ძებნის რეზულტატი:
აშშ სანქციების გვერდის ავლისთვის საქართველოს გამოყენების რისკებზე საუბრობს
აშშ-ის ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლის ქსელმა (Financial Crimes Enforcement Network – FinCEN) და ვაჭრობის დეპარტამენტის მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიურომ (BIS) გამოსცეს ერთობლივი გაფრთხილება, რომელიც რუსეთისა და ბელორუსისთვის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვის თავიდან აცილების პოტენციურ მცდელობებს ეხება. „უსაფრთხოების ბიურომ გამოავლინა გარკვეული საერთო გადაზიდვის პუნქტები, სადაც, როგორც ცნობილია, შეზღუდული ან კონტროლირებადი ექსპორტი რუსეთსა და ბელორუსში ადგილამდე მისვლამდე ჩადის. ეს პუნქტები არასრულია, თუმცა მოიცავს შემდეგ ქვეყნებს: სომხეთი, ბრაზილია, ჩინეთი, საქართველო, ინდოეთი, ისრაელი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მექსიკა, ნიკარაგუა, სერბეთი, სინგაპური, სამხრეთ აფრიკა, ტაივანი, ტაჯიკეთი, თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და უზბეკეთი. ზოგიერთ შემთხვევაში, აშშ-ის მიერ კონტროლირებული ნივთები, შეიძლება, კანონიერად იყოს ექსპორტირებული ამ და სხვა იურისდიქციებში, როგორც სხვა მზა პროდუქციის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის სახით, თუმცა ამ მზა პროდუქციისა და საქონლის შემდგომი ექსპორტი რუსეთსა და ბელორუსში, პოტენციური სატრანზიტო პუნქტების გავლით, შესაძლოა, აიკრძალოს“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.
კუნძულ ზმეინის გათავისუფლების შემდეგ, დუნაი-შავი ზღვის არხით გემებმა მოძრაობა დაიწყეს
უკრაინის საზღვაო გემების ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ოდესის ოლქში კუნძულ ზმეინის განთავისუფლების შემდეგ, გემებმა დუნაი-შავი ზღვის არხით მოძრაობა დაიწყეს. ზელენსკი: კუნძულ ზმეინის გათავისუფლება მნიშვნელოვნად ცვლის ვითარებას შავ ზღვაში რუსი ოკუპანტები კუნძულ ზმეინიდან გაიქცნენ - უკრაინა „დუნაი-შავი ზღვის არხის გასწვრივ ნავიგაცია განახლდა. რუსული ჯარისგან ზმეინის კუნძულის განთავისუფლებისა და სულინის არხის გავლის მოლოდინში დიდი რაოდენობის გემების დაგროვების გათვალისწინებით, არხის გამოყენება შესაძლებელია", - წერია განცხადებაში. კუნძული ზმეინი სტრატეგიული წერტილია და მისი გათავისუფლება მნიშვნელოვნად ცვლის ვითარებას შავ ზღვაში. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა 1-ელ ივლისს ვიდეომიმართვისას განაცხადა. ოპერატიული სარდლობის მიერ, 30 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინულმა ძალებმა სამხედრო ოპერაციის კიდევ ერთი ეტაპი წარმატებით დაასრულეს, რუსებმა კი, კუნძულ ზმეინიდან მათი გარნიზონის ევაკუაცია სასწრაფოდ მოახდინეს. რატომ არის შავ ზღვაში გველების კუნძული სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიდერლანდების პრემიერს უმასპინძლა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრს, მარკ რუტეს უმასპინძლა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ნიდერლანდები უკრანისთვის სამხედრო დახმარების გაწევის კუთხით, ათეულშია. ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე ირპენში ჩავიდა. ირპენის მერმა, ალექსანდრე მარკუშინმა ომის შედეგად განადგურებული ქალაქის აღდგენაში მარკ რუტეს დახმარება სთხოვა. „მე ახლახან ველაპარაკე ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრს მარკ რუტეს, რომელიც ეწვია ირპენს, უკრაინაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში. წარვუდგინე პრეზენტაციები ჩვენი ქალაქის შესახებ და მის ქვეყანას ვთხოვე დახმარება ირპენის დანგრეული სახლების აღდგენაში“, - განაცხადა მერმა.
სალომე ზურაბიშვილი: ევროპაში ჩვენი ადგილი გამაგრებული იქნება სწორედ იმით, რომ ევროპაში შევდივართ ჩვენი ტრადიციებითა და კულტურით
ევროპაში ჩვენი ადგილი გამაგრებული იქნება სწორედ იმით, რომ ევროპაში შევდივართ ჩვენი ტრადიციებითა და კულტურით, - საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უხუცესთა ქორეოგრაფიული ანსამბლის „ბერმუხა“ 18 წევრი ქართული ფოლკლორის განვითარებასა და მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისა და ხანგრძლივი ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ღირსების ორდებით დაჯილდოვდნენ ფოლკლორული ანსამბლის „ბერმუხას“ წევრები: თემურ აბულაძე, მუხამედ ირემაძე, რევაზ აბულაძე, იაკობ ადაძე, რევაზ ვანაძე, ოთარ ირემაძე, ოთარ კახაძე, ეუბ მგელაძე, იოსებ მგელაძე, შოთა სოლომონიძე, ჟენია სურმანიძე, ვაჟა ფასანიძე, შოთა შავაძე; ანსამბლის ქორეოგრაფი: გურამ ბოლქვაძე და აკომპანიატორები: ზაურ ბოლქვაძე, გურამ თავართქილაძე, გია მელაძე, მერაბ ქედელიძე; „ძალიან ბედნიერი ვარ დღეს, თქვენ ხართ ჩვენი აქ ჩამოსვლის მთავარი მიზეზი. მინდა, ამისათვის დიდი მადლობა გადაგიხადოთ. პირადად ჩემთვის ძალიან დიდი სიხარულია, რომ მოვახერხეთ ჩამოსვლა ზუსტად თქვენი 40 წლის იუბილეზე. პოზიტიური დღეები გვაქვს, მინდა, გუშინდელი გამარჯვება, რომელიც მთელი საქართველოს გამარჯვებაა, თქვენც მოგილოცოთ და თქვენი იუბილე, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ეს არის ჩვენი კულტურის ზეიმი. თქვენ, სწორედ ამ უძველეს რეგიონში ამ კულტურას და ამ ტრადიციებს წარმოადგენთ. ნიშანდობლივია, რომ ყველგან, სხვაგან წვიმს, აქ კი მზეა, რაც იმის ნიშანია, რომ ეს არაჩვეულებრივი ადგილია. ადგილი, სადაც თქვენ ამ უძველესს ტრადიციას აგრძელებთ, მართლაც დალოცვილია. დავამატებდი იმასაც, რომ დღევანდელ დღეს, როცა ძალიან ბევრი საუბარია ევროპაზე, ზოგიერთებს რაღაცნაირად წინააღმდეგობაში მოჰყავთ ტრადიციები და ევროპა – ვითომც, თუ ევროპაში შევალთ, ამ ტრადიციებს დავკარგავთ. ეს პირიქითაა. ჩვენი ადგილი მრავალფეროვან ევროპაში სწორედ იმით იქნება გამაგრებული, რომ ჩვენ იქ შევდივართ ჩვენი ტრადიციებით, კულტურით, და ეს არის ის, რაც საუკუნეების მანძილზე აძლიერებდა მთლიანად საქართველოს; ეს არის ის, რაც ხვალ საქართველოს იმ დიდ ევროპულ ოჯახში გააძლიერებს. ამიტომ, თქვენი მემკვიდრეობა და ტრადიციები ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისათვის, რომლებიც დღევანდელ ზეიმშიც მონაწილეობენ. მათთვის თქვენ ძალიან დიდი მაგალითი ხართ და უღრმესი მადლობა ამ მაგალითისთვის“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა დაჯილდოების ცერემონიაზე. „ბერმუხას“ დაჯილდოების ცერემონია ხულოში გაიმართა და მას პრეზიდენტთან ერთად ესწრებოდნენ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, „ბერმუხას“, რომელიც ქვეყნის ეროვნული სიამაყეა და რომელსაც არაერთხელ წარმოუჩენია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ ხულო, აჭარა და ჩვენი ქვეყანა, არაერთხელ უსახელებია ქართული სული და ჟინი, ეს დიდი ღვაწლი დაუფასდა. „მინდა, მადლობა გადავუხადო ქალბატონ პრეზიდენტს ჩვენი ინიციატივის გაზიარებისთვის. როცა ვუყურებ ჩვენს „ბერმუხელებს“, მეტ მოტივაციასა და შემართებას გვაძლევს ყველას, რომ შეიძლება დიდი შემართებით, დიდი სულით და ამ დიდი ჟინით ძალიან ბევრი წელი წარმატებულად იყო ქვეყნის სამსახურში. დამსახურებული ღირსების ორდენი უფრო დიდ შემართებას მოგვცემს, რომ კიდევ უფრო შორს გავიტანოთ ჩვენი ქვეყნის სახელი“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
პოდოლიაკი: რუსული არმიის ცნობილი С-400 ისე იჭერს რაკეტებს, როგორც რუსი ფეხბურთელები იჭერენ ბურთებს
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის შეფასებით, რუსეთის ფედერაციას სურდა, დაემტკიცებინა, რომ ძლიერი სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსი აქვს, მაგრამ ყველამ დაინახა: ცნობილი С-400 ისე უმლავდება რაკეტებს, როგორც რუსი ფეხბურთელები იჭერენ ბურთებს. შეერთებულმა შტატებმა ბოლო სამი კვირის განმავლობაში, უკრაინისთვის $2,2 მილიარდის უსაფრთხოების დახმარება გამოყო რუსეთის ფედერაცია ამაყობდა „მსოფლიოს მეორე არმიით" - ჩვენ ვნახეთ მძარცველების, ტერორისტებისა და მოძალადეების არმია. რუსეთის ფედერაციას სურდა, დაემტკიცებინა, რომ ძლიერი სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსი აქვს, მაგრამ ყველამ დაინახა: ცნობილი С-400 ისე უმლავდება რაკეტებს, როგორც რუსი ფეხბურთელები იჭერენ ბურთებს. ყველაფერი ისევ გეგმის მიხედვით მიდის“, - წერს მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ზე. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. მათივე ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. „სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 11 ივლისს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2022 წლის 11 ივლისს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო. გამოძიების დაწყების საფუძველი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცხელ ხაზზე, პენიტენციური სამსახურიდან შემოსული შეტყობინება გახდა, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წლის 11 ივლისს, პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულმა პატიმარმა, დაახლოებით 03:10 საათზე, სუიციდი განახორციელა. სპეციალური საგამოძიებო სამსახური შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას“ - ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უკრაინული მედია: რუსი ოკუპანტები მარიუპოლში „ოფიციალური მობილიზაციის“ დაწყებას შემოდგომაზე გეგმავენ
მარიუპოლში, რომელიც დროებით არის ოკუპირებული რუსული ჯარების მიერ, თვითგამოცხადებული „ავტორიტეტები“ ოფიციალური მობილიზაციის დაწყებას უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ შემოდგომაზე გეგმავენ. ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრო ანდრიუშჩენკომ განაცხადა. „მობილიზაცია ფრონტზე. საოკუპაციო ხელისუფლება გეგმავს მარიუპოლში ოფიციალური მობილიზაციის დაწყებას შემოდგომაზე - ყველას მობილიზაციას გამონაკლისის გარეშე. ეს არ არის უკრაინული მობილიზაცია, რომელიც მოითხოვს სამხედრო სამსახურში მომზადებას ან გამოცდილებას“, - წერს ანდრიუშჩენკო. როგორც ცნობილია, მარიუპოლი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა, რომელიც რუსეთის აგრესიით არის გამოწვეული. რუსეთის ძალების დაბომბვის შედეგად, ქალაქი თითქმის მთლიანად განადგურდა. მარიუპოლის რეკონსტრუქციას $14 მილიარდზე მეტი დასჭირდება მარიუპოლს წყალი და გაზი ნორმალურად არ მიეწოდება. რუსეთის შეჭრის დაწყებიდან ქალაქში 22000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. რუსეთში და დონეცკის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე 50 000-ზე მეტი ადამიანია დეპორტირებული. ბლოკირებულ ქალაქში ამჟამად 100 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.
ერდოღანი: გაეროს გეგმით მარცვლეულის უსაფრთხო დერეფნის შესაქმნელად, დროა ნაბიჯები გადავდგათ
გაეროს გეგმით უსაფრთხო მარცვლეულის დერეფნის შესაქმნელად, დროა ნაბიჯები გადავდგათ, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. ინფორმაციას, თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მედია: უკრაინის პორტებიდან ხორბლის ექსპორტისთვის „მარცვლეულის დერეფნის“ საგზაო რუკა შემუშავდა ორი ქვეყნის ლიდერმა, ასევე ვითარება სირიაში, უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე ომი და შავ ზღვაში ხორბლის გადასაზიდად, უსაფრთხო დერეფნების შექმნის საკითხები განიხილეს. თურქეთის სახელმწიფოს მეთაურმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ომი უკრაინასა და რუსეთს შორის უნდა დასრულდეს გრძელვადიანი და სამართლიანი მშვიდობით, რაც მოლაპარაკების გზითაა შესაძლებელი. უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიედან 61 ტონა ხორბალი მოიპარეს გაერო: უკრაინის პორტებში 4,5 მილიონი ტონა ხორბალია დაბლოკილი ერდოღანის თქმით, თურქეთი, ისევე როგორც ადრე, მზადაა მოლაპარაკების პროცესის გააქტიურებაში თავისი წვლილი შეიტანოს. თურქული მედიის ცნობით, უკრაინის პორტებში დაბლოკილი ხორბლის გამოტანის მიზნით, „მარცვლეულის დერეფნის“ საგზაო რუკა შემუშავდა. როგორც მედია წერს, საგზაო რუკის შექმნა, რუსეთის ფედერაციის, უკრაინისა და გაეროს წარმომადგენლებთან თურქული მხარის მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა. უკრაინული ხორბალის განსაბლოკად, ლიეტუვამ ბრიტანეთს სამხედრო-საზღვაო კოალიციის შექმნა შესთავაზა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ბერლინი უკრაინიდან აფრიკაში მარცვლეულის ექსპორტის განახლების მიზნით, აქტიურად იმუშავებს უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.
Eni: „გაზპრომმა“ იტალიაში ბუნებრივი აირის მიწოდება მესამედით შეამცირა
იტალიის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია Eni-ის ცნობით, Gazprom-მა იტალიაში ბუნებრივი აირის მიწოდება მესამედით შეამცირა. რუსეთმა „ჩრდილოეთის ნაკადით" ევროპისთვის გაზის მიწოდება შეაჩერა „გაზპრომი დღეში დაახლოებით 21 მილიონი კუბური მეტრის მოცულობის ბუნებრივ აირს მოგვაწვდის, ნაცვლად ბოლო დღეებში მიღებული დაახლოებით 32 მილიონი კუბური მეტრისა", - ნათქვამია Eni-ის განცხადებაში. გაზპრომი“ ავსტრიას, გერმანიასა და იტალიას გაზის მიწოდებას უმცირებს. ევროპაში საწვავი ძვირდება რუსული Nord Stream-ით გაზის გატარების მაჩვენებელი 40%-ით შემცირდა იტალიის ეკოლოგიური განვითარების მინისტრის, რობერტო ჩინგოლანის თქმით, იტალია ცდილობს რუსულ გაზზე დამოკიდებულება უახლოეს მომავალში კიდევ უფრო შეამციროს და პარალელურად, ზამთრისთვის რეზერვები შეავსოს. „წლის უკანაკნელ თვეებში, მარაგების 90% აუცილებლად უნდა შევავსოთ. მომდევნო ორი წლის განმავლობაში კი ახალი მომწოდებლების რაოდენობა გაიზრდება, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ 2024 წლის მეორე ნახევრისთვის რუსული მომწოდებლებისგან მნიშვნელოვნად დამოუკიდებლები გავხდეთ, თუმცა 2022 წლის ზამთარი, ცოტა უფრო მეტად რთული იქნება", - თქვა ჩინგოლანიმ. იტალიური Eni ეგვიპტეში თხევადი გაზის მოპოვებას გაზრდის უკრაინაში ომის ფონზე იტალია რუსული გაზის ალტერნატივას ეძებს „ჩრდილოეთის ნაკადი-1“ 2012 წლიდან ამოქმედდა. გაზის მიწოდება ლენინგრადის ოლქიდან გერმანიაში ბალტიის ზღვის გავლით ხდება. პროექტის აქციათა საკონტროლო პაკეტი რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „გაზპრომს“ ეკუთვნის.
სახალხო დამცველმა გიგი გიგიაძის საქმეზე დისკრიმინაციული მოპყრობა დაადგინა
სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ დანიაში საქართველოს ყოფილი ელჩის, გიგი გიგიაძის საქმეზე დისკრიმინაციული მოპყრობა დაადგინა. გიგიაძემ სახალხო დამცველს 2021 წლის 1-ელ ნოემბერს განცხადებით მიმართა, სადაც მიუთითებდა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან განსხვავებული შეხედულების გამო, დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდა. საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 201-ე მუხლითა და დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველი მიმართავს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ განიხილოს განმცხადებელთან მისი კვალიფიკაციის ტოლფასი პოზიციის/პოზიციების შეთავაზება. აგრეთვე, მომავალში არ დაუშვას განსხვავებული მოსაზრების ან/და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობა და საქმიანობა წარმართოს თანასწორობის პრინციპის დაცვით, მათ შორის, უზრუნველყოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკის დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონთან შესაბამისობა. „როგორც აღინიშნა, საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, თავისთავად, არგუმენტი იმის თაობაზე, რომ გიგი გიგიაძე სამუშაო მივლინებიდან გამოწვეული იქნა ვადის გასვლის გამო, არ აქარწყლებს დისკრიმინაციის არსებობის ვარაუდს. შესაბამისად, მოპასუხემ ვერ წარმოადგინა გამამართლებელი საფუძველი, რომელიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდს გააქარწყლებდა. მეტიც, მოპასუხემ ლეგიტიმური მიზანი ვერ წარმოადგინა, თუ რატომ არ გაუგრძელა განმცხადებელს მივლინების ვადა. მოვლენათა განვითარების თანმიმდევრობა და დროის პერიოდი სახალხო დამცველს არ აძლევს სხვა დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, გარდა იმისა, რომ გიგი გიგიაძისთვის სამუშაო მივლინების ვადის გაგრძელებაზე უარი და რეზერვში ყოფნის პერიოდში, მისი გამოცდილების გათვალისწინებით, კონკრეტული ვაკანსიის შეუთავაზებლობა განპირობებული იყო მისი მიერ 2020 წლის 7 ოქტომბერს საჯაროდ გამოხატული მოსაზრების გამო. ამდენად, განმცხადებლისთვის მივლინების ვადის გაგრძელებაზე უარი, ასევე 13 თვის განმავლობაში კონკრეტულ ვაკანსიაზე მისი კანდიდატურის განუხილველობა დროში ემთხვევა მის საჯაროდ გამოხატულ კრიტიკულ პოზიციას. ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან დამაჯარებელი/სარწმუნო და დისკრიმინაციული მოპყრობის გამაქარწყლებელი ინფორმაციის წარმოუდგენლობა კიდევ უფრო ამყარებს აღნიშნულ ეჭვს და რეალურად, ვერ უზრუნველყოფს დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის გაქარწყლებას. ამდენად, საქმის მასალების შეფასების შედეგად, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ განმცხადებლისთვის მივლინების ვადის გაგრძელებაზე უარი და ასევე მისთვის 2021 წლის 1-ელი მარტიდან მისი კანდიდატურის კონკრეტულ ვაკანსიაზე განუხილველობა მის მიმართ განსხვავებული მოსაზრების გამო დისკრიმინაციული მოპყრობას წარმოადგენს". - წერია სახალხო დამცველის დასკვნაში. გიგი გიგიაძე 24-წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე უმაღლესი რანგის კარიერული დიპლომატია. მან ივერი მელაშვილის მხარდამჭერი პოსტი Facebook-ზე ერთ-ერთმა პირველმა გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მისთვის წარდგენილი ბრალდება "აბსურდული და საღ აზრს მოკლებულია". ელჩის ამ შეფასებას მმართველი გუნდისა და საგარეო საქმეთა მინისტრისგან კრიტიკა მოჰყვა.
შავი ზღვის თურქულ სექტორში გაზსადენის გაყვანის პროცესი მიმდინარეობს
შავი ზღვის თურქულ სექტორში, „საქარიას“ გაზის საბადოს მიმართულებით, რომლის რეზერვებიც 540 მილიარდი კუბური მეტრია, გაზსადენის გაყვანის პროცესი მიმდინარეობს. ერდოღანი: შავ ზღვაში 135 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მარაგი აღმოვაჩინეთ ზღვის სიღრმეში, გაზსადენის გაყვანის პროცესში გემი Castorone ჩაერთო. თურქეთის ენერგეტიკის მინისტრ, ფატიხ დონმეზის განცხადებით, გაზსადენის მშენებლობა 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა, შავი ზღვის შელფზე გაზის დიდი მარაგების აღმოჩენის შესახებ განაცხადა ერდოღანი: შავი ზღვის საბადოებიდან გაზს თურქეთის სამომხმარებლო ბაზარი 2023 წელს მიიღებს ახალი გაზსადენის პირველი მილი, შავ ზღვაში 13 ივნისს ჩაუშვეს, ცერემონიაში თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფ ერდოღანი მონაწილეობდა. „საქარიას“ საბადოზე გაზის მოპოვება, დღეში 10 მილიონი კუბური მეტრის დონეზეა პროგნოზირებული, რაც გულისხმობს წელიწადში 3,5-4 მილიარდი კუბური მეტრის მიწოდებას. შემდგომში გაზის მოპოვება გაიზრდება და 2027-28 წლებში პიკს მიაღწევს და დღეში 40 მლნ კუბურ მეტრს გაუტოლდება (წელიწადში 15 მილიარდი კუბური მეტრი). თურქეთის მიერ შავ ზღვაში აღმოჩენილი ბუნებრივი აირის მარაგების ჯამური მოცულობა 540 მილიარდი კუბური მეტრია.
ბერნში საქართველოს პირველი დიპლომატიური მისიისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა გაიხსნა
შვეიცარია, ქალაქი ბერნი, Thunstarsse 2, 3005 - დღეიდან ამ მისამართზე მდებარე შენობას საქართველოს პირველი დიპლომატიური მისიისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა ამშვენებს. ინფორმაციას თბილსის მერია ავრცელებს. მემორიალური დაფა განთავსდა შენობაზე, სადაც 1918-1920 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი დიპლომატიური წარმომადგენლობა და საქართველოს პრესის ბიურო მდებარეობდა. ღონისძიებას თბილისის და ბერნის მერები კახა კალაძე და ალეკ ფონ გრაფენრიდი დაესწრნენ. კახა კალაძემ და ალეკ ფონ გრაფენრიდმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობას და აღნიშნეს, რომ შვეიცარიამ საქართველოს დამოუკიდებლობა 1918 წელს აღიარა. თბილისის მერის განცხადებით, მიმდინარე წელს შესრულდა საქართველოსა და შვეიცარიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავი და მნიშვნელოვანია, რომ ამ თარიღის აღსანიშნავად მემორიალური დაფა განთავსდა. „გვქონდა შესაძლებლობა, გაგვეხსნა პირველი დიპლომატიური მისიის მემორიალური დაფა იმ შენობა-ნაგებობაში, სადაც 1918 წელს, როდესაც შვეიცარიამ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა აღიარა, ჩვენი დიპლომატიური მისია, საელჩო იყო განთავსებული. გარკვეული წლების განმავლობაში, აღნიშნული შენობა-ნაგებობა არ მოიძებნებოდა, არ გვქონდა ინფორმაცია, თუ სად იყო პირველი დიპლომატიური მისია. შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, ჩვენი საელჩოს ჩართულობით, არქივში მოიძებნა აღნიშნული ადგილი და მისმა მეპატრონემ მემორალური დაფის განთავსებაზე თანხმობა განაცხადა, რაც ძალიან სასიამოვნოა. მე, როგორც ქართველს, ძალიან მიხარია, რომ ქალაქ ბერნში ჩვენი პირველი დიპლომატიური მისიის მემორიალური დაფა არსებობს“, - განაცხადა კახა კალაძემ. მემორიალური დაფის გახსნის ღონისძიებას ასევე, ესწრებოდნენ თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიაში რევაზ ლომინაძე.
ქართული თაფლზე ბულგარეთსა და საფრანგეთში მოთხოვნა იზრდება
2022 წელს საქართველოდან თაფლის ექსპორტის ზრდა ფიქსირდება. მოთხოვნა გაზრდილია ბულგარეთისა და საფრანგეთის ბაზრებზე. 2022 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან $340 ათასის ღირებულების 90,24 ტონა თაფლის ექსპორტი განხორციელდა, რაც 2021 წლის 5 თვის მაჩვენებლებზე 1,5-ჯერ მეტია. პირველ რიგში, ქართულ თაფლს ყიდულობს ბულგარეთი, საფრანგეთი და ისრაელი. პროდუქციის ერთჯერადად მიწოდება განხორციელდა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, გერმანიაში, იაპონიასა და საუდის არაბეთში. ქართული თაფლის იმპორტიორები: ბულგარეთი - 67,42 ტონა ($195,1 ათასი); საფრანგეთი - 14,40 ტონა ($80,94 ათასი); ისრაელი - 3,57 ტონა ($19,66 ათასი) . 2021 წელს საქართველოდან, 19 ქვეყანაში 172,9 ტონა (657,3 ათასი) ღირებულების თაფლი გავიდა ექსპორტზე.
ზელენსკიმ თურქეთის პრეზიდენტთან, უკრაინული პორტების განბლოკვისა და მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის საკითხები განიხილა
ზელენსკიმ თურქეთის პრეზიდენტთან უკრაინული პორტების განბლოკვისა და მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის საკითხები განიხილა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, თურქეთის ლიდერს რეჯეფ თაიფ ერდოღანს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ზელენსკი Twitter-ზე წერს. ერდოღანი: გაეროს გეგმით უსაფრთხო მარცვლეულის დერეფნის შესაქმნელად, დროა ნაბიჯები გადავდგათ ორი ქვეყნის პრეზიდენტმა უკრაინული პორტების განბლოკვისა და მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის საკითხები განიხილეს. „მქონდა საუბარი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. მადლობა გადავუხადე რუსული აგრესიის მსხვერპლთან დაკავშირებით თანაგრძნობის გამოხატვისთვის. ჩვენ თურქეთის მხარდაჭერას ვაფასებთ. განვიხილეთ უკრაინული პორტების განბლოკვისა და მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის შესახებ საკითხები", - წერს ზელენსკი. ცნობისთვის, დღეს თურქეთის პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსაც ესაუბრა. მათ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის უსაფრთხო დერეფნები შექმნის შესახებ ისაუბრეს.
საქართველოში რძის პროდუქტების იმპორტი იზრდება
2022 წლის დასაწყისიდან საქართველოში, რძის პროდუქტების იმპორტი 1/3-ითაა გაზრდილი. იანვარ-მაისში ქვეყანაში 1 650 ტონა ყველი და ხაჭო იმპორტირდა და შესაბამისად ქვეყნიდან $7,2 მილიონი გავიდა. საქართველოში რძის პროდუქტების ძირითადი იმპორტიორია გერმანია, რუსეთი, თურქეთი, ნიდერლანდები და პოლონეთი. საქართველოში რძის პროდუქტების ძირითადი იმპორტიორი ქვეყნები: გერმანია - $1,4 მილიონი, 296 ტონა; რუსეთი - $1,1 მილიონი, 373 ტონა; თურქეთი - $948 ათასი, 258 ტონა; ნიდერლანდები - $710 ათასი, 137 ტონა; პოლონეთი - $605 ათასი, 118 ტონა.
თურქეთის ახალმა ელჩმა საქართველოში ლაშა დარსალიას რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა
2022 წლის 11 ივლისს, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ალი ქაან ორბაიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, ლაშა დარსალიას რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დარსალიამ ელჩს მიულოცა საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში. რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, გაიმართა ორმხრივი შეხვედრა, რომლის დროსაც მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და თურქეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგით გათვალისწინებული პრიორიტეტები და დასახეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. მხარეებმა გამოხატეს იმედი, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა და სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება. თურქეთის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თურქეთის მხარის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ ინტენსიურ თანამშრომლობაზე საქართველო-თურქეთის ურთიერთობების შემდგომი გააქტიურების მიზნით.
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირი სანქციების მე-7 პაკეტს ამზადებს - Bloomberg
Bloomberg-ის ცნობით, უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის გამო, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ, სანქციების მე-7 პაკეტს ამზადებს, რომელზე მუშაობაც უახლოეს კვირებში დასრულდება. ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს გამოცემა, წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ სანქციების მე-7 პაკეტში იგეგმება სანქციების გაფართოება და რუსული ოქროს იმპორტის შეზღუდვა. ამასთან, განიხილება ნავთობზე ფასის შეზღუდვა, თუმცა გამოცემის ცნობით, ევროკავშირი უახლოეს მომავალში მკაცრი სანქციების დაწესებას ვერ შეძლებს. ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა აცხადებდა, რომ რუსული გაზი სანქციების სიაში შეეტანათ, თუმცა ქვეყნების უმრავლესობას ამისი სურვილი არ აქვთ. შეგახსენებთ, ევროკავშირმა უკვე დაამტკიცა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი. მედიის ცნობით, ევროკავშირი უკვე მუშაობს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-7 პაკეტზე, რომლის ფარგლებშიც შესაძლოა, რუსული ოქროს იმპორტზე ნაწილობრივი ემბარგო გავრცელდეს.
პუტინმა უკრაინის მთელ ტერიტორიაზე მცხოვრებთათვის, რუსეთის მოქალაქეობის მიღება გაამარტივა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის მთელ ტერიტორიაზე მცხოვრებთათვის, რუსეთის მოქალაქეობის მიღება გაამარტივა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. „დადგინდეს, რომ უკრაინის, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ან ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ დონეცკის სახლახო რესპუბლიკის ან ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ან უკრაინის ტერიტორიაზე, უფლება აქვთ, გააკეთონ განაცხადი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მისაღებად გამარტივებული წესით“, – ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებაში.
ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად, ევროსა და დოლარის კურსი გათანაბრდა
დღეს, ბოლო 20 წელიწადში პირველად, დოლარისა და ევროს კურსი გათანაბრდა, - ამის შესახებ Reuters-ი წერს. ევრო, აშშ დოლართან მიმართებით, 1,29%-ით დაეცა და ერთი ევროს ღირებულებამ 1,0056 დოლარი შეადგინა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2002 წლის დეკემბრის შემდეგ. ევროსთან მიმართებით, გაძვირდა დოლარი - Bloomberg-ის ამჟამინდელი მონაცემით, ერთი დოლარის ღირებულება 0.9928 ევროა.
„უკრაინელების პასპორტიზაციაზე“ პუტინის განკარგულების შემდეგ, კულებამ პარტნიორებს ახალი სანქციებისა და იარაღის მიწოდებისკენ მოუწოდა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ, პუტინის განკარგულების შემდეგ „უკრაინელების პასპორტიზაციაზე“, პარტნიორებს ახალი სანქციებისა და იარაღის მიწოდებისკენ მოუწოდა. პუტინმა უკრაინის მთელ ტერიტორიაზე მცხოვრებთათვის, რუსეთის მოქალაქეობის მიღება გაამარტივა „უკრაინის მოქალაქეებს არ სჭირდებათ პუტინის მოქალაქეობა და ძალის გამოყენებით მისი დაკისრების მცდელობები წარუმატებლობისთვისაა განწირული. ეს განკარგულება უმნიშვნელოა და მხოლოდ პუტინის მტაცებლურ მადას ადასტურებს. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები, პუტინის მადას ბოლოს მოუღებენ. რა თქმა უნდა საჭიროა პარტნიორების სათანადო მხარდაჭერა“, - განაცხადა კულებამ. მან ხაზი გაუსვა, რომ ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის დახმარების გაძლიერება. „მოვუწოდებ პარტნიორებს, მკაცრი რეაგირება მოახდინონ პუტინის ახალ საპასპორტო ფანტაზიებზე: სასწრაფოდ მიაწოდონ უკრაინას მეტი მძიმე იარაღი და შემოიღონ ახალი ეკონომიკური სანქციები რუსეთის წინააღმდეგ“, - განაცხადა კულებამ.