ძებნის რეზულტატი:

მეტროსადგურ „სადგურის მოედანზე“ მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლები, მეტროში მგზავრებს გადაადგილებაში დაეხმარებიან

მეტროსადგურ „სადგურის მოედანზე“ მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლები, მეტროში მგზავრებს გადაადგილებაში დაეხმარებიან. კახა კალაძემ სადგურის მოედანზე გადასასვლელი გვირაბის გაგანიერება-მოწესრიგების დავალება გასცა როგორც ცნობილია, მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლები „სადგურის მოედნის“ გადასასველ გვირაბში დილით და საღამოს, პიკის საათებში განლაგდებიან. კახა კალაძე: ხომ არ დაგვავიწყდა, რა ვითარება იყო ე.წ. მარშუტკებში?! კახა კალაძე: როდესაც საცობია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერ ახერხებს სრულყოფილად მოემსახუროს დედაქალაქის მოსახლეობას  

პრეზიდენტი ოკუპირებულ აფხაზეთში ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტს მკაცრად გმობს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტს მკაცრად გმობს. „მკაცრად ვგმობ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში. ეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაუშვებელი დარღვევაა“, - ნათქვამია განცხადებაში. ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.  

საქართველო ბელორუსს მოუწოდებს, პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას

საგარეო უწყება: ლუკაშენკოს „ვიზიტი“ ოკუპირებულ აფხაზეთში, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს უხეშად არღვევს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს ალექსანდრე ლუკაშენკოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ჩასვლისა და სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრის თაობაზე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით ალექსანდრე ლუკაშენკოს „ვიზიტს“ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს. „ბელორუსის მხარეს მოვუწოდებთ, პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და არ განახორციელოს ისეთი ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში. ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.  

ჩრდილოეთ ოსეთში, რუსეთის სხვა რეგიონებიდან ავტომობილებით შესვლა აიკრძალა

ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელმა სერგეი მენიაილომ რესპუბლიკაში „მაღალი მზადყოფნის რეჟიმის“ შემოღების შესახებ, განკარგულებას მოაწერა ხელი, რომლიც თანახმადაც რუსეთის სხვა რეგიონებიდან მანქანებს ჩრდილოეთ ოსეთში შესვლა ეკრძალებათ.  განკარგულების მიხედვით, შეზღუდვა არ ეხება საქართველოსა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში რეგისტრირებულ ავტომობილებს. ვოლოდინი: რუსეთის ხელისუფლება ქვეყნიდან წასული ადამიანების სიებს ადგენს ამასთან, განკარგულება ასევე საქართველოს საზღვართან, მასობრივი თავშეყრის ადგილებში კვების, გათბობისა და დასვენების პუნქტების მოწყობას ითვალისწინებს.  გასულ კვირას მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ხელისუფლებამ შესაძლოა, საომარი მდგომარეობა გამოაცხადოს და საზღვრები ჩაკეტოს. კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა 26 სექტემბერს განაცხადა, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.  ამის შემდეგ ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "ზემო ლარსთან" სამხედრო კომისარიატის სამობილიზაციო პუნქტის გახსნის შესახებ განაცხადა. კრემლის კონტროლირებადი მედიის ცნობით, ზემო ლარსის საზღვარზე, მობილიზაციას დაქვემდებარებული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები გაწვევის უწყებებს უკვე იღებენ. რა ვითარებაა ლარსთან - შსს განცხადებას ავრცელებს 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინის მიერ, ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეებმა ქვეყნის დატოვება დაიწყეს, რამაც საქართველო-რუსეთის საზღვარზე, „ზემო ლარსის“ გამშვები პუნქტის გადატვირთვა გამოიწვია. საქართველოს საზღვართან კლომეტრიანი რიგებია.  21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.    

ჩრდილოეთ ოსეთის მთავრობამ „მაღალი მზადყოფნის რეჟიმი“ შემოიღო

ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელმა სერგეი მენიაილომ, რესპუბლიკაში „მაღალი მზადყოფნის რეჟიმის“ შემოღების შესახებ, განკარგულებას მოაწერა ხელი, რომლიც თანახმადაც რუსეთის სხვა რეგიონებიდან მანქანებს ჩრდილოეთ ოსეთში შესვლა ეკრძალებათ. რუსული მედიის ცნობით, ზემო ლარსთან შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს განკარგულების მიხედვით, შეზღუდვა არ ეხება საქართველოსა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში რეგისტრირებულ ავტომობილებს. ვოლოდინი: რუსეთის ხელისუფლება ქვეყნიდან წასული ადამიანების სიებს ადგენს გასულ კვირას მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ხელისუფლებამ შესაძლოა, საომარი მდგომარეობა გამოაცხადოს და საზღვრები ჩაკეტოს. კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა 26 სექტემბერს განაცხადა, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.  რუსული მედია: ზემო ლარსზე, მობილიზაციას დაქვემდებარებულ რუსეთის მოქალაქეებს, გაწვევის უწყებებს ურიგებენ 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინის მიერ, ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეებმა ქვეყნის დატოვება დაიწყეს, რამაც საქართველო-რუსეთის საზღვარზე, „ზემო ლარსის“ გამშვები პუნქტის გადატვირთვა გამოიწვია. საქართველოს საზღვართან კლომეტრიანი რიგებია.  21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.

ბელორუსში, მინსკის მახლობლად მდებარე სამხედრო ნაწილის საბრძოლო მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმება დაიწყო

ბელორუსში, მინსკის მახლობლად მდებარე სამხედრო ნაწილის საბრძოლო-სამობილიზაციო მზადყოფნის უეცარი შემოწმება დაიწყო. ინდორმაციას ბელორუსის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.  „დღეს, საჰაერო ძალების და საჰაერო თავდაცვის ძალების მომზადების გეგმის შესაბამისად, 06752 სამხედრო ნაწილის საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის უეცარი შემოწმება დაიწყო, რომელიც ერთი თვე გაგრძელდება“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.   ეს სამხედრო ნაწილი მინსკის მახლობლად სოფელ მაჩულიშჩში მდებარეობს. თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ შემოწმების დროს შეიმუშავებენ „რიგ საკითხებს, რომელთაგან მთავარი იქნება სამხედრო სამსახურში პასუხისმგებელ პირთა გაწვევა და კვალიფიკაციის აღდგენა, სამხედრო და სპეციალური ტექნიკის შესანახად გატანა“. შეგახსენებთ, რომ ალექსანდრ ლუკაშენკო, ვლადიმერ პუტინს 26 სექტემბერს სოჭში შეხვდა.   

ნორვეგია Nord Stream-ის დაზიანების გამო, ენერგეტიკული ობიექტების დასაცავად სამხედროებს გაგზავნის

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გაჰრ შტორემ განაცხადა, რომ ბალტიის ზღვაში რუსული გაზსადენების დაზიანების გამო, ქვეყნის ნავთობისა და გაზის პლათფორმების დაცვას გააძლიერებს. ამ პლათფორმებს ნორვეგიელი სამხედროები დაიცავენ. მედია: ბალტიის ზღვაში „ჩრდილოეთ ნაკადის“ გაზსადენების დაზიანება შესაძლოა, დივერსიის შედეგი იყოს ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ სექტემბერში ბალტიის ზღვაში დრონების „ანომალიური“ აქტივობა დაფიქსირდა. ამასთან, შტორეს თქმით, ნორვეგიის მიმართ კონკრეტული საფრთხე ჯერ არ გამოვლენილა. „Nord Stream 1-დან ერთმანეთთან ძალიან ახლოს ორი გაჟონვა დაფიქსირდა. ერთი შვედეთის, ხოლო მეორე - დანიის ეკონომიკურ ზონაში“, - განუცხადა Reuters შვედეთის საზღვაო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა. ორივე დაზიანება დანიის კუნძულ ბორნჰოლმის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს. Nord Stream 2-ის დაზიანება იმავე ზონაშია, მაგრამ უფრო ახლოს ბორნჰოლმთან. Nord Stream AG, Nord Stream-ის ოპერატორმა, 26 სექტემბერს განაცხადა, რომ Nord Stream 1-ის ორივე ხაზზე წნევა დაეცა. 27 სექტემბერს კი, რუსეთის სახელმწიფო სააგენტო RIA-Novosti-ის ცნობით, ოპერატორმა ორივე მილსადენზე უპრეცედენტო დაზიანების შესახებ განაცხადა.  დანიის ხელისუფლებამ გაჟონვის ირგვლივ აფეთქების რისკის შესამცირებლად რამდენიმე უსაფრთხოების ზონა შექმნა: 9,3 კმ (5 მილი) რადიუსი გემებისთვის და 1 კმ თვითმფრინავებისთვის, DR-ის თანახმად. ანალოგიურად იმოქმედება შვედეთის ხელისუფლებამაც.  მომხდარზე,ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.   

ჯონ ჰერბსტი: ბელორუსის პრეზიდენტი ცდილობს, პუტინს ასიამოვნოს

Europetime-თან ექსკლუზიურად, უკრაინასა და უზბეკეთში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორმა, ჯონ ჰერბსტმა შეაფასა ოკუპირებულ აფხაზეთში ალექსანდრ ლუკაშენკოს „ვიზიტი“. ჯონ ჰერბსტის თქმკით, ბელორუსის პრეზიდენტი ცდილობს, პუტინს ასიამოვნოს. ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორის შეფასებით, ალექსანდრ ლუკაშენკოს ამ ნაბიჯის მიზეზი ისაა, რომ ბელორუსის პრეზიდენტი თავს მარტო და დაუცველად გრძნობს.  „პუტინს წლების წინ მოეწონებოდა ლუკაშენკოს მხარდაჭერა აფხაზეთთან დაკავშირებით. თბილისმა გარკვეული ზომები უნდა მიიღოს უკმაყოფილების გამოსახატავად. კონკრეტულად რა შეიძლება, რომ იყოს ეს ზომები, თავად თბილისის არჩევანზეა დამოკიდებული“, - მიიჩნევს ჯონ ჰერბსტი. საქართველო ბელორუსს მოუწოდებს, პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას შეგახსენებთ,  ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.  

ირაკლი ღარიბაშვილი: მკაცრად ვგმობ, ალექსანდრ ლუკაშენკოს „ვიზიტს“ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი,  Twitter-ზე ოკუპირებულ აფხაზეთში, ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს გამოეხმაურა.  „მკაცრად ვგმობ ალექსანდრ ლუკაშენკოს „ვიზიტს“ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმთან შეხვედრებს. ეს ნაბიჯი არღვევს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, ისევე როგორც ორმხრივ ურთიერთობებს ჩვენს ქვეყნებს შორის”, - წერს ღარიბაშვილი. ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. ლუკაშენკო აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა.  

ასლან ბჟანია ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე: იმედი მაქვს, ნაბიჯ-ნაბიჯ მივალთ აღიარებამდე

ბიჭვინთაში, თვითაღიარებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას და ბელორუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვედრის დასრულების შემდეგ, ბჟანიამ ლუკაშენკოს ვიზიტი შეფასა. მედიის ცნობით, ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა „ეს იყო ბელორუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი დამოუკიდებელ აფხაზეთის რესპუბლიკაში და ამ ვიზიტის დიდ იმედებს ვამყარებთ. დარწმუნებული ვარ, ის ბიძგს მისცემს ჩვენს ურთიერთობას. განვიხილეთ არაერთი ეკონომიკური საკითხი. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ აფხაზეთის რესპუბლიკა და ბელორუსის რესპუბლიკა დინამიურად განავითარებენ იმ ურთიერთობებს, რომლებიც დღეს აქ ყალიბდება“, - განაცხადა ასლან ბჟანიამ. ალექსანდრ ლუკაშენკო ასლან ბჟანიას: რუსეთი მზადაა, მხარში ამოგიდგეთ. მეგობრებთან ურთიერთობები უნდა გავამყაროთ ბელორუსის რესპუბლიკის მიერ აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის შესაძლო აღიარების საკითხზე, დე-ფაქტო პრეზიდენტმა განაცხადა: „ბელორუსის რესპუბლიკის მეთაურის აფხაზეთში ვიზიტის ფაქტი ბევრს ამბობს - რომ ჩვენი დღევანდელ ეტაპზე ურთიერთობა ახალ ხასიათს იძენს, ჩვენს ურთიერთობებს ახალი იმპულსი მიეცა. იმედი მაქვს, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მივალთ აღიარებამდე. არ მინდა ამ საკითხზე წინასწარ საუბარი, მაგრამ ამ დიდ სახლში პირველი აგური უკვე დადებულია, ფაქტია. კმაყოფილი ვარ შეხვედრით“, - განაცხადა ასლან ბჟანიამ. დღეს ღამით ბელორუსის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ აფხაზეთი დატოვა.  

აშშ-მა უკრაინისთვის ახალი, $1.1 მილიარდიანი დახმარების შესახებ გამოაცხადა, რომელიც HIMARS-ის სარაკეტო სისტემებსაც მოიცავს

აშშ-მა უკრაინისთვის $1,1 მილიარდის გამოყოფის შესახებ განაცხადა. სამხედრო დახმარების პაკეტში 18 HIMARS-ია. ამის შესახებ  AFP წერს.  Reuters: აშშ უკრაინისთვის ახალ, $1.1 მილიარდის დახმარების პაკეტს ამზადებს, რომელიც HIMARS-ის სარაკეტო სისტემებსაც მოიცავს გამოცემის ცნობით, სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა გამოაცხადა.  HIMARS-ის სარაკეტო სისტემების გარდა, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტში შედის: 150 შეჯავშნული მანქანა „ჰამერი“ (HMMWV); 150 ტაქტიკური მანქანა იარაღის ბუქსირებისთვის; 40 სატვირთო მანქანა და 80 მისაბმელი მძიმე ტექნიკის გადასაწყვანად; 2 რადარი უპილოტო საფრენი აპარატებისთვის; 20 მრავალფუნქციური რადარი; უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემები; ტაქტიკური უსაფრთხო საკომუნიკაციო სისტემები, სათვალთვალო სისტემები და ოპტიკა; ფეთქებადი იარაღი განადგურების აღჭურვილობა; დამცავი ჟილეტები და სხვა საველე აღჭურვილობა; წვრთნის, მომსახურებისა და დახმარების დაფინანსება.  

ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი წარადგინა

ევროპულმა კომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი წარადგინა.  პაკეტი ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამოაცხადა. ურსულა ფონ დერ ლაიენის ინიციატივაა დადგინდეს ახალი აკრძალვა რუსული პროდუქციის იმპორტზე, რითაც რუსეთს, შემოსავლების სახით, 7.5 მილიარდი ევრო დააკლდება. ასევე, მისი შეთავაზებაა, გაფართოვდეს პროდუქციის სია, რომლის რუსეთში ექსპორტირება აღარ მოხდება. ეს შეეხება დამატებით მასალებს ავიაციისთვის და ელექტრონულ კომპონენტებს, ასევე სპეციფიკურ ქიმიურ ნაერთებს. „ასევე, გთავაზობთ, აიკრძალოს დამატებითი მომსახურებები რუსეთისთვის, ევროკავშირის მოქალაქეებს აეკრძალოს ხელმძღვანელ თანამდებობაზე ყოფნა რუსულ კომპანიებში“ , - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა. სანქციების ახალი პაკეტი უკრაინაში რუსეთის შეჭრასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო რეფერენდუმების ჩატარებას უკავშირდება.  

ჯუანშერ ბურჭულაძე: ლუკაშენკოს ვიზიტზე უმკაცრესი რეაგირება გვექნება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს ფაქტი ხელს არ უწყობს ჩვენს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობას. „ჩვენ გვექნება უმკაცრესი რეაგირება ვიზიტთან დაკავშირებით და, მით უმეტეს, თუ იქნება მწვავე ნაბიჯი გადადგმული რომელიმე სახელმწიფოს მიერ", - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ არცერთ ქვეყნის ლიდერს არ ურჩევს მსგავსი გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვას: „არ ვურჩევდი არცერთი ქვეყნის ლიდერს დაუშვას ისეთი შეცდომა, რომლის გამოსწორებაც მის ქვეყანას ძვირი დაუჯდეს, ან საერთოდ არ იყოს შესაძლებლობა ამ შეცდომის გამოსწორების", - განაცხადა ჯუანშერ ბუჯჭულაძემ.  შეგახსენებთ, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში 28 სექტემბერს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.  

შალვა პაპუაშვილი: ბელორუსი ამ ნაბიჯით, საქართველოსთან ურთიერთობის წითელ ხაზთან ძალიან ახლოს მივიდა

რა თქმა უნდა ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, როდესაც სხვა ქვეყნის ლიდერი საქართველოს ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად შემოდის საქართველოს ტერიტორიაზე, ამიტომაც ძალიან მკვეთრი, დიპლომატიური ნაბიჯი გადაიდგა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა ბელარუსის ელჩი, მოსთხოვა მას განმარტება და ახლა სამინისტრო არის ამ განმარტების მოლოდინში, -ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე  შალვა პაპუაშვილმა „რუსთავი2“-ის ეთერში განაცახდა.  მისი თქმით, ბელარუსი ამ ნაბიჯით ძალიან ახლოს მივიდა წითელ ხაზთან საქართველოსთან ურთიერთობის და მნიშვნელოვანია ეს წითელი ხაზი არ გადაიკვეთოს.  „თავისთავად, ეს ნაბიჯი, ანუ ეს ჩასვლა, არღვევს საერთაშორისო სამართალს, ასევე არღვევს ჩვენს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. გარდა ამისა, ეს ეწინააღმდეგება იმ ურთიერთობას, რაც არის საქართველოსა და ბელარუსს შორის. ამიტომ, ჩვენ იმედი გვაქვს რომ ბელარუსი დაუბრუნდება საერთაშორისო სამართლით აღიარებულ პრინციპებს და ამ განმარტების ფარგლებში ჩვენ ვნახავთ, რომ რაც შეეხება განსაკუთრებით არ აღიარების პოლიტიკას, აქ რაიმე ნაბიჯი არ გადაიდგმება. მოთხოვნილია განმარტებები და ეს განმარტებები უნდა იყოს წარმოდგენილი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.  შეგახსენებთ, რომ ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ჩავიდა. ლუკაშენკო თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა.

ილია დარჩიაშვილი: ლუკაშენკოს ჩასვლა ბიჭვინთაში, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევით მიუღებელია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ალექსანდრე ლუკაშენკოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ, საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ჩასვლას ეხმაურება. „პრეზიდენტ ლუკაშენკოს ჩასვლა ბიჭვინთაში, ოკუპირებულ აფხაზეთში/საქართველოში, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევით მიუღებელია. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ უკანონო ქმედებას. საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები დაცული უნდა იყოს," - წერს დარჩიაშვილი Twitter-ის პირად გვერდზე.  შეგახსენებთ, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში 28 სექტემბერს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.  

ნედ პრაისი: რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და გააუქმოს აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ „აღიარების“ გადაწყვეტილება

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ნედ პრაისის განცხადებით, რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და გააუქმოს აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ „აღიარების“ გადაწყვეტილება. ამის შესახებ მან ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკოს ვიზიტის კომენტირებისას განაცხადა. „ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს მის მიერ 2008 წლის შეთანხმების მიხედვით აღებული ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე არებულ პოზიციებზე, გააუქმოს აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარების გადაწყვეტილება. როგორც იცით, დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრელა განცხადება და დაგმო ლუკაშენკოს ვიზიტი, დამატებითი დეტალებისთვის, გთხოვთ, საქართველოს მთავრობას მიმართოთ“, - განაცხადა ნედ პრაისმა ქართველი ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ. შეგახსენებთ,  ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.  

მობილიზაციისთვის თავის ასარიდებლად, ოკუპირებული ცხინვალის მოსახლეობას დე ფაქტო პასპორტების გამოყენებისკენ მოუწოდებენ

სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურეებსა და დეპარტამენტის სამოქალაქო პერსონალს, რეკომენდაციას აძლევეს რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი რუსეთის ფედერაციასთან, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტით გადაკვეთონ. ინფორმაციას, დე ფაქტო თავდაცვის დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს.   „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო რეკომენდაციას უწევს, რომ დეპარტამენტის სამხედროებმა და სამოქალაქო პერსონალმა გადაკვეთონ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი რუსეთის ფედერაციასთან სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტის გამოყენებით, მათ შორის პირადობის დამადასტურებელი საბუთი. სამხედრო მოსამსახურის მოწმობა, სამხედრო პირადობის მოწმობა და სამსახურის ცნობა“, - ნათქვამია დე-ფაქტო სამინისტროს განცხადებაში. ამასთან, სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ პარალელურად, სამხრეთ ოსეთის ეროვნული არმია შეიარაღებული ძალების საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის შესანარჩუნებლად დაგეგმილ აქტივობებს ახორციელებს. გასულ კვირას მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ხელისუფლებამ შესაძლოა, საომარი მდგომარეობა გამოაცხადოს და საზღვრები ჩაკეტოს. კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა 26 სექტემბერს განაცხადა, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.  ამის შემდეგ ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "ზემო ლარსთან" სამხედრო კომისარიატის სამობილიზაციო პუნქტის გახსნის შესახებ განაცხადა. კრემლის კონტროლირებადი მედიის ცნობით, ზემო ლარსის საზღვარზე, მობილიზაციას დაქვემდებარებული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები გაწვევის უწყებებს უკვე იღებენ. 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინის მიერ, ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეებმა ქვეყნის დატოვება დაიწყეს, რამაც საქართველო-რუსეთის საზღვარზე, „ზემო ლარსის“ გამშვები პუნქტის გადატვირთვა გამოიწვია. საქართველოს საზღვართან კლომეტრიანი რიგებია.  21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.

პრეზიდენტი: მიხარია, რომ აქამდე გავაჭიანურე და ხელი არ მომიწერია ბელორუსში საქართველოს ახალი ელჩის დანიშვნისათვის

ძალიან მიხარია, რომ აქამდე გავაჭიანურე ეს საკითხი და ხელი არ მომიწერია ბელორუსში საქართველოს ახალი ელჩის დანიშვნისათვის - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში განაცხადა, სადაც სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა.  „არ შეიძლება, არ აღვნიშნო რამდენად მიუღებელი და შემაშფოთებელია ის, რაც დღეს მოხდა. ძალიან ცინიკური მიდგომაა, როცა აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტი ოკუპაციის კანონის დარღვევით, საერთაშორისო სამართლის ყველა წესისა და პრინციპის დარღვევით, ასევე, ჩვენი ვითომც მეგობრული ურთიერთობების დარღვევით ჩავიდა.  ძალიან მიხარია, რომ აქამდე გავაჭიანურე ეს საკითხი და ხელი არ მომიწერია ბელორუსში საქართველოს ახალი ელჩის დანიშვნისათვის. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი წესები, ჩვენი ტერიტორია, ჩვენი პრინციპები და ყველას უნდა მოვთხოვოთ, რომ დაიცვას ეს.  ეს ხდება მაშინ, როცა რუსეთი ჩვენს მეგობარ ქვეყანაში ვითომც და რეფერენდუმებით (რომელსაც ყველანი ერთხმად უნდა ვგმობდეთ) ცდილობს, რაღაცნაირად ფეხი მოიკიდოს, მაგრამ ეს უკვე შეუძლებელია. ცინიკური ფორმაა ისიც, რომ ვითომც დემოკრატიულ პრაქტიკას იყენებ შენი სამხედრო და ძალადობრივი ოკუპაციის გასამყარებლად. დღეს ჩვენ აფხაზეთზე ვსაუბრობთ. მზერა მომავლისკენ უნდა გვქონდეს, რომელიც ძალიან საინტერესოა. ისეთი რაღაცეები ხდება დღევანდელ მსოფლიოში, რაც ალბათ ვერ წარმოგვედგინა და ბევრს კიდეც უჭირს ამის წარმოდგენა. ჩნდება ბევრი ახალი შესაძლებლობა და ამავე დროს, ბევრი საფრთხეც, მაგრამ ჩვენ იმის გამბედაობაც უნდა გვქონდეს, რომ დავინახოთ ის მსოფლიო, რომელიც იცვლება. ერთი თაობა უკვე გავიდა და ახალი თაობა მოვიდა, ახალგაზრდობას და ყველას ერთად უნდა დავანახოთ რა არის პერსპექტივა და როგორია ის გაერთიანებული საქართველო, რომელზეც ვოცნებობთ.  მეტი ჩართულობა, მეტი ურთიერთგაცვლები, ამ ურთიერთობებში ჩასმული მეტი ეკონომიკა, რადგან თუ არ იქნება განვითარება, ეს ყველაფერი მაინც სიტყვებად დარჩება. მეტი კულტურა, რადგან კულტურა გვაერთიანებს და დღევანდელი საღამო სწორედ ამის მაჩვენებელია. და კიდევ ერთი, ძალიან ბევრი რამ ისმის ამ რაღაც მეორე ფრონტის თემაზე, რომელიც რუსული თემაა. რუსეთს სურს ამით რაღაცნაირად შეაშინოს აფხაზები, ვითომ საქართველო მათთვის საფრთხეს წარმოადგენს. რუსეთის გარდა, მთელმა მსოფლიომ უკვე იცის, ვინ და სად არის საფრთხე. ის ამ თემით მანიპულირებას ცდილობს, მაგრამ მე ძალიან მიკვირს, როცა ჩვენ რაღაცნაირად ვეხმიანებით ამ აბსურდულ თემას.  დარწმუნებული ვარ, რომ აფხაზეთიდანაც ძალიან კარგად ხედავენ როგორია საქართველო და რომ ეს საქართველო რეალურად მომავლისათვის ნამდვილი გზაა - ჩვენ ვართ რეალური ხიდი და გზა ევროპისკენ.  ჩვენ თუ შევალთ ევროპაში, რისი ძალიან დიდი იმედი და რწმენა მაქვს, ჩვენი გაერთიანება ნამდვილად იქ მოხდება და ამ გზაზე ვიქნებით ერთიანნი. ეს არის ის, რაც უნდა გადავცეთ მათ, რასაც უნდა ვაშენებდეთ და რითიც ერთად უნდა ვიცხოვროთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში 28 სექტემბერს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

პოლ გობლი: საქართველო მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ ბელორუსის ელჩი გააძევოს

Europetime-თან ექსკლუზიურად, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯეიმს ბეიკერის (1989 -1992) სპეციალური წარმომადგენელი და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველი, პოლ გობლი აფასებს ოკუპირებულ აფხაზეთში ალექსანდრ ლუკაშენკოს „ვიზიტს“. „ვფიქრობ, ლუკაშენკო ცდილობს, დაანახოს მოსკოვს, რომ თანამშრომლობს, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის საკითხებთან მიმართებით, დიდად არ ჩქარობს. ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობას ალბათ იმედი აქვს, რომ ბელორუსი მათ „დამოუკიდებლობას“ აღიარებს. ჯონ ჰერბსტი: ბელორუსის პრეზიდენტი ცდილობს, პუტინს ასიამოვნოს საქართველო მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ თბილისიდან ბელორუსის ელჩი გააძევოს, მინსკიდან კი, თავისი დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი გამოიწვიოს“, - განუცხადა პოლ გობლმა Europetime-ს. პრეზიდენტი: მიხარია, რომ აქამდე გავაჭიანურე და ხელი არ მომიწერია ბელორუსში საქართველოს ახალი ელჩის დანიშვნისათვის შეგახსენებთ, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. ცნობისთვის, ვალერი კვარაცხელიას ბელორუსში ელჩობის ვადა სექტემბერში ამოეწურა.

პიტერ სტანო: ლუკაშენკოს ეს „ვიზიტი“ არის მტრული ჟესტი საქართველოს მიმართ

„ევროკავშირი თვლის, რომ ეს „ვიზიტი“ საქართველოს ხელისუფლებასთან კოორდინაციის გარეშე ძირს უთხრის ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მტრული ჟესტია საქართველოს მიმართ," - ამის შესახებ ევროკომისიის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ „რუსეთვი2“-ს განიუცხადა.  შეგახსენებთ, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.