ძებნის რეზულტატი:

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა „ექვსი ერის“ წევრი იტალია დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა იტალია დაამარცხა. ბათუმში გამართულ ტესტ-მატჩი ანგარიშით 28:19 დასრულდა. იტალია ექვსი ერის და ტიერ1-ის მეორე ნაკრებია, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ტიერ1-ის გუნდი პირველად დაამარცხა.

ბრიჯიტ ბრინკი კიევის რეგიონში, მაკარივს ეწვია

უკრაინაში აშშ-ის ელჩი, ბრიჯიტ ბრინკი კიევის რეგიონის ქალაქ მაკარივს ეწვია. ამის შესახებ ელჩმა Twitter-ზე განაცხადა. „შემძრა იმ ადამიანების ისტორიებმა, რომლებიც რუსეთის სასტიკი თავდასხმების შედეგად დაზარალდნენ. ვამაყობ აშშ-ის ჰუმანიტარული დახმარებით, რათა მას შეუძლია უკრაინის აღდგენა“, - წერს ამერიკელი დიპლომატი. ბრიჯიტ ბრინკის თქმით, აშშ განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას, სანამ ეს უკრაინას დასჭირდება ელჩმა ასევე გადაუხადა მადლობა გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამას მაკარივში გაწეული სამუშაოსთვის ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.

იაირ ლაპიდი: ბაიდენი საუდის არაბეთს „მშვიდობის გზავნილს“ გადასცემს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, იაირ ლაპიდმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი საუდის არაბეთს „მშვიდობისა და იმედის გზავნილს" გადასცემს. „იერუსალიმიდან პრეზიდენტ ბაიდენის თვითმფრინავი საუდის არაბეთში გაფრინდება და ის ჩვენგან მშვიდობისა და იმედის გზავნილს მიიღებს“, - განაცხადა ლაპიდმა კაბინეტის ყოველკვირეული სხდომის გახსნაზე. ჯო ბაიდენის თქმით, ახლო აღმოსავლეთი ახლა უფრო სტაბილური და უსაფრთხოა, ვიდრე ტრამპის ადმინისტრაციის დროს იყო „ისრაელი მიმართავს რეგიონის ყველა ქვეყანას და მოუწოდებს მათ, დაამყარონ კავშირები ჩვენთან, დაამყარონ ურთიერთობები ჩვენთან და შეცვალონ ისტორია ჩვენი შვილებისთვის“, - აღნიშნა ლაპიდმა. ისრაელსა და საუდის არაბეთს დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვთ. ბაიდენი ახლო აღმოსავლეთის ტურნეს 13 ივლისს დაიწყებს პრეზიდენტ ბაიდენის ვიზიტის განრიგის შესახებ, თეთრი სახლის სპიკერმა კარინე ჟან-პიერმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ისრაელის ლიდერებს შეხვდება, რათა ისრაელის უსაფრთხოება, კეთილდღეობა და ფართო რეგიონში მისი მზარდი ინტეგრაცია განიხილონ. ჯო ბაიდენი: ახლო აღმოსავლეთში ჩემი გამგზავრებით, ამერიკის ჩართულობის „ახალი და უფრო წარმატებული“ ეტაპი დაიწყება ისრაელში მოლაპარაკებების შემდეგ, პრეზიდენტი დასავლეთ სანაპიროზე, პალესტინაში გაემგზავრება, რათა პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს და პალესტინის სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდეს. დასავლეთ სანაპიროზე ვიზიტის შემდეგ, ბაიდენი გაემგზავრება საუდის არაბეთში, სადაც სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს სამიტს დაესწრება. ჯედაში პრეზიდენტის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, ჟან-პიერმა განაცხადა, რომ ბაიდენი თავის კოლეგებთან ერთად ორმხრივ, რეგიონულ და გლობალურ საკითხებს განიხილავს.

ჯო ბაიდენი: ჩვენი დაზვერვის წარმოუდგენელი მუშაობის წყალობით, ჩვენ შევძელით მსოფლიოს გაფრთხილება, თუ რას გეგმავდა პუტინი უკრაინაში

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინაში პუტინის გეგმების შესახებ გაფრთხილებისთვის CIA-ს მადლობა გადაუხადა. შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, CIA-ს მიერ შეკრებილმა სადაზვერვო ინფორმაციამ გამოავლინა პუტინის გეგმები და ვაშინგტონს საშუალება მისცა, ომის შესახებ გაეფრთხილებინა სხვა ქვეყნები. „ჩვენი დაზვერვის სამსახურების პროფესიონალების წარმოუდგენელი მუშაობის წყალობით, ჩვენ შევძელით მსოფლიოს გაფრთხილება, თუ რას გეგმავდა ვლადიმერ პუტინი უკრაინაში“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა Reuters-ის ცნობით. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.

საქართველოში 4.8 და 4.5 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრები მოხდა

დილით საქართველოში ორი მიწისძვრა მოხდა.  დედამიწის შემსწავლელ მეცნეირებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თბილისის დროით 07:36 საათზე, სოფელ სამებასთან მოხდა 4.8 (ml) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა. 09:10 საათზე, კი საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზოლთან 4.5 (ml) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა დაფიქსირდა. ინფორმაცია მსხვერპლის, ან ნგრევის შესახებ, არ გავრცელებულა. ბოლო პერიოდში, სოფელ სამებასთან მიწისძვრა თვეში რამდენჯერმე ხდება.   

პორტუგალიაში ტყის ხანძრის შედეგად 30 ადამიანი დაშავდა

პორტუგალიაში ტყის ხანძრის შედეგად 30 ადამიანი დაშავდა. მედიის ცნობით, დაშავებულთა შორის არიან მეხანძრეები და ადგილობრივი მცხოვრებლები. მაღალი ტემპერატურისა და გვალვის გამო გაჩენილ ხანძარს უკვე მეოთხე დღეა ვერ აქრობენ. ხანძრის შედეგად, დაახლოებით 2 500 ჰექტარი ტერიტორია დაიწვა. ხანძრის საფრთხის გამო, ცხრა დასახლებული პუნქტის მცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა. ამასთან, ხანძრის ჩაქრობაში 3 000-ზე მეტი მეხანძრე და 60 ერთეული საჰაერო ტექნიკაა ჩართული.  

საგამოძიებო სამსახური: დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა ექვსი პირის მიმართ დაიწყო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა ექვსი პირის მიმართ დაიწყეს, რომელთაგან ერთი ყოფილი მოხელეა. ამის შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, 2021 წელს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის დახმარებით, მოტყუებით დაირეგისტრირეს 309 576 ლარის ღირებულების 2 256 მ2 მოცულობის ორი მიწის ნაკვეთი. "ბრალდებულების მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილ იქნა ასევე ყალბი დოკუმენტაცია, დამატებით 6 217 მ2 მოცულობის 5 მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მიზნით, რაც აღკვეთილ იქნა საგამოძიებო მოქმედებების ოპერატიულად და ეფექტურად განხორციელების შედეგად. ტარდება შესაბამისი პროცედურები მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთების სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნების მიზნით. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 341-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით", - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

რუსეთმა „ჩრდილოეთის ნაკადით" ევროპისთვის გაზის მიწოდება შეაჩერა

11 ივლისიდან რუსეთმა ევროპისთვის ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი მიმწოდებელი გაზსადენით, „ჩრდილოეთის ნაკადი 1-ით“ გაზის მიწოდება შეწყვიტა. გაზპრომის შვილობილი კომპანია, Nord Stream AG აცხადებს, რომ მიწოდების შეჩერების მიზეზი ყოველწლიურ გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს უკავშირდება. მედია: უკრაინა კანადას მოუწოდებს, სანქციების ავლით „გაზპრომს“, გაზის ტურბინა არ გადასცეს 2022-07-10 კანადა გერმანიას რუსული გაზსადენის შეკეთებულ ნაწილს დაუბრუნებს უკრაინა კანადის გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია კომპანიის ცნობით, სამუშაოები 10 დღით გაგრძელდება და მიწოდება 21 ივლისს აღდგება, თუმცა დასავლეთში არსებობს ეჭვები, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე რუსეთმა, შესაძლოა, ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენა გააჭიანუროს. თუმცა, მანამდე, ყოველწლიურ სამუშაოებს 10-12 დღე სჭირდებოდა და გაზის მიწოდება ყოველ ჯერზე დათქმულ დროს აღდგა. გაზპრომი“ ავსტრიას, გერმანიასა და იტალიას გაზის მიწოდებას უმცირებს. ევროპაში საწვავი ძვირდება რუსული Nord Stream-ით გაზის გატარების მაჩვენებელი 40%-ით შემცირდა 14 ივნისს რუსეთმა „ჩრდილოეთის ნაკადი 1-ით“ ბუნებრივი აირის მიწოდება 40%-ით შეამცირა და მიზეზად დაასახელა ის, რომ კანადამ ტურბინების დაბრუნება გააჭიანურა, რომელიც Simens-მა რემონტზე გადაიტანა. 10 ივლისს კანადის მთავრობა დათანხმდა გერმანიისთვის „ჩრდილოეთის ნაკადი 1-ის“ მილსადენის შეკეთებული ტურბინის გადაცემას. რუსული „გაზპრომის“ მტკიცებით, კანადა ტურბინის უკან დაბრუნებაზე უარს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო ამბობდა. გერმანული კომპანია Siemens Energy-ის ცნობით, კანადაში შეკეთებული გაზის მილსადენის ტურბინის ბერლინისთვის გადაცემა მისი საბოლოოდ რუსეთში ტრანსპორტირების პირველი ნაბიჯი იყო. კომპანიის ცნობით, ტურბინა რუსეთში მაქსიმალურად სწრაფად გაიგზავნება. უკრაინა მოუწოდებდა კანადას, არ დაებრუნებინა მილსადენის შეკეთებული ნაწილი, რადგან ეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ეწინააღმდეგება.  

რუსმა სამხედროებმა ხარკოვის ცენტრალურ ნაწილზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

რუსმა სამხედროებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ხარკოვის ცენტრალურ ნაწილზე და ექვსსართულიანი საცხოვრებელი სახლი გაანადგურეს. ევროკავშირი: რუსეთის ომის დანაშაულებმა მსოფლიოს სრებრენიცაში გენოციდი შეახსენა ამასთან, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკრაინის დონბასის რეგიონში განხორციელებულ დაბომბვას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთი კი დაშავდა. როგორც ცნობილია, ხარკოვში გასულ ღამეს სულ სამი ძლიერი აფეთქება მოხდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.  

ლიზ ტრასი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობისთვის იბრძოლებს

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ ის კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტზე კენჭს იყრის. ამის შესახებ Sky News-ი იუწყება. ნადჰიმ ზაჰავი, ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ლიდერის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს ტრასმა თქვა, რომ თუ პრემიერ-მინისტრი გახდება, „გადასახადების შემცირებას პირველივე დღიდან დაიწყებს“. „მე გავაუქმებ ეროვნული დაზღვევის გაზრდილ გადასახადს. დავრწმუნდი, რომ ვინარჩუნებთ კონკურენტულ კორპორატიულ გადასახადს, რათა მოვიზიდოთ ბიზნესი და ინვესტიციები დიდ ბრიტანეთში. მე ვაპირებ კერძო სექტორს უფრო სწრაფად გაზარდოს, ვიდრე საჯარო სექტორი, გრძელვადიანი გეგმით. ჩემი მიზანია შევამციროთ სახელმწიფო ხარჯები და საგადასახადო ტვირთი“, - განაცხადა მან. ბორის ჯონსონი კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტს ტოვებს, ახალი ლიდერის არჩევამდე კი, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე რჩება 46 წლის ტრასს დიდი ხანია ასახელებენ ჯონსონის პოტენციურ მემკვიდრედ. მისი პოპულარობა, კონსერვატიული პარტიის წევრებს შორის გამოკითხვამაც აჩვენა. ტრასი 2010 წლიდან დეპუტატია. ის მუშაობდა დევიდ კამერონის, ტერეზა მეის და ჯონსონის მთავრობებში. შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა პარტიის ახალი ლიდერის არჩევნებში, ბორის ჯონსონის გადადგომის შემდეგ, მონაწილეობაზე უარი თქვა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა გადადგომის შესახებ 7 ივლისს განაცხადა. 

ირინა ვერეშუკი: ცხადია, იქნება ბრძოლები, იქნება საარტილერიო დაბომბვა

"ცხადია, იქნება ბრძოლები, იქნება საარტილერიო დაბომბვა და ამიტომ მოვუწოდებთ ხალხს სასწრაფოდ ევაკუაციისკენ" - უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშუკის განცხადებით, ხერსონის და ზაპოროჟიეს რეგიონებში მცხოვრებმა უკრაინელებმა საცხოვრებელი ადგილები ყველა არსებული საშუალებით უნდა დატოვონ. ევროკავშირი: რუსეთის ომის დანაშაულებმა მსოფლიოს სრებრენიცაში გენოციდი შეახსენა „ცხადია, იქნება ბრძოლები, იქნება საარტილერიო დაბომბვა და ამიტომ მოვუწოდებთ ხალხს სასწრაფოდ ევაკუაციისკენ. ხერსონის და ზაპოროჟიეს რეგიონებში მცხოვრებმა უკრაინელებმა საცხოვრებელი ადგილები ყველა არსებული საშუალებით უნდა დატოვონ. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციების დროს საფრთხე არ შეუქმნან მშვიდობიან მოსახლეობას. გაემგზავრეთ ნებისმიერი მიმართულებით, თუნდაც ოკუპირებული ყირიმის გავლით“, – თქვა ირინა ვერეშუკმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. ასევე წაიკითხეთ: რუსმა სამხედროებმა ხარკოვის ცენტრალურ ნაწილზე სარაკეტო იერიში მიიტანეს  

ოლექსი რეზნიკოვი: ზელენსკიმ უკრაინის სამხრეთის დეოკუპაციის ბრძანება გასცა

თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა, ბრიტანულ გაზეთ The Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედროებს უბრძანა, დაიკავონ სამხრეთის სანაპირო რეგიონები, ამისთვის უკრაინა მილიონობით სამხედრო ძალას აგროვებს.  „უკრაინა აგროვებს საბრძოლო ძალებს, რომლებიც აღჭურვილნი არიან დასავლური იარაღით, რათა დაიბრუნონ ქვეყნის სამხრეთი ტერიტორია, რომელიც რუსეთმა დაიკავა“, - წერს გამოცემა. რეზნიკოვის თქმით, ზელენსკიმ უკრაინელ სამხედროებს უბრძანა, დაებრუნებინათ ოკუპირებული სანაპირო ზონები, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. „ჩვენ გვესმის, რომ პოლიტიკურად ეს აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის. პრეზიდენტმა სამხედრო ხელმძღვანელობას გეგმების შემუშავება დაავალა. ამის შემდეგ გენერალური შტაბი გვეტყვის, რომ ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა ა, ბ, გ... ეს ჩემი საქმეა. მე ვწერ წერილებს პარტნიორ ქვეყნებში კოლეგებს, გენერლები საუბრობენ იმაზე, თუ რატომ გვჭირდება ასეთი ტიპის იარაღი და შემდეგ ვიღებთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა რეზნიკოვმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.  

ჭიათურის საკრებულოს „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

""ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას და პარტიას. ამით ჩვენს საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ ნამდვილად არ ექმნება უმრავლესობის პრობლემა, სხვა შემთხვევაში ასე არ მოვიქცეოდი", - ჭიათურის საკრებულოს „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ, ნიკა სამხარაძემ თანამდებობა და პარტიის რიგები დატოვა. ამის შესახებ სამხარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. „ზუსტად ვხვდები, რომ „ქართული ოცნებიდან“ გასულ პარლამენტის სამივე წევრს ჩვენზე ათასჯერ მეტი ინფორმაცია აქვს, მაგრამ ვთვლი, რომ ამ ხალხს ჩვენგანაც მხარდაჭერა სჭირდება ძალიან რთულ, რეალურად ევროპულ, თავისუფლებისთვის და დემოკრატიის კიდევ უფრო მაღალი ხარისხისთვის ბრძოლის გზაზე. ამიტომ, მეც ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას და პარტიას. ამით ჩვენს საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ ნამდვილად არ ექმნება უმრავლესობის პრობლემა, სხვა შემთხვევაში ასე არ მოვიქცეოდი. დიდი მადლობა თითოეულ ჩემს თანაგუნდელს ყველაფრისთვის. იმედია არ მიწყენენ. ჩემი აზრით ბევრი ისეთი რამეა პირდაპირ სათქმელი, რომელიც დააზღვევს, რომ ნამდვილი მეგობრები ცეკას წარმომადგენლებივით არ გველაპარაკებოდნენ. ამ სიტყვებში არ შეიძლება ჩემს კოლეგა გიორგი ღამბაშიძეს არ დაეთანხმო“, - წერს სამხარაძე.  

ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე „ქართულ ოცნებას“ ტოვებს

ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღამბაშიძემ თანამდებობა დატოვა და „ქართული ოცნებიდან“ წავიდა. მან Facebook-ზე წერილი გამოქავეყნა, სადაც აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს აკრიტიკებს და ამბობს, რომ „ასეთ დამოკიდებულებას ვერც სხვისგან, თუნდაც მეგობრისგანაც ვერ მივიღებთ“ კელი დეგნანი მიხეილ ყაველაშვილის წერილზე: ეს წერილი, სავსე იყო ტყუილებით და კონსპირაციული თეორიებით, სიმართლე გითხრათ, ბოლომდე ვერ წავიკითხე მისი თქმით, მან გადაწყვეტილება მიიღო გამოეყოს „ქართული ოცნების“ გუნდს, რათა რიგ საკითხებზე უფრო თავისუფლად ილაპარაკოს.  „ხვალიდან უფრო თავისუფლად ვილაპარაკო მსგავს თემებზე. ალბათ ყველა ხვდება, რომ ამ გადაწყვეტილების გარეშე ჩვენს გუნდს სერიოზულ უხერხულობას შევუქმნიდი, თუნდაც ამ განცხადებით.“ – წერს ღამბაშიძე. ღამბაშიძე საკრებულოს წევრად რჩება. ჭიათურის საკრებულოს „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ თანამდებობა დატოვა „ბევრი ფიქრის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, მეც გამოვეყო ჩემს ქართული ოცნების გუნდს, სადაც გულს და სულს ვტოვებ და ხვალიდან უფრო თავისუფლად ვილაპარაკო მსგავს თემებზე. ალბათ ყველა ხვდება, რომ ამ გადაწყვეტილების გარეშე ჩვენს გუნდს სერიოზულ უხერხულობას შევუქმნიდი, თუნდაც ამ განცხადებით. რაც მიხეილ ყაველაშვილმა დაწერა, ხალხს აწუხებს ეს კითხვები! ამიტომ, მეც მივმართავ ქალბატონ ელჩს, დაასახელოს თუნდაც ერთი ტყუილი, რაც პარლამენტის წევრის წერილში იყო მითითებული და პასუხი გასცეს დასმულ კითხვებს. მისი დამოკიდებულება ნამდვილად აზიანებს საქართველოს და ამერიკის ამდენი წლის ნაშენებ მეგობრობას და ურთიერთობას, რაც არც ერთი ნორმალურად მოაზროვნე ადამიანისთვის კარგი არ არის! თუ კი ვინმეს, მუნიციპალიტეტებიდან, სურვილი აქვს შემომიერთდეს - მოხარული ვიქნები, თუმცა ისეც არ უნდა ვქნათ, რომ რომელიმე რაიონში ქართულმა ოცნებამ უმრავლესობა დაკარგოს, ამით მხოლოდ ქვეყნის მტრების - ნაცების საქმის გაკეთება გამოგვივა. და ბოლოს, ნამდვილად მჯერა, რომ გუნდიდან გასვლით უფრო დავეხმარები ჩემს ქვეყანას, ჩვენს შვილებს და თუნდაც იმავე ქართული ოცნების გუნდს, რომლის წინააღმდეგ ნამდვილად არ ვაპირებ წასვლას. უბრალოდ, ფრაქციიდან გასული პარლამენტარების მსგავსად, მეც ვფიქრობ, რომ ხალხს უფრო ღია ტექსტებით და მეტი სიმართლე უნდა ველაპარაკოთ" - წერს ღამბაშიძე. ცნობისთვის, 8 ივლისს, „ქართული ოცნებიდან“ გასულმა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს ღია წერილით მიმართა. როგორც დეპუტატი აცხადებს, ვერავითარი „რუსული რბილი ძალა“ ვერ შეარყევს საქართველოში ამერიკის რეპუტაციას ისე, როგორც დეგნანის განცხადებები თუ დუმილი, „რომელიც ხალხმა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების მცდელობად შეიძლება აღიქვას“.

ვოლოდიმირ ზელენსკი: სასჯელი გარდაუვალია ყველა რუსი მკვლელისთვის, რუსეთი პირველი იქნება, ვინც მათ მიატოვებს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქალაქ ჩასივ იარზე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა, ყველა, ვინც ასეთ ბრძანებებს გასცემს და აღასრულებს, აუცილებლად მოიძებნება და პასუხს აგებს. მისივე განცხადებით, „ასეთი დარტყმების შემდეგ მკვლელები ვერ იტყვიან, რომ რაღაც არ იცოდნენ ან რაღაც ვერ გაიგეს“. „ყველას იპოვიან, ვინც განახორციელა ეს დაბომბვა, სხვა სარაკეტო დარტყმები, ყველა, ვინც ჩვენს ქალაქებს სარაკეტო არტილერიით დაარტყა, როგორც ეს ხარკოვის რეგიონში, ზაპორიჟიესა და კრივი რიჰში მოხდა. სასჯელი გარდაუვალია ყველა რუსი მკვლელისთვის, ისევე როგორც - ნაცისტების. არ უნდა ელოდონ, რომ მათი სახელმწიფო დაიცავს მათ. რუსეთი პირველი იქნება, ვინც მათ მიატოვებს, როდესაც პოლიტიკური გარემოებები შეიცვლება“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. როგორც ცნობილია, 9 ივლისს, საღამოს, ქალაქ ჩასივ იარში რუსეთის ძალებმა 5-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს. მთლიანად დანგრეულია სახლის ორი შესასვლელი. კვირას, 18:00 საათისთვის, შემთხვევის ადგილზე 15 ცხედარი იპოვეს, ნანგრევებიდან ექვსი ადამიანი ამოიყვანეს. პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, კირილო ტიმოშენკომ განაცხადა, რომ სახლის ნანგრევებში შესაძლოა, 23 ადამიანი იყოს. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა განაცხადა, რომ რუსეთის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქ ჩასივ იარს ისკანდერის რაკეტებით დაარტყეს და სულ მცირე ოთხი რაკეტა გაისროლეს.  

ნინო ლომჯარია: ევროკავშირს უნდა დავანახოთ, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგი დაბრუნებულია

"ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ბოლო დროს გაკეთებული განცხადებებიდან და მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე სკეპტიციზმი არსებობს - უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, ყველა ფორმატი იმისათვის, რათა ევროკავშირს დავანახოთ, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგი დაბრუნებულია", - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. „მე მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, ყველა ფორმატი იმისათვის, რომ ევროკავშირს დავანახოთ, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგი დაბრუნებულია და მზად ვართ იმისთვის, რომ დემოკრატიული ცვლილებებისთვის ვიბრძოლოთ. არ ვფიქრობ, რომ მხოლოდ პროცესის დანახვა სჭირდება ევროკავშირს, ისინი ელოდებიან, რომ ამ პროცესის შედეგად მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის: მართლმსაჯულება, ანტიკორუფციული მიმართულება, სამართალდამცავი უწყებები, არჩევნები, გადადგმული იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯები. ამიტომ ჩვენ, რა თქმა უნდა, პროცესს უნდა დავაკვირდეთ და ვნახოთ რამდენად არის ამის მზაობა ხელისუფლების მხრიდან. რაც შეეხება ჩემს მონაწილეობას, სადაც საჭირო იქნება, მე ვარ კონსტიტუციური ორგანო და ჩემი კომპეტენცია, ჩემი ოფისის კომპეტენცია სადაც საჭირო იქნება, ჩვენ მზად ვართ, რომ მივიღოთ მონაწილეობა", - განაცხადა ლომჯარიამ. ცნობისთვის, 23 ივნისს, ევროკავშირისი საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება.  

გორში გარემოვაჭრეები დახლების აღებას აპროტესტებენ

გორში, გურამიშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეები დახლების აღებას აპროტესტებენ. მოვაჭრეების ნაწილი გორის მერიასთანაა შეკრებილი და მერთან შეხვედრას ითხოვს. ადგილზე იმყოფებიან მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები და სამართალდამცველები.  შეგახსენებთ, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გარემოვაჭრეებს ალტერნატიული ფართი წმინდაწყლის ტერიტორიაზე, ახალ ბაზარში შესთავაზა, სადაც ისინი ერთი წლის განმავლობაში საქმიანობის გაგრძელებას სიმბოლურ ფასად შეძლებენ. მერიის შეთავაზებას გარემოვაჭრეები არ თანხმდებიან. ასევე წაიკითხეთ: გორის ქუჩებიდან გარევაჭრობის დახლები აიღეს  

უკრაინა ხერსონის ოლქის ერთ-ერთი დასახლებული პუნქტის გათავისუფლების შესახებ იუწყება

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქის სოფელი ივანოვკა რუსი სამხედროებისგან გაათავისუფლეს. ამის შესახებ უკრაინის არმიის მე-60 ქვეითი ბრიგადა იტყობინება. 2022-07-10 უკრაინული მედია: ხერსონში რუსეთის სამხედრო ნაწილზე თავდასხმა მოხდა თავის მხრივ, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სარდლობის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქში ავიაციის გამოყენებით მიიტანეს იერიში რუსეთის საარტილერიო ბრიგადის სამეთაურო-სამეთვალყურეო და რუსეთის ეროვნული გვარდიის საკონტროლო-სამეთაურო პუნქტებზე. მათივე ცნობით, განადგურებულია 38 რუსი სამხედრო, 4 ჰაუბიცა, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, 5 სამხედრო მანქანა და საბრძოლო მასალების 2 საწყობი. უკრაინის ვიცე-პრემიერმა და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში მინისტრმა, ირინა ვერეშჩუკმა 7 ივლისს მოუწოდა უკრაინის დროებით ოკუპირებული სამხრეთ რეგიონების მოსახლეობას, განსაკუთრებით ხერსონისა და ზაპორიჟიეს რეგიონებში, რაც შეიძლება სწრაფად მოახდინონ ევაკუაცია ყველა შესაძლო გზით, რათა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ამ ტერიტორიების გათავისუფლება შეძლონ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის საფრთხის შექმნის გარეშე. 2022-07-07 უკრაინის ძალები ხერსონში რუსული გარნიზონის წინააღმდეგ კონტრშეტევისთვის ემზადებიან - ISW ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.

სინძო აბე სიკვდილის შემდეგ, იაპონიის უმაღლესი ორდენით დააჯილდოვეს

იაპონიის მთავრობამ ორშაბათს გამართულ სხდომაზე გადაწყვიტა, რომ ქვეყნის უმაღლესი ორდენი, იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ სინძო აბეს, სიკვდილის შემდეგ მიენიჭოს. საინფორმაციო სააგენტო Kyodo-ს ცნობით, აბე  ქრიზანთემის უმაღლესი ორდენით, სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდება. სინძო აბეს მკვლელობა: იაპონიის პოლიციის განცხადებით, უსაფრთხოების თვალსაზრისით ხარვეზები იყო  8 ივლისს, იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, სინძო აბეს, ქალაქ ნარაში, საპარლამენტო არჩევნების კამპანიის ფარგლებში, ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, რის შემდეგაც ის უგონო მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ის გარდაიცვალა.   იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლის დროს ესროლეს იაპონიის ყოფილი პრემიერი სინძო აბე, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, გარდაიცვალა

უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა 37 400-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს. „უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს: მტრის 1645 ტანკი, 3828 ჯავშანტექნიკა, 838 საარტილერო სისტემა, 247 ზალპური სარაკეტო სისტემა, 109 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 217 თვითმფრინავი, 188 ვერტმფრენი, 676 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი, 155 ფრთოსანი რაკეტა, 15 გემი/ნავი, 2696 ერთეული სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი, 66 ერთეული სპეცტექნიკა", - ნათქვამია გენშტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.