ძებნის რეზულტატი:
მარინა კალიურანდი: „ქართული ოცნება” უნდა იყოს ინკლუზიური, უნდა მოუსმინოს სამოქალაქო საზოგადოებას, ოპოზიციას - ოპოზიცია, გთხოვთ, შეუერთდეთ სამუშაო ჯგუფებს
„ქართული ოცნება“ უნდა იყოს ინკლუზიური, უნდა მოუსმინოს ყველა დაინტერესებულ მხარეს, სამოქალაქო საზოგადოებას, ოპოზიციას, რათა მათ იგრძნონ, რომ უსმენენ, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა განაცხადა. „ოპოზიცია, გთხოვთ, შეუერთდეთ სამუშაო ჯგუფებს, გთხოვთ, მონაწილეობა მიიღოთ პარლამენტის მუშაობაში, ვინაიდან, თქვენ გაქვთ თქვენი ხალხის მანდატი და ეს თქვენი ვალდებულებაა წარმოადგინოთ საკუთარი ხალხი დემოკრატიის საუკეთესო გზით”, - აღნიშნა კალიურანდმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით. „მე და ჩემი კოლეგა, სვენ მიქსერი დღეს დილით ჩამოვედით. გვქონდა შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოებასთან, სახალხო დამცველთან, ოპოზიციასთან, „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსებთან, პარლმენტის თავმჯდომარესთან. შესაბამისად, ვფიქრობ, ხვალინდელი ასოცირების საპარლამენტო შეხვედრისთვის კარგად მომზადებული ვართ. ჩვენ აქ ვართ, რათა კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ საქართველოსთვის ამ მომენტის მნიშვნელობაში. მე ყოველთვის გირჩევდით, ქვეყანა მომზადებულიყო ამ მომენტისთვის და სწორედ ახლაა ეს დრო. შესაძლებლობა თქვენი პოლიტიკოსების ხელშია და აქ ვსაუბრობ ორივეზე – როგორც მმართველ პარტიაზე, ისე ოპოზიციაზე, რომ დასხდნენ ერთად, დაიწყონ თანამშრომლობა ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ და იმ რეკომენდაციების შესამუშავებლად, რომელიც განისაზაღვრა“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.
სვენ მიქსერი: ახლა არის მომენტი, როდესაც ყველა უნდა იყოს ერთად და პოლიტიკურმა კლასმა ქართველ ხალხს იმედი არ გაუცრუოს
ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა განაცხადა, რომ ევროპული ინტეგრაცია არის მიზანი, რომელიც გაცილებით დიდია, ვიდრე რომელიმე ცალკე აღებული პოლიტიკური პარტია ან ცალკე აღებული. მისივე განცხადებით, პოლიტიკურმა კლასმა ქართველ ხალხს იმედი არ უნდა გაუცრუოს. „ვფიქრობ, ჩვენი მთავარი გზავნილი დღევანდელ შეხვედრებზე ძალიან ცხადი იყო. ეს ძალიან დიდი შესაძლებლობაა საქართველოსთვის. ევროპული ინტეგრაცია ბევრად დიდი მიზანია, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური პარტია ან პოლიტიკოსი. ამიტომ ახლა არის მომენტი, როდესაც ყველა უნდა იყოს ერთად და პოლიტიკურმა კლასმა ქართველ ხალხს იმედი არ გაუცრუოს“, - განაცხადა სვენ მიქსერმა. სვენ მიქსერის განცხადებით, საკმაოდ დეტალური ინსტრუქციაა მოცემული, რა უნდა გაკეთდეს საქართველოს მხრიდან, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები პოზიტიურ დასკვნაზე შეჯერდნენ. „განსაზღვრულია 12 რეკომენდაცია და 12 მიმართულება, სადაც საჭიროა პროგრესი კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ვფიქრობ, ინსტრუქცია საკმაოდ დეტალურია, რა უნდა გაკეთდეს, როგორი უნდა იყოს დინამიკა, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები პოზიტიურ დასკვნაზე შეჯერდნენ. ეს არის საქართველოს პოლიტიკური კლასის საშინაო დავალება“, - განაცხადა სვენ მიქსერმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. ევროპარლამენტარები საქართველოში შეხვედრებს მართავენ
პარლამენტმა სამი კომიტეტის ახალი თავმჯდომარე აირჩია
პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე სამი კომიტეტის ახალი თავმჯდომარე აირჩია. დეპუტატებმა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარედ 87 ხმით კახა კახიშვილი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარედ 90 ხმით ირაკლი მეძმარიაშვილი და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ 91 ხმით - ზაზა ლომინაძეს დაუჭირეს მხარი. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. აღნიშნული კომიტეტების თავმჯდომარეების პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ ფრაქცია „ქართული ოცნება“ და შესაბამისად კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვეს.
იენს სტოლტენბერგი: ფსევდორეფერენდუმები პუტინის ომის შემდგომი ესკალაციაა, უკრაინის მიმართ მხარდაჭერა უნდა გავაძლიეროთ
NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებით, ფსევდორეფერენდუმებს არ აქვთ ლეგიტიმაცია და არ ცვლიან რუსეთის აგრესიული ომის ხასიათს უკრაინის წინააღმდეგ. იენს სტოლტენბერგი თვითგამოცხადებული ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე, „რეფერენდუმის“ თარიღის დასახელების შემდეგ აცხადებს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამუნდა გააძლიეროს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. „ფსევდორეფერენდუმებს არ აქვთ ლეგიტიმაცია და არ ცვლიან რუსეთის აგრესიული ომის ხასიათს უკრაინის წინააღმდეგ. ეს არის პუტინის ომის შემდგომი ესკალაცია. საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა დაგმოს საერთაშორისო სამართლის ეს აშკარა დარღვევა და გააძლიეროს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ”, – წერს სტოლტენბერგი Twitter-ზე. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერი 29 აპრილს, სარწმუნო ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ რუსეთის ძალები აკავებენ ადგილობრივ მოსახლეობას და შემდეგ, უკრაინის მთავრობასთან ან დამოუკიდებელ მედიასთან რაიმე სავარაუდო კავშირის გამო სასტიკ პირობებში კითხავენ. მაიკლ კარპენტერი: მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ მოსკოვმა შესაძლოა, გააძლიეროს უკრაინელთა იძულებით გადაყვანა რუსეთში კარპენტერი ასევე აცხადებდა, რომ კრემლი შესაძლოა, ემზადებოდეს ყალბი რეფერენდუმების მოსაწყობად უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში - იმ რაიონებში, რომლებიც მან უკანონოდ დაიპყრო 24 თებერვლის შემდეგ.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბარი გამართა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლდიმირ ზელენსკიმ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას უსაფრთხოების საკითხები განიხილა. ამის შესახებ ზელენსკიმ განაცხადა, იტყობინება Ukrinform-ი. „სატელეფონო საუბარი მქონდა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. განვიხილეთ უსაფრთხოების აქტუალური საკითხები", - განაცხადა ზელენსკიმ. როგორც ცნობილია, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პუტინს სურს უკრაინასთან ომის რაც შეიძლება მალე დასრულება.
უკრაინის საგარეო უწყება ე.წ. რეფერენდუმებზე: საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს ვერ შეცვლიან
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კომენტარი გააკეთა რუსეთის მარიონეტული ძალების განზრახვაზე, ჩაატარონ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე „რეფერენდმები“ მათი რუსეთთან მიერთების შესახებ. „უკრაინა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე რუსეთის ფედერაციის განზრახვებს ყურადღებით აკვირდება. ასეთ ყალბ პლებისციტებს არ მოჰყვება იურიდიულ შედეგები. ისინი ვერ შეცვლიან უკრაინის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ სტრუქტურას და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს. არც უკრაინა და არც საერთაშორისო თანამეგობრობა არ აღიარებენ მათ“, - აცხადებენ უკრაინია საგარეო სამინისტროში. NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებით, ფსევდორეფერენდუმებს არ აქვთ ლეგიტიმაცია და არ ცვლიან რუსეთის აგრესიული ომის ხასიათს უკრაინის წინააღმდეგ. იენს სტოლტენბერგი თვითგამოცხადებული ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე, „რეფერენდუმის“ თარიღის დასახელების შემდეგ აცხადებს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამუნდა გააძლიეროს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. „ფსევდორეფერენდუმებს არ აქვთ ლეგიტიმაცია და არ ცვლიან რუსეთის აგრესიული ომის ხასიათს უკრაინის წინააღმდეგ. ეს არის პუტინის ომის შემდგომი ესკალაცია. საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა დაგმოს საერთაშორისო სამართლის ეს აშკარა დარღვევა და გააძლიეროს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ”, – წერს სტოლტენბერგი Twitter-ზე. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერი 29 აპრილს, სარწმუნო ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ რუსეთის ძალები აკავებენ ადგილობრივ მოსახლეობას და შემდეგ, უკრაინის მთავრობასთან ან დამოუკიდებელ მედიასთან რაიმე სავარაუდო კავშირის გამო სასტიკ პირობებში კითხავენ. მაიკლ კარპენტერი: მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ მოსკოვმა შესაძლოა, გააძლიეროს უკრაინელთა იძულებით გადაყვანა რუსეთში კარპენტერი ასევე აცხადებდა, რომ კრემლი შესაძლოა, ემზადებოდეს ყალბი რეფერენდუმების მოსაწყობად უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში - იმ რაიონებში, რომლებიც მან უკანონოდ დაიპყრო 24 თებერვლის შემდეგ.
ენტონი ბლინკენი მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. „სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დღეს ნიუ-იორკში შეხვდა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მევლუთ ჩავუშოღლუს. მდივანმა ბლინკენმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჩავუშოღლუმ განიხილეს დაძაბულობა სამხრეთ კავკასიაში. მდივანმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები აგრძელებს ჩართულობას, რათა ხელი შეუწყოს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დიალოგს და კონფლიქტის გრძელვადიანი პოლიტიკური გადაწყვეტის მიღწევას. მათ ასევე განიხილეს კოორდინაციის და NATO-ს ერთიანობის გაღრმავების გზები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის საპასუხოდ.მდივანმა შეაქო თურქეთის დიპლომატიური ძალისხმევა, შავი ზღვის გავლით უკრაინული მარცვლეულის გადაზიდვის უზრუნველყოფაში და ხაზი გაუსვა გაეროს შუამავლობით მიღებული შეთანხმებების შენარჩუნების მნიშვნელობას და მოსკოვზე პასუხისმგებლობის დაკისრებას მის მიერ აღებულ ვალდებულებებზე“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
შს მინისტრის მოადგილე ქუთაისში ჩატარებული ოპერაციის დეტალებზე საუბრობს
შს მინისტრის მოადგილე ქუთაისში ჩატარებული ოპერაციის დეტალებზე საუბრობს და აცხადებს, რომ „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელს საკმაოდ მძიმე შეიარაღება ჰქონდა. კერძოდ, დანა, ცეცხლსასროლი იარაღი, ხელყუმბარა, სხვა ნივთიერებები. მისი თქმით, დანიშნულია ექსპერტიზა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ღონისძიების ფარგლებში, ბანკზე თავდამსხმელმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია. ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ქუთაისში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალთან შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაკავების ღონისძიება მაღალპროფესიონალურად ჩაატარეს. მისივე ინფორმაციით, გათავისუფლებული მძევლების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. „განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა შეძლეს, რომ ის ხელყუმბარა, რომელიც მას ხელთ ჰქონდა, არ მოეყვანა მოქმედებაში. შესაბამისად, ოპერაცია დასრულდა მშვიდობით. ყველა მძევალი არის ჯანმრთელად, არანაირი პრობლემა არ აქვთ“, – აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ. ჟურნალისტების შეკითხვაზე, არის თუ არა დაკავებული, დაცვის პოლიციის თანამშრომელი, დარახველიძემ უპასუხა, რომ ის მოქმედი თანამშრომელი არ არის. თოთხმეტივე მძევალი უვნებლად გამოვიდა თავდასხმის ტერიტორიიდან ბანკში შეჭრიდან დაახლოებით, 8 საათის შემდეგ, ქუთაისში, „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი დაკავებულია. თავის მხრივ, შსს აღნიშნავს, რომ თავდამსხმელს 14 მძევალი ჰყავდა აყვანილი, რომლებიც ეტაპობრივად გათვისუფლდნენ, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად 12 მძევლის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია. „შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქუთაისში ”საქართველოს ბანკის” ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1985 წელს დაბადებული გ.ნ. დააკავა. ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ შეიარაღებული პირი ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე “საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიჭრა და დიდი ოდენობის თანხის დაუფლების მიზნით 14 პირი მძევლად აიყვანა. ქუთაისში ვახტან გომელაური ჩავიდა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მძევლად აყვანილი ყველა ადამიანი ეტაპობრივად გაათავისუფლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა თავდამსხმელი ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ქუთაისში, „საქართველოს ბანკში“ შეჭრილი მძარცველი 2 მილიონ დოლარს ითხოვს და თანხის მისატანად 3-საათიან ვადას აწესებს შსს ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირის შეჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
უკრაინა: დონეცკისა და ხარკოვის რეგიონებს შორის არსებულ მონაკვეთზე უკრაინის დროშა აღიმართა
დონეცკისა და ხარკოვის რეგიონებს შორის საზღვარზე უკრაინის დროშა აღიმართა. ამის შესახებ დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პავლო კირილენკო აცხადებს. „დონეცკისა და ხარკოვის ოლქების საზღვარზე დამონტაჟებულ აბრაზე უკრაინის დროშა აღიმართა! ჩვენი შეიარაღებული ძალების წყალობით, კიევი-ხარკოვი-დოვჟანსკის ავტომაგისტრალის ეს მონაკვეთი თავისუფალია ოკუპანტებისგან, მაგრამ უკიდურესად საშიში ის ფაქტი, რომ ტერიტორია სავსეა მომაკვდინებელი ლითონის ჯართით“, - წერს კირილენკო. მისივე თქმით, ამ მხარეში ბოლო დრომდე სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობდა, მაგრამ ახლა მხოლოდ მიტოვებული აღჭურვილობა და დანაღმული ველები რჩება.
პენტაგონი „რეფერენდუმებზე“: მოსკოვი ყურადღების გადატანას ცდილობს იმ რთული მდგომარეობიდან, რომელშიც რუსი სამხედროები არიან
პენტაგონის შეფასებით, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი რეფერენდუმი „საინფორმაციო ოპერაციაა“. პენტაგონმა განაცხადა, რომ თვითგამოცხადებული ლუგანსკის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების ლიდერების განცხადებები რუსეთის ფედერაციასთან შეერთების შესახებ რეფერენდუმის ჩატარების შესახებ, უკრაინის წარმატებული კონტრშეტევის შემდეგ ყურადღების გაფანტვას ემსახურება. „ეს უბრალოდ საინფორმაციო ოპერაციაა, რომელიც მიზნად ისახავს ყურადღების გადატანას იმ რთული მდგომარეობიდან, რომელშიც ამჟამად იმყოფებიან რუსი სამხედროები“, - განაცხადა პენტაგონის პრესმდივანმა, ბრიგადის გენერალმა პეტ რაიდერმა სამშაბათს პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე. რაიდერმა აღნიშნა, რომ რეფერენდუმი რუსული სახელმძღვანელოს ნაწილია. რაიდერის თქმით, ყალბ რეფერენდუმებს არ ექნება არანაირი სანდოობა და არ იმოქმედებს აშშ-ის მხარდაჭერაზე უკრაინის მიმართ. თავის მხრივ, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ აშშ არასოდეს აღიარებს რუსეთის პრეტენზიებს ტერიტორიებზე, რომლის ანექსიასაც ცდილობს. „რეფერენდუმები“ სავსე იქნება მანიპულაციებით და რუსეთი, ახლა თუ მომავალში, შეეცდება მათ გამოყენებას ტერიტორიების ანექსიის საბაბად. „რეფერენდუმები“ არ მისცემს რუსეთს უპირატესობას უკრაინასთან მოლაპარაკების მაგიდასთან. ეს არის ქვეყნის ქმედება, რომელმაც სამხედრო და დიპლომატიური წარუმატებლობები განიცადა, - განაცხადა ჯეიკ სალივანმა. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერი 29 აპრილს, სარწმუნო ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ რუსეთის ძალები აკავებენ ადგილობრივ მოსახლეობას და შემდეგ, უკრაინის მთავრობასთან ან დამოუკიდებელ მედიასთან რაიმე სავარაუდო კავშირის გამო სასტიკ პირობებში კითხავენ. მაიკლ კარპენტერი: მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ მოსკოვმა შესაძლოა, გააძლიეროს უკრაინელთა იძულებით გადაყვანა რუსეთში კარპენტერი ასევე აცხადებდა, რომ კრემლი შესაძლოა, ემზადებოდეს ყალბი რეფერენდუმების მოსაწყობად უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში - იმ რაიონებში, რომლებიც მან უკანონოდ დაიპყრო 24 თებერვლის შემდეგ.
უკრაინის გენშტაბი: რუსეთი პერსონალის ნაკლებობის გამო, მედესანტეებს სირიიდან უკრაინაში გადაიყვანს
პერსონალის ნაკლებობის გამო, რუსეთის ხელისუფლებამ, სირიიდან თავისი 217-ე საჰაერო სადესანტო პოლკის ნაწილების გაყვანა გადაწყვიტა. კრემლი მათ უკრაინაში გაგზავნის, იტყობინება გენერალური შტაბი Facebook-ზე გავრცელებულ ინფორმაციაში, 20 სექტემბერს.
თეთრმა სახლმა რუსეთში აშშ-ის ელჩის კანდიდატურა დაასახელა
თეთრმა სახლმა რუსეთში აშშ-ის ელჩად ბაიდენის მიერ შერჩეული ლინ ტრეისის კანდიდატურა დაასახელა. ჯონ სალივანს ვადა ამ თვის დასაწყისში ამოეწურა. რუსეთში აშშ-ის საელჩოს ქალი პირველად უხელმძღვანელებს. ლინ ტრეისი 2014-2017 წლებში მოსკოვში აშშ-ის ელჩის მოადგილედ მუშაობდა, ხოლო 2019 წლიდან აშშ-ის ელჩია ერევანში.
მედია: პუტინის სატელევიზიო მიმართვა გადაიდო
ვლადიმერ პუტინის სატელევიზიო გამოსვლა დილის 8 საათისთვის გადაიდო. ამის შესახებ Forbes-ი კრემლის ადმინისტრაციის ორ წყაროზე დაყრდნობით წერს. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ გამოსვლა შეიძლება, რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებას ემსახურებოდეს.
კიევი: „რეფერენდუმები“ ომის დიპლომატიური გზით დასრულების უმცირეს შესაძლებლობასაც მოსპობს
რუსეთის გეგმები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩაატაროს ყალბი რეფერენდუმი, გავლენას ვერ მოახდენს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციაზე. ამის შესახებ პრეზიდენტის სპიკერმა სერჰი ნიკიფოროვმა განაცხადა. „სამაგიეროდ, ეს „რეფერენდუმები“ ომის დიპლომატიური გზით დასრულების უმცირეს შესაძლებლობასაც მოსპობს“, - განაცხადა ნიკიფოროვმა. მისი თქმით, საერთაშორისოდ აღიარებული ყველა ტერიტორია გათავისუფლდება. „რეფერენდუმები“ სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე 23-27 სექტემბერს გაიმართება. თვითგამოცხადებული ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე, „რეფერენდუმის“ თარიღი დასახელდა ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხერსონის ოლქის რუსეთის ფედერაციაში შესვლის თაობაზე რეფერენდუმი 23-დან 27 სექტემბრამდე გაიმართება. ამასთან, ზაპოროჟიეს ოლქის რუსეთში შესვლის თაობაზე რეფერენდუმი შესაძლოა, უახლოეს დღეებში ჩატარდეს. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერი 29 აპრილს, სარწმუნო ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ რუსეთის ძალები აკავებენ ადგილობრივ მოსახლეობას და შემდეგ, უკრაინის მთავრობასთან ან დამოუკიდებელ მედიასთან რაიმე სავარაუდო კავშირის გამო სასტიკ პირობებში კითხავენ. მაიკლ კარპენტერი: მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ მოსკოვმა შესაძლოა, გააძლიეროს უკრაინელთა იძულებით გადაყვანა რუსეთში კარპენტერი ასევე აცხადებდა, რომ კრემლი შესაძლოა, ემზადებოდეს ყალბი რეფერენდუმების მოსაწყობად უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში - იმ რაიონებში, რომლებიც მან უკანონოდ დაიპყრო 24 თებერვლის შემდეგ.
უკრაინული კომპანია NATO-ს წევრ სახელმწიფოსთან ერთად საბრძოლო მასალის ქარხანას აშენებს
იარაღისა და სამხედრო ტექნიკის უკრაინული მწარმოებელი (Ukroboronprom), NATO-ს წევრ სახელმწიფოსთან ერთად საბრძოლო მასალის ქარხანას აშენებს. შესაბამის ხელშეკრულებას მხარეებმა ხელი უკვე მოაწერეს. უკრაინის მთავარ თავდაცვის კომპანიას არ დაუკონკრეტებია NATO-ს წევრი ქვეყნის სახელი, მაგრამ განაცხადა, რომ შეთანხმება უკვე გაფორმებულია. Ukroboronprom-მა არც ქარხნის ადგილმდებარეობის შესახებ გაასაჯაროვა დეტალები. Ukroboronprom-ი უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დახმარებას განაგრძობს.
საქართველომ ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის მიერ დაგეგმილ წვრთნებში მიიღო მონაწილეობა
აშშ-ის, NATO-ს მოკავშირეების და ევროპელი პარტნიორების 4400-ზე მეტი სამხედრო, წვრთნებში - Saber Junction 22-ში მონაწილეობდა. ყოველწლიური წვრთნები 2022 წლის 29 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე გერმანიაში, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზა - „ჰოჰენფელსის“ სასწავლო ზონაში ჩატარდა. სწავლება აშშ-ის არმიის მიერ 173-ე საჰაერო სადესანტო ბრიგადის მზადყოფნის შეფასების, ასევე, ერთიანი სახმელეთო ოპერაციების განსახორციელების მიზნით შეიქმნა, რათა მოკავშირეებთან და პარტნიორ ქვეყნებთან თავსებადობას შეუწყოს ხელი. წვრთნას ატარებს მე-7 არმიის სარდლობის გაერთიანებული მრავალეროვნული მზადყოფნის ცენტრი, ევროპაში დაფუძნებული არმიის საბრძოლო მომზადების ცენტრი, რომელსაც ლიდერების, პერსონალის, ქვედანაყოფებისა და მრავალეროვნული პარტნიორების სასწავლო შესაძლებლობების უზრუნველყოფა ევალება. Saber Junction-ში ევროპელი პარტნიორებიდან მონაწილეობენ: ალბანეთი, ბელგია, ბულგარეთი, საქართველო, უნგრეთი, იტალია, კოსოვო, ლიტვა, ჩრდილოეთ მაკედონია, რუმინეთი, სლოვაკეთი, თურქეთი და გაერთიანებული სამეფო. ამერიკული მხარის განცხადებით, ევროპაში დისლოცირებული აშშ-ის სამხედრო ძალები რეგულარულად ატარებენ ამ ტიპის წვრთნებს მოკავშირეებთან და პარტნიორ ქვეყნებთან თავსებადობისა და მზადყოფნის გასაძლიერებლად.
ვოლოდიმირ ზელენსკი: ყველაზე მნიშვნელოვანი სანქცია, რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებაა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი სანქცია, რომელიც უნდა იყოს გამოყენებული რუსეთის მიმართ, არის მისი გამოცხადება ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ. ამის შესახებ ზელენსკიმ ამერიკის შეერთებული შტატების 42-ე პრეზიდენტთან, ბილ კლინტონთან ონლაინ საუბრისას განაცხადა. „გულწრფელი და პროდუქტიული ონლაინ საუბარი შეერთებული შტატების 42-ე პრეზიდენტთან, ბილ კლინტონთან, The Clinton Global Initiative-ის ფარგლებში. მე აღვნიშნე, რომ შეერთებული შტატები დემოკრატიის ინდიკატორია მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ისინი დარჩნენ ლიდერები უკრაინის მხარდაჭერისა და რუსეთზე ზეწოლის კუთხით“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. მისივე თქმით, როდესაც აშშ აღიარებს რუსეთის ფედერაციას ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ, ევროპის სხვა დემოკრატიული ქვეყნებიც მხარს დაუჭერენ ამ ინიციატივას.
მიხაილო პოდოლიაკი: უკრაინის კონტრშეტევა გაგრძელდება
რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეფერენდუმი არ იმოქმედებს უკრაინის არმიის ქმედებებზე და მისი კონტრშეტევა და ოკუპირებული ტერიტორიების განთავისუფლება გაგრძელდება, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა CNN-თან. „ჩვენი არმიის ქმედებები თავდაცვითი ხასიათისაა, ისინი ლეგალური და ლეგიტიმურია. საერთაშორისო სამართალი ცალსახა და უდავოა: დონეცკი, ლუგანსკი, ზაპოროჟიეს ოლქი, ხერსონი და ყირიმი უკრაინის ტერიტორიაა. ჩვენი პარტნიორებიც ამ ძირითადი პრინციპიდან გამოდიან“, - განუცხადა პოდოლიაკმა CNN-ს. პოდოლიაკის თქმით, რუსეთის მიერ ორგანიზებული ნებისმიერი რეფერენდუმი უკრაინის ტერიტორიაზე, „აბსოლუტურად ძალადაკარგული“ იქნება. მისივე თქმით, შემოთავაზებული „რეფერენდუმი“ რუსეთის არმიის დამარცხებასა და პუტინის გავლენის დაკარგვაზე რეაქციაა. „რეფერენდუმები“ სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე 23-27 სექტემბერს გაიმართება. თვითგამოცხადებული ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე, „რეფერენდუმის“ თარიღი დასახელდა ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხერსონის ოლქის რუსეთის ფედერაციაში შესვლის თაობაზე რეფერენდუმი 23-დან 27 სექტემბრამდე გაიმართება. ამასთან, ზაპოროჟიეს ოლქის რუსეთში შესვლის თაობაზე რეფერენდუმი შესაძლოა, უახლოეს დღეებში ჩატარდეს. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერი 29 აპრილს, სარწმუნო ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ რუსეთის ძალები აკავებენ ადგილობრივ მოსახლეობას და შემდეგ, უკრაინის მთავრობასთან ან დამოუკიდებელ მედიასთან რაიმე სავარაუდო კავშირის გამო სასტიკ პირობებში კითხავენ. მაიკლ კარპენტერი: მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ მოსკოვმა შესაძლოა, გააძლიეროს უკრაინელთა იძულებით გადაყვანა რუსეთში კარპენტერი ასევე აცხადებდა, რომ კრემლი შესაძლოა, ემზადებოდეს ყალბი რეფერენდუმების მოსაწყობად უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში - იმ რაიონებში, რომლებიც მან უკანონოდ დაიპყრო 24 თებერვლის შემდეგ. უკრაინა დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს აწარმოებს და ტერიტორიებს ათავისუფლებს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
დღეს ჩვენ გვჭირდება მარტივი არჩევანის გაკეთება: ომსა და მშვიდობას შორის - მაკრონი
დღეს ჩვენ გვჭირდება მარტივი არჩევანის გაკეთება, ძირითადად ომსა თუ მშვიდობას შორის. მიმდინარე წლის 24 თებერვალს რუსეთმა, უსაფრთხოების საბჭოს მუდმივმა წევრმა, აგრესიის აქტით, შეჭრით, ანექსიით დაარღვია ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოება, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა. ვოლოდიმირ ზელენსკი: ყველაზე მნიშვნელოვანი სანქცია, რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებაა იენს სტოლტენბერგი: ფსევდორეფერენდუმები პუტინის ომის შემდგომი ესკალაციაა, უკრაინის მიმართ მხარდაჭერა უნდა გავაძლიეროთ მისივე თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრამ მსოფლიო გაყო და კოლონიების დრო დააბრუნა. „დღეს ჩვენ გვჭირდება მარტივი არჩევანის გაკეთება, ძირითადად ომსა თუ მშვიდობას შორის. მიმდინარე წლის 24 თებერვალს რუსეთმა, უსაფრთხოების საბჭოს მუდმივმა წევრმა, აგრესიის აქტით, შეჭრით, ანექსიით დაარღვია ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოება. მან განზრახ დაარღვია გაეროს წესდება და სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობის პრინციპები. რუსეთმა ახლა უნდა დაინახოს, რომ მას არ შეუძლია, სამხედრო გზით დააწესოს თავისი ნება, მაშინაც კი, თუ იქნება ყალბი რეფერენდუმი იმ ტერიტორიებზე, რომლებიც დაბომბა და ახლა ოკუპირებულია“, – აღნიშნა მაკრონმა. ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის დახმარების ტემპი ჩვენი სამხედროების მოქმედების ტემპს უნდა შეესაბამებოდეს 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
მუხიანში, საცხოვრებელ სახლში 20 და 21 წლის ბიჭების ცხედრები იპოვეს
წუხელ ღამით, მუხიანში, საცხოვრებელ სახლში 2 ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსი“ წერს. ადგილობრივების ინფორმაციით, ბიჭები მეგობრები იყვნენ და ისინი ქირით ცხოვრობდნენ ბინაში. მათივე ინფორმაციით, ბიჭები 20 და 21 წლის იყვნენ. ამ დროისთვის უცნობია, თუ რა გახდა ახალგაზრდების გარდაცვალების მიზეზი. Europetime დამატებითი დეტალების შსს-ში გარკვევას ცდილობს. ინფორმაციას მიღებისთანავე გამოვაქვეყნებთ.