ძებნის რეზულტატი:

გაჩნდა მზარდი ინტერესი, რომ ჩინეთიდან წამოსული ტვირთები შუა დერეფნის გავლით გადაიზიდოს - APM Terminals

ფოთის პორტში ტვირთბრუნვა საგრძნობლად გაიზარდა, - ამის შესახებ იან როულინსონი, APM Terminals ფოთის კომერციული დირექტორი აცხადებს. მისი თქმით, მეზობელი ქვეყნების მხრიდან შუა დერეფანთან მიმართებით, ინტერესი გაიზარდა. საქართველოს პორტებში ტვირთბრუნვა იზრდება „დღეს ჩვენ ვხედავთ ინტერესს, მეზობელი კავკასიის ქვეყნებიდან, ასევე ინტერესი გაჩნდა კასპიის ზღვის აუზის ქვეყნების მხრიდან და ცენტრალური აზიიდან.  მათი ინტერესის სფეროა შუა დერეფანი. გაჩნდა მზარდი ინტერესი, რომ ჩინეთიდან წამოსული ტვირთები შუა დერეფნით გადაზიდონ. მანამდე ამ ტვირთების გადაზიდვა რუსეთის მარშრუტზე ხდებოდა. ბოლო დროს კი ვხედავთ, რომ ეს ტვირთები ყაზახეთიდან აზერბაიჯანში კასპიის ზღვით ხვდება, შემდეგ კი ფოთის პორტში, რათა ზღვით ევროპაში გადაიზიდოს“, - ამბობს როულენსონი. მისი თქმით, დღეს ფოთის პორტის წლიური გამტარუნარიანობა 500-550 000 TEU (კონტეინერი) შეადგენს. გასულ წელს ეს მოცულობა  300 000 TEU -იყო, სრული სიმძლავრის 60%. „კომპანია თანამშრომლობს რეგიონულ პარტნიორებთან, რათა სიმძლავრე კავშირები გააუმჯობესოს და ტვირთბრუნვა გაზარდოს“, - აცხადებს APM Terminals ფოთის კომერციული  დირექტორი. APM Terminals -ი ფოთის პორტის ოპერატორი კომპანიაა, რომლის შტაბ-ბინაც ნიდერლანდებში მდებარეობს, რომელიც დანიის გადამზიდავი კომპანია Maersk-ის სატრანსპორტო და ლოგისტიკის განყოფილებას წარმოადგენს.  

NCOC-მა ყაზახეთში, „კაშაგანის“ უდიდეს ნავთობსაბადოზე, მოპოვება განაახლა

North Caspian Operating Company -მ (NCOC) ყაზახეთში, კასპიის სექტორში, „კაშაგანის“ ნავთობსაბადოზე მუშაობა განაახლა. თოყაევი, ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაციისთვის ტრანსკასპიურ მარშრუტს განიხილავს  რუსეთი ყაზახეთის ნავთობის ექსპორტს კრძალავს მას შემდეგ, რაც თოყაევი ევროპას რესურსების მიწოდების გაზრდას დაჰპირდა ყაზახეთის პრეზიდენტი ევროპას, ნავთობითა და გაზით დახმარებას დაჰპირდა შეგახსენებთ, რომ კაშაგანის საბადოზე ნავთობის მოპოვება გეგმური რემონტის გამო 1-ელი ივნისიდან 45 დღით შეჩერდა. „კაშაგანი“ ყაზახეთში ბოლო ათწლეულების განმავლობაში აღმოჩენილ ნავთობის ერთ-ერთ უდიდეს საბადოდ ითვლება. საბადოს ნავთობის მარაგი 9-დან 13 მილიარდი ბარელის ფარგლებშია შეფასებული. „კაშაგანში“ კომერციული წარმოება 2016 წლის შემოდგომაზე დაიწყო.   

აზერბაიჯანმა და ყაზახეთმა ტრანსკასპიური დერეფნის ფარგლებში, თანამშრომლობა განიხილეს

აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი მიქაილ ჯაბაროვი ასტანას საერთაშორისო ფინანსური ცენტრის ხელმძღვანელს კაირატ კელიმბეტოვს შეხვდა. ამის შესახებ Trend-ი ეკონომიკის სამინისტროზე დაყრდნობით წერს. სამინისტროს ცნობით, მხარეებმა ტრანსკასპიური დერეფნის ფარგლებში პარტნიორობის გაფართოება, აზერბაიჯანის ფინანსურ ინსტიტუტებსა და ასტანას საერთაშორისო ფინანსურ ცენტრს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. თოყაევი, ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაციისთვის ტრანსკასპიურ მარშრუტს განიხილავს ჯაბაროვმა, აზერბაიჯანსა და ყაზახეთს შორის ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში წარმატებული თანამშრომლობასა და ორმხრივ სავაჭრო და ეკონომიკური პარტნიორობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ილაპარაკა. ამასთან, შეხვედრის მონაწილეებმა ვაჭრობის, სატრანსპორტო-ტრანზიტის, სამრეწველო და სხვა სფეროებში თანამშრომლობის განვითარების მიზნით, ერთობლივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ასევე მხარეებმა, ალატის თავისუფალი ეკონომიკური ზონის საინვესტიციო შესაძლებლობების ხელშეწყობის საკითხებზეც იმსჯელეს.  რუსეთის სასამართლოს მიერ, კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) საზღვაო ტერმინალის ფუნქციონირების შეჩერების შემდეგ, რომლის მეშვეობითაც ყოველწლიურად, ყაზახეთიდან 60 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობის ექსპორტი ხორციელდებოდა, ყაზახეთის პრეზიდენტი, ყასიმ-ჟომართ თოყაევი, ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაციისთვის ტრანსკასპიურ მარშრუტს განიხილავს. შეგახსენებთ, რომ კასპიის მილსადენის კონსორციუმის საქმიანობა ნოვოროსიისკის სასამართლომ ერთი თვით შეაჩერა. CPC მილსადენის სისტემა (თენგიზ-ნოვოროსიისკის მილსადენი) ყაზახეთის მთლიანი საექსპორტო ნავთობის ორ მესამედზე მეტს ატარებს.

მეუფე იაკობი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე: არავისთან შესახვეწი არაფერი გვჭირს

არავისთან შესახვეწი არაფერი გვჭირს, ჩვენმა ერმა დღემდე მოაღწია და კიდევ ერთხელ შევახსენებ ევროპას, სულხან-საბას დროსაც რა გაკვიკეთა, მერე რას გვიშვრებოდა - ყველამ რომ გაგვწიროს, ღმერთი არ გაგვწირავს,- ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა იმას, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობისთვის უსი ვერ მიიღო. „ჩვენ რატომ უნდა შევცვალოთ კანონები, ევროპიდან რომ გვთხოვენ იმიტომ? თუ იმაზე უნდა დავფიქრდეთ, რა გვჭირდება ჩვენ. რა იციან ევროპელებმა, 12 მჭირდება, თუ 25? შეიძლება 100 რაღაც მჭირდება იმისთვის,რომ შევიცვალო, შეიძლება 3 გვჭირდება... ქართველებს ერთადერთი რამ გვჭირდება თავიდან, ერთმანეთის სიძულვილი, ზიზღი უნდა დავთმოთ. ადამიანები ვართ, ჩვენ დარვინის თეორიის ადამიანები კი არ ვართ, თითოეული ჩვენგანი ღვთისგან შექმნილია და ერთმანეთი უნდა შევიყვაროთ. ვისაც შეყვარება არ შეუძლია და ამის გული არ აქვს, მეორის ატანა მაინც უნდა შეეძლოს, თორემ მოვა დრო და...“- განაცხადა მეუფე იაკობმა. ცნობისთვის, 23 ივნისს, ევროკავშირისი საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება.  

თურქეთმა თხილი ექსპორტზე, 124 ქვეყანაში გაიტანა

თურქეთმა, 2022 წლის იანვარ-ივნისში, თხილი ექსპორტზე 124 ქვეყანაში გაიტანა. ინფორმაციას აღმოსავლეთ-შავი ზღვის რეგიონების თხილის ექსპორტიორთა ასოციაცია ავრცელებს.  თურქეთიდან, 2022 წლის 6 თვეში ექსპორტმა, 149 701 ტონა შეადგინა, ხოლო მიღებულმა შემოსავალმა 835 მილიონ 97 ათას 371 დოლარი. თურქული თხილის მთავარი იმპორტიორები არიან გერმანია, იტალია და საფრანგეთი. გერმანიაში ექსპორტმა 2022 წლის 6 თვეში 212 641 ათასი ტონა შეადგინა, იტალიაში 156 653 ათსი ტონა, ხოლო საფრანგეთში 50 704 ათასი ტონა. იანვარ-ივნისში, გასული წლის ანალოგიური პერიოდისგან განსხვავებით, თურქეთიდან თხილის იმპორტიორთა სიას დაემატა ვენესუელა, ჯიბუტი, ეთიოპია, კოტ დ'ივუარი და მავრიტანია.  

მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ კაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 58 წლის მეუღლის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 65 წლის კაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. საქმის პროკურორ ლევან ვეფხვაძის ინფორმაციით, მკვლელობა მეუღლის მიმართ გენდერული ნიშნით არის ჩადენილი და საუბარია ეჭვიანობის ნიადაგზე. ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ბრალდებულმა მძინარე მეუღლეს თავში ჩაქუჩი ჩაარტყა. საქმეში მტკიცებულებების სახით დანაშაულის ჩადენის იარაღი და მოწმეების ჩვენებებია. ამასთან, დაკავებული ბრალს აღიარებს. შემთხვევა გუშინ თბილისში, ჟონეთის ქუჩაზე მოხდა. დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

ენტონი ბლინკენის განცხადებით, უკრაინელები კიდევ $360 მილიონის ჰუმანიტარულ დახმარებას მიიღებენ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომის მსხვერპლთა მხარდასაჭერად, $360 მილიონის დამატებით ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს. „დღემდე, 11 მილიონზე მეტი ადამიანი – უკრაინის მოსახლეობის მეოთხედზე მეტი – იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სახლები რუსეთის გაუმართლებელი ომის გამო, ხოლო 15,7 მილიონ ადამიანს დახმარება სჭირდება. თებერვალში პრეზიდენტ პუტინის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა ამ კრიზისის მოსაგვარებლად 1,28 მილიარდ დოლარზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გაიღო და ჩვენ სხვა ქვეყნებს შორის უკრაინის ჰუმანიტარული დახმარების უდიდესი დონორი ვართ", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა პრესკონფერენციაზე. ეს დამატებითი დაფინანსება, $360 მილიონი, ბლინკენის თქმით, გაჭირვებაში მყოფი ადამიანების საკვებით, უსაფრთხო სასმელი წყლით, ფულადი დახმარებით, ხელმისაწვდომი თავშესაფრით, გადაუდებელი სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფას მოხმარდება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

შრი-ლანკის პრემიერ-მინისტრი თანახმაა, პროტესტის ფონზე გადადგეს

შრი-ლანკის პრემიერ-მინისტრი რანილ ვიკრემესინგე მზადაა, გადადგეს, რათა ქვეყანაში მრავალპარტიული მთავრობა შეიქმნას, ნათქვამია პრემიერის ოფისის განცხადებაში, რომელიც მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც ათასობით მომიტინგე, კოლომბოში,  საპრეზიდენტო რეზიდენციაში შეიჭრა. შრი-ლანკამ დეფოლტი გამოაცხადა შრი-ლანკა კრიზისის ფონზე რუსეთისგან ნავთობს ყიდულობს ვიკრემესინგემ კრიზისის გადაჭრის გზების მოძებნის მიზნით, რამდენიმე პოლიტიკური პარტიის ლიდერთან, მოლაპარაკება გამართა. ამ დროისთვის ცნობილია, რომ პრემიერი უსაფრთხო ადგილზე გადავიდა. „პრეზიდენტი და პრემიერი დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს. თუ ეს არ მოხდება, პოლიტიკური არასტაბილურობა გაიზრდება“, - განაცხადა შრი-ლანკის „თავისუფლების პარტიის“ ლიდერმა, ყოფილმა პრეზიდენტმა მაიტრიპალა სირისენამ. შრი-ლანკის მოსახლეობა პრემიერისა და პრეზიდენტის გადადგომას, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო ითხოვს.   

ზელენსკიმ ევროპის 4 ქვეყნიდან და ინდოეთიდან ელჩები გაიწვია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ჩეხეთიდან, უნგრეთიდან, გერმანიიდან, ნორვეგიიდან და ინდოეთიდან ელჩები გაიწვია. სახელმწიფოს მეთაურმა ხელი უკვე მოაწერა განკარგულებას გერმანიაში უკრაინის ელჩის ანდრეი მელნიკის, უნგრეთში ელჩის ლუდმილა ნეპოპისა და ჩეხეთის რესპუბლიკაში ელჩის ევგენი პერებინოსის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ამასთან ნორვეგიაში უკრაინის ელჩის თანამდებობას დატოვებს ვიაჩესლავ იაცუკი, ხოლო ინდოეთში იგორ პოლიხა, რომელიც ასევე შეთავსებით იყო ელჩი შრი-ლანკასა და ბანგლადეშში.   ამ დროისთვის, ელჩების თანამდებობიდან გადაყენების მიზეზები არ დასახელებულა.  თანამდებობიდან გაათავისუფლებული ელჩებიდან, ყველაზე ცნობილია უკრაინის ელჩი გერმანიაში, ანდრეი მელნიკი, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებას, უკრაინისთვის იარაღის გადმოცემის შენელების გამო აკრიტიკებდა. 

გორის ქუჩებიდან გარევაჭრობის დახლები აიღეს

გორში, ქართლისა და გურამიშვილის ქუჩებიდან, მერიის თანამშრომლებმა გარევაჭრობის დახლები აიღეს. ინფორმაციას, გორის მერია ავრცელებს.  „მსუბუქი კონსტრუქციებისა და დახლების გამოყენებით, ამ ქუჩებზე გარევაჭრობა ხორციელდებოდა, რის გამოც, ტროტუარებზე გადაადგილება შეუძლებელი იყო, ასევე საფრთხე ექმნებოდა, როგორც ტრანსპორტით, ასევე ქვეითად გადაადგილების მსურველებს. პრობლემები ექმნებოდათ ადგილობრივ მაცხოვრებლებსაც. გარევაჭრობისას, გარდა იმისა რომ ირღვეოდა კანონი, მახინჯდებოდა ქალაქის იერსახე და ქუჩები ნაგვიანდებოდა. გორის მერიამ გარემოვაჭრეებს ალტერნატიულ ადგილებში საქმიანობის გაგრძელება რამდენჯერმე შესთავაზა. წმინდაწყლის ტერიტორიაზე, ახალ ბაზარში, მერიისა და კერძო მესაკუთრის შეთანხმების შედეგად, ისინი ერთი წლის განმავლობაში საქმიანობის გაგრძელებას სიბოლურ ფასად შეძლებენ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  „კონსტრუქციებისგან ამ ქუჩების გასუფთავების შესახებ მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა გარემოვაჭრეები ბოლოს სამი კვირის წინ, 14 ივნისს გააფრთხილეს და ტერიტორიის გასასუფთავებლად ერთი კვირის ვადა მისცეს“, - აცხადებენ გორის მერიაში.   

აქციის მონაწილეებმა შრი-ლანკის პრემიერ-მინისტრის სახლი დაწვეს

შრი-ლანკის უდიდეს ქალაქში, კოლომბოში, აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ რანილ ვიკრემესინგეს სახლში შეიჭრნენ და ცეცხლი წაუკიდეს. ამის შესახებ BBC მისი ოფისის თანამშრომელზე დაყრდნობით იუწყება. შრი-ლანკის პრემიერ-მინისტრი თანახმაა, პროტესტის ფონზე გადადგეს თავად ვიკრემესინგეს ადგილსამყოფელი უცნობია. მანამდე მან თანამდებობის დატოვების მზადყოფნის შესახებ გამოაცხადა. ამას წინ უძღოდა ათასობით მომიტინგის მიერ ქვეყნის პრეზიდენტის რეზიდენციასა და ოფისში შეჭრა. შრი-ლანკამ დეფოლტი გამოაცხადა შრი-ლანკა კრიზისის ფონზე რუსეთისგან ნავთობს ყიდულობს დემონსტრანტები, შრი-ლანკის ხელისუფლების გადადგომას, მძიმე ეკონომიკური კრიზისის ფონზე ითხოვენ. ქვეყანაში რეკორდული ინფლაციაა, არ არის საკმარისი საკვები, მედიკამენტები და საწვავი.  

იტალიაში მაშველებმა ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაღუპული 11 ადამიანის ცხედარი იპოვეს

იტალიელმა მაშველებმა, ალპებში, მყინვარის ჩამოშლის შედეგად დაღუპული ბოლო მთამსვლელის ცხედარი აღმოაჩინეს. ამის შესახებ Ansa იუწყება. იტალიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაკარგულ ადამიანებს ეძებენ იტალიაში ზვავის ჩამოწოლის შედეგად, 6 ადამიანი დაიღუპა დღეს ნაპოვნი მთამსვლელის ცხედრის იდენტიფიცირება არ მომხდარა, თუმცა იტალიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ამ დროისთვის ყველა გარდაცვლილის ცხედარი იპოვეს. „ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულია 11 ადამიანი“, - განაცხადა სამაშველო სამსახურის უფროსმა. შვიდი დაშავებული მთამსვლელი, ამ დრომდე საავადმყოფოებში რჩება.   ცნობისათვის, 4 ივლისს ზვავი მარმოლადეს მთიდან ჩამოწვა. მისი სიმაღლე 3 300 მეტრზე მეტია და აღმოსავლეთ იტალიის ალპებში, ტრენტოსა და ვენეტოს რეგიონებს შორის მდებარეობს.

ნადჰიმ ზაჰავი, ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ლიდერის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს

ბრიტანეთის ახალი ფინანსთა მინისტრი, ნადჰიმ ზაჰავი, რომელიც ამ თანამდებობაზე გასულ კვირას დაინიშნა, ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ლიდერის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. Sky News-ის ცნობით, მან ამის შესახებ, დღეს განაცხადა. ბორის ჯონსონი კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტს ტოვებს, ახალი ლიდერის არჩევამდე კი, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე რჩება „საზოგადოება, მისი ლიდერების ანარეკლია. მარგარეტ ტეტჩერის დროს კი, რომელსაც მე ვიცნობდი, ბრიტანეთი სავსე იყო უსაზღვრო ოპტიმიზმითა და შესაძლებლობებით. ეს დაიკარგა და ცვლილებებია საჭირო. ქვეყანა თავისი ცხოვრების ყველაზე დიდი გამოწვევების წინაშე დგას“, - თქვა ზაჰავმა. მოსალოდნელია, რომ არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ზაჰავი, ოფიციალურ განცხადებას ორშაბათს გააკეთებს. „Brexit -ის შემდეგ, ჩვენ  თავისუფალი ერი ვართ. მოდით, აქედან გამომდინარე, ნუ ვილაპარაკებთ შესაძლებლობებზე, არამედ გამოვიყენოთ ისინი. ბიჭი, რომელიც აქ 11 წლისა ჩამოვიდა და ინგლისურად ერთი სიტყვაც არ იცოდა, შეუძლია ემსახუროს უმაღლეს დონეზე მის უდიდებულესობას და კენჭი იყაროს მომავალი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, მაშინ ყველაფერი შესაძლებელია“, - განაცხადა ზაჰავმა. ზაჰავმა, ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე, რიში სუნაკი შეცვალა, რომელიც აპირებს, რომ კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოზიციისთვის იბრძოლოს. შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა პარტიის ახალი ლიდერის არჩევნებში, ბორის ჯონსონის გადადგომის შემდეგ, მონაწილეობაზე უარი თქვა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა გადადგომის შესახებ 7 ივლისს განაცხადა.   

კარლ ჰარცელი დეოლიგარქიზაციაზე: ევროკომისიის გადაწყვეტილებას თუ შევხედავთ ცხადია, მიზანი სისტემურ გამოწვევებთან გამკლავებაა და არა ინდივიდუალურ პირებთან

დეოლიგარქიზაციის მიზანი სისტემურ გამოწვევებთან გამკლავებაა და არა ინდივიდუალურ პირებთან, - „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განმარტა, ვის ეხება ეს ტერმინი და რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია. „ჩემი აზრით, კომისიის გადაწყვეტილებას თუ შევხედავთ, მათ შორის დასახულ პრიორიტეტებს, ცხადია, რომ მიზანი სისტემურ გამოწვევებთან გამკლავებაა და არა ინდივიდუალურ პირებთან. მსგავსი შეხედულება ასახულია უკრაინის და მოლდოვის შემთხვევაშიც, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს გაცილებით ფართო ფენომენია, რომელიც რეგიონის გამოწვევების ნაწილს წარმოადგენს. საბოლოო ჯამში, უნდა ვთქვათ, რომ გამართულ დემოკრატიასა და საბაზრო ეკონომიკაში წესები ყველას უნდა ესადაგებოდეს და მნიშვნელოვანია არასაჭირო ინტერესებს, იქნება ეს პოლიტიკური თუ ეკონომიკური ხასიათის ინტერესები, ამ ბალანსზე რაიმე სახის გავლენის მოხდენის საშუალება არ მიეცეს. პასუხისმგებლობის დიდი წილი მოდის ძლიერ ინსტიტუტებზე. უნდა არსებობდეს იმედი, რომ მათ საკუთარი მანდატის შესრულება კანონის უზენაესობის სრული დაცვით შეუძლიათ. ეს არის, თუ გნებავთ, ფუნდამენტი იმ ყველაფრისა, რაზეც არის საუბარი. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება, განვიხილოთ სხვადასხვა გზები იმისთვის, თუ ამას როგორ უნდა მივუდგეთ“, - განაცხადა ჰარცელმა. მისი თქმით, უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოსთვის შემდგომი ნაბიჯი შეიძლება, ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებულად გამოიყურებოდეს. „გეგმაში, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა წარმოადგინეს, რაც ძალიან მომეწონა, იყო ის, რომ ისინი ამბობდნენ, რეალურად დანარჩენი 11 პრიორიტეტის განხორციელება გარკვეულწილად ხელს შეუწყობს ოლიგარქიული გავლენის შემცირებას, რადგან, თუ ეს პრიორიტეტები წარმატებით შესრულდა, ამას ასევე სხვადასხვა მიმართულებით პოლიტიკური და ეკონომიკური ზემოქმედების რისკების შემცირებაზე გავლენა ექნება. ჩემი აზრით, ეს არის დისკუსიის კარგი საწყისი წერტილი, რის შემდეგაც უნდა მოხდეს განხილვა და განისაზღვროს შემდეგი ნაბიჯები“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში. შეგახსენებთ, 17 ივნისს, გასაჯაროვდა ევროკომისიის დასკვნა, რომელშიც საქართველოსთან დაკავშირებით, დეოლიგარქიზაციაზეც არის შესაბამისი ჩანაწერი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში“.

კარლ ჰარცელი: რამაც ყველაზე მეტად განმაცვიფრა არის ის, თუ როგორ შეუძლია ამ ქვეყანაში სიყვარულსა და სიძულვილს თანაარსებობა და ის ტემპი, რომლითაც ორივე მოძრაობს

ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, რომლის დიპლომატიური მისია საქართველოში რამდენიმე კვირაში დასრულდება, „ამერიკის ხმასთან“ ილაპარაკა იმაზე, თუ ყველაზე მეტად რამ განაცვიფრა საქართველოში. „ცხადია, რომ ჩემი აქ ყოფნის თითქმის ოთხი წლის მანძილზე იმდენი მოგონება მაქვს, რომ ჯერ კიდევ მჭირდება ამ ყველაფრის გაანალიზება გვერდიდან. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ აქ ჩამოსვლისას, არც საქართველო და არც ქართული პოლიტიკა ჩემთვის სიახლე არ იყო, ერთ-ერთი, რამაც ყველაზე მეტად განმაცვიფრა და რაც ჯერ კიდევ ძალიან მაკვირვებს, არის ის თუ როგორ შეუძლია ამ ქვეყანაში სიყვარულსა და სიძულვილს თანაარსებობა და ის ტემპი, რომლითაც ორივე მოძრაობს“, - განაცხადა ჰარცელმა. ევროკავშირის ელჩი, „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ მისთვის ამდენი ადამიანის მხრიდან სიყვარულის განცდა სასიხარულოა და მიაჩნია, რომ საქართველო განსაკუთრებული ადგილია. „როგორც ჩემთვის, ასევე ჩემი მეუღლისთვის, ფანტასტიკურია ამდენი ადამიანის მხრიდან სიყვარულის, სითბოს და პატივისცემის განცდა, რაც აბსოლუტურად ორმხრივია. ამავდროულად, მე მქონდა ჩემი წილი უსიამოვნო სიურპრიზები და ინციდენტები, რომლებიც რბილად რომ ვთქვათ, ნაკლებად სასიხარულო იყო. თუმცა, ყველა ეს შემთხვევა ფერმკრთალია იმ სიყვარულთან შედარებით, რაც აქ ვიგრძენით. ეს არის ის, რასაც თან წავიღებთ რამდენიმე კვირაში როცა ქვეყნიდან წავალთ - ამდენი ქართველის სიყვარული და პატივისცემა, გულწრფელი სიყვარული და პატივისცემა, რომელსაც ვგრძნობთ საქართველოს მოსახლეობისა და ქვეყნის მიმართ. ეს მართლაც ძალიან განსაკუთრებული ადგილია“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.  

BBC: შრი-ლანკის პრეზიდენტი თანამდებობას მომავალ კვირას დატოვებს

შრი-ლანკის პრეზიდენტი გოტაბაია რაჯაპაკსა თანამდებობას 13 ივლისს დატოვებს. აქციის მონაწილეებმა, შრი-ლანკის პრემიერ-მინისტრის სახლი დაწვეს შრი-ლანკის პრემიერ-მინისტრი თანახმაა, პროტესტის ფონზე გადადგეს BBC-ის ცნობით, რაჯაპაკსამ თანამდებობის დატოვების შესახებ პარლამენტის სპიკერს შეატყობინა. შრი-ლანკის პრეზიდენტმა გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მას მერე მიიღო, რაც ქვეყანაში მასობრივი პროტესტი დაიწყო. შრი-ლანკამ დეფოლტი გამოაცხადა შრი-ლანკა კრიზისის ფონზე რუსეთისგან ნავთობს ყიდულობს დემონსტრანტები, შრი-ლანკის ხელისუფლების გადადგომას, მძიმე ეკონომიკური კრიზისის ფონზე ითხოვენ. ქვეყანაში რეკორდული ინფლაციაა, არ არის საკმარისი საკვები, მედიკამენტები და საწვავი.  

პაკისტანში წყალდიდობას 67 ადამიანი ემსხვერპლა

პაკისტანის სხვადასხვა პროვინციაში, ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულმა წყალდოდობამ 76 ადამიანი იმსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ძლიერმა წვიმამ, რომელიც 5 ივლისს პაკისტანის რეგიონების უმეტესობას დაატყდა თავს, ადამიანების ცხოვრებაზე ნეგატიურად აისახა.  ყარაჩის ბევრ უბანში დაიტბორა გზები, საცხოვრებელი კორპუსები და მაღაზიები. ბალუჯისტანის პროვინციაში, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა სტიქიის შედეგად, დაზიანდა 670 შენობა და 12 კაშხალი. ძლიერი წვიმა იყო პაკისტანის დედაქალაქსა და ქალაქ რავალპინდიში. საცხოვრებელი კორპუსები H-13 რაიონში, ისლამაბადში, წყალქვეშ მოექცა. ქალაქ რავალპინდიში დაიტბორა რამდენიმე გზატკეცილი. ქვეყნის მასშტაბით, მთელი დღესასწაულის განმავლობაში წვიმაა მოსალოდნელი.  

კარლოვი ვარის კინოფესტივალზე, საუკეთესო მსახიობი ქალის მთავარი პრიზი თაკი მუმლაძესა და მარიამ ხუნდაძეს გადაეცათ

კარლოვი ვარის 56-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, საუკეთესო მსახიობი ქალის მთავარი პრიზი თაკი მუმლაძეს და მარიამ ხუნდაძეს ფილმში - „ჩემი ოთახი“ თინას და მეგის როლების შესრულებისთვის გადაეცათ. ქართველი მსახიობები კინოფესტივალის დახურვის ცერემონიაზე, ბენისიო დელ ტორომ დააჯილდოვა. ფილმის რეჟისორია, იოსებ ბლიაძე, ნამუშევარი გერმანულ-ქართული ერთობლივი პროდუქციაა. კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალის საუკეთეო ფილმად აღიარეს ირანელი კინორეჟისორის, სადაფ ფორუღის -  „ზაფხული იმედით“.  საუკეთესო რეჟისურისთვის ფესტივალის პრიზი გადაეცა ბეატა პარკანოვას, ჩეხ კინორეჟისორს, ფილმისთვის - „სიტყვა".  

2021 წელს საქართველოდან ემიგრაციაში 99 974 ადამიანი წავიდა - საქსტატი

2022 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით საქართველოდან უცხოეთში ემიგრირებული მოქალაქეობის რაოდენობამ 99 974 შეადგინა, რაც 34.6 პროცენტით მეტია წინა წელთან შედარებით. (2021 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით 74 264 ადამიანი).  2022 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, ემიგრირებულთა შორის ყველაზე მეტი – 88 561 პირი, საქართველოს მოქალაქეა. მათი საშუალო ასაკი 15-64 წელია.  საქართველოდან 0-14 წლის 8493 პირია ემიგრირებული. ხოლო 65+ ემიგრირებულია - 2920 ადამიანი.  საქსტატის მონაცემებით 2021 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით იმიგრანტთა რაოდენობამ 74 008 ადამიანი შეადგინა.  საქსტატი: საქართველოს მოსახლეობის 17,5 % სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა

ზელენსკი: რუსეთის ტერორისტული ქმედებების შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ თანამედროვე, მაღალი სიზუსტის, ძლიერი იარაღით

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ტერორისტული ქმედებების შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ თანამედროვე, მაღალი სიზუსტის და ძლიერი იარაღით. ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურმა ვიდეომიმართვაში განაცხადა. „მე გავმართე შეხვედრა საფრანგეთის სენატის პრეზიდენტთან ჟერარ ლარშესთან და სენატორთა დელეგაციასთან, მას შემდეგ რაც ბატონი ლარშე უკრაინის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოვიდა. მადლობელი ვარ მისი, შთამაგონებული მიმართვისთვის. ჩვენი მთელი გუნდი, უკრაინის გუნდი, მუშაობს 24/7-ზე, რათა ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები და ჩვენი დაცვის საკითხი ყველა ქვეყნის ყურადღების ცენტრში იყოს, რომელიც უკვე არის ან შეიძლება, გახდეს ჩვენი ომის საწინააღმდეგო კოალიციის ნაწილი“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ენტონი ბლინკენის განცხადებით, უკრაინელები კიდევ $360 მილიონის ჰუმანიტარულ დახმარებას მიიღებენ უკრაინის პრეზიდენტმა აშშ-ს ახალი ჰუმანიტარული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. „დამატებითი HIMARS-ს სარაკეტო სისტემები და სხვა მაღალი სიზუსტის იარაღი საშუალებას გვაძლევს, გადავდგათ ანტიტერორისტული ნაბიჯები და შევამციროთ რუსული თავდასხმის შესაძლებლობები“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.