ძებნის რეზულტატი:
ნენსი პელოსის ვიზიტის საპასუხოდ, ჩინეთი ტაივანის გარშემო თავის ისტორიაში ყველაზე დიდ სამხედრო წვრთნებს იწყებს
ჩინეთი ამერიკელი პოლიტიკოსის ნენსი პელოსის ვიზიტის შემდეგ, თავის ისტორიაში ყველაზე დიდ სამხედრო წვრთნებს იწყებს ტაივანის გარშემო. BBC-ის ცნობით, ტაივანმა განაცხადა, რომ ჩინეთი რეგიონში არსებული სტატუს-კვოს შეცვლას ცდილობს. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი მოკლე, მაგრამ საკამათო ვიზიტით იმყოფებოდა ტაივანში, რომელსაც ჩინეთი სეპარატისტულ პროვინციად თვლის. წვრთნები პეკინის მთავარი პასუხია, თუმცა ჩინეთმა ტაივანიდან რიგი სასურსათო პროდუქტების იმპორტიც შეაჩერა. გაეცანით Europetime-ის სტატიას ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი
"მოქალაქეები“ და „გირჩი“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ - დეპოლარიზაციისთვის უმნიშვნელოვანესია სააკაშვილის პოლიტიკიდან გასვლა და ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება
პარლამენტის წევრები ლევან იოსელიანი, იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, ალეკო ელისაშვილი, ჰერმან საბო და ალექსანდრე რაქვიაშვილი განცხადებას ავრცელებენ. ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებისა და პოლარიზაციის დასრულების მიზნით, დეპუტატები სამ ნაბიჯს ასახელებენ. „მოქალაქეებისა“ და „გირჩის“ ერთობლივი განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „ნათელია, რომ ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულება, წარმოადგენს იმ ერთადერთ პირობას, რომლის ზედმიწევნით შესრულების შემთხვევაშიც საქართველო მიიღებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, რასაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 85% უჭერს მხარს. გასაღები, რომლითაც პუნქტების შესრულება უნდა დავიწყოთ, პირველივე პუნქტშია მოცემული და მოგვიწოდებს მხარეებს, აღმოვფხვრათ პოლიტიკური პოლარიზაცია. პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრისთვის ძალისხმევა არ უნდა დაიშუროს არც ერთმა პარტიამ, რომელიც დღეს პოლიტიკურ ველზე აქტიურობს, ხოლო ამ მიზნით გადასადგმელი ნაბიჯები, 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებით უნდა იყოს გაჯერებული. ფაქტია, რომ პოლიტიკურ ველზე დღეს არსებული პოლარიზებული გარემო, არ არის ის ფაქტობრივი მოცემულობა, რაც განვითარებული დემოკრატიებისთვისაა დამახასიათებელი. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, სწორედ პოლარიზაცია და პოლიტიკურ პარტიებს შორის არსებული დაპირისპირება, წარმოადგენდა საქართველოს სახელმწიფოს განვითარების ძირითად დამაბრკოლებელ ფაქტორს. ამ მოცემულობის შეცვლისკენ მოგვიწოდებს ევროკავშირიც, რომელიც დემოკრატიული სახელმწიფოების უნიკალურ პოლიტიკურ გაერთიანებას წარმოადგენს და რომელი გაერთიანების წარმატებაც დრომ დაადასტურა. სწორედ, ევროკავშირში არსებული დემოკრატიული პრინციპების ერთგულება და ინსტიტუციების სიმყარეა იმ მშვიდობის, კეთილდღეობის და თავისუფლების გარანტი, რასაც იგი მის წევრ სახელმწიფოებს სთავაზობს. ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსი მოპოვების მიზნით, გადასადგმელი ნაბიჯები და სამოქმედო გეგმა, მოცემულია როგორც 12-პუნქტიან გეგმაში, ასევე 19 აპრილის შეთანხმებაში. დროა, ქართულ პოლიტიკაში დასრულდეს უმიზნო დაპირისპირებებისა და ოპონენტისაგან მტრის ხატის შექმნის პრაქტიკა, სადაც პოლიტიკურ ამინდს მხოლოდ ორი ურთიერთდაპირისპირებული პოლიტიკური ძალა განსაზღვრას, რომელთა დღის წესრიგი არა საგნობრივი პრობლემების მოგვარებაზე, არამედ ურთიერთბრალდებებსა და პირადი პოლიტიკური ამბიციების დაკმაყოფილებაზეა ორიენტირებული. ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებისა და პოლარიზაციის დასრულების მიზნით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყანაში ჩამოყალიბდეს პლურალისტური პოლიტიკური გარემო, სადაც ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაწყვეტა, არა ერთპიროვნულად, არამედ მრავალფეროვანი პოლიტიკური აქტორების ჩართულობითა და დისკუსიის საფუძველზე მოხდება. პოლიტიკურ პარტიებს შორის ოპონირება კი, არგუმენტების ურთიერთგაცვლასა და ფაქტებზე იქნება დამყარებული. მსგავსი, პოლიტიკური ტრადიციის დამკვიდრება, საბოლოო ჯამში, წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, როგორც ევროკავშირისკენ, ასევე, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში კონსოლიდირებული დემოკრატიის ჩამოყალიბებას. აღნიშნული მიზნის მისაღწევად კი, აუცილებლად მიგვაჩნია სამი ძირითადი ნაბიჯის გადადგმა: განსაკუთრებული მნიშვნელობა დეპოლარიზაციისა და პლურალისტური გარემოს ჩამოყალიბების კუთხით, ენიჭება პირველი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების, სულ მცირე მეორე მოსმენით მიღებას. პირველი მოსმენით მიღებული, საკონსტიტუციო ცვლილებები, ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნების სრულად პროპორციული წესით, 2%-იანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩატარებას, რაც პირდაპირ არის გათვალისწინებული 19 აპრილის შეთანხმებითაც. საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება და საარჩევნო ბარიერის დაწევა,პირდაპირ ეხმიანება ევროკავშირის მოწოდებას დეპოლარიზაციისაკენ, რამდენადაც მხოლოდ პროპორციული საარჩევნო სისტემა, მაღალი ბარიერის პირობებში ვერ უზრუნველყოფს პოლიტიკური პარტიების სამართლიან წარმომადგენლობას საკანონმდებლო ორგანოში, აუცილებელია ორპარტიულობისა და პოლარიზაციის შემცირების მიზნით, ბარიერის დაწევა, რაც გააჯანსაღებს პოლიტიკურ ველს, საშუალებას მისცემს ახალ პოლიტიკურ პარტიებს წარმოდგენილნი იყვნენ საკანონმდებლო ორგანოში და გააჟღერონ საზოგადოების ყველა სოციალური ჯგუფის ხმა. 19 აპრილის შეთანხმება, ამბიციური საარჩევნო რეფორმის ფარგლებში, მომავალი საპარლამენტო არჩევნებისათვის, არათუ 2%-იანი, არამედ ბუნებრივიდან 2%-მდე ბარიერს დაწესებას ითვალისწინებს. პოლიტიკური პოლარიზაციის მაქსიმუმადე შემცირების მიზნით, მიზანშეწონილია აღნიშნული დათქმის შესრულება, ბუნებრივიდან 2%-მდე ბარიერს დაწესება და შეთანხმებაში მოცემული პირობისათვის არა ერთჯერადი ხასიათის მიცემა. დეპოლარიზაციისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნება ასევე, მიხეილ სააკაშვილის, როგორც ფაქტორის გასვლა ქართული პოლიტიკური სივრციდან. მის მიერ, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება, შეამცირებს პოლარიზაციას, გააჯანსაღებს ქართულ პოლიტიკურ ველს, მმართველი პოლიტიკური ძალას კი გამოაცლის „მტრის ხატს“, რომელთან პოლემიკაც ორმხრივი სიძულვილის ენაზე აგებული. ამ დიქოტომიიდან თავის დაღწევის საშუალება, მხოლოდ ერთ ერთი პოლიტიკური ძალის მიერ გადაწყვეტილების მიღებაა, რაც თავად ნაციონალურ მოძრაობასაც მისცემს შესაძლებლობას ტრანსფორმირდეს თანამედროვე პოლიტიკურ ძალად. ამავე კონტექსტში ასევე, მნიშნველოვანია საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მასთან დაკავშირებული რისკები, არ გახდეს ქვეყნისათვის ისტორიული სირცხვილის გამეორების წინაპირობა. ბოლო დროინდელმა პოლიტიკურმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ თვალნათლივ დაგვანახა, რომ ბიძინა ივანიშვილი ქართული პოლიტიკიდან შორს არ არის. პოლარიზაციის შემცირების კუთხით, რაც თავის თავში დეოლიგარქიზაციის ვალდებულების შესრულებასაც მოიცავს, აუცილებელია ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება ქართულ პოლიტიკაში. იმისთვის, რომ ქვეყანა სწორ კონსტიტუციურ ჩარჩოს დაუბრუნდეს, პოლიტიკური პასუხისმგებლობა პროცესებზე უნდა აიღოს იმან, ვინც შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებს ან ამ გადაწყვეტილების მიღების ყველანაირი რესურსი გააჩნია. საჭიროა, ყველა ფორმალური პოლიტიკური აქტორი, განსაკუთრებით ისეთი გავლენიანი, როგორც ბიძინა ივანიშვილია, დაბრუნდეს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში და მან როგორც პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებმა სუბიექტმა, მის პოლიტიკურ გუნდთან ერთად, აიღოს პასუხისმგებლობა და ამ პასუხისმგებლობის ფარგლებში მიიღოს მონაწილეობა შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში. ზემოაღნიშნული ნაბიჯების გადადგმა, ერთი მხრივ პირდაპირი წინაპირობაა, ევროკავშირის მიერ 12-პუნქტიანი გეგმით განსაზღვრული პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების ვალდებულების შესრულების და მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლიტიკური გარემოს გაჯანსაღებას, ახალი დემოკრატიული პოლიტიკური თამაშის წესების და ტრადიციების დამკვიდრებას, რაც განვითარებადი დემოკრატიის ქვეყნიდან, კონსოლიდირებული, განვითარებული დემოკრატიის ქვეყნად გვაქცევს“,- აღნიშნულია განცხადებაში.
ლოიდ ოსტინმა ოლექსი რეზნიკოვს დაუდასტურა, რომ აშშ უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა და უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა უსაფრთხოების სფეროში უკრაინის საჭიროებები სატელეფონო საუბრისას განიხილეს. ამის შესახებ თავდაცვის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზშია ნათქვამი. პენტაგონის ინფორმაციით, ოსტინმა რეზნიკოვს დაუდასტურა, რომ აშშ რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად უკრაინის შესაძლებლობების მხარდაჭერას განაგრძობს. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენს ამის დასტურად უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი, $550-მილიონიანი პაკეტი მოჰყავს. თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, რეზნიკოვმა ოსტინს საბრძოლო მოქმედებების ადგილებში არსებული სიტუაციის შესახებ განახლებული ინფორმაცია მიაწოდა. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა თავის მხრივ, Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკული დახმარების ახალი პაკეტი უკრაინის საჭიროებებს აკმაყოფილებს. პირველ აგვისტოს აშშ-მ უკრაინისთვის დამატებით $550 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადა. თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, ახალ პაკეტში შედის 75 ათასი, 155-მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვი და დამატებითი საბრძოლო მასალები მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემისთვის (HIMARS). პენტაგონი იუწყება, რომ მთლიანობაში, ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას უსაფრთხოებისთვის დაახლოებით, 8,8 მილიარდი დოლარის დახმარება გამოყო. 2014 წლიდან შეერთებულმა შტატებმა 10 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გაიღო. პენტაგონი: აშშ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების პროცესს დააჩქარებს „ბრძოლის ველზე მზარდი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, შეერთებული შტატები თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მუშაობას განაგრძობს“, - აცხადება აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
აგვისტოს ბოლოს ნადირობის სეზონი გაიხსნება
ნადირობის სეზონი 2022 წლის აგვისტოს მეოთხე შაბათს გაიხსნება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები უკანონო ნადირობისა და ნადირობის წესების დარღვევის მიმართულებით, ნადირობის სეზონის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს განახორციელებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. "გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველი ვალდებულია: ნადირობამდე გადაიხადოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებელი (10 ლარი); გადახდიდან შვიდი დღის (გადახდის დღის ჩათვლით) განმავლობაში ნადირობის შემთხვევაში თან იქონიოს ამ მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი მატერიალური ან ელექტრონული ფორმით; ნადირობისას თან იქონიოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, პირი უფლებამოსილია ინადიროს გადამფრენ ფრინველებზე, გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის წლის აგვისტოს მეოთხე შაბათიდან მომდევნო წლის პირველ მარტამდე, ხოლო მოსაკრებლის წლის დასაწყისში (იანვარი ან თებერვალი) გადახდის შემთხვევაში, პირი უფლებამოსილია ინადიროს მოსაკრებლის გადახდის წლის პირველ მარტამდე პერიოდში. მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში, მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: 220 101 222, ანგარიშის ნომერი: №200122900, ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი: 3033. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები უკანონო ნადირობისა და ნადირობის წესების დარღვევის მიმართულებით, ნადირობის სეზონის ფარგლებში, 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს განახორციელებენ მთელი საქართველოს მასშტაბით. მოქალაქეებმა კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, უნდა მიმართონ სამინისტროს ცხელ ხაზს - 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს. ვრცლად ნადირობის აკრძალული მეთოდებისა და ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები, ნადირობის ადგილების მიხედვით, ასევე, განმარტება მოსაკრებლის გადახდისათვის, იხილეთ: https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/34043?fbclid=IwAR1-SnQQJuBBwlJ4o-Z6XXgWpiP84tIdD-GWctAj7DQWAGTbKngR8j_fDr0”, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისი: ოკუპანტები გამუდმებით ცვლიან "რეფერნდუმის" თარიღს, თვითონაც არ არიან დარწმუნებულები, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნებას შეძლებენ
ოკუპანტები გამუდმებით ცვლიან ე.წ. რეფერნდუმის თარიღს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ თვითონაც არ არიან დარწმუნებულები, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნებას შეძლებენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ იგორ ჟოვკვამ განაცხადა. ხერსონის ოლქის ადმინისტრაცია რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლას ითხოვს მისივე თქმით, "რეფერენდუმი" არ შედგება. „ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ რეფერენდუმი არ შედგება, იმიტომ რომ ეს ტერიტორიები არ იქნება რუსეთის ფედერაციის კონტროლის ქვეშ. „ხმის მიცემის“ გამართვასთან დაკავშირებით მესიჯების გამუდმებული გაჟღერებით მოსკოვი აჩვენებს, რომ დარწმუნებული არ არის, რომ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნებას შეძლებს“,- განაცხადა ჟოვკვამ. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, რუსეთი ოკუპაციის გამართლების მიზნით გეგმავს „დადგმული რეფერენდუმის“ ჩატარებას უკრაინის სამხრეთში მდებარე ხერსონში - "ამ ქალაქს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რუსეთის მიერ დასახული მიზნის მისაღწევად - ყირიმთან სახმელეთო კავშირისა და უკრაინის სამხრეთში დომინირებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის ხმა უნდა ისმოდეს მსოფლიოს იმ ნაწილებში, სადაც რუსული პროპაგანდა ჯერ კიდევ ძალიან მძლავრად მუშაობს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მოსკოვში ახალი პროპაგანდისტული აქტივობა დაიწყო, როდესაც გადაწყვიტეს „აზოვის“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადება, თუმცა ზელენსკის თქმით, როცა ამას ტერორისტული სახელმწიფო აკეთებს, აშკარა აბსურდთან გვაქვს საქმე“. „აუცილებელია უაღრესად მნიშვნელოვანი ეროვნული ამოცანის გადაჭრა: უკრაინის ხმა უნდა გაიგონ მსოფლიოს იმ ნაწილებში, სადაც რუსული პროპაგანდა ჯერ კიდევ ძალიან მძლავრად მუშაობს. ეს ეხება წყნარი ოკეანის რეგიონში, სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში, არაბულ სამყაროში, აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში. სწორედ ამიტომ არის საჭირო საინფორმაციო მხარდაჭერა ყველა ჩვენი ხალხისგან და ყველა მეგობრისგან საზღვარგარეთ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ამავე ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გლობალური უსაფრთხოების ეფექტიანი არქიტექტურა უნდა არსებობდეს. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
48 ოპოზიციონერი დეპუტატი „ქართულ ოცნებას" ერთობლივი განცხადებით მიმართავს
მივმართავთ „ქართულ ოცნებას“, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების – შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წინააღმდეგ წარმოებული ცილისმწამებლური და დეზინფორმაციული კამპანია, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ კელი დეგნანს და კარლ ჰარცელს, ვაფასებთ მათი მხრიდან დასავლური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს დასახმარებლად გაწეულ შრომასა და ძალისხმევას, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც 48 ოპოზიციონერი დეპუტატი ავრცელებს. „ჩვენ, საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ვაღიარებთ რა ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის უდიდეს დამსახურებას საქართველოს სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებაში 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე, მათ უდიდეს დახმარებას ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და ჩვენი ხალხის სწრაფვაში, გახდეს დასავლური ცივილიზაციის სრულფასოვანი წარმომადგენელი; ვეხმიანებით რა ქართველი ხალხის მყარად გამოხატულ ნებას, რომ უზრუნველყოფილი იქნას საქართველოს სრული ინტეგრაცია ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში, რამაც ასახვა ჰპოვა საქართველოს კონსტიტუციაში; ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ცილისმწამებლურ და დეზინფორმაციულ კამპანიას დასავლური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორების - ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წინააღმდეგ. აღნიშნული განსაკუთრებით მკაფიოდ გამოიკვეთა „ქართული ოცნების" უმაღლესი პარტიული და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების, ასევე „ქართული ოცნებიდან" ფორმალურად გასულ, მაგრამ რეალურად ამ პოლიტიკური ძალის ორგანულ ნაწილად დარჩენილ, საქართველოს პარლამენტისა თუ ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოთა წევრების მხრიდან საქართველოში შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩების მიმართ განხორციელებულ ცილისმწამებლურ თავდასხმებში - თითქოს ისინი საქართველოს ომში ჩართვას ცდილობდნენ რუსეთის წინააღმდეგ და რადგან ამ მიზანს ვერ მიაღწიეს, თითქოს მათ ხელი არ შეუწყვეს საქართველოსათვის ევროპის კავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მონიჭებას. განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ „ქართული ოცნების" ამ პოლიტიკურ კამპანიაში სასამართლო კორპუსის გარკვეული წარმომადგენლებიც არიან ჩართული. ბიძინა ივანიშვილის, 2022 წლის 27 ივლისს გამოქვეყნებული წერილი, რომლითაც ის ადასტურებს აშშ-ის ელჩის, ქალბატონ კელი დეგნანის ინიციატივით 2022 წლის 21 მარტს მათ შეხვედრას, მაგრამ არაფერს ამბობს ამ შეხვედრის დროს გამართული საუბრის შინაარსზე, შეფარვით ამყარებს „ქართული ოცნების" ზემოხსენებულ მესიჯს, თითქოს დასავლეთს საქართველოს „ომში ჩათრევა" სურს. აღნიშნული მიუთითებს ბიძინა ივანიშვილის კავშირზე „ქართული ოცნების" ამ ანტისახელმწიფოებრივ კამპანიასთან. მმართველი პოლიტიკური ძალის ამგვარი მოქმედება ემსახურება ევროპის კავშირსა და ნატო-ში საქართველოს ინტეგრირებისათვის ხელის შეშლის მიზანს, მაშინ როდესაც ამგვარი ინტეგრირების უზრუნველყოფა, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციური ორგანოების და ე.ი. „ქართული ოცნების" ხელისუფლების ვალდებულებას წარმოადგენს. მმართველი ძალის ამგვარი მოქმედება ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ, სახელმწიფოებრივ ინტერესებს. ის მიმართულია დასავლელი მოკავშირეებისა და პარტნიორებისაგან საქართველოს დაშორებისაკენ და ოკუპანტი სახელმწიფოს პირისპირ მისი მარტოდ დატოვებისაკენ, რაც მხოლოდ ამ ოკუპანტი სახელმწიფოს - რუსეთის ფედერაციის ინტერესებში შედის. მიუხედავად ზემოხსენებული ელჩების არაერთი საჯარო განცხადებისა, რომ შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს არ სურთ და არც არასდროს სურვებიათ რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს ომში ჩართვა და რომ ამგვარი გამონათქვამები სიმართლეს არ შეესაბამება, „ქართული ოცნება" მაინც ჯიუტად აგრძელებს სიცრუის ტირაჟირებას. მივმართავთ „ქართული ოცნებას", დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების - შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წინააღმდეგ წარმოებული, ზემოხსენებული ცილისმწამებლური და დეზინფორმაციული კამპანია. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოში აშშ-ის ელჩს, ქალბატონ კელი დეგნანს და ევროკავშირის ყოფილ ელჩს, ბატონ კარლ ჰარცელს. ვაფასებთ მათი მხრიდან დასავლური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს დასახმარებლად გაწეულ შრომასა და ძალისხმევას“, - აღნიშნულია განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ : 1.არმაზ ახვლედიანი - საქართველოს პარლამენტის წევრი (დამოუკიდებელი დეპუტატი) 2. თეონა აქუბარდია - საქართველოს პარლამენტის წევრი ( პოლიტიკური პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი'') 3.დავით ბაქრაძე - საქართველოს პარლამენტის წევრი (დამოუკიდებელი დეპუტატი) 4.ანა ბუჩუკური - საქართველოს პარლამენტის წევრი (პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის'') 5.ლევან ბეჟაშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' - გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია") 6. თინათინ ბოკუჩავა - საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' - გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია") 7.გიორგი ბოტკოველი - საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' - გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია") 8.გიორგი გოდაბრელიძე - საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' - გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია") 9. რომან გოცირიძე - საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' - გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია") 10.მიხეილ დაუშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი (პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის'') 11.ხატია დეკანოიძე - საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' - გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია") 12.ლევან ვარშალომიძე - საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' - გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია") 13. გიორგი ვაშაძე - საქართველოს პარლამენტის წევრი ( პოლიტიკური პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი'') 14.აბდულა ისმაილოვი - საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' - გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია") 15.შალვა კერესელიძე - საქართველოს პარლამენტის წევრი (პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის'') 16.მანუჩარ კვირკელია - საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' - გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია") 17.ვახტანგ კიკაბიძე - საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' - გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია") 18.დავით კირკიტაძე - საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' - გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია") 19.თამარ კორძაია - საქართველოს პარლამენტის წევრი (დამოუკიდებელი დეპუტატი) 20.ბექა ლილუაშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი (პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის'') 21.ნონა მამულაშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' - გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია") 22. პაატა მანჯგალაძე - საქართველოს პარლამენტის წევრი (პოლიტიკური პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი'') 23.ნიკა მაჭუტაძე - საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' - გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია") 24.აკაკი მინაშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' - გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია") 25.ალექსანდრე მოწერელია - საქართველოს პარლამენტის წევრი (პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის'') 26.ტარიელ ნაკაიძე - საქართველოს პარლამენტის წევრი (დამოუკიდებელი დეპუტატი) 27.ანა ნაცვლიშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი ( პოლიტიკური პარტია ,,ლელო საქართველოსთვის'') 28. კობა ნა ყოფია - საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' - გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია") 29. რამაზ ნიკოლაიშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' - გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია") 30. კახაბერ ოქრიაშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' - გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია") 31. სალომე სამადაშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი ( პოლიტიკური პარტია ,,ლელო საქართველოსთვის'') 32. ხათუნა სამნიძე - საქართველოს პარლამენტის წევრი (პოლიტიკური პარტია ,,რესპუბლიკელებიგუბაზსანიკიძე- საქართველოსპარლამენტისწევრი (საპარლამენტოფრაქცია „ერთიანინაციონალურიმოძრაობა'' -გაერთიანებულიოპოზიცია ,,ძალაერთობაშია") 34.სულხან სიბაშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' -გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია") 35. დავით უსუფაშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი ( პოლიტიკური პარტია ,,ლელო საქართველოსთვის'') 36.ბაჩუკი ქარდავა - საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' -გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია") 37.შალვა შავგულიძე - საქართველოს პარლამენტის წევრი (დამოუკიდებელი დეპუტატი) თამარჩარკვიანი - საქართველოსპარლამენტისწევრი (პოლიტიკურიპარტია „კანონიდასამართალი'') 39.ცეზარი ჩოჩელი - საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' - გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია") 40.ნატო ჩხეიძე - საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' - გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია") 41.როსტომ ჩხეიძე - საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' - გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია") 42.ანა წითლიძე- საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' - გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია") 43.დავით ხაჯიშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' - გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია") 44.ლევან ხაბეიშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' - გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია") 45.ეკატერინე ხერხეულიძე - საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' - გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია") 46. გიორგი ხოჯავანიშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი (პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის'') 47.დევი ჭანკოტაძე - საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' - გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია") 48.თეიმურაზ ჯანაშია - საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' - გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია").
სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთი კამბოჯასთან ურთიერთობის გაფაროთოებით დაინტერესდა
მოსკოვსა და პნომპენს აქვთ თანამშრომლობის კეთილი და პოზიტიური ისტორია. რუსეთი დაინტერესებულია მისი გაფართოებით, - ამის შესახებ დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კამბოჯაში ვიზიტისას განაცხადა. სერგეი ლავროვი მიანმარში ჩავიდა სერგეი ლავროვთან შეხვედრისას, კამბოჯას პრემიერ-მინისტრმა ჰუნ სენმა განაცხადა, რომ ორი ქვეყანა თანამშრომლობას, რიგ სფეროებში განავითარებს. მათ შორისაა კოსმოსი, ჰუმანიტარული, სამხედრო, ტექნიკური დარგები და უსაფრთხოების საკითხები. კამბოჯაში ლავროვი მიანმარიდან ჩავიდა, სადაც თავის კოლეგას ვუნა მაუნ ლუინს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდა. მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აფრიკის ქვეყნებში იმყოფებოდა, ხოლო აფრიკის ტურნემდე, თეირანში ირანის პრეზიდენტს შეხვდა. დასავლეთის მიერ დაწესებული მძიმე სანქციების ფონზე, რუსეთი მოკავშირეებს ეძებს. ამას საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის აფრიკული ტურნე მოწმობს. იმ დროს, როცა აფრიკის ბევრი ქვეყანა მძიმედ განიცდის მარცვლეულის დეფიციტს, რომელიც უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულმა ომმა გამოიწვია, ლავროვი ოფიციალურ შეხვედრებზე ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ მარცვლეულის კრიზისში დასავლეთი და მის მიერ დაწესებული სანქციებია დამნაშავე. საგულისხმოა, რომ მანამდე, ჯერ ლავროვი და შემდეგ პუტინი სტუმრობდნენ მოკავშირე ირანს, სადაც ჩასვლამდე გავრცელდა თეთრი სახლის ინფორმაცია, რომლის თანახმად, ირანი შესაძლოა, ემზადებოდეს, რომ რუსეთს ასობით უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის, დრონები მიაწოდოს. ირანმა ეს ცნობა უარყო. 27 ივლისს, ქვეყნებს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ თეირანი მოსკოვს თვითმფრინავების ნაწილებსა და აღჭურვილობას მიაწვდის. ლავროვმა ევრაზიული სივრცეც მოიცვა და 28 ივლისს უკვე უზბეკეთის დედაქალაქში ჩავიდა. სერგეი ლავროვი ტაშკენტში ჩავიდა აშშ მიიჩნევს, რომ პუტინის ვიზიტი ირანში, აჩვენებს, თუ რამდენად იზოლირებულია რუსეთი ხსენებული გარემოებები ექსპერტებს აძლევს დასკვნის საშუალებას, რომ დასავლეთის მიერ შემოღებული სანქციების შედეგად, რუსეთი რთულ ვითარებაშია და ეს ვითარება კიდევ უფრო რთულდება. ამიტომ, რუსეთი ცდილობს, მოიპოვოს მეტი პარტნიორი და მეტი მხარდაჭერა. გაეცანით Europetime-ის სტატიას თენგიხ ფხალაძე: რუსეთი ცდილობს, ქვეყნებს მისი გავლენის სფეროდან გასვლის საშუალება არ მისცეს
ანრი ოხანაშვილი: ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფების მუშაობის პროცესს პრეზიდენტის წარმომადგენელი დააკვირდება
"ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფების მუშაობის პროცესს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელი დააკვირდება", - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. "ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფების მუშაობის პროცესს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელი დააკვირდება. სავარაუდოდ, ამერიკის საელჩო ჩაერთვება სხვადასხვა სამუშაო ჯგუფში. ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ ჩააერთონ პროცესში", - განაცხადა ოხანაშვილმა. შეგახსენებთ, რომ პარლამენტი დღევანდელ სხდომაზე ხუთ სამუშაო ჯგუფს შექმნის, რომლებიც იმუშავებენ – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის, „საარჩევნო კოდექსის“, ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურების თაობაზე.
ზელენსკის თქმით, აშკარა აბსურდია, როცა ტერორისტული სახელმწიფო „აზოვს“ „ტერორისტულ ორგანიზაციად“ აცხადებს
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მოსკოვში ახალი პროპაგანდისტული აქტივობა დაიწყო, როდესაც გადაწყვიტეს „აზოვის“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადება, თუმცა ზელენსკის თქმით, როცა ამას ტერორისტული სახელმწიფო აკეთებს, აშკარა აბსურდთან გვაქვს საქმე“. მისივე განცხადებით, ტერორისტები იღებენ პასუხისმგებლობას ჩადენილ დანაშაულებზე, ხოლო რუსეთს ამის გასაკეთებლად გამბედაობა არ ჰყოფნის. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის დროს რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულები ახალ ნორმად არ უნდა იქცეს დანარჩენი მსოფლიოსთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ნიშნავს, რომ სამყარო უარესობისკენ შეიცვალა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება. „აუცილებელია უაღრესად მნიშვნელოვანი ეროვნული ამოცანის გადაჭრა: უკრაინის ხმა უნდა გაიგონ მსოფლიოს იმ ნაწილებში, სადაც რუსული პროპაგანდა ჯერ კიდევ ძალიან მძლავრად მუშაობს. ეს ეხება წყნარი ოკეანის რეგიონში, სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში, არაბულ სამყაროში, აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში. სწორედ ამიტომ არის საჭირო საინფორმაციო მხარდაჭერა ყველა ჩვენი ხალხისგან და ყველა მეგობრისგან საზღვარგარეთ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ როგორც ცნობილია, 2 აგვისტოს რუსეთის უზენაესმა სასამართლომ „აზოვის“ პოლკი „ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა და რუსეთის ტერიტორიაზე მისი მოქმედება აკრძალა“. თავის მხრივ, „აზოვმა“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდა, რუსეთი „ტერორისტულ სახელმწიფოდ“ გამოაცხადოს. შეგახსენებთ, აშშ-ის სენატმა ერთხმად დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს სახელმწიფო დეპარტამენტს, ჩეჩნეთში, საქართველოში, სირიასა და უკრაინაში ქმედებებისთვის, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადოს. ინფორმაცია The New York Times-მა 28 ივლისს გაავრცელა. 2 აგვისტოს ლატვიის სეიმის კომისიამ რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარებას მხარი დაუჭირა. შეერთებული შტატები ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ რუსეთის გამოცხადების საკითხს განიხილავს - ბრიჯიტ ბრინკი ზელენსკის თქმით, ოლენივკაში ტერორისტული თავდასხმა რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარებისთვის გადამწყვეტი არგუმენტი უნდა გახდეს. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
უროლოგიის ცენტრში გარდაცვლილი 7 წლის ბავშვის დედა: არანაირი ქირურგიული ჩარევა არ მომხდარა, ნარკოზის გაკეთების დროს დაიღუპა ჩემი შვილი
"ყველაფერი კარგად ჰქონდა, ოპერაცია უნდა ჩატარებულიყო. ნარკოზის გაკეთებისთანავე ცუდად გახდა ბავშვი, მითხრა ვიხრჩობიო. არანაირი ქირურგიული ჩარევა არ მომხდარა, ნარკოზის გაკეთების დროს დაიღუპა ჩემი შვილი", - უროლოგიის ეროვნულ ცენტრში 7 წლის ბავშვის გარდაცვალებაში ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს. როგორც გარდაცვლილი ბავშვის დედამ მაია ინჯგიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, უნდა გაიგოს მის შვილს რა დაემართა. "ყველა ანალიზი ჩაუტარდა, ყველაფერი კარგად ჰქონდა. დილის 9:00 საათზე ოპერაცია უნდა ჩატარებულიყო. ნარკოზის გაკეთებისთანავე ცუდად გახდა ბავშვი, მითხრა ვიხრჩობიო. მე გარეთ გამომიშვეს, ასე იცის ნარკოზმაო. ექიმს დავაბარე ჩემი შვილი. შემდეგ დამიბარეს და მითხრეს, ქირურგიული ჩარევა მოხდა და გართულდაო. არანაირი ქირურგიული ჩარევა არ მომხდარა, ნარკოზის გაკეთების დროს დამიღუპეს შვილი. მე უნდა ვიცოდე რა დაემართა ჩემს შვილს",- განაცხადა ინჯგიამ. ცნობისთვის, 7 წლის ბიჭი, გუშინ უროლოგიის ეროვნულ ცენტრში გარდაიცვალა. ცხედარს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა.
გაეროს ბირთვული სააგენტოს ხელმძღვანელი: უკრაინაში, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სიტუაცია სრულიად უკონტროლოა
ევროპის უმსხვილეს ატომურ ელექტროსადგურზე სიტუაცია „სრულიად უკონტროლოა“ და დღითიდღე უფრო საშიში ხდება, ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელმა განაცხადა. რაფაელ გროსიმ Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თხოვნით მიმართავს რუსეთს და უკრაინას, რომ ექსპერტები ადგილზე სწრაფად დაუშვან, რათა სიტუაციის სტაბილიზაცია და ბირთვული ავარიის თავიდან აცილება შეძლონ. Associated Press-ი წერს, რომ რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს დაკავებამ განაახლა შიში, რომ უკრაინის 15 ბირთვული სადგურიდან უმსხვილესი შესაძლოა, დაზიანებულიყო, რასაც 1986 წლის ჩერნობილის ავარიის მსგავსი კატასტროფა მოჰყვებოდა. საგენტო აღნიშნავს, რომ რუსეთის ძალებმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ მალევე დაიკავეს მძლავრად დაბინძურებული ტერიტორია, თუმცა მარტის ბოლოს მისი მართვა კვლავ უკრაინელებს დაუბრუნეს. ცნობისთვის, გროსი 27 ეწვია აპრილს ჩერნობილს.
ირაკლი ღარიბაშვილი ჰოლდინგ Mivtach Shamir-ის თავმჯდომარე მეირ შამირს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჰოლდინგ Mivtach Shamir-ის თავმჯდომარე მეირ შამირს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მხარეებმა ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს, მათ შორის, ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის დარგების მიმართულებებით. საუბარი აგრეთვე შეეხო საქართველოს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილმდებარეობას, საერთაშორისო ვიზიტორების მზარდ რიცხვსა და ქვეყანაში არსებულ შეღავათიან საგადასახადო პირობებს. „Mivtach Shamir ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰოლდინგია, რომელიც ისრაელის ბაზარზე უძრავი ქონების, ენერგეტიკის, ფინანსების და ტექნოლოგიების სექტორების მიმართულებით 30-წელზე მეტია ოპერირებს. კომპანია ასევე წარმოდგენილია ინდოეთსა და აშშ-ში. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას სტუმართა მხრიდან – კომპანია Mivtach Shamir-ის პარტნიორი ენერგეტიკის სექტორში დორონ გრუპერი და ელექტროსადგურების ექსპლუატაციის ექსპერტი შლომო გიგი, ხოლო საქართველოს მხრიდან – ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
დეოლიგარქიზაციის შესახებ სამუშაო ჯგუფს ანრი ოხანაშვილი უხელმძღვანელებს
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პირობის შესასრულებლად ხუთი სამუშაო ჯგუფი შექმნა. ანრი ოხანაშვილი: ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფების მუშაობის პროცესს პრეზიდენტის წარმომადგენელი დააკვირდება კომიტეტის ფარგლებში შემდეგი ჯგუფები ჩამიყალიბდა: „დეოლიგარქიზაციის“ საკითხზე კანონპროექტის შემუშავების, სასამართლო რეფორმის, „საარჩევნო კოდექსის“ გადასინჯვის, ანტიკორუფციული ღონისძიებების და სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერების. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, კომიტეტი ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების კუთხით ინტენსიურ სამუშაო პროცესზე გადადის. „ის საორგანიზაციო საკითხები, რომელიც უკავშირდებოდა კონკრეტულ ფოკუს ჯგუფებთან და პოლიტიკურ პარტიებთან პირველ შეხვედრებს, პრაქტიკულად, დასრულებულია. პარლამენტის თავმჯდომარის უშუალო ჩართულობით და მისი ხელმძღვანელობით ჩვენ, 12-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, ყველა პუნქტთან დაკავშირებით ჩავატარეთ შეხვედრები, პირველ რიგში, პოლიტიკურ პარტიებთან და ისინი სრულად საქმის კურსში არიან როგორ წარიმართება პროცესი. შესაბამისად, ყველა ის პოლიტიკური ჯგუფი, რომელმაც გადაწყვიტა მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში, იქნება ეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი, თუ კონკრეტული ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები, ესწრებოდნენ ამ სამუშაო შეხვედრებს და დღესაც აქ არიან წარმოდგენილნი, რაც მისასალმებელია და სწორია. ჩვენ პირველი პუნქტის შესაბამისად ვმოქმედებთ. დეპოლარიზაციის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება არის სწორედ პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგი კონკრეტულ საკითხზე მუშაობისთვის. რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ ჯგუფებს, ოპონენტები ვინც ამ პროცესის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ, ისინი პირდაპირ ეწინააღმდეგებიან პირველ პუნქტს, რასაც ჰქვია დეპოლარიზაცია, ვინაიდან ალტერნატიული ე.წ. ჯგუფების შექმნა, რომელსაც არც პოლიტიკური და არც სამართლებრივი ლეგიტიმაცია არ გააჩნია, სხვა არაფერია თუ არა პოლარიზაცია და ამ პოლარიზაციის გაღრმავება. ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი პასუხისმგებლობის ფარგლებში და ჩვენი პასუხისმგებლობის შესაბამისად ინტენსიურ სამუშაო პროცესზე გადავდივართ“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა. "დეოლიგარქიზაციის", სასამართლო რეფორმის, ანტიკორუფციული ღონისძიებების და სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერების შესახებ სამუშაო ჯგუფებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი უხელმძღვანელებს , ხოლო საქართველოს საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფს - ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი მიქანაძე. სამუშაო ჯგუფების შემადგენლობაში შედიან ფრაქცია „ქართული ოცნების“ და საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი, სამოქალაქო საზოგადოების ( აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის) და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, აგრეთვე სხვა დაინტერესებული პირები. საპარლამენტო ოპოზიციიდან სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობას მიიღებენ: „მოქალაქეების“, „ევროპელი სოციალისტების“ და, „გირჩის“ წარმომადგენლები, ასევე, უფრაქციო პარლამენტის წევრები. ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლები, მათ მიერ გამოთქმული სურვილის შესაბამისად, მონიტორინგს გაუწევენ სამუშაო ჯგუფების საქმიანობას. მისი თქმით, სურვილის შემთხვევაში, პროცესის მონიტორინგის შესაძლებლობა, ასევე, ექნებათ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს.~ 24 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უფრო დეტალურად ევროკომისიის რეკომენდაციებს ამ ბმულზე გაეცანით დოკუმენტში დეოლიგარქიზაციაზეც არის ჩანაწერი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში“.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლომ ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ მოთხოვნა არ მიიღო
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლომ ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმების მასალები „პარლამენტს“ უკან დაუბრუნა. „საკონსტიტუციო სასამართლოს“ აპარატზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატმა 3 აგვისტოს დაადგინა, რომ მიმართვა არ აკმაყოფილებდა ოკუპირებული აფხაზეთის „კონსტიტუციის“ მოთხოვნებს და მასალები პარლამენტს უკან დაუბრუნდა. ასლან ბჟანიას ბიჭვინთის ე.წ. სამთავრობო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის გამო, ადგილობრივი ოპოზიცია დაუპირისპირდა ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტს“ „საკონტიტუციო სასამართლოს“ გადაწყეტილების გასაჩივრება 3 დღის განმავლობაში შეუძლია.
ზელენსკის თქმით, უკრაინა ჩინეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების წარმოებას ცდილობს
უკრაინა ეძებს შესაძლებლობას, პირდაპირი მოლაპარაკებები აწარმოოს ჩინეთის ლიდერთან სი ძინპინთან“, South China Morning Post-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მისი ქვეყანა ჯერ კიდევ კონფლიქტის წინა წლებში, პეკინთან მჭიდრო კავშირების დამყარებას მუდმივად ცდილობდა. „ერთი წლის წინ ვესაუბრე პრეზიდენტ სი ძინპინს. 24 თებერვალს, სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ, ჩვენ ოფიციალურად ვთხოვეთ საუბარი, მაგრამ ასეთი საუბარი ჩინეთთან არ შემდგარა , მიუხედავად იმისა, რომ ვფიქრობ, ეს სასარგებლო იქნებოდა“, - განაცხადა ზელენსკიმ. SCMP-თან ინტერვიუში უკრაინის ლიდერმა მოუწოდა ჩინეთს, გამოიყენოს თავისი უზარმაზარი პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენა რუსეთზე, რათა ომი დასრულდეს. „ეს არის ძალიან ძლიერი სახელმწიფო. ეს არის ძლიერი ეკონომიკა... ასე რომ (მას), შეუძლია პოლიტიკურად და ეკონომიკურად მოახდინოს გავლენა რუსეთზე. ჩინეთი არის [ასევე] გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი", - ციტირებს ზელენსკის South China Morning Post-ი. ჩინეთში უკრაინის საელჩოს მონაცემებით, 2021 წელს ჩინეთი უკრაინის მთავარი სავაჭრო პარტნიორი იყო. სავაჭრო ბრუნვა კი, თითქმის 19 მილიარდი აშშ დოლარს შეადგენდა. ცნობისთვის, ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტია არც გმობს რუსეთის ომს უკრაინაში და არც შეჭრას უწოდებს მას. ჩინეთი პირველად მოხვდა NATO-ს „სტრატეგიულ კონცეფციაში", რომელიც სამიტზე, მადრიდში მიიღეს. დოკუმენტი ასახავს უსაფრთხოების გამოწვევებს, რომლებსაც ჩინეთის ამბიციები წარმოშობს. ამასთან, დიდი შვიდეულის (G7) უმსხვილესი დემოკრატიული ეკონომიკის ქვეყნები ჩინეთთან მიმართებით მკაცრი რიტორიკით გამოვიდნენ. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
მიხაილო პოდოლიაკმა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის საჭირო ოთხი პირობა დაასახელა
უკრაინის პოზიცია რუსეთთან მოლაპარაკებებში უნდა შედგებოდეს ოთხი კომპონენტისგან, საიდანაც ყველა მათგანი იარაღს ეხება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა „ტვიტერის“ გვერდზე განაცხადა. „რუსეთთან მოსალაპარაკებლად საჭიროა სწორი პოზიცია. ეს მოიცავს ოთხ მარტივ შემადგენელ პუნქტს: 1. შორ მანძილზე მოქმედი არტილერია, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები და ამერიკული ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსები, რათა რუსეთის ლოჯისტიკა განადგურდეს. 2. საჰაერო თავდაცვითი და ანტისარაკეტო სისტემები, რათა უკრაინული ქალაქები იყოს დაცული. 3. შემტევი უპილოტო საფრენი აპარატები – საუკეთესო მონადირეები, 4. ჯავშანტექნიკა კონტრშეტევისთვის“, – წერს პოდოლიაკი. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მშობლების მკვლელობაში ბრალდებული პატიმრობაში რჩება
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მშობლების მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ბეროზაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება. სხდომაზე დაკავებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა. ამასთან, ბრალდებულ გიორგი ბეროზაშვილს მისი საქმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილვა შეეთავაზა, რასთან დაკავშირებითაც, მან თანხმობა განაცხადა. ცნობისთვის, ვაზისუბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მიმდინარე წლის 27 აპრილს ხანძარი მოხდა, რომელსაც წინ მკვლელობა უძღვოდა. პროკურატურის ვერსიით, 30 წლის გიორგი ბეროზაშვილმა მძინარე მშობლები ჯერ მოკლა, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა. "ბრალდებულმა ყაჩაღობის ინსცენირება მოახდინა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა და მიიმალა. გიორგი ბეროზაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, და 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა- შენახვა-ტარებასა და განზრახ მკვლელობას უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის ორი წევრის მიმართ გულისხმობს. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ჩინეთმა ჩრდილოეთ კორეას ზღვაში რაკეტების გასროლით „მიბაძა“
ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩინეთმა კუნძულის მახლობლად მდებარე წყლებში რაკეტების გასროლით ჩრდილოეთ კორეას „მიბაძა“. ტაივანის საგარეო უწყება მკაცრად გმობს ჩინეთის ქმედებებს და მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, ერთობლივად დაგმომ ჩინეთის სამხედრო საფრთხე. მან მოუწოდა სხვა ქვეყნებს, განაგრძონ დემოკრატიული ტაივანის და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვისადმი მხარდაჭერა. ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ტაივანი თავდაცვის შესაძლებლობებს გააძლიერებს და მჭიდრო კოორდინაციაში იქნება შეერთებულ შტატებთან და სხვა თანამოაზრე ქვეყნებთან. შეგახსენებთ, ნენსი პელოსის ვიზიტის საპასუხოდ, ჩინეთი ტაივანის გარშემო თავის ისტორიაში ყველაზე დიდ სამხედრო წვრთნებს იწყებს. ნენსი პელოსის ვიზიტის საპასუხოდ, ჩინეთი ტაივანის გარშემო თავის ისტორიაში ყველაზე დიდ სამხედრო წვრთნებს იწყებს აშშ ეწინააღმდეგება ტაივანის სტატუს-კვოს შესაცვლელად ნებისმიერ ცალმხრივ მცდელობას, განსაკუთრებით ძალის გამოყენებით. ამასთან, შეერთებული შტატების პოლიტიკა ტაივანთან დაკავშირებით არ შეცვლილა, ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პნომპენში, კამბოჯაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. გაეცანით Europetime-ის სტატიას ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი
მამუკა ონაშვილი მახათას მთაზე, ახალ პანთეონში დაკრძალეს
მომღერალი მამუკა ონაშვილი მახათას მთაზე, ახალ პანთეონში დაკრძალეს. სიონის საკათედრო ტაძარში, მამუკა ონაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეგახსენებთ, რომ მამუკა ონაშვილი 55 წლის ასაკში ავტოავარიის შემდეგ გარდაიცვალა. მამუკა ონაშვილი ახლობლებმა, მეგობრებმა და კოლეგებმა სიონის საკათედრო ტაძრიდან ტაშით გააცილეს.