ძებნის რეზულტატი:
NATO-ს მოკავშირეებმა ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების ოქმს ხელი მოაწერეს
NATO-ს ელჩებმა ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების ოქმს NATO-ს შტაბ-ბინაში, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პეკა ჰავისტოსა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ენ ლინდეს თანდასწრებით მოაწერეს ხელი. „ეს ნამდვილად ისტორიული მომენტია. ფინეთისთვის, შვედეთისთვის, NATO-ს სთვის და ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. გასულ კვირას, მადრიდის სამიტზე, მოკავშირეთა ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ფინეთი და შვედეთი ალიანსში გაწევრიანების მიზნით მიიწვიონ. მანამდე, თურქეთს, ფინეთსა და შვედეთს შორის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა. დღევანდელი ხელმოწერა რატიფიკაციის პროცესის დაწყებას ნიშნავს. გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ NATO-ს კარი ღია რჩება ევროპული დემოკრატიებისთვის, რომლებიც მზად არიან და სურთ, წვლილი შეიტანონ საერთო უსაფრთხოებაში. „მაგიდის გარშემო 32 ერი ვიქნებით. ჩვენ კიდევ უფრო გავძლიერდებით, ჩვენი ხალხი კი, კიდევ უფრო უსაფრთხო იქნება“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა. ფინეთმა და შვედეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაასრულეს 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. ამავე თემაზე სტოლტენბერგი: მოხარული ვარ განვაცხადო, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაწევრიანებისკენ უხსნის გზას თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს
იაპონიამ რუსეთიდან ოქროს იმპორტი აკრძალა
უკრაინაში გაჩაღებული სრულმასშტაბიანი ომის გამო, იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დაამტკიცა. რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ოქროს რეზერვების შემცირების შესახებ განაცხადა დასავლეთი რუსეთის „გაყინულ“ ოქროსა და სავალუტო რეზერვებს უკრაინას გადასცემს იაპონიის ხელისუფლებამ, რუსული ოქროს იმპორტზე, ემბარგო დააწესა. გარდა ამისა, იაპონურ კომპანიებს რუსული ბიზნესისთვის აღრიცხვის, აუდიტისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო მომსახურების გაწევა ეკრძალებათ. ახალი შეზღუდვების შესახებ ინფორმაცია იაპონიის ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. Bloomberg: G7-ის ქვეყნები რუსეთიდან ოქროს იმპორტის აკრძალვაზე შეთანხმდნენ რუსულ ოქროზე დასავლეთის ემბარგო კრემლს ყოველწლიურად, $19 მილიარდი დაუჯდება - ბლინკენი იაპონიის ხელისუფლება ბავარიაში გამართულ "დიდი შვიდეულის" ქვეყნების სამიტზე კოლეგებთან ოქროს იმპორტის აკრძალვაზე შეთანხმდა. შეერთებულმა შტატებმა რუსული ოქროს იმპორტზე ემბარგო უკვე ოფიციალურად დააწესა. აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, ოქრო რუსული ექსპორტის მნიშვნელოვანი პროდუქტია, რომელსაც რუსეთისთვის "ათობით მილიარდი დოლარი მოაქვს." აშშ-ის შემდეგ, რუსული ოქროს იმპორტის აკრძალვა ევროკავშირსაც სურს - Bloomberg
სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, 2022 წლის 5 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. „2022 წლის 5 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 215 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 10.070 პროცენტით, მაქსიმალური 10.099 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 10.077 პროცენტით განისაზღვრა. კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.875 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.
მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოების მხრივ საგანგაშო ვითარებაა – ქარტია
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის შეფასებით, საქართველოში მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოების მხრივ საგანგაშო ვითარებაა და მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გადადგას ქმედითი ნაბიჯები მედიაგარემოს გაჯანსაღებისთვის. ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ 2021 წლის 5 ივლისს ხელისუფლებამ არ უზრუნველყო მედიის წარმომადგენლების დაცვა, ამასთან, სათანადოდ არ გამოუძიებია ეს საქმეები და არ მიუცია პასუხისგებაში ღირსების მარშის წინააღმდეგ გამართული აქციის ორგანიზატორები, რომელთა ვინაობაც საზოგადოებისთვის ცნობილია. „აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები აგრძელებენ აგრესიული რიტორიკით საუბარს მედიის წარმომადგენლებთან და კვლავაც გამოუძიებელია მედიაზე თავდასხმის ათობით საქმე. ასეთი მიდგომა კიდევ უფრო მეტად ახალისებს მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას. ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის აუცილებელია მედიის თავისუფლება და უსაფრთხოება". – წერს ქარტია განცხადებაში. 2021 წლის 5 ივლისს, ჰომოფობიურ აქციაზე, დილის 11:00 საათიდან რამდენიმე საათის განმავლობაში ძალადობრივი ჯგუფის წევრები მიზანმიმართულად ესხმოდნენ თავს ჟურნალისტებს, ოპერატორებს, ფოტოგრაფებს - ყველას, ვინც მედიის წარმომადგენლად აღიქმებოდა. ამ დღეს ძალადობრივმა ჯგუფებმა 53 ჟურნალისტზე თბილისის ცენტრალურ უბნებში იძალადეს. მოძალადე ჯგუფები, თავს დაესხნენ „ტვ1“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს ლექსო ლაშქარავას, რომელიც 11 ივლისს გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოთვლით, ამ დროს ქუჩაში 10 ათასამდე მოქალაქე იყო შეკრებული და მუშაობდა 3,4 ათასამდე პოლიციელი. თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ივლისს, აღკვეთის ღონისძიების სახით, 5 000 - 5 000-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა „პრაიდის“ ოფისზე თავდამსხმაში ბრალდებულ სამ ადამიანს. სტრასბურგის სასამართლოს 5 ივლისთან დაკავშირებული კიდევ ერთი საქმე აქვს წარმოებაში მიღებული. ის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ეკუთვნის და მოსარჩელეები „სირცხვილიას" აქტივისტები არიან.
უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს
ომის დაწყებიდან უკრაინელებმა 36 350 რუსი სამხედროს განეიტრალება შეძლეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. „უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს: 1594 ტანკი, 3772 ჯავშანტექნიკა, 806 საარტილერიო სისტემა, 247 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 105 ერთეული საჰაერო თავდაცვის სისტემა, 217 საბრძოლო თვითმფრინავი, 187 ვერტმფრენი, 660 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი, 15 გემი/ნავი, 2634 სხვადასხვა ავტომობილი და ტანკერი, 65 ერთეული სპეცტექნიკა და 144 ფრთოსანი რაკეტა", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.
ევროპაში ელექტროენერგია რეკორდულად გაძვირდა
ევროპაში ელექტროენერგიის ფასები რეკორდულ ნიშნულზეა. Financial Times ცნობით, ამის მიზეზი გაზზე შექმნილი დეფიციტი გახდა. შედეგად გერმანიაში ელექტროენერგია 13%-ით გაძვირდა და საათში/მეგავატზე 325 ევრო შეადგინა. საფრანგეთში ელექტროენერგიის ფასი საათში/მეგავატზე 366 ევროა. ამასთან ევროკავშირის ქვეყნებში გაზის ფასიც რეკორდულ ნიშნულზეა და 1000 კუბურ მეტრზე $1 800 შეადგინა. გასულ წელთან შედარებით, გაზის ტარიფი 4-ჯერაა გაზრდილი, მას შემდეგ რაც „გაზპრომმა“ ამ ბაზარზე მიწოდება შეამცირა. ევროპაში 1000 კუბურ მეტრ გაზზე ფასმა, $1 600-ს გადააჭარბა ევროპაში გაზის ზამთრის მარაგების გამოყენება დაიწყეს ვითარება გამწვავებულია საფრანგეთში დიდი რაოდენობით ატომური ელექტროსადგურების მომსახურეობის პრობლემების გამო. მეზობელი ქვეყნები დამატებით გაზს ხარჯავენ საფრანგეთისთვის ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად, რადგან ევროპა ზამთარში მარაგის შენარჩუნებას ცდილობს. ანალიტიკური ფირმა ICIS-ის ელექტროენერგიის ბაზრის ანალიტიკოსმა უილიამ პეკმა თქვა, რომ ელექტროენერგიის მაღალი ფასები მიუთითებს იმაზე, რომ მოვაჭრეები სულ უფრო და უფრო ხშირად პროგნოზირებენ (მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში) გაზის შეზღუდულ მიწოდებას. „გაზს ჰქონდა არასაკმარისი ინვესტიცია ახალი წარმოების ინფრასტრუქტურაში პანდემიის დროს, მაგრამ მოთხოვნა დაბრუნდა იმაზე სწრაფად, ვიდრე ხალხი მოელოდა. რუსეთ-უკრაინის ომმა ყველაფერი აურია“, - აცხადებს უილიამ პეკი. ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროპაში, სახლში გათბობის ან კონდიციონერის ტემპერატურას თუ 2 გრადუსით შევამცირებთ, „ჩრდილოეთის ნაკადით“ რუსული გაზის მიწოდებას სრულად ჩავანაცვლებთ გერმანიის ვიცე-კანცლერმა მოქალაქეებს გაზის მოხმარების შემცირებისკენ მოუწოდა ამასთან ელექტროენერგიის ბაზრის ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ ელექტროენერგიის მაღალი ფასი უკვე ამცირებს ელექტროენერგიაზე მოთხოვნას. მაგალითად, გერმანიის ელექტროენერგიაზე მოთხოვნა, ბოლო ოთხ თვეში, წინა წელთან შედარებით, ენერგიაზე მაღალი დანახარჯების გამო 5%-ით შემცირდა. რუსული „გაზპრომი“ 11-დან 21 ივლისის ჩათვლით მთლიანად გათიშავს „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენს - გერმანია აღიარებს, რომ ამის შემდეგ გაზის მიწოდება შესაძლოა აღარ განახლდეს. გაზპრომი“ ავსტრიას, გერმანიასა და იტალიას გაზის მიწოდებას უმცირებს. ევროპაში საწვავი ძვირდება რუსული Nord Stream-ით გაზის გატარების მაჩვენებელი 40%-ით შემცირდა
ნინო ლომჯარია: კონსტიტუციური სარჩელი მომზადდა, რომელიც „ალტ-ინფოს“ ბაზაზე დაფუძნებული პარტიის „კონსერვატიული მოძრაობის” აკრძალვას ეხება
სახალხო დამცველის მიერ კონსტიტუციური სარჩელი მომზადდა, რომელიც „ალტ-ინფოს“ ბაზაზე დაფუძნებულიო პარტია „კონსერვატიული მოძრაობის” აკრძალვას ეხება. ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც 2021 წლის 5 ივლისს განვითარებულ მოველენებს უკავშირდება. „2021 წლის 5 ივლისს წინასწარ ორგანიზებულმა ჯგუფებმა თბილისში, სხვადასხვა ადგილზე, უამრავი მშვიდობიანი მოქალაქის მიმართ, ჯგუფურად იძალადეს. ჟურნალისტებმა და მოქალაქეებმა სხვადასხვა ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს, ლგბტქ+ თემის წარმომადგენლებმა და მათმა მხარდამჭერებმა ვერ ისარგებლეს მშვიდობიანი შეკრება-მანიფესტაციის უფლებით, ჟურნალისტებს ხელი შეეშალათ პროფესიულ საქმიანობაში, დაზიანდა და განადგურდა მოქალაქეების ქონებაც. მძიმე დანაშაულის ჩადენიდან ერთი წლის თავზე, დანაშაულის ორგანიზატორები არ დასჯილან და ახალ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში მონაწილეობენ. 2021 წლის 5 ივლისს ძალადობის ფაქტზე, სტრასბურგის სასამართლომ „თბილისი პრაიდის“ სარჩელი განსახილველად მიიღო - GDI სახალხო დამცველის სამართლებრივი შეფასებით, 2021 წლის 5 ივლისის ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ამსახველი, საჯარო ვიდეომასალები თავისუფლად აღწევს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს, რათა თუნდაც ზურაბ მახარაძის მიმართ დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით. თუმცა, 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენებიდან ერთი წლის გასვლის შემდგომაც კი, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა პროკურატურას არც ერთი პირის მიმართ არ დაუწყია. დევნა არ დაიწყო არც სპირიდონ ცქიფურიშვილის მიმართ, რომელიც ასობით ადამიანს ძალადობისკენ საჯაროდ მოუწოდებდა. ამ დროისთვის, 5 ივლისის ჯგუფური ძალადობის ფაქტზე დაზარალებულად ცნობილია 53 პირი, სისხლისსამართლებრივი დევნა კი 27 პირის მიმართ დაიწყო. სახალხო დამცველის აპარატი ამჟამად სწავლობს ძალადობაში მონაწილე პირთა მიმართ გამოტანილ რამდენიმე გამამტყუნებელ განაჩენს. სახალხო დამცველმა არაერთხელ მოითხოვა საჯაროდ აღნიშნულ საქმის მასალებზე სრულად დაშვება და გაცნობა, თუმცა უშედეგოდ. საზოგადოებას გვსურს შევახსენოთ, რომ ევროკომისიის მიერ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის ერთ-ერთ წინაპირობად სწორედ მოწყვლადი ჯგუფების დაცვა და მოძალადეებისა და ძალადობის ორგანიზატორებისადმი უფრო შედეგიანი მართლმსაჯულების განხორციელება არის. 5 ივლისის უკანონო ქმედებების და ფართომასშტაბიანი ძალადობის ორგანიზატორმა ჯგუფმა 2021 წელსვე შექმნა მოქალაქეთა პოლიტიკური პარტია. მათი მრავალი წინარე და შემდგომი განცხადება შეიცავს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ნიშნებს, აღვივებს სხვადასხვა ტიპის შუღლს, ახალისებს ძალადობას ან თავად შეიცავს ძალადობის ნიშნებს და წარმოადგენს ომის პროპაგანდას. სწორედ ამის გამო ჩვენს მიერ მომზადდა კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც შეეხება აღნიშნული პოლიტიკური პარტიის აკრძალვას. სახალხო დამცველის მოადგილე „ალტ-ინფოზე“: კონსტიტუციის მიხედვით, მისი აკრძალვა შესაძლებელია. ამ პარტიის არსებობა ეროვნული სირცხვილია ვინაიდან სახალხო დამცველს არ აქვს ამ საფუძვლით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის უფლებამოსილება, სარჩელის პროექტი წარვუდგინეთ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის რამდენიმე უფლებამოსილ სუბიექტს და იმედს ვიტოვებთ რომ მათ მიერ მოხდება სამართალწარმოების ინიცირება სასამართლოში“, - აღნიშნავს ნინო ლომჯარია. 2021 წლის 5 ივლისს, ჰომოფობიურ აქციაზე, დილის 11:00 საათიდან რამდენიმე საათის განმავლობაში ძალადობრივი ჯგუფის წევრები მიზანმიმართულად ესხმოდნენ თავს ჟურნალისტებს, ოპერატორებს, ფოტოგრაფებს - ყველას, ვინც მედიის წარმომადგენლად აღიქმებოდა. ამ დღეს ძალადობრივმა ჯგუფებმა 53 ჟურნალისტზე თბილისის ცენტრალურ უბნებში იძალადეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოთვლით, ამ დროს ქუჩაში 10 ათასამდე მოქალაქე იყო შეკრებული და მუშაობდა 3,4 ათასამდე პოლიციელი. 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა შეისწავლა მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ვიდეომასალები. საჯაროდ გავრცელებული ვიდეომასალებით დასტურდება, რომ 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებამდე „ალტ-ინფოს“ ეთერით ზურაბ მახარაძე და სხვა პირები განუწყვეტლივ აანონსებდნენ ძალადობას „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილე პირთა მიმართ. ძალადობრივი მოწოდებები ასევე ისმოდა ჟურნალისტთა მიმართ. ამავე პირებმა, სატელევიზიო ეთერით გაავრცელეს ინფორმაცია ჯგუფების შექმნის შესახებ, რომელთა პირდაპირი დანიშნულება 5 ივლისს ძალადობა იქნებოდა. სახალხო დამცველის წინადადებაში დასაბუთებულია, რომ 5 ივლისს ზურაბ მახარაძე უშუალოდ ხელმძღვანელობდა ჯგუფურ ძალადობას, მათ შორის, პარლამენტის წინ დადგმული საპროტესტო კარვების გატანასა და „სირცხვილიასა“ და „თბილისი პრაიდის“ ოფისების დარბევის მიზნით სხვადასხვა ჯგუფის გამოყოფას. თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 ივლისთან დაკავშირებული საქმეების განხილვა დასრულებულია. თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ივლისს, აღკვეთის ღონისძიების სახით, 5 000 - 5 000-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა „პრაიდის“ ოფისზე თავდამსხმაში ბრალდებულ სამ ადამიანს. სტრასბურგის სასამართლოს 5 ივლისთან დაკავშირებული კიდევ ერთი საქმე აქვს წარმოებაში მიღებული. ის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ეკუთვნის და მოსარჩელეები „სირცხვილიას" აქტივისტები არიან. ასევე შეგახსენებთ, რომ „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მას 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის" წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქების დროს, ძალადობრივი ჯგუფები ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ. გამოძიებასთან დაკავშირებით, ბოლო ცნობა, პროკურატურამ თებერვალში გაავრცელა. ასევე წაიკითეთ: პრორუსული და ანტიდასავლური კამპანია „ქართველობის გადარჩენის და რწმენის შენარჩუნების“ სახელით
შვეიცარიაში გამართულ კონფერენციაზე უკრაინის გრძელვადიანი აღდგენის პრინციპებზე შეთანხმდნენ
შვეიცარიაში, ლუგანოში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე უკრაინის აღდგენის პრინციპებზე შეთანხმდნენ. უკრაინის აღდგენისადმი მიძღვნილი ორდღიანი კონფერენცია, რომელსაც 40-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი და საერთაშორისო ორგანიზაცია ესწრებოდა, დასრულდა. ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის აღდგენა დემოკრატიული სამყაროს საერთო ამოცანაა „მიღებული დეკლარაცია ითვალისწინებს გრძელვადიან ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ დახმარებას „რაც მოამზადებს უკრაინას ომის შემდგომი პერიოდისთვის, სანამ ომი ჯერ კიდევ მძვინვარებს. ლუგანოში, ჩვენ დავიწყეთ უკრაინის აღდგენის პროცესი საერთაშორისო დონეზე და ჩამოვაყალიბეთ აღდგენის პრინციპები“, - განაცხადა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტმა და საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, იგნასიო კასისმა. რუსეთის მიერ უკრაინის განადგურებას ვერ დავუშვებთ - ევროკომისიის პრეზიდენტი მისივე თქმით, ეს მისცემს უკრაინელ ხალხს იმედს და რწმენას, რომ ისინი მარტონი არ არიან, რადგან უკრაინის მდგრადი აღდგენა მოითხოვს აღორძინებას, გამძლეობას და განახლებულ ინსტიტუტებს, რომლებიც მომავლისთვის არის შესაფერისი. ორშაბათს, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა კონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინის აღდგენის გეგმა დაახლოებით 750 მილიარდი დოლარი დაჯდება და რომ ჩამორთმეული რუსული აქტივები დაფინანსების ძირითადი წყარო უნდა იყოს. ცნობილია, რომ უკრაინის აღდგენის გეგმაში ევროპელი პარტნიორები აქტიურად ჩაერთვებიან. „ჩვენ ვეყრდნობით რეგიონულ მიდგომას, რომელიც მოიცავს ერთ-ერთი პარტნიორი ქვეყნის მეურვეობას კონკრეტულ რეგიონში, ან ინდუსტრიაში. დანიამ უკვე აიღო მეურვეობა მიკოლაივის რეგიონის აღდგენის შესახებ. ბალტიის სახელმწიფოები ხელს შეუწყობენ ჟიტომირის რეგიონის აღდგენას. პორტუგალია აღადგენს უკრაინულ სკოლებს. დეოკუპაციის შემდეგ, ევროკავშირი უკრაინას მარიუპოლის აღდგენაში დაეხმარება, რეკონსტრუქციის გეგმა შემუშავებულია მსოფლიო ბანკი უკრაინის აღდგენისთვის $4,8 მილიარდს გამოყოფს უკრაინაში ყველამ იცის, რომ დიდი ბრიტანეთი, როგორც პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი დაგვპირდა, მონაწილეობას მიიღებს კიევისა და კიევის რეგიონის აღდგენასა და განვითარებაში“, - განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა ბრიტანულ-უკრაინულ სამიტზე ონლაინ გამოსვლის დროს, 16 ივნისს.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პატიმრებს შორს ჩხუბის დროს მომხდარი მკვლელობა გახსნა
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პენიტენციურ დაწესებულებაში, პატიმრებს შორს ჩხუბის დროს მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა. ამის შესახებ, დღეს გამართულ ბრიფინგზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განსაკუთრებულ მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელმა ქეთევან თეთრაულმა განაცხადა. „გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 26 ივლისს, N17-ე პენიტენციური დაწესებულების პატიმარ ი.ჩ-ს, საკანში, ყოფით ნიადაგზე სიტყვიერი შელაპარაკება მოუხდა ამავე დაწესებულების პატიმარ შ.ა.-თან, რაც მათ შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დანაშაულში მხილებულმა პატიმარმა, ჩხუბის დროს, შურისძიების მოტივით, მასთან დაპირისპირებაში მყოფი პატიმარი შ.ა. შებოჭა და მოკვლის განზრახვით, მეტალის კორპუსის მქონე მაგიდასა და იატაკზე ძლიერად დაახეთქა. განხორციელებული ძალადობის შედეგად, პატიმარმა თავის სხვადასხვა არეში სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო და შემთხვევიდან რამდენიმე წუთში, N17-ე დაწესებულების სამედიცინო პუნქტში, სამედიცინო დახმარების გაწევის მიუხედავად გარდაიცვალა. აღნიშნულ ფაქტზე, გამოძიება 2021 წლის 26 ივლისს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო და ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა, ხოლო 2022 წლის 1 მარტიდან საქმეზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გააგრძელა. გამოძიების პროცესში დათვალიერებული შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იყო ბიოლოგიური მასალის ნიმუშები, ანაწმენდები და სხვა ნივთიერი მტკიცებულებები. გამოიკითხა 100-მდე პირი, მათ შორის - სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები, პატიმრები, სამედიცინო ექსპერტი და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები. ასევე, საგამოძიებო ვერსიის გადამოწმების მიზნით, №17-ე პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი. ამავე დაწესებულებაში განთავსებული სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერები გამოთხოვილი იქნა სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან. ასევე, სასამართლო-სამედიცინო, კომპლექსური გენეტიკურ-ბიოლოგიური, მიკრონაწილაკური, დაქტილოსკოპიური, ტრასოლოგიური და სამედიცინო - კრიმინალისტიკური ექსპერტიზები ჩატარდა „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში“. მკვლელობის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად, მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ, ბრალდებული პატიმრის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, გამოტანილია ბრალდების დადგენილება“, - აცახდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.
ვოლოდიმირ ზელენსკი: თუ ბლოკადა გაგრძელდა, შემოდგომისთვის უკრაინაში შესაძლოა, 60 მილიონ ტონამდე მარცვლეული დარჩეს
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თუ ექსპორტის ბლოკადა გაგრძელდა, შემოდგომისთვის უკრაინაში შესაძლოა, 60 მილიონ ტონამდე მარცვლეული დარჩეს. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მუშაობს გაეროსთან, რათა გაიხსნას უსაფრთხო დერეფანი, რომელიც უკრაინას შავი ზღვის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის საშუალებას მისცემს. „ახლა 22 მილიონი ტონა მარცვლეულია დაბლოკილი. ჩვენ ველოდებით, რომ ეს მაჩვენებელი დაახლოებით 60 მილიონ ტონას მიაღწევს შემოდგომაზე. მაშინ ნამდვილად რთულ, ძალიან რთულ სიტუაციაში ვიქნებით. ჩვენი მხრიდან, უკრაინის სახელმწიფო დროს არ კარგავს და ჩვენ ვმუშაობთ სარკინიგზო და საზღვაო პორტების სხვადასხვა გზაზე ჩვენი მარცვლეულის ექსპორტისთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ პირველ ივლისს მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას და აფრიკის ყველა ქვეყანას, ერთად იმუშაონ და ზეწოლა მოახდინოს რუსეთზე, რათა უკრაინული საკვების ექსპორტისთვის უსაფრთხო საზღვაო გზა დაუშვას. თურქეთი „მარცვლეულის დერეფნის“ ამოქმედებას იმედოვნებს და მზადააა, სტამბოლში მოლაპარაკებებს უმასპინძლოს მისი თქმით, აფრიკის მრავალი ქვეყანა უკვე თანამშრომლობს უკრაინასთან სურსათის ექსპორტის საკითხის გადაწყვეტის მისაღწევად. „უკრაინა აფრიკის ყველა ერთან მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებს, რათა დაძლიოს გლობალური სასურსათო კრიზისი, რომელიც პროვოცირებულია რუსეთის უპასუხისმგებლო ქმედებებით“, - აღნიშნა დმიტრო კულებამ. მარცვლეულთან დაკავშირებული კრიზისი მომდევნო თვეში უნდა მოგვარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მსოფლიო დამანგრეველ შედეგებს დაინახავს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ლიზ ტრასმა 23 ივნისს განაცხადა. NATO: მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკრაინის პორტების ბლოკადა უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ესპანეთის პორტში 13 ივნისს შევიდა. ეს არის ახალი საზღვაო მარშრუტი, რომელიც რუსეთის მიერ შავ ზღვაზე უკრაინის პორტების ბლოკადისთვის თავის არიდებას ისახავს მიზნად. ეს იყო უკრაინული მარცვლეულის პირველი ტვირთი, რომელმაც ბალტიის ზღვაში ახალი საზღვაო მარშრუტის გამოყენებით, ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთამდე, საზღვაო გზით მიაღწია. რუსეთის ომმა უკრაინაში შეიძლება, 49 მილიონამდე ადამიანი შიმშილამდე მიიყვანოს. ქვეყნები ცდილობენ, რუსეთის მიერ უკრაინის ბლოკადის გამო, ალტერნატიული გზები იპოვონ. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.
ავსტრალიამ უკრაინიდან იმპორტზე ტარიფები ერთი წლით გააუქმა
ავსტრალიის მთავრობამ უკრაინიდან ავსტრალიაში იმპორტზე ტარიფების 12 თვის ვადით მოხსნის შესახებ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ავსტრალიის ვაჭრობისა და ტურიზმის მინისტრმა, დონ ფარელმა განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკი ავსტრალიის პრემიერ-მინისტრს კიევში შეხვდა „ავსტრალიის მთავრობამ გამოაცხადა, რომ გააუქმებს ტარიფებს უკრაინიდან ავსტრალიაში იმპორტზე. ღონისძიება, რომელიც პრემიერ-მინისტრის კიევში ვიზიტის შემდეგ გამოცხადებული მხარდაჭერის პაკეტის ნაწილია, 4 ივლისიდან ამოქმედდა“, - აღნიშნა ფარელმა. ავსტრალია უკრაინას დამატებით 100 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო და ტექნიკურ დახმარებას, ასევე, 14 ჯავშანტრანსპორტიორს და 20 Bushmaster-ის ტიპის ჯავშანმანქანას გადასცემს. ამის შესახებ ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანესმა კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, 3 ივლისს განაცხადა. ავსტრალია ასევე აკრძალავს რუსული ოქროს იმპორტს. ავსტრალია კიდევ 16 რუს მინისტრსა და ოლიგარქს დაუწესებს სანქციებს, რაც ავსტრალიის მიერ სანქცირებული რუსი პირების საერთო რაოდენობას 843-მდე გაზრდის.
ქუთაისში ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობა იწყება
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობა იწყება. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ადრონული თერაპიის ცენტრი არის უნიკალური პროექტი, რომელიც კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდების დანერგვის საშუალებას იძლევა. „ეს არის ერთი მლრდ ევროს ღირებულების პროექტი, უნიკალური პროექტი, რომელიც მოიცავს მსოფლიო დონის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უნივერსიტეტის მშენებლობას, რომელიც უკვე სახეზეა და აშენებულია თავისი კამპუსით და ახლა უკვე სახეზეა დღევანდელი პროექტის პრეზენტაციაც. მართლაც შეიძლება, ითქვას ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, რომ საქართველოს ექნება მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო კვლევითი სივრცე. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ამ სივრცეში მოღვაწეობენ ქართველი და უცხოელი აკადემიური პერსონალი, მსოფლიოს წამყვან მეცნიერთა, პროფესორთა საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს მიერ დამტკიცებული პროგრამები. კომფორტული, უსაფრთხო თანამედროვე კამპუსი, სტუდენტური საცხოვრებლები 180 ჰა-ზე განთავსებული ეკოლოგიურად სუფთა, ტყით გარშემორტყმული ეს კომპლექსი, რომელიც თანმიმდევრულად ყალიბება რეგიონში მეცნიერების, განათლების და ტექნოლოგიების წამყვან ცენტრად“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2020 წელს გაიხსნა. უნივერსიტეტის მიზანია, ეტაპობრივად გახდეს საერთაშორისო კვლევისა და განათლების ერთ-ერთი წამყვანი ცენტრი რეგიონში.
ლუკაშენკო: ბელორუსი მარცვლეულის ექსპორტზე გატანას არ გეგმავს
ბელორუსი არ გეგმავს მარცვლეულის ექსპორტზე გატანას. - ამის შესახებ დღეს, ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ სამინისტროებთან და მხარის გუბერნატორებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკი: თუ ბლოკადა გაგრძელდა, შემოდგომისთვის უკრაინაში შესაძლოა, 60 მილიონ ტონამდე მარცვლეული დარჩეს ლუკაშენკოს განცხადებით, 2022 წელს სოფლის მეურნეობის სექტორში კარგ მოსავალს ელიან. „წელიწადი არაა ცუდი. რუსეთში კარგ მოსავალს ელიან. უკრაინაც ალბათ მოახერხებს რამის მიღებას. ჩვენთან კი, თუ უხამსად არ მოვიქცევით, იმდენ პურს მივიღებთ, რამდენიც გვჭირდება ადამიანებისა და ცხოველებისთვის. რა თქმა უნდა, ხორბალს და სხვა კულტურებს ექსპორტზე არ გავატანთ, თუმცა შეგვიძლია. რაფსის გარდა, ექსპორტზე შეგვიძლია გავიტანოთ სელის სამრეწველო კულტურები. საკმარისი კარტოფილი გვაქვს“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.
საგამოძიებო სამსახური: დაკავებულია მედდა, რომელიც გარკვეული თანხის სანაცვლოდ, მოქალაქეებს ვაქცინირებულად აფიქსირებდა
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სამეგრელოს რეგიონში დაკავებული სამედიცინო დაწესებულების მედდა, სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, დაინტერესებულ მოქალაქეებს, კლინიკაში მიუსვლელად აფიქსირებდა იმუნიზაციის მართვის ელექტრონულ მოდულში როგორც ვაქცინირებულ პირს, რის სანაცვლოდაც, პირადი სარგებლის სახით, იღებდა მათგან გარკვეულ თანხას. უწყების ცნობით, დანაშაულში უკვე მხილებულია თხუთმეტი მოქალაქე, რომლებიც თავის მხრივ, ხსენებული ბრალდებულისათვის თანხის - 300 ლარამდე გადახდის სანაცვლოდ, დარღვევით დარეგისტრირდნენ როგორც ვაქცინირებული პირები. „წინასწარი მონაცემებით, აღნიშნული დანაშაულებრივი გზით, იმუნიზაციის მართვის ელექტრონულ მოდულში დარეგისტრირებულია დამატებით ათეულობით პირი, რომელთა დადგენა-მხილების მიზნითაც ტარდება შესაბამისი ღონისძიებები. საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ 220-ე და 221-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
დენის შმიგალმა ის სახელმწიფოები დაასახელა, რომლებიც უკრაინის ქალაქებს აღადგენენ
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა ის სახელმწიფოები დაასახელა, რომლებიც ომის დასრულების შემდეგ უკრაინის ქალაქებს აღადგენენ. მან პრეზენტაცია, შვეიცარიაში, ქალაქ ლუგანოში 4-5 ივლისს მიმდინარე კონფერენციაზე წარმოადგინა. შმიგალის მიერ წარმოდგენილი ქალაქების და ქვეყნების სია: ირლანდია-როვნო; გერმანია-ჩერნიგოვი; კანადა-სუმი; აშშ და თურქეთი-ხარკოვი; ჩეხეთი, ფინეთი; შვედეთი-ლუგანსკი; ბელგია-ნიკოლაევი; შვედეთი და ნიდერლანდები-ხერსონი; შვეიცარია-ოდესა; ნორვეგია-კიროვოგოროდი; ავსტრია-ზაპოროჟიე; პოლონეთი და იტალია-დონეცკი. პრემიერმა ასევე დასძინა, რომ გეგმის განსახორციელებლად შემოთავაზებულია შესაბამისი სტრუქტურის - აღდგენის პლატფორმის შექმნა. კიდევ ერთი წინადადებაა უკრაინის აღდგენისთვის რამდენიმე ოფისის შექმნა: მთავარი ოფისი განთავსდება კიევში, სხვები კი ბრიუსელში, ვაშინგტონში, ლონდონსა და სხვა ქალაქებში. შმიგალმა განაცხადა, რომ გეგმის აქტივობების დაფინანსებას აპირებენ ჩამორთმეული რუსული აქტივების, გრანტებისა და შეღავათიანი სესხების, კერძო სექტორის ინვესტიციების და საბიუჯეტო გარე შენატანების, ასევე, უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების გადარიცხვის ხარჯზე. შვეიცარიაში, ლუგანოში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე უკრაინის აღდგენის პრინციპებზე შეთანხმდნენ. უკრაინის აღდგენისადმი მიძღვნილი ორდღიანი კონფერენცია, რომელსაც 40-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი და საერთაშორისო ორგანიზაცია ესწრებოდა, დასრულდა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრა იმაზე, თუ რა შემთხვევაში დაასრულებს რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თვლის, რომ რუსეთი ვერ გააგრძელებს უკრაინის წინააღმდეგ ომს, თუ მსოფლიოს მიერ დაწესებული ყველა სანქციები სრულად განხორციელდება. უკრიანის პრეზიდენტის განცხადებით, სანქციები შემოღებულია არამხოლოდ უკრაინის, არამედ, საერთაშორისო სამართლისა და სიტყვის თავისუფლების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის პრინციპების დარღვევის გამო. „ყველაფერს აქვს ძლიერი ეფექტი, როდესაც 100%-ით სრულდება. ამრიგად, ყველა სანქცია, რომელიც შემოღებულია, აძლიერებს მსოფლიოს პოზიციას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. მაგრამ, ეს საკმარისი არ არის, რადგან ზოგიერთი ადამიანი ეძებს ბიზნეს გადაწყვეტილებებს და ა.შ. [...] თუ ყველა სანქცია 100%-ით განხორციელდება, გამონაკლისის გარეშე, დარწმუნებული ვარ, მსოფლიოსთვის ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ რუსეთს ძალიან გაუჭირდება და ომს დაასრულებს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. „სანქციები უნდა გამკაცრდეს, რადგან რუსეთი უკრაინაზე არ გაჩერდება. თუ ჩვენ არ შევაჩერებთ მათ [რუსებს - რედ.] უკრაინაში, არ გაჩერდებიან და გააგრძელებენ თავიანთ პოლიტიკას“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.
სლავიანსკის მერი: რუსული ძალები ქალაქს მასშტაბურად ბომბავენ
სლავიანსკი მასშტაბურად იბომბება, - ამის შესახებ სლავიანსკის მერმა, ვადიმ ლიახი სოციალურ ქსელში წერს. ლუგანსკის ოლქის გუბერნატორი: ახლა რუსული ძალებისთვის ნომერ პირველი სამიზნე დონეცკის რეგიონია - სლავიანსკი და ბახმუტი თავდასხმის ქვეშ მოექცევიან „სლავიანსკი! ქალაქი მასშტაბურად იბომბება! ცენტრი, ჩრდილოეთი. ყველა დარჩით თავშესაფრებში“, – წერს ლიახი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.
წყალტუბოში ვყიდით 50 მლნ-ის ღირებულების 14 სანატორიუმს - ირაკლი ღარიბაშვილი
ჩვენ უკვე გამოგვაქვს გასაყიდად 14 სანატორიუმი, რომელთა ღირებულება დღევანდელი შეფასებით, დაახლოებით, 50 მლნ ლარს შეადგენს და ჩვენი მოლოდინია, რომ დაახლოებით 500 მლნ ლარის ინვესტირება განხორციელდება, - ამის შესახებ 5 ივლისს, წყალტუბოში ვიზიტისას, „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ პროექტის პრეზენტაციაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. „500 მილიონი ლარი, რა თქმა უნდა, ეს იქნება კერძო ინვესტიცია. ამას გარდა, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ დამატებით ათეულობით მლნ ლარის ინვესტირება მოახდინოს, იმისთვის, რომ წყალტუბო გახდეს თანამედროვე, მსოფლიო დონის სპა-კურორტი, ისეთი, როგორიც ჩვენ გვინახავს ევროპაში, იქნება ეს ბადენ-ბადენი, კარლოვი ვარი, თუ სხვა. წყალტუბოს აქვს პოტენციალი, რომ გახდეს მართლაც ევროპული დონის, მსოფლიო დონის სპა-კურორტი“, - აღნიშნა პრემიერმა. ირაკლი ღარიბაშვილის განცახდებით, მანამდე რამდენიმე საკითხი იყო მოუგვარებელი, როს გამოც სახელმწიფო წყალტუბოში მასშტაბურ პროექტებს ვერ იწყებდა. „მანამდე, იყო მთავარი პრობლემა, უნიკალური წყლის რესურსების ფლობის საკითხი იყო მოუგვარებელი. კერძოდ, ინვესტორი და მფლობელი ამ წყლის რესურსების იყო კერძო პირი. ჩვენი გადაწყვეტილებით, რამდენიმე თვის წინ გამოვისყიდეთ, მთავრობა, სახელმწიფო გახდა ოფიციალურად ამ წყლის მფლობელი და სწორედ ამას ელოდებოდა ჩვენი ძალიან ბევრი ინვესტორი და კერძო პირი, ვინც დაინტერესებულია წყალტუბოს განვითარებით. მეორე, მთავარი საკითხი მინდა გამოვყო, ეს არის გენერალური გეგმის დამტკიცება. გეგმა არის დასრულებული. ჩვენ, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად გავითვალისწინეთ წყალტუბოს უნიკალურობა. მინდა ყველას შევახსენო, რომ სწორედ 1930 წლებიდან წყალტუბოს განაშენიანება მეცნიერულად დასაბუთებული, ორიგინალური გენერალური გეგმის მიხედვით განხორციელდა, აშენდა 22 სანატორიუმი, რომელთაგან არა ერთი არქიტექტურული ხელოვნების ნიმუშია, გაშენდა 150-ზე მეტი ფოთლოვანი და წიწვოვანი მცენარეული სახეობის საფარი და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, იცით, რომ ამფითეატრის ფორმით განლაგდა. ამიტომ, ახლა ჩვენი გეგმა, ხედვა არის, რომ დავიწყოთ წყალტუბოს აღდგენის პროცესი. მანამდე, რაც მე გითხარით, ყველა ეს საკითხი არის მოგვარებული, წყლის პრობლემაც, გენერალური გეგმის პრობლემაც, ყველაფერი არის დასრულებული“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: სახელმწიფო წყალტუბოში, ათეულობით მლნ ლარის ინვეტიციას ჩადებს
"სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ დამატებით ათეულობით მლნ ლარის ინვესტირება მოახდინოს, იმისთვის, რომ წყალტუბო გახდეს თანამედროვე, მსოფლიო დონის სპა-კურორტი", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წყალტუბოში, საინვესტიციო პროექტის - „წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“ - პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, გეგმა არის დასრულებული და მაქსიმალურად გათვალისწინებულია წყალტუბოს უნიკალურობა. „ჩვენი გადაწყვეტილებით, რამდენიმე თვის წინ გამოვისყიდეთ, მთავრობა, სახელმწიფო გახდა ოფიციალურად ამ წყლის მფლობელი და სწორედ ამას ელოდებოდა ჩვენი ძალიან ბევრი ინვესტორი და კერძო პირი, ვინც დაინტერესებულია წყალტუბოს განვითარებით. მეორე, მთავარი საკითხი მინდა გამოვყო, ეს არის გენერალური გეგმის დამტკიცება. გეგმა არის დასრულებული. ჩვენ, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად გავითვალისწინეთ წყალტუბოს უნიკალურობა. მინდა ყველას შევახსენო, რომ სწორედ 1930 წლებიდან წყალტუბოს განაშენიანება მეცნიერულად დასაბუთებული, ორიგინალური გენერალური გეგმის მიხედვით განხორციელდა, აშენდა 22 სანატორიუმი, რომელთაგან არა ერთი არქიტექტურული ხელოვნების ნიმუშია, გაშენდა 150-ზე მეტი ფოთლოვანი და წიწვოვანი მცენარეული სახეობის საფარი და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, იცით, რომ ამფითეატრის ფორმით განლაგდა. ამიტომ, ახლა ჩვენი გეგმა, ხედვა არის, რომ დავიწყოთ წყალტუბოს აღდგენის პროცესი. მოგეხსენებათ, რომ ეს იყო ჩვენი, მმართველი პარტიის, ჩვენი გუნდის დაპირებაც. რა თქმა უნდა, ეს იქნება კერძო ინვესტიცია. ამას გარდა, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ დამატებით ათეულობით მლნ ლარის ინვესტირება მოახდინოს, იმისთვის, რომ წყალტუბო გახდეს თანამედროვე, მსოფლიო დონის სპა-კურორტი, ისეთი, როგორიც ჩვენ გვინახავს ევროპაში, იქნება ეს ბადენ-ბადენი, კარლოვი ვარი, თუ სხვა. წყალტუბოს აქვს პოტენციალი, რომ გახდეს მართლაც ევროპული დონის, მსოფლიო დონის სპა-კურორტი“, - განაცხადა პრემიერმა. ასევე წაიკითხეთ: წყალტუბოში ვყიდით 50 მლნ-ის ღირებულების 14 სანატორიუმს - ირაკლი ღარიბაშვილი
შემოსავლების სამსახური: 4 ივლისს ბათუმის საზღვაო ნავსადგურში შემოსულ რუსული დროშის ქვეშ მცურავ გემსა და მის მფლობელ კომპანიაზე საერთაშორისო სანქციები არ ვრცელდება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 4 ივლისს, 22:05 საათზე, ბათუმის საზღვაო ნავსადგურში შემოვიდა რუსული დროშის ქვეშ მცურავი გემი (რეგისტრაციის ნომრით- m/v “VF Tanker-15” IMO # 9645047), რომელიც დატვირთულია სომხეთის რესპუბლიკაში მიმავალი ტრანზიტული ტვირთით. მათივე ცნობით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ, განხორციელებული სკრინინგის შედეგად, დადასტურებულია, რომ გემსა და გემის მფლობელ კომპანიაზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები. „ამასთან, განვმარტავთ, რომ ბათუმის საზღვაო ნავსადგურის საღუზე რაიონში მყოფი რუსული დროშის ქვეშ მცურავი მეორე გემი (რეგისტრაციის ნომრით - NEFTERUDOVOZ-47M) არის ბალასტით, ანუ ტვირთის გარეშე. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, გემი შემოსულია ეგვიპტიდან, „დამიეტტას“ ნავსადგურიდან, ხოლო ბათუმის ნავსადგურიდან გეგმავს ტვირთის გატანას ექსპორტზე. აღნიშნულ გემზე, ისევე როგორც ტვირთზე არ ვრცელდება რაიმე სახის შეზღუდვა (აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ, ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით 30 ივნისს გაავრცელა).ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კოორდინირებულად, მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით და თუ გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში - მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და საბაჟო პროცედურების განხორციელების უფლება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.