ძებნის რეზულტატი:

ანკარის მიერ ნაჩუქარი „სახალხო ბაირაქტარები“ უკრაინაში მიემართებიან

თურქულმა კომპანია Baykar-მა, რომელიც უპილოტო საფრენ აპარატებს აწარმოებს, უკრაინელებს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს საჩუქარი გაუკეთ. უკრაინული მედიის ცნობით, ივნისში, უკრაინელმა შოუმენმა სერჰი პრიტულამ წამოიწყო ინიციატივა „სახალხო ბაირაქტარი", რომლის მიზანი შეიარაღებული ძალებისთვის სამი თვითმფრინავის შესასყიდად 500 მილიონი გრივნის მოზიდვა იყო. სულ რაღაც სამ დღეში უკრაინელებმა 600 მილიონი გრივნა შეაგროვეს. კომპანია Baykar-მა ფულის მიღებაზე უარი განაცხადა და სამი თვითმფრინავის უფასოდ გადაცემას დაჰპირდა.  

უკრაინა: რუსეთის სარაკეტო თავდასხმას დნიპროპეტროვსკის ოლქზე ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

რუსეთის სარაკეტო თავდასხმას დნიპროპეტროვსკის ოლქზე ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილის კირილო ტიმოშენკოს განცხადებით, 24 აგვისტოს რუსეთის სარაკეტო თავდასხმას ქალაქ დნიპროსთან სინელნიკოვსკის რაიონზე 11 წლის ბავშვის სიცოცხლე შეეწირა. მანამდე ტიმოშენკომ განაცხადა, რომ რაიონში სახლის ნანგრევებიდან რუსული რაკეტის დარტყმის შემდეგ ორი ბავშვი გამოიყვანეს.

რა შეიარაღებას უგზავნის ამერიკა უკრაინას

პენტაგონი უკრაინისთვის გამოყოფილი უსაფრთხოების დამატებითი დახმარების შესახებ დეტალებს ავრცელებს. შეერთებული შტატები უკრაინისთვის უსაფრთხოების დახმარების ყველაზე დიდი ტრანშის ფარგლებში, 2,98 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარებას გაგზავნის, კერძოდ, დამატებით ექვს ნაციონალურ გაფართოებულ, მიწისზედა-ჰაერის სარაკეტო სისტემას (NASAMS). ჯამში, აშშ-ის მიერ დამტკიცებული ბოლო, $6 მილიარდიანი პაკეტიდან, სამი თავდაცვას და სამიც ფინანსურ მხარდაჭერას მოიცავს. ჯო ბაიდენი უკრაინისთვის დამატებითი, 3$ მილიარდიანი სამხედო დახმარების გამოყოფას ადასტურებს: ყველაზე დიდი ტრანში კიევისთვის ეს არის სახმელეთო საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც შემუშავებულია Kongsberg Defense & Aerospace (KDA) და Raytheon-ის მიერ. სისტემა გამოიყენება უპილოტო საჰაერო ხომალდების (UAVs), ვერტმფრენების, საკრუიზო რაკეტების, უპილოტო საბრძოლო საჰაერო ხომალდების (UCAV) და თვითმფრინავების წინააღმდეგ დასაცავად).  პენტაგონის პრესმდივანმა, საჰაერო ძალების ბრიგადის გენერალმა პეტ რაიდერმა განაცხადა, რომ ეს არის უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ყველაზე დიდი ტრანში, რომელიც მათ შორის მოიცავს შემდეგს: ექვსი დამატებითი მოწინავე მიწისზედა-ჰაერის სარაკეტო სისტემა (NASAMS), NASAMS-ის დამატებითი საბრძოლო მასალებით 24-მდე კონტრსაარტილერიო რადარი; პუმას უპილოტო საჰაერო სისტემები (UAS) და დამხმარე აღჭურვილობა Scan Eagle UAS სისტემებისთვის VAMPIRE კონტრ-უპილოტო საჰაერო სისტემები; ლაზერული მართვადი სარაკეტო სისტემები

უკრაინაში რკინიგზის სადგურზე სარაკეტო თავდასხმას სულ მცირე 15 ადამიანი ემსხვერპლა, 50 დაიჭრა

სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 50 დაიჭრა მას შემდეგ, რაც რუსულმა ძალებმა ცენტრალურ უკრაინაში რკინიგზის სადგურზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. სარაკეტო თავდასხმა ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს მოხდა. ინფორმაციას საერთაშორისო მედია უკრაინის პრეზიდენტზე დაყრდნობით ავრცელებს. ზელენსკიმ 24 აგვისტოს, გაეროს უშიშროების საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთი თავს დაესხა რკინიგზის სადგურს დნიპროპეტროვსკის ოლქის სოფელ ჩაპლინში, რის შედეგადაც სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა და 50 დაშავდა. ზელენსკის თქმით, თავდასხმის შედეგად მატარებლის ოთხ ვაგონს ცეცხლი გაუჩნდა. მისი თქმით, სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ დღეს, უკრაინის თითქმის მთელ ტეტორიაზე მომატებული საფრთხის გამო, განგაშის სიგნალები ჩაირთო. უკრაინის ხელისუფლება რამდენიმე დღით ადრე საუბრობდა დამოუკიდებლობის დღეს, რუსეთისგან მოსალოდნელ გაზრდილ საფრთხეებზე.  

უკრაინის რკინიგზის სადგურზე სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს, ვაგონებს ცეცხლი გაუჩნდა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 24 აგვისტოს, გაეროს უშიშროების საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთი თავს დაესხა რკინიგზის სადგურს დნიპროპეტროვსკის ოლქის სოფელ ჩაპლინში, რის შედეგადაც სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა და 50 დაშავდა. სარაკეტო თავდასხმა ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს მოხდა. ზელენსკის თქმით, თავდასხმის შედეგად მატარებლის ოთხ ვაგონს ცეცხლი გაუჩნდა. მისი თქმით, სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ დღეს, უკრაინის თითქმის მთელ ტეტორიაზე მომატებული საფრთხის გამო, განგაშის სიგნალები ჩაირთო. უკრაინის ხელისუფლება რამდენიმე დღით ადრე საუბრობდა დამოუკიდებლობის დღეს, რუსეთისგან მოსალოდნელ გაზრდილ საფრთხეებზე.  

თბილისის ანძა უკრაინის დროშის ფერებში განათდა

უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისის ანძა უკრაინის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უკრაინის დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის ეროვნული დღესასწაულია, რომელიც 1991 წელს უკრაინის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადების ნიშნად, ყოველი წლის 24 აგვისტოს აღინიშნება. ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღეს 31 წელი გავიდა. წელს ქვეყანა დამოუკიდებლობის დღეს ომის პირობებში ხვდება. როგორ ხვდება უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს დღესასწაულის წინ, მთავრობამ დედაქალაქ კიევში მასობრივი შეკრებები აკრძალა. ჩვეულებრივ, უკრაინული სამხედრო აღლუმის ნაცვლად, რომელსაც კონცერტი მოჰყვებოდა ხოლმე, კიევის ცენტრალურ ქუჩაზე, ახლა, უკრაინულ ძალებთან ბრძოლაში დაზიანებული და დამწვარი რუსული სამხედრო მანქანები გვხვდება.    

მაიკლ კარპენტერი: ტრაგედია მოხდა უკრაინაში. იმედი მაქვს, $3 მილიარდიანი დახმარება კიევში მალე იქნება

ამერიკის ელჩი ეუთოში მაიკლ კარპენტერი დნიპროპეტროვსკის ოლქში რკინიგზის სადგურზე მომხდარ სარაკეტო თავდასხმას გამოეხმაურა. „ტრაგედია მოხდა დნიპროპეტროვსკში. იმედი მაქვს, 3 მილიარდი დოლარი უკრაინამდე მალე მიაღწევს“, - წერს კარპენტერი Twitter-ზე შეგახსენებთ, სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 50 დაიჭრა მას შემდეგ, რაც რუსულმა ძალებმა ცენტრალურ უკრაინაში რკინიგზის სადგურზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. რა შეიარაღებას უგზავნის ამერიკა უკრაინას შეერთებული შტატები უკრაინას თითქმის $3 მილიარდიან უსაფრთხოების დახმარებას (2,5 მილიარდი ფუნტი) უგზავნის. ტრანშის გამოყოფას ბაიდენმა ხელი უკვე მოაწერა.

დმიტრო კულება: ტერორისტული რუსეთი ახლავე უნდა შეჩერდეს, ვიდრე ის უფრო მეტ ადამიანს მოკლავს უკრაინასა და მის ფარგლებს გარეთ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ტერორისტული რუსეთი აგრძელებს უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას. კულება სარაკეტო იერიშს გამოეხმაურა. როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა გაეროს უშიშროების საბჭოზე, ტერორისტული რუსეთი ახლავე უნდა შეჩერდეს, ვიდრე ის უფრო მეტ ადამიანს მოკლავს უკრაინასა და მის ფარგლებს გარეთ. შეგახსენებთ, სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 50 დაიჭრა მას შემდეგ, რაც რუსულმა ძალებმა ცენტრალურ უკრაინაში რკინიგზის სადგურზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. რა შეიარაღებას უგზავნის ამერიკა უკრაინას შეერთებული შტატები უკრაინას თითქმის $3 მილიარდიან უსაფრთხოების დახმარებას (2,5 მილიარდი ფუნტი) უგზავნის. ტრანშის გამოყოფას ბაიდენმა ხელი უკვე მოაწერა.  

ევროკავშირი უკრაინისთვის 8 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარების პაკეტზე მუშაობს

ევროკავშირი 8 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების პაკეტს ამზადებს. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი თავის ბლოგში წერს. შესაბამისი ტექსტი ევროპის საგარეო ქმედების სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. „ევროკავშირი ომის დაწყებიდანვე უკრაინელების მხარეს იყო და იცის, რომ ჩვენი საერთო უსაფრთხოება საფრთხეშია. ჩვენ მივიღეთ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი სანქციების ექვსი პაკეტი. ჩვენ პირველად დავაფინანსეთ სამხედრო მხარდაჭერის მიწოდება თავდასხმის ქვეშ მყოფი ქვეყნისთვის, რათა უკრაინას წინააღმდეგობა გაეწია. ჩვენ ვუწევთ ჰუმანიტარულ მხარდაჭერას და მაკროფინანსურ დახმარებას, რათა შევინარჩუნოთ უკრაინის სახელმწიფო. მთლიანობაში, ევროპული გუნდის მიერ დღემდე მობილიზებულია 9,5 მილიარდი ევრო“, - აღნიშნავს ბორელი.  

კიევში, სიმამაცის ხეივანზე ბორის ჯონსონის სახელობის დაფა გაიხსნა

ქალაქ კიევში, სიმამაცის ხეივანზე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის სახელობის დაფა გაიხსნა. ცერემონიას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ესწრებოდნენ. პრეზიდენტმა ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს უკრაინის მხარდაჭერის ხელმძღვანელობისთვის. მან ასევე მადლობა გადაუხადა გაერთიანებული სამეფოს ხალხს ბოლო ექვსი თვის განმავლობაში უკრაინისთვის გაწეული დიდი დახმარებისთვის. ზელენსკიმ და ჯონსონმა ასევე მოიარეს ქუჩები კიევის ცენტრში და დაათვალიერეს განადგურებული რუსული სამხედრო ტექნიკის გამოფენა. სიმამაცის ხეივანი ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ანდჯეი დუდამ გუშინ გახსნეს. ხეივანი უკრაინის დამოუკიდებლობის 31 წლისთავთან დაკავშირებით, უკრაინის სახელმწიფო მეთაურის ინიციატივით გაიხსნა.

თბილისში უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აქცია გაიმართა

საქართველოს პარლამენტის შენობის წინ უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აქცია გაიმართა. შეკრება ჯერ პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაიწყო, რის შემდეგაც მათ მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს.„31 წლის წინ, 1991 წლის 24 აგვისტოს საქართველოს ისტორიულმა მეგობარმა და პარტნიორმა უკრაინამ დამოიკიდებლობა მოიპოვა. დღეს, 2022 წლის 24 აგვისტოს 6 თვე გავიდა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაყწებიდან. 6 თვეა უკრაინელები საკუთარი გმირული ბრძოლით აოცებენ მთელ მსოფლიოს და იცავენ 31 წლის წინანდელ მონაპოვარს. ჩვენ გვახსოვს უკრაინელების მხარდაჭერა აფხაზეთისა და 2008 წლის ომების დროს, როდესაც რუსეთი საქართველოს დაესხა თავს. გვჯერა უკრაინა გაიმარჯვებს და ბოროტების იმპერია კიდევ ერთხელ დაიშლება“, - აცხადებს საზოგადოებრივი მოძრაობები - „შეცვალე“ და „სირცხვილია“. უკრაინა 31-ე დამოუკიდებლობის დღეს 24 აგვისტოს აღნიშნავს და ამ დღეს, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ზუსტად ექვსი თვე გავიდა.  

გომელაურის თქმით, ბორჯომში ხანძრის მასშტაბმა იკლო

ბორჯომის ხეობაში მყოფმა შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მოსახლეობაში ხანძრის გავრცელების საფრთხე მოხსნილია და ცეცხლის მასშტაბმა იკლო. „ხანძრის გავრცელების არეალი წითელ ზონას არ გასცდენია, თუმცა გუშინ სადაც არ იყო, დღეს გადასულია ცეცხლი და გაჩნდა ახალ-ახალი კერები. სადაც ფიჭვნარია, უფრო მეტად იქ ჩნდებოდა. მთლიანად დავარტყით ახლა წრე, ვნახეთ, დავათვალიერეთ. გახსოვთ თქვენ, წინა წლებში მომხდარი ბორჯომის ხანძარი, ერთიანად, მთლიანად იწვებოდა ყველაფერი. აქ ასე არ არის, პატარ-პატარა კერებია. ტერიტორიის მასშტაბი დიდია, თუმცა ცეცხლის მასშტაბი შედარებით ნაკლებია. ის საფრთხე, რომ ხანძარი მოსახლეობაზე გადავიდეს და გავრცელდეს, მოხსნილი. მაქსიმალურად გადასროლილია სახანძრო მანქანები ქვედა მხარეს და საშიშროება, რომ ცეცხლი გადავა დასახლებულ პუნქტებზე, არ არსებობს, თუ რამე სასწაული არ მოხდა და ქარიშხალი არ ამოვარდა. როდის ჩაქრება ხანძარი - ძალიან რთულია ამაზე პასუხის გაცემა. ეს არის დიდ წილად ამინდზე დამოკიდებული. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ვერტმფრენებიც რომ გვყავდეს მეტი, თუ ქარი იქნება, ვერ იმუშავებენ. ასევე, მსურს აღვნიშნო, როგორც მომახსენეს, სტრატეგიულ მილსადენებზე საშიშროება არ არსებობს", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.  

რაჭაში ხანძარია

რაჭაში, ამბორალურის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირაგეულში ხანძარია. ცეცხლი ტყის მასივს უკიდია. ადგილზე იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების სამსახურის ჯგუფები. მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაო. წყარო - IPN

დრაგის თქმით, იტალიამ ზამთრის წინ ბუნებრივი აირის მარაგის 80% დააგროვა

იტალიის სწრაფვამ, შეემცირებინა თავისი დამოკიდებულება რუსულ ბუნებრივ გაზზე, ქვეყანა ნაკლებად დაუცველი გახადა, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ განაცხადა და აღნიშნა, რომ ქვეყანამ ზამთრამდე დააგროვა თავისი გაზის მარაგის 80 პროცენტი და უკვე 90 პროცენტს მიაღწევს. დრაგიმ დაამატა, რომ იტალიამ რუსულ ბუნებრივ გაზზე დამოკიდებულება გასულ წელს დაახლოებით, 40 პროცენტამდე შეამცირა.  მისი თქმით, იტალია რუსეთისგან სრულიად დამოუკიდებელი შეიძლება, 2024 წლის შემოდგომაზე გახდეს, თუკი ორ ახალ რეგაზიფიკაციის ქარხანას აამუშავებს. იტალიის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა ივლისში. ის თანამდებობაზე 25 სექტემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალი მთავრობის ჩამოყალიბებამდე რჩება.  

ალიევი: ყაზახეთი და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორები არიან არამხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც

ყაზახეთი და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორები და მოკავშირეები არიან არამხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 24 აგვისტოს აზერბაიჯანულ-ყაზახურ დოკუმენტებზე ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ყაზიმ ჟომართ თოყაევის დღეს ვიზიტის ფარგლებში გაიმართა დეტალური მოლაპარაკებები ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე, რეგიონულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, საერთაშორისო პრობლემებზე, ხელი მოეწერა მრავალ დოკუმენტს. ალიევის თქმით, 20-ზე მეტი დოკუმენტი გაფორმდა შესაბამის სტრუქტურებს შორის. „ეს ქმნის უფრო ფართო სამართლებრივ საფუძველს ჩვენს ურთიერთობებში. რა თქმა უნდა, ამ დოკუმენტებს შორის მინდა განსაკუთრებით გამოვყო ახლახან ხელმოწერილი დეკლარაცია ყაზახეთსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული ურთიერთობების განმტკიცებისა და ალიანსური ურთიერთობების გაღრმავების შესახებ. ამ დეკლარაციის სახელწოდება მიუთითებს დოკუმენტის მნიშვნელობაზე. ჩვენ ვართ არამხოლოდ სტრატეგიული პარტნიორები, არამედ მოკავშირეებიც. რა თქმა უნდა, ეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გვაკისრებს და ჩვენ მზად ვართ ამ პასუხისმგებლობისთვის, დეკლარაცია შეიცავს ჩვენი თანამშრომლობის ბევრ ასპექტს და რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზული საფუძველი იქნება ჩვენი მომავალი საქმიანობისთვის“, - აღნიშნა ალიევმა.

ალიევი: შუა დერეფანს დიდი პერსპექტივები აქვს

აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის დიდი გეგმები არსებობს. მისი თქმით, დროულად მიიღეს ზომები როგორც ყაზახეთში, ასევე აზერბაიჯანში ინფრასტრუქტურის შესაქმნელად. პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ ჟომართ თოყაევთან გაფართოებულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ახლა საუბარია ამ ორ ქვეყანას შორის ტვირთბრუნვის მოცულობის გაზრდაზე, რითაც გაიზრდება სატრანზიტო პოტენციალი. „შესაბამისი ორგანოები უკვე დიდი ხანია, აქტიურად თანამშრომლობენ ამ მიმართულებით. ჩემი აზრით, შუა დერეფანს დიდი პერსპექტივები აქვს და, რა თქმა უნდა, ყაზახეთს და აზერბაიჯანს აქვთ ძალიან მნიშვნელოვანი როლი ამ პროექტის განხორციელებაში. დიდი პერსპექტივებია ინვესტიციების სფეროშიც. ყაზახეთსაც და აზერბაიჯანსაც აქვთ ძალიან დადებითი საინვესტიციო გარემო და დიდი მოცულობის უცხოური ინვესტიციები. ვფიქრობ, დადგა დრო, რომ ამ მიმართულებით ჩვენი ძალისხმევა გავაერთიანოთ და მონაწილეობა მივიღოთ ერთობლივ საინვესტიციო პროექტებში აზერბაიჯანში, ყაზახეთში და შესაძლოა სხვა ქვეყნებშიც“, - აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.    

ყაზახეთის პრეზიდენტი: ყაზახეთი და აზერბაიჯანი ეფექტიანად მოქმედებენ საერთაშორისო ასპარეზზე

„მე ჩამოვედი ბაქოში სპეციალური მისიით - ავიყვანოთ ჩვენი თანამშრომლობა ახალ დონეზე. სასიხარულოა, რომ ბოლო წლებში ვაჭრობის მოცულობა პრაქტიკულად სამჯერ გაიზარდა. მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის თვითკმაყოფილების მიზეზი. რადგან, ჩემი აზრით, ჯერ კიდევ არის გამოუყენებელი შესაძლებლობები ვაჭრობის გაზრდისთვის“, - განაცხადა ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა 24 აგვისტოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან გაფართოებულ შეხვედრაზე. ის მიიჩნევს, რომ ქვეყნების მთავრობებმა უნდა იმუშაონ ხსენებული მიმართულებით, რათა უახლოეს მომავალში ვაჭრობის მოცულობა მილიარდ დოლარამდე გაიზარდოს. „თქვენ სამართლიანად აღნიშნეთ, რომ ყაზახეთი და აზერბაიჯანი ეფექტიანად ურთიერთობენ ერთმანეთთან საკვანძო საერთაშორისო ასპარეზზე – პირველ რიგში, გაეროში, ეუთოში და თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაციაში. ამ მხრივ, ჩვენს ქვეყნებს შორის არანაირი პრობლემა არ არსებობს. ასევე სასიხარულოა, რომ ჩვენი ქვეყნების პარლამენტები მჭიდროდ თანამშრომლობენ ერთმანეთთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ახლანდელ პირობებში“, - დაამატა ყაზახეთის პრეზიდენტმა.  

ბაიდენმა ტრამპის სახლში ჩხრეკის ჩატარებაზე კომენტარი გააკეთა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უარყო, რომ მას წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია ტრამპის რეზიდენციაში ჩხრეკის ჩატარების შესახებ. კითხვაზე, წინასწარ ეცნობა თუ არა მას ბიუროს გეგმების შესახებ, ბაიდენმა უპასუხა: „მე არ მიმიღია წინასწარი შეტყობინება“. მიმდინარე წლის თებერვალში აშშ-ის ეროვნული არქივის ადმინისტრაციამ კონგრესს აცნობა, რომ ფლორიდაში მდებარე დონალდ ტრამპის რეზიდენციაში თეთრი სახლიდან დაახლოებით 15 ყუთი დოკუმენტები აღმოაჩინა, რომელთაგან ზოგიერთი საიდუმლო მასალებს შეიცავდა. 9 აგვისტოს, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დონალდ ტრამპის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. მისმა ადვოკატმა, კრისტინა ბობმა დაადასტურა, რომ FBI-მ მარ-ა-ლაგოს რეზიდენციიდან დოკუმენტები ამოიღო. დონალდ ტრამპმა მომხდარს „ჩვენი ქვეყნისთვის ბნელი დრო“ უწოდა.  

კოსოვო ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადს წლის ბოლომდე წარადგენს

პრიშტინის მთავრობა ევროკავშირის წევრობისთვის ინსტიტუციურ სამუშაო ჯგუფს შექმნის. კოსოვო ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადს წლის ბოლომდე შეიტანს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. კოსოვო, რომელიც ძირითადად ალბანელებითაა დასახლებული, სერბეთს 1999 წელს გამოეყო და დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. სერბეთმა არ აღიარა კოსოვოს დამოუკიდებლობა და აგრძელებს პრეტენზიას ტერიტორიაზე. კოსოვოს სურს, მიაღწიოს ევროკავშირის სრულ წევრობას და მოიპოვოს უვიზო რეჟიმი ევროკავშირის ზონისთვის. სერბეთი, რუსეთი და ჩინეთი იმ ქვეყნებს შორის არიან, რომლებმაც კოსოვოს დამოუკიდებლობა არ აღიარეს.  

ესპანეთი უკრაინას სამხედრო დახმარებას უზრდის

ესპანეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს ჯავშანმანქანებს, საჰაერო თავდაცვის რაკეტებს, საბრძოლო მასალას, სამხედრო მრჩევლებს, საწვავსა და ზამთრის ტანსაცმელს. „უკრაინა დღეს ევროპის გულია. დღეს, ისევე როგორც ექვსი თვის წინ, ესპანეთი დგას და ყოველთვის იქნება უკრაინელი ხალხის გვერდით მათ ბრძოლაში თავისუფალი და მშვიდობიანი მომავლის დასაცავად“, - დაწერა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა.