ძებნის რეზულტატი:

დმიტრო კულება: უკრაინა ყირიმის დეოკუპაციის იდეაზე უარს არ იტყვის

უკრაინა ყირიმის დეოკუპაციის იდეაზე უარს არცერთ შემთხვევაში არ იტყვის, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტორო კულებამ განაცხადა.  „თავად ყირიმის სამიტის პლატფორმაზე, რომლის მონაწილეებიც 23 აგვისტოს ობიექტური მიზეზებით ონლაინ შეიკრიბებიან, განიხილავენ ყველაფერს, თუ რის გაკეთება შეიძლება ნახევარკუნძულის დეოკუპაციისთვის, ამასთან დიპლომატიური კუთხითაც. ჩვენ გვინდა გავგზავნოთ მკაფიო სიგნალი, რომ თუნდაც თეორიულად ეს არ მოხდეს, მაგრამ თუ თეორიულად მტერი კვლავ დადგება კიევთან, ჩვენ მაინც დავგეგმავთ ყირიმის დეოკუპაციას“, - განაცხადა კულებამ.  კულებას თქმით, რაც არ უნდა რთული იყოს, ყოველთვის სტრატეგიულად უნდა იფიქრო - დადგება მომენტი, როცა უკრაინა თავის ტერიტორიებს დეოკუპაციას მოახდენს.  „ყირიმის პლატფორმის სამიტი სწორედ ამის სიგნალია. ისტორიაში არ იქნება ისეთი მომენტი, როდესაც ჩვენ ვერ მოვიცლით ყირიმისთვის, ლისიჩანსკისთვის ან რომელიმე სხვა ქალაქისთვის, რომელიც ამჟამად დროებით ოკუპირებულია. დიახ, ჩვენ ვსაუბრობთ დიპლომატიაზე...“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ტოივო კლაარი: შეშფოთებული ვარ სომხეთ-აზერბაიჯანის კონტექსტში გაზრდილი დაძაბულობის გამო

სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლი, ტოივო კლაარი აზერაიჯანსა და სომხეთს შორის ვითარების ესკალაციას Twitter-ზე გამოეხმაურა.  მედია: აზერბაიჯანმა ლაჩინთან კონტრტერორისტული ოპერაცია დაიწყო „შეშფოთებული ვარ ბოლო დღეების განმავლობაში სომხეთ-აზერბაიჯანის კონტექსტში გაზრდილი დაძაბულობის გამო. ევროკავშირი მოწოდებულია, გააღრმავოს ჩართულობა სამშვიდობო პროცესში; ჩვენ ჩართულნი ვართ არაერთ დონეზე. მნიშვნელოვანია დეესკალაცია და ისტორიული შესაძლებლობის რელსებიდან გადახვევის თავიდან აცილება ათწლეულების ბრძოლის გვერდის გადასაშლელად, “- წერს კლაარი.  მედიის ცნობით, დღეს აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა, სამხედროს სიკვდილის შემდეგ, ლაჩინის მიმართულებით მთიანი ყარაბაღის სომხური დაჯგუფებების წინააღმდეგ კონტრტერორისტული ოპერაცია დაიწყეს.  მანამდე აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლაჩინის რაიონში მათ პოზიციებს სომხური დაჯგუფებები დაესხნენ თავს, რასაც ერთი აზერბაიჯანელი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა „3 აგვისტოს დილას სომხური უკანონო შეიარაღებული ფორმირებების წევრებმა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც დროებითაა განლაგებული რუს მშვიდობისმყოფელთა კონტინგენტი, ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ლაჩინის რაიონის მიმართულებით,“ – წერია აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განცხადებაში. სომხურ მედიის ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 3 აგვისტოს 09:00-ზე აზერბაიჯანულმა მხარემ დაარღვია, ყუმბარმტყორცნებისა და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით. დაიღუპა ერთი და დაშავდა 6 სამხედრო.  ცნობისათვის, ლაჩინის დერეფანი სომხეთსა და სეპარატისტულ მთიან ყარაბაღს აკავშირებს.  

სახელმწიფო დეპარტამენტი: ჩვენი პოლიტიკა არ შეცვლილა, შეერთებული შტატები მზადაა, იმუშაოს ჩინეთთან, რათა თავიდან აიცილოს ესკალაცია

ექსკლუზივი Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ აშშ-ის ელჩის ნიკოლას ბერნსის გამოძახების შემდეგ განმარტავს, რომ შეერთებული შტატები არ აპირებს ესკალაციას. სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, შეერთებული შტატები მზადაა, იმუშაოს ჩინეთთან, რათა თავიდან აიცილოს ესკალაცია. „ჩვენ კავშირზე ვართ ჩვენს ჩინელ კოლეგებთან.  ჩვენი ელჩი პეკინში, შეხვდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის (PRC) საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, რომელმაც ოფიციალური პროტესტი დააფიქსირა. ელჩმა ბერნსმა განმარტა, რომ შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერს აქვს უფლება, იმოგზაუროს ტაივანში და მისი მოგზაურობა სრულად შეესაბამება „ერთია ჩინეთის პოლიტიკას“, რომელიც ეფუძნება ტაივანის ურთიერთობების აქტს, სამ კომუნიკეს და ექვს გარანტიას. ეს პოლიტიკა არ შეცვლილა. ელჩმა ბერნსმა ასევე გაიმეორა, რომ შეერთებული შტატები არ აპირებს ესკალაციას და  მზადაა, იმუშაოს ჩინეთთან, რათა თავიდან აიცილოს ესკალაცია. მან ასევე პირობა დადო, რომ შეერთებული შტატების მიზანია, შეინარჩუნოს კომუნიკაციის ღია ხაზები“, - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. შეგახსენებთ, ნენსი პელოსი გახდა აშშ-ის პირველი ოფიციალური უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც ტაივანს 25 წლის შემდეგ, ჩინეთის მუქარების მიუხედავად ეწვია. შეერთებული შტატების ოფიციალური პირის თვითმფრინავი ტაიბეის აეროპორტში 2 აგვისტოს დაეშვა. პარალელურად, პეკინმა, რომელიც ვიზიტს ჩინეთის სუვერენიტეტის დარღვევად აფასებს, ტაივანის სრუტესთან სამხედრო თვითმფრინავები განალაგა, შეერთებულმა შტატებმა კი, ტაივანთან ახლოს 4 საბრძოლო ხომალდი განათავსა. ნენსი პელოსიმ ტაივანის პარლამენტს მიმართა და ვიზიტის სამი მიზანი დაასახელა ტაივანში ნენსი პელოსის შესაძლო ვიზიტის ფონზე, პეკინი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სამხედრო წვრთნებს ატარებს პელოსის ვიზიტს პეკინის მხრიდან არაერთი გაფრთხილება და მძიმე შედეგების შესახებ მუქარა უძღოდა წინ. ბოლო ნაბიჯები, რომლებიც ჩინეთმა გადადგა, ელჩის გამოძახება და ტაივანიდან რიგი სასურსათო პროდუქტების იმპორტის შეჩერებაა. თეთრი სახლის პოზიცია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებს 21 ივლისს, შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა: სამხედროები ამბობენ, რომ პელოსის ტაივანში მოგზაურობა "არ არის კარგი იდეა". 2 აგვსიტოს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ გამორიცხა რაიმე მიზეზის არსებობა, რომ პელოსის ვიზიტი შეიძლება, კრიზისის ან კონფლიქტის წამახალისებელ მოვლენად იქცეს. კირბის შეფასებით, აშშ არც „ერთი ჩინეთის პოლიტიკას“ არ არღვევს. აშშ-ს ტაივანთან ოფიციალური ურთიერთობა არ აქვს, მაგრამ კუნძულის ტერიტორია შეერთებული შტატების მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორად ითვლება. ეს კავშირი ასევე მოიცავს ტაივანისთვის ამერიკული წარმოების იარაღის მიყიდვას. ვინ ცნობს ტაივანს ჩინეთი ტაივანს, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა აღიარებს, სეპარატისტულ პროვინციად განიხილავს და პირობას დებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ძალის გამოყენებით დაიბრუნებს. მაგრამ ტაივანის ლიდერები ამტკიცებენ, რომ ის სუვერენული სახელმწიფოა. ტაივანს საკუთარი კონსტიტუცია აქვს. ჰყავს დემოკრატიულად არჩეული ლიდერები და დაახლოებით, 300 000 ჯარისკაცი. ტაივანს სრული დიპლომატიური ურთიერთობა წმინდა საყდართან (ვატიკანი) და გაერთიანებული ერების 193 წევრ სახელმწიფოდან, 13-თან აქვს. ესენია: სვაზილენდი, გვატემალა, ჰაიტი, ჰონდურასი, მარშალის კუნძულები, ნაურუ, პალაუ, პარაგვაი, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, ასევე, ტუვალუ. სხვა ამერიკელი ოფიციალური პირების ვიზიტები ისტორიაში1997 წელს ჩინეთის ლიდერთან შესახვედრად მოგზაურობის შემდეგ, „რესპუბლიკელი“ სპიკერი ნიუტ გინგრიჩიც ეწვია ტაივანს. ეს ვიზიტი მაშინ შედგა, როდესაც ჩინეთი ჰონგ კონგის კონტროლისთვის ემზადებოდა, მას ჩინეთის მხრიდან გარკვეული წინააღმდეგობა მოჰყვა, მაგრამ ბევრად ნაკლები, ვიდრე პელოსის მოგზაურობას. აპრილში, აშშ-ის ექვსი წამყვანი დეპუტატი მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა ტაივანში. მრავალპარტიულ დელეგაციაში შედიოდნენ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დემოკრატი ბობ მენენდესი და რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრეჰემი. გაეცანით სტატიას ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი

ხავიერ კოლომინა: ყარაბაღიდან ცნობები შემაშფოთებელია. NATO სრულად უჭერს მხარს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების ძალისხმევას

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა Twitter-ზე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვითარების ესკალაციას გამოეხმაურა.  ტოივო კლაარი: შეშფოთებული ვარ სომხეთ-აზერბაიჯანის კონტექსტში გაზრდილი დაძაბულობის გამო მისივე თქმით, NATO სრულად უჭერს მხარს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების მიმდინარე ძალისხმევას. „ყარაბაღიდან ცნობები მართლაც შემაშფოთებელია. NATO სრულად უჭერს მხარს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების მიმდინარე ძალისხმევას, რაც ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიის სტაბილურობასა და კეთილდღეობას, ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონისთვის“, – აცხადებს ხავიერ კოლომინა. მედიის ცნობით, მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანისა და სომხეთის სამხედრო ნაწილებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს, არის მსხვერპლი.  

იტალიაში „პუტინის სასახლის“ არქიტექტორის აქტივები დააყადაღეს - La Repubblica

იტალიის ფინანსურმა გვარდიამ გელენჯიკთან ახლოს მდებარე „პუტინის სასახლის“ არქიტექტორის, ლანფრანკო ჩირილოს მფლობელობაში არსებული 141 მილიონი ევროს აქტივები დააყადაღა. ამის შესახებ იტალიური მედია დეპარტამენტის პრესრელიზზე დაყრდნობით იუწყება, რომელშიც ჩირილოს სახელი არ არის ნახსენები. ჩამორთმეული ქონების სიაში შედიოდა სახლები, ვერტმფრენი, ბანკის აქტივები, ნაღდი ფული, სამკაულები, ასევე ხელოვნების ნიმუშები - La Repubblica-ს მიხედვით, პიკასოს, სეზანისა და კანდინსკის ნამუშევრები. ფინანსური გვარდიის ინფორმაციით, დაკავება საგადასახადო სამართალდარღვევის, ფულის გათეთრებისა და აქტივების ფიქტიური გადაცემის ფაქტზე მოხდა. არქიტექტორი  2013 წლიდან 2019 წლამდე ათობით მილიონი ევროს შემოსავლის დამალვაშია ეჭვმიტანილი. პრესრელიზში ნათქვამია, რომ მან ეს სავარაუდოდ სხვა ქვეყანაში ბინადრობის ფიქტიური რეგისტრაციის დახმარებით გააკეთა. პრესრელიზში ასევე ნათქვამია, რომ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ბრეშიის პროვინციაში რუსეთში რეგისტრირებული ვერტმფრენი აღმოაჩინეს, რომლის მიმართაც საბაჟო პროცედურები არ დასრულებულა. ლანფრანკო ჩირილოს საქმეზე გამოძიება 2022 წლის თებერვალში დაიწყო. ამასთან, ინფორმაცია მისი კუთვნილი ხელოვნების ნიმუშებისა და ვერტმფრენის დაკავების შესახებ გავრცელდა. ამ დროისთვის ლანფრანკო ჩირილოს ადგილსამყოფელი უცნობია.  2021 წელს ალექსეი ნავალნის "პუტინის სასახლის" გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ, „მედუზამ“ დეტალურად აღწერა ლანფრანკო ცირილოს რუსეთში მოღვაწეობის ისტორია. არქიტექტორი აქტიურად მუშაობდა რუსეთის ფედერაციაში 1990-იანი წლების დასაწყისიდან 2010-იანი წლების შუა პერიოდამდე; ვლადიმერ პუტინის ბრძანებულებით მას რუსეთის მოქალაქეობა მიენიჭა.   

ევროკავშირი მხარეებს, მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ევროკავშირმა მხარეებს, მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ და მოლაპარაკების დაწყებისკენ მოუწოდა.  ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერ პიტერ სტანოს განცხადებაშია ნათქვამი.  ტოივო კლაარი: შეშფოთებული ვარ სომხეთ-აზერბაიჯანის კონტექსტში გაზრდილი დაძაბულობის გამო „ევროკავშირი მოუწოდებს დაუყოვნებლივ შეწყდეს საომარი მოქმედებები აზერბაიჯანულ და სომხურ ძალებს შორის ლაჩინის დერეფნის გარშემო და დაპირისპირების ხაზის სხვა ადგილებში. სამწუხაროდ, ამ შეტაკებებს უკვე შეეწირა ადამიანის სიცოცხლე და არიან დაშავებულები", - ნათქვამია განცხადებაში. ხავიერ კოლომინა: ყარაბაღიდან ცნობები შემაშფოთებელია. NATO სრულად უჭერს მხარს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების ძალისხმევას უაღრესად მნიშვნელოვანია დაძაბულობის შემცირება, ცეცხლის შეწყვეტა და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება, მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტილებების მოსაძებნად, - აღნიშნა სპიკერმა. მედიის ცნობით, მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანისა და სომხეთის სამხედრო ნაწილებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს, არის მსხვერპლი.  

„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები ჩინეთს მოუწოდებენ, ცალმხრივად არ შეცვალოს სტატუს-კვო და უთანხმოება მშვიდობიანი გზით გადაჭრას

„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც ხაზს უსვამენ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის, მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას ტაივანის სრუტეში და მის ფარგლებს გარეთ. სახელმწიფო დეპარტამენტი: ჩვენი პოლიტიკა არ შეცვლილა, შეერთებული შტატები მზადაა, იმუშაოს ჩინეთთან, რათა თავიდან აიცილოს ესკალაცია „ჩვენ შეშფოთებულნი ვართ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ ბოლოდროინდელი და გამოცხადებული მუქარით, რაც არასაჭირო ესკალაციის რისკს იწვევს. ტაივანის სრუტეში აგრესიული სამხედრო მოქმედების საბაბად ვიზიტის გამოყენებას გამართლება არ აქვს. ჩვენი ქვეყნების კანონმდებლებისთვის საერთაშორისო მოგზაურობა ჩვეულებრივი და რუტინული პროცესია. ჩინეთის ესკალაციური პასუხი დაძაბულობის გაზრდისა და რეგიონის დესტაბილიზაციის რისკს იწვევს“, - აღნიშნულია განცხადებაში. ნენსი პელოსიმ ტაივანის პარლამენტს მიმართა და ვიზიტის სამი მიზანი დაასახელა ტაივანში ნენსი პელოსის შესაძლო ვიზიტის ფონზე, პეკინი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სამხედრო წვრთნებს ატარებს „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები ჩინეთს მოუწოდებენ, ცალმხრივად არ შეცვალოს სტატუს-კვო ძალის გამოყენებით და არსებული უთანხმოება მშვიდობიანი გზით გადაჭრას. „ყველა მხარეს მოვუწოდებთ, შეინარჩუნონ სიმშვიდე, გამოიჩინონ თავშეკავება, იმოქმედონ გამჭვირვალედ და შეინარჩუნონ კომუნიკაციის ღია ხაზები გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად“, - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, ნენსი პელოსი გახდა აშშ-ის პირველი ოფიციალური უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც ტაივანს 25 წლის შემდეგ, ჩინეთის მუქარების მიუხედავად ეწვია. შეერთებული შტატების ოფიციალური პირის თვითმფრინავი ტაიბეის აეროპორტში 2 აგვისტოს დაეშვა. პარალელურად, პეკინმა, რომელიც ვიზიტს ჩინეთის სუვერენიტეტის დარღვევად აფასებს, ტაივანის სრუტესთან სამხედრო თვითმფრინავები განალაგა, შეერთებულმა შტატებმა კი, ტაივანთან ახლოს 4 საბრძოლო ხომალდი განათავსა. გაეცანით სტატიებს ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი მეთიუ ბრაიზა ნენსი პელოსის ვიზიტზე ტაივანში: პროვოკაციული ნაბიჯია, ჩემთვის ეს არ არის გონივრული დიპლომატია

თურქეთში ინფლაცია მაქსიმალურ ნიშნულზეა

თურქეთში ინფლაცია განუხრელად იზრდება. თურქსტატის მონაცემებით, ივლისში ინფლაცია 79.6%-მდე გაიზარდა, ივნისში ეს მაჩვენებელი 78.6% იყო.  ამავდროულად, თურქეთში ფასების ზრდა ზედიზედ 14 თვეა ჩქარდება. სამომხმარებლო ფასები ივლისში კიდევ 2,37% გაიზარდა. ივნისში ზრდა 4,95% იყო. ამგვარად, სატრანსპორტო მომსახურების ღირებულება ერთ წელიწადში 2.2-ჯერ (+119.1%), ენერგომატარებლების ფასი 2.3-ჯერ (+129.3%) გაიზარდა. სურსათისა და სასმელის ფასი თითქმის გაორმაგდა, ზრდა 94,65%. საცხოვრებელი და კომუნალური მომსახურების ღირებულება 70%-ით გაძვირდა, ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა კი 88,4%-ით. ცნობისათვის, თურქეთში ინფლაციამ ზრდა 2021 წლის შემოდგომაზე დაიწყო. ლირა მკვეთრად დაეცა მას შემდეგ, რაც ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 14 პროცენტამდე შეამცირა.  წაიკითხეთ სტატია:  რა გავლენას მოახდენს თურქეთის მზარდი ინფლაცია საქართველოს ბაზარზე

საფრანგეთის პარლამენტმა შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების განაცხადის რატიფიცირება განახორციელა

საფრანგეთის პარლამენტმა შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების განაცხადის რატიფიცირება განახორციელა. ბელგიამ ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიკაციის პროცედურა დაასრულა 21 ივლისს სენატში კენჭისყრის შემდეგ, შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების განაცხადს, მხარი უკვე ეროვნული კრების დეპუტატებმაც დაუჭირეს. საკითხს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. „შვედეთისა და ფინეთის წევრობა ჩვენს ალიანსს გააძლიერებს, რათა დავიცვათ ჩვენი ფასეულობები და ცხოვრების წესი და ჩვენი თავისუფლება მათგან, ვინც საფრთხეს უქმნის მათ“, – წერს კატრინ კოლონა Twitter-ზე. შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების პროტოკოლი, NATO-ს ყველა წევრი ქვეყნის პარლამენტისგან რატიფიცირების პროცედურას მოითხოვს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. ინფორმაციისთვის, 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. 29 ივნისს, NATO-მ ფინეთი და შვედეთი ალიანსში ოფიციალურად მიიწვია. რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, სკანდინავიურმა ქვეყებმა ნეიტრალიტეტზე უარი თქვეს.  

იენს სტოლტენბერგი: NATO მზადაა, ჩაერიოს, თუ კოსოვოში სტაბილურობას საფრთხე დაემუქრება

NATO-ს გენერალურმა მდივნმა იენს სტოლტენბერგმა დაადასტურა, რომ NATO-ს ძალები (KFOR) მზად არიან პროცესში ჩაერიონ, თუ კოსოვოში სტაბილურობა საფრთხის ქვეშ დადგება.  „ყველა მხარე კონსტრუქციულად უნდა ჩაერთოს ევროკავშირის შუამავლობით დიალოგში და უთანხმოება დიპლომატიური გზით გადაწყვიტოს", - განაცხადა გენერალურმა მდივანმა.  31 ივლისს კოსოვო-სერბეთის საზღვარზე ვითარება დაიძაბა. კოსოვოელმა სერბებმა საზღვარი დაბლოკეს. კოსოვომ გასულ წელს გადაწყვიტა, სერბეთიდან მომავალ ავტომობილებს რეგულაცია დაუწესოს. კერძოდ, ისინი სერბული სანომრე ნიშნებით ვერ ისარგებლებენ და მის ნაცვლად დროებითი, კოსოვოს სანომრე ნიშნები უნდა გამოიყენონ. ეს წესი პირველი აგვისტოდან უნდა შესულიყო ძალაში. ამასთან, კოსოვოს მთავრობის განცხადებით, სერბეთიდან შესულ მგზავრებს სერბეთის მიერ გაცემულ დოკუმენტებს შეუცვლიან ახალი, შესვლა-გასვლის აღმრიცხველი საიდენტიფიკაციო დოკუმენტით, რომელსაც პრიშტინა გასცემს. ეს დოკუმენტი სამი თვის განმავლობაში იქნება ძალაში. თუმცა პირველ აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ კოსოვომ დაძაბულობის გამომწვევი გადაწყვეტილების აღსრულება გადადო. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კოსოვოში ჯეფრი ჰოვენიერი კოსოვოს პრეზიდენტსა და პრემიერს შეხვდა და მთავრობას მოუწოდა, სანომრე ნიშნებისა და პირადობის მოწმობების შესახებ გადაწყვეტილებების განხორციელება 30 დღით გადაედო.  

Politico: ირანის ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები ვენაში 4 აგვისტოს განახლდება

ირანის ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები 4 აგვისტოს, ვენაში განახლდება - ამის შესახებ POLITICO სამ წყაროზე დაყრდნობით წერს.  გამოცემის ცნობით, შეხვედრების ძირითადი ნაწილი ვენაში, სასტუმრო Palais Coburg-ში გაიმართება. წყაროების ცნობით, რამდენ ხანს გაგრძელდება მოლაპარაკებების რაუნდები, ამ დროისთვის უცნობია.  მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავსტრიის დედაქალაქში ირანის დელეგაცია ალი ბაგერი კანის ხელმძღვანელობით ჩავა. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილემ ენრიკე მორამ 3 აგვისტოს განაცხადა, რომ ვენაში ბირთვულ შეთანხმებაზე გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობს.  18 აპრილს, ირანმა განაცხადა, რომ ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმება, კვლავ ჩიხშია. მანამდე, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ემირ აბდულაჰიანმა ოფიციალური ვიზიტით ლიბანში ყოფნისას განაცხადა, რომ ირანი აშშ-სთან „ბირთვული შეთანხმებისთვის“ მზადაა. 2015 წელს დადებული შეთანხმება ირანს, გერმანიას, ჩინეთს, საფრანგეთს, რუსეთს, ბრიტანეთს და შეერთებულ შტატებს შორის ირანს სანქციებისგან ათავისუფლებდა, თუ ქვეყანა ბირთვულ პროგრამას შეზღუდავდა. შეთანხმებიდან ამერიკა 2018 წელს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით გავიდა. პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ მაშინ ირანი გააკრიტიკა და სანქციების ახალი პაკეტი შემოიღო. ტრამპის ადმინისტაციაში მიაჩნდათ, რომ შეთანხმება სუსტი იყო და ის არ იყო საკმარისი, რათა ირანს შეეზღუდა ბირთვული პროგრამები. ასევე წაიკითხეთ  ირანი აშშ-სთან „ბირთვული შეთანხმებისთვის“ მზადაა - მედია

ჩინეთი ავიაკომპანიებს აფრთხილებს, რომ ტაივანთან ახლოს არ იფრინონ

ჩინეთი აზიაში მოქმედ ავიაკომპანიებს აფრთხილებს, რომ თავი აარიდონ ფრენებს ტაივანის მიმდებარე ტერიტორიებში, სადაც ის აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის კუნძულზე ვიზიტის საპასუხოდ, სამხედრო წვრთნებს ატარებს.  ოფიციალურ შეტყობინებაში მითითებულია საჰაერო სივრცის ექვსი ტერიტორია, რომლებიც "სახიფათო ზონებად" მიიჩნევა. ფრენები 4 აგვისტოს 12:00 საათიდან 7 აგვისტოს 12:00 საათამდე იზღუდება.  შეგახსენებთ, ნენსი პელოსი გახდა აშშ-ის პირველი ოფიციალური უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც ტაივანს 25 წლის შემდეგ, ჩინეთის მუქარების მიუხედავად ეწვია. შეერთებული შტატების ოფიციალური პირის თვითმფრინავი ტაიბეის აეროპორტში 2 აგვისტოს დაეშვა. პარალელურად, პეკინმა, რომელიც ვიზიტს ჩინეთის სუვერენიტეტის დარღვევად აფასებს, ტაივანის სრუტესთან სამხედრო თვითმფრინავები განალაგა, შეერთებულმა შტატებმა კი, ტაივანთან ახლოს 4 საბრძოლო ხომალდი განათავსა. გაეცანით სტატიებს ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი მეთიუ ბრაიზა ნენსი პელოსის ვიზიტზე ტაივანში: პროვოკაციული ნაბიჯია, ჩემთვის ეს არ არის გონივრული დიპლომატია

ვოლოდიმირ ზელენსკი: ბალკანეთი, ტაივანი, კავკასია… ყველა კონფლიქტს აერთიანებს ერთი ფაქტორი

კონფლიქტური სიტუაციები მსოფლიოში, სახელდობრივ ბალკანეთში და ტაივანში, არაეფექტური გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურის გამო წარმოიშვა. მსოფლიომ უნდა შექმნას ისეთი მოდელი, რომელიც იქნება იმის გარანტი, რომ ერთმანეთთან მიმართებით ქვეყნებმა აგრესია არ გამოხატონ, -  ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 აგვისტოს ვიდეომიმართვაში განაცხადა.   „ჯერ ბალკანეთი, მერე ტაივანი, ახლა შესაძლოა, კავკასია...ყველა ეს სიტუაცია თითქოს განსხვავებულია, თუმცა ერთი ფაქტორი აერთიანებს. კერძოდ, ის რომ გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურამ არ იმუშავა. რომ ემუშავა, არ იქნებოდა ეს კონფლიქტები“, - განაცხადა ზელენსკიმ.   ზელენსკის თქმით, უკრაინა უსაფრთხოების საკითხებს ყურადღებას აქცევს არა მხოლოდ რუსული სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან, არამედ უკვე წლებია: „მას შემდეგ, რაც რუსეთმა სრულიად უგულებელყო საერთაშორისო სამართალი, კაცობრიობის ინტერესები“. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ 2014 წელი გარდამტეხი იყო. „მაშინ ყირიმთან, დონბასთან, ჩამოგდებულ მალაიზიურ ბოინგთან დაკავშირებით სრულიად აშკარა სიტუაციებში, რუსეთი თავს არიდებდა უშუალო და ხელშესახებ პასუხისმგებლობას. მან შეინარჩუნა საქმიანი და პოლიტიკური კავშირები მსოფლიოსთან. ახლაც კი გლობალურ ურთიერთობებში ბევრი თვლის, რომ ისინიც წარმატებას მიაღწევენ, "- განაცხადა ზელენსკიმ. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინელებმა ახლა გააერთიანეს მთელი თავისუფალი სამყარო - არა მხოლოდ თავისუფლებისთვის ბრძოლის გარშემო, არამედ იმის გაგების გარშემო, თუ რამდენად მყიფეა თითოეული ხალხის თავისუფლება ევროპასა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. „ეს სიმყიფე შეიძლება დაიცვა მხოლოდ ერთობლივი ქმედებებით და იმისთვის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში იმუშაოს, უნდა არსებობდეს ეფექტური გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ვერც ერთმა სახელმწიფომ ვერასოდეს მიმართოს ტერორს სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ. სისტემურ დონეზე, გლობალური ინსტიტუტების დონე - ეს არის ის, რაზეც ახლა ვმუშაობთ, როგორც უკრაინის სახელმწიფო, ასევე ყველა ჩვენი პარტნიორი“, - დასძინა ზელენსკიმ.  

უკრაინის შეიარაღებული ძალები: რუსი ოკუპანტები ძლიერ დანაკარგს განიცდიან, დემორალიზებულები არიან

რუსი ოკუპანტები ძლიერ დანაკარგს განიცდიან, დემორალიზებულები არიან და მსუბუქი დაზიანებების მიღების ნებისმიერ შესაძლებლობას ეძებენ. იმისთვის, რომ უკან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მოხვდნენ , - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს. უკრაინის შეიარაღებული ძალები: ომის დაწყების დღიდან, უკრაინულმა ძალებმა 41 350 რუსი ჯარისკაცი მოკლეს „რუსი ოკუპანტები ძლიერ დანაკარგს განიცდიან, დემორალიზებულები არიან და მსუბუქი დაზიანებების მიღების ნებისმიერ შესაძლებლობას ეძებენ. იმისთვის, რომ უკან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მოხვდნენ მიმართავენ თვითდაზიანებას და ჯანმრთელობის გაუარესების ნებისმიერ სიმულაციას“,- ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

გაერო: ომის დაწყების შემდეგ, უკრაინა 10 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა

რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, უკრაინიდან მეზობელ ქვეყნებში 10 მილიონზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა საზღვარი. გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს მონაცემებით, სულ 10,107,957 საზღვრის გადაკვეთის ფაქტი დაფიქსირდა.  როგორც აღინიშნა, მეზობელ ქვეყანაში დროებითი ბინადრობის მოთხოვნით დაახლოებით ოთხმა მილიონმა შეიტანა განაცხადი. 1,2 მილიონზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი ამჟამად პოლონეთში ცხოვრობს. „ბევრი ლტოლვილი უკრაინიდან ასევე იძულებით გაგზავნეს რუსეთში, სადაც ადამიანის უფლებების დარღვევას აწყდებიან. გაერომ უკრაინიდან რუსეთში საზღვრის გადაკვეთის თითქმის ორი მილიონი ფაქტი დააფიქსირა“,  - ნათქვამია ანგარიშში. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

აშშ-ის სენატმა NATO-ში ფინეთის და შვედეთის მიღებას მხარი დაუჭირა

აშშ-ის სენატმა NATO-ში ფინეთის და შვედეთის მიღებას მხარი დაუჭირა. შესაბამის რეზოლუციას მხარი დაუჭირა 95-მა სენატორმა. წინააღმდეგი ერთი რესპუბლიკელი სენატორი ჯოშ ჰოული იყო. სარატიფიკაციო დოკუმენტს, რომელსაც მანამდე მხარი დაუჭირა კონგრესის წარმომადგენელთა პალატამაც, ხელს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოაწერს. "რეზოლუციის ორპარტიულ მხარდაჭერა სიგნალია რუსეთისთვის, რომ ის ვერ შეძლებს აშშ-ის და ევროპის დაშინებას", - განაცხადა სენატორმა შუმერმა. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. ინფორმაციისთვის, 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. 29 ივნისს, NATO-მ ფინეთი და შვედეთი ალიანსში ოფიციალურად მიიწვია. რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, სკანდინავიურმა ქვეყებმა ნეიტრალიტეტზე უარი თქვეს.  ასევე წაიკითხეთ: უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, შვედეთი და ფინეთი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას აძლიერებენ ოლაფ შოლცი: გერმანია NATO-ში ფინეთის გაწევრიანების ინტერესს მიესალმება დიმიტრი პესკოვი: ფინეთის NATO-ში გაწევრიანება, რუსეთისთვის საფრთხეა  

ორფოლოს პოლიგონზე საარტილერიო წვრთნები ჩატარდა

საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 24-ე საარტილერიო ბატალიონმა ორფოლოს პოლიგონზე ამოცანაზე ორიენტირებული სიტუაციური სწავლება საბრძოლო სროლებით ჩაატარა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დასკვნით წვრთნაში ბატალიონმა საარტილერიო ჯგუფებისა და საცეცხლე ბატარეების გადაადგილება და მიზნებზე საარტილერიო ცეცხლით ზემოქმედება განახორციელა. „სწავლება ორ ეტაპად მიმდინარეობდა. პირველ ეტაპზე ცეცხლის მართვის ცენტრებისა და საცეცხლე გათვლების ურთიერთშერწყმა განხორციელდა, მეორე ეტაპზე კი, ბატალიონის წვრთნა და შეფასება მოხდა. სწავლების ამოცანას საარტილერიო ბატალიონისა და საცეცხლე მხარდაჭერის ელემენტების კოორდინირებული მუშაობა წარმოადგენდა. დასკვნით სწავლებას დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია და ქვედანაყოფების მეთაურები დაესწრნენ“, - აცხადებს თავდაცვის უწყება.  

ვოლოდიმირ ზელენსკი: მსოფლიოს სჭირდება გლობალური უსაფრთხოების ეფექტიანი არქიტექტურა

„თავისუფლება მხოლოდ ერთობლივი მოქმედებით შეიძლება, იყოს დაცული და ამისთვის საჭიროა ეფექტიანი გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურა“, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა. „უკრაინელები ახლა ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ ყველასთვის მსოფლიოში. ჩვენმა ხალხმა გააერთიანა თავისუფალი სამყარო არამხოლოდ თავისუფლებისთვის ბრძოლის გარშემო, არამედ იმის გაგებით, თუ რამდენად მყიფეა ჩვენი თავისუფლება; ყველა ერის თავისუფლება ევროპასა და მსოფლიოს სხვა ნაწილებში. თავისუფლების დაცვა შესაძლებელია მხოლოდ ერთობლივი ქმედებებით და გრძელვადიან პერსპექტივაში მოქმედებისთვის უნდა არსებობდეს ეფექტიანი გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურა, რომელიც ვერცერთმა სახელმწიფომ ვეღარასდროს მიმართოს სხვა სახელმწიფოს ტერორს“, - განცხადა ზელენსკიმ. მან რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება. „აუცილებელია უაღრესად მნიშვნელოვანი ეროვნული ამოცანის გადაჭრა: უკრაინის ხმა უნდა გაიგონ მსოფლიოს იმ მხარეებში, სადაც რუსული პროპაგანდა ჯერ კიდევ ძალიან ხმამაღლა ისმის. ეს ეხება წყნარი ოკეანის რეგიონში, სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში, არაბულ სამყაროში, აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში. სწორედ ამიტომ არის საჭირო საინფორმაციო მხარდაჭერა ყველა ჩვენი ხალხისგან და ყველა მეგობრისგან საზღვარგარეთ“,- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ასევე წაიკითხეთ ვოლოდიმირ ზელენსკი: ბალკანეთი, ტაივანი, კავკასია… ყველა კონფლიქტს აერთიანებს ერთი ფაქტორი

უკრაინის შეიარაღებული ძალები: ომის დაწყების დღიდან, უკრაინულმა ძალებმა 41 500 რუსი ჯარისკაცი მოკლეს

ომის დაწყების დღიდან, უკრაინულმა ძალებმა 41 500 რუსი ჯარისკაცი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. უკრაინის შეიარაღებული ძალები: რუსი ოკუპანტები ძლიერ დანაკარგს განიცდიან, დემორალიზებულები არიან "უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს მტრის 1 789 ტანკი, 4 026 ჯავშანტექნიკა, 946 საარტილერიო სისტემა, 260 ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა, 118 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 223 თვითმფრინავი, 191 ვერტმფრენი, 742 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი, 182 ფრთოსანი რაკეტა, 15 გემი/ნავი, 2 960 ერთეული სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი, ასევე 83 ერთეული სპეცტექნიკა", - ნათქვამია ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ნენსი პელოსი სამხრეთ კორეაში ჩავიდა

ტაივანში ვიზიტის შემდეგ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი სამხრეთ კორეას ეწვია. Reuters-ის ცნობით, მხარეებმა ჩრდილოეთ კორეის მხრიდან მომდინარე მზარდი საფრთხეების გამო შეშფოთება გამოხატეს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ და მისმა სამხრეთ კორეელმა კოლეგამ პირობა დადეს, რომ მხარს დაუჭერენ მცდელობებს, რომლებიც ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ძლიერი შეკავების შენარჩუნებისა იქნება მიმართული. პელოსიმ პრესკონფერენციაზე ასევე განაცხადა, რომ მან და რეგიონული უსაფრთხოების, ეკონომიკურ და კლიმატის საკითხებზე თანამშრომლობის გაღრმავების გზები განიხილეს. ნენსი პელოსი სამხრეთ კორეისა და ჩრდილოეთ კორეის საზღვარზეც გეგმავს ჩასვლას, სადაც აშშ-ის ხელმძღვანელობით გაეროს სარდლობა და ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლები ერთობლივად პატრულირებენ. ის იქნება აშშ-ის უმაღლესი ოფიციალური პირი, რომელიც ტერიტორიას ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შემდეგ ეწვევა.