ძებნის რეზულტატი:
თვითგამოცხადებული ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე, „რეფერენდუმის“ თარიღი დასახელდა
თვითგამოცხადებული ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის „ხელმძღვანელმა“ ლეონიდ პასეჩნიკმა ხელი მოაწერა „კანონს“, რესპუბლიკაში „რეფერენდუმის“ ჩატარების შესახებ“, რომლის შედეგადაც, რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის შესვლის საკითხი უნდა გადაწყდეს. რეფერენდუმი 23-27 სექტემბერს გაიმართება. დღესვე გახდა ცნობილი, რომ „რეფერენდუმს“ ამ საკითხზე თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკაც გამართავს. ანალოგიურ „კანონს“ ხელი, რესპუბლიკის „ხელმძღვანელმა“ დენის პუშლინმაც მოაწერა. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერი 29 აპრილს, სარწმუნო ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ რუსეთის ძალები აკავებენ ადგილობრივ მოსახლეობას და შემდეგ, უკრაინის მთავრობასთან ან დამოუკიდებელ მედიასთან რაიმე სავარაუდო კავშირის გამო სასტიკ პირობებში კითხავენ. მაიკლ კარპენტერი: მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ მოსკოვმა შესაძლოა, გააძლიეროს უკრაინელთა იძულებით გადაყვანა რუსეთში კარპენტერი ასევე აცხადებდა, რომ კრემლი შესაძლოა, ემზადებოდეს ყალბი რეფერენდუმების მოსაწყობად უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში - იმ რაიონებში, რომლებიც მან უკანონოდ დაიპყრო 24 თებერვლის შემდეგ.
რუსი დეპუტატების წინააღმდეგ ევროკავშირის ახალ სანქციებს, კიდევ 8 ქვეყანა შეუერთდა
რვა ქვეყანა, მათ შორის უკრაინა, შეუერთდა ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას სანქციების სიის გაფართოების შესახებ, რომელიც უკრაინაში რუსეთის ფართონაშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაწესდა. 2022 წლის პირველ სექტემბერს ევროკავშირის საბჭომ იმ პირთა, ორგანიზაციებისა და ორგანოების სიაში დაამატა სამი პირი, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ქმედებებზე, რომლებიც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. „ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი და უკრაინა, პოტენციური კანდიდატი ქვეყანა ბოსნია და ჰერცეგოვინა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ზონის ქვეყნები ისლანდია, ლიხტენშტეინი და ნორვეგია უერთდებიან საბჭოს ამ გადაწყვეტილებას“, - ნათქვამია დოკუმენტში. აღნიშნულია, რომ ეს ქვეყნები უზრუნველყოფენ, რომ მათი ეროვნული პოლიტიკა შეესაბამებოდეს ამ საბჭოს გადაწყვეტილებას. პირველ სექტემბერს დამტკიცებულ გაფართოებულ სიაში შედიან სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატები: ალა პოლიაკოვა და ანტონ ტკაჩევი, ასევე რუსეთის ფედერაციის ფედერაციის საბჭოს წევრი ვალერი პონომარევი.
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ახალი სანქციები და იარაღი უნდა იყოს პასუხი, რუსეთის ფსევდორეფერენდუმებზე
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგერს რინკევსმა, საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა რუსეთის ფედერაციის დაგეგმილ ყალბ „რეფერენდუმებს“, რომლის გამართვაც ლუგანსკისადა დონეცკის თვითგამოცხადებულ სახალხო რესპუბლიკებში იგეგმება, უკრაინისთვის იარაღის დიდი რაოდენობით მიწოდებითა და ახალი სანქციებით დაუპრისპირდეს. თვითგამოცხადებული ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე, „რეფერენდუმის“ თარიღი დასახელდა „როგორც ჩანს, რუსეთი წინ მიიწევს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გადაწყვიტა ყალბი „რეფერენდების“ ორგანიზება. საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა უარყოს ეს ნაბიჯი, ახალი სანქციები უნდა დააწესოს და უკრაინამ მეტი იარაღი უნდა მიიღოს მისი ტერიტორიის გასათავისუფლებლად“, - წერს Twitter-ზე ედგერს რინკევსი.
უკრაინა: ხერსონის რეგიონში რუსმა ოკუპანტებმა ჟურნალისტი გაიტაცეს
რუსმა სამხედროებმა ხერსონის რეგიონში, კახოვკაში უკრაინელი ჟურნალისტი ჟანა კისელიოვა გაიტაცეს. შესაბამისი განცხადება უკრაინის ჟურნალისტთა ეროვნულმა კავშირმა (NUJU) გააკეთა, იუწყება Ukrinform-ი. „რუსმა შეიარაღებულმა სამხედროებმა გუშინ, საკუთარი სახლიდან 54 წლის ჟანა კისელიოვა გაიტაცეს. ჟანა ივანივნა იყო ადგილობრივი გამოცემის „კახოვსკა ზორიას“ ხელმძღვანელი, რომლის ფუნქციონირება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისთანავე შეწყდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ გატაცებულია კიდევ ერთი ქალი. მათი ადგილსამყოფელი ამ დროისთვის უცნობია.
ქუთაისში ვახტან გომელაური ჩავიდა
ქუთაისში, სადაც ბანკში თავდამსხმელია შეჭრილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტან გომელაური ჩავიდა. მომეცით რუსეთის დროშა, ვეტმფრენი, 2 მილიონი და ანკესი - ქუთაისის ბანკზე თავდამსხმელის მოთხოვნები ამასთან, გომელაური უკვე "საქართველოს ბანკის" შენობასთან იმყოფება. ქუთაისში, „საქართველოს ბანკში“ შეჭრილი მძარცველი 2 მილიონ დოლარს ითხოვს და თანხის მისატანად 3-საათიან ვადას აწესებს შსს ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირის შეჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს გამოძიება დაწყებულია „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე. ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ შეიარაღებული პირი ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა და დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით რამდენიმე პირი მძევლად აიყვანა. ამ დროისთვის, შენობაში მძევლად რჩება 12 პირი. სამართალდამცველები ყველა საჭირო ღონისძიებას ახორციელებენ მათი სწრაფად და უსაფრთხოდ გათავისუფლებისთვის. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს და მოქალაქეებს, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
დმიტრო კულება: ფსევდორეფერენდუმები არაფერს შეცვლის, უკრაინა გააგრძელებს ტერიტორიის გათავისუფლებას
მიუხედავად რუსეთის ფედერაციის გეგმებისა, მოაწყოს ფსევდორეფერენდუმი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უკრაინა განაგრძობს მათ გათავისუფლებას. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ Twitter-ზე დაწერა. თვითგამოცხადებული ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე, „რეფერენდუმის“ თარიღი დასახელდა „ფიქტიური „რეფერენდუმი“ არაფერს შეცვლის, ისევე როგორც არანაირი ჰიბრიდული „მობილიზაცია". რუსეთი იყო და რჩება აგრესორად, რომელიც უკანონოდ იკავებს უკრაინის მიწის ნაწილს", - წერს მინისტრი. ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ახალი სანქციები და იარაღი უნდა იყოს პასუხი, რუსეთის ფსევდორეფერენდუმებზე კულებას განცხადებით, უკრაინას აქვს სრული უფლება, გაათავისუფლოს თავისი ტერიტორიები და გააგრძელებს მათ გათავისუფლებას, „რაც არ უნდა თქვას რუსეთმა“.
ევროპარლამენტარები საქართველოში შეხვედრებს მართავენ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარებს - საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მარინა კალიურანდს და საქართველოს შესახებ მომხსენებელს, სვენ მიქსერს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს. ოფიციალური ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საქართველო-ევროკავშირის ორმხრივი თანამშრომლობის ინტენსიურ დღის წესრიგს და დეტალურად ისაუბრა საქართველოს პროგრესზე ევროკავშირის თორმეტი რეკომენდაციის განხორციელების პროცესში. ასევე, მიმოიხილა ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიმდინარე რეფორმები. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს პარლამენტსა და ევროპარლამენტს შორის ურთიერთობებზეც. პარლამენტის ცნობითვე, პაპუაშვილმა ევროპარლამენტარებს საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. დელეგაცია შეხვდა ოპოზიციასაც. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ევროპელ პარტნიორებს კარგად ესმით, რომ რეკომენდაციებთან დაკავშირებით მთავარი პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა და „ქართული ოცნების“ „ნამოქმედარით“ იმედგაცრუებული არიან. „ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. პირველი დასკვნა ამ შეხვედრიდან და მათ პირდაპირ მესიჯს გეუბნებით, ძალიან, ძალიან, ძალიან იმედგაცრუებული არიან „ქართული ოცნების“ ნამოქმედარით, რაც ამ თვე-ნახევრის განმავლობაში მოხდა. ყველას ძალიან კარგად ესმის, მთავარი პასუხისმგებლობა არის ხელისუფლებაზე. ისინი დარჩნენ მარტო, ისინი არ ელაპარაკებიან არავის. მათ ბოიკოტი გამოუცხადეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომას, ბოიკოტი გამოუცხადეს და თავიანთი სამუშაო ჯგუფებიდან გააგდეს ყველა მიუკერძოებელი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი. რაც მთავარია, ისინი აკეთებენ ყველაფერს, გარდა იმისა, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღონ. სიტყვა -იტყვით გეტყვით ევროპარლამენტარების პოზიციას - ჩვენ თქვენთან ხელისუფლებას ვერ შევცვლით. ვფიქრობ, ეს გზავნილი თავისთავად ბევრს ნიშნავს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებში ჩამოყალიბდა პოზიცია, რომ ეს პრორუსული ძალა, ვინც დღეს ხელისუფლებაშია, არაფრის გამკეთებელი არ არის. ჩვენ მათ ვუთხარით, რომ სამოქალაქო სექტორთან კომპრომისულ ვარიანტზე შევთანხმდით, რომელსაც ხვალ გამოვაქვეყნებთ საჯაროდ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. მისივე თანახმად, ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრების მხრიდან იყო მკაფიო თხოვნა, მოწოდება, რომ ყველა შევიდეთ სამუშაო ჯგუფებში, რადგან მნიშვნელობა აქვს არამხოლოდ შედეგს, არამედ პროცესს, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია ერთად მუშაობს ხათუნა სამნიძე ერთ-ერთი იყო იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის, რომელიც მარინა კალიურანდთან და საქართველოს საკითხებზე მომხსენებელ სვენ მიქსერთან, პარლამენტში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა. „მიუხედავად იმისა, რომ ორი პარალელური პროცესია და ოპოზიცია ხაზს ვუსვამთ, რომ ყველა ინიციატივა ხელისუფლებიდან და ოპოზიციიდან თავს მოიყრის კომიტეტზე, სადაც ყველანი ერთად განვიხილავთ საკითხებს, იყო მკაფიო თხოვნა, მოწოდება, რომ ყველა შევიდეთ სამუშაო ჯგუფებში, რადგან არამხოლოდ შედეგს აქვს მნიშვნელობა, არამედ, თავად პროცესს, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია ერთად მუშაობს. რა თქმა უნდა, ჩვენ, ოპოზიციას გვქონდა არუმენტები, რატომ არ ვართ სამუშაო ჯგუფებში, მაგრამ მთავარი არგუმენტი არის ის, რომ ყველა ინიციატივა თავს მოიყრის საკომიტეტო მოსმენის დროს და თუ ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი ინიციატივები შესაბამისი იქნება 12 პუნქტთან და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელი, მე მხარს დავუჭერ“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ. „ეს ადამიანები გვიმეორებენ ერთსა და იმავეს, - უნდა დასხდეთ და იმუშაოთ ერთად. ამას ევროპელი პარლამენტარები ამბობენ იმათ გასაგონად ვინც სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობაზე ამბობენ უარს. მათ დღეს ასევე გაიხსენეს პარლამენტში შემოსვლის ამბები და თქვეს, რომ ეს იყო არასწორი გადაწყვეტილება, რადგან როდესაც შენი მოქალაქეების მანდატი გაქვს, უნდა იყო პარლამენტში“, - განაცხადა თავის მხრივ, პარლამენტის ვიცე- სპიკერმა ლევან იოსელიანმა ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ. პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე ევროკავშირის თორმეტი რეკომენდაციის შესრულების პროცესზე და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრეს. „ბევრ თემაზე გვქონდა საუბარი, გაიმართა საინტერესო დისკუსია. პირველ რიგში, ვისაუბრეთ 12 პუნქტის შესრულებაზე - როგორ მიმდინარეობს პროცესი. განვმარტეთ, რომ პროცესში მონაწილეობა ყველა საპარლამენტო პოლიტიკურ პარტიას შევთავაზეთ. მათი ნაწილი ჩართულია და ნაწილი არ არის ჩართული ამ პროცესში. თავად შინაარსთან დაკავშირებითაც განვუმარტეთ, თუ როგორ მიდის ყველაფერი. მთლიანობაში, ისინი დეტალურად არიან ინფორმირებული ამ პროცესთან დაკავშირებით. იყო საინტერესო აზრთა გაცვლა-გამოცვლა ყველა თემაზე, რაც უკავშირდება ამ 12 პუნქტის შესრულებას, ასევე, ზოგადად, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ.
პრაღა უკრაინას 20 ტრამვაის და ორ ავტობუსს გადასცემს
ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქი უკრაინას მეორად ტრავმაის გადასცესმს. ის რუსული ძალების მიერ ხარკოვში განადგურებულ ტრამვაის ჩაანაცვლებს.პრაღის მერის თქმით, პრაღა უკრაინას ავტობუსებსაც გაუგზავნის.
ისრაელისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროებს შორის სახელმწიფო სერვისების დიგიტალიზაციის შესახებ ერთობლივი დეკლარაცია გაფორმდა
ისრაელისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროებს შორის სახელმწიფო სერვისების დიგიტალიზაციის შესახებ ერთობლივი დეკლარაცია გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და ისრაელის ვიცე-პრემიერმა და იუსტიციის მინისტრმა გიდეონ საარმა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცნობით, დეკლარაცია წარმოადგენს მხარეებს შორის 2021 წლის ოქტომბერში გაფორმებული მემორანდუმის გაგრძელებას და ითვალისწინებს ისეთ საკითხებში თანამშრომლობას, როგორიცაა: საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობა, ბიზნესისა და მიწის რეგისტრაცია, სანოტარო სერვისები, ელექტრონული აპოსტილი და სხვა. დოკუმენტის ხელმოწერამდე მხარეებს შორის შეხვედრა გაიმართა. როგორც რატი ბრეგაძემ აღნიშნა, საჯარო სერვისების დიგიტალიზაციის შესახებ დეკლარაციის ხელმოწერა, დაგეგმილი სემინარები და ერთობლივი ღონისძიებები გასული წლის ოქტომბერში ხელმოწერილი მემორანდუმის სწრაფი და ეფექტიანი შესრულების ნათელი მაგალითია. რატი ბრეგაძემ კოლეგას სერვისების მიწოდების სფეროში ბოლო დროს განხორციელებული სიახლეების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. აღინიშნა, რომ სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის უკვე ფუნქციონირებს რვა მობილური იუსტიციის სახლი და წლის ბოლომდე მისი რიცხვი ოცამდე გაიზრდება. მინისტრის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა მობილურ აპლიკაცია JustApp-ზე, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს, ყველა სერვისი ონლაინ მიიღოს. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ისრაელელ მეცნიერებს ჟურნალ „იუსტიციაში“ სტატიების გამოქვეყნებაც შესთავაზა. შეხვედრას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი, მოადგილეები ბექა ძამაშვილი, ბუბა ლომუაშვილი, თორნიკე ჭეიშვილი და ერეკლე ღვინიანიძე, ასევე, საქართველოში ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი ესწრებოდნენ.
მოლდოვაში, რუმინეთისა და აშშ-ის ძალების მონაწილეობით, სამხედრო წვრთნები დაიწყო
მოლდოვაში, ბულბოკის პოლიგონზე, 20 სექტემბერს, სამხედრო წვრთნები Fire Shchi-2022 დაიწყო, რომელშიც რუმინელი და ამერიკელი სამხედროები მონაწილეობენ. ამის შესახებ Newsmaker- ი იტყობინება. მოლდოვის თავდაცვის სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ცეცხლის ფარი“ ეროვნული არმიის 2022 წლის სასწავლო გეგმის ნაწილია. წვრთნები 2015 წლიდან ყოველწლიურად იმართება. შეგახსენებთ, რომ სექტემბრის დასაწყისში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთა განცხადება, რომ რუსეთის ფედერაცია მზად არის, „ყველაფერი გააკეთოს“ ქვეყანაში რუსულენოვანი ხალხის დასაცავად და რომ რუსეთი განიხილავს ნებისმიერ ქმედებას, რომელიც მას საფრთხედ თვლის. ამ განცხადებების შემდეგ მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, მოლდოვაში რუსეთის საქმეთა დროებით რწმუნებული გამოიძახა. პრეზიდენტმა მაია სანდუმ კი, ლავროვის განცხადებას „დესტაბილიზაციის მცდელობა“ უწოდა.
„საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი დაკავებულია
თოთხმეტივე მძევალი უვნებლად გამოვიდა თავდასხმის ტერიტორიიდან ბანკში შეჭრიდან დაახლოებით, 8 საათის შემდეგ, ქუთაისში, „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი დაკავებულია. ამის შესახებ შს-ს წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა. 14-ვე მძევალი უვნებლად გამოვიდა შენობიდან. როგორც ცნობილია, მათი ნაწილი მანამდე გათავისუფლდა. ქუთაისში ვახტან გომელაური ჩავიდა გამოძიება დაწყებულია „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე. ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ შეიარაღებული პირი ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა და დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით რამდენიმე პირი მძევლად აიყვანა. ქუთაისში, „საქართველოს ბანკში“ შეჭრილი მძარცველი 2 მილიონ დოლარს ითხოვს და თანხის მისატანად 3-საათიან ვადას აწესებს შსს ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირის შეჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – აღნიშნული იყო შსს-ს მიერ დღის განმავლობაში გავრცელებულ განცხადებაში.
მხოლოდ უკრაინა არ იტანჯება ამ ომით - ბორელი
საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, ჟოზეფ ბორელის განცხადებით, მხოლოდ უკრაინა არ იტანჯება ამ ომით, დანარჩენი მსოფლიო ენერგორესურსებზე ფასების მატებასა და სასურსათო დაუცველობას განიცდის. ამის შესახებ ბორელმა ჟურნალისტებთან განაცხადა. ჯო ბაიდენი: უკრაინელები ამარცხებენ რუსეთს ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა ემზადება შემდეგი მნიშვნელოვანი გამარჯვებებისთვის „მხოლოდ უკრაინა არ იტანჯება ამ ომით - უკრაინელი ხალხი იბომბება რაკეტებითა და იარაღით, ხოლო დანარჩენი მსოფლიო ენერგორესურსებზე ფასების მატებასა და სასურსათო დაუცველობას და შედეგად ეკონომიკურ პრობლემებს განიცდის. შეიძლება ითქვას, რომ ომი დედამიწაზე ყველას ეხება. ეს არ არის მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ. ეს ყველას ეხება“, - განაცხადა ბორელმა. ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის დახმარების ტემპი ჩვენი სამხედროების მოძრაობის ტემპს უნდა შეესაბამებოდეს ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი უნდა შეჩერდეს, სანამ გვიანი არ არის ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
მიხაილო პოდოლიაკი: რუსები ფიქრობენ, რომ უკანონო „რეფერენდუმი“ HIMARS-ს შეაჩერებს
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, ლუგანსკისა და დონეცკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში გამოცხადებულ „რეფერენდუმს“ Twitter-ზე გამოეხმაურა. დმიტრო კულება: ფსევდორეფერენდუმები არაფერს შეცვლის, უკრაინა გააგრძელებს ტერიტორიის განთავისუფლებას „რუსებმა, რომლებიც ფიქრობენ, უკანონო „რეფერენდუმი“ HIMARS-ს და შეიარაღებულ ძალებს შეაჩერებს, რომ ჩვენს მიწაზე ოკუპანტები გაანადგურონ, გადაწყვიტეს ასიმეტრიული პასუხი გასცენ უკრაინის კონტრშეტევას“, - განაცხადა პოდოლიაკმა. ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ახალი სანქციები და იარაღი უნდა იყოს პასუხი, რუსეთის ფსევდორეფერენდუმებზე „ნამდვილად გსურთ გაქცევისთვის საჭირო დრო ახალი შოუსთვის გაფლანგოთ? სცადეთ, საინტერესო იქნება“, - წერს პოდოლიაკი. თვითგამოცხადებული ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე, „რეფერენდუმის“ თარიღი დასახელდა
ეროვნულმა ბანკმა ერთიანი ევროგადახდების სივრცეში საქართველოს გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანა
დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ერთიანი ევროგადახდების სივრცეში (Single Euro Payment Area – SEPA) საქართველოს გაწევრიანების განაცხადი ოფიციალურად წარადგინა. სებ-ის ცნობით, SEPA-ში გაწევრიანება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. აღსანიშნავია, რომ საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელმაც ევროგადახდების სივრცეში გაერთიანების განაცხადი შეიტანა. აპლიკაციის მომზადებისას ეროვნული ბანკის გუნდი, სხვადასხვა სამთავრობო უწყებებთან ერთად, აქტიურად მუშაობდა. „SEPA პროექტის მიზანია, ევროპის მასშტაბით, ევროს ელექტრონული გადახდების ჰარმონიზაცია და გადახდების ერთიანი და სტანდარტიზებული სისტემის შექმნა. ის აუქმებს ტექნიკურ, სამართლებრივ და საბაზრო ბარიერებს მონაწილე ქვეყნებს შორის და მომხმარებლებს და ბიზნესს საშუალებას აძლევს, ევროში ელექტრონული გადახდები განახორციელონ ერთი და იმავე ძირითადი პირობებით და ერთსა და იმავე უფლებებისა და პასუხისმგებლობების შესაბამისად, მიუხედავად იმისა, თუ რომელ წევრ ქვეყანაში იმყოფებიან ისინი. საქართველოს SEPA-ში გაწევრიანება სარგებლის მომტანი რამდენიმე მიმართულებით იქნება: საერთაშორისო არენაზე მნიშვნელოვნად გაიზრდება საქართველოს საფინანსო სექტორის სანდოობა, გაიოლდება ევროპის ეკონომიკურ სივრცესთან სავაჭრო ურთიერთობები, საქართველოს მოქალაქეები გამარტივებული და იაფი მომსახურებით ისარგებლებენ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების მზარდი ტენდენციის გათვალისწინებით. 2020 წლიდან SEPA-ს გეოგრაფიულ არეალში ჩართვა არაევროკაშირისა და ევროზონის ქვეყნებისთვისაც გახდა შესაძლებელი, რისთვისაც აუცილებელია, რომ ქვეყანა აკმაყოფილებდეს ევროპული გადახდების საბჭოს (European Payment Council - EPC) კრიტერიუმებს, რომლებიც რამდენიმე თემატურ ქვეკატეგორიად არის წარმოდგენილი. კერძოდ, აპლიკანტმა უნდა დაამტკიცოს, რომ ქვეყანას, რომელსაც ის წარმოადგენს, ევროკავშირთან მჭიდრო ეკონომიკური და სამართლებრივი ურთიერთობა აქვს. ასევე, საგადახდო სფეროს და საფინანსო სექტორის მარეგულირებელი, კონკურენციისა და პერსონალური მონაცემების დაცვის კანონმდებლობა ფუნქციურად ევროკავშირის კანონმდებლობის ეკვივალენტურია. გარდა ამისა, აპლიკანტმა უნდა წარადგინოს ევროში ოპერაციების განხორციელების შესაძლებლობა და გადარიცხვების მოცულობა. წევრობაზე განაცხადს ევროპული გადახდების საბჭო განიხილავს და გადაწყვეტილებას ევროპულ კომისიასთან (European Commission) კონსულტაციით იღებს. ევროპული გადახდების საბჭო წელიწადში 4-ჯერ იკრიბება. მორიგი სხდომის გამართვის სავარაუდო პერიოდი მიმდინარე წლის ნოემბერია,“- ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში.
ქუთაისში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალიდან, რამდენიმე მძევალი გათავისუფლდა
გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალიდან, რამდენიმე მძევალი გათავისუფლდა. მომეცით რუსეთის დროშა, ვეტმფრენი, 2 მილიონი და ანკესი - ქუთაისის ბანკზე თავდამსხმელის მოთხოვნები შინაგან საქმეთა სამინისტროში ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა. ამასთან, გომელაური უკვე "საქართველოს ბანკის" შენობასთან იმყოფება. ქუთაისში, „საქართველოს ბანკში“ შეჭრილი მძარცველი 2 მილიონ დოლარს ითხოვს და თანხის მისატანად 3-საათიან ვადას აწესებს შსს ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირის შეჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს გამოძიება დაწყებულია „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე. ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ შეიარაღებული პირი ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა და დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით რამდენიმე პირი მძევლად აიყვანა. ამ დროისთვის, შენობაში მძევლად რჩება 12 პირი. სამართალდამცველები ყველა საჭირო ღონისძიებას ახორციელებენ მათი სწრაფად და უსაფრთხოდ გათავისუფლებისთვის. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს და მოქალაქეებს, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო
საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო. ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. გენერალური დებატების გახსნითი სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა, გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა ჩაბა კოროშიმ და სხვა ლიდერებმა. „ვმონაწილეობ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის გახსნით სესიაში, რომელზეც მსოფლიო ლიდერები გლობალური დღის წესრიგის ყველაზე აქტუალურ საკითხებს იხილავენ. მაქვს პატივი, წარმოვადგენდე საქართველოს და პარტნიორებთან ერთად, მონაწილეობას ვიღებდე მნიშვნელოვან დისკუსიებში უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად”, - წერს პრემიერ-მინისტრი Twitter-ზე. საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით 22 სექტემბერს მიმართავს. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.
უკრაინელების 92% ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს, 79% კი, NATO-ში გაწევრიანებას ემხრობა - კვლევა
KIIS-ისა და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, უკრაინელების 92% სურს, იხილოს თავისი ქვეყანა ევროკავშირში, 79%-ს კი სურს, რომ ის NATO-ში გაწევრიანდეს 2030 წლისთვის. კვლევა 2-9 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა. ცნობისთვის, 2021 წლის დეკემბერში უკრაინელების 58%-მა განაცხადა, რომ სურს ევროკავშირში გაწევრიანება, 48% NATO-ში გაწევრიანებას უჭერდა მხარს. ივლისში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, უკრაინელების 73% NATO-ში გაწევრიანებას ემხრობა. NATO-ში გაწევრიანება უკრაინის გრძელვადიან მიზნად რჩება უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხი საჯარო დებატების საგანი გახდა უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიული პოლიტიკისა და უკრაინის საზღვრებსა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული ჯარების მნიშვნელოვანი კონცენტრაციის ფონზე. კერძოდ, რუსეთის მიერ 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრამდე ულტიმატუმის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი NATO-ს მიერ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების საჯარო უარი იყო, კრემლი ითხოვდა გარანტიებს აღმოსავლეთით NATO-ს არგაფართოების შესახებ. 28-30 ივნისს, მადრიდში NATO-ს სამიტი გაიმართა. NATO-ს მიერ სამიტზე მიღებული ახალი სტრატეგიული კონცეფცია უკრაინის მიმართ ღია კარის პოლიტიკას ადასტურებს. რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
პარლამენტმა საქართველოს გენერალურ აუდიტორად ცოტნე ყავლაშვილი აირჩია
საქართველოს პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე საქართველოს გენერალურ აუდიტორად ცოტნე ყავლაშვილის კანდიდატურას 87 ხმით დაუჭირა მხარი. პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის კანდიდატურა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა წარადგინა. „ცოტნე ყავლაშვილი ნამდვილად მაგალითია იმისა, თუ როგორი უნდა იყოს პროფესიონალი და კეთილსინდისიერი საჯარო მოხელე და მეორეს მხრივ, მაგალითი იმის, რომ კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი საჯარო სამსახურში ფასდება და ადამიანს კარიერული წინსვლის შესაძლებლობა აქვს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის კანდიდატურის წარდგენისას. შალვა პაპუაშვილმა ამასთანავე მოქმედ გენერალურ აუდიტორს, ირაკლი მექვაბიშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ პერიოდში სახელმწიფო აუდიტის სამსახური გადავიდა ახალ ეტაპზე. შალვა პაპუაშვილის თქმით, ცოტნე ყავლაშვილი, რომელსაც საჯარო სამსახურში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს, სფეროსთან დაკავშირებულ დეტალურ ცოდნას ფლობს და მან როგორც უმრავლესობას, ასევე, ოპოზიციას კანდიდატურის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. პარლამენტს სიტყვით მიმართა ცოტნე ყავლაშვილმა. „სრულად მაქვს გაცნობიერებული პასუხისმგებლობა რაც მეკისრება და ყველაფერს გავაკეთებ, ჩემს ცოდნას და გამოცდილებას სრულად მოვახმარ იმას, რომ ეს წარმატებული და უმნიშვნელოვანესი ინსტიტუცია იყოს კიდევ უფრო ეფექტიანი და წარმატებული. ჩემი კანდიდატურის დამტკიცების შემთხვევაში, სახელმწიფო აუდიტის საქმიანობა იქნება კონცენტრირებული ოთხი პრინციპის გარშემო - დამოუკიდებლობა, პროფესიონალიზმი, გამჭვირვალობა და ობიექტურობა. ამ პრინციპების გარშემო იქნება მიმართული მთელი ძალისხმევა, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს ინსტიტუციურად ეს სამსახური“, - განაცხადა ცოტნე ყავლაშვილმა. მისი თქმით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური მნიშვნელოვანი ბერკეტია პარლამენტის ხელში კონტროლის განსახორციელებლად, ამიტომ დიდი მნიშვნელობა ექნება ამ სამსახურის თანამშრომლობას საქართველოს პარლამენტთან, რათა მოინახოს კიდევ უფრო ეფექტიანი მექანიზმები, რომ აუდიტის ობიექტებმა მიგნებები და რეკომენდაციები მოკლე დროში გაითვალისწინონ.
საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის არჩევა ღია კენჭისყრით მოხდება
საქართველოს პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა და 98 ხმით მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებს, რომლითაც პარლამენტის მიერ სახალხო დამცველის არჩევისას კენჭისყრის ღიაობა იქნება დაშვებული. იაგო ხვიჩიამ სახალხო დამცველის კანდიდატად საკუთარი თავი დაასახელა საპარლამენტო ჯგუფის „მოქალაქეების“ საკანონმდებლო ინიციატივა „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა წარადგინა. ცვლილება შედის პარლამენტის რეგლამენტის 204-ე მუხლის მე-5 პუნქტში და დგინდება რომ იმ თანამდებობის პირთა ჩამონათვალს, რომელთა არჩევისას კენჭისყრა ფარულია, გამოაკლდება სახალხო დამცველი. მისი თქმით, ეს ცვლილება საზოგადოებას საშუალებას მისცემს, რომ თვალი მიადევნოს პარლამენტის წევრთა გადაწყვეტილების თანმიმდევრულობას კენჭისყრის შედეგების მიხედვით. პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით იხილავს. მოქმედ სახალხო დამცველს უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურება. 31 აგვისტოს „ქართულმა ოცნებამ“ სახალხო დამცველის არჩევის ახალი წესი წარადგინა.
მარინა კალიურანდი: NATO-ში გაწევრიანების კუთხით, ესტონეთის წარმატების საიდუმლო იყო პოლიტიკოსების ერთობლივი მუშაობა
ესტონეთის წარმატების საიდუმლო იარაღი იყო პოლიტიკოსების ერთობლივი მუშაობა, რომლებსაც ჰქონდათ საერთო მიზანი და ერთად იღწვოდნენ ამ საერთო მიზნის მისაღწევად, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა განაცხადა, რომელიც საქართველოს პარლამენტში იმყოფება. ევროპარლამენტარის განცხადებით, საჭიროა, ქვეყანაში ერთობლივად იმუშაოს ყველამ მიზნის მისაღწევად. „ჩვენ ესტონეთიდან ჩამოვედით. ძალიან ხშირად გვეკითხებიან, როგორ მოახერხა ესტონეთმა ასეთი წარმატების მიღწევა ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების კუთხით. 90-იანების დასაწყისში არავის უნდოდა იქ ჩვენი ნახვა და არავინ გველოდა იქ. ვიტყოდი, რომ წარმატების საიდუმლო იარაღი იყო პოლიტიკოსების ერთობლივი მუშაობა, რომლებსაც ჰქონდათ საერთო მიზანი და ერთად იღწვოდნენ ამ საერთო მიზნის მისაღწევად. იმედი მაქვს, პატარა ესტონეთი გახდება ინსპირაცია საქართველოსთვის ტრანსატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით“, – განაცხადა კალიურანდმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.