ძებნის რეზულტატი:

მინისტრი: ლვოვის აეროპორტი შესაძლოა, გახდეს პირველი, რომელიც მუშაობას განაახლებს, თუ მისი უსაფრთხოება გარანტირებული იქნება

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ოლექსანდრ კუბრაკოვმა კიევში იალტის ევროპული სტრატეგიის (YES) ყოველწლიურ კონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინის აეროპორტების მუშაობის განახლებას ტექნიკურად ორი კვირა დასჭირდება. თუმცა მისივე განმარტებით, ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი მუშაობის უსაფრთხოება გარანტირებული იქნება საერთაშორისო პარტნიორებისა და გაეროს მიერ, უკრაინის აეროპორტებმა მუშაობა მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც რუსეთმა 24 თებერვალს, რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.  

მაკრონმა პუტინს ზაპოროჟიეს ატომური ელექსტროსადგურიდან რუსეთის ძალების გაყვანისკენ მოუწოდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან რუსეთის ძალების გაყვანის შესახებ კიდევ ერთხელ მოუწოდა. ამ ინფორმაციას საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით CNN ავრცელებს. „საფრანგეთის პრეზიდენტმა „დაგმო რუსეთის სამხედრო ოპერაციები და გაიმეორა მოთხოვნა, რომ შეწყდეს ის რაც შეიძლება მალე, დაიწყოს მოლაპარაკებები და აღდგეს უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა“, - ნათქვამია მაკრონის ოფისის განცხადებაში. მისივე თანახმად, ემანუელ მაკრონმა მოუწოდა რუსულ ძალებს, „გაიტანონ მძიმე და მსუბუქი იარაღი ქარხნიდან და IAEA-ს რეკომენდაციები მჭიდროდ შესრულდეს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ტერიტორიის უსაფრთხოება“. სატელეფონო საუბრის შესახებ, 11 სექტემბერს, ინფორმაცია გაავრცელა კრემლმაც. მისი მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და მისმა ფრანგმა კოლეგამ ემანუელ მაკრონმა უკრაინაში, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული უსაფრთხოების ვითარება განიხილეს.

ბენ ჰოჯესი: თუ უკრაინას უფრო სწრაფად მივაწვდით საჭირო იარაღს, უკრაინა რუსეთს 23 თებერვლის დროინდელ პოზიციებზე ამ წლის ბოლომდე დააბრუნებს

უკრაინელებს სჭირდებათ შორს-მოქმედი, ზუსტი დამიზნების იარაღი და რა თქმა უნდა, მათ ესაჭიროებათ შეუზღუდავი რაოდენობის ამუნიცია, მათ ესაჭიროებათ ჭურვები. ამის შესახებ Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრის (CEPA) სტრატეგიული კვლევების კათედრის ხელმძღვანელი, 2014-2017 წლებში, ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი აცხადებს. ET: გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გვესმოდა საუბრები, რომ ეს იქნება გაჭიანურებული კონფლიქტი. როგორ ფიქრობთ, ახლა ხომ არ შეიცვალა ეს სიტუაცია და უკრაინის სასარგებლოდ ომის უფრო მალე დასრულების ნიშნები ხომ არ ჩანს? - Europetime-ის ამ შეკითხვას ბენ ჰოჯესმა უპასუხა: „ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ დასავლეთი გადასცემს უკრაინას იმას, რაც მას ესაჭიროება; ყველაფერს, რის გადაცემასაც დავპირდით. და, თუ ამას უფრო სწრაფად გავაკეთებთ, ვფიქრობ, რომ უკრაინა რუსეთს დააბრუნებს 23 თებერვლის დროინდელ პოზიციებზე, ამ წლის ბოლოს. და თუ არ მივაწვდით ამ ყველაფერს, ამას მეტი დრო დასჭირდება. ეს რუსეთს საშუალებას მისცემს, რომ გადაეწყოს, გადააწყოს იარაღი, შეემზადოს... რაც უფრო მალე მოხდება, მით უკეთესი - თუ იგივე ტემპით განვაგრძობთ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, როგორც ახლა, მე დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა რუსეთს დაამარცხებს და ამას ცოტა მეტი დრო დასჭირდება. უკრაინელებს სჭირდებათ შორს-მოქმედი, ზუსტი დამიზნების იარაღი და რა თქმა უნდა, მათ ესაჭიროებათ შეუზღუდავი რაოდენობის ამუნიცია, მათ ესაჭიროებათ ჭურვები. ჩვენ ძალიან ბევრი მივაწოდეთ და უნდა გავზარდოთ მათი წარმოების ტემპები, რადგან თავად ჩვენც და სხვა ქვეყნებსაც ესაჭიროებათ ეს ამუნიცია. ეს გადასაწყვეტია და ინდუსტრია წახალისებული უნდა იყოს, რომ შეძლებისდაგვარად დაჩქარდეს წარმოების ტემპები“. ინტერვიუ სრულად წაიკითხეთ შემდეგ ბმულზე.

ხარკოვის ოლქის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი დააკავეს

ხარკოვის ოლქის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი რომან დუდინი, რომელიც თანამდებობას 2022 წლის მაისამდე იკავებდა, სამშობლოს ღალატშია ეჭვმიტანილი. საგამოძიებო ბიუროს პრესსამსახურმა უკრიანულ მედიას დაუდასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დუდინი დააკავეს. მეტი დეტალი 12 სექტემბერს გასაჯაროვდება. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმრომან დუდინი თანამდებობიდან  29 მაისს გაათავისუფლა. ზელენსკიმ განმარტა, დუდინი სრულმასშტაბიანი ომის პირველივე დღეებიდან ქალაქის დასაცავად მუშაობის ნაცვლად, მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე ზრუნავდა.  

რეზნიკოვის თქმით, უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკების შესახებ რეკომენდაციას არ იღებს და სრულ დეოკუპაციას ითხოვს

„ომის დროს ბევრი რამ ვისწავლეთ, მათ შორის ისიც, რომ არ უნდა ვენდოთ მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებას, რასაც პარტნიორები გვთავაზობენ“, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა. უკრაინა არ იღებს რუსეთთან „სამშვიდობო“ მოლაპარაკებების დაწყების შესახებ დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციებს და დონბასის და ყირიმის სრულ დეოკუპაციას მოითხოვს. „საიდუმლოს გაგანდობთ, ბელორუსსა და სტამბოლში მოლაპარაკებების დროს, რუსებს ვეუბნებოდით, რომ მოლაპარაკებების გასაგრძელებლად ჯარი 23 თებერვლის პოზიციებზე დაებრუნებინათ. მაშინ ეს შესაძლებელი იყო. ასეთი ვარიანტი უკვე შეუძლებელია. ახლა უკრაინა ითხოვს დონბასის და ყირიმის სრულ დეოკუპაციას“, – აცხადებს ოლექსი რეზნიკოვი.  

ვოლოდიმირ ზელენსკი: ამ 200 დღეში ჩვენ ბევრს მივაღწიეთ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი და რთული წინ არის

„200 დღეში ჩვენ ბევრს მივაღწიეთ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი და შესაბამისად, ყველაზე რთული წინ არის. მინდა მივუძღვნა ეს მიმართვა მათ, ვინც წინა ფლანგზეა. ვინც ახლა, ამ რთულ დროს, ყველაზე მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს. ესენი არიან უკრაინის დამცველები. ყველა, ვინც გაბედულად და ძლიერად დგას ამ 200 დღის განმავლობაში, რის შედეგადაც ჩვენი დამოუკიდებლობა და თავისუფლება ურყევია“, - ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინის დამცველებს.  ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დღეს ყველა ხედავს და აღნიშნავს უკრაინის ძალების ქმედებებს უკრაინის ჩრდილოეთით, სამხრეთით და აღმოსავლეთით. „ჩვენი მებრძოლები, რომლებიც გმირულად აკავებდნენ მტერს, ახლა განდევნიან ოკუპანტებს ჩრდილოეთით, სამხრეთით და აღმოსავლეთით. ყველგან ივლიან მხოლოდ ერთი მიმართულებით - წინ და გამარჯვებისკენ. უკრაინის წინააღმდეგობის 200 დღე. თითქმის 5 ათასი საათი. თითქმის 300 ათასი წუთი. თითქმის 20 მილიონი წამი. და, იმდენი მიზეზი, რომ დღეს მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც ეს შესაძლებელი გახადა. ყოველგვარი „თითქმის“ გარეშე. გვჯერა მათი, გვჯერა მათი გამარჯვების. ყოველგვარი „თითქმის“ გარეშე. ესენი არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების, ჩვენი მეომრები. დღეს ყველა ხედავს და აღნიშნავს თქვენს ქმედებებს უკრაინის ჩრდილოეთით, სამხრეთით და აღმოსავლეთით. მსოფლიო შთაბეჭდილების ქვეშაა. მტერი პანიკაშია. უკრაინა ამაყობს თქვენით, სჯერა თქვენი, ლოცულობს თქვენთვის და გელოდებათ. გამარჯვების გზა რთული გზაა. მაგრამ ჩვენ დარწმუნებულები ვართ: თქვენ ეს შეგიძლიათ. თქვენ მიაღწევთ ჩვენს საზღვარს, მის ყველა მონაკვეთს. იხილავთ ჩვენს საზღვრებს და მტერთა ზურგს. თქვენ იხილავთ ჩვენი ხალხის ანთებულ თვალებს და ოკუპანტების განდევნას, რასაც „კეთილგანწყობის ჟესტებს“ დაარქმევენ. ჩვენ მას გამარჯვებას დავარქმევთ.ეს არის გამარჯვების ისტორია. უკრაინის ისტორია. ესენი არიან ჩვენი მეომრები, ჩვენი მებრძოლები, ჩვენი დამცველები. ჩვენთვის თქვენ ნამდვილად ხართ მსოფლიოს პირველი არმია“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.  

ზელენსკი რუსეთს: სიცივე, შიმშილი, სიბნელე და წყურვილი ჩვენთვის იმდენად საშიში და მომაკვდინებელი არ არის, როგორიც თქვენი „მეგობრობა და ძმობა“

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის სარაკეტო იერიშებს გამოეხმაურა და რუსეთს მიმართა, რომ უკრაინელები არ გატყდებიან. „უკრაინა და ცივილიზებული სამყარო ნათლად ხედავენ ამ ტერორისტულ აქტებს, უკუნ სიბნელეშიც კი - მიზანმიმართულ და ცინიკური სარაკეტო დარტყმებს სამოქალაქო კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, და, არა სამხედრო ობიექტებზე. თქვენ მაინც გგონიათ, რომ ჩვენ ერთი ხალხი ვართ? კიდევ ფიქრობთ, რომ შეგვაშინებთ, გაგვტეხთ და რამეს გვაიძულებთ? მართლა ვერ გაიგეთ, რისთვის ვართ და რაზე ვასუბრობთ? კარგად წაიკითხეთ ტუჩების მოძრაობით: გაზის გარეშე თუ თქვენ გარეშე? - თქვენ გარეშე! დენის გარეშე თუ თქვენ გარეშე? - თქვენ გარეშე! უწყლოდ თუ უთქვენოდ? - უთქვენოდ! საკვების გარეშე თუ თქვენ გარეშე? თქვენ გარეშე! სიცივე, შიმშილი, სიბნელე და წყურვილი ჩვენთვის იმდენად საშიში და მომაკვდინებელი არ არის, როგორიც თქვენი "მეგობრობა და ძმობა". მაგრამ ისტორია ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს და ჩვენ გვექნება გაზი, სინათლე, წყალი და საკვები, მაგრამ უთქვენოდ!" ოფიციალური ინფორმაციით, კვირას ხარკოვის მახლობლად მდებარე ინფრასტრუქტურული ობიექტის დაბომბვის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა. ამასთან, რუსეთის ძალებმა უკრაინის რამდენიმე რეგიონის მიმართულებით, 11 საკრუიზო რაკეტა გაისროლეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა ხარკოვში, ერთ-ერთ უმსხვილეს თბოელექტროსადგურზე მიიტანა იერიში. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, „რუსეთის სარაკეტო დარტყმების შედეგად, ხარკოვისა და დონეცკის ოლქებში ელექტროენერგია სრულად გათიშულია. ნაწილობრივი გათიშვაა ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკისა და სუმის რეგიონებში“. უკრაინული მედია წერს, რომ შვიდი რაკეტა მხოლოდ დნეპროპეტროვსკის რეგიონში ჩამოაგდეს. ქალაქ დნიპროზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ორმოცდაშვიდი სახლი დაზიანდა. თავის მხრივ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თქმით, ელექტროენერგიის გათიშვა შეიძლება, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოხდეს, რადგან რუსები ცდილობენ, უკრაინა ელექტროენერგიის, წყლისა და გათბობის გარეშე დატოვონ.

სალომე ზურაბიშვილი: სასამართლო რეფორმების დროს საჭიროა გავიხსენოთ ის, რაც ჩვენს ტრადიციებში არსებობს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მესტიაში განაცხადა, რომ დღევანდელ დღეს ძალიან ბევრი საუბარია სასამართლო რეფორმაზე, რომელიც ერთ-ერთი და მთავარი გასაკეთებელი საკითხია ჩვენი ევროპული გზისათვის სალომე ზურაბიშვილის თქმით, „ამ რეფორმების დროს საჭიროა გავიხსენოთ ის, რაც ჩვენს ტრადიციებში არსებობს (სვანეთშიც.. თუშეთშიც, მაგრამ სვანეთში ბევრად უფრო დახვეწილი და განვითარებული ფორმით) და გამოვიყენოთ სვანური სამართლის ძეგლები“. „მაგალითად, დღეს ძალიან საჭიროა მედიატორობა, სასამართლოები უკვე ვეღარ ასწრებენ სარჩელების შესწავლას და ამდენად, ეს მედიატორის ინსტიტუტი ახალ მნიშვნელობას იძენს და ძალიან პოპულარულია. ეს ტრადიცია აქ არსებობს და რატომ ვიგონებთ ახალს, რაც უკვე გამოგონილია და აქ, სვანებმა უნდა თავიანთი თავი და იდენტობა გამოაჩინონ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მან კიდევ ერთხელ ისაუბრა ეროვნულ თანხმობაზე. მისი თქმით, საზოგადოებას მართლაც უნდა დაწყნარება და მართლაც უნდა ერთობა, რომელიც გააძლიერებს ქვეყანას. „ეს მხარე დღემდე ასე ძლიერი სწორედ იმიტომ მოვიდა, რომ თქვენ იცით ერთობის მნიშვნელობა. მე მინდა, სვანეთიდან, ვთქვა, რომ არ ვეშვები და ეროვნული თანხმობა არის და მუდმივად იქნება ჩემი ძალისხმევა, ვნახავ სადამდე მივალ, ეს მხოლოდ ჩემს ხელში არაა, მაგრამ ერთი რამ ვიცი, რომ ეროვნული თანხმობა ჩემი ახირება არ არის, ეს საზოგადოების დაკვეთაა! საზოგადოებას მართლაც უნდა დაწყნარება და მართლაც უნდა ერთობა, რომელიც გააძლიერებს ქვეყანას. ამის მაგალითი პირდაპირ უკრაინიდან მოდის. თუ არა ერთობა, უკრაინა დღეს დამარცხებული იქნებოდა და თუ აქამდე გაძლო (და თუ ნაწილობრივ უკვე გამარჯვებულია და ვუსურვებ სრულიად გამარჯვებას), ეს იმიტომ, რომ ერთიანი იყო, ერთიანი არის და ერთიანი იქნება! ეს ჩვენც შეგვიძლია. ჩვენ საუკუნეების განმავლობაში ვაჩვენეთ, რომ ეს შეგვიძლია და ეს არ შეიძლება დავივიწყოთ!“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.  

სალომე ზურაბიშვილი: თუ ენერგეტიკული კუთხით არ ვიქნებით დამოუკიდებლები, საერთოდ ვერ ვიქნებით დამოუკიდებელი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მესტიაში განაცხადა, რომ ენერგეტიკა ჩვენი დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია. სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ სვანეთი ასევე ძალიან მდიდარია ენერგორესურსებით. „ყველამ ვიცით, რომ საქართველო დიდწილად სვანეთზეა დამოკიდებული. ვიცით, რომ ენერგეტიკა ჩვენი დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია. თუ ჩვენ ამ კუთხით არ ვიქნებით დამოუკიდებლები, ჩვენ საერთოდ ვერ ვიქნებით დამოუკიდებელი და ეს ძალიან კარგად ჩანს, თუ დღევანდელ მოვლენებს და ევროპის მდგომარეობას შევხედავთ, რომელიც იძულებულია, დაჩქარებული ტემპით მონახოს ენერგეტიკის ალტერნატიული წყაროები, ვხედავთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს თავისუფლების შენარჩუნებისთვის, სვანებისთვის და ყველა ქართველისთვის“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.  

ბრიჯიტ ბრინკი: უკრაინის მიერ ტერიტორიების გათავისუფლების საპასუხოდ, რუსეთი უკრაინის სამოქალაქო კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს ახორციელებს

უკრაინაში აშშ-ის ელჩმა ბრიჯიტ ბრინკმა კვირა საღამოს განაცხადა, რომ რუსეთის დარტყმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, უკრაინის მიერ აღმოსავლეთში ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლების საპასუხოდ მოხდა. „ეს არის რუსეთის აშკარა პასუხი უკრაინის აღმოსავლეთით, ქალაქებისა და სოფლების გათავისუფლებაზე: სარაკეტო იერიში კრიტიკულ სამოქალაქო ინფრასტრუქტუროს განადგურების მცდელობაა“, - აღნიშნავს ბრიჯიტ ბრინკი. ოფიციალური ინფორმაციით, კვირას ხარკოვის მახლობლად მდებარე ინფრასტრუქტურული ობიექტის დაბომბვის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა. ამასთან, რუსეთის ძალებმა რამდენიმე რეგიონის მიმართულებით, 11 საკრუიზო რაკეტა გაისროლეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა ხარკოვში, ერთ-ერთ უმსხვილეს თბოელექტროსადგურზე მიიტანა იერიში. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, „რუსეთის სარაკეტო დარტყმების შედეგად ხარკოვისა და დონეცკის ოლქებში ელექტროენერგია სრულად გათიშულია. ნაწილობრივი გათიშვაა ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკისა და სუმის რეგიონებში“. უკრაინული მედია წერს, რომ შვიდი რაკეტა მხოლოდ დნეპროპეტროვსკის რეგიონში ჩამოაგდეს. ქალაქ დნიპროზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ორმოცდაშვიდი სახლი დაზიანდა. თავის მხრივ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თქმით, ელექტროენერგიის გათიშვა შეიძლება, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოხდეს, რადგან რუსები ცდილობენ, უკრაინა ელექტროენერგიის, წყლისა და გათბობის გარეშე დატოვონ.  

ირაკლი ღარიბაშვილმა და ფილიპ რიკერმა უკრაინაში მიმდინარე ომზე, რეგიონსა და მსოფლიოში შექმნილ უსაფრთხოების ვითარებაზე ისაუბრეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კავკასიის მოლაპარაკებების და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარ მრჩეველს ფილიპ რიკერს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.  ირაკლი ღარიბაშვილმა ფილიპ რიკერს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო აშშ-ის საიმედო პარტნიორი და ერთგული მოკავშირეა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ. ირაკლი ღარიბაშვილმა და ფილიპ რიკერმა უკრაინაში მიმდინარე ომზე და რეგიონსა და მსოფლიოში შექმნილ რთულ უსაფრთხოების ვითარებაზე ისაუბრეს.   საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებას. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია კონფლიქტები მშვიდობიანი გზით მოგვარდეს. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობას.   ფილიპ რიკერმა პრემიერ-მინისტრს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. საუბარი ასევე შეეხო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შუამავლობით და ფილიპ რიკერის ჩართულობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ შეთანხმებას, რის შედეგადაც აზერბაიჯანმა სომეხი ტყვეები გაათავისუფლა, სომხეთმა კი აზერბაიჯანს მნიშვნელოვანი რუკები გადასცა.   განსახილველ საკითხთა შორის ასევე იყო საქართველოს ევროინტეგრაცია. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებით დაადასტურა, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და საქართველო მტკიცედ ადგას ევროპულ გზას. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ესწრებოდნენ.       ასევე ნახეთ Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ ფილიპ რიკერთან

უკრაინის გენშტაბი: ჩვენმა ჯარისკაცებმა ერთ დღეში ოკუპანტებისგან 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს

მტერმა ცოცხალი ძალის მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ერთ დღეში ოკუპანტებისგან 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს, - ამის ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. ბრიჯიტ ბრინკი: უკრაინის მიერ ტერიტორიების გათავისუფლების საპასუხოდ, რუსეთი უკრაინის სამოქალაქო კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს ახორციელებს "მტერმა ცოცხალი ძალის მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა. 810-ე ცალკეულმა საზღვაო ბრიგადამ პირადი შემადგენლობის თითქმის 85% დაკარგა. დანარჩენი სამხედრო მოსამსახურეები უკიდურესად დაბალ მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობაში იმყოფებიან და მასიურად უარს ამბობენ ომის ზონაში დაბრუნებაზე“, - აცხადებენ გენშტაბში. უკრაინის გენშტაბი ბრძოლის ველზე ამ დროისთვის არსებულ სურათს აღწერს ISW: ბოლო 5 დღეში უკრაინამ იმაზე მეტი ტერიტორია დაიკავა, ვიდრე რუსეთის ძალებმა აპრილის შემდეგ რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინულმა ძალებმა მდინარე დნიპროზე, ხერსონის სამი ძირითადი ხიდის მიმართულებით დარტყმები ივლისში დაიწყეს. ამასთან, აშშ-ის ორმა ოფიციალურმა პირმა CNN-თან განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა უკრაინის სამხრეთში დაიწყეს ოპერაციების „ფორმირება“, რათა ტერიტორია ძირითადი კონტრშეტევისთვის მოემზადებინათ. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

პაპუა ახალ გვინეაში, მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა

პაპუა ახალ გვინეაში, ქალაქ კაინანტრუში, 90 კილომეტრის მოშორებით მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას"როიტერი" ავრცელებს. როგორც ცნობილია, მიწისძვრის შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი. მიწისძვრის ეპიცენტრში დაზიანებულია შენობები. ამასთან, სტიქიის ზონაში მოსახლეობას შეფერხებით მიეწოდება ელექტროენერგია და ინტერნეტი.  

დღეიდან რუსეთის მოქალაქეები ევროკავშირთან გამარტივებული სავიზო რეჟიმით ვეღარ ისარგებლებენ

დღეიდან, 12 სექტემბრიდან ევროკავშირის გადაწყვეტილება, რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმების შეჩერების შესახებ, ოფიციალურად ამოქმედდა. ევროკავშირის საბჭომ ევროკავშირსა და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმება შეაჩერა. შესაბამისი გადაწყვეტილება საბჭომ 9 სექტემბერს მიიღო.  რას ნიშნავს ევროკავშირის გადაწყვეტილება სავიზო განაცხადის საფასურის გაზრდას 35 ევროდან 80 ევრომდე, დამატებითი დოკუმენტური მტკიცებულებების წარდგენის საჭიროება; ვიზის დამუშავების დროის გაზრდას და მრავალჯერადი ვიზების გაცემის უფრო შემზღუდველ წესებს; საკონსულოებისთვის სავიზო განაცხადების შესახებ გადაწყვეტილების მიღების სტანდარტული ვადა 10-დან 15 დღემდე გაიზრდება; ეს პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს მაქსიმუმ 45 დღემდე ცალკეულ შემთხვევებში, როდესაც საჭიროა განაცხადის შემდგომი შესწავლა. პოლიტიკურ შეთანხმებას რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის სრულად შეჩერების შესახებ მიღწეულია ევროკავშირმა 31 აგვისტოს მიაღწია.  

61 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი მიხეილ გომიაშვილი

61 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი მიხეილ გომიაშვილი. როგორც ცნობილია, მსახიობი გულის შეტევით გარდაიცვალა. ცნობისთვის, მიხეილ გომიაშვილი დაიბადა 1961 წლის 23 მარტს. 1986 წელს დაასრულა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი. მიხეილ გომიაშვილი 1994 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის სამსახიობო დასში ირიცხებოდა. მიღებული აქვს „ოქროს ნიღბის“ საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის გრან-პრი სპექტაკლებში „მამა“ და „ART-ხელოვნება“. იყო არაერთი კინო თუ თეატრალური როლის შემსრულებელი.    

ISW: უკრაინამ ხარკოვის თითქმის მთლიანად დაბრუნებით, ომის მსვლელობაში გარდატეხა შეიტანა

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის კვლევის ინსტიტუტის(ISW) ექსპერტების შეფასებით, უკრაინის ჯარებმა დიდი მარცხი მიაყენეს რუსეთს, სწრაფი კონტრშეტევის შედეგად და თითქმის მთელი ხარკოვის რეგიონი დაიბრუნეს.  უკრაინის გენშტაბი: ჩვენმა ჯარისკაცებმა ერთ დღეში ოკუპანტებისგან 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს ISW ექსპერტების თქმით, კონტრშეტევა ომს არ დაასრულებს. კამპანია ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინაში საბოლოოდ დასრულდება, რაც რუს ჯარებს საშუალებას მისცემს აღადგინონ სტაბილური თავდაცვითი ხაზი და შესაძლოა ადგილობრივი კონტრშეტევებიც კი განახორციელონ. უკრაინას მოუწევს ახალი კონტრშეტევითი ოპერაციების დაწყება, რათა დაასრულოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის განთავისუფლება, ამასთან დაკავშირებით, ომი, სავარაუდოდ, 2023 წლამდე გაგრძელდება. უკრაინამ ომის დინება თავის სასარგებლოდ აქცია. კიევი, სავარაუდოდ, სულ უფრო მეტად კარნახობს ძირითადი საომარი მოქმედებების ადგილსა და ბუნებას და რუსეთი სულ უფრო არაადეკვატურად უპასუხებს უკრაინის მხრიდან მზარდ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას“, - ნათქვამია ომის კვლევის ინსტიტუტის(ISW) ექსპერტების ანგარიშში.   

ირაკლი ღარიბაშვილი: პატივს მივაგებთ ადამიანს, რომელსაც დამსახურებულად მოვიხსენიებთ ერის მამად, საქართველო არასდროს დაივიწყებს ილია ჭავჭავაძის ხსოვნას

უდიდესი მადლიერების გრძნობით, პატივს მივაგებთ ადამიანს, რომელსაც დამსახურებულად მოვიხსენიებთ ერის მამად, საქართველო არასდროს დაივიწყებს ილია ჭავჭავაძის ნათელ ხსოვნას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი. მთავრობის მეთაურის თქმით, მთელ მსოფლიოში ძნელად თუ მოიძებნება შემთხვევა, როდესაც ერთმა ადამიანმა ასეთი წარმოუდგენელი მასშტაბების პირადი ძალისხმევა გასწია ქვეყნის მომავლის შენებისთვის. ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობამ კულტურაში, პოლიტიკაში, ეკონომიკაში, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში გაკვალა ქვეყნის განვითარების ის გზა, რომელსაც დღესაც მივყვებით. „დღეს 115 წელი შესრულდა საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენიდან - ილია ჭავჭავაძის მკვლელობიდან. მთელ მსოფლიოში ძნელად თუ მოიძებნება შემთხვევა, როდესაც ერთმა ადამიანმა ასეთი წარმოუდგენელი მასშტაბების პირადი ძალისხმევა გასწია ქვეყნის მომავლის შენებისთვის. ილიას მოღვაწეობამ კულტურაში, პოლიტიკაში, ეკონომიკაში, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში გაკვალა ქვეყნის განვითარების ის გზა, რომელსაც დღესაც მივყვებით. 1987 წელს მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის თაოსნობით ამ უდიდესი ღვაწლის აღიარებამ და ილია ჭავჭავაძის წმინდანად შერაცხვამ მძლავრი სტიმული მისცა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას, რაც საბოლოოდ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობით დაგვირგვინდა. დღეს კიდევ ერთხელ, უდიდესი მადლიერების გრძნობით, პატივს მივაგებთ ადამიანს, რომელსაც დამსახურებულად მოვიხსენიებთ ერის მამად. საქართველო არასდროს დაივიწყებს ილია ჭავჭავაძის ნათელ ხსოვნას,” - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.  

ოლექსი რეზნიკოვი: კონტრშეტევის წარმატება იმის ნიშანია, რომ რუსეთის დამარცხება შესაძლებელია

უკრაინამ უნდა დაიცვას ის უზარმაზარი ტერიტორია, რომელიც ბოლო დღეებში კონტრშეტევებით რუსი ოკუპანტებისგან გაათავისუფლა, ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის კონტრშეტევის შედეგად, დაახლოებით 3000 კვ.კილომეტრის ტერიტოტია გათავისუფლდა.  „უკრაინული ბლიცკრიგი“, რომელსაც რეზნიკოვმა „დაღმართზე მოძრავი თოვლის ბურთი" უწოდა, რუსეთის ყველაზე დიდი მარცხია 24 თებერვლის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ, აღნიშნავს FT. რეზნიკოვმა თქვა, რომ უკრაინის ჯარები დაიღალნენ ექვსდღიანი შეტევის შემდეგ, მაგრამ მათი მორალი მაღალი იყო. „ეს იმის ნიშანია, რომ რუსეთის დამარცხება შესაძლებელია“, - აღნიშნა რეზნიკოვმა.  მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ რუსულმა ძალებმა კონტრშეტევა განახორციელონ უკრაინის არმიის მომარაგების ხაზზე. გარდა ამისა, უკრაინის ჯარები თუ უფრო შორს წავლენ შესაძლოა, ალყაში აღმოჩდნენ.     

უკრაინის უშიშროების სამსახური: რუსი დამპყრობლები გარბიან და საბრძოლო მასალის მთელ არსენალს ტოვებენ

რუსი დამპყრობლები ისე გარბიან უკრაინელი ჯარისკაცებისგან, რომ საბრძოლო მასალის მთელ არსენალს ტოვებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უშიშროების სამსახური ავრცელებს. ISW: უკრაინამ ხარკოვის თითქმის მთლიანად დაბრუნებით, ომის მსვლელობაში გარდატეხა შეიტანა უკრაინის გენშტაბი: ჩვენმა ჯარისკაცებმა ერთ დღეში ოკუპანტებისგან 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს „რუსი დამპყრობლები ისე გარბიან უკრაინელი ჯარისკაცებისგან, რომ საბრძოლო მასალის მთელ არსენალს ტოვებენ. ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ მას დანიშნულებისამებრ - მტრის წინააღმდეგ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. უკრაინის გენშტაბი ბრძოლის ველზე ამ დროისთვის არსებულ სურათს აღწერს ISW: ბოლო 5 დღეში უკრაინამ იმაზე მეტი ტერიტორია დაიკავა, ვიდრე რუსეთის ძალებმა აპრილის შემდეგ რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინულმა ძალებმა მდინარე დნიპროზე, ხერსონის სამი ძირითადი ხიდის მიმართულებით დარტყმები ივლისში დაიწყეს. ამასთან, აშშ-ის ორმა ოფიციალურმა პირმა CNN-თან განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა უკრაინის სამხრეთში დაიწყეს ოპერაციების „ფორმირება“, რათა ტერიტორია ძირითადი კონტრშეტევისთვის მოემზადებინათ. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ავსტრიის პრეზიდენტი: პუტინი ყოველ კუბურ მეტრ გაზს, ევროპის გასაყოფად იყენებს

არჩევნების წინა დღეს ავსტრიის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვან დერ ბელენმა, რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევისკენ მოუწოდა და მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მკაცრ სანქციებს. ევროკავშირის ქვეყნებმა წლის დასაწყისიდან რუსეთიდან გაზის იმპორტი 48%-ით შეამცირეს მისი თქმით, პუტინი ყოველ კუბურ მეტრ გაზს, ევროპის გასაყოფად იყენებს „არ ჩაერთოთ რუსეთის რეჟიმთან შეთანხმებაში და გამოდით იმ დამოკიდებულებიდან, რომელიც თქვენ თავად შექმენით“ და ამისთვის საჭიროა ინვესტიცია განახლებული ენერგიის წყაროებში და ენერგიის დაზოგვა, - განაცხადა ავსტრიის პრეზიდენტმა. Bloomberg: ევროპისთვის გაზის სრულად შეწყვეტის გამო, რუსეთის ბიუჯეტი ყოველწლიურად $6,6 მილიარდს დაკარგავს „ეს ადვილი არ არის და შრომას მოითხოვს. თუ ერთმანეთს კარგი ავსტრიული ტრადიციების მიხედვით დავეხმარებით და ერთმანეთზე ვიზრუნებთ, დარწმუნებული ვარ, რომ ამას შევძლებთ", - განაცხადა ალექსანდრ ვან დერ ბელენმა.  შეგახსენებთ, რომ 9 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების საუკეთესო შანსი მოქმედ პრეზიდენტს ალექსანდრ ვან დერ ბელენს აქვს. გასულ კვირას ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრ შალენბერგმა განაცხადა, რომ „რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დღითიდღე უფრო ეფექტური ხდება“.