ძებნის რეზულტატი:
ჯო ბაიდენი დედოფალ ელისაბედ მეორის დაკრძალვას დაესწრება
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დედოფალ ელისაბედ მეორის დაკრძალვას დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. დიდი ბრიტანეთის დედოფლის დაკრძალვის თარიღი, ბუკინგემის სასახლეში გამოცხადდა როგორც ცნობილია, დაკრძალვის ცერემონიას ჯო ბაიდენი მეუღლესთან, ჯილ ბაიდენთან ერთად დაესწრება. დაკრძალვის ცერემონიაზე ბაიდენი დელეგაციის გარეშე ჩავა. დიდი ბრიტანეთის დედოფალი, ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. დედოფლის ცხედარის ლონდონში გადასვენების პროცესს მისი ქალიშვილი, პრინცესა ანა დაესწრება. ეს დღე ყველა ბრიტანელისთვის დასვენების დღედ გამოცხადდება. ელისაბედ II ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი დროით მმართველობის სტატუსის მქონე მონარქი იყო. ცნობისთვის, პრინცესა ელისაბედი 1926 წლის 21 აპრილს, ლონდონში დაიბადა. ტახტზე მამის, ჯორჯ მეექვსის გარდაცვალების შემდეგ, 1952 წლის 6 თებერვალს ავიდა. 1940 წელს, 13 წლის ასაკში, რადიოს საშუალებით ელისაბედმა პირველად მიმართა ხალხს ოფიციალურად და განაცხადა, რომ ყველა ყველაფერს აკეთებდა, რათა მეორე მსოფლიო ომი კარგად დასრულებულიყო. 1947 წელს ელისაბედი დაქორწინდა პრინც ფილიპზე და მისგან ოთხი შვილი: ჩარლზი, ენი, ენდრიუ და ედუარდი ჰყავს. 1952 წლის 6 თებერვალს, როცა ფილიპი და ელისაბედი ვიზიტით კენიაში იმყოფებოდნენ ჯორჯ მეექვსე გარდაიცვალა. ელისაბედი დაბრუნდა ლონდონში, მაგრამ უკვე დედოფლის და არა პრინცესას სტატუსით.
სერგეი გაიდაი: რუსი სამხედროები და მოსახლეობა ლუგანსკის რეგიონს ტოვებენ
რუსი სამხედროები ნაჩქარევად ტოვებენ განლაგების ადგილებს ლუგანსკის რეგიონში, გადადიან რეგიონის სიღრმეში ან რუსეთის ტერიტორიაზე. ამის შესახებ რეგიონის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი აცხადებს. გაიდაი: უკრაინელმა სამხედროებმა ლუგანსკის ოლქში უკრაინის დროშა აღმართეს. რუსი ოკუპანტები გარბიან მისი თქმით, ნაჩქარევი ევაკუაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის გამო დაიწყო. „ლუგანსკის რაიონში რუსმა სამხედროებმა ოჯახებთან ერთად დატოვეს სვატოვო, ადგილობრივებიდან, მხოლოდ ე.წ. „სახალხო მილიციის“ ჯარისკაცები დარჩნენ. საოკუპაციო ხელისუფლება სამხედროების და თანამშრომლების ღრმად გადაადგილების შესახებ, ინფორმაციას ადასტურებს“, - დაწერა გაიდაიმ თქვენს ტელეგრამზე. მისი თქმით, ევაკუაცია არაორგანიზებულია. BBC-ის ცნობით, გაიდაის სიტყვებს ირიბად ადასტურებს რუსეთის FSB-ს სასაზღვრო დეპარტამენტის განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის თვთგამოცხადებული რესპუბლიკების 17 ათასზე მეტმა მცხოვრებმა ერთ დღეში გადაკვეთა საზღვარი. გასული კვირის დასაწყისიდან რუსეთში 116 000 ადამიანი შევიდა. სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ ვიდეოებში ჩანს მანქანების გრძელი რიგები რუსეთისკენ მიმავალ გზებზე. გაიდაის თქმით, ხალხი 2014 წელს ოკუპირებული ლუგანსკიდან და ალჩევსკიდანაც კი მიდის.
უკრაინის წარმატება არყევს რუსეთის სარდლობისადმი ისედაც დაბალ ნდობას - დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო
"უკრაინის წარმატება არყევს რუსეთის სარდლობისადმი ისედაც დაბალ ნდობას. უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებებს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს რუსეთის საერთო, ოპერატიულ გეგმაზე და ის, სავარაუდოდ, იძულებული იქნება პრიორიტეტი მიანიჭოს გადაუდებელ თავდაცვით ქმედებებს", - ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ISW: უკრაინამ ხარკოვის თითქმის მთლიანად დაბრუნებით, ომის მსვლელობაში გარდატეხა შეიტანა უკრაინის გენშტაბი: ჩვენმა ჯარისკაცებმა ერთ დღეში ოკუპანტებისგან 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის არმიის შეტევის გამო, რუსეთმა გასცა ხარკოვის ოლქში ოკუპირებული მთელი ტერიტორიიდან თავისი ჯარების გაყვანის ბრძანება. "უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებებს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს რუსეთის საერთო, ოპერატიულ გეგმაზე და ის, სავარაუდოდ, იძულებული იქნება პრიორიტეტი მიანიჭოს გადაუდებელ თავდაცვით ქმედებებს, უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობისადმი ჯარის ისედაც შეზღუდული ნდობა კი, უფრო მეტად შეირყევა", - ნათქვამია ინფორმაციაში. უკრაინის გენშტაბი ბრძოლის ველზე ამ დროისთვის არსებულ სურათს აღწერს ISW: ბოლო 5 დღეში უკრაინამ იმაზე მეტი ტერიტორია დაიკავა, ვიდრე რუსეთის ძალებმა აპრილის შემდეგ რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინულმა ძალებმა მდინარე დნიპროზე, ხერსონის სამი ძირითადი ხიდის მიმართულებით დარტყმები ივლისში დაიწყეს. ამასთან, აშშ-ის ორმა ოფიციალურმა პირმა CNN-თან განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა უკრაინის სამხრეთში დაიწყეს ოპერაციების „ფორმირება“, რათა ტერიტორია ძირითადი კონტრშეტევისთვის მოემზადებინათ. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
Reuters: აშშ ჩინეთს ტექნოლოგიურ სანქციებს დაუწესებს
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მომავალი თვიდან, ჩინეთში ხელოვნური ინტელექტის შესაქმნელად საჭირო ნახევარგამტარებისა და მიკროსქემების ექსპორტს შეზღუდავს. ამის შესახებ Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით, აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრომ მოსალოდნელი შეზღუდვების შემოღების შესახებ, სამ ამერიკულ კომპანიას KLA Corp-ს, Lam Research Corp-სა და Applied Materials Inc აცნობა. წერილების თანახმად, რომელიც კომპანიებმა მიიღეს, ჩინეთის ქარხნებისთვის მიკროჩიპების ექსპორტირება იკრძალება. ასევე რამდენიმე კომპანიას ჩინეთში, ხელოვნური ინტელექტისთვის საჭირო მიკროსქემების ექსპორტი აეკრძალა. ზოგიერთი წყარო ამბობს, რომ აკრძალვები სავარაუდოდ მოიცავს დამატებით სანქციებს ჩინეთის წინააღმდეგ. შეზღუდვები ასევე ექვემდებარება ცვლილებას და მათი სია მოსალოდნელზე გვიან გამოქვეყნდება.
2022 წლის აგვისტოში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 363 830 მგზავრს მოემსახურა
2022 წლის აგვისტოში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 363 830 მგზავრს მოემსახურა, რაც 2019 წლის იმავე თვის მგზავრთ ნაკადის 92%-ია, ხოლო 2021 წლის აგვისტოს მონაცემებთან შედარებით, 48%-იანიზრდაა. "ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 2022 წლის აგვისტოში 103 625 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის იმავე თვის მაჩვენებელს 2%-ით, ხოლო 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 7%-ით აღემატება", - ამის შესახებ ინფორმაციას „ტავჯორჯია“ ავრცელებს.
გაბრიელიუს ლანდსბერგისი: ომი პუტინის უპირობო კაპიტულაციით უნდა დასრულდეს
პუტინის გეგმა უკრაინის მსოფლიო რუკიდან წაშლის შესახებ ჩაიშალა. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა Twitter-ზე დაწერა. „პუტინის გენოციდური გეგმა უკრაინის მსოფლიო რუკიდან წაშლის შესახებ ჩაიშალა. მას არ შეუძლია მოლაპარაკება. ომი უნდა დასრულდეს მისი უპირობო კაპიტულაციით“, - წერს ლანდსბერგისი. მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის გმირები ყოველდღიურად აჭარბებენ მსოფლიო საზოგადოების მოლოდინს. „ახლა უკვე დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინას შეეძლო რამდენიმე თვის წინ გაედევნა რუსეთი, თუ მას პირველივე დღიდან საჭირო აღჭურვილობა მიაწვდიდნენ. უკრაინა უფრო ადრე რომ შეიარაღებულიო, ათასობით სახლი არ დაინგრეოდა და ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადარჩებოდა“, - განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა. „უკრაინის ხალხმა საკმარისზე მეტი გააკეთა ჩვენი პატივისცემის მოსაპოვებლად... ახლა ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ ამ ომის სწრაფად და სამუდამოდ დასრულებაში“, - თქვა ლანდსბერგისმა.
გარემოს ეროვნული სააგენტო: საქართველოში ხვალიდან ამინდი გაუარესდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 13 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 14 სექტემბერს საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი. "13 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 14 სექტემბერს საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი. ასევე შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება. ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ბათუმში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა
დღეს, 12 სექტემბერს, ბათუმში, აღმაშენებლისა და ტაბიძის ქუჩების კვეთაში მდებარე ცხრასართულიანი საცხოვრებელი სახლის მესამე სართულზე აფეთქება მოხდა. ინფორმაციას გამოცემა „ბათუმელები“ ავრცელებს. აფეთქება სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. რის შედეგადაც მეზობელ ბინებში მინები ჩამოიმსხვრა. თვითმხილველების თქმით, აფეთქების დროს სახლში არავინ იმყოფებოდა და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე იმყოფება პოლიცია და სამაშველო სამსახური.
კატარის საინვესტიციო სააგენტოს წარმომადგენლები, საქართველოში საინვესტიციო პროექტებით დაინტერესდნენ
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი კატარის საინვესტიციო სააგენტოს რეგიონული ანალიზისა და ბიზნესის განვითარების დირექტორს მუბარაქ აბდულაზიზ ალ-ხულაიფის და მის თანმხლებ პირებს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. შეხვედრას ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე თორნიკე ზირაქიშვილი. შეხვედრაზე კატარის მხარის წარმომადგენლები გაეცნენ პრეზენტაციას საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების, მაკროეკონომიკური ვითარების, ლიბერალური ბიზნეს გარემოს და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების შესახებ, რომლის თანახმადაც ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის დიდი ნაწილი ნულოვანი განაკვეთით გადის მსოფლიო ბაზრის 1/3 - ზე. თავის მხრივ, კატარის საინვესტიციო სააგენტოს წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატი და ინტერესი გამოთქვეს, უკეთ შეისწავლონ ცალკეული საინვესტიციო პროექტები. ამავე დროს, ხაზი გაესვა იმასაც, რომ საქართველო და კატარი წარმატებით თანამშრომლობენ ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, მათ შორისაა, სამოქალაქო ავიაცია, ტურიზმი, ორმხრივი ვაჭრობა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა და სხვ.
ვახტანგ გომელაურმა და ბელგიის სამეფოს სახელმწიფო მდივანმა შენგენის სივრცეში, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა შეხვედრა გამართა თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში ბელგიის სამეფოს სახელმწიფო მდივანთან - ნიკოლ დე მურთან, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით, დელეგაციასთან ერთად იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ევროკავშირსა და შენგენის სივრცეში საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული საკითხები. შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მნიშვნელობას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში. "ვახტანგ გომელაურმა სტუმარს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა უვიზო მიმოსვლის წარმატებით გაგრძელების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა და მიმდინარე რეფორმების თაობაზე. თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში ბელგიის სამეფოს სახელმწიფო მდივანმა დადებითად შეაფასა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმატებული საქმიანობაე.წ. გასვლის კონტროლის მექანიზმის ეფექტიანი განხორციელების კუთხით, რაც ხელს უწყობს საქართველოს მოქალაქეების მიერ უვიზო მიმოსვლის არაკეთილსინდისიერად გამოყენების პრევენციას. ამასთანავე, ნიკოლ დე მურმა ხაზი გაუსვა უვიზო მიმოსვლის წარმატებით გაგრძელების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ევროკავშირის შესაბამის სააგენტოებს შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობას. მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამართალდაცვით სფეროში საქართველოსა და ბელგიის სამეფოს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე და სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივები დასახეს. ბელგიის სამეფოს სახელმწიფო მდივანი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით პირველად იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, ბელგიის სამეფოს დელეგაცია ასევე ესტუმრება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტსა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტს, ადგილზე გაეცნობა მუშაობის სპეციფიკას და არსებულ ინფრასტრუქტურას დაათვალიერებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩემი პრინციპია - არ ველეპარაკები მათ, ვინც ულტიმატუმებს მიყენებს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამ დროისთვის, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებისთვის მზად არაა. ზელენსკი რუსეთს: სიცივე, შიმშილი, სიბნელე და წყურვილი ჩვენთვის იმდენად საშიში და მომაკვდინებელი არ არის, როგორიც თქვენი „მეგობრობა და ძმობა“ „დღეს არა. მე ვერ ვხედავ ვერანაირ სურვილს რუსეთის მხრიდან იყოს კონსტრუქციული. რაც შეეხება ულტიმატუმებს: ჩემთვის არაა მნიშვნელოვანი, ვინ გამოდის ულტიმატუმებით - ის თუ ვინმე სხვა [თუ პუტინი პრეზიდენტის პოსტს დატოვებს]. ჩემი პრინციპია - არ ველაპარაკები მათ, ვინც ულტიმატუმებს მიყენებს“, - განაცხადა ზელენსკიმ. ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთთან შეთანხმება შესაძლოა, რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების განთავისუფლების შემდეგ გაფორმდეს. „ყოველ შემთხვევაში, რუსეთს საზღვარი აქვს ჩვენთან, ყოველ შემთხვევაში, ის არის ჩვენი მეზობელი უზარმაზარი მოსახლეობით, ამიტომ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციის შემდეგ მოგვიწევს მათ გვერდით ცხოვრება, როგორც მეზობლები“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ელჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში პიტერ ფიშერს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობებს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს შეეხო. გამოითქვა იმედი, რომ ახალი ელჩის საქმიანობა ხელს შეუწყობს საქართველოსა და გერმანიას შორის ტრადიციულად ძლიერი და მეგობრული ურთიერთობების შემდგომ განმტკიცებას. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს და გერმანიას მეგობრული ურთიერთობები და სანდო პარტნიორობა აკავშირებთ. ყურადღება გამახვილდა გერმანიის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის თვალსაზრისით. აღინიშნა, რომ საქართველო აფასებს გერმანიის, როგორც განვითარების წამყვანი პარტნიორის, როლს, რომელიც ეფექტიანად ახორციელებს დახმარებას KfW-ს, GIZ-ისა და სხვა გერმანული ინსტიტუტების მეშვეობით. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე ტანია ჰუტი ესწრებოდა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე: ქვეყანაში დაუსაბუთებელად თავშესაფრის მოთხოვნის ზრდა გვაქვს
"საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიგრაცია და მათი მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნაზე მიმართვა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა. „უკრაინიდან გვაქვს მომართვიანობის ზრდა. ასევე მოგეხსენებათ, რომ ავღანეთის კრიზისი იყო და შესაბამისად, მომართვებმა ასევე, სხვადასხვა კონფლიქტური რეგიონიდან მოიმატა. ცდილობენ მოქალაქეები საქართველოში შემოსვლას და თავშესაფრის მიღებას. გარდა ამისა, სამწუხაროდ, გვაქვს დაუსაბუთებელი თავშესაფრის მოთხოვნის ზრდა. ძირითადად, აფრიკის ქვეყნებიდან, აზიის გარკვეული სახელმწიფოებიდან. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ თითოეული მათი მოთხოვნა დროულად განვიხილოთ და სწრაფადვე იქნას გაცემული პასუხი, თუმცა, რა თქმა უნდა, ზრდა ამ მიმართულებით არის და ჩვენ ამ ეტაპზე იმ მოთხოვნებს ვუმკლავდებით, რაც არის,“ - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
რამზან კადიროვი: ჩეჩნური რაზმები „შვებულების შემდეგ“ უკრაინაში დაბრუნდნენ
ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ მისი დავალებით ჩეჩნური შენაერთები უკრაინაში საბრძოლველად დაბრუნდნენ. რამზან კადიროვი: ახლა წასვლის უფლება არ მაქვს მან გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი ადამ დელიმხანოვი ჩეჩენი სამხედროების თანხლებით აცხადებს, რომ რესპუბლიკური შენაერთები „10 ათასი ადამიანის ოდენობით“ იმოქმედებენ „ხერსონის ოლქში, ზაპოროჟიესა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში". კადიროვის თქმით, ჩეჩნური შენაერთები უკრაინაში შვებულების მინიჭების შემდეგ დაბრუნდნენ. ჩეჩნების უკრაინაში დაბრუნების შესახებ ინფორმაცია უკრაინის ჯარების წარმატებული კონტრშეტევის ფონზე გაჩნდა, რომლებმაც ხარკოვის მიმართულებით მნიშვნელოვანი წინსვლა შეძლეს. მანამდე, რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ შესაძლოა თანამდებობა დატოვოს. რამდენიმე დღის შემდეგ კი განაცხადა, რომ „უვადო შვებულებაში“ გასვლა გადაიფიქრა.
სოსო გოგაშვილი: არალეგალური და კონტრაბანდული ტვირთების მოძრაობის უზრუნველყოფაში ჩართულია სუს-ი, შსს, ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო
არალეგალური და კონტრაბანდული ტვირთების მოძრაობის უზრუნველყოფაში ჩართულია სუს-ი, შსს, ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო - ამის შესახებ სუს-ის ყოფილი უფროსის მოადგილე სოსო გოგაშვილის მორიგ მიმართვაშია ნათქვამი. მისივე თქმით, აღნიშნული ტვირთების უსაფრთხო მოძრაობას უზრუნველყოფენ ერთმანეთთან კავშირში მყოფი ქართველი და რუსი ძალოვანი უწყებების ოფიცრები. „საზოგადოებას მინდა მივაწოდო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხდება ქართული და რუსული სპეცსამსახურების კოორდინაციით, სანქციების გვერდის ავლით, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტის გამოყენება და როგორ მუშაობს ეს კარგად აწყობილი და დაცული სისტემა. არალეგალური და კონტრაბანდული ტვირთების მოძრაობის უზრუნველყოფაში ჩართულია ჩემი ყოფილი სამსახური - სუს-ი, შსს, ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო (საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო სააგენტოები) ამ მიმოქცევის გაკონტროლება გარედან ძალიან რთულია, ისეა დახურული სისტემა, თუმცა ერთეული შემთხვევები უკანონო გადაზიდვების შესახებ გახდა საჯარო. ცოტა ხნის წინ გასაჯაროებული ინფორმაცია საქართველოს პორტში სანქცირებული კომპანიის კუთვნილი გემის შემოსვლის ფაქტი მაქვს მხედველობაში. წლების წინ, დაახლოებით 2017 წელს, ჩვენი უცხოელი პარტნიორებისაგან მივიღეთ ინფორმაცია სხვადასხვა დროს ორი ტანკერის შესახებ, რომელიც მოდიოდა რუსეთიდან ფოთში. უნდა შეცვლილიყო საბუთები, თითქოს საქართველოდან მიდიოდა. სინამდვილეში გემი 80%-ით სავსე იყო ამონიუმის ნიტრატით, დანარჩენი უნდა გადავსებულიყო საქართველოში და გაგზავნილიყო ლიბანის პორტის გავლით ბაშარ ალ ასადთან სირიაში. კიდევ იყო ორი სატვირთო ლარსიდან შემომავალი, მოწოდებული ინფორმაციით იგი დატვირთული იყო აკრძალული ტვირთით და იგზავნებოდა ირანში. ჩვენ იძულებული ვიყავით ეს ტვირთები გაგვებრუნებინა უკან, რადგან ეს ინფორმაცია უცხოელების მოწოდებული იყო და რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებდით. ტანკერებთან დაკავშირებით მიმოწერა მქონდა გიორგი გახარიასთან, რომელიც იმ პერიოდში იყო ეკონომიკის მინისტრი და ჩვენ ერთად მოვახდინეთ მათი უკან დაბრუნება. ამ ტვირთების უსაფრთხო მოძრაობას უზრუნველყოფენ ერთმანეთთან კავშირში მყოფი ქართველი და რუსი ძალოვანი უწყებების ოფიცრები. შესაბამის სხვა უწყებებთან კოორდინაციაში. როგორ დალაგდა ეს სქემა: 2016 წელს ივანიშვილის დავალებით, მე ვიმყოფებოდი ვლადიკავკაზში „ეფ ეს ბეს“ საიდუმლო ბაზაზე, რადგან ღარიბაშვილის შეცვლის შემდეგ კომუნიკაციაში იყო წყვეტა და საჭირო იყო ახალშექმნილი სამსახურის ანუ სუს-ის ხელმძღვანელობასთან გაცნობა. მე თან მახლდა ჩემი მძღოლი, ასევე სოსო ჭელიძე და ირაკლი ჩიმაკაძე. ჩვენ ვიმყოფებოდით ჩემი სამსახურებრივი ავტომანქანით. ბაზაზე დამხვდა „ეფ ეს ბეს“ გენერალი, სედოვი, რომელიც შემხვდა მხოლოდ მე, შეხვედრა გაგრძელდა 30 წუთი, სადაც დაიგეგმა ჩვენი უფროსების შეხვედრა (ბორტნიკოვი და გომელაური). შეხვედრის მიზანი იყო ქვედა დონის მოკავშირე ოფიცრების ურთიერთობის აწყობა, შესაფერისი სანდო პირების გამოყოფა, მათი ერთმანეთთან დაკავშირება, ასევე არალეგალური და კონტრაბანდული ტვირთებისათვის უსაფრთხო დერეფნების უზრუნველყოფა, მათი რეკომენდაციით რუსეთის მოქალაქეებზე საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება, ბიზნესის დაწყებაში დახმარება, ასევე საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების, რომლებიც არ იყვნენ სასურველი პირები და იძებნებოდნენ, მათი არალეგალურად გადაცემა რუსეთისათვის. შემდეგ როგორც დაიგეგმა, ჩაინიშნა ჩვენი უფროსების შეხვედრა, რომელიც შედგა იგივე ქალაქში და გაგრძელდა 3 საათი. მე ამ შეხვედრაზე არ ვყოფილვარ, ჩემი უფროსი, ვახტანგ გომელაური ჯერ გაემგზავრა მანქანით, მაგრამ თოვლის ჩამოწოლის გამო გზაზე შეფერხება იყო და მობრუნდა, დამირეკა გზიდან და ნინო გიორგობიანის საშუალებით, „აირზენას“ მოვამზადებინე თვითმფრინავი - "ბოინგ 737" ჩარტერისათვის და მოხდა გადაფრენა. ბორტმა პირველ ჯერზე დაჯდომა ვერ შეძლო და გააკეთა რამდენიმე წრე, რომ დამჯდარიყო ვლადიკავკაზის აეროპორტში. ამ რეისს ვაკონტროლებდი flight radar-ის აპლიკაციით. ამ შეხვედრის შემდეგ ჩვენი მოკავშირე ოფიცრები ჩიმაკაძე და ჭელიძე რამდენჯერმე მინსკის გავლით იმყოფებოდნენ მოსკოვში, მეორე მხრიდან ოფიცრების სახელი იყო სლავა და ვადიმი. ამ შეხვედრების შემდეგ, 2017 წლის ნოემბერში საქართველოში ჩვენ ვმასპინძლობდით „ეფ ეს ბეს“ ორ გენერალს, სედოვს და ბესედას. მათთან შეხვედრა და სუფრა მომზადებული იყო კონსპირაციულად მცხეთაში მდებარე გომელაურის კუთვნილ რესტორანში. მომსახურე პერსონალი შედგებოდა ჩემი თანამშრომლებისგან. საუბარი შედგა ძირითადად წარმატებულ ურთიერთობებზე, შემდეგ გავემგზავრეთ და დავათვალიერებინეთ მეტეხის ტაძარი. გასაცილებელი სუფრა მომზადდა მთაწმინდის „ანდერვილში“. იმავე წელს, დეკემბრის თვეში, ჩვენ ოფიციალური მიწვევით ვიმყოფებოდით მინსკში, სადაც ერთმანეთს კიდევ ერთხელ შეხვდნენ ვახტანგ გომელაური და ბორტნიკოვი. საუბრის შინაარსი არ ვიცი. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ეს სისტემა გამართულად და უსაფრთხოდ მუშაობს დღემდე. როდესაც არის გასატარებელი რაიმე ტვირთი, მიდის შეტყობინებები საპატრულო პოლიციასა და საბაჟო დეპარტამენტში, რათა არ მოხდეს მათი შემოწმება, ხანდახან ტვირთები ისე გადის, რომ საერთოდ არ ფიქსირდება საზღვარზე. დღესაც მუშაობს ეს აწყობილი სისტემა, ახლა კოორდინაციაში არის სუს-ის ახალი ხელმძღვანელი, გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც სანდო ოფიცრების საშუალებით ახორციელებს კავშირს“, - წერს სოსო გოგაშვილი. ცნობისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად 16 ივლისს დააკავეს. სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი დააკავეს
ჭყონდიდის მიტროპოლიტი: უსამართლო და არასწორი ქმედებების გამო, რუსეთი ამ ომში ვერ გაიმარჯვებს
უსამართლო და არასწორი ქმედებების გამო, რუსეთი ამ ომში ვერ გაიმარჯვებს, - ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანე ქადაგებისას განაცხადა. ISW: უკრაინამ ხარკოვის თითქმის მთლიანად დაბრუნებით, ომის მსვლელობაში გარდატეხა შეიტანა უკრაინის გენშტაბი: ჩვენმა ჯარისკაცებმა ერთ დღეში ოკუპანტებისგან 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს "რუსეთი ვერ გაიმარჯვებს იმიტომ, რომ უსამართლო და არასწორი ქმედებები ჩაიდინა როგორც ჩვენ მიმართ, ასევე უკრაინის მიმართაც. სხვათა შორის, უწმინდესმა უთხრა იქ ხელისუფლებას, რომ რასაც ჩვენ წინააღმდეგ აკეთებთ, ბუმერანგივით მოგიბრუნდებათო. ახლა ფაქტია, რომ ეს ბუმერანგი ნელ-ნელა უტრიალდებათ. მაგათ ახლა ძალიან მძიმე ვითარება აქვთ. იმ მარცხის გამო, რომელიც რუსეთს აქვს, ქვეყანაში სერიოზული არეულობა აქვთ. როდესაც რუსეთი ჩვენ თავს დაგვესხა, ვინც მხარი დაგვიჭირა, თავისთავად ჩვენი სახელმწიფოს მხარდამჭერია და შესაბამისად, ჩვენც ყველას დავუჭერთ მხარს, ვის წინააღმდეგაც შეიარაღებული ძალებით შეიჭრებიან, დაბომბავენ და ხალხს დაუხოცავენ. ასეთი ქმედება აბსოლუტურად მიუღებელია. ღმერთმა გააძლიეროს უკრაინა და უკრაინელი ხალხი და მალე დაამთავროს ომი ისე, რომ ის უკრაინის საზღვრების აღდგენით დასრულდეს. სადაც უკრაინელები იყვნენ, იქ დაბრუნდნენ თავის საზღვრებში. უფალს ვთხოვოთ, ისეთი ვითარება შეიქმნას, რომ ჩვენც შევძლოთ ტერიტორიების დაბრუნება". - განაცხადა მეუფე სტეფანემ. უკრაინის გენშტაბი ბრძოლის ველზე ამ დროისთვის არსებულ სურათს აღწერს ISW: ბოლო 5 დღეში უკრაინამ იმაზე მეტი ტერიტორია დაიკავა, ვიდრე რუსეთის ძალებმა აპრილის შემდეგ რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინულმა ძალებმა მდინარე დნიპროზე, ხერსონის სამი ძირითადი ხიდის მიმართულებით დარტყმები ივლისში დაიწყეს. ამასთან, აშშ-ის ორმა ოფიციალურმა პირმა CNN-თან განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა უკრაინის სამხრეთში დაიწყეს ოპერაციების „ფორმირება“, რათა ტერიტორია ძირითადი კონტრშეტევისთვის მოემზადებინათ. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
რომის პაპი ყაზახეთში ხვალ ჩავა
რომის პაპი ფრანცისკე ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთს 13-15 სექტემბერს ეწვევა. რომის პაპი ყაზახეთში პრეზიდენტ ყასიმ ჟომართ-თოყაევის მიწვევით ჩადის. რომის პაპი ყაზახეთს ეწვევა ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ქვეყნის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან, ასევე, მონაწილეობა მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერთა VII კონგრესში. Pew Research Center-ის თანახმად, ყაზახეთში მოსახლეობის სულ მცირე 70% მუსლიმია და დაახლოებით 25% - ქრისტიანი, რომელთაგან 1%-ზე ნაკლები კათოლიკეა. იოანე პავლე II იყო პირველი პაპი, რომელიც ყაზახეთს 2001 წლის 22-25 სექტემბერს ეწვია დევიზით - „გიყვარდეთ ერთმანეთი“.
ირაკლი ღარიბაშვილი: პოზიტიური დინამიკა გაგრძელდება და წელს ისეთივე წარმატებული წელი იქნება, როგორიც გასულ წელს იყო
მაღალი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, დღის წესრიგში დადგა მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების მომზადება, რომელიც ორიენტირებულია როგორც ბიუჯეტის დეფიციტისა და მთავრობის ვალის შემცირებაზე, ასევე სხვადასხვა მიმართულებით ახალი პროექტების დაფინანსებაზე - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ პოზიტიური დინამიკა გაგრძელდება და წელს ისეთივე წარმატებული წელი იქნება, როგორიც გასულ წელს იყო. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევა შესაძლებელი გახდა სწორი, გონივრული, ეროვნულ ინტერესებზე გათვლილი პოლიტიკით და არა ემოციური და გაუაზრებელი, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკით, რომლისკენაც ხელისუფლების ოპონენტები მოუწოდებდნენ. „მაღალი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, ძვირფასო მეგობრებო, დღის წესრიგში დადგა მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების მომზადება და ეს ცვლილებები ორიენტირებულია 2 ძირითადი მიზნის მიღწევაზე. პირველი - ეს არის ბიუჯეტის დეფიციტისა და მთავრობის ვალის შემცირება. აქვე, მინდა ძალიან მოკლედ მოგახსენოთ ამის თაობაზე. მოგეხსენებათ, რომ ნაერთი ბიუჯეტი დაიგეგმა მშპ-სთან მიმართებით 4,4%-იანი დეფიციტის, ხოლო მთავრობის ვალის 51%-იანი ნიშნულის ოდენობით. წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, წელს ჩვენ ვიღებთ ბიუჯეტით დაგეგმილზე 710 მილიონი ლარით ნაკლებ ვალს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. მისი თქმით, ასეთი ძლიერი ეკონომიკური პარამეტრების გათვალისწინებით და წლის ბოლოსთვის მთავრობის ვალის მოცულობა შემცირდება მშპ-ის 40%-მდე, ნაცვლად 51%-ისა, რაც ასევე, ძალიან კარგი მაჩვენებელია. „ამასთანავე, ბიუჯეტის დეფიციტის მოცულობა, მშპ-ის 4,4%-დან მცირდება მშპ-ის 3,2%-მდე. დეფიციტი იქნება მხოლოდ 3,2%. დეფიციტისა და ვალის შემცირების პარალელურად, დამატებითი თანხები უნდა მივმართოთ ჩვენ, ერთი მხრივ, აღებული ვალდებულებების დასაფინანსებლად და მეორე მხრივ, სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს პოლიცია, ჯარი, ინფრასტრუქტურა, საწარმოების დაფინანსება, სოფლის მეურნეობა, სოციალური პოლიტიკა, ჯანდაცვა, სპორტი. საბოლოო ჯამში, მე მინდა ვთქვა, რომ ეს პროგნოზი და ტენდენციები გაგრძელდება, ჩვენი მოლოდინია, რომ ეს პოზიტიური დინამიკა გაგრძელდება და წელს ისეთივე წარმატებული წელი გვექნება, როგორიც გვქონდა გასულ წელს. ეს მოვახერხეთ ჩვენი სწორი, გონივრული, ეროვნულ ინტერესებზე გათვლილი პოლიტიკით და არა ემოციური და გაუაზრებელი, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკით, რომელზეც ჩვენი ოპონენტები მოგვიწოდებდნენ. ამის თაობაზე მინდოდა რომ მომეწოდებინა ინფორმაცია, ანგარიში ჩამებარებინა ჩვენი მოქალაქეებისთვის. ბატონი ფინანსთა მინისტრი არის მზად, რომ ამის თაობაზე დეტალურად ისაუბროს მედიასთანაც, პარლამენტში გვექნება ამის თაობაზე საუბარი და კიდევ ერთხელ მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ ასეთი ეფექტიანი მუშაობისთვის“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შალვა პაპუაშვილი გერმანიის საქსონია-ანჰალტის პარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საქსონია-ანჰალტის პარლამენტის პრეზიდენტ გუნარ შელენბერგერს შეხვდა. ამის ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ მდიდარ ისტორიუ-კულტურულ კავშირებზე, ასევე, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 30 წლისთავზე ისაუბრეს. "მიმოიხილეს არსებული თანამშრომლობის პროექტები და პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები. პაპუაშვილმა გუნარ შელენბერგერს საპარლამენტო საქმიანობა გააცნო და საკანონმდებლო ორგანოებს შორის კავშირების განმტკიცებას გაუსვა ხაზი. პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე, ისაუბრა საქართველოს ძალისხმევასა და გეგმებზე ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელებასთან დაკავშირებით. შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა გერმანიის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მომავლის მხარდაჭერისთვის", - ნათქვამია ინფორმაციაში.
მოსკოვისა და პეტერბურგის 18 ოლქის მუნიციპალური დეპუტატები პუტინის გადადგომას ითხოვენ
მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის 18 ოლქის მუნიციპალურმა დეპუტატებმა, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადადგომის მოთხოვნით, საჯარო განცხადებას მოაწერეს ხელი. შესაბამისი დოკუმენტი სანქტ-პეტერბურგის მუნიციპალიტეტის „სემენოვსკის“ დეპუტატმა ქსენია ტორსტრემმა გამოაქვეყნა, რომელიც ხელმოწერებს აგროვებს. „ჩვენ, რუსეთის მუნიციპალურ დეპუტატებს გვჯერა, რომ პრეზიდენტ ვ.ვ. პუტინის ქმედებები ზიანს აყენებს რუსეთისა და მისი მოქალაქეების მომავალს. ვითხოვთ ვლადიმერ პუტინის გადადგომას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიდან!“- ნათქვამია განცხადებაში. დოკუმენტს ხელი 2 ათეულმა დეპუტატმა მოაწერა. მანამდე მოსკოვის მუნიციპალური ოლქის „ლომონოსოვსკის“ დეპუტატთა საბჭომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომა მოითხოვა. ასევე, სანქტ-პეტერბურგის სმოლნინსკოეს მუნიციპალიტეტის დეპუტატებმა მოუწოდეს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმას, ვლადიმერ პუტინს ღალატის ბრალდება წაუყენოს, რათა უკრაინაში ომის გამო თანამდებობიდან გადააყენონ.