ძებნის რეზულტატი:
უკრაინის პრეზიდენტმა ხერსონის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დანიშნა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაროსლავ იანუშევიჩი ხერსონის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დანიშნა. უკრაინული მედიის ცნობით, სახელმწიფოს მეთაურმა ხელი მოაწერა შესაბამის განკარგულებას. უკრაინის კონტრშეტევა ხერსონის რეგიონით არ შემოიფარგლება - ომის შემსწავლელი ინსტიტუტი პრეზიდენტმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხერსონის რეგიონი აუცილებლად გათავისუფლდება რუსი დამპყრობლებისგან და კოლაბორაციონისტები სასამართლოს წინაშე წარსდგებიან. წინა ბრძანებულებით, პრეზიდენტმა დმიტრო ბუტრი ხერსონის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობების დროებითი შესრულებისგან გაათავისუფლა. უკრაინის ვიცე-პრემიერმა და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში მინისტრმა, ირინა ვერეშჩუკმა 7 ივლისს მოუწოდა უკრაინის დროებით ოკუპირებული სამხრეთ რეგიონების მოსახლეობას, განსაკუთრებით, ხერსონისა და ზაპორიჟიეს რეგიონებში, რაც შეიძლება სწრაფად მოახდინონ ევაკუაცია ყველა შესაძლო გზით, რათა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ამ ტერიტორიების გათავისუფლება შეძლონ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის საფრთხის შექმნის გარეშე. უკრაინა: თავდაცვიდან კონტრშეტევაზე გადავდივართ, ხერსონი რუსეთისგან სექტემბრისთვის გათავისუფლდება
რუსეთის სასამართლომ ამერიკელ კალათბურთელ ბრიტნი გრაინერს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
ნარკოტიკების შენახვისა და კონტრაბანდაში ბრალდებულ ბრიტნი გრაინერს რუსეთის სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსკოვის ხიმკის საქალაქო სასამართლომ ასევე დააჯარიმა WNBA-ს ვარსკვლავი ერთი მილიონი რუბლით ($16,600). გრაინერის დაცვის მხარე განაჩენს გაასაჩივრებს. 31 წლის გრაინერი თებერვალში მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში მას შემდეგ დააკავეს, რაც ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მის მფლობელობაში კანაფის ზეთი იპოვეს. კალათბურთელი ამტკიცებს, რომ სამედიცინო კანაფი ტკივილის სამკურნალოდ გამოიყენა და რუსეთის კანონის დარღვევის განზრახვა არ ჰქონია. თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია სერიოზულად არ მიიჩნევს რუსული მხარის პასუხს აშშ-ის წინადადებაზე პატიმრების გაცვლის შესახებ და თვლის, რომ აუცილებელია კეთილსინდისიერი მოლაპარაკება. მას არ დაუკონკრეტებია, რა იგულისხმა პასუხში. მანამდე, მედიაში გავრცელებული ცნობებით, აშშ-მ რუსეთს შესთავაზა იარაღით ვაჭრობის გამო მსჯავრდადებული რუსი ბიზნესმენის, ვიქტორ ბუტის გაცვლა ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონ ბრიტნი გრაინერსა და ყოფილ ამერიკელ საზღვაო ქვეით პოლ უელანზე. უფრო ადრე, CNN-ი იუწყებოდა, რომ გაცვლის გეგმა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაამტკიცა.
„თურქმენგაზი“ თხევადი ბუნებრივი აირის წარმოებას ზრდის
Turkmengas State Concern-მა თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) წარმოება (იანვარ-ივნისის პერიოდი) გაზარდა. გარდა ამისა, წლის დასაწყისიდან წარმოებული პროდუქციის უმეტესობა ექსპორტირებულია ტაჯიკეთსა და უზბეკეთში. საანგარიშო პერიოდში კომპანიამ 59400 ტონა LNG აწარმოა. წარმოების ზრდის ტემპმა 31,2 პროცენტი შეადგინა. თურქმენეთი ნავთობისა და გაზის მარაგების მხრივ, მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორისაა. ახლახან აღმოჩენილი გაზის საბადოების ინდუსტრიული განვითარების შედეგად, მისი გაზის მარაგი 126 მილიარდი კუბური მეტრით გაიზარდა. ამავდროულად, ქვეყანა დიდ ყურადღებას უთმობს ნავთობისა და გაზის გადამამუშავებელი ქარხნების შექმნას, ასევე ენერგორესურსების მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტს.
ჯო ბაიდენი რუსეთს ამერიკელი კალათბურთელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, ამერიკელი კალათბურთელი ბრიტნი გრაინერი დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს. შესაბამისი განცხადება თეთრი სახლის ვებგვერდზე განთავსდა. ბრიტნი გრაინერის პატიმრობა კიდევ ერთი შეხსენებაა იმისა, რაც მსოფლიომ უკვე იცოდა: რუსეთი უსამართლოდ აკავებს ბრიტნის. „ეს მიუღებელია და მოვუწოდებ რუსეთს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ის, რათა ცოლთან, საყვარელ ადამიანებთან, მეგობრებთან და თანაგუნდელებთან ერთად ყოფნა შეძლოს. ჩემი ადმინისტრაცია განაგრძობს დაუღალავად მუშაობას და გამოიყენებს ყველა შესაძლო გზას, რათა ბრიტნი და პოლ უილანი რაც შეიძლება მალე, უსაფრთხოდ დაბრუნდნენ სახლში“, - აღნშნულია ბაიდენის განცხადებაში. ნარკოტიკების შენახვისა და კონტრაბანდაში ბრალდებულ ბრიტნი გრაინერს რუსეთის სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2020 წელს, მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ჯაშუშობაში ბრალდებულ ამერიკელ ყოფილ ქვეითს, პოლ უილანს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამერიკელი პოლ უილანი მოსკოვში ჯაშუშობის ბრალდებით 2020 წლის 3 იანვარს დააკავეს.
ფინეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების შეზღუდვის გეგმა შეიმუშავა
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰაავისტომ რუსი ტურისტების გაზრდილი რაოდენობის შედეგად გამოწვეული უკმაყოფილების გამო, გეგმა წარადგინა, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის გაცემული ტურისტული ვიზების შეზღუდვას ითვალისწინებს. „ტურიზმის კატეგორია შეიძლება შეიზღუდოს იმ თვალსაზრისით, თუ რამდენი ვიზა შეიძლება გაიცეს დღიურად“, - განაცხადა ჰაავისტომ და აღნიშნა, რომ საბოლოოს გადაწყვეტილებას თვის ბოლოსთვის ელის. ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც რუსეთიდან ევროკავშირში ფრენები შეჩერდა, ფინეთი იქცა სატრანზიტო ქვეყნად რუსებისთვის, რომლებიც ევროპაში გამგზავრებას ცდილობენ, რაც ჰაავისტოს შეფასებით, ბევრმა სანქციების თავიდან არიდების ჭკვნიანურ მეთოდად აღიქვა. ფინეთი რუსეთის ერთადერთ ევროკავშირის წევრ მეზობლად რჩება, რომელსაც რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების შეზღუდვა დაწესებული არ აქვს.
ესტონეთის მთავარ დიპლომატს სურს, შეწყდეს შენგენის ვიზების გაცემა რუსეთის მოქალაქეებისთვის
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სურს, შეწყდეს შენგენის ვიზების გაცემა რუსეთის მოქალაქეებისთვის და ხსენებული ზომები სანქციების მომდევნო პაკეტში შეიტანონ. ურმას რეინსალუს თქმით, მოსკოვი უკრაინის სახელმწიფოებრიობის განადგურებას ცდილობს. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მხარს უჭერს ლატვიის პოლიტიკას, რომლის თანახმად, ქვეყანაში შესულ რუსეთის მოქალაქეებს მოეთხოვებათ, ხელი მოაწერონ დოკუმენტს, რომლითაც "შეჭრას გმობენ". ცნობისათვის, დღესვე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰაავისტომ რუსი ტურისტების გაზრდილი რაოდენობის შედეგად გამოწვეული უკმაყოფილების გამო, გეგმა წარადგინა, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის გაცემული ტურისტული ვიზების შეზღუდვას ითვალისწინებს.
კანადა დიდ ბრიტანეთში უკრაინელი ჯარისკაცების მოსამზადებლად სამხედროებს გზავნის
კანადა განაახლებს UNIFIER სამხედრო სასწავლო მისიას ბრიტანეთში, სამხედრო ტრენერების გაგზავნით, რათა უკრაინელ ჯარისკაცებს სწავლებაში დაეხმაროს. ამის შესახებ კანადის თავდაცვის მინისტრმა ანიტა ანანდმა ტორონტოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ანანდის თქმით, 225-მდე კანადელი სამხედრო გაემგზავრება დიდ ბრიტანეთში ახალი უკრაინელი სამხედრო რეკრუტების მოსამზადებლად. პირველი ჯგუფი, რომელიც 90 სამხედროსგან შედგება, მომავალ კვირას დიდ ბრიტანეთში გაემგზავრება. კანადის თავდაცვის სამინისტრომ განმარტა, რომ მისიის საწყისი ხანგრძლივობა ოთხ თვემდეა, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში შეიძლება, გაგრძელდეს. იანვრის ბოლოს კანადამ უკრაინაში UNIFIER სამხედრო სასწავლო მისიის სამი წლით გახანგრძლივების შესახებ გამოაცხადა, მაგრამ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებისთანავე ყველა კანადელმა ინსტრუქტორმა დატოვა უკრაინის ტერიტორია.
ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში პირველად, ზელენსკი გვინეა-ბისაუს პრეზიდენტს ესაუბრა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და გვინეა-ბისაუს პრეზიდენტმა უმარო სისოკო ემბალომ სასურსათო უსაფრთხოების, ასევე, განსაკუთრებით საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინის მხარდაჭერის საკითხები განიხილეს. „გვინეა-ბისაუს ლიდერს ECOWAS-ის (დასავლეთ აფრიკის ქვეყნების ეკონომიკური თანამეგობრობა. რედ.) თავმჯდომარედ არჩევა მივულოცე. განვიხილეთ უკრაინის მხარდაჭერა საერთაშორისო ორგანიზაციებში. აღინიშნა, უკრაინის მზადყოფნა იყოს სასურსათო უსაფრთხოების გარანტი რეგიონში“, - დაწერა ზელენსკიმ Twitter-ზე.
რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე, უკრაინაში 211 ბავშვი დაკარგულად ითვლება - პოლიცია
პოლიცია ეძებს 211 ბავშვს, რომლებიც უკრაინაში თებერვლის ბოლოს დაწყებული რუსეთის შეჭრის შემდეგ, უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ. ამის შესახებ ეროვნული პოლიციის ორგანიზაციული და ანალიტიკური მხარდაჭერისა და სწრაფი რეაგირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ოლექსი სერჰიეევმა განაცხადა. მისივე თქმით, სულ 4353 ბავშვის დაკარგვის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. სამართალდამცველებმა კი, 4143 ბავშვი იპოვეს, 211 კვლავ დაკარგულად ითვლება. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
მაიმუნის ყვავილის გავრცელების გამო, აშშ-ში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
ჯანდაცვის მდივნის განცხადებით, აშშ-ში მაიმუნის ყვავილის გავრცელების გამო საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ შეერთებულ შტატებში 6600-ს მიაღწია. ნიუ-იორკი აშშ-ის მეორე უდიდესი ქალაქია, სადაც „მაიმუნის ყვავილის“ გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა „მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევების ზრდის გამო, ჯანმომ საგანგებო მდგომარეობა 23 ივლისს გამოაცხადა. რა უნდა ვიცოდეთ მაიმუნის ყვავილის შესახებ - NCDC ინფორმაციას ავრცელებს საქართველოში ვირუსი პირველად 15 ივნისს გამოვლინდა.
თენგიზ ცერცვაძე: ვაქცინის გაფუჭების საფრთხე არსებობს, მაგრამ ამის გამო, საკმარისი რაოდენობის არ შემოგვეტანა?
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის „ბუსტერ„ დოზის გაკეთება აუცილებელია. „პალიტრანიუსის“ გადაცემაში თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ საქართველოში არიან პაციენტები, რომლებიც კორონავირუსით სამჯერ და ოთხჯერ დაინფიცირდნენ, თუმცა მათ ვირუსი მსუბუქად გადაიტანეს. მისივე თქმით, წინა შემთხვევის მსგავსად, ისევ არსებობს საფრთხე, რომ საქართველოში არსებულ გამოუყენებენ ვაქცინებს ვადა გაუვიდეს. „სამწუხაროდ, ამის საფრთხე არსებობს, მაგრამ რა ვქნათ, ამის გამო საკმარისი რაოდენობის არ შემოგვეტანა? რომ არ შემოგვეტანა შედეგი იქნებოდა და სწორიც იქნებოდა, სახელმწიფოს დადანაშაულება, რომ მოსახლეობა მზად არის და არ არის ვაქცინები. ამას სჯობს ვაქცინა ზედმეტობით გვქონდეს. მართალია ეს უყაირათობაა, მაგრამ სჯობს ვაქცინა გვქონდეს ზედმეტობით“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ. რაც შეეხება შეზღუდვების დაწესებას, როგორც თენგიზ ცერცვაძე აღნიშნავს, საქართველოში კორონავირუსის მართვის კარგი დინამიკა ფიქსირდება და ამ ეტაპზე, ქვეყანაში პირბადის სავალდებულო ტარების აუცილებლობა არ დგას. თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, ვინ ინფიცირდება ომიკრონის შტამით უფრო ხშირად. „ვისაც არ გადაუტანია და არც ვაქცინირებული არ არის, ისინი ყველაზე მეტად ინფიცირდებიან, იმიტომ რომ მათ იმუნიტეტი საერთოდ არ აქვთ. ვინც არის სრულად ვაქცინირებული, მითუმეტეს, "ბუსტერ" დოზით, ან აქვთ კოვიდი გადატანილი და შესაძლოა არა ერთხელ, მათ ბუნებრივია იმუნიტეტი აქვთ, ან ვაქცინით გამომუშავებული, ან თვითონ ინფექციის გადატანის შედეგად გამომუშავებული და ისინი ნაკლებად ინფიცირდებიან, თუმცა დაცულები არ არიან. ამაზე მეტყველებს ის შემთხვევები, რომ ჩვენ გვყავს პაციენტები, რომელსაც მესამეჯერ დაემართათ კოვიდი და მეოთხედაც, მაგრამ ამათ კოვიდი როგორც წესი მსუბუქად ემართებათ“, - განაცხადა ცერცვაძემ. ცერცვაძის თქმით, „იმედი იმის, რომ კოვიდი აღარ იქნება, ჯერ არ არის“. „როგორმე ვიპოვოთ ჩვენ თავში ძალა და გავაძლიეროთ ვაქცინაცია. განსაკუთრებით, „ბუსტერ“ დოზებით. დადასტურებულია, რომ სწორედ „ბუსტერ“ დოზები იცავს ძირითადად ინფიცირებისგან. მართალია რეგულაციები მთლიანად მოხსნილია, მაგრამ არ უშლის ხელს მოსახლეობას, როგორც უცხოეთში აკეთებს შეგნებული ნაწილი, ნებაყოფლობით ატარონ პირბადეები - მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სამედიცინო დაწესებულებებში, დახურულ სივრცეებში, სადაც ხალხმრავალი შეკრებებია“, - განაცხადა ცერცვაძემ. ცერცვაძის თქმით, დღეს არსებული შტამი პრაქტიკულად არ განსხვავდება სხვა რესპირაციული ინფექციებისგან, შესაბამისად, ვისაც აღმოაჩნდება სიმპტომები, როგორიცაა ყელის ტკივილი, სურდო, თავის ტკივილი, ხველა, მაღალი ტემპერატურა, სწრაფი ტესტი უნდა ჩაიტაროს. „ახლა, როცა სხვა რესპირატორული ინფექციების რიცხვი შემცირებულია პოტენციურად ასეთი სიმპტომი ძალიან დიდი ალბათობით კოვიდზე მიუთითებს. ამიტომ ყველა, ვისაც ეს სიმპტომები აღმოაჩნდება, აუცილებელია, რომ პირველივე დღეს ჩაიტაროს სწრაფი ტესტი, რაც უფასო და ხელმისაწვდომია, დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში, (ძალიან კარგად არის აწყობილი ელექტრონული სისტემა) შედგება მასა და ოჯახის ექიმს შორის კომუნიკაცია. სულ ერთი დღე დასჭირდება, რომ ოჯახის ექიმმა შეაფასოს პაციენტის მდგომარეობა თუ ის მსუბუქია, არაფერი სჭირდება, მაგრამ თუ ის დამძიმების რისკებს შეიცავს, რაც არის 60 წელზე მეტი ასაკი, ან მძიმე თანმხვედრი დაავადებები, მაშინ აუცილებელია და ექიმი ურჩევს, რომ უნდა დაიწყოს მკურნალობა: „პაქსლოვიდით“ ან „რემდესივირით“, - განაცხადა ცერცვაძემ და დაამატა, რომ „არცერთი პაციენტი, რომელმაც ბოლო ოთხი თვის მანძილზე ჩვენებების შემთხვევაში დაიწყო მკურნალობა პირველი სამი დღის განმავლობაში „პაქსლოვიდით“ ან „რემდესივირით“ არ დამძიმებულა, არ მოხვედრილა რეანიმაციაში და არ გარდაცვლილა“.
ლატვიამ რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმება შეაჩერა
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ხელისუფლებამ პირველი აგვისტოდან რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეკრულება შეაჩერა. ასევე პირველი აგვისტოდან შეჩერდა ორ ქვეყანას შორის შეთანხმების პროცესი ეკონომიკის, სამეცნიერო-ტექნოლოგიების, ჰუმანიტარულ და კულტურული თანამშრომლობის სფეროებში კომისიების შექმნის შესახებ. მანამდე, 16 მაისს ლატვიასა და რუსეთს შორის მოქმედი 13 ხელშეკრულება შეჩერდა. ამასთან ლატვიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანაში მცხოვრებ რუს სამხედრო პენსიონერებსა და მათი ოჯახის წევრებს სოციალური დახმარება შეუჩერდათ.
უკრაინის პორტებიდან მარცვლეულით დატვირთული კიდევ 3 გემი გავიდა
თურქეთის თავდაცვის მინისტრის ჰულუსი აკარის ინფორმაციით, დღეს უკრაინის პორტებიდან, მარცვლეულით დატვირთული კიდევ სამი გემი გავიდა. დღეს დილიდან, ოდესის და ჩერნომორსკის პორტებიდან გავიდა საერთო ჯამში, 58 ათას ტონაზე მეტი სიმინდით დატვირთული გემები: Navistar, Polarnet, Rojen. გემებმა ტვირთი ირლანდიაში, თურქეთსა და დიდ ბრიტანეთში უნდა ჩაიტანონ. მანამდე გემები სტამბოლში გაჩერდებიან, სადაც მათ გაეროს, თურქეთის, უკრაინისა და რუსეთის ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრის წარმომადგენლები შეამოწმებენ. უკრაინაში ომის დაწყებიდან პირველმა სატვირთო გემმა ოდესის პორტი 1-ელ აგვისტოს დატოვა. 3 აგვისტოს, გემი სტამბოლში შეამოწმა საკოორდინაციო ცენტრმა და ამის შემდეგ დანიშნულების ადგილის - ლიბანისკენ გაემგზავრა, სადაც 26 ათას ტონაზე მეტი უკრაინული სიმინდი მიაქვს. სტამბოლში, 22 ივლისს, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე ოთხმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და დელეგაციების სხვა წევრები. რუსეთის ძალებმა ოდესის პორტზე იერიში 23 ივლისს მიიტანეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა. რას მოიცავს სტამბოლის შეთანხმება, წაიკითხეთ ვრცლად. რას გულისხმობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმება
დღეს ერდოღანი და პუტინი სოჭში მოლაპარაკებებს გამართავენ
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, დღეს სოჭში ჩავა, სადაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებას გამართავს. ორი ქვეყნის ლიდერი ბოლო 17 დღის განმავლობაში ერთმანეთს მეორედ ხვდება. მოლაპარაკების დღის წესრიგში პრიორიტეტული საკითხია თურქეთის შეიარაღებულ ძალებთან სირიის ჩრდილოეთით, ერთობლივი ანტიტერორისტული ოპერაციის მომზადება. ამასთან, ერდოღანი და პუტინი რუსეთ-უკრაინის ომის საკითხებსა და „ხორბლის დერეფნის“ საკითხებსაც განიხილავენ. თურქული მედიის ცნობით, უკრაინის ომის თემასთან დაკავშირებით, თურქეთის პრეზიდენტი ყურადღებას ამახვილებს ანკარას მზადყოფნაზე, სისხლისღვრის დასრულებასა და ცეცხლის შეწყვეტის მიღწევაში თავისი წვლილი შეიტანოს. და ბოლოს, თურქეთისა და რუსეთის ლიდერები განიხილავენ ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის გაზრდის, თანამშრომლობის განვითარებას, მათ შორის ენერგეტიკისა და თავდაცვის მრეწველობის და სტრატეგიული პროექტების განხორციელებას.
უკრაინის გენშტაბი: დონეცკის ოლქში ბოლო 24 საათში ოკუპანტებმა შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, ცხრა კი დაიჭრა
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში რუსმა ჯარისკაცებმა შეტევა სცადეს ავდეევკისა და ბახმუტის მიმართულებიდან. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს. მათივე ცნობით, რუსეთის შეიარაღებული ძალები ცეცხლს უხსნის სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას სხვადასხვა დასახლებულ პუნქტებში. ამასთან, უკრაინის ხელისუფლების ცნობით, დონეცკის ოლქში ბოლო 24 საათში ოკუპანტებმა შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, ცხრა კი დაიჭრა. "რუსმა სამხედროებმა დნეპროპეტროვსკში, ქალაქ ნიკოპოლის მიმართულებით 40 რეაქტიული ჭურვი გაუშვეს. ასევე, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში რუსმა ჯარისკაცებმა იერიში სცადეს ავდეევკისა და ბახმუტის მიმართულებიდან", - ვკითხულობთ ინფორმაციაში. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ტაილანდში ღამის კლუბში ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა
The Bangkok Post-ის ცნობით, სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა და 40 დაშავდა ხანძრის შედეგად, რომელიც ტაილანდის პროვინცია ჩონბურში, სატაჰიპის რაიონში Mountain B-ის ღამის კლუბში გაჩნდა. ხანძარს ცხრა კაცი და ოთხი ქალი შეეწირა. Reuters-ის ცნობით, დაშავებულებს შორის მძიმე მდგომარეობაშია 14 ადამიანი. ხანძარი 5 აგვისტოს გამთენიისას გაჩნდა. თვითმხილველების თქმით, მათ დიჯეის ჯიხურთან ორი აფეთქების ხმა გაიგეს და დაინახეს ნაპერწკლები, რის შემდეგაც ცეცხლი სწრაფად გავრცელდა ოთახში.
უკრაინის გენერალური პროკურატურა: ქვეყანაში ომის დაწყების დღიდან რუსმა ოკუპანტებმა 359 ბავშვი მოკლეს
უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ქვეყანაში ომის დაწყების დღიდან რუსმა ოკუპანტებმა 359 ბავშვი მოკლეს. „5 აგვისტოს მდგომარეობით, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი აგრესიის შედეგად, 1059 ბავშვი დაზარალდა, აქედან 359 ბავშვი გარდაიცვალა და 700-ზე მეტმა ბავშვმა სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო“,- ნათქვამია განცხადებაში. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ჩინეთმა ტაივანზე G7-ის განცხადების გამო, ევროპული ქვეყნების ელჩები დაიბარა
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ტაივანის შესახებ, G7-ის განცხადების გამო, ევროპელი ელჩები დაიბარა. ამის შესახებ Associated Press წერს. „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები ჩინეთს მოუწოდებენ, ცალმხრივად არ შეცვალოს სტატუს-კვო და უთანხმოება მშვიდობიანი გზით გადაჭრას საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ევროპის ქვეყნების ელჩებთან შეხვედრა ხუთშაბათს საღამოს შედგა. ჩინეთის ხელისუფლებამ, დიპლომატებთან შეხვედრაზე „ჩინეთის შიდა საქმეებში ჩარევასთან დაკავშირებით“ G7-ის პოზიცია გააპროტა. რომელი ევროპული სახელმწიფოების ელჩები დაიბარეს, არ ზუსტდება. მანამდე ჩინეთმა G7-ის განცხადების გამო, საგარეო საქმეთა მინისტრსა და მის იაპონელ კოლეგას შორის დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა. გაეცანით Europetime-ის სტატიას ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი მეთიუ ბრაიზა ნენსი პელოსის ვიზიტზე ტაივანში: პროვოკაციული ნაბიჯია, ჩემთვის ეს არ არის გონივრული დიპლომატია
თეთრი სახლის მიმდებარედ, ოთხი ადამიანი მეხის დაცემის შედეგად დაშავდა
თეთრი სახლის მიმდებარედ, ლაფაიეტის პარკში ოთხი ადამიანი მეხის დაცემის შედეგად დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მათივე ცნობით, დაშავებულები კრიტიკულ მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს. ამასთან, კლინიკაში გადაყვანამდე მეხის შედეგად დაშავებულ ადამიანებს, პირველადი დახმარება თეთრი სახლის სპეცსამსახურის წარმომადგენლებმა გაუწიეს. "ორი კაცი და ორი ქალი ძლიერი ქარიშხლის დროს, ლაფაიეტის პარკში იმყოფებოდნენ, როდესაც მედი დაეცათ", - აცხადებენ მეხანძრეები. მომხდარის გამო, დროებით დაიკეტა პარკი. დაშავებულთა ვინაობა ჯერ არ დადასტურებულა.
უკრაინის შეიარაღებული ძალები: ომის დაწყების დღიდან უკრაინულმა ძალებმა 41 650 რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ომის დაწყების დღიდან უკრაინულმა ძალებმა 41 650 რუსი ჯარისკაცი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. უკრაინის გენერალური პროკურატურა: ქვეყანაში ომის დაწყების დღიდან რუსმა ოკუპანტებმა 359 ბავშვი მოკლეს "უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს მტრის 1 792 ტანკი, 4 032 ჯავშანტექნიკა, 950 საარტილერიო სისტემა, 260 ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა, 123 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 223 თვითმფრინავი, 191 ვერტმფრენი, 742 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი, 182 ფრთოსანი რაკეტა, 15 გემი/ნავი, 2 964 ერთეული სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი, ასევე 83 ერთეული სპეცტექნიკა", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.