ძებნის რეზულტატი:
შალვა პაპუაშვილი: საუბარი თითქოს საქართველოში მიმდინარეობს ანტიდასავლური კამპანია, გახლავთ ჩვეულებრივი დეზინფორმაცია
საუბარი თითქოს საქართველოში მიმდინარეობს ანტიდასავლური კამპანია, გახლავთ ჩვეულებრივი დეზინფორმაცია საქართველოს წინააღმდეგ, ეს არის იმ ჰიბრიდული ომის ნაწილი, რომლის მიზანიცაა ხელისუფლების შერყევა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განცხადა. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო: გასულ წლებთან შედარებით, რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება იზრდება „საუბარი თითქოს საქართველოში მიმდინარეობს ანტიდასავლური კამპანია, გახლავთ ჩვეულებრივი დეზინფორმაციული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ, ეს არის იმ ჰიბრიდული ომის ნაწილი, რომლის მიზანიცაა ხელისუფლების შერყევა. ეს არის აბსურდი. ერთი ხელით პროპაგანდა მიდის, თითქოს არის ანტიდასავლური კამპანია და მეორე ხელით, თითქოს ებრძვიან ამ კამპანიას, ეს არის ნაწილი ერთი ჰიბრიდული ომისა საქართველოს წინააღმდეგ“, – განაცხადა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, დღეს „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ დირექტორმა, ეკა გიგაურმა საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციაზე განცხადება გააკეთა. „ამდენი თავდასხმის შემდეგ მოლოდინი იმისა, რომ დასავლეთთან ინტეგრაციის კუთხით რაღაცას მივაღწიოთ, არის ძალიან დაბალი – ეს იქნება შეუძლებელი, რადგან ყველაფერი გააკეთეს, რომ დასავლეთში მეგობარი აღარ ჰყავდეთ“, - განაცხადა გიგაურმა.
სერგეი ლავროვი მიანმარში ჩავიდა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ოფიციალური ვიზიტით, მიანმარში ჩავიდა. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ეს მიანმარში სერგეი ლავროვის პირველი ვიზიტია. სერგეი ლავროვი ტაშკენტში ჩავიდა მოლაპარაკების დღის წესრიგშია შეხვედრა მიანმარის სამხედრო ხუნტის ხელმძღვანელ ნეიპიდოსთან. მხარეებმა უსაფრთხოებისა და ეკონომიკის საკითხები უნდა განიხილონ. შეგახსენებთ, ლავროვი მიანმარიდან კამბოჯაში ჩავა, სადაც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების 55-ე შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. ლავროვი უკვე შეხვდა თავის კოლეგას ვუნა მაუნ ლუინს და სხვა ოფიციალურ პირებს მიანმარის დედაქალაქში, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ მხარეები განიხილავენ პოლიტიკური დიალოგის, სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის, თავდაცვის, უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული ურთიერთობების საკითხებს. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის ქვეყნები გმობენ არმიის მიერ, მიანმარის არჩეული ხელისუფლების დამხობას, რუსეთი მიანმარისთვის იარაღის უმსხვილესი მიმწოდებელია. გაეროს ცნობით მიანმარი „სამოქალაქო ომის მდგომარეობაშია“. მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აფრიკის ქვეყნებში იმყოფებოდა, ხოლო აფრიკის ტურნემდე, თეირანში ირანის პრეზიდენტს შეხვდა.
ნენსი პელოსიმ ტაივანი დატოვა
აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ ტაივანი დატოვა. ნენსი პელოსიმ ტაივანის პარლამენტს მიმართა და ვიზიტის სამი მიზანი დაასახელა ქვეყანაში ვიზიტის ფარგლებში პელოსი ტაივანის პრეზიდენტს, ცაი ინ-ვენს შეხვდა. ტაივანის პრეზიდენტის თქმით, პელოსის ვიზიტი მსოფლიოს უგზავნის მესიჯს, რომ "დემოკრატიები ერთად დგანან საერთო გამოწვევების წინაშე". აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ტაივანში 2 აგვისტოს ჩავიდა. ნენსი პელოსი პირველი ამერიკელი მაღალი თანამდებობის პირია, რომელიც ბოლო 25 წლის განმავლობაში ტაივანში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. ცნობისათვის, 2 აგვისტოს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის ელჩი ჩინეთში ნიკოლას ბერნსი დაიბარა და წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტი გააპროტესტა. პეკინი გაფრთხილებით მანამდეც გამოვიდა. თუმცა შეერთებული შტატების პოზიციით, წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტი ჩინეთის სუვერენიტეტის დარღვევას არ წარმოადგენს. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის ჯონ კირბის განცხადებით, აშშ არც „ერთი ჩინეთის პოლიტიკას“ არ არღვევს. მისივე თქმით, არ არსებობს მიზეზი იმისა, რომ ეს ვიზიტი კრიზისის ან კონფლიქტის წამახალისებელ მოვლენად იქცეს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის შესახებ განცხადება გაავრცელა. პეკინი პელოსის ვიზიტს ერთი ჩინეთის პრინციპის და ჩინეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევად აფასებს. ჩინეთი „კატეგორიულად მოუწოდებს შეერთებულ შტატებს, შეწყვიტოს ჩინეთის შესაკავებლად ტაივანის გამოყენება“. პეკინის შეფასებით, ტაივანში ნენსი პელოსის ვიზიტი აშშ-ის მხრიდან სერიოზული პოლიტიკური პროვოკაციაა. ტაივანში კონგრესის დელეგაციის ჩასვლის პარალელურად, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის განცხადება გავრცელდა. ნენსი პელოსის თქმით, ტაივანის 23 მილიონი მცხოვრებისადმი ამერიკის სოლიდარობა დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, რადგან მსოფლიო ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის არჩევანის წინაშეა. მისივე განმარტებით, ვიზიტი შეერთებული შტატების გრძელვადიან პოლიტიკას არანაირად არ ეწინააღმდეგება. პელოსის თქმით, შეერთებული შტატები კვლავაც ეწინააღმდეგება ცალმხრივ მცდელობებს სტატუს კვოს შესაცვლელად. ჩინეთის მუქარის ფონზე, ნენსი პელოსი ტაივანს ეწვია „ტაივანში მოგზაურობით ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს ერთგულებას დემოკრატიისადმი: კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ტაივანის, ისევე როგორც ყველა დემოკრატიის - თავისუფლება უნდა იყოს დაცული. ჩვენი დისკუსიები ტაივანის ხელმძღვანელობასთან, მიმართული იქნება ჩვენი პარტნიორისადმი ჩვენი მხარდაჭერის დადასტურებასა და ჩვენი საერთო ინტერესების ხელშეწყობაზე, მათ შორის, თავისუფალი და ღია ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის წინსვლაზე. ტაივანის 23 მილიონ მცხოვრებისადმი ამერიკის სოლიდარობა დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, რადგან მსოფლიო არჩევანის წინაშე დგას ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის“, - აღნიშნულია ნენსი პელოსის განცხადებაში. გაეცანით სტატიას ნაკლებად სავარაუდოა, რომ პელოსის სამთავრობო თვითმფრინავის ტაიბეიში დაშვების თავიდან ასაცილებლად, ჩინეთი ძალას გამოიყენებს - ანალიტიკოსები
პრეზიდენტმა თენგიზ არჩვაძე ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა მსახიობი თენგიზ არჩვაძე ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა. სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო ჯილდო თენგიზ არჩვაძეს ქართული თეატრალური და კინოხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის მიანიჭა და ბრწყინვალების ორდენი პირადად გადასცა. თენგიზ არჩვაძეს, დღეს 90 წელი შეუსრულდა. სალომე ზურაბიშვილმა მას, დაბადების დღე მიულოცა და ჯანმრთელობა და გამძლეობა უსურვა.
ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი
ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები გამოიკვეთა ეს არის გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი ერთი პოლუსი არის ამერიკა, მეორე პოლუსი დიდი ალბათობით, პეკინი რუსეთი, როგორც ძალის დამოუკიდებელი ცენტრი, ვეღარ შეძლებს პოზიციონირებას აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ ტაივანში საკამათო ვიზიტი პრეზიდენტ ცაი ინ-ვენთან შეხვედრის შემდეგ დაასრულა. ვიზიტის დასასრულს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა განაცხადა: „ჩვენ განვიხილეთ, თუ როგორ შეუძლიათ ამერიკასა და ტაივანს ჩვენი ეკონომიკური კავშირების გაღრმავება, უსაფრთხოების პარტნიორობის შემდგომი გაძლიერება და ჩვენი საერთო დემოკრატიული ღირებულებების დაცვა“. ნენსი პელოსი გახდა აშშ-ის პირველი ოფიციალური უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც ტაივანს 25 წლის შემდეგ, ჩინეთის მუქარების მიუხედავად ეწვია. შეერთებული შტატების ოფიციალური პირის თვითმფრინავი ტაიბეის აეროპორტში 2 აგვისტოს დაეშვა. პარალელურად, პეკინმა, რომელიც ვიზიტს ჩინეთის სუვერენიტეტის დარღვევად აფასებს, ტაივანის სრუტესთან სამხედრო თვითმფრინავები განალაგა, შეერთებულმა შტატებმა კი, ტაივანთან ახლოს 4 საბრძოლო ხომალდი განათავსა. პელოსის ვიზიტს პეკინის მხრიდან არაერთი გაფრთხილება და მძიმე შედეგების შესახებ მუქარა უძღოდა წინ. ბოლო ნაბიჯები, რომლებიც ჩინეთმა გადადგა, ელჩის გამოძახება და ტაივანიდან რიგი სასურსათო პროდუქტების იმპორტის შეჩერებაა. ნენსი პელოსიმ ტაივანის პარლამენტს მიმართა და ვიზიტის სამი მიზანი დაასახელა ტაივანში ნენსი პელოსის შესაძლო ვიზიტის ფონზე, პეკინი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სამხედრო წვრთნებს ატარებს რა გავლენა ექნება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ვიზიტს შეერთებული შტატებისა და ჩინეთის ურთიერთობებზე, ასევე, ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკაზე, ეს თემა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილმა მოადგილემ მეთიუ ბრაიზამ Europetime-თან განიხილა. ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ვიზიტი არის რუსეთის უკრაინაში შეჭრის ერთგვარი გამოძახილი, რადგან ნებისმიერი სტრატეგი კარგად ხედავს, თუ როგორ რეაგირებს ჩინეთი მოსკოვის შეჭრაზე. ამერიკელი დიპლომატი შეერთებული შტატების პოლიტიკის ცვლილებას არ ელის. „არ მგონია, რომ ამ ფაქტმა რაიმე გავლენა მოახდინოს აშშ-ის პოლიტიკაზე, მაგრამ ვფიქრობ, გონივრული რჩევა იქნებოდა პელოსისთვის... მე, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა, დემოკრატიის ძლიერი მხარდამჭერი ვარ, მაგრამ ვიზიტის დრო... როგორც ვთქვით, უკრაინის ომს ჩინეთი თვალს ადევნებს... ეს არის პროვოკაციული ნაბიჯი, რომელიც მხოლოდ გაამძაფრებს, ისედაც რთულ აშშ-ჩინეთის ურთიერთობებს, რაც რა თქმა უნდა, საერთოდ არ არის სასარგებლო. ჩემთვის ეს არ არის გონივრული დიპლომატია, თუმცა ის არის აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ის დამოუკიდებელია, წარმოადგენს აშშ-ის მთავრობის დამოუკიდებელ ინსტიტუტს. მას ჰქონდა ტაივანში ჩასვლის უფლება“, - განუცხადა Europetime-ს მეთიუ ბრაიზამ და აქვე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ნენსი პელოსი ამ თანამდებობაზე უკვე ნოემბრის არჩევნების შემდეგ აღარ იქნება. „ნენსი პელოსიმ იცის, რომ ის ნოემბრის არჩევნების შემდეგ, ამ თანამდებობაზე აღარ იქნება. ეს იყო მისი ბოლო მოგზაურობა, როგორც ეროვნული ლიდერის. მან ასე გადაწყვიტა. ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ - ის წარმოადგენს დამოუკიდებელ ინსტიტუტს, კონგრესის წევრები აკეთებენ იმას, რაც მათ სურთ და არ აქცევენ ყურადღებას, რა სურს ბაიდენის ადმინისტრაციას და ასე შემდეგ. კონგრესი დამოუკიდებელი ინსტიტუციაა და ის ამ ინსტიტუტის ლიდერია“, - აღნიშნავს ამერიკელი დიპლომატი. თეთრი სახლის პოზიცია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებს 21 ივლისს, შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა: სამხედროები ამბობენ, რომ პელოსის ტაივანში მოგზაურობა "არ არის კარგი იდეა". 2 აგვსიტოს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ გამორიცხა რაიმე მიზეზის არსებობა, რომ პელოსის ვიზიტი შეიძლება, კრიზისის ან კონფლიქტის წამახალისებელ მოვლენად იქცეს. კირბის შეფასებით, აშშ არც „ერთი ჩინეთის პოლიტიკას“ არ არღვევს. აშშ-ს ტაივანთან ოფიციალური ურთიერთობა არ აქვს, მაგრამ კუნძულის ტერიტორია შეერთებული შტატების მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორად ითვლება. ეს კავშირი ასევე მოიცავს ტაივანისთვის ამერიკული წარმოების იარაღის მიყიდვას. შეიცვლება თუ არა რამე ამ კავშირების სტატუსში? საერთაშორისო უსაფრთხოების მკვლევარი, საგარეო საკითხებში ექსპერტი, გიორგი გობრონიძე მიიჩნევს, რომ ურთიერთობების კიდევ უფრო ინტესიფიკაციას ჩინეთის საპასუხო რეაქცია მოჰყვება. აქვე აღნიშნავს, რომ რთული სათქმელია, წავა თუ არა შეერთებული შტატები ვითარების კიდევ უფრო გამწვავებაზე. „საინტერესოა, რამდენად უღირს და რამდენად გაამწვავებს შეერთებულ შტატები ურთიერთობას მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ევროპაში უსაფრთხოების კრიზისები ჯერ კიდევ მოუგრავებელია და შესაბამისად, ეს დაძაბულობა შესაძლოა, აისახოს უშაალოდ ჩინურ-ევროპულ ურთიერთობებსა და კომუნიკაციის ხარისხზეც. რუსეთ-უკრაინის ომმა აჩვენა მსოფლიოს, რომ იცვლება არსებული უსაფრთხოების ბალანსი; არსებული წესრიგი - პირველი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - რუსეთი, როგორც ძალის დამოუკიდებელი ცენტრი, ვეღარ შეძლებს პოზიციონირებას. აქედან გამომდინარე, რუსეთმა აჩვენა, რომ არ შეუძლია, იყოს ზესახელმწიფოობაზე პრეტენზიის მქონე ძალა იმ პირობებშიც კი, მთლიანად რომ დაიპყროს უკრაინის ტერიტორია. არც ისეთი ძლიერი აღმოჩნდა, როგორც ამის შესახებ იყო ილუზია და წარმოდგენები. ამ პერიოდის განმავლობაში რუსეთმა ვერ მიაღწია ვერცერთ სტრატეგიულ ამოცანას, რაც ჰქონდა დასახული უკრაინასთან მიმართებით და რომელიც ითვალისწინებდა უკრაინის სახელმწიფოებრიობის მოსპობას. რუსეთი გაიჭედა კრიზისში, რომელიც კიდევ გაგრძელდება გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მისგან აღდგენა კი, ძალიან რთული იქნება. ასე რომ, რუსეთი დამოუკიდებელი ძალის ცენტრის როლს აღარ თამაშობს, რჩება ორი ძალის მთავარი ცენტრი - ჩინეთი და აშშ. ლოგიკურია, რომ მსოფლიო შედის ახალი ცივი ომის ფაზაში, სადაც ორი ახალი ცენტრი უპირისპიდება ერთმანეთს. თითქოს, ისტორია მეორდება, ერთ მხარეს, ჩინეთი ისევ კომუნისტური პარტიით დგას სათავეში, მაშინ, საბჭოთა კავშირი იდგა. აქეთ კი, დარჩა ამერიკის შეერთებული შტატები. შესაბამისად, ეს არის გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი“, - მიიჩნევს ექსპერტი. საერთაშორისო უსაფრთხოების მკვლევარი თვლის, რომ აშშ-მ ნენსი პელოსის ვიზიტით მკვეთრი ნაბიჯი გადადგა. „რა თქმა უნდა, ჩინეთი ამ ნაბიჯსაც არ დატოვებს შესაბამისი რეაქციის და მოქმედებების გარეშე, რადგან მისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მკვეთრი განცხადებების მერე დაინახოს მსოფლიო თანამეგობრობამ, ჩინეთი თავის პოზიციებს არ თმობს. ქალბატონი პელოსი თავისი მოქმედებებითა და ნაბიჯებით წარმოადგენს ამერიკის შეერთებულ შტატებს. აქედან გამომდინარე, იმაზე საუბარი, რომ აშშ-ის ოფიციალური პოზიცია არის სხვა და ინსტიტუციის პოზიცია - სხვა (გასაგებია, რომ ქართულ პოლიტიკაში მსგავს რაღაცაც მიჩვეული ვართ, მაგრამ რეალურად, იქ ასე არ ხდება). შესაბამისად, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ეს იყო საკმაოდ მკვეთრი ნაბიჯი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, რითაც მან ხაზი გაუსვა საკუთარ დომინანტ პოზიციას აზია-წყარნი ოკეანის აუზში და საბოლოო ჯამში, ეს იყო საკმაოდ მკაცრი პასუხი ჩინეთის მუქარაზე. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ზოგადად, საერთაშორისო ურთიერთობებში ისეთი ტიპის ქვეყნებთან, როგორიცაა, ამერიკის შეერთებული შტატები, დაშინების და მუქარის პოზიცია არ მუშაობს. მაგალითად, დახურული კონსულტაციების დონეზე რომ ყოფილიყო კომუნიკაცია, შესაძლოა, ამერიკის შეერთებულ შტატებს შეეკავებინა თავი, თუმცა ჩინეთმა ამერიკას ღია გამოწვევა გაუგზვნა. კერძოდ, თუ პელოსი ჩავიდოდა ტაივანში, ეს ყველაფერი დაემსგავსებოდა ცეცხლთან თამაშს და რომ შეერთებული შტატები შეეხო ჩინეთის სუვერენიტეტს. ჯო ბაიდენმა სი ძინპინს: თუ ცეცხლს ეთამაშები, დაიწვები. იმედი მაქვს, აშშ-ის მხარე ამას ნათლად დაინახავს საბოლოო ჯამში, ეს იყო გამოწვევა, რომელზეც უარს ვეღარ იტყოდა შეერთებული შტატები. მისი არჩასვლა ნიშნავდა, რომ ჩინეთის მუქარა არ მუშაობს და ამერიკას არ ეშინია მისი მუქარის. ამრიგად, ნენსი პელოსი ჩავიდა და გამოიკვეთა ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები, სადაც იქნება ბიპოლარული წესრიგი, როდესაც ერთი პოლუსი არის ამერიკა, მეორე პოლუსი დიდი ალბათობით, პეკინი იქნება“, - თვლის გიორგი გობრონიძე. ვინ ცნობს ტაივანს ჩინეთი ტაივანს, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა აღიარებს, სეპარატისტულ პროვინციად განიხილავს და პირობას დებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ძალის გამოყენებით დაიბრუნებს. მაგრამ ტაივანის ლიდერები ამტკიცებენ, რომ ის სუვერენული სახელმწიფოა. ტაივანს საკუთარი კონსტიტუცია აქვს. ჰყავს დემოკრატიულად არჩეული ლიდერები და დაახლოებით, 300 000 ჯარისკაცი. ტაივანს სრული დიპლომატიური ურთიერთობა წმინდა საყდართან (ვატიკანი) და გაერთიანებული ერების 193 წევრ სახელმწიფოდან, 13-თან აქვს. ესენია: სვაზილენდი, გვატემალა, ჰაიტი, ჰონდურასი, მარშალის კუნძულები, ნაურუ, პალაუ, პარაგვაი, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, ასევე, ტუვალუ. სხვა ამერიკელი ოფიციალური პირების ვიზიტები ისტორიაში1997 წელს ჩინეთის ლიდერთან შესახვედრად მოგზაურობის შემდეგ, „რესპუბლიკელი“ სპიკერი ნიუტ გინგრიჩიც ეწვია ტაივანს. ეს ვიზიტი მაშინ შედგა, როდესაც ჩინეთი ჰონგ კონგის კონტროლისთვის ემზადებოდა, მას ჩინეთის მხრიდან გარკვეული წინააღმდეგობა მოჰყვა, მაგრამ ბევრად ნაკლები, ვიდრე პელოსის მოგზაურობას. აპრილში, აშშ-ის ექვსი წამყვანი დეპუტატი მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა ტაივანში. მრავალპარტიულ დელეგაციაში შედიოდნენ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დემოკრატი ბობ მენენდესი და რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრეჰემი.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის, სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ცნობით, 3.2 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა თბილისის დროით 13:11 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქვემო ქართლში, სოფელ სამებასთან იყო.
მოლდოვაში გვალვის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
მოლდოვაში გვალვის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. Newsmakerის ცნობით, ამის შესახებ დღეს ტელეეთერში მოლდოვის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბლადიმერ ბოლიამ განაცხადა. მისი თქმით, ამ დროისთვის მდინარე დნესტრში წყლის დონე 30-40% აღწევს, პრუტეში -15-30%, მცირე მდინარეებში კი 10-20%-ს. დიდ მდინარეებს ამის გამო ყვითელი, ხოლო პატარებს წითელი კოდი მიენიჭათ. ასევე შემცირდა გრუნტის წყლების დონე, რომელზედაც არტეზიულ ჭაბურღილებში წყლის დონეა დამოკიდებული. მოლდოვას ეკოლოგიის სამინისტრომ რეკომენდაცია გაუწია წყალმომარაგების კომპანიებს, რომ გარკვეული საათის განმავლობაში წყალი დაგეგმილად გათიშონ.
საფრანგეთი ნოემბრისთვის გაზსაცავების 100%-ით შევსებას გეგმავს
საფრანგეთში განაცხადეს, რომ 1-ელ ნოემბრამდე, ქვეყნის გაზსაცავებს 100% შეავსებენ. ამის შესახებ, საფრანგეთის ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, წერს Le Figaro. ევროპის გაზსაცავები შიდა მოთხოვნის მეოთხედს აკმაყოფილებენ. ევროკავშირი გაზის ახალ ექსპორტიორებს ეძებს ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ საფრანგეთში გაზისა და ელექტროენერგიის მოხმარებაში მსხვილმა მოთამაშეებმა, მოხმარება უნდა შეამცირონ. კერძოდ საუბარია ადმინისტრაციაზე და ბიზნესკომპანიებზე. 26 ივლისს ევროპის ქვეყნებმა მიაღწიეს პოლიტიკურ შეთანხმებას, მიმდინარე ზამთარში გაზის მოხმარების 15%-ით შემცირებაზე. ამ გადაწყვეტილების მიზანია ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების ამაღლება და უწყვეტი მიწოდების უზრუნველყოფა. შეთანხმების თანახმად, ევროპის ქვეყნები 1-ელი აგვისტოდან 2023 წლის 31 მარტის ჩათვლით გაზის მოხმარებას 15%-ით შეამცირებენ. „გაზპრომმა“ Nord Stream1-ის კიდევ ერთი ტურბინის გათიშვის შესახებ განაცხადა გაზსაცავები თავის ტერიტორიაზე ევროკავშირის 18 ქვეყანას აქვს. ყველაზე მეტ (92 მილიარდ კუბურ მეტრ) გაზს გერმანია მოიხმარს, რომლის ტერიტორიაზეც ევროკავშირში ყველაზე მსხვილი გაზსაცავებია. მათი რეზერვები 24 მილიარდ კუბურ მეტრად არის შეფასებული, თუმცა გაზსაცავების შევსების მაჩვენებელი გერმანიაში 66%-ს შეადგენს. იტალიის გაზსაცავების კუმულაციური სიმძლავრე 20 მილიარდი კუბური მეტრია. იტალია წელიწადში 71 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზს მოიხმარს. ბოლო მონაცემებით, ამ ქვეყნის გაზსაცავებში მარაგი 70% აღწევს. ნიდერლანდების ყოველწლიური მოხმარება 44 მილიარდი კუბური მეტრია, თუმცა გაზსაცავების მარაგი 14 მილიარდი კუბური მეტრია. ამ დროისთვის ობიექტები 62%-ითაა დატვირთული. უკრაინის წლიური მოხმარება, რომელც ახლა რუსეთთან ომშია ჩართული, 27 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს, ხოლო გაზსაცავებში მარაგის შესაძლებლობა 31 მილიარდი კუბური მეტრია. ამ დროისათვის საცავები 22,9 % შევსებული.
შალვა პაპუაშვილი: საქართველოში შემოსული რუსების მიმართ აგორებული კამპანია ქსენოფობიურ განწყობებს აღვიღებს
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოში შემოსული რუსების მიმართ აგორებული კამპანია ქსენოფობიურ განწყობებს აღვიღებს. ამის შესახებ პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, ბოლო წლებთან შედარებით, საქართველოში შემოსულ რუსეთის მოქალაქეთა და ვიზის გაცემის რიცხვი არ შეცვლილა. "2020 და 2021 წლის აღება რომ ხდება ეს არარელევანტურია, იმიტომ, რომ პანდემია იყო და გასაგებია, რომ მაგ დროს სხვანაირად იყო საერთოდ გადაადგილება მსოფლიოში. რაც შეეხება რაოდენობას, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება... ეს ხომ არ არის ახალი კამპანია, მარტშიც იყო ეს კამპანია და ვნახეთ ამან სანამდე მიგვიყვანა, გადაიზარდა ქსენოფობიურ კამპანიაში, გადაიზარდა იმაში, რომ შუა ჭავჭავაძეზე საქართველოს რუს მოქალაქეს ქვა ესროლა ვიღაცამ. აი, ამ ქსენოფობიას ახალისებს ახლა ეს კამპანია. და მე მიკვირს, რომ ამაში პოლიტიკურ პარტიებთან ერთად ჩართულა ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია. აღვივებენ ქსენოფობიას, მეტს არაფერს", - აცხადებს პაპუაშვილი. ასევე წაიკითხეთ: კახა კალაძე საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე: მივესალმებით ტურისტების შემოდინებას
შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს და საელჩოების წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს და საელჩოების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობის პროცესი იყო. შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს ხვდება პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს და საელჩოების წარმომადგენლებს დეტალურად გაცნო გრაფიკი, რომლის ფარგლებშიც საქართველოს პარლამენტში შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივების შეტანა და შემდგომ, მათი მიღება არის დაგეგმილი. „შევხვდით ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს და საელჩოების წარმომადგენლებს, მივაწოდეთ ინფორმაცია თუ როგორ მიდის 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით მუშაობა. გავაცანით ის დროის გრაფიკი, რომელიც საკმაოდ მკაფიო და მკაცრია, თუ როდის უნდა მოხდეს შესაბამისი ინიციატივების შემოტანა და მათი მიღება მესამე მოსმენით საქართველოს პარლამენტში. ასევე გავაცანით იმ შეხვედრების გრაფიკი, რომელიც აქამდე გაიმართა კომიტეტის, სამუშაო ჯგუფის თუ სხვა თავისუფალ ფორმატებში. ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა არის დაგეგმილი“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ფორმატები, უზრუნველყოფს მხარეთა ჩართულობას ამ პროცესში და მნიშვნელოვანია ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობა, რათა შემუშავებული და განხილული იქნას კანონპროექტები. „ვთანხმდებით ერთ რამეზე, რომ საპარლამენტო ფორმატები არის აქ წამყვანი. კომიტეტები, სამუშაო ჯგუფები, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ფორმატებია, რომელიც უზრუნველყოფს ჩართულობას ამ პროცესში, რომ პროცესი იყოს თავად ინკლუზიური და ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ყველა, ვისაც აინტერესებს საქართველოს ევროპული მომავალი, აინტერესებს იყოს ნაწილი 12 რეკომენდაციის შესრულებისა და აინტერესებს მათ შორის, რომ იყოს დეპოლარიზაციის ნაწილიც, იყოს ამ სამუშაო ჯგუფებში და კომიტეტის სხდომებზე, რათა შემუშავდეს და შემდგომ განხილულ იქნას კანონპროექტები. ამაზე არის ყველას თანხმობა და ერთსულოვნება. - ამას გულისხმობს დემოკრატია და დემოკრატიული პროცესები“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, შეხვედრაში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი მონაწილეობდნენ.
ევროპის უდიდესმა სატელიტურმა ოპერატორმა კიდევ ერთი რუსული ტელეარხის მაუწყებლობა შეწყვიტა
საფრანგეთის აუდიოვიზუალური და ციფრული კომუნიკაციის სამმართველომ (Arcom), სატელიტურ ოპერატორ Eutelsat-ს რუსული არხის НТВ "Мир"-ის შეწყვეტის შესახებ აცნობა. ამის შესახებ France24 იუწყება. „ჩვენ შევასრულეთ Arcom-ის განკარგულება“, - აცხადებენ Eutelsat-ში. თავის ვებგვერდზე რეგულატორი წერს, რომ НТВ "Мир"-მა არაერთხელ წარმოადგინა უკრაინის მთავრობა, ჯარი და მოსახლეობა, როგორც „მესამე რაიხის“ იდეოლოგიის მატარებლები, რაც საფრთხეების შემცველია. სატელიტი Eutelsat-ი НТВ "Мир"-ის ტრანსლირებას ევროპის მასშტაბით ახორციელებს. ცნობისათვის, ივნისის ბოლოს ევროკავშირის გადაწყვეტილებით, კავშირის ტერიტორიაზე РТР "Планета" -სა და "Россия 24" ტრანსლირება შეუწყდათ.
ლევან დავითაშვილი: ბიზნესთან დეტალურად ვიმსჯელეთ „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ პროექტზე და მათი მხრიდან ბევრი საინტერესო მოსაზრება მივიღეთ
"ბიზნესთან დეტალურად ვიმსჯელეთ „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ პროექტზე და მათი მხრიდან ბევრი საინტერესო მოსაზრება მივიღეთ", - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი პროექტ „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და კურორტის განვითარების გეგმა გააცნო. ლევან დავითაშვილის თქმით, წყალტუბოთი დაინტერესება საკმაოდ დიდია და მისი რეაბილიტაციის პროექტი წარმატებითაც განხორციელდება. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია წყალტუბოს კურორტის აღდგენა და ახალი სიცოცხლის დაბრუნება. დღევანდელ შეხვედრაზე ბიზნესს სრული ინფორმაცია მივაწოდეთ წყალტუბოს კურორტის განვითარებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს ხედვის, ასევე მისი პოტენციალის შესახებ. შეხვედრის მონაწილეებთან ერთად დეტალურად ვიმსჯელეთ და ბევრი საინტერესო მოსაზრება და წინადადება მივიღეთ ბიზნესის მხრიდან “, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა შეხვედრის შემდეგ. კურორტის აღდგენის გენგეგმის ფარგლებში აუქციონზე გასაყიდად გამოვიდა წყალტუბოში მდებარე 14 სანატორიუმი, რომელთა ღირებულება დაახლოებით, 50 მლნ ლარია. ამასთან, კურორტში დაახლოებით 500 მლნ ლარის ოდენობის კერძო ინვესტიცია განხორციელდება. პროექტის თანახმად, სახელმწიფო ათეულობით მილიონი ლარის ინვესტირების ვალდებულებას იღებს, რათა წყალტუბო საერთაშორისო დონის სპა-კურორტად იქცეს. წყალტუბოს მასშტაბური პროექტის განხორციელება შექმნის 3 200-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს, საწოლფონდს 6 000-ზე მეტი ადგილით, მოიზიდავს 500 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიციას და მნიშვნელოვნად გაზრდის ვიზიტორების რაოდენობას. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ირაკლი ნადარეიშვილი, მარიამ ქვრივიშვილი, ნინო ენუქიძე, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი დუგლაძე, კურორტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი სანდრო ონოფრიშვილი, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი იოანე მენაბდე და 40-მდე მსხვილი ბიზნეს კომპანიის წარმომადგენელი.
ივლისში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-გადაზიდვის 252 ფაქტი გამოვლინდა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, ივლისის თვეში 15861 კოლოფი და 36 კილოგრამზე მეტი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-გადაზიდვის 252 ფაქტი გამოავლინეს. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ უაქციზო საქონელი. 167 ფაქტზე, სამართალდამრღვევი პირების მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლის შესაბამისად, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და საქმის მასალები ქვემდებარეობის მიხედვით სასამართლოს გადაეგზავნა. 5 ფაქტზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა. ხოლო დანარჩენი 80 ფაქტი ჩაითვალა არაიდენტიფიცირებულ შემთხვევად და შედგა ამოღების ოქმები.
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით კიდევ გამყარდა
3 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.79 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7332 ლარი გახდა.სებ-ის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით გამყარდა 1.95 თეთრით, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7835 ლარი გახდა.1.45-თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რომლის ღირებულებამ 3.3299 ლარი შეადგინა.რაც შეეხება თურქულ ლირას, მასთან მიმართებით, გამყარებამ 0.05 თეთრი შეადგინა, ლირის გაცვლითი კურსი კი 15.22 თეთრი გახდა.
მეთიუ ბრაიზა ნენსი პელოსის ვიზიტზე ტაივანში: პროვოკაციული ნაბიჯია, ჩემთვის ეს არ არის გონივრული დიპლომატია
რა გავლენა ექნება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ვიზიტს შეერთებული შტატებისა და ჩინეთის ურთიერთობებზე, ასევე, ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკაზე, ეს თემა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილმა მოადგილემ მეთიუ ბრაიზამ Europetime-თან განიხილა. ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ვიზიტი არის რუსეთის უკრაინაში შეჭრის ერთგვარი გამოძახილი, რადგან ნებისმიერი სტრატეგი კარგად ხედავს, თუ როგორ რეაგირებს ჩინეთი მოსკოვის შეჭრაზე. ამერიკელი დიპლომატი შეერთებული შტატების პოლიტიკის ცვლილებას არ ელის. „არ მგონია, რომ ამ ფაქტმა რაიმე გავლენა მოახდინოს აშშ-ის პოლიტიკაზე, მაგრამ ვფიქრობ, გონივრული რჩევა იქნებოდა პელოსისთვის... მე, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა, დემოკრატიის ძლიერი მხარდამჭერი ვარ, მაგრამ ვიზიტის დრო... როგორც ვთქვით, უკრაინის ომს ჩინეთი თვალს ადევნებს... ეს არის პროვოკაციული ნაბიჯი, რომელიც მხოლოდ გაამძაფრებს, ისედაც რთულ აშშ-ჩინეთის ურთიერთობებს, რაც რა თქმა უნდა, საერთოდ არ არის სასარგებლო. ჩემთვის ეს არ არის გონივრული დიპლომატია, თუმცა ის არის აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ის დამოუკიდებელია, წარმოადგენს აშშ-ის მთავრობის დამოუკიდებელ ინსტიტუტს. მას ჰქონდა ტაივანში ჩასვლის უფლება“, - განუცხადა Europetime-ს მეთიუ ბრაიზამ და აქვე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ნენსი პელოსი ამ თანამდებობაზე უკვე ნოემბრის არჩევნების შემდეგ აღარ იქნება. „ნენსი პელოსიმ იცის, რომ არჩევნების მერე ამ თანამდებობაზე აღარ იქნება. ეს იყო მისი ბოლო მოგზაურობა, როგორც ეროვნული ლიდერის. მან ასე გადაწყვიტა. ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ - ის წარმოადგენს დამოუკიდებელ ინსტიტუტს, კონგრესის წევრები აკეთებენ იმას, რაც მათ სურთ და არ აქცევენ ყურადღებას, რა სურს ბაიდენის ადმინისტრაციას და ასე შემდეგ. კონგრესი დამოუკიდებელი ინსტიტუციაა და ის ამ ინსტიტუტის ლიდერია“, - აღნიშნავს ამერიკელი დიპლომატი. თეთრი სახლის პოზიცია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებს 21 ივლისს, შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა: სამხედროები ამბობენ, რომ პელოსის ტაივანში მოგზაურობა "არ არის კარგი იდეა". 2 აგვსიტოს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ გამორიცხა რაიმე მიზეზის არსებობა, რომ პელოსის ვიზიტი შეიძლება, კრიზისის ან კონფლიქტის წამახალისებელ მოვლენად იქცეს. კირბის შეფასებით, აშშ არც „ერთი ჩინეთის პოლიტიკას“ არ არღვევს. აშშ-ს ტაივანთან ოფიციალური ურთიერთობა არ აქვს, მაგრამ კუნძულის ტერიტორია შეერთებული შტატების მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორად ითვლება. ეს კავშირი ასევე მოიცავს ტაივანისთვის ამერიკული წარმოების იარაღის მიყიდვას. ვინ ცნობს ტაივანს ჩინეთი ტაივანს, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა აღიარებს, სეპარატისტულ პროვინციად განიხილავს და პირობას დებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ძალის გამოყენებით დაიბრუნებს. მაგრამ ტაივანის ლიდერები ამტკიცებენ, რომ ის სუვერენული სახელმწიფოა. ტაივანს საკუთარი კონსტიტუცია აქვს. ჰყავს დემოკრატიულად არჩეული ლიდერები და დაახლოებით, 300 000 ჯარისკაცი. ტაივანს სრული დიპლომატიური ურთიერთობა წმინდა საყდართან (ვატიკანი) და გაერთიანებული ერების 193 წევრ სახელმწიფოდან, 13-თან აქვს. ესენია: სვაზილენდი, გვატემალა, ჰაიტი, ჰონდურასი, მარშალის კუნძულები, ნაურუ, პალაუ, პარაგვაი, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, ასევე, ტუვალუ. სხვა ამერიკელი ოფიციალური პირების ვიზიტები ისტორიაში1997 წელს ჩინეთის ლიდერთან შესახვედრად მოგზაურობის შემდეგ, „რესპუბლიკელი“ სპიკერი ნიუტ გინგრიჩიც ეწვია ტაივანს. ეს ვიზიტი მაშინ შედგა, როდესაც ჩინეთი ჰონგ კონგის კონტროლისთვის ემზადებოდა, მას ჩინეთის მხრიდან გარკვეული წინააღმდეგობა მოჰყვა, მაგრამ ბევრად ნაკლები, ვიდრე პელოსის მოგზაურობას. აპრილში, აშშ-ის ექვსი წამყვანი დეპუტატი მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა ტაივანში. მრავალპარტიულ დელეგაციაში შედიოდნენ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დემოკრატი ბობ მენენდესი და რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრეჰემი. გაეცანით სტატიას ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი
ჩავუშოღლუმ ლავროვთან უკრაინული ხორბლის გადაზიდვისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ და რუსეთის ფედერაციის საგარო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს კამბოჯაში შეხვდა. ჩავოშოღლუ კამბოჯაში თურქეთი -ASEAN-ის (პარტნიორობისა და სექტორალური დიალოგის მეოთხე სხდომა) ფარგლებში იმყოფებოდა. ჩავუშოღლუმ ლავროვთან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია Twitter-ის საკუთარ ანგარიშზე გაავრცელა: „კამბოჯიდან წამოსვლამე შევხვდი ჩემს რუს კოლეგას ლავროვს. განვიხილეთ უკრაინული მარცვლეულის უსაფრთხო ტრანსპორტირების თემა და რეგიონული საკითხები“. სერგეი ლავროვი კამბოჯაში მიანმარიდან ჩავიდა. მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აფრიკის ქვეყნებში იმყოფებოდა, ხოლო აფრიკის ტურნემდე, თეირანში ირანის პრეზიდენტს შეხვდა.
ირაკლი კობახიძე: კონსულტაციები დაგვჭირდება ოპოზიციის წარმომადგენლებთან და შემდეგ ვისაუბრებთ ომბუდსმენობის კონკრეტულ კანდიდატებზე
"ოპოზიციის წარმომადგენლებთან კონსულტაციების შემდეგ ვისაუბრებთ კონკრეტულ კანდიდატებზე, რომლებიც სახალხო დამცველის თანამდებობისთვის იქნებიან შერჩეული - ჩვენ ვერავითარ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ", - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „90 ხმა სჭირდება პარლამენტში ამ გადაწყვეტილების მიღებას. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერავითარ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ. დაგვჭირდება კონსულტაციები ოპოზიციის წარმომადგენლებთან და ამის შემდეგ, ბუნებრივია, ვისაუბრებთ კონკრეტულ კანდიდატებზე. დღეს ვერც ერთ სახელსა და გვარზე ვერ ვისაუბრებთ“, – განაცხადა კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ ნინო ლომჯარიას 2022 წლის დეკემბერში სახალხო დამცველის თანამდებობაზე მუშაობის ვადა ეწურება.
მარკ ჰენეს დანიელსი: წყალტუბო საკმაოდ იშვიათი შესაძლებლობაა, ინვესტირება მოახდინო ადგილში, რომელიც საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი სამკაულია
„ვფიქრობ, წყალტუბო საკმაოდ იშვიათი შესაძლებლობაა, ინვესტირება მოახდინო წარსულში, რომელიც შეიძლება, საინტერესო შეთავაზება იყოს მომავალში, რათა რეგიონში მოიზიდო ტურისტები და მიაწოდო მომსახურება ადამიანებს, როგორც საქართველოდან, ისე მთელი მსოფლიოდან და დატკბნენ საკმაოდ უნიკალური ტრადიციებით, შესანიშნავი კერძებით, ტურისტული ადგილებითა და ბუნებით, რომელიც წყალტუბოშია“, - ამის შესახებ ბიზნესკონსულტანტმა მარკ ჰენეს დანიელსმა განაცხადა. ლევან დავითაშვილი: ბიზნესთან დეტალურად ვიმსჯელეთ „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ პროექტზე და მათი მხრიდან ბევრი საინტერესო მოსაზრება მივიღეთ მისი თქმით, წყალტუბო საქართველოს ისტორიისა და ქართული არქიტექტურის ერთ-ერთი სამკაულია, რომელიც მართლაც საინტერესოდ აკავშირებს წარსულსა და მომავალს. „ეს არაჩვეულებრივი ადგილია. წყალტუბოს აქვს არქიტექტურის საოცარი კოლექცია. ამასთან, კურორტი ახლოსაა ქუთაისის აეროპორტთან, რაც ძალიან მოსახერხებელს ხდის მასთან წვდომას. აქ თავმოყრილია უამრავი ძალიან ლამაზი შენობა, რომელთაც აქვთ თანმიმდევრული არქიტექტურა და ამავდროულად, ეს კურორტი გამორჩეულია უნიკალური წყლით“, - აღნიშნა მარკ ჰენეს დანიელსმა. ირაკლი ღარიბაშვილი: სახელმწიფო წყალტუბოში, ათეულობით მლნ ლარის ინვეტიციას ჩადებს მისივე განცხადებით, საქართველოს, როგორც საინვესტიციო მიმართულების განხილვა, ძალიან მიმზიდველი წინადადებაა, საოპერაციო გარემო მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია და ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მატებასთან და რიგი რეფორმების განხორციელების შედეგად უადვილებს ხალხს ინვესტირებას ქვეყანაში. წყალტუბოში ვყიდით 50 მლნ-ის ღირებულების 14 სანატორიუმს - ირაკლი ღარიბაშვილი „ქვეყანას ჰყავს ძალიან ქმედუნარიანი მთავრობა, რომელიც უზრუნველყოფს ხალხს მომსახურებით და უადვილებს მათ მოიძიონ ობიექტები ინვესტიციებისთვის. ცხადია, ბოლო ორი წლის განმავლობაში გლობალური გარემო რთული იყო პანდემიის გამო, თუმცა, ჩვენ გადავლახავთ იმ პერიოდს. ძველმა ქვეყნებმა, როგორიც საქართველოა, ბევრი კრიზისი გამოიარა და თითოეულის შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა. ვფიქრობ, საქართველო იყო ძალიან პროგრესული ქვეყანა წარსულში, იგი იქნება ძალიან საინტერესო მომავალში, ხოლო ეს შუალედური პერიოდი იძლევა დიდ შესაძლებლობებს შეიძინოთ აქტივები ძალიან გონივრულ ფასებში. მომავალში ეს შესაძლებლობა აღარ იქნება და სწორედ ახლა არის შესაძლებლობა, ადამიანებმა განახორციელონ ინვესტიცია საქართველოში“, - აღნიშნა მარკ ჰენეს დანიელსმა.
დმანისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ციმბირის წყლულის შემთხვევები გამოვლინდა
დმანისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ციმბირის წყლულის შემთხვევები გამოვლინდა. ქვემო ქართლში ჯილეხის (ციმბირის წყლულის) გამოვლენის გამო, სურსათის ეროვნული სააგენტო დაავადების საწინააღმდეგო ღონისძიებებს ატარებს. „სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონულმა სამმართველომ მიიღო ინფორმაცია დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კარაბულახში ორი სული მსხვილფეხა პირუტყვის დაცემის შესახებ. სააგენტოს ვეტერინარები მყისიერად გავიდნენ ადგილზე, აიღეს პათოლოგიური მასალა და გამოიკვლიეს აკრედიტებულ ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დაავადება ჯილეხი დადასტურდა“, – აცხადებენ უწყებაში. მათივე ცნობით, სააგენტოს ვეტერინარულმა სამსახურმა პირუტყვის დაცემის ადგილებზე განახორციელა კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებები. „ცხოველების ჯილეხთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო წესის“ შესაბამისად, დაცემული პირუტყვი დაიწვა და დაიმარხა, ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები, მიმდებარე პერიმეტრზე მიმდინარეობს ცხოველების პროფილაქტიკური ვაქცინაცია. ასევე, ადგილობრივ თვითმმართველობასთან შეთანხმებით, ზემო კარაბულახის ტერიტორიაზე გამოცხადდა კარანტინი, რაც გულისხმობს საკარანტინო ტერიტორიაზე პირუტყვის გადაადგილების, ცხოველების ბაზრობების მოწყობის, ცხოველებისგან მიღებული ნაწარმის მოხმარებისა და რეალიზაციის შეზღუდვას. „ჯილეხი (ციმბირის წყლული) – ინფექციური დაავადებაა, რომლითაც ავადდებიან შინაური და გარეული ცხოველები. ჯილეხით ავადდება ადამიანიც. ადამიანის დაინფიცირება ძირითადად დაავადებული ცხოველის დაკვლის, მისი ხორცის გამოყენებით ან დაბინძურებული ნიადაგიდან ხდება. საქართველოში რეგისტრირებულია 2000-ზე მეტი ნიადაგობრივი კერა. ახალი კერის წარმოქმნას განაპირობებს დაავადებული ცხოველის დაკვლა ან გაკვეთა, პირუტყვის ლეშის გადაგდება და ა.შ. აქედან გამომდინარე, დაავადების შემთხვევების დროული გამოვლენა და შესაბამისი უწყებების ინფორმირება უმნიშვნელოვანესია. სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები ჯილეხის საწინააღმდეგოდ ყოველწლიურად მილიონამდე ცხოველს ცრიან“, – აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.
მედია: აზერბაიჯანმა ლაჩინთან კონტრტერორისტული ოპერაცია დაიწყო
აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა, სამხედროს სიკვდილის შემდეგ, ლაჩინის მიმართულებით მთიანი ყარაბაღის სომხური დაჯგუფებების წინააღმდეგ კონტრტერორისტული ოპერაცია დაიწყეს, ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, კონტრტერორისტული ოპერაციის ფარგლებში სომხური შეიარაღებული ფორმირებების საარტილერიო დივიზიონი და ერთი პოსტი გაანადგურეს. მანამდე აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლაჩინის რაიონში მათ პოზიციებს სომხური დაჯგუფებები დაესხნენ თავს, რასაც ერთი აზერბაიჯანელი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა „3 აგვისტოს დილას სომხური უკანონო შეიარაღებული ფორმირებების წევრებმა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც დროებითაა განლაგებული რუს მშვიდობისმყოფელთა კონტინგენტი, ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ლაჩინის რაიონის მიმართულებით,“ – წერია აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განცხადებაში. სომხურ მედიის ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 3 აგვისტოს 09:00-ზე აზერბაიჯანულმა მხარემ დაარღვია, ყუმბარმტყორცნებისა და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით. დაიღუპა ერთი და დაშავდა 6 სამხედრო. ცნობისათვის, ლაჩინის დერეფანი სომხეთსა და სეპარატისტულ მთიან ყარაბაღს აკავშირებს.