ძებნის რეზულტატი:

ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის მოლაპარაკებების წინაპირობები ამჟამად არ არსებობს - პესკოვი

"ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის მოლაპარაკებების წინაპირობები ამჟამად არ არსებობს", - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩემი პრინციპია - არ ველეპარაკები მათ, ვინც ულტიმატუმებს მიყენებს „ამჟამად ვერ ვხედავთ მოლაპარაკების პერსპექტივას და ვაცხადებთ, რომ არ არსებობს რაიმე წინაპირობა ასეთი მოლაპარაკებებისთვის“, - განუცხადა პესკოვმა. ზელენსკი რუსეთს: სიცივე, შიმშილი, სიბნელე და წყურვილი ჩვენთვის იმდენად საშიში და მომაკვდინებელი არ არის, როგორიც თქვენი „მეგობრობა და ძმობა“  ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ავტოავარიის შედეგად ერთი კაცი გარდაიცვალა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ მანავში ავტოავარიის შედეგად ერთი კაცი გარდაიცვალა, 3 მგზავრი კი დაშავდა. როგორც ცნობილია, მსუბუქი ავტომობილი საპირისპიროდ მოძრავ ტრაილერს შეეჯახა. დაშავებულებს შორის, ერთი მცირეწლოვანი ბავშვი. ამასთან, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.  

აზერბაიჯანმა 2022 წელს საქართველოში ექსპორტირებული გაზის მოცულობა დაასახელა

2022 წლის იანვარ-აგვისტოში აზერბაიჯანმა საქართველოში 1,7 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ექსპორტი განახორციელა. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა, ფარვიზ შაჰბაზოვმა Twitter-ზე დაწერა.     ფარვიზ შაჰბაზოვის ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბუნებრივი გაზის ექსპორტი 23%-ით გაზარდა. მისი მონაცემებით, მთლიანობაში ევროპაში ქვეყნიდან 7,3 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაიქაჩა. აქედან თურქეთში ექსპორტირებული გაზის მოცულობამ 5,4 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. 2022 წლის იანვარ-აგვისტოში, აზერბაიჯანმა სულ 30,6 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი აწარმოა, რაც 2021 წლის იანვარ-აგვისტოს მაჩვენებელზე 9,7%-ით მეტია. აქედან 14,4 მილიარდი კუბური მეტრი გაზი ექსპორტზე გაიტანა.   

რუსეთმა ხარკოვი დაბომბა. არის მსხვერპლი

ხარკოვის ოლქის ხელმძღვანელის ოლეგ სინეგუბოვის თქმით, რუსეთის არმიის მიერ ხარკოვის დაბომბვის შემდეგ, ამ დროისთვის ერთი დაღუპულსა და ოთხი დაშავებულის შესახებაა ცნობილი. „დაბომბვის გამო კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები გათიშულია, რის შედეგადაც ხარკოვს ელექტროენერგია და წყალი არ მოეწოდება“, - განაცხადა იგორ ტერეხოვმა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია ხარკოვის მეტროპოლიტენის მუშაობის შეჩერების შესახებ. ენერგეტიკის ინჟინრები, მაშველები და კომუნალური სამსახურები მუშაობენ დაბომბვის შედეგების აღმოსაფხვრელად. სინეგუბოვის თქმით, დაბომბეს ხარკოვის ორი უბანი - ოსნოვიანსკი და კიევი.  

ბელგიის სამეფოს სახელმწიფო მდივანი: საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფრის მოთხოვნაზე ძირითადად უარს ეუბნებიან

ქართველების მიერ თავშესაფრის მოთხოვნის შემთხვევების ძალიან მცირე ნაწილი კმაყოფილდება, რადგან ბელგიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა, - ამის შესახებ თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში ბელგიის სამეფოს სახელმწიფო მდივანმა, ნიკოლ დე მურმა განაცხადა. ვახტანგ გომელაურმა და ბელგიის სამეფოს სახელმწიფო მდივანმა შენგენის სივრცეში, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს "ქართველების მიერ თავშესაფრის მოთხოვნის შემთხვევების ძალიან მცირე ნაწილი კმაყოფილდება, რადგან ბელგიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. მეორე - თავშესაფრის მოთხოვნა არასოდეს კმაყოფილდება ეკონომიკური მდგომარეობის საფუძველზე. უარყოფითი გადაწყვეტილებების მიღება ხორციელდება ძალიან სწრაფად და მათ, ვინც კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებენ, სასწრაფო წესით უნდა დატოვონ ქვეყანა. ისინი, ვინც ბელგიას ტურისტულად ეწვევიან, უნდა აკმაყოფილებდნენ შესვლის კრიტერიუმებს და დარჩენა მხოლოდ შეზღუდული დროით შეუძლიათ, ვიზის გარეშე," - განაცხადა ბელგიის სამეფოს სახელმწიფო მდივანმა.  

ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 51-ე სხდომა მიმდინარეობს

ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 51-ე სესია დაიწყო. სხდომა გაეროში არგენტინის მუდმივი წარმომადგენლის, ფედერიკო ვილეგასის თავმჯდომარეობით ჟენევაში, გაეროს ოფისში იმართება. სხდომაზე, რომელიც 7 ოქტომბრამდე გაგრძელდება, 80-ზე მეტი ანგარიში განიხილება და 10-მდე ბრიფინგი გაიმართება. სხდომაზე ვითარება 30-მდე ქვეყანაში განიხილება. ასევე იმსჯელებენ ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ კრიზისებზე სირიაში, შრი-ლანკაში, ეთიოპიასა და მიანმარში. უკრაინის კომისია, ქვეყანაში უახლესი ვითარების შესახებ ახალ ანგარიშს წარადგენს.   

ლევან დავითაშვილის თქმით, ანაკლიის პორტზე ინტერესთა გამოხატვა ახალი წესით გამოცხადდება

ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცახდებით, ანაკლიის პორტზე ინტერესთა გამოხატვა ახალი წესით გამოცხადდება. დღეს მთავრობამ „ანაკლიაში შავი ზღვის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადმოცემის (BOT) შესახებ“ საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განხორციელების ეტაპები დაამტკიცა.  „დღეს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ანაკლიაში შავი ზღვის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადმოცემის (BOT) შესახებ საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განხორციელების ეტაპები განისაზღვრა. ამ საკითხზე რამდენიმე თვის განმავლობაში ვმუშაობდით. ეს კანონმდებლობა რამდენიმე ეტაპს ითვალისწინებს, მათ შორისაა პროექტის იდენტიფიცირება, შემდგომში ინიცირება, მომზადება, კერძო პარტნიორის შერჩევა და პროექტის განხორციელების შეფასება. იცით, რომ ანაკლიის პროექტი ამ პროექტის ამოქმედებამდე იყო ინიცირებული და 2014 წელს გამოცხადდა ინტერესთა გამოხატვა ინვესტორის შერჩევაზე. უკვე ახალი კანონის შესაბამისად უნდა მოვახდინოთ პროცედურების გავლა. იდეინტიფიცირებისა და ინიცირების ეტაპები გავლილია და პროცესის დაჩქარება შეგვიძლია. ანუ შეგვიძლია კერძო პარტნიორების შერჩევის ეტაპიდან დაიწყოთ. ამისთვის საჭიროა შერჩევის პირობები მაღალ დონეზე იყოს მომზადებული”, - განაცახდა ეკონომიკის მინისტრმა.  ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, მთავრობამ სამინისტროს შესაძლებლობა მისცა ამ პროცესში საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფები დაიქირაოს. ეკონომიკის მინისტრი ასევე აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის პროექტის მიმართ დიდი ინტერესია და მიმდინარე წელს მთავრობას აბუ-დაბიდან ინვესტორებთან ჰქონდა შეხვედრა, ასევე ჩანიშნულია შეხვედრა სპარსეთის ყურის ქვეყნების დელეგაციასთან. ამ დროისთვის ცნობილია, რომ სახელმწიფოს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან„ საარბიტრაჟო დავა 6 მლნ 900 ათასი ლარი დაუჯდა. 2022 წლის 1 თებერვალს საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პროექტი დღეს საქართველოსთვის ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობას წარმოადგენს. 2021 წლის 6 ივლისს  აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ფილიპ რიკერმა Europetime-ს განიცხადა, რომ ანაკლიის პორტი ეს არის უდიდესი შესაძლებლობა უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად. 2021 წლის 4 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ახალ ტენდერს გამოაცხადებს. ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა (ADC) და მისმა ჰოლანდიელმა ინვესტორმა, ბობ მეიერმა საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო სარჩელი შეიტანეს. სარჩელის შეტანა 2020 წლის 30 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ტედ ჯონასმა და იურიდიული ფირმის, BLC-ის მმართველმა პარტნიორმა ქეთევან ქვარცხავამ დააანონსეს. 2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს. მაშინ კვირიკაშვილი ამბობდა, რომ ანაკლიის პორტი 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტია, საქართველოს ინდუსტრიულ ქვეყნად ქცევის გარანტი. საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს თქვა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას შეუწყვეტს. ასევე წაიკითხეთ  ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა

2022-2023 სასწავლო წლიდან, საჯარო სკოლებში ახალი საგანმანათლებლო პროექტის „სამხედრო საქმის“ პილოტირება იწყება

2022-2023 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში ახალი საგანმანათლებლო პროექტის „სამხედრო საქმის“ პილოტირება იწყება, რომელშიც მაღალმთიანი რეგიონების 18 სკოლის საბაზო საფეხურის (VII-IX კლასის) 300-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთვება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს კვირაში ერთხელ გაკვეთილს სპეციალურად გადამზადებული მოქმედი სამხედრო ოფიცრები ჩაუტარებენ. „საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ღარიბაშვილის ინიციატივით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით, 2022-2023 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში ახალი საგანმანათლებლო პროექტის „სამხედრო საქმის“ პილოტირება იწყება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს პარტნიორობით, პროექტის პილოტირების პროცესში დამატებით 18 ბენეფიციარი ჩაერთო და გადამზადდა როგორც 12 ყოფილი სამხედრო მომსახურე, ასევე, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის 6 ინსტრუქტორი. გადამზადებული პირები სკოლის მოსწავლეებს არჩევითი კურსის – „თავდაცვა და უსაფრთხოება“ ფარგლებში აუმაღლებენ ცოდნას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: სამოქალაქო უსაფრთხოება, შესაძლო საფრთხეების წყაროები, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზა, პირველადი დახმარების მეთოდები, საქართველოს თავდაცვის სისტემა და თავდაცვის ძალების საქმიანობა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

განათლების სამინისტრო 2022-2023 სასწავლო წლის სიახლეებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2022-2023 სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, სწავლის დაწყების პირველ დღეს ყველა საჯარო სკოლაში საქართველოს ჰიმნი გაჟღერდება და დროშა აღიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ახალ სასწავლო წელს სკოლები მნიშვნელოვანი სიახლეებით ხვდებიან. „ახალ სასწავლო წელს სკოლები მნიშვნელოვანი სიახლეებით ხვდებიან. საქართველოს სკოლებში პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით 632 726 მოსწავლე ისწავლის. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით, პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცათ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 30 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ. 2022-2023 სასწავლო წლისთვის საქართველოს სკოლებში ქვეყნის მასშტაბით ჯამში 55 717 პირველკლასელი დაიწყებს სწავლას, მათ შორის, 1 868 ბავშვი, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციის წესში განხორციელებული ცვლილების საფუძველზე ჩაირიცხა. პირველკლასელთა გაზრდილი რაოდენობის გათვალისწინებით, სამინისტრომ დამატებით უზრუნველყო სკოლების შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსითა და ინვენტარით აღჭურვა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით, საჯარო სკოლების ყველა მოსწავლე კვლავ უზრუნველყოფილია წიგნებითა და რვეულებით. ახალი სასწავლო წლისთვის საქართველოს საჯარო სკოლების პირველკლასელები და მათი დამრიგებლები მიიღებენ პორტაბელურ კომპიუტერებს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით,2022-2023 სასწავლო წლიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში „საქართველოს ისტორია“ დამოუკიდებელ საგნად შეისწავლება. ამ მიზნით, ისტორიკოსებით დაკომპლექტებული ჯგუფის მიერ გადაიხედა საშუალო საფეხურის საქართველოს ისტორიის სტანდარტი და განხორციელდა ახალი სახელმძღვანელოს გრიფირება. შედეგად, ახალგაზრდები საშუალო საფეხურზე საქართველოს ქვეყნის ისტორიას  უძველესი დროიდან დღემდე უწყვეტად, სიღრმისეულად შეისწავლიან. ახალი სასწავლო წლიდან მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, მოსწავლეები ჭადრაკს პირველ კლასში სავალდებულო საგნად შეისწავლიან. ზაფხულის განმავლობაში, სამინისტროსა და ჭადრაკის ფედერაციის თანამშრომლობით, ჭადრაკის საერთაშორისო დიდოსტატებითა და ოსტატებით დაკომპლექტებულმა ტრენერთა ჯგუფმა გადაამზადა 4000 პედაგოგი. ამასთან, მომზადდა შესაბამისი სასწავლო რესურსი, რომელიც სასკოლო ბუკებში ჩაიტვირთება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით, 2022-2023 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში ახალი საგანმანათლებლო პროექტის „სამხედრო საქმის“ პილოტირება იწყება, რომელშიც მაღალმთიანი რეგიონების 18 სკოლის საბაზო საფეხურის  (VII-IX კლასის) 300-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთვება. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს კვირაში ერთხელ გაკვეთილს სპეციალურად გადამზადებული მოქმედი სამხედრო ოფიცრები ჩაუტარებენ. გარდა ამისა, ფართოვდება საგანმანათლებლო პროექტის „თავდაცვა და უსაფრთხოება“ მასშტაბები. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს პარტნიორობით, პროექტის პილოტირების პროცესში დამატებით 18 ბენეფიციარი ჩაერთო და გადამზადდა როგორც 12 ყოფილი სამხედრო მომსახურე, ასევე, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის 6 ინსტრუქტორი. გადამზადებული პირები სკოლის მოსწავლეებს არჩევითი კურსის – „თავდაცვა და უსაფრთხოება“ ფარგლებში აუმაღლებენ ცოდნას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: სამოქალაქო უსაფრთხოება, შესაძლო საფრთხეების წყაროები, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზა, პირველადი დახმარების მეთოდები, საქართველოს თავდაცვის სისტემა და თავდაცვის ძალების საქმიანობა. სკოლებში თანაბრად ხელმისაწვდომი სასწავლო გარემოს შექმნის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმთავრეს პრიორიტეტს მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა წარმოადგენს. ამ მიმართულებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, იწყება ერთი მილიარდი ლარის ღირებულების მასშტაბური პროექტი, რომელიც 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას გულისხმობს. პროექტის პირველი ეტაპი მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში დაიწყება და ტენდერი 80 ახალი სკოლის მშენებლობასა და 320 სკოლის რეაბილიტაციაზე გამოცხადდება. დარჩენილი 400 სკოლის რეაბილიტაციის ტენდერი კი 2023-2024 წლებში გამოცხადდება და 2026 წლის ბოლოსთვის, ჯამში, 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება. პროექტი საგანმანათლებლო რესურსებზე თანაბარ ხელმისაწვდომობასა და მათ გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. მისი განხორციელებით 230 000-ზე მეტი მოსწავლე ისარგებლებს. შედეგად, 2026 წლის ბოლოსთვის ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება. აღსანიშნავია, რომ რეაბილიტაციისა და ახალი სკოლების მშენებლობის დროს გათვალისწინებულია მათი აღჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. კერძოდ, მოეწყობა თანამედროვე ლაბორატორიები, გაიმართება სპორტული ინფრასტრუქტურა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიმართულებით. ყველა სკოლა მთლიანად ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით, ახალი სასწავლო წლიდან 150 საჯარო სკოლაში საპილოტე პროგრამა განხორციელდება, რომლის ფარგლებში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სპორტის სახეობების ჩამონათვალს სავალდებულო მიმართულებად „რაგბი“დაემატება. ე.წ. „ტაგ რაგბი“ ანუ უკონტაქტო რაგბი მოიცავს ისეთ ვარჯიშებს, რომლებიც რაგბის ელემენტების გამოყენებით მოსწავლეების ფიზიკური განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი. ამ ეტაპზე, საქართველოს რაგბის კავშირთან თანამშრომლობით, სპორტის მასწავლებლების გადამზადების პროცესი მიმდინარეობს. პროგრამის განხორციელების შედეგად, სკოლებს ექნებათ საშუალება, სასკოლო სპორტულ ფესტივალში „ტაგ რაგბის“ მიმართულებითაც მიიღონ მონაწილეობა. სამინისტრო აგრძელებს მუშაობას მოსწავლეების ხარისხიანი სასკოლო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის მიმართულებით. ახალი სასწავლო წლისთვის X კლასის მოსწავლეები ყველა საგანში მიიღებენ ახალ, გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოებს. 2022-2023 სასწავლო წლიდან პირველად თბილისის, რუსთავის, ქუთაისისა და ბათუმის 50 სკოლის V-VI კლასების 4000-მდემოსწავლე საპილოტე რეჟიმში მაკმილანის მათემატიკის ბილინგვური სახელმძღვანელოებით ისწავლის, რაც ხელს შეუწყობს  მოსწავლეების სააზროვნო უნარების განვითარებას და დაეხმარება მათ პრაქტიკაში ინგლისური ენის გამოყენებაში. საპილოტე პროგრამის ფარგლებში ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე თავად მაკმილანის წარმომადგენლების მიერ შემუშავებული გადამზადების კურსი 60-ზე მეტმაინგლისურის მცოდნე მათემატიკის მასწავლებელმა გაიარა. მატერიალური სახელმძღვანელოს გარდა, პროექტი მოიცავს სასწავლო პროცესში სწავლების მართვის სისტემის ინტეგრირებას, რაც მისცემს საშუალებას მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, ელექტრონულად მართონ საკუთარი ანგარიშები და თვალი ადევნონ პროგრესს. ეროვნულ სასწავლო გეგმაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საშუალო საფეხურს დაემატა სავალდებულო პროექტებით სწავლება სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში, მუსიკასა და სამოქალაქო განათლებაში. აღნიშნული მიდგომა მოსწავლეებში შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას შეუწყობს ხელს. პროექტის შერჩევა მოსწავლეებთან შეთანხმებით, მათი ინტერესების გათვალისწინებით მოხდება და მისი განხორციელება შესაძლებელი იქნება, როგორც ინდივიდუალურად, ასევე, ჯგუფურად. 2022-2023 სასწავლო წლიდან ყველა სკოლის II-VI კლასების მოსწავლეებისთვის კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლება სავალდებულო ხდება და დაწყებითი კლასებიდანვე შეისწავლება პროგრამირების ელემენტები, რაც უზრუნველყოფს მოსწავლეებში ალგორითმული აზროვნებისა და ტექნოლოგიური უნარების განვითარებასა და გაძლიერებას. ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში არსებული რესურსების გათვალისწინებით, მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება STEAM კლუბები, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები სხვადასხვა ტექნოლოგიურ პროექტს შექმნიან და ექნებათ შესაძლებლობა სასკოლო პროექტები  STEAM კონფერენციაზე წარმოადგინონ. მნიშვნელოვანია, რომ 2022 წლის სექტემბრიდან დაიწყება სკოლების მრავალმხრივი მხარდაჭერა ავტორიზაციის პროცესის გასავლელად. ამ ეტაპზე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების 80%-მა უკვე დაასრულა თვითშეფასება, დარჩენილი სკოლები კი პროცესს მიმდინარე წლის ბოლომდე დაასრულებენ. თვითშეფასების შედეგების საფუძველზე სკოლებისთვის შეთავაზებული იქნება მიზნობრივი აქტივობები, მოსამზადებელი ტრენინგები, დამხმარე გზამკვლევები. აღსანიშნავია, რომ სამუშაო პროცესში, ხარისხის უზრუნველყოფის სერტიფიცირებული სპეციალისტების ჩართულობით, განხორციელდება სკოლების მხარდაჭერა ადგილზე. ქვეყნის მასშტაბით სკოლების მრავალმხრივი მხარდაჭერის პროცესში 100-ზე მეტი სპეციალისტია ჩართული. 41 არაქართულენოვანი სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სწავლება ბილინგვური მიდგომით განხორციელდება, რაც ქართული ენის შესწავლის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. ბილინგვური მიდგომა მშობლიური ენის სწავლების გაძლიერებას, ქართული ენისა და საგნის ინეტგრირებულად სწავლებას გულისხმობს. 2022 წელს პირველად, არაქართულენოვანი სკოლების მშობლიური ენის მასწავლებლებისთვის სომხურ და აზერბაიჯანულ ენებში კვალიფიკაციის დადასტურების გამოცდა ჩატარდა, რაც მათ პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აისახება. 2022-2023 სასწავლო წლიდან მოსწავლეები ახალ პროექტში „აფხაზეთის დღეები“ ჩაერთვებიან, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, აფხაზეთისთვის მიძღვნილ კვირეულში მიიღონ მონაწილეობა და თავიანთი შეხედულებები, დამოკიდებულებები ქვეყნის ერთიანობასა და მთლიანობასთან დაკავშირებით სხვადასხვა სახელოვნებო, ტექნოლოგიური, ლიტერატურული, შემოქმედებითი პროექტით გამოხატონ. 15 სექტემბრიდან ყველა სკოლისთვის კვლავ ხელმისაწვდომი იქნება ელექტრონული ჟურნალი, რაც მასწავლებლებს ხელს შეუწყობს ელექტრონულად აღრიცხონ მოსწავლეების დასწრება და შეფასება. ახალი სასწავლო წლიდან ასევე ამოქმედდება ახალი ონლაინ პლატფორმა – chaerte@mes.gov.ge – რომელიც მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს შესაძლებლობას მისცემს, სასწავლო პროცესის შესახებ გაეცნონ საჭირო ინფორმაციას, მონაწილეობა მიიღონ გამოკითხვებში, დააფიქსირონ თავიანთი იდეები/მოსაზრებები და აქტიურად ჩაერთონ სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. აღნიშნული პლატფორმა სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის ზრდას შეუწყობს ხელს. მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ახალი სასწავლო წლისთვის თბილისში, 220-ე საჯარო სკოლაში, კიდევ ერთი უკრაინულენოვანი სექტორი დაფუძნდა და გაფართოვდა ბათუმის მე-20 საჯარო სკოლის უკრაინულენოვანი სექტორიც. ფორმალური სასწავლო გეგმის ფარგლებში უკრაინულენოვანი სექტორის მოსწავლეები სწავლობენ როგორც სავალდებულო, ისე ფაკულტატიურ საგნებს. უკრაინულ საგნებთან ერთად ბავშვები შეისწავლიან ქართულ ენასა და ლიტერატურას და საგანს „ჩვენი საქართველო“. უკრაინულენოვანი სექტორის ყველა მოსწავლე უზრუნველყოფილია სწავლისათვის საჭირო სასკოლო რესურსებითა და ბუკებით. როგორც მოგეხსენებათ, გასულ სასწავლო წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მიხეილ გრუშევსკის სახელობის თბილისის 41-ე და ბათუმის მე-20 საჯარო სკოლებში უკრაინულენოვანი სექტორი დაფუძნდა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსწავლეები, რომლებიც უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ აგრძელებენ ზოგადი განათლების მიღებას უკრაინის სკოლებში და გამოხატავენ სურვილს, სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, თბილისსა და რეგიონებში, სხვადასხვა ასაკის 2000-ზე მეტი მოსწავლე უკვე ჩარიცხულია. თბილისსა და ბათუმში უკრაინულენოვან სექტორზე ამ ეტაპზე 1400-ზე მეტი ბავშვია დარეგისტრირებული. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხო სასწავლო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, ახალი სასწავლო წლიდან დამატებით კიდევ 73 საჯარო სკოლას ეყოლება საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური. ასევე, იზრდება საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის სოციალური მუშაკების რაოდენობა, რომლებიც სკოლის მოსწავლეებს, მათ მშობლებს, პედაგოგებსა და საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებს საჭირო სოციალურ მომსახურებას გაუწევენ. 2022-2023 სასწავლო წლის ბოლოს განათლების სისტემის სოციალურ მუშაკთა რაოდენობა 110-მდე გაიზრდება. 2021-2022 წლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ 3 ახალი საჯარო სკოლა აშენდა, ხოლო 237 საჯარო სკოლას სრული, ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით, აჭარის რეგიონში აშენდა 4 ახალი საჯარო სკოლა, სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია კი 28 სკოლას ჩაუტარდა. რაც შეეხება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, 2019 წლიდან დღემდე რეგიონებში 106 საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია დასრულდა, კიდევ 39 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია წლის ბოლომდე განხორციელდება. აღსანიშნავია, რომ 60-მდე საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო/სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის გამო,სასწავლო წელი განსხვავებული თარიღით, ან ფორმატით – ჰიბრიდულ, ან დისტანციურ რეჟიმში, ან ალტერნატიულ ფართში/ახლომდებარე სკოლებშიდაიწყება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სკოლების ადმინისტრაცია დროულად უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის მშობლის ინფორმირებას. 2022-2023 სასწავლო წელს, რეგიონის სკოლების მხარდაჭერის ფარგლებში, განათლების მიღების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მოსწავლეებისთვის გაგრძელდება ტრანსპორტირების პროგრამა“,- აღნიშნულია განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.  

თურქეთში შიდა წარმოების ელექტრომატარებელი შექმნეს

თურქეთი შიდა წარმოების ელექტრომატარებლის გასაშვებად ემზადება. კომპოზიცია 160 კმ/სთ სიჩქარის განვითარებას შეძლებს.  თურქეთის ტრანსპორტის სამინისტროს დაქვემდებარებული კომპანია TÜRASAŞ აგრძელებს შიდა წარმოების ელექტრო კომპონენტების წარმოებას და ტესტირებას. TÜRASAŞ-ის წარმომადგენელმა საქარიას პროვინციაში ერდალ აბამ, ჟურნალისტებს ელექტრომატარებლების ტექნიკური მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია გაუზიარა. მისი თქმით, დასრულებულია ორი პროტოტიპის ელექტრომატარებლის მშენებლობა, ტესტირების პროცესის დასრულება კი მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება. „სამუხრუჭე და მაღალსიჩქარიანი სისტემების ტესტები, ასევე მატარებლების ზოგადი ტესტირება დასასრულს უახლოვდება. თურქული წარმოების ელექტრო სამგზავრო მატარებლები 160 კმ/სთ სიჩქარის განვიითარებას შეძლებენ“, - განაცხადა ერდალ აბამ.   

ბორჯომში, მდინარე მტკვრში მაშველებმა ქალის ცხედარი იპოვეს

ბორჯომში, მდინარე მტკვრში მაშველებმა ქალის ცხედარი იპოვეს. რა გარემოებებში დაიღუპა ქალი ამ ეტაპზე უცნობია. ამასთან, მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.  

განათლების სამინისტრო: უკრაინულენოვან სექტორზე 1 400-ზე მეტი ბავშვია დარეგისტრირებული

თბილისსა და რეგიონებში, სხვადასხვა ასაკის 2 000-ზე მეტი მოსწავლე უკვე ჩარიცხულია, თბილისსა და ბათუმში უკრაინულენოვან სექტორზე ამ ეტაპზე 1 400-ზე მეტი ბავშვია დარეგისტრირებული, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. განათლების სამინისტრო 2022-2023 სასწავლო წლის სიახლეებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს „უკრაინულ საგნებთან ერთად ბავშვები შეისწავლიან ქართულ ენასა და ლიტერატურას და საგანს „ჩვენი საქართველო“. უკრაინულენოვანი სექტორის ყველა მოსწავლე უზრუნველყოფილია სწავლისათვის საჭირო სასკოლო რესურსებითა და ბუკებით. როგორც მოგეხსენებათ, გასულ სასწავლო წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მიხეილ გრუშევსკის სახელობის თბილისის 41-ე და ბათუმის მე-20 საჯარო სკოლებში უკრაინულენოვანი სექტორი დაფუძნდა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსწავლეები, რომლებიც უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ აგრძელებენ ზოგადი განათლების მიღებას უკრაინის სკოლებში და გამოხატავენ სურვილს, სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან“, – აცხადებენ უწყებაში. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, თბილისსა და რეგიონებში, სხვადასხვა ასაკის 2 000-ზე მეტი მოსწავლე უკვე ჩარიცხულია, თბილისსა და ბათუმში უკრაინულენოვან სექტორზე ამ ეტაპზე 1 400-ზე მეტი ბავშვია დარეგისტრირებული.  

ფინანსთა მინისტრი: 2022 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი დაახლოებით 700 მილიონი ლარით იზრდება

2022 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი დაახლოებით 700 მილიონი ლარით, ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები კი მილიარდ 266 მილიონით იზრდება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.     ხუციშვილის თქმით, პანდემიის შემდგომ საქართველოს ეკონომიკამ გასული წლის მეორე კვარტლიდან მნიშვნელოვანი აღდგენა დაიწყო და საბოლოოდ, 2021 წელს ორნიშნა 10.4%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. „6%-იანი ზრდის შემთხვევაში, პროგნოზირებული იყო, რომ საქონლის ექსპორტის მაჩვენებელი გაიზრდებოდა დაახლოებით, 13%-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით, ტურიზმის აღდგენის მაჩვენებელი იქნებოდა 70%-ის ფარგლებში. უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებამ, პირველ ეტაპზე, რა თქმა უნდა, რისკები შექმნა და რომ არა ჩვენი სწორი პოლიტიკა, შესაძლებელია, დღეს არა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, არამედ ეკონომიკური ვარდნაც გვქონოდა“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა. ამავდროულად, მინისტრმა ისაუბრა განვლილ პერიოდში არსებულ პარამეტრებზე. „საქონლის ექსპორტის მაჩვენებელი 3,1 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც 36,4%-ით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს, მათ შორის, ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებელი 2,2 მლრდ აშშ დოლარია, რაც 34%-ით მეტია 2021 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ქვეყნის ეკონომიკაში შეადგენს 1,6 მლრდ აშშ დოლარს, რაც 3,2-ჯერ მეტია 2021 წლის მაჩვენებელზე. თუ 2019 წელთან მიმართებით გავაანალიზებთ, ტურიზმიდან შემოსავლების აღდგენის მაჩვენებელი შვიდ თვეში 87%-ს აღემატება, მათ შორის, იანვარ-აპრილში აღდგენის საშუალო მაჩვენებელი 68% იყო, ხოლო მაისი-ივლისის პერიოდში საშუალო მაჩვენებელმა 100%-ს გადააჭარბა. პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა წლის პირველ კვარტალში 922,9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებელს ორჯერ აღემატება, ხოლო 2019 წლის პირველი ნახევრის მაჩვენებელს 62,4%-ით აჭარბებს. დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვები იანვარ-ივლისის პერიოდში გაზრდილია 21%-ზე მეტით. სწორედ ამ მაჩვენებლების შედეგია, რომ პირველ შვიდ თვეში გვაქვს კვლავ ორნიშნა – 10.3%-იანი ეკონომიკური ზრდა“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა. ლაშა ხუციშვილის განმარტებით, აღნიშნული მაჩვენებლების გათვალისწინებით, შეიცვალა ძირითადი ეკონომიკური პარამეტრების წლიური პროგნოზებიც. „განახლებული მაკროეკონომიკური პროგნოზები ითვალისწინებს: რეალური ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელს 8,5%-ის ოდენობით, ნაცვლად მანამდე არსებული 6%-ისა, ფაქტობრივი მაჩვენებლების გათვალისწინებით, მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი შეადგენს 10,5%-ს, ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი განსაზღვრულია 72,2 მლრდ ლარის ოდენობით, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 6 500 დოლარს აჭარბებს, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები იზრდება 1 266,0 მლნ ლარის ოდენობით და განისაზღვრება 16 824,0 მლნ ლარის ოდენობით“, – აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა. მინისტრის თქმით, მაღალი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, დღის წესრიგში დადგა 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებების მომზადება, რომელიც ორიენტირებულია ორი ძირითადი მიზნის მიღწევაზე. „პირველი არის ბიუჯეტის დეფიციტისა და მთავრობის ვალის შემცირება. 2022 წლის ნაერთი ბიუჯეტი დაიგეგმა მშპ-სთან მიმართებით 4,4%-იანი დეფიციტის, ხოლო მთავრობის ვალის 51%-იანი ნიშნულის ოდენობით. წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, 2022 წელს ჩვენ ვიღებთ 710 მილიონი ლარით ნაკლებ ვალს, ვიდრე ბიუჯეტით გვქონდა დაგეგმილი და წლის ბოლოსთვის მთავრობის ვალის მოცულობა შემცირდება მშპ-ის 40%-მდე. ამასთანავე, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტის მოცულობა, მშპ-ის 4,4%-დან მცირდება მშპ-ის 3,2%-მდე. დეფიციტისა და ვალის შემცირების პარალელურად, დამატებით მიიმართება ერთი მხრივ, აღებული ვალდებულებების დასაფინანსებლად და მეორე მხრივ, ქვეყნის ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად, თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად, სოციალური და სხვა მიმართულებებით. ამ კუთხით დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს დამატებითი თანხების მიმართვას შემდეგი მიმართულებებით: წელს სოციალურად დაუცველი ბავშვების ყოველთვიური დახმარება მიმდინარე წლის პირველი ივნისიდან გავზარდეთ 50 ლარით და განისაზღვრა ყოველთვიურად 150 ლარით, რისი დაფინანსებისთვისაც გამოიყოფა 86 მლნ ლარზე მეტი; მიმდინარე წელს დაიწყო საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა, რომლისთვისაც გამოიყოფა 40,0 მლნ ლარამდე; ჯანდაცვის პროგრამებზე დამატებით გამოიყოფა 80,0 მლნ ლარი, მათ შორის, ახალი კორონავირუსის (COVID-19) მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯებისთვის დამატებით გამოიყოფა 45,0 მლნ ლარი; მცირემიწიან ფერმერთა სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერებით დახმარებისთვის გამოიყოფა 40,0 მლნ ლარი; რთველის დასაფინანსებლად დამატებით – 40,0 მლნ ლარი გამოიყოფა; სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის სხვა პროგრამების დასაფინანსებლად დამატებით – 70,0 მლნ ლარი, მათ შორის, 55,0 მლნ ლარი გათვალისწინებულია შეღავათიანი აგროკრედიტების დასაფინანსებლად; თავდაცვის სამინისტროს დასაფინანსებლად დამატებით გამოიყოფა 80,0 მლნ ლარი, რომლითაც გაგრძელდება ჯარისკაცების ბინების მშენებლობა, ასევე, გაგრძელდება თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესება; ვიწყებთ თბილისში პოლიციის ქალაქის მშენებლობას, რომლის ფარგლებშიც 1100-ზე მეტი ბინის მშენებლობა განხორციელდება; სამაშველო ვერტმფრენების შესყიდვის მიზნით, გამოიყოფა 50,0 მლნ ლარი; სპორტის ხელშეწყობის და მიღწეული შედეგების შესაბამისად, სპორტსმენთა დაჯილდოების მიზნით, დამატებით გამოიყოფა 43,0 მლნ ლარი; ქ. თბილისსა და მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების მიზნით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსფერი იზრდება 65,0 მლნ ლარით, ხოლო რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისთვის დამატებით გამოიყოფა 130,0 მლნ ლარი. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტების საგადასახადო შემოსავლები თავდაპირველ გეგმასთან შედარებით, გაზრდილია 160,0 მლნ ლარამდე, რომლის დიდი ნაწილი, ასევე, მიიმართება ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება იზრდება 80,0 მლნ ლარით, რაც მოხმარდება 2023 წელს საქართველოში დაგეგმილი, ფეხბურთში ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატის მასპინძლობისთვის, საფეხბურთო სტადიონების მშენებლობა-რეაბილიტაციას. ჯამში, წელს, ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად გამოვყოფთ თითქმის, 6 მლრდ ლარს“, – განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა. მინისტრის ინფორმაციით, ჯამში ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი იზრდება დაახლოებით 700 მილიონი ლარით, გარდა ამისა, ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები იზრდება მილიარდ 266 მილიონი ლარით.  

მევლუთ ჩავუშოღლუ ოფიციალურ საბერძნეთს: თუ ავანტიურას სხვისი სახელით წამოიწყებთ, მიიღებთ ისეთ შედეგებს, როგორც მიიღეთ წარსულში

"თუ ავანტიურას სხვისი სახელით წამოიწყებთ, მიიღებთ ისეთ შედეგებს, როგორც მიიღეთ წარსულში", - თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ ოფიციალურ საბერძნეთს მიმართა. „ვიდრე ჩვენ ვცდილობთ, დავიცვათ მეზობლობის უფლებები ეგეოსის ზღვის ორივე ნაპირზე, საბერძნეთი კვლავ ცდილობს, გააგრძელოს მისი პროვოკაციები. თქვენ თუ წამოიწყებთ ავანტიურას სხვისი სახელით, მიიღებთ შედეგებს დღეს, როგორც მიიღეთ წარსულში. ეს არის გაფრთხილება ჩვენი მეზობელი საბერძნეთისთვის“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ. ცნობისთვის, თურქეთის სანაპირო დაცვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეგეოსის ზღვაში საბერძნეთის სანაპირო დაცვის ორმა გემმა ცეცხლი გაუხსნა ეგეოსის ზღვის საერთაშორისო წყლებში მცურავ გემს, რომელიც თურქეთის მიმართულებით მოძრაობდა. საბერძნეთში განაცხადეს, რომ გემი ბრძანებას არ დაემორჩილა.  

ოლექსი დანილოვის თქმით, დიმიტრი მედვედევი უნდა ფიქრობდეს არა უკრაინაზე, არამედ ისეთ სახელმწიფოზე, როგორიცაა ჩრდილოეთ კორეა, სადაც ის დაიმალება

„დამწყები ბლოგერი დიმიტრი მედვედევი უნდა ფიქრობდეს არა უკრაინაზე, არამედ ისეთ სახელმწიფოზე, როგორიც არის ჩრდილოეთ კორეა და სადამის ბუნკერზე, სადაც ის დაიმალება, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა. ISW: უკრაინამ ხარკოვის თითქმის მთლიანად დაბრუნებით, ომის მსვლელობაში გარდატეხა შეიტანა უკრაინის გენშტაბი: ჩვენმა ჯარისკაცებმა ერთ დღეში ოკუპანტებისგან 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს მისივე თქმით, უკრაინული არმია წინ მიიწევს. „დამწყები ბლოგერი დიმიტრი მედვედევი უნდა ფიქრობდეს არა უკრაინაზე, არამედ ისეთ სახელმწიფოზე, როგორიც არის ჩრდილოეთ კორეა და სადამის ბუნკერზე, სადაც ის დაიმალება და მიეჩვევა იმას, რომ „რუსებს ჯერ უკან არ დაუხევიათ“, - აღნიშნა ოლექსი დანილოვმა. ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩემი პრინციპია - არ ველეპარაკები მათ, ვინც ულტიმატუმებს მიყენებს რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინულმა ძალებმა მდინარე დნიპროზე, ხერსონის სამი ძირითადი ხიდის მიმართულებით დარტყმები ივლისში დაიწყეს. ამასთან, აშშ-ის ორმა ოფიციალურმა პირმა CNN-თან განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა უკრაინის სამხრეთში დაიწყეს ოპერაციების „ფორმირება“, რათა ტერიტორია ძირითადი კონტრშეტევისთვის მოემზადებინათ. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

აშშ-ის საელჩო: საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველოში პოტენციურად სახიფათო ბირთვული მასალა დარჩა, ჩვენი ამოცანაა, ქვეყანა უფრო უსაფრთხო იყოს

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველო დარჩა პოტენციურად სახიფათო ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური მასალების მარაგის პირისპირ. ჩვენი მთავარი ამოცანაა, დავეხმაროთ საქართველოს იყოს უფრო უსაფრთხო და დაცული, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ამერიკის საელჩო ავრცელებს. მათივე ცნობით, ამ კვირაში მიმდინარე პროექტებისა და სამომავლო თანამშრომლობის განსახილველად DTRA-ს გუნდი საქართველოს მთავრობის სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდება. "საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ბევრი ყოფილი წევრი ქვეყანა, მათ შორის საქართველო დარჩა პოტენციურად სახიფათო ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური მასალების მარაგის პირისპირ. 1992 წლიდან შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო (DTRA) საქართველოს მთავრობაში თავის პარტნიორებთან ერთად მუშაობს ამ მასალების უსაფრთხო შენახვის, დამუშავების, ტრანსპორტირებისა და განადგურების გაძლიერებული შესაძლებლობების დასანერგად. ამ კვირაში მიმდინარე პროექტებისა და სამომავლო თანამშრომლობის განსახილველად DTRA-ს გუნდი საქართველოს მთავრობის სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდება. ჩვენი მთავარი ამოცანაა, დავეხმაროთ საქართველოს იყოს უფრო უსაფრთხო და დაცული", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

ყირიმში პროუკრაინული განწყობები იზრდება - ყირიმის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

ყირიმის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა, რომელიც ნახევარკუნძულის რუსული ჯარების მიერ ანექსიის შემდეგ მოსკოვიდან დაინიშნა, ვიდეომიმართვა ჩაწერა, რომელშიც ყირიმელებს სამართლებრივი დევნით ემუქრება. კერძოდ, დაისჯებიან ის ყირიმელები, რომლებიც „საჯარო ღონისძიებებზე მიდიან და უკრაინის ჰიმნს მღერიან“.  მისივე თქმით, ბოლო დროს ინტერნეტში მსგავსი ვიდეოები გავრცელდა.  „სახალხო ღონისძიებებზე სკანდირებენ ნაციონალისტურ ლოზუნგებს, მღერიან საგალობლებს, განსაკუთრებით სამხედრო ოპერაციის დროს. სისხლის სამართლის კანონით დაისჯებიან ორგანიზატორებიც და მონაწილეებიც", - განაცხადა აქსიონოვმა. მისი თქმით, ასეთი ქმედებების გამო შესაძლებელია დაკარგონ სამსახური ან ყირიმში ბიზნესის კეთების უფლება. „ნუ გიყვართ ჩვენი ქვეყანა - წადით მასთან, ვინც გიყვართ", - თქვა აქსიონოვმა.   

უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ხერსონთან კონტრშეტევისას, 500 კვ. კმ ტერიტორია გაათავისუფლეს

უკრაინის სამხრეთში კონტრშეტევისას უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სულ მცირე ხუთი დასახლება და დაახლოებით 500 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გაათავისუფლეს. ამის შესახებ სამხრეთის გაერთიანებული სარდლობის სპიკერმა, ნატალია გუმენიუკმა განაცხადა.  უკრაინის უშიშროების სამსახური: რუსი დამპყრობლები გარბიან და საბრძოლო მასალის მთელ არსენალს ტოვებენ მისი თქმით, ოფიციალურად შეიძლება ითქვას, რომ დასახლებები ვისოკოპოლიე, ნოვოვოზნესენსკოე, ბელოგორკა, სუხოი სტავკი და მიროლიუბოვკა უკრაინის კონტროლის ქვეშ დაბრუნდა. მანამდე, სარდლობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის გამო რუსი სამხედროები რთულ პირობებში იმყოფებოდნენ და მათ მიიღეს დავალება, რომ პოზიციები ნებისმიერი გზით დატოვონ. ოლექსი რეზნიკოვი: კონტრშეტევის წარმატება იმის ნიშანია, რომ რუსეთის დამარცხება შესაძლებელია მისი თქმით, რუსი სამხედროები ტოვებენ აღჭურვილობას დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე და მარცხენა სანაპიროზე არიან ევაკუირებულები. „ნაჩქარევი უკანდახევის გამო, რუსი სამხედროები მზად არიან უკრაინულ ძალებთან მოლაპარაკებისთვის“, - აღნიშნა „სამხრეთის სარდლობის“ წარმომადგენელმა.  „ისინი ცდილობენ მოლაპარაკებას იმ პირობების შესახებ, თუ როგორ დადებენ [რუსი სამხედროები - BBC] იარაღს და მოხვდებიან საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის იურისდიქციის ქვეშ“, - თქვა გუმენიუკმა. ამავე დროს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს თავისი ჯარების ახალ წარმატებებს ხერსონის რეგიონში.  

რუსეთის მოქალაქეების მოგზაურობები ევროპაში 90-95%-ით შემცირდა - ტუროპერატორთა ასოციაცია

2022 წლის პირველ ექვს თვეში,  ევროპის ქვეყნებ 1,2 მილიონი რუსეთის მოქალაქე ეწვია. 2019 წლის იმავე პერიოდისთვის ეს მაჩვენებელი 8 მილიონი იყო.  რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის (ATOR) ცნობით, ვარდნა 85%-ია.  დღეიდან რუსეთის მოქალაქეები ევროკავშირთან გამარტივებული სავიზო რეჟიმით ვეღარ ისარგებლებენ ეს მაჩვენებლები მოიცავს არა მხოლოდ ტურისტულ მოგზაურობებს, არამედ მოგზაურობებს ყველა მიზნით, სამუშაოდან და სწავლიდან დაწყებული, ნათესავებთან კერძო ვიზიტებამდე. ზაფხულში, ევროპის სანაპიროებზე ტრადიციულად მაღალი მოთხოვნის გამო, რუსეთის მოქალაქეების მოგზაურობების კლება, სავარაუდოდ 90-95 პროცენტს მიაღწევს, მიიჩნევს ATOR. ამ სეზონზე ევროპაში პრაქტიკულად არ იყვნენ ბიუჯეტიანი რუსი ტურისტები, რადგან ყველა ასეთი ტური ძვირი ღირდა. ყველაზე დიდი მოთხოვნა იყო 4-5 ვარსკვლავიანი კატეგორიის სასტუმროები. ასევე გაიზარდა მოთხოვნა „ყველა ინკლუზივზე“ - ტურისტებს სურდათ რუსეთში გადაეხადათ ყველა შესაძლო სერვისი, რადგან ქვეყნის გარეთ რუსული საბანკო ბარათები არ მუშაობს.    

მედია: რუსეთის რვა ქალაქში აფეთქების ხმა ერთდროულად ისმოდა

რუსეთის სამხრეთ ნაწილში 12 სექტემბერს აფეთქებების ხმა ისმოდა. ამის შესახებ, უკრაინული მედია ადგილობრივ ტელეგრამარხებზე გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.  მედიის ცნობით, დაახლოებით 15:15 საათზე დონის როსტოვის ცენტრში აფეთქებები გაისმა, რის შემდეგაც შავი კვამლის ღრუბელი გამოჩნდა. ადგილობრივების თქმით, როსტოვის ოლქის რამდენიმე ქალაქში აზოვში, ტაგანროგში, ნოვოშახტინსკში, მაღაროებში, ნოვოჩერკასკში, აქსაიში, იესკში ერთდროულად ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ განაცხადა, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია ამ რეგიონებში აფეთქებების ან ხანძრის შესახებ. ასევე უცნობია რამ გამოიწვია ძლიერი აფეთქებები. ადგილობრივების თქმით, აფეთხების ხმა საკმაოდ ძლიერი იყო.  BBC-ი რუსულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ორშაბათს ტაგანროგის რეგიონში, დონის როსტოვთან ახლოს, სავარაუდოდ რაკეტა ჩამოაგდეს.