ძებნის რეზულტატი:
გაიდაი: უკრაინელმა სამხედროებმა ლუგანსკის ოლქში უკრაინის დროშა აღმართეს. რუსი ოკუპანტები გარბიან
გავრცელებული ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები და მათი გარემოცვა ლუგანსკის რეგიონიდან გარბიან და რუსეთისკენ მიემართებიან. ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი გაიდაიმ განაცხადა. მედია: დონეცკიდან ე.წ. „დნრ-ის“ „ხელმძღვანელი", დენის პუშილინი გაიქცა „უკრაინის დროშა, რომელიც ჩვენმა პარტიზანებმა წუხელ კრემინის (კრემენაია - ქალაქი უკრაინაში. მდებარეობს ლუგანსკის ოლქში) ადმინისტრაციის შენობის თავზე აღმართეს, ხელუხლებელი რჩება, რადგან რაშისტებმა, როგორც ჩანს, ყველაფერი გაიგეს და ვერ ბედავენ მის ჩამოგდებას. რუსები და კოლაბორანტები გარბიან ლუგანსკის რეგიონიდან. მიემართებიან რუსეთისკენ“, - აღნიშნა გაიდაიმ. ზელენსკის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა, ხარკოვის ოლქში ვასილენკოვე და არტემივკა გაათავისუფლეს რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. მიხაილო პოდოლიაკი: „რუსული გაზაფხული?“ არა, ფანტასტიკური უკრაინული შემოდგომა - რუსეთის ბარბაროსული იმპერიის დასასრულის დასაწყისი უკრაინულმა ძალებმა მდინარე დნიპროზე, ხერსონის სამი ძირითადი ხიდის მიმართულებით დარტყმები ივლისში დაიწყეს. უკრაინული მედია: რუსეთის საოკუპაციო ძალები ქალაქ იზიუმიდან გაიქცნენ ამასთან, აშშ-ის ორმა ოფიციალურმა პირმა CNN-თან განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა უკრაინის სამხრეთში დაიწყეს ოპერაციების „ფორმირება“, რათა ტერიტორია ძირითადი კონტრშეტევისთვის მოემზადებინათ. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით პუტინის განცხადება სიცრუეა
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სიტყვები, რომ აგვისტოს შემდეგ უკრაინიდან ექსპორტირებული მხოლოდ 60,000 ტონა მარცვლეული გაიგზავნა განვითარებად ქვეყნებში და უმეტესობა - ევროკავშირში, „არ შეესაბამება სიმართლეს". მისივე თანახმად, გაეროს მონაცემები მიუთითებს, რომ ექსპორტის დაახლოებით 30% მიეწოდება დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებს აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში. ეთიოპიამ უკრაინული მარცვლეულის პირველი პარტია მიიღო შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმდინარე კვირას განაცხადა, რომ უახლოეს კვირებში 28,6 ათასი ტონა უკრაინული მარცვლეული აფრიკის კიდევ ერთ ქვეყანას - სომალის გადაეცემა.
ISW: ბოლო 5 დღეში უკრაინამ იმაზე მეტი ტერიტორია დაიკავა, ვიდრე რუსეთის ძალებმა აპრილის შემდეგ
ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, უკრაინულმა ძალებმა 6 სექტემბრიდან, ბოლო ხუთ დღეში, 3000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია დაიკავეს, რაც იმაზე მეტია, ვიდრე რუსულმა ძალებმა დაიკავეს აპრილიდან მოყოლებული ყველა ოპერაციის დროს. აშშ-ის ანალიტიკური ცენტრი აღნიშნავს, რომ უკრაინული ძალები ხარკოვის ოლქში ანადგურებენ რუსეთის ჩრდილოეთ დონბასის ღერძს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინულმა ძალებმა მდინარე დნიპროზე, ხერსონის სამი ძირითადი ხიდის მიმართულებით დარტყმები ივლისში დაიწყეს. ამასთან, აშშ-ის ორმა ოფიციალურმა პირმა CNN-თან განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა უკრაინის სამხრეთში დაიწყეს ოპერაციების „ფორმირება“, რათა ტერიტორია ძირითადი კონტრშეტევისთვის მოემზადებინათ. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ზელენსკი: მომავალი 90 დღე უკრაინისთვის უფრო გადამწყვეტია, ვიდრე დამოუკიდებლობის გასული 30 წელი იყო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლადიმირ ზელენსკიმ მონაწილეობა მიიღო იალტის ევროპის სტრატეგიის (YES) მე-17 ყოველწლიურ კონფერენციაში, სადაც ისაუბრა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე, რუსეთის მიერ ორკესტრირებულ ენერგეტიკულ კრიზისსა და იმაზე, თუ რა სჭირდება უკრაინას ომის მოსაგებად. უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არსებობს სამი ფუნდამენტური პირობა მშვიდობის მისაღწევად - იარაღი, საბრძოლო მასალა და ფინანსები. ამ კონტექსტში ზელენსკიმ დაამატა, რომ უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს. „რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გატეხოს უკრაინის, ევროპისა და მსოფლიოს წინააღმდეგობა ამ (მოახლოებული) ზამთრის მომდევნო 90 დღის განმავლობაში“, - განაცხადა ზელენსკიმ. „მომავალი 90 დღე უფრო გადამწყვეტი იქნება, ვიდრე უკრაინის დამოუკიდებლობის 30 წელი. ეს 90 დღე უფრო გადამწყვეტი იქნება, ვიდრე ევროკავშირის არსებობის ყველა წლები. ზამთარი განსაზღვრავს ჩვენს მომავალს და რისკებს", - აღნიშნა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთს არ აქვს განზრახვა, მიაწოდოს ევროპას გაზი და იყენებს ენერგიას, როგორც ბოლო ვაჭრობის საშუალებას, რათა შეამციროს ევროპული მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. „დარწმუნებული იყავით, რომ რუსეთი გაზის ნულოვან მიწოდებას უზრუნველყოფს და ჩვენი ენერგეტიკული სისტემები ამისთვის მომზადებული უნდა იყოს”, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. თუმცა, ზელენსკის თქმით, ევროპას შეუძლია არსებული სირთულეების გადალახვა. „ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ. გავუძლოთ ზამთარს. დაეხმარეთ მათ, ვინც უფრო სუსტია. დაიცავით ისინი, ვისაც დაცვა სჭირდება“. ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ ამჟამად რუსეთთან მოლაპარაკება შეუძლებელია, რადგან რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ნდობა არ შეიძლება. „ბრძოლის ველზე რუსეთის დამარცების გარდა, უკრაინას სხვა გზა არ აქვს, ყველა ჩვენგანს გვჯერა გამარჯვების და ეს არის მთავარი. ჩვენი მთავარი იარაღია, გვჯეროდეს და ვგრძნობდეთ გამარჯვებას", - აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ხარკოვის რეგიონში კიდევ ერთი დასახლების გათავისუფლების შესახებ გამოაცხადა
უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქში კიდევ ერთი დასახლება დაიბრუნეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის დროშა დაბრუნდა ჩკალოვსკეში, ხარკოვის ოლქში. „ასე იქნება ყველგან. ოკუპანტებს უკრაინის ყველა ქალაქიდან და სოფლიდან განვდევნით“, - ამბობს ზელენსკი. ISW: ბოლო 5 დღეში უკრაინამ იმაზე მეტი ტერიტორია დაიკავა, ვიდრე რუსეთის ძალებმა აპრილის შემდეგ 10 სექტემბერს ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის რეგიონში ვასილენკოვა და არტემივკა გაათავისუფლეს.
დმიტრო კულება: უკრაინისთვის იარაღის სწრაფი მიწოდება გამარჯვებასთან და მშვიდობასთან გვაახლოებს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, პარტნიორები, რომლებიც კიევის მოთხოვნებს, იარაღის მიწოდებით პასუხობენ, ბრძოლის ველზე უკრაინის წარმატებებში მონაწილეობენ. კულებას შეფასებით, იარაღის სწრაფი მიწოდება გამარჯვებას და მშვიდობას აახლოებს. „იარაღი, იარაღი, იარაღი ჩვენს დღის წესრიგში გაზაფხულიდან აქტუალურია. მადლობელი ვარ პარტნიორების, რომლებმაც უპასუხეს ჩვენს მოწოდებებს: უკრაინის ბრძოლის ველზე ჩვენს წარმატებებს ერთად ვიზიარებთ. დღის წესრიგში ახლა მნიშვნელოვანია - განრიგი, განრიგი და განრიგი. სწრაფი მომარაგება გამარჯვებას და მშვიდობას აახლოებს“, - წერს კულება Twitter-ზე. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, უკრაინულმა ძალებმა 6 სექტემბრიდან, ბოლო ხუთ დღეში, 3000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია დაიკავეს, რაც იმაზე მეტია, ვიდრე რუსულმა ძალებმა დაიკავეს აპრილიდან მოყოლებული ყველა ოპერაციის დროს.
თურქეთის ინფორმაციით, საბერძნეთის სანაპირო დაცვამ საერთაშორისო წყლებში მცურავ სატვირთო გემს ცეცხლი გაუხსნა
თურქეთის ოფიციალური პირების თქმით, საბერძნეთის სანაპირო დაცვამ საერთაშორისო წყლებში მცურავ სატვირთო გემს ცეცხლი გაუხსნა. „კომოროსის დროშის ქვეშ მცურავ (Anatolian) გემს, რომელზეც ეკიპაჟის 18 წევრი (ექვსი ეგვიპტელი, ოთხი სომალელი, ხუთი აზერბაიჯანელი და სამი თურქი) იმყოფებოდა, თავს დაესხნენ საერთაშორისო წყლებში ცურვისას, ნათქვამია თურქეთის სანაპირო დაცვის სარდლობის განცხადებაში. მისივე ინფორმაციით, გემზე არავინ დაშავებულა. თურქეთის სანაპირო დაცვის სარდლობამ თავის ვებგვერდზე გაავრცელა ხანძრის ვიდეო და რუკა, რომელზეც მითითებულია ადგილი, სადაც ინციდენტი მოხდა. ბერძნული მხარის ცნობით, გემი, რომელიც საბერძნეთის ტერიტორიული წყლების მიმართულებით, კუნძულ ლესბოსთან ახლოს მოძრაობდა, შემოწმების შესახებ ბერძნული მხარის მოთხოვნას არ დაემორჩილა. მედიის ინფორმაციით, რამდენიმე გამაფრთხილებელი გასროლა მოხდა, თუმცა გემი თურქეთის ტერიტორიულ წყლებში შევიდა.
მიხაილო პოდოლიაკი: უკრაინის გმირობის 200 დღე - რუსეთი გადაიხდის ფასს ნგრევისთვის, მკვლელობებისთვის, ძალადობისთვის, ძარცვისთვის
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი დარწმუნებულია, რომ რუსეთის ფედერაცია აუცილებლად და სრულად გადაიხდის ფასს ნგრევის, მკვლელობების, ძალადობისა და ძარცვისთვის. „უკრაინის გმირობის 200 დღე. რუსეთი ცდილობდა უკრაინის განადგურებას, მისი თავისუფლების დამცირებას და ევროპის დაჩოქებას, მაგრამ დღეს უკვე გასაგებია, რომ რუსეთი გადაიხდის მთელ ვალს ნგრევისთვის, მკვლელობებისთვის, ძალადობისთვის, ძარცვისთვის. სამართლებრივად და ფიზიკურად“, - წერს პოდოლიაკი. ISW: ბოლო 5 დღეში უკრაინამ იმაზე მეტი ტერიტორია დაიკავა, ვიდრე რუსეთის ძალებმა აპრილის შემდეგ ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
დენის შმიგალი: უკრაინამ სტრატეგიულად გაიმარჯვა
ამ წლის ბოლომდე უკრაინას აქვს ამბიციური გეგმები, რომ ევროკომისიის მიერ შეთავაზებული შვიდივე პირობა შეასრულოს და ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები განაგრძოს. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინამ დაიცვა თავისი არჩევანი და განაგრძობს წინსვლას დასავლეთისკენ. „ჩვენ ძალიან სწრაფი ტემპით ვიმოქმედებთ. ჩვენ გავაანალიზეთ, თუ როგორ გაიარეს ეს გზა სხვა ქვეყნებმა. მათ დასჭირდათ ხუთი, შვიდი ან რვა წელი. ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ ეს „მოგზაურობა“ მაქსიმუმ ორ წელიწადში დავასრულოთ და მივაღწიოთ ჩვენს მიზანს - გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები“, - განაცხადა შმიგალმა. შმიგალმა მადლობა გადაუხადა შეიარაღებულ ძალებს და ყველა უკრაინელ სამხედროს, რომლებსაც წვლილი შეაქვთ ევროპული მომავლის უზრუნველყოფაში. „ამ სისხლიანი ომის 200 დღის შემდეგ, მთავარი დასკვნა არის ის, რომ უკრაინამ სტრატეგიულად გაიმარჯვა. ჩვენ გავიმარჯვეთ ჩვენი თავისუფლების, ჩვენი დემოკრატიისთვის დაცვაში.ისინი დარჩნენ თავის არქაულ საბჭოთა მოდელში თავისი პროპაგანდით, იმპერიული ამბიციებით, რისი მიღწევის საშუალებასაც ცხადია, არ მივცემთ“, - განაცხადა შმიგალმა.
ნიკოლ ფაშინიანი ფილიპ რიკერს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში სახელმწიფო დეპარტამენტის უფროს მრჩეველს, ფილიპ რიკერს შეხვდა. სომხური მედიის ცნობით, მხარეებმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებული რიგი საკითხები განიხილეს. ფაშინიანმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების პროცესში, აშშ-ის, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე სახელმწიფოს მნიშვნელოვან როლს ხაზი გაუსვა. ფაშინიანმა ასევე ხაზი გაუსვა მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის ფარგლებში მოლაპარაკებების პროცესის აღდგენის აუცილებლობას და პლატფორმის გამოცდილებით სარგებლობას მთიანი ყარაბაღის საკითხის ყოვლისმომცველი მოგვარების კონტექსტში. მხარეებმა ასევე გაცვალეს აზრები სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზაციის, რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოების სხვა საკითხებზე.
11 სექტემბრის ტერაქტებიდან 21 წელი გავიდა
11 სექტემბრის ტერაქტებიდან 21 წელი გავიდა. 2001 წელს, დილით, ალ-ქაიდას 19-მა თვითმკვლელმა ტერორისტმა ამერიკული ავიახაზების 4 თვითმფრინავი გაიტაცა. მათგან ორი, ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებს შეეჯახა. 08:46 საათზე - ჩრდილოეთ კოშკზე, 09:03 საათზე კი, სამხრეთ კოშკზე მოხდა დაჯახება. მესამე გატაცებული თვითმფრინავი 09:37 საათზე პენტაგონის შენობას დაეცა. ერთ-ერთმა კი მიზნამდე ვერ მიაღწია და გზაში ჩამოვარდა. საერთო ჯამში, 2 977 ადამიანი დაიღუპა.
დენის შმიგალი: უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებას მაქსიმუმ ორ წელიწადში გეგმავს
ამ წლის ბოლომდე უკრაინას აქვს ამბიციური გეგმები, რომ ევროკომისიის მიერ შეთავაზებული შვიდივე პირობა შეასრულოს და ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები განაგრძოს. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინამ დაიცვა თავისი არჩევანი და განაგრძობს წინსვლას დასავლეთისკენ. „ჩვენ ძალიან სწრაფი ტემპით ვიმოქმედებთ. ჩვენ გავაანალიზეთ, თუ როგორ გაიარეს ეს გზა სხვა ქვეყნებმა. მათ დასჭირდათ ხუთი, შვიდი ან რვა წელი. ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ ეს „მოგზაურობა“ მაქსიმუმ ორ წელიწადში დავასრულოთ და მივაღწიოთ ჩვენს მიზანს - გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები“, - განაცხადა შმიგალმა. ცნობისთვის, ვროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება 23 ივისს გადაწყვიტა.
ოლაფ შოლცი: გერმანია რუსული გაზის გარეშე, მომავალი ზამთრისთვის მზადაა
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია მზადაა, ზამთრის სეზონი გადალახოს, თუ რუსეთი გაზის ექსპორტის შეჩერებას გადაწყვეტს. შოლცის თქმით, ჩრდილოეთ გერმანიაში მომზადდა ტერმინალები თხევადი გაზის იმპორტისთვის, ნახშირზე მომუშავე სადგურები ფუნქციონირებს და საჭიროების შემთხვევაში, ატომური ელექტროსადგურები სამხრეთში, 2023 წლის დასაწყისში მზად იქნება. „გაზი დავზოგეთ. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიყენებთ ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების წარმოების შესაძლებლობებს. მომავალი წლის დასაწყისში ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, გამოვიყენოთ სამხრეთ გერმანიის ატომური ელექტროსადგურები, თუ ეს საჭირო იქნება“, - განაცხადა კანცლერმა. „გაზპრომმა“ 2 სექტემბერს განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაუმართაობის გამო, ევროპისთვის გაზის მიწოდება სრულად შეაჩერა. საპასუხოდ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „გაზპრომის“ ნაბიჯი გასაკვირი არ იყო. ევროკომისია: „გაზპრომის“ განცხადება სიცრუეა „გაზპრომის ნაბიჯი, სამწუხაროდ, გასაკვირი არ არის. გაზის იარაღად გამოყენება არ შეცვლის ევროკავშირის გადაწყვეტილებას. ჩვენ დავაჩქარებთ ჩვენს გზას ენერგეტიკული დამოუკიდებლობისკენ. ჩვენი მოვალეობაა, დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები და მხარი დავუჭიროთ უკრაინის თავისუფლებას“, - წერდა შარლ მიშელი Twitter-ზე. კრემლი ნებისმიერი საბაბით ეცდება გაზის სრულ შეწყვეტას. ევროპა უარესი სცენარისთვის ემზადება - BBC
ვოლოდიმირ ზელენსკი: ყოველდღიური სარაკეტო თავდასხმების წინაშე მდგარმა უკრაინამ კარგად იცის, რა არის ტერორიზმი და გულწრფელად თანაუგრძნობს ამერიკელ ხალხს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 11 სექტემბრის ტერაქტების 21-ე წლისთავს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ყოველდღიური სარაკეტო თავდასხმების წინაშე მდგარმა უკრაინამ კარგად იცის, რა არის ტერორიზმი და გულწრფელად თანაუგრძნობს ამერიკელ ხალხს. 11 სექტემბრის ტერაქტებიდან 21 წელი გავიდა „დღეს პატივს მივაგებთ 11 სექტემბრის მსხვერპლებს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე ამერიკის შეერთებული შტატებისა და მსოფლიოს ისტორიაში. ყოველდღიური სარაკეტო თავდასხმების წინაშე მდგარმა უკრაინამ კარგად იცის, რა არის ტერორიზმი და გულწრფელად თანაუგრძნობს ამერიკელ ხალხს. ტერორიზმი არის ბოროტება, რომლის ადგილიც არ არის თანამედროვე მსოფლიოში!“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი Twitter-ზე.
ენერგოატომი: რუსული რაკეტები ატომური ელექტროსადგურიდან 30 კილომეტრის მოშორებით ჩამოვარდა
11 სექტემბერს რუსულმა ჯარებმა კვლავ გაუხსნეს ცეცხლი მიკოლაივის ოლქის ქალაქ ვოზნესენსკს, რომელსაც ატომურ ელექტროსადგურთან 30 კილომეტრი აშორებს. შესაბამისი განცხადება უკრაინის ეროვნულმა კომპანია Energoatom-მა გააკეთა. „არ გამოვრიცხავთ, რომ რაშისტების მიერ გასროლილი რაკეტები ატომური ელექტროსადგურისკენ იყო მიმართული, რომლის ხელში ჩაგდებაც რუსმა სამხედროებმა მარტის დასაწყისში სცადეს“, - აღიშნულია განცხადებაში. უკრაინის სახელმწიფო ოპერატორის განცხადებით, ზაპოროჟიეში, ქარხნის მეექვსე და ბოლო მოქმედი რეაქტორი ქსელიდან გამთენიისას გაითიშა. მისივე განმარტებით, „უსაფრთხოების ღონისძიების“ ფარგლებში ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მთლიანად დაიხურა. „მიმდინარეობს მზადება მისი გაგრილებისა და ცივ მდგომარეობაში გადასაყვანად“, - ნათქვამია განცხადებაში. IAEA-ის ანგარიში: ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ტექნიკა დაფიქსირდა ზაპოროჟიეს ელექტროსადგური რუსული ძალების კონტროლქვეშ მარტიდან იმყოფება, ოპერირებას უკრაინული პერსონალი უზრუნველყოფს. 6 სექტემბერს, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) განაცხადა, რომ მათმა ინსპექტორებმა, რომლებიც უკრაინაში, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში იმყოფებოდნენ, ობიექტზე რუსეთის ბირთვული სააგენტოს „როსენერგოატომის“ ექსპერტთა ჯგუფის წევრები დააფიქსირეს. IAEA-ის ექსპერტები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე პირველ სექტემბერს ჩავიდნენ. მისიის ოთხი წევრი სადგურზე კვირის ბოლომდე დარჩა, მათგან ორი, ობიექტზე მუდმივად იქნება.
ხარკოვის ოლქში უკვე მოხდა 40-ზე მეტი დასახლების დეოკუპაცია - რეგიონული ადმინისტრაცია
ხარკოვის ოლქში რუსი დამპყრობლებისგან უკვე 40-ზე მეტი დასახლება გათავისუფლდა. შესაბამისი განცხადება ხარკოვის რეგიონულმა სამხედრო ადმინისტრაციამ გააკეთა. „ჩვენ გავათავისუფლეთ ჩვენი ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი ჩუჰუივის, კუპიანსკის და ბალაკლეას ოლქებში. ჩვენი ძალები კუპიანსკში შევიდნენ. იზიუმის რაიონის დასახლებების გათავისუფლება მიმდინარეობს. უკვე ათობით ასეთი დასახლებაა. ამ დროისთვის 40-ზე მეტი დასახლებაა გათავისუფლებული, - აღნიშნულია ინფორმაციაში. მისივე თანახმად, უკვე ბევრად მეტი დასახლებული პუნქტია გათავისუფლებული, მაგრამ უკრაინის არმიის სამხედრო ოპერაციის ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ამ დროისთვის ზუსტი რაოდენობის დასახელება შეუძლებელია.
ვალერი ზალუჟნი: უკრაინის ძალები რუსეთის საზღვრიდან 50 კილომეტრში იმყოფებიან, ხარკოვის ოლქში შემდგომ წინსვლას ვაღწევთ
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიიმ განაცხადა, რომ უკრაინის სამხედროები ხარკოვის ოლქის გათავისუფლებას განაგრძობენ. უკრაინის ცნობი, სექტემბრის დასაწყისიდან 3000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი უკრაინის კონტროლის ქვეშ დაბრუნდა. ხარკოვის ოლქში რუსი დამპყრობლებისგან უკვე 40-ზე მეტი დასახლება გათავისუფლდა. შესაბამისი განცხადება ხარკოვის რეგიონულმა სამხედრო ადმინისტრაციამ გააკეთა. „ჩვენ გავათავისუფლეთ ჩვენი ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი ჩუჰუივის, კუპიანსკის და ბალაკლეას ოლქებში. ჩვენი ძალები კუპიანსკში შევიდნენ. იზიუმის რაიონის დასახლებების გათავისუფლება მიმდინარეობს. უკვე ათობით ასეთი დასახლებაა. ამ დროისთვის 40-ზე მეტი დასახლებაა გათავისუფლებული, - აღნიშნულია ინფორმაციაში. მისივე თანახმად, უკვე ბევრად მეტი დასახლებული პუნქტია გათავისუფლებული, მაგრამ უკრაინის არმიის სამხედრო ოპერაციის ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ამ დროისთვის ზუსტი რაოდენობის დასახელება შეუძლებელია.
IAEA: ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სარეზერვო ელექტროგადამცემი ხაზი აღდგა
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) დაადასტურა, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, გაციებისთვის საჭირო სარეზერვო ელექტროგადამცემი ხაზი აღდგა. „ატომური ელექტროსადგურის (ZNPP) სარეზერვო ელექტროგადამცემი ხაზი აღდგენილია, რაც უზრუნველყოფს სადგურს გარე ელექტროენერგიით, რომელიც მას სჭირდება რეაქტორის გაგრილებისთვის და უსაფრთხოების სხვა ფუნქციებისთვის“, - წერს IAEA Twitter-ზე. უკრაინის ელექტროგადამცემი სისტემის ოპერატორის, უკრენერგოს სარემონტო ეკიპაჟებმა ZNPP-ს მიაწოდეს ელექტროენერგია, რომელიც ქარხნის რეაქტორების უსაფრთხო მუშაობისთვის აუცილებელია. მანამდე, მე-6 ენერგობლოკი ელექტროქსელიდან გაითიშა. მზადება მიმდინარეობდა მისი გაგრილების მიზნით და ცივ მდგომარეობაში გადასაყვანად. ზაპოროჟიეს ელექტროსადგური რუსული ძალების კონტროლქვეშ მარტიდან იმყოფება, ოპერირებას უკრაინული პერსონალი უზრუნველყოფს. 6 სექტემბერს, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) განაცხადა, რომ მათმა ინსპექტორებმა, რომლებიც უკრაინაში, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში იმყოფებოდნენ, ობიექტზე რუსეთის ბირთვული სააგენტოს „როსენერგოატომის“ ექსპერტთა ჯგუფის წევრები დააფიქსირეს. IAEA-ის ექსპერტები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე პირველ სექტემბერს ჩავიდნენ. მისიის ოთხი წევრი სადგურზე კვირის ბოლომდე დარჩა, მათგან ორი, ობიექტზე მუდმივად იქნება.
მედია: უკრაინის კონტრშეტევის ფონზე, რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე „რეფერენდუმის“ გეგმებს აჩერებს
კრემლმა ხარკოვისა და ზაპოროჟიეს ოლქებში „რეფერენდუმების“ ჩატარების გეგმები შეაჩერა. ინფორმაციას Meduza წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. ერთადერთი რეგიონი, სადაც რუსეთი ჯერ კიდევ გეგმავს „რეფერენდუმის“ ჩატარებას, ხერსონის ოლქია. იუწყება მედია. ხარკოვის ოლქში რუსი დამპყრობლებისგან უკვე 40-ზე მეტი დასახლება გათავისუფლდა. შესაბამისი განცხადება ხარკოვის რეგიონულმა სამხედრო ადმინისტრაციამ გააკეთა. „ჩვენ გავათავისუფლეთ ჩვენი ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი ჩუჰუივის, კუპიანსკის და ბალაკლეას ოლქებში. ჩვენი ძალები კუპიანსკში შევიდნენ. იზიუმის რაიონის დასახლებების გათავისუფლება მიმდინარეობს. უკვე ათობით ასეთი დასახლებაა. ამ დროისთვის 40-ზე მეტი დასახლებაა გათავისუფლებული, - აღნიშნულია ინფორმაციაში. მისივე თანახმად, უკვე ბევრად მეტი დასახლებული პუნქტია გათავისუფლებული, მაგრამ უკრაინის არმიის სამხედრო ოპერაციის ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ამ დროისთვის ზუსტი რაოდენობის დასახელება შეუძლებელია. ISW: ბოლო 5 დღეში უკრაინამ იმაზე მეტი ტერიტორია დაიკავა, ვიდრე რუსეთის ძალებმა აპრილის შემდეგ ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
უკრაინის გენშტაბი ბრძოლის ველზე ამ დროისთვის არსებულ სურათს აღწერს
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ბრძოლის ველზე ამ დროისთვის არსებულ სურათზე საუბრობს. ოფიციალური ცნობებით, რუსეთი დონეცკის რეგიონზე კონტროლის დამყარების მიზნით და უკრაინის ჯარების ცალკეული მიმართულებით წინსვლის ჩაშლაზე ძალისხმევას განაგრძობს. „მტერი ატარებს საჰაერო დაზვერვას, აგრძელებს ქვედანაყოფების პოზიციების მიმართულებით სროლას, ცდილობს დაკარგული პოზიციის დასაბრუნებლად მოქმედებას, ჯარების გადაადგილებას.უკრაინაში სარაკეტო დარტყმების შემდგომი საფრთხე არსებობს. მიმდინარე დღის განმავლობაში მტერმა უკრაინის ობიექტებს 16 რაკეტა ესროლა და 3 საჰაერო დარტყმა განახორციელა. ხარკოვის მიმართულებით, ჩვენი ჯარების წარმატებული კონტრშეტევის შედეგად, რუსული ჯარები სასწრაფოდ ტოვებენ პოზიციებს და გარბიან დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. ხარკოვის ოლქში უკვე მოხდა 40-ზე მეტი დასახლების დეოკუპაცია - რეგიონული ადმინისტრაცია კერძოდ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების 150-მდე ჯარისკაცისგან შემდგარი კოლონა ბორშევისა და არტემივკის ტერიტორიიდან ორი ავტობუსით, ერთი სატვირთო და 19 მოპარული მანქანით წავიდა. იგივე სიტუაციაა ქალაქ სვატოვეში, ლუგანსკის რეგიონშიც. ISW: ბოლო 5 დღეში უკრაინამ იმაზე მეტი ტერიტორია დაიკავა, ვიდრე რუსეთის ძალებმა აპრილის შემდეგ თავდაცვის ძალებმა კიდევ ერთხელ მოიგერიეს მტრის თავდასხმები 11-მდე მიმართულებით. რუსი ოკუპანტებისგან დასახლებების გათავისუფლება გრძელდება. ხერსონის რეგიონში ოკუპანტებმა ასევე მიატოვეს პოზიციები ზოგიერთ დასახლებაში. გჯეროდეთ შეიარაღებული ძალების! ჩვენ გავიმარჯვებთ! დიდება უკრაინას“, - წერს გენერალური შტაბი. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინულმა ძალებმა მდინარე დნიპროზე, ხერსონის სამი ძირითადი ხიდის მიმართულებით დარტყმები ივლისში დაიწყეს. ამასთან, აშშ-ის ორმა ოფიციალურმა პირმა CNN-თან განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა უკრაინის სამხრეთში დაიწყეს ოპერაციების „ფორმირება“, რათა ტერიტორია ძირითადი კონტრშეტევისთვის მოემზადებინათ. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.