ძებნის რეზულტატი:
საქართველოს 20-წლამდელთა საკალათბურთო ნაკრებმა ნიდერლანდები 19 ქულით დაამარცხა
თურქეთში, საერთაშორისო ტურნირის სათამაშოდ მყოფმა საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა გამარჯვება მოიპოვა. მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილმა ნაკრებმა ნიდერლანდებს სძლია. მატჩი ქართველების სრული უპირატესობით წარიმართა და 19-ქულიანი გამარჯვებით – 90:71 დასრულდა. საქართველოს ნაკრებში 23 ქულით ბომბარდირი ალექსანდრე გაფრინდაშვილი გახდა, საერთო სარგებლიანობით კი საუკეთესო ვლადიმერ სარალიძე გახდა – 20 ქულა, 11 მოხსნა, 3 პასი და 2 დაფარება. 8 ქულა ზურაბ ვაშაკიძემ მიითვალა, 7-7 დააგროვეს ვახტანგ გოგბერაშვილმა და გიორგი ჟღენტმა. სამმა კალათბურთელმა – მათე კაპანაძემ, ვლადიმერ თავაქარაშვილმა და ნიკა რატიანმა 5-5 ქულა მიითვალეს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები თბილისში გასამართი 20-წლამდელთა B დივიზიონისთვის ემზადება, რომელშიც 19 ქვეყნის ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. ტურნირი 15 ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით ახალაშენებულ „თბილისი არენასა” და ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკვე ვემზადები ახალი კვირისთვის - იქნება მნიშვნელოვანი სიახლეები, მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლებისგან
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მომავალ კვირას მნიშვნელოვანი სიახლეების გავრცელება დააანონსა, მათ შორის ხელისუფლების მხრიდანაც. ამის შესახებ უკრაინის პირველმა პირმა ვიდეომიმართვაში განაცხადა. „უკვე ვემზადები ახალი კვირისთვის - იქნება მნიშვნელოვანი სიახლეები, მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლებისგან", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.
ზელენსკიმ რამდენიმე ქვეყანაში ელჩების გათავისუფლების საკითხი განმარტა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე ქვეყანაში ელჩების გათავისუფლების საკითხი განმარტა. „ეს როტაცია დიპლომატიური პრაქტიკის ჩვეულებრივი ნაწილია. ჩეხეთში, გერმანიაში, უნგრეთში, ნორვეგიასა და ინდოეთში დაინიშნებიან უკრაინის ახალი წარმომადგენლები. კანდიდატების მომზადება საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით მიმდინარეობს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა 9 ივლისს, 5 ქვეყანაში საგანგებო და სრულუფლებიანი ეჩები თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ენტონი ბლინკენმა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს რუსეთის აგრესიის დაგმობისკენ მოუწოდა
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვან ის შეხვედრა 5 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ამერიკელი დიპლომატის თქმით, ჩინელ კოლეგასთან შეხვედრისას უკრაინაში რუსეთის აგრესია განიხილა და მოსკოვთან პეკინის კავშირების გამო შეშფოთება გამოხატა. New York Times-ის ცნობით, ბლინკენმა მოუწოდა მის კოლეგას, შეუერთდეს შეერთებულ შტატებს და უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის წინააღმდეგ დადგეს. „ვცდილობდი, მეთქვა სახელმწიფო მრჩევლისთვის, რომ ეს მართლაც ის მომენტია, როდესაც ჩვენ ყველანი უნდა დავდგეთ რუსეთის აგრესიის დასაგმობად. პეკინისგან გვესმის, რომ ნეიტრალურია. რთულია, იყო ნეიტრალური, როცა საქმე ამ აგრესიას ეხება. არსებობს აშკარა აგრესორი. არის აშკარა მსხვერპლი“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. ორივე დიპლომატმა ოქტომბრის შემდეგ პირველად გამართულ მოლაპარაკებას „გულწრფელი შეხვედრა“ უწოდა. ენტონი ბლინკენი და ვან ი ინდონეზიაში, ბალიზე, „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრების შემდეგ შეხვდნენ. ბლინკენი უკრაინის საკითხს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან განიხილავს „მე კიდევ ერთხელ გავუზიარე ჩინეთის სახელმწიფო მრჩეველს, რომ შეშფოთებულნი ვართ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის რუსეთთან შეთანხმებით,” - განაცხადა ბლინკენმა მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. „ჩვენ ძალიან ღია ვიყავით იმის შესახებ, თუ სად არის ჩვენი უთანხმოება... თუმცა შეხვედრა კონსტრუქციული იყო, რადგან გულწრფელობის მიუხედავად, ტონი იყო ძალიან საქმიანი”, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. როგორც ბლინკენმა აღნიშნა, ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა 13 ივნისს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბრისას მკაფიოდ თქვა, რომ მხარს უჭერს რუსეთთან პარტნიორობის ჩამოყალიბებას. ენტონი ბლინკენი: გრძელვადიან პერსპექტივაში, გლობალური უსაფრთხოებისთვის ჩინეთი უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე რუსეთი თავის მხრივ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში შეხვედრის დეტალებზე არ არის საუბარი. აღნიშნულია, რომ ვანმა „უკრაინის საკითხზე“ სიღრმისეული მოსაზრებები გაცვალა. ჩინეთის წითელი ჯვარი უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს ჩინეთი უარყოფს, რომ რუსეთმა სამხედრო დახმარება სთხოვა ცნობისთვის, ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტია არც გმობს რუსეთის ომს უკრაინაში და არც შეჭრას უწოდებს მას. ჩინეთი პირველად მოხვდა NATO-ს „სტრატეგიულ კონცეფციაში", რომელიც სამიტზე, მადრიდში მიიღეს. დოკუმენტი ასახავს უსაფრთხოების გამოწვევებს, რომლებსაც ჩინეთის ამბიციები წარმოშობს. ამასთან, დიდი შვიდეულის (G7) უმსხვილესი დემოკრატიული ეკონომიკის ქვეყნები ჩინეთთან მიმართებით მკაცრი რიტორიკით გამოვიდნენ.
ჯო ბაიდენის თქმით, ახლო აღმოსავლეთი ახლა უფრო სტაბილური და უსაფრთხოა, ვიდრე ტრამპის ადმინისტრაციის დროს იყო
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის იქნება პირველი ამერიკელი პრეზიდენტი, რომელიც ისრაელიდან პირდაპირ საუდის არაბეთში ჩაფრინდება. ბაიდენის თქმით, ხსენებულ ქვეყნებს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა, რაც ისრაელსა და არაბულ სამყაროს შორის ურთიერთობების დათბობის „მცირე სიმბოლოს“ წარმოადგენს. Washington Post-ის სტატიაში სათაურით - „რატომ მივდივარ საუდის არაბეთში“, ბაიდენი ამბობს, რომ ის ისრაელიდან ჯედაში (საუდის არაბეთი) გაემგზავრება, სადაც „შეიკრიბებიან ლიდერები მთელი რეგიონიდან და მიუთითებენ უფრო სტაბილური და ინტეგრირებული ახლო აღმოსავლეთის შესაძლებლობაზე, სადაც შეერთებული შტატები უკიდურესად მნიშვნელოვანი ლიდერის როლს თამაშობს“. აშშ-ის ლიდერმა აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთი, რომელსაც ამ კვირაში ეწვევა, „უფრო სტაბილური და უსაფრთხოა იმასთან შედარებით, რაც მისმა ადმინისტრაციამ მემკვიდრეობით მიიღო, 18 თვის წინ“. ბაიდენმა თქვა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს გაიზარდა თავდასხმები აშშ-ის ჯარისკაცებსა და დიპლომატებზე რეგიონში, იემენში ომი გამწვავდა. ბაიდენმა ასევე ახსენა ირანის ბირთვული პროგრამა. ბაიდენი ახლო აღმოსავლეთის ტურნეს 13 ივლისს დაიწყებს პრეზიდენტ ბაიდენის ვიზიტის განრიგის შესახებ, თეთრი სახლის სპიკერმა კარინე ჟან-პიერმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ისრაელის ლიდერებს შეხვდება, რათა ისრაელის უსაფრთხოება, კეთილდღეობა და ფართო რეგიონში მისი მზარდი ინტეგრაცია განიხილონ. ისრაელში მოლაპარაკებების შემდეგ, პრეზიდენტი დასავლეთ სანაპიროზე, პალესტინაში გაემგზავრება, რათა პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს და პალესტინის სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდეს. დასავლეთ სანაპიროზე ვიზიტის შემდეგ, ბაიდენი გაემგზავრება საუდის არაბეთში, სადაც სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს სამიტს დაესწრება. ჯედაში პრეზიდენტის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, ჟან-პიერმა განაცხადა, რომ ბაიდენი თავის კოლეგებთან ერთად ორმხრივ, რეგიონულ და გლობალურ საკითხებს განიხილავს.
კარლ ჰარცელი: მოკლევადიანი პოლიტიკური ინტერესები ყველა მხარემ უნდა დათმოს
„დროა, ყველამ დაიწყოს ფიქრი იმაზე, თუ როგორ არ დაიკარგოს ეს შესაძლებლობები საქართველოს პრო-ევროპული დღის წესრიგის დასაწინაურებლად. ეს იმას ნიშნავს, რომ ერის საკეთილდღეოდ, მოკლევადიანი პოლიტიკური ინტერესები ყველა მხარემ უნდა დათმოს. ცხადია, რომ წარმატების მისაღწევად, ეს ყველა პოლიტიკური მხარის თანაბარი პასუხისმგებლობაა“, - ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ამის შესახებ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში საუბრობს. პასუხისმგებლობის დიდი ნაწილი, როგორც წესი, ქვეყნის მთავრობაზე მოდის. ამას ჩემი რესპონდენტების დიდი ნაწილი ამბობს. ზოგიერთი მათგანი საუბრობს იმაზე, რომ რეფორმების განსახორციელებლად ოპოზიციას ხელი მთავრობამ უნდა გაუწოდოს, თუმცა ამ პროცესში როლი ოპოზიციასაც აქვს. თქვენი აზრით, რა არის ოპოზიციის როლი დღეს? ელჩმა ამერიკის ხმის ამ შეკითხვას უპასუხა. კარლ ჰარცელი დეოლიგარქიზაციაზე: ევროკომისიის გადაწყვეტილებას თუ შევხედავთ ცხადია, მიზანი სისტემურ გამოწვევებთან გამკლავებაა და არა ინდივიდუალურ პირებთან „მე მეორე მოსაზრებას ვიზიარებ. რა თქმა უნდა, ნებისმიერ ხელისუფლებას ყოველთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება. ამავდროულად, როგორც უკვე ბევრი კვირაა, ვამბობ, ეს კონკრეტული მომენტი აშკარად მთელი პოლიტიკური ელიტის ერთად დასხდომის საფუძველია. დროა, ყველამ დაიწყოს ფიქრი იმაზე, თუ როგორ არ დაიკარგოს ეს შესაძლებლობები საქართველოს პრო-ევროპული დღის წესრიგის დასაწინაურებლად. ეს იმას ნიშნავს, რომ ერის საკეთილდღეოდ, მოკლევადიანი პოლიტიკური ინტერესები ყველა მხარემ უნდა დათმოს. ცხადია, რომ წარმატების მისაღწევად, ეს ყველა პოლიტიკური მხარის თანაბარი პასუხისმგებლობაა. კარლ ჰარცელი: რამაც ყველაზე მეტად განმაცვიფრა არის ის, თუ როგორ შეუძლია ამ ქვეყანაში სიყვარულსა და სიძულვილს თანაარსებობა და ის ტემპი, რომლითაც ორივე მოძრაობს ამას დავამატებ, რომ პოლარიზაციის მიღმა, მე მესმის მათი ხმები, ვინც რეალურად ცდილობენ პოლიტიკური გარემოს დეპოლარიზაციას, რომელ ხმებსაც საკმარისზე ხშირად ახშობს ორივე მხრიდან წამოსული ჭექა-ქუხილის ხმა. იმ მხარეებიდან, რომლებსაც პოლიტიკაში როგორღაც ნულოვანი ჯამის - მე ვიგებ, შენ აგებ - ლოგიკა და პრინციპი ურჩევნიათ. კიდევ ერთხელ ვიმედოვნებ, რომ შესაძლებელი იქნება უფრო მეტი სივრცის გამონახვა ამ შუალედური, საღი ხმებისთვის კომპრომისების მოსაძებნად, რადგან საქართველოს ეს აშკარად სჭირდება“, - აღნიშნა კარლ ჰარცელმა.
უკრაინა USAID-ის, IBRD-ისა და IDA-ს მიერ შექმნილი ფონდისგან $1.7 მილიარდის გრანტს მიიღებს
უკრაინა IBRD-ის, საერთაშორისო განვითარების ასოციაციის და USAID-ის მიერ შექმნილი Single Donor Trust Fund-ისგან 1,7 მილიარდი დოლარის გრანტს მიიღებს. უკრაინის პრემიერ-მინისტრის თქმით, თანხა მოხმარდება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების დაფინანსებას, რომლებიც სამედიცინო მომსახურებებისთვის არის განკუთვნილი. „შეთანხმების პროექტი მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა. გრანტი უსასყიდლო, ანაზღაურებადი წესით იქნება მიღებული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან“, - განაცხადა დენის შმიგალმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები დღეს იტალიას უმასპინძლებს
დღეს, 10 ივლისს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“ პირველად ითამაშებს და პირველად უმასპინძლებენ იტალიას. იტალია ექვსი ერის და ტიერ1-ის მეორე ნაკრებია, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა. რაგბის იმ ქომაგებისთვის, რომლებიც ბათუმში ჩასვლას ვერ ახერხებენ, ქვეყნის 24 ქალაქსა და რაიონულ ცენტრში, დიდი მონიტორზე მოეწყობა თამაშის პირდაპირი რეპორტაჟი და გულშემატკივარს შეეძლება, ბორჯღალოსნებს ხმა მიაწვდინონ. ეს ტერიტორიები: თბილისი (ორბელიანის მოედანი, კრწანისი, ნაძალადევი, სამგორი, წითელი ბაღი, გლდანი); რუსთავი (გაგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრის უკან მდებარე სკვერი); ყაზბეგი (საფეხბურთო მოედანი); ახალციხე (რაბათის ციხე); ფოთი (ცენტრალური პარკი); ზუგდიდი (სკეიდპარკის ტერიტორია); ოზურგეთი (ჭადრების ბაღი); ჩოხატაური (რივერ ბარი „აკაციები“); ამბროლაური (კულტურის სახლის მიმდებარედ არსებული სკვერი); ლენტეხი (ადმინისტრაციული შენობის ეზო); ბოლნისი (კულტურის და დასვენების პარკი); მარნეული („კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი); თელავი (თეატრის წინ); ხაშური (დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკვერი); ჭიათურა (კინოს მიმდებარედ); ბორჯომი (ცენტრალური პარკი); მცხეთა (წეროვანის დევნილთა დასახლება; საგურამოს პარკი); ქუთაისი (ცენტრალური ბულვარი); წყალტუბო (სპორტის სასახლის მიმდებარედ); გურჯაანი (ცენტრალური პარკი); დედოფლისწყარო (კულტურის სახლი); საგარეჯო (ცენტრალური სტადიონი); ონი (კახაბერის ქ. 4); ცაგერი (რუსთაველის ქ. 66). მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას სხვა ქართველი მებრძოლები ავრცელებენ. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული ქართველი ჯარისკაცი ლუგანსკის მახლობლად პარტიზანების დანაყოფში იბრძოდა. „საელჩო ინფორმირებულია აღნიშნული ფაქტის შესახებ. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები“, - განუცხადეს Europetime-ს საგარეო უწყებაში.
ბენ უოლესმა ის უკრაინელი ჯარისკაცები მოინახულა, რომლებსაც ბრიტანელები წვრთნიან
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა ის უკრაინელი ჯარისკაცები მოინახულა, რომლებიც გაერთიანებულ სამეფოში წვრთნებისთვის იმყოფებიან. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ცნობით, ეს პროგრამა არის დიდი ბრიტანეთის მუდმივი ვალდებულების ნაწილი, მხარი დაუჭიროს უკრაინას რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში. ბრიტანეთი 1500-მდე უკრაინელი ჯარისკაცს წვრთნის დიდი ბრიტანეთის სამხედრო დახმარება 2,3 მილიარდ ფუნტ სტერლინგ მოიცავს, მათ შორის არის 5000-ზე მეტი NLAW ტანკსაწინააღმდეგო იარაღი და M270 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები. თითოეული კურსი რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდება. კურსი მოიცავს იარაღის მართვას, ბრძოლის ველზე პირველად დახმარებას, საველე ტექნიკას, საპატრულო ტაქტიკას და შეიარაღებული კონფლიქტის წესებს. ინფორმაციისთვის, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა 6 ივლისს განაცხადა, რომ გაერთიანებულ სამეფოში უკრაინელი სამხედროებისთვის სასწავლო კურსები დაიწყება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.
ჯო ბაიდენი: ახლო აღმოსავლეთში ჩემი გამგზავრებით, ამერიკის ჩართულობის „ახალი და უფრო წარმატებული“ ეტაპი დაიწყება
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ახლო აღმოსავლეთში დაგეგმილ ვიზიტზე Washington Post-ში გამოქვეყნებულ სტატიაში საუბრობს. ბაიდენის შეფასებით, ვიზიტი რეგიონისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პერიოდში ხორციელდება და ის ხელს შეუწყობს ამერიკის მნიშვნელოვან ინტერესებს. ბაიდენის თქმით, პარასკევს საუდის არაბეთის ლიდერებთან შეხვედრისას, მიზნად ისახავს, გააძლიეროს სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც დაფუძნებულია ორმხრივ ინტერესებსა და პასუხისმგებლობებზე, ამასთან, დაიცავს ფუნდამენტურ ამერიკულ ღირებულებებს. ჯო ბაიდენის თქმით, ახლო აღმოსავლეთი ახლა უფრო სტაბილური და უსაფრთხოა, ვიდრე ტრამპის ადმინისტრაციის დროს იყო „ჩემი მიზანი თავიდანვე იყო ურთიერთობების გადახედვა, მაგრამ არა გაწყვეტა - ქვეყანასთან, რომელიც 80 წლის განმავლობაში სტრატეგიული პარტნიორია. დღეს საუდის არაბეთი დაეხმარა სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს ექვს ქვეყანას შორის ერთიანობის აღდგენას, მან სრულად დაუჭირა მხარი იემენში ზავს და ახლა მუშაობს ჩემს ექსპერტებთან, რათა დაეხმაროს ნავთობის ბაზრების სტაბილიზაციას OPEC-ის სხვა მწარმოებლებთან ერთად“, - აღნიშნავს ჯო ბაიდენი. „ვიცი, ბევრია ისეთი, ვინც არ ეთანხმება საუდის არაბეთში გამგზავრების გადაწყვეტილებას. ადამიანის უფლებების შესახებ ჩემი შეხედულებები მკაფიოა და ფუნდამენტური თავისუფლებები ყოველთვის არის დღის წესრიგში, როდესაც მე მივდივარ საზღვარგარეთ, ასე იქნება ამ მოგზაურობის დროსაც. „რა თქმა უნდა, რეგიონი კვლავ სავსეა გამოწვევებით: ირანის ბირთვული პროგრამა და მარიონეტული ჯგუფების მხარდაჭერა, სირიის სამოქალაქო ომი, სასურსათო უსაფრთხოების კრიზისი, რომელიც გამწვავდა რუსეთის ომით უკრაინის წინააღმდეგ, ტერორისტული ჯგუფები, რომლებიც კვლავ მოქმედებენ რიგ ქვეყნებში, პოლიტიკური ჩიხი ერაყში. ლიბია და ლიბანი, და ადამიანის უფლებების სტანდარტები, რომლებიც ჩამორჩება მსოფლიოს უმეტესი ნაწილის სტანდარტებს. ჩვენ ყველა ამ საკითხზე უნდა ვიმსჯელოთ“, - ამბობს ჯო ბაიდენი.
კანადა გერმანიას რუსული გაზსადენის შეკეთებულ ნაწილს დაუბრუნებს
კანადა გერმანიას დაუბრუნებს რუსული Nord Stream 1 მილსადენის გარემონტებულ ტურბინას, რომელიც გერმანიისთვის რუსული გაზის მიწოდების წყაროა. მედია: უკრაინა კანადას მოუწოდებს, სანქციების ავლით „გაზპრომს“, გაზის ტურბინა არ გადასცეს უკრაინამ დაგმო ეს ნაბიჯი და განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ძირს უთხრის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. „კანადა გერმანიას დაუბრუნებს გარემონტებულ ტურბინას, რომელიც საჭიროა Nord Stream 1 გაზსადენისთვის და შეიძლება, დაეხმაროს ენერგიის მიწოდებას, ვიდრე ევროპა არ შეწყვეტს დამოკიდებულებას რუსულ გაზზე“, - განაცხადა კანადის ბუნებრივი რესურსების მინისტრმა. Reuters-ის ცნობით, კანადის მთავრობამ განაცხადა, რომ გასცემს „ლიმიტირებულ ნებართვას", რათა გაათავისუფლოს ტურბინების დაბრუნება რუსული სანქციებისგან და ასევე გამოაცხადა ახალი ზომები მოსკოვის წინააღმდეგ უკრაინაში მისი შეჭრის საპასუხოდ. კანადამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. „ჩრდილოეთის ნაკადი-1“ 2012 წლიდან ამოქმედდა. გაზის მიწოდება ლენინგრადის ოლქიდან გერმანიაში ბალტიის ზღვის გავლით ხდება. პროექტის აქციათა საკონტროლო პაკეტი რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „გაზპრომს“ ეკუთვნის.
დონეცკის ოლქში, საცხოვრებელ უბანზე რუსული სარაკეტო თავდასხმისას დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა
დონეცკის ოლქში, ჩასივ იარში, საცხოვრებელ უბანზე რუსული სარაკეტო საარტილერიო თავდასხმისას დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის ოლქში უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს. მაშველების თქმით, ნანგრევების ქვეშ დარჩენილ სამ პირთან ხმოვანი კონტაქტი დაამყარეს და ამ დროისთვის მათ გამოსაყვანად ღონისძიებები მიმდინარეობს. „ადგილობრივი დროით, 11:26 საათზე, გადაუდებელი სამაშველო ოპერაციების დროს, კიდევ ერთი ცხედარი აღმოაჩინეს (დაღუპულის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია). მთლიანობაში, ოპერაციის დაწყებიდან შემთხვევის ადგილზე 10 ცხედარი იპოვეს, ხოლო ხუთი ადამიანის ცხედარი ნანგრევებიდან ამოიყვანეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში. უკრაინული მედიის ცნობით, ჩასივ იარში რუსული რაკეტებით განადგურებული ხუთსართულიანი შენობების ნანგრევების ქვეშ შესაძლოა, 30-ზე მეტი ადამიანი იყოს.
უკრაინული მედია: ხერსონში რუსეთის სამხედრო ნაწილზე თავდასხმა მოხდა
თვითმხილველების ცნობით, რომ ხერსონში რუსეთის სამხედრო ნაწილზე თავდასხმა მოხდა. ამის შესახებ საოლქო საბჭოს დეპუტატმა და ხერსონის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა სერჰი ხლანმა განაცხადა. უკრაინის ძალები ხერსონში რუსული გარნიზონის წინააღმდეგ კონტრშეტევისთვის ემზადებიან - ISW უკრაინულებმა სავარაუდოდ, პესტელიას ქუჩაზე მდებარე სამხედრო ნაწილი დაბომბეს. თვითმხილველების მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე კვამლი სწორედ იმ უბანზე ფიქსირდება. უკრაინის ვიცე-პრემიერმა და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში მინისტრმა, ირინა ვერეშჩუკმა მოუწოდა უკრაინის დროებით ოკუპირებული სამხრეთ რეგიონების მოსახლეობას, განსაკუთრებით ხერსონისა და ზაპორიჟიეს რეგიონებში, რაც შეიძლება სწრაფად მოახდინონ ევაკუაცია ყველა შესაძლო გზით, რათა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ამ ტერიტორიების გათავისუფლება შეძლონ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის საფრთხის შექმნის გარეშე. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.
ევროკავშირი: რუსეთის ომის დანაშაულებმა მსოფლიოს სრებრენიცაში გენოციდი შეახსენა
რუსეთის არაპროვოცირებული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობები რუსი დამპყრობლების მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მსოფლიოს სრებრენიცას (ქალაქი აღმოსავლეთ ბოსნია და ჰერცოგოვინაში) გენოციდს ახსენებს, რომელიც ევროპის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ბნელ ფურცლად რჩება. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა და ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განაცხადეს, რითაც სრებრენიცას გენოციდის 27 წლისთავს გამოეხმაურნენ. „ჩვენ, 27 წელია, პატივს ვცემთ სრებრენიცას გენოციდის ყველა მსხვერპლის და დაკარგულთა ხსოვნას. ჩვენ ერთად ვდგავართ მათ ნათესავებთან და მეგობრებთან ერთად, რომლებიც გადარჩნენ გენოციდის დროს. მშვიდობაზე დღესაც ვერ ვსაუბრობთ. რუსეთის გაუმართლებელმა და არაპროვოცირებულმა აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი ომი დააბრუნა ჩვენს კონტინენტზე. მასობრივი მკვლელობები და ომის დანაშაულები, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ უკრაინაში, მოგონებებს გვიღვივებს დასავლეთ ბალკანეთის ომში, 1990-იან წლებში მყოფთა შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში. ამ პირობებში, ჩვენი მოვალეობაა, გავიხსენოთ სრებრენიცას გენოციდი, როგორც ჩვენი საერთო ევროპული ისტორიის ნაწილია. ევროპას არ დავიწყებია ის, რაც მოხდა სრებრენიცაში და ჩვენი პასუხისმგებლობა, რომ ვერ შევძელით გენოციდის პრევენცია და შეჩერება. სრებრენიცაში ევროპა ჩავარდა და ეს ჩვენი სირცხვილია", - ნათქვამია განცხადებაში.
სინძო აბეს მკვლელობა: იაპონიის პოლიციის განცხადებით, უსაფრთხოების თვალსაზრისით ხარვეზები იყო
იაპონიის პოლიციამ აღიარა, რომ იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის სინძო აბეს მკვლელობის დღეს, უსაფრთხოების თვალსაზრისით ხარვეზები არსებობდა. პოლიცია იძიებს, რატომ იყო აბე სამიზნე და მოქმედებდა თუ არა მისი მკვლელი მარტო. „უდავოა, რომ უსაფრთხოების კუთხით იყო პრობლემები”, - განაცხადა ნარას პოლიციის უფროსმა ტომოაკი ონიზუკამ. სინძო აბე სიტყვით გამოდიოდა საარჩევნო ღონისძიებაზე, როდესაც უკნიდან ესროლეს. ფოტოებზე ჩანს, რომ ეჭვმიტანილი მასთან ახლოს დგას რამდენიმე წუთით ადრე. მოწმეებმა აღწერეს, რომ დაინახეს კაცი, რომელსაც დიდი იარაღი ეჭირა, სინძო აბედან რამდენიმე მეტრში მოძრაობდა და ორჯერ ისროლა. ყოფილი პრემიერ-მინისტრი მიწაზე დაეცა. იაპონიის ყოფილი პრემიერი სინძო აბე, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, გარდაიცვალა მოგვიანებით, ეჭვმიტანილის სახლში აღმოაჩინეს კიდევ რამდენიმე ხელნაკეთი იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერება. იაპონიის ყოფილი პრემიერი კისერში იყო დაჭრილი და დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგა საავადმყოფოში გადაყვანისას.
ბლინკენის თქმით, რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინის წინააღმდეგ შესაძლოა, შრი-ლანკის კრიზისის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იყოს
რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულმა ომმა მნიშვნელოვნად იმოქმედა სასურსათო უსაფრთხოებაზე მსოფლიოს ბევრ რეგიონში და გაამწვავა ეკონომიკური ვითარება და პოლიტიკური კრიზისი შრი-ლანკაში. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კვირას, ტაილანდში ვიზიტისას განაცხადა. შრი-ლანკის პრეზიდენტი გოტაბაია რაჯაპაკსა თანამდებობას 13 ივლისს დატოვებს. ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო ქვეყნის პრემიერმაც. აქციის მონაწილეებმა, შრი-ლანკის პრემიერ-მინისტრის სახლი დაწვეს შრი-ლანკის პრემიერ-მინისტრი თანახმაა, პროტესტის ფონზე გადადგეს „ეს [რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინის წინააღმდეგ] შეიძლება, იყოს ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იმისა, რაც მოხდა შრი-ლანკაში“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ არსებობს მრავალი ფაქტორი, რამაც გამოიწვია პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი ამ კუნძულოვან ქვეყანაში და ახლა ეს ყველაფერი გაერთიანდა. ენტონი ბლინკენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსული აგრესია, ისევე როგორც უკრაინიდან ათობით მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტის ბლოკირება, აგრძელებს სასურსათო უსაფრთხოებისთვის საფრთხეა მთელ მსოფლიოში. 2022-06-05 მარცვლეულის მსოფლიო ომი უკვე დაიწყო, აფრიკაში ახალი კონფლიქტების გაჩაღების რისკი არსებობს - იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი BBC-ის ცნობით, რაჯაპაკსამ თანამდებობის დატოვების შესახებ პარლამენტის სპიკერს შეატყობინა. შრი-ლანკის პრეზიდენტმა გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მას მერე მიიღო, რაც ქვეყანაში მასობრივი პროტესტი დაიწყო. შრი-ლანკამ დეფოლტი გამოაცხადა შრი-ლანკა კრიზისის ფონზე რუსეთისგან ნავთობს ყიდულობს დემონსტრანტები შრი-ლანკის მთავრობის გადადგომას მძიმე ეკონომიკური კრიზისის ფონზე ითხოვენ. ქვეყანაში რეკორდული ინფლაციაა, არ არის საკმარისი საკვები, მედიკამენტები და საწვავი.
უკრაინა კანადის გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია
უკრაინის საგარეო საქმეთა და ენერგეტიკის სამინისტროები გამოხატავენ ღრმა იმედგაცრუებას კანადის მთავრობის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, გასცეს ნებართვა გერმანიაში შეკეთებული ტურბინის დასაბრუნებლად, რომელიც საჭიროა Nord Stream 1-ის გაზსადენისთვის. 2022-07-10 კანადა გერმანიას რუსული გაზსადენის შეკეთებულ ნაწილს დაუბრუნებს ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილების გამოცხადების დღეს, რუსეთის არმიამ დაბომბა საცხოვრებელი უბნები მიკოლაივში, ხარკოვში, კრივი რიჰში, ისევე როგორც სხვა დასახლებები ზაპორიჟიეში. „რუსეთის ფედერაცია მოქმედებდა როგორც ტერორისტული სახელმწიფო, განზრახ ესხმოდა თავს სახლებს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტებს. დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, ათობით დაშავდა", - აღნიშნეს სამინისტროში. აქვე აღნიშნულია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ, მათ შორის კანადამ და გერმანიამ, უკვე დააწესეს სხვადასხვა სახის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. უკრაინის მთავრობა მადლიერია ამ გადამწყვეტი ქმედებებისთვის. „ამავდროულად, კანადურ-გერმანული უახლესი შეთანხმება და მის საფუძველზე გამოცხადებული გადაწყვეტილება არის სანქციების რეჟიმის მორგება რუსეთის ახირებაზე. ეს საშიში პრეცედენტი ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის პრინციპს და ექნება მხოლოდ ერთი შედეგი - ის გააძლიერებს მოსკოვის დაუსჯელობის განცდას“, - ნათქვამია განცხადებაში. როგორც ცნობილია, კანადამ გადაწყვიტა, გერმანიას დაუბრუნოს Siemens Energy AG-ის მიერ, კანადაში შეკეთებული გაზის ტურბინა, რომელიც Nord Stream 1-ის გაზსადენის სისტემაში გამოიყენებოდა. გადაწყვეტილება მიღებულია უკრაინის მთავრობის მიმართვის მიუხედავად, რომლის შეფასებით, ხსენებული ნაბიჯი ძირს უთხრის სანქციების რეჟიმს.
საფრანგეთი რუსული გაზის სრული შეწყვეტისთვის ემზადება - Reuters
საფრანგეთის მთავრობა რუსული გაზის იმპორტის სრული შეწყვეტისთვის ემზადება. საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა, ბრუნო ლე მერმა განაცხადა, რომ დღეს ეს ყველაზე სავარაუდო სცენარია. მისი მიწოდების დაახლოებით 17%, რუსეთიდან მოდის, საფრანგეთი ნაკლებად არის დამოკიდებული რუსულ გაზზე, ვიდრე ზოგიერთი მისი მეზობელი, მაგრამ მთავრობა საგანგებო გეგმებს ამზადებს. „ვფიქრობ, რომ რუსული გაზის მიწოდების სრული შეწყვეტა რეალური შესაძლებლობაა... და ჩვენ უნდა მოვემზადოთ ამ სცენარისთვის”, - განაცხადა მინისტრმა.
ნოვაკ ჯოკოვიჩმა „უიმბლდონის“ ტურნირი მეშვიდედ მოიგო
მსოფლიოში რეიტინგით მესამე, სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა „უიმბლდონის“ ტურნირი ზედიზედ მეოთხედ და საერთო ჯამში მეშვიდედ მოიგო. ნოვაკ ჯოკოვიჩმა მსოფლიო რეიტინგის მე-40 ნომერი, ავსტრალიელი, ნიკ კირიოსი 4-6; 6-3; 6-4; 7-6 (7-3) დაამარცხა.