ძებნის რეზულტატი:

იენს სტოლტენბერგი: უკრაინა გაიმარჯვებს

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკრაინას დამოუკიდებლობოს დღე მიულოცა. „რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინაში არის ყველაზე დიდი კრიზისი ევროპის უსაფრთხოებისთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. უკრაინის შეიარაღებული ძალები და მთელი უკრაინელი ხალხი იჩენს უზარმაზარ გამბედაობას და სიმამაცეს პრეზიდენტ ზელენსკის ხელმძღვანელობით. თქვენ ხართ შთაგონების წყარო მსოფლიოსთვის“, - ამბობს სტოლტენბერგი ვიდეოგზავნილში და აქვე კიდევ ერთხელ ამატებს, რომ ალიანსი გრძელვადიან პერსპექტივაში უკრაინის მხარდასაჭერად მზადაა. მისი თქმით, მოკავშირეები დაეხმარებიან უკრაინას, ვიდრე ეს საჭირო იქნება. „უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს, უკრაინა გაიმარჯვებს“, - აღნიშნავს სტოლტენბერგი. უკრაინის 31-ე დამოუკიდებლობის დღეს 24 აგვისტოს აღნიშნავს და ამ დღეს, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ზუსტად ექვს თვე გავიდა. წელს არ იქნება ზეიმი. ისმის გაფრთხილებები რუსეთის მხრიდან პოტენციურ საფრთხეზე.  დღესასწაულის წინ, მთავრობამ დედაქალაქ კიევში მასობრივი შეკრებები აკრძალა. ჩვეულებრივ, უკრაინული სამხედრო აღლუმის ნაცვლად, რომელსაც კონცერტი მოჰყვებოდა ხოლმე, კიევის ცენტრალურ ქუჩაზე, ახლა, უკრაინულ ძალებთან ბრძოლაში დაზიანებული და დამწვარი რუსული სამხედრო მანქანები გვხვდება.  

აშშ საქართველოს, კონსტიტუციის დღეს ულოცავს: ჩვენთვის კონსტიტუცია დოკუმენტზე მეტია

ჩვენთვის კონსტიტუცია დოკუმენტზე მეტი აშშ საქართველოს კონსტიტუციის დღეს ულოცავს.   „ჩვენ, ხალხი" - ამ სიტყვებით იწყება შეერთებული შტატების კონსტიტუცია, რომელიც ძალაუფლებას აძლევს ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენს ქვეყანას - მიმართულებას. ჩვენთვის კონსტიტუცია დოკუმენტზე მეტია, ის არის დემოკრატიის სიმბოლო, რომელიც შეგვახსენებს, რომ „სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი" - სწორედ ამ სიტყვებს იპოვით საქართველოს კონსტიტუციაში.დღეს საქართველოს კონსტიტუციის, ქვეყნის უზენაესი კანონის მიღების დღეა. გილოცავთ!  

ჯონსონი: ეჭვი არ მეპარება, რომ უკრაინა ამ ომს მოიგებს

გაერთიანებული სამეფო უკრაინის გვერდით დგომას განაგრძობს - ახლა და მომავალში პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის განცხადებით, უკრაინის დამოუკიდებლობა დღეს ისევ საფრთხის ქვეშაა და ხალხი იბრძვის მამაცურად იბრძვის თავისი სახლის, ოჯახის, სამშობლოს დასაცავად. ჯონსონის თქმით, უკრაინელი ხალხი იმსახურებს იმას, რომ თავად განსაზღვრონ ქვეყნის მიმართულება. „ეჭვი არ მეპარება, რომ უკრაინა ამ ომს მოიგებს, რადგან არცერთ ძალას არ შეუძლია, გატეხოს 44 მილიონი უკრაინელის პატრიოტული სულისკვეთება. დიდი ბრიტანეთი უკრაინის გვერდით იქნება, რამდენ ხანსაც საჭიროა და უზრუნველყოფს მას სამხედრო, ეკონომიკური, ჰუმანიტარული მხარდაჭერით. ერთ დღეს უკრაინა გაიმარჯვებს და როცა ეს დღე დადგება, ჩვენ, დიდ ბრიტანეთში, კიდევ ერთხელ ვიამაყებთ იმით, რომ უკრაინის მეგობრები ვართ“, - აღნიშნა ჯონსონმა ვიდეოგზავნილში.

რაში ხარჯავენ ფულს უცხოელები საქართველოში

საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს უცხოელებმა საქართველოში 2,3 მილიარდი ლარი ($820 მილიონი) დახარჯეს. ვიზიტორებმა ამ თანხიდან უმეტესი წილი ცხოვრების ხარჯებზე, კვებაზე და სასმელზე დახარჯეს.  საანგარიშო პერიოდში, ერთი ვიზიტის დროს, უცხოელების დანახარჯი 2 440,2 ლარს ($870) შეადგენს.  2022 წლის ივლისში საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან 156 737 ადამიანი შემოვიდა - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მთლიანობაში, 2022 წლის აპრილიდან ივნისამდე უცხოელებმა საქართველოს საზღვარი მილიონზე მეტჯერ გადმოკვეთეს. ამასთან, საქართველოს 15 წელს გადაცილებული პირები 922,2-ჯერ ეწვივნენ, რაც 176,2%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საქართველოში ვიზიტების ძირითადი მიზანი იყო დასვენება, ნათესავებისა და მეგობრების მონახულება, ასევე საქართველოს ტერიტორიის გავლით სხვა ქვეყნებში ტრანზიტი. ტურისტების უმეტესობა თბილისსა და აჭარას მეორე კვარტალში ეწვია. საქართველოში უცხოელებმა საშუალოდ 6,2 ღამე გაათენეს. ყველაზე მეტი ვიზიტები განხორციელდა რუსეთიდან - 175,4 ათასი, რაც მთლიანი ვიზიტების 19,3%-ია. 2019 წელს, პანდემიამდე საქართველომ საკუთარი რეკორდი მოხსნა. საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 9,3 მილიონს გადააჭარბა, შემოსავალმა კი 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა. 2020 წელს ინდუსტრიის შემოსავალი 427,7 მილიონ დოლარამდე დაეცა და მოგზაურთა რაოდენობამ  1,7 მილიონი შეადგინა.  ტურიზმიდან 2021 წელს საქართველომ 1,2 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო და დაახლოებით 1,6 მილიონი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა.    

ადამ კინზინგერი: რუსეთის, როგორც რეგიონული ძალის, დღეები იწურება, საქართველოს ვურჩევ, რუსეთთან ფლირტი შეწყვიტოს

ამერიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი Twitter-ზე წერს: „რუსეთის, როგორც რეგიონული ძალის, დღეები სრულდება. საქართველოს მტკიცედ ვურჩევ, სერიოზულად მოეკიდოს ამას და შეწყვიტოს ფლირტი რუსეთთან“.  

საბერძნეთმა შესაძლოა, კატარსა და ევროპას შორის ბუნებრივი გაზის იმპორტისთვის სატრანზიტო ფუნქცია შეასრულოს

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა, დოაში კატარის ემირთან, შეიხ ტამიომ ბენ ჰამადომ ალ ტანისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ საბერძნეთმა შესაძლოა, კატარსა და ევროპას შორის, ბუნებრივი გაზის იმპორტისთვის, სატრანზიტო ფუნქცია შეასრულოს.  გერმანია კატარიდან ბუნებრივი აირის იმპორტს გეგმავს პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საბერძნეთი არის საიმედო პარტნიორი, სტაბილურობის საყრდენი რეგიონში. მან კატარის ემირს აცნობა, რომ 20 აგვისტოს ქვეყანა ევროკავშირის მიერ საბერძნეთის ეკონომიკის გაძლიერებული ზედამხედველობის რეჟიმიდან გამოვია, რაც ქვეყნის განვითარებაში ახალ თავს ხსნის და საბერძნეთში საინვესტიციო შესაძლებლობები იზრდება.  კატარი შესაძლოა, თხევადი გაზის უმსხვილესი ექსპორტიორი გახდეს მიცოტაკისისა და კატარის ემირის შეხვედრის დროს გამოითქვა საერთო ნება ენერგეტიკის, ტურიზმის, ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის, კულტურის, სპორტისა და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ. იტალიურმა ნავთობგიგანტმა ENI– მ Qatar Energy–სთან შეთანხმება გააფორმა    

ირაკლი ღარიბაშვილი: ომის ამ მძიმე პერიოდში უკრაინას და უკრაინელ ხალხს ვუსურვებთ მშვიდობას და კეთილდღეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინას და უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მთავრობის მეთაური უკრაინელ ხალხს ომის მძიმე პერიოდში მშვიდობას და კეთილდღეობას უსურვებს. „დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ უკრაინას!  ომის ამ მძიმე პერიოდში უკრაინას და უკრაინელ ხალხს  ვუსურვებთ მშვიდობას და კეთილდღეობას!“,- წერს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ Twitter-ზე.  

ზელენსკი: ოკუპანტს სჯეროდა, რომ ჩვენი დედაქალაქის ცენტრში აღლუმს ჩაატარებდა. დღეს ეს „აღლუმი“ ხრეშჩატიკზე შეგიძლიათ, ნახოთ

უკრაინის პრეზიდენტი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ ერმა, რომელიც ხელახლა დაიბადა, ევროპა გამოაღვიძა. ზელენსკის თქმით, „ოკუპანტს სჯეროდა, რომ რამდენიმე დღეში ის ჩვენი დედაქალაქის ცენტრში აღლუმს ჩაატარებდა“. „დღეს ეს „აღლუმი“ ხრეშჩატიკზე შეგიძლიათ, ნახოთ. მტკიცებულება იმისა, რომ მტრის ტექნიკა კიევის ცენტრში მხოლოდ ასეთი ფორმით შეიძლება, გამოჩნდეს. დამწვარი, დანგრეული და განადგურებული. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა როგორი ჯარი გყავთ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი მიწა. ამისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ“, - ამბობს ზელენსკი. „უკრაინელმა ხალხმა და მათმა გამბედაობამ შთააგონა მთელი მსოფლიო. მათ კაცობრიობას ახალი იმედი მისცეს, რომ სამართლიანობამ ბოლომდე არ მიატოვა ჩვენი ცინიკური სამყარო. და, მასში არა ძალა, არამედ სიმართლე იმარჯვებს. ფული კი არა, ღირებულებები იმარჯვებს. ჩვენი დროშა იქნება ყველგან, სადაც უნდა იყოს. როგორც დონბასში, ასევე ყირიმში. მტერს ეგონა, ყვავილებით და შამპანურით დავხვდებოდით, ამის ნაცვლად, გვირგვინები და მოლოტოვის კოქტეილები მიიღეს“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი ამავე ვიდეომიმართვაში.  

ტაილანდური ავიაკომპანია ბანკოკიდან თბილისის მიმართულებით ჩარტერულ ფრენებს განაახლებს

ტაილანდური ავიაკომპანია „Thai AirAsia X“-ი  ბანკოკიდან თბილისის მიმართულებით ჩარტერულ ფრენებს განაახლებს. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.  2022 წლის იანვარ-ივლისში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1 515 988 მგზავრს მოემსახურა ავიაკომპანია საქართველოს მიმართულებით პირდაპირ ჩარტერულ რეისებს 2019-2020 წლების ზამთრის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში ასრულებდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა დადებითად შეაფასა ტაილანდთან პირდაპირი ფრენების განახლება და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას როგორც სამოქალაქო ავიაციის, ასევე ტურიზმის სექტორებში. „ჩვენი პოლიტიკა მიმართულია საქართველოში მეტი საერთაშორისო ავიაკომპანიის მოზიდვისკენ. სამხრეთ - აღმოსავლეთ აზია ერთ-ერთი სამიზნე ბაზარია ჩვენი ტურისტული სექტორისთვის. ამდენად, აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას, რათა საქართველოს საავიაციო ბაზარზე შემოვიყვანოთ ავიაკომპანიები ამ და აზიის სხვა რეგიონებიდან. ეს ხელს შეუწყობს აზიის ქვეყნებიდან მხარჯველუნარიანი ტურისტების საქართველოში მოგზაურობას. ამით ვაგრძელებთ ჩვენი ტურისტული ბაზრების დივერსიფიცირებას, რაც დადებითად აისახება საქართველოში როგორც ტურიზმის, ასევე სამოქალაქო ავიაციის სექტორების უფრო სწრაფ აღდგენაზე,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ავიაკომპანიის მიერ წარმოდგენილი ფრენების განაცხადის შესაბამისად, პირდაპირი რეისები ბანგკოკი - თბილისი - ბანგკოკის საჰაერო ხაზზე, საწყის ეტაპზე, 8 - 29 ოქტომბერს კვირაში 2 სიხშირით განხორციელდება. ფრენები ასევე ზამთარშიც გაგრძელდება.

შალვა პაპუაშვილი: უკრაინის ხალხს უწყვეტ ძალასა და სიმამაცეს ვუსურვებთ, რათა მშვიდობიანი და წარმატებული მომავალი უზრუნველყოს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ირაკლი ღარიბაშვილი: ომის ამ მძიმე პერიოდში უკრაინას და უკრაინელ ხალხს ვუსურვებთ მშვიდობას და კეთილდღეობას „უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ. თქვენი სამაგალითო ბრძოლა თავისუფლებისთვის დამოუკიდებლობის უდიდეს მნიშვნელობას უსვამს ხაზს. უკრაინის ხალხს უწყვეტ ძალასა და სიმამაცეს ვუსურვებთ, რათა დაიცვას თავისი სამშობლო და მშვიდობიანი და წარმატებული მომავალი უზრუნველყოს“, - წერს შალვა პაპუაშვილი Twitter-ზე. საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა უკრაინის 31-ე დამოუკიდებლობის დღეს 24 აგვისტოს აღნიშნავს და ამ დღეს, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ზუსტად ექვს თვე გადის. წელს არ იქნება ზეიმი. ისმის გაფრთხილებები რუსეთის მხრიდან პოტენციურ საფრთხეზე.  დღესასწაულის წინ, მთავრობამ დედაქალაქ კიევში მასობრივი შეკრებები აკრძალა. ჩვეულებრივ, უკრაინული სამხედრო აღლუმის ნაცვლად, რომელსაც კონცერტი მოჰყვებოდა ხოლმე, კიევის ცენტრალურ ქუჩაზე, ახლა, უკრაინულ ძალებთან ბრძოლაში დაზიანებული და დამწვარი რუსული სამხედრო მანქანები გვხვდება.  

ვოლოდიმირ ზელენსკი: ხელებს მხოლოდ ერთხელ ავწევთ, როცა გამარჯვებას ვიზეიმებთ

უკრაინის პრეზიდენტმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ „უკრაინელმა ხალხმა და მათმა გამბედაობამ შთააგონა მთელი მსოფლიო. მათ კაცობრიობას ახალი იმედი მისცეს, რომ სამართლიანობამ ბოლომდე არ მიატოვა ჩვენი ცინიკური სამყარო.. „ჩვენ ყოველთვის პატივს მივაგებთ დამოუკიდებლობისთვის მებრძოლებს, ამ დღეს ვუწოდებდით მთავარ დღესასწაულს, ხოლო ლურჯ-ყვითელ დროშას - სალოცავს, ჰიმნის შესრულებისას გულზე ვიდებდით ხელს და ამაყად ვამბობდით "დიდება უკრაინას!" და „დიდება გმირებს!". 24 თებერვალს ჩვენი სიტყვები საქმით უნდა დაგვემტკიცებინა.ახლა კი, ხელებს მხოლოდ ერთხელ ავწევთ, როცა გამარჯვებას ვიზეიმებთ. მთელი უკრაინა. იმიტომ, რომ ჩვენ არ ვვაჭრობთ ჩვენი მიწებითა და ჩვენი ხალხით. ჩვენთვის უკრაინა მთელი უკრაინაა. 25-ვე რეგიონი, ყოველგვარი დათმობებისა და კომპრომისების გარეშე“.  

კელი დეგნანი: მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშები, რომელთა მიხედვით, არჩევნებზე სერიოზული დარღვევები დაფიქსირდა

„ამერიკის საელჩოს ისფედის მიმართ სრული ნდობა აქვს და მათ ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს რეფორმების შემუშავებაში, რომელიც შემდეგ პარლამენტმა მიიღო“, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.  კელი დეგნანის განცხადებით, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის (OSCE/ODIHR) ანგარიშები, რომელთა მიხედვით, არჩევნებზე სერიოზული დარღვევები დაფიქსირდა. მათ შორის კარუსელი, დაშინება, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება როგორც არჩევნების დღეს, ისე რამდენიმე კვირის განმავლობაში და ასე შემდეგ. „ზოგადად, ეს არჩევნები არცერთ ორგანიზაციას არ შეუფასებია, როგორც სრულად სამართლიანი, ასე რომ ეს დარღვევები ისფედის პასუხისმგებლობა არ არის. „ზოგადად, საზოგადოების ნდობაც რომ ნაკლებია საარჩევნო შედეგების მიმართ, ეს არ არის ისფედის პასუსიხმგებლობა“, - განაცხადა ელჩმა.  რაც შეეხება ISFED-ის შეცდომას, ელჩის განმარტებით, ეს იყო უმნიშვნელო სტატისტიკური შეცდომა, რომლის შესახებაც საზოგადოებას ეცნობა და მისი ისე წარმოჩენა, რომ ეს იყო რევოლუციური სცენარი ან გამიზნული, ფაქტების არასწორი ინტერპრეტაციიაა. „რაც შეეხება შეცდომას გამოთვლებში, რომლებიც ჰქონდა ამ ორგანიზაციას, მაშინვე, როგორც კი, დაადასტურეს ეს შეცდომა, რომელიც არ იყო დიდი მნიშვნელობის, მათ ამის შესახებ შეატყობინეს საზოგადოებას. როგორც ისფედის, ისე სხვა ასეთი ორგანიზაციების მონაწილეობა პროცესში მნიშვნელოვანია და ეს არის გათვალისწინებული ევროკომისიის რეკომენდაციებშიც, რომ ეს პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური“, - განაცხადა კელი დეგანმა. ჟურნალისტების შეკითხვაზე, როგორ უპასუსებს „ირაკლი კობახიძის განცხადებას, ISFED-მა შეცდომა კი არ დაუშვა, არამედ, ეს იყო გამიზნულად გაკეთებული, რევოლუციური სცენარის მოსამზადებლად და ის რომ საელჩომ იცოდა და არ გაამხილა, ეს კითხვებს ბადებს“. „ყველამ, ვინც 6-თვიან მოლაპარაკებებში მონაწილოებდა, კარგად იცის, რომ მიზანი იყო სიტუაციის დეესკალაცია და პარტიების პარლამენტში შესვლა, იმისათვის, რომ მათ ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე ემუშავათ", - აღნიშნა ელჩმა. შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში, რომლის პირველი შეხვედრაც პარლამენტში გაიმართა, არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიან არჩევნებს” მონაწილეობის უფლება არ მისცეს. ფაქტს ევროკავშირის და ამერიკის საელჩოების კრიტიკული განცხადებები მოჰყვა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 23 აგვისტოს განაცხადა, რომ ISFED ხმების პარალელური დათვლის გაყალბებაში აქტიურად იყო ჩართული, რომლის შემდგომ რევოლუციურ პროცესში მონაწილეობდა.  

უნგრეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის, შენგენის ვიზების შეზღუდვას არ ემხრობა - პიტერ სიიარტო

უნგრეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების შემოღებას მხარს არ უჭერს და არც ვიზების გაცემის პროცედურას გაართულებს. გაბრიელიუს ლანდსბერგისი: ესტონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ, პოლონეთმა და ფინეთმა, შესაძლოა, რუს ტურისტებს შესვლა აუკრძალონ, თუ ევროკავშირი აკრძალვას ბლოკის მასშტაბით არ აამოქმედებს ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ ესტონელ კოლეგასთან ურმას რეინსალუსთან შეხვედრის შემდეგ Facebook-ზე დაწერა.   „ჩვენ ასევე ვისაუბრეთ წინადადებაზე, რომელიც გაამკაცრებს რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროპული ვიზების გაცემის პრაქტიკას. აქ ჩვენ სოლიდარულები ვართ გერმანიის კანცლერის პოზიციასთან და არ ვგეგმავთ რაიმე შეზღუდვის შემოღებას", - წერს სიიარტო. ცნობისათვის, რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის ჩეხეთმა, ესტონეთმა, ლატვიამ, მხარი დაუჭირა რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზის აკრძალვას. უკრაინის ოფიციალურმა პირებმა მოუწოდეს ქვეყნებს, რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრები ჩაკეტონ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აგვისტოს დასაწყისში, Washington Post-ს განუცხადა, რომ „ყველაზე მნიშვნელოვანი სანქციები საზღვრების დაკეტვაა, რადგან რუსები სხვებს ართმევენ მიწას”.

ილჰამ ალიევი: ყაზახეთსა და აზერბაიჯანს შორის ძმური ურთიერთობები ახალ დონეზე ავა

ყაზახეთსა და აზერბაიჯანს შორის ძმური ურთიერთობები ახალ მაღალ დონეზე ავა. Trend-ის ცნობით, ამის შესახებ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ ტოყაევთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა. ყაზახეთის პრეზიდენტი აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება „ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აზერბაიჯანში. ძალიან მიხარია თქვენი ნახვა. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ვიზიტი იქნება ძალიან წარმატებული და მეგობრული, ძმური ურთიერთობები ყაზახეთსა და აზერბაიჯანს შორის ახალ მაღალ დონეზე ავა. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ თქვენს ვიზიტს. დარწმუნებული ვარ, რომ ვიზიტების შედეგები ძალიან კარგი იქნება“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა. ყაზახეთის პრეზიდენტი ბაქოში, ოფიციალური ვიზიტით დღეს ჩავიდა.   

კელი დეგნანმა ISFED-სა და რევოცულიურ სცენარზე კობახიძის განცხადებას ფაქტების არასწორი ინტერპრეტაცია უწოდა

ამერიკის ელჩის კელი დეგნანის შეფასებით, ფაქტების არასწორი ინტერპრეტაციაა „ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ თითქოს, „სამართლიანი არჩევნები" (ISFED) რევოლუციურ პროცესში მონაწილეობდა. რაც შეეხება ISFED-ის შეცდომას, ელჩის განმარტებით, ეს იყო უმნიშვნელო სტატისტიკური შეცდომა, რომლის შესახებაც საზოგადოებას ეცნობა და მისი ისე წარმოჩენა, რომ ეს იყო რევოლუციური სცენარი ან გამიზნული, ფაქტების არასწორი ინტერპრეტაციიაა. „რაც შეეხება შეცდომას გამოთვლებში, რომლებიც ჰქონდა ამ ორგანიზაციას, მაშინვე, როგორც კი, დაადასტურეს ეს შეცდომა, რომელიც არ იყო დიდი მნიშვნელობის, მათ ამის შესახებ შეატყობინეს საზოგადოებას. როგორც ისფედის, ისე სხვა ასეთი ორგანიზაციების მონაწილეობა პროცესში მნიშვნელოვანია და ეს არის გათვალისწინებული ევროკომისიის რეკომენდაციებშიც, რომ ეს პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური“, - განაცხადა კელი დეგანმა. ჟურნალისტების შეკითხვაზე, როგორ უპასუსებს „ირაკლი კობახიძის განცხადებას, ISFED-მა შეცდომა კი არ დაუშვა, არამედ, ეს იყო გამიზნულად გაკეთებული, რევოლუციური სცენარის მოსამზადებლად და ის რომ საელჩომ იცოდა და არ გაამხილა, ეს კითხვებს ბადებს“. ამერიკის ელჩმა შემდეგი პასუხი გასცა: „ყველამ, ვინც 6-თვიან მოლაპარაკებებში მონაწილოებდა, კარგად იცის, რომ მიზანი იყო სიტუაციის დეესკალაცია და პარტიების პარლამენტში შესვლა, იმისათვის, რომ მათ ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე ემუშავათ", - აღნიშნა ელჩმა. შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში, რომლის პირველი შეხვედრაც პარლამენტში გაიმართა, არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიან არჩევნებს” მონაწილეობის უფლება არ მისცეს. ფაქტს ევროკავშირის და ამერიკის საელჩოების კრიტიკული განცხადებები მოჰყვა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 23 აგვისტოს განაცხადა, რომ ISFED ხმების პარალელური დათვლის გაყალბებაში აქტიურად იყო ჩართული, რომლის შემდგომ რევოლუციურ პროცესში მონაწილეობდა.

რომის პაპი: ვილოცებ უკრაინისთვის, უდანაშაულოთათვის, რომლებიც იხდიან ფასს სიგიჟისთვის ყველა მხრიდან, რადგან ომი სიგიჟეა

რომის პაპმა რანცისკემ, კიდევ ერთხელ მოუწოდა მხარეებს, რომ ომის დასრულებისთვის ნაბიჯები გადადგან და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში, შექმნილი ვითარების გამო კატასტროფის რისკები გაანეიტრალონ.  ვატიკანში უკრაინის ელჩმა რომის პაპი ბუჩაში მიიწვია „იმედი მაქვს, რომ ომის დასასრულებლად და ზაპოროჟიეში ატომური კატასტროფის ასაცილებლად, კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება,“ - განაცხადა რომის პაპმა.   ფრანცისკემ თქვა, რომ ილოცებს უკრაინისთვის და „უდანაშალოთათვის, რომლებიც იხდიან ფასს სიგიჟისთვის ყველა მხრიდან, რადგან ომი სიგიჟეა."  

ევროპულმა სასამართლომ რუსეთს აზოვსტალის დატყვევებულ დამცველებთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივი ზომების მიღება დაავალა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) უკრაინის შუამდგომლობა რუსეთის მიერ დატყვევებული უკრაინელი დამცველების უფლებების დაცვის შესახებ სასწრაფოდ განიხილა და გადაუდებელი ზომების გამოყენება განაგრძო სამხედრო ტყვეებთან დაკავშირებულ საქმეზე - „უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ (X)“. სასამართლომ მიიღო გადაუდებელი ზომები რუსეთის ფედერაციის მიმართ, რათა დაუყოვნებლივ უზრუნველყოს კონვენციით გათვალისწინებული უფლებები, მათ შორის სამედიცინო დახმარება, რომელიც უკრაინის სახელით ნებისმიერ მოთხოვნას მოიცავს.  „ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება არის დადასტურება იმისა, რომ სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს შეიარაღებულ აგრესიასთან დაკავშირებულ ყველა საქმეს, მიუხედავად იმისა, არის ეს სახელმწიფოთაშორისი თუ ინდივიდუალური საქმე. რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სახელმწიფოთაშორის საქმეში დროებითი ზომები ასევე მოიცავს სამხედრო ტყვეების უფლებებსაც“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ირინა მუდრამ. ჰააგის სასამართლომ რუსეთს უკრაინაში ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოსთხოვა შეგახსენებთ, უკრაინამ რუსეთის მიერ აზოვსტალის დამცველების დატყვევებასთან დაკავშირებით, ევროპულ სასამართლოს მიმართა. აზოვსტალის დამცველებთან მიმართებით უკრაინამ მოითხოვა სიცოცხლის უფლებისა და წამების აკრძალვის უზრუნველყოფა. უკრაინამ ასევე მოითხოვა გადაუდებელი ზომების მიღება უკრაინელი დამცველების ექსპლუატაციის აღსაკვეთად რუსი დამპყრობლების მიერ, ნებისმიერ „ტრიბუნალებს“ და სხვა ყალბ „სასამართლოებში“.

რუსეთის ჯარმა, მირგოროდზე საჰაერო იერიში მიიტანა

რუსმა ოკუპანტებმა, უკრაინის ქალაქ მირგოროდზე საჰაერო იერიში მიიტანეს. ამის შესახებ უკრაინული მედია პოლტავის მხარის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ, დიმიტრი ლუნინზე დაყრდნობით წერს. „მირგოროდის ინფრასტრუქტურაზე იერიში 4-ჯერ მიიტანეს. ვარკვევთ დეტალებს. ვართ სამალავებში“, - განაცხადა ლუნინმა.  როგორც ტაქტიკური ავიაციის 831-ე ბრიგადაში აცხადებენ, რუსებმა მირგოროდის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე ჯგუფური შეტევა დაიწყეს და სავარაუდოდ „ჰაერი-ზედაპირის“ რაკეტები Kh-22 გამოიყენეს. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

უკრაინა: რუსეთის ძალებმა ზაპოროჟიეში 9 რაკეტა გაისროლეს

ზაპორიჟიეს მერის მოვალეობის შემსრულებელმა ანატოლი კურტიევმა 24 აგვისტოს განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა ცხრა რაკეტა გაუშვეს ქალაქ ზაპორიჟიეში და ინფრასტრუქტურული ობიექტები დაბომბეს. კურტიევის თქმით, ექვსი საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრის მინები და ჩარჩოები განადგურდა. რუსეთის ძალების ქალაქს მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტად ბომბავდნენ. როგორ ხვდება უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს შეგახსენებთ, დღეს უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. გაძლიერებული საფრთხის გამო თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით განგაშის სიგნალია ჩართული.  

სტოლტენბერგი: ომი მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ უკრაინაში ომი „დიდი ალბათობით მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდება". „ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება“, განუცხადა სტოლტენბერგმა Sky News-ს. „ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას, რომ გაიმარჯვოს, როგორც დამოუკიდებელმა სუვერენულმა სახელმწიფომ ევროპაში და მაშინ ეს ომი, სავარაუდოდ, მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება“, - აღნიშნავს სტოლტენბერგი.