ძებნის რეზულტატი:

მეორე კვარტალში მშპ 7.1%-ით გაიზარდა - საქსტატი

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 17 979.4 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.1 პროცენტი შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი გაიზარდა 8.2 პროცენტით. „2022 წლის მეორე კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (75.9 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (18.6 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (27.7 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (10.9 პროცენტი), განათლება (12.0 პროცენტი), საბითუმო და საცალო ვაჭრობა (3.0 პროცენტი).კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში: ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (-12.7 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (-2.7 პროცენტი), მშენებლობა (-3.2 პროცენტი).მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (16.5 პროცენტი) და დამამუშავებელი მრეწველობა (10.9 პროცენტი). შემდეგ პოზიციებს იკავებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10.0 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (8.3 პროცენტი), მშენებლობა (7.6 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.5 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (6.0 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენება (4.8 პროცენტი),”- ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.

აშშ-მა სამი ირანული სატვირთო თვითმფრინავი სანქციების სიაში შეიყვანა

აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა სანქციების სიაში, სამი ირანული Boeing 747 სატვირთო თვითმფრინავი შეიყვანა. ამერიკელების თქმით, ამ თვითმფრინავებით, სანქციების გვერდის ავლით რუსეთში საქონელი, მათ შორის ელექტრონიკა გადაიზიდა. ჯო ბაიდენი: ჯერჯერობით არ არსებობს რაიმე ნიშანი, რომ ჩინეთი რუსეთს იარაღით დაეხმარა თვითმფრინავები ირანულ ავიახაზებს Iran Air-ს, Mahan Air-სა და Qeshm Fars Air-ს ეკუთვნის, იტყობინება Reuters. სამივე სატვიტო თვითმფრინავი უკვე აშშ-ის სანქციების ქვეშაა. ახლა აშშ-ის სიაში 183 თვითმფრინავია, რომლებიც, აშშ-ის მონაცემებით, სანქციების გვერდის ავლით მიწოდებისთვის გამოიყენეს. ირანის კუთვნილი 3 თვითმფრინავი ამ სიაში პირველად მოხვდა.   

გერმანია უკრაინას, კიდევ ოთხ თვითმავალ ჰაუბიცა PzH-ს გადასცემს

გერმანია უკრაინას, კიდევ ოთხ Panzerhaubitze 2000-ის თვითმავალ საარტილერიო დანადგარსა და ჭურვებს გადასცემს. ამის შესახებ დღეს გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ განაცახდა. Die Welt: გერმანია უკრაინისთის 18 თვითმავალი ჰაუბიცის მიწოდებას დათანხმდა ივლისის ბოლოს უკრაინამ გერმანიისგან, სამი PzH მიიღო. BBC-ის ცნობით, ამავდროულად, გერმანელებმა მწვანე შუქი აანთეს PzH 2000-ის მწარმოებელს, რომ უკრაინისთვის მიეწოდებინა 100 სისტემა, რომლის ღირებულებაც ჯამურად 1,7 მილიარდ ევროს შეადგენს. საბერძნეთი და გერმანია, უკრაინისთვის 40 საბჭოთა BMP-1-ის გადაცემაზე შეთანხმდნენ  

„თალიბანმა“ აშშ-ს, მოქალაქე მარკ ფრიხსი, მოძრაობის წევრის სანაცვლოდ გადასცა

მოძრაობა „თალიბანმა“, ამერიკის მოქალაქე მარკ ფრიხსი, ამერიკის შეერთებულ შტატებს მოძრაობის უფროსი წევრის, გაჯი ბეშირ ნურზეის სანაცვლოდ გადასცა.  გაჯი ბეშირ ნურზე, სასჯელს გუანტანამოს ციხეში იხდიდა. „ჩვენ უზრუნველვყავით მარკ ფრეიქსის გათავისუფლება, ის მალე დაბრუნდება სახლში. მარკი ავღანეთში 2020 წლის იანვარში დააკავეს და 31 თვით პატიმრობაში იმყოფებოდა. აშშ-ს ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობდა ფრიხსის გასათავისუფლებლად პროცესის განმავლობაში. ამ დილით მე დავურეკე მარკის დას და სასიხარულო ამბავი ვაცნობე“, - ნათქვამია ჯო ბაიდენის წერილობით განცხადებაში.  ბაიდენმა დაამატა, რომ შეერთებული შტატები საზღვარგარეთ დაკავებული ყველა მისი მოქალაქის დასაბრუნებლად, ძალიასხმევას გამოიჩენს.   

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუს სამხედროებს მხოლოდ ორი ვარიანტი აქვთ, ჩვენი მიწიდან გაქცევა ან ტყვეობა

„ჩვენ ვაფრთხილებდით. რუს სამხედროებს მხოლოდ ორი ვარიანტი აქვთ – ჩვენი მიწიდან გაქცევა ან ტყვეობა. კოლაბორაციონისტებს მსგავსი ვარიანტები აქვთ“, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „ხარკოვის რეგიონში სიტუაციას ვასტაბილურებთ. ვიკავებთ პოზიციებს ძლიერად. იმდენად მტკიცედ, რომ დამპყრობლები პანიკაში არიან. ჩვენ გავაფრთხილეთ, რომ რუს სამხედროებს მხოლოდ ორი გზა აქვთ - გაქცევა ჩვენი მიწიდან ან ტყვეობა", - განაცხადა ზელენსკიმ.  ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა პოლიციას გათავისუფლებულ ტერიტორიებზე მართლწესრიგის სწრაფი აღდგენისთვის. მან ასევე განაცხადა, რომ ხვალ, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა. უკრაინა ასევე მონაწილეობას მიიღებს სასურსათო უსაფრთხოების სამიტში.  

გერმანიამ უკრაინას, ორი Mars II და 50 ჯავშანტრანსპორტიორი Dingo გადასცა

გერმანამ უკრაინას დამატებით ორი Mars II მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა და 50 ჯავშანტრანსპორტიორი Dingo გადასცა. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს Twitter-ზე ინფორმაცია, უწყების პრესსამსახურმა გაავრცელა. გარდა ამისა, გერმანიის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სექტემბრის ბოლოდან გერმანიაში უკრაინელი სამხედროებისთვის საწვრთნელო პროექტები დაემატება და უფრო მეტ სამხედროს მოამზადებენ.  მანამდე ცნობილი გახდა, რომ გერმანია უკრაინას, კიდევ ოთხ თვითმავალ ჰაუბიცა PzH-ს გადასცემს.   

CNN: აშშ-ის სენატში უკრაინის საკითხზე დახურული დებატები გაიმართება

ამერიკელი სენატორები ორშაბათს საღამოს (ვაშინგტონის დროით) შეხვდებიან და უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით დახურულ დებატებს გამართავენ. ამის შესახებ CNN-ი ორ წყაროზე მითითებით იუწყება, რომლებიც აშშ-ის კონგრესის ზედა პალატაში მუშაობენ.  შეხვედრა სენატში უკრაინის წარმატებული კონტრშეტევის ფონზე გაიმართება.   

თურქეთის უდიდესმა კერძო ბანკმა, რუსული Mir-ის ბარათების მომსახურება შეწყვიტა

თურქულმა კერძო ბანკმა Isbank-მა, რომელიც დეპოზიტების თვალსაზრისით უმსხვილესად ითვლება, დღეს რუსული გადახდის სისტემის Mir-ის ბარათების მომსახურების შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა. რუსეთის ფედერაციამ Mir-ის გამოყენება Visa-სა და MasterCard-ის ბაზრიდან გასვლის შემდეგ დაიწყო.  Isbank-მა განაცხადა, რომ მზადაა ეროვნული და საერთაშორისო კანონების, რეგულაციებისა და კომერციული ბიზნეს პრინციპების შესაბამისად იმოქმედოს. თურქული ბანკის მიერ რუსული Mir ბარათების მომსახურების შეწყვეტის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის ეროვნული გადახდის ბარათების სისტემის აღმასრულებელი დირექტორის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. შეგახსენებთ, რომ აგვისტოს დასაწყისში თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების - რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შემდეგ ანკარა თავის ხუთ ბანკში რუსული გადახდის სისტემის Mir-ის შემოღებას დათანხმდა.  

ესტონეთის მმართველი პარტია, რუსეთისა და ბელორუსის მოქალქეებისთვის ადგილობრივ არჩევნებში, მონაწილეობის გაუქმებას ემხრობა

ესტონეთის რეფორმების პარტია, რომელიც ამჟამინდელ კოალიციას ხელმძღვანელობს, მხარს დაუჭერს კანონპროექტს, რომელის თანახმადაც ქვეყანაში მცხოვრებ რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებს ადგილობრივ არჩევნებზე ხმის მიცემის უფლება ჩამოერთმევათ.  ამის შესახებ რეფორმების პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ ერკი კელდომ ორშაბათს ERR-სთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა. „რეფორმატორთა პარტიის პოზიციაა, რომ უსაფრთხოების შეცვლილ ვითარებაში, ჩვენს ადგილობრივ არჩევნებზე პირდაპირი აგრესორი ქვეყნის მოქალაქეების ხმის მიცემა საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებას და სრულიად გამართლებულია, რომ რუსეთის მოქალაქეებმა, რომლებმაც ფიცი დადეს რუსეთის სახელმწიფოს ერთგულებაზე, არ აქვთ უფლება ესტონეთში ადგილობრივი თვითმმართველობა აირჩიონ. ჩვენი აზრით, რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებს არ უნდა ჰქონდეთ უფლება მონაწილეობა მიიღონ სოფლის მუნიციპალიტეტისა და საქალაქო კრებების არჩევნებში“, - განაცხადა მან. კელდომ დასძინა, რომ რეფორმისტები მზად არიან, მხარი დაუჭირონ ესტონეთის კონსტიტუციაში ცვლილებებს, რათა შესაბამისი დებულებები ამოქმედდეს.  

ყირგიზეთმა და ტაჯიკეთმა სამშვიდობო ოქმს მოაწერეს ხელი

ყირგიზეთის და ტაჯიკეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურების ხელმძღვანელებმა, ქვეყნებს შორის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ სამშვიდო ოქმს მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელმა კამჩიბეკ ტაშიევმა განაცხადა. მან დოკუმენტის ხელმოწერა, მშვიდობისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად შეაფასა.  ტაშიევმა ასევე დასძინა, რომ ყირგიზეთ-ტაჯიკის საზღვარზე ბოლო შეიარაღებული თავდასხმის გამოსაძიებლად ორი მხარის მიერ შექმნილი ერთობლივი კომისია მუშაობას, 20 სექტემბერს გააგრძელებს. დღეს, 19 სექტემბერს, ყირგიზეთმა ყირგიზეთ-ტაჯიკის საზღვარზე დაღუპულ მოქალაქეებს ეროვნული გლოვა გამოაცხადა. ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, 14-17 სექტემბერს სულ მცირე 59 ყირგიზელი დაიღუპა, მათ შორის 40 სამხედრო მოსამსახურე. დაშავდა 164 ადამიანი. ყირგიზეთის საზღვრისპირა სოფლებიდან უსაფრთხო ადგილებზე 140 000-ზე მეტი ადამიანი დროებით გადაასახლეს. ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ  მისი 41 მოქალაქის დაღუპვისა და 100-ზე მეტი დაჭრილის შესახებ, ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა. ვითარება ორი ქვეყნის საზღვარზე 14 სექტემბერს მკვეთრად გაუარესდა. მხარეები დაპირისპირების მორიგი რაუნდში ერთმანეთს ადანაშაულებენ. 16 სექტემბერს მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, თუმცა, 17 სექტემბერს მხარეებმა საზღვარზე სროლის განახლების შესახებ განაცხადეს.   

ოლენა ზელენსკა და დენის შმიგალი ჩარლზ III-ს შეხვდნენ

უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა და პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-ს შეხვდნენ. ინფორმაციას შმიგალი პირად Telegram - გვერდზე ავრცელებს. პრემიერ-მინისტრმა და პირველმა ლედიმ უკრაინის მტკიცე მხარდაჭერისთვის დიდ ბრიტანეთსa და პირადად მეფეს მადლობა გადაუხადეს. „ხაზგასმით აღვნიშნე, რომ მომავალში უკრაინელი ხალხი სიამოვნებით მიიღებს მეფე ჩარლზ III-ს ვიზიტს ჩვენს ქვეყანაში”, - წერს პრემიერ-მინისტრი.  

მექსიკაში 7,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

მექსიკაში 7,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.  ეროვნული სეისმოლოგიური სააგენტოს ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი წყნარი ოკეანის სანაპიროზე, მიჩოაკანის შტატში, კოალკომანიდან სამხრეთით 59 კილომეტრში იყო. წყნარი ოკეანის ცუნამის ცენტრმა მექსიკისთვის, ცუნამის შესახებ გაფრთხილება გამოაქვეყნა. მეხიკოში განგაში ამოქმედდა, ათიათასობით ადამიანმა დატოვა საცხოვრებელი და ადმინისტრაციული შენობები. ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. ბიძგები მიწისძვრებზე რეაგირების მასშტაბური წვრთნების დაწყებიდან ერთ საათზე ნაკლებ დროში მოხდა. შეგახსენებთ, რომ 1985 წლის 19 სექტემბერს მექსიკის დედაქალაქში 8,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც 5000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.  

ჩრდილოეთ გერმანიაში თხევადი გაზის ტერმინალის მშენებლობა იწყება

თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალის მშენებლობა ჩრდილოეთ გერმანიაში, ქალაქ ლუბმინთან, ამ კვირაში უნდა დაიწყოს. ამის შესახებ სამშენებლო კომპანია Deutsche ReGas GmbH & Co-მ განაცხადა.  „სამშაბათს, 20 სექტემბერს, დაიწყება პირველი სრულად კერძო დაფინანსებული FSRU1 Deutsche Ostsee თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალის მშენებლობა, რომელიც დაპროექტებულია Deutsche ReGas–ის მიერ Lubmin–დან“, – ნათქვამია პრესრელიზში. სამშენებლო სამუშაოები მიზნად ისახავს, ლუბმინის ინდუსტრიული პორტის მოდერნიზებას განსაკუთრებით დიდი გემებისთვის და მის აღმოსავლეთ ნაწილში ნავმისადგომის შექმნას. ლუბმინის მახლობლად დამაგრებული დიდი ტანკერებიდან, თხევადი გაზი პორტს პატარა გემებით მიეწოდება, შემდეგ კი გაზის ქსელში გადანაწილდება. 2022 წლის პირველი დეკემბრიდან, ტერმინალიდან გერმანიის გაზის ქსელი 4,5 კუბური მეტრი თხევადი გაზით უნდა შეივსოს, აცხადებენ კომპანიაში.  ლუბმინი, ერთ-ერთი ადგილია, სადაც თხევადი გაზის ტერმინალის მშენებლობა იგეგმება, რომლითაც რუსული გაზი უნდა ჩანაცვლდეს. ამ დროისთვის, რუსული გაზის მიწოდება შეჩერებულია.  საგულისხმოა, რომ „ჩრდილოეთ ნაკადი 1“ და „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ლუბმინამდეა გადაჭიმული.   

მედია: ირანი რუსულ გაზს აზერბაიჯანის გავლით შეიძენს

ორი თვის წინ თეირანსა და მოსკოვს შორის მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, ირანი რუსულ გაზს აზერბაიჯანიდან მილსადენებით შემოიტანს.  ირანის ნავთობის სამინისტროს ცნობით, ირანი რუსეთისგან დღეში დაახლოებით 9 მილიონ კუბურ მეტრ გაზს შეისყიდის და კიდევ 6 მილიონ კუბურ მეტრ გაზს სვოპის ხელშეკრულებით, ქვეყნის სამხრეთში მომხმარებლების მიწოდების მიზნით.  ირანის ეროვნულ ნავთობკომპანიასა (NIOC) და რუსეთის „გაზპრომს“ შორის ($40 მილიარდის მოცულობის) ხელშეკრულება ივლისში გაფორმდა. შეგახსენებთ, რომ ირანმა უკვე გააფორმა გაზის გაცვლის ხელშეკრულება თურქმენეთთან და აზერბაიჯანთან, რომლის მიხედვითაც თურქმენეთიდან მიღებულ გაზს მის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონებში მოიხმარს და იმავე რაოდენობის გაზს აზერბაიჯანს აწვდის. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანი სამხრეთში მცხოვრებ რუს მომხმარებლებს თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) სახით, დღეში 6 მილიონ კუბურ მეტრ გაზს მიაწვდის. გათხევადების პროცესში პარტნიორი იქნება „გაზპრომი“.  

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს მთავრობამ იკისრა ვალდებულება, განათლების სახელმწიფო დაფინანსება 2030 წლისთვის მშპ-ს 6%-მდე გაზარდოს

ვამაყობთ განათლების ტრანსფორმაციის შესახებ ჩვენი ეროვნული განცხადების დებულებებით და იმისათვის, რომ მივაღწიოთ  ამ ამბიციურ მიზნებს, საქართველოს მთავრობამ იკისრა ვალდებულება განათლების სახელმწიფო დაფინანსება 2030 წლისთვის გაზარდოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 6 პროცენტამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში გამართულ განათლების გარდაქმნის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მთავრობის განათლების გრძელვადიანი პოლიტიკა სამ ძირითად საყრდენს ეფუძნება. ესენია ხარისხი, თანასწორობა და კარგი მმართველობა. „საქართველოს მთავრობის განათლების გრძელვადიანი პოლიტიკა სამ ძირითად საყრდენს ეფუძნება. ესენია ხარისხი, თანასწორობა და კარგი მმართველობა. მისი მიზნები და სტრატეგიული ამოცანები ეხმიანება ხუთ თემატურ მიმართულებას, რომლებიც ხაზგასმულია განათლების მომავლის საერთაშორისო კომისიის ანგარიშში და ის სრულად შეესაბამება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს. ვამაყობთ განათლების ტრანსფორმაციის შესახებ ჩვენი ეროვნული განცხადების დებულებებით და იმისათვის, რომ მივაღწიოთ  ამ ამბიციურ მიზნებს, საქართველოს მთავრობამ იკისრა ვალდებულება განათლების სახელმწიფო დაფინანსება 2030 წლისთვის გაზარდოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 6 პროცენტამდე. საქართველოს მთავრობა გეგმავს კვლავ გააორმაგოს ძალისხმევა სასწავლო გეგმების გასაუმჯობესებლად, თანამედროვე და მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე მასწავლებლებისა და პედაგოგების პროფესიულ განვითარებაში ინვესტირებისათვის, რადგან ისინი ჩვენი ძალისხმევის ხერხემალს წარმოადგენენ მომავალი თაობის ადეკვატური უნარებითა და ცოდნით აღჭურვის საქმეში. ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ეს ძალისხმევა საკვანძოა ისეთი საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის, რომელიც განათლებული, გამოცდილი, პასუხისმგებლიანი და აქტიური მოქალაქეებისგან შედგება,“- აღნიშნა პრემიერმა.  

ირაკლი ღარიბაშვილი: ინვესტიცია მეცნიერებაში, ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში აუცილებელია მდგრადი ეკონომიკური და სოციალური პროგრესისთვის

საქართველოს მთავრობას მიაჩნია, რომ ინკლუზიური, თანაბარუფლებიანი და მაღალი  ხარისხის განათლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და აღიარებს უწყვეტი განათლების შესაძლებლობების ყველასთვის უზრუნველყოფის საშუალებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში გამართულ განათლების გარდაქმნის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს მთავრობამ იკისრა ვალდებულება, განათლების სახელმწიფო დაფინანსება 2030 წლისთვის მშპ-ს 6%-მდე გაზარდოს მთავრობის მეთაურის თქმით, ინვესტიცია მეცნიერებაში, ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში აუცილებელია მდგრადი ეკონომიკური და სოციალური პროგრესისთვის. „პატივცემულო გენერალურო მდივანო, ძვირფასო კოლეგებო, მეგობრებო, პატივი მაქვს, მოგმართოთ გარდამქმნელი განათლების სამიტზე, რომელმაც შესანიშნავი პლატფორმა შექმნა განათლების, როგორც მშვიდობის, კეთილდღეობისა და მდგრადი განვითარების უნივერსალური საფუძვლის, მნიშვნელობის დასადასტურებლად. საქართველოს მთავრობას მიაჩნია, რომ ინკლუზიური, თანაბარუფლებიანი და მაღალი  ხარისხის განათლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და აღიარებს უწყვეტი განათლების შესაძლებლობების ყველასთვის უზრუნველყოფის საშუალებას. ამრიგად, განათლება კიდევ უფრო მაღლა დავაყენეთ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პრიორიტეტების რიგში. განათლება ქმნის თითოეული ინდივიდის პიროვნული ზრდისა და პროფესიული განვითარების საფუძველს, რაც, თავის მხრივ, აძლიერებს ჩვენს ერებს. მიგვაჩნია, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოსწავლეებს მივცეთ წვდომა სკოლამდელ, ზოგად, პროფესიულ და უმაღლეს განათლებაზე ყოველგვარი ბარიერების გარეშე, რათა ისინი აღიჭურვონ  ცხოვრებისეული უნარებითა და კომპეტენციით, აგრეთვე კონკურენტუნარიანი და სტუდენტზე ორიენტირებული განათლების სისტემებით. ინვესტიცია მეცნიერებაში, ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში აუცილებელია მდგრადი ეკონომიკური და სოციალური პროგრესისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.  

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოში პრიორიტეტად მივიჩნევთ განათლების სისტემის მხარდაჭერას სტუდენტებისთვის ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც მიმდინარე რუსულმა ოკუპაციამ ხელყო ყოველდღიური ცხოვრების ბევრი ასპექტი

საქართველოში პრიორიტეტად მივიჩნევთ განათლების სისტემის მხარდაჭერას  სტუდენტებისთვის ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც მიმდინარე რუსულმა ოკუპაციამ ხელყო ყოველდღიური ცხოვრების ბევრი ასპექტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში გამართულ განათლების გარდაქმნის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ქართულ სკოლებში წარმატებით ჩაირიცხა 1500-ზე მეტი უკრაინელი მოსწავლე, რომლებიც რუსული აგრესიის გამო იძულებული გახდნენ გამოქცეულიყვნენ. „განათლების სფეროში არსებული გლობალური გამოწვევები კვლავ ხელმისაწვდომობასა და თანასწორობას უკავშირდება, რისგანაც საქართველო არ არის დაცული. უნდა ვეცადოთ ციფრული წყვეტის ამოვსებას და ამას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ცენტრიდან მოშორებულ რეგიონებში მდებარე სკოლებში, სოციალურად დაუცველ თემებში, შშმ პირებში, ეთნიკურ უმცირესობებში, იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებში. ჩვენმა ქვეყანამ, ისევე როგორც ბევრმა სხვამ, რომლის წარმომადგენლებსაც ამ დარბაზში ვხედავ, თავად იხილა იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების სირთულეები. ვიცით, რომ ამ თემების კომპლექსურ საჭიროებებს შორის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და სტუდენტებისთვის ყოვლისმომცველი მხარდაჭერის მიწოდება გადამწყვეტია. საგანმანათლებლო სფეროში უწყვეტმა ძალისხმევამ შეიძლება უზრუნველყოს ნორმალურობის განცდა კრიზისის დროს და საერთაშორისო საზოგადოების წევრები იმ ინსტრუმენტებით აღჭურვოს, რომლებიც მათ წარმატების მისაღწევად დასჭირდებათ. საქართველოში პრიორიტეტად მივიჩნევთ განათლების სისტემის მხარდაჭერას  სტუდენტებისთვის ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც მიმდინარე რუსულმა ოკუპაციამ ხელყო ყოველდღიური ცხოვრების ბევრი ასპექტი. გარდა ამისა, ქართულ სკოლებში წარმატებით ჩავრიცხეთ 1500-ზე მეტი უკრაინელი მოსწავლე, რომლებიც რუსული აგრესიის გამო იძულებული გახდნენ გამოქცეულიყვნენ. ამისათვის, სკოლებში  ჩამოვაყალიბეთ  ჩარიცხვის გამარტივებული პროცედურები და, კვალიფიციური სპეციალისტების დახმარებით, ზოგად განათლებას უკრაინულ ენაზე ვახორციელებთ სტანდარტული უკრაინული სასწავლო გეგმების მიხედვით. გარდა ამისა, უკრაინელ სტუდენტებს, რომლებიც უმაღლეს განათლებას აგრძელებენ საქართველოში, უკვე შეუძლიათ ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხონ სასწავლებლებში“,- განაცხადა პრემიერმა.  

ირაკლი ღარიბაშვილმა და ანტონიო გუტერეშმა უკრაინასა და სამხრეთ კავკასიაში შექმნილი ვითარება განიხილეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერეშს შეხვდა. მთავრობის მეთაურის ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მსოფლიოში არსებული ვითარება და გამოწვევები მიმოიხილეს. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.  ირაკლი ღარიბაშვილმა ანტონიო გუტერეშს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ აფასებს გაეროს ჩართულობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის ერთგულია, რაც საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციასა და საოკუპაციო ხაზით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად. საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს და მის გავლენას მსოფლიოზე. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომმა საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურა და წესებზე დაფუძნებული წესრიგი მთლიანად შეარყია. საუბარი შეეხო სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. ხაზი გაესვა ირაკლი ღარიბაშვილის ძალისხმევით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ შეთანხმებას, რომლის შედეგადაც აზერბაიჯანმა სომეხი ტყვეები გაათავისუფლა, თავის მხრივ კი, სომხეთმა აზერბაიჯანს მნიშვნელოვანი რუკები გადასცა. პრემიერ–მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, კვლავაც შეასრულოს მედიატორის როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.  

ირაკლი ღარიბაშვილი რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა

საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა და მსოფლიოსა და კავკასიის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობას. აღინიშნა ბოლო წლებში ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვანი შედეგები, მაღალი დონის ორმხრივი ურთიერთობების პოლიტიკური დინამიკა და რეგიონულ-გეოსტრატეგიული ხასიათის პროექტებში საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ჩართულობა და აქტიური თანამშრომლობა. განსახილველ საკითხებს შორის იყო უკრაინაში მიმდინარე ომი და, შედეგად, მსოფლიოსა და რეგიონში არსებული რთული უსაფრთხოების ვითარება. ხაზი გაესვა რეგიონის შემდგომი განვითარებისა და გრძელვადიანი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. ამ კონტექსტში, აღინიშნა ირაკლი ღარიბაშვილის შუამავლობით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გასულ წელს მიღწეული შეთანხმება, რომლის შედეგადაც აზერბაიჯანმა სომეხი ტყვეები გაათავისუფლა, სომხეთმა კი, აზერბაიჯანს მნიშვნელოვანი რუკები გადასცა. აღინიშნა, რომ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული ეფექტიანი თანამშრომლობის ყველა მიმართულებით კიდევ უფრო განვითარება მნიშვნელოვანია ასევე რეგიონის სტაბილური და მდგრადი განვითარებისთვის. პრემიერ-მინისტრმა თურქეთის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია. შეხვედრასთან დაკავშირებით, ირაკლი ღარიბაშვილმა Twitter-ზე დაწერა, რომ საქართველო და თურქეთი დიდი ხნის პარტნიორები და კარგი მეზობლები არიან და მათ მტკიცედ იკისრეს სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარების ვალდებულება. „თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შევხვდი. განვიხილეთ ორმხრივი, რეგიონალური და მრავალმხრივი დღის წესრიგის საკითხები. საქართველო და თურქეთი დიდი ხნის პარტნიორები და კარგი მეზობლები ვართ, რომლებმაც მტკიცედ ვიკისრეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარების ვალდებულება”, - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

ენტონი ბლინკენი ნიუ-იორკში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ნიუ-იორკში, სამმხრივი მოლაპარაკებების ფარგლებში, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა, რაც პირველი მოლაპარაკებაა მიმდინარე თვეს სასაზღვრო შეტაკების შემდეგ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა. „მდივანმა ბლინკენმა ხაზი გაუსვა შემდგომი ბრძოლის თავიდან აცილებას და სამშვიდობო პროცესს დაბრუნების აუცილებლობას“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა განცხადებაში. მისივე თქმით, ენტონი ბლინკენმა მხარეებს მოუწოდა, რომ თვის ბოლომდე კვლავ შეხვედნენ. „ძლიერი, მდგრადი დიპლომატიური ჩართულობა არის საუკეთესო გზა ყველასთვის. არსებობს გზა გრძელვადიანი მშვიდობისკენ, რომელიც წყვეტს უთანხმოებებს. აშშ მზად არის, რაც შეუძლია ყველაფერი გააკეთოს ამ ძალისხმევის მხარდასაჭერად“, – განაცხადა თავის მხრივ, ენტონი ბლინკენმა.