ძებნის რეზულტატი:
ამირან გამყრელიძე თანამდებობის დატოვებაზე: დეტალურად მომავალ კვირაში ვილაპარაკებ და მედიასაც შევხვდები
Europetime-თან კომენტარში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ თანამდებობიდან წასვლის შესახებ დეტალურად მომავალ კვირას ისაუბრებს და მედიასაც შეხვდება. ჯანდაცვის მინისტრი: ამირან გამყრელიძე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ტოვებს, მას დროებით თამარ გაბუნია ჩაანაცვლებს „თანამდებობიდან წასვლაზე დეტალურად მომავალ კვირაში ვილაპარაკებ და მედიასაც შევხვდები“, - განუცხადა გამყრელიძემ Europetime-ს. მანამდე, ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ამირან გამყრელიძის თანამდებობიდან გადადგომის ფაქტი დაადასტურა და განაცხადა, რომ მას დროებით, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია შეცვლის. ამასთან, აზარაშვილმა აღნიშნა, რომ თანამდებობას ამირან გამყრელიძე საკუთარი განცხადების საფუძველზე ტოვებს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის თანამდებობას ამირან გამყრელიძე 2013 წლის 7 თებერვლიდან იკავებდა.
ბულგარეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
ბულგარეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ტურისტული და უძრავი ქონების ფლობისთვის საჭირო ვიზების გაცემა გაურკვეველი დროით შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაცია ავრცელებს. ამ გადაწყვეტილების მიზეზი, 5 აგვისტოს რუსეთიდან 14 ბულგარელი დიპლომატის გაძევება გახდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს არის საპასუხო ზომები, ბულგარეთის მსგავს გადაწყვეტილებაზე რუსეთის საგარეო მისიების თანამშრომლებთან დაკავშირებით. ლატვიამ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა შეაჩერა ესტონეთმა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის, საგანმანათლებლო მიზნებისთვის, ვიზებისა და ბინადრობის მოწმობების გაცემა აკრძალა მანამდე ესტონეთმა განაცხადა, რომ შეწყვეტს რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებზე ბინადრობის ნებართვისა და სასწავლო ვიზების გაცემას. ფინეთის პრეზიდენტი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესების საკითხს განიხილავს გარდა ამისა, რუსეთის მოქალაქეების მიმართ ფინეთის მთავრობაც განიხილავს სავიზო შეზღუდვებს. ოფიციალური ჰელსინკი გეგმავს, ეს საკითხი აგვისტოს ბოლოს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე დააყენოს.
რუსული მხარის ინფორმაციით, ერდოღანი და პუტინი ბუნებრივი აირის საფასურის ნაწილობრივ რუბლებში გადახდაზე შეთანხმდნენ
რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ალექსანდრე ნოვაკმა, თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების 4-საათიანი დახურული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მხარეები ბუნებრივი აირის საფასურის ნაწილობრივ რუბლებში გადახდაზე შეთანხმდნენ. რუსეთის ვიცე-პრემიერის განცხადებით, რუსეთი და თურქეთი ეროვნულ ვალუტაში ანგარიშსწორებაზე ეტაპობრივ გადასვლაზე საუბრობენ. რუსეთს უკრაინასთან მოლაპარაკებებში ერდოღანი შუამავლად სურს - Bloomberg ნოვაკის თქმით, თურქეთი რუსეთისგან ყოველ წელს 26 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს ყიდულობს, ლიდერების გადაწყვეტილებით კი, თურქეთი გაზის საფასურის ნაწილს რუბლებში გადაიხდის. გავრცელებული ინფორმაციით, თავის მხრივ, ერდოღანმა ასევე პუტინთან საუბრისას „აკუიუს“ ატომური ელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხებიც განიხილა. ეს ინფორმაცია რუსეთის ვიცე-პრემიერმაც დაადასტურა და აღნიშნა, რომ შესაძლოა „აქკუიუს ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა 2023 წლამდე დაიწყოს“. ერდოღანის თქმით, თურქეთი-რუსეთის მოლაპარაკებები სირიის შესახებ, რეგიონისთვის შვების მომტანი იქნება ნოვაკმა ისიც აღნიშნა, რომ მხარეებმა საბანკო და საფინანსო სექტორში თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. BBC წერს, რომ თურქეთის ლიდერი პუტინის ერთ-ერთ ყველაზე მტკიცე მოკავშირედ ითვლება. NATO-ს სხვა წევრების მსგავსად, თურქეთი ეწინააღმდეგება რუსეთის შეჭრას უკრაინაში, თუმცა ამ ქვეყანას იარაღი არ მიაწოდა. ამავდროულად, ანკარამ დასავლეთის სანქციენზე მიერთებისგან თავი შეიკავა.
ისრაელის ქალაქებში საჰაერო განგაშის ხმა ისმის. ღაზის სექტორიდან 100-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს - მედია
სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა ღაზის სექტორში ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად, მათ შორის არის პალესტინური „ისლამური ჯიჰადის“ მაღალი რანგის მეთაური. ტაისირ ჯაბარის სახელს არაერთ ტერორისტულ თავდასხმასა და ისრაელის ტერიტორიაზე სარაკეტო იერიშებს უკავშირებდნენ. დაჭრილია 40-მდე ადამიანი. ინფორმაციას BBC ავრცელებს. მისივე თანახმად, PIJ-მა საპასუხოდ, ისრაელის მომართულებით 100-ზე მეტი რაკეტა გაისროლა. ისრაელის მედიასაშაულებების ცნობით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ოპერაცია პალესტინური „ისლამური ჯიჰადისგან“ (PIJ) მომდინარე საფრთხეს მოჰყვა. ამასთან, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა საჭიროების შემთხვევაში 25 000-მდე რეზერვისტის გამოძახების შესახებ გეგმა დაამტკიცა. პრემიერ-მინისტრ იაირ ლაპიდის თქმით, ოპერაცია იმდენ ხანს გაგრძელდება, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება. ვითარების გამწვევებას წინ უძღოდა იორდანის დასავლეთ სანაპიროს ტერიტორიაზე პალესტინური „ისლამური ჯიჰადის" ერთ-ერთი ლიდერის, ბასამ ალ-საადის დაკავება. გავრცელებული ინფორმაციით, მის დაკავებას პალესტინისა და ისრაელის პოლიციას შორის შეტაკება და მსხვერპლი მოჰყვა.
თამარ გაბუნია გამყრელიძის გადადგომაზე: ნუ ეძებთ დაპირისპირებას. რამდენადაც ვიცი, ეს იყო ბატონი ამირანის გადაწყვეტილება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ „ტვ.პირველს“ დაუდასტურა, რომ ამირან გამყრელიძის გადადგომის შემდეგ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობას შეასრულებს. ჯანდაცვის მინისტრი: ამირან გამყრელიძე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ტოვებს, მას დროებით თამარ გაბუნია ჩაანაცვლებს „ვიდრე სხვა მენეჯერს შეარჩევენ, მე მოვალეობას შევასრულებ“, - აღნიშნა გაბუნიამ. „ნუ გაქვთ მუდმივად დაპირისპირების ძიების მცდელობა. მე რამდენადაც ვიცი, ეს იყო ბატონი ამირანის გადაწყვეტილება და მინისტრთან შეთანხმდა ამაზე“,- განაცხადა გაბუნიამ. „თანამდებობიდან წასვლაზე დეტალურად მომავალ კვირაში ვილაპარაკებ და მედიასაც შევხვდები“, - განუცხადა გამყრელიძემ Europetime-ს. მანამდე, ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ამირან გამყრელიძის თანამდებობიდან გადადგომის ფაქტი დაადასტურა და განაცხადა, რომ მას დროებით, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია შეცვლის. ამასთან, აზარაშვილმა აღნიშნა, რომ თანამდებობას ამირან გამყრელიძე საკუთარი განცხადების საფუძველზე ტოვებს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის თანამდებობას ამირან გამყრელიძე 2013 წლის 7 თებერვლიდან იკავებდა.
ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს საელჩო აფრთხილებს
ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს. ისრაელის ქალაქებში საჰაერო განგაშის ხმა ისმის. ღაზის სექტორიდან 100-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს „6 აგვისტოს, შაბათს, 20:00 საათამდე იმოქმედებს შემდეგი შეზღუდვები (ვადის გაგრძელების შემთხვევაში, დამატებით გაცნობებთ): ღაზის სექტორთან 80კმ-ის რადიუსში მცხოვრებთათვის: ნებადართულია ღონისძიებები და შეკრებები არა უმეტეს 10 ადამიანისა ღია სივრცეში და არა უმეტეს 50 ადამიანისა – დახურულ სივრცეში. სასწავლო პროცესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში, საბავშვო ბაღებში და საზაფხულო ბანაკებში არ განხორციელდება.სამუშაო ადგილებზე ყოფნა მხოლოდ იმ დაწესებულებებშია ნებადართული, სადაც თავშესაფრებია. უსაფრთხოების იგივე ნორმები მოქმედებს ცენტრალურ და დასავლეთ ნეგევის მიმდებარედ მცხოვრებთათვის. განსხვავდება მხოლოდ დახურულ სივრცეში შეკრების პირობა: ნებადართულია 100 ადამიანი. შეცვლილია აფრენის და დაფრენის გრაფიკი ბენ-გურიონის საერთაშორისო აეროპორტში. საჯარო თავშესაფრები გახსნილია ისრაელის სამხრეთით მდებარე ქალაქებში – აშდოდი, შდეროთი, ბერშევა და ასევე, რამდენიმე ცენტრალურ ქალაქში. გთხოვთ, გაითვალისწინოთ და დაიცვათ აღნიშნული უსაფრთხოების ნორმები“, – ნათქვამია საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ გაფრთხილებაში. BBC-ის ცნობით, სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა ღაზის სექტორში ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად, მათ შორის არის პალესტინური „ისლამური ჯიჰადის“ მაღალი რანგის მეთაური. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ოპერაცია პალესტინული „ისლამური ჯიჰადისგან“ (PIJ) მომდინარე საფრთხეს მოჰყვა და იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ეს საჭირო იქნება.
ერდოღანი და პუტინი სოჭში გამართული შეხვედრის დეტალებზე ერთობლივ განცხადებაში საუბრობენ
რუსეთის ქალაქ სოჭში ოთხსაათიანი შეხვედრის შემდეგ ერთობლივ განცხადებაში თურქეთის და რუსეთის პრეზიდენტები, მედიის ცნობით, ადასტურებენ, რომ ანკარასა და მოსკოვს შორის კონსტრუქციულმა ურთიერთობამ თავისი როლი ითამაშა გასული თვის ისტორიული შეთანხმების მიღწევაში, რაც უკრაინის პორტებიდან მარცვლეულისა და საკვები პროდუქტების უსაფრთხო ტრანსპორტირებას გულისხმობს. „სოჭის შეხვედრისას ხაზი გასვა სტამბოლის შეთანხმების სრულად განხორციელების აუცილებლობას, მათ შორის, რუსეთის მარცვლეულისა და სასუქის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის ექსპორტის საჭიროებას. ერდოღანმა და პუტინმა ასევე ხაზი გაუსვეს პოლიტიკური პროცესის მნიშვნელობას ომით განადგურებულ სირიაში გრძელვადიანი გადაწყვეტის მისაღწევად და დაადასტურეს თავიანთი სწრაფვა, იმოქმედონ ტერორისტულ ჯგუფებთან საბრძოლველად. ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, რომ მიუხედავად არსებული რეგიონული და გლობალური გამოწვევებისა, „ურთიერთპატივისცემის საფუძველზე“ განავითარონ ორმხრივი ურთიერთობები. რუსული მხარის ინფორმაციით, ერდოღანი და პუტინი ბუნებრივი აირის საფასურის ნაწილობრივ რუბლებში გადახდაზე შეთანხმდნენ მოლაპარაკებების დროს ერდოღანი და პუტინი შეთანხმდნენ ორმხრივი ვაჭრობის მოცულობის გაზრდასა და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაზე ენერგეტიკის, ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროებში თანამშრომლობის გასაძლიერებლად. ლიდერებმა ასევე ხაზი გაუსვეს მათ მტკიცე ერთგულებას ლიბიის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ეროვნული ერთიანობის მიმართ. სოჭში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, ერდოღანი და პუტინი შეთანხმდნენ, რომ თურქეთ-რუსეთის უმაღლესი დონის თანამშრომლობის საბჭოს შემდეგი შეხვედრა თურქეთში გაიმართება“, - ნათქვამია განცხადებაში თურქული სააგენტო Anadolu-ს ცნობით.
კინზინგერი მედვედევის განცხადებაზე: ქართველებს არ უნდა ეშინოდეთ
„ვფიქრობ, რომ ქართველებს არ უნდა ეშინოდეთ [ასეთი განცხადებების], მაგრამ ქართველები უნდა იყვნენ მიზანმიმართულებიც. მათ უნდა გადაწყვიტონ, რომ უარი თქვან ყოფილ საბჭოთა კავშირზე, უარი თქვან რუსეთზე, უარი თქვან ასეთ განცხადებებზე, რომელიც ცდილობს რომ დეჰუმანიაზაცია მოახდინოს და ქართველებს ეროვნული იდენტობა წაართვას",- ასეთ კომენტარს აკეთებს ამერიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი „ამერიკის ხმასთან“ დმიტრი მედვედევის განცხადებაზე. მედვედევის გვერდზე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა პოსტი, რომლის თანახმად „საქართველო რუსეთის ნაწილი უნდა გახდეს“ ადამ კინზინგერი თვლის, რომ მსგავსი ტიპის განცხადებებით, რუსეთი ახლა, მხოლოდ მრისხანე იმიჯის შექმნას ცდილობს: „მიზეზი, რატომაც ვამბობ, რომ ახლა თქვენ არ უნდა გეშინოდეთ ზედმეტად ისაა, რომ უკრაინაში რუსეთმა აჩვენა, რომ ე.წ ქაღალდის ვეფხვია. ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოსთვის საფრთხე არ არსებობს, საფრთხე ნამდვილადაა, მაგრამ ქართველებმა რუსეთს ძლიერი პასუხი უნდა გასცენ და თქვან: ჩვენ განსაზვრული გვაქვს, რომ საკუთარი თავის პატრონები ვიყოთ. ჩვენ შეგვიძლია, რომ კარგი ურთიერთობა გვქონდეს მეზობელთან, მაგრამ მოწოდებული ვართ, რომ დამოუკიდებლები და სუვერენულები ვიყოთ. როდესაც რუსები ასეთ განცხადებას აკეთებენ, ისინი ამას შიშის გამო ამბობენ." რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დმიტრი მედვედევის ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელ ВКонтакте-ში გავრცელდა ტექსტი, რომელშიც მედვედევი წერდა, რომ საქართველო, როგორც ქვეყანა, რუსულ იმპერიაში გაერთიანებამდე არ არსებობდა და რომ ის კვლავ თავისი ჩრდილოელი მეზობლის ნაწილი უნდა გახდეს. მედვედევის პოსტის ასლი თავის ტელეგრამ-არხზე რუსმა ჟურნალისტმა, პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ქსენია სობჩაკმა გამოაქვეყნა. მისი ინფორმაციით, დაახლოებით 10 წუთის შემდეგ, პოსტი წაიშალა. სობჩაკი ვარაუდობს, რომ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის დიმიტრი მედვედევის გვერდი გატეხეს. მოგვიანებით, დიმიტრი მედვედევის თანაშემწემ ოლეგ ოსიპოვმა, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ВКонтакте მედვედევის გვერდი გატეხეს.
პარლამენტის თავმჯდომარე საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კოლეგებთან ერთად საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის თავმჯდომარე „ფეისბუქში“ ავრცელებს. „კოლეგებთან ერთად საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას შევხვდით. ადგილზე გავეცანით არსებულ მდგომარეობას და მათ საჭიროებებს, მადლიერებაც მოვისმინეთ და პრობლემებზეც ვისაუბრეთ. გავეცანით განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. მოვინახულეთ უკვე დასრულებული სასმელი და სარწყავი წყლის სისტემები, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაშენებული ხეხილის ბაღები. სოფელ არბოში 10 წლის ნიკოლოზი გავიცანით. მამასთან ერთად ოკუპაციის ხაზთან თავისი პატარა ბაღი აქვს გაშენებული, სადაც გვიმასპინძლა კიდეც. აძვის სკოლაში სტუმრობისას გულთბილი შეხვედრა გვქონდა სკოლის პედაგოგებთან. მოვისმინეთ თუ რა კეთდება და რა არის მომავალში გასათვალისწინებელი. ვინაიდან სკოლაში მოსწავლეების რაოდენობა სასიხარულოდ მზარდია, შევპირდით, რომ სკოლის შენობა გაფართოვდება და დამატებით საკლასო ოთახებს და სპორტულ დარბაზს მიიღებს. დღის ბოლოს გორში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს და რეგიონული ოფისის წარმომადგენელს შეხვდით, სადაც რეგიონში მისიის მნიშვნელოვან როლზე ვისაუბრეთ. დღე სასიამოვნო ამბით დასრულდა – რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ სოფელ ლოპანის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ზაზა მეგრელიშვილი და თამაზ გოგიჩაშვილი გათავისუფლდნენ“, – აღნიშნავს შალვა პაპუაშვილი
მექსიკაში, შეიარაღებული დაჯგუფების წევრები სამართალდამცველებს დაესხნენ თავს - დაიღუპა 13 ადამიანი
მექსიკაში, სან-ლუის-პოტოსის შტატში შეიარაღებული დაჯგუფების წევრები სამართალდამცველებს დაესხნენ თავს. ორმხრივი სროლის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა. სპეცოპერაცია მუნიციპალიტეტში ორი ქალის დაკავების შემდეგ დაიწყო, რომლებმაც განაცხადეს, რომ ადამიანების უკანონო დაკრძალვაში მონაწილეობდნენ, და პოლიციას დაკრძალვის ადგილზე მიუთითეს. „დაჯგუფების 13 წევრი მოკლულია, კიდევ ორი თავდამსხმელი დაკავებულია“, - აცხადებენ პოლიციაში. შემთხვევის ადგილიდან ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა 27 ავტომატი და შაშხანა ამოიღეს.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივვე ცნობით, ბიძგი თბილისის დროით 09:33 საათზე ყვარელთან დაფიქსირდა. ამასთან, სიმძლავრემ 3.0 მაგნიტუდა შეადგინა.
უკრაინის შეიარაღებული ძალები: ომის დაწყების დღიდან, უკრაინულმა ძალებმა 41 900 რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ომის დაწყების დღიდან, უკრაინულმა ძალებმა 41 900 რუსი ჯარისკაცი მოკლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. "უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს მტრის 1 802 ტანკი, 4 051 ჯავშანტექნიკა, 955 საარტილერიო სისტემა, 260 ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა, 127 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 223 თვითმფრინავი, 191 ვერტმფრენი, 744 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი, 182 ფრთოსანი რაკეტა, 15 გემი/ნავი, 2 970 ერთეული სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი, ასევე 85 ერთეული სპეცტექნიკა", - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ”ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 8 პირი დააკავა
მოქალაქეთა შორის არსებული ფინანსური დავის "ქურდული წესით" გარჩევის ფაქტები გამოავლინეს და მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ჭიათურასა და საჩხერეში 8 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით დაკავებული არიან: 1953 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ.შ., 1960 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ზ. (მეტსახელად „თუშია“), 1976 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.თ. (მეტსახელად „ჩხირა“), 1963 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ა. (მეტსახელად „ლეღვა“), 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ.კ., 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ს.რ., 1966 წელს დაბადებული კ. ტ., 1991 წელს დაბადებული ვ. ტ. დანაშაულები 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „ კომპლექსური გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები - „ქურდული სამყაროს“ წევრები და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერები აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა დანაშაულებრივ საქმიანობაში. ისინი, მოქალაქეების მიმართვის საფუძველზე, მოდავე მხარეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარების, სადავო საკითხების „ქურდული წესების“ შესაბამისად განხილვისა და მათი თავიანთ სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით, საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ და ე.წ. ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ, შემდეგ კი "კანონიერი ქურდების" გადაწყვეტილებების აღსრულებას პირადად აკონტროლებდნენ და მოდავე მხარეებიდან ერთ-ერთს სადავო თანხის მიტანას აიძულებდნენ. ბრალდებულებისა და მოდავე მხარეების მონაწილეობით რამდენჯერმე მოეწყო საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიაზე ე.წ. ქურდული გარჩევები, რომლებშიც საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდები“ - თენგიზ ხოფერია (მეტსახელად „ჭინკა“), დავით ქურასბედიანი (მეტსახელად „ჭუტა“), რომან ბარბაქაძე (მეტსახელად „რემენა“), მერაბ ჭეიშვილი (მეტსახელად „ჟორჟიკიჩი“) და ჯეირან კინწურაშვილი მონაწილეობდნენ. პოლიციამ, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ. „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით, 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს”,- აღნიშნავენ უწყებაში.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ტენდენციები განიხილეს და აღნიშნული მიმართულებით სხვადასხვა საკითხზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ახალი საკურორტო ზონების შესწავლას და არსებული კურორტების განვითარებას. ითქვა, რომ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისა და სტიმულირებისთვის საჭიროა საერთაშორისო ვიზიტორთა მოცულობის ზრდა, რისთვისაც კურორტების განვითარება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბალნეოლოგიურ კურორტებსა და კერძო ინვესტიციებს. აღინიშნა, რომ უახლოეს პერიოდში ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება.
შსს კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის ხელმძღვანელის გიორგი გალდავას დაჭრის ფაქტზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის ხელმძღვანელ გიორგი გალდავას დაჭრის ფაქტზე ექიმის დაკავების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. ექიმი: კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის გენერალური დირექტორის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1942 წელს დაბადებული თ.ბ., განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 აგვისტოს, თბილისში, ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ამავე დაწესებულების დირექტორი – 1972 წელს დაბადებული გ.გ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
მაკა ბოჭორიშვილი: საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში ყველაზე კარგად ჩანს, რა არის რუსული ოკუპაციის სახე და რა შედეგები მოაქვს მას
საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში ყველაზე კარგად ჩანს, რა არის რუსული ოკუპაციის სახე და რა შედეგები მოაქვს მას, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა შიდა ქართლში განაცხადა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და პირველ ვიცე-სპიკერ გია ვოლსკისთან ერთად იმყოფებოდა. პარლამენტის თავმჯდომარე საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა ქართველი კანონმდებლები საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მოსახლეობას შეხვდნენ და არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ. როგორც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს საოკუპაციო ხაზთან არსებულ სოფლებს და იქ მცხოვრებ ადამიანებს. „მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება მივაქციეთ ამ სოფლებს, რომლებიც მდებარეობენ საოკუპაციო ხაზთან, იმ ადამიანებს, რომლებიც აქ ცხოვრობენ ყოველდღიურად რუსული ოკუპაციის შემხედვარე და რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან მათ ჰქონდეთ მხარდაჭერა, გვერდში დგომა, რომ მათ მაქსიმალურად შეძლონ ამ რთულ პირობებთან გამკლავება, რაც თან ახლავს რუსულ ოკუპაციას“,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარემ, პირველმა ვიცე სპიკერმა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფელ არბოში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ხეხილის ბაღები დაათვალიერეს და სოფლების აძვის და ჯარიაშენის სკოლა მოინახულეს. შეხვედრებს გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დღის ბოლოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, გორში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელს და რეგიონული ოფისის წარმომადგენელს შეხვდნენ.
The Insider: ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურზე რუსი სამხედროების საეჭვო აქტივობა შეინიშნება, შესაძლოა, ოკუპანტებმა ელექტროსადგური დანაღმეს
რუსმა ოკუპანტებმა, შესაძლოა, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დანაღმეს. ამის შესახებ გამოცემა The Insider-ი წერს. მათივე ცნობით, ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე რუსი სამხედროების საეჭვო აქტივობა შეინიშნება. როგორც The Insider-ი წერს, ადგილზე დანაღმვითი სამუშაო ჩატარდა. ევროპის უმსხვილეს ატომურ ელექტროსადგურზე სიტუაცია „სრულიად უკონტროლოა“ და დღითიდღე უფრო საშიში ხდება, ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელმა განაცხადა. რაფაელ გროსიმ Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თხოვნით მიმართავს რუსეთს და უკრაინას, რომ ექსპერტები ადგილზე სწრაფად დაუშვან, რათა სიტუაციის სტაბილიზაცია და ბირთვული ავარიის თავიდან აცილება შეძლონ. Associated Press-ი წერს, რომ რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს დაკავებამ განაახლა შიში, რომ უკრაინის 15 ბირთვული სადგურიდან უმსხვილესი შესაძლოა, დაზიანებულიყო, რასაც 1986 წლის ჩერნობილის ავარიის მსგავსი კატასტროფა მოჰყვებოდა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
უცხოური მედია: ჩრდილოეთ კორეა უკრაინაში ბრძოლის მხარდასაჭერად რუსეთს 100 ათასი "მოხალისის" გაგზავნას სთავაზობს
ჩრდილოეთ კორეა უკრაინაში ბრძოლის მხარდასაჭერად რუსეთს 100 ათასი "მოხალისის" გაგზავნას სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. New York Post-ის ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოს წევრის იგორ კოროჩენკოს თქმით, 100 ათასი ჩრდილოეთ კორეელი მოხალისე მზადაა რუსეთ-უკრაინის "კონფლიქტში" ჩაერთოს. „არის განცხადებები, რომ 100 ათასი ჩრდილოეთ კორეელი მოხალისე მზადაა ჩამოვიდეს და მონაწილეობა მიიღოს კონფლიქტში. თუ ჩრდილოეთ კორეა გამოთქვამს სურვილს, შეასრულოს მისი საერთაშორისო ვალი უკრაინის ფაშიზმთან ბრძოლაში, ჩვენ მას ამის საშუალება უნდა მივცეთ,“- განაცხადა კოროჩენკომ. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
თეთრ სახლთან, ლაფაიეტის პარკში მეხის დაცემის შედეგად დაშავებული ოთხი პირიდან სამი დაიღუპა
BBC-ის ინფორმაციით, თეთრ სახლთან, ლაფაიეტის პარკში მეხის დაცემის შედეგად დაშავებული ოთხი პირიდან სამი დაიღუპა. თეთრი სახლის მიმდებარედ, ოთხი ადამიანი მეხის დაცემის შედეგად დაშავდა გარდაცვლილთაგან ორი 76 და 75 წლის ცოლ-ქმარი არიან, რომლებიც დედაქალაქს მათი ქორწინების 56-ე წლის იუბილესთან დაკავშირებით ეწვივნენ. მესამე გარდაცვლილი კი, 29 წლის კაცია. ამასთან, როგორც ცნობილია, მეოთხე დაშავებულიც კრიტიკულ მდგომარეობაშია.
The Times-ი ცნობით, მიკოლაივის ალყაში მოქცევის მიზნით უკრაინის სამხრეთში 25 000 რუსი სამხედროა მობილიზებული
The Times-ი ცნობით, მიკოლაივის ალყაში მოქცევის მიზნით უკრაინის სამხრეთში 25 000 რუსი სამხედროა მობილიზებული, მათგან 10 000 დნეპრის დასავლეთ ნაპირზე იმყოფება. გამოცემის ცნობით, მიკოლაივის აღება რუსეთს ოდესის მიმართულებით საკუთარი პოზიციების გასამყარებლად სჭირდება. "ესაა რუსეთის პასუხი უკრაინელების განცხადებებზე, თითქოს ისინი კონტრშეტევაზე გადავიდნენ და მიკოლაივიდან ფრონტის ხაზი 2 კილომეტრით წინ გადაწიეს. გამოცემის ცნობით, მიკოლაივის აღება რუსეთს ოდესის მიმართულებით წინსვლისთვის სჭირდება", - წერს გამოცემა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.