ძებნის რეზულტატი:

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენი რეგიონი დიდი სახელმწიფოების მხრიდან ჭადრაკის ფიგურებად გამოყენებისგან უნდა დავიცვათ

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს აფრთხილებს, დიდ სახელმწიფოებს „ჭადრაკის ფიგურებად“ ნუ გამოაყენებინებენ თავს. Reuters-ის ცნობით, ჯაკარტაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) სამდივნოსადმი მიმართვაში, ვან იმ განაცხადა, რომ რეგიონის ბევრ ქვეყანაზე ზეწოლა ხორციელდება. „ჩვენ უნდა დავიცვათ ეს რეგიონი გეოპოლიტიკური გათვლებისგან, დიდი ძალების მხრიდან მისი ჭადრაკის ფიგურებად გამოყენებისგან და იძულებისგან. ჩვენი რეგიონის მომავალი ჩვენს ხელში უნდა იყოს", - განაცხადა ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. 2022-07-10 ენტონი ბლინკენმა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს რუსეთის აგრესიის დაგმობისკენ მოუწოდა 10 ივლისს, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვან ის შეხვედრა 5 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ამერიკელი დიპლომატის თქმით, ჩინელ კოლეგასთან შეხვედრისას უკრაინაში რუსეთის აგრესია განიხილა და მოსკოვთან პეკინის კავშირების გამო შეშფოთება გამოხატა. New York Times-ის ცნობით, ბლინკენმა მოუწოდა მის კოლეგას, შეუერთდეს შეერთებულ შტატებს და უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის წინააღმდეგ დადგეს. „ვცდილობდი, მეთქვა სახელმწიფო მრჩევლისთვის, რომ ეს მართლაც ის მომენტია, როდესაც ჩვენ ყველანი უნდა დავდგეთ რუსეთის აგრესიის დასაგმობად. პეკინისგან გვესმის, რომ ნეიტრალურია. რთულია, იყო ნეიტრალური, როცა საქმე ამ აგრესიას ეხება. არსებობს აშკარა აგრესორი. არის აშკარა მსხვერპლი“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.  ორივე დიპლომატმა ოქტომბრის შემდეგ პირველად გამართულ მოლაპარაკებას „გულწრფელი შეხვედრა“ უწოდა. ენტონი ბლინკენი და ვან ი ინდონეზიაში, ბალიზე, „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრების შემდეგ შეხვდნენ. ბლინკენი უკრაინის საკითხს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან განიხილავს „მე კიდევ ერთხელ გავუზიარე ჩინეთის სახელმწიფო მრჩეველს, რომ შეშფოთებულნი ვართ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის რუსეთთან შეთანხმებით,” - განაცხადა ბლინკენმა მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. „ჩვენ ძალიან ღია ვიყავით იმის შესახებ, თუ სად არის ჩვენი უთანხმოება... თუმცა შეხვედრა კონსტრუქციული იყო, რადგან გულწრფელობის მიუხედავად, ტონი იყო ძალიან საქმიანი”, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. როგორც ბლინკენმა აღნიშნა, ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა 13 ივნისს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბრისას მკაფიოდ თქვა, რომ მხარს უჭერს რუსეთთან პარტნიორობის ჩამოყალიბებას. ენტონი ბლინკენი: გრძელვადიან პერსპექტივაში, გლობალური უსაფრთხოებისთვის ჩინეთი უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე რუსეთი თავის მხრივ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში შეხვედრის დეტალებზე არ არის საუბარი. აღნიშნულია, რომ ვანმა „უკრაინის საკითხზე“ სიღრმისეული მოსაზრებები გაცვალა.  ჩინეთის წითელი ჯვარი უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს ჩინეთი უარყოფს, რომ რუსეთმა სამხედრო დახმარება სთხოვა ცნობისთვის, ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტია არც გმობს რუსეთის ომს უკრაინაში და არც შეჭრას უწოდებს მას. ჩინეთი პირველად მოხვდა NATO-ს „სტრატეგიულ კონცეფციაში", რომელიც სამიტზე, მადრიდში მიიღეს. დოკუმენტი ასახავს უსაფრთხოების გამოწვევებს, რომლებსაც ჩინეთის ამბიციები წარმოშობს. ამასთან, დიდი შვიდეულის (G7) უმსხვილესი დემოკრატიული ეკონომიკის ქვეყნები ჩინეთთან მიმართებით მკაცრი რიტორიკით გამოვიდნენ.

ლიეტუვამ კალინინგრადის მიმართულებით, სანქციერებული რუსული ტვირთების ტრანზიტზე შეზღუდვები გააფართოვა

რუსეთის მუქარის მიუხედავად, ლიეტუვამ 11 ივლისიდან კალინინგრადის მიმართულებით, რუსული საქონლის ტრანზიტზე, ევროკავშირის სანქციების შესაბამისად, შეზღუდვები გააფართოვა. წერს Reuters. ლიეტუვა კალინინგრადისკენ რუსულ სანქცირებულ ტვირთებს აღარ გაატარებს რუსეთი ლიეტუვას ემუქრება ლიეტუვის მიმართ რუსეთის მუქარის შემდეგ, აშშ აცხადებს, რომ NATO-ს მეხუთე მუხლისადმი ვალდებულებებს მტკიცედ დაიცავს ლიეტუვის საბაჟოს მონაცემებით, იზღუდება რუსეთიდან ცემენტის, ხის მასალის, სპირტისა და სამომხმარებლო ქიმიის საქონლის ტრანზიტი. ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ლაიმა ლუცია აცხადებს, რომ ცემენტის ტრანზიტზე, შესაძლოა ერთჯერადი ნებართვები გაიცეს. ხოლო ლიეტუვის პარლამენტის დეპუტატის მათიას მალდეიკისის განცხადებით, ცემენტის კვალდაკვალ, 10 აგვისტოდან სანქციების ნახშირზე, 5 დეკემბრიდან - ნავთობზე, ხოლო 2023 წლის თებერვლიდან ნავთობპროდუქტებზე გავრცელდება. ლიეტუვის საბაჟოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რუსული პროდუქციის ტრანზიტზე შეზღუდვები, ევროკომისიის გადაწყვეტილებისა და ევროკავშირთან კონსულტაციების საფუძველზე შემოიღეს. ლიეტუვის რკინიგზამ 18 ივლისს ღამით კალინინგრადისკენ რუსეთის იმ ტვირთების გატარება შეწყვიტა, რომლებზეც ევროკავშირის სანქციები ვრცელდება.

ერდოღანმა და ლაპიდმა თურქეთ-ისრაელს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებაზე ისაუბრეს

პრემიერ-მინისტრი იაირ ლაპიდი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ესაუბრა. ისრაელის პრემიერის ოფისის ცნობით, პრეზიდენტმა ერდოღანმა პრემიერ-მინისტრ ლაპიდს მიულოცა და წარმატებები უსურვა ახალ თანამდებობაზე. მედიის ცნობით, ლაპიდმა პრემიერად დანიშვნის შემდეგ, პირველი სატელეფონო საუბარი გამართა. პრემიერ-მინისტრმა ლაპიდმა ტერორისტული თავდასხმების აღკვეთის მიზნით ქვეყნებს შორის თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. ორივე ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ ისრაელ-თურქეთის ურთიერთობებს დიდი მნიშვნელობა აქვს ახლო აღმოსავლეთში უსაფრთხოების, ეკონომიკისა და სტაბილურობისთვის. 2022-07-08 ისრაელმა და თურქეთმა ახალ ორმხრივ სამოქალაქო საავიაციო შეთანხმებას მოაწერეს ხელი მხარეებმა დადებითად შეაფასეს სამოქალაქო ავიაციის ახალი შეთანხმება, რომელიც მათ ქვეყნებს შორის რამდენიმე დღის წინ გაფორმდა და ორმხრივი ურთიერთობების დამატებითი გაუმჯობესების იმედი გამოთქვეს.    

ანალენა ბერბოკი: გერმანია ყველაფერს გააკეთებს, რომ რუსეთიდან გაზის დეფიციტმა საზოგადოებაში განხეთქილება არ გამოიწვიოს

გერმანია გააკეთებს ყველაფერს, რომ რუსეთის ფედერაციიდან გაზის დეფიციტმა, საზოგადოებაში განხეთქილება არ გამოიწვიოს, - ამის შესახებ 11 ივლისს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა იაპონიაში ვიზიტისას, კოლეგა ესიმასო ჰაიასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. რუსეთმა „ჩრდილოეთის ნაკადით" ევროპისთვის გაზის მიწოდება შეაჩერა გაზპრომი“ ავსტრიას, გერმანიასა და იტალიას გაზის მიწოდებას უმცირებს. ევროპაში საწვავი ძვირდება „თუ გვექნება ნაკლები ენერგია, გვექნება ნაკლები თბომომარაგება. ჩვენ უნდა ვიყოთ ყურადღებით, რომ რესურსების თანაბარი გადანაწილება მოხდეს“, - განაცხადა ბერბოკმა. ამასთან, მან უარყო მოთხოვნა, რომ ჯერ არ გამორთონ სამი გერმანული ატომური ელექტროსადგური ქსელიდან. „რუსეთი არაპროგნოზირებადია, არა მხოლოდ უკრაინასთან ომის შემთხვევაში, არამედ ენერგომატარებლების მოწოდების შემთხვევაშიც არ იცავს წესებს“, - აღნიშნა ბერბოკმა. 11 ივლისიდან რუსეთმა ევროპისთვის ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი მიმწოდებელი გაზსადენით, „ჩრდილოეთის ნაკადი 1-ით“ გაზის მიწოდება შეწყვიტა. გაზპრომის შვილობილი კომპანია, Nord Stream AG აცხადებს, რომ მიწოდების შეჩერების მიზეზი ყოველწლიურ გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს უკავშირდება.

ნინო ლომჯარია: "წამების საწინააღმდეგო კომიტეტი“ საუბრობს ქართულ ციხეებში ძალიან საეჭვო ფიზიკურ დაზიანებებზე

"წამების საწინააღმდეგო კომიტეტი“ საუბრობს ქართულ ციხეებში ე.წ. მაყურებლების პრობლემაზე, ე.წ. ობშიაკის აგროვების პრაქტიკაზე, პატიმრების იძულების სხვადასხვა მეთოდზე, ძალიან საეჭვო ფიზიკურ დაზიანებებზე, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) მიერ საქართველოში განხორციელებული საგანგებო მონიტორინგის ანგარიშის მიგნებებსა და რეკომენდაციებზე იმსჯელეს. ლომჯარიას თქმით, იდენტიფიცირებულია ყველა პრობლემა, რომელიც ქართულ ციხეებში არსებობს და ახლა, საჭიროა გამოვლენილი პრობლემების გადაწყვეტა. „დღევანდელი ღონისძიებაც ეხმაურება იმ რეკომენდაციების სულისკვეთებას, რაც ევროკავშირს აქვს საქართველოს მიმართ გაცემული. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ პატიმართა უფლებებზე. მოხარული ვარ, რომ მათ მიერ გაცემული რეკომენდაციები და დასკვნები ძირითადად ემთხვევა სახალხო დამცველის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს. ისინი პრობლემატურად აფასებენ და ხედავ ე.წ. კრიმინალური სუბკულტურის და არაფორმალური გავლენების ნიშნებს ციხეში და ასევე, მოხარული ვარ, რომ დღეს კონსტრუქციული თანამშრომლობა ჩამოყალიბდა და უფრო მეტად ვხედავ იმის შესაძლებლობას, რომ ამ საკითხებზე ვისაუბროთ კონსტრუქციულ რეჟიმში. ვიზიტის სამიზნე იყო არაფორმალური მმართველობის პრობლემის იდენტიფიცირება ქართულ ციხეებში ე.წ. მაყურებლების მეშვეობით და ა.შ. მათ ამ მონიტორინგის შედეგად დააიდენტიფიცირეს მსგავსი პრაქტიკა, ისინი საუბრობენ ე.წ. ობშიაკის აგროვების პრაქტიკაზე, პატიმრების იძულების სხვადასხვა მეთოდზე, ისინი საუბრობენ ძალიან საეჭვო ფიზიკურ დაზიანებებზე, რომელთა გამოძიება და შესწავლა არასათანადოდ ხდება, რომელთა დაკავშირებითაც მათ გააჩნიათ ეჭვი, რომ ეს არ იყო შემთხვევით მიღებული დაზიანებები, საუბრობენ ასევე, საკნებს შორის განსხვავებაზე და ა.შ. ყველა პრობლემა იდენტიფიცირებულია როგორც ადგილობრივი ასევე, საერთაშორისო შესაბამისი უწყებების მიერ“, - განაცხადა ლომჯარიამ.  

„ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა

„ტვპირველის“ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. ,,ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა ლექსო ლაშქარავა უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს UNESCO-მ მსოფლიოში მოკლული ჟურნალისტების სიაში „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა შეიყვანა ლექსო ლაშქარავა ჰომოფობიური ჯგუფების თავდასხმიდან 6 დღეში, 11 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს. 2022 წლის იანვრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ლაშქარავა გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (იუნესკო) 2021 წელს მოკლულ ჟურნალისტთა სიაში შეიყვანა. 2022 წლის აპრილში, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო მირანდა ბაღათურიას, ლექსო ლაშქარავასა და პირველი არხის ოპერატორზე ძალადობაში ბრალდებული 6 პირი და მათ 5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. შეგახსენებთ, 5 ივლისის მოვლენებისას, ჟურნალისტებზე ჰომოფობიური თავდასხმისას, მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა. ჰომოფიბიური ძალადობის საქმეზე სამართალდამცველებმა ჯამში 31 პირი დააკავეს, მათგან 27 ჟურნალისტებზე ძალადობისთვის. დაზარალებულები დღემდე თვლიან, რომ ამ ძალადობის ორგანიზატორები არ დასჯილან.

შეერთებულმა შტატებმა ბოლო სამი კვირის განმავლობაში, უკრაინისთვის $2,2 მილიარდის უსაფრთხოების დახმარება გამოყო

ბოლო სამი კვირის განმავლობაში, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 2,2 მილიარდი დოლარის უსაფრთხოების დახმარება გაუწია. ამის შესახებ ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს. თავდაცვის დეპარტამენტი განმარტავს, რომ აშშ უკრაინის ბრძოლას დემოკრატიისთვის მხარს უჭერს. მთლიანობაში, ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში შეერთებულმა შტატებმა უკრაინის უსაფრთხოებისთვის დაახლოებით, 8 მილიარდი დოლარის დახმარება გაიღო. 2014 წლიდან კი, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას უსაფრთხოებისთვის დახმარების სახით, 9,2 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო. „შეერთებული შტატები აგრძელებს მუშაობას თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა უკრაინას ბრძოლის ველზე მისი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად შესაძლებლობები მიაწოდოს“, - აღნიშნავს პენტაგონი. აშშ უკრაინას, დამატებით $400 მილიონის სამხედრო აღჭურვილობასა და HIMARS-ის 4 სარაკეტო სისტემას გაუგზავნის უკრაინისთვის $400 მილიონის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტს ჯო ბაიდენმა 8 ივლისს მოაწერა ხელი. „ეს არის ახალი ტიპის [155 მმ] საარტილერიო საბრძოლო მასალა. მას აქვს უფრო მაღალი სიზუსტე. ის უკრაინას სთავაზობს შესაძლებლობას კონკრეტული სამიზნეებისთვის. ის დაზოგავს საბრძოლო მასალას. ეს უფრო ეფექტიანი იქნება სიზუსტის გამო. ეს არის ევოლუცია ჩვენს მხარდაჭერაში უკრაინისადმი, დონბასისთვის ბრძოლაში“, - აღნიშნავს პენტაგონი.

„ქართულ ოცნებას“ თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეც ტოვებს

„ვერ ვიჯერებ, რომ ჩვენს ახლო მეგობრებს და პარტნიორებს ოკეანის იქით მოსწონდეთ მათი წარმომადგენლის მოქმედება საქართველოში - ვტოვებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის პოსტს თერჯოლის საკრებულოში და პარტიას“, – ამის შესახებ თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ომარ ჯიხვაშვილი სოციალურ ქსელში წერს. კელი დეგნანი მიხეილ ყაველაშვილის წერილზე: ეს წერილი, სავსე იყო ტყუილებით და კონსპირაციული თეორიებით, სიმართლე გითხრათ, ბოლომდე ვერ წავიკითხე ჭიათურის საკრებულოს „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ თანამდებობა დატოვა ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე „ქართულ ოცნებას“ ტოვებს „ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების – ყველას გვახსოვს ხო? ხოდა, მეც მგონია, რომ ახლა თქმა სჯობს! როდესაც კითხვები არის, ამ კითხვებს პასუხები სჭირდება. ვერ ვიჯერებ, რომ ჩვენს ახლო მეგობრებსა და პარტნიორებს ოკეანის იქით მოსწონდეთ მათი წარმომადგენლის მოქმედება საქართველოში, როდესაც ის, იმის მაგივრად, რომ კითხვებზე პასუხებს სცემდეს და ემიჯნებოდეს ომის მოწოდებებს, შეურაცხყოფას აყენებს უმრავლესობით არჩეულ პარლამენტის წევრს, რომელმაც გაბედა მისთვის წერილის მიწერა. თუ რამდენიმე ადამიანმა უნდა იტვირთოს ასეთი სიმართლის თქმა, რაც ხელისუფლების პარტიის წარმომადგენლისგან, მესმის, რომ ძალიან ძნელია, მეც მინდა, მათ რიგში ვიყო. ამიტომ ვტოვებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას თერჯოლის საკრებულოში და პარტიას“, - წერს ჯიხვაშვილი. ცნობისთვის, 8 ივლისს, „ქართული ოცნებიდან“ გასულმა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს ღია წერილით მიმართა. როგორც დეპუტატი აცხადებს, ვერავითარი „რუსული რბილი ძალა“ ვერ შეარყევს საქართველოში ამერიკის რეპუტაციას ისე, როგორც დეგნანის განცხადებები თუ დუმილი, „რომელიც ხალხმა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების მცდელობად შეიძლება აღიქვას“.  

ირაკლი ღარიბაშვილი: გლობალური მშვიდობის ინდექსის მიხედვით, საქართველო მშვიდობიანობის ათწლიანი პროგრესით მეორე ადგილზეა

გლობალური მშვიდობის 2022, ანუ წლევანდელი ინდექსის მიხედვით, საქართველო მშვიდობიანობის ათწლიანი პროგრესით მსოფლიოში მეორე ადგილზეა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ეს შედეგები ბიძინა ივანიშვილის და მის მიერ დატოვებული „ქართული ოცების“ სწორი პოლიტიკის შედეგია. „მეორე მნიშვნელოვანი წარმატება და გამარჯვება ჩვენი სახელმწიფოსი და ჩვენი მთავრობის ათწლიანი პოლიტიკის აღიარება - გლობალური მშვიდობის 2022, ანუ წლევანდელი ინდექსის მიხედვით, საქართველო მშვიდობიანობის ათწლიანი პროგრესით მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ინდექსის სრული ისტორიული გაუმჯობესებით კი მსოფლოში პირველ ადგილზე დასახელდა. ესეც სერიოზული აღიარებაა. ამ კვლევაში 163 ქვეყანა მონაწილეობდა და მეორე ადგილზე დასახელება ჩვენი ქვეყნის, არის მართლაც აღიარება იმ სწორი, გონივრული და ეროვნული პოლიტიკისა, რომელსაც ჩვენი მთავრობა უკვე ათი წელია ატარებს ჩვენი ხალხისა და მათი ინტერესების დასაცავად. შედარებისთვის, აქაც მინდა გავიხსენო, რომ 2012 წელს ამ რეიტინგებში ჩვენი ქვეყანა სამწუხაროდ, საუბედუროდ, იყო უკანასკნელ ოცეულში, ანუ 163 ქვეყანას შორის 140-ე ადგილზე. ამხელა პროგრესი გვაქვს, სწორედ ისევ და ისევ ბატონი ბიძინა ივანიშვილის და ჩვენი გუნდის, მის მიერ დატოვებული „ქართული ოცების“ სწორი პოლიტიკის შედეგია ეს ყველაფერი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.  

პრემიერ-მინისტრი: ამ ფონზე, როდესაც ევროპაში და მსოფლიოში ეკონომიკის რეცესიისკენ მიემართება პროცესები, ჩვენ ვინარჩუნებთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას

ექსპერტები და მსოფლიოს ლიდერები საუბრობენ იმაზე, რომ მსოფლიო შეიძლება იყოს შიმშილობის რისკის ზღვარზე, განსაკუთრებით ღარიბი ქვეყნები. ამ ფონზე, როდესაც ევროპაში და მსოფლიოში ეკონომიკის რეცესიისკენ მიემართება პროცესები, ჩვენ ვინარჩუნებთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, მშვიდობას, სტაბილურობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „მე ახლახან ვიყავი ავსტრიაში და ჩემს კოლეგასთან საუბრისას განვიხილეთ ევროპაში არსებული ვითარება და მსოფლიოში მიმდინარე დინამიკა, რა პროცესები მიმდინარეობს. უკრაინის ომის ფონზე ევროპაში შეიქმნა ძალიან რთული ვითარება - ინფლაცია, მაღალი ფასები, მომარაგებაში და ლოჯისტიკაში შექმნილი პრობლემები. ასევე ნაკლებად განვითარებული, ღარიბი ქვეყნების საკვებით მომარაგების მიმართულებითაც პრობლემები შეინიშნება. ექსპერტები და მსოფლიოს ლიდერები საუბრობენ იმაზე, რომ მსოფლიო შეიძლება იყოს შიმშილობის რისკის ზღვარზე, განსაკუთრებით ღარიბი ქვეყნები. ამ ფონზე, როდესაც ევროპაში და მსოფლიოში ეკონომიკის რეცესიისკენ მიემართება პროცესები, ჩვენ ვინარჩუნებთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, მშვიდობას, სტაბილურობას. ეს ყველაფერი არის ჩვენი გუნდის დამსახურება და ამას სჭირდება შენარჩუნება. ჩვენ ამით არ უნდა ვიყოთ კმაყოფილი, გაათმაგებული ტემპით პასუხისმგებლობით უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და ჩვენი ხახლის ინტერესების დაცვა. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა და მოტივაცია“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.  

შალვა პაპუაშვილი: გავაანალიზებთ მტკიცებულებებს, რომლებიც სახალხო დამცველის აპარატმა პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით მოიპოვა

დღეს შესაძლებლობა გვექნება ბევრი განზომილებიდან განვიხილოთ საკითხი, რომელიც შეეხება პენიტენციურ დაწესებულებებს. მნიშნელოვანია, რომ ყველა ეს პერსპექტივა მოვისმინოთ და გავაანალიზოთ, თუ რა მდგომარეობაა ამ მხრივ პენიტენციურ დაწესებულებებში. გვექნება საუბარი, სად არის გამოწვევები, რა გამოწვევებია და როგორ შეიძლება ამ გამოწვევებთან გამკლავება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT|) მიერ საქართველოში განხორციელებული საგანგებო მონიტორინგის ანგარიშის მიგნებებისა და რეკომენდაციების საჯარო განხილვაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ნინო ლომჯარია: "წამების საწინააღმდეგო კომიტეტი“ საუბრობს ქართულ ციხეებში ძალიან საეჭვო ფიზიკურ დაზიანებებზე პაპუაშვილის განმარტებით, საინტერესოა თემა და რაკურსი, რომელზეც დისკუსია გაიმართა, იქედან გამომდინარე, რომ შინაარსობრივად მნიშვნელოვანი საკითხია და ამასთან, არსებობს სახალხო დამცველის, წამების ევროპული კონვენციის ევროპული კომიტეტის ანგარიშები, რაც მისივე თქმით, მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის გასაანალიზებლად. „რაც შეეხება ციხის ადმინისტრაციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის სისტემური პრაქტიკის აღმოფხვრას, მნიშვნელოვანია, რომ ეს, როგორც თქვენ აღნიშნეთ, აღმოფხვრილია. გამოწვევები, რომელიც შეეხება გარკვეულ არაფორმალურ იერარქიებს, თუ სტრუქტურას, შეიძლება არსებობდეს და ამიტომ მნიშნელოვანია, რომ დღეს სწორედ ყველა ეს პერსპექტივა მოვისმინოთ და გავაანალიზოთ, თუ რა მდგომარეობაა ამ მხრივ პენიტენციურ დაწესებულებებში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციებზე და შესაბამის საზედამხედველო ინსტრუმენტების გამოყენების პრაქტიკაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, პარლამენტი გეგმავს ამ კუთხით შესაბამისი ცვლილებები საჭიროების მიხედვით განახორციელოს. „რაც შეეხება პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციებს. ამაზეც მიდის მუშაობა იმისთვის, რომ გაანალიზდეს მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო ცვლილებები და ახალი რეგლამენტი იქნა მიღებული და საქართველოს პარლამენტი აღიჭურვა ახალი საზედამხედველო ინსტრუმენტებით, თუ როგორ მუშაობს ეს ინსტრუმენტები, რა არის გასაუმჯობესებელი. საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ამ კუთხით აკეთებს მოკვლევას და ანალიზს. არა მხოლოდ კომიტეტი. არსებობს სხვადასხვა ანალიტიკური დოკუმენტები ამასთან დაკავშირებით და პარლამენტი გეგმავს ამ კუთხით შესაბამისი ცვლილებები საჭიროების მიხედვით განახორციელოს, იმისთვის, რომ უფრო ეფექტურად განახორციელოს თავისი საზედამხედველო ფუნქციები. მათ შორის, ომბუდსმენის დახმარებით და მასთან თანამშრომლობით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საშემოდგომო სესიაზე იგეგმება სახალხო დამცველის სრული ანგარიშის მოსმენა და მოხდება იმ მტკიცებულებების გაანალიზება, რომელიც სახალხო დამცველის აპარატმა მოიპოვა. „სახალხო დამცველის სრული ანგარიში წარმოდგენილია, რომელიც მართალია, რეგლამენტის მიხედვით საგაზაფხულო სესიის განმავლობაში უნდა განგვეხილა, სამწუხაროდ ვერ მოესწრო. გარწმუნებთ, რომ საშემოდგომო სესიის განმავლობაში, დაწყებისთანავე, ჩვენ გვექნება ამ ანგარიშის შინაარსობრივი და საგნობრივი განხილვა, ვინაიდან მე ყოველთვის მომხრე ვარ მტკიცებულებებზე დაფუძნებული დისკუსიისა. სამწუხაროდ, ჩვენს პოლიტიკას და არა მხოლოდ პოლიტიკაში, ხშირად და მათ შორის, პოლარიზაციის განმსაზღვრელიც არის ხოლმე, რომ დისკუსია იწარმოება არა მტკიცებულებებზე და ფაქტებზე არამედ აღქმებზე და შეფასებებზე დაფუძნებით და თავისთავად, სახალხო დამცველის ანგარიშიც ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ, ის მტკიცებულებები, რომელიც სახალხო დამცველის აპარატმა მოიპოვა, გავაანალიზოთ და ჩვენი დასკვნები გამოვიტანოთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ და იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა. საჯარო განხილვას ესწრებოდნენ საქართველოს სახელმწიფო უწყებების, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ქვეყანაში მოქმედი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ასევე ადამიანის უფლებათა სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები.

„გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩია ექსპრეზიდენტ სააკაშვილს შეხვდა

„გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩია კლინიკა „ვივამედში“ მყოფ ექსპრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ იმედოვნებს, რომ ეს შეხვედრა დეპოლარიზაციის პროცესის დაწყების საშუალება იქნება.  იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს არ აქვს განცდა, რომ „გირჩი“ „ქართული ოცნების“ ინტერესებს ახმოვანებს. „გირჩის“ ლიდერის თქმით, შეხვედრიდან ასევე გაიგო, რომ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი ევროინტეგრაციის პროცესში როგორღაც უნდა იყოს გზა დეპოლარიზაციისთვის და ამისთვის საქართველოს ექსპრეზიდენტს თანხმობაც აქვს გამოხატული. იაგო ხვიჩიას თქმით, სააკაშვილს ესმის, რომ მისი პატიმრობა პრობლემას ქმნის როგორც უკრაინასთან ურთიერთობაში, ისე დეპოლარიზაციის კუთხით.  „გირჩის“ ლიდერის თქმით, სააკაშვილის მთავარი ინტერესია, ჩაერთოს უკრაინულ პოლიტიკაში და ნაკლები ინტერესი აქვს „ქართული პოლიტიკის“ მიმართ. „უბრალოდ, მას როგორც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, რომელმაც ბევრი გააკეთა ევროინტეგრაციის მიმართულებით, არანაირი ინტერესი არ აქვს, რომ „ქვეყნის გზა შეფერხდეს“, - აღნიშნავს ხვიჩია და ამატებს, რომ პრეზიდენტი დიდი ხნის განმავლობაში სასაუბროდ არ იყო მზად ფიზიკურად. „ავადმყოფის ინტერესი გავითვალისწინე, ბევრი შეკითხვა მქონდა, რომელზეც ალბათ უნდა ვისაუბროთ. მიხეილ სააკაშვილი არ იყო იდეალურ ფიზიკურ კონდიციაში, თუმცა მის ადეკვატურობასთან და ჩვენს საუბართან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ ამას ხელი არ შეუძლია. ბატონ პრეზიდენტთან სხვა გარემოში საუბრის გაგრძელებას ვისურვებდით, სადაც ყველაფერზე საუბარი დეტალურად შეგვეძლება.  მე დღეს გავაცანი ორი პუნქტი - ერთი პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით, და მეორე - მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და საზღვარგარეთ გადაყვანა - ან სამკურნალოდ, ან ექსტრადიციის ფორმით. ამ გზასთან დაკავშირებით, მასაც მიაჩნია, რომ ეს ყველაზე მარტივი გზაა, რომ ჩვენ დავძლიოთ პოლარიზაციის ნაწილი და შევძლოთ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება, თუმცა ეს რომ პროცესია და დრო სჭირდება, მე მგონი, მისთვისაც გასაგებია. მისგან მივიღე დაპირება, რომ ამ პროცესში „ქართული ოცნების“ შუამავლობის ჩვენზე დაბრალება არ იქნება. მანაც იცის, ჩემი პოზიცია, ჩვენი ინტერესები ახლა ერთმანეთს ემთხვევა. მიმაჩნია, რომ მისი გათავისუფლება პოლარიზაციის დაწევისთვის და დასავლეთში ინტეგრაციისთვის აუცილებელია და მიხეილ სააკაშვილსაც იგივე აზრი აქვს. ეს ყველაფერი მის თანაგუნდელებთან საუბრის საშუალებასაც მაძლევს და ვნახოთ, ერთი შეხვედრით არც მქონდა მოლოდინი, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩვენს აზრზე გადმოვიდოდა. მისი თანაგუნდელებისთვის იქნება საინტერესო ინფორმაცია, რომ ჩვენ არ გვთვლის „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებად“,  - ამბობს იაგო ხვიჩია.  მისივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილიც თვლის, რომ „პოლიტპატიმრების არსებობა (მათ შორის, ნიკა გვარამიასი) ევროინტეგრაციის პროცესს ხელს შეუშლის“. „მაინტერესებდა, რატომ თვლიდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და თვითონ თუ იყო ამ პოზიციაზე, რომ „ჩვენ ვიყავით ქართული ოცნების წარმომადგენლები“, ამაზე ცალსახად და არაორაზროვნად მითხრა, რომ მას შემდეგ, რაც მისი კომისიის შექმნა იგეგმებოდა და ჩვენ საჯარო თანხმობა განვაცხადეთ, არ ჰქონია ასეთი ეჭვები, რომ ჩვენ „ქართული ოცნების“ ჭკუაზე დავდივართ“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ „ტვპირველთან“. 

ოლექსი დანილოვი: დასავლური იარაღი ომის მიმდინარეობას ცვლის. უკრაინას ჯერ არაფერი დაუწყია

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ მიღებული დასავლური იარაღი უკვე ცვლის ომის მიმდინარეობას. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა. შეერთებულმა შტატებმა ბოლო სამი კვირის განმავლობაში, უკრაინისთვის $2,2 მილიარდის უსაფრთხოების დახმარება გამოყო „რუსული არმიის რაოდენობრივ უპირატესობას უკრაინული სარაკეტო და საარტილერიო სიზუსტით ვუთანაბრდებით. უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის დასავლური იარაღი უკვე ცვლის ომის მიმდინარეობას. ჩვენ ჯერ არც კი დაგვიწყია!“, - განაცხადა ოლექსი დანილოვმა. 7 ივლისს, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ფრაქციების ლიდერებთან შეხვედრაზე პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს ჯერ რაიმე სერიოზული ქმედება არ განუხორციელებია უკრაინაში „სპეციალური ოპერაციის“ დროს. „დღეს გვესმის, რომ ბრძოლის ველზე ჩვენი დამარცხება უნდათ. აბა, სცადონ“, - ამბობდა პუტინი.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი ირპენში ჩავიდა

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე ირპენში ჩავიდა. ირპენის მერმა, ალექსანდრე მარკუშინმა ომის შედეგად განადგურებული ქალაქის აღდგენაში მარკ რუტეს დახმარება სთხოვა. „მე ახლახან ველაპარაკე ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრს მარკ რუტეს, რომელიც ეწვია ირპენს, უკრაინაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში. წარვუდგინე პრეზენტაციები ჩვენი ქალაქის შესახებ და მის ქვეყანას ვთხოვე დახმარება ირპენის დანგრეული სახლების აღდგენაში“, - განაცხადა მერმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.

იუსტიციის მინისტრის მოადგილე: ციხეებში ე.წ. ობშჩიაკი ვერ იქნება, რადგან იქ ფული მატერიალური სახით პატიმრებს არ აქვთ

ციხეებში ე.წ. ობშჩიაკი ვერ იქნება, ვინაიდან, იქ ფული მატერიალური სახით პატიმრებს არ აქვთ, - საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა განცხადა, რითაც არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის, ან დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) ანგარიშს გამოეხმაურა. „საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ბუნებრივია, მსგავს ინფორმაციას არ ადასტურებს. ფაქტები ცხადყოფს, რომ არავითარი საერთო, ანუ „ობშჩიაკი“ ვერ იქნება და არ არის პენიტენციურ სისტემაში ძალიან მარტივი მიზეზის გამო, თანხა მატერიალური სახით, პატიმრებს არ აქვთ. იქ არის სპეციალური ბარათები, რომლითაც მათ შეუძლიათ კანონმდებლობით დაშვებული ნივთები შეიძინონ. რაც შეეხება სხვადასხვა ნიშნებს, თუ მცდელობას, ვიღაცამ ვიღაცაზე გარკვეული გავლენა მოახდინოს, როცა საუბარია მსგავს ნიშნებზე, რა თქმა უნდა, პენიტენციური სამსახური მყისიერად ატარებს ზომებს, რათა, თუ ეს ნიშნები არის, აღმოფხვრილი იყოს. მეორე მხრივ, როცა საუბარია ე.წ. სუბკულტურაზე, გეტყვით, რომ არსებობს ძალიან ეფექტიანი მექანიზმები პენიტენციურ სისტემაში იმისათვის, რომ ნებისმიერი მიდრეკილება, ნებისმიერი მცდელობა პატიმართა შორის გარკვეული იერარქიის არსებობისა, იყოს დაზღვეული და გამორიცხული. ეს პირველ ყოვლისა, არის პატიმრის გადაყვანის მექანიზმი, პატიმართა რისკის ინდივიდუალური შეფასება და ა.შ. გამოწვევები არსებობს და გამოწვევები ნებისმიერი სახელმწიფოს ნებისმიერ პენიტენციურ სისტემაში არსებობს. რაც მთავარია, ცალკეული ინციდენტებით არ უნდა ვიმსჯელოთ და ვთქვათ, რომ სისტემური პრობლემაა ე.წ. კრიმინალური სუბკულტურის არსებობა, ან ე.წ. ობშჩიაკის აკრეფა და ა.შ. „ობშჩიაკს“ როგორ დავადასტურებ, ფული, როგორც ასეთი, ციხეში - პენიტენციურ სისტემაში არ ტრიალებს. სრული პასუხისმგებლობით გიდასტურებთ, პენიტენციურ სისტემაში ნაღდი ფული არ ტრიალებს“,-  მინისტრის მოადგილემ. ცნობისთვის, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით არაერთმა პატიმარმა დაუდასტურა დელეგაციას იერარქიის არსებობა და ფულის შეგროვება პატიმართა უკანონო ფონდისთვის, „ობშჩიაკისთვის“. „დელეგაცია შეშფოთებული იყო პატიმართა არაფორმალური იერარქიის არსებობის აშკარა ნიშნების აღმოჩენით, როგორიცაა ტიპიური სიმბოლოები, რომლებიც განთავსებული იყო საკნების კარის ზემოთ და საკნის კედლებზე (განსაკუთრებით №17 საპყრობილეში). გარდა ამისა, ყველა ციხეში (მაგრამ ძირითადად რუსთავში) იყო აშკარა განსხვავება საკნების პირობებს შორის: მაშინ როცა პატიმართა უმეტესობას უწევდა ცხოვრება ვიწრო და საკმაოდ შელახულ საცხოვრებელში, ზოგიერთი პატიმარი (სავარაუდოდ, ისინი, ვინც პატიმართა იერარქიაში უფრო მაღალ წოდებებს იკავებენ) სარგებლობდნენ შედარებით კომფორტული პირობებით, მეტი საცხოვრებელი ფართით, გარემონტებული საკნებით და ბევრი არასტანდარტული აღჭურვილობით (დიდი ტელევიზორები, DVD-ები, hi-fi ანძები, კონდიციონერები, სამზარეულოს კუთხეები და ა.შ.. არაერთმა პატიმარმა დაუდასტურა დელეგაციას იერარქიის არსებობა და ფულის შეგროვება (უფრო სწორად გამოძალვა) პატიმრებისგან, (მაგრამ უფრო ხშირად მათი ოჯახებისგან) პატიმართა უკანონო ფონდისთვის („ობშჩიაკი“) “, - აღნიშნულია ანგარიშში.  

ჯანდაცვის მინისტრი: პირბადეების ტარების ვალდებულების საჭიროება არ იკვეთება

ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი ეპიდვითარების ფონზე შეზღუდვების დაწესებას გამორიცხავს. მინისტრის განმარტებით, არსებული მონაცემებით, პირბადეების ტარების ვალდებულების შემოღების საჭიროება არც დღეს და არც ახლო მომავალში არ იკვეთება. თუმცა თუ სპეციალისტები ამბობენ, რომ მისი გამოყენება სასურველია, ნებისმიერს შეუძლია, გამოიყენოს: „ამას ვერ ავუკრძალავთ. სამედიცინო დაწესებულებებში იცით, რომ ეს წესი დღესაც მოქმედებს და აუცილებელია პირბადის გამოყენება. სამი ფაქტორი, რის გამოც კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატა „ჯერ კიდევ იანვარში ვამბობდი და ბევრს გაუკვირდა, რომ ეს ვირუსი ჩვეულებრივ ენდემურ ვირუსად გადაიქცეოდა, რომელიც პერიოდულად შეგვახსენებდა თავს. ზუსტად იგივე მიმდინარეობა აქვს და იგივეს ადასტურებენ ინფექციონისტები, რომ არაფერია საშიში და საპანიკო. ივანე ჩხაიძე: შესაძლებელია, ნიღბის ტარების ვალდებულების შემოღება საჭირო გახდეს გვახსოვს სხვადასხვა წელს სხვადასხა რესპირაციული ვირუსი და მაშინ რომ აღგვერიცხა, იქნებ, ათასობით ყოფილიყო. უბრალოდ, რახან კოვიდპანდემიაა დაწყებული ორი წლის წინ და მივყვებით სტატისტიკის აღრიცხვას, სულ ეს არის, თორემ სხვა ვირუსები, თუნდაც მიმდინარე, სტატისტიკურად გაცილებით მეტი გვქონდა“, - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.  

7000-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი დაკარგულად ითვლება - კომისარი

უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ძებნის ქოლ-ცენტრმა 7200 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე დაარეგისტრირა. ამის შესახებ განსაკუთრებულ ვითარებაში პირთა გაუჩინარების საკითხებში უკრაინის კომისარმა ოლეჰ კოტენკომ განაცხადა. მისი თქმით, დაკარგული ჯარისკაცების უმეტესობა ცოცხალია და ტყვეობაში იმყოფება. კერძოდ, ესენი არიან 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის პირველი ბატალიონის მებრძოლები. „ვიცით, რომ რუსეთში წაიყვანეს. ჯერ უნდა გავიგოთ, რამდენი ადამიანია. თუ ასზე მეტია, მაშინ გვესმის, რომ თითქმის მთელი ბატალიონი ტყვეობაშია. მათთან კონტაქტი ჯერ კიდევ არ არის. ისინი დაკარგულებად ითვლებიან. საბოლოოდ, გაცვლის სიაში იქნებიან და სახლში დაბრუნდებიან. ეს ის შემთხვევაა, როცა დანამდვილებით ვიცით, რომ დაკარგულები ცოცხლები არიან“, - განაცხადა კოტენკომ. „თუ სამხედროებზეა საუბარი, გავერკვეთ, ვინ არიან სამხედროები - ისინი არიან უკრაინის შეიარაღებული ძალები, ეროვნული გვარდია, მესაზღვრეები, არის უსაფრთხოების სამსახური (SBU), და ეს არის სხვადასხვა ინსტიტუტი. ისინი არ შედიან უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ მოცემულ ციფრში. უკრაინის შეიარაღებული ძალები 2000 დაკარგული ჯარისკაცის მონაცემებს გვაწვდიან. ჩვენმა ქოლ-ცენტრმა კი, დაარეგისტრირა 7200-მდე ადამიანი. მაგალითად, აზოვის პოლკი არის ეროვნული გვარდიის ნაწილი [შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში] და ისინიც დაკარგულები არიან. აზოვსტალიდან წასვლისას ახლობლებს არ დაკავშირებიან“, - დაამატა კოტენკომ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.

შალვა პაპუაშვილი: პოლიტიკა, რომელსაც ოპოზიციის ნაწილი ატარებს, ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ჰიბრიდული ომია

"ოპოზიციის ნაწილის მხრიდან ადგილი აქვს მცდელობას, რომ საქართველოს წინააღმდეგ რამე ზომები გატარდეს. პოლიტიკა, რომელსაც ოპოზიციის ნაწილი ატარებს, ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ჰიბრიდული ომია", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. „ვხედავთ კამპანიას, გემი შემოვიდა თუ არ შემოვიდა, სამხედრო თვითმფრინავმა გადაიფრინა თუ არა, ეს ყველაფერი აბსოლუტური სიყალბე გამოდის. ეს ყველაფერი არის საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ საინფორმაციო ომი. რასაც ვხედავთ, ეს ყველაფერი არის საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი, როცა ქვეყნის საინფორმაციო დისკრედიტირება ხდება იმის მოლოდინში, რომ იქნებ, რაიმე რეაქცია გამოვიწვიოთ რომელიმე ქვეყნის თუ ორგანიზაციის და ამით საქართველოს ხელისუფლება შევასუსტოთ. სამწუხაროდ, ამ პოლიტიკას აწარმოებს ოპოზიციის ნაწილი. მთავარია, ეს პოლიტიკა ვამხილოთ და მხარი არ დავუჭიროთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.  

გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე: უკვე დიდი ხანია მიმაჩნია, რომ დრო აღარ გვაქვს

უკვე დიდი ხანია მიმაჩნია, რომ დრო აღარ გვაქვს, არ ვიცი რამდენი ხანი შეიძლება მისმა ჯანმრთელობამ გაუძლოს. მის ჯანმრთელობის მდგომარეობაში ცვლილებები არ შეინიშნება და ცილოვან საკვებს, რომელიც მისი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია, ვერ იღებს.- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ ,,ვივამედის” კლინიკაში, სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. ,,მის ჯანმრთელობის მდგომარეობაში დიდ ცვლილებებს ვერ ვამჩნევ, თუ ექსპერტებმა ამ საქმეში ჩართვაში თანხმობა განაცხადეს ძალიან კარგია, ადვოკატს ეს აუცილებლად მიაჩნია. უკვე დიდი ხანია მიმაჩნია, რომ დრო აღარ გვაქვს, არ ვიცი რამდენი ხანი შეიძლება მისმა ჯანმრთელობამ გაუძლოს. საჭმლის საქმეც ცუდად გვაქვს, ძალიან ცოტას, ჩიტივით ჭამს, არც კი ვიცი რა შევურჩიოთ. ცილოვანი საჭმელი სჭირდება, რომელსაც ვერ იღებს, ხორცის გაგონებაც არ უნდა”, - განაცხადა ალასანიამ. მიხეილ სააკაშვილი 12 მაისს კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს. კლინიკა „ვივამედი” მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა ხერხეულიძემ, 10 მაისს პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ თავდებობას აპირებენ. 9 მაისს, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა განაცხადეს, რომ მზად არიან, თავდებში ჩაუდგნენ მიხეილ სააკაშვილს, მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაყვანის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში. მათივე განცხადებით, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი რეაბილიტაციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდება. ოჯახი და ექსპრეზიდენტის გუნდის წევრები სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაგზავნას ითხოვენ. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 24 მაისს განაცხადა, რომ „ვერავითარი სიმულაცია და თვითდაზიანება ვერ გახდება სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის საფუძველი“. შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. იუსტიციის მინისტრმა 2 მაისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწევა. მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და დააკავეს. თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს. იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს კი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტი შეწყვიტა.  

თბილისის მახლობლად საბადოში, 16 მლრდ მეტრ კუბის გაზის მარაგი დადასტურდა - საქართველოს გაზისა და ნავთობის სააგენტო

საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსმა, გიორგი ტატიშვილმა გადაცემა “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, რომ ქვეყანაში 16 მილიარდი მეტრ კუბის მოცულობის ბუნებრივი აირის საბადოს არსებობა დადასტურდა. ბუნებრივი აირი თბილისის მახლობლად, კომპანია “შლუმბერჟეს” მიერ ჩატარებული ჭაბურღილით დადასტურდა. ამჟამად, ლიცენზიის ოპერატორია კომპანია “ბლოკ ენერჯი”, რომლის აქციებიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება. კომპანიის ძირითადი საქმიანობის სფერო სწორედ საქართველოში ნავთობისა და გაზის ძიებაა. კომპანია IX და XI (B) ბლოკებიდან რესურსების მოპოვების უფლების მფლობელია. ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროს გიორგი ტატიშვილის განცხადებით, სალიცენზიო ბლოკი ჰორიზონტალურ ბურღვებს საჭიროებს, ამასთან, მისი ათვისების პირობებში, ქვეყანას რვა წლის ბუნებრივი აირის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება შეეძლება. “ბლოკ ენერჯი" ჩვენი ერთ-ერთი პერსპექტიული პროექტია, „შლუმბერჟეს“ გაბურღილ ჭაში, იმ მიმდებარე არეალში 16 მილიარდი კუბური მეტრის მარაგია დადასტურებული. ეს დაახლოებით რომ წარმოიდგინოთ, საქართველოს 8 წლის მოხმარების ტოლია მთლიანად. ბლოკ ენერჯი უბრუნდება ამ პროექტს უკვე დადასტურებული გეგმით, სავარაუდოდ ეს დაიწყება ამ წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში. აქ ჩასატარებელია ჰორიზონტალური ბურღვები, რათა უფრო მეტი ქანი მოიცვას და უფრო მეტი კომერციული გაზი მოიპოვოს. ამის პარალელურად, ძველ ჭაბურღილებშიც აკეთებს ჰორიზონტალურ ბურღვებს "ბლოკ ენერჯი", რამაც 80%-ით გამოიწვია გაზის ამოღების ზრდა. "ბლოკ ენერჯის" აქვს 30 მილიონი კუბური მეტრის ამოღება, რაც არის მაგალითად, თელავის ან საგარეჯოს მოხმარების ტოლი. მას შემდეგ, რაც ამ ჭაბურღილს აითვისებს, ეს ციფრები ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი იქნება,” - განაცხადა გიორგი ტატიშვილმა. ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2021 წელს “ბლოკ ენერჯის” $6.1 მილიონის შემოსავალი და 4.8 მილიონი დოლარის ზარალი ჰქონდა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ანუ მისი აქციების ღირებულების ჯამი 9.4 მილიონი გირვანქა სტერლინგია. კომპანიის ერთი აქცია 1.35 გირვანქა სტერლინგი ღირს.