ძებნის რეზულტატი:

მთაწმინდის რაიონის ნაწილს ხვალ წყალმომარაგება 24 საათით შეუწყდება

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ინფორმაციით, ხვალ 26 აგვისტოს, მთაწმინდის რაიონში, მელიქიშვილის გამზირზე ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოები ჩატარდება. მათივე ცნობით, აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 26 აგვისტოს 10:00 საათიდან 27 აგვისტოს დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:მთაწმინდის რაიონში -  მელიქიშვილის გამზ., როდენის, ღამბაშიძის, კოსტავას N26-60 (ლეწებს), N27-59 (კენტებს), კოსტავას მე-2 შესახ., სატივეს (კოსტავას 1 შესახ.), ლუარსაბ ბოცვაძის,  ტატიშვილის N1-15 (კენტებს), N2-14 (ლუწებს), თარხნიშვილის N 1-13 (კენტებს), 2-12 (ლუწებს), ჯანაშიას N 1-11 (კენტებს), N 2-12 (ლუწებს), შანიძის N 2-10 (ლუწებს), N 1-11 (კენტებს), აკაკი ხორავას, ფარნაოზ ლაპიაშვილის, მედეა (მზია) ჯუღელის N 3-31 (კენტებს), N 2-38 (ლუწებს), ჭიაურელის, ნიკოლაძის, შიო მღვიმელის, შარაშიძის ქუჩებს. ამასთან, წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.  

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, უკრაინაში რკინიგზის სადგურზე სარაკეტო თავდასხმას სიმხეცე უწოდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ დნეპროპეტროვსკის ოლქში, ჩაპლინოში რკინიგზის სადგურზე სარაკეტო თავდასხმა არის  სიმხეცე, რომლისთვისაც რუსეთის ოფიციალური პირები პასუხს აგებენ. „რუსული სარაკეტო თავდასხმა უკრაინაში ხალხით სავსე სადგურზე, სიმხეცეა. გავაგრძელებთ პარტნიორებთან უკრაინის მხარდაჭერას და რუსეთის ოფიციალური პირებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას“, - ამის შესახებ ბლინკენმა 25 აგვისტოს გამთენიისას Twitter-ზე დაწერა. როგორც ცნობილია, ოთხშაბათს, 24 აგვისტოს, ჩაპლინოს სადგურზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა.

უკრაინის გენერალური პროკურატურა: უკრაინაში, ომის დაწყებიდან დღემდე, 376 ბავშვი დაიღუპა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, 376 ბავშვი დაიღუპა, 733-ზე მეტი კი დაშავდა. უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყების დღიდან უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 45 850 ჯარისკაცია ლიკვიდირებული "მაჩვენებლები საბოლოო არ არის, რადგან ინციდენტების დადასტურება აქტიური საომარი მოქმედებების რაიონებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რთულია", - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ენტონი ბლინკენმა კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებზე მთავარ მრჩევლად ფილიპ რიკერი დანიშნა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კავკასიის საკითხებში მოლაპარაკებების მიმართულებით მთავარ მრჩევლად ფილიპ რიკერი დანიშნა. შესაბამისი ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე განთავსდა. აშშ-ის განცხადებით, ელჩი რიკერი იქნება აშშ-ის ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე და წამყვანი მომლაპარაკებელი აშშ-ის დელეგაციისთვის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე ამ კრიტიკულ პერიოდში. Europetime-მა ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა ფილიპ რიკერთან, როდესაც ის აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა. ამერიკელმა დიპლომატმა Europetime-თან ანაკლიის პორტზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს არის უდიდესი შესაძლებლობა უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად. „ეს უდიდესი შესაძლებლობაა. შექმენით გარემო და თუ ის ინვესტორებისთვის მიმზიდველი იქნება, ისინი მოვლენ. ეს არის უდიდესი შესაძლელობა ინვესტიციებისთვის, რასაც ამ ეპატზე გვსურს დავეხმაროთ და მხარი დავუჭიროთ“, - განუცხადა ფილიპ რიკერმა Europetime-ს. რაც შეეხება აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხს. ფილიპ რიკერმა Europe Time-ის შეკითხვას ამასთან დაკავშირებითაც უპასუხა. შესაძლებელია თუ არა ეს შეთანხმება ამოქმედდეს, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს ახალ რანგში აიყვანდა და ინვესტორებისთვისაც მნიშვნელოვანი სიგნალი იქნებოდა. Europe Time დაინტერესდა, ხომ არ იგეგმება ამ პროცესის გააქტიურება. ფილიპ რიკერის განცხადებით, რეფორმების გაგრძელება, კანონის უზენაესობის განმტკიცება არის ის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს, გახდეს საერთაშორისო ვაჭრობისთვის მიმზიდველი. „ჩვენ ვაფასებთ საქართველოს სურვილს, გაააქტიუროს სავაჭრო ურთიერთობები აშშ-სთან. ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანია რეფორმების გზის გაგრძელება. მათ შორის, 19 აპრილის შეთანხმების შესრულება და შესაბამისად, უფრო ეფექტური გარემოს შექმნა საერთაშორისო ვაჭრობისთვის, რაშიც ძალიან დიდ როლს თამაშობს კანონის უზენაესობა. მოგეხსენებათ, რომ თავისუფალი ვაჭრობის საკითხი ეს არის ამერიკის სავაჭრო წარმომადგენლის პრეროგატივა. თუმცა, აღვნიშნავ, რომ ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია გამჭვირვალე ბიზნესგარემოს შემუშავება და ეს პროცესი მიმდინარეობს მათ შორის, ჩვენი დახმარებითაც. მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს რეფორმების გზა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სასამართლო რეფორმა ამ კუთხით არის უაღრესად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ბიზნესისთვის, უცხოელი ინვესტორებისთვის შეიქმნას ხელსაყრელი გარემო და იყოს იმის განცდა და გარანტია. რომ სამართლებრივი სისტემა არის სრულიად თავისუფალი პოლიტიკური თუ სხვა რაიმე გარე ჩარევებისგან. შესაბამისად, რეფორმების გაგრძელება, კანონის უზენაესობის განმტკიცება არის ის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ხელს შეუწყობს, რომ საქართველო გახდეს მიმზიდველი საერთაშორისო ვაჭრობისთვის და ინვესტორებისთვის“, - განაცხადა ფილიპ რიკერმა Europe Time-ის შეკითხვის საპასუხოდ.

ენტონი ბლინკენი: ფილიპ რიკერი​ს დანიშვნა ადასტურებს იმ მნიშვნელობას, რომელსაც აშშ საქართველოსთან დაკავშირებით ჟენევის დისკუსიებს ანიჭებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნი ენტონი ბლინკენი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანის მიერ კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებზე მთავარ მრჩევლად ფილიპ რიკერის დანიშვნის შესახებ, განცხადება გააკეთა.  ენტონი ბლინკენმა კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებზე მთავარ მრჩევლად ფილიპ რიკერი დანიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებზე მთავარ მრჩევლად ფილიპ რიკერი​ს დანიშვნა ადასტურებს იმ მნიშვნელობას, რომელსაც აშშ საქართველოსთან დაკავშირებით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს ამიჭებს.  „ფილიპ რიკერი იმუშავებს აშშ-ის ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარედ და უხელმძღვანელებს აშშ-ის დელეგაციას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე ამ კრიტიკულ პერიოდში“, - ნათქვამია სახელმწიფო მდივნის მიერ გამოქვეყნებულ განცხადევაში.  Europetime-მა ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა ფილიპ რიკერთან, როდესაც ის აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა. ამერიკელმა დიპლომატმა Europetime-თან ანაკლიის პორტზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს არის უდიდესი შესაძლებლობა უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად. „ეს უდიდესი შესაძლებლობაა. შექმენით გარემო და თუ ის ინვესტორებისთვის მიმზიდველი იქნება, ისინი მოვლენ. ეს არის უდიდესი შესაძლელობა ინვესტიციებისთვის, რასაც ამ ეპატზე გვსურს დავეხმაროთ და მხარი დავუჭიროთ“, - განუცხადა ფილიპ რიკერმა Europetime-ს. რაც შეეხება აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხს. ფილიპ რიკერმა Europe Time-ის შეკითხვას ამასთან დაკავშირებითაც უპასუხა. შესაძლებელია თუ არა ეს შეთანხმება ამოქმედდეს, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს ახალ რანგში აიყვანდა და ინვესტორებისთვისაც მნიშვნელოვანი სიგნალი იქნებოდა. Europe Time დაინტერესდა, ხომ არ იგეგმება ამ პროცესის გააქტიურება. ფილიპ რიკერის განცხადებით, რეფორმების გაგრძელება, კანონის უზენაესობის განმტკიცება არის ის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს, გახდეს საერთაშორისო ვაჭრობისთვის მიმზიდველი. „ჩვენ ვაფასებთ საქართველოს სურვილს, გაააქტიუროს სავაჭრო ურთიერთობები აშშ-სთან. ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანია რეფორმების გზის გაგრძელება. მათ შორის, 19 აპრილის შეთანხმების შესრულება და შესაბამისად, უფრო ეფექტური გარემოს შექმნა საერთაშორისო ვაჭრობისთვის, რაშიც ძალიან დიდ როლს თამაშობს კანონის უზენაესობა. მოგეხსენებათ, რომ თავისუფალი ვაჭრობის საკითხი ეს არის ამერიკის სავაჭრო წარმომადგენლის პრეროგატივა. თუმცა, აღვნიშნავ, რომ ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია გამჭვირვალე ბიზნესგარემოს შემუშავება და ეს პროცესი მიმდინარეობს მათ შორის, ჩვენი დახმარებითაც. მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს რეფორმების გზა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სასამართლო რეფორმა ამ კუთხით არის უაღრესად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ბიზნესისთვის, უცხოელი ინვესტორებისთვის შეიქმნას ხელსაყრელი გარემო და იყოს იმის განცდა და გარანტია. რომ სამართლებრივი სისტემა არის სრულიად თავისუფალი პოლიტიკური თუ სხვა რაიმე გარე ჩარევებისგან. შესაბამისად, რეფორმების გაგრძელება, კანონის უზენაესობის განმტკიცება არის ის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ხელს შეუწყობს, რომ საქართველო გახდეს მიმზიდველი საერთაშორისო ვაჭრობისთვის და ინვესტორებისთვის“, - განაცხადა ფილიპ რიკერმა Europe Time-ის შეკითხვის საპასუხოდ.  

შეფასებისა და გამოცდების ცენტრმა ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები გამოაქვეყნა

შეფასებისა და გამოცდების ცენტრმა ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები გამოაქვეყნა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტებს საკუთარი შედეგების გვერდზე საშუალება ექნებათ, იხილონ გათანაბრებული და სკალირებული ქულებიც. „შეგახსენებთ, რომ საგნებში, რომლებშიც ტესტის ერთზე მეტი ვარიანტი იყო, ხდება ნედლი ქულების გათანაბრება, რის შედეგადაც აბიტურიენტი, რომლის გათანაბრებული ქულაც მინიმალურ ზღვარზე მეტია, აგრძელებს კონკურსში მონაწილეობას. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს აბიტურიენტებს გაითვალისწინონ, რომ საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა 26 აგვისტოს 18:00 საათზე იწურება. პროგრამების რეიტინგულ ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის სურვილის შემთხვევაში გამოსაცდელები უნდა ეწვიონ საკუთარ სარეგისტრაციო გვერდს. ცენტრი ასევე შეახსენებს გამოსაცდელებს, რომ ნებისმიერი ცვლილების შეტანის შემთხვევაში (პროგრამების გადანაცვლება, წაშლა, დამატება) აუცილებელია შენახვის ღილაკის გამოყენება და მონაცემების შენახვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ცვლილებები სისტემაში არ აისახება“, – განაცხადეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში. მათივე ცნობით, 2022 წელს 116 900-ზე მეტი ნაშრომიდან გასაჩივრდა 4 881. „წელს ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა ისტორიის გამოცდის შედეგი გაასაჩივრა, ყველაზე ნაკლებმა კი – სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდის შედეგი. შეფასება შეიცვალა სულ 1 546 ნაშრომის შემთხვევაში, რაც მთელი ნაშრომების მხოლოდ 1,32 %-ია. ქულა მოემატა 1 512 ნაშრომს, ხოლო ქულის დაკლება მოხდა 34 ნაშრომის შემთხვევაში. შეგახსენებთ, რომ აბიტურიენტებს, რომლებსაც აპელაციის შედეგად შეეცვალათ შეფასება ან უარი თქვეს საპრეტენზიო განაცხადის წარდგენაზე, აპელაციისთვის გადახდილი თანხა წინასწარ გამოქვეყნებულ ვადებში წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე უკან დაუბრუნდებათ“,- განაცხადეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.  

გაეროს 50-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, უკრაინაში რუსეთის აგრესია დაგმო

გაეროს 50-ზე მეტმა წევრმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, უკრაინაში რუსეთის აგრესია დაგმო. განცხადების ტექსტი გაეროში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა სერჰი კისლიცამ გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მოსკოვმა უნდა შეწყვიტოს „საერთაშორისო კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულებების სრული უგულებელყოფა“ და დაუყოვნებლივ, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, გაიყვანოს ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან. ქვეყნები, რომლებმაც ხელი მოაწერეს განცხადებას, გამოხატავენ მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დოკუმენტს მხარი დაუჭირეს ევროკავშირის ქვეყნებმა. მათ შორის, აშშ-მა, დიდი ბრიტანეთმა, შვეიცარიამ, თურქეთმა, საქართველომ, მოლდოვამ, კანადამ და ახალმა ზელანდიამ. 24 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოში ვიდეოფორმატის ფარგლებში ისაუბრა და დნეპროპეტროვსკის რეგიონში ჩაპლინოს რკინიგზის სადგურზე რუსული არმიის იერიშის შესახებ განაცხადა. ზელენსკის თქმით, 15 ადამიანი დაიღუპა, 50-მდე დაშავდა. ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოში, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს და რუსეთის შეიარაღებული შემოჭრის დაწყებიდან ზუსტად ექვსი თვის შემდეგ გამოვიდა სიტყვით. უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, რომ რუსეთი მიზანმიმართულად ზრდის ელექტროენერგიის ფასს, რათა ევროპაში სიღარიბე გამოიწვიოს. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა, რომ აგრესია და კოლონიური ამბიციები ისტორიის ნაგავსაყრელში დატოვონ. ზელენსკიმ გაიხსენა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო შექმნილი ვითარება, რომელიც ახლა რუსული არმიის კონტროლის ქვეშ იმყოფება.  უკრაინის ლიდერის თქმით, მოსკოვმა მსოფლიო რადიაციული კატასტროფის პირას დააყენა. „რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ბირთვული შანტაჟი და დატოვოს სადგურის ტერიტორია“,- ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ. გაეროს წესების თანახმად, მომხსენებლებმა პირადად უნდა ისაუბრონ, მაგრამ უშიშროების საბჭომ ზელენსკის მონაწილეობას დისტანციურ ფორმატში მხარი დაუჭირა. რუსეთმა ამ ფაქტს წინააღმეგობა გაუწია. 

ბულგარეთში არალეგალი მიგრანტებით სავსე ავტობუსისა და პოლიციელების ავტომობილის შეჯახების შედეგად 2 სამართალდამცველი ადგილზე დაიღუპა

ბულგარეთში, შავი ზღვისპირა ქალაქ ბურგასში, პოლიციელები მიგრანტების ავტობუსის შეჩერებას ცდილობდნენ, რა დროსაც ავტობუსი სამართალდამცველების ავტომობილს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ორი პოლიციელი ადგილზე დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს. მათივე ცნობით, ავტობუსს თურქული სანომრე ნიშები აქვს, მასში 47 მიგრანტი იყო, თუმცა მათი ეროვნება არ სახელდება. როგორც ცნობილია, ავტობუსი ჯერ პოლიციის მანქანას დაეჯახა, შემდეგ მის თავზე გადაიარა და ავტობუსის გაჩერებას შეეჯახა.  

იტალიაში ჩაძირული 50 მილიონიანი იახტა, რუს ოლიგარქს ეკუთვნის

40 მეტრიანი სუპერიახტა My Saga, რომელიც გასულ კვირას იტალიაში, Squillace-ის ყურის გადაკვეთისას ჩაიძირა, რუს მილიონერს გენადი აივაზიანს ეკუთვნოდა. რუსი ოლიგარქი „კუზბასრაზრეზუგოლის“ ჰოლდინგის თანამფლობელი და „კრუტრადის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა.  იტალიის სანაპიროსთან უზარმაზარი, 40-მეტრიანი სუპერ იახტა ჩაიძირა იახტა, რომელიც 2007 წელს მონაკოში აშენდა, გალიპოლიდან სიცილიის კუნძულისკენ მიცურავდა. Squilacce-ის ყურეში კაპიტანმა სპეციალური სიგნალი მისცა, რომელსაც საფრთხის არსებობის დროს იყენებენ. იახტის ეკიპაჟის დასახმარებლად კროტონეს პორტიდან, სანაპირო დაცვის ხომალდები გაგზავნეს.  როდესაც იახტა პორტში მიჰყავდათ, ამინდის პირობები გაუარესდა, რის შედეგადაც მარჯვენა მხარეს გადაიხარა, შემდეგ კი მთლიანად ჩაიძირა.   

საიამ პარლამეტს მოუწოდა საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესების მიზნით, ევროკომისიის რეკომენდაცია და პროცესი მეტად ინკლუზიური გახადოს

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესების თაობაზე პარლამენტს მოსაზრებები წარუდგინა. ამასთან, მმართველ პარტიას მოუწოდა, რომ შეასრულოს ეუთო/ოდირის და ევროკომისიის რეკომენდაცია და პროცესი მეტად ინკლუზიური გახადოს. ამის შესახებ ინფორმაციას საია ავრცელებს. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მონაწილეობს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან შექმნილ სამუშაო ჯგუფში, რომელიც საქართველოს საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის მიზნით ჩამოყალიბდა. სამუშაო ჯგუფის შექმნის მიზანს წარმოადგენს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით ევროკომისიის ერთ-ერთი რეკომენდაციის შესრულება. საიამ 23 აგვისტოს სამუშაო ჯგუფს წერილობით წარუდგინა მოსაზრებები და შესაბამისი რეკომენდაციები, რომლებიც შეეხება საარჩევნო კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებს, მათ შორის, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებას და პროცედურას, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამყენებას, ამომრჩევლის ნების კონტროლს, საარჩევნო ფინანსებს და სხვა. გარდა ამისა, საია წარდგენილ დოკუმენტში მოუწოდებს მმართველ პარტიას, შეასრულოს ეუთო/ოდირის და ევროკომისიის რეკომენდაცია და გახადოს პროცესი მეტად ინკლუზიური. გასულ დღეებში ორგანიზაციისთვის ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტია არ აპირებს საიას წერილობითი რეკომენდაციების განხილვას იმ შემთხვევაში, თუ ის არ დაესწრება სამუშაო ჯგუფის შეხვედრას. მიუხედევად იმისა, რომ ორგანიზაცია არის საარჩევნო საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრი, საიამ უარი განაცხადა მომდევნო შეხვედრებზე დასწრებაზე მანამ, სანამ პროცესი სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) მონაწილეობით სრულიად ინკლუზიური არ გახდება. საია აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ISFED-ის სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის აკრძალვა, ხოლო ამჯერად, საიასთვის წაყენებული ულტიმატუმი აზიანებს პროცესს, საფრთხეს უქმნის კანდიდატის სტატუსის მოპოვების პერსპექტივას და ეწინააღმდეგება, როგორც ევროკომისიის, ისე ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ ფილიპ რიკერთან

ექსკლუზივი Europetime -მა ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა ფილიპ რიკერთან, როდესაც ის აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა. დღეს, 25 აგვისტოს, ცნობილი გახდა, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ფილიპ რიკერი კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებში მთავარ მრჩევლად დანიშნა. ამდენად, საინტერსო იქნება, გავიხსენოთ ჩვენს გამოცემასთან მისი ექსკლუზიური ინტერვიუ, რომლის დროსაც, ფილიპ რიკერი შეეხო საინტერესო, საკვანძო და აქტუალურ საკითხებს, მათ შორის, ანაკლიის პორტის პროექტს. მისი თქმით, ანაკლიის პორტი არის უდიდესი შესაძლებლობა უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად. „ეს უდიდესი შესაძლებლობაა. შექმენით გარემო და თუ ის ინვესტორებისთვის მიმზიდველი იქნება, ისინი მოვლენ. ეს არის უდიდესი შესაძლელობა ინვესტიციებისთვის, რასაც ამ ეპატზე გვსურს დავეხმაროთ და მხარი დავუჭიროთ“, - აცხადებდა ფილიპ რიკერმა Europetime-თან რაც შეეხება აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხს. ფილიპ რიკერმა Europetime-ის შეკითხვას ამასთან დაკავშირებითაც უპასუხა. შესაძლებელია თუ არა ეს შეთანხმება ამოქმედდეს, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს ახალ რანგში აიყვანდა და ინვესტორებისთვისაც მნიშვნელოვანი სიგნალი იქნებოდა. Europetime დაინტერესდა, ხომ არ იგეგმება ამ პროცესის გააქტიურება. ფილიპ რიკერის განცხადებით, რეფორმების გაგრძელება, კანონის უზენაესობის განმტკიცება არის ის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს, გახდეს საერთაშორისო ვაჭრობისთვის მიმზიდველი. „ჩვენ ვაფასებთ საქართველოს სურვილს, გაააქტიუროს სავაჭრო ურთიერთობები აშშ-სთან. ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანია რეფორმების გზის გაგრძელება. მათ შორის, 19 აპრილის შეთანხმების შესრულება და შესაბამისად, უფრო ეფექტური გარემოს შექმნა საერთაშორისო ვაჭრობისთვის, რაშიც ძალიან დიდ როლს თამაშობს კანონის უზენაესობა. მოგეხსენებათ, რომ თავისუფალი ვაჭრობის საკითხი ეს არის ამერიკის სავაჭრო წარმომადგენლის პრეროგატივა. თუმცა, აღვნიშნავ, რომ ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია გამჭვირვალე ბიზნესგარემოს შემუშავება და ეს პროცესი მიმდინარეობს მათ შორის, ჩვენი დახმარებითაც. მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს რეფორმების გზა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სასამართლო რეფორმა ამ კუთხით არის უაღრესად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ბიზნესისთვის, უცხოელი ინვესტორებისთვის შეიქმნას ხელსაყრელი გარემო და იყოს იმის განცდა და გარანტია. რომ სამართლებრივი სისტემა არის სრულიად თავისუფალი პოლიტიკური თუ სხვა რაიმე გარე ჩარევებისგან. შესაბამისად, რეფორმების გაგრძელება, კანონის უზენაესობის განმტკიცება არის ის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ხელს შეუწყობს, რომ საქართველო გახდეს მიმზიდველი საერთაშორისო ვაჭრობისთვის და ინვესტორებისთვის“, - განაცხადა ფილიპ რიკერმა Europe Time-ის შეკითხვის საპასუხოდ. ფილიპ რიკერის დანიშვნის შესახებ განცხადება გაავრცელა ენტონი ბლინკენმაც. სახელმწიფო მდივნის თქმით, ელჩი რიკერი იქნება აშშ-ის ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე და წამყვანი მომლაპარაკებელი აშშ-ის დელეგაციაში, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში. მდივან ბლინკენის თქმით, ამ კრიტიკულ პერიოდში ფილიპ რიკერი უხელმძღვანელებს აშშ-ის დელეგაციას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე და იმუშავებს აშშ-ის ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარედ. ენტონი ბლინკენის შეფასებით, ფილიპ რიკერი​ს დანიშვნა ადასტურებს იმ მნიშვნელობას, რომელსაც აშშ საქართველოსთან დაკავშირებით ჟენევის დისკუსიებს ანიჭებს. „ელჩ ფილიპ რიკერს კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებზე უფროს მრჩევლად ვნიშნავ. ამ თანამდებობაზე, ელჩი რიკერი იქნება აშშ-ის ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე და უხელმძღვანელებს აშშ-ის დელეგაციას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე ამ კრიტიკულ პერიოდში. შეერთებული შტატები მზად არის, დაეხმაროს სომხეთსა და აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გრძელვადიანი პოლიტიკური მოგვარების შესახებ მოლაპარაკებაში.ელჩი რიკერი ჩაერთვება ორმხრივად, თანამოაზრე პარტნიორებთან, ევროკავშირი და ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარის როლის მეშვეობით, რათ ხელი შეუწყოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის პირდაპირ დიალოგს. ფილიპ რიკერი​ს დანიშვნა ადასტურებს იმ მნიშვნელობას, რომელსაც აშშ საქართველოსთან დაკავშირებით ჟენევის დისკუსიებს ანიჭებს, - აღნიშნულია ბლინკენის განცხადებაში. სახელმწიფო მდივნის შეფასებით, ელჩ რიკერს ევროპასა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. რიკერი ბოლო დროს მსახურობდა გაერთიანებულ სამეფოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში, როგორც სენტ ჯეიმსის სასამართლოს საქმეთა დროებითი მოვალეობის შემსრულებელი. 2019 წლის მარტიდან 2021 წლის აგვისტომდე ელჩი რიკერი იყო სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში. ელჩი რიკერი იყო აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურის პოლიტიკური მრჩეველი გერმანიაში. მსახურობდა შეერთებული შტატების გენერალურ კონსულად მილანში. იყო სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე. 2008-2011 წლებში იყო აშშ-ის ელჩი ჩრდილოეთ მაკედონიაში.

ბორჯომის ხეობაში დამატებითი წყალსაქაჩი ტუმბოები დამონტაჟდა

"ბორჯომის ხეობაში, რთულად მისადგომ რელიეფზე, რამდენიმე კილომეტრის მანძილზე გაიშალა სახანძრო მაგისტრალები, რისი საშუალებითაც ცეცხლის კერები მუშავდება. დამონტაჟდა დამატებითი წყალსაქაჩი ტუმბოები. ხანძრის ქრობის პროცესში დილიდან ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და თურქეთის რესპუბლიკის სამი სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავი", - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. თავდაცვის სამინისტრო: ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში რეზერვისტები მხარდამჭერ ფუნქციას შეასრულებენ „შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები 24 საათიან რეჟიმში განაგრძობენ ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებს. სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, აქტიურად მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები. ხორციელდება ყველა შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო საპრევენციო ღონისძიება, რათა ცეცხლი არ გავრცელდეს დასახლებულ პუნქტებსა თუ სტრატეგიულ ობიექტებზე. მიუხედავად რთული სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებისა, არც ერთი მეხანძრე-მაშველი და ხანძრის ქრობაში მონაწილე უწყებების არც ერთი წარმომადგენელი არ დაშავებულა“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. გომელაურის თქმით, ბორჯომში ხანძრის მასშტაბმა იკლო  

გიორგი კალანდარიშვილი: საარჩევნო ადმინისტრაციას შეუძლია, 2024 წლისთვის ტექნოლოგიური ინტერვენციის მეშვეობით ადმინისტრირება 1 200-მდე უბანზე უზრუნველყოს

ცესკო-ს თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, თუ 2024 წლისთვის შესაბამისი მზაობა და ფინანსები იქნება, საარჩევნო ადმინისტრაციას შეუძლია, დაახლოებით 1200 საარჩევნო უბანზე ელექტრონული ტექნოლოგიები დანერგოს. ამის შესახებ კალანდარიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, დღეს სამუშაო ჯგუფის წევრების მხრიდან განსაკუთრებული აქცენტი სწორედ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებაზე გაკეთდა. „საარჩევნო ადმინისტრაცია ინტენსიურად მუშაობს, რათა ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ, რომ რაც შეიძლება მეტი პილოტირება განვახორციელოთ, რომ 2024 წელს ადმინისტრაცია უფრო მეტად მომზადებული და კვალიფიციური შეხვდეს ტექნოლოგიების გამოყენების მასშტაბების შესაძლო ზრდას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ განვლილმა პილოტირებამ აჩვენა და წინ სენაკის მუნიციპალიტეტის სამივე საარჩევნო უბანზე მოვახდენთ ორივე ტიპის ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებას, რაც იმის ხმამაღლა თქმის შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ჩვენს ქვეყანაში ტექნოლოგიების გამოყენებას დიდი პერსპექტივა აქვს, რადგან მას შეუძლია, მნიშვნელოვნად გადააზღვეიოს ყველა ის საკითხი, რაშიც გარკვეული წუხილები სხვადასხვა არჩევნებზე ისმოდა“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.    

გიორგი კალანდარიშვილი: ცესკოს თავმჯდომარედ თუ არცერთი წარდგენილი კანდიდატი არ იქნება არჩეული, კონკურსში მონაწილეობაზე გადაწყვეტილებას გარემოებების ანალიზის შედეგად მივიღებ

"ცესკოს თავმჯდომარედ თუ არც ერთი წარდგენილი კანდიდატი არ იქნება არჩეული, კონკურსში მონაწილეობაზე გადაწყვეტილებას გარემოებების ანალიზის შედეგად მივიღებ", - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა. “ამ ინსტიტუტის მხრიდან საუბარი იმაზე, რომ კანდიდატს, შესაძლოა, ფართო პოლიტიკური კონსენსუსი არ ჰქონოდა იმ ფონზე, როდესაც საუბარი იყო ასევე, ჩემს პროფესიონალიზმსა და კვალიფიკაციაზე, რა თქმა უნდა, ლოგიკური არაა, გამომდინარე იქიდან, რომ კონსენსუსის საკითხი წყდება საკანონმდებლო ორგანოში. ბოლო ორი კონკურსის პირობებში მხარდამჭერთა მზარდი დინამიკის ფონზე სწორი იქნებოდა, კვლავ მქონოდა ამის შესაძლებლობა საკანონმდებლო ორგანოში. ეს შესაძლებლობა, სამწუხაროდ, არ მომეცა. ჯერ კიდევ მიმდინარეობს კონკურსი, საკომიტეტო მოსმენები და სესიაზე კენჭისყრა უნდა გაიმართოს. ბუნებრივია, სანამ კონკრეტული რეზულტატი არ იქნება, სწორი არაა რაიმე შეფასების გაკეთება. თუ კონკურსი იმგვარად დასრულდა, რომ არცერთი კანდიდატი არ იქნება არჩეული, უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, პრეზიდენტის მხრიდან შესაბამის განცხადებას და ამ გარემოებების ანალიზის შედეგად მივიღებ გადაწყვეტილებას”,- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა. შეგახსენებთ, რომ ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ კანდიდატებს შორის ვერ მოხვდა.  

დმიტრო კულება: რუსეთის მოქალაქეებს უნდა აეკრძალოთ საზღვრების გადაკვეთა, რომ მათი პატივისცემა ისწავლონ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აღნიშნავს, რომ რუს ტურისტებს საერთაშორისო საზღვრების გადაკვეთის უფლება უნდა ეკრძალოთ, ვიდრე საზღვრების პატივისცემას არ ისწავლიან.  კულებას თქმით, აუცილებელია, რომ ევროკავშირისა და დიდი შვიდეულის ყველა ქვეყანამ შეწყვიტოს ტურისტული ვიზების გაცემა რუსებისთვის, როგორც პირველი ნაბიჯი მათ გამოსაფხიზლებლად. „მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ისინი, ვინც მხარს უჭერენ უკრაინის წინააღმდეგ ტანკებისა და რაკეტების გამოყენებით აგრესიას, ასევე მხარს უჭერენ ევროპისა და დასავლეთის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას. რუსი ტურისტი, რომელიც ბრანდენბურგის კარიბჭესთან ან ეიფელის კოშკთან ღიმილიან სელფს იღებს, დიდი ალბათობით, არის ის, ვინც აღმერთებს პუტინს და სურს, რომ ევროპელები  ზამთარში გაიყინონ“, - აცხადებს დმიტრო კულება. ჯოზეფ ბორელი: რუსეთის ყველა მოქალაქისთვის, ევროკავშირის ვიზების გაცემის აკრძალვა არ არის საუკეთესო იდეა, ჩვენ უფრო შერჩევითი უნდა ვიყოთ ცნობისათვის, რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის ჩეხეთმა, ესტონეთმა, ლატვიამ, მხარი დაუჭირა რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზის აკრძალვას. უკრაინის ოფიციალურმა პირებმა მოუწოდეს ქვეყნებს, რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრები ჩაკეტონ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აგვისტოს დასაწყისში, Washington Post-ს განუცხადა, რომ „ყველაზე მნიშვნელოვანი სანქციები საზღვრების დაკეტვაა, რადგან რუსები სხვებს ართმევენ მიწას”.

ასლან ბჟანიას თქმით, აფხაზეთი მზადაა, ბელორუს-რუსეთის სამოკავშირეო სახელმწიფოს შეუერთდეს

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ რუს ჟურნალისტ ვლადიმერ სოლოვიოვთან ინტერვიუში განაცხადა, რომ „აფხაზეთი მზადაა, ბელორუს-რუსეთის სამოკავშირეო სახელმწიფოს შეუერთდეს“. ბჟანია ამბობს, რომ „საკავშირო სახელმწიფოს იდეა ახლოსაა აფხაზეთის მოსახლეობასთან“ და ის „შეესაბამება მის ეროვნულ ინტერესებს“. გარდა ამისა, ბჟანიას თქმით, აფხაზეთს სჭირდება „ძლიერი ალიანსი რუსეთის ფედერაციასთან“. „ცხადია, ერთპოლარული სამყარო დაინგრა. მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაცია (ამაში დარწმუნებული ვარ) წარმატებით დაასრულებს სპეცოპერაციას უკრაინის ტერიტორიაზე, სულ სხვა რეალობა იქნება. რუსეთის ხელმძღვანელობისთვის, ხალხისთვის აშკარა იქნება, ვინ არიან ნამდვილი მოკავშირეები, რომლებიც ამ რთულ დროს მართლაც ახლოს იყვნენ და ამ ფაქტებზე დაყრდნობით, როგორც ჩანს, ჩვენ შევქმნით საკავშირო სახელმწიფოს გარკვეულ მონახაზს. ჩვენ ამის იმედი გვაქვს და მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ“, - განაცხადა მან. ამასთან, ბჟანიამ დასძინა, რომ აფხაზეთს არ აქვს ოფიციალური კონტაქტები ბელორუსის ხელმძღვანელობასთან. მანამდე ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ არ გამორიცხავს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის აღიარებას. მისი თქმით, როგორც კი მიხვდება ამ ნაბიჯის აუცილებლობას და ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ეტყვის, მაშინ შესაძლოა, გადაწყვეტილება მიიღოს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა მაშინ განაცხადა, რომ კრემლი არ გაუგზავნის „სიგნალებს“ ალექსანდრე ლუკაშენკოს, „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის დამოუკიდებლობის, ასევე ანექსირებული ყირიმის რუსეთის რეგიონად აღიარების შესახებ. აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. აგვისტოს ომისა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ, რუსეთმა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა“. 

სომხეთს საქართელოში ახალი ელჩი ჰყავს

სომხეთის პრეზიდენტის განკარგულებით, რუბენ სადოიანი საქართველოში სომხეთის ელჩის თანამდებობიდან გაიწვიეს.ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მეორე განკარგულებით ამ თანამდებობაზე აშოტ სმბატიანი დაინიშნა.  

თავის არეში დაჭრილი პატიმარი გურამ სვანიძე საავადმყოფოში გარდაიცვალა

პატიმარი, რომელიც 20 აგვისტოს, თავის არეში მიყენებული ჭრილობით კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს, დაიღუპა. 28 წლის გურამ სვანიძეს ოპერაცია ჩაუტარდა და რამდენიმე დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.  გამოძიების ინფორმაციით, გურამ სვანიძემ ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან გლდანის ციხეში გადაყვანის დროს ერთ-ერთ ბადრაგს იარაღი წაართვა და თვითმკვლელობა სცადა. საგამოძიებო უწყებამ კადრებიც გამოაქვეყნა, სადაც რამდენიმე გასროლაა ასახული. ამასთან, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა "ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში" პატიმრის ჯანმრთელობის დაზიანების საქმეზე, სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოს მე-3 განყოფილების ესკორტის ოფიცერი დააკავა.  ესკორტის ოფიცერი ვალერი გოზალიშვილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დააკავეს, რაც გულისხმობს მოხელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებას მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.  

ქალაქის მერის განცხადებით, უკრაინელმა პარტიზანებმა მელიტოპოლში რუსეთის შტაბი ააფეთქეს

ზაპოროჟიეს ოლქის მელიტოპოლის რაიონში, უკრაინელმა პარტიზანებმა ღამით  რუსი ოკუპანტების შტაბი ააფეთქეს, სადაც ისინი ფსევდორეფერენდუმისთვის ემზადებოდნენ. ამის შესახებ მელიტოპოლის მერმა ივან ფედოროვმა ტელეგრამის არხზე განაცხადა. „წინააღმდეგობის ძალები არა მხოლოდ მიანიშნებენ, არამედ ხმამაღლა აცხედებენ, რომ ოკუპანტების იქყოფნა არავის უხარია. რაც კავშირში იქნება ფსევდორეფერენდუმთან, ყველაფერი ადგილზე განადგურდება“, - განაცხადა ივან ფედოროვმა. 26 თებერვლის შემდეგ, მელიტოპოლი რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა.   

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლებისთვის, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლებისთვის, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლებისთვის, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით გამოძიება 24 აგვისტოს დაიწყო.