ძებნის რეზულტატი:
ხარკოვის ოლქში გათავისუფლებულ სოფელში ნაპოვნ ცხედარებს, წამების ნიშნები აქვს - ხარკოვის პროკურატურა
ხარკოვის საოლქო პროკურატურის გამომძიებლები ოთხი მშვიდობიანი მოქალაქის გარდაცვალების გარემოებებს იკვლევენ, რომელთა ცხედრებიც კვირას, სოფელ ჟელეზნოდოროჟნოეში (ხარკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთით) აღმოაჩინეს. „მას შემდეგ, რაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოახერხეს სოფლის რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლება, ადგილობრივებმა პოლიციას მიმართეს და განაცხადეს, რომ რუსმა სამხედროებმა მათი თანასოფლელები მოკლეს“, - იუწყება ადგილობრივი ხელისუფლება. შედეგად ოთხი ადამიანის ნაჩქარევად დაკრძალული ცხედარი იპოვეს. ოთხივეს წამების ნიშნები ეტყობა. გამომძიებლების ინფორმაციით, დაღუპულთაგან სამი კერძო სახლებთან დაკრძალეს, ერთი - ასფალტის ქარხნის ტერიტორიაზე. ამ დროისთვის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ტარდება.
დანიამ რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმება შეაჩერა
დანიამ რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმის გამარტივების ხელშეკრულება დროებით შეაჩერა. ცნობილია, რომ კოპენჰაგენსა და მოსკოვს შორის ცალკე სავიზო შეთანხმება მოქმედებდა. დღეიდან რუსეთის მოქალაქეები ევროკავშირთან გამარტივებული სავიზო რეჟიმით ვეღარ ისარგებლებენ დანიის მთავრობამ გადაწყვეტილება ევროკავშირის რეკომენდაციებსა და არსებულ ვითარებაზე დაყრდნობით მიიღო. გარდა ამისა, ქვეყნის ხელისუფლებამ გამკაცრდა ეროვნული სავიზო წესები, ამიტომ რუსეთის მოქალაქეები ვიზაზე განაცხადის დროს დამატებით შემოწმებას გაივლიან. „გასაკვირია, რომ რუსები მიემგზავრებიან ევროპის ქვეყნებში, მათ შორის დასასვენებლად, მაშინ როცა მათი ქვეყანა თავისუფალ და დემოკრატიულ ევროპულ ქვეყანაში შეიჭრა. ამიტომ, მოხარული ვარ, რომ ევროკავშირმა ახლახან გადაწყვიტა შეაჩეროს რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმება. დანია ამას მხარს უჭერს. თუმცა ჩვენ არ ვართ შეთანხმების ნაწილი უფლებების შენარჩუნების გამო“, - განაცხადა იმიგრაციისა და ინტეგრაციის მინისტრმა კაარე დიბვად ბეკმა.
კიევის მახლობლად ქართველი ბიზნესმენის, ნიკოლოზ დავითაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს
კიევის რეგიონში, ბელაია ცერკოვში, პოლიციამ კრიმინალური ჯგუფის წევრი დააკავეს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში საერთაშორისო ძებნაში იმყოფებოდა. 39 წლის, რუსეთის ფედერაციის ჩეჩნეთის რესპულიკის მოქალაქე, 52 წლის ქართველი მაგნატის ნიკოლოზ დავითაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი. ბიზნესმენი 2019 წლის 26 ნოემბერს კიევის ცენტრში გაუჩინარდა, მოგვიანებით კი მისი ცხედარი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით ჭაში იპოვეს. კიევის რეგიონის პოლიციის უფროსის განცხადებით, ცივსისხლიანი მკვლელობა წინასწარი შეთანხმებით მოხდა. დაქირავებულმა მკვლელებმა მსხვერპლს მკერდსა და კისერში რამდენჯერმე ესროლეს.
მიხაილო პოდოლიაკი: რუსები იწყებენ იმის გააზრებას, რომ ომს ვერ მოიგებენ
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი მიიჩნევს, რომ ფსიქოლოგიური გარდატეხა მოხდა და რუსები იწყებენ იმის გააზრებას, რომ ომს ვერ მოიგებენ. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ პოდოლიაკმა Telegram-ში დაწერა. „ფსიქოლოგიური გარდატეხა მოხდა. „Z-საზოგადოება“ იწყებს იმის გაცნობიერებას, რომ რუსეთი ვერ მოიგებს ამ ომს“, - თქვა პოდოლიაკმა. მისი თქმით, გუშინდელი ტერორისტული თავდასხმები რუსეთის მიერ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე და გარკვეული რეგიონების ელექტროენერგიის გარეშე დატოვების მცდელობა არ იყო მხოლოდ სასოწარკვეთის, სისასტიკის და შურისძიების აქტი, საკუთარი არმიის ბრძოლის ველიდან სამარცხვინო გაქცევის გამო. „არა, რა თქმა უნდა, მოქმედებს დღევანდელი რუსული საზოგადოების ვირთხის არსი და, შესაბამისად, ისინი ფაქტობრივად აღფრთოვანებულნი არიან, როდესაც ხვდებიან, რომ უკრაინელებს სითბოსა და სინათლის გარეშე ტოვებენ”, - ხაზგასმით აღნიშნა პოდოლიაკმა.
რუსეთში, გაურკვეველ ვითარებაში კიდევ ერთი მაღალჩინოსანი დაიღუპა
რუსეთის ფედერაციაში „შორეული აღმოსავლეთისა და არქტიკის განვითარების კორპორაციის“ საავიაციო ინდუსტრიის მმართველი დირექტორი ივან პეჩორინი გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა. შემთხვევეა რუსკის კუნძულთან მოხდა. რუსი დეპუტატი გარდაცვლილი იპოვეს რუსული მედიის ცნობით, პეჩორინი შაბათს საღამოს, 10 სექტემბერს, კონცხ იგნატიევთან ახლოს დაიღუპა. რუსეთის პოლიციის ოფიციალური ვერსიით, ის სავარაუდოდ სწრაფად მოძრავი კატერიდან გადმოვარდა. აღსანიშნავია, რომ პეჩორინმა მონაწილეობა მიიღო „აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმში“, რომელიც ვლადივასტოკში 5-8 სექტემბერს გაიმართა. პირველ სექტემბერს „ლუკოილის“ დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელის რავილ მაგანოვის გარდაცვალების შესახებ გახდა ცნობილი. ერთ-ერთი ვერსიით, ის მოსკოვში კლინიკის ფანჯრიდან გადმოვარდა.
უკრაინის ეროვნულმა გვარდიამ სვიატოგორსკის გათავისუფლება დაადასტურა
უკრაინის ეროვნულმა გვარდიამ დონეცკის ოლქის ქალაქ სვიატოგორსკის გათავისუფლება დაადასტურა. უკრაინული მედიის ცნობით, ეროვნული გვარდიის პრესსამსახურმა შესაბამისი ვიდეო Facebook-ზე გამოაქვეყნა. „ეროვნული გვარდიის, უკრაინის შეიარაღებული ძალების და ტერიტორიული თავდაცვის ნაწილები სვიატოგორსკში შევიდნენ. ნაბიჯ-ნაბიჯ, თითო მეტრით, ვათავისუფლებთ ჩვენს მიწას ოკუპანტისგან. გამარჯვება ჩვენი იქნება. დიდება უკრაინის ეროვნულ გვარდიას, დიდება უკრაინას“, - ნათქვამია ვიდეოში.
ვოლოდიმირ ზელენსკი: გაამკაცრეთ სანქციები - საჭიროა ევროკავშირის სანქციების მერვე პაკეტი
გაამკაცრეთ სანქციები - საჭიროა ევროკავშირის მერვე სანქციების პაკეტი. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა. „ერთად დავძლევთ რუსულ ტერორს. რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ უნდა იყოს აღიარებული. გაამკაცრეთ სანქციები - საჭიროა ევროკავშირის სანქციების მერვე პაკეტი. უნდა გაუზარდოთ დახმარება უკრაინას, პირველ რიგში დააჩქაროთ საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება ჩვენი სახელმწიფოსთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ირაკლი ღარიბაშვილი ილია მეორეს, ბოლო სამ კვირაში მეორედ შეხვდა
პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს ბოლო 3 კვირის განმავლობაში მეორედ შეხვდა. პატრიარქთან ვიზიტის შესახებ, მან სოციალურ ქსელში დაწერა და ფოტოც გაავრცელა. პრემიერ-მინისტრი ილია მორეს შეხვდა „დღეს საღამოს ვესტუმრე კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს. ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნისთვის ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე. დღეგრძელობა ჩვენს პატრიარქს!“, - დაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სოციალურ ქსელში.
WSJ: კიევმა ვაშინგტონს 300 კილომეტრის რადიუსზე მოქმედი რაკეტები სთხოვა
უკრაინის ხელისუფლებამ შეერთებული შტატებისგან, შორი დისტანციის სარაკეტო სისტემების მიწოდება ითხოვა. ამის შესახებ ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც უკრაინის მთავრობამ ამერიკელ კონგრესმენებს გაუგზავნა. როგორც The Wall Street Journal წერს, დოკუმენტში ჩამოთვლილია 29 ტიპის იარაღი და საბრძოლო სისტემა, რომელიც, კიევის თქმით, „2023 წელს შეტევის გასაგრძელებლად“ სჭირდება. სიაში შედის მიწა-მიწა ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტები (ATACMS) 300 კილომეტრამდე დიაპაზონით, ტანკები, თვითმფრინავები, საარტილერიო სისტემები, Harpoon ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები, ასევე ორი ათასი რაკეტა HIMARS მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებისთვის. ახალი იარაღის მიწოდების შესახებ მოთხოვნა უკრაინამ, ხარკოვის რეგიონში უკრაინული ძალების წარმატებული კონტრშეტევის ფონზე გაგზავნა. „მთლიანობაში, პირველიდან 12 სექტემბრის ჩათვლით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაათავისუფლეს მათი ტერიტორიის თითქმის ექვსი ათასი კვადრატული კილომეტრი“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა. 7 სექტემბერს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ და უმაღლესი რადას თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გენერალ-ლეიტენანტმა მიხაილ ზაბროდსკიმ გამოაქვეყნეს სტატია, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინას სჭირდებოდა შორი მოქმედების იარაღი, მათ შორის ATACMS, რათა ომის მსვლელობაში გარდატეხა შეეტანათ. მანამდე, The Wall Street Journal-ი იხსენებს, რომ ვაშინგტონმა უარი თქვა კიევისთვის შორი დისტანციის სარაკეტო სისტემების მიწოდებაზე იმის შიშით, რომ უკრაინას შეეძლო ამ სისტემის გამოყენება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დარტყმისთვის და ესკალაციის გასაძლიერებლად. გამოცემის შეფასებით, აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას უკვე გაუგზავნა $15 მილიარდზე მეტი ღირებულების იარაღი და უსაფრთხოების სხვა დახმარება.
უკრაინის გენერალური პროკურატურა: ომის დაწყების დღიდან დღემდე რუსებმა უკრაინაში 48 534 დანაშაული ჩაიდინეს
უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ომის დაწყების დღიდან დღემდე რუსებმა უკრაინაში 48 534 დანაშაული ჩაიდინეს. ISW: უკრაინამ ხარკოვის თითქმის მთლიანად დაბრუნებით, ომის მსვლელობაში გარდატეხა შეიტანა უკრაინის გენშტაბი: ჩვენმა ჯარისკაცებმა ერთ დღეში ოკუპანტებისგან 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს "რეგისტრირებულია აგრესიისა და ომის 33 135 დანაშაული, აქედან 31 900 დანაშაული ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევას ეხება, 73 - აგრესიული ომის დაგეგმვას, მომზადებას ან წარმოებას, 30 - ომის პროპაგანდას, 1132 კი სხვა დანაშაულებს", - ნათქვამია ინფორმაციაში. უკრაინის გენშტაბი ბრძოლის ველზე ამ დროისთვის არსებულ სურათს აღწერს ISW: ბოლო 5 დღეში უკრაინამ იმაზე მეტი ტერიტორია დაიკავა, ვიდრე რუსეთის ძალებმა აპრილის შემდეგ ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის შეტაკებები დაიწყო
ბრიტანული სააგენტო Reuters-ი იტყობინება, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის ჯარებს შორის შეტაკებები დაიწყო. აზერბაიჯანმა, რომელმაც 2020 წელს, ექვსკვირიანი კონფლიქტის შედეგად აღადგინა ტერიტორიის სრული კონტროლი, თავის ძალებს შორის მსხვერპლი აღიარა. სომხეთს არ უსაუბრია დანაკარგებზე, მაგრამ განაცხადა, რომ შეტაკებები ღამითაც გაგრძელდა. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გარდა, სიტუაციის განსახილველად საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს დაურეკა. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიამ არტილერიის და მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენებით, დასახლებული პუნქტების, გორისის, სოტქისა და ჯერმუკის მიმართულებით ინტენსიური სროლა დაიწყო და სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციები დაცხრილა, რასაც მათი მხრიდან თანაზომიერი რეაქცია მოჰყვა. თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 12 სექტემბერს, ღამით, სომხეთის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა აზერბაიჯან-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დაშქესანის, ქალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით ფართომასშტაბიანი პროვოკაცია განახორციელეს. მისივე განცხადებით, სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიული ჯგუფები სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებდნენ ტერიტორიების დანაღმვას და აღნიშნული ქმედებების აღკვეთის მიზნით, გატარებული გადაუდებელი ღონისძიებების შედეგად, სამხედრო შეტაკება მოხდა. „ყველა ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ სომხეთი ემზადება ფართომასშტაბიანი სამხედრო პროვოკაციისთვის“, - აღნიშნავენ სამინისტროში. როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, სომხეთი ასევე მიზნად ისახავს, შეანელოს აზერბაიჯანის მიერ ოკუპაციისგან გათავისუფლებულ სასაზღვრო რაიონებში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამოქალაქო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და შეინარჩუნოს დაძაბული ატმოსფერო აზერბაიჯანის საზღვრებთან. ამასთან, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ, სომხეთის ტერიტორიაზე აზერბაიჯანის არმიის შეჭრის შესახებ ინფორმაცია უარყო. კონფლიქტი პირველად, 1980-იანი წლების ბოლოს დაიწყო, როდესაც ორივე მხარე საბჭოთა მმართველობის ქვეშ იმყოფებოდა. სომხურმა ძალებმა მთიანი ყარაბახის მახლობლად მდებარე ტერიტორიის ნაწილი დაიპყრეს, რომელიც საერთაშორისო დონეზე, დიდი ხნის განმავლობაში აზერბაიჯანის ტერიტორიად იყო აღიარებული, თუმცა იყო ფართოდ იყო დასახლებული სომხური პოპულაციით. აზერბაიჯანმა ეს ტერიტორიები 2020 წლის ბრძოლების დროს დაიბრუნა, რომელიც რუსეთის შუამავლობით დადებული ზავით დასრულდა. ორივე ქვეყნის ლიდერები მას შემდეგ რამდენჯერმე შეხვდნენ ხელშეკრულების დასადებად, რომელიც მიზნად ისახავს გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას. მომზადებულია Reuters-ის მიხედვით
ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს აჰმედ ალი ალ საიღის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში არსებულ თანამშრომლობას. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური დიალოგი მაღალ ნიშნულზეა, რასაც მოწმობს ბოლო წლებში საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მაღალი დონის ვიზიტები. "განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემო. აღინიშნა, რომ საქართველოში არაერთი პროექტია არაბული ინვესტიციით დაფინანსებული და მისასალმებელია, რომ მათი რიცხვი მზარდია. ითქვა, რომ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის დამყარების მიზნით მიმდინარე თვეში დაიწყება დიალოგი. პრემიერ-მინისტრის თქმით, თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნა ხელსაყრელ კლიმატს შექმნის ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობისა და განვითარებისათვის. მთავრობის მეთაურმა არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობას საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებისთვის მადლობა გადაუხადა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას სტუმართა მხრიდან ფედერალური სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე აბდულა ალ მაზრუი, აბუ დაბის განვითარების ფონდის ოპერაციების დირექტორი ადელ ალ ჰოსანი, Dhabi Group-ის მმართველი დირექტორი სამი ედვარდ ადამსი, კომპანია Etihad Credit Insurance – ის აღმასრულებელი დირექტორი მასიმო ფალკონი, დუბაის მრეწველობისა და ექსპორტის კორპორაციის გენერალური დირექტორი საიდ ალ ავადი, ხოლო საქართველოს მხრიდან ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პაატა კალანდაძე ესწრებოდნენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ფაშინიანმა და პუტინმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ესკალაციის საკითხი განიხილეს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა. ფაშინიანმა და პუტინმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ესკალაციის საკითხი განიხილეს სომხეთის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, სატელეფონო საუბრისას ლიდერებმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ესკალაციის საკითხი განიხილეს. გარდა ამისა, სომხური მედია იტყობინება, რომ ფაშინიანმა სომხეთის უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია. ამასთან სატელეფონო საუბარი შედგა სომხეთის პრემიერ-მინისტრსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის. საფრანგეთის ლიდერთან სატელეფონო საუბრისას ფაშინიანმა შეშფოთება გამოთქვა საზღვარზე არსებული ვითარების გამო. მაკრონმა თავის მხრივ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დაძაბულობის ესკალაციას მიუღებლი უწოდა. 13 სექტემბრის ღამეს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ დაშქესანის, კალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით განხორციელებული ფართომასშტაბიანი პროვოკაციების შესახებ. ორი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის საზღვარზე ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო.
ენტონი ბლინკენი სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანის ენტონი ბლინკენის განცხადებით, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი სამხედრო გზით ვერ გადაწყდება. ბლინკენის ოფიციალური განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის ვებსაიტზე გამოქვეყნდა. ფაშინიანმა და პუტინმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ესკალაციის საკითხი განიხილეს „აშშ ღრმად არის შეშფოთებული სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე თავდასხმების შესახებ ცნობებით, მათ შორის სომხეთში დასახლებულ პუნქტებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შესახებ. როგორც დიდი ხნის წინ ავღნიშნეთ, კონფლიქტი სამხედრო გზით არ უნდა გადაწყდს. მოვუწოდებთ [აზერბაიჯანსა და სომხეთს] დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ნებისმიერი სამხედრო ქმედება“, – ნათქვამია ენტონი ბლინკენის განცხადებაში. ბაქო სომხეთის საზღვართან ფართომასშტაბიანი პროვოკაციის შესახებ იტყობინება 13 სექტემბრის ღამეს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ დაშქესანის, კალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით განხორციელებული ფართომასშტაბიანი პროვოკაციების შესახებ. ორი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის საზღვარზე ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. ამასთან სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის არმიამ არტილერიის და მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენებით, ინტენსიური სროლა დაიწყო დასახლებული პუნქტების, გორისის, სოტქისა და ჯერმუკის მიმართულებით და სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციები დაცხრილა, რასაც მათი მხრიდან მოჰყვა თანაზომიერი რეაქცია. წუხელ, პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს. ფაშინიანმა, აზერბაიჯანის ქმედებებს დაუშვებელი უწოდა. პრესსამსახურის ოფიციალური ცნობების თანახმად, სომხეთის პრემიერ-მინისტრს ამ შინაარსის საუბარი ჰქონდა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთანაც და აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან.
ლოს ანჯელესში "მაიმუნის ყვავილით" ადამიანი გარდაიცვალა
ლოს ანჯელესში „მაიმუნის ყვავილის“ შედეგად გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ცნობით, ინფიცირებულს დასუსტებული ჰქონდა იმუნური სისტემა. „ძლიერი იმუნოდეფიციტის მქონე პირებს, რომლებსაც „მაიმუნის ყვავილის“ სავარაუდო ნიშნები აქვთ, მოვუწოდებთ მიმართონ სამედიცინო დახმარებას, დაიწყონ ადრეული მკურნალობა და დარჩნენ მეთვალყურეობის ქვეშ დაავადების დროს“, – ნათქვამია აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის განცხადებაში. ინფორმაციისთვის, მაიმუნის ყვავილი (Monkeypox) ჩუტყვავილას „ოჯახიდან“ არის. ასვე წაიკითხეთ: რა უნდა ვიცოდეთ მაიმუნის ყვავილის შესახებ - NCDC ინფორმაციას ავრცელებს
სომხეთმა აზერბაიჯანთან შეტაკებების შემდეგ დასახმარებლად, რუსეთსა და ОДКБ-ს მიმართა
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა. ენტონი ბლინკენი სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს სომხეთმა დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და, ასევე, გაეროს მიმართა. საბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე თავდასხმის გამო, მოსკოვთან გაფორმებული ორმხრივი შეთანხმების ამოქმედების მიზნით, რუსეთის ფედერაციისთვის დახამარებისთვის მიემართათ. ასევე მიემართათ ОДКБ-სა (კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ ხელშეკრულების ორგანიზაცია) და გაეროს უსაფრთხოების საბჭოსთვის. ამ დროისთვის სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებები გრძელდება. ფაშინიანმა და პუტინმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ესკალაციის საკითხი განიხილეს ბაქო სომხეთის საზღვართან ფართომასშტაბიანი პროვოკაციის შესახებ იტყობინება 13 სექტემბრის ღამეს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ დაშქესანის, კალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით განხორციელებული ფართომასშტაბიანი პროვოკაციების შესახებ. ორი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის საზღვარზე ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. ამასთან სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის არმიამ არტილერიის და მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენებით, ინტენსიური სროლა დაიწყო დასახლებული პუნქტების, გორისის, სოტქისა და ჯერმუკის მიმართულებით და სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციები დაცხრილა, რასაც მათი მხრიდან მოჰყვა თანაზომიერი რეაქცია. წუხელ, პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს. ფაშინიანმა, აზერბაიჯანის ქმედებებს დაუშვებელი უწოდა. პრესსამსახურის ოფიციალური ცნობების თანახმად, სომხეთის პრემიერ-მინისტრს ამ შინაარსის საუბარი ჰქონდა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთანაც და აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან.
მედია: აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა
13 სექტემბრის 09:00-ზე აზერბაიჯანმა და სომხეთმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედებაზე შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს. თუმცა, როგორც Trend-ისთვის ინფორმირებული წყაროებიდან გახდა ცნობილი, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა კვლავ დაარღვიეს შეთანხმება და განაგრძეს პროვოკაციები. 09:15 საათიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი აღდგა. სომხეთმა აზერბაიჯანთან შეტაკებების შემდეგ დასახმარებლად, რუსეთსა და ОДКБ-ს მიმართა 13 სექტემბრის ღამეს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ დაშქესანის, კალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით განხორციელებული ფართომასშტაბიანი პროვოკაციების შესახებ. ორი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის საზღვარზე ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. ენტონი ბლინკენი სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს ამასთან სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის არმიამ არტილერიის და მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენებით, ინტენსიური სროლა დაიწყო დასახლებული პუნქტების, გორისის, სოტქისა და ჯერმუკის მიმართულებით და სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციები დაცხრილა, რასაც მათი მხრიდან მოჰყვა თანაზომიერი რეაქცია. წუხელ, პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს. ფაშინიანმა, აზერბაიჯანის ქმედებებს დაუშვებელი უწოდა. პრესსამსახურის ოფიციალური ცნობების თანახმად, სომხეთის პრემიერ-მინისტრს ამ შინაარსის საუბარი ჰქონდა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთანაც და აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან.
პოლიციამ ზუგდიდში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა, დაკავებულია ერთი პირი
პოლიციამ ზუგდიდში „ელიტ ელექტრონიქსის“ ორჯერ გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მაღაზიიდან მობილური ტელეფონები და მაჯის საათი მოიპარა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 2004 წელს დაბადებული ს.ღ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ზუგდიდში მდებარე კომპანია "ელიტ ელექტრონიქსის" მაღაზიიდან მობილური ტელეფონები და მაჯის საათი მოიპარა. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნაქურდალი ნივთები - სხვადასხვა ფირმის 32 მობილური ტელეფონი და მაჯის საათი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებული ასევე მხილებულია რამდენიმე დღით ადრე ამავე მაღაზიის გაქურდვის ფაქტზე. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებითა და მე- 4 ნაწილის ,,ბ,, ქვეპუნქტით, რაც სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილ დიდი ოდენობით ქურდობას გულისხმობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
პოლიციამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ბრალდებით ორი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი პირები: 1969 წელს დაბადებული დ.გ. და 1971 წელს დაბადებული ი.პ. ორგანიზებული ჯგუფის მიერ არაერთგზის ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში დააკავეს. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ე.წ. სკანერის გამოყენებით ხსნიდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მფლობელობაში არსებულ ავტომობილებს, საიდანაც პირად ნივთებსა და ფულს იპარავდნენ. პოლიციამ, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული პირები დააკავა. ნაქურდალი ნივთები და ფული ნივთმტკიცებადაა ამოღებული. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტებით მიმდინარეობს“,-აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ენტონი ბლინკენი: უკრაინამ კონტრშეტევაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ უკრაინის კონტრშეტევა ახლახან დაიწყო, მაგრამ უკრაინულმა ძალებმა უკვე მიაღწიეს მნიშვნელოვან პროგრესს. უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ხერსონთან კონტრშეტევისას, 500 კვ. კმ ტერიტორია გაათავისუფლეს „ის, რაც მათ გააკეთეს, იყო ძალიან მეთოდურად დაგეგმილი და, რა თქმა უნდა, მიიღო მნიშვნელოვანი მხარდაჭერა სამხედრო აღჭურვილობით, შეერთებული შტატებისა და მრავალი სხვა ქვეყნისგან, რაც აუცილებელია ამ კონტრშეტევის გასაგრძელებლად”, - თქვა ბლინკენმა მექსიკაში გამართულ პრესკონფერენციაზე. უკრაინის უშიშროების სამსახური: რუსი დამპყრობლები გარბიან და საბრძოლო მასალის მთელ არსენალს ტოვებენ მისი თქმით, ამის მიუხედავად ჯერ ნაადრევია პროგნოზების გაკეთება იმაზე, თუ როგორ დასრულდება შეტევა. „რუსები უკრაინაში ინარჩუნებენ ძალიან მნიშვნელოვან ძალებს, ასევე აღჭურვილობას, იარაღსა და საბრძოლო მასალას. ისინი აგრძელებენ მათ განურჩევლად გამოყენებას არა მხოლოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების, არამედ მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ“, - აღნიშნა ბლინკენმა. ოლექსი რეზნიკოვი: კონტრშეტევის წარმატება იმის ნიშანია, რომ რუსეთის დამარცხება შესაძლებელია