ძებნის რეზულტატი:

„კარწახის“ საბაჟოზე ₾133 ათასზე მეტი ღირებულების ოქროს ჯართის გადატანის ფაქტი გამოვლინდა

„კარწახის“ საბაჟოზე ₾133 ათასზე მეტი ღირებულების ოქროს ჯართის გადატანის ფაქტი გამოვლინდა - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.უწყების ცნიბით, საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონების გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტი გამოავლინაგამოძიებით დადგინდა, რომ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, საბაჟო გამშვები პუნქტი „კარწახის“-ს გავლით, შეეცადა საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში, საბაჟო კონტროლისაგან მალულად გადაეტანა 133 351,74 ლარის საბაჟო ღირებულების 871,53 გრამი ოქროს ჯართი.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს.  

მე-12 ბატალიონის „ბრავო“ ასეულმა სიტუაციური სწავლება ჩაატარა

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის “ბრავო” ასეულმა სიტუაციური საველე სწავლება დაასრულა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.  „წვრთნა ორი კვირის განმავლობაში ვაზიანში მიმდინარეობდა და ასეულის დონეზე ამოცანაზე ორიენტირებულ მომზადებას ისახავდა მიზნად. სწავლების განმავლობაში “ბრავო” ასეულმა რეალურ ვითარებასთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში პრაქტიკული მეცადინეობები გაიარა. სიმულაციური სცენარის მიხედვით, ასეულმა დასახლებულ პუნქტში შეტევითი ოპერაცია და დაზვერვის ინფორმაციის საფუძველზე, შენობაში განლაგებული მოწინააღმდეგის განადგურების მიზნით რეიდი განახორციელა. სწავლებაში ჩართული იყო სნაიპერთა ჯგუფი, რომელსაც ოპერაციის რაიონის იზოლირება დაევალა. წვრთნებში გამოყენებული იყო საცეცხლე მხარდაჭერის, გამრღვევი და მოიერიშე ელემენტები, ასევე დრონი, სსსტც “დელტას” წარმოების ხელყუმბარები და სხვა შეიარაღება,“- ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.   

კობახიძის თქმით, ყველა დარწმუნდა, რომ საქართველოში რუსების უპრეცედენტო რაოდენობით შემოსვლა ომისა და ღალატის პარტიის მოგონილია

ქსენოფობია და შოვინიზმი არასოდეს ყოფილა და არც არასდროს იქნება ქართული კულტურის ნაწილი. მოვუწოდებთ ყველას, გაემიჯნონ ანტისახელმწიფოებრივ და დისკრიმინაციულ კამპანიას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, მარტიდან ხუთი თვე გავიდა და ყველა დარწმუნდა, რომ რუსების უპრეცედენტო რაოდენობით შემოსვლა ომისა და ღალატის პარტიის მოგონილია. ყველაზე მეტი ვიზიტორი იანვარ-მაისში რუსეთიდან და ბელორუსიდან შემოვიდა „აღნიშნული კამპანიით ომისა და ღალატის პარტიამ რამდენიმე დღის მანძილზე დააჯერეს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, რომ რუსები საქართველოში უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობით შემოდიოდნენ, რაც, მათივე მტკიცებით, ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოებისთვის სერიოზულ რისკებს შეიცავდა. თუმცა, მარტიდან ხუთი თვე გავიდა და ყველა დარწმუნდა, რომ რუსების უპრეცედენტო რაოდენობით შემოსვლა ომისა და ღალატის პარტიის მიერ მოგონილი ისეთივე სიცრუე იყო, როგორც მათივე მოგონილი უსაფრთხოების რისკები. რამდენიმე დღეა, ომისა და ღალატის პარტია იგივე შემადგენლობით ცდილობს ააგოროს ქსენოფობიური კამპანიის მეორე ტალღა", - განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2022 წლის ივნისში რუსეთიდან 90 239 ვიზიტორი შემოვიდა. მეორე ადგილზეა სომხეთი 61 974 ვიზიტორით, მესამე კი 15 373 ვიზიტორით უკრაინაა. ასევე წაიკითხეთ: შალვა პაპუაშვილი: საქართველოში შემოსული რუსების მიმართ აგორებული კამპანია ქსენოფობიურ განწყობებს აღვიღებს კახა კალაძე საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე: მივესალმებით ტურისტების შემოდინებას  

ნიკოლ ფაშინიანმა „მთიან ყარაბაღში“ რუსი „სამშვიდობოების“ ალტერნატივაზე ისაუბრა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში განსათავსებლად, რუსი სამშვიდობოების ალტერნატივა უნდა მოიძებნოს იმ შემთხვევაში, თუ  მათი იქ ყოფნისას დაგეგმილი ამოცანა ვერ შესრულდება. ამის შესახებ უკრაინული მედია, სომხურ რადიოზე დაყრდნობით წერს. მედია: აზერბაიჯანმა ლაჩინთან კონტრტერორისტული ოპერაცია დაიწყო მისი თქმით, რუსი სამშვიდობოების მთიან ყარაბაღში ყოფნა საკვანძო ფაქტორია, იმისთვის, რომ ყარაბაღში მცხოვრები სომხების უსაფრთხოება დაცული იყოს. „2020 წლის 11 დეკემბერს აზერბაიჯანის მიერ, სოფლების, ხცაბერდისა და ხინ თაგერის აღება და სომეხი სამხედროების დატყვევება რუსი სამშვიდობოების თანდასწრებით, შემდეგ მთიანი ყარაბაღის სოფელ პარუხის აღება და 2022 წელს მომხდარი დაპირისპირებები, ასევე მთიანი ყარაბაღის სომხების ფიზიკური და ფსიქოლოგიური დაშინება სამშვიდობოების თანდასწრებით, მიუღებელია. ამ კონტექსტში უაღრესად მნიშვნელოვანია, მთიან ყარაბაღში სამშვიდობო ოპერაციის დეტალების გარკვევა“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა. მან აღნიშნა, რომ, თუ შეჯახების ხაზზე უსაფრთხოება სამმხრივ ფორმატში არ არის უზრუნველყოფილი, „სხვა საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედებაზეა“ საფიქრალი.  

საქართველოს ეროვნული არქივი ახალი, მნიშვნელოვანი მასალებით შეივსო

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცულ დოკუმენტებს 2022 წლის ექვსი თვეში 23 085 საქმეში გაერთიანებული წერილობითი დოკუმენტი, 766 ფოტო, 23 კინოდოკუმენტი, 10 ფონოჩანაწერი, 55 წიგნი და 300-ზე მეტი გაზეთი და ჟურნალი შეემატა. ამის შესახებ ინფორმაციას ინფორმაციას ეროვნული არქივის პრესსამსახური ავრცელებს. დოკუმენტებს შორისაა როგორც სახელმწიფო დაწესებულებების მასალა, ისე კერძო არქივებში დაცული დოკუმენტები. "2022 წლის პირველ ნახევარში ეროვნული არქივის კინოარქივის მდიდარ კოლექციას რეჟისორ გია ჭუბაბრიას დოკუმენტური ფილმი „ქართული ჯვრის მონასტერი იერუსალიმში“ (კინოფირი) და რეჟისორ ლანა ღოღობერიძის მხატვრული ფილმები: „მე ვხედავ მზეს“ და „ფერისცვალება“ (ელექტრონული ვერსია) დაემატა. გარდა ამისა, ეროვნულმა არქივმა კერძო კოლექციონერისგან შეიძინა ქართული კინოფილმების გადასაღები მოედნების ამსახველი 140-მდე ფოტო, მოქალაქე ირაკლი ებრალიძისგან კი საჩუქრად მიიღო კომპოზიტორების – სულხან და გურამ ნასიძეების – ოჯახური ფოტოები. აუდიოარქივი გამდიდრდა ანსამბლების – „რუსთავი“ და „ადიღეა” – ჩანაწერებით, ასევე, კომპოზიტორ მარიკა კვალიაშვილის საავტორო სიმღერებით. ფონოარქივს შეემატა მელიტონ ბალანჩივაძის ოპერა „დარეჯან ცბიერის“ აუდიოჩანაწერი. ამავე პერიოდში აქტიურად მიმდინარეობდა საარქივო დოკუმენტების ციფრულ მატარებელზე გადატანა: შეიქმნა წერილობითი დოკუმენტების 466 209 ფურცლის, 150 კინოდოკუმენტის, 3 520 ფოტოს და 220 აუდიოდოკუმენტის ელექტრონული ვერსია", - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

შრი-ლანკაზე სტალინი დააკავეს

შრი-ლანკის პოლიციამ, მასწავლებლების ნაციონალური პროფკავშირების ლიდერი იოსებ სტალინი, არასანქცირებულ მიტინგებსა და საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის დააკავა. წერს Guardian.  შრი-ლანკას ახალი პრეზიდენტი ჰყავს მედიის ცნობით, დაკავებისას სტალინი პოლიციელს ეკამათა და განიცხადა, რომ „პროტესტის უფლება - დემოკრატიული უფლებაა“. ამის შემდეგ, ის დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.  საპროტესტო აქციები შრი-ლანკაზე, რომელშიც სტალინი მონაწილეობდა, 2022 წლის აპრილში, ქვეყანაში განვითარებული უპრეცედენტო საფინანსო-ეკონომიკური კრიზისის ფონზე დაიწყო, რამაც ეკონომიკის პარალიზება გამოიწვია.    

ირაკლი კობახიძე: მუდმივად საცხოვრებლად რუსეთიდან ჩამოსული შეიძლება, იყოს მაქსიმუმ 20 ათასი მოქალაქე, საიდანაც უამრავი ეთნიკურად ქართველია

31 ივლისის მდგომარეობით, საქართველოში იმყოფება რუსეთის 110 ათასზე ნაკლები  მოქალაქე, მათ შორის მუდმივად საცხოვრებლად ჩამოსული შეიძლება, იყოს მაქსიმუმ 20 ათასი, საიდანაც უამრავი ეთნიკურად ქართველია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განცხადა. კობახიძის თქმით, ყველა დარწმუნდა, რომ საქართველოში რუსების უპრეცედენტო რაოდენობით შემოსვლა ომისა და ღალატის პარტიის მოგონილია მისივე თქმით, რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც საქართველოში შემოვიდნენ მუდმივად ან ხანგრძლივი ვადით ცხოვრების განზრახვით, არის უკიდურესად მცირე. „31 ივლისის მდგომარეობით, საქართველოში იმყოფება რუსეთის 110 ათასზე ნაკლები მოქალაქე, მათ შორის არის რამდენიმე დღით ჩამოსული ტურისტი, ერთი დღით შემოსული ადამიანი, მძღოლი და ა.შ. სულ ჯამში არის 110 ათასი. შესაბამისად, ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც შეიძლება საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად იყვნენ ჩამოსული, შეიძლება იყოს მაქსიმუმ 20 ათასი, საიდანაც შეგახსენებთ, რომ უამრავი ეთნიკურად ქართველია. ყველაზე მეტი ვიზიტორი იანვარ-მაისში რუსეთიდან და ბელორუსიდან შემოვიდა მილიონამდე ქართველი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, რომელიც არის რუსეთის მოქალაქე, სავსებით ლოგიკურია, რომ ომის დაწყების შემდეგ, ეს ადამიანები, ეროვნებით ქართველები, სამშობლოში დაბრუნდნენ. აქედან რამდენია ქართველი, დაზუსტება სჭირდება, მაგრამ ასეც და ისეც, რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც საქართველოში შემოვიდნენ, მუდმივად ან ხანგრძლივი ვადით ცხოვრების განზრახვით, არის უკიდურესად მცირე. შესაბამისად, ყველაფერი, რასაც ამ ქსენოფობიური კამპანიის ფარგლებში ავრცელებენ, არის ცარიელი სიცრუე, სპეკულაცია და მანიპულაცია“,-განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2022 წლის ივნისში რუსეთიდან 90 239 ვიზიტორი შემოვიდა. მეორე ადგილზეა სომხეთი 61 974 ვიზიტორით, მესამე კი 15 373 ვიზიტორით უკრაინაა. ასევე წაიკითხეთ: შალვა პაპუაშვილი: საქართველოში შემოსული რუსების მიმართ აგორებული კამპანია ქსენოფობიურ განწყობებს აღვიღებს კახა კალაძე საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე: მივესალმებით ტურისტების შემოდინებას  

ნინო ლომჯარია: დაუსაბუთებელი თავდასხმები სახალხო დამცველის რეპუტაციას მხოლოდ აძლიერებს

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მმართველი პარტიის წარმომადგენელთა მხრიდან მის მიმართ კრიტიკას ეხმაურება. მისი შეფასებით, დაუსაბუთებელი თავდასხმები მხოლოდ აძლიერებს სახალხო დამცველის რეპუტაციას და მის მიმართ საზოგადოების ფართო ნდობას.  „არ ვიცი, რა აქვს სანერვიულო (ირაკლი კობახიძეს), მით უმეტეს, თუ ფიქრობს, რომ სახალხო დამცველს დაბალი რეიტინგი აქვს. არ ვიცი, ასეთი ორგანიზებული კამპანია, რას შეიძლება მივაწერო“, - აღნიშნავს სახალხო დამცველი. „8 აგვისტო მოდის და ჩემთვის გასაკვირია, რატომ უკვირთ ამ ქვეყანაში, რატომ უკვირთ პოლიტიკოსებს მმართველი პარტიიდან, რომ შესაძლოა, საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ ნეგატიური განწყობები რუსეთის ხელისუფლების და იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ამ ქვეყნის წინააღმდეგ იბრძოდნენ; სადაც 300 000-ზე მეტი დევნილია, ათასობით ადამიანი დაიღუპა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგად; როდესაც დღეს რუსეთი არის აგრესორი ქვეყანა, რომელიც თავს დაესხა სუვერენულ სახელმწიფოს - უკრაინას“, - განუცხადა სახალხო დამცველმა ჟურნალისტებს.  „რეიტინგი არ აქვს, მაგრამ ცდილობს პოლიტიკოსობას - 7 დეკემბერს გასდის ვადა და საბოლოოდ, შეიძენს იმ სტატუსს, რომელიც რეალურად არაფორმალურად დღესაც აქვს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 5 აგვისტოს განაცხადა, როდესაც სახალხო დამცველზე საუბრობდა. რაც შეეხება ირაკლი კობახიძის კიდევ ერთ განცხადებას, რომ „ქსენოფობია და შოვინიზმი არასოდეს ყოფილა და არც არასდროს იქნება ქართული კულტურის ნაწილი და რითაც ის მოუწოდებს ყველას, გაემიჯნონ ანტისახელმწიფოებრივ და დისკრიმინაციულ კამპანიას“, სახალხო დამცველი ამბობს, რომ „ქსენოფობია მიუღებელია, მით უმეტეს, აგრესია, თუ ფიზიკური დაპირისპირება, ასეთ თითოეულ შემთხვევას სახალხო დამცველი ყოველთვის ეხმიანებოდა და დაგმობს. მისივე თქმით, თუ სახალხო დამცველმა დაინახა, რომ ქვეყანაში არსებობს რაიმე უკანონო ფორმებში გადაზრდის საშიშროება, ის რეაგირებას მოახდენს. „თუ დავინახავთ, რომ ასეთი პრობლემა არსებობს. თუ ირაკლი კობახიძეს აქვს კონკრეტული ფაქტები, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, მომართოს სახალხო დამცველს და ჩვენ შეგვიძლია, ეს საქმე შევისწავლოთ.  ამ წუთას ნამდვილად არ მაქვს ასეთი მტკიცებულებები და ვერ დავადასტურებ. ჩვენ არასოდეს არ მოგვრიდებია არც ერთ არაპოპულარულ თემაზე მსგავსი განცხადებების გაკეთება“, - განუცხადა ჟურნალისტებს ნინო ლომჯარიამ.  

სოფელ ზეღდულეთის მცხოვრებლები მიწების გასხვისებას აპროტესტებენ და საძოვრების სოფლისთვის დაბრუნებას ითხოვენ

სოფელ ზეღდულეთის მცხოვრებლები მიწების გასხვისებას აპროტესტებენ და საძოვრების სოფლისთვის დაბრუნებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სოფელს სხვა საძოვარი არ აქვს და ამ ფართობის დამუშავების საშუალებას არავის მისცემენ.  მოსახლეობასთან შესახვედრად გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მივიდა. შიოშვილმა მოსახლეობას უთხრა, რომ კერძო დავაში ხელისუფლება ვერ ჩაერევა და ზეღდულელებს დავის სასამართლო გზით გაგრძელება ურჩია. ცნობისთვის, სოფელ ზეღდულეთის მცხოვრებლები 2008 წელს გასხვისებული მიწების დაბრუნებას ითხოვენ. ამასთან, საუბარია 75 ჰექტარზე, აქედან 50 ჰექტარი კერძო მესაკუთრისაა, 25 კი შპს „ფუდლენდის“ საკუთრებაშია.  

ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღმოსავლეთ აზიის სამიტზე ლავროვის სიტყვით გამოსვლისას დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა

ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პენი ვონგმა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის სერგეი ლავროვის სიტყვით გამოსვლისას დარბაზი დატოვა. „მინისტრმა ვონგმა ვერ შეძლო დარბაზში გაჩერება, როდესაც ლავროვი ცდილობდა, გაემართლებინა უდანაშაულო უკრაინელების მკვლელობა“, - ციტირებს The Guardian-ი მინისტრის სპიკერის სიტყვებს. გასულ თვეს ინდონეზიაში დიდი ოცეულის სამიტზე პენი ვონგმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული, დაუსაბუთებელი და უკანონო შეჭრის მინიმიზაცია დაუშვებელია.  

უკრაინა ხარკოვის რეგიონში ერთ-ერთი სოფლის გათავისუფლების შესახებ იუწყება

93-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის მებრძოლებმა რუსი ოკუპანტებისგან ხარკოვის ოლქში იზიუმის სიახლოვეს მდებარე სოფელი დუბროვნოე გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიგადის პრესსამსახური სოციალურ ქსელში ავრცელებს. უკრაინის შეიარაღებული ძალები: ომის დაწყების დღიდან უკრაინულმა ძალებმა 41 650 რუსი ჯარისკაცი მოკლეს უკრაინელი მებრძოლების ინფორმაციით, როდესაც რუსი ოკუპანტები სოფლიდან გარბოდნენ. „ბრიგადამ მტერი სოფელ დუბროვნოეს მიღმა გაყარა და ფრონტის ხაზი გადაწია. მომარაგებას მოკლებული ოკუპანტები გარბოდნენ და ტექნიკას ტოვებდნენ",- ნათქვამია განცხადებაში. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ენტონი ბლინკენის თქმით, ჩინეთის სამხედრო წვრთნები მნიშვნელოვანი ესკალაციაა

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ჩინეთის სამხედრო წვრთნები საყურადღებოა. ბლინკენმა ჩინეთის სამხედრო მანევრებს ტაივანის გარშემო, მნიშვნელოვანი ესკალაცია უწოდა. კამბოჯის დედაქალაქ პომპენში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზრიის საგარეო საქმეთა მინისტებთან შეხვედრის შემდეგ ბლინკენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პეკინის ქმედებებს გამართლება არ აქვს. „მე კიდევ ერთხელ გავიმეორე ის, რაზეც ჩვენ ბოლო დღეებია, საჯაროდ ვსაუბრბთ. ამის შესახებ ვესაუბრე ჩინელ კოლეგებსაც -  რომ მათ ნენსი პელოსის ვიზიტი არ უნდა გამოიყენონ ომის ესკალაციის, პროვოკაციული ქმედებების საბაბად. გამართლება არ აქვს მათ ქმედებებს. მოვუწოდებთ მათ, შეწყვიტონ ეს ქმედებები“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა. ჩინეთმა წვრთნები აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის შემდეგ დაიწყო. ნენსი პელოსი გახდა აშშ-ის პირველი ოფიციალური უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც ტაივანს 25 წლის შემდეგ, ჩინეთის მუქარების მიუხედავად ეწვია. შეერთებული შტატების ოფიციალური პირის თვითმფრინავი ტაიბეის აეროპორტში 2 აგვისტოს დაეშვა. პარალელურად, პეკინმა, რომელიც ვიზიტს ჩინეთის სუვერენიტეტის დარღვევად აფასებს, ტაივანის სრუტესთან სამხედრო თვითმფრინავები განალაგა, შეერთებულმა შტატებმა კი, ტაივანთან ახლოს 4 საბრძოლო ხომალდი განათავსა. სახელმწიფო დეპარტამენტი: ჩვენი პოლიტიკა არ შეცვლილა, შეერთებული შტატები მზადაა, იმუშაოს ჩინეთთან, რათა თავიდან აიცილოს ესკალაცია პელოსის ვიზიტს პეკინის მხრიდან არაერთი გაფრთხილება და მძიმე შედეგების შესახებ მუქარა უძღოდა წინ. ბოლო ნაბიჯები, რომლებიც ჩინეთმა გადადგა, ელჩის გამოძახება და ტაივანიდან რიგი სასურსათო პროდუქტების იმპორტის შეჩერებაა. გაეცანით სტატიას ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი

ანა ჩაკვეტაძე პირველი ქართველი ქალი ოფიცერია, რომელიც FBI-ის აკადემიაში ისწავლის

ანა ჩაკვეტაძე პირველი ქართველი ქალი ოფიცერია, რომელიც FBI-ის აკადემიაში ისწავლის. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.   "უზარმაზარი მილოცვა ანა ჩაკვეტაძეს, პირველ ქართველ ქალ ოფიცერს, რომელიც FBI-ს აკადემიაში ისწავლის! დაბრუნების შემდეგ, მოუთმენლად ველით იმის ნახვას, როგორ გააგრძელებს ის საქართველოს მხარდაჭერას სამართალდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში", - ნათქვამია განცხადებაში.   ცნობისთვის, FBI - გამოძიების ფედერალური ბიურო აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს უწყებაა. ექვემდებარება გენერალურ პროკურორს, დაარსდა 1908 წელს.  

ტაივანში ვიზიტის საპასუხოდ, ჩინეთმა ნენსი პელოსის სანქციები დაუწესა

ჩინეთმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს და მის ოჯახს სანქციები დაუწესა მას შემდეგ, რაც ტაივანში ამერიკელი უმაღლესი ოფიციალური პირის ვიზიტი შედგა. ამ ნაბიჯს წინ უძღოდა ელჩის დაბარება, ტაივანიდან რიგი სასურსათო პროდუქტების იმპორტის შეჩერება და ჩინეთის ისტორიაში ყველაზე დიდი სამხედრო წვრთნების დაწყება ტაივანის გარშემო. განცხადებაში კონკრეტული დეტალები სანქციების ხასიათის შესახებ მითითებული არ არის. „ის (ნენსი პელოსი) სერიოზულად ერევა ჩინეთის საშინაო საქმეებში, ძირს უთხრის ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, არღვევს ერთი ჩინეთის პრინციპს და საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას ტაივანის სრუტეში“, - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა. ენტონი ბლინკენის თქმით, ჩინეთის სამხედრო წვრთნები მნიშვნელოვანი ესკალაციაა ცნობისთვის, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 5 აგვისტოს განაცხადა, რომ ჩინეთის სამხედრო წვრთნები საყურადღებოა. ბლინკენმა ჩინეთის სამხედრო მანევრებს ტაივანის გარშემო, მნიშვნელოვანი ესკალაცია უწოდა. კამბოჯის დედაქალაქ პომპენში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზრიის საგარეო საქმეთა მინისტებთან შეხვედრის შემდეგ ბლინკენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პეკინის ქმედებებს გამართლება არ აქვს. „მე კიდევ ერთხელ გავიმეორე ის, რაზეც ჩვენ ბოლო დღეებია, საჯაროდ ვსაუბრბთ. ამის შესახებ ვესაუბრე ჩინელ კოლეგებსაც -  რომ მათ ნენსი პელოსის ვიზიტი არ უნდა გამოიყენონ ომის ესკალაციის, პროვოკაციული ქმედებების საბაბად. გამართლება არ აქვს მათ ქმედებებს. მოვუწოდებთ მათ, შეწყვიტონ ეს ქმედებები“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა. ენტონი ბლინკენი: გრძელვადიან პერსპექტივაში, გლობალური უსაფრთხოებისთვის ჩინეთი უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე რუსეთი ჩინეთმა წვრთნები აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის შემდეგ დაიწყო. ნენსი პელოსი გახდა აშშ-ის პირველი ოფიციალური უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც ტაივანს 25 წლის შემდეგ, ჩინეთის მუქარების მიუხედავად ეწვია. შეერთებული შტატების ოფიციალური პირის თვითმფრინავი ტაიბეის აეროპორტში 2 აგვისტოს დაეშვა. პარალელურად, პეკინმა, რომელიც ვიზიტს ჩინეთის სუვერენიტეტის დარღვევად აფასებს, ტაივანის სრუტესთან სამხედრო თვითმფრინავები განალაგა, შეერთებულმა შტატებმა კი, ტაივანთან ახლოს 4 საბრძოლო ხომალდი განათავსა. სახელმწიფო დეპარტამენტი: ჩვენი პოლიტიკა არ შეცვლილა, შეერთებული შტატები მზადაა, იმუშაოს ჩინეთთან, რათა თავიდან აიცილოს ესკალაცია პელოსის ვიზიტს პეკინის მხრიდან არაერთი გაფრთხილება და მძიმე შედეგების შესახებ მუქარა უძღოდა წინ. ბოლო ნაბიჯები, რომლებიც ჩინეთმა გადადგა, ელჩის გამოძახება და ტაივანიდან რიგი სასურსათო პროდუქტების იმპორტის შეჩერებაა. გაეცანით სტატიას ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი

მარიუპოლის მერის მრჩეველი: ქალაქის საავადმყოფოებში სამედიცინო პერსონალის უკმარისობის გამო, ყოველი მეოთხე პაციენტი იღუპება

მარიუპოლის მერის მრჩეველის პეტრ ანდრიუშენკოს განცხადებით, ქალაქის საავადმყოფოებში სამედიცინო პერსონალის უკმარისობის გამო, ყოველი მეოთხე პაციენტი იღუპება. მისივე თქმით, საავადმყოფოებში  მედიკამენტები საკმარისი არ არის. „საავადმყოფოებში ფაქტობრივად, ყოველი მეოთხე პაციენტი კვდება. მედიკამენტები საკმარისი არ არის. პაციენტებს ცინიკურად სთავაზობენ მედიკამენტები აფთიაქებში შეიძინონ, რომლებიც ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დე ფაქტო ლიდერთან, დენის პუშილინთან დაკავშირებულ ფირმებს ეკუთვნით“, - განაცხადა ანდრიუშენკომ. უკრაინის შეიარაღებული ძალები: ომის დაწყების დღიდან უკრაინულმა ძალებმა 41 650 რუსი ჯარისკაცი მოკლეს ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

სახალხო დამცველი: ბუნებრივია, რომ მოქალაქეებმა სიყვარული არ გამოხატონ მათ მიმართ, ვინც იბრძოლეს და იბრძოლებენ საქართველოს წინააღმდეგ

სახალხო დამცველი ბუნებრივ მოვლენად მიიჩნევს ფაქტს, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ ნეგატიური განწყობები რუსეთის ხელისუფლების და იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც შესაძლოა, იბრძოდნენ ამ ქვეყნის წინააღმდეგ ან მომავალში, როდესაც მათი სახელმწიფო, ან მათი ხელისუფლება დაუძახებს, იბრძოლონ ამ ქვეყნის წინააღმდეგ. ამის შესახებ სახალხო დამცველმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ქსენოფობიაზე მმართველი პარტიის წარმომადგენელთა განცხადებებზე ჰკითხეს. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ქსენოფობიის დამადასტურებელი ფაქტები არ აქვს და თუ მას ირაკლი კობახიძე მიაწვდის, მზად არის, საკითხი შეისწავლოს. „8 აგვისტო მოდის და ჩემთვის გასაკვირია, რატომ უკვირთ ამ ქვეყანაში, რატომ უკვირთ პოლიტიკოსებს მმართველი პარტიიდან, რომ იქ, სადაც 300 ათასზე მეტი დევნილი არის და ათასობით ადამიანი დაიღუპა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტების შედეგად ბოლო ათწლეულების განმავლობაში და როდესაც დღეს რუსეთი არის აგრესორი ქვეყანა, რომელიც თავს დაესხა სუვერენულ სახელმწიფოს - უკრაინას, შესაძლებელია, საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ ნეგატიური განწყობები რუსეთის ხელისუფლების და იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც შესაძლოა, იბრძოდნენ ამ ქვეყნის წინააღმდეგ ან მომავალში, როდესაც მათი სახელმწიფო, ან მათი ხელისუფლება დაუძახებს, იბრძოლონ ამ ქვეყნის წინააღმდეგ. ამიტომ, ძალიან ბუნებრივია, რომ შეიძლება, სიყვარული არ გამოხატონ მოქალაქეებმა“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ. სახალხო დამცველი ამბობს, რომ „ქსენოფობია მიუღებელია, მით უმეტეს, აგრესია, თუ ფიზიკური დაპირისპირება, ასეთ თითოეულ შემთხვევას სახალხო დამცველი ყოველთვის ეხმიანებოდა და დაგმობს. „ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, სახალხო დამცველს მომართოს, თუ კობახიძეს კონკრეტული ფაქტები აქვს, ჩვენ შეგვიძლია, ეს საქმე შევისწავლოთ. ამ წუთას ნამდვილად არ მაქვს ასეთი მტკიცებულებები, ვერ დავადასტურებ. ჩვენ არაპოპულარულ თემებზე განცხადებების გაკეთება არასოდეს მოგვრიდებია, თუმცა ნამდვილად არ გვაქვს მტკიცებულება, რომ ქსენოფობია არის“, - განუცხადა ჟურნალისტებს ნინო ლომჯარიამ. ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიმართ ქსენოფობიის გაღვივების მიზანი ქვეყნის ომში ჩარვთაა.

ჯანდაცვის სამინისტრო განმარტავს, გახდება თუ არა ფასიანი სასწრაფო დახმარების გამოძახება

სასწრაფო სამედიცინო მომსახურება საქართველოს ყველა მოქალაქისა და ჩამოსული სტუმრებისთვის არის და იქნება უფასო, – ამის შესახებ განცხადებას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწრაფო დახმარების მომსახურებაზე ფასის დაწესების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. „გვსურს, გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწრაფო დახმარების მომსახურებაზე ფასის დაწესებას ეხება. აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მომსახურება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და საქართველოში ჩამოსული სტუმრებისთვის არის და იქნება უფასო“, – აცხადებენ სამინისტროში. მათივე განმარტებით, კერძო სადაზღვევო კომპანიებისთვის გაკეთდა დამატებითი არასტანდარტული მომსახურების შეთავაზება, აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილებაკი მიღებული არ არის. „საქართველოს ყველა მოქალაქისთვის როგორც საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის, ისე კერძო სადაზღვევო კომპანიების ბენეფიციართათვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მომსახურება არის და რჩება უფასო. ამ მიმართულებით არანაირი ცვლილება არ იგეგმება. რაც შეეხება წერილს, აღნიშნულ წერილში იყო შეთავაზება კერძო სადაზღვევო კომპანიებისთვის, რომ დამატებითი არასტანდარტული მომსახურებისთვის დაუწესდეთ ტარიფი. ეს შეეხება რომელიმე კერძო, საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე კლინიკაში ჰოსპიტალიზაციას, ასევე სხვა ღონისძიებებს, რაც შესაძლოა დასჭირდეთ სადაზღვევო კომპანიებს“ , – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა.  

Washington Post-ის ცნობით, ჩინეთის ელჩი თეთრ სახლში დაიბარეს

თეთრმა სახლმა ხუთშაბათს დაიბარა ჩინეთის ელჩი, რათა ტაივანის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების ესკალაცია დაგმოს და გაიმეოროს, რომ შეერთებულ შტატებს რეგიონში კრიზისი არ სურს, იტყობინება Washington Post-ი. „ჩინეთის ქმედებების შემდეგ, ჩვენ დავიბარეთ ელჩი თეთრ სახლში, რათა გამოგვეცხადებინა დემარში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პროვოკაციული ქმედებების გამო. ჩვენ ვგმობთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამხედრო ქმედებებს, რომლებიც არის უპასუხისმგებლო და ეწინააღმდეგება ჩვენს გრძელვადიან მიზანს, შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა ტაივანის სრუტეში“, - განაცხადა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ Washington Post-თან. ტაივანში ვიზიტის საპასუხოდ, ჩინეთმა ნენსი პელოსის სანქციები დაუწესა. ამ ნაბიჯს წინ უძღოდა ჩინეთის მიერ აშშ-ის ელჩის დაბარება, ტაივანიდან რიგი სასურსათო პროდუქტების იმპორტის შეჩერება და ჩინეთის ისტორიაში ყველაზე დიდი სამხედრო წვრთნების დაწყება ტაივანის გარშემო. განცხადებაში კონკრეტული დეტალები სანქციების ხასიათის შესახებ მითითებული არ არის. ნენსი პელოსი გახდა აშშ-ის პირველი ოფიციალური უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც ტაივანს 25 წლის შემდეგ, ჩინეთის მუქარების მიუხედავად ეწვია. გაეცანით სტატიას ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი  

მიკოლაივში კომენდანტის საათი გამოცხადდა

უკრაინის სამხრეთ ქალაქ მიკოლაივში კომენდანტის საათი 5 აგვისტოს 23:00 საათიდან 8 აგვისტოს 05:00 საათამდე დაწესდა. ამის შესახებ მიკოლაივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი კიმმა განაცხადა. მან ყველას მოუწოდა, გაგებით მოეკიდონ მსგავს ზომებს, დაგეგმონ მომავალი შაბათ-კვირა და შესყიდვები განახორციელონ ორი დღის განმავლობაში. უკრაინის პრეზიდენტმა ხერსონის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დანიშნა მიკოლაივი, რომელიც რუსეთის მიერ 24 თებერვალს დაწყებული შეჭრის განმავლობაში დაიბომბა, მდებარეობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ნაწილებთან, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ხერსონის რეგიონში, სადაც უკრაინა კონტრშეტევას გეგმავს. უკრაინული მედია: სამხრეთ უკრაინა მასიური სარაკეტო თავდასხმის ქვეშაა „ჩვენ ასევე ვმუშაობთ კოლაბორატორებზე. ოლქები დაექვემდებარებიან შემოწმებას", - აღნიშნავს ვიტალი კიმი.  

ჩინეთი აშშ-სთან რიგ სფეროებში თანამშრომლობას წყვეტს, მათ შორის, მაღალი დონის სამხედრო დიალოგს აჩერებს

ჩინეთი აცხადებს, რომ აშშ-სთან რიგ სფეროებში თანამშრომლობას წყვეტს, მათ შორის, მაღალი დონის სამხედრო დიალოგს აჩერებს. ამ ზომებს პეკინი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ტაივანში ვიზიტის საპასუხოდ მიმართავს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აჩერებს თანამშრომლობას კლიმატის ცვლილების, ტრანსსასაზღვრო დანაშაულისა და ნარკოტიკებით ვაჭრობის პრევენციისა და არალეგალური მიგრანტების რეპატრიაციის საკითხებზე.  მანამდე, ტაივანში ვიზიტის საპასუხოდ, ჩინეთმა ნენსი პელოსის სანქციები დაუწესა. ამ ნაბიჯს წინ უძღოდა ჩინეთის მიერ აშშ-ის ელჩის დაბარება, ტაივანიდან რიგი სასურსათო პროდუქტების იმპორტის შეჩერება და ჩინეთის ისტორიაში ყველაზე დიდი სამხედრო წვრთნების დაწყება ტაივანის გარშემო. ჩინეთი ტაივანის სანაპიროებთან ექვს ზონაში სამხედრო წვრთნებს ატარებს.  შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ჩინეთის სამხედრო წვრთნები საყურადღებოა. ბლინკენმა ჩინეთის სამხედრო მანევრებს ტაივანის გარშემო, მნიშვნელოვანი ესკალაცია უწოდა. თავის მხრივ, თეთრმა სახლმა ხუთშაბათს დაიბარა ჩინეთის ელჩი, რათა ტაივანის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების ესკალაცია დაგმოს და გაიმეოროს, რომ შეერთებულ შტატებს რეგიონში კრიზისი არ სურს, იტყობინება Washington Post-ი. ნენსი პელოსი გახდა აშშ-ის პირველი ოფიციალური უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც ტაივანს 25 წლის შემდეგ, ჩინეთის მუქარების მიუხედავად ეწვია. გაეცანით სტატიას ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი