ძებნის რეზულტატი:

ცნობილია, რა ვადებში შეასრულებს უკრაინა ევროკავშირის შვიდ რეკომენდაციას

უკრაინის პრეზიდენტმა ტრადიციული ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირის შვიდი რეკომენდაცია ნოემბრისთვის უნდა შეასრულოს.  ზელენსკის თქმით, ევროკომისიამ უკრაინის მიერ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის შეფასება სწრაფად უნდა დაიწყოს. „უკვე ნოემბერში უნდა შესრულდეს შვიდი რეკომენდაცია, რომელიც ევროკომისიამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მონიჭებისას მოგვცა. ევროკომისიამ ინტეგრაციის კუთხით ჩვენი პროგრესის შეფასება, რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს. უკვე მომდევნო წელს კი ნათელი უნდა მოვფინოთ, თუ როდის შეძლებს უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებას. უკრაინა ამისთვის ყველაფერს გააკეთებს. დაახლოების შემადგენელ ნაწილებად განიზილება ისეთი ნაბიჯები, როგორიცაა უკრაინისთვის ევროკავშირის შიდა წესების ამოქმედება, როგორც ჩვენი ინსტიტუციონალური სამუშაოს შერწყმა, ასევე მაგალითად საბაჟოზე, ერთობლივი საბაჟო კონტროლის დაწესება უკრაინის საზღვარზე ევროკავშირთან. ჩვენ ამისთვის უკვე ვმუშაობთ”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. 24  ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.  

პრეზიდენტმა გუდაურში სამაშველო ოპერაციისას დაღუპულები მედლით „სამოქალაქო თავდადებისათვის“ დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 29 ივლისს გუდაურში, სამაშველო ოპერაციისას დაღუპული ეკიპაჟის წევრები, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი უმაღლესი სამოქალაქო პასუხისმგებლობისათვის, სამაგალითო, თავგანწირული ქმედებისათვის, მედლით „სამოქალაქო თავდადებისათვის“ დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, დაჯილდოების ცერემონია დღეს ორბელიანების სასახლეში გაიმართა და მას შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ესწრებოდნენ. "პრეზიდენტმა სახელმწიფო ჯილდოები სამაშველო ოპერაციისას დაღუპულთა ოჯახის წევრებს გადასცა. დაჯილდოვდნენ: საქართველოს სასაზღვრო პოლიციის პოლკოვნიკი, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე საფრენოსნო მომზადების დარგში, მფრინავი ზაზა ლორია; საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მაიორი, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს თვითმფრინავების სატრანსპორტო ესკადრილიის (სამსახური) მთავარი სპეციალისტი, ბორტ-ტექნიკოსი-ინსტრუქტორი დიმიტრი ქააძე; საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი, საქართველოს  სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს შვეულმფრენების ესკადრილიის (სამსახური) განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი, ბორტ-ტექნიკოსი-ინსტრუქტორი ლევან ჩოხელი; საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უმცროსი ლეიტენანტი, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს შვეულმფრენების ესკადრილიის (სამსახური) წამყვანი სპეციალისტი, ბორტ-მექანიკოსი-ოპერატორი ანდრო ქუჯოშვილი; სამოქალაქო უსაფრთხოების უმცროსი ლეიტენანტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების სამმართველოს ინსპექტორი გიორგი მარგიანი; სამოქალაქო უსაფრთხოების მაიორი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების სამმართველოს უფროსი ინსპექტორი კახა ტორჩინავა; საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის პირველი ფილიალის ექიმი გიორგი ვენეცკი; საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის პირველი ფილიალის უმცროსი ექიმი ქეთევან გულაღაშვილი. პრეზიდენტმა ღრმა მწუხარება გამოთქვა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა. „პირველ რიგში, მინდა, მივესალმო ჩვენი დაღუპული გმირების ოჯახებს და მათი დიდი მწუხარება გავიზიარო, რომელიც მხოლოდ მათი მწუხარება არ არის, ეს მთელი ქვეყნის მწუხარებაცაა. მინდა, მივესალმო ბატონ შინაგან საქმეთა მინისტრს, ჯანდაცვის მინისტრს და პატივცემულ საზოგადოებას! ჩვენ შევიკრიბეთ იმისათვის, რომ პატივი მივაგოთ გმირებს. თავდადება ამას ჰქვია, როცა შენ თავს გაწირავ სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად. ეს არის, ალბათ, ადამიანის უმაღლესი ღირსება, როცა შეგიძლია, თავი გაწირო სხვისი სიცოცხლისთვის. ჩვენ ეს არასოდეს უნდა დავივიწყოთ! დღევანდელი ღონისძიება სწორედ იმის ნიშანია, რომ სახელმწიფო არ დაივიწყებს მათ, რითიც აჩვენებს, რომ ყველა ადამიანის სიცოცხლე და ცხოვრება მნიშვნელოვანია და ყოველი ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად ყოველთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს. იმისთვის, რომ ასეთი ტრაგიკული შემთხვევა აღარ მოხდეს, ალბათ, ჩვენ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, იმისათვის, რომ უსაფრთხოება კიდევ უფრო უკეთესად იყოს დაცული. ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ტურისტული ქვეყანა ვართ. ტურიზმი ნიშნავს იმას, რომ უსაფრთხოება კიდევ უფრო უკეთესად უნდა იყოს დაცული და ყველანაირი ინფრასტრუქტურული ზომები იყოს მიღებული. მე ვიცი, რომ უკვე გეგმაშია ახალი ვერტმფრენების შეძენა და ეს ალბათ, ძალიან საჭირო და ძალიან სწორია. მე ახლახან ვიყავი სვანეთში, არ შეიძლება, არ გავიხსენო ხერგიანი და სხვა ძალიან ცნობილი ალპინისტები, ასევე, სამთო-სათხილამურო სპორტის წარმომადგენლები, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებლები არიან, ქვეყნისათვის, რომელსაც ღმერთმა კავკასიის მთები არგუნა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაშველთა კორპუსი, მათი აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო გამართული უნდა იყოს, რომ ყველა რისკებისგან ვიყოთ მაქსიმალურად დაცული. და კიდევ ერთი, დღეს მთელი მსოფლიო ძალიან დიდი გამოწვევის წინაშეა,რომელიც კლიმატის ცვლილებებს უკავშირდება და რომელსაც საშინელი ხანძრები, ან წყალდიდობები ახლავს თან. აქაც ჩვენი მაშველები და მფრინავები ყოველდღიურ, გადატვირთულ რეჟიმში მუშაობენ, რომ ჩვენ საზოგადოება უკეთესად ვიყოთ დაცული. ამისთვის ყველას ძალიან დიდი მადლობა და დღევანდელი დღე სწორედ მათი გმირობის გახსენების დღე იყო. ეს ძალიან რისკიანი პროფესიებია, მათ შორის ექიმები, რომლებიც ასევე, მონაწილეობდნენ ამ სამაშველო ოპერაციაში. ჩვენ უნდა გვახსოვდეს ისინი და ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად, რისკების შესამცირებლად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რაც შესაძლებელია“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. შინაგან საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს სამაშველო ოპერაციაში დაღუპულთა დაჯილდოებისა და დაფასებისთვის, პრემიერ-მინისტრსა და პატრიარქს კი – მათი ოჯახების მხარდაჭერისა და თანადგომისათვის", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი ყველგან სიკვდილს ტოვებს და ამისთვის პასუხი უნდა აგოს

მსოფლიომ რუსეთს პასუხი უნდა აგებინოს უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღაამოს ვიდეომიმართვაში განაცახდა. „ხარკოვის ოლქში, იზიუმში ადამიანების მასობრივი საფლავები აღმოაჩინეს. იქ უკვე დაწყებულია სასამართლო პროცესი. მეტი ინფორმაცია - მკაფიო, გადამოწმებული ინფორმაცია - ხვალ უნდა იყოს ხელმისაწვდომი. ხვალ იზიუმში უკრაინელი და საერთაშორისო ჟურნალისტები ჩავლენ. ჩვენ გვინდა, რომ მსოფლიომ იცოდეს რა ხდება რეალურად და რა გამოიწვია რუსულმა ოკუპაციამ. ბუჩა, მარიუპოლი, ახლა, სამწუხაროდ, იზიუმი... რუსეთი ყველგან სიკვდილს ტოვებს და ამაზე პასუხი უნდა აგოს, მსოფლიომ რუსეთს რეალური პასუხისმგებლობა უნდა დააკისროს. ომი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის“, - განაცხადა პრეზიდენტმა.  15 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის სამხედრო ძალებისგან გათავისუფლებულ ქალაქ იზიუმთან, ტყეში 440-მდე მოკლული ადამიანის სამარხია აღმოჩენილი.  

იანვარ-აგვისტოს თვეში ტურიზმიდან საქართველომ 2.1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აგვისტოში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 522,945,221 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს +26.7%-ით აჭარბებს. „2022 წლის იანვარი-აგვისტოს თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) საქართველომ 2.1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. იანვარი-აგვისტოს პერიოდში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 2,141,568,321 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 94.6% აღდგენაა. 2021 წლის იანვარი-აგვისტოს თვესთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 1,437,776,241 (+204.3%) აშშ დოლარით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.  

ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, უკრაინას 600 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება გადაეცემა

 აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, უკრაინას 600 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება გადაეცემა. ვოლოდიმირ ზელენსკი: ძალიან მნიშვნელოვანია, აშშ დაგვეხმაროს იმით, რაც გვჭირდება როგორც ცნობილია, პაკეტში შედის „ჰაიმარსის“ ტიპის სარაკეტო სისტემები, ასევე ღამის ხედვის სისტემები, ტერიტორიების განაღმვისთვის საჭირო საშუალებები, საარტილერიო ჭურვები და სხვა აღჭურვილობა. ამასთან, პენტაგონის ინფორმაციით, დახმარების ახალი პაკეტი უკრაინის სამხედროების მომზადებასაც მოიცავს. რომის პაპი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე: თავდაცვა სამშობლოსადმი სიყვარულის გამოხატულებაა ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საზღვარზე შეტაკებებისას 18 ადამიანი დაშავდა

ყირგიზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო ცნობებით, ტაჯიკეთის საზღვარზე შეტაკების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.  ყირგიზეთის და ტაჯიკეთის მესაზღვრეებს შორის შეტაკება მოხდა ყირგიზეთის და ტაჯიკეთის საზღვარზე ფართომასშტაბიანი შეტაკებები პარასკევს დილით დაიწყო. ყირგიზეთის სასაზღვრო სააგენტოს ცნობით, ტაჯიკური მხარე ყირგიზეთის პოზიციებს საზღვრის მთელ პერიმეტრზე შეუტია. ტაჯიკეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტმა განაცხადა, რომ ყირგიზეთის სასაზღვრო რაზმის სამხედროებმა, შეთანხმების დარღვევით, მძიმე იარაღის გამოყენებით, ცეცხლი გაუხსნეს ტაჯიკეთის სასაზღვრო ფორპოსტ „დუშანბეს". ყირგიზეთის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივი დროით დილით 11:00 საათის მონაცემებით, ტაჯიკეთის საზღვრისპირა რაიონებში შეტაკებების ინტენსივობამ იკლო, თუმცა ვითარება დაძაბული რჩება.  

ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით, ერევანში მთავრობის სახლთან აქცია მიმდინარეობს

სომხეთის მთავრობის შენობის წინ რესპუბლიკის მოედანზე პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.  სომხეთის მთავრობის შენობის წინ, სამართალდამცველები არიან მობილიზებული.   შეგახსენებთ, რომ სომხეთის მთავრობის შემდეგი სხდომა 11:oo საათზე იმართება.   მანამდე მოძრაობა 5165-ის ლიდერმა კარინ ტონოიანმა დაუმორჩილებლობის აქციების დაწყება გამოაცხადა.  

პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ პროკურატურის სახელის არამართლზომიერი გამოყენების ფაქტები გამოავლინა

საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ პროკურატურის სახელის არამართლზომიერი გამოყენების ფაქტები გამოავლინა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ერთ-ერთი მოქალაქე მობილურ ტელეფონში გააქტიურებული სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით სხვადასხვა პირებს უკავშირდებოდა, მათ ცრუ ინფორმაციას აწვდიდა, თითქოს, მათ მიმართ სამართალწარმოება მიმდინარეობდა და საქმის ვითარებაში გარკვევის მიზნით, პროკურატურის ერთ-ერთ ტერიტორიულ ორგანოში იბარებდა. „საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქე - ლ.ს., მობილურ ტელეფონში გააქტიურებული სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით უკავშირდებოდა მოქალაქეებს, რომლებსაც თავს აცნობდა, როგორც პროკურატურის თანამშრომელი და აწვდიდა ცრუ ინფორმაციას, თითქოს, მათ მიმართ სამართალწარმოება მიმდინარეობდა და საქმის ვითარებაში გარკვევის მიზნით, საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ ტერიტორიულ ორგანოში იბარებდა. საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, ასევე დადგინდა შეცდომაში შეყვანილი ყველა პირი და პროკურატურის სახელის არამართლზომიერი გამოყენების ფაქტები დროულად აღიკვეთა. მსგავსი ქმედება პროკურატურისადმი საზოგადოების ნდობას, კერძო და საჯარო პირთა ინტერესს აზიანებს. საქართველოს პროკურატურა მოუწოდებს მოქალაქეებს, იმ შემთხვევაში თუ პროკურატურის სახელით მსგავსი ან სხვა სახის უკანონო ქმედებას მათ მიმართაც ჰქონდა ადგილი, მიმართონ საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციას (ცხელი ხაზი 2405222)”, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

იტალიის ცენტრალურ ნაწილში, წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა

იტალიის ცენტრალურ ნაწილში, მარკეს რეგიონში წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა. როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე სამი ადამიანი დაკარგულად ითვლება. სტიქიის გამო, დატბორილია რაიონის ქუჩები, მოსახლეობას არ მიწოდება ელექტროენერგია. ამასთან, სტიქიის გამო, მემარცხენე-ცენტრისტულმა დემოკრატიულმა პარტიამ რეგიონში საარჩევნო კამპანია შეაჩერა.  

ხარკოვი ისევ დაიბომბა. არიან დაჭრილები

რუსეთის ჯარებმა ქალაქ ხარკოვის სლობოდასა და კიევის რაიონები დაბომბა. ამის შესახებ ხარკოვის მერმა იგორ ტერეხოვმა განაცხადა. „დაიბომბა საცხოვრებელი სახლები სლობოდსკის რაიონში. წინასწარი ინფორმაციით, სახლთან მანქანა იწვის, დაზიანებულია კომუნიკაციები", - წერს ის Telegram-ში. ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა დააზუსტა, რომ სლობოდსკის და კიევსკის რაიონებში სარაკეტო იერიში, ადგილობრივი დროით დაახლოებით 3.30 საათზე დაფიქსირდა. მისივე თქმით, მსუბუქი ჭრილობები ორმა ზრდასრულმა და ორმა ბავშვმა მიიღო.  

ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთის მხარეს 135 სამხედროა დაღუპული

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ამ დროისთვის არსებული დაზუსტებული მონაცემებით, აზერბაიჯანის საზღვარზე 13-14 სექტემბერს მომხდარი შეტაკებების შედეგად 135 სომეხი სამხედრო დაიღუპა.  ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით, ერევანში მთავრობის სახლთან აქცია მიმდინარეობს „დღემდე სომხეთის მხარეს დადასტურებული მსხვერპლის რაოდენობა 135-ი ადამიანია, მაგრამ, სამწუხაროდ, ვიცით, რომ ეს მაჩვენებელი საბოლოო არ არის. ბევრი დაჭრილია“, - განაცხადა ფაშინიანმა. სომხეთის თავდაცვის მინისტრის სურენ პაპიკიანის ცნობით, ესკალაციის ზონაში ოპერატიული ვითარება ამ დროისთვის შედარებით მშვიდია. „წუხელ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არსებითად დაცული იყო. შემიძლია აღვნიშნო, რომ შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ შეასრულონ დაკისრებული დავალება“,  - განაცხადა პაპიკიანმა.  აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური შეტაკებები 12 სექტემბერს, ღამით დაიწყო.  

უკრაინის გენშტაბი: რუსმა სამხედროებმა საცხოვრებელი უბნები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაბომბეს

რუსმა სამხედროებმა საცხოვრებელი უბნები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაბომბეს, საერთო ჯამში კი, ინფრასტრუქტურა 30 დასახლებულ პუნქტში დაზიანდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის არმიის გენშტაბი ავრცელებს. ხარკოვი ისევ დაიბომბა. არიან დაჭრილები "რუსეთის საოკუპაციო ძალებმა იერიში მიიტანეს ხარკოვის, დნიპროს, სლავიანსკის, კრამატორსკის, ბახმუტისა და სევერსკის რაიონებზე. ოკუპირებული მელიტოპოლის აეროდრომთან, სადაც რუსი სამხედროების ბაზა არის განთავსებული, ღამის განმავლობაში აფეთქებების ხმა ისმოდა", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ირაკლი ღარიბაშვილი ბულგარეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ვესელინ ვალკანოვს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. გამოითქვა არსებული პოტენციალის სრულად გამოყენებისთვის ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა. აღინიშნა, რომ ბულგარეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ათეულშია. ვესელინ ვალკანოვმა ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი, ასევე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ბულგარეთის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. საუბარი ასევე შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს და რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ რთულ უსაფრთხოების ვითარებას. ღარიბაშვილმა ვესელინ ვალკანოვს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.  

თავდაცვის მინისტრი რუსეთის განცხადებაზე: ჩვენ ვაგრძელებთ პარტნიორებთან იმ ურთიერთობას, რაც გვქონდა

„ჩვენი არჩეული პოლიტიკა არის მშვიდობა. ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ინტეგრაცია განიხილება მხოლოდ მშვიდობის გზით და ეს არ გადის მილიტარისტულ გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა. მინისტრმა NATO-საქართველოს წვრთნებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ეს ჩვეულებრივი, გეგმური წვრთნები იყო. „ეს იყო ჩვეულებრივი გეგმური წვრთნა, რომელიც საქართველოში მეექვსედ ჩატარდა. ეს წვრთნა 2020 წელს დაიგეგმა და იმაზე აპელირება, რომ ჩვენ სპეციფიკურ მილიტარიზაციის გზას ვირჩევთ, სწორი არ არის. წვრთნების დასრულების შემდეგ ჩვენთან არანაირი ტექნიკა არ დარჩენილა. ჩვენ ვაგრძელებთ პარტნიორებთან იმ ურთიერთობას, რაც გვქონდა“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, NATO-საქართველოს წვრთნებთან დაკავშირებით, მუქარის შემცველი განცხადებებით გამოვიდა. „საქართველოში „არსებითი მხარდაჭერის“ მომხრეები უნდა აცნობიერებდნენ პასუხისმგებლობას და ხვდებოდნენ, რომ NATO-ს თანამშრომლობის განვითარების პრინციპული მომენტები ჩვენი მხრიდან ყველაზე სერიოზული სახით იქნება გათვალისწინებული; თბილისსა და NATO-ს შორის თანამშრომლობის განვითარების პრინციპულ მომენტებს ყველაზე სერიოზული სახით გავითვალისწინებთ", - განაცხადა დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა დენის გონჩარმა კრემლის მიერ კონტროლირებად რუსულ მედიასთან. ცნობისათვის, საქართველოში 29 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით დაგეგმილ წვრთნებში შეერთებული შტატებიდან დაახლოებით, 2400 და კიდევ სხვა ქვეყნების სამხედროები მონაწილეობდნენ. სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველოში დაგეგმილი წვრთნები - „ღირსეული პარტნიორი“ რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფას ემსახურება წელს პირველად სწავლების ისტორიაში, წვრთნებში იაპონიისა და შვედეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებიც ჩაერთვნენ.  

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას 75% მხარს უჭერს, NATO-ში გაწევრიანებას 69% ემხრობა - NDI-ის ახალი კვლევა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ევროკავშირის წევრობის მხარდაჭერაში მცირედი ვარდნისმიუხედავად, საქართველოს მოსახლეობა კვლავ ევროპული და ევროატლანტიკური კურსის ერთგულია. NATO-ში გაწევრიანების მხარდაჭერა სტაბილურად მაღალია. 75 პროცენტი მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, ხოლო გაწევრიანებაში მთავარ ხელშემშლელ ფაქტორად საქართველოს მთავრობის მხრიდან პოლიტიკური ნების ნაკლებობას ასახელებს (25 პროცენტი). მსგავსი ტენდენცია მეორდება NATO-ს მხარდაჭერის შემთხვევაშიც: NATO-ში გაწევრიანებას მხარს 69 პროცენტი უჭერს; უმრავლესობა კი მთავარ ხელშემშლელ ფაქტორებად რუსეთსა და ოკუპირებულ ტერიტორიებს ასახელებს. ამასთან, მოსახლეობის რეკორდული მაჩვენებელი (62 პროცენტი) ამბობს, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანა და მეზობლებისთვის დემოკრატიის კარგი მაგალითი (56 პროცენტი) არ არის. ახალი კვლევა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საკითხსაც შეეხო. 23 ივნისს ევროპული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მოსახლეობის უმრავლესობას (62 პროცენტი) სმენია. მათი უმეტესობა (56 პროცენტი) ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ კანდიდატის სტატუსის მისაღებად საკმარისი არ გააკეთა. ევროკავშირის კანდიდატობისთვის საჭირო რეკომენდაციების შესრულება ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანია (71 პროცენტი), თუმცა მხოლოდ 32 პროცენტი მოელის, რომ ხელისუფლება ამ რეკომენდაციებს შეასრულებს. საზოგადოება თანხმდება იმაზე, რომ ევროპული საბჭოს რეკომენდაციების შესრულების პროცესში ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების ჩართვა მნიშვნელოვანია, თუმცა მხოლოდ მესამედს სჯერა, რომ ხელისუფლება ამ პროცესში აღნიშნულ აქტორებს ჩართავს. ახალ კვლევაში ინსტიტუტებისა და პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობის შემცირების ტენდენცია გამოიკვეთა. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მიიჩნევს, რომ არავინ - არც მმართველი და არც ოპოზიციური პარტიები - მათი ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებენ. უმრავლესობა კვლავ ფიქრობს, რომ პარლამენტი მოსახლეობის საჭიროებებს არ პასუხობს. ნახევარზე მეტი (56 პროცენტი) მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ორგანო მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე არ მუშაობს, 54 პროცენტს არ სჯერა, რომ თუ პარლამენტის წევრს მათ დასახლებაში არსებული პრობლემების შესახებ ეტყვის, ის პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება. მოსახლეობის მხოლოდ მესამედი მიიჩნევს, რომ პარლამენტს მოქალაქეებთან რეგულარული კომუნიკაცია აქვს. პოლარიზაცია კვლავ გამოწვევად რჩება. მოქალაქეები ამბობენ, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების უმეტესობა საზოგადოებას ხლეჩს. მოსახლეობის აზრით, საზოგადოების გაყოფაში წვლილი მიუძღვით პოლიტიკოსებს (87 პროცენტი) და ქვეყნის ლიდერებს (79 პროცენტი), რუსეთს (83 პროცენტი), ქართულ მედიასა (82 პროცენტი) და არსებულ ეკონომიკურ სისტემას (80პროცენტი). საქართველოს მოსახლეობას ყველაზე მეტად კვლავ სამუშაო ადგილები, ფასების ზრდა და სიღარიბე აწუხებს. ყოველი მესამე მოქალაქე ამბობს, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში ხშირად ჰქონია ისეთი შემთხვევა, როდესაც ოჯახის კვებისთვის თანხა არ ჰქონდა. ამასთანავე, მოსახლეობა ფიქრობს, რომ კრიმინალთან და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული სიტუაცია გაუარესდა. მოქალაქეების პრიორიტეტები პოლიტიკური სიმპათიების მიხედვით არ იცვლება, რაც პარტიებისთვის თანამშრომლობისა და საქართველოს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობის სტიმული უნდა გახდეს. მომავალზე საუბრისას, მოსახლეობის უმეტესობა ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას (66 პროცენტი), პრორუსული ძალების გააქტიურებას (58 პროცენტი), რუსულ სამხედრო აგრესიას (49 პროცენტი) და ევროკავშირთან ურთიერთობის გაუარესებას (44 პროცენტი) ელის. ცნობისთვის, კვლევა 14 ივლისიდან - 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობითპირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია.

თავდაცვის ძალებმა მოწინააღმდეგის შეტევები წარმატებით მოიგერიეს დონეცკის ოლქის 6 დასახლებულ პუნქტთან - უკრაინის გენშტაბი

თავდაცვის ძალებმა მოწინააღმდეგის შეტევები წარმატებით მოიგერიეს დონეცკის ოლქის 6 დასახლებულ პუნქტთან, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს. ხარკოვი ისევ დაიბომბა. არიან დაჭრილები "უკრაინის სახმელეთო დაჯგუფებების მხარდასაჭერად, ავიაციამ მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის და ტექნიკის თავმოყრის ადგილებზე განახორციელა 18 დარტყმა, სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა კი, რუსული ძალების პოზიციებს შეუტიეს 3 რაიონში.  დადასტურებულია 13 საყრდენი პუნქტის და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპლექსების 5 პოზიციის განადგურება", - ნათქვამია ინფორმაციაში. უკრაინის გენშტაბი: რუსმა სამხედროებმა საცხოვრებელი უბნები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაბომბეს ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

გამოკითხულთა უმეტესობისთვის საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება - NDI

NDI-ს თანახმად, მოსახლეობის უმეტესობისთვის საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება.ქვეყნის მიმართულებასთან დაკავშირებით ყველაზე კრიტიკულად თბილისის მცხოვრებლები და ოპოზიციის მხარდამჭერები არიან განწყობილნი. 44% თვლის, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. 29% საქართველო საერთოდ არ იცვლება. 23% მიიჩნევს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება. გამოკითხულთა უმრავლესობა საქართველოს დემოკრატიულ ქვეყნად არ მიიჩნევს. საქართველოს დემოკრატიულ ქვეყნად, ყველაზე დიდი ალბათობით, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულრეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა და ქართული ოცნების მხარდამჭერები მიიჩნევენ. გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, საქართველო მეზობელი ქვეყნებისთვის სამაგალითო არ არის. სამუშაო ადგილები, ფასების ზრდა და სიღარიბე კვლავ ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებად დასახელდა. უმრავლესობის აზრით, ბოლო 10 წლის განმავლობაში, ტერიტორიულ მთლიანობასთან, სიღარიბესთან და კრიმინალთან დაკავშირებით სიტუაცია გაუარესებულია. განათლების დაბალი ხარისხი და ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებული სირთულეები მთავარ გამოწვევებად დასახელდა. კვლევვა 14 ივლისიდან - 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია.

საქართველოში აშშ-ის საელჩო: $1.5-მილიონიანი პროექტის ფარგლებში განვაახლეთ საბრძოლო მასალების საწყობი

საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდაჭერის კიდევ ერთი პროექტი წარმატებით დასრულდა. $1.5-მილიონიანი პროექტის ფარგლებში განვაახლეთ საბრძოლო მასალების საწყობი, შევიძინეთ ბაგის ტიპის ორი სატრანსპორტო საშუალება, ერთი დამტვირთავი, პერიმეტრის გარშემო დამცავი ღობე და დამატებითი უსაფრთხოების სხვა აღჭურვილობა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.   "საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდაჭერის კიდევ ერთი პროექტი წარმატებით დასრულდა. $1.5-მილიონიანი პროექტის ფარგლებში განვაახლეთ საბრძოლო მასალების საწყობი, შევიძინეთ ბაგის ტიპის ორი სატრანსპორტო საშუალება, ერთი დამტვირთავი, პერიმეტრის გარშემო დამცავი ღობე და დამატებითი უსაფრთხოების სხვა აღჭურვილობა. ეს მხოლოდ პროექტის პირველი ფაზის ნაწილია. ჩვენი მხარდაჭერა გრძელდება.   სამუშაობი აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის დაფინანსებით თავდაცვის სამინისტროსთან, გოლდენ უესტთან და დელტასთან თანამშრომლობით ხორციელდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

მოსახლეობის უმეტესობამ არ იცის, ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას - NDI

NDI-ის ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა პოლიტიკურად გადაუწყვეტელია. მოსახლეობის უმეტესობამ არ იცის, ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას. პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება. რომელი პარტია დგას თქვენ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, პასუხები ასე განაწილდა: 25% „ქართული ოცნება“ 8% „ნაციონალური მოძრაობა“ სხვა - 13% 54 % არც ერთი, არ ვიცი, ან უარი პასუხზე მთავრობის საქმიანობის შეფასება უცვლელია. NDI-ის კვლევით, მოსახლეობის ნახევარი მის საქმიანობას ცუდად აფასებს. როგორ შეაფასებდით მთავრობის საქმიანობას? პასუხები ასე გადანაწილდა 51% -  ცუდად. 41% - კარგად მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არც მმართველი პარტია და არც არჩეული ოპოზიციური პარტიები მოქმედებენ. ამასთან, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობის აზრით, ქართულ პოლიტიკაში არსებული პარტიებიდან მათ ინტერესს არცერთი არ გამოხატავს. კითხვაზე, არსებობს თუ არა საქართველოში ერთი პარტია მაინც, რომელიც თქვენს ინტერესს გამოხატავს, რესპონდენტთა 56 %-მა აღნიშნა, რომ „არა“, 39 %-მა თქვა, რომ „კი“, 4 %-ის პასუხია „არ ვიცი“, ხოლო 2 %-მა პასუხზე უარი თქვა. ამავე კვლევით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა უმეტესობა მასში მონაწილეობას მიიღებდა. შეკითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას, პასუხები ასე გადანაწილდა: 66 % - სავარაუდოდ მიიღებდა, 34 % - სავარაუდოდ არ მიიღებდა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიში 14 ივლისიდან - 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ტერიტორიის გათავისუფლება შეძლეს, თუმცა მნიშვნელოვანია გვესმოდეს, ეს ომის დასასრული არ არის - სტოლტენბერგი

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ტერიტორიის გათავისუფლება და რუსული ჯარების განდევნა შეძლეს. თუმცა, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ეს არ არის ომის დასასრული, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, უკრაინას 600 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება გადაეცემა "დამაიმედებელია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ტერიტორიის გათავისუფლება და რუსული ჯარების განდევნა შეძლეს. თუმცა, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ეს არ არის ომის დასასრული. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ომისთვის გრძელვადიან პერსპექტივაშიც,"- განაცხადა სტოლტენბერგმა. რომის პაპი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე: თავდაცვა სამშობლოსადმი სიყვარულის გამოხატულებაა ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.