ძებნის რეზულტატი:
საქართველოსა და გერმანიას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის დოკუმენტს ხელი მოეწერა
საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. დოკუმენტს ბერლინში ხელი მოაწერეს, საქართველოს მთავრობის სახელით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა და გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ილია დარჩიაშვილი გერმანელ კოლეგას შეხვდა მათივე ცნობით, შეთანხმება კომპლექსური დოკუმენტია და მიზნად ისახავს საქართველოსა და გერმანიას შორის კულტურის, განათლების, სამეცნიერო სფეროებსა და ხალხთაშორის ფორმატებში კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას. "შეთანხმებაში ხაზგასმულია ქართველი და გერმანელი ხალხის მიერ მსოფლიოს საერთო კულტურული მემკვიდრეობისთვის გაწეული ისტორიულ წვლილი და აღნიშნულია, რომ მხარეებმა ხელი უნდა შეუწყონ მდიდარი კულტურის შესახებ ინფორმაციის ურთიერთგაცვლას და ცნობადობის ამაღლებას,მათ შორის კულტურული პროექტების, გაცვლითი პროგრამების უზრუნველყოფას, სახელოვნებო, სამეცნიერო და პედაგოგიური სფეროს წარმომადგენელთა კიდევ უფრო დაახლოებას და ა.შ.მემორანდუმი ასევე მოიცავს საქართველოსა და გერმანიას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობას, რაც გულისხმობს ორი ქვეყნის კავშირების განვითარებას, სასკოლო, უმაღლესი თუ პროფესიული განათლების სფეროში, ასევე საექსპერტო და აკადემიური წრეების დაახლოებას, სტუდენტური პროგრამების გაცვლას, უმაღლესი განათლების შესაძლებლობების გახსნას ქართველი სტუდენტებისთვის და ა.შ. ორი ქვეყნის ენების შესწავლის დამატებით შესაძლებლობებს და მათ შორის გერმანული საერთაშორისო სასკოლო ატესტატის მქონე აბიტურიენტებისთვის გერმანიის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობებს. შეთანხმება ასევე გულისხმობს მხარდაჭერას გერმანიაში მცხოვრები ქართული დიასპორისთვის და მათთვის დამატებით შესაძლებლობებს თავიანთი ენის, კულტურის, ტრადიციების და თვითმყოფადობის შენარჩუნების თვალსაზრისით. მხარეების შორის ხელმოწერილი კომპლექსური დოკუმენტი ასევე მოიცავს თანამშრომლობას ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებით. ასევე საგამომცემლო საქმიანობაში თანამშრომლობას, საბიბლიოთეკო სფეროში დაგროვილი გამოცდილების გაზიარებას. განსაკუთრებული ყურადღებაა დათმობილი სამეცნიერო სფეროში მდიდარი პოტენციალის გაცვლასა და აკადემიური წრეების დაახლოებაზე. შეთანხმება ასევე გულისხმობს ერთობლივი აკადემიური ხარისხის გაცემაზე თანამშრომლობას. აღსანიშნავია, რომ ქვეყნებს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებაზე მუშაობა 2013 წელს განახლდა", - აღნიშულია ინფორმაციაში.
პროკურატურამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის, ტარების ფაქტზე ერთ პირს, მეორე პირს გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 11 სექტემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთში, ვ.გ.-მ პირადი დაპირისპირების გამო, „მაკაროვი“-ს სისტემის პისტოლეტიდან ავტომანქანაში მყოფი გ.რ.-ს მიმართულებით გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად მიღებული დაზიანებით დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. „ვინაიდან ვ.გ. თავს არიდებს გამოძიებას, მას ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, ის სამართალდამცველებმა 12 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მესამე ნაწილით (მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა მოწმის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებით სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
დმიტრო კულება: რუსეთთან „მოლაპარაკებები“ ბრძოლის ველზე მიმდინარეობს
„ჩვენ რუსეთთან ომში ვართ არა იმისთვის, რომ მივიღოთ მათთან საუბრის შესაძლებლობა, არამედ იმისთვის, რომ გავიმარჯვოთ“, -ამის შესახებ უკრაინულ მედიას, საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განუცხადა. მისი თქმით უკრაინის კონტრშეტევა ასევე ხელს შეუწყობს საერთაშორისო დახმარების ზრდას. ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩემი პრინციპია - არ ველეპარაკები მათ, ვინც ულტიმატუმებს მიყენებს კულებას განცხადებით, უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკების ვარიანტს არ უარყოფს, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა რუსეთის არმია მაქსიმალურად შესუსტდება. „მოლაპარაკების ვარიანტს არავინ უარყოფს, ნებისმიერი ომი მოლაპარაკებით მთავრდება, მაგრამ საკითხავია, რა პოზიციაზე ზიხარ მოლაპარაკების მაგიდასთან. დღეს რუსეთთან მოლაპარაკებები ბრძოლის ველზე მიმდინარეობს და ეს არის მოლაპარაკების ერთადერთი ტიპი, რომელიც მას ნამდვილად ესმის. მაგრამ ჩვენ მზად ვართ დავსხდეთ მაგიდასთან, თუ საქმე უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის სრულ აღდგენას ეხება. ჩვენ ეს ძალიან მკაფიოდ ვუთხარით ყველა პარტნიორს", - აცხადებს კულება.
ტოივო კლაარი ვითარების გამწვავების გამო, აზერბაიჯანსა და სომხეთში ჩავა
სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლი, ტოივო კლაარი აზერაიჯანსა და სომხეთს შორის ვითარების ესკალაცის გამო, ჯერ აზერბაიჯანში, შემდეგ კი სომხეთში ჩავა. ევროკავშირმა მოუწოდა სომხეთსა და აზერბაიჯანს, დაბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან, მთიან ყარაბაღში ვითერების გამწვავების შემდეგ და ორივე ქვეყანაში თავისი სპეციალური წარმომადგენელი გაგზავნა. „ბოლო საათებში სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სერიოზული ბრძოლები მიმდინარეობდა, რის შედეგადაც ადამიანები დაიღუპნენ. ძალზე მნიშვნელოვანია საომარი მოქმედებების შეწყვეტა და მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება. ყველა ძალა უნდა დაბრუნდეს იმ პოზიციებზე, რომლებიც ადრე იკავებდა. ეს ესკალაცია და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სრულად უნდა იყოს დაცული“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა. მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან არსებული დაძაბული ვითარების ფონზე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლზ მიშელთან სატელეფონო საუბარი გამართა. აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. 13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და, ასევე, გაეროს მიმართა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბერლინში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით დღეს გაემგზავრა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.
ჩავუშოღლუ: ანკარა ერევანს პროვოკაციების შეწყვეტისკენ მოუწოდებს
სომხეთმა უარი უნდა თქვას პროვოკაციებზე და აზერბაიჯანთან შეთანხმებების ფარგლებში, სამშვიდობო მოლაპარაკებებსა და თანამშრომლობაზე მოახდინოს კონცენტრირება. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. თურქეთის დიპლომატიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მან თავის აზერბაიჯანელ კოლეგა ჯეიჰუნ ბაირამოვთან სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ახალი გამწვავების თემაზე, უკვე ისაუბრა. თურქეთი ყოველთვის მხარს დაუჭერს აზერბაიჯანს. ძმური ქვეყანა არასოდეს დარჩება მარტო. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ სამშაბათს ანკარის საგარეო პოლიტიკაზე გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა. 13 სექტემბრის ღამეს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. აზერბაიჯანიმა, სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ დაშქესანის, კალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით განხორციელებული ფართომასშტაბიანი პროვოკაციების შესახებ განაცხადა. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიამ არტილერიის და მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენებით, ინტენსიური სროლა დაიწყო დასახლებული პუნქტების, გორისის, სოტქისა და ჯერმუკის მიმართულებით და სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციები დაცხრილა, რასაც მათი მხრიდან მოჰყვა თანაზომიერი რეაქცია. 13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და ასევე, გაეროს მიმართა.
სალომე ზურაბიშვილმა გაერთიანებული სამეფოს დედოფლის, ელისაბედ II-ის გარდაცვალების გამო გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გაერთიანებული სამეფოს დედოფლის, ელისაბედ II-ის გარდაცვალების გამოსაელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. დიდი ბრიტანეთის დედოფალი, ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა ,,დიდი მწუხარებით გამოვხატავ სამძიმარს მისი უდიდებულესობის, დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალების გამო. ქართველი ხალხის სახელით, მინდა, ჩემი გულითადი თანაგრძნობა გამოვუცხადო სამეფო ოჯახსა და გაერთიანებული სამეფოს ხალხს. როდესაც ჩვენ თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ქალ ლიდერს ვემშვიდობებით, დარწმუნებული ვარ, რომ თავდადებითა და პროფესიონალიზმით, მისი უდიდებულესობა მომავალი თაობებისთვის კვლავ მისაბაძი მაგალითი იქნება“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში. ცნობისთვის, პრინცესა ელისაბედი 1926 წლის 21 აპრილს, ლონდონში დაიბადა. ტახტზე მამის, ჯორჯ მეექვსის გარდაცვალების შემდეგ, 1952 წლის 6 თებერვალს ავიდა. 1940 წელს, 13 წლის ასაკში, რადიოს საშუალებით ელისაბედმა პირველად მიმართა ხალხს ოფიციალურად და განაცხადა, რომ ყველა ყველაფერს აკეთებდა, რათა მეორე მსოფლიო ომი კარგად დასრულებულიყო. 1947 წელს ელისაბედი დაქორწინდა პრინც ფილიპზე და მისგან ოთხი შვილი: ჩარლზი, ენი, ენდრიუ და ედუარდი ჰყავს. 1952 წლის 6 თებერვალს, როცა ფილიპი და ელისაბედი ვიზიტით კენიაში იმყოფებოდნენ ჯორჯ მეექვსე გარდაიცვალა. ელისაბედი დაბრუნდა ლონდონში, მაგრამ უკვე დედოფლის და არა პრინცესას სტატუსით.
BBC: ბრიტანეთის დედოფლის დაკრძალვაზე რუსეთი, ბელორუსი და მიანმარი არ მიიწვიეს
ბრიტანეთის დედოფალ ელიზაბეტ II-ის დაკრძალვაზე რუსეთის, ბელორუსისა და მიანმარის წარმომადგენლები არ იყვნენ მიწვეული. ამის შესახებ BBC ბრიტანეთის მთავრობის წყაროებიზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით, დედოფლის დაკრძალვაზე ირანის რესპუბლიკა მხოლოდ ელჩების დონეზე იქნება წარმოდგენილი. მოსალოდნელია, რომ მონარქთან გამოსამშვიდობებლად, ბრიტანეთში მთელი მსოფლიოდან 500-მდე მაღალი რანგის პოლიტიკოსი ჩავა. მოახლოებულ დაკრძალვას ათწლეულების განმავლობაში დიდ ბრიტანეთში ჩატარებულ ყველაზე დიდ დიპლომატიურ შეკრებას უწოდებენ. მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკრძალვაზე მოწვეულ სტუმრებს ურჩევენ არ ისარგებლონ კერძო ტრანსპორტით - ისინი გადაადგილდებიან სპეციალური ავტობუსებით. გამონაკლისი იქნება აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. სახელმწიფოს მეთაურებს დაკრძალვაზე კიდევ ერთი ადამიანის წაყვანის უფლება აქვთ.
20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე დაკავებული 8 პირიდან 5 სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
მოსამართლის გადაწყვეტილებით სხდომათა დარბაზიდან 10 000 -ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა ჯგუფურ ხულიგნობაში ბრალდებული 3 პირი, ასევე, ცრუ ინფორმაციის მიწოდებასა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული 2 პირი: რატი ჩაჩანიძე, ირაკლი ასლანაძე, ნიკოლოზ ბაზაძე, ოთარ კვირაია და დავით ხარისჭირაშვილი. ცხვარიჭამიაში, 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის ბრალდებით დაკავებული დავით ჯიჯეიშვილი, ასევე ჯგუფურ ხულიგნობაში ბრალდებულები: გიორგი ხორავა და გიორგი კუჭავა კვლავ პატიმრობაში რჩებიან. აღნიშნული გადაწყვეტილება მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ვაჟა ფუხაშვილმა მიიღო. ცნობისთვის, ცხვარიჭამიაში ორი თვის წინ, ახალგაზდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა, ერთ-ერთმა ახალგაზრდამ, სავარაუდოდ, დავით ჯიჯეიშვილმა მირიან კუკავას გულ-მკერდის არეში დანით ჭრილობა მიაყენა, რა დროსაც კუკავა დაიღუპა.
ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შუამავლობისთვის მზადაა
ევროკავშირი მოუწოდებს აზერბაიჯანსა და სომხეთს, შეწყვიტონ საომარი მოქმედებები და დაბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან, ასევე სრულად დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. ტოივო კლაარი ვითარების გამწვავების გამო, აზერბაიჯანსა და საომხეთში ჩავა „ევროკავშირს გადაწყვეტილი აქვს განაგრძოს პატიოსანი შუამავლის როლი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რათა დაეხმაროს საერთო მიზნის მიღწევაში, რაც ყველა ხალხის საკეთილდღეოდ, უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი სამხრეთ კავკასიის შექმნას ემსახურება“, - თქვა მან. ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ტოივო კლაარი, დაუყოვნებლივ გაემგზავრება ორ ქვეყანაში, რათა მხარი დაუჭიროს აუცილებელ დეესკალაციას და ბრიუსელში ბაქოსა და ერევანს შორის დიალოგის პროცესში შემდეგი ნაბიჯები განიხილოს. მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან არსებული დაძაბული ვითარების ფონზე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლზ მიშელთან სატელეფონო საუბარი გამართა. 13 სექტემბრის ღამეს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. აზერბაიჯანიმა, სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ დაშქესანის, კალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით განხორციელებული ფართომასშტაბიანი პროვოკაციების შესახებ განაცხადა. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიამ არტილერიის და მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენებით, ინტენსიური სროლა დაიწყო დასახლებული პუნქტების, გორისის, სოტქისა და ჯერმუკის მიმართულებით და სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციები დაცხრილა, რასაც მათი მხრიდან მოჰყვა თანაზომიერი რეაქცია. 13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და ასევე, გაეროს მიმართა.
ყასიმ ჟომართ თოყაევი თანახმაა, ყაზახეთის დედაქალაქს ისევ ასტანა ეწოდოს
ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ ჟომართ თოყაევი, ქვეყნის პარლამენტის ქვედა პალატის შეთავაზებას დათანხმდა, რომლის საფუძველზეც დედაქალაქს კვლავ ასტანა ეწოდება. დედაქალაქისთვის ქვეყნის პირველი პრეზიდენტის სახელის ნურ-სულთანის დარქმევის ინიციატივა თოყაევმა სამი წლის წინ, 2019 წლის 20 მარტს გამოაცხადა - იმ დღეს, როდესაც ის პრეზიდენტი გახდა. ყაზახეთის პარლამენტმა იმავე დღეს ორი მოსმენით მხარი დაუჭირა ყაზახეთის დედაქალაქისთვის სახელის გადარქმევას. დედაქალაქის სახელის შეცვლის წინააღმდეგ გამართული აქციები და საპროტესტო გამოსვლები დაპატიმრებებით დასრულდა.
რომის პაპი ყაზახეთში ჩავიდა
რომის პაპი ყაზახეთში სამოციქულო მოგზაურობის დასაწყებად ჩავიდა. რომის პაპი ყაზახეთში ხვალ ჩავა მას ნურ-სულთანის აეროპორტში, სამოქალაქო და რელიგიური ლიდერების დელეგაცია, მათ შორის პრეზიდენტი ყასიმ ჟომართ თოყაევი დახვდა. პაპი ფრანციკეს პირველად პრეზიდენტის სასახლეში მივა, სადაც ის ქვეყნის ხელისუფლებას, საჯარო მოხელეებსა და დიპლომატიურ კორპუსს შეხვდება. რომის პაპი ყაზახეთს, მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერთა მე-7 კონგრესზე დასასწრებად სტუმრობს, რომელშიც 100-მდე ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს. რომის პაპის ვიზიტი ყაზახეთში 15 სექტემბერს დასრულდება.
ლაშა ხუციშვილი: მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოში, 3.9 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც საქართველო გახდა მსოფლიო ბანკის წევრი, მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოში 3.9 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა. „დღეს აღინიშნება 30 წლის იუბილე მას შემდეგ, რას საქართველო გახდა მსოფლიო ბანკის წევრი. ამ 30 წლის განმავლობაში მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოში განხორციელდა ინვესტიცია 3.9 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით, ასევე განხორციელებულია ასობით პროექტი, რომელიც დაეხმარა ჩვენს ქვეყანას წინსვლასა და განვითარებაში. მსოფლიო ბანკის პორტფელი მოიცავს როგორც ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ასევე სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, განათლების პროექტებს და სხვა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანს“ – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა. ამასთან, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში მსოფლიო ბანკისა და საქართველოს შორის თანამშრომლობის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
პროკურატურა: არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს პროკურატურის სააპელაციო საჩივარი, გააუქმა გურჯაანის რაიონული სასამართლოს განაჩენი და არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე, ერთი პირი დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 21 დეკემბერს, ბრალდებულმა ორ პირთან ერთად, ცოლად შერთვის მიზნით, უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება არასრულწლოვანს, შემდეგ კი დაზარალებული გააუპატიურა. "აღსანიშნავია, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებების მიუხედავად, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ 2021 წლის 23 სექტემბრის განაჩენით აღნიშნული პირი გაუპატიურების ფაქტზე გაამართლა, სამივე პირი დამნაშავედ ცნო ჯგუფურად ჩადენილი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე და თითოეულს 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. პროკურატურა აღნიშნულ განაჩენს კატეგორიულად არ დაეთანხმა და სასამართლოს განაჩენი გაუპატიურების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მეოთხე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ გაუპატიურება) და სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
ანალენა ბერბოკი: გერმანია ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს ურყევი მხარდამჭერი იქნება
ახლა მნიშვნელოვანია, საქართველომ სწრაფად გადაიდგას შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე. გერმანია ამ გზაზე ურყევად იქნება საქართველოს მხარდამჭერი, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა ქართველ კოლეგასთან ილია დარჩიაშვილთან შეხვედრისას განაცხადა. ილია დარჩიაშვილი გერმანელ კოლეგას შეხვდა "საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილს წარმოადგენს. ახლა მნიშვნელოვანია, სწრაფად გადაიდგას შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე. გერმანია ამ გზაზე ურყევად იქნება საქართველოს მხარდამჭერი, განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა ქართველ კოლეგასთან ილია დარჩიაშვილთან შეხვედრისას. დღეს ხელმოწერილი შეთანხმება კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ორიენტირებულია საქართველოსა და გერმანიის მოქალაქეებზე და ითვალისწინებს ენების სწავლებისა და სწავლის უფრო მეტ წახალისებას, თანამშრომლობას განათლებისა და სპორტის მიმართულებებით, ასევე საგანმანათლებლო დოკუმენტების გაადვილებულ აღიარებას და კულტურის ფასეულობებით არალეგალურ ვაჭრობასთან ბრძოლას", - განაცხადა ბერბოკმა. საქართველოსა და გერმანიას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის დოკუმენტს ხელი მოეწერა
საქართველოში კოვიდსტატისტიკა თვეში ერთხელ განახლდება
მომდევნო კოვიდსტატისტიკა ოქტომბრის დასაწყისში გამოქვეყნდება, რის შემდეგაც მონაცემები ყოველთვიურად განახლდება. ცნობისთვის, მიმდინარე წლის მაისის დასაწყისიდან კოვიდსტატისტიკა ყოველკვირეულად ქვეყნდებოდა. ამასთან, დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე სტატისტიკა არ განახლებულა.
ილია დარჩიაშვილი: გერმანია არის ქვეყანა, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას
ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, მოვილაპარაკეთ, რომ საქართველო იქნება გერმანიის საერთაშორისო დღის წესრიგში, რაც ვფიქრობ, დაგვეხმარება ჩვენს პარტნიორებთან ერთად გავაგრძელოთ ძალიან აქტიური მუშაობა, იმისთვის, რომ ჩვენი ევროპული ინტეგრაცია გავხადოთ კიდევ უფრო ძლიერი, შედეგზე ორიენტირებული , - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ბერლინში ვიზიტის ფარგლებში, გერმანელ კოლეგასთან ანალენა ბერბოკთან შეხვედრის შეფასებისას განაცხადა. ანალენა ბერბოკი: გერმანია ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს ურყევი მხარდამჭერი იქნება "ქართულმა მხარემ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმ ქმედებების შესახებ, რომელიც საქართველოს მთავრობამ და მმართველმა გუნდმა განახორციელა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით. გერმანული მხარისთვის ნათელი გახდა, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს მაქსიმალური ინკლუზიურობის დაცვით, ეს პროცესი მიიყვანოს ბოლომდე. რა თქმა უნდა, ჩემი კოლეგისგან გვქონდა სრული მხარდაჭერა იმ მიმართულებით, რომ საქართველო იყოს აქტუალური მათ საგარეო პოლიტიკაში და გერმანიამ მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას“, - განაცხადა დარჩიაშვილმა. ილია დარჩიაშვილი გერმანელ კოლეგას შეხვდა
მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი: საუკეთესო რეცეპტი მდგრადი ეკონომიკის ასაშენებლად, რეფორმების განხორციელებაა
საუკეთესო რეცეპტი მდგრადი ეკონომიკის ასაშენებლად, რეფორმების განხორციელებაა, - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, ანა ბიერდემ განაცხადა. ლაშა ხუციშვილი: მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოში, 3.9 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა „ბოლო რამდენიმე წელი წარმოუდგენლად რთული იყო. გვქონდა 2020 წელი კოვიდთან ერთად. რა თქმა უნდა, რთული წელი იყო მსოფლიოსთვის და საქართველოსთვისაც. 2021 წელი აღმშენებლობის წელი იყო. საქართველომ წარმოუდგენლად კარგად მიაღწია ზრდას და წელსაც იყო სხვადასხვა ეტაპი. ვიცოდით, რომ 2022 შეიძლებოდა არ ყოფილიყო ისეთი ძლიერი, როგორც 2021, მაგრამ რასაც ახლა ვხედავთ რეგიონში, რეალურად არის ძალიან მნიშვნელოვანი ზრდის ტემპები, და ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენ ვნახეთ ტურიზმის განახლება რეგიონში, რაც ძალიან კარგია. ჩვენ ვხედავთ ძლიერ საგარეო მოთხოვნებს ექსპორტზე, რაც ასევე კარგია და ჩვენ ასევე ვხედავთ რეფორმებზე მდგარი ფოკუსირების სარგებელს, რომელზეც მე ყოველთვის ვამბობ, რომ საუკეთესო რეცეპტია მდგრადი ეკონომიკის ასაშენებლად რეფორმების განხორციელება“, - აღნიშნა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.
ამერიკის საელჩო: ვაფასებთ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ გაწეულ მხარდაჭერას, საელჩოს ტერიტორიაზე უსაფრთხოების საკითხზე რეაგირების კუთხით
საქართველოში აშშ-ს საელჩო მათ ტერიტორიაზე გამნაღმველების სავარაუდო მუშაობასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. აშშ-ის საელჩო ოფიციალურად ადასტურებს, რომ დიპლომატიური უწყების ტერიტორიაზე სამართალდამცველები მუშაობენ. „აშშ-ის საელჩო აფასებს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ გაწეულ მხარდაჭერასა და თანამშრომლობას, დღეს საელჩოს ტერიტორიაზე უსაფრთხოების საკითხზე რეაგირების კუთხით", - ვკითხულობთ განცხადებაში. მანამდე „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ს საელჩოს შენობის მიმდებარედ გამნაღმველები და კინოლოგები მუშაობენ, ხოლო საელჩოდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა.
ანდრი ერმაკმა და ანდერს ფოგ რასმუსენმა კიევში, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ რეკომენდაციები წარადგინეს
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრეი იერმაკმა და NATO-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა დღეს კიევში უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ რეკომენდაციები წარადგინეს. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი: შვიდი ქვეყანა მზადაა, გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი რეკომენდაციებში არის მოწოდებას კიევის უსაფრთხოების ხელშეკრულების შექმნის შესახებ - ერთობლივი დოკუმენტს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რომელიც გააერთიანებს უკრაინასა და გარანტორ ქვეყნებს. რეკომენდაციები: უკრაინის უსაფრთხოების ყველაზე ძლიერი გარანტია არის მისი უნარი, დაიცვას თავი აგრესორისგან გაეროს წესდების 51-ე მუხლის შესაბამისად. ამისთვის უკრაინას სჭირდება რესურსები ძლიერი შეიარაღებული ძალების შესანარჩუნებლად, რომელსაც შეუძლია დაუპირისპირდეს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებს და სხვა გასამხედროებულ ფორმირებებს. - ეს მოითხოვს მრავალწლიან სტაბილურ ინვესტიციებს უკრაინის თავდაცვისა და სამრეწველო ბაზაში, იარაღის ფართომასშტაბიან გადაცემას და მოკავშირეების დაზვერვის მხარდაჭერას, ინტენსიურ სასწავლო მისიებს და ერთობლივ წვრთნებს ევროკავშირისა და NATO-ს ეგიდით. უსაფრთხოების გარანტიები უნდა იყოს დამადასტურებელი და მკაფიოდ ჩამოყალიბებული; ისინი ასახავს უკრაინასთან ერთად გარანტორთა ჯგუფის მიერ აღებულ მთელ რიგ ვალდებულებებს. გარანტიები უნდა იყოს პოლიტიკურად და იურიდიულად სავალდებულო ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე, მაგრამ გაერთიანებული ერთობლივი სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტის ფარგლებში, სახელწოდებით „კიევის უსაფრთხოების ხელშეკრულება“. ხელშეკრულება გააერთიანებს მოკავშირე ქვეყნების ძირითად ჯგუფს და უკრაინას. გარანტორ სახელმწიფოთა ჯგუფი შეიძლება გახდეს აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, პოლონეთი, იტალია, გერმანია, საფრანგეთი, ავსტრალია, თურქეთი, ასევე ჩრდილოეთ ევროპისა და ბალტიის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები. გარანტიების პაკეტი შეიცავს როგორც სამხედრო, ფინანსური, ინფრასტრუქტურული, ტექნიკური და საინფორმაციო ხასიათის პრევენციულ ზომებს ახალი აგრესიის თავიდან ასაცილებლად, ასევე ზომებს, რომლებიც დაუყოვნებლივ უნდა იქნას მიღებული უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ახალი ხელყოფის შემთხვევაში. გარდა ამისა, კიევის უსაფრთხოების ხელშეკრულების სტრუქტურა ითვალისწინებს სრულფასოვან სანქციების პაკეტს აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ და ასევე შეიძლება შეიცავდეს დამატებით კომპონენტებს, როგორიცაა შეთანხმებები უკრაინის თანამედროვე საჰაერო თავდაცვის/რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებით უზრუნველყოფის შესახებ, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების რეგიონული შეთანხმებები და ა.შ. უსაფრთხოების გარანტიები არ ცვლის უკრაინის ნატოში გაწევრიანების სურვილს. ეს მისწრაფება დაფიქსირებულია უკრაინის კონსტიტუციაში და არის უკრაინის სუვერენული გადაწყვეტილება. ასევე, უკრაინა ევროკავშირის წევრობის გზაზეა და გაწევრიანების შემდეგ მას შეეძლება გამოიყენოს ორმხრივი თავდაცვის შესახებ დებულებები. ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება მნიშვნელოვნად გააძლიერებს უკრაინის უსაფრთხოებას გრძელვადიან პერსპექტივაში. დღეს მოყვანილი გარანტიები არანაირად არ არღვევს ამ მიზანს, მაგრამ მიზნად ისახავს უკრაინისთვის, შეიარაღებული თავდასხმის ან აგრესიის შეკავების შესაძლებლობის მიცემას, ხოლო თავდასხმის შემთხვევაში, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოების დაცვას ნებისმიერ პირობებში. „როდესაც ეს ომი დასრულდება, ჩვენ უნდა შევქმნათ გარანტია, რომ რუსეთი ვეღარასოდეს შეიჭრას უკრაინაში. ამის საუკეთესო საშუალებაა, რომ უკრაინას ჰქონდეს მნიშვნელოვანი სამხედრო ძალა, რომლითაც რუსეთის ნებისმიერ სამომავლო თავდასხმას გაუმკლავდება“, - განაცხადა ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა.