ძებნის რეზულტატი:
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, ივნისის თვეში, ტყითსარგებლობის წესის დარღვევის 42 ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ივნისის თვეში, ტყითსარგებლობის წესის დარღვევის 42 ფაქტი გამოავლინეს. მათივე ცნობით, ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვადასხვა სახეობის 375 289 კუბური მეტრი მერქანი, მათ შორის, 67 871 კუბური მეტრი მოცულობის საშეშე მერქანი, ხოლო 307 418 კუბური მეტრი მოცულობის სამასალე მერქანი ამოიღეს, რომლებიც სააგენტოს საქმიან ეზოებში დასაწყობდა. „ტყითსარგებლობის წესის დარღვევის 15 ფაქტი გამოვლენილია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 8 გამოვლენილია შიდა ქართლის, 3 - სამცხე-ჯავახეთის, 9 - იმერეთის, 1 - გურიის, ხოლო 6 სამართალდარღვევა გამოვლენილია სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ. სამართალდარღვევის მიმართ შესაბამისი დოკუმენტაცია შედგა. ავტოსატრანსპორტო საშუალებები დაილუქა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ოლექსი დანილოვი: რუსეთს რამდენიმე ფრონტის ხაზზე ერთდროულად შეტევა აღარ შეუძლია
უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ რუსეთს რამდენიმე ფრონტის ხაზზე ერთდროულად შეტევა აღარ შეუძლია. მისი თქმით, უკრაინაში შეჭრიდან ოთხი თვის შემდეგ გამოიკვეთა ნიშნები, რომ რუსეთის არსენალი ამოიწურა. თუმცა WSJ წერს, რომ პირველი შეცდომების შემდეგ რუსეთმა იპოვა ტაქტიკა, რომელიც მუშაობს. შეჭრის საწყის ეტაპზე რუსები უკრაინის ტერიტორიაზე გარღვევის მიღწევას ცდილობდნენ. ახლა რუსული ჯარები ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევენ არტილერიის საფარქვეშ. დანილოვმა აღნიშნა, რომ რუსეთი არტილერიისა და ჯავშანტექნიკას თითოეულ კვადრატულ კილომეტრზე ძალიან დიდ რაოდენობით აგროვებს, რომელსაც უკრაინა ვერ უმკლავდება და ეს რუსებს უპირატესობას აძლევს. „ამ დროისთვის უკრაინამ თავდაცვითი ომი უნდა აწარმოოს. გასულ თვეს, აშშ-ის საარტილერიო სარაკეტო სისტემების HIMARS-ის ჩამოსვლამ საშუალება მისცა უკრაინას, დარტყმები განეხორციელებინა ზუსტად იმ რუსულ სამიზნეებზე, რომლებიც ადრე უკრაინული აღჭურვილობისთვის მიუწვდომელი იყო“, - აღნიშნა დანილოვმა. მისივე თქმით, უკრაინას კიდევ ათეულობით HIMARS-ი სჭირდებოდა. „უკრაინის არმიამ საბჭოთა პერიოდის იარაღი და საბრძოლო მასალა გამოიყენა, და თანდათან NATO-ს შეიარაღებაზე დაყრდნობა დასჭირდება“, - აღნიშნა დანილოვმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.
უკრაინის ძალები ხერსონში რუსული გარნიზონის წინააღმდეგ კონტრშეტევისთვის ემზადებიან - ISW
უკრაინის ჯარები სამხრეთ უკრაინის ქალაქ ხერსონში, რუსული გარნიზონის წინააღმდეგ კონტრშეტევის პირობების შექმნას აგრძელებენ. ამის შესახებ ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა (ISW) განაცხადა. ამის შესახებ ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა (ISW) განაცხადა. გეოლოკაციურმა სატელიტურმა სურათებმა აჩვენა, რომ ხერსონის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ, ჩორნობაივკას რაიონში უკრაინულმა ძალებმა რუსეთის პოზიციებს დაარტყეს. როგორ ცდილობენ ხერსონის მცხოვრებლები, ქალაქში რუსული რუბლის გამოყენებას წინააღმდეგობა გაუწიონ ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, კადრებში ნაჩვენები არიან უკრაინისა და რუსეთის ძალები, რომლებიც ხერსონ-მიკოლაივის რეგიონის საზღვარზე, სნიჰურივკასა და ანდრიივკას მახლობლად ისვრიან. ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთი ხერსონის რეგიონის ანექსიას შემოდგომისთვის გეგმავს ISW-ს ცნობით, 5 ივლისს, ხერსონის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ უკრაინის ძალებმა ხერსონის რკინიგზის სადგურზე, რუსული საბრძოლო მასალის საცავს დაარტყეს. იმავდროულად, რუსულ ძალებს ხერსონის რეგიონის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები ჩაატარეს და აგრძელებენ უკრაინის კონტრშეტევის მოგერიებას. უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონისთვის ბრძოლაში კონტრშეტევაზე გადავიდნენ - გენშტაბი ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.
ფაშინიანი: სახმელეთო საზღვრების გახსნაზე შეთანხმებების შესრულება, სომხეთისა და თურქეთის უწყებების მუშაობაზეა დამოკიდებული
„ჩემი მიზანია, კოორდინირებულად ვიმუშაო იმისთვის, რომ თურქეთთან მიღწეული პოლიტიკური შეთანხმება, რეალურად სწრაფად შესრულდეს“, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. თურქეთი და სომხეთი მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის, სახმელეთო საზღვრების გახსნაზე შეთანხმდნენ გასულ კვირას, თურქეთისა და სომხეთის სპეციალური წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ ორ ქვეყანას შორის, მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის საზღვრებს გახსნიან. ამასთან, განხორციელდება ავიაგადაზიდვები თურქეთი-სომხეთისა და საპირისპირო მიმართულებით. ორ ქვეყანას შორის საზღვარი 1993 წელს ანკარის ინიციატივით დაიხურა. ქვეყნების უთანხმოება, სხვა საკითხებთან ერთად, ოსმალეთის იმპერიაში 1915 წლის სომეხთა გენოციდის საერთაშორისო აღიარების პროცესსა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს უკავშირდებოდა, რომელშიც თურქეთი აზერბაიჯანს უჭერდა მხარს. 2018 წელს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანმა გამოთქვა მზადყოფნა, თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობები წინაპირობების გარეშე აღედგინა. თუმცა მან ხაზი გაუსვა, რომ ერევანი სომეხთა გენოციდის საერთაშორისო აღიარებისთვის ბრძოლას განაგრძობს.
ბრიტანეთის დაზვერვა: დონეცკის ოლქში ოკუპანტებმა მნიშვნელოვან წარმატებას ვერ მიაღწიეს
"მიუხედავად იმისა, რომ რუსული ჯარები აგრძელებენ დონეცკის ოლქში ფრონტის ხაზის დაბომბვას, ოკუპანტებმა ვერ მიაღწიეს მნიშვნელოვან წარმატებას", - ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული დაზვერვა ავრცელებს. უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს „მიუხედავად იმისა, რომ რუსული ჯარები აგრძელებენ დონეცკის ოლქში ფრონტის ხაზის დაბომბვას, ოკუპანტებმა ვერ მიაღწიეს მნიშვნელოვან წარმატებას ამ მიმართულებაზე და ახლა დიდი ალბათობით გადაჯგუფებას ცდილობენ. ეს ასევე საშუალებას აძლევს რუსეთს თავი აარიდოს იმის აღიარებას, რომ იგი ჩართულია ომში ან მისი უუნარობა დაამარცხოს უკრაინის შეიარაღებული ძალები, რომლებიც უმცირესობაში იყვნენ“,- აღნიშნეს დაზვერვაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.
მედია: ჯონსონმა შესაძლოა, უახლოეს საათებში გადადგომაზე განცხადება გააკეთოს
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა შესაძლოა, უახლოეს საათებში გადადგომის შესახებ განაცხადოს. ბორის ჯონსონი თანამდებობის შესანარჩუნებლად, ვადამდელ არჩევნებს გამორიცხავს 24 საათზე ნაკლები დროის განმავლობაში, დიდი ბრიტანეთის მთავრობის დატოვების შესახებ 21-მა ადამიანმა განაცხადა ბორის ჯონსონმა პარლამენტის წევრებს დაუდასტურა, რომ რუს ოლიგარქ, ალექსანდრე ლებედევთან შეხვედრა გამართა ჯონსონის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ იტყობინებოდნენ ბრიტანეთის მედიასაშუალებები: ITV და Sky News, ასევე გაზეთები, The Mirror და The Sun. PA Media და dpa „დაუნინგ სტრიტის“ წყაროზე დაყრდნობით ლონდონიდან იუწყებიან, რომ ბორის ჯონსონმა კონსერვატორული პარტიის წევრს, თემთა პალატის დეპუტატს, გრემ ბრედის უთხრა, რომ ის თანამდებობიდან გადადგება მზარდი ბრაზის ფონზე, რომელიც პარტიის წევრების მიმართ არასწორი მოქცევის გამო მისმა დამოკიდებულებამ გამოიწვია. უფრო ადრე ჯონსონთან თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა ფაქტობრივად მთელმა კაბინეტმა: თანამდებობიდან გადადგა კაბინეტის 120 -დან 50-ზე მეტი წევრი. 7 ივლისს თანამდებობა დატოვა განათლების მინისტრმა, მიშელ დოულანმა, რომელიც ამ პოსტზე ორი დღის წინ დაინიშნა. 5 ივლისს ჯონსონის მიერ ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშნულმა ნადიმ ზაჰავიმ კი, პრემიერს 7 ივლისს მოუწოდა, გადადგეს. ჯონსონი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი სამი წლის წინ გახდა. შეგახსენებთ, ბორის ჯონსონის მთავრობაში კრიზისია. მას შემდეგ, რაც ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრებმა დატოვეს კაბინეტი, სულ მცირე, 27-მა ადამიანმა გადადგა ანალოგიური ნაბიჯი. უფრო ადრე, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ კრის პინჩერი მთავრობაში მუშაობდა. საუბარია კონსერვატიული პარტიის საპარლამენტო მდივნის მოადგილე კრის პინჩერზე, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში სდებენ ბრალს. პინჩერმა ბოდიში მოიხადა და თანამდებობიდან 30 ივნისს გადადგა.
თოყაევი, ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაციისთვის ტრანსკასპიურ მარშრუტს განიხილავს
რუსეთის სასამართლოს მიერ, კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) საზღვაო ტერმინალის ფუნქციონირების შეჩერების შემდეგ, რომლის მეშვეობითაც ყოველწლიურად, ყაზახეთიდან 60 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობის ექსპორტი ხორციელდებოდა, ყაზახეთის პრეზიდენტი, ყასიმ-ჟომართ თოყაევი, ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაციისთვის ტრანსკასპიურ მარშრუტს განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას, თოყაევის პრეს-სამსახური ავრცელებს. რუსეთი ყაზახეთის ნავთობის ექსპორტს კრძალავს მას შემდეგ, რაც თოყაევი ევროპას რესურსების მიწოდების გაზრდას დაჰპირდა ყაზახეთის პრეზიდენტი ევროპას, ნავთობითა და გაზით დახმარებას დაჰპირდა „პრიორიტეტულ მიმართულებად ითვლება ტრანსკასპიური მარშრუტი. ვავალებ „ყაზმუნაიგაზს“ შეიმუშაოს ოპტიმალური ვარიანტი გაზის რეალიზაციისთვის. ამასთან „თენგიზის პროექტში“ ინვესტორების მოსაზიდად. ხელისუფლება „სამრუკ-ყაზანთან“ ერთად, მიიღებს ზომებს რათა ნავთობსადენი „ატირაუ-კენკიაკი და კენკიაკ-კუმკოლის“ სიმძლავრე გაზარდოს“, - განაცხადა თოყაევმა. შეგახსენებთ, რომ კასპიის მილსადენის კონსორციუმის საქმიანობა ნოვოროსიისკის სასამართლომ ერთი თვით შეაჩერა. CPC მილსადენის სისტემა (თენგიზ-ნოვოროსიისკის მილსადენი) ყაზახეთის მთლიანი საექსპორტო ნავთობის ორ მესამედზე მეტს ატარებს.
ლიზ ტრასმა G20-ის შეხვედრა დატოვა და ლონდონში ბრუნდება
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი ინდონეზიაში G20-ის შეხვედრაზე ვიზიტს წყვეტს და ლონდონში ბრუნდება. ამის შესახებ BBC წერს. მედია: ჯონსონმა შესაძლოა, უახლოეს საათებში გადადგომაზე განცხადება გააკეთოს გავრცელებული ინფორმაციით, ტრასი განცხადებას მალე გააკეთებს. მისი დაბრუნება სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრის პოსტიდან ბორის ჯონსონის მოსალოდნელ გადადგომას უკავშირდება. ერთი დღით ადრე, ტრასმა , ჯონსონის გადადგომის მოწოდების ფონზე, განაცხადა, რომ იგი სრულად უჭერს მხარს მთავრობის მეთაურს. G20-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი კონფერენცია ბალიში 7 ივლისს დაიწყო. ბორის ჯონსონი თანამდებობის შესანარჩუნებლად, ვადამდელ არჩევნებს გამორიცხავს 24 საათზე ნაკლები დროის განმავლობაში, დიდი ბრიტანეთის მთავრობის დატოვების შესახებ 21-მა ადამიანმა განაცხადა ბორის ჯონსონმა პარლამენტის წევრებს დაუდასტურა, რომ რუს ოლიგარქ, ალექსანდრე ლებედევთან შეხვედრა გამართა შეგახსენებთ, ბორის ჯონსონის მთავრობაში კრიზისია. მას შემდეგ, რაც ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრებმა დატოვეს კაბინეტი, სულ მცირე, 27-მა ადამიანმა გადადგა ანალოგიური ნაბიჯი. უფრო ადრე, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ კრის პინჩერი მთავრობაში მუშაობდა. საუბარია კონსერვატიული პარტიის საპარლამენტო მდივნის მოადგილე კრის პინჩერზე, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში სდებენ ბრალს. პინჩერმა ბოდიში მოიხადა და თანამდებობიდან 30 ივნისს გადადგა.
რა პრეცედენტს შექმნის შვედეთის და ფინეთის NATO-ში გაწევრიანება და რა გავლენები ექნება მას უსაფრთხოების გარემოზე
GIP-ის ანალიტიკოსი შოთა კაკაბაძე საუბრობს Europetime-თან: ფინეთის და შვედეთის გაწევრიანება რა მაგალითი შეიძლება, იყოს საქართველოსთვის, რა გამოცდილების გაზიარება შეუძლია ქვეყანას, რას ნიშნავს NATO-ს სამიტის შედეგები საქართველოსთვის და უკრაინაში ომის ფონზე, როგორ უნდა გამოიყენოს საქართველომ მასზე მორგებული მხარდაჭერა. შოთა კაკაბაძე არის საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსი, ტარტუს უნივერსიტეტის (ესტონეთი) ფილოსოფიის დოქტორი პოლიტიკის მეცნიერებებში. სადოქტორო დისერტაციაზე მუშაობის პერიოდში, შოთა კაკაბაძე ასევე იყო შვედეთის ინსტიტუტის მიწვეული მკვლევარი რუსეთისა და ევრაზიის კვლევების ინსტიტუტში (უფსალას უნივერსიტეტი) და საერთაშორისო ურთიერთობების უმცროსი მკვლევარი იოჰან შუტეს სახელობის პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტში (ტარტუს უნივერსიტეტი). ET: რა პრეცედენტს შექმნის შვედეთის და ფინეთის NATO-ში გაწევრიანება და რა გავლენები ექნება მას უსაფრთხოების გარემოზე, რაზეც ალიანსი ასე ამახვილებს ყურადღებას? „მოგეხსენებათ, ფაქტობრივად, საუკუნეების განმავლობაში ეს ორი ქვეყანა იყო ნეიტრალური. ახლა ვითარება შეიცვალა და უსაფრთხოების აღქმა რეგიონში თავდაყირა დადგა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბალტიის ზღვაზე რუსეთმა ფაქტობრივად დაკარგა კონტროლი, ბალტიის ზღვის 99%, ასე ვთქვათ, ახლა NATO-ს კონტროლის ქვეშაა, რაც რუსეთისთვის სამხედრო მანევრირებას შეუძლებელს ხდის. რუსეთს ფინეთთან სახმელეთო საზღვარი აქვს, ფაქტობრივად, NATO-ს საზღვრად გადაიქცა ფინეთის საზღვარი, რაც რუსეთისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა და რუსეთთან კონფრონტაციის ფონზე სერიოზული უპირატესობაა NATO-სთვის. ET: გარკვეულწილად, ამ პროცესების თანმდევი იყო რუსეთის მუქარა ბალტიისპირეთის ყველაზე დიდი სახელმწიფოს, ლიეტუვის მიმართ, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს იცავს და რამაც გამოიწვია მოსკოვის მუქარა. როგორ უნდა იყოს აღქმული კრემლის ეს გზავნილი? რუსეთი ლიეტუვას ემუქრება ცოტა რთულია რუსეთის ქმედებების და ნაბიჯების განჭვრეტა. თუმცა ლოგიკური უნდა იყოს, რომ განსაკუთრებულ ესკალაციას ამ მიმართულებით არ უნდა ველოდოთ იქედან გამომდინარე, რომ ბალტიის ქვეყნები NATO-ს წევრები არიან და მათზე მეხუთე მუხლი ჩვეულებრივ ვრცელდება. ამიტომ, არ მგონია, რუსეთს ეს ხელ-ფეხს უხსნიდეს იმისკენ, რომ ბალტიისპირეთში რაიმე პროვოკაციაზე წავიდეს, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთი ისეთი უცნაური და რთულად საწინასწარმეტყველო აქტორია, რამის თქმა რთულია. ამასთან, პირველ რიგში, პრობლემა ისაა, რომ რუსეთი იმდენად არის ჩართული უკრაინაში მიმდინარე ომში და იმდენად არის კონცეტრირებული იქ პროგრესზე, რომ ახლა ნამდვილად არ აქვს იმის მატერიალური თუ სამხედრო შესაძლებლობები, რომ ალიანსის წევრებთანაც ჩაერთოს სრულმასშტაბიან, ან თუნდაც მცირე სამხედრო ოპერაციაში. ამიტომ, ამ პერიოდში, რუსეთის ყურადღება ძირითადად, კონცეტრირებული იქნება უკრაინაზე და არ მგონია, ჯერჯერობით, განცხადებების იქით რაიმე მოხდეს. გააჩნია, უკრაინაში როგორ განვითარდება მოვლენები. ლიეტუვის მიმართ რუსეთის მუქარის შემდეგ, აშშ აცხადებს, რომ NATO-ს მეხუთე მუხლისადმი ვალდებულებებს მტკიცედ დაიცავს რუსეთი ლიეტუვას ემუქრება ET: ფინეთის და შვედეთის გაწევრიანება რა მაგალითი შეიძლება, იყოს საქართველოსთვის. რა გამოცდილების გაზიარება შეუძლია ქვეყანას? NATO-მ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ალიანსის გაფართოება არ არის დასრულებული. NATO მზადაა გაფართოებისთვის - ეს მნიშვნელოვანი პრეცედენტია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ფინეთის მიმართ რუსეთის მკვეთრი განცხადებების და აგრესიული რიტორიკის მიუხედავად, NATO-მ მაინც გადადგა ეს ნაბიჯი და აჩვენა რუსეთს, რომ მზადაა, ეს გამოწვევა მიიღოს NATO-მ. აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული საქართველოზე და იმაზე, თუ რამდენად მზად იქნება საქართველო იმისთვის, რომ პოლიტიკურად, პირველ რიგში, დემოკრატიის კუთხით იმუშაობას და გამოიყენოს ალიანსის გაფართოების ეს პრეცედენტი. NATO არამხოლოდ სამხედრო, არამედ, პოლიტიკური ალიანსია, სადაც ღირებულებებს, ლიბერალურ დემოკრატიას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ამიტომ, ამ მიმართულებით რეფორმებიც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ET: NATO-ს სამიტზე მოვისმინეთ, რომ საქართველოსთვის მხარდაჭერა გაძლიერდა და ეს პაკეტი მოიცავს ქვეყანაზე მორგებულ მხარდამჭერ ზომებს. დოკუმენტი ღია არ არის, თუმცა რა შეგიძლიათ თქვათ, რას უნდა გულისხმობდეს ეს მიზნობრივი მხარდაჭერა? შეიძლება, ბევრი მიმართულება იყოს. ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მზადაა ქართული მხარე, გამოიყენოს ეს შესაძლებლობები. ეს შეიძლება, გულისხმობდეს NATO-ს გახშირებულ წვრთნებს და მის ჩატარებას საქართველოში. ასევე, კიდევ უფრო თანამედროვე შეიარაღებაზე მუშაობას საქართველოს მხრიდან. 2008 წლის ომის შემდეგ, როგორც წესი, საქართველოს უჭირდა ხოლმე განსაკუთრებით, თავდასხმითი იარაღის შეძენა დასავლეთის ქვეყნებისგან. უკრაინის ომმა გააჩინა ის რეალობა, რომ თუ საქართველოს მხრიდან დაიწყო აქტიური მუშაობა, მაშინ მარტივი იქნება საქართველოს მხრიდან სხვადასხვა ტიპის იარაღის შეძენა, თუმცა ამაზე, ალბათ, მუშაობაა საჭირო დასავლელ პარტნიორებთან. ET: რაც შეეხება უკრაინას და იქ მიმდინარე ომს, როგორია თქვენი ხედვა არსებული სურათის. ბოლო პერიოდში, იგივე უკრაინის მხრიდან ვისმენთ განცხადებებს, რა შემთხვევაში დაასრულებს ომს რუსეთი და მიუთითებენ სანქციების 100%-ით განხორციელების აუცილებლობაზე, ამასთან, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაგრძელება. როგორც ჩანს, ხანგრძლივი პროცესი გველის წინ. სწრაფ პროგრესს ვერცერთი მხარე ვერ აღწევს. დიდი ალბათობით, წლის ბოლომდე გაიწელება საომარი მოქმედებები, თუ რაიმე გარდამტეხი არ მოხდა და ჯერჯერობით, ასეთი რამ არ ჩანს. უკრაინას სჭირდება შეიარაღება, განსაკუთრებით შორ მანძილზე მოქმედი იარაღი. ფაქტია, რომ რუსეთის პირველადი გეგმა - კიევის აღება და ხელისუფლების შეცვლა, ჩავარდა და ახლა უნდა იფიქროს გეგმა ბ-ზე და ისეთ გეგმაზე, რათა ამ რთული ვითარებიდან ისე გამოვიდეს, რომ სახეც შეინარჩუნოს და თან, არ დამარცხდეს. შეიძლება, ეს იყოს ლუგანსკსა და დონეცკზე სრული კონტროლი და შემდეგ, გადავიდეს გაყინული კონფლიქტის ფაზაში. ან, გაგრძელდეს როგორც თავად უწოდებენ „სამხედრო ოპერაცია“, ვიდრე უკრაინის რესურსს არ ამოწურავს და „არ შეცვლის ხელისუფლებას“. თავის მხრივ, რუსეთიც რთულ სიტუაციაშია... რესურსებს თუ შევადარებთ, რუსეთს უფრო მეტი რესურსი აქვს, იგივე ცოცხალი ძალის, ასევე, შეიარაღების თვალსაზრისით, ამიტომ სჭირდება უკრაინას რაც შეიძლება მეტი შეიარაღება დასავლეთის მხრიდან, რათა გაუმკლავდეს რუსეთის დიდ რესურსს. ასევე, პრობლემაა, უკრაინელების მზაობა, გამოიყენონ დასავლური შეიარაღება, რადგან ამას სჭირდება გადამზადება უკრაინული ჯარისკაცებისთვის, რომლებაც თავის მხრივ, შემდეგ უნდა გადაამზადონ სხვა უკრაინელები, რასაც თავისთავად დრო სჭირდება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე: ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი სრულად აღდგა
ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი სრულად აღდგა, რეისების რაოდენობა კი 21 პროცენტით გაიზარდა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა. მისივე თქმით, 2022 წლის ივნისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 76 052 მგზავრს და 298 რეისს მოემსახურა. ამ მაჩვენებლის მიხედვით, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აეროპორტში სრულად აღდგა მგზავრთნაკადი, რეისების რაოდენობა კი 21%-ით გაიზარდა. "რეისების რაოდენობის ზრდა განაპირობა მიზნობრივ ბაზრებზე განხორციელებულმა სწორმა პოლიტიკამ, რომელიც მიმართულია ფრენების გეოგრაფიის გაფართოებისკენ, ახალი ტურისტული ბაზრების მოძიებისკენ, საქართველოს ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოყვანისა და არსებული მიმართულებების გაზრდისკენ. ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ხუთი ავიაკომპანია 14 ქვეყნის 25 მიმართულებით ოპერირებს. პირველი აგვისტოდან ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები ტალინისა და პარიზის მიმართულებით დაემატება და არსებულ ათ მიმართულებაზე სიხშირეები გაიზრდება", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
Sky News: ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, კონსერვატიული პარტიის წევრებს შორის მთავარი ფავორიტია
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი, პრემიერ-მინისტრის პოსტზე, კონსერვატიული პარტიის წევრებს შორის აშკარა ფავორიტია. ამას YouGov-ის ბოლო გამოკითხვა ადასტურებს, იუწყება Sky News-ი. მედია: ჯონსონმა შესაძლოა, უახლოეს საათებში გადადგომაზე განცხადება გააკეთოს ლიზ ტრასმა G20-ის შეხვედრა დატოვა და ლონდონში ბრუნდება კონსერვატიული პარტიის წევრების ახალი გამოკითხვის თანახმად, თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი ამარცხებს ყველა მთავარ კონკურენტს, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრ ლიზ ტრასსაც. ბენ უოლესმა, როგორც ბორის ჯონსონის დროს თავდაცვის მინისტრმა, უკრაინისთან მიმართებით, ბრიტანეთის მიერ მხარდაჭერის საკითხში, მთავარი როლი შეასრულა. ამასთან, უოლესმა ბორის ჯონსონის მიმართ, მხარდაჭერა ბოლომდე შეინარჩუნა და კაბინეტის 50-ზე მეტი წევრის მსგავსად, თანამდებობიდან არ გადამდგარა. უოლესმა განაცხადა, რომ მას აქვს ვალდებულება უზრუნველყოს ქვეყნის უსაფრთხოება, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი. ბორის ჯონსონი თანამდებობის შესანარჩუნებლად, ვადამდელ არჩევნებს გამორიცხავს 24 საათზე ნაკლები დროის განმავლობაში, დიდი ბრიტანეთის მთავრობის დატოვების შესახებ 21-მა ადამიანმა განაცხადა ბორის ჯონსონმა პარლამენტის წევრებს დაუდასტურა, რომ რუს ოლიგარქ, ალექსანდრე ლებედევთან შეხვედრა გამართა შეგახსენებთ, ბორის ჯონსონის მთავრობაში კრიზისია. მას შემდეგ, რაც ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრებმა დატოვეს კაბინეტი, სულ მცირე, 27-მა ადამიანმა გადადგა ანალოგიური ნაბიჯი. უფრო ადრე, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ კრის პინჩერი მთავრობაში მუშაობდა. საუბარია კონსერვატიული პარტიის საპარლამენტო მდივნის მოადგილე კრის პინჩერზე, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში სდებენ ბრალს. პინჩერმა ბოდიში მოიხადა და თანამდებობიდან 30 ივნისს გადადგა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ავსტრიაში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერის კარლ ნეჰამერის მიწვევით, ვენაში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი ორმხრივ მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. ამასთან, საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე იმყოფებიან.
ბორის ჯონსონი კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტს ტოვებს, ახალი ლიდერის არჩევის შემდეგ კი, პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ოფიციალურად დატოვებს
დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრის არჩევის განრიგი მომავალ კვირას გახდება ცნობილი ჯონსონმა გადადგომის სიტყვაშიც არ დაივიწყა უკრაინისადმი მხარდაჭერის გაგრძელების აუცილებლობა ბორის ჯონსონი პარტიის ლიდერის თანამდებობას ტოვებს და მისი ახალი ლიდერის არჩევამდე პრემიერ-მინისტრად რჩება. ჯონსონმა განაცხადა, რომ უზომოდ ამაყობს თავისი მიღწევებით, მათ შორის არის Brexit-ის დასრულება, პანდემიის გადალახვა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის საწინააღმდეგო ქმედებების დროს გამოჩენილი ლიდერობა. ჯონსონმა გადადგომის სიტყვაშიც არ დაივიწყა უკრაინისადმი მხარდაჭერის გაგრძელების აუცილებლობა. „ნება მომეცით, ახლავე ვუთხრა უკრაინელ ხალხს, რომ ვიცი, ჩვენ, დიდ ბრიტანეთში გავაგრძელებთ თქვენი თავისუფლებისთვის ბრძოლას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, - აღნიშნა ბორის ჯონსონმა. „ახლა ნათელია, რომ პარტიას ახალი ლიდერი სურს, ქვეყანას კი, ახალი პრემიერ-მინისტრი. შეუპოვრად ვიბრძოდი ბოლო დღეების განმავლობაში და ვრჩებოდი თანამდებობაზე, რადგან ვგრძნობდი, რომ ეს იყო ჩემი მოვალეობა და პასუხისმგებლობა თქვენ წინაშე. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, მე ვცდილობდი, დამერწმუნებინა ჩემი კოლეგები, რომ ექსცენტრიული იქნებოდა ხელისუფლების შეცვლის გადაწყვეტილება, როდესაც გვაქვს ამხელა მანდატი და როდესაც ეკონომიკური სურათი რთული გვაქვს შიდა და საერთაშორისო დონეზე. ვწუხვარ, რომ ამ კამათში წარმატებას ვერ მივაღწიე და, რა თქმა უნდა, ეს მტკივნეულია, რომ ამდენი იდეისა და პროექტის განხილვას ვეღაც შევძლებ. ჩემო მეგობრებო, პოლიტიკაში არავინ არის შეუცვლელი და ჩვენი ბრწყინვალე სისტემა წარმოშობს სხვა ლიდერს, რომელიც თანაბრად მოწოდებულია, წინ წაიყვანოს ეს ქვეყანა ამ რთულ პერიოდში. და, იმ ახალ ლიდერს, სადაც არ უნდა იყოს ის, მე ვეუბნები, რომ მაქსიმალურად დაგიჭერთ მხარს - თქვენ და ბრიტანულ საზოგადოებას, ვიცი, რომ ბევრი ადამიანი იგრძნობს შვებას და შესაძლოა, საკმაოდ ბევრიც დარჩეს იმედგაცრუებული. მინდა, უბრალოდ, იცოდეთ, რა სევდიანი ვარ, რომ ვტოვებ მსოფლიოში საუკეთესო სამსახურს. უპირველეს ყოვლისა, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, ბრიტანულ საზოგადოებას, იმ უდიდესი პრივილეგიისთვის, რომელიც მომანიჭეთ. მინდა, იცოდეთ, რომ ამიერიდან, ვიდრე ახალი პრემიერი აირჩევა, თქვენი ინტერესები იქნება დაცული და ქვეყნის მართვა გაგრძელდება. პრემიერ-მინისტრობა თავისთავად განათლებაა. მე ვიმოგზაურე გაერთიანებული სამეფოს ყველა კუთხეში და ჩვენი სამყაროს ბუნებრივი სილამაზის გარდა, უამრავ ადამიანს ვხვდებოდი, რომლებისც გამოირჩევიან ასეთი უსაზღვრო, ბრიტანული ორიგინალურობით და მზად არიან, ძველი პრობლემები ახლებურად გადაჭრან. ჩვენ ოქროს მომავალი გველის“. Sky News.: ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი, მომავალი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, კონსერვატიული პარტიის წევრებს შორის მთავარი ფავორიტია ბორის ჯონსონი თანამდებობის შესანარჩუნებლად, ვადამდელ არჩევნებს გამორიცხავს 24 საათზე ნაკლები დროის განმავლობაში, დიდი ბრიტანეთის მთავრობის დატოვების შესახებ 21-მა ადამიანმა განაცხადა ბორის ჯონსონმა პარლამენტის წევრებს დაუდასტურა, რომ რუს ოლიგარქ, ალექსანდრე ლებედევთან შეხვედრა გამართა შეგახსენებთ, ბორის ჯონსონის მთავრობაში კრიზისია. მას შემდეგ, რაც ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრებმა დატოვეს კაბინეტი, სულ მცირე, 27-მა ადამიანმა გადადგა ანალოგიური ნაბიჯი. უფრო ადრე, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ კრის პინჩერი მთავრობაში მუშაობდა. საუბარია კონსერვატიული პარტიის საპარლამენტო მდივნის მოადგილე კრის პინჩერზე, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში სდებენ ბრალს. პინჩერმა ბოდიში მოიხადა და თანამდებობიდან 30 ივნისს გადადგა.
ირაკლი კობახიძე: საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, 2024 წლის და მომდევნო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით, 2%-იანი ბარიერით ჩატარდება
დეკემბერში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა, საქართველოს პარლამენტი სამივე მოსმენით მიიღებს კონსტიტუციურ კანონს, რომლის თანახმად 2024 წლის და მისი მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი საარჩევნო ბარიერით ჩატარდება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ საზოგადოებას წარვუდგინეთ ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულების დეტალური გეგმა.ცხადია, ჩვენს მიერ წარდგენილი გეგმა არ მოიცავს არცერთ საკითხს, რომელიც ევროკომისიის 12-პუნქტიან დოკუმენტში არ იყო ნახსენები. მათ შორის, ბუნებრივია, ჩვენი გეგმა არ მოიცავს არც საარჩევნო ბარიერის შემცირების საკითხს 2024 წლის და მისი მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის. დღევანდელი მდგომარეობით, 2024 წლიდან საქართველოში ამოქმედდება სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა 5%-იანი ბარიერით, რაც ევროკავშირის ქვეყნებში ყველაზე ფართოდ გავრცელებული სისტემაა. ეს სისტემა სრულად შეესაბამება საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას და სამართლებრივ სტანდარტებს. მეტიც, ორპროცენტიანი ან უფრო დაბალი ბარიერი, პოლიტიკური სისტემის სტაბილურობასთან დაკავშირებული რისკების გამო, ევროკავშირის მხოლოდ ორ ქვეყანაში მოქმედებს. აქედან გამომდინარე, ბარიერის დაწევა კანდიდატის სტატუსის მიღების წინაპირობად ევროკავშირის მხრიდან ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნებოდა წამოყენებული. ასეთ პირობებში, ბარიერის დაწევა რჩება წმინდა პოლიტიკურ საკითხად და ის ჩვენი მხრიდან სწორედ ამ ჭრილში იქნება მომავალშიც განხილული. ბუნებრივია, შედარებით მაღალი ბარიერი სუბიექტურად ხელს აძლევს „ქართულ ოცნებას“, ხოლო შედარებით დაბალი ბარიერი – „ნაციონალურ მოძრაობას“, რაც მარტივი მათემატიკით დასტურდება: მაგალითისათვის,შარშანდელ არჩევნებში 5%-იანი ბარიერი მხოლოდ ორმა პარტიამ გადალახა, საიდანაც „ქართულმა ოცნებამ“ 47%, ხოლო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 33% მიიღო. ბუნებრივია, ასეთსხვაობას „ნაციონალური მოძრაობა“ 2024 წლამდე ვერაფრით შეამცირებს; თუმცა, იმავე არჩევნებში ხმების 2%-ზე მეტი „ნაცმოძრაობის“ორმასატელიტმა პარტიამაც მიიღო. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ 47%-ის საპირწონედ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა სატელიტებმა ხმების 42% მიიღეს. ბუნებრივია, 5%-იანი სხვაობის აღმოფხვრა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ შედარებით რეალისტური ამოცანაა; ანუ შარშანდელი არჩევნების მაგალითზე მარტივად ჩანს, რომ 5%-პროცენტიანი ბარიერის პირობებში, „ნაციონალურ მოძრაობას“ 2024 წელს წარმატების არავითარი შანსი არექნება, 2%-იანი ბარიერის პირობებში კი, მის მიერ ძალაუფლების დაბრუნების შანსი მნიშვნელოვნად იზრდება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, 5%-იანი ბარიერი სრულიად ლეგიტიმური და რაციონალურია. შესაბამისად, შედარებით დაბალი ბარიერის დადგენა, რაც „ნაციონალური მოძრაობისთვის“ გარკვეული ფორის მიცემას ნიშნავს, ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გვიღირდეს, თუ ამ ნაბიჯით, სანაცვლოდ, ქვეყნისთვის რაიმე ძალზე მნიშვნელოვან სარგებელს მივიღებთ. ასეთი სარგებელი კი, მოცემულ შემთხვევაში, მხოლოდ ერთი რამ – ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება შეიძლება იყოს, რაც საქართველოში პოლარიზაციასაცარსებითად შეამცირებს. როგორც ცნობილია, რაც უფრო მაღალია პოლარიზაციის ხარისხი, მით უფრო მაღალი ბარიერის შენარჩუნებაა მიზანშეწონილი, ხოლო პოლარიზაციის შემცირება ბარიერის დაწევასთან დაკავშირებულ რისკებსაც სერიოზულად ამცირებს. შესაბამისად, კანდიდატის სტატუსის მიღებას, პოლარიზაციის შემცირებასა და დაბალი ბარიერის დაწესების მიზანშეწონილობას შორის პირდაპირი ლოგიკური კავშირი არსებობს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილება: დეკემბერში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს 1 თვისა, საქართველოს პარლამენტი სამივე მოსმენით მიიღებს კონსტიტუციურ კანონს, რომლის თანახმად 2024 წლის და მისი მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი საარჩევნო ბარიერით ჩატარდება“,- განაცხადა კობახიძემ. მისივე თქმით, ამ პოლიტიკურ ვალდებულებას იღებენ პარტიის პოლიტიკური საბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობის სახელით ევროპული საბჭოსა და ევროპული კომისიის წინაშე. „ღრმად გვწამს, რომ საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლარიზაციის ხარისხის შემცირებას, რის შემდეგაც სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა 2%-იანი საარჩევნო ბარიერით 2024 წელს ქვეყნისთვის ოპტიმალურ პოლიტიკურ მოცემულობას შექმნის. დარწმუნებული ვართ, „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი სატელიტებით 2024 წელს 2%-იანი ბარიერის პირობებშიც პირწმინდად დავამარცხებთ, რაც ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი, დემოკრატიული და სტაბილური განვითარების აუცილებელი პირობაა“,- განაცხადა კობახიძემ.
თურქეთთან შეთანხმების საფუძველზე, ისრაელის ავიაკომპანიები, ანკარის მიმართულებით ფრენების უფლებას მიიღებენ
თურქეთი და ისრაელი დღეს, სამოქალაქო ავიაციის სფეროში 71-წლიანი პაუზის შემდეგ, პირველ შეთანხმებას გააფორმებენ. ბოლოს, მხარეებს შორის ანალოგიური შეთანხმება, 1951 წელს გაფორმდა. „ახალი შეთანხმება, ანკარასთან ურთიერთობას გაამყარებს და ისრაელის ავიაკომპანიებს საშუალებას მისცემს, თურქეთში ავიარეისები განაახლონ“, - ნათქვამია ისრაელის მთავრობის განცხადებაში. „საავიაციო სფეროში ურთიერთობები სტრატეგიული ინსტრუმენტია, ისრაელის ეკონომიკური განვითარებისა და რეგიონში ქვეყნის პოზიციის შესანარჩუნებლად“, - აცხადებს ისრაელის ტრანსპორტის სამინისტროს ხელმძღვანელი, მერავ მიქაელი.
ბორის ჯონსონი: მინდა, უკრაინელებს ვუთხრა - ჩვენ, დიდ ბრიტანეთში გავაგრძელებთ თქვენი თავისუფლებისთვის ბრძოლას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება
ბორის ჯონსონმა გადადგომის სიტყვაშიც არ დაივიწყა უკრაინისადმი მხარდაჭერის გაგრძელების აუცილებლობა. ბორის ჯონსონმა, რომელიც პრემიერ-მინისტრის მოვალეობას პარტიის ახალი ლიდერის არჩევამდე ასრულებს, განაცხადა, რომ უზომოდ ამაყობს თავისი მიღწევებით, მათ შორის უკრაინაში რუსეთის შეჭრის საწინააღმდეგო ქმედებების დროს გამოჩენილი ლიდერობით. „ნება მომეცით, ახლავე ვუთხრა უკრაინელ ხალხს, რომ ვიცი, ჩვენ, დიდ ბრიტანეთში გავაგრძელებთ თქვენი თავისუფლებისთვის ბრძოლას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, - აღნიშნა ბორის ჯონსონმა. ამავე თემაზე ბორის ჯონსონი კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტს ტოვებს, ახალი ლიდერის არჩევამდე კი, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე რჩება
ლიზ ტრასი: პრემიერმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრმა „სწორი გადაწყვეტილება მიიღო“, როდესაც გადადგა კონსერვატიული პარტიის ლიდერის თანამდებობიდან და რომ მთავრობამ უნდა განაგრძოს მუშაობა, ვიდრე ახალი ლიდერი დაინიშნება. „ჩვენ ახლა გვჭირდება სიმშვიდე, ერთიანობა და შევინარჩუნოთ მმართველობა, ვიდრე ახალი ლიდერი მოიძებნება“, - აღნიშნა ტრასმა. ბორის ჯონსონი კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტს ტოვებს, ახალი ლიდერის არჩევის შემდეგ კი, პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ოფიციალურად დატოვებს.
შალვა პაპუაშვილი ესპანეთის კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ესპანეთის სამეფოს კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს პაუ მარი კლოსესა და კომიტეტის წევრებს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის არსებულ ორმხრივ თანამშრომლობაზე. პარლამენტის თავმჯდომარემ მადლიერება გამოხატა ესპანეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე. შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო აქტიურად იმუშავებს კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის რეკომენდაციების განხორციელებაზე. პაუ მარი კლოსემ ესპანეთის მხრიდან საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა. მხარეებმა აღნიშნეს, რომ 2022 წლის 9 ივლისს სრულდება ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავი და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზაობა გამოხატეს.
ირაკლი კობახიძე: ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება საქველმოქმედო პროექტების შეჩერებას ნიშნავს
"ბიძინა ივანიშვილის სანქცირების შემთხვევაში, შეჩერდება ის საქველმოქმედო პროექტები, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილის ფონდი ახორციელებს", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამასთან, კობახიძე გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის მიერ დაქირავებული საადვოკატო ბიუროს განცხადებას, რომლის მიხედვით, წამყვანი შვეიცარიული ბანკი Credit Suisse-ი საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს შეზღუდვებს უწესებს. ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველი იურიდიული ფირმა განცხადებას ავრცელებს "Credit Suisse-ის მოქმედებები ადასტურებს იმას, რომ ვიღაც, რატომღაც, არ უფრთხილდება საერთოდ შვეიცარიის საბანკო სისტემის რეპუტაციას. ვის რაში შეიძლება სჭირდებოდეს ეს ყველაფერი, ამაზე საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს, მათ შორის, რატომ არის იგივე არახამია ჩართული ამ ყველაფერში, ამაზეც საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს“ , - თქვა ირაკლი კობახიძემ. ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა პოლიტიკიდან გასვლის მომენტში, ეს ხდებოდა შარშან იანვარში, რომ ის იტოვებდა საკუთარი ოჯახისთვის მხოლოდ 200 მილიონ დოლარს, 200 მილიონი დოლარის აქტივებს. დანარჩენი თანხა და, ეს ვრცელდება მათ შორის "კრედიტ სუისში" განთავსებულ თანხებზე, მთლიანად მიემართებოდა საქველმოქმედო ფონდში, საქველმოქმედო მიზნებისათვის. ასეთ დროს, როდესაც საუბარია იმაზე, რომ ვიღაცას სურს, ვიღაც არახამიას - რომელმაც საკუთარ თავს უნდა მიხედოს და საკუთარ პრობლემებს, რომელიც შეუქმნა საკუთარ ხალხს - როდესაც არახამია საუბრობს იმაზე, რომ უნდა დაუწესდეს სანქციები ბიძინა ივანიშვილს, ეს ნიშნავს, მათ შორის, არაერთი, უამრავი საქველმოქმედო პროექტის შეჩერებას. ბიძინა ივანიშვილს ისედაც აქვს დახარჯული 3 მილიონი დოლარი ქველმოქმედებაზე საქართველოში", - თქვა ირაკლი კობახიძემ. ცნობისთვის, უკრაინის რადის ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებით, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები ბიძინა ივანიშვილისა და მისი უახლოესი გარემოცვისთვის სანქციების დაწესებას განიხილავენ.
ჯონსონი უკრაინის ნამდვილი მეგობარია, იმედია, მისი გადადგომის შემდეგ, უკრაინასთან მიმართებით, ლონდონის პოლიტიკა არ შეიცვლება - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ ბორის ჯონსონის ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომა, ლონდონის პოლიტიკაზე რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებით, უარყოფით გავლენას არ მოახდენს. ამის შესახებ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. ბორის ჯონსონი კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტს ტოვებს, ახალი ლიდერის არჩევის შემდეგ კი, პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ოფიციალურად დატოვებს ზელენსკიმ, ჯონსონს „უკრაინის ნამდვილი მეგობარი“ უწოდა და გამოთქვა იმედი, რომ ბრიტანეთის პოლიტიკა, უკრაინასთან მიმართებით მისი გადადგომის შემდეგ, უახლოეს მომავალში არ შეიცვლება. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინამ ბევრი მიიღო ჯონსონთან ურთიერთობის შედეგად, პირველ რიგში კი, სამხედრო მხარდაჭერა. ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბორის ჯონსონთან, მისი გადადგომის შემდეგ, სატელეფონო საუბრის გამართვას გეგმავს. ჯონსონმა გადადგომის სიტყვაშიც არ დაივიწყა უკრაინისადმი მხარდაჭერის გაგრძელების აუცილებლობა. „ნება მომეცით, ახლავე ვუთხრა უკრაინელ ხალხს, რომ ვიცი, ჩვენ, დიდ ბრიტანეთში გავაგრძელებთ თქვენი თავისუფლებისთვის ბრძოლას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, - აღნიშნა ბორის ჯონსონმა.