ძებნის რეზულტატი:

კირბის თქმით, რუსეთი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე „რეფერენდუმის“ ჩასატარებლად ემზადება

მოსკოვმა დაავალა ოფიციალურ პირებს, მოემზადონ იმ რაიონებში, რომლებიც მის კონტროლს ექვემდებარებოდა, მათ შორის, ხარკოვში, ხერსონში, ზაპოროჟიეში, დონეცკსა და ლუგანსკის ნაწილებში, ამის შესახებ ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ ჟურნალისტებს განუცხადა. „პირველი რეფერენდუმი შეიძლება, გამოცხადდეს ამ კვირის ბოლოს. აშშ და საერთაშორისო საზოგადოება არ განიხილავს არცერთ ასეთ „არჩევნებს“ ლეგიტიმურად“, - აღნიშნა კირბიმ. თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარს 25 აგვისტოს გამართავს. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერი 29 აპრილს, სარწმუნო ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ რუსეთის ძალები აკავებენ ადგილობრივ მოსახლეობას და შემდეგ, უკრაინის მთავრობასთან ან დამოუკიდებელ მედიასთან რაიმე სავარაუდო კავშირის გამო სასტიკ პირობებში კითხავენ. მაიკლ კარპენტერი: მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ მოსკოვმა შესაძლოა, გააძლიეროს უკრაინელთა იძულებით გადაყვანა რუსეთში კარპენტერი ასევე აცხადებდა, რომ კრემლი შესაძლოა, ემზადებოდეს ყალბი რეფერენდუმების მოსაწყობად უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში - იმ რაიონებში, რომლებიც მან უკანონოდ დაიპყრო 24 თებერვლის შემდეგ.  

უკრაინა რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ, გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაზე რეზოლუციის პროექტს წარადგენს

უკრაინა გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიისთვის რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ რეზოლუციას წარადგენს. გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ვიდეო ბმულით გამოსვლისას პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ არ არსებობს სამხედრო დანაშაული, რომელიც რუს ოკუპანტებს ჯერ არ ჩაუდენიათ უკრაინის ტერიტორიაზე. ზელენსკიმ რადიაციული კატასტროფის, სასურსათო კრიზისის, ყველა საერთაშორისო დებულებისა და კონვენციის დარღვევის საფრთხის განზრახ შექმნაზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა დროებით ოკუპირებულ ოლენივკაში რუსი სამხედრო დამნაშავეების მიერ უკრაინელი სამხედრო ტყვეების მკვლელობაზე. „სასწრაფოდ არის საჭირო გაეროს ფაქტების დამდგენი მისია ოლენივკაში, რომლის მანდატი უნდა გავრცელდეს ყველა უკრაინელი სამხედრო ტყვეზე, რომლებიც ამჟამად რუსული ძალების მიერ არიან დაკავებულები“, - განაცხადა ზელენსკიმ. „იმისათვის, რომ მსოფლიოს ვერცერთმა ქვეყანამ ვერასოდეს უგულვებელყოს გაეროს წესდება და კონვენციები, რომლებიც სავალდებულოა მთელი კაცობრიობისთვის, გამონაკლისის გარეშე - რუსეთმა პასუხი უნდა აგოს უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის. შესაბამისი რეზოლუცია განსახილველად წარედგინება გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიას“, - დაამატა ზელენსკიმ.  

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული: რაჭაში, ტყის ხანძარი ფაქტობრივად ლიკვიდირებულია

რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის, პაპუნა მარგველიძის განაცხადებით, რაჭაში, სოფელ ძირაგეულში, ტყის ხანძარი ფაქტობრივად ლიკვიდირებულია. რაჭაში ხანძარია როგორც ცნობილია, შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე რჩება რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.  ასევე წაიკითხეთ:   გომელაურის თქმით, ბორჯომში ხანძრის მასშტაბმა იკლო  

რუსულმა ჯარმა ქალაქ ნიკოლაევზე სარაკეტო იერიში მიიტანა

25 აგვისტოს ღამეს რუსულმა ჯარმა, უკრაინის ქალაქ ნიკოლაევზე, S-300 რაკეტებით იერიში მიიტანა. ამის შესახებ ნიკოლაევის სამხარეო ადმინისტრაციის  ხელმძღვანელმა ვიტალი კიმმა Telegram-ზე განაცხადა.   „25 აგვისტოს ღამით, დაახლოებით 03:30 საათზე, ნიკოლაევი კვლავ დაბომბეს. წინასწარი ინფორმაციით, მტერმა დარტყმა S-300 ტიპის რაკეტებით განახორციელა. შედეგად რამდენიმე სახლში ხანძარი გაჩნდა. ასევე დაზიანდა სახოვრებელი კორპუსები. ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება“, - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

შს სამინისტრო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დაკავების შესახებ დამატებით ინფორმაციას ავრცელებს

ვასაჯაროვებთ ვიდეოს, რომელზეც ასახულია მოქალაქე არტურ მკოიანის მიერ იარაღიდან სროლის ფაქტი, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება, - შს სამინისტრო „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ახალქალაქში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის არტურ მკოიანის „უკანონოდ დააკავეს და მის მიმართ პოლიტიკური დევნის შესახებ“ სიცრუეს უწოდებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ახალქალაქში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში ჩაატარეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა მიმდინარე წლის 23 აგვისტოს, ახალქალაქში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე, „ოპელის“ მარკის ავტომობილის მძღოლის მიერ გადაადგილებისას, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი პისტოლეტიდან პირადი ავტომობილით მოძრავი პოლიციის თანამშრომლების მიმართულებით გასროლა. მომხდარი ფაქტის შემდეგ მძღოლი ავტომობილიანად მიიმალა. გამოძიების ფარგლებში, მალევე მოხდა ავტომანქანის მძღოლის იდენტიფიცირება და დადგინდა, რომ „ოპელის“ მარკის ავტომობილს მართავდა 1985 წელს დაბადებული ა.მ. ზემოაღნიშნულ ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ა.მ.-ის საცხოვრებელ სახლში სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკისას, აღნიშნული პირი არ დაემორჩილა პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას, რის გამოც იგი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით იქნა დაკავებული. ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ 24 აგვისტოს ა.მ. სამართალდამრღვევად ცნო და 11-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას და ტარებას გულისხმობს. ასევე, გვსურს, გამოვეხმაუროთ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გამართულ ბრიფინგს, რომელზეც პარტიის წარმომადგენელმა ისაუბრა ახალქალაქში მათი თანაპარტიელის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შესახებ, რასაც ოჯახის მიმართ განხორციელებული ტერორი და პოლიტიკური დევნა უწოდა. აღნიშნული განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს, გამოძიების დაწყება და პოლიციის მიერ ა.მ.-ის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკა ჩატარდა საპროცესო კანონმდებლობის სრული დაცვით. შესაბამისად, ვასაჯაროებთ ვიდეოს, რომელზეც ასახულია მოქალაქე ა.მ.-ის მიერ იარაღიდან სროლის ფაქტი, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება და ა.მ.-ს საცხოვრებელ სახლში სამართალდამცველების მიერ ჩატარდა ჩხრეკა“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ბრიტანეთში უნიკალური ტყუპები დაიბადნენ

დიდ ბრიტანეთში, 29 წლის შანტელ ბროტონმა უნიკალური ტყუპები გააჩინა, რომელთაც განსხვავებული ფერის კანი აქვთ.  ბიჭს ეონი დაარქვეს, გოგონას აზირა. ისინი მიმდინარე წლის აპრილში დაიბადნენ. ბროტონის თქმით, დაბადებისთანავე ბავშვები ერთნაირად გამოიყურებოდნენ, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ აზირა ძმაზე ბევრად მუქი გახდა. ახლა ბავშვების გარეგნობა შესამჩნევად განსხვავებულია. ბიჭს ღია კანი და მწვანე თვალები აქვს, გოგონას კი მუქი კანი და ყავისფერი თვალები. უნიკალური ტყუპების დედა შერეული რასის წარმომადგენელია. მისი დედის ბაბუა ნიგერიიდან იყო. ამასთან, ტყუპების მამის წინაპრები შოტლანდიური და იამაიკური წარმოშობის არიან.   

ახალქალაქში ადმინისტრაციული წესით დაკავებული მოქალაქე სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და პატიმრობა შეუფარდა

პოლიციის მიერ ახალქალაქში ადმინისტრაციული წესით დაკავებული მოქალაქე სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და პატიმრობა შეუფარდა, - ამის შესახებ განცხადება შს სამინისტრო ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ახალქალაქში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში ჩაატარეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა მიმდინარე წლის 23 აგვისტოს, ახალქალაქში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე, „ოპელის“ მარკის ავტომობილის მძღოლის მიერ გადაადგილებისას, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი პისტოლეტიდან პირადი ავტომობილით მოძრავი პოლიციის თანამშრომლების მიმართულებით გასროლა. მომხდარი ფაქტის შემდეგ მძღოლი ავტომობილიანად მიიმალა. გამოძიების ფარგლებში, მალევე მოხდა ავტომანქანის მძღოლის იდენტიფიცირება და დადგინდა, რომ „ოპელის“ მარკის ავტომობილს მართავდა 1985 წელს დაბადებული ა.მ. ზემოაღნიშნულ ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ა.მ.-ის საცხოვრებელ სახლში სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკისას, აღნიშნული პირი არ დაემორჩილა პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას, რის გამოც იგი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით იქნა დაკავებული. ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ 24 აგვისტოს ა.მ. სამართალდამრღვევად ცნო და 11-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას და ტარებას გულისხმობს. ასევე, გვსურს, გამოვეხმაუროთ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამართულ ბრიფინგს, რომელზეც პარტიის წარმომადგენელმა ისაუბრა ახალქალაქში მათი თანაპარტიელის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შესახებ, რასაც ოჯახის მიმართ განხორციელებული ტერორი და პოლიტიკური დევნა უწოდა. აღნიშნული განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს, გამოძიების დაწყება და პოლიციის მიერ ა.მ.-ის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკა ჩატარდა საპროცესო კანონმდებლობის სრული დაცვით. შესაბამისად, ვასაჯაროებთ ვიდეოს, რომელზეც ასახულია მოქალაქე ა.მ.-ის მიერ იარაღიდან სროლის ფაქტი, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება და ა.მ.-ს საცხოვრებელ სახლში სამართალდამცველების მიერ ჩატარდა ჩხრეკა“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.  

საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე პასუხისგებაში ერთი პირი მისცა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ერთი პირი მისცეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მის ფაქტობრივ მართვაში არსებული კომპანიის მეშვეობით, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად ახდენდა შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, რა გზითაც, თავი აარიდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 1 051 446 ლარის გადახდას. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.  

უკრაინაში, რკინიგზის სადგურზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა

დნეპროპეტროვსკის ოლქში, ჩაპლინოს სარკინიგზო სადგურზე რუსული ჯარების სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა 25 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი. უკრაინაში რკინიგზის სადგურზე სარაკეტო თავდასხმას სულ მცირე 15 ადამიანი ემსხვერპლა, 50 დაიჭრა ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ კირილო ტიმოშენკომ განაცხადა. ოფიციალური პირის ცნობით, სოფელ ჩაპლინოში სამაშველო და სამძებრო სამუშაოები დასრულებულია. „საცხოვრებელი სექტორისა და რკინიგზის სადგურის დაბომბვის შედეგად დაიღუპა 25 ადამიანი, მათგან ორი ბავშვი. 11 წლის ბიჭი სახლის ნანგრევების ქვეშ მოჰყვა, ხოლო 6 წლის ბავშვი დაბომბვის დროს“, - განაცხადა ტიმოშენკომ. გარდა ამისა, მისი თქმით, დაშავებულია 31 ადამიანი. სარაკეტო თავდასხმა, სარკინიგზო სადგურზე, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს მოხდა.   

უკრაინული მედია: უკრაინულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქში ოკუპანტების საბრძოლო მასალის საწყობები გაანადგურეს

უკრაინულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქში, ტოკმაკში ოკუპანტების საბრძოლო მასალის საწყობები გაანადგურეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, ხერსონის ოლქის ჩაპლინკის რაიონში განადგურებულია საბრძოლო მასალის საცავი და რაშისტების ბაზა. ამასთან, ოკუპანტების დანაკარგების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

კარგი ამბები ფრონტიდან წლის ბოლომდე იქნება - რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ ამ წლის ბოლომდე ფრონტზე ვითარება რადიკალურად შეიცვლება და უკრაინელები „კარგ ამბებს“ გაიგებენ.  შოიგუს მტკიცებით, რუსეთი შეტევის ტემპს განგებ ანელებს მისი თქმით, ფრონტზე ვითარება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, თუმცა მისი პროგნოზი ოპტიმისტურია. „მე ვარ ინფორმირებული ოპტიმისტი ან კარგად ინფორმირებული, ამიტომ მაქვს გარკვეული დადებითი იმედები, რომ წელს ყველაფერი კარგად იქნება.  კერძოდ, სასიამოვნო სიახლეები მთელი უკრაინული საზოგადოებისთვის და მსოფლიოსთვის. მნიშვნელოვანია, რომ ხალხმა დაინახოს გამარჯვება", - თქვა რეზნიკოვმა. ამასთან, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ გამარჯვებისთვის უკრაინას სხვა ქვეყნების მხარდაჭერა სჭირდება. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

საქართველოსა და მექსიკას შორის განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი

მექსიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში, საქართველოსა და მექსიკის შეერთებული შტატების მთავრობებს შორის განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, მექსიკის მხრიდან შეთანხმებას ხელი მოაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარსელო ებრარდ კასაუბონმა, ხოლო საქართველოს მხრიდან მექსიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზაზა გაბუნიამ. "ზემოაღნიშნული შეთანხმება მიზნად ისახავს საქართველოსა და მექსიკას შორის თანამშრომლობას კულტურისა და განათლების სფეროში. შეთანხმების თანახმად, მხარეები გამოთქვამენ მზაობას, ხელი შეუწყონ უწყებათაშორისი კავშირებისა და სახალხო დიპლომატიის განვითარებას. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს სტუდენტთა გაცვლის პროგრამების მეშვეობით საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას, აგრეთვე კავშირების გაღრმავებას ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის. ამასთან, შეთანხმების თანახმად, მხარეები ორიენტირებულნი არიან, წაახალისონ ხელოვანთა ჯგუფების ურთიერთგაცვლა და სხვა ტიპის ღონისძიებები მუსიკის, სახვითი და საშემსრულებლო ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობის გზით. ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა და საქართველოს ელჩმა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს შეთანხმების მნიშვნელობას ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავების საქმეში", - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

კანადა გერმანიას Nord Stream-ის დარჩენილ ხუთ ტურბინას დაუბრუნებს

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჯოლიმ, ოთხშაბათს განაცხადა, რომ ოტავა აპირებს, გერმანიას რუსული Nord Stream-ის გაზსადენის დარჩენილი ხუთი ტურბინა გადასცეს. მედია: კანადამ გერმანიას Nord Stream-ის გარემონტებული ტურბინა გადასცა მანამდე, ოტავამ ეს ნაბიჯი გერმანიისთვის გაზის მიწოდების უზრუნველყოფის აუცილებლობით ახსნა. კანადა ასევე აცხადებს, რომ კრემლი ტურბინების დაბრუნებაზე უარს სათავისოდ გამოიყენებდა და ევროპული ენერგიის დეფიციტზე პასუხისმგებლობას იმ ქვეყნებს დააკისრებდა, ვინც სანქციები დაუწესა.  ჯასტინ ტრუდო: კანადის მიერ „ჩრდილოეთის ნაკადისთვის“ ტურბინის გადაცემამ ვლადიმერ პუტინის სტრატეგია ჩაშალა „კანადას არ სურს, რომ პუტინს თავის მართლების საშუალება მისცეს და ევროპის წინააღმდეგ, გაზის ექსპორტი იარაღად გამოიყენოს“, - აცხადებს ჯოლი.  Nord Stream1-ი ევროპისკენ რუსული გაზის მიწოდების მთავარი მარშრუტია, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მოქმედი იყო. 16 ივნისიდან გაზპრომმა ამ გაზსადენით მიწოდება ნომინალური სიმძლავრის 40%-მდე შეამცირა, რადგან სანქციების გამო კანადიდან ტურბინის რემონტის შემდეგ დანადგარის დაბრუნების საკითხი გაურკვეველი იყო. ამის შემდეგ გერმანიამ კანადის ხელისუფლებას გამონაკლისის სახით ტურბინის დაბრუნების თხოვნით მიმართა.  

თავდაცვის სამინისტრო: ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში რეზერვისტები მხარდამჭერ ფუნქციას შეასრულებენ

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში რეზერვისტები მხარდამჭერ ფუნქციას შეასრულებენ - სტიქიის ზონაში ცეცხლის ქრობის სამუშაოებში საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის ტერიტორიული რეზერვის 102-ე ბატალიონის ასეული ჩაერთო, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. "რეზერვისტები სოფელ აწყურის მიმართულებაზე არიან გადასროლილი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებთან კოორდინირებით სხვადასხვა მხარდამჭერ ამოცანას ასრულებენ, მათ შორის ცეცხლის კერების შეკავება, პერიმეტრზე მონიტორინგი და პატრულირება. 102-ე ბატალიონის რეზერვისტებს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სპეციალური სწავლება, NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში, დანიელი სამხედროების, ეროვნული გვარდიის ინსტრუქტორებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დახმარებით აქვთ გავლილი. ასეული დანიური მხარის მიერ გადაცემული კრიზისებზე რეაგირების ინვენტარითაცაა აღჭურვიული", - აღნიშნულია ინფორმაციაში. გომელაურის თქმით, ბორჯომში ხანძრის მასშტაბმა იკლო  

უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, რუსეთის ჯარებმა 58 დასახლება დაბომბეს - უკრაინის შსს

უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს რუსეთის ჯარებმა 58 დასახლება დაბომბეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ევგენი იენინმა განაცხადა, იუწყება Ukrinform შსს-ს პრესსამსახურზე დაყრდნობით. უკრაინაში, რკინიგზის სადგურზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა „... რუსებმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღე, მანიაკალური სისასტიკით გააფუჭეს. გასული დღის განმავლობაში პოლიციამ დააფიქსირა 58 დასახლების დაბომბვა. ეს არის გაცილებით მეტი, ვიდრე ჩვეულებრივ ვაფიქსირებთ“ - თქვა იენინმა. შეგახსენებთ, სარაკეტო თავდასხმა, დნეპროპეტროვსკის ოლქში, ჩაპლინოს სარკინიგზო სადგურზე სადგურზე, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს მოხდა.  ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ლევან დავითაშვილი: მობილიზებულია ყველა შესაძლო საშუალება, რათა ხანძარი კონტროლქვეშ ოპერატიულად მოექცეს

მობილიზებულია ყველა შესაძლო საშუალება, რათა ხანძარი ოპერატიულად მოექცეს კონტროლქვეშ, მოხდეს მისი ლოკალიზება და ჩაქრობა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძართან განუცხადა. თავდაცვის სამინისტრო: რეზერვისტები სოფელ აწყურის მიმართულებით არიან გადასროლილი - ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მხარდამჭერ ფუნქციას შეასრულებენ „მაქსიმალურადაა მობილიზებული ყველა შესაძლო საშუალება, რათა ხანძარი ოპერატიულად მოექცეს კონტროლქვეშ, მოხდეს მისი ლოკალიზება და ჩაქრობა.​ თქვენ იცით, რომ მყისიერად მოხდა, მათ შორის თავდაცვის ძალების გამოყენება. რამდენიმე უწყების ძალებია მობილიზებული, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, თუმცა სატყეო რეინჯერები, თავდაცვის ძალები, ყველა გაერთიანებული ძალებით ებრძვის ხანძარს. მათ შორის, გამოყენებულია ტექნიკა. ასევე, მეზობელი ქვეყნის მხრიდან არის დახმარება. მეზობელმა ქვეყნებმა მყისიერად გამოაცხადეს დახმარების მზადყოფნა და მადლობა მინდა, გადავუხადო“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. გომელაურის თქმით, ბორჯომში ხანძრის მასშტაბმა იკლო    

იაპონიის პოლიციის უფროსი, ყოფილი პრემიერის სინძო აბეს მკვლელობის გამო გადადგა

იაპონიის ნაციონალური პოლიციის ხელმძღვანელი, იტარუ ნაკამურა, თანამდებობიდან გადადგა. ამის მიზეზად, მან იაპონიის ყოფილი პრემიერის სინძო აბეს მკვლელობა დაასახელა. მისი თქმით, სამართალდამცველებმა დაცვის წესებში შეცდომები დაუშვეს.    იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლის დროს ესროლეს ამის შესახებ The Japan Times წერს. იაპონიის ყოფილი პრემიერი სინძო აბე, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, გარდაიცვალა იტარუ ნაკამურამ დასძინა, რომ გადადგომის შესახებ განცხადება უკვე წარუდგინა საზოგადოებრივი უსაფრთხოების ეროვნულ კომისიას. ნაკამურა ასევე წუხს, რომ პოლიციამ 8 ივლისს, ზედა პალატის არჩევნების წინ გამართულ საარჩევნო მიტინგზე სინძო აბე ვერ დაიცვა.  

უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყების დღიდან უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 45 850 ჯარისკაცია ლიკვიდირებული

ომის დაწყების დღიდან უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 45 850 ჯარისკაცია ლიკვიდირებული. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს. უკრაინული მედია: უკრაინულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქში ოკუპანტების საბრძოლო მასალის საწყობები გაანადგურეს „მტრის საერთო დანაკარგი ასევე მოიცავს: 1 929 ტანკს, 4 245 ჯავშანმანქანას, 1 037 საარტილერიო სისტემას, 272 ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას, 148 საჰაერო თავდაცვის სისტემას, 234 თვითმფრინავს, 202 ვერტმფრენს, 3160 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 15 გემს/ნავს, 828 უპილოტო საფრენ აპარატს, 99 ერთეულ სპეცტექნიკას, 196 ფრთოსან რაკეტას“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

უკრაინა: შავ ზღვაში 28 რაკეტით აღჭურვილი, ოთხი რუსული ხომალდი პატრულირებს

შავ ზღვაში 4 რუსული ხომალდი, „კალიბრის“ საკრუიზო რაკეტებით საბრძოლო პატრულირებას ახორციელებს. ამის შესახებ უკრაინის საზღვაო ძალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.  „შავ ზღვაში 28 „კალიბრის“ საკრუიზო რაკეტებით აღჭურვილი 4 რუსული ხომალდი საბრძოლო მოვალეობას ასრულებს“, -  ნათქვამია ანგარიშში. აზოვის ზღვაში რუსეთის საზღვაო ძალები, განაგრძობენ საზღვაო კომუნიკაციების კონტროლს. საბრძოლო მზადყოფთაშია 6 ხომალდი, ხოლო ხმელთაშუა ზღვაში რაკეტებით აღჭურვილი 5 ხომალდი მორიგეობს. წერს უკრაინული მედია ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რუსეთი, ზღვაზე სიცოცხლის უსაფრთხოების საერთაშორისო კონვენციას (SOLAS) არღვევს და აზოვის ზღვაში სამოქალაქო გემების ავტომატური იდენტიფიკაციის სისტემებს (AIS) არ იყენებს.   

არასამთავრობო ორგანიზაციები: "ქართული ოცნების" მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ წარმოებული აგრესიული კამპანია საგანგაშო ნიშნულს მიუახლოვდა

„ქართული ოცნება” ხელისუფლების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის მოშლას ცდილობს, მათი მხრიდან ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ წარმოებული აგრესიული კამპანია საგანგაშო ნიშნულს მიუახლოვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას 20 არასამთავრობო ორგანიზაცია ავრცელებს. „მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განსაზღვრულ 12 პუნქტის შესრულებაზე მისსავე შექმნილ სამუშაო ჯგუფში სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) მონაწილეობა დაბლოკა, რასაც სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ჯგუფებში მუშაობის შეჩერება მოჰყვა, მმართველი პარტია სამოქალაქო სექტორს თავს დაესხა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, თავდასხმა არასამთავრობო ორგანიზაციების კომპეტენციასა და კეთილსინდისიერებაზე, მათი დახარისხება და ხელისუფლებისთვის მიუღებელ არასამთავრობო ორგანიზაციათა შავი სიის შექმნა ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის უმნიშვნელოვანეს, ევროინტეგრაციის საკითხზე დაფიქსირებული პოზიციის გამო, სხვა არაფერია, თუ არა მცდელობა ქართულმა ოცნებამ ხელისუფლების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლი გაანეიტრალოს და ამ გზით საკუთარი დღის წესრიგით საქმიანობა გაიადვილოს. საყურადღებოა, რომ მმართველი პარტია იმ ინდივიდებს, თუ ორგანიზაციებს ესხმის თავს რომლებიც აქტიურად აკვირდებიან ხელისუფლების საქმიანობას, აკრიტიკებენ აქამდე არსებულ სახიფათო პოლიტიკას, მოუწოდებენ ხელისუფლებას გადახედოს მის დღის წესრიგს და ევროინტეგრაციის, თუ ქვეყნის განვითარების გზაზე რეალური ნაბიჯების გადადგმა დაიწყოს. მიგვაჩნია, რომ „ქართული ოცნება” იაზრებს შედეგს თუმცა, მსგავსი რიტორიკითა და ნაბიჯებით მიზანმიმართულად ცდილობს მოშალოს ყველა ბერკეტი, რომელიც საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის სასიცოცხლოდ სჭირდება. სწორედ ასეთი გადაწყვეტილებები და განცხადებებია მიზეზი იმისა, რაც ყოველდღიურად ბუნდოვანს ხდის საქართველოს დემოკრატიული განვითარების მომავალს, როგორც ეროვნული, ასევე საერთაშორისო საზოგადოების თვალში, რაც სრულად “ქართული ოცნების” პასუხისმგებლობაა”, - ნათქვამია განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ: „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI), „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ (TI); „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი“ (OSGF); „დემოკრატიის მცველები“; „მედიის განვითარების ფონდი“; „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ (EPRC); „ევროპულ-ქართული ინსტიტუტი“; „საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი“ (რონდელის ფონდი); „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი“ (GIP); „საქართველოს ატლანტიკური საბჭო“; „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“ (GRASS); „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“ (TDI); „უფლებები საქართველო“; „ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართველო“; „საფარი“; „სამოქალაქო აქტივისტთა რეგიონული ქსელი“; „მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი“ (CIPDD); „ადამიანის უფლებათა ცენტრი“; „დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი“.