ძებნის რეზულტატი:
ISW: რუსეთის ძალები უკრაინის წინსვლას ვერ აჩერებენ
ომის შესწავლის ინსტიტუტი იუწყება, რომ რუსეთის ჯარებმა განაგრძეს წარუმატებელი თავდასხმები დონეცკის ოლქში. იმავდროულად, რუსეთის მხრიდან მნიშვნელოვანი თავდაცვითი მანევრების გარეშე, უკრაინა კონტრშეტევას აგრძელებს, რის გამოც რუსეთის მიერ ოკუპირებული ხარკოვისა და ლუგანსკის ოლქების უმეტესი ნაწილი დაუცველია, იუწყება ISW. ექსპერტების აზრით, უკრაინის წინსვლამ მდინარე ოსკილის და დონეცის ჩრდილოეთით, მდინარე სივერსკის ირგვლივ, შესაძოა, რუსული ძალები ალყაში მოაქციოს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
Die Welt: გერმანია უკრაინისთის 18 თვითმავალი ჰაუბიცის მიწოდებას დათანხმდა
ორთვიანი მსჯელობის შემდეგ, გერმანიამ 18 თვითმავალი ჰაუბიცის მიწოდების შესახებ უკრაინის თხოვნა დააკმაყოფილა იტყობინება Die Welt-ი. Die Welt-ი წერს, რომ კიევმა ჰაუბიცების მიწოდება ივლისის შუა რიცხვებში ითხოვა. გერმანიაში უკრაინის ელჩმა ანდრი მელნიკმა განაცხადა, რომ გერმანიის მთავრობა იარაღის ექსპორტსა და დაფინანსებას დათანხმდა. მწარმოებლის წინადადების მიხედვით, რომელიც ასევე მოიცავს ტრენინგს და სათადარიგო ნაწილების მიწოდებას, პირველი RCH-155 ჰაუბიცები მზად გადასაზიდად არაუგვიანეს 30 თვეში იქნება. უკრაინული წყაროების თანახმად, KMW-ს (მწარმოებელი, რედ.) არ სურდა წარმოების დაწყება, ვიდრე გერმანიის მთავრობისგან არ იქნებოდა მკაფიო სიგნალი, რომ იარაღის ექსპორტი უკრაინაში შეიძლებოდა. დმიტრო კულება: ჩვენთვის გამოცანაა: რაშია პრობლემა? რატომ ვერ ვიღებთ გერმანიისგან იმას, რაც გვჭირდება და რაც მას აქვს? გერმანიამ უკრაინას უკვე მიაწოდა ათი ასეთი თვითმავალი ჰაუბიცა. შგეახსენებთ, საბერძნეთი და გერმანია, უკრაინისთვის საბრძოლო მანქანების გადაცემაზე შეთანხმდნენ.
უკრაინის გენშტაბი: რუსეთის ზოგიერთმა ქვედანაყოფმა ხარკოვის ოლქიდან უკან დახევისას, პერსონალის 50%-ზე მეტი დაკარგა
უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, რუსეთის ზოგიერთმა ქვედანაყოფმა ხარკოვის ოლქიდან უკან დახევისას, „პერსონალის 50%-ზე მეტი და 200-ზე მეტი ტექნიკა“ დაკარგა. რუსეთის 64-ე ცალკეულ მოტომსროლელ ბრიგადას ჯარის 90% დაღუპული ან დაჭრილი ჰყავდა, ან მათ უარი თქვეს საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე, განაცხადა გენერალურმა შტაბმა. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
უკრაინა: პოლიციამ ხარკოვის რეგიონში, რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი 241 სამხედრო დანაშაული დაარეგისტრირა
პოლიციამ უკვე დააფიქსირა 241 სამხედრო დანაშაული, რომლებიც რუსმა სამხედროებმა ხარკოვის რეგიონის გათავისუფლებულ დასახლებებში ჩაიდინეს. მის შესახებ ხარკოვის რეგიონულმა პოლიციამ განაცხადა. მისივე თანახმად, უკრაინის ეროვნული პოლიციის საგამოძიებო ქვედანაყოფები გათავისუფლებულ დასახლებებში სამხედრო დანაშაულების აღრიცხვის მიზნით, ზომებს იღებენ. „დეოკუპაციის ღონისძიებების დაწყებიდან დღემდე დაფიქსირდა 241 სამხედრო დანაშაული", - ნათქვამია ინფორმაციაში. როგორც ცნობილია, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 400-ზე მეტი ცხედარი, მათ შორის წამების ნიშნებით იპოვეს გათავისუფლებულ იზიუმში. იდენტიფიცირებულთა შორის არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროები და ბავშვები. ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენ გამოვავლენთ ყველას, ვინც აწამა, ვინც დაამცირა, ვინც რუსეთიდან აქ, ჩვენს უკრაინულ მიწაზე ჩამოიტანა ეს სისასტიკე ხარკოვის ოლქის პროკურატურის განცხადებით, „კაზაჩია ლოპანის“ ოკუპაციის დროს, რუსეთის არმიამ სარდაფში ციხე მოაწყო და იქ ადგილობრივ მოსახლეობას აწამებდა.
ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ს ეწვევა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ირაკლი ღარიბაშვილი, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის გენერალური დებატების მონაწილეებს მიმართავს. მანამდე პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის გახსნის ცერემონიას დაესწრება. ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი ორმხრივ, მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ორდღიანი ვიზიტით ჩინეთს ეწვია
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი ჩინეთში ორდღიანი ვიზიტის დროს, ჩინეთ-რუსეთის სტრატეგიული უსაფრთხოების რიგით მე-17 კონსულტაციებს და ჩინეთ-რუსეთის უსაფრთხოების ძალების თანამშრომლობის რიგით მე-7 შეხვედრას დაესწრება. ინფორმაციას Reuters-ი ჩინეთის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ვიზიტს წინ უძღოდა ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პირველი მოლაპარაკებები უზბეკეთში, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.
საქართველოს პრეზიდენტი ელისაბედ II-ის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად ლონდონში ჩავიდა
დღეს საქართველოს პრეზიდენტი, ლონდონში მსოფლიო ლიდერებთან ერთად, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფლის, ელისაბედ II-ის სამოქალაქო პანაშვიდსა და მიღებას დაესწრება, რომელიც მეფე ჩარლზ III-ის სახელით გაიმართება. ხვალ კი, დაკრძალვის სახელმწიფო ცერემონიასა და მიღებას დაესწრება, რომელიც დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივნის სახელით გაიმართება. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აგრეთვე დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის სპიკერთან.
სომხეთში ვიზიტისას, ნენსი პელოსიმ „აზერბაიჯანის უკანონო თავდასხმები“ დაგმო
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ „აზერბაიჯანის მიერ სომხეთზე თავდასხმები დაგმო და მას უკანონო უწოდა“. ერევანში ყოფნისას პელოსიმ აღნიშნა, რომ მის ვიზიტს „აზერბაიჯანის მიერ სომხეთის ტერიტორიაზე უკანონო და სასიკვდილო თავდასხმების“ შემდეგ განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. ამ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ნენსი პელოსი სომხეთში ჩასვლის შემდეგ: მსოფლიო ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის არჩევანის წინაშეა „ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ თავდასხმებს. ეს აზერბაიჯანელების მიერ იყო ინიცირებული და ამის აღიარება უნდა მოხდეს“, - განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა. მისივე თქმით, აშკარაა, რომ სასაზღვრო ბრძოლები, სომხეთზე აზერბაიჯანის თავდასხმებმა გამოიწვია და რომ კონფლიქტის ქრონოლოგია მკაფიო უნდა გახდეს. პელოსის თქმით, შეერთებული შტატები უსმენს სომხეთს იმის შესახებ, თუ რა არის მისი თავდაცვის საჭიროებები და რომ ვაშინგტონს სურს, დაეხმაროს და მხარი დაუჭიროს სომხეთს დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის გლობალურ ბრძოლაში. პელოსის თქმით, საინტერესოა, რომ სომხეთი იმედგაცრუებულია რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი ალიანსის პასუხით. შეგახსენებთ, სომხეთის ოფიციალურმა პირმა გასულ კვირას, რუსეთის მიერ დახმარებაზე უარის გამო, უკმაყოფილება გამოთქვა. „ჩვენ ძალიან უკმაყოფილო ვართ, რა თქმა უნდა. ჩვენი მოლოდინი არ გამართლდა", - განუცხადა პარლამენტის სპიკერმა ალენ სიმონიანმა ეროვნულ ტელევიზიას და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია შეადარა პისტოლეტს, რომელიც ტყვიებს არ ისროდა. Reuters-ის ცნობით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებებს 200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
უკრაინა: ხარკოვის რეგიონში, რუსეთის ძალების თავდასხმის შედეგად, მედიკოსები დაიღუპნენ
ხარკოვის რეგიონში მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისას ოთხი ჯანდაცვის მუშაკი დაიღუპა. შესაბამისი განცხადება ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეჰ სინიეჰუბოვმა გააკეთა. მისივე განცხადებით, „ოკუპანტები უმოწყალო ტერორს ახორციელებენ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ“. „ხარკოვის რეგიონის სოფელ სტრილეჩეში, მედიკოსები ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტების ევაკუაციას ცდილობდნენ. ევაკუაციის დროს რუსებმა მასიური ცეცხლი გახსნეს. წინასწარი მონაცემებით, სამწუხაროდ, დაიღუპა ჯანდაცვის 4 მუშაკი და დაშავდა ორი პაციენტი“, - წერს სინიეჰუბოვი. 30 პაციენტის ევაკუაცია განხორციელდა, მაგრამ საერთო ჯამში ამ დაწესებულებაში 600-ზე მეტი პაციენტია. როგორც ცნობილია, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 400-ზე მეტი ცხედარი, მათ შორის წამების ნიშნებით იპოვეს გათავისუფლებულ იზიუმში. იდენტიფიცირებულთა შორის არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროები და ბავშვები. ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენ გამოვავლენთ ყველას, ვინც აწამა, ვინც დაამცირა, ვინც რუსეთიდან აქ, ჩვენს უკრაინულ მიწაზე ჩამოიტანა ეს სისასტიკე ხარკოვის ოლქის პროკურატურის განცხადებით, „კაზაჩია ლოპანის“ ოკუპაციის დროს, რუსეთის არმიამ სარდაფში ციხე მოაწყო და იქ ადგილობრივ მოსახლეობას აწამებდა.
USAID-ი ტრანსკასპიურ რეგიონში საერთო სატრანზიტო სივრცის შექმნას მხარს დაუჭერს
ტრანსკასპიური მარშრუტის ქვეყნებს USAID-ი ტექნიკურ დახმარებას გაუწევს, რათა რეგიონის მასშტაბით, საერთო სატრანზიტო სივრცე შეიქმნას. ამის შესახებ USAID-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აზერბაიჯაულ Trend-ს განუცხადა. საბაჟო სამსახურის 40-ზე მეტი წარმომადგენელი და ყაზახეთის, ყირგიზეთის რესპუბლიკის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის სატრანსპორტო პოლიტიკის სამთავრობო უწყებების თანამშრომლებისგან შემდგარი დელეგაცია, ასევე ცენტრალური აზიის სატრანსპორტო და ლოგისტიკის პარტნიორობის წევრები, კასპიის ზღვის პორტებს (ალიატი და კურიკი) და ბათუმის პორტს ეწვივნენ. აზერბაიჯანული მედიის ცნობოთ, დელეგაციამ თითოეული პორტის საფასო პოლიტიკა შეისწავლა. მისიის მიზანი იყო ცენტრალური აზიის, აზერბაიჯანისა და საქართველოს სატრანსპორტო ოპერატორებს შორის თანამშრომლობის გაზრდა და პორტების ადმინისტრაციას, კერძო სექტორის კომპანიებსა და საბაჟო სააგენტოებს შორის დიალოგის გაუმჯობესება. „დელეგაცია გაეცნო კასპიის და შავი ზღვის საზღვაო პორტებით სატრანზიტო მიმოსვლის გაზრდის შესაძლებლობებს და პორტის კანონმდებლობას, რეგულაციას და ტარიფებს. მისია გამოავლენს ხარვეზებს და რეკომენდაციას გაუწევს პროცედურების გამარტივებას ცენტრალური აზიის პორტებში“, - განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ნენსი პელოსი: ამერიკა სომხეთის გვერდით დგას
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა სომხეთში ვიზიტისას ერევნის მიმართ მხარდაჭერა დააფიქსირა. შესაბამისი გზავნილი პელოსის Twitter გვერდზე განთავსდა. „მე მინდა, გავაგზავნო ძლიერი გზავნილი: ამერიკა დგას სომხეთის გვერდით მისი უსაფრთხოებისა და დემოკრატიის დაცვაში“, - განაცხადა ნენსი პელოსიმ. შეგახსენებთ, Reuters-ის ცნობით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ „აზერბაიჯანის მიერ სომხეთზე თავდასხმები დაგმო და მას უკანონო უწოდა“. ერევანში ყოფნისას პელოსიმ აღნიშნა, რომ მის ვიზიტს „აზერბაიჯანის მიერ სომხეთის ტერიტორიაზე უკანონო და სასიკვდილო თავდასხმების“ შემდეგ განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. ნენსი პელოსი სომხეთში ჩასვლის შემდეგ: მსოფლიო ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის არჩევანის წინაშეა „ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ თავდასხმებს. ეს აზერბაიჯანელების მიერ იყო ინიცირებული და ამის აღიარება უნდა მოხდეს“, - განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა. მისივე თქმით, აშკარაა, რომ სასაზღვრო ბრძოლები, სომხეთზე აზერბაიჯანის თავდასხმებმა გამოიწვია და რომ კონფლიქტის ქრონოლოგია მკაფიო უნდა გახდეს. პელოსის თქმით, შეერთებული შტატები უსმენს სომხეთს იმის შესახებ, თუ რა არის მისი თავდაცვის საჭიროებები და რომ ვაშინგტონს სურს, დაეხმაროს და მხარი დაუჭიროს სომხეთს დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის გლობალურ ბრძოლაში. პელოსის თქმით, საინტერესოა, რომ სომხეთი იმედგაცრუებულია რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი ალიანსის პასუხით. შეგახსენებთ, სომხეთის ოფიციალურმა პირმა გასულ კვირას, რუსეთის მიერ დახმარებაზე უარის გამო, უკმაყოფილება გამოთქვა. „ჩვენ ძალიან უკმაყოფილო ვართ, რა თქმა უნდა. ჩვენი მოლოდინი არ გამართლდა", - განუცხადა პარლამენტის სპიკერმა ალენ სიმონიანმა ეროვნულ ტელევიზიას და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია შეადარა პისტოლეტს, რომელიც ტყვიებს არ ისროდა. Reuters-ის ცნობით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებებს 200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
სალომე ზურაბიშვილი: ბრიტანელი და თანამეგობრობის სამეფოების ხალხს შეუძლია, იამაყოს, რომ ჰყავდათ მისი უდიდებულესობის მსგავსი დედოფალი
საქართველოს პრეზიდენტმა ლონდონში, ლანკასტერის სასახლეში, სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა და ქართველი ხალხის სახელით, თანაგრძნობა გამოუცხადა სამეფო ოჯახსა და გაერთიანებული სამეფოს ხალხს. „ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს შემიძლია, ჩემი და ქართველი ხალხის სახელით, გამოვხატო სამძიმარი მისი უდიდებულესობის, დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალების გამო. ეს ისტორიის ის გვერდია, რომელიც იხურება, ისტორიის დიდი გვერდი, რომელიც მან ძალიან ცოცხალი გახადა და რომელიც ჩვენ ყველას გვემახსოვრება. საქართველოს პრეზიდენტი ლონდონში ჩავიდა ვფიქრობ, რომ ბრიტანელი და თანამეგობრობის სამეფოების ხალხს შეუძლია იამაყოს, რომ ჰყავდათ მისი უდიდებულესობის მსგავსი დედოფალი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ესტონეთი უკრაინელ სამხედროებს წვრთნის
ესტონეთი უკრაინას სამხედროების მომზადებაში ეხმარება. შესაბამისი განცხადება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გაავრცელა. თავის მხრივ, ესტონეთის თავდაცვის ძალების სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა მარტინ ჰერემმა განაცხადა, რომ NATO-მ უნდა განაგრძოს უკრაინის დაუყოვნებლივი სამხედრო დახმარება. შეგახსენებთ, რომ პარტნიორი ქვეყნები უკრაინელი სამხედროების წვრთნაში აქტიურად არიან ჩართულნი.
სომხეთში ვიზიტით მყოფი ნენსი პელოსის განცხადებებს აზერბაიჯანის მხრიდან მკაცრი შეფასება მოჰყვა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის განცხადებებს აზერბაიჯანის მხრიდან მკაცრი შეფასება მოჰყვა. ბაქოს შეფასებით, პელოსის გამონათქვამები საფრთხეს უქმნის მშვიდობას კავკასიაში. „პელოსის მიერ აზერბაიჯანის წინააღმდეგ წაყენებული დაუსაბუთებელი და უსამართლო ბრალდებები მიუღებელია. ეს არის სერიოზული დარტყმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობებზე", - განაცხადა სამინისტრომ და პელოსის განცხადებას „სომხური პროპაგანდა“ უწოდა. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის თქმით, შეერთებული შტატები უსმენდა სომხეთს მისი თავდაცვის საჭიროებების შესახებ და რომ ვაშინგტონს სურს, დაეხმაროს და მხარი დაუჭიროს სომხეთს დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის გლობალურ ბრძოლაში. ერევანში ყოფნისას პელოსიმ ასევე აღნიშნა, რომ მის ვიზიტს „აზერბაიჯანის მიერ სომხეთის ტერიტორიაზე უკანონო და სასიკვდილო თავდასხმების“ შემდეგ განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. „ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ თავდასხმებს. ეს აზერბაიჯანელების მიერ იყო ინიცირებული და ამის აღიარება უნდა მოხდეს“, - განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა.
სალომე ზურაბიშვილი: უმკაცრესად ვგმობ რუსეთის მიერ ჩადენილ სისასტიკეს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ „უმკაცრესად გმობს“ რუსეთის მიერ ჩადენილ სისასტიკეს უკრაინის ქალაქ იზიუმში. შესაბამის განცხადება სალომე ზურაბიშვილის Twitter გვერდზე განთავსდა. „უმკაცრესად ვგმობ რუსეთის მიერ ჩადენილ სისასტიკეს იზიუმში. ომის ამ დანაშაულებებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი. უკრაინა არ დაეცემა და დადგება მშვიდობა! #SlavaUkraini“,- წერს საქართველოს პრეზიდენტი. უკრაინა: პოლიციამ ხარკოვის რეგიონში, რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი 241 სამხედრო დანაშაული დაარეგისტრირა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 400-ზე მეტი ცხედარი, მათ შორის წამების ნიშნებით იპოვეს გათავისუფლებულ იზიუმში. იდენტიფიცირებულთა შორის არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროები და ბავშვები. ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენ გამოვავლენთ ყველას, ვინც აწამა, ვინც დაამცირა, ვინც რუსეთიდან აქ, ჩვენს უკრაინულ მიწაზე ჩამოიტანა ეს სისასტიკე ხარკოვის ოლქის პროკურატურის განცხადებით, „კაზაჩია ლოპანის“ ოკუპაციის დროს, რუსეთის არმიამ სარდაფში ციხე მოაწყო და იქ ადგილობრივ მოსახლეობას აწამებდა.
Reuters-ი: ევროკომისიამ უნგრეთისთვის ფინანსური სანქციის დაწესების რეკომენდაცია გასცა
Reuters-ის ცნობით, ევროკომისიამ რეკომენდაცია გაუწია უნგრეთისთვის დაახლოებით 7,5 მილიარდი ევროს დაფინანსების შეჩერებას, რისი მიზეზიც კორუფციაა. ეს არის პირველი შემთხვევაა 27 ქვეყნისგან შემდგარ ბლოკში, რომელმაც სანქცია კანონის უზენაესობის უკეთესად დაცვის მიზნით დააწესა. Reuters: ევროკომისია უნგრეთისთვის მილიარდობით ევროს გამოყოფის შეჩერების რეკომენდაციას გასცემს ევროკომისარმა იოჰანე სჰანმა განმარტა, რომ კომისია რეკომენდაციას უწევს უნგრეთისთვის გათვალისწინებული თანხების დაახლოებით მესამედის შეჩერებას ბლოკის საერთო ბიუჯეტიდან 2021-27 წლებისთვის. ევროპარლამენტმა უნგრეთს „ელექტორალური ავტოკრატია“ უწოდა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს სამი თვის ვადა აქვთ, რათა ეს საკითხი ამ საკითხი განიხილონ. ხსენებულ ინიციატივას მისაღებად სულ მცირე 15 ქვეყნის თანხმობა სჭირდება. უნგრული მხარე აცხადებს, რომ დაფინანსების შესანარჩუნებლად, ყველა პირობას შეასრულებს.
ნენსი პელოსის ერევანში ჰკითხეს, არის თუ არა აშშ მზად სომხეთის სამხედრო მხარდაჭერისთვის
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ სომხეთისთვის სამხედრო დახმარების შესაძლო გაწევის საკითხზე დასმულ შეკითხვას უპასუხა. კერძოდ, სომხეთში ვიზიტისას პელოსიმ უპასუხა შეკითხვას, არის თუ არა აშშ მზად სომხეთის სამხედრო მხარდაჭერისთვის. სომხური მედიის ცნობით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა განაცხდა, რომ ვიზიტის მნიშვნელობა ეფუძნება შემდეგ ფაქტს: მათ სურთ იმის მოსმენა და გაგება, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ და რას მოელიან მათგან. მან აღნიშნა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს ეკონომიკურ და უსაფრთხოების საკითხებზე, თავდაცვის საკითხში თანამშრომლბაზე, ასევე ათასწლეულის გამოწვევების პროგრამებში სომხეთის მიერთების საკითხზე. ნენსი პელოსი: ამერიკა სომხეთის გვერდით დგას „ჩვენი მოლაპარაკებების მიზანია მოვუსმინოთ სომხეთის ხელმძღვანელობას, რათა გამოვკვეთოთ კონკრეტული სფეროები, რომლებზეც ჩვენ ვიმუშავებთ აშშ-ში დაბრუნების შემდეგ, თავის მხრივ, აღნიშნა წარმომადგენელთა პალატის წევრმა, ანა ეშუმ. ნენსი პელოსი სომხეთში პირველი ვიზიტით ჩავიდა. ნენსი პელოსი სომხეთში ჩასვლის შემდეგ: მსოფლიო ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის არჩევანის წინაშეა აშშ-ის დელეგაციაში ასევე შედიან წარმომადგენელთა პალატის ენერგეტიკისა და ვაჭრობის კომიტეტის თავმჯდომარე, ფრენკ პალონე და წარმომადგენელთა პალატის წევრები, ანა ეშუ და ჯეკი სპაიერი. Reuters-ის ცნობით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა „აზერბაიჯანის მიერ სომხეთზე თავდასხმები დაგმო და მას უკანონო უწოდა“. ერევანში ყოფნისას პელოსიმ აღნიშნა, რომ მის ვიზიტს „აზერბაიჯანის მიერ სომხეთის ტერიტორიაზე უკანონო და სასიკვდილო თავდასხმების“ შემდეგ განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. „ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ თავდასხმებს. ეს აზერბაიჯანელების მიერ იყო ინიცირებული და ამის აღიარება უნდა მოხდეს“, - განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა. მისივე თქმით, აშკარაა, რომ სასაზღვრო ბრძოლები, სომხეთზე აზერბაიჯანის თავდასხმებმა გამოიწვია და რომ კონფლიქტის ქრონოლოგია მკაფიო უნდა გახდეს. პელოსის თქმით, შეერთებული შტატები უსმენს სომხეთს იმის შესახებ, თუ რა არის მისი თავდაცვის საჭიროებები და რომ ვაშინგტონს სურს, დაეხმაროს და მხარი დაუჭიროს სომხეთს დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის გლობალურ ბრძოლაში.
ერევანში აქციის მონაწილეები სომხეთის ОДКБ-დან გასვლას მოითხოვენ
ერევნის ცენტრში მიმდინარე აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან (CSTO) გასვლას ითხოვენ. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრები არიან: რუსეთი, სომხეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. ერევანში იმყოფება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ნენსი პელოსი. სომხეთის დედაქალაქში მისი ვიზიტის მხარდამჭერი აქციაც ტარდება. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა „აზერბაიჯანის მიერ სომხეთზე თავდასხმები დაგმო და მას უკანონო უწოდა“. ერევანში ყოფნისას პელოსიმ აღნიშნა, რომ მის ვიზიტს „აზერბაიჯანის მიერ სომხეთის ტერიტორიაზე უკანონო და სასიკვდილო თავდასხმების“ შემდეგ განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. „ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ თავდასხმებს. ეს აზერბაიჯანელების მიერ იყო ინიცირებული და ამის აღიარება უნდა მოხდეს“, - განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა. მისივე თქმით, აშკარაა, რომ სასაზღვრო ბრძოლები, სომხეთზე აზერბაიჯანის თავდასხმებმა გამოიწვია და რომ კონფლიქტის ქრონოლოგია მკაფიო უნდა გახდეს. ნენსი პელოსის ერევანში ჰკითხეს, არის თუ არა აშშ მზად სომხეთის სამხედრო მხარდაჭერისთვის პელოსის თქმით, შეერთებული შტატები უსმენს სომხეთს იმის შესახებ, თუ რა არის მისი თავდაცვის საჭიროებები და რომ ვაშინგტონს სურს, დაეხმაროს და მხარი დაუჭიროს სომხეთს დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის გლობალურ ბრძოლაში. შეგახსენებთ, სომხეთის ოფიციალურმა პირმა გასულ კვირას, რუსეთის მიერ დახმარებაზე უარის გამო, უკმაყოფილება გამოთქვა. „ჩვენ ძალიან უკმაყოფილო ვართ, რა თქმა უნდა. ჩვენი მოლოდინი არ გამართლდა", - განუცხადა პარლამენტის სპიკერმა ალენ სიმონიანმა ეროვნულ ტელევიზიას და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია შეადარა პისტოლეტს, რომელიც ტყვიებს არ ისროდა. Reuters-ის ცნობით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებებს 200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
Forbes-ი: ხარკოვის ოლქში, უკრაინის კონტრშეტევის გამო „რუსეთის მე-3 არმიის კორპუსი“ დაიშალა
ოფიციალურად, „რუსეთის ახლად შექმნილი სამხედრო ნაწილი იყო ძლიერი ძალა, 10 000 ჯარისკაცით, ასობით ტანკითა და სხვა საბრძოლო მანქანებით“, თუმცა Forbes-ი წერს, რომ გასულ კვირას, ხარკოვის ოლქში „მე-3 არმიის კორპუსი“ უკრაინის კონტრშეტევის გამო დაიშალა. ბრიტანეთის დაზვერვა ჯერ კიდევ აგვისტოში იუწყებოდა, რომ „რუსეთი, „მე-3-ე არმიის კორპუსის“ დაკომპლექტებას, სავარაუდოდ, ახლადშექმნილი „მოხალისე“ ბატალიონებიდან გეგმავდა. „იმის გამო, რომ ამ გაზაფხულზე რუსეთის ძალებში მსხვერპლმა 50 000-ს გადააჭარბა, კრემლმა ახალი ბატალიონების შეკრება დაიწყო. ამავდროულად, არმიამ გამოაცხადა ინიციატივა, შექმნას მრავალი ახალი მოხალისეთა ბატალიონი და გაზრდილი ხელფასები - თვეში $5000-მდე შესთავაზა“, - წერს Forbes-ი. უკრაინა დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს აწარმოებს და ტერიტორიებს ათავისუფლებს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
მედია: ოლიგარქ იგორ კოლომოისკის სახლში ჩხრეკა ჩატარდა
უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინელი ოლიგარქის იგორ კოლომოისკის სახლში ჩხრეკა ჩატარდა. მედია იტყობინება, რომ ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ (NABU) ბინიდან დოკუმენტები და ელექტრონული მოწყობილობა ამოიღო. მოწმეების თქმით, საგამოძიებო ბიუროს წარმომადგენლები ოლიგარქს დილის ხუთ საათზე, კურორტ ბუკოველში, მის საცხოვრებელ ადგილას ესტუმრნენ. მედიის ცნობით, იგორ კოლომოისკისთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ, თუმცა ის არის Ukrnafta-ს (ნავთობისა და ბუნებრივი გაზის საექსპორტო კომპანია, ნავთობისა და გაზის უდიდესი მწარმოებელი ქვეყანაში) თანამფლობელი, სადაც გამომძიებლებს ფინანსური მაქინაციების შესახებ აქვთ ეჭვები.