ძებნის რეზულტატი:
გაერო იზიუმში, მასობრივი სამარხის მტკიცებულებების გადასამოწმებლად მისიას აგზავნის
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს სურს გაგზავნოს ჯგუფი იზიუმში, რათა გადაამოწმოს უკრაინის ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ რუსეთის ჯარისგან გათავისუფლების შემდეგ, იზიუმში, მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი ყველგან სიკვდილს ტოვებს და ამისთვის პასუხი უნდა აგოს „ჩვენს კოლეგებს უკრაინაში ესმით ეს ბრალდებები და აპირებენ მოაწყონ მონიტორინგის ვიზიტი იზიუმში ამ ადამიანების გარდაცვალების გარემოებების გარკვევის მიზნით“, - თქვა ორგანიზაციის წარმომადგენელმა ელიზაბეტ ტროსელმა. 15 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის სამხედრო ძალებისგან გათავისუფლებულ ქალაქ იზიუმთან, ტყეში 440-მდე მოკლული ადამიანის სამარხია აღმოჩენილი.
უკრაინა: მელიტოპოლიში, აეროდრომთან აფეთქება მოხდა
უკრაინის მიერ მელიტოპოლში დანიშნული მერის, ივან ფედოროვის განცხადებით, რუსეთის ჯარის მიერ ოკუპირებული ქალაქის აეროდრომის ტერიტორიაზე კვამლი შეინიშნება. მანამდე ივან ფედოროვმა აეროდრომთან აფეთქებების შესახებ განაცხადა. აფეთქების შესახებ ასევე იტყობინება ვლადიმერ როგოვი, რუსეთის მიერ დანიშნული ზაპოროჟიეს რეგიონის ადმინისტრაციის სპიკერი, მაგრამ ის ამტკიცებს, რომ აფეთქება კონტროლირებადი იყო. „ქალაქ მელიტოპოლის ტერიტორიის შემოწმებისას საინჟინრო დანაყოფებმა ასაფეთქებელი ობიექტები გამოავლინეს. დღეს, 16 სექტემბერს, ზოგიერთი მათგანი ადგილზე განადგურდა კონტროლირებადი აფეთქებით, დანარჩენი კი უახლოეს მომავალში განადგურდება. შემდეგი კონტროლირებადი აფეთქება ძალიან მალე განხორციელდება. გთხოვთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და არ ინერვიულოთ!“ - განაცხადა როგოვმა.
უკრაინა: რუსეთის არმიამ კრივი-რიჰზე კიდევ ერთი ავიაიერიში მიიტანა
რუსეულმა ძალებმა კრივი-რიჰზე ახალი სარაკეტო შეტევა განხორციელდა, - განაცხადა ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ვილკულმა. უკრაინა: რუსეთის ძალებმა კრივი-რიჰზე კვლავ სარაკეტო შეტევა მიიტანეს „დარჩით თავშესაფარში. არ გადაიღოთ და არაფერი გამოაქვეყნოთ სოციალურ ქსელებში", - დაწერა მან ტელეგრამის არხზე. ვოლოდიმირ ზელენსკი: ტერორისტული სახელმწიფო აგრძელებს ომს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთმა კრივი-რიჰზე სარაკეტო იერიში 14 სექტემბერსაც მიიტანა. ბრიჯიტ ბრინკი: უკრაინის მიერ ტერიტორიების გათავისუფლების საპასუხოდ, რუსეთი უკრაინის სამოქალაქო კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს ახორციელებს
ორსული მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
"დამნაშავე ვარ და პასუხი უნდა ვაგო", - თბილისის საქალაქო სასამართლომ ორსული მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული გოგა გზირიშვილი ბრალდებულად ცნო. გზირიშვილს თავისუფლების აღკვეთა 20 წლის ვადით მიესაჯა. ცნობისთვის, გასული წლის 22 დეკემბერს, თბილისში, ბრალდებულმა გოგა გზირიშვილმა განზრახ მოკვლის მიზნით, დანით ორსულ მეუღლეს, ქეთა კეპულაძეს განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში 30 ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ორსული კეპულაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
ოკუპირებულ ბერდიანსკში, რუსეთის დანიშნული მერის მოადგილე მოკლეს - საოკუპაციო ადმინისტრაციის წარმომადგენელი
ოკუპირებულ ბერდიანსკში რუსეთის მიერ დანიშნული ქალაქის უფროსის მოადგილე ოლეგ ბოიკო და მისი მეუღლე ლუდმილა მოკლეს, რომლებიც რეფერენდუმის საარჩევნო კომისიას ხელმძღვანელობდნენ. ინფორმაციას საოკუპაციო ადმინისტრაციის წარმომადგენელი ავრცელებს. მედია: ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის გენერალური პროკურორი და მისი მოადგილე კაბინეტში ააფეთქეს საოკუპაციო ადმინისტრაციის წარმომადგენლის ვლადიმერ როგოვის თქმით, ოლეგი და ლუდმილა ბოიკო თავიანთ ავტოფარეხთან, კოლონიის მიკრორაიონში მმოკლეს. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის გენერალური პროკურორი სერგეი გორენკო და მოადგილე ეკატერინა სტეგლენკო, კაბინეტში აფეთქებისას დაიღუპნენ.
ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის „გენერალური პროკურორის“ და მისი მოადგილის ლიკვიდაცია ადგილობრივი ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფების დაპირისპირებაა - პოდოლიაკი
ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის „გენერალური პროკურორის“ და მისი მოადგილის ლიკვიდაცია უნდა ჩაითვალოს ადგილობრივი ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფების დაპირისპირებად, რომლებმაც გაძარცული ქონება ფართომასშტაბიან გაქცევამდე ვერ გაინაწილეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაოლო პოდოლიაკი სოციალურ ქსელში წერს. მედია: ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის გენერალური პროკურორი და მისი მოადგილე კაბინეტში ააფეთქეს „ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის „გენერალური პროკურორის“ და მისი მოადგილის ლიკვიდაცია უნდა ჩაითვალოს ადგილობრივი ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფების დაპირისპირებად, რომლებმაც გაძარცული ქონება ფართომასშტაბიან გაქცევამდე ვერ გაინაწილეს. შესაძლებელია ეს რუსეთის ფედერაციის მიერ სამხედრო დანაშაულების მოწმეების „წმენდაც“ იყოს. გამოძიება აჩვენებს“, - წერს პოდოლიაკი. შეგახსენებთ, რომ ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის გენერალური პროკურორი სერგეი გორენკო და მოადგილე ეკატერინა სტეგლენკო, კაბინეტში აფეთქებისას დღეს დაიღუპნენ. როგორც ცნობილია, ფეთქება დაახლოებით 11:30 საათზე მოხდა, განაცახდა ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენელმა ანდრეი მაროჩკომ.
ილჰამ ალიევი: ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებამ რეგიონს ახალი შესაძლებლობები გაუხსნა
2020 წლის ბოლოს ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებამ, სამხრეთ კავკასიაში თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები შექმნა, მათ შორის სატრანსპორტო სექტორში. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სამარყანდში „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ SCO-ს სახელმწიფო მეთაურთა საბჭოს 22-ე სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აზერბაიჯანს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის რეგიონული საკომუნიკაციო პროექტების დაწყებაში, როგორიცაა აღმოსავლეთ-დასავლეთი და ჩრდილოეთ-სამხრეთი. ალიევმა აღნიშნა, რომ მხოლოდ 2022 წლის პირველ შვიდ თვეში აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ტრანზიტი თითქმის 50 პროცენტით გაიზარდა. ალიევის თქმით, აზერბაიჯანს აქვს კასპიის აუზში ყველაზე დიდი სამოქალაქო ტვირთის ფლოტი, რომელიც 52 ხომალდს ითვლის. ბაქოს საზღვაო პორტს აქვს გამტარუნარიანობა 15 მილიონი ტონა წელიწადში, შემდგომი ზრდის პერსპექტივით 25 მილიონ ტონამდე, თქვა ალიევმა. „ბაქოს გემთმშენებელ ქარხანას შეუძლია ყველა ტიპის გემის წარმოება. ბოლო 20 წლის განმავლობაში აზერბაიჯანში 19000 კმ გზა და 1400 კმ რკინიგზა აშენდა ან კაპიტალურად შეკეთდა“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა. ალიევი დარწმუნებულია, რომ ზანგეზურის დერეფნის გახსნა კიდევ უფრო გაზრდის რეგიონის ქვეყნების სატრანსპორტო შესაძლებლობებს, რაც სასარგებლოა ამ მარშრუტზე მდებარე ყველა სახელმწიფოსთვის. სამარყანდში, „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტი მიმდინარეობს.
რუსეთ უკრაინის ომის დაწყების დღიდან, 39 ჟურნალისტია მოკლული
იყო ჟურნალისტი დღეს: ეს არის იყო მზად საკუთარი სიცოცხლე გაწირო, რათა მსოფლიოს სიმართლე მიაწვდინო - რუსეთ უკრაინის ომის დაწყების დღიდან, 39 ჟურნალისტია მოკლული. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრმა ალექსანდრ ტკაჩენკომ "ტელეგრამზე" დაწერა. გაერო: მდგომარეობა საგანგაშოა - უკრაინაში მიმდინარე ომმა, 70 მილიონი ადამიანი შიმშილის ზღვრამდე მიიყვანა „ჟურნალისტთა ეროვნული კავშირის ცნობით, სრულმასშტაბიანი შემოჭრიდან რუსეთმა 39 ჟურნალისტის სიცოცხლე შეიწირა. იყო ჟურნალისტი დღეს: ეს არის იყო მზად საკუთარი სიცოცხლე გაწირო, რათა მსოფლიოს სიმართლე მიაწვდინო“, - წერს ტკაჩენკო. უკრაინული მედია: ომის დაწყების დღიდან უკრაინელების 40%-ზე მეტმა სამსახური დაკარგა ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთის, როგორც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის „ხიდის“ პოზიცია, დიდ შესაძლებლობებს ხსნის
თურქეთი რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების მომხრეა, მათ შორის შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) წევრ ქვეყნებთან. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პარასკევს სამარყანდში SCO-ს სამიტზე გამოსვლისას განაცხადა. SCO-ს 22-ე სამიტი სამარყანდში პირველია ორგანიზაციის ისტორიაში, სადაც თურქეთი პრეზიდენტის დონეზეა წარმოდგენილი. თურქეთის ლიდერი სამიტში "სპეციალური სტუმრის" სტატუსით მონაწილეობს. სამიტის მონაწილეებს სიტყვით გამოსვლისას თურქეთის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა თავისი ქვეყნის გეოპოლიტიკური პოზიციის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე. „თურქეთის, როგორც „ხიდის“ პოზიცია აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ხსნის დიდ შესაძლებლობებს. ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის ყველა სფეროში: ეკონომიკიდან ენერგეტიკამდე, ტრანსპორტიდან ტურიზმამდე“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა. მისი თქმით, „დიალოგის პარტნიორის“ სტატუსმა საშუალება მისცა თურქეთს, ბოლო 10 წლის განმავლობაში SCO პლატფორმა აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობის „ფანჯარად“ გამოიყენოს. „გლობალური თანამშრომლობა და მჭიდრო ურთიერთქმედება არის ჩვენი დროის პრობლემებისა და გამოწვევებისგან გამოსავლის გასაღები. ანკარას მიზანია ჰუმანიზმის ღირებულებებზე დაფუძნებული დიპლომატიური ძალისხმევით მშვიდობის სარტყელი ჩამოაყალიბოს როგორც რეგიონში, ასევე მის ფარგლებს გარეთ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა. სამარყანდში, „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტი მიმდინარეობს.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8261 ლარია
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 17 სექტემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8261 ლარი ეღირება, ევრო – 2.8204 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.2218 ლარი. დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.8301 ლარი ღირდა, ევრო – 2.8230 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.2532 ლარი. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 17 სექტემბრისთვის ამოქმედდება.
ინდოეთის პრემიერი პუტინს: დღევანდელი ეპოქა ომის ეპოქა არ არის
ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ ახლა ომის დრო არ არის. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „მე ვიცი, რომ დღევანდელი ეპოქა არ არის ომის ეპოქა და მე ვისაუბრე თქვენთან ტელეფონით ამის შესახებ”, - განუცხადა მოდიმ პუტინს უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში. პუტინის თქმით, მას ესმის, რომ ინდოეთის ლიდერი უკრაინასთან დაკავშირებით შეშფოთებული, მაგრამ მოსკოვი ყველაფერს აკეთებს კონფლიქტის დასასრულებლად. მისი თქმით, უკრაინამ თქვა უარი მოლაპარაკებებზე. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი სამარყანდში - ვინ მონაწილეობს და რა მიზნები აქვთ უკრაინა არ იღებს რუსეთთან „სამშვიდობო“ მოლაპარაკებების დაწყების შესახებ დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციებს და დონბასის და ყირიმის სრულ დეოკუპაციას მოითხოვს. „ომის დროს ბევრი რამ ვისწავლეთ, მათ შორის ისიც, რომ არ უნდა ვენდოთ მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებას, რასაც პარტნიორები გვთავაზობენ“, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა 11 სექტემბერს განაცხადა. „საიდუმლოს გაგანდობთ, ბელორუსსა და სტამბოლში მოლაპარაკებების დროს, რუსებს ვეუბნებოდით, რომ მოლაპარაკებების გასაგრძელებლად ჯარი 23 თებერვლის პოზიციებზე დაებრუნებინათ. მაშინ ეს შესაძლებელი იყო. ასეთი ვარიანტი უკვე შეუძლებელია. ახლა უკრაინა ითხოვს დონბასის და ყირიმის სრულ დეოკუპაციას“, – აღნიშნავდა ოლექსი რეზნიკოვი. რუსეთის ოფიციალურმა პირებმა ბოლო დღეებში უკრაინას მოლაპარაკებების განახლების წინადადებით მიმართეს. კიევმა უარი თქვა. ამის შესახებ კი უკრაინის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერმა ოლგა სტეფანიშინამ 14სექტემბერს განაცხადა. დმიტრო კულება: რუსეთთან „მოლაპარაკებები“ ბრძოლის ველზე მიმდინარეობს სტეფანიშინამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა მოლაპარაკებებს მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებს, რაც სამხედრო მიზნებს მიაღწევს. ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩემი პრინციპია - არ ველაპარაკები მათ, ვინც ულტიმატუმებს მიყენებს პოლიტიკოსს ეჭვი არ ეპარება, რომ დროებით ოკუპირებული დონბასი და ყირიმი უკრაინის კონტროლის ქვეშ დაბრუნდება. მან ევროპას რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებისკენაც მოუწოდა. უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 8500 კვ. კმ-ზე მეტი დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ჩინეთი რუსეთს და სხვა ქვეყნებს მოუწოდებს, იმუშაონ „ფერადი რევოლუციების“ პრევენციის მიზნით
ჩინეთის პრეზიდენტის განცხადებით, მსოფლიო არეულობის ახალ ეტაპზე გადავიდა და პარტნიორებმა, როგორიცაა პუტინი და ცენტრალური აზიის ლიდერები, ხელი უნდა შეუშალონ უცხო ძალების მიერ „ფერადი რევოლუციების“ წაქეზებას. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი სამარყანდში - ვინ მონაწილეობს და რა მიზნები აქვთ „ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი ერთმანეთის ძალისხმევას უსაფრთხოებისა და განვითარების ინტერესების დასაცავად, ერთობლივად შევეწინააღმდეგოთ სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ნებისმიერი საბაბით ჩარევას“, - განაცხადა სი ძინპინმა. მას უკრაინა არ უხსენებია.
აგარის შაქრის ქარხნის ტერიტორიაზე ნედლეულის გადამამუშავებელი საწყობი იწვის
აგარის შაქრის ქარხნის ტერიტორიაზე ნედლეულის გადამამუშავებელი საწყობი იწვის. როგორც ცნობილია, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე ხუთი სახანძრო ბრიგადაა მობილიზებული და ხანძრის ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.
უკრაინის ტერიტორიების დეოკუპაციის მიზნით, უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის შეხვედრაზე, გადაწყვეტილებები მიიღეს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლადიმირ ზელენსკიმ უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის მორიგი შეხვედრა გამართა. კიევი შემდგომი დეოკუპაციის ნაბიჯებზე მსჯელობს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილებოდა უკრაინის ტერიტორიების დეოკუპაციის შემდგომი ნაბიჯები. „შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს უკრაინის ტერიტორიების დეოკუპაციის შემდგომი ნაბიჯები და მიიღეს საჭირო გადაწყვეტილებები. ცალკე ყურადღება გაამახვილეს თავდაცვის ძალების მატერიალურ-ტექნიკურ მხარდაჭერაზე და უკრაინის მიწების გათავისუფლების ოპერაციის გასაგრძელებლად საჭირო იარაღის სიის განახლებაზე“, - აცხადებენ სახელმწიფოს მეთაურის პრესსამსახურში. შეხვედრას ესწრებოდნენ თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი; უკრაინის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი სერხი შაპტალა; უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სარდალი ვიქტორ ხორენკო; უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ვასილ მალიუკი; ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი; შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი; საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება; ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი; პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრი ერმაკი. უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 8500 კვ. კმ-ზე მეტი დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ნენსი პელოსი: სომხეთში შაბათს გავემგზავრები
"სომხეთში შაბათს გავემგზავრები", - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ დაადასტურა, რომ სომხეთს ვიზიტით ეწვევა. ნენსი პელოსი სომხეთს ეწვევა - POLITICO „ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ყველაფერი ეხება ადამიანის უფლებებსა და თითოეული ადამიანის ღირსების პატივისცემას“, - აღნიშნა ნენსი პელოსიმ. ამასთან, პელოსიმ უარი განაცხადა ვიზიტის დეტალებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე. მედიის ცნობით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი სომხეთში ჩასვლას დემოკრატ კანონმდებელ ჯეკი სპეკერთან ერთად გეგმავს.
მიხაილო პოდოლიაკის თქმით, დასავლეთი შესაძლოა, იძულებული გახდეს, კიევს მეტი იარაღი მიაწოდოს
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა უკრაინის საინფორმაციო სააგენტო Interfax-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის წარმატებულმა კონტრშეტევამ ხარკოვის ოლქში და რუსეთის თავდასხმებმა უკრაინის თბოელექტროსადგურებსა და კაშხლებზე შესაძლოა, დასავლეთს უბიძგოს საზენიტო და სარაკეტო საშუალებების მიწოდებისკენ. ის ფიქრობს, რომ მოკავშირეები რუსეთთან პირდაპირი დაპირისპირების შიშით, ჯერ კიდევ არ არიან მზად, უკრაინის თავზე აკრძალული ზონის დაწესებისთვის, მაგრამ ცოტა უფრო ეფექტიანი კონტრშეტევის შედეგად, სიტუაცია საბოლოოდ შეიცვლება. უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 8500 კვ. კმ-ზე მეტი დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
სოხუმში, ბიჭვინთის ტერიტორიის ნაწილის რუსეთისთვის გადაცემას გააპროტესტებენ
ბიჭვინთის ობიექტის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმების რატიფიცირების წინააღმდეგ, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში შაბათს აქცია გაიმართება. საინიციატივო ჯგუფის, #Ҳараҳпицунда-ს თანახმად, მდუმარე მსვლელობას დემონსტრაციის ელემენტებიც ექნება. ასლან ბჟანიას ბიჭვინთის ე.წ. სამთავრობო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის გამო, ადგილობრივი ოპოზიცია დაუპირისპირდა მსვლელობა სოხუმში თავისუფლების მოედანზე მოეწყობა. აქციის ჩატარების ნებართვა ორგანიზატორებმა ქალაქის მერიიდან მიიღეს. ბიჭვინთის ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემის მოწინააღმდეგე ახალგაზრდებმა საპროტესტო აქცია ერთხელ უკვე გამართეს. აფხაზეთის ტელევიზიის ეთერში მათი საქციელი ადგილობრივმა ბიზნესმენმა დავით ფილიამ გააკრიტიკა. სოციალურ ქსელებში კი წერდნენ, რომ ახალგაზრდებს ოპოზიცია მანიპულაციის ინსტრუმენტად იყენებს. სალომე ზურაბიშვილი: იმას, რასაც ბიჭვინთაში ვხედავთ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა მიიჩნევს, რომ ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის მიმართ ბუნებრივ გრძნობებს „გარედან ხელოვნურად ამწვავებენ". მისი თქმით, ამაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს მთავრობა. შეგახსენებთ, ბიჭვინთის ცნობილი სახელმწიფო აგარაკი და მის გარშემო არსებული 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადადის. დოკუმენტს ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის კომპლექსის რუსეთის საკუთრებაში გადაცემის შესახებ 2022 წლის 19 იანვარს მოსკოვში მოეწერა ხელი. შეთანხმებას ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტის“ მიერ რატიფიცირება სჭირდება.
იზიუმში, ხელებშეკრული სამხედროების ცხედრები იპოვეს - უმაღლესი რადას წარმომადგენელი
უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა დიმიტრი ლუბინეცმა განაცხადა, რომ იზიუმში, მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივ საფლავებთან ერთად, ხელებშეკრული სამხედროების ცხედრები იპოვეს. გაერო იზიუმში, მასობრივი სამარხის მტკიცებულებების გადასამოწმებლად მისიას აგზავნის ლუბინეცმა იზუმში, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მან თავად ნახა უკრაინელი ჯარისკაცების ოცამდე ცხედარი, რომლებიც ზურგზე მიბმული ხელებით აღმოაჩინეს. ლუბინეცის თქმით, დახვრეტამდე ისინი აწამეს. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი ყველგან სიკვდილს ტოვებს და ამისთვის პასუხი უნდა აგოს ლუბინეცის სიტყვების დამადასტურებელი ფოტოები, ვიდეო ან სხვა მტკიცებულებები ჯერ არ არსებობს, მაგრამ მან, შუადღისას ისაუბრა იზიუმში ჩასულ ჟურნალისტთა დიდ ჯგუფთან. მან მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ ყველაფრის გადამოწმებას ისინი თავად შეძლებდნენ. 15 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის სამხედრო ძალებისგან გათავისუფლებულ ქალაქ იზიუმთან, ტყეში 440-მდე მოკლული ადამიანის სამარხია აღმოჩენილი.
მედიამ დაასახელა ორი საკითხი, რომელიც ერდოღანმა და პუტინმა სამარყანდში შეხვედრისას განიხილეს
მოლაპარაკებები თურქეთისა და რუსეთის ფედერაციის ლიდერებს შორის, სამარყანდში, „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის“ მოედანზე პრესისთვის დახურულ რეჟიმში 40 წუთს გაგრძელდა. როგორც თურქული მედია წერს, ვლადიმერ პუტინმა და რეჯეფ თაიფ ერდორანმა „მარცვლეულის შეთანხმებისა“ და აუკიუს ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის საკითხი განიხილეს. მედიის ცნობითვე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავის თურქ კოლეგასთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრაზე იმედი გამოთქვა, რომ მარცვლეულის შეთანხმების ფარგლებში საკვების უმეტეს ნაწილს უღარიბესი ქვეყნები მიიღებენ. ამის შესახებ თურქული მედია წერს. პუტინმა ასევე განაცხადა, რომ რუსმა ოპერატორებმა მიიღეს ნიშანი, რომ თავიანთი პროდუქციის ექსპორტი თურქეთის გავლით შეუძლიათ. რაც შეეხება აკუიუს ატომური ელექტროსადგურის პროექტს, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მშენებლობა გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს. ამასთან, პუტინმა აღნიშნა, რომ „დიდი სურვილი აქვს, პირველი ბლოკი დროულად, 2023 წელს ამოქმედდეს“.
ცნობილია, რა მოცულობის გაზს იყიდის რუსეთისგან თურქეთი რუბლში
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ვლადიმერ პუტინი შეთანხმდნენ, რომ ანკარა, რუსული გაზის 25%-ს რუბლში დაფარავს. ამის შესახებ რუსული მედია წერს. ერდოღანმა დაადასტურა, რომ თურქეთი რუსული გაზის საფასურის ნაწილს რუბლში დაფარავს პუტინის განცხადებით, თურქეთისთვის რუსული გაზის მიწოდების შესახებ შეთანხმება უახლოეს დღეებში ამოქმედდება და თურქეთი მარაგების 25%-ის საფასურს რუბლში დაფარავს. შეგახსენებთ, რომ თურქეთის მიერ რუსული გაზის ნაწილობრივი გადახდაზე შეთანხმებას, პუტინმა და ერდოღანმა აგვისტოს დასაწყისში სოჭში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს. თუმცა მაშინ არ დასახელებულა გაზის ის მოცულობა, რომელიც თურქეთმა რუსეთისგან რუბლში უნდა იყიდოს.