ძებნის რეზულტატი:
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე: ბოლო პერიოდში, უზბეკეთის ტვირთი საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში თითქმის გაორმაგდა
"უზბეკეთი დაინტერესებულია საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის უფრო აქტიური გამოყენებით. ბოლო პერიოდში, უზბეკეთის ტვირთი საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში თითქმის გაორმაგდა", - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გურამ გურამიშვილი უზბეკეთის წარმომადგენლობით დელეგაციას შეხვდა, რომლის შემადგენლობაშიც სატრანსპორტო - ლოგისტიკური სექტორის საჯარო და კერძო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები იყვნენ. „უზბეკეთი დაინტერესებულია საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის უფრო აქტიური გამოყენებით. ბოლო პერიოდში უზბეკეთის ტვირთი საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში თითქმის გაორმაგდა. ჩვენ უზბეკ პარტნიორებს მივაწოდეთ ინფორმაცია დერეფანში არსებული სატრანზიტო ტარიფებისა და საპორტო მოსაკრებლების შესახებ, ასევე გავაცანით საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა, აგრეთვე სამომავლო პროექტები,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა. ცნობისთვის, ვიზიტის ფარგლებში, უზბეკეთის დელეგაცია ფოთისა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურებს, ასევე ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას ეწვევა და მათ საქმიანობას გაეცნობა.
გამოკითხულთა 76% რუსეთს დიდ საფრთხედ აღიქვამს - NDI
NDI- ახალ კვლევაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ პროდასავლური კურსის მხარდაჭერა მნიშვნელოვნად გაიზარდა. პროდასავლური საგარეო კურსის მხარდაჭერა ყველაზე ძლიერი ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფსა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის არის. გამოკითხილთა უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ საქართველო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციით მეტ სარგებელს მიიღებს, ვიდრე რუსეთთან ახლო ურთიერთობით. გამოკითხილთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები უნდა შეზღუდოს ან ისე დატოვოს, როგორც არის. გამოკითხილთა უმრავლესობა 76% რუსეთს საფრთხედ აღიქვამს. მცირე საფრთხედ - 12%. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ნაკლებად ამბობენ, რომ რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს.
პრემიერის საქმიანობას 28% კარგად აფასებს, 35% - ცუდად, პრეზიდენტის საქმიანობას ცუდ შეფასებას 40% აძლევს, კარგს - 12% - NDI
საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობას, 40% ცუდად აფასებს, პარლამენტისას 41%, ხოლო საქართველოს პრემიერ-მინისტრის საქმიანობას 35%, – ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევაშია აღნიშნული. რაც შეეხება საქართველოს პრემიერ-მინისტრის საქმიანობას, გამოკითხულთა 35% ცუდად აფასებს, 33 საშუალოდ, 28% კარგად, ხოლო 4%-ს არ აქვს კითხვაზე პასუხი. ამავე კვლევაში შეფასებულია საქართველოს პარლამენტის საქმიანობაც, გამოკითხვის მიხედვით, პარლამენტის საქმიანობას 45% საშუალოდ აფასებს, 41% ცუდად, 9% კარგად, ხოლო კითხვაზე პასუხი არ იცის გამოკითხულთა 4%-მა. ამასთან, როგორც კვლევაშია აღნიშნული, პრეზიდენტის საქმიანობის ნეგატიური შეფასების მაჩვენებელი გაიზარდა. ასევე წაიკითხეთ: საქართველოს მოსახლეობის 76% რუსეთს დიდ საფრთხედ აღიქვამს - NDI მოსახლეობის უმეტესობამ არ იცის, ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას - NDI
NDI-ის კვლევის თანახმად, რელიგიურ მსახურებებს კვირაში ერთხელ მოსახლეობის მხოლოდ 17% ესწრება
NDI-ის კვლევის თანახმად, რელიგიურ მსახურებებს კვირაში ერთხელ მოსახლეობის მხოლოდ 17 პროცენტი ესწრება. განსაკუთრებული ღონისძიებების გარდა, როგორიცაა, ქორწინება ან გასვენება, რამდენად ხშირად ესწრებით რელიგიურ მსახურებას. ამ შეკითხვას გამოკითხულები ასე პასუხობენ: 17% - კვირაში ერთხელ მაინც 67% - უფრო იშვიათად არასდროს - 15% ცნობისთვის, კვლევა 14 ივლისიდან - 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია.
რა დატვირთვა აქვს ჩინეთისთვისა და ყაზახეთისთვის ლიანიუნკანგის პორტს და სად იკვეთება ორი ქვეყნის ეკონომიკური ინტერესები
ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა 14 სექტემბერს ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს უმასპინძლა. ნურ-სულთანში შეხვედრისას, ყაზახეთის მედიის ცნობით მხარეებმა ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და აგროინდუსტრიის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, ასევე - ტრანსსასაზღვრო წყლის რესურსების გამოყენების საკითხები განიხილეს. Europetime-თან „პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის" დამფუძნებელი დავით გოჩავა ამბობს, რომ პანდემიის შემდეგ, ჩინეთის ფარგლებს გარეთ სი ძინპინის პირველი ვიზიტი ყაზახეთში შემთხვევითი არ არის. „ყაზახეთი ჩინეთისთვის არის სახმელეთო გადაზიდვების გასაღები და უმნიშვნელოვანესი ქვეყანა „აბრეშუმის გზაზე“ და ორივე ქვეყნის ინტერესები შუა დერეფანზე გადის. ჩინეთს ტვირთები ყაზახეთის გავლით კასპიის ზღვისკენ და ასევე რუსეთის მიმართულებით გადააქვს და ამ ქვეყნიდან ხდება ცენტრალური აზიის „აბრეშუმის გზის“ პროექტში ჩართვა“, - აცხადებს გოჩავა. ამასთან, გოჩავა Europetime-თან ინტერვიუში, ყაზახეთსა და ჩინეთს შორის მთავარ საკვანძო საკითხზე ამახვილებს ყურადღებას. „ყაზახეთი ჩაკეტილი ქვეყანაა და ზღვაზე გასასვლელი არ აქვს. სი ძინპინმა, ყასიმ ჟომართ თოყაევს პირობა მისცა, რომ ერთ-ერთ თავის უმსხვილეს პორტს დაუთმობს. პორტის ადმინისტრაციამ უკვე მიიღო სტრატეგიული დავალება, რომ 180 გრადუსით შეეცვალა პრიორიტეტები და აქცენტი გაეკეთებინა ყაზახეთის მიმართულებაზე და შუა დერეფნის მომსახურებისაკენ. ანუ ჩინეთის უდიდესი პორტი ახლა ემსახურება ყაზახეთს და შუა დერეფანს“, - აღნიშნავს გოჩავა. ტვირთბრუნვა ყაზახეთსა და ჩინეთს შორის ოფიციალური სტატისტიკა: 2022 წლის 7 თვის მონაცემებით, ყაზახეთსა და ჩინეთს შორის ტვირთბრუნვა 46,7% გაზრდილი და $412,5 მილიონი შეადგინა. ამასთან, ყაზახეთიდან ჩინეთში 62,2%-ით მეტი ($280,4 მილიონი) სოფლის მეურნეობის პროდუქტი გავიდა. ჩინეთიდან იმპორტი კი 22,2%-ით არის გაზრდილი და $132,1 მილიონი შეადგინა. ამასთან, სი ძინპინის ყაზახეთში ვიზიტისას, მხარეებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ჩინეთიდან ყაზახეთში 11,15 მილიონი იუანის ღირებულების აღჭურვილობის მიწოდებაზე. ჩინეთიდან იმპორტირებული საქონლის სიაში ელექტრომოწყობილობების, ტელეფონებისა და ტრანსფორმატორების გარდა, ასევე შედის კომპიუტერები, მილები, ტანსაცმელი, პლასტმასის ნაწარმი, ავეჯი, ავტომობილები, საბურავები და ა.შ. ექსპერტების შეფასებით , „შუა დერეფნის“ განვითარებისთვის საკვანძო პორტს წარმოადგენს აღმოსავლეთ ჩინეთში, ძიანსუს (Jiangsu) პროვინციის უკიდურეს ჩრდილოეთში განლაგებული ლიანიუნკანგის პორტი (Lianyungang - Hai). ის წარმოადგენს გამოკვეთილ ბოლო პუნქტს „ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის“ (Central Asia Regional Economic Cooperation - CAREC) დერეფანში, რომელიც CAREC-მა დიდი ხნით ადრე, ჩინეთის მიერ ინიციატივის „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ გაშვებამდე შექმნა. „ჩინეთის ცენტრალური პოლიტიკა ლიანიუნკანგის პორტს განსაზღვრავს როგორც საკვანძო სტრატეგიულ პორტს ცენტრალური აზიისთვის, სთავაზობს რა ყაზახეთის მთავრობას და [საბოლოო შედეგი], „შუა დერეფნის“ პარტნიორ ქვეყნებს, წყნარ ოკეანესთან წვდომას. ნებისმიერი ტვირთი, რომელიც ევროპის მიმართულებით მიდის ამ პორტში იტვირთება და აქედან უკვე სახმელეთო გზით, ხვდება შუა დერეფანში, შემდეგ კი საქართველოს პორტებს გაივლის და ევროპის ბაზარზე გადის. ყაზახეთს ევროპაში გასასვლელი ჩვენი პორტების გარდა არ აქვს. თუ ევროპასთან ვაჭრობის გააქტიურება სურს, ტვირთების გადასაზიდად უნდა გამოიყენოს საქართველოს პორტები“, - აცხადებს გოჩავა. ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანში ტვირთბრუნვა გაიზარდა გასულ კვირას, ყაზახეთის ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრმა კაირბეკ უსკენბაევმა განაცხადა, რომ მთავრობა საქართველოს, ირანის, აზერბაიჯანისა და თურქეთის პორტებში შიდა ტერმინალური ქსელების შექმნის საკითხს განიხილავს. ამ თემაზე გაეცანით Europetime-ს სტატიას: რა ტვირთებზეა გათვლილი და როდის განახორციელებს ყაზახეთი საქართველოში შიდა ქსელური ტერმინალების პროექტს
მედია: რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ ხერსონის ადმინისტრაციის შენობაზე, სარაკეტო იერიშები განხორციელდა
რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ ხერსონის ადმინისტრაციის შენობაზე სარაკეტო იერიშები განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ტერიტორიის გათავისუფლება შეძლეს, თუმცა მნიშვნელოვანია გვესმოდეს, ეს ომის დასასრული არ არის - სტოლტენბერგი როგორ ცნობილია, დაბომბვის შედეგად არიან დაღუპულები და დაჭრილები. შენობაში განთავსებულია საოკუპაციო ძალების ე.წ. მთავრობა და სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაცია. რომის პაპი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე: თავდაცვა სამშობლოსადმი სიყვარულის გამოხატულებაა ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
შალვა პაპუაშვილმა გენერალური აუდიტორის პოსტზე პარლამენტს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ცოტნე ყავლაშვილის კანდიდატურა წარადგინა
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა გენერალური აუდიტორის პოსტზე პარლამენტს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ცოტნე ყავლაშვილის კანდიდატურა დაასახელა. "რაც შეეხება ჩემი გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარდგენას, მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურად გაცნობიერებული მაქვს ის უდიდესი პასუხისმგებლობა, რაც დამტკიცების შემთხვევაში დამეკისრება. ძალისხმევას არ დავიშურებ, რომ ეს უმნიშვნელოვანესი და წარმატებული ინსტიტუტი იყოს კიდევ უფრო ეფექტიანი და კიდევ უფრო წარმატებული“, – აღნიშნა ცოტნე ყავლაშვილმა. ამასთან, რეგლამენტის გათვალისწინებით, გენერალურ აუდიტორს პარლამენტის თავმჯდომარე წარადგენს და მას პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 76-ხმიანი კვორუმით ირჩევს.
მედია: ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის გენერალური პროკურორი და მისი მოადგილე კაბინეტში ააფეთქეს
ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის გენერალური პროკურორი სერგეი გორენკო და მოადგილე ეკატერინა სტეგლენკო, კაბინეტში აფეთქებისას დაიღუპნენ. ამის შესახებ უკრაინული და რუსული მედია წერს. აფეთქება დაახლოებით 11:30 საათზე მოხდა,განაცახდა ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენელმა ანდრეი მაროჩკომ. მან პროკურატურიდან გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს შენობის მესამე სართულზე დაზიანებული ფანჯრები. „ინტერფაქსს“ სასწრაფო დახმარების სამსახურიმა აცნობა, რომ ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის გენერალურ პროკურატურაში ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა.
გამოკითხულთა უმრავლესობისთვის ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება მნიშვნელოვანია, თუმცა მხოლოდ მესამედი მოელის, რომ მთავრობა ამ პირობებს შეასრულებს - NDI
რამდენად მნიშვნელოვანი ან უმნიშვნელონა თქვენთვის, რომ საქართველომ შეასრულოს ყველა ის პირობა, რომელიც ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად დაუწესა. NDI-ის მიერ გამოკითხულებმა ამ შეკითხვას უპასუხეს. პასუხები ასე გადანაწილდა: 71% - მნიშვნელოვანი 12% - უმნიშვნელო 17% - არ ვიცი მათგან, ვისაც სმენია ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ, უმეტესობა (56%) მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საკმარისი არ გააკეთა. ევროპული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მოსახლეობის 62%-სთვის არის ცნობილი. რას ასახელებს გამოკითხულთა უმრავლესობა ევროკავშირის მხარდაჭერის მთავარ მოტივად შეასრულებს თუ არა მთავრობა ხსენებულ პირობებს, 32%-თვლის, რომ შეასრულებს, 33% - არ შეასრულებს, არ ვიცი/უარი პასუხზე - 35% კვლევის ავტორების თქმით, მოსახლეობის უმრავლესობისთვის ამ პროცესში ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის ჩართულობა მნიშვნელოვანია, თუმცა ამას ნაკლებად მოელიან. გამოკითხულთა 70% თვლის, რომ ოპოზიციური პარტიები უნდა იყვნენ პროცესში ჩართულნი, გამოკითხულთა 68%-ის აზრით კი, მასში არასამთავრობოების და სამოქალაქო სექტორის ჩართულობას ემხრობა. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას 75% მხარს უჭერს, NATO-ში გაწევრიანებას 69% ემხრობა - NDI-ის ახალი კვლევა გამოკითხულთა 35% (34% სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობოების შემთხვევაში) თვლის, რომ მთავრობა ოპოზიციური პარტიების ჩართულობას უზრუნველყოფს, იგივე რაოდონება პირიქით (33% სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობოების შემთხვევაში) ფიქრობს. ცნობისთვის, კვლევა 14 ივლისიდან - 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობითპირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ. აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია.
რას ასახელებს გამოკითხულთა უმრავლესობა ევროკავშირის მხარდაჭერის მთავარ მოტივად
NDI-მ მოსახლეობაში ევროკავშირის მხარდაჭერის მთავარ მოტივებზეც ჩაატარა გამოკითხვა. ირკვევა, რომ ევროკავშირის მხარდაჭერის მთავარ მოტივად კვლავ სამუშაო ადგილები და უსაფრთხოება სახელდება. NDI- ახალ კვლევაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ პროდასავლური კურსის მხარდაჭერა მნიშვნელოვნად გაიზარდა. პროდასავლური საგარეო კურსის მხარდაჭერა ყველაზე ძლიერი ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფსა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის არის. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას 75% მხარს უჭერს, NATO-ში გაწევრიანებას 69% ემხრობა - NDI-ის ახალი კვლევა გამოკითხილთა უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ საქართველო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციით მეტ სარგებელს მიიღებს, ვიდრე რუსეთთან ახლო ურთიერთობით. ცნობისთვის, კვლევა 14 ივლისიდან - 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობითპირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია.
მარტვილის ერთ-ერთ სოფელში, საცხოვრებელი სახლიდან 20 000 ლარი მოიპარეს
მარტვილის სოფელ სერგიეთში საცხოვრებელი სახლიდან 20 000 ლარი მოიპარეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაზარალებულ ოჯახს თანხა სესხად ერთ-ერთი ბანკიდან ჰქონდა გამოტანილი. ამასთან, ამ ეტაპზე, დაკავებული არავინაა, მიმდინარეობს გამოძიება.
ვოლოდიმირ ზელენკი: ჩვენი მეომრები უპრეცედენტოდ მიიწევენ წინ, დღეისთვის ხარკოვის თითქმის მთელი ოლქი დეოკუპირებულია
ჩვენი მეომრები უპრეცედენტოდ მიიწევენ წინ, დღეისთვის ხარკოვის თითქმის მთელი ოლქი დეოკუპირებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პირად „ტელეგრამზე" ავრცელებს. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ტერიტორიის გათავისუფლება შეძლეს, თუმცა მნიშვნელოვანია გვესმოდეს, ეს ომის დასასრული არ არის - სტოლტენბერგი „ეს იყო ჩვენი მეომრების უპრეცედენტო წინსვლა. უკრაინელებმა კვლავ მოახერხეს ის, რაც ბევრს შეუძლებლად მიაჩნდა. მ ხნის განმავლობაში ოკუპანტებს არც კი უცდიათ ხალხისთვის რაიმე გაეკეთებინათ, მხოლოდ ანადგურებდნენ, ართმევნდენ, მიჰქონდათ. მათ დატოვეს გაპარტახებული სოფლები და ზოგიერთ მათგანში ერთი გადარჩენილი სახლიც კი არ არის“, - წერს ზელენსკი. რომის პაპი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე: თავდაცვა სამშობლოსადმი სიყვარულის გამოხატულებაა ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
NDI-მ კვლევაში ასახა, აკეთებს თუ არა საქართველოს მთავრობა საკმარისს უკრაინის მხარდასაჭერად
თქვენი აზრით, ვისი ბრალია უკრაინაში ომი? ეს შეკითხვა დაუსვა კვლევისაას NDI-მ მოქალაქეებს. კვლევის ავტორების დასკვნით, საქართველოს მოსახლეობას კვლავ სჯერა, რომ ომი რუსეთის ბრალია. 58% პასუხობს, რომ უკრაინაში ომი რუსეთის ბრალია. 18% - ვლადიმერ პუტინის. გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობა და პარლამენტი უკრაინის მხარდასაჭერად საკმარისს აკეთებს. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უკრაინის მხარდასაჭერად მეტის გაკეთებას ყველაზე უფრო ახალგაზრდა მოქალაქეები, თბილისის მცხოვრებლები და ოპოზიციის მხარდამჭერები ითხოვენ. 33% და 32% ფიქრობს, რომ საქართველოს პარლამენტი და საქართველოს მთავრობა მეტს უნდა აკეთებდეს. ცნობისთვის, კვლევა 14 ივლისიდან - 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობითპირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ. აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია.
საქართველოში სამუშაო ადგილები, ფასების ზრდა და სიღარიბე კვლავ მწვავე საკითხებია - NDI-ის კვლევა
NDI-ის კვლევით, სამუშაო ადგილები, ფასების ზრდა და სიღარიბე საქართველოს მოსახლეობისთვის კვლავ მწვავე საკითხებია. გამოკითხულთა 36% აცხადებს, რომ მათთვის სამუშაო ადგილები ყველაზე მწვავე საკითხია. 36% პრობლემად ფასების ზრდას, 32% სიღარიბეს, ხოლო 18% პენსიებს ასახელებს. ცნობისთვის, კვლევა 14 ივლისიდან - 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობითპირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია.
სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა პირი, რომელმაც ქუთაისში, მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში რუსეთის დროშა აღმართა
სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა პირი, რომელმაც ქუთაისში, მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში რუსეთის დროშა აღმართა. გიორგი ძაგნიძეს ქვეყანა დატოვებული აქვს, მასთან კომუნიკაცია სასამართლომ სოციალური ქსელის მეშვეობით დაამყარა. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აღნიშნული პირი ჯარიმის ამონაწერის ჩაბარებას არ აპირებდა. ამასთან, ძაგნიძის ოჯახი წევრები აცხადებენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან.
ერდოღანს ბაშარ ალ-ასადთან შეხვედრა სურდა - მედია
თურქეთის პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა გამოთქვა სურვილი, შეხვედროდა პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს, თუ სირიის ლიდერი უზბეკეთის სამიტს დაესწრებოდა. ამის შესახებ Reuters-ი თურქულ გამოცემაზე დაყრდნობით წერს. თუმცა ასადი არ ესწრებოდა სამიტს. მანამდე, Reuters-ს წყარომ განუცხადა, რომ ბოლო კვირებში, თურქეთის დაზვერვის უფროსმა სირიელ კოლეგასთან დამასკოში ბევრი შეხვედრა გამართა.
ირაკლი ღარიბაშვილი ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ეფრემს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ეფრემს და მის თანმხლებ პირებს შეხვდა, რომელთა შორის ამავე მონასტერში მოღვაწე ქართველი ბერები არიან. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. „კიდევ ერთხელ, დიდი პატივია, თქვენთან შეხვედრა. მოგესალმებით, დიდი პატივისცემით და დიდი სიყვარულით. მე ყოველთვის დიდი სიხარულით ვიხსენებ ჩვენს შეხვედრას პირველად ათონის მთაზე. როდესაც ჩვენ პირველად შევხვდით, მაშინ მე არ ვიყავი პრემიერ-მინისტრი. ჩვენ გვქონდა ძალიან ღრმა საუბარი. ყველა რჩევა, რომელიც მომცა გერონდამ, და რაც მითხრა, გამართლდა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ოფიციალური პრესრელიზის თანახმად, არქიმანდრიტმა ეფრემმა პრემიერ-მინისტრი ათონის მთაზე მიიწვია. „მახარებს, რომ კიდევ ერთხელ გხვდებით, მეორედ, უკვე პრემიერ-მინისტრის რანგში. სამშობლო გიყვართ, პატრიოტი, კარგი მეოჯახე ბრძანდებით, მრავალშვილიანი, ეკლესიის მეგობარი ბრძანდებით. უწმინდესი პატრიარქი და მიტროპოლიტი შიო ყოველთვის გამოხატავენ კმაყოფილებას თქვენი პიროვნებისადმი. ბევრი ქართველი ჩამოდის ჩვენთან. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღევანდელ დღეს საქართველოსა და ათონის მთას შორის მაკავშირებელი არის ვატოპედის მონასტერი. როგორც უკვე მოგახსენეთ, ძალიან მიყვარს ქართველები, ქართველებს მადლი გაქვთ, ღვთის მადლი, ნათლობის მადლი გაქვთ სახეზე. როგორც მოგახსენეთ, პირად საუბარშიც, ბატონო პრემიერო, ძალიან მოგვწონს, რომ ქვეყანასაც ძალიან გონივრულად მართავთ. უწმინდესის ლოცვები, პირველ რიგში, და მისი სიყვარულიც ძალიან გეხმარებათ, და ყველას გვინდა, რომ ასე გააგრძელოთ, რომ ქვეყანაში წონასწორობა გეკავოთ. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს არის წმინდა გიორგის ქვეყანა, არ დაგავიწყდეთ, რომ ღვთისმშობლის წილხვედრია თქვენი ქვეყანა, და აკეთებთ კიდევაც, და გმადლობთ ამისთვის. იმედია, რომ მომავალშიც ასე დაიცავთ თქვენს ტრადიციებს. გეპატიჟებით კიდევ ათონის მთაზე. კარგი იქნება, რომ ჩამოხვიდეთ უკვე როგორც პრემიერ-მინისტრი“, - აღნიშნა არქიმანდრიტმა ეფრემმა მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით. მისივე ინფორმაციით, არქიმანდრიტმა ეფრემმა პრემიერ-მინისტრს საჩუქრად ღვთისმშობლის ხატი გადასცა. თავის მხრივ კი, ირაკლი ღარიბაშვილმა არქიმანდრიტ ეფრემს წმინდა ნინოს ხატი გადასცა საჩუქრად. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე შარაშენიძე ესწრებოდა. შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა არქიმანდრიტ ეფრემს სადილზე უმასპინძლა.
გამოკითხულთა 76% მიიჩნევს, რომ წამლების საფასური მოსახლეობისთვის, კიდევ უფრო დიდი გამოწვევა გახდა - NDI
NDI-ის კვლევით, გამოკითხულთა 76% მიიჩნევს, რომ წამლების საფასური მოსახლეობისთვის, კიდევ უფრო დიდი გამოწვევა გახდა. გამოკითხულთა 41% პრობლემად, სამედიცინო მომსახურეების/ ექიმთან ვიზიტის საფასურს ასახელებს, ხოლო 30% ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმის/ კვალიფიკაციის ნაკლებობას ასახელებს. გამოკითხილთა 26% აცხადებს, რომ ქვეყანაში დაბალი ხარისხის წამლები იყიდება, ხოლო 15% პრობლემად, საავადმყოფოებისა და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას ასახელებს. 9% კი აცხადებს, რომ ჯანდაცვის სექტორში ბიუროკრატიაა. ცნობისთვის, კვლევა 14 ივლისიდან - 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია.
ყოველი მესამე მოქალაქე ამბობს, რომ ხშირად კვებისთვის თანხა არ ჰქონდა - NDI
„ყოველი მესამე მოქალაქე ამბობს, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში ხშირად ჰქონია ისეთი შემთხვევა, როდესაც ოჯახის კვებისთვის თანხა არ ჰქონდა",- ამის შესახებ NDI-ის კვლევაშია აღნიშნული. საქართველოში სამუშაო ადგილები, ფასების ზრდა და სიღარიბე კვლავ მწვავე საკითხებია - NDI კვლევა გამოკითხულთა 30% ამბობს, რომ ასეთი შემთხვევა ყოველთვე, ამ უფრო ხშირად ჰოქნდა. 29% ამბობს, რომ უფრო იშვიათად ვიდერე ყოველდღე, ხოლო 39%-ის განცხადებით, ასეთი ფაქტი არ ყოფილა. გამოკითხულთა 76% მიიჩნევს, რომ წამლების საფასური მოსახლეობისთვის, კიდევ უფრო დიდი გამოწვევა გახდა - NDI გამოკითხვის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობას ყველაზე მეტად კვლავ სამუშაო ადგილები, ფასების ზრდა და სიღარიბე აწუხებს. ცნობისთვის, კვლევა 14 ივლისიდან - 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია.
აშშ-ის საელჩო: ინტერნეტით ნარკოტიკების ვაჭრობის აღსაკვეთად აუცილებელია ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა
ინტერნეტით ნარკოტიკების ვაჭრობის აღსაკვეთად აუცილებელია ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობ, მიიჩნევს ამერიკის საელჩო და ამ კონტექსტში ხაზს უსვამს სომხეთში ახლად შექმნილი დარკნეტის ქვედანაყოფის ქართველ კოლეგებთან კავშირის დამყარებას. „დარკნეტს - ფარულ ინტერნეტ ქსელს, დამნაშავეები აქტიურად იყენებენ ნარკოტიკების გასაღებისთვის. აშშ-ის ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაცია - DEA მრავალი წელია, პარტნიორი ქვეყნების სამართალდამცავ სტრუქტურებს ამ მიმართულებით დანაშაულის აღსაკვეთად აძლიერებს. ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი, რომელთანაც მჭიდრო თანამშრომლობა და არაერთი წარმატებული საქმე გვაკავშირებს. ამ კვირაში სომხეთში ახლად შექმნილი დარკნეტის ქვედანაყოფი ქართველ კოლეგებს დავაკავშირეთ. ინტერნეტით ნარკოტიკების ვაჭრობის აღსაკვეთად აუცილებელია ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა და მოხარული ვართ ეს კავშირები უზრუნველვყოთ“, - აცხადებს ამერიკის საელჩო.