ძებნის რეზულტატი:
კიევი: უკრაინელმა სამხედროებმა სამხედრო ტექნიკით დატვირთული რუსული გემი ჩაძირეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროებმა, ხერსონის ოლქში, მდინარე დნეპრში ოკუპანტების სატვირთი გემი ჩაძირეს. „მტერი დნეპრზე ალტერნატიული გადასასვლელის მოწყობას ცდილობდა ნოვაია კახოვკისა და კაზაცკის მიდამოებში, წარუმატებელი აღმოჩნდა. უკრაინის დამცველებმა იარაღით, აღჭურვილობითა და პერსონალით დატვირთული ბარჟა ჩაძირეს“, - იუწყება სამხრეთის ოპერატიული სარდლობა.
კიევი: უკრაინელმა კიბერდამცველებმა რუსული „ვაგნერის“ მონაცემები მოიპოვეს
უკრაინელმა კიბერდამცველებმა რუსული კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის“ დაქირავებულთა პერსონალური მონაცემები მოიპოვეს. ამის შესახებ ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, იუწყება Ukrinform. „ვაგნერის ჯგუფის ვებგვერდი, რომელიც აგროვებს რუს ტყვეებს უკრაინასთან ომისთვის, გატეხილია IT არმიის მიერ! ჩვენ გვაქვს დაქირავებულთა პერსონალური მონაცემები!“, - წერს ფედოროვი.
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის დახმარების ტემპი ჩვენი სამხედროების მოქმედების ტემპს უნდა შეესაბამებოდეს
პარტნიორების მიერ უკრაინას დახმარების ტემპი უნდა შეესაბამებოდეს ჩვენი მოძრაობის ტემპს, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვისას განაცხადა. „ტემპი ახლა ძალიან მნიშვნელოვანია. გათავისუფლებულ ტერიტორიებზე სტაბილიზაციის ტემპი. ჩვენი ჯარების მოძრაობის ტემპი. გათავისუფლებულ ტერიტორიაზე ნორმალური ცხოვრების აღდგენის ტემპი და, პარტნიორების მხარდაჭერის ტემპი. ამაზე გულწრფელად ვსაუბრობთ - უკრაინას დახმარების გაწევის ტემპი უნდა შეესაბამებოდეს ჩვენი მოძრაობის ტემპს“, - განაცხადა ზელენსკიმ. „ხარკოვის რეგიონში სიტუაციას ვასტაბილურებთ. ვიკავებთ პოზიციებს ძლიერად. იმდენად მტკიცედ, რომ დამპყრობლები პანიკაში არიან. ჩვენ გავაფრთხილეთ, რომ რუს სამხედროებს მხოლოდ ორი გზა აქვთ - გაქცევა ჩვენი მიწიდან ან ტყვეობა", - განაცხადა ზელენსკიმ.
რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, უკრაინა და რუსეთი ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ
თურქეთი მუშაობს რუსეთსა და უკრაინას შორის „ტყვეების კრიზისის“ მოსაგვარებლად, ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის დეესკალაციის მიზნით, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მედიასთან. „ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს და მივაღწიეთ გარკვეულ ეტაპს. მეორე მხრივ, ჩვენ გადავდგით ნაბიჯები მარცვლეულის დერეფანთან დაკავშირებით", - განაცხადა ერდოღანმა ამერიკულ სატელევიზიო შოუ PBS NewsHour-თან ინტერვიუში. უზბეკეთში ორდღიანი ვიზიტის შემდეგ, ერდოღანი ამჟამად ნიუ-იორკში იმყოფება გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაზე დასასწრებად და აწარმოებს მოლაპარაკებებს სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურებთან. „მე მქონდა ვრცელი დისკუსია (რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ) პუტინთან უზბეკეთში. მივხვდი, რომ ისინი რეალურად ცდილობენ ამის (ომის, რედ.) დასრულებას რაც შეიძლება მალე. ეს სიტუაცია დიდი პრობლემაა.ამ ეტაპზე, მაგალითად, მიღწეულია შეთანხმება 200 ტყვის გაცვლაზე. ეს კარგია, რადგან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
იაპონიას ძალიერი ქარიშხალი „ნანმადოლი“ დაატყდა თავს - დაიღუპა, სულ მცირე 2 ადამიანი
იაპონიას ძალიერი ქარიშხალი „ნანმადოლი“ დაატყდა თავს. სტიქიურ უბედურებას ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, კუნძულ კიუშუზე სულ მცირე 2 ადამიანი ემსხვერპლა, 90-ზე მეტი კი დაშავდა. ამის შესახებ BBC წერს. 9 მილიონ ადამიანს ევაკუაცია უბრძანეს, რის გამოც ათობით ათასმა ადამიანმა ღამე თავშესაფრებში გაატარა. ვრცელდება ინფორმაცია სულ მცირე 2 მსხვერპლის შესახებ. როგორც მოსალოდნელია, სტიქია უახლოეს პერიოდში ქვეყნის ყველაზე დიდ კუნძულ ჰონსიუს დაატყდება თავს.
რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ტერიტორიები, რომლებზეც რუსეთი შეიჭრა, უკრაინას დაუბრუნდება
„თუკი უკრაინაში მშვიდობა დამყარდება, რა თქმა უნდა, ინტერვენციის შედეგად დაკავებული მიწის დაბრუნება ნამდვილად მნიშვნელოვანი გახდება“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, უნდა მიეცეს თუ არა უფლება რუსეთს, შეინარჩუნოს ტერიტორიის ნაწილი, რომელიც უკრაინაში, თებერვალში შეჭრის შემდეგ დაიკავა და უნდა იყოს თუ არა ეს ამ კონფლიქტის გადაწყვეტის ნაწილი? „არა, უდავოდ არა. როდესაც ვსაუბრობთ ურთიერთშეთანხმებაზე, სწორედ ამას ვგულისხმობთ. თუკი უკრაინაში მშვიდობა დამყარდება, რა თქმა უნდა, ინტერვენციის შედეგად დაკავებული მიწის დაბრუნება ნამდვილად მნიშვნელოვანი გახდება. ეს არის ის, რაც მოსალოდნელია. ეს არის ის, რაც სასურველია. ბატონმა პუტინმა გარკვეული ნაბიჯები გადადგა. ჩვენ გარკვეული ნაბიჯები გადავდგით“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ტერიტორიები, რომლებზეც რუსეთი შეიჭრა, უკრაინას დაუბრუნდება. უნდა მიეცეს თუ არა რუსეთს ყირიმის შენარჩუნების უფლება? - ამ შეკითხვის საპასუხოდ, ერდოღანმა განაცხადა, რომ 2014 წლის შემდეგ პუტინს სთხოვს, რომ ყირიმი მის კანონიერ მესაკუთრეს დაუბრუნოს. „2014 წლიდან ამაზე ვესაუბრებით ჩემს ძვირფას მეგობარ პუტინს და სწორედ ამას ვითხოვდით მისგან“, - განაცხადა ერდოღანმა.
შსს: თბილისში, სამცხე-ჯავახეთში, გურიასა და მესტიაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოვიღეთ
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბოლო პერიოდში, თბილისში, სამცხე-ჯავახეთში, გურიასა და მესტიაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს, დაკავებულია ოთხი პირი. შსს-ს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1986 წელს დაბადებული ლ.მ., ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ცეცხლსასროლი იარაღი და მჭიდი ნივთმტკიცებად ამოიღო. „სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ს.ი. დააკავეს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 12 ვაზნა ამოიღეს. სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე – 1983 წელს დაბადებული ი.ბ. ახალქალაქში დააკავეს. პოლიციამ დაკავებულის პირადი და ავტომობილის ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 11 ვაზნა ამოიღო. გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1973 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.კ, ჩოხატაურში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. პოლიციის მიერ ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებულ ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია: მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და რვა ვაზნა. დანაშაული შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში
პოლ გობლი: უკრაინის ბრძოლას მოსახლეობა ერთგულად უჭერს მხარს და მას გამარჯვების გარდა, სხვა არჩევანი არ აქვს
Europetime-თან ინტერვიუში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მრჩეველი ჯეიმს ბეიკერი აცხადებს, რომ უკრაინამ რამდენიმე მნიშვნელოვანი ბრძოლა მოიგო და მოსალოდნელია, რომ კიდევ მოიგებს. „უკრაინის ბრძოლას მოსახლეობა ერთგულად უჭერს მხარს და სხვა არჩევანი არ აქვს. რუსეთს კი, არაფერი აქვს, მაგრამ ის გაცილებით დიდია და უფრო მარტივად შეუძლია, იბრძოლოს ბევრად უფრო დიდხანს. მე მჯერა, რომ ომი დიდხანს გაგრძელდება, ან იმდენ ხანს, რამდენიც მოსკოვში რეჟიმის შეცვლას დასჭირდება“, - აცხადებს პოლ გობლი Europetime-თან ინტერვიუში. ინტერვიუ სრულად
ბენ ჰოჯესი: უკრაინის წარმატებულმა კონტრშეტევამ, ომზე მსოფლიოს შეხედულება შეცვალა
ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრის (CEPA) სტრატეგიული კვლევების კათედრის ხელმძღვანელი, 2014-2017 წლებში, ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი აცხადებს, რომ უკრაინის წარმატებულმა კონტრშეტევამ ხარკოვის ოლქში, შეცვალა მსოფლიოს შეხედულება ომზე. „ახლა ადამიანები მთელ მსოფლიოში, ევროპასა და აშშ-ში იწყებენ ფიქრს - უკრაინას შეუძლია, გაიმარჯვოს“, - განაცხადა ბენ ჰოჯესმა. თუმცა, მისი შეფასებით, ამ გამარჯვების მისაღწევად, უკრაინელებმა უნდა გააგრძელონ ზეწოლა და რუსეთს გადაჯგუფების შანსის წაართვან „ეს ადვილი არ იქნება“, - მიიჩნევს ჰოჯესი. „უკრაინელი ჯარისკაცები ახლა დაღლილები არიან, მაგრამ ისე არა, როგორც რუსები”, - განაცხადა ჰოჯესმა უკრაინულ მედიასთან.
პოლიციამ ბათუმის აეროპორტში 11 კილოგრამზე მეტი მარიხუანა ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქე ნ.დ. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. სამინისტროს ცნობით, დაკავებულს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანაში ედება. „დანაშაულები 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.დ.-მ საქართველოში ნარკოტიკული საშუალება სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან შემოიტანა. სამართალდამცველებმა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულის ბარგის შემოწმების შედეგად, სამგზავრო ჩანთაში წინასწარ მოწყობილი სამალავიდან, 11 კილო და 200 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით და 273-ე პრიმა მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანას, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვის და გადაზიდვას გულისხმობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
საგამოძიებო სამსახურმა სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტი გამოავლინა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ერთი პირი მისცეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, TOYOTA-ს სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების გზით, ავტომანქანის ძრავის აალების დაბალხარისხიან სანთლებს ფუთავდა TOYOTA-ს მუყაოს კოლოფებში, რომლის შემდგომ რეალიზაციასაც ახდენდა მის მფლობელობაში არსებულ, ქალაქ თბილისში მდებარე ავტონაწილების სავაჭრო ობიექტიდან. „საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია საერთო ჯამში 611 ერთეული TOYOTA-ს სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული აალების სანთელი. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე ვადით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ილია დარჩიაშვილი: გრძელდება საქართველოს ძალისხმევა, რომ თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში
გრძელდება სქართველოს ძალისხმევა, იმისთვის, რომ თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს რეგიონის უსაფრთხოებისა და მშვიდობის განმტკიცების საქმეში, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა. „საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან, როგორც ცნობილია, შარშან, ძალიან აქტიური ჩართულობით, მისი პირადი მონაწილეობით, მოხდა ჩვენს ორ მეზობელს შორის მნიშვნელოვანი შეთანხმების მიღწევა და ეს უკვე არის ის კონკრეტული ხელშესახები შედეგი, რომელიც ჩვენ მივიღეთ. შარშან გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ღიად ისაუბრა ჩვენი ქვეყნის სამშვიდობო სამეზობლო პოლიტიკის შესახებ და სწორედ ამ განცხადებული პოლიტიკის ფარგლებში, სულ რამდენიმე თვის წინ საქართველომ უმასპინძლა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს. საერთო პოლიტიკის ფარგლებში გრძელდება სქართველოს ძალისხმევა, იმისთვის, რომ თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებისა და მშვიდობის განმტკიცების საქმეში. საქართველო ყოველთვის მზად იყო, რომ ჩვენი სამხრეთით მეზობლებისთვის შეეთავაზებინა ქვეყანა, ადგილი, სადაც მათ შეეძლებოდათ, მშვიდობის განმტკიცების მიმართულებით გაეხსნათ დიალოგი, და ამ მიმართულებით ჩვენი ქვეყნის შეთავაზება კვლავ ძალაშია და თუკი საჭირო გახდება, ჩვენი ქვეყანა მედიაციის პროცესში იყოს ჩართული, ამის მზაობა ჩვენ ყოველთვის გვაქვს და აქ არანაირი წინაპირობები ჩვენი მხრიდან არ არსებობს, ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ჩვენს რეგიონში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა“, - განაცხადა დარჩიაშვილმა. ამასთან, დარჩიაშივლის კომენტარს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ფარული მიყურადების საკითხთან დაკავშირებით, ომბუდსმენი ევროპულ სასამართლოს მიმართავს
ვთხოვთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, პრიორიტეტულად განიხილოს საქართველოდან გაგზავნილი განაცხადები პირადი ცხოვრების თაობაზე, რომელიც ეხება ფარულ მიყურადებას, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა. როგორც ლომჯარიას განცხადებაშია აღნიშნული, მასობრივი უკანონო სახელმწიფო მიყურადება-თვალთვალის პირობებში შეუძლებელი ხდება ადამიანის უფლებების ჯეროვანი რეალიზება. „საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება 2022 წლის 17 სექტემბერს ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტს დიდი მასშტაბის ფარული მიყურადებისა და თვალთვალის თაობაზე. გასაჯაროებული ინფორმაცია შეიცავდა სხვადასხვა პოლიტიკოსის მიყურადების და გადაადგილების შესახებ ვიდეო, აუდიო და წერილობით მასალებს, დახურული ჯგუფებიდან მოპოვებულ ინფორმაციას, რომელიც სავარაუდოდ, მოპოვებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების მიერ. პირველ რიგში, გვსურს აღვნიშნოთ, რომ ჩანაწერის გავრცელებიდან 3 დღის შემდეგაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ გაუვრცელებია განცხადება და არ უარყვია ის, რომ ჩანაწერში მოხსენიებული პირები არ მუშაობენ მათ სისტემაში. აღნიშნული კი, ჟურნალისტების მიერ გაცხადებულ ინფორმაციას მეტ სანდოობას სძენს. მასობრივი უკანონო სახელმწიფო მიყურადება-თვალთვალის პირობებში შეუძლებელი ხდება ადამიანის უფლებების ჯეროვანი რეალიზება. თავისუფალი არჩევნების ჩატარება, სამართლიანი სასამართლოს არსებობა, დამოუკიდებელი ინსტიტუტების ფუნქციონირება, სამოქალაქო სივრცე აქტივისტებისთვის და სხვა უფლებებით თავისუფალი სარგებლობა - ეს ყველაფერი გამოირიცხება, როდესაც პირადი ცხოვრების დაკვირვების ასეთი მასშტაბია სახეზე. სიუჟეტში წარმოდგენილი პირადი ცხოვრების მასშტაბური და ტოტალური კონტროლის ლეგიტიმური მიზანი შეუძლებელია არსებობდეს და გამართლდეს რამე სახელმწიფოებრივი ან საჯარო მიზნით. ცალკე აღნიშვნის ღირსია სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენელთა პოლიტიზების მასშტაბი, რომელიც გავრცელებულ ჩანაწერებში ნათლად იდენტიფიცირდება და სახელმწიფოს წარმომადგენელი კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან აიგივებს თავს. საქართველოში მოქმედი პირადი ცხოვრების დაცვაზე ზედამხედველობის მექანიზმები რომ არასაკმარისია, ამას არაერთხელ აღნიშნავენ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს სახალხო დამცველი. 2017 წელს მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს და მოვითხოვეთ ფარული მიყურადების მომწესრიგებელი კანონმდებლობის არაკონსტიტუციურად ცნობა არასაკმარისი გარანტიების გამო. საკონსტიტუციო სასამართლომ საქმის განხილვა 2018 წლის დასაწყისში დაასრულა და მას შემდეგ არ გამოაქვს გადაწყვეტილება, რითაც კონსტიტუციის უზენაესობის დაცვის ვალდებულებას არ ასრულებს. სამწუხაროდ, არც საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმები არ მუშაობს ამ მიმართულებით (მათ არაეფექტურობაზე საუბრობდა სახელმწიფო ინსპექტორიც თავის ანგარიშებში). 2021 წლის სექტემბერში გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერების გასაჯაროების შემდეგ სახალხო დამცველმა მოითხოვა საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმის ფარგლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პარლამენტში დაბარება, რაც არ განხორციელებულა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, საქართველოს პარლამენტმა 2021 წლის დეკემბერში გააუქმა პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანო და თანამდებობიდან გაათავისუფლა მისი ხელმძღვანელი, რითაც უფრო მეტად შეასუსტა პირადი ცხოვრების დაცვაზე ზედამხედველი სისტემის ეფექტურობა. ეროვნულ დონეზე, სავარაუდო უკანონო მოსმენების საქმის გამოძიება პროკურატურის კომპეტენციაა და შესაბამისად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მას, აწარმოოს ეფექტიანი გამოძიება, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში და ყველა უფლებადარღვეული პირი ცნოს დაზარალებულად. ამასთან, აუცილებელია მოცემული საქმის გამოძიების მიმდინარეობა იყოს გამჭვირვალე და ინფორმაცია პროაქტიულად მიეწოდებოდეს საზოგადოებას. სამწუხაროა, რომ პროკურატურამ არ მისცა ზემოხსენებული გამოძიების მასალებზე დაშვება სახალხო დამცველის აპარატს. თუმცა, აქვე პირადი ცხოვრების უფლების ეფექტიანი დაცვის მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა რელევანტურ პირს, მაქსიმალურად გამოიყენონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვის მექანიზმი. პარალელურად, ვთხოვთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, პრიორიტეტულად განიხილოს საქართველოდან გაგზავნილი განაცხადები პირადი ცხოვრების თაობაზე, რომელიც ეხება ფარულ მიყურადებას“,- ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
პაველ ჰერჩინსკი: ჩვენ ველით, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი
ევროკავშირის ყოფილი ელჩის, კარლ ჰარცელის მიმართ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან გამოთქმულ კრიტიკაზე შეკითხვის საპასუხოდ, მისმა შემცვლელმა განაცხადა, რომ „კარლ ჰარცელი საქართველოს დიდი მეგობარი იყო და 4 წლის განმავლობაში გააკეთა ყველაფერი საქართველოს ევროკავშირთან დასაახლოვებლად“. „მე ვიცნობ ჩემს წინამორბედს და ვიცი, რომ ელჩი ჰარცელი იყო საქართველოს ნამდვილი მეგობარი. საქართველოში გატარებული 4 წლის განმავლობაში მან თავისი მაქსიმუმი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები წინ წაეწია. რა თქმა უნდა, გამოწვევები ყოველთვის არის, თუმცა მე ვიცი, რომ ის თავის მაქსიმუმს ეცადა“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ „ინტერპრესნიუსი“ ცნობით. „ჩვენ ველით, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი. ევროკომისიის პრეზიდენტის 2-3 დღის წინ გაკეთებულ განცხადებაშიც კი მან აღნიშნა, რომ საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის. ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოზე, რომელიც ცდილობს, შეუერთდეს ამ ოჯახს, აქედან გამომდინარე, ვიმედოვნებ, რომ სწორედ, ეს იქნება დიალოგის საგანი - საქართველო, რომელიც ცდილობს, შეუერთდეს თავისუფალი, დემოკრატიული, აყვავებული ქვეყნების ოჯახს. კრიტიკა ყოველთვის ჯანსაღია, მაგრამ მაშინ, როდესაც გსურს გახდე ოჯახის წევრი, როგორც წესი, ხარ ძალიან ფრთხილი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ახასიათებ ამ ოჯახის წევრებს. ჩემი სამუშაო აქ ძალიან ცალსახა იქნება, დავეხმარო საქართველოს გახდეს ევროპული ოჯახის წევრი“,- განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
დიდი ბრიტანეთი 2023 წელს კიდევ უფრო გაზრდის უკრაინის სამხედრო დახმარების დონეს - ლიზ ტრასი
ჩვენ შეგვიძლია, ერთობლივად გავუმკლავდეთ რუსულ აგრესიას და დავრწმუნდეთ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს. ბრიტანეთი 2023 წელს შეინარჩუნებს და კიდევ უფრო გაზრდის უკრაინის სამხედრო დახმარების დონეს, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ჯო ბაიდენი: უკრაინელები ამარცხებენ რუსეთს ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა ემზადება შემდეგი მნიშვნელოვანი გამარჯვებებისთვის „ჩემი გზავნილი უკრაინელ ხალხს: დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს თქვენს მხარდაჭერას. ნომერ პირველი საკითხი გლობალური უსაფრთხოებაა: დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია, ერთობლივად გავუმკლავდეთ რუსულ აგრესიას და დავრწმუნდეთ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს", - განაცხადა ტრასმა. ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის დახმარების ტემპი ჩვენი სამხედროების მოძრაობის ტემპს უნდა შეესაბამებოდეს ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი უნდა შეჩერდეს, სანამ გვიანი არ არის ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
Air Moldova ოქტომბრიდან თბილისი-კიშინეუს მიმართულებით პირდაპირ ფრენებს გეგმავს
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირების დაწყებას კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანია გეგმავს. შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, Air Moldova ოქტომბრიდან, თბილისი-კიშინეუს მიმართულებით პირდაპირ ფრენებს კვირაში ორი სიხშირით, ორშაბათს და პარასკევს, Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდით შეასრულებს. ნოემბრიდან ავიაკომპანია ფრენების ყოველკვირეული სიხშირის ოთხამდე გაზრდას გეგმავს.
შსს ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირის შეჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე ბანკთან მობილიზებული არიან. ამის შესახებ უწყება ინფორმაციას თავად ავრცელებს. როგორც ცნობილია, "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეჭრილია შეიარაღებული პირი. „პოლიციის თანამშრომლებმა თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ყველა საჭირო და გადაუდებელ პროცედურას ატარებენ, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს და მოქალაქეებს - დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ქუთაისში, "საქართველოს ბანკში" შეჭრილმა თავდამსხმელმა გაისროლა - თვითმხილველები
ქუთაისში, გამარჯვების მოედანზე მდებარე "საქართველოს ბანკში" შეჭრილმა თავდამსხმელმა გაისროლა. ამის შესახებ ადგილზე მყოფი ადამიანები აცხადებენ. ამასთან, გავრცელებული ცნობით, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრილი შეიარაღებული პირი 2 მილიონ ლარს ითხოვს. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე ბანკთან მობილიზებული არიან. შსს ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირის შეჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთმა ოკუპირებული სევასტოპოლიდან წყალქვეშა ნავები გაიყვანა
დიდი ბრიტანეთის დაზვერვა იუწყება, რომ რუსეთის საზღვაო ძალებმა წყალქვეშა ნავები ოკუპირებული სევასტოპოლიდან რუსეთში გადაიტანა. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ 20 სექტემბერს განაცხადა, რომ რუსეთის სარდლობამ თითქმის გადაიტანა კილო კლასის წყალქვეშა ნავები. ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ბაზის უსაფრთხოება ახლა პირდაპირ დარღვეულია, განაცხადა თავდაცვის სამინისტრომ. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ხარკოვის ოლქში, 118 დასახლებულ პუნქტზე უკრაინის კონტროლი აღდგენილია
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ევგენი ენინის განაცხადებით, ხარკოვის ოლქში კონტროლი ოკუპაციის ქვეშ მყოფ 118 დასახლებულ პუნქტზე აღდგა. დიდი ბრიტანეთი 2023 წელს კიდევ უფრო გაზრდის უკრაინის სამხედრო დახმარების დონეს - ლიზ ტრასი "ხარკოვის ოლქში კონტროლი ოკუპაციის ქვეშ მყოფ 118 დასახლებულ პუნქტზე აღდგა. კიევში აცხადებენ, რომ ე.წ. წმენდის ოპერაცია ამ დროისთვის 12 დასახლებულ პუნქტში მიმდინარეობს", - განაცხადა ენინიმ. ჯო ბაიდენი: უკრაინელები ამარცხებენ რუსეთს ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა ემზადება შემდეგი მნიშვნელოვანი გამარჯვებებისთვის ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.