ძებნის რეზულტატი:

სუს-ი: რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული აშშ-ის მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული აშშ-ის მოქალაქე, ფრენკ იანეზი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, იანეზის დაუყოვნებლივი გათავისუფლების მოთხოვნით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აქტიურად იყენებდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმს, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებულ სხვა ინსტრუმენტებს. „ინფორმაცია მუდმივ რეჟიმში მიეწოდებოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. „ცენტრალური ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ მუშაობას უკანონოდ დაკავებული პირების გასათავისუფლებლად, როგორც ოკუპირებული ცხინვალის, ისე ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, - ნათქვამია ინფორმაციაში. 1999 წელს დაბადებული ფრენკ იანეზი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 27 ივლისს, ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ბალაანის მიდიამოებში „საზღვრის უკანონო კვეთისთვის“ დააკავეს.  

ჯო ბაიდენი უკრაინისთვის დამატებითი, 3$ მილიარდიანი სამხედო დახმარების გამოყოფას ადასტურებს: ყველაზე დიდი ტრანში კიევისთვის

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ადასტურებს, რომ შეერთებული შტატები უკრაინას თითქმის $3 მილიარდიან უსაფრთხოების დახმარებას (2,5 მილიარდი ფუნტი) უგზავნის. ტრანშის გამოყოფას ბაიდენმა ხელი უკვე მოაწერა. ბაიდენის განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს არის ამერიკული უსაფრთხოების დახმარების ყველაზე დიდი ტრანში, რომელიც დღემდე გაგზავნილა კიევში.  ის აღნიშნავს, რომ ეს თანხა უკრაინას საშუალებას მისცემს, შეიძინოს საჰაერო თავდაცვის და საარტილერიო სისტემები და საბრძოლო მასალები, ასევე, რადარები და სხვა ტექნიკა. რუსეთის შეჭრის ექვსი თვის თავზე ბაიდენი ამბობს, რომ უკრაინელებმა „მსოფლიო თავიანთი არაჩვეულებრივი გამბედაობითა და თავისუფლებისადმი თავდადებით შთააგონეს“. როგორ ხვდება უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს შეგახსენებთ, დღეს უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. გაძლიერებული საფრთხის გამო თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით განგაშის სიგნალია ჩართული.  

საგანგებო სიტუაციების სამსახური მოქალაქეებს ხანძრის გაზრდილ რისკებზე აფრთხილებს

ქვეყნის ტერიტორიაზე ტყის ხანძრების პრევენციისა და შესაძლო გართულებების თავიდან აცილების მიზნით, მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს, ასევე, არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაციით, 28 აგვისტომდე საქართველოში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. გარდა ამისა, ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან ერთად, კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთში, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, გორი-სურამის მონაკვეთზე და მთიანი რეგიონების ზოგიერთ რაიონში ძლიერი ქარიცაა მოსალოდნელი, რაც კიდევ უფრო ზრდის ტყის ხანძრების გაჩენის რისკს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ქვეყნის ტერიტორიაზე ტყის ხანძრების პრევენციისა და შესაძლო გართულებების თავიდან აცილების მიზნით, მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს, ასევე, არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ. გაითვალისწინეთ, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს თვითაალება შეუძლიათ, შესაბამისად, ნუ დაანაგვიანებთ გარემოს და ნუ შეუწყობთ ხელს ტყის ხანძრების გაჩენას. დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

24 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 1.92 თეთრით გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8192 ლარი გახდა.სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.79 თეთრით გაუფასურებაა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7972 ლარი გახდა.2.68-თეთრიანი გაუფასურებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რის შედეგად ვალუტის გაცვლითმა კურსმა 3.3199 ლარი შეადგინა.დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, თურქული ლირის კურსმა 0.1553 ლარი შეადგინა.  

ჯო ბაიდენი: დღეს არის არამხოლოდ წარსულის ზეიმი, არამედ ხმამაღალი დადასტურება იმისა, რომ უკრაინა ამაყად რჩება და დარჩება სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს უსაფრთხოების ყველაზე დიდი დახმარების გამოცხადებით ულოცავს. ჯო ბაიდენის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის, მხარი დაუჭიროს უკრაინელ ხალხს, რადგან ისინი აგრძელებენ ბრძოლას საკუთარი სუვერენიტეტის დასაცავად. „უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ყველა ამერიკელის სახელით ვულოცავ. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში უკრაინელებმა მსოფლიო თავიანთი არაჩვეულებრივი გამბედაობითა და თავისუფლებისადმი თავდადებით შთააგონეს. ისინი მტკიცედ აღუდგნენ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას. დღეს არის არამხოლოდ წარსულის ზეიმი, არამედ ხმამაღალი, მკაფიო დადასტურება იმისა, რომ უკრაინა ამაყად რჩება და დარჩება სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო. ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის, მხარი დაუჭიროს უკრაინელ ხალხს, რადგან ისინი აგრძელებენ ბრძოლას საკუთარი სუვერენიტეტის დასაცავად. როგორც ამ ვალდებულების ნაწილი, სიამაყით ვაცხადებ უსაფრთხოების დახმარების დღემდე ყველაზე დიდი ტრანშის შესახებ: უკრაინას, უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის ფარგლებში, დაახლოებით 2.98 მილიარდი დოლარის იარაღი და აღჭურვილობა გადაეცემა. ეს საშუალებას მისცემს უკრაინას, შეიძინოს საჰაერო თავდაცვის სისტემები, საარტილერიო სისტემები და საბრძოლო მასალები, უპილოტო საჰაერო სისტემები და რადარები, რათა მან შეძლოს თავდაცვის უზრუნველყოფა გრძელვადიან პერსპექტივაში. მე ვიცი, რომ ეს დამოუკიდებლობის დღე მძიმეა მრავალი უკრაინელისთვის, რადგან ათასობით ადამიანი დაიღუპა ან დაიჭრა, მილიონობით დევნილად იქცა და მრავალი სხვა გახდა რუსული სისასტიკისა და თავდასხმების მსხვერპლი. მაგრამ ექვსთვიანმა დაუნდობელმა თავდასხმებმა მხოლოდ გააძლიერა უკრაინელების სიამაყე თავიანთი ქვეყნისა და დამოუკიდებლობის ოცდათერთმეტი წლის განმავლობაში. დღეს და ყოველდღე, ჩვენ ვდგავართ უკრაინელ ხალხთან, რათა გამოვაცხადოთ, რომ სიბნელე, რომელიც განაპირობებს ავტოკრატიას, არ ემთხვევა თავისუფლების ცეცხლს, რომელიც ანათებს თავისუფალი ადამიანების სულებს ყველგან. შეერთებული შტატები, მათ შორის ამაყი უკრაინელი ამერიკელები, მოუთმენლად ელის უკრაინის, როგორც დემოკრატიული, დამოუკიდებელი, სუვერენული და აყვავებული სახელმწიფოს აღნიშვნას მომდევნო ათწლეულების განმავლობაში. დღეს და ყოველდღე, ჩვენ ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით, რათა მკაფიოდ დავაფიქსიროთ, რომ სიბნელე, რომელიც ავტოკრატიას მართავს, არ ემთხვევა თავისუფლების სულისკვეთებას, რომელიც თავისუფალი ადამიანების თანმდევია. შეერთებული შტატები, მათ შორის ამაყი უკრაინელი ამერიკელები, მოუთმენლად ელიან, იზეიმონ უკრაინის დამოუკიდებლობა, როგორც დემოკრატიული, სუვერენული და აყვავებული სახელმწიფოსი, მომდევნო ათწლეულების განმავლობაში“, - აღნიშნავს ჯო ბაიდენი.

ბორის ჯონსონი უკრაინაში ჩავიდა

უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი კიევში ჩავიდა.   ჯონსონი: ეჭვი არ მეპარება, რომ უკრაინა ამ ომს მოიგებს რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინაში, ეს ჯონსონის მესამე ვიზიტია. ის კიევში ვოლოდიმირ ზელენსკითან ერთად იმყოფება.  „რაც ახლა ხდება უკრაინაში მნიშვნელოვანია ყველა ჩვენგანისთვის. ამიტომ ვარ დღეს კიევში. ამიტომაც დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს ჩვენი უკრაინელი მეგობრების მხარდაჭერას. მჯერა, რომ უკრაინას შეუძლია და მოიგებს ამ ომს", - წერს ჯონსონი Twitter-ზე. 24 აგვისტოს, უკრაინა საბჭოთა მმართველობისგან დამოუკიდებლობის 31 წლის იუბილეს აღნიშნავს.   როგორ ხვდება უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს  

ფორმულა: ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფს ცივი იარაღით შეიარაღებული პირი თავს დაესხა

„ფორმულას“ ცნობით, ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფს პირდაპირი ეთერის დროს, ცივი იარაღით შეიარაღებული პირი თავს დაესხა. უცნობმა პირმა ჟურნალისტს, რატი წვერავას მიკროფონი წაართვა, დანით ემუქრებოდა და ცდილობდა, თავს დასხმოდა ოპერატორს.  მომხდარზე ჟურნალისტმა რატი წვერავამ პოლიციას შეატყობინა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ფორმულას ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.  უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას, დანაშაულში მხილებული პირის დადგენისა და დაკავების მიზნით.  შემთხვევის შემდეგ განცხადება გაავრცელა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ და ხელისუფლებას მოუწოდა, დაიცვას ჟურნალისტების უსაფრთხოება და პროფესიული საქმიანობის შესრულებისას მედიას შეუქმნას შესაბამისი სამუშაო პირობები.

შოიგუს მტკიცებით, რუსეთი შეტევის ტემპს განგებ ანელებს

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ SCO-ს წევრი ქვეყნების სამხედრო დეპარტამენტების ხელმძღვანელების შეხვედრაზე აღიარა, რომ უკრაინაში რუსული არმიის შეტევის ტემპი შენელდა. ამასთან, მან განაცხადა, რომ ეს არის შეგნებული გადაწყვეტილება, რაც „სამოქალაქო მოსახლეობის მსხვერპლის თავიდან აცილების“ სურვილით აიხსნება.  რუსეთმა უკრაინასთან ფართომასშტაბიან ომში, 6 თვის წინ დასახული მიზნების უმეტესობას ვერ მიაღწია - ბრიტანეთის დაზვერვა შოიგუს თქმით, „სპეციალური ოპერაციის“ ფარგლებში, რუსი სამხედროები „მკაცრად იცავენ ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს“ და დარტყმები მტრის სამხედრო ობიექტებზე, მაღალი სიზუსტის იარაღით ხორციელდება.  „ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა არ იყოს მსხვერპლი. რა თქმა უნდა, ეს ანელებს შეტევის ტემპს, მაგრამ ჩვენ ამას შეგნებულად ვაკეთებთ“, - განაცხადა შოიგუმ. ამასთან, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრი ირწმუნება, რომ უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და მისი ყველა ამოცანა შესრულდება. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საომარი მოქმედებები ნაკარნახევი იყო დონბასისა და რუსეთის მოსახლეობის დასაცავად, კიევიდან არსებული „რეალური საფრთხის" გამო. სერგეი შოიგუმ უკრაინაში რუსი სამხედროების წინსვლის შენელება ერთზელ უკვე ახსნა.  მაისში მინისტრმა თქვა, რომ ჯარების წინსვლის ტემპი „განზრახ ნელდება", რათა მშვიდობიანი მოქალაქეების ჰუმანიტარული დერეფნებით ევაკუაცია განხორციელდეს და მსხვერპლი თავიდან აიცილონ. გაეროს მონაცემებით, უკრაინაში ომის დროს 5000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.   

Forbes: 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინამ $16,6 მილიარდის რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა

Forbes-ის შეფასებით, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო, რუსეთმა რაკეტების გამოკლებით, 16,56 მილიარდი დოლარის ღირებულების ტექნიკა გაანადგურა. Forbes რუსული არმიის ყველაზე მნიშვნელოვან დანაკარგსაც ასახელებს.  ასეთად, გამოცემის ცნობით, 14 აპრილს 750 მილიონი დოლარის ღირებულების კრეისერის „მოსკვას“ ჩაძირვა ითვლება. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ჯონსონმა უკრაინისთვის დამატებით, £54 მილიონის სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა, რომელიც კიევში დღეს ჩავიდა, უკრაინისთვის დამატებით 54 მილიონი ფუნტის ღირებულების სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადა. შორ მანძილზე სადაზვერვო და თავდაცვითი უნარის გასაუმჯობესებლად უკრაინაში 200-მდე დრონი გაიგზავნება. პაკეტი მოიცავს 850 მიკრო-დრონსაც. აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინელ სამხედროებსაც წვრთნის.  

Washington Post-ი: 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინას დანებება მოსთხოვა, პასუხი რეზნიკოვისგან მიიღო

ამერიკული გამოცემა Washington Post-ის ცნობით, 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინას დანებება სთხოვა, პასუხი კი, უკრაინის თავდაცვის მინისტრ, ოლექსი რეზნიკოვისგან მიიღო. გამოცემის ცნობით, ოლექსი რეზნიკოვი ამბობს, რომ მას ბელორუსმა კოლეგა, ვიქტორ ხრენინმა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან რამდენიმე საათის შემდეგ დაურეკა. რეზნიკოვმა თქვა, რომ მინისტრმა რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს გზავნილი გადასცა, რომელიც უკრაინას კაპიტულაციის აქტზე ხელმოწერას სთხოვდა. „მე ვუპასუხე, რომ მზად ვარ, ჩავიბარო რუსეთის მხრიდან კაპიტულაცია“, - განაცხადა ოლექსი რეზნიკოვმა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

უკრაინაში, ოკუპირებულ ნაწილში რუსეთის მიერ „დანიშნული“ ხელმძღვანელის ავტომობილი აფეთქდა

რუსი ივან სუშკო, ზაპორიჟიეს ოლქში, ოკუპირებულ სოფელ მიხაილივკაში, რუსეთის მიერ „დანიშნული“ უფროსი მანქანის აფეთქების შემდეგ დაიღუპა. გავრცელებული ცნობით, სუშკოს მანქანის სავარძლის ქვეშ ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო განთავსებული. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მალევე გარდაიცვალა.  

რეზნიკოვი შოიგუს: მზად ვარ, მხოლოდ რუსეთის კაპიტულაცია ჩავიბარო

„მზად ვარ, მხოლოდ რუსეთის კაპიტულაცია ჩავიბარო“, - ასე უპასუხა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსი კოლეგის გზავნილს, რომელიც Washington Post-ის ცნობით, კიევისგან დანენებას მოითხოვდა. ამერიკული გამოცემა Washington Post-ის ცნობით, 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინას დანებება სთხოვა, პასუხი კი, უკრაინის თავდაცვის მინისტრ, ოლექსი რეზნიკოვისგან მიიღო. გამოცემის ცნობით, ოლექსი რეზნიკოვი ამბობს, რომ მას ბელორუსმა კოლეგა, ვიქტორ ხრენინმა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან რამდენიმე საათის შემდეგ დაურეკა. რეზნიკოვმა თქვა, რომ მინისტრმა რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს გზავნილი გადასცა, რომელიც უკრაინას კაპიტულაციის აქტზე ხელმოწერას სთხოვდა. „მე ვუპასუხე, რომ მზად ვარ, ჩავიბარო რუსეთის მხრიდან კაპიტულაცია“, - განაცხადა ოლექსი რეზნიკოვმა.  

ილია დარჩიაშვილი: დაე, ომი მალე დასრულდეს და უკრაინა ამ განსაცდელიდან უფრო ძლიერი გამოვიდეს

უკრაინას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. ილია დარჩიაშვილის თქმით, საქართველო სოლიდარულია უკრაინის მიმართ და მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს. „უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს, განსაკუთრებულ დღესასწაულს ვულოცავ. დაე, ომი მალე დასრულდეს და უკრაინა უფრო ძლიერი გამოვიდეს ამ განსაცდელიდან, რათა მისმა ხალხმა იცხოვროს თავისუფალ და აყვავებულ ქვეყანაში. საქართველო სოლიდარულია უკრაინის მიმართ და მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს“, - წერს მინისტრი Twitter-ზე.  უკრაინა 31-ე დამოუკიდებლობის დღეს 24 აგვისტოს აღნიშნავს და ამ დღეს, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ზუსტად ექვსი თვე გავიდა.  დღესასწაულის წინ, მთავრობამ დედაქალაქ კიევში მასობრივი შეკრებები აკრძალა. ჩვეულებრივ, უკრაინული სამხედრო აღლუმის ნაცვლად, რომელსაც კონცერტი მოჰყვებოდა ხოლმე, კიევის ცენტრალურ ქუჩაზე, ახლა, უკრაინულ ძალებთან ბრძოლაში დაზიანებული და დამწვარი რუსული სამხედრო მანქანები გვხვდება.  

20-მდე ქვეყანა, 100-ზე მეტი თვითმფრინავი და 2500 პერსონალი ავსტრალიაში, წვრთნებში მონაწილეობს

ავსტრალიის სამეფო საჰაერო ძალები წვრთნების - Pitch Black-ის მასპინძელია. ავსტრალიაში საფრანგეთისა და გერმანიის საჰაერო ძალების რაზმების ჩასვლის შემდეგ, სამეფო საჰაერო ძალები მზად არიან, 17 ქვეყნიდან, 100-მდე თვითმფრინავთან და დაახლოებით, 2500 პერსონალთან ერთად იმოქმედონ. ინფორმაციას NATO-ს საჰაერო სარდლობა ავრცელებს. „მაღალი დონის წვრთნები და კომპლექსური ვარჯიშები, რომელსაც Pitch Black-ი გვთავაზობს, სხვა პარტნიორებთან და მოკავშირეებთან საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების შესაძლებლობაა“, - განაცხადა ფრთის მეთაურმა ნოელ რისმა. წვრთნებში 100-ზე მეტი თვითმფრინავი და 2500 პერსონალი მონაწილეობს ავსტრალიიდან, კანადიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ინდონეზიიდან, ინდოეთიდან, იაპონიიდან, მალაიზიიდან, ნიდერლანდებიდან, ახალი ზელანდიიდან, ფილიპინებიდან, კორეის რესპუბლიკიდან, არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან, სინგაპურიდან, ტაილანდიდან, აშშ-დან და დიდი ბრიტანეთიდან. სწავლება ქუინსლენდში, 19 აგვისტოდან 8 სექტემბრამდე ტარდება.  

ზელენსკიმ ჯონსონს თავისუფლების ორდენი გადასცა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს უკრაინის თავისუფლების ორდენი გადასცა. დაჯილდოების ცერემონია კიევში გაიმართა, რომელსაც ბრიტანეთის პრემიერი უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ესტუმრა.  

ბორის ჯონსონი: ახლა ჩვენ ვხედავთ მომენტს, როდესაც უკრაინამ უნდა დაარტყას რუსეთს

ბრიტანეთის პრემიერმა კიევში ვიზიტისას თქვა, რომ აშკარაა, რუსეთის შეტევა აღმოსავლეთ უკრაინაში წარუმატებელია და სწორედ ახლა ვხედავთ მომენტს, როდესაც უკრაინამ რუსეთს უნდა დაარტყას. ამის შესახებ ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ბორის ჯონსონის თქმით, პუტინის ჯარების დანაკარგები უკვე კოლოსალურია, მიწოდების ჯაჭვები ამოწურულია, ძალები დაიღალნენ. „არ შეიძლება მოლაპარაკება იმ ადამიანთან, ვისაც თქვენზე ქუჩაში თავდასხმა სურს, ვისაც თქვენს საფულესთან ერთად თქვენი სიცოცხლის წართმევა სურს. მთავარია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და შენარჩუნება“, - განაცხადა ბორის ჯონსონმა.  

ზელენსკი: შეუძლებელია ომის გაყინვაზე დათანხმება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ შეუძლებელია რუსეთის ფედერაციასთან ომის გაყინვაზე დათანხმება. UNIAN-ის კორესპონდენტის ცნობით, ამის შესახებ ზელენსკიმ კიევში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. კერძოდ, მას ჰკითხეს, ხედავს თუ არა რისკს, რომ უახლოეს მომავალში, რუსული პროპაგანდისა და ენერგეტიკული შანტაჟის გავლენის ქვეშ, დასავლეთის მიდგომა რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებით უკრაინის გამარჯვების აუცილებლობაზე საუბრიდან რაიმე კომპრომისების პოვნისკენ შეიცვლება.  დღეს მთელმა მსოფლიომ შეჭამა ინიციატივა რუსეთის ფედერაციაში და ჩვენი გამარჯვება ამ ომში არის დიდი ასოციაცია (დასავლეთის ქვეყნები უკრაინის ირგვლივ - UNIAN ) და ამ ინიციატივის წაგების შეუძლებლობა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა. „არ შეიძლება მოდუნება. არ შეიძლება კონფლიქტის გაყინვა და იმის თქმა, რომ მოვიცადოთ ერთი, ორი, სამი წელი და დავიწყოთ საუბარი. ეს ყველაფერი ჩვენი სისუსტე იქნება. არავითარ შემთხვევაში არ უნდა ინიციატივა ენერგეტიკული რისკებით, გათბობის სეზონით, ატომური შანტაჟით, შავი ზღვის ბლოკადით, შიმშილით და ა.შ. ბევრი ქვეყნისთვის შესაძლებელია ამ ყველაფრის გამო ინიციატივის დაკარგვა. უკრაინას არ აქვს უფლება, დაკარგოს ინიციატივა და არ უნდა დაუშვას, ევროპამ დაკარგოს ინიციატივა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

კახა კალაძე უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს: ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ ამ ბრძოლაში. გისურვებთ მშვიდობას და გამარჯვებას

თბილისის მერი კახა კალაძე უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. შესაბამისი ტექსტი დედაქალაქის მერის Twitter-ზე განთავსდა. „ვულოცავ უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს. საქართველოს და უკრაინას აქვთ დიდი საერთო ისტორია თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის კუთხით. ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ ამ ბრძოლაში. გისურვებთ მშვიდობას და გამარჯვებას. #სლავაუკრაინა“, - წერს თბილისის მერი. შეგახსენებთ, უკრაინა 31-ე დამოუკიდებლობის დღეს 24 აგვისტოს აღნიშნავს და ამ დღეს, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ზუსტად ექვსი თვე გავიდა.  დღესასწაულის წინ, მთავრობამ დედაქალაქ კიევში მასობრივი შეკრებები აკრძალა. ჩვეულებრივ, უკრაინული სამხედრო აღლუმის ნაცვლად, რომელსაც კონცერტი მოჰყვებოდა ხოლმე, კიევის ცენტრალურ ქუჩაზე, ახლა, უკრაინულ ძალებთან ბრძოლაში დაზიანებული და დამწვარი რუსული სამხედრო მანქანები გვხვდება.  

ზელენსკი გაეროს: თუ რუსეთი ახლა არ შეჩერდება, მისი მკვლელები სხვა ქვეყნებში აღმოჩნდებიან

„თუ რუსეთს ახლა არ შეაჩერებს უკრაინის გამარჯვება, მაშინ ყველა ეს რუსი მკვლელი სხვა ქვეყნებში აღმოჩნდება - ევროპაში, აზიაში, აფრიკაში, ლათინურ ამერიკაში. რუსი სამხედრო დამნაშავეების კვალი ყველგან არის“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ონლაინ გამოსვლისას განაცხადა. ზელენსკის თქმით, არ არსებობს ისეთი სამხედრო დანაშაულები, რაც რუსეთს არ ჩაუდენია უკრაინაში. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის დამოუკიდებლობა დანარჩენი მსოფლიოს უსაფრთხოების გასაღებია. „სწორედ უკრაინის ტერიტორიაზე წყდება მსოფლიოს მომავალი: გვაქვს თუ არა საერთოდ მომავალი“, - დაამატა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 24 აგვისტოს უკრაინა დამოუკიდებლობის 31-ე წლისთავს აღნიშნავს.