ძებნის რეზულტატი:

ჯოზეფ ბორელი: უკრაინაში კონფლიქტმა, შესაძლოა, გლობალური ფინანსური კრიზისი გამოიწვიოს

რუსეთ-უკრაინის კონფლიქტმა შესაძლოა, გლობალური ფინანსური კრიზისის პროვოცირება გამოიწვიოს. ამის შესახებ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა ნიუ-იორკში, გაეროს 77-ე ასამბლეის ფარგლებში არაოფიციალური შეხვედრების დაწყებამდე განაცხადა. ბორელის განცხადებით, კონფლიქტი უკრაინაში, ქვეყნის ფარგლებს სცილდება.  „უკრაინელები იბრძვიან. უკრაინის ქალაქებზე სარეკეტო იერიშები ხორციელდება. დანარჩენი მსოფლიო შეწუხებულია ენერგორესურსებზე და პროდუქციაზე ფასების ზრდის გამო. იზრდება დაუცველობის განცდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის „შესანიშნავი ქარიშხალი“, რადგან ომის შედეგად გამოწვეული მაღალი ენერგეტიკისა და სურსათის ფასები იწვევს მოსალოდნელ ფინანსურ კრიზისის პროვოცირებას,” - განაცხადა ბორელმა.  ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს პრობლემები ევროკავშირის სანქციების გამო წარმოიშვა. ბორელმა აღნიშნა, რომ ეს საკითხები შედის ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკებების დღის წესრიგში.  

ბენ ჰოჯესი საუბრობს, რა შედეგები მოჰყვება უკრაინის წარმატებულ კონტრშეტევას

ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრის (CEPA) სტრატეგიული კვლევების კათედრის ხელმძღვანელი, 2014-2017 წლებში, ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი საუბრობს, რა შედეგები მოჰყვება უკრაინის წარმატებულ კონტრშეტევას. შესაბამის შეკითხვას მან უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში უპასუხა. „ახლა სამი რამ მახსენდება. პირველი: ცხადია, უკრაინის დიდი ნაწილი გათავისუფლდა და არის იმპულსი, რომელიც მათ შეუძლიათ, გააგრძელონ. მეორე შედეგი არის ის, რომ ახლა ადამიანები არამხოლოდ უკრაინაში,  არამედ, მთელ მსოფლიოში, ევროპასა და აშშ-ში, იწყებენ ფიქრს იმის შესახებ, რომ უკრაინას შეუძლია, გაიმარჯვოს. მე არასოდეს შემპარვია ეჭვი ამაში. მაგრამ ახლა, ვფიქრობ, უფრო და უფრო მეტი ადამიანისთვის, რუსეთის გარდაუვალი გამარჯვების შესახებ მითები გაქრა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია. ვფიქრობ, სხვა ერები დაიწყებენ თქმას - „ჩვენც გვინდა დახმარება“. მესამე შედეგი არის ყირიმი. უცებ, ეს მიღწევადი ჩანს (ყირიმის გათავისუფლება). მალე ისინი ყირიმში რუსულ სამიზნეებზე დარტყმას შეძლებენ. ეს უბრალოდ დროის საკითხია“, - აცხადებს ბენ ჰოჯესი.  

ქუთაისში, „საქართველოს ბანკში“ შეჭრილი მძარცველი 2 მილიონ დოლარს ითხოვს და თანხის მისატანად 3-საათიან ვადას აწესებს

ქუთაისში „საქართველოს ბანკში“ შეჭრილი მძარცველი 2 მილიონ დოლარს ითხოვს და თანხის მისატანად 3-საათიან ვადას აწესებს. აღნიშნული მოთხოვნა შეიარაღებულმა პირმა სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მძევლის მიერ გავრცელებულ ვიდეოში დაასახელა. ამასთან, გავრცელებული ცნობით, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრილი შეიარაღებული პირი 2 მილიონ ლარს ითხოვს. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე ბანკთან მობილიზებული არიან. შსს ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირის შეჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს    

"საქართველოს ბანკში" თავდასხმაზე გამოძიება ტერორიზმის მუხლით დაიწყო - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მძევლად რჩება 12 პირი. სამართალდამცველები ყველა საჭირო ღონისძიებას ახორციელებენ მათი სწრაფად და უსაფრთხოდ გათავისუფლებისთვის. ქუთაისში, „საქართველოს ბანკში“ შეჭრილი მძარცველი 2 მილიონ დოლარს ითხოვს და თანხის მისატანად 3-საათიან ვადას აწესებს შსს ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირის შეჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს „შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები მობილიზებული არიან ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე და ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებს ახორციელებენ. გამოძიება დაწყებულია „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე. ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ შეიარაღებული პირი ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა და დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით რამდენიმე პირი მძევლად აიყვანა. ამ დროისთვის, შენობაში მძევლად რჩება 12 პირი. სამართალდამცველები ყველა საჭირო ღონისძიებას ახორციელებენ მათი სწრაფად და უსაფრთხოდ გათავისუფლებისთვის. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს და მოქალაქეებს, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია განცხადებაში.  

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი საკუთარ თავზე იზრუნებს, თუ აშშ-დან F-16 გამანადგურებლებს არ მიიღებს

თურქეთსა და აშშ-ს შორის F-16 გამანადგურებლების საკითხი კვლავ გადაუწყვეტელია. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ტელეარხ PBS-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ, ანკარა F-16 გამანადგურებლებს ვერ მიიღებს, შეძლებს „საკუთარ თავზე ზრუნვას“. ამასთან, PBS-თან ინტერვიუში ერდოღანმა აშშ-თურქეთის ურთიერთობებიც განიხილა. „თავდაცვის ინდუსტრიაში ჩვენ არ ვართ იმ დონეზე, როგორიც გვინდა. მაგალითად, ჩვენ გვაქვს გადაუჭრელი საკითხი F-16-თან დაკავშირებით... მიიღება გარკვეული პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომლის შედეგიც თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება. ეს არ შეეფერება ორ მეგობარ ქვეყანას“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. მან განმარტა, რომ თურქეთმა F-16 გამანადგურებლების შეძენის საკითხში „რესპუბლიკელების მხარდაჭერა მიიღო“. „რას ვაპირებთ, თუ ვერ მივიღებთ აშშ-ს შედეგებს F-16-ზე? რა თქმა უნდა, საკუთარ თავზე ვიზრუნებთ“, - დასძინა ერდოღანმა. ივლისში აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა თურქეთისთვის F-16-ის მოიერიშე თვითმფრინავების მიყიდვის შეზღუდვებს. თურქეთი ამ გამანადგურებლების შესყიდვის პროგრამიდან იმის გამო გარიცხეს, რომ რუსეთისგან S-400 Triumph სარაკეტო სისტემები იყიდა. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და თურქეთის პრეზიდენტმა შესაძლოა, ეს საკითხი სექტემბერში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განიხილონ. გაზეთ Milliyet-ის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ აშშ F-16 გამანადგურებლების მიწოდებაზე უარს იტყვის, თურქეთის ხელისუფლება მზადაა, რუსული სუ-57-ები იყიდოს.  

კიკეთში ერთი ადამიანის მკვლელობისა და ხუთი ადამიანის დაჭრაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

17 სექტემბერს კიკეთში ერთი ადამიანის მკვლელობისა და ხუთი ადამიანის დაჭრაში ბრალდებულ გელა ნიორაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულია პირი, რომელმაც კიკეთში ერთი ადამიანი მოკლა და რამდენიმე დაჭრა კიკეთში მომხდარ მკვლელობისა და დაჭრის ფაქტებზე დანაშაულის ჩამდენი ერთი პირი იდენტიფიცირებულია - შსს აღნიშნული გადაწყვეტილებით სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაცვის მხარე ბრალდებულისთვის 10 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა, თუმცა ეს შუამდგომლობა მოსამართლემ არ დაკმაყოფილდა. ამასთან, ადვოკატის თქმით, დაცვის მხარე არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ნიორაძეს უკანონოდ ჰქონდა იარაღი, მაგრამ იარაღის შეძენა- შენახვა ცალკე დანაშაულია. ადვოკატის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, უნდოდა თუ არა ნიორაძეს განზრახ მკვლელობის ჩადენა. შეგახსენებთ, გელა გელა ნიორაძეს პროკურატურამ ბრალი დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე წარუდგინა. "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 17 სექტემბერს, სოფელ კიკეთში, ბრალდებული, ერთ-ერთ საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, სახლის მეპატრონესთან და მასთან სტუმრად მყოფ პირებთან ჩხუბის შემდეგ, შემთხვევის ადგილზე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული დაბრუნდა და შურისძიების მოტივით ექვს პირს სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა, ხოლო სხვა დაზარალებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.  

იაგო ხვიჩიამ სახალხო დამცველის კანდიდატად საკუთარი თავი დაასახელა

პოლიტიკური პარტია „გირჩის“ წევრმა, დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ დღეს, 20 სექტემბერს, პარლამენტის სხდომაზე სახალხო დამცველის პოსტზე, თავისი კანდიდატურა დააყენა. „ჩვენ სახალხო დამცველი მხოლოდ ერთი რამისთვის გვჭირდება და ეს არის სასამართლოს სისტემის კონტროლი, სასამართლო სისტემასთან მუშაობა და პატიმრების თემა. არცერთი სხვა თემა იმ პოლიტიკურ სისტემაში, რომელშიც ჩვენ ვართ, სახალხო დამცველის პრეროგატივა არ უნდა იყოს. ჩვენი დიდი ხანი ვიფიქრეთ, ვინ შეიძლება იყოს სახალხო დამცველი, რომელსაც მხარს დავუჭერდით და ჩვენი პოზიციით ვიმოძრავებდით. იმ უფლებამოსილებიდან გამომდინარე, რაც აქვს სახალხო დამცველს, იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ ის ბიუჯეტიდან ფინანსდება და სხვანაირ ძალისხმევას მოითხოვს, რომ მან ქვეყანაში რეალურად რამე გააკონტროლოს, ამან მიგვიყვანა იქამდე, რომ აღმოვაჩინეთ, ვერავის ვერ ვენდობით. არავინ არ გვყავს ასეთი კანდიდატი, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ ამ პროცესში უპასუხისმგებლოდ არ მოვიქცეთ და რაც შეგვიძლია, მაქსიმუმი გავაკეთოთ“, - განაცხადა ხვიჩიამ. მოქმედ სახალხო დამცველს უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურება. 31 აგვისტოს „ქართულმა ოცნებამ“ სახალხო დამცველის არჩევის ახალი წესი წარადგინა.  

ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის €5 მილიარდიანი დახმარება დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის დამატებით, €5 მილიარდიანიანი დახმარება დაამტკიცა. ეს არის ევროკავშირის მიერ დაგეგმილი მაკროფინანსური დახმარების (€9 მილიარდ ევრომდე) მეორე ნაწილი, რომელზეც ყველა მხარემ მაისში შეთანხმდა. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროპულმა ინსტიტუტებმა და ევროკავშირის წევრებმა უკრაინას თებერვლიდან მოყოლებული 19 მილიარდი ევრო გადასცეს.  

რას ითხოვს „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი

ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრილმა პირმა ახალი მოთხოვნები წამოაყენა. თავდამსხმელი რუსულ დროშას, ანკესს, ვერტმფრენს და 2 მილიონ დოლარს მოითხოვს. ქუთაისში, „საქართველოს ბანკში“ შეჭრილი მძარცველი 2 მილიონ დოლარს ითხოვს და თანხის მისატანად 3-საათიან ვადას აწესებს შსს ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირის შეჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს „შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები მობილიზებული არიან ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე და ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებს ახორციელებენ. გამოძიება დაწყებულია „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე. ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ შეიარაღებული პირი ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა და დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით რამდენიმე პირი მძევლად აიყვანა. ამ დროისთვის, შენობაში მძევლად რჩება 12 პირი. სამართალდამცველები ყველა საჭირო ღონისძიებას ახორციელებენ მათი სწრაფად და უსაფრთხოდ გათავისუფლებისთვის. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს და მოქალაქეებს, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია განცხადებაში.  

ჩეხეთმა აშშ-დან თხევადი ბუნებრივი აირის პირველი პარტია მიიღო

ჩეხეთის რესპუბლიკისთვის განკუთვნილი თხევადი ბუნებრივი აირის პირველი პარტია, აშშ-დან საზღვაო გზით ნიდერლანდებში ჩაიტანეს და LNG ტერმინალშია. გემი აშშ-დან ჰოლანდიის პორტ ემშაფენში 19 სექტემბერს ჩავიდა. წლის ბოლომდე იქ მხოლოდ თხევადი აირით დატვირთულ 9 გემი ჩავა. რვა გემიდან თითოეულმა 100 მილიონი კუბური მეტრი გაზი უნდა გადაზიდოს.  მცურავი ტერმინალით, ჩეხეთი, გაზის წლიური მოხმარების მესამედს მიიღებს, რაც სახელმწიფოს დამოკიდებულებას რუსეთის გაზზე, მნიშვნელოვნად შეამცირებს.  გასულ წელს ჩეხეთში გაზის მოხმარებამ 9 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბა.  

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: რუსეთი ომშია არამხოლოდ უკრაინასთან, არამედ მთელ ევროკავშირთან და წააგებს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ენერგორესურსებს ომის იარაღად იყენებს, რადგან მას ევროკავშირის ღირებულებები ემუქრება. ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა Politico-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.  „რუსეთი ომშია არამხოლოდ უკრაინასთან, არამედ მთელ ევროკავშირთან და წააგებს“, - განაცხადა სანჩესმა. სანჩესის თქმით, ბლოკი სწავლობს თანმიმდევრული კრიზისებიდან, რომლებიც კონტინენტს 2008 წლიდან აწუხებს. მან  Politico-სთვის მიცემულ ინტერვიუში გაიხსენა შეთანხმება, ევროკავშირის მთავრობებს შორის ვალების გაერთიანების, თავდაცვის ინვესტიციების კოორდინაციისა და რუსული ენერგიის შეწყვეტის შესახებ. „ევროპის ენერგეტიკული სისტემა ახლა არის ბაზარი, რომელიც არ მუშაობს და ეს მოითხოვს კრეატიულ ახალ პოლიტიკას, რომელიც წარმოუდგენელი იქნებოდა რამდენიმე წლის წინ. უნდა ვისწავლოთ პანდემიის მოდელიდან. რატომ არ ვაკეთებთ გაზის შესყიდვების ცენტრალიზებას, როგორც ეს ვაქცინების შემთხვევეაში გავაკეთეთ", - განაცხადა პრემიერმა.  

გრიგოლ ლილუაშვილი სომხეთის ელჩს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩთან, აშოტ სმბატიანთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. გრიგოლ ლილუაშვილმა და აშოტ სმბატიანმა ორი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები მიმოიხილეს და საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების სამსახურებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს.  

ყაზახეთში, ევროკავშირის ტვირთით, რუსული გადამზიდავები დააკავეს

ყაზახეთში, ევროპული ტვირთით, სულ მცირე რვა რუსული სატვირთო მანქანა დააკავეს. ამის შესახებ რუსული მედია წერს.  ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, ასტანა მძღოლებისგან, საზღვარზე შესვლამდე ევროპული კომპანიის მიერ გაცემული ნებართვის წარდგენას ითხოვს, რომლის თანახმადაც, გადამზიდავს ევროკავშირიდან პროდუქციის ტრანსპორტირების უფლება აქვს მინიჭებული.  რუსული მხარე მიიჩნევს, რომ ასტანას ქმედება უსამართლოა.  რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, ასტანა მძღოლებს სთხოვს, უზრუნველყონ საქონლის ნებართვა, რომელიც გაცემულია არა რუსულ გადამზიდველზე, არამედ ევროპულ კომპანიაზე, რომელიც საქონელს ევროკავშირის გავლით ატარებდა. მაგრამ კომპანიები არ გადასცემენ ერთმანეთს დოკუმენტებს, საზღვრის გადაკვეთის დროს, როდესაც ევროპული გადამზიდავის მხრიდან რუსული ან ბელორუსული გადამზიდავი კომპანნიების სატვირთოებისთვის ტვირთის ჩაბმა ხდება. ამიტომ ყაზახეთის მოთხოვნა საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ შეთანხმებების დებულებებს ეწინააღმდეგება.   

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21 სექტემბრიდან 26 სექტემბრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი. 24 სექტემბრამდე ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +25 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო 24-25 სექტემბერს +17, +22 გრადუსამდე დაიკლებს. "აღმოსავლეთ საქართველოში 24 სექტემბრამდე შენარჩუნებული იქნება მაღალი ტემპერატურული ფონი (+25, +30 გრადუსი), ზოგან იწვიმებს. 24-25 სექტემბერს კი შედარებით აგრილდება, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. თბილისში 24 სექტემბრამდე თბილი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +28, +30 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. საღამოს საათებში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. 24-25 სექტემბერს დედაქალაქშიც აგრილდება, იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 25 სექტემბერს დღისით +21, +23 გრადუსამდე დაიკლებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

სლოვენია უკრაინას M-55S ტიპის 28 ტანკს გადასცემს

სლოვენია უკრაინას M-55S ტიპის 28 ტანკს, მძიმე სამხედრო სატვირთო მანქანების სანაცვლოდ გადასცემს, რომლებსაც გერმანია მიაწოდებს.  ეს ტანკები ძველი საბჭოთა T-55 ტანკის ღრმა მოდერნიზაციას წარმოადგენს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მასიური ტანკია სამხედრო ტექნიკის ისტორიაში. თავად T-55 იყო T-54-ის განახლებული ვერსია, რომელიც წარმოებაში 1946 წელს შევიდა. ის ფაქტი, რომ უკრაინას მიეწოდება საკმაოდ მოძველებული ჯავშანმანქანები, სოციალურ ქსელებში სკეპტიკური კომენტარები გამოიწვია, მაგრამ ამ მიწოდებას ორი გარემოება აქვს.  „ჯერ ერთი, ეს ტანკები ნამდვილად არის T-55-ის ძალიან სერიოზული მოდერნიზაცია, რომელიც ისრაელის კომპანია Elbit-მა დაასრულა. ტანკმა მიიღო ბრიტანული 105 მმ-იანი L7 იარაღი, რომელიც დამონტაჟდა NATO-ს ქვეყნების სხვა ტანკებზე. იგივე დამონტაჟებულია, მაგალითად, „ლეოპარდ-1 “ტანკებზე, რომლის მიღებასაც უკრაინაც ელის. გარდა ამისა, ტანკზე დამონტაჟებულია ციფრული ცეცხლის მართვის სისტემა, მსროლელს აქვს სამიზნე ლაზერული მანძილით, ტანკი უკვე აღჭურვილია ისრაელის დინამიკური დაცვით, თერმოგამოსახულებით და ლაზერული დასხივების გამაფრთხილებელი სისტემით. ეს ნაკრები საგრძნობლად ზრდის მის საბრძოლო შესაძლებლობებს“, - ნათქვამია BBC-is სტატიაში.  

სარფსა და თბილისის აეროპორტში დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხა გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სარფი“, და ,,თბილისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე, კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა, ჯამში, 80 750 ევრო, 110 000 აშშ დოლარი და 12 600 თურქული ლირა გამოავლინეს. "ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით, ჯამში 546 875,7 ლარი შეადგინა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევი მოქალაქეები, სანქციის სახით, (თანხის 10%- ის ოდენობა) ჯამში - 54 687,57 ლარით დაჯარიმდნენ" - ნათქვამია ინფორმაციაში.  

ფინანსთა მინისტრი ევროკავშირის ელჩს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში ევროკავშირის ახალ ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა, რომელმაც ქვეყანაში დიპლომატიური საქმიანობა ცოტა ხნის წინ დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე დადებითი შეფასება მიეცა საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობის დინამიკას. "ფინანსთა მინისტრმა სტუმარს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ მისი ელჩობის პერიოდში, საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობა კიდევ უფრო განმტკიცდება. ფინანსთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის როლს ქვეყნის განვითარებაში, როგორც პოლიტიკური, ისე ფინანსური და ტექნიკური დახმარების პროგრამების მიმართულებით. ყურადღება გამახვილდა ევროპული საბჭოს 12 პრიორიტეტის შესრულების მნიშვნელობაზე ევროინტეგრაციის პროცესში. ლაშა ხუციშვილმა ევროკავშირის ელჩს გააცნო ეკონომიკაში მიმდინარე ვითარება, 2022 წლის განახლებული მაკროეკონომიკური პარამეტრები. საუბარი, ასევე, შეეხო უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გავლენას რეგიონსა და მსოფლიოში. ასევე საუბარი შეეხო EU სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში იდენტიფიცირებულ საფლაგმანო პროექტებს და საჯარო ფინანსების მართვის სტრატეგიის განახლების პროგრესს. შეხვედრის დასასრულს, პაველ ჰერჩინსკიმ აქტიური თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

რუსეთის დუმა სამხედრო მობილიზაციის დროს ჩადენილი დანაშაულებისთვის სასჯელს ამკაცრებს

სახელმწიფო დუმამ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის წინადადება წარადგინა. საუბარია ახალ მუხლებზე – „ნებაყოფლობით ტყვედ ჩაბარება“ და „ძარცვა“. რუსეთის დუმა სამხედრო მობილიზაციის დროს ჩადენილი დანაშაულებისთვის სასჯელს ამკაცრებს.  „ტყვედ ნებაყოფლობით ჩაბარებისთვის, პირს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, ძარცვისთვის - 15 წლამდე“,- წერს ადვოკატი პაველ ჩიკოვი. ხოლო მობილიზაციისა და სამხედრო მდგომარეობის ერთ თვეზე მეტი ვადით დანაყოფის უნებართვო მიტოვებისთვის, სასჯელი 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს. კანონპროექტის მეორე მოსმენა დღეს იგეგმება. მესამე მოსმენის შემდეგ, კანონპროექტი ფედერაციის საბჭომ უნდა დაამტკიცოს, შემდეგ კი პრეზიდენტმა მოაწეროს ხელი.   

ლიზ ტრასმა დაასახელა დახმარების მოცულობა, რომელსაც ბრიტანეთი უკრაინას 2023 წელს გამოუყოფს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა დაასახელა დახმარების მოცულობა, რომელსაც ბრიტანეთი უკრაინას 2023 წელს გამოუყოფს. მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი უკრაინის დასახმარებლად მინიმუმ £2.3 მილიარდს გაიღებს.  დიდი ბრიტანეთი 2023 წელს კიდევ უფრო გაზრდის უკრაინის სამხედრო დახმარების დონეს - ლიზ ტრასი როგორც ბრიტანეის პრემიერმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე აღნიშნა, 2022 წელს ბრიტანეთმა უკრაინას £2.3 მილიარდის სამხედრო დახმარება გაუწია, მომავალ წელს კი ეს თანხა გაიზრდება. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინის გამარჯვება შთამაგონებელი იყო. „ეს მამაცი ხალხი აჩვენებს, რისი გაკეთება შეუძლიათ, როდესაც ისინი სამხედრო, ეკონომიკურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას იღებენ", - განაცხადა ტრასმა.  ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის დახმარების ტემპი ჩვენი სამხედროების მოძრაობის ტემპს უნდა შეესაბამებოდეს ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი უნდა შეჩერდეს, სანამ გვიანი არ არის ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ევროკავშირის ახალი ელჩი: სისულელეა, რომ თითქოს, „გარე ძალებს საქართველოში ე.წ. მეორე ფრონტის გახსნა სურთ“

ევროკავშირი სამშვიდობო პროექტია, ჩვენ მივიღეთ ნობელის პრემია მშვიდობის დარგში. საუბარი იმის შესახებ, რომ „გარე ძალებს საქართველოში ე.წ. მეორე ფრონტის გახსნა სურთ“ წმინდა წყლის სისულელეა. ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალმა ხელმძღვანელმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალმა ხელმძღვანელმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, რომ ევროკავშირი ის ორგანიზაციაა, რომელიც ყოველთვის იყო საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერი. „ევროკავშირი სამშვიდობო პროექტია, ჩვენ მივიღეთ ნობელის პრემია მშვიდობის დარგში, არც თუ ისე დიდი ხნის წინ. აქედან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ ეს ბრალდებები სუფთა სისულელეა. ბოდიშს ვიხდი, რომ ვარ იმდენად უხეში, რამდენადაც შესაძლებელია. ეს ბრალდება იმდენად აბსურდულია, რომ ვფიქრობ, ამაზე კომენტარიც კი არ უნდა გავაკეთო. მარტივად რომ ვთქვათ, ეს წმინდა წყლის ნონსენსია. ევროკავშირი ყოველთვის იყო საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერი. ნება მომეცით, შეგახსენოთ, რომ გასულ კვირას საქართველოში ჩვენმა მონიტორინგის მისიამ 14 წლისთავი აღნიშნა. 14 წელია, რაც მისია უზრუნველყოფს სტაბილურობისა და პროგრესის დაცვას, როდესაც საქმე ეხება სეპარატისტულ ტერიტორიებს. ჩვენ, ასევე, თანათავმჯდომარეობთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიას, რომლის მიზანიც ამ გამორჩეული საკითხის გადაჭრაა“,- განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.