ძებნის რეზულტატი:

პოლკოვნიკი ჯეიმს ტომფსონი: „ღირსეული პარტნიორი 2022" მნიშვნელოვანია, რომ ვაჩვენოთ ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება ერთად წვრთნისა და მომზადების შესახებ

წლევანდელი „ღირსეული პარტნიორი" მნიშვნელოვანია, რომ ვაჩვენოთ ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება ერთად წვრთნისა და მომზადების შესახებ, - ამის შესახებ პოლკოვნიკმა ჯეიმს ტომფსონმა, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ატაშე სამხედრო წვრთნის „ღირსეული პარტნიორი 2022"-ს შესახებ განაცხადა.   საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით,  მოკავშირე ძალები სწავლობენ ქართველებისგან და ქართველები - მოკავშირეებისგან.   საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას - „ღირსეული პარტნიორი“ უკვე მეექვსედ უმასპინძლებს   „წლევანდელი „ღირსეული პარტნიორი" მნიშვნელოვანია, რომ ვაჩვენოთ ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება ერთად წვრთნისა და მომზადების შესახებ. როგორც ხმალი ლესავს ხმალს, ერთად, მოკავშირე ძალები სწავლობენ ქართველებისგან და ქართველები - მოკავშირეებისგან. ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ", - პოლკოვნიკმა ჯეიმს ტომფსონმა.

ევროკავშირის სანქციების გამო, რუსული ქვანახშირის საზღვაო ექსპორტი ფაქტობრივად შეჩერდა - Bloomberg

რუსული ნახშირის ექსპორტი ფაქტობრივად შეჩერდა. უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების საფუძველზე, ევროკავშირმა ნედლეულის იმპორტი, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში აკრძალა. პოლონეთი რუსული და ბელარუსული ქვანახშირის იმპორტს კრძალავს Bloomberg-ის ცნობით, რუსული უმსხვილესი კომპანია Suek აგვისტოს შუა რიცხვებიდან ქვანახშირის ექსპორტს ვეღარ ახერხებს. ვითარება ქვანახშირის მსოფლიო ბაზარზე - როგორ ჩაანაცვლებს ევროკავშირი რუსულ ნედლეულს რუსეთი მსოფლიოში, ქვანახშირის სამ უმსხვილეს ექსპორტიორთაგან ერთ-ერთია, რომელიც აკონტროლებს მსოფლიო მარაგის დაახლოებით 17%-ს. ქვანახშირის მრეწველობა რუსეთის ეკონომიკის მხოლოდ 1%-ს შეადგენს. როდესაც რუსეთმა თავისი ქვანახშირი აზიაში, განსაკუთრებით ინდოეთში გადაიტანა, ექსპორტიორებმა, როგორიცაა ავსტრალია, ევროპაში რუსული ნედლეული ჩაანაცვლეს. რამაც, მიმდნარ წელს ფასების 10-ჯერ ზრდა გამოიწვია.   

„დაე, უფალმა დაუმკვიდროს მართალთა სასუფეველი ქალწულ დარიას" - ვასაძის სამძიმრის წერილი დუგინს

23 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა მემარჯვენე რადიკალი ფილოსოფოსისა და კრემლის იდეოლოგის, ალექსანდრე დუგინის ქალიშვილის დარია დუგინას გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე, სხვადასხვა პრორუსი პირების სამძიმრის წერილებთან ერთად, ქართველი ბიზნესმენის და პოლიტიკური პარტია "ერთობა, რაობა, იმედი - ერის" დამფუძნებლოს ლევან ვასაძის წერილიც წაიკითხეს ლევან ვასაძის სამძიმრის წერილი დარია დუგინას გარდაცვალების გამო:  სიკვდილის პირას მისული, მამის გარდაცვალებისა და აუტანელი, ჯოჯოხეთური ტანჯვდან ერთი წლის შემდეგ, მე ჯერ საბოლოოდ მივაღწიე სამშობლომდე, საყვარელ ცოლამდე და შვილებამდე, შემდეგ კი დედამიწაზე ჩემს საყვარელ ადგილამდე – ზემო იმერეთამდე, სადაც არის მამული ჩემი ბებიისა, თავადისქალი მარია იულიანის ასული აბაშიძესი, რომელსაც წელს 102 წელი უსრულდება. ჩავეხუტე მას და ჩემს გამო დაქვრივებულ დედას, ისე ვიყავი, როგორც სამოთხეში, სანამ დაშა დუგინას სიკვდილს შევიტყობდი. იმ ღამეს ცუდად მეძინა, მდინარე ყვირილას ხეობის მთებიდან ურჩი ქარი ქროდა და გარს ევლებოდა ჩვენს სახლს, ხეებსა და ჩვენ, მძინარეებს. დილით, ლიტურგიისთვის მზადების დროს, შემთხვევით დავხედე ტელეფონს და მწუხარებისგან გავიყინე. ამ საშინელების შესახებ მეუღლეს ძლივს ვუთხარი, ატირებული დავტოვე და, არც მახსოვს ისე, ტაძარში გავიქეცი, რათა მეგობრის სულისთვის მელოცა. გავიდა დღეზე მეტი და მე გამბედაობა ჯერაც არ მეყო, მისი მშობლებისთვის რომ დამერეკა. და აი, ძლივს ვწერ ამ მწირ სტრიქონებს. ასე მაინც. მთელი მსოფლიოდან ტრაგედიასთან დაკავშირებული სიახლეებისა და გამოხმაურებების ნაკადში, რომლებსაც ვუყურებდი დაშას ანგელოზური სულისთვის გლოვის შემოტევების შორის, თავისი დემონური დაუნდობლობით გამოირჩეოდა ერთი – სააკაშვილის დროინდელი ყოფილი თავდაცვის მინისტრი წერდა: „როგორც იქნა, დუგინს ვასაძესთან მეგობრობა გამოადგება, ქალიშვილის ქელეხზე ეყოლება თამადა, რომლის მსგავსიც არავის უნახავს... ვინც ფიქრობთ, რომ ასეთ თემებზე ხუმრობაარ შეიძლება, დებილები ხართ“ ეს იგივე მოღვაწეა, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა რუსებს, თქმით, რომ ისინი სვამენ ფეკალიებს, რის შედეგადაც რამდენიმე წლით აკრძალეს საქართველოდან რუსეთში სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის იმპორტი. ამის გამო საქართველოში რამდენ ადამიანს მოაკლდა წამალი, საკვები და სხვა საჭიროება, ეს არავის დაუთვლია. ასეთი არსებები, მათ მიმართ გლობალისტების მუდმივი ყმუილისა და მხარდაჭერის მიუხედავად, ახლა, დროებით, ისევ საზოგადოებრივი ცხოვრების მიღმა არიან და გაბოროტებული უყეფენ ყველაფერს. საშინელებაა, რომ ისინი ყველგან არიან: რუსეთშიც, საქართველოშიც და უკრაინაშიც. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს, ასე ვთქვათ, ადამიანი აქაც მცდარია: არც ჯანმრთელობა, არც უსაფრთხოების თვალსაზრისი არ მაძლევს საშუალებას ვიყომ ჩემს მეგობრებთან, დაშას მშობლებთან, მათთვის ამ ურთულეს ჟამს, რისთვისაც მათ პატიებას ვთხოვ. ეს მაგალითი, რომელიც ხსენების ღირსიც არაა, კარგად აღწერს იმ დაყოფას, რომელიც ყველა ერს შორისაა: დაყოფა ადამიანებად და არაადამიანებად, იმისგან დამოუკიდებლად, ვინ ვართ ეროვნებით: ქართველი, რუსი, უკრაინელი, ებრაელი, სომეხი, აზერბაიჯანელი თუ იგივე ანგლოსაქსები. ისინი, ვინც თავს უფლებას აძლევს მიცვალებულებს დასცინონ, სჩადიან იმავე ჰიბრისს, რომელსაც ელინები ასე გმობდნენ და რაზეც საკუთარ ლექცებში ალექსანდრე გელევიჩი (დუგინი) საუბრობს. დარწმუნებული იყავით, მოკლული დაშას მამას ვინმემ სამაგიეროს გადახდის სახით ამის გამკეთებლების შვილებზე ასეთი შურისძიება რომ შესთავაზოს, ის ამ აზრს აუცილებლად უკუაგდებს, როგორც არაადამიანურს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ვერ იქნებოდა დიდი რუსი ფილოსოფოსი, ვერ იქნებოდა ადამიანი. შარშანდელი მოვლენების ლოგიკით, დაშა დუგინას უნდა დაეწერა ჩემზე მოგონებები, თუმცა ზეცამ სხვაგვარად გადაწყვიტა და ის წაიყვანა, მის მშობლებსა და ახლობლებს კი მოუვლინა გამოცდა, რომელზე უარესიც არ არსებობს. ეს ანგელოზური ადამიანი მაოცებდა მამამისის გაღმერთებით: ფილოსოფია ქალთა ხვედრი არაა, მაგრამ დაშას გამორჩეულმა პიროვნებამ მის მიმართ სიყვარულით გადალახა ეს შეზღუდვაც, საშუალება მიეცა ახალგაზრდობაში გამხდარიყო სრულიად თვითმყოფადი ფილოსოფოსი. მისი უბიწო სილამაზე და გამჭრიახობა სრულიად გამსჭვალული იყო კიდევ ერთი მწველი სიყვარულით, სამშობლოს სიყვარულით. ის ამისთვის ცხოვრობდა, ამისთვის მოქმედებდა. ერთხელ მას მამამ უთხრა, თუ უნდა ჰყავდეს ისეთი ოჯახი, როგორიც ჩვენ, ის თავის მომავალ მეუღლეს ისე უნდა მოეპყროს, როგორც მე ვექცევი ნინოს.  როდესაც ეს დაუმსახურებელი შეფასება გავიგე, უფლის შეუცნობელ გზებზე დავფიქრდი: მამამისთან ნაცნობობა, რაც გამოუსწორებელი ქართველისა და გამოუსწორებელი რუსის პირქუში საუბრით დაიწყო და გულწრფელ მეგობრობაში გადაიზარდა და ჩვენს საზოგადოებებში ორივეს კრიტიკის საგანი გახდა, იძლეოდა მოულოდნელ ნაყოფს ქრისტეში, ჭეშმარიტი მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის ნაყოფს. თავის მთავარ წიგნში გაბრიელ გარსია მარკესმა, დიდმა ოსტატმა, შექმნა მშვენიერი ქალწულის უწმინდესი ხატი, რემედიოს ლამაზი და შემდეგ ჩიხში შევიდა, არ იცოდა როგორ დაესრულებინა მისი მიწიერი გზა. დარდში ჩავარდა რომანის გაგრძელების შეუძლებლობის გამო, როგორც ნამდვილი რუსი ან ქართველი, სვამდა და რამდენიმე თვე იტანჯებოდა. მისი ყველა მცდელობა აღეწერა რემედიოს ლამაზის სიკვდილი, საკუთარი თავი დაერწმუნებინა ნათქვმის სიმართლეში, უშედეგოდ მთავრდებოდა, ქალწულის არამიწიერი სიწმინდისა და სილამაზის გამო. ერთხელ, როდესაც სასოწარკვეთილი ბოგოტას ღარიბ კვარტალებში დასეირნობდა, დაინახა ქარიან მზიან დღეს ქალები თოკებზე ზეწრებს როგორ კიდებდნენ. ამ ხილვით გონებაგანათებული, მარკესი საწერ მაგიდასთან დაბრუნდა და თავი და ყველა ჩვენგანი დაარწმუნა ქალწულის სიცოცხლის დასასრულის ჭეშმარიტებაში: რემედიოს ლამაზი მზიან, ქარიან დღეს ზეწრების გაფენის დროს უეცრად მათთან ერთად ცაში ნარნარით ამაღლდა და ამაში არაფერია არადამაჯერებელი. ზოგჯერ ჩემი მეგობრების შვილებისთვის, ქართველებისთვის, რუსებისთვის, უკრაინელებისა და სხვებისთვის უღირსად ვლოცულობ მათი ოჯახების სიმტკიცეზე, მგონია, ყოველთვის შესმენილი არ იყო. ახლა ვხვდები რატომაც. გულთამჭვრეტელმა, ჩვენს მიერ მიუწვდომელი სიბრძნით, ასე გადაწყვიტა, იმ ინფერნალური ღამის ალისფერ ყვავილებში, თავისთან წამების გზით წაეყვანა ეს წმინდა რუსი ქალწული.  მამაკაცურ სიტყვაძუნწ მეგობრობაში ისედაც მცირე მარაგია ურთიერთ ნუგეშისცემისთვის, განსაკუთრებით ასეთ შემთხვევებში. ფილოსოფოსსა და პოეტს შორისაც კი. ამ ფერისცვალების კვირას ყვირილას ნაპირებზე ხეტიალისას საერთოდ არ ვიცოდი, სანუგეშებლად რა მეთქვა ალექსანდრ გელევიჩისა და ნატალია ვიქტოროვნასთვის. უეცრად გამახსენდა, რომ სამეზობლოში გვერდიგვერდ იზრდება ველური მაყვალი და შავი თუთა, რომლებიც ღრმა ბავშვობიდან სიცხეში მჩხვლეტდნენ და მტანჯავდნენ თავისი ეკლებითა და მაღალ ტოტებზე მიუწვდომლობით, რატომღაც, ზოგჯერ, სრულიად არ განსხვავდებოდნენ, როგორც მათი სისხლის ჩემ სისხლთან მსგავსებით, ისე გემოთი. ისინი ერთნი არიან, სიახლოვის წყალობით, მათი სახეობების სხვაობის მიუხედავად. ჩვენც ასევე ერთნი ვართ, იმისდა მიუხედავად, ვინ ვართ - ქართველები, რუსები თუ უკრაინელები, წესებთან ჩვენი სიახლოვის შემთხვევაში. და თქვენი ტკივილი – ჩვენი ტკივილია, ჩვენი ნუგეში – თქვენი ნუგეშია. დაე უფალმა ჩვენმა, იესო ქრისტემ დაუმკვიდროს მართალთა სასუფეველი ქალწულ დარიას და განამტკიცოს მისი მშობლები და ახლობლები! ვოლოდიმირ ზელენსკი დარია დუგინას მანქანის აფეთქებაში ეჭვმიტანილზე - ეს ჩვენი პასუხისმგებლობა არ არის   რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირის, რადიკალი ფილოსოფოსისა და კრემლის იდეოლოგის, ალექსანდრე დუგინის ქალიშვილი აფეთქების შემდეგ, 20 აგვისტოს დაიღუპა. ვინ დგას პუტინის მოკავშირის შვილის ავტომობილის აფეთქების უკან - BBC-ს სტატია FSB-მ განაცხადა, რომ დარია დუგინას მკვლელობა გახსნა და დამნაშავედ უკრაინის მოქალაქე ნატალია ვოვკი დაასახელეს, რომელიც FSB-ს მტკიცებით, ესტონეთში გაიქცა. უკრაინა თავის მხრივ უარყოფს მკვლელობასთან კავშირს. დუგინის შვილის ავტომობილის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ეროვნულმა რესპუბლიკურმა არმიამ“ აიღო.

პაკისტანში, მუსონური წვიმებისა და წყალდიდობების შედეგად, სულ მცირე 903 ადამიანი დაიღუპა

ზაფხულის განმავლობაში, პაკისტანში, მუსონური წვიმებისა და წყალდიდობების შედეგად, სულ მცირე 903 ადამიანი დაღიუპა, აქედან 326 ბავშვია, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. პაკისტანის ოცფიციალური პირები მსოფლიო საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ. "ათასობით ადამიანს არ აქვს თავშესაფარი და საკვები ამ "ჰუმანიტარული კატასტროფის" გამო. საკომუნიკაციო ხაზები გათიშულია. ეს არის სერიოზული ჰუმანიტარული კატასტროფა", - აღნიშნულია  პაკისტანის კლიმატის ცვლილებების სამინისტროს განცხადებაში. გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისის ცნობით, სულ მცირე 95 350 სახლია განადგურებული.  

აშშ-ის საელჩო: ექვსი ქართველი მოსამართლის ამერკული გამოცდილება, საქართველოს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაში დაეხმარება

ექვსი ქართველი მოსამართლის ამერკული გამოცდილება, საქართველოს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაში დაეხმარება, - ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცადებაში.  ახლახანს, აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, ატლანტაში სასწავლო ტურის ფარგლებსი 6 ქართველო მოსამართლე იმყოფებოდა.  „ვაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას სასამართლოს გაძლიერებისთვის. უახლესი სასწავლო ტურის ფარგლებში ექვსი ქართველი მოსამართლე ატლანტას ეწვია და ამერიკელ კოლეგებს შეხვდა. ინფორმაცია და საუკეთესო გამოცდილება, რომელიც მათ გაცვალეს, საქართველოს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაში დაეხმარება“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.  

სალომე ზურაბიშვილი: შოკირებული ვარ უკრაინაში „ჩაპლინოს“ რკინიგზის სადგურზე რუსეთის მიერ მიტანილი იერიშის გამო

შოკირებული და დამწუხრებული ვარ უკრაინაში „ჩაპლინოს“ რკინიგზის სადგურზე რუსეთის მიერ მიტანილი იერიშის გამო, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დნეპროპეტროვსკში, რკინიგზის სადგურზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. უკრაინაში რკინიგზის სადგურზე სარაკეტო თავდასხმას სულ მცირე 15 ადამიანი ემსხვერპლა, 50 დაიჭრა „შოკირებული და დამწუხრებული ვარ უკრაინაში ჩაპლინოს სარკინიგზო სადგურზე რუსეთის დარტყმის გამო. საშინელი თავდასხმა, ბარბაროსული ძალადობა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს. ვგლოვობ ტრაგიკულად დაკარგულ სიცოცხლეებს. საქართველო უკრაინელი ერის გვერდით დგას“, – წერს ზურაბიშვილი. ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, ნეპროპეტროვსკში, რკინიგზის სადგურზე სარაკეტო იერიშის შედეგად, ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 25 ადამიანი. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.    

სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერები ბრიუსელში ევროკავშირის შუამავლობით, მოლაპარაკებას გამართავენ

31 აგვისტოს ბრიუსელში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჩარლზ მიშელის შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ სომხეთის მთავრობაში განაცხადეს. რას სთავაზობს სომხეთი აზერბაიჯანს ბოლო ასეთი სამმხრივი შეხვედრა ბრიუსელში 22 მაისს გაიმართა. შემდეგ მხარეები საზღვრის დელიმიტაციის სომხურ-აზერბაიჯანული კომისიის მუშაობის დაწყებაზე შეთანხმდნენ. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებთან მოლაპარაკებები გამართა კომისიის პირველი სხდომა ორი ქვეყნის საზღვარზე 24 მაისს გაიმართა. დელიმიტაციისა და უსაფრთხოების კომისიის მორიგი სხდომა მოსკოვში 30 აგვისტოს გაიმართება.  

ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის კერების უმეტესობა ლიკვიდირებულია

ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის კერების უმეტესობა, ამ მომენტისთვის, ლიკვიდირებულია. ძლიერი ქარი და მაღალი ტემპერატურა, კვლავ ხელს უშლის ხანძრის ქრობის პროცესს, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ბორჯომის ხეობაში დამატებითი წყალსაქაჩი ტუმბოები დამონტაჟდა მათივე ინფორმაციით, დღეს დილიდან, ხანძრის სალიკვიდაციო ღონისძიებებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და თურქეთის რესპუბლიკის სამი სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავი. "რთულად მისადგომ რელიეფზე, რამდენიმე კილომეტრის მანძილზე გაიშალა სახანძრო მაგისტრალები, რისი საშუალებითაც ცეცხლის კერები მუშავდება. ტარდება ყველა შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო საპრევენციო ღონისძიება, რათა ცეცხლი არ გავრცელდეს დასახლებულ პუნქტებსა თუ სტრატეგიულ ობიექტებზე. მიუხედავად რთული სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებისა, ხანძრის ქრობაში მონაწილე უწყებების არც ერთი წარმომადგენელი არ დაშავებულა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.  

ბათუმის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვანის გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით დაკავებულ 30 წლამდე კაცს პატიმრობა შეუფარდა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვანის გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით დაკავებულ 30 წლამდე კაცს პატიმრობა შეუფარდა. როგორც ცნობილია, დაზარალებული და ბრალდებული ერთ სახლში ქირით ცხოვრობდნენ და ოჯახებით ახლობლები იყვნენ. ამასთან, პოლიციაში ფაქტის შესახებ შეტყობინება არასრულწლოვნის დედამ და მისმა მეგობარმა გააკეთეს. დაზარალებული მხარის წარმომადგენლები, ამ ეტაპზე მომხარის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ.  

ზურაბ ბატიაშვილი: როდესაც რუსეთის სამხედრო მანქანა ბოლომდე გადატყდება, კრემლი გარკვეული სახის შეთანხმებას მოითხოვს

რუსეთის შეჭრიდან მეექვსე თვეს, კიევმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღე განადგურებული რუსული ტექნიკის ხრეშჩატიკზე გამოტანით აღნიშნა. მოსკოვის გეგმები სრულმასშტაბიანი ომიდან მეექვსე თვეს კვლავ გეგმად რჩება, თუმცა უკვე მნიშვნელოვნად შემცირებული რესურსის პირობებში. ამ ფონზე, ანალიტიკოსები თვლიან, რომ დრო ახლა კიევის სასარგებლოდ მუშაობს, რადგან რუსეთი ყოველდღიურად კარგავს უკრაინაზე შეტევისთვის საჭირო რესურსს. როგორც „რონდელის ფონდის“ მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი Europetime-თან ინტერვიუში ამბობს, ექვსმა თვემ აჩვენა ის, რომ რუსეთის იმპერიალისტური გეგმები ჩაიშალა, რადგან რუსეთის გეგმები გათვლილი იყო მაქსიმუმ, ორ-სამ კვირაზე და „სამხედრო ოპერაცია“ კი, რომელიც  მოსკოვის გათვლებით, მალე უნდა დასრულებულიყო, გრძელვადიან ომში გადაიზარდა. „უკრაინამ აჩვენა, რომ მათი დამარცხება შეუძლებელია; რომ პოლიტიკურ ხელმძღვანელობასაც აღმოაჩნდა ნება იმისა, რომ წინააღმდეგობა გაეწია რუსეთისთვის - ამან იმუშავა და უკრაინელებმა რუსეთის წინსვლის შეჩერება შეძლეს. ახლა, დრო რა თქმა უნდა, უკრაინის სასარგებლოდ მუშაობს იმიტომ, რომ ყოველი დღე, როდესაც უკრაინა უძლებს, აძლიერებს მას და რუსეთის იმპერიალისტური გეგმების განხორციელებას შეუძლებელს ხდის“, - მიიჩნევს ანალიტიკოსი. „ნებისყოფის ომი“ და კრემლის „კეთილი ნება“ ომიდან 6 თვის თავზე, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს და ომის განმავლობაში მეორედ, რუსეთი „კეთილ ნებაზე“ ალაპარაკდა. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ SCO-ს წევრი ქვეყნების სამხედრო დეპარტამენტების ხელმძღვანელების შეხვედრაზე აღიარა, რომ უკრაინაში რუსული არმიის შეტევის ტემპი შენელდა. შოიგუს მტკიცებით, ეს არის შეგნებული გადაწყვეტილება, რაც „სამოქალაქო მოსახლეობის მსხვერპლის თავიდან აცილების“ სურვილით აიხსნება. „კეთილ ნებაზე“ საუბრობდა მოსკოვი მაშინაც, როდესაც კუნძულ ზმეინიდან ჯარი გაიყვანა. ამის პარალელურად, კიევის უცხოელმა პარტნიორებმა, რომლებიც ყირიმის პლატფორმის სამიტზე შეიკრიბნენ, „ნებისყოფის ომზე“ მიუთითეს და კიდევ ერთხელ მკაფიოდ, ერთხმად დააფიქსირეს, რომ საერთაშორისო საზოგადოება არ დაიღლება და უკრაინას მიაწვდის სამხედრო დახმარებას, სანამ ეს საჭირო იქნება.  „როგორც ყოველთვის, რუსეთს სჩვევია ხოლმე, თითქოს, „კეთილი ნების“ გამოჩენა. რეალურად, ეს არავითარი კეთილი ნება არ არის. ეს არის უკრაინელების, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ შეჩერებული რუსული სამხედრო წინსვლა, რასაც რუსეთი „კეთილი ნებით“ ხსნის. ჩვენ საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი, ძალიან კარგად ვიცით, რას ნიშნავს მათი „კეთილი ნება“. ეს არის რუსეთის იძულებითი ნაბიჯები, რუსეთს რესურსები აღარ აქვს, რომ უკრაინას შეუტიოს და რაიმე სახის წარმატება მოიპოვოს უკრაინაში“, - თვლის ზურაბ ბატიაშვილი. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ერთ-ერთ ბოლო ანგარიშში საუბარი იყო იმის შესახებაც, რომ რუსეთმა შესაძლოა, ჯარები ფრონტის ხაზებიდან ოკუპირებული ყირიმის დასაცავად გადაიყვანოს. თუმცა მკვლევრებისთვის ამ ვარაუდს ნაკლებად ამყარებს რუსეთის რესურსებზე არსებული ცნობები. „რუსეთს არ აქვს რესურსები არც ადამიანური და არც სამხედრო-ტექნიკური თვალსაზრისით. არავინ აპირებს მის დახმარებას ცოცხალი ძალითა და ტექნიკით. თუ იმაზეა საუბარი, რომ მოხალისეთა რაზმები, რომლებიც ორკვირიან მომზადებას გადიან და ისე შეჰყავთ უკრაინაში, ეს უბრალოდ, „საზარბაზნე ხორცის“ შეყრას გავს, რადგან მოგეხსენებათ, ორი კვირა არ არის საკმარისი დრო, როცა შესაძლებელია სამხედროების მომზადება. რუსეთს ყველაზე კარგად მომზადებული ნაწილები დაეხოცა, ახლა მიდის ნაკლები ხარისხის ჯარის „გადახარშვა“. კარგავენ როგორც ცოცხალ ძალას, ისე სამხედრო ტექნიკას“, - აღნიშნავს ზურაბ ბატიაშვილი. ამ ყველაფერს ემატება დასავლეთის მიერ კიევისთვის იარაღის აქტიურად მიწოდება და ანალიტიკოსის აზრით, ამ პროცესის კიდევ უფრო გააქტიურებას უნდა ველოდოთ. „ყოველდღიურად ვხედავთ შემცირებულ რუსულ სამხედრო შესაძლებლობებს. რა თქმა უნდა, დასავლეთის მხრიდან სამხედრო დახმარების მიწოდება გაგრძელდება. არავინ არ აპირებს, რუსეთს შუა გზაზე შეატოვოს უკრაინა და კონფლიქტის დაწყების დღიდან, დასავლეთი დგას, იდგა და მომავალშიც დადგება უკრაინის გვერდით, უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს ამ ომში“, - დარწმუნებულია „რონდელის ფონდის“ მკვლევარი.  რუსეთი მოკავშირეების გარეშე ხსენებულ პროგნოზს ექსპერტისთვის კიდევ უფრო ამყარებს ფაქტი, რომ „იმედების“ მიუხედავად, რუსეთი მოკავშირეების გარეშეა დარჩენილი. „რუსეთი მარტო დარჩა, თუ არ ჩავთვლით ოდიოზურ ფიგურებს, მაგალითად, ლუკაშენკოს, რომელიც რუსეთის მხარდამჭერია. რეალურად, რუსეთს მოკავშირე არ ჰყავს - იმედები იმის შესახებ, რომ თითქოს, ჩინეთი დაეხმარებოდა და მესამე სამყარო დაუდგებოდა გვერდით, ფუჭი აღმოჩნდა. ეს ასეც იყო მოსალოდნელი. არავინ არ აპირებს, სამარეში ჩაყვეს პუტინს. არავინ არ აპირებს, სამარეში ჩაყვეს რუსეთს“, - ამბობს ზურაბ ბატიაშვილი Europetime-თან. მოლაპარაკებების პერსპექტივა „რონდელის ფონდის მკვლევარს ასევე ვკითხეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან ომის დასრულების პერსპექტივაზე, რაზეც გვიპასუხა, რომ როდესაც რუსეთის სამხედრო მანქანა ბოლომდე გადატყდება, რა თქმა უნდა, ისინი (მოსკოვი) მოითხოვენ „რაღაც სახის“ შეთანხმებას, თუმცა ეს არა უკრაინის, არამედ, რუსეთის ხარჯზე მოხდება. „ამ ეტაპზე, მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს იმიტომ, რომ რუსეთი ითხოვს უკრაინის კაპიტულაციას და ეს არასდროს მოხდება. შემდგომში, როდესაც რუსეთის სამხედრო მანქანა ბოლომდე გადატყდება, რა თქმა უნდა, ისინი მოითხოვენ რაღაც სახის შეთანხმებას, ოღონდ, ეს რაღაც სახის შეთანხმება არ იქნება უკრაინის ხარჯზე, ეს იქნება რუსეთის ხარჯზე. დღეს რუსეთი ცდილობს, ტაიმ-აუტის აღებას იმისთვის, რომ ამოისუნთქოს და შეინარჩუნოს დაკავებული ტერიტორიები და შემდგომი ეტაპისთვის, უფრო ძლიერი შეტევისთვის მოემზადოს, მაგრამ ამას არავინ არ მიიღებს უკრაინაში. კიევის მოთხოვნა მკაფიოა - უკან დაიხიონ და გაათავისუფლონ ოკუპირებული ტერიტორიები რუსებმა. მხოლოდ ამის შემდეგ არის მოლაპარაკება შესაძლებელი. ამიტომ, ახლა რუსეთის ნებისმიერ მცდელობებს, რომ მისი პირობებით მოილაპარაკოს, არავინ არ დათანხმდება. არავინ არის ასეთი მიამიტი, რომ რუსეთის ამ გეგმას დაჰყვეს“, - მიიჩნევს „რონდელის ფონდის“ ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი: იტალია უკრაინელ ხალხს არ მიატოვებს

იტალია უკრაინელ ხალხს არ მიატოვებს, - ამის შესახებ კიევში ვიზიტად მყოფმა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ განაცხადა. "იტალია არ მიატოვებს უკრაინელ ხალხს. აუცილებელია დიპლომატიური გზის ძიება "მშვიდობის აღსადგენად და დემოკრატიის დასაცავად. ჩვენ არ შეგვეძლო არ დავხმარებოდით და არ დაგვეჭირა მხარი ამ ხალხისთვის და არ მიგვეწოდებინა მათთვის ყველა შესაძლო დახმარება დამპყრობლისგან თავდასაცავად", - განაცხადა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

რუსეთში ავტომობილების წარმოება 80,6 პროცენტით შემცირდა

სამრეწველო წარმოება რუსეთში, ივლისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0,5 პროცენტით შემცირდა, ავტომობილების წარმოება კი 80,6 პროცენტით დაეცა.  იაპონიამ რუსეთში ძვირადღირებული მანქანების ექსპორტი აკრძალა  როსსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ივლისში ქვეყანაში სამრეწველო წარმოება გასულ წელთან შედარებით 0,5 პროცენტით შემცირდა, ხოლო მიმდინარე წლის წინა თვესთან შედარებით 1,8 პროცენტით გაიზარდა. რუსული Avtovaz-ი ნაწილების დეფიციტის გამო წარმოებას აჩერებს როსსტატის სტატისტიკის მიხედვით, ივლისში რუსეთში მანქანების წარმოება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 80,6 პროცენტით შემცირდა. ამის მიზეზი ისაა, რომ ბევრმა გლობალურმა საავტომობილო კომპანიამ რუსეთ-უკრაინის ომის გამო რუსეთში საქმიანობის შეჩერების შესახებ გამოაცხადა. რუსეთში მსუბუქი ავტომობილების წარმოება 97%-ით შემცირდა  

ანალენა ბერბოკი: მოსკოვს უკრაინაში ჰუმანიტარულ დერეფნების საკითხზე, რეალურად მოლაპარაკებაც კი არ სურს

მოსკოვს ჰუმანიტარულ დერეფნებზე რეალურად აქტიური მოლაპარაკებაც კი არ სურს, შექმნილ ვითარებაში რუსეთთან რაიმე მოლაპარაკების წარმოებას აზრი არ აქვს, -  ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა. „მოსკოვს ჰუმანიტარულ დერეფნებზე რეალურად აქტიური მოლაპარაკებაც კი არ სურს და ასეთ ვითარებაში სხვა გზა არ არის, გარდა იმისა, რომ გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა იარაღის მიწოდებით“, - განაცხადა ბერბოკმა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

„ყაზმუნაიგაზის“ წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ნურ-სულთანი და ბაქო ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირების საკითხს განიხილავენ

ნურ-სულთანი და ბაქო, ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირების შესალო მარშრუტებს განიხილავენ. ამის შესახებ დღეს, ბრიფინგზე ყაზახეთის ნაციონალური კომპანიის „ყაზმუნაიგაზის“ ფინანსური მმართველის მოადგილემ დაურენ კარაბაევმა განაცხადა.   „აზერბაიჯანულ მხარესთან ყაზახური ნავთობის შესაძლო ტრანსპორტირების შესახებ დისკუსიები მიმდინარეობს სხვადასხვა დონეზე, მათ შორის სახელმწიფო დონეზე და ეროვნული კომპანიების დონეზე. დეტალები ჯერ კიდევ შესათანხმებელია. აზერბაიჯანულ მხარესთან შეთანხმების მიღწევის შესახებ უფრო დეტალურად გავაცნობთ ინფორმაციას“, - განაცხადა კარაბაევმა. მისივე თქმით, აზერბაიჯანს აქვს ორი ნავთობსადენი: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი და „ბაქო-სუფსა“, რომელთაც გამოყენება ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირებისთვის შესაძლებელია“.   ზაფხულში ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მთავრობას ნავთობის საექსპორტო ალტერნატიული მარშრუტების შესწავლა დაავალა, რომელითაც ყაზახური ნავთობის ექსპორტი რუსეთს გვერდის ავლით უნდა განხორციელდეს. ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრი: „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ ნავთობსადენის გამოყენებით, ნავთობის გადაზიდვის საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება ყაზახეთს რუსულ მარშრუტზე ნავთობის გადაზიდვის პრობლემა აქვს. შესაძლოა, „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანზე“ კონტრაქტი დაჩქარდეს მოგვიანებით, ნურ-სულთანმა თქვა, რომ ეს ღონისძიება არ იყო მიმართული მოსკოვის წინააღმდეგ და 12 აგვისტოს ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა ბოლატ აკჩულაკოვმა განაცხადა, რომ KazMunayGas არ აპირებს აზერბაიჯანთან ხელშეკრულების გაფორმებას ნავთობის ტრანსპორტირებისთვის. მიუხედავად ამისა, 16 აგვისტოს Kazmunaigas-ის ხელმძღვანელი მაგზუმ მირზაგალიევი ჩავიდა ბაქოში, სადაც აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია Socar-ის ხელმძღვანელს როვშან ნაჯაფს და „კომპანიებს შორის თანამშრომლობის საკითხი ტრანსკასპიური ინფრასტრუქტურის განვითარების ჭრილში განიხილა". Reuters: ყაზახეთი ნავთობის გაყიდვას რუსეთის გვერდის ავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენების გამოყენებით დაიწყებს ყაზახეთიდან, საქართველოს გავლით დამატებითი ტრანზიტული ნაკადების მოზიდვაზე, მედიასთან ყაზახეთში ვიზიტის შემდგეგ პირველი კომენტარი, ვიცეპრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გააკეთა. „ყაზახეთიდან, საქართველოს გავლით დამატებითი ტრანზიტული ნაკადების მოზიდვაზე, ე.წ. შუა დერეფანში (ტრანსკაპიურ დერეფანში) სამინისტრო და მთავრობა, ინტენსიურად მუშაობს“, - განაცხადა დავითაშვილმა. მანამდე Europetime-ს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა გია არაბიძემ განუცხადა, რომ ყაზახეთის ნავთობის „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანითა“ და „ბაქო-სუფსის“ ნავთობსადენებით გადაზიდვა რეალურად შესაძლებელია. გაეცანით Europetime-ის სტატიას „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანითა“ და „ბაქო-სუფსით“ ნავთობის გადაზიდვა ყაზახეთისთვის სწრაფი და იოლი გზაა, ბუნებრივია, სარგებელს მიიღებს საქართველოც - გია არაბიძე

პუტინმა რუსეთის შეიარაღებული ძალების გაზრდაზე ბრძანებას მოაწერა ხელი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რუსული არმიის დაკომპლექტების შესახებ ბრძანებას მოაწერა ხელი. უკრაინის შეიარაღებული ძალები: რუსი ჯარისკაცები დემორალიზებულები არიან ბრძანების მიხედვით, სამხედრო პერსონალი 137 000 ადამიანით გაიზრდება. ეს მხოლოდ სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის ხარჯზე მოხდება - ჯარში სამოქალაქო პერსონალის რაოდენობა უცვლელი დარჩება. დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთის ზოგიერთი საბრძოლო ნაწილი შეტევითი ოპერაციებისთვის არასაიმედოა კონკრეტულად როგორ გაიზრდება სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა - დამატებითი გაწვევით, თუ საკონტრაქტო ჯარისკაცების რაოდენობის გაზრდით - ბრძანებაში არ არის მითითებული. რუსეთმა უკრაინასთან ფართომასშტაბიან ომში, 6 თვის წინ დასახული მიზნების უმეტესობას ვერ მიაღწია - ბრიტანეთის დაზვერვა ბრძანება ძალაში 2023 წლის პირველი იანვრიდან შევა.  

ენერგოატომი: ისტორიაში პირველად, რუსეთის მიერ დაბომბვამ ზაპორიჟიეს ატომური სადგური ქსელიდან გათიშა

უკრაინის სახელმწიფო ატომურმა კომპანიამ Energoatom განაცხადა, რომ ბოლო ხაზი, რომელიც აკავშირებს ზაპორიეს ატომურ ელექტროსადგურს უკრაინულ ქსელთან, გათიშულია. კიდევ სამი რუსულმა დაბომბვამ ადრე დააზიანა. „ენერგოტომის“ ცნობით, ამჟამად სადგური ზაპორიჟიეს თბოელექტროსადგურით იკვებება. რუსეთს, რომელიც მის მიერ ოკუპირებულ ენერგოდარში ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან უკრაინის პოზიციებს ბომბავს, მის ფარად და შანტაჟის იარაღად გამოყენებაში ადანაშაულებენ.  

აშშ ზაპოროჟიეში „ბირთვული ინციდენტის სერიოზული რისკის“ შესახებ იუწყება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი გაფრთხილებით გამოვიდა, რომ რუსეთის ქმედებებმა ატომურ ელექტროსადგურზე, ბირთვული ინციდენტის რისკი გაზარდა. „რუსეთმა ბირთვული ინციდენტის სერიოზული რისკი შექმნა, რომელიც შეიძლება, არამხოლოდ უკრაინის ხალხსა და გარემოს დაემუქროს, არამედ, გავლენა მოახდინოს მეზობელ ქვეყნებსა და მთელ საერთაშორისო საზოგადოებაზე“, - განაცხადა CNN-ის ცნობით, სახელმწიფო მდივნის მოადგილემ შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში. ბონი ჯენკინსმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები ქარხნის ირგვლივ. ჯენკინსის თქმით, ის ვერ დაადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სადგური გათიშულია ქსელიდან, თუმცა აღნიშნავს, რომ ადეკვატური წვდომის არარსებობა პრობლემას ქმნის. „ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ ნებისმიერი აქტივობით, რომელიც მიმდინარეობს, განსაკუთრებით იმის გამო, რომ ჩვენ არ გვაქვს ადეკვატური წვდომა იმის დასანახად, თუ რა ხდება რეალურად და როგორი შეიძლება იყოს იქ მიმდინარე მოვლენების მყისიერი გავლენა“. უკრაინის სახელმწიფო ატომურმა კომპანიამ Energoatom განაცხადა, რომ ბოლო ხაზი, რომელიც აკავშირებს ზაპორიეს ატომურ ელექტროსადგურს უკრაინულ ქსელთან, რუსეთის დაბომბვების შედეგად გაითიშა. რუსული საოკუპაციო რეჟიმის განცხადებით, შეფერხებების შემდეგ, ზაპოროჟიეს რეგიონის ყველა ქალაქსა და რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია. უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის გერმან გალუშჩენკოს თქმით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დამკვირვებლები შესაძლოა, უახლოეს დღეებში ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მისიით შევიდნენ. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) მისიისთვის ემზადება და 5 სექტემბრამდე ოკუპირებულ ენერგოდარში ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მონახულება სურს.

ლატვიამ დედაქალაქ რიგაში 79-მეტრიანი საბჭოთა ობელისკი დაანგრია

ლატვიამ დედაქალაქ რიგაში 79 მეტრიანი საბჭოთა პერიოდის ობელისკი დაანგრია. საბჭოთა ვარსკვლავებით მორთულ მონუმენტზე მუშაობა ნაცისტურ გერმანიაზე წითელი არმიის გამარჯვების აღსანიშნავად 1985 წელს დასრულდა და ძეგლი ბოლო პერიოდში რუსეთის მხარდამჭერთა აქტივობის ცენტრად იქცა. საბჭოთა ძეგლის დემონტაჟი 23 აგვისტოს დაიწყო. ესტონეთში საბჭოთა ძეგლების დემონტაჟი დაიწყო ქალაქის ხელმძღვანელობამ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ პარკთან მოძრაობა, სავარაუდოდ, 12 სექტემბრამდე დაიბლოკება. ძეგლის დემონტაჟის გადაწყვეტილება, რომელიც მრავალი წელი განიხილებოდა, 2022 წლის მაისში მიიღეს. მას შემდეგ, რაც ლატვიის საეიმმა ძეგლის დანგრევას მხარი დაუჭირა, რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა, ძეგლის დანგრევის გადაწყვეტილების გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრა.  

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ვიქტორ იანუკოვიჩის ვაჟის კუთვნილ ბანკს $8,1 მილიონის აქტივები გაუყინა

სასამართლომ იანუკოვიჩის შვილის ქონება შეიარაღებულ ძალებს გადასცა უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ვიქტორ იანუკოვიჩის ვაჟის კუთვნილ ბანკს, 8,1 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები გაუყინა. ბანკის აქტივები, რომელიც სავარაუდოდ, ფულის გათეთრებისთვის გამოიყენებოდა, თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს გადაეცა. უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შელახვაში რუსეთის დახმარებისთვის, ამ თვის დასაწყისში, ევროკავშირმა ვიქტორ იანუკოვიჩისა და ალექსანდრე იანუკოვიჩის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა.  

კიევმა საბჭოთა კავშირთან დაკავშირებული 100-მდე ქუჩის სახელწოდება შეცვალა

კიევმა საბჭოთა კავშირთან დაკავშირებულ 100-მდე ქუჩას სახელწოდება შეუცვალა. სახელის ცვლილებები, ძირითადად, რუსეთის ქალაქებისა და ცნობილი ფიგურების სახელებს შეეხო.გადაწყვეტილება კიევის საკრებულომ მიიღო და მის შესახებ მერმა ვიტალი კლიჩკომ გამოაცხადა. მაგალითად პიტერსკას ქუჩას (რუსული ქალაქის სანკტ-პეტერბურგის მიხედვით) ეწოდა ლონდონსკა (ბრიტანეთის დედაქალაქის მიხედით) ხოლო მარშალ მალინოვსკის ქუჩა (საბჭოთა სამხედრო მეთაურის როდიონ მალინოვსკის მიხედვით) აზოვის პოლკის ქუჩად გადაკეთდა.