ძებნის რეზულტატი:

„ქართული ოცნების“ ინიციატივით, 2024 წლიდან საქართველოში არჩევნები ელექტრონულად ჩატარდება

„ქართული ოცნება" საქართველოში არჩევნების ელექტრონულად ჩატარების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.  მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება იქნება საარჩევნო რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილი, რომელიც არჩევნების შედეგების გარშემო მანიპულირების პრობლემას მინიმუმამდე შეამცირებს. „შესაბამისი რეფორმის განსახორციელებლად, საქართველოს პარლამენტში შექმნილია სამუშაო ჯგუფი გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით. სამუშაო ჯგუფის მიერ უახლოეს მომავალში შემუშავდება კანონპროექტების პაკეტი, რომელიც, არსებითად, ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს და სამუშაო ჯგუფში პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ჩართულობით განხილულ თემებს დაეფუძნება. სამუშაო ჯგუფში წარმოდგენილი წინადადებების ნაწილი საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების ფართოდ დანერგვას ეხებოდა. ამასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება 2024 წლიდან ელექტრონული აპარატურის გამოყენებით ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის წესის ფართოდ დანერგვის შესახებ. გასულ წელს, სრულად ელექტრონული აპარატურის გამოყენებით ჩატარდა ხმის მიცემის პროცედურა ქალაქ თბილისის კრწანისის რაიონში. წელს, ელექტრონული აპარატურის გამოყენებით შედგა საკრებულოს შუალედური არჩევნები ბათუმის მუნიციპალიტეტის რვა საარჩევნო უბანზე. თანამედროვე ტექნოლოგიებით ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის წარმატებული გამოცდილება გვაძლევს საშუალებას, ეს ინიციატივა 2024 წლიდან ფართო მასშტაბით დავნერგოთ", - განაცხადა კობახიძემ.    

ISW: რუსეთის ჯარი ხერსონის ოლქში, ოპერატიულად მნიშვნელოვანი პუნქტიდან გავიდა

ომის შესწავლის ინსტიტუტი (ISW) ახალ ანგარიშში წერს, რომ რუსეთის ჯარი ხერსონის ოლქში, ოპერატიულად მნიშვნელოვანი პუნქტიდან გავიდა.  ISW სატელიტის ფოტოებზე დაყრდნობით წერს, რომ  ქალაქ ხერსონიდან 15 კმ.-ში მდებარე კისელივკაში რუსული პოზიციებიდან საბრძოლო ტრანსპორტი, 4 დანადგარის გარდა, გასულია, რაც თანხმობაში მოდის რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ცნობებთან, რომ ე.წ. დსრ-ს ძალებმა კისელივკა დატოვეს და მდინარე დნეპრამდე უკან დაიხიეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ხერსონთან კონტრშეტევისას, 500 კვ. კმ ტერიტორია გაათავისუფლეს როგორც ISW წერს, კისელევკა ოპერაციულად მნიშვნელოვანი დასახლებაა ხერსონის მახლობლად, [რადგან ბოლო დიდი დასახლებაა E58 გზატკეცილის გასწვრივ და რკინიგზის ხაზთან,] უკრაინის ამჟამინდელ პოზიციებსა და ჩერნობაევკას შორის, რომელიც ხერსონის გარეუბანში მდებარეობს. „ამ პოზიციიდან რუსული ძალების გასვლა, შესაძლოა, მეტყველებდეს იმაზე, რომ რუსეთს ხერსონის ჩრდილო-დასავლეთ მისადგომების დაცვა გაუჭირდება და რუსი სამხედროები ამ ზონაში საკუთარ პოზიციებზე პირდაპირ საფრთხეს გრძნობენ“, - ნათქვამია ISW ანგარიშში.  

13 სექტემბრის მდგომარეობით კახეთის რეგიონში 53 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

13 სექტემბრის მდგომარეობით კახეთის რეგიონში 53 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. მოსავლის დაბინავება შეფერხების გარეშე მიმდინარეობს, მევენახეებს ყურძნის რეალიზაციის პრობლემები არ შექმნიათ, - ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „ყურძნის დღიური გადამუშავება 8-10 ათასი ტონის ფარგლებშია. ღვინის კომპანიები ყურძენს ხარისხის მიხედვით აფასებენ. რქაწითელის ჯიშის ხარისხიან ყურძენზე ფასმა 1.10 ლარსაც მიაღწია. გადამუშავებული 23 ათასი ტონა რქაწითელიდან 5,3 ათას ტონამდე ამ ჯიშის ყურძენში ღვინის კომპანიებმა 95 თეთრიდან 1.10 ლარამდე გადაიხადეს. ხოლო გადამუშავებული 23 ათას ტონამდე საფერავიდან 15 ათას ტონაში კერძო კომპანიების მიერ გადახდილია 1.55 ლარიდან 1.75 ლარამდე“ - აღნიშნა რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემა ლევან მეხუზლამ. მათივე ცნობით, ღვინის საწარმოებს ყურძენი 4200-მა მევენახემ ჩააბარა, მათი შემოსავალი 47 მილიონ ლარს აღწევს. :რთველი აქტიურ ფაზაშია გურჯაანის, ყვარლის, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში, კახეთის რეგიონის დანარჩენი მუნიციპალიტეტები ყურძნის მოსავლის დაბინავების პროცესში ეტაპობრივად, ყურძნის საჭირო კონდიციაში შესვლისთანავე ჩაერთვებიან. რთველის საკოორდინაციო შტაბში ამ დროისთვის დარეგისტრირებულია 300-ზე მეტი ღვინის კომპანია და მარანი, რომლებიც ეტაპობრივად ჩაერთვებიან ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში. 130-მდე კომპანიამ უკვე გადაამუშავა სხვადასხვა მოცულობის ყურძენი. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლის რთველის მხარდასაჭერად, სუბსიდირების პროგრამა განხორციელდება. პროგრამის მიზანია სრულად დაბინავდეს ყურძნის მოსავალი და შენარჩუნდეს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების დინამიკა. სუბსიდირების პროგრამის მხარდაჭერით, მოსავლის რეალიზაციას 25 ათასამდე მევენახე ფერმერი შეძლებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

ნიკოლ ფაშინიანმა შარლ მიშელს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შექმნილი ვითარება გააცნო

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან არსებული დაძაბული ვითარების ფონზე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლზ მიშელთან სატელეფონო საუბარი გამართა. NEWS.am რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება, რომ ფაშინიანმა დეტალურად წარმოადგინა სიტუაცია, რომელიც აზერბაიჯანის მიერ სომხეთის სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შედეგად შეიქმნა. თავის მხრივ, მიშელმა აღნიშნა, რომ რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას სხვა ალტერნატივა არ აქვს და გამოთქვა მზადყოფნა, რომ შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად ძალისხმევას გამოიჩენს. 13 სექტემბრის ღამეს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. აზერბაიჯანიმა, სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ დაშქესანის, კალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით განხორციელებული ფართომასშტაბიანი პროვოკაციების შესახებ განაცხადა. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიამ არტილერიის და მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენებით, ინტენსიური სროლა დაიწყო დასახლებული პუნქტების, გორისის, სოტქისა და ჯერმუკის მიმართულებით და სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციები დაცხრილა, რასაც მათი მხრიდან მოჰყვა თანაზომიერი რეაქცია. 13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და  დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და გაეროს მიმართა.

ირაკლი კობახიძე სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე: საქართველო მზადაა, რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად, საკუთარი როლი შეასრულოს

 "შესაძლებლობების ფარგლებში, საქართველო მზადაა, რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად, საკუთარი როლი შეასრულოს", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობის საკითხს გამოეხმაურა. სომხეთმა აზერბაიჯანთან შეტაკებების შემდეგ დასახმარებლად, რუსეთსა და ОДКБ-ს მიმართა „ჩვენთვის მთავარია რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფა. ეს არის ჩვენი მთავარი სატკივარი, ჩვენი მთავარი სურვილი და ამოცანა. თუ საქართველოსა და საქართველოს ხელისუფლებას, ამ კუთხით, რაიმე როლის შესრულება შეუძლია, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანაირად მზად ვართ. ყველასთვის, მთავარი ამოცანა, რა თქმა უნდა, კონფლიქტის შეჩერება უნდა იყოს. ჩვენ ამას ვამბობდით უკრაინის საკითხთან მიმართებით და, რა თქმა უნდა, ჩვენთვის კიდევ უფრო მგრძნობიარეა, როდესაც საქმე ორ მეზობელ და მეგობარ ქვეყანას ეხება. ამ კუთხით, თუ რაიმეს გაკეთება შეგვიძლია, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ“, - აღნიშნა კობახიძემ. 13 სექტემბრის ღამეს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან შეიარაღებულ ძალებს შორის საზღვარზე ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. აზერბაიჯანიმა, სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ დაშქესანის, კალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით განხორციელებული ფართომასშტაბიანი პროვოკაციების შესახებ განაცხადა. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიამ არტილერიის და მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენებით, ინტენსიური სროლა დაიწყო დასახლებული პუნქტების, გორისის, სოტქისა და ჯერმუკის მიმართულებით და სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციები დაცხრილა, რასაც მათი მხრიდან მოჰყვა თანაზომიერი რეაქცია. 13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და  დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და, ასევე, გაეროს მიმართა.  

ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სომხეთის მხარეს სულ მცირე 49 ადამიანი დაიღუპა

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შუაღამისას დაწყებული შეტაკებების შედეგად, სომხურ მხარეს, სულ მცირე 49 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ეროვნულ ასამბლეაზე განაცხადა. ნიკოლ ფაშინიანმა შარლ მიშელს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შექმნილი ვითარება გააცნო „სამწუხაროდ, ეს რიცხვი საბოლოო არ არის", -აღნიშნა სომხეთის პრემიერმა. ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი მოქმედებები ოთხი მიმართულებით განახორციელეს, მოგვიანებით კი კიდევ ორი-სამი მიმართულება დაემატა. მთავრობის მეთაურმა უარყო ბაქოს განცხადებები, რომ აზერბაიჯანის ქმედებები განხორციელდა სომხეთის პროვოკაციების საპასუხოდ და ამ ცნობებს  აბსოლუტურად მცდარი უწოდა. ამ დროისთვის საომარი მოქმედებების ინტენსივობა შემცირდა, განაცხადა აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელმა და ხაზი გაუსვა, რომ აზერბაიჯანის თავდასხმები ერთი-ორი მიმართულებით გრძელდება. მისი თქმით, თავდაცვის სამინისტრო და გენერალური შტაბი აფასებენ სიტუაციას, ითვლიან ზარალს და განახლებული ინფორმაცია ოფიციალურად გამოქვეყნდება. დაღუპულების შესახებ საუბრობს აზერბაიჯანული მხარე, თუმცა, კონკრეტული რიცხვი ჯერ არ დაუსახელებია. 13 სექტემბრის ღამეს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. აზერბაიჯანიმა, სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ დაშქესანის, კალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით განხორციელებული ფართომასშტაბიანი პროვოკაციების შესახებ განაცხადა.  სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიამ არტილერიის და მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენებით, ინტენსიური სროლა დაიწყო დასახლებული პუნქტების, გორისის, სოტქისა და ჯერმუკის მიმართულებით და სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციები დაცხრილა, რასაც მათი მხრიდან მოჰყვა თანაზომიერი რეაქცია. 13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და  დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და გაეროს მიმართა.

ბრიტანეთის დაზვერვა: რუსული არმია სერიოზულად დასუსტდა, პოტენციალის აღსადგენად, ალბათ, წლები დასჭირდება

პირველი საგვარდიო სატანკო არმია იყო ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული რუსული არმია, რომელიც გამოყოფილია მოსკოვის დაცვისთვის და NATO-სთან ომის შემთხვევაში, სერიოზულად დასუსტდა, - ამის შესახებ ბრიტანეთის დაზვერვა წერს. ISW: უკრაინამ ხარკოვის თითქმის მთლიანად დაბრუნებით, ომის მსვლელობაში გარდატეხა შეიტანა უკრაინის გენშტაბი: ჩვენმა ჯარისკაცებმა ერთ დღეში ოკუპანტებისგან 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს „პირველი საგვარდიო სატანკო არმია იყო ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული რუსული არმია, რომელიც გამოყოფილია მოსკოვის დაცვისთვის და NATO-სთან ომის შემთხვევაში, კონტრშეტევები უნდა განახორციელოს. პირველი საგვარდიო სატანკო არმიისა და დასავლეთის სამხედრო ოლქის სხვა ფორმირებების მკვეთრი შემცირების გამო, რუსეთის ჩვეულებრივი ძალები, რომლებიც შექმნილია NATO-სთან დასაპირისპირებლად, სერიოზულად დასუსტდა. რუსეთს ამ პოტენციალის აღსადგენად ალბათ წლები დასჭირდება“, – ნათქვამია დაზვერვის ანგარიშში. უკრაინის გენშტაბი ბრძოლის ველზე ამ დროისთვის არსებულ სურათს აღწერს ISW: ბოლო 5 დღეში უკრაინამ იმაზე მეტი ტერიტორია დაიკავა, ვიდრე რუსეთის ძალებმა აპრილის შემდეგ ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

აშშ-ის საელჩო: საქართველოს ეროვნული არქივის მასალის გაციფრულების მხარდაჭერას ვიწყებთ

საქართველოს ეროვნული არქივის მასალის გაციფრულების მხარდაჭერას ვიწყებთ, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.   მათივე ცნობით,  ეროვნული არქივი გამოსცემს წიგნს, სადაც საბჭოთა ოკუპაციამდე საქართველოსადმი აშშ-ის მხარდაჭერის აქამდე უცნობი დეტალები იქნება ასახული.   "თქვენთვის ორი კარგი ამბავი გვაქვს. ვიწყებთ საქართველოს ეროვნული არქივის მასალის გაციფრულების მხარდაჭერას. ეროვნულ არქივს ამ ძალისხმევაში ილიონის უნივერსიტეტი გაუწევს პარტნიორობას და საარქივო მასალაზე ელექტრონული წვდომა მკვეთრად გაიზრდება.   ასევე, პირველად ისტორიაში ეროვნული არქივი გამოსცემს წიგნს, სადაც საბჭოთა ოკუპაციამდე საქართველოსადმი აშშ-ის მხარდაჭერის აქამდე უცნობი დეტალები იქნება ასახული", - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

უკრაინის შეიარაღებული ძალები ხარკოვის ოლქში, ვოლჩანსკის გაათავისუფლებას ადასტურებენ

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში, ქალაქი ვოლჩანსკი გაათავისუფლეს. ამის შესახებ Facebook-ზე სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური იუწყება. ISW: რუსეთის ჯარი ხერსონის ოლქში, ოპერატიულად მნიშვნელოვანი პუნქტიდან გავიდა „ვოლჩანსკი სახლშია“. მესაზღვრეებმა ნაგვის ნარჩენები ამოიღეს. დიდება უკრაინას!" - ნათქვამია შეტყობინებაში. ქალაქი 2022 წლის 24 თებერვლიდან რუსეთის ჯარების ოკუპაციის ქვეშ იმყოფებოდა. ვოლჩანსკი მდებარეობს ტყე-სტეპის ზონაში მდინარე ვოლჩას ნაპირებზე, რომელიც 6 კმ-ის შემდეგ ჩაედინება მდინარე სევერსკი დონეცში. რუსეთის ფედერაციასთან საზღვარი 5 კილომეტრშია. ქალაქში მაგისტრალები T 2104, T 2108 და სარკინიგზო ხაზი ბელგოროდი-კუპიანსკი გადის.  

საქსტატი: აგვისტოში, საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 11 936.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2022 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11 936.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 36.6 პროცენტით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. "ექსპორტი 3 571.3 მლნ. აშშ დოლარი იყო (36.9 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 8 364.7 მლნ. აშშ დოლარი (36.5 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2022 წლის იანვარ-აგვისტოში 4 793.4 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.2 პროცენტი შეადგინა. „საქსტატის“ ინფორმაციით, საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 19 სექტემბერს გამოქვეყნდება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 30 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგებს აქვეყნებს. სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა ოთხმა კომერციულმა ბანკმა მიიღო, მოთხოვნამ 66 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.790%-ით, მაქსიმალური 9.880%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.807%-ით განისაზღვრა.  

საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროებს შორის ერთობლივი ბიზნეს საბჭო შეიქმნება

საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროებს შორის ერთობლივი ბიზნეს საბჭო შეიქმნება - შესაბამის მემორანდუმს ხელი მოეწერა საქართველოს ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილსა და საამიროების სახელმწიფო მინისტრის აჰმედ ალ-საეღს შორის შეხვედრის მსვლელობისას. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.  „ჩვენ მნიშვნელოვან შეთანხმებას მივაღწიეთ ორი ქვეყნის სავაჭრო პალატებს შორის ერთობლივი საბჭოს დაფუძნების შესახებ, რომელიც წაახალისებს ორი ქვეყნის ვაჭრობას და საინვესტიციო პროექტებს,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. ლევან დავითაშვილის განცხადებით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები უფრო და უფრო ვითარდება. მისი თქმით, მიმდინარე წელს ოფიციალურად დაიწყება მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შესახებ. „საამიროები მაღალ პოლიტიკურ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების დროულად გაფორმებას და ამიტომაც, მათ მიიღეს გადაწყვეტილება მოლაპარაკებების წელს დაწყებასთან დაკავშირებით. ეს კიდევ უფრო წაახალისებს ქვეყანათა შორის სავაჭრო ურთიერთობებს და ახალ ბიძგს მისცემს საინვესტიციო პროექტებს,“ - განაცხადა დავითაშვილმა.  „ვფიქრობ, რომ ძალიან ინტენსიური, მაღალი დონის დიალოგის რეჟიმში ჩვენ შევძლებთ, რომ არაბთა გაერთანებულ საამიროებთან ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო განვავითაროთ,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა და პრიორიტეტული მიმართულებებად დაასახელა ენერგეტიკა, ტრანსპორტი, უძრავი ქონება, სასტუმრო ინფრასტრუქტურა და სხვ. მისი თქმით, საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, ვისაც უვიზო მიმოსვლის რეჟიმი აქვს, რაც წაახალისებს ტურისტულ ნაკადებს ორივე ქვეყნიდან. „ყურის ქვეყნები, მათ შორის, გაერთიანებული საამიროები, როგორც გამორჩეული ქვეყანაა, მნიშვნელოვანი პერსპექტიული ეკონომიკური პარტნიორია საქართველოსთვის,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.   

უკრაინა სომხეთსა და აზერბაიჯანს კონფლიქტში რუსეთის შუამავლობას უბადრუკს უწოდებს

უკრაინა სომხეთსა და აზერბაიჯანს კონფლიქტში რუსეთის შუამავლობას უბადრუკს უწოდებს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა. სომხეთმა აზერბაიჯანთან შეტაკებების შემდეგ დასახმარებლად, რუსეთსა და ОДКБ-ს მიმართა მისი თქმით, უკრაინა მოუწოდებს ბაქოსა და ერევანს კონფლიქტის პოლიტიკური და დიპლომატიური მოგვარებისკენ საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად. „ამავდროულად, ჩვენ აღვნიშნავთ რუსეთის ფედერაციის მხრიდან რაიმე შუამავლობისა და სამშვიდობო ძალისხმევის უბადრუკობას, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მის უუნარობას ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კუთხით“, – განაცხადა ნიკოლენკომ. 13 სექტემბრის ღამეს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. აზერბაიჯანიმა, სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ დაშქესანის, კალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით განხორციელებული ფართომასშტაბიანი პროვოკაციების შესახებ განაცხადა.  სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიამ არტილერიის და მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენებით, ინტენსიური სროლა დაიწყო დასახლებული პუნქტების, გორისის, სოტქისა და ჯერმუკის მიმართულებით და სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციები დაცხრილა, რასაც მათი მხრიდან მოჰყვა თანაზომიერი რეაქცია. 13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და  დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და, ასევე, გაეროს მიმართა.  

ვახტანგ გომელაური თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ალი ქაან ორბაისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტრმა თურქეთის რესპუბლიკის ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა. ამასთანავე, ვახტანგ გომელაურმა თურქეთის რესპუბლიკას ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოებში სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავებით ოპერატიული დახმარებისათვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ხაზი გაუსვეს სამართალდაცვით სფეროში ორი ქვეყნის უწყებებს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას და სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივები დასახეს. ვახტანგ გომელაურმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული თანამშრომლობა ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო გაღრმავდება.  

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სადავო საკითხი, დიპლომატიური გზით უნდა მოგვარდეს - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარზე მომხდარი შეტაკების შესახებ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც ორ ქვეყანას შორის სადავო საკითხები დიპლომატიური გზით უნდა მოგვარდეს.  მანამდე სომხეთმა რუსეთსა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას ოფიციალურად დახმარების თხოვნით მიმართა. „გამოვთქვამთ უკიდურეს შეშფოთებას სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გარკვეულ რაიონებში მიმდინარე წლის 13 სექტემბრის ღამეს სიტუაციის მკვეთრი გამწვავების გამო. მოვუწოდებთ მხარეებს, თავი შეიკავონ სიტუაციის შემდგომი ესკალაციისგან, გამოიჩინონ თავშეკავება და მკაცრად დაიცვან ცეცხლის შეწყვეტია რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების 2020 წლის 9 ნოემბრის, 11 იანვრის და 2021 წლის 26 ნოემბრის სამმხრივი განცხადებების შესაბამისად. ჩვენ მჭიდრო კავშირში ვართ ბაქოსთან და ერევანთან. სომხეთის ხელმძღვანელობისგან მივიღეთ მიმართვა სიტუაციის მოგვარებაში არსებული ორმხრივი შეთანხმებების შესაბამისად კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) მეშვეობით დახმარების თხოვნით. ჩვენ ველით, რომ რუსეთის შუამავლობის შედეგად მიღწეული შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ [მიმდინარე წლის 13 სექტემბერს  9:00 საათიდან] სრულად განხორციელდება. როგორც ადრე, ჩვენ გამოვდივართ იმ წინაპირობიდან, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყველა სადავო საკითხი უნდა გადაწყდეს მხოლოდ პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით, ხოლო რაც შეეხება სასაზღვრო საკითხებს, ორმხრივი კომისიის მუშაობის ფარგლებში, რუსეთის საკონსულტაციო დახმარებით“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ სომხეთმა რუსეთს დახმარების თხოვნით წარსულში, ყარაბაღის მეორე ომის დროსაც მიმართა, თუმცა მოსკოვმა მაშინაც ნეიტრალური  პოზიცია დაიკავა. სომხეთი და რუსეთი სტრატეგიული, სამხედრო მოკავშირეები არიან. შეტაკებების შედეგად, დაიღუპა სულ მცირე 49 სომეხი ჯარისკაცი. აზერბაიჯანული მხარის თანახმად, შეძლეს სტრატეგიული სიმაღლის დაკავება. 13 სექტემბრის ღამეს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. აზერბაიჯანიმა, სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ დაშქესანის, კალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით განხორციელებული ფართომასშტაბიანი პროვოკაციების შესახებ განაცხადა.  სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიამ არტილერიის და მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენებით, ინტენსიური სროლა დაიწყო დასახლებული პუნქტების, გორისის, სოტქისა და ჯერმუკის მიმართულებით და სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციები დაცხრილა, რასაც მათი მხრიდან მოჰყვა თანაზომიერი რეაქცია. 13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და  დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და გაეროს მიმართა.  

ილია დარჩიაშვილი გერმანელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, ქალაქ ბერლინში ვიზიტის ფარგლებში, გერმანელ კოლეგას - ანალენა ბერბოკს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მინისტრებმა შეხვედრისას კმაყოფილებით აღნიშნეს როგორც საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვიზიტი ბერლინში, ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დაგეგმილი ვიზიტი და მისი შეხვედრა როგორც გერმანიის კანცლერთან, ასევე ფედერალურ პრეზიდენტთან და იმედი გამოთქვეს, რომ აღნიშნული ვიზიტები კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანს და განამტკიცებს საქართველოსა და გერმანიის პარტნიორულ ურთიერთობებს. შეხვედრაზე გერმანულმა მხარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორობის განმტკიცების მნიშვნელობას. მხარეებმა განსაკუთრებით ხაზგასმით აღნიშნეს გერმანია-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობას რეგიონსა და მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, როდესაც გერმანიის, როგორც ევროკავშირისა და ნატოს წვერი ლიდერი სახელმწიფოს მხარდაჭერა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა კოლეგას, გერმანიის მხრიდან საქართველოს მიმართ წლების მანძილზე გამოხატული, როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული მხარდაჭერისთვის. გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა ბერლინის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის და ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ასევე, ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და ამ მიმართულებით მიესალმა ქართული მხარის მცდელობებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრის ინიციატივას სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან დაკავშირებით და თბილიში გამართულ შეხვედრას აზერბაიჯანის და სომხეთის მინისტრებს შორის. მინისტრებმა დადებითი შეფასება მისცეს ევროკომისიის გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ და გაცვალეს ინფორმაცია საქართველოს მხრიდან ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების თაობაზე. როგორც გერმანულმა მხარემ აღინიშნა, ბერლინი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას და მზად არის პრაქტიკული დახმარება გაუწიოს საქართველოს ამ გზაზე.მინისტრებმა ასევე ისაუბრეს საქართველო - ევროკავშირის ასოცირების საბჭოსა და მის შედეგებზე, მათ შორის ევროკავშირის სივრცესთან საქართველოს კიდევ უფრო დაახლოების კონკრეტულ ინიციატივებსა და პროგრამებზე. ასევე, საქართველოს მხრიდან ასოცირების შეთანხმების ფარგლებსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების პროცესზე. ყურადღება გამახვილდა ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა საქართველოს განსაკუთრებულ როლს ენერგო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში და ამ მხრივ გერმანიის ინტერესს დაეხმაროს საქართველოს.მინისტრებმა კმაყოფილებით აღნიშნეს მჭიდრო ხალხთაშორისი კავშირები, ასევე გერმანული ტურისტების მხრიდან საქართველოს მიმართ მზარდი ინტერესი, რასაც დამატებით შეუწყობს ხელს 2023 წელს საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაიწლეობა “ITB Berlin 2023”-ში. მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და გერმანიას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმოს ხელმოწერას, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას.ილია დარჩიაშვილმა გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრი ვიზიტით საქართველოში მიიწვია.  

ლუგანსკის, ან დონეცკის გათავისუფლებას დომინოს ეფექტი ექნება და რუსულ ფრონტს ჩამოშლის - პოდოლიაკი

"ლუგანსკის, ან დონეცკის გათავისუფლებას დომინოს ეფექტი ექნება და რუსულ ფრონტს ჩამოშლის", -  ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკიმ განაცხადა. ბრიტანეთის დაზვერვა: რუსული არმია სერიოზულად დასუსტდა, პოტენციალის აღსადგენად, ალბათ, წლები დასჭირდება ​„უპირველეს ყოვლისა, საჭიროა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემებით დაცვა, რადგან რუსეთი მხოლოდ სამოქალაქო პირებთან იბრძოლებს. მეორე მხრივ, ლუგანსკის, ან დონეცკის გათავისუფლებას დომინოს ეფექტი ექნება და ჩამოშლის მთელ რუსულ ფრონტს და რუსეთის ფედერაციაში პოლიტიკურ დესტაბილიზაციას გამოიწვევს“, – წერს პოდოლიაკი. ISW: უკრაინამ ხარკოვის თითქმის მთლიანად დაბრუნებით, ომის მსვლელობაში გარდატეხა შეიტანა უკრაინის გენშტაბი: ჩვენმა ჯარისკაცებმა ერთ დღეში ოკუპანტებისგან 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

დმიტრო კულება: „როსატომი" ევროკავშირის სანქციების ახალ პაკეტში უნდა მოხვდეს

უკრაინას, რუსეთის „როსატომის“ ევროკავშირის სანქციების ახალ პაკეტში ჩართვა სურს. ამის შესახებ უკრაინულ მედიას საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განუცხადა. ევროკავშირის სანქციების მერვე პაკეტზე საუბრისას კულებამ თქვა, რომ საკითხი განსაკუთრებით აქტუალური ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე განვითარებული მოვლენების შემდეგ გახდა. „როსატომის“ წინააღმდეგ სანქციების დაწესების ყველა საფუძველი არსებობს. ევროკავშირში არიან ქვეყნები, რომლებიც ამას ეწინააღმდეგებიან", - განაცხადა კულებამ. მისი პროგნოზით, ევროკავშირმა ახალი სანქციების პაკეტი შესაძლოა უფრო სწრაფად მიიღოს და პროცესი წლის ბოლომდე არ გადაიდოს.   

უკრაინა: შეიარაღებულმა ძალებმა ბრძოლის ზონაში ირანული დრონი პირველად ჩამოაგდეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ცნობით, ხარკოვის ოლქში, კუპიანსკის მახლობლად ჩამოაგდეს უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც სავარაუდოდ ირანშია ნაწარმოები.  აშშ-მა ირანულ კომპანიებს რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო, სანქციები დაუწესა „დრონის ფრთის ელემენტების გარეგნობის ანალიზი საშუალებას გვაძლევს დავამტკიცოთ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა პირველად გაანადგურეს ირანული უპილოტო საფრენი აპარატი. ჩვენ ვსაუბრობთ კამიკაძე უპილოტო საფრენ აპარატზე Shahed-136“, - აცხადებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტში. აშშ-ის ინფორმაციით, რუსები ირანული დრონების მართვას სწავლობენ აგვისტოს ბოლოს The Washington Post-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად, სამხედრო თვითმფრინავების პირველი პარტია გადასცა.  ირანმა ეს ცნობა უარყო. 27 ივლისს, ქვეყნებს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ თეირანი მოსკოვს თვითმფრინავების ნაწილებსა და აღჭურვილობას მიაწვდის.    

ირაკლი ღარიბაშვილმა სომეხ კოლეგასთან საუბარში კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, ჩაერთოს მედიაციის პროცესში

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. საუბარი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ინიციატივით გაიმართა. ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი ღარიბაშვილს აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მორიგ სამხედრო გამწვავებასა და დაპირისპირების შედეგად შექმნილ ვითარებაზე ინფორმაცია მიაწოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მხარეები მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდებიან და ვითარება მშვიდობიანი გზით გადაიჭრება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, განახორციელოს აქტიური მედიაცია რეგიონში დეესკალაციისა და მშვიდობისათვის. 13 სექტემბრის ღამეს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. აზერბაიჯანიმა, სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ დაშქესანის, კალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით განხორციელებული ფართომასშტაბიანი პროვოკაციების შესახებ განაცხადა. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიამ არტილერიის და მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენებით, ინტენსიური სროლა დაიწყო დასახლებული პუნქტების, გორისის, სოტქისა და ჯერმუკის მიმართულებით და სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციები დაცხრილა, რასაც მათი მხრიდან მოჰყვა თანაზომიერი რეაქცია. 13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და  დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და ასევე, გაეროს მიმართა.