელების ჰიგიენა. ალბათ, ამ რეკომენდაციების შემოღება პრაქტიკაში ასევე იქნება მნიშვნელოვანი“, - აღნიშნავს ივანე ჩხაიძე.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ივნისის თვის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ივნისის თვის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. მიმდინარე წლის ივნისში საქართველოში 445,894 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, ზრდა 2021 წლის ივნისის თვესთან შედარებით + 185.5% -ს შეადგენს, საერთაშორისო მოგზაურების აღდგენის კოეფიციენტი 2019 წლის მონაცემებთან შედარებით 51% პროცენტს შეადგენს. "ივნისში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 302,602 შეადგინა, რაც + 126.7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო 2019 წლის ივნისის თვის მონაცემებთან შედარებით ტურისტული ვიზიტები 64.1 %-ით არის აღდგენილი. 2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში 1,625,928 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, ზრდა 2021 წლის 6 თვის მონაცემებთან შედარებით +234.5% - ია, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აღდგენამ 42.1% შეადგინა.2022 წლის 6 თვეში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1,209,272 შეადგინა, რაც + 186.3%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო 2019 წლის მონაცემებთან შედარებით ტურისტული ვიზიტები 56.8%-ით არის აღდგენილი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

შალვა პაპუაშვილი: არასამთავრობო ორგანიზაციებს პოლიტიკური დღის წესრიგი აქვთ და ხელისუფლებაში მოსვლაზე ფიქრობენ

არასამთავრობო ორგანიზაციებს პოლიტიკური დღის წესრიგი აქვთ და „ფიქრობენ ძალაუფლებაზე, ხელისუფლებაში მოსვლაზე“. ხალხმა ნახა, რომ სინამდვილეში ამ გაპოლიტიკოსებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მთავარი განზრახვა არის არა ევროპა, არამედ ერთადერთი რამ ძალაუფლების ხელში ჩაგდება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. „ხალხმა ნახა, რომ სინამდვილეში ამ გაპოლიტიკოსებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მთავარი განზრახვა არის არა ევროპა, არა რეკომენდაციების შესრულება, არამედ ერთადერთი რამ - ძალაუფლების ხელში ჩაგდება. როდესაც ამას ხედავს ჩვენი საზოგადოება, შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს. ამდენად, ეს მიდგომა ქართველი საზოგადოების მხრიდან არის მოწონებული. ტექნიკურ მთავრობაზე საუბარიც აჩვენებს, რომ მათი ინტერესი არის ძალაუფლება, ხელისუფლებაში მოსვლა. ერთი მხრივ, საუბრობენ ამ 6 თვეზე, რეკომენდაციების შესრულებაზე, მეორე მხრივ, პირველივე აზრი, რაც თავში მოსდით, ეს არის, როგორ ჩაიგდონ ხელში ძალაუფლება. სწორედ ამიტომ საუბრობენ ბარიერზე, რომელიც საერთოდ არ არის რეკომენდაციების თემა. პირველი საკითხი, რაც თავში მოსდით, ეს არის ბარიერი იმისთვის, რომ მანდატები ჰქონდეთ; ასევე კომიტეტის თავმჯდომარეობა იმისთვის, რომ თანამდებობები ჰქონდეთ. ნაცვლად იმისა, რომ იფიქრონ საქართველოზე, მის ევროპულ მომავალზე, ფიქრობენ ძალაუფლებაზე, ხელისუფლებაში მოსვლაზე“, - განაცხადა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, გუშინ საია-ს თავმჯდომარემ ნიკა სიმონიშვილმა განცხადაება გააკეთა, რომლის თანახმადაც, სიმონიშვილი არ გამორიცხავს, სამოქალაქო მოძრაობის ზოგიერთმა წევრმა საბოლოოდ გარკვეული პოლიტიკური გუნდის ფორმირება მოახდინოს.  ასევე წაიკითხეთ: შალვა პაპუაშვილი: არასამთავრობო სექტორი ჩამოიშალა იმის გამო, რომ საკუთარი პოლიტიკური პრეტენზიები ვერ მოთოკეს  

რუსეთში მეორადი ტყვიის წარმოების უდიდესი ქარხანა გაჩერდა

მოსკოვთან მდებარე, მეორადი ტყვიის წარმოება „ფრეგატმა“, მუშაობა შეაჩერა. ამის შესახებ, წარმოების თანამშრომლებზე დაყრდნობით, რუსული მედია წერს. საწარმოს გაჩერების მიზეზი, ტყვიის ექსპორტისთვის საჭირო ლიცენზიის ვადის ამოწურვა გახდა. მაისის შემდეგ, „მინპრომტორგს“ ახალი ლიცენზიები არ გაუცია. ექსპორტის შემცირების გამო რუსეთში ტყვიის ქარხნები დახურვის პირასაა - მედია „ჯერ-ჯერობით საწარმო ერთი თვით გაჩერდა. დაველოდებით, რა პროცესი განვითარდება ლიცენზიებთან დაკავშირებით. ვეძებთ გასაღების ბაზრებს“,- აცხადებენ „ფრეგატში“. რუსეთში ტყვიას, რამდენიმე ათეული ქარხანა აწარმოებს. „კომერსანტის“ წყაროების ცნობით, ახლა ზოგიერთი საწარმო სრული გათიშვის პირასაა, ზოგი კი დაუგეგმავ რემონტზეა გასული. ცნობილია, რომ ნედლი ტყვიის ექსპორტი ევროკავშირში მარტში პრაქტიკულად შეჩერდა. სანქციების ფონზე ლოჯისტიკასთან და ბანკთაშორის ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო რუსეთში წარმოება შემცირდა. 10 ივლისიდან კი ევროკავშირის სანქციების მეხუთე პაკეტით ნედლი ტყვიის ექსპორტი ამ ბაზარზე ოფიციალურად იკრძალება. სხვა ქვეყნებში ტყვიის ექსპორტისთვის, 2022 წლის 16 მაისიდან 15 ნოემბრის ჩათვლით, მწარმოებლებმა უნდა მიიღონ სპეციალური ლიცენზია, მაგრამ რუსეთის ფედერაციის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს შესაბამისი ნებართვები ჯერ არ გაუცია.

ბლინკენს სურს, რომ მარცვლეულის ექსპორტისთვის საზღვაო მარშრუტების გახსნის მიზნით, G20-მა ზეწოლა მოახდინოს რუსეთზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აპირებს, მიმართოს G20-ს, მოახდინოს ზეწოლა რუსეთზე, რათა მისმა მთავრობებმა მხარი დაუჭირონ გაეროს ინიციატივას უკრაინისთვის საზღვაო ზოლების განბლოკვის შესახებ. ამასთან, კიდევ ერთხელ გააფრთხილოს ჩინეთი უკრაინაში რუსეთის სამხედრო კამპანიის მხარდაჭერის საკითხზე. ვოლოდიმირ ზელენსკი: თუ ბლოკადა გაგრძელდა, შემოდგომისთვის უკრაინაში შესაძლოა, 60 მილიონ ტონამდე მარცვლეული დარჩეს „დიდი ოცეულის ქვეყნებმა უნდა დააკისრონ პასუხისმგებლობა რუსეთს. ეს საკითხი განიხილება G20-ის დონეზე, თუ G20-ის ცალკეული ქვეყნების დონეზე, ეს მნიშვნელოვანი საკითხია, რომელზეც მდივანი ბლინკენი ყურადღებას გაამახვილებს“,  - განაცხადა სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, რამინ ტულოიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.

კობა გვენეტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორთან, ჯიჰად აზურთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და რეგიონში არსებული გამოწვევები განიხილეს. ეროვნული ბანკის პრესსამსახურის ცნობით, კობა გვენეტაძემ ჯიჰად აზურს დეტალურად გააცნო სებ-ის მიერ გატარებული რეფორმები და არსებული მაკროეკონომიკური ტენდენციები. მან ასევე ვრცლად ისაუბრა იმ ღონისძიებებზე, რომელიც სებ-მა Covid-19 პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ განახორციელა. ამასთან, საუბარი შეეხო სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ დამტკიცებულ „მხარდამჭერ პროგრამას“ (Stand-By Arrangement) და იმ ეკონომიკურ რეფორმებს, რომელსაც აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სსფ-ს ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორი შეხვედრებს გამართავს საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან. ასევე დაგეგემილია ჯიჰად აზურის და კობა გვენეტაძის შეხვედრა სტუდენტებთან, სადაც საუბარი შეეხება საქართველოსა და რეგიონში არსებულ გამოწვევებს, უკრაინის ომის გავლენებსა და გლობალურ ეკონომიკას.  

აგროქიმიკატებისა და პესტიციდების სარეალიზაციო ობიექტების შემოწმებისას, 40-მდე დარღვევა გამოვლინდა - სეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტების შემოწმებისას დარღვევები გამოავლინეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.  ლაბორატორიული  კვლევის მიზნით, ინსპექტორები იღებენ პრეპარატების  ნიმუშებსაც. მიმდინარე წელს, აღებულია  აგროქიმიკატების და  პესტიციდების 190-მდე ნიმუში.  წლის ბოლომდე, დაგეგმილია 380 ნიმუშის აღება. ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად, გამოვლინდა 40-მდე დარღვევა - ვადაგასული პრეპარატების რეალიზაცია, მარკირების წესისა და რეალიზაციის პირობების დარღვევა და სხვა, რაზეც სააგენტოს მიერ გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.  უხარისხო, ვადაგასული და ფალსიფიცირებული პრეპარატების გამოვლენისა და ბაზრიდან ამოღების მიზნით, ყველა სარეალიზაციო ობიექტის შემოწმებაა დაგეგმილი, - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.   

უკრაინაში ხელისუფლების შეცვლა რუსეთის ამოცანად რჩება - ომის შემსწავლელი ინსტიტუტი

რუსეთის ომის მიზნები კვლავ უკრაინის ხელისუფლების შეცვლას უკავშრდება. ამის შესახებ ნათქვამია ომის შემსწავლელი ინსტიტუტის მოხსენებაშია  ნათქვამი. „რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა კიდევ ერთხელ გაიმეორა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თავდაპირველი მიზნების შესახებ, ის ვარაუდობს, რომ კრემლი ინარჩუნებს მაქსიმალისტურ მიზნებს, მათ შორის რეჟიმის შეცვლას და ტერიტორიულ გაფართოებას დონბასის მიღმა“, - ნათქვამია ანგარიშში. პატრუშევის განცხადებაზე დაყრდნობით, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა დონეცკისა და ლუგანსკის მიღმა წინსვლას განაგრძობს და რომ კრემლი გაჭიანურებული ომისთვის ემზადება, რათა უკრაინის გაცილებით დიდი ნაწილი დაიკავოს. რაც შეეხება სიტუაციას ფრონტზე, ISW ამბობს, რომ რუსული ძალები ლისიჩანსკის ტერიტორიის დასავლეთით, სივერსკისკენ წინსვლას ცდილობენ. ისინი ასევე ცდილობენ ბახმუტის სამხრეთ-აღმოსავლეთით სოფლის გზებზე წვდომას, რათა სამხრეთიდან ქალაქში წაიწიონ წინ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.

გეგეშიძის ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაო იწყება

ბილისის მერია კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სკვერის, ე.წ. გეგეშიძის ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „მინდა, კიდევ ერთი სიახლე მივაწოდო საზოგადოებას - ვიწყებთ კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სკვერის, ე.წ. გეგეშიძის ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. აღნიშნული ბაღი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. განადგურებულია ფილები, არის მწვანე სივრცის ნაკლებობა. თვითონ ბაღი პატარა ტერიტორიას მოიცავს, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მასში, რაც შეიძლება გაიზარდოს მწვანე სივრცეების ფართობი, დაირგოს ხე-მცენარეები, მოწესრიგდეს სარწყავი სისტემა, დამონტაჟდეს განათების სისტემა. გარდა ამისა, ბაღში ამ ეტაპზე, საპარკე ინფრასტრუქტურა განადგურებულია, თუმცა, ყველაფერი იქნება განახლებული და მოწესრიგებული. დარწმუნებული ვარ, სამუშაოს დასრულების შემდეგ, ყველა ადამიანს, რომელიც აღნიშნული სივრცით სარგებლობს, ძალიან მოეწონება. მეც, როგორც ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანს, ძალიან მიხარია, რომ ასეთი პროექტები ხორციელდება და დედაქალაქს ბევრი მწვანე სივრცე ემატება. ბედნიერებაა, რომ ყველა რეაბილიტირებული პარკი თუ სკვერი, საღამოობით სავსეა მოქალაქეებით. ეს მიუთითებს იმაზე, რომ თბილისს მეტი მწვანე სივრცე სჭირდება, რასაც ჩვენ აუცილებლად შევასრულებთ“, - განაცხადა კახ კალაძემ.

ივნისში საქართველოს, 445 894 საერთაშორისო მოგზაური ეწვია

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული ივნისის სტატისტიკურ მონაცემების მიხედვით, მხოლოდ ივნისში ტურისტული ვიზიტების 64,1%-ია აღდგენილი. უწყების ცნობით, მიმდინარე წლის ივნისში საქართველოში 445 894 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, ზრდა 2021 წლის ივნისის თვესთან შედარებით 185.5% -ს შეადგენს, საერთაშორისო მოგზაურების აღდგენის კოეფიციენტი 2019 წლის მონაცემებთან შედარებით 51% პროცენტს შეადგენს. ივნისში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 302 602 შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 126.7%-ით მეტია, ხოლო 2019 წლის ივნისის თვის მონაცემებთან შედარებით ტურისტული ვიზიტები 64.1 %-ით არის აღდგენილი. რაც შეეხება მიმდინარე წლის პირველი ნახევრის ტურისტულ მონაცემებს, 2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში 1 625 928 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, ზრდა 2021 წლის 6 თვის მონაცემებთან შედარებით 234.5%-ია, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აღდგენამ 42.1% შეადგინა. 2022 წლის 6 თვეში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1 209 272 შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 186.3%-ით მეტია, ხოლო 2019 წლის მონაცემებთან შედარებით ტურისტული ვიზიტები 56.8%-ით არის აღდგენილი.  

ნუგზარ წიკლაური: დიალოგისთვის მზად ვართ, არცერთ კონსულტაციას არ გავურბივართ

"დიალოგისთვის მზად ვართ, არცერთ კონსულტაციას არ გავურბივართ. გეგმა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გამოაქვეყნა, შეუსრულებელია, მხოლოდ და მხოლოდ პროცესის გაწელვის მცდელობაა და შედეგი ვერ ექნება", - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნუგზარ წიკლაურმა ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულების საკითხზე ჟურნალისტებს განუცხადა. „ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირის 12 პირობის შესასრულებლად გეგმა წარადგინა „ოპოზიცია წარადგენს კონკრეტულ წინადადებებს ხელისუფლების წინაშე და ეს წინადადებები იქნება მოტივირებული არა დროის გაწელვით, არამედ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმით. ეს უპირველეს ყოვლისა, არის პოლიტიკური დევნის დასრულება, სასამართლო ხელისუფლების გათავისუფლება და ახალი საარჩევნო კანონი. აღნიშნულზე, თუ უარი იქნება, ყველასთვის ნათელი გახდება, რომ რეალურად „ქართული ოცნების“ ამოცანა არის რაღაც რუტინულ პროცესში ოპოზიციური პოლიტიკური ძალების შეთრევა და არა რეალური ნაბიჯების გადადგმა. პოლარიზაცია არის დასასრულებელი და პოლიტიკურ დევნასთან ერთად ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი დეპოლარიზაციის გზაზე. მზად ვართ, დიალოგისთვის. ვაცხადებთ, რომ არცერთ კონსულტაციას არ გავურბივართ, მათ შორის, ისეთ ოდიოზურ პოლიტიკურ ძალასთან, როგორიც არის ხელისუფლებაში მყოფი პარტია. ასევე არავინაა ისეთი მიამიტი, რომ ვერ გრძნობდეს, რა სურს ხელისუფლებას - რეალურად ნაბიჯების გადადგმა სურს, თუ უბრალოდ პროცესების ისე გაწელვა, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა გაბუნდოვანდეს და მიუღწეველი გახდეს“,- განაცხადა წიკლაურმა. ცნობისთვის, 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ამასთან, ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.  

ბლინკენი უკრაინის საკითხს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან განიხილავს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი G20-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს, ინდონეზიაში თავის ჩინელ კოლეგასთან გამართავს მოლაპარაკებებს. პეკინმა NATO-ს ახალ სტრატეგიას უპასუხისმგებლო უწოდა კონტექსტი: ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტია არც გმობს რუსეთის ომს უკრაინაში და არც შეჭრას უწოდებს მას. გასულ კვირას, ჩინეთი პირველად მოხვდა NATO-ს "სტრატეგიულ კონცეფციაში", რომელიც სამიტზე, მადრიდში მიიღეს. დოკუმენტი ასახავს უსაფრთხოების გამოწვევებს, რომლებსაც ჩინეთის ამბიციები წარმოშობს. ჩინეთის წითელი ჯვარი უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს ჩინეთი უარყოფს, რომ რუსეთმა სამხედრო დახმარება სთხოვა ამასთან, დიდი შვიდეულის (G7) უმსხვილესი დემოკრატიული ეკონომიკის ქვეყნები ჩინეთთან მიმართებით მკაცრი რიტორიკით გამოვიდნენ.  

საქართველოს პროკურატურამ პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 26 ივლისს, N17 პენიტენციური დაწესებულების პატიმარმა ი.ჩ-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ამავე დაწესებულების პატიმარ შ.ა.-ზე ფიზიკურად იძალადა. „ძალადობის შედეგად დაზარალებულმა თავის არეში მიიღო სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები და შემთხვევიდან რამდენიმე წუთში, სამედიცინო დახმარების გაწევის მიუხედავად, გარდაიცვალა. პროკურატურამ პატიმარს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდების მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულის მიმართ წინასასამართლო სხდომის განსაზღვრის თაობაზე კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი ბათუმის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფატზე 500 ლარით დააჯარიმა

თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი ბათუმის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე 500 ლარით დააჯარიმა. ბიზნესმენს გამოძიება მარიხუანას შეძენა-შენახვას, გადაზიდვას ან გადაგზავნას ედავებოდა.  თავად ბრალდებული სასამართლოს დისტანციურ რეჟიმში ესწრებოდა, მან სასამართლოს განუცხადა, რომ შანტაჟის მსხვერპლია. გალიფ ოზთურქის ადვოკატმა თენგიზ კახიძემ სასამართლოს ექპერტიზის დასკვნა წარუდგინა, რომლის მიხედვითაც დგინდება - გალიფ ოზთურქის სისხლის ნიმუშში ნარკოტიკული საშუალება არ აღმოაჩნდა. ცნობისთვის, ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გალიფ ოზთურქის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 7,2159 გრ. ნარკოტიკული საშუალება კოკაინი ამოიღეს.