ძებნის რეზულტატი:
ილია დარჩიაშვილმა დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში, ჩანაწერი გააკეთა
2022 წლის 16 აგვისტოს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი გაერთიანებული სამეფოს საელჩოში იმყოფებოდა, სადაც მან დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტრო ავრცელებს. დიდი ბრიტანეთის დედოფალი, ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა „ძალიან ვწუხვართ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფლის, მისი უდიდებულესობა ელისაბედ მეორის გარდაცვალების გამო. ამ მწუხარების ჟამს, ჩვენ სრულად ვუერთდებით მსოფლიოს და პატივს მივაგებთ მისი უდიდებულესობის საოცარ დანატოვარს. მისი მეფობა, რომელიც წარმოადგენს ძლიერი სახელმწიფოებრიობის, ეროვნული მთლიანობისა და ურყევი თავდადების სიმბოლოს, ჩვენთვის შთაგონების წყაროა და აუცილებლად დარჩება შემდეგი თაობების მეხსიერებაში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით გულწრფელად ვუსამძიმრებთ სამეფო ოჯახს, ბრიტანელ ხალხსა და თანამეგობრობას,“ - აღნიშნულია მინისტრის სამძიმრის წერილში.
საბერძნეთი და გერმანია, უკრაინისთვის 40 საბჭოთა BMP-1-ის გადაცემაზე შეთანხმდნენ
საბერძნეთი და გერმანია საბოლოოდ შეთანხმდნენ „წრიული გაცვლის“ სქემაზე, რომლის მიხედვითაც ბერძნული მხარე უკრაინას 40 საბჭოთა BMP-1 ქვეით საბრძოლო მანქანას, ამდენივე უფრო თანამედროვე გერმანული Marder-ის სანაცვლოდ გადასცემს. ამის შესახებ პარასკევს საბერძნეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. „საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის კირიაკოს მიცოტაკისისა და გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის გადაწყვეტილებით, ეროვნული თავდაცვის მინისტრი ნიკოს პანაიოტოპულოსი და გერმანიის თავდაცვის მინისტრი ქრისტინე ლამბრეხტი, უკრაინის თავდაცვის მხარდასაჭერად, შეთანხმდნენ, რომ საბერძნეთი უკრაინას 40 ჯავშანტექნიკას გადსცემს, სანაცვლოდ კი გერმანია საბერძნეთს, Marder მანქანებს გადასცემს“, - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ მაისის ბოლოს კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ უკრაინა საბერძნეთისგან 40 საბჭოთა BMP-1 ქვეით საბრძოლო მანქანას მიიღებდა. მხარეებს შორის „წრიულ გაცვლაზე“ შეთანხმებას ოთხი თვე დასჭირდა.
სერბეთი აზერბაიჯანთან ელექტროენერგიის შესყიდვაზე შეთანხმდა - ვიცე-პრემიერი
სერბეთის სახელმწიფო ენერგოკომპანია EPS აზერბაიჯანთან 2600 მგვტ/სთ ელექტროენერგიის შესყიდვაზე შეთანხმდა. ამის შესახებ სერბეთის ვიცე-პრემიერმა, სამთო და ენერგეტიკის მინისტრმა ზორანა მიხაილოვიჩმა Reuters-ს განუცხადა. მიხაილოვიჩმა აღნიშნა, რომ ბელგრადი ამჟამად, ამ ელექტროენერგიის გადაცემაზე მოლაპარაკებებს თურქეთთან აწარმომებს. მისი თქმით, სერბეთი ასევე განიხილავს ელექტროენერგიის დამატებით იმპორტს უნგრეთიდან. აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში აზერბაიჯანში ელექტროენერგიის წარმოება 2,6 პროცენტით გაიზარდა. ამ პერიოდში ქვეყანაში 19,115 მილიარდ კილოვატ/საათზე მეტი ელექტროენერგია იწარმოებოდა. ექსპორტმა 14,06 მლრდ კილოვატსათი შეადგინა, იმპორტმა - 94,3 მლნ კილოვატ/საათი ელექტროენერგია.
„ყაზახეთი-თურქმენეთი-ირანის“ რკინიგზას დიდი პოტენციალი აქვს - ყაზახეთის პრეზიდენტი
ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ ჟომართ თოყაევმა, „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ წევრებს მოუწოდა, რომ „ყაზახეთი-თურქმენეთი-ირანის“ რკინიგზის პოტენციალი გამოიყენონ. „მოვუწოდებ SCO-ს პარტნიორებს გამოიყენონ შესაძლებლობები, რომლებიც იხსნება ამ კუთხით. სერიოზული პოტენციალი აქვს ყაზახეთ-თურქმენეთი-ირანის რკინიგზას, რომელიც ხსნის უმოკლეს მარშრუტს აღმოსავლეთ აზიიდან სპარსეთის ყურის ქვეყნებამდე. ყაზახეთსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის სატრანზიტო და სატრანსპორტო თანამშრომლობა დინამიურად ვითარდება“, - განაცხადა ტოკაევმა. მისი თქმით, ყაზახეთი მიესალმება პერსპექტიული პროექტების განხორციელებას, რომლებიც მიზნად ისახავს რეგიონის ქვეყნების ურთიერთდაკავშირების უზრუნველყოფას. „ჩვენ მხარს ვუჭერთ ცენტრალურ და სამხრეთ აზიას შორის სატრანსპორტო მარშრუტების გაფართოების მცდელობებს, ჩრდილოეთ-სამხრეთისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის ტრანსევრაზიული დერეფნების განვითარებას. ზოგადად, ჩვენ მომხრე ვართ ახალი და არსებული მულტიმოდალური სატრანსპორტო დერეფნებისა და ლოგისტიკური ცენტრების შექმნისა და მოდერნიზების“, - განაცხადა თოყაევმა.
ენტონი ბლინკენი იზიუმში მასობრივ სამარხებზე: რუსეთის სიმხეცეები, შესაძლოა, ომის დანაშაული აღმოჩნდეს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ახლახან, დეოკუპირებულ იზიუმში აღმოჩენილი მასობრივი სამარხი, რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი სისასტიკის დამადასტურებელია. გაერო იზიუმში, მასობრივი სამარხის მტკიცებულებების გადასამოწმებლად მისიას აგზავნის ბლინკენმა დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ „უნდა შეიქმნას მტკიცებულებების ბაზა და მომხდარი სიმხეცეები დოკუმენტებში უნდა აისახოს“. მისი თქმით, „ხშირ შემთხვევაში ჩადენილი სისასტიკე ომის დანაშაულად ჩაითვლება." ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი ყველგან სიკვდილს ტოვებს და ამისთვის პასუხი უნდა აგოს ამასთან ბლინკენმა აღნიშნა, რომ აშშ არ აპირებს რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადებას, რადგან ამას შესაძლოა „არაპროგნოზირებადი შედეგები“ მოჰყვეს და ვაშინგტონი უკვე დგამს შესაბამის პრაქტიკულ ნაბიჯებს. 15 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის სამხედრო ძალებისგან გათავისუფლებულ ქალაქ იზიუმთან, ტყეში 440-მდე მოკლული ადამიანის სამარხია აღმოჩენილი.
იზიუმში ოკუპაციის დროს დაღუპულთა ცხედრების ექსჰუმაცია მიმდინარეობს
ხარკოვის ოლქის პროკურორის ალექსანდრ ფილჩაკოვის განცხადებით, იზიუმში მშვიდობიანი მოქალაქის 445 საფლავია აღმოჩნილი და ერთი მასობრივი სამარხი, სადაც უკრაინელი სამხედროები არიან დაკრძალული. „დაახლოებით 20 ადამიანი“, - აცხადებს ფილჩაკოვი. გაერო იზიუმში, მასობრივი სამარხის მტკიცებულებების გადასამოწმებლად მისიას აგზავნის „ექსჰუმაციის დროს, აღმოჩენილია წამების კვალი“, - აცხადებს ფილჩალჩაკოვი. მისი თქმით, ერთ-ერთ ცხედარს კისერზე თოკი ჰქონდა შემოხვეული და აღენიშნება მოტეხილობები. ეს შესაძლოა, ადასტურებდეს ძალადობრივ სიკვდილს“. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი ყველგან სიკვდილს ტოვებს და ამისთვის პასუხი უნდა აგოს ახლა ექსჰუმაცია გრძელდება, საერთო საფლავში დაკრძალულთა შორის, პროკურორის თქმით, შესაძლოა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც საავადმყოფოებში სამედიცინო დახმარების გარეშე დაიღუპნენ. 15 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის სამხედრო ძალებისგან გათავისუფლებულ ქალაქ იზიუმთან, ტყეში 440-მდე მოკლული ადამიანის სამარხია აღმოჩენილი.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინის გავლით, რუსული ამიაკის ექსპორტის აღდგენის პირობები დაასახელა
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარასკევს განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს უკრაინის გავლით რუსული ამიაკის ექსპორტის აღდგენის იდეას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინას სამხედრო ტყვეებს დაუბრუნებს. „მე წინააღმდეგი ვარ რუსეთის ფედერაციიდან ჩვენი ტერიტორიის გავლით ამიაკის ექსპორტის. ამას გავაკეთებდი მხოლოდ ჩვენი ტყვეების დაბრუნების სანაცვლოდ. სწორედ ეს შევთავაზე გაეროს", - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა. ზელენსკიმ თქვა, რომ ხარკოვის რეგიონში უკრაინული ძალების კონტრშეტევის დროს „ასობით რუსი სამხედრო დაატყვევეს, იმავდროულად, რუსეთს უფრო მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვე ჰყავს, ვიდრე უკრაინას რუსი“, - განაცხადა ზელენსკიმ. კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ზელენსკის შემოთავაზებას შეუსაბამო უწოდა. „ნუთუ ადამიანები და ამიაკი ერთი და იგივეა?". - თქვა პესკოვმა გაერომ რუსეთს შესთავაზა, რომ სასუქების მწარმოებელი Uralchem-ის საკუთრებაში არსებული ამიაკის გაზი მილსადენით გადასულიყო უკრაინის საზღვარზე, სადაც მას ნედლეულით მოვაჭრე ამერიკული კომპანია Trammo ყიდულობდა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ტრანზიტი შეჩერდა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ განაცხადა, რომ კიევი არ დათანხმდება რაიმე შეთანხმებას, რომელიც ეწინააღმდეგება მის უსაფრთხოების ინტერესებს.
Bloomberg: ინდოელმა გაუტამ ადანმა, ჯეფ ბეზოსს გადაუსწრო და მსოფლიოში მეორე უმდიდრესი ადამიანი გახდა
ინდოელი მილიარდერი გაუტამ ადანი, მულტიბიზნესის კონგლომერატის Adani Group-ის მფლობელი და ხელმძღვანელი, მსოფლიოში მეორე უმდიდრესი ადამიანი გახდა და „ამაზონის“ დამფუძნებელს ჯეფ ბეზოსს გაუსწრო, წერს Bloomberg. 2022 წლის დასაწყისში გაუტამ ადანი მილიარდერთა გლობალურ რეიტინგში მხოლოდ მე-14 ადგილზე იყო. მაგრამ ერთი წლის განმავლობაში, მისი ფლაგმანი კომპანია, Adan Enterprises-ის შემოსავლები რეკორდულ მაჩვენებლამდე გაიზარდა. ინდოეთის ეროვნული საფონდო ბირჟის (NSE) ბაზრის დახურვისას Adan Enterprises-ის აქციების ფასი ერთ აქციაზე 3702,2 ინდურ რუპიას შეადგენდა (+116,6% წლის დასაწყისიდან). ჯეფ ბეზოსის წმინდა ქონება $145,8 მილიარდამდე დაეცა, (ნიუ-იორკში ძირითადი ვაჭრობის გახსნის შემდეგ აშშ-ს საფონდო ბირჟის ზოგადი ვარდნის ფონზე), იტყობინება Bloomberg. ხოლო ადანის ქონება ამავდროულად $146,9 მილიარდად იყო შეფასებული, რამაც იგი პლანეტის მეორე უმდიდრეს ადამიანად აქცია. ის მხოლოდ Tesla-სა და SpaceX-ის ხელმძღვანელს, ილონ მასკს ჩამორჩება, რომლის კაპიტალიც $260 მილიარდია.
უკრაინა: რუსეთმა უკრაინის საზღვართან 800-მდე სამხედრო თვითმფრინავი და ვერტმფრენი განათავსა
რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან თითქმის 800 თვითმფრინავი და ვერტმფრენი განათავსა. ტექნიკა 40 სამხედრო აეროდრომზეა განლაგებული. ამის შესახებ ბრიფინგზე საჰაერო ძალების სარდლობის წარმომადგენელმა იური იგნატმა განაცხადა, იუწყება Ukrinform. მისი თქმით, თვითმფრინავების სავარაუდო რაოდენობაა 430 ერთეული, ასევე 340 ვერტმფრენი. უკრაინელი მებრძოლები მუდმივად პატრულირებენ და აკონტროლებენ ბელორუსის, რუსეთის საჰაერო სივრცეს, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს, ასევე შავი და აზოვის ზღვების წყლებს. „ზოგადად, რუსული ავიაცია დღეში 200-მდე გაფრენას ახორციელებს. უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან დღემდე რუსულმა ავიაციამ სულ 38 000 გაფრენა განახორციელა“, - აცხადებს იგნატი.
ჯოზეფ ბორელი იზიუმში მასობრივ სამარხებზე: რუსული ძალების ეს არაადამიანური ქმედებები, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს
უმკაცრესად ვგმობთ ქალაქ იზიუმში მომხდარ სისასტიკეს. რუსული ძალების ეს არაადამიანური ქმედებები, რომლებიც ხორციელდება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ჟენევის კონვენციების სრული უგულებელყოფით, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, - ამის შესახებ ნათქვამია საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის ჯოზეფ ბორელის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გაერო იზიუმში, მასობრივი სამარხის მტკიცებულებების გადასამოწმებლად მისიას აგზავნის მისივე თქმით, ქალაქ იზიუმში რუსულმა ძალებმაა არაადამიანური ქმედებები ჩაიდინეს. „ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ ამ სისასტიკეს. რუსული ძალების ეს არაადამიანური ქმედებები, რომლებიც ხორციელდება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ჟენევის კონვენციების სრული უგულებელყოფით, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. რუსეთი, მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობა და ყველა, ვინც მონაწილეობს უკრაინაში საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევაში, პასუხს აგებენ. ევროკავშირი მხარს უჭერს ყველა ძალისხმევას ამ კუთხით“, – ნათქვამია ბორელის განცხადებაში. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი ყველგან სიკვდილს ტოვებს და ამისთვის პასუხი უნდა აგოს შეგახსენებთ, რომ 15 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის სამხედრო ძალებისგან გათავისუფლებულ ქალაქ იზიუმთან, ტყეში 440-მდე მოკლული ადამიანის სამარხია აღმოჩენილი.
დმიტრო კულება: ჩვენთვის გამოცანაა: რაშია პრობლემა? რატომ ვერ ვიღებთ გერმანიისგან იმას, რაც გვჭირდება და რაც მას აქვს?
ჩვენთვის ეს გამოცანაა: რაშია პრობლემა? რატომ ვერ ვიღებთ გერმანიისგან იმას, რაც გვჭირდება და რაც მას აქვს? - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა. „ჩვენთვის ეს გამოცანაა: ახლა ვითხოვთ Leopard-ის ან Marder-ის ტიპის ტანკებს, გერმანია კი გვაწვდის Dingo-ს ტიპის ჯავშანმანქანებს. ეს ასევე სასარგებლოა და მადლობას ვუხდით ამისთვის, მაგრამ ეს არაა ის, რაც ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება ბრძოლაში. რაშია პრობლემა? რატომ ვერ ვიღებთ იმას, რაც გვჭირდება და რაც გერმანიას აქვს?“ - აცხადებს კულება. მიხაილო პოდოლიაკის თქმით, დასავლეთი შესაძლოა, იძულებული გახდეს, კიევს მეტი იარაღი მიაწოდოს ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საბჭოს წევრებმა ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები და ახალი ინიციატივები განიხილეს. „აღინიშნა, რომ რეგიონში და მსოფლიოში შექმნილი ვითარების მიუხედავად, ქვეყანაში პირველ შვიდ თვეში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა -10,3% დაფიქსირდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ხაზი გაესვა ტურიზმიდან შემოსავლების ზრდის ტენდენციას. აღინიშნა, რომ 2022 წლის აგვისტოში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა უკვე მეორედ, პანდემიის შემდეგ, გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და 2022 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, ტურიზმიდან საქართველომ 2.1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წლის მაჩვენებლის – 94.6% – აღდგენაა. საბჭოს წევრებმა რთველის მიმდინარეობასთან დაკავშირებით იმსჯელეს. როგორც სხდომაზე აღინიშნა, 16 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში 70 ათას ტონაზე მეტი ყურძენია გადამუშავებული და მოსავლის დაბინავება შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. ღვინის საწარმოებს ყურძენი 7 000-მა მევენახემ ჩააბარა და მათი შემოსავალი 70 მლნ ლარს აღემატება. 140-მდე კომპანიამ უკვე გადაამუშავა სხვადასხვა მოცულობის ყურძენი“, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.
აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი ამერიკელ კონგრესმენს, ბრაიან ბაბინს შეხვდა
საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი ამერიკელ კონგრესმენს, ბრაიან ბაბინს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში შექმნილი რთული ვითარება მიმდინარე რუსეთის აგრესიის ფონზე უკრაინის მიმართ. მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. ელჩმა ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის ეკონომიკური მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობასა და მნიშვნელობას. კონგრესმენმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ მინისტრს, საქართველოს მთავრობას და ელჩს ეკონომიკური თანამშრომლობის უფრო მაღალ ნიშნულზე აყვანის ძალისხმევისა და ხელშეწყობისათვის. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველო-აშშ-ის შორის არსებულ პარტნიორობაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. შეხვედრას Twitter-ზე ამერიკელი კონგრესმენიც ეხმიანება. „გუშინ მქონდა პროდუქტიული შეხვედრა აშშ-ში საქართველოს ელჩ დავით ზალკალიანთან. განვიხილეთ სხვადასხვა ნაბიჯი, რომელიც აუცილებელია ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გასაძლიერებლად“, - წერს ბრაიან ბაბინი.
ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი: რუსები სამხედრო დანაშაულებს სჩადიან ყველა ოკუპირებულ ტერიტორიაზე
ხარკოვის რეგიონის გათავისუფლებულ ქალაქებში მასობრივი საფლავები და წამების ადგილები ადასტურებს, რომ რუსები სამხედრო დანაშაულებს სჩადიან ყველა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ამის შესახებ ნათქვამია ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის ანგარიშში. გაერო იზიუმში, მასობრივი სამარხის მტკიცებულებების გადასამოწმებლად მისიას აგზავნის „ახლად გათავისუფლებულ იზიუმში მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი საფლავებისა და წამების ადგილების აღმოჩენა ადასტურებს, რომ ბუჩაში მომხდარი სისასტიკე არ იყო ომის ცალკეული დანაშაულები, არამედ რუსული სიმხეცის მცირე ნაწილი, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩაიდინა“,- ნათქვამია განცხადებაში. ჯოზეფ ბორელი იზიუმში მასობრივ სამარხებზე: რუსული ძალების ეს არაადამიანური ქმედებები, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი ყველგან სიკვდილს ტოვებს და ამისთვის პასუხი უნდა აგოს შეგახსენებთ, რომ 15 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის სამხედრო ძალებისგან გათავისუფლებულ ქალაქ იზიუმთან, ტყეში 440-მდე მოკლული ადამიანის სამარხია აღმოჩენილი.
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
17 სექტემბერს სინოპტიკოსების პროგნოზით, ქვეყნის ყველა რეგიონებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +36 გრადუსი ქუთაისშია ნავარაუდევი, მინიმალური +19 კი გუდაურში. "ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით ასეთია: სოხუმი +33 - უნალექო, ზუგდიდი +35 - უნალექო, მესტია +26 - უნალექო, ფოთი +34 - უნალექო, ბათუმი +34 - უნალექო, ბაკურიანი +24 - უნალექო, რუსთავი +35 - უნალექოთბილისი +34 - უნალექო", - ნათქვამია ინფორმაციაში.
სასამართლომ „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროსთვის“ მიმართვაში ბრალდებული 4 პირი დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ,,ქურდული სამყაროს“ წევრობასა და ,,ქურდული სამყაროსთვის“ მიმართვაში ბრალდებული ოთხი პირი დამნაშავედ ცნო. გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წელს, ,,ქურდული სამყაროს“ სამმა წევრმა საზღვარგარეთ მყოფ ,,კანონიერ ქურდთან“ შეთანხმებით, ერთ-ერთ პირსა და მოდავე მხარეს შორის არსებული ფინანსური დავის გადასაწყვეტად, არაერთხელ მოაწყვეს ,,ქურდული გარჩევა“. „3 პირს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 223’-ე მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ წევრობა), 1 პირს კი - სსკ-ის 223’’-ე მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროსთვის“ მიმართვა) წარედგინათ. სასამართლომ ,,ქურდული სამყაროს“ 2 წევრს სასჯელის სახით 8 - 8 წლით, ხოლო 1 წევრს - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. რაც შეეხება ,,ქურდული სამყაროსათვის“ მიმართვაში ბრალდებულს, მას სასჯელის სახით 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
The Business Times: CREDIT Suisse Group-ის ტრასტმა აღიარა, რომ ბიძინა ივანიშვილს მისი ანგარიშებიდან არასანქცირებული გადარიცხვების შესახებ არ შეატყობინა
CREDIT Suisse Group-ის ტრასტმა აღიარა, რომ არ შეატყობინა ბიძინა ივანიშვილს მისი ანგარიშებიდან არასანქცირებული გადარიცხვების შესახებ, რაც არის მოულოდნელი ნაბიჯი, რომელმაც შეიძლება შეცვალოს სინგაპურში მიმდინარე სასამართლო განხილვის ბედი, - ამის შესახებ გამოცემა The Business Times-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი. მათივე ცნობით, სასამართლო განხილვის პირველი 9 დღის განმავლობაში CREDIT Suisse Group-ის ტრასტის მთავარი ადვოკატი ლი ენგ ბენგი ამტკიცებდა, რომ ტრასტის პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილის აქტივების მართვით შემოიფარგლებოდა, და რომ ინვესტიციების შესახებ გადაწყვეტილებებს ბიძინა ივანიშვილი, ან მისი ქართველი ბიზნესმრჩეველი იღებდა და მათ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა ნებისმიერი ზარალის შესახებ. თუმცა 16 სექტემბერს ლიმ მოსამართლეს განუცხადა, რომ ტრასტმა დაარღვია საკუთარი, როგორც ნდობით აღჭურვილი მმართველის ვალდებულებები, კომპანია Meadowsweet-ში ივანიშვილის ინვესტიციებთან დაკავშირებით. „მოპასუხემ აღიარა, რომ 2008 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მას უნდა მიეღო გონივრული ზომები, რათა მოეგვარებინა Meadowsweet Assets Limited-ის საბანკო ანგარიშებიდან თანხების არასანქცირებული გადარიცხვის საკითხი, მათ შორის პირდაპირ დაჰკავშირებოდა ბიძინა ივანიშვილს გადარიცხვების კანონიერების შესამოწმებლად“, - ვკითხულობთ სტატიაში. ამასთან, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტრასტისგან ზარალისა და დაკარგული შემოსავლის სახით 800 მილიონ დოლარს ითხოვს. ივანიშვილის ჩვენების მიხედვით, ადრეულ ეტაპზე განხორციელებული რამდენიმე ინვესტიციის გარდა, ის არაფერს მართავდა და გადაწყვეტილებების მიღება ბანკირ პატრის ლესკადრონს დააკისრა. ფრანგი ბანკირი 2018 წელს თაღლითობისთვის გაასამართლეს. მან შექმნა სქემა, რომლის მიხედვითაც აყალბებდა ხელმოწერებს და სავაჭრო ბრძანებებს, რათა თავისი კლიენტების პორტფოლიოებში მზარდი დანაკარგები დაეფარა. სასამართლო პროცესი კიდევ ერთი კვირის განმავლობაში, ორივე მხარის ჩვენებებითა და დასკვნითი სიტყვებით გაგრძელდება, განაჩენის გამოტანა კი 2023 წლის პირველ კვარტალშია მოსალოდნელი.
უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს
უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 54 250 ჯარისკაცია მოკლული. მიხაილო პოდოლიაკის თქმით, დასავლეთი შესაძლოა, იძულებული გახდეს, კიევს მეტი იარაღი მიაწოდოს "განადგურებულია, 168 ერთეულ საჰაერო თავდაცვის სისტემას, 251 საბრძოლო თვითმფრინავს, 216 ვერტმფრენს, 911 ოპერატიულ-ტაქტიკურ უპილოტო საფრენ აპარატს, 15 გემს/ნავს, 3571 სხვადასხვა ავტომობილსა და ტანკერს, 121 ერთეულ სპეცტექნიკას და 236 ფრთოსან რაკეტას", - ნათქვამია ინფორმაციაში. ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი: რუსები სამხედრო დანაშაულებს სჩადიან ყველა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
მელიტოპოლის მერი: ოკუპირებულ ქალაქ მელიტოპოლში რუსების კიდევ ერთი სამხედრო ბაზა დაიწვა
ზაპოროჟიეს ოლქში, ოკუპირებულ ქალაქ მელიტოპოლში რუსების კიდევ ერთი სამხედრო ბაზა დაიწვა. ამის შესახებ ინფორმაციას მელიტოპოლის მერი ივან ფიოდოროვი ავრცელებს. მიხაილო პოდოლიაკის თქმით, დასავლეთი შესაძლოა, იძულებული გახდეს, კიევს მეტი იარაღი მიაწოდოს „დაუშვებელ ადგილებში დამპყრობლების მოწევის შედეგები მოქმედებაში. იმდენად მძლავრად ეწევიან, რომ ჯერ კიდევ კვამლი ასდის“,- წერს მელიტოპოლის მერი ტელეგრამ-არხში. ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი: რუსები სამხედრო დანაშაულებს სჩადიან ყველა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
საპატრიარქო: 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება
21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება. საქართველოს საპარტიარქოს ცნობით, ამ დღეს მახათას მთის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში დაბრძანებული იქნება ათონის მთიდან ჩამობრძანებული ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის, „მანუგეშებლის“ ასლი და აღვლენილი იქნება საზეიმო ლიტურგია. „წირვას ჩაატარებს საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად. წირვაში, ასევე, მონაწილეობას მიიღებს ათონის მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ეფრემი. ლიტურგია დაიწყება 10:00 საათზე. ყველას გილოცავთ ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს!“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.