ძებნის რეზულტატი:

რუსეთის ავიაციამ კრამატორსკზე იერიში მიიტანა. არიან დაშავებულები

დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკის კერძო სექტორზე რუსული ჯარების სარაკეტო თავდასხმამ 30-ზე მეტი სახლი დააზიანა. „უკრინფორმის“ ცნობით, ამის შესახებ ეროვნული პოლიცია იტყობინება. წინასწარი ინფორმაციით, დამპყრობლებმა ქალაქს S-300 საზენიტო-სარაკეტო სისტემიდან დაარტყეს. ჭურვი ორ საცხოვრებელს შორის მოხვდა. ავიაიერიშის შედეგად, კიდევ 32 სახლი დაზიანდა. სარაკეტო დარტყმის შედეგად დაზიანებები 16-დან 72 წლამდე ასაკის მოქალაქეებმა მიიღეს.  

დაკავებულია პირი, რომელმაც კიკეთში ერთი ადამიანი მოკლა და რამდენიმე დაჭრა

Europetime-ს შსს-ში დაუდასტურეს, რომ დაკავებულია პირი, რომელმაც კიკეთში ერთი ადამიანი მოკლა და რამდენიმე დაჭრა.  კიკეთში მომხდარ სროლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილია ერთი კაცი, ხოლო დაჭრილები „ნიუ ჰოსპიტალის“ კლინიკაში არიან მოთავსებული.  კიკეთში მომხდარ მკვლელობისა და დაჭრის ფაქტებზე დანაშაულის ჩამდენი ერთი პირი იდენტიფიცირებულია - შსს შსს მომხდართან დაკავშირებით, მეტ ოფიციალურ ინფორმაციას არ ავრცელებს. ასევე უწყებაში არ აზუსტებენ სროლისას რამდენი ადამიანი დაიჭრა. შეგახსენებთ, რომ კიკეთში ცოტა ხნის წინ რამდენიმე ადამიანი დაჭრეს, მათ შორის, ორი ქალია.    

Maxar Technologies-მა იზიუმის მასობრივი სამარხების სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა

კომპანია Maxar Technologies-მა გამოაქვეყნა რუსი საოკუპაციო ძალებისგან გათავისუფლებული ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმთან გადაღებული სატელიტური ფოტოები, სადაც იზუმში აღმოჩენილი მასობრივი სამარხები ჩანს. ამის შესახებ კომპანიამ Twitter-ზე განაცხადა. Maxar Technologies ორ ფოტოს აქვეყნებს. პირველი გადაღებულია 2022 წლის მარტში, მეორე კი აგვისტოში. იზიუმი. 2022 წლის მარტი იზიუმი. 2022 წლის აგვისტო.  როგორც UNIAN-მა ადრე იტყობინებოდა, 16 სექტემბერს, ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელმა იგორ კლიმენკომ განაცხადა, რომ  ქალაქ იზიუმის მახლობლად  მშვიდობიანი მოსახლეობის დაახლოებით 445 საფლავი აღმოაჩინეს. ხარკოვის OVA-ს თავმჯდომარის ოლეგ სინეგუბოვის თქმით, ცხედრებს შორის, რომლებსაც გუშინ, იზიუმში ექსჰუმაცია ჩაუტარდათ, 99%-ს ძალადობრივი სიკვდილის ნიშნები აღენიშნებოდათ.  

ანექსირებულ ყირიმში, კრემლის პროპაგანდისტ დიმიტრი კისილიოვის სახლთან, ორი მანქანა დაწვეს

შაბათს, 17 სექტემბერს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის 206-ე დღეს, უცნობმა პირმა ანექსირებულ ყირიმში, კრემლის რუსი პროპაგანდისტის დიმიტრი კისელევის სახლთან ორი მანქანა დაწვა.  ტელეგრამის არხის ostorozhno_novosti-ის ცნობით, ინციდენტი დაახლოებით ღამის 2 საათზე კოკტებელში მოხდა, სადაც სააგენტო Rossiya Segodnya-ს გენერალური დირექტორის ვილა მდებარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, დაუდგენელმა პირმა „ლენდ როვერის“ SUV-სა და გოლფის მანქანას ცეცხლი წაუკიდა. სამართალდამცველებმა ინციდენტის გამოძიება დაიწყეს.   

Bild-ის ჟურნალისტი: იზიუმის ოკუპაციის დროს, წამების მტკიცებულებები არსებობს

გერმანული გამოცემის Bild-ის ჟურნალისტმა პაულ რონცჰაიმერმა, გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც მისი თქმით, გადაღებულია ოთახი, რომელსაც რუსი სამხედროები იზიუმში, ადამიანების წამებისთვის იყენებდნენ.  Maxar Technologies-მა იზიუმის მასობრივი სამარხების სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა „კაცმა, რომელიც აქ იჯდა, გვითხრა, რომ „შეუერთეს ელექტროდები და გაუკეთეს ელექტროშოკი. გაზის ნიღაბიც გამიკეთეს“, - წერს ჟურნალისტი თავის Twitter-ზე და აცხადებს, რომ მალე დეტალურ რეპორტაჟს გაავრცელებს. მანამდე, კუპიანსკის მცხოვრებმა, რომელიც ასევე ახლახან გაათავისუფლეს უკრაინულმა ძალებმა, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს განუცხადა, რომ ის FSB-ის თანამშრომლებმა აწამეს. ესროლეს ტრავმატული პისტოლეტიდან და სხეულზე ჯვრები ამოუწვეს.  უკრაინულმა ძალებმა, ქალაქი იზიუმი გასულ კვირას გაათავისუფლეს. 15 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ იზიუმთან აღმოაჩინეს მასობრივი სამარხი.   

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი: რუსეთს „ერთი დიუმიც“ არ უნდა დავუთმოთ

NATO-ს თავდაცვისა და სამხედრო ხელმძღვანელობის მინისტრების შეხვედრაზე ტალინში, ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა განაცხადა, რომ კრემლის მთავარი მიზანია, დაშინების გზით იმპერიული იდეის განხორციელება. ამიტომ, რუსეთი მსოფლიოს ემუქრება შიმშილითა და ბირთვული კატასტროფით და ენერგეტიკულ ომს აწარმოებს. კალასმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კრემლს იმედი აქვს, რომ მოლაპარაკებებით მიიღებს იმას, რასაც ძალით ვერ მიაღწია. „ამიტომ რუსეთს „ერთი დიუმიც“ არ უნდა დავუთმოთ ", - აღნიშნა ესტონეთის პრემიერმა. კალასი თვლის, რომ ომის დროს მსოფლიოს მოუწევს ახალ ვითარებასთან ადაპტაცია. მისი თქმით, რუსეთთან ურთიერთობის სფეროში საჭიროა ოთხი პრინციპის დაცვა: „პირველ რიგში, ეს არის უპირობო მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ეს მხარდაჭერა აახლოებს მშვიდობას, ამიტომ ევროპამ უნდა დააჩქაროს და გაზარდოს კიევისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება. მეორე: რუსეთს ანგარიში უნდა მოეთხოვოს სამხედრო აგრესიისა და ომის დანაშაულებისთვის. მესამე: რუსეთისთვის აგრესიის ფასი „აუტანელი უნდა გახდეს“, ამისთვის საჭიროა სანქციების გამკაცრება და მისი საერთაშორისო იზოლაციის უზრუნველყოფა. მეოთხე, NATO-სთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სრულად სანდო თავდაცვა“, - განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა.   

შსს: კიკეთში მომხდარი მკვლელობისა და 5 ადამიანის დაჭრის ფაქტი გახსნილია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიკეთში მომხდარი მკვლელობისა და 5 ადამიანის დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.  „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს და დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული გ.ნ. ორზე მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ყოფით ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 6 პირი დაჭრა. 1971 წელს დაბადებული გ.გ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. დანარჩენი 5 პირი კი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ. ბრალდებული გ.ნ. დანაშაულის ჩადენის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ იგი მომხდარიდან რამდენიმე წუთში, ცხელ კვალზე დააკავა.ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. 

ბაქომ ერევანს 32 სამხედროს ცხედარი გადასცა

ბაქომ ერევანს 32 სომეხი ჯარისკაცის ცხედარი გადასცა, რომლებიც სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებისას დაიღუპნენ.  ამის შესახებ Trend-ს შაბათს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტყვეთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა, მძევლების საქმეების სახელმწიფო კომისიაში განუცხადეს.  ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთის მხარეს 135 სამხედროა დაღუპული მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის საზღვარზე 13-14 სექტემბერს მომხდარი შეტაკებების შედეგად 135 სომეხი სამხედრო დაიღუპა.  აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური შეტაკებები 12 სექტემბერს, ღამით დაიწყო.   აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე ბრძოლების შედეგად 79 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა - აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო  

უკრაინის პროკურატურა: ხარკოვის მახლობლად, სოფელ „კაზაჩია ლოპანში“ ნაპოვნია აპარატი, რომელსაც ადამიანების წამებისთვის იყენებდნენ

ხარკოვის ოლქის პროკურატურის განცხადებით, „კაზაჩია ლოპანის“ ოკუპაციის დროს, რუსეთის არმიამ სარდაფში ციხე მოაწყო და იქ ადგილობრივ მოსახლეობას აწამებდა. პროკურატურის წარმომადგენლებმა აღმოაჩინეს მოწყობილობა, რომლითაც ადამიანებს ელექტრობის გამოყენებით აწამებდნენ. „ფოტოების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ეს არის სატელეფონო მოწყობილობა გენერატორით, რომლის გვერდით ჩანს მავთულები საკანცელარიო სამაგრებით“, - აცხადებენ ხარკოვის პროკურატურაში.  ბალაკლიას მცხოვრებმა ასევე განუცხადა BBC-ის კორესპონდენტებს, რომ რუსი სამხედროები ტელეფონს ელექტროშოკით წამებისთვის იყენებდნენ. დაპატიმრებული მშვიდობიანი მოსახლეობის წამების შესახებ ცნობები ასევე ვრცელდება ხარკოვის რეგიონის სხვა დასახლებებიდან, რომლებიც რუსეთის არმიის მიერ იყო ოკუპირებული.  

მედია: თურქეთი, რუსეთ-პაკისტანის გაზსადენის მშენებლობაში ჩერთვება

ისლამაბადი და ანკარა შეთანხმდნენ, რომ რუსეთიდან პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის მიმართულებით, გაზსადენის მშენებლობის საკითხზე ითანამშრომლებენ. კერძოდ, თურქეთი, რუსეთ-პაკისტანის გაზსადენის მშენებლობაში მიიღებს მონაწილეობას.  შეთანხმება პაკისტანის პრემიერ-მინისტრ შაჰბაზ შარიფსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის, სამარყანდში, „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტის ფარგლებში შეხვედრისას შედგა. მედიის ცნობით, ლიდერებმა „შეთანხმებას ორმხრივი ვაჭრობის განვითარებისა და ფართომასშტაბიანი პროექტების განხორციელებაზე, მათ შორის გაზის მიწოდებაზეც მიაღწიეს“.   

ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენ გავხდებით რუსეთის მიერ ხალხის მასობრივი წამების მოწმენი, არ ვიცი, რამდენი ათასი ადამიანი დაიღუპა

ხარკოვის რეგიონის დეოკუპირებულ იზიუმში, ვპოულობთ ნაწამები ადამიანების სამარხებს. დაღუპულთა რაოდენობა გაცილებით მეტი იქნება, რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად, სახლების ნანგრევების ქვეშ დაღუპულთა ძებნის პროცესი იწყება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა. Bild-ის ჟურნალისტი: იზიუმის ოკუპაციის დროს, წამების მტკიცებულებები არსებობს „დღემდე 450 ადამიანის ცხედარი იპოვეს იზიუმში. მაგრამ კიდევ არის ცალკეული სამარხები ნაწამები ადამიანების, აქ ან სხვა ტერიტორიებზეც. ყველაფერი ეს იზიუმშია...ადამიანები ორმოებში ყრიან“, - განაცხადა ზელენსკიმ და აღმნიშნა, რომ ცხედრების ექსჰუმაციის პროცესი მიდის.  ამასთან, ზლენსკის განცხადებით, ბევრი ადამიანი რუსეთის ავიაციის იერიშების შედეგად დაიღუპა. მისი თქმით, დანგრეული შენობების ნანგრევების ქვეშ ცხედრების ძებნა ახლა იწყება. „ჩვენ გავხდებით რუსეთის მიერ ხალხის მასობრივი წამების მოწმენი და არ ვიცი, იქ [იზიუმში] რამდენი ათასი ადამიანი დაიღუპა, - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა. მან რუსი სამხედროების ქმედებებს ტერორისტული უწოდა და მსოფლიო საზოგადოებას, რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ ან ტერორიზმის დამფინანსებლად აღიარების მოთხოვნით მიმართა.  

მედია: ნიგერიამ და მაროკომ წყალქვეშა გაზსადენის პროექტზე მემორანდუმი გააფორმეს, რომლითაც გაზით ევროპა უნდა მომარაგდეს

ნიგერიამ და მაროკომ წყალქვეშა გაზსადენის პროექტზე, მემორანდუმი გააფორმეს. პროექტის თანახმად, წყალქვეშა გაზსადენით, აფრიკიდან ევროპის მიმართულებით გაზის მიწოდება უნდა განხორციელდეს.   მედიის ცნობით, მხარეებს შორის მემორანდუმი 15 სექტემბერს გაფორმდა. პროექტის მონაწილეა ნიგერია, მაროკო და დასავლეთ აფრიკის ქვეყნების ეკონომიკური თანამეგობრობის წევრები.  მაგისტრალის სიგრძე 5 600 კილომეტრი იქნება და კუნძული ბრასიდან აიღებს სათავეს და აფრიკის კონტინენტის 13 ქვეყანაზე გაივლის, მაროკოს ჩრდილოეთამდე, სადაც უკვე არის გაზსადენი, რომელიც ალჟირის საბადოებიდან ესპანეთს უკავშირდება.  ნიგერია-მაროკოს გაზსადენის პროექტის ღირებულება $25 მილიარდს მიაღწევს. გაზსადენის სიმძლავრე წელიწადში, 5,4 მილიონი კუბური მეტრი გაზის გატარებაზე იქნება გათვლილი.   

ვოლოდიმირ ზელენსკი: ოკუპირებულ ტერიტორიაზე წამება ჩვეულებრივი პრაქტიკა იყო. ამას აკეთებდნენ ნაცისტები, ასე მოიქცნენ რუსები

ოკუპირებულ ტერიტორიაზე წამება ჩვეულებრივი პრაქტიკა იყო. ამას აკეთებდნენ ნაცისტები, ასე მოიქცნენ რუსები. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.  უკრაინის პროკურატურა: ხარკოვის მახლობლად, სოფელ „კაზაჩია ლოპანში“ ნაპოვნია აპარატი, რომელსაც ადამიანების წამებისთვის იყენებდნენ მისი თქმით, ექსჰუმაციის სამუშაოები დღეს ხარკოვის ოლქში, იზიუმში, მასობრივი საფლავების ადგილზე გაგრძელდა, ცხედრებს ექსპერტიზა უტარდება და იქ დაკრძალული ადამიანების წამების ახალი მტკიცებულებებია ნაპოვნი. Bild-ის ჟურნალისტი: იზიუმის ოკუპაციის დროს, წამების მტკიცებულებები არსებობს „ხარკოვის ოლქის გათავისუფლებულ რაიონებში - სხვადასხვა ქალაქებსა და დაბებში უკვე ნაპოვნია ათზე მეტი წამების ოთახი. ოკუპანტებმა გაქცევისას წამების მოწყობილობებიც დატოვეს. „კაზაჩია ლოპანის“ ჩვეულებრივ რკინიგზის სადგურზეც კი იპოვეს წამების ოთახი და ელექტრო წამების იარაღები. ეს უბრალოდ რკინიგზის სადგურია... ოკუპირებულ ტერიტორიაზე წამება ფართოდ გავრცელებული პრაქტიკა იყო. ამას აკეთებდნენ ნაცისტები, ასე მოიქცნენ რუსები. ისინიც ერთნაირად გიპასუხებენ - ბრძოლის ველზეც და სასამართლო დარბაზებშიც. ჩვენ გამოვავლენთ ყველას, ვინც აწამა, ვინც დაამცირა, ვინც რუსეთიდან აქ, ჩვენს უკრაინულ მიწაზე ჩამოიტანა ეს სისასტიკე" - განაცხადა ზელენსკიმ.   

ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენ გამოვავლენთ ყველას, ვინც აწამა, ვინც დაამცირა, ვინც რუსეთიდან აქ, ჩვენს უკრაინულ მიწაზე ჩამოიტანა ეს სისასტიკე

ჩვენ გამოვავლენთ ყველას, ვინც აწამა, ვინც დაამცირა, ვინც რუსეთიდან აქ, ჩვენს უკრაინულ მიწაზე ჩამოიტანა ეს სისასტიკე. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. უკრაინის პროკურატურა: ხარკოვის მახლობლად, სოფელ „კაზაჩია ლოპანში“ ნაპოვნია აპარატი, რომელსაც ადამიანების წამებისთვის იყენებდნენ მისი თქმით, ხარკოვის ოლქის გათავისუფლებულ რაიონებში - სხვადასხვა ქალაქებსა და დაბებში უკვე ნაპოვნია ათზე მეტი წამების ოთახი. ოკუპანტებმა გაქცევისას წამების მოწყობილობებიც დატოვეს. Bild-ის ჟურნალისტი: იზიუმის ოკუპაციის დროს, წამების მტკიცებულებები არსებობს „კაზაჩია ლოპანის“ ჩვეულებრივ რკინიგზის სადგურზეც კი იპოვეს წამების ოთახი და ელექტრო წამების იარაღები. ეს უბრალოდ რკინიგზის სადგურია... ოკუპირებულ ტერიტორიაზე წამება ფართოდ გავრცელებული პრაქტიკა იყო. ამას აკეთებდნენ ნაცისტები, ასე მოიქცნენ რუსები. ისინიც ერთნაირად გიპასუხებენ - ბრძოლის ველზეც და სასამართლო დარბაზებშიც. ჩვენ გამოვავლენთ ყველას, ვინც აწამა, ვინც დაამცირა, ვინც რუსეთიდან აქ, ჩვენს უკრაინულ მიწაზე ჩამოიტანა ეს სისასტიკე" - განაცხადა ზელენსკიმ.  

ვოლოდიმირ ზელენსკი: შესაძლოა, ყირიმი დიპლომატიური გზით დავიბრუნოთ

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ გამორიცხავს, ​​რომ შესაძლოა, უკრაინამ ყირიმი დიპლომატიური გზით დაიბრუნოს. ამის შესახებ ზელენსკიმ Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა.  „სხვა შანსი არ არის, უბრალოდ გამოსავალი არ არის, საჭიროა ტერიტორიის დეოკუპაცია. ასე რომ, შეიძლება მოხდეს ისე, რომ ყირიმი დიპლომატიური გზით დაბრუნდეს. რა თქმა უნდა, უკრაინაში უფრო მეტად უჭერენ მხარს ამ საკითხის მოგვარების დიპლომატიურ გზას. რა წრე განიხილავს ამ საკითხს და როდის იქნება ეს, ახლა ვერ გეტყვით. თუმცა ეს ჩემი აზრია“. პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „უკრაინა მშვიდად მაშინ იცხოვრებს, როცა მთელ თავის მიწას დაიბრუნებს“.  

ნენსი პელოსი სომხეთში ჩასვლის შემდეგ: მსოფლიო ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის არჩევანის წინაშეა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ ერევანში ჩასვლის შემდეგ განაცხადა, რომ მსოფლიო არჩევანის წინაშე დგას დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის. ნენსი პელოსის თქმით, არჩევანი ისევ დემოკრატიის სასარგებლოდ უნდა გაკეთდეს.  „თაობების განმავლობაში ჩვენ ვიცავდით და ვინარჩუნებდით მათ არჩევანს. შეერთებული შტატებიდან უკრაინამდე, ტაივანამდე, სომხეთამდე, მსოფლიო არჩევანის წინაშე დგას დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის და ჩვენ უნდა ავირჩიოთ ისევ დემოკრატია“, - აღნიშნავს ნენსი პელოსი.  კონტექსტი პელოსის ვიზიტის წინ უძღოდა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკება. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება რამდენიმე დღის წინ ამოქმედდა. ორივე მხარე მსხვერპლის შესახებ იუწყებოდა. დაღუპულთა რაოდენობის შესახებ განსხვავებული ცნობები ვრცელდება. სომხური მედიის ცნობით, 17-19 სექტემბერს ვიზიტის ფარგლებში, პელოსი სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს, რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს ალენ სიმონიანს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება. მხარეები სომხურ-ამერიკულ ურთიერთობებსა და უსაფრთხოების კუთხით შექმნილ ვითარებას განიხილავენ. აშშ-ის დელეგაციაში ასევე შედიან წარმომადგენელთა პალატის ენერგეტიკისა და ვაჭრობის კომიტეტის თავმჯდომარე ფრენკ პალონე და წარმომადგენელთა პალატის წევრები ანა ეშუ და ჯეკი სპაიერი. ცნობისათვის, მსგავსი განცხადება გააკეთა ნენსი პელოსიმ ტაივანში ვიზიტისას. გაეცანით Europetime-ის სტატიას ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი  

უკრაინის დაზვერვა: ხერსონში, ბამბის ქარხნის ტერიტორიაზე ოთხი ძლიერი აფეთქების შედეგად დაღუპულია 180-მდე რუსი ოკუპანტი

ხერსონის ბამბის ქარხნის ტერიტორიაზე, სადაც რუსი ოკუპანტების პირადი შემადგენლობა და აღჭურვილობა იყო განთავსებული, ოთხი ძლიერი აფეთქება დაფიქსირდა. Ukrinform-ი იტყობინება, რომ ინფორმაციას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო Facebook-ზე ავრცელებს. დაზვერვის ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ოლქში დარტყმების შედეგად დაშავებულია 80, ვასილიევკის ოლქში განადგურებულია 15 რუსი სამხედრო. ამასთანავე,  უკრაინის დაზვერვის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ლუგანსკის და დონეცკის ოლქებშიც, სადაც რუსებს დიდი ზიანი მიადგათ, როგორც ცოცხალი ძალის, ისე სამხედრო ტექნიკის თვალსაზრისით. უკრაინის თავდაცვის ძალების ეფექტიანი მოქმედებების შედეგად ხერსონის ბამბის ქარხნის ტერიტორიაზე, სადაც ოკუპანტების პირადი შემადგენლობა და აღჭურვილობა იყო განთავსებული, დაფიქსირდა ოთხი ძლიერი აფეთქება. ამ დროისთვის ცნობილია 180-მდე რაშისტის დაღუპვის შესახებ, რომლებიც ქალაქიდან სამი სატვირთოთი გაიყვანეს. კიდევ რამდენიმე ათეული გადაიყვანეს ხერსონის სამედიცინო დაწესებულებებში, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში არიან“, – იუწყება დაზვერვა.  

გაბრიელიუს ლანდსბერგისი უკრაინისთვის მეტი იარაღის მიწოდებას ითხოვს: ტანკები სიტყვებზე მეტს ამბობენ

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა უკრაინისთვის მეტი იარაღის მიწოდება მოითხოვა მოუწოდა. „სიტყვებმა ვერ აღკვეთა მასობრივი საფლავები. მხოლოდ დაგმობა არ დაასრულებს გენოციდს. ტანკები სიტყვებზე უფრო ხმამაღლა საუბრობენ“, - დაწერა ლანდსბერგისმა Twitter-ზე. როგორც ცნობილია, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 400-ზე მეტი ცხედარი, მათ შორის წამების ნიშნებით იპოვეს გათავისუფლებულ იზიუმში. იდენტიფიცირებულთა შორის არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროები და ბავშვები. ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენ გამოვავლენთ ყველას, ვინც აწამა, ვინც დაამცირა, ვინც რუსეთიდან აქ, ჩვენს უკრაინულ მიწაზე ჩამოიტანა ეს სისასტიკე ხარკოვის ოლქის პროკურატურის განცხადებით, „კაზაჩია ლოპანის“ ოკუპაციის დროს, რუსეთის არმიამ სარდაფში ციხე მოაწყო და იქ ადგილობრივ მოსახლეობას აწამებდა.  

რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ყარაბაღის ზანგელანის რეგიონს ეწვევა, სადაც ილჰამ ალიევთან ერთად აეროპორტს გახსნის

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ 20 ოქტომბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად ყარაბაღში ზანგელანის აეროპორტის გახსნას დაესწრება, იტყობინება სააგენტო Anadolu. „ილჰამ ალიევმა გვთხოვა ვიზიტის თარიღის დადგენა. ზანგელანში აეროპორტის გახსნის შემდეგ გავემგზავრებით ჯაბრაილში, სადაც საზეიმო ცერემონია გაიმართება. შესაბამისი შეთანხმება მიღწეულია. არ გამოვრიცხავ მონაწილეობას“, - განაცხადა ერდოღანმა. მისივე თქმით, რაც შეეხება ყარაბაღის საკითხს, მნიშვნელოვანია, რომ რეგიონის ყველა ქვეყანამ უპირობო და მტკიცე მხარდაჭერა გამოხატოს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით.  

შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ რუსლან სტეფანჩუკმა 25 ოქტომბერს, ხორვატიაში დაგეგმილ ყირიმის პლატფორმაზე მიიწვია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა 25 ოქტომბერს, ხორვატიაში დაგეგმილ ყირიმის პლატფორმაზე მიიწვია. ამის შესახებ განცხადება პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას გააკეთა. შეკითხვაზე, აქვს თუ არა ურთიერთობა თავის უკრაინელ კოლეგასთან და როგორია რადას თავმჯდომარის, რუსლან სტეფანჩუკის პოზიცია, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ რა თქმა უნდა, უკრაინელ კოლეგასთან კომუნიკაცია აქვს. „მანამდე, ერთმანეთს პირადად არ ვიცნობდით. ვიზიტის დროს, იქვე, ძალიან თბილი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა და ახლაც გვაქვს კონტაქტი, კომუნიკაცია. მათ შორის, მან მიმიწვია ყირიმის პლატფორმაზე, რომელიც 25 ოქტომბერს ხორვატიაში გაიმართება. მათ შორის, მეგობრობის ჯგუფებს, რომელიც არის უკრაინის რადაში და საქართველოს პარლამენტში, აქვთ ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია და ერთმანეთთან ინფორმაციის გაცვლა. არის ძალიან თბილი და ისეთი მეგობრული ურთიერთობა, რომელიც უკრაინას და საქართველოს უნდა ჰქონდეს ერთმანეთთან. ჩვენ ვხედავთ, რომ არის ცალკეული დევიციები და ამის უკან გარკვეული მიზეზებია, მაგრამ მთავარია, საქართველო უკრაინას უდგას გვერდით იმაზე მეტად, ვიდრე ჩვენნაირ სიტუაციაში მყოფ ქვეყანას შეიძლება, გაეკეთებინა. რეალურად, უკრაინაში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველო-უკრაინას შორის თბილი ურთიერთობებით და ეს ურთიერთობები ნამდვილად არსებობს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.