ძებნის რეზულტატი:
რა პრობლემების წინაშეა ადგილობრივი წარმოება და რა ნიშა აქვს ქართულ თხილს მსოფლიო ბაზარზე
საქართველოში ბოლო სამი წელია, თხილის წარმოება იზრდება. საექსპორტო ათეულში თხილი მე-9 ადგილზეა. ამ დადებითი ტრენდის მიუხედავად, ფერმერები ამბობენ, რომ თხილის ფასი დაბალია და მსოფლიო ბაზრის უმსხვილეს მოთამაშე თურქეთს, ფასითა და ხარისხით კონკურენციას ვერ უწევენ. რა ვითარებაშია საქართველოში თხილის წარმოება, რატომ ვერ უწევს კონკურენციას თურქულ პროდუქტს და რა პერსპექტივა აქვს ევროკავშირის ბაზარზე, ამ და სხვა საკითხებზე Europetime თხილის მწარმოებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელს ლევან ქარდავას ესაუბრა. ET: ფერმერები აცხადებენ, რომ 2022 წელს საქართველოში თხილის ფასი დაბალია. რა არის ამის მიზეზი? თხილის ფასს ხარისხი განაპირობებს. თხილის ხარისხზე საუბრისას, საკითხი ორ ნაწილად უნდა დავყოთ: როგორია გაუტეხავი თხილის ხარისხი? ექსპორტისთვის კი მნიშვნელოვანია, როგორი ხარისხისაა გატეხილი თხილის გული. საქართველოში გაუტეხავი თხილის ხარისხი საკმაოდ დაბალია, რასაც თავისი მიზეზები აქვს. ორი წლის განმავლობაში ზაფხულში მოსულმა ჭარბმა ნალექმა თხილის ხარისხზე ნეგატიურად იმოქმედა. ამასთან, გააქტიურდა ფაროსანა და წვიმების გამო წამლობა არაეფექტური იყო. ET: ევროპაში წინა წლებში ქართულ თხილზე მოთხოვნა მზარდი იყო. ახლა რა ვითარებაა არსებული რეალობის გათვალისწინებით, როცა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე გლობალური ეკონომიკა ეცემა და ლოგისტიკური ჯაჭვის მოშლის გამო, ქვეყნებს შორის ვაჭრობა მცირდება? საქართველოში გასულ წელთან შედარებით, გაუტეხავ თხილზე ფასი საკმაოდ დაბალია და 3 ლარიდან 4,5 ლარამდე მერყეობს. რაც შეეხება საექსპორტო პროდუქციას, ხარისხი ნორმალურია და ევროპის ბაზარზე გადის. ტრანსპორტირების ხარჯების გათვალისწინებით, ევროპაში 1 კილოგრამი გარჩეული ქართული თხილის ფასი $5 უახლოვდება. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ მოთხოვნა შემცირებულია იმ კრიზისიდან გამომდინარე რაც ევროპასა და მსოფლიოშია. ET: რამდენად სტაბილურია ქართული თხილის მიწოდება ევროკავშირის ბაზარზე მაშინ, როცა ბოლო წლებში ალფატოქსინის (მომწამვლელი ნივთიერება, რომელიც თხილში ცუდად გამოშრობის გამო ჩნდება) პრობლემა გაჩნდა და პროდუქციის რამდენიმე პარტია უკან დააბრუნეს? ალფატოქსინის პრობლემამ გასულ წელს იჩინა თავი, თუმცა ამას თავისი მიზეზები ჰქონდა. პირველია კრეფის მომენტში წვიმები, რამაც პირველ რიგში გამოიწვია ეს დაავადება, ხოლო შემდეგია შრობის პრობლემა. როგორც წესი საქართველოში თხილი მინდორზე, მზეზე შრება, წვიმების გამო ეს ვერ მოხერხდა, თხილი ვერ გამოშრა და ალფატოქსინზე პრობლემა შეგვექმნა. თუმცა 2022 წელს კრეფის სეზონი მშრალი იყო და ამ მიმართულებით პრობლემებს არ ველოდებით. ET: რა პერსპექტივა აქვს ქართულ თხილს აზიის ბაზრებზე? სტატისტიკა აჩვენებს რომ 2021 წელს ჩინეთში 20 ტონა გავიდა. ექსპორტი განხორციელდა იაპონიაშიც. ჩინეთში თხილი ძირითადად გაუტეხავი სახით გადის. ამ მიმართულებით განსაკუთრებული წინსვლა არ გვაქვს და არცაა მოსალოდნელი. ეს ბაზარი თანდათანობით იზრდება და აქ ნახტომისებურ ზრდას არ ველოდებით. ზოგადად მსოფლიოში თხილის მომხმარებელი ძირითადად ევროპაა, ამიტომ მაინც ევროკავშირის ქვეყნები იქნება ქართული თხილის ექსპორტისთვის ძირითადი მიმართულება. თუ ჩინეთის მიმართულებით გაყიდვები გაიზრდება, ეს დაემატება ევროპის მიმართულებას, რადგან ევროპის მიმართულება ვერ ჩანაცვლება სხვა ბაზრებით. ET: რა ვითარებაა თურქეთში? თურქეთში თხილის მოსავალი წელსაც მაღალია - დაახლოებით 800 ათასი ტონა. ჩვენთან 40 ათასი ტონის ფარგლებშია. თურქეთთან კონკურენცია ძალიან რთულია რაოდენობიდან გამომდინარე. ამას ემატება ქართული თხილის ხარისხის პრობლემა. თურქული თხილი ბევრად უფრო ხარისხიანია ვიდრე ქართული. ამიტომ ჩვენ გვიწევს მყიდველისთვის ქართული თხილის უფორ დაბალ ფასში შეთავაზება. თუ გვექნება თურქული ხარისხის თხილი, ჩვენც იგივე ფასში შევძლებდით რეალიზაციას, როგორც მაგალითად, თურქეთი ახერხებს ევროკავშირის ქვეყნებში. მაგალითად, კახეთის რეგიონში, სადაც პრაქტიკულად თურქული ხარისხის თხილი მოდის, მარალ ფასში იყიდება. პროდუქტს „აგრიჯორჯია“ (ფერეროს ქართული წარმომადგენლობა) ყიდულობს. შესაბამისად, თუ თხილის ხარისხი გაუმჯობესდება დასავლეთ საქართველოში, პროდუქტზე ფასიც ეტაპობრივად გაიზრდება. ET: რატომ ვერ ვაუმჯობესებთ ხარისხს? რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა და შემაფერხებელი პირობა? ყველაზე მთავარი ამოსავალი წერტილი და ყველაზე დიდი პრობლემაა მიწების დანაწევრება. ფერმერების მფლობელობაში 0,4-0,5 ჰექტარია დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით სამეგრელოს რეგიონში და ამის გამო თხილის მოვლის ინტერესი ნაკლებია. თუმცა დასავლეთ საქართველოში არიან მსხვილი ფერმერები, რომლებსაც მაღალი ხარისხის თხილი აქვთ. იგივე აბაშის რაიონში, წალენჯიხის რაიონში (დაბალი ზონა) განმუხურის, კახათის მიმართულებით, აქ ფერმერები რამდენიმე ჰექტარს ფლობენ და შესაბამისად კარგად მოვლილი ბაღები აქვთ. თუ შევაჯამებთ, საქართველოში თხილის კულტურა ფაქტობრივად მოუვლელია ან ცუდადაა მოვლილი. მივდივართ ფაქტობრივად იქამდე, რომ ხალხს არ აქვს შესაძლებლობა, რომ თხილს მოუაროს და ვერ ხედავს ამ კულტურიდან შემოსავლის მიღების პერსპექტივას. მაგალითად წელს ელოდებოდნენ დაბალ ფასს და გადაწყვიტეს, რომ ამის გამო თხილის მოვლა აღარ ღირდა. ამიტომაც მოსავალიც და ხარისხიც დაბალია. ვითარება ადგილობრივ და მსოფლიო ბაზარზე: სხვადასხვა მონაცემებით, საქართველოში თხილის წარმოებაში დაახლოებით 40 000 ფერმერია ჩართული. ერთ ჰექტარზე თხილის მოვლის საფასური (კრეფის ჩათვლით) 500 ლარიდან $900 -მდე მერყეობს. საქსტატის მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში თხილის წარმოებამ 24 ათასი ტონა შეადგინა, 2020 წელს - 32,7 ათასი ტონა, ხოლო 2021 წელს 46 ათასი ტონა. არის მოლოდინი, რომ 2022 წელს წარმოების მოცულობა დაახლოებით, 40 ათასი ტონა იქნება. თხილის წარმოება საქართველოში რეგიონებს შორის ასე ნაწილდება: (2021 წელი საქსტატის მონაცემები) სამეგრელო-ზემო სვანეთი - 23,1 ათასი ტონა; გურია - 8,5 ათასი ტონა; აჭარა - 5,1 ათასი ტონა; იმერეთი - 4,5 ათასი ტონა; კახეთი - 4,2 ათასი ტონა; მცხეთა-მთიანეთი - 4,2 ათასი ტონა; დანარჩენი - 0,1 ათასი ტონა. რაც შეეხება მსოფლიო ბაზარს, თურქეთს თხილის ექსპორტში ბაზრის 70%-ს უკავია, მეორეა იტალია. ექსპორტიორთა ხუთეულშია საქართველო, აზერბაიჯანი და ჩილე. საქსტატის მონაცემებით, საქართველოდან გარჩეული თხილი ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებში გადის. საქართველოდან 2021 წელს ყველაზე მეტი თხილი (გარჩეული) გერმანიაში (4 512,47 ტონა) გავიდა, მეორეა იტალია (2 804 ,22 ტონა), შემდეგ სომხრთი (1427 ტონა) ესპანეთი (713 ტონა), ბელორუსი (593 ტონა), ლიეტუვა (586 ტონა) მოდის. შვიდეულს კრავს უკრაინა, სადაც საქართველოდან 2021 წელს 529 ტონა თხილი ექსპორტირდა. საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს საქართველოდან ექსპორტიორებმა თხილი 30-ზე მეტ ქვეყანაში გაიტანეს.
სამოქალაქო აქტივისტებს პოლიციამ ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან, აქციის ჩატარების უფლება არ მისცა
პარტია „დროას“ წარმომადგენლებსა და სამოქალაქო აქტივისტებს პოლიციამ ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან აქციის ჩატარების უფლება არ მისცა. რამდენი მოქალაქე შემოვიდა რუსეთიდან, მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ - შსს სტატისტიკას აქვეყნებს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, კახა ბუხრაძემ აქციის მონაწილეებს განუმარტა, სურვილის შემთხვევაში აქციის ჩატარება გველეთში შეეძლებათ. "ლარსის გამშვები პუნქტიდან საქართველოსკენ რთული მოძრაობაა და იმისთვის, რომ არ შეიქმნას კოლაფსი, ასევე აქციის მონაწილეების უსაფრთხოება იყოს დაცული, პოლიცია მათ ლარისის სასაზღვრო პუნქტთან მისვლისა და აქციის ჩატარების უფლებას ვერ მისცემს", - განაცხადა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, კახა ბუხრაძემ. აქტივისტების განმარტებით, საპროტესტო აქციის მთავარი მიზანია, პლაკატები, რაც მათ აქვთ წარმოდგენილი, რუსეთის მოქალაქეებმა ნახონ. "ჩვენი მიზანია, რუსეთიდან საქართველოში შემოსულმა რუსმა მოქალაქეებმა, ნახონ ჩვენი პლაკატები. პოლიციის მოთხოვნა კანონიერი არ არის, თუმცა მათი ამოცანა პოლიციასთან დაპირისპირება არ არის", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
მედიის ცნობით, ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა
გამოცემა Ekhokavkaza წყაროებსზე დაყრდნობით წერს, რომ ბელორუსის ავტორიტარული ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკო აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში არაოფიციალური ვიზიტით იმყოფება. სოციალური ქსელები აქვეყნებენ ვიდეომასალას, სადაც საგზაო პოლიციის მანქანების თანხლებით აფხაზეთში ავტოკოლონა მოძრაობს. ტელეგრამის არხი AMPA-life წერს, რომ „მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტთის ავტოკოლონიამ უკვე გაიარა გაგრა“. 26 სექტემბერს ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, სამუშაო ვიზიტით სოჭში ჩავიდა.
აშშ თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთი დაუყოვნებლივ დატოვონ
აშშ თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთი დაუყოვნებლივ დატოვონ. აშშ-ის შეფასებით, რუსეთმა შესაძლოა, უარი უთხრას ორმაგი მოქალაქეობის მქონეებს აშშ-ის მოქალაქეობის აღიარებაზე, ხელი შუშალოს რუსეთიდან მათ გამგზავრებას და გაიწვიოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები სამხედრო სამსახურში „აშშ-ის მოქალაქეებმა არ უნდა იმოგზაურონ რუსეთში, ხოლო მათ, ვინც ცხოვრობს ან მიემგზავრება რუსეთში, დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ რუსეთი, სანამ შეზღუდული კომერციული მოგზაურობის შესაძლებლობები რჩება“, - ნათქვამია განცხადებაში. საელჩო აცხადებს, რომ გამოცხადებული მობილიზაციის გათვალისწინებით, რუსეთმა შესაძლოა, უარი უთხრას ორმაგი მოქალაქეობის მქონეებს აშშ-ის მოქალაქეობის აღიარებაზე, უარი უთხრას მათ აშშ-ის საკონსულო დახმარების წვდომაზე, ხელი შუშალოს რუსეთიდან მათ გამგზავრებას და ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები სამხედრო სამსახურში გაიწვიოს.
რა ვითარებაა ლარსთან - შსს განცხადებას ავრცელებს
ჩვენი მხრიდან ყველა საჭირო ღონისძიება ხორციელდება, ლარსის გამშვებ პუნქტზე ვითარებას ვაკონტროლებთ, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა. სამოქალაქო აქტივისტებს პოლიციამ ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან, აქციის ჩატარების უფლება არ მისცა „დღის განმავლობაში, სტანდარტულად თუ რუსეთის ხუთი-ექვსი ათასი მოქალაქე იყო შემომსვლელი, ბოლო პერიოდში, 40-45 პროცენტით გაიზარდა, ამ ადამიანების რაოდენობა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რაც კანონმდებლობით არის განსაზღვრული. კერძოდ, ხდება თითოეული ადამიანის შესწავლა, თუ ის არ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს. ასევე, არის ინფორმაციები ამა თუ იმ პირის შესახებ, რომელმაც შეიძლება, საფრთხე შეუქმნას სახელმწიფო უსაფრთხოებას. მათ საზღვრის გადმოკვეთაზე ბუნებრივია, უარს ეუბნებიან. ჩ ჩვენი მხრიდან ყველა საჭირო ღონისძიება ხორციელდება, ვაკონტროლებთ იქ არსებულ ვითარებას. ლარსის გამშვებ პუნქტზე დამატებითი ძალები არიან“, – განაცხადა დარახველიძემ. რამდენი მოქალაქე შემოვიდა რუსეთიდან, მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ - შსს სტატისტიკას აქვეყნებს 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
კიევში საფრანგეთის საპარლამენტო დელეგაცია ჩავიდა
საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის ქვედა პალატის) ხელმძღვანელი იაელ ბრაუნ-პივე ვიზიტით კიევში ჩავიდა.ამის შესახებ უკრაინაში საფრანგეთის ელჩმა ეტიენ დე პონსინმა Twitter-ზე დაწერა. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა „მოხარული ვარ, მივესალმო ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს, იაელ ბრაუნ-პივეს და მნიშვნელოვან საპარლამენტო დელეგაციას კიევში“, - დაწერა დიპლომატმა. საფრანგეთი უკრაინისთვის „კეისრის“ თვითმავალი ჰაუბიცების მიწოდებას განიხილავს მან ასევე გამოაქვეყნა ფოტო შეხვედრიდან, რომელსაც უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი ესწრება.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი და ევროკავშირის საბჭოს სამუშაო ჯგუფის დელეგაცია საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ოძისში იმყოფებოდნენ
დღეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი მარეკ შჩიგელი ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე, ოძისში იმყოფებოდა, სადაც ევროკავშირის საბჭოს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალურ აზიის სამუშაო ჯგუფის დელეგაციას უმასპინძლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. „ოძისში, გადაკვეთის პუნქტზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა მარეკ შჩიგელმა დელეგაციას მიაწოდა ინფორმაცია, ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების კუთხით განვითარებულ უკანასკნელ მოვლენებზე, მათ გავლენაზე კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებასა და ადამიანის უფლებებზე. ელჩმა შჩიგელმა აღნიშნა და დადებით ნაბიჯად შეაფასა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ გადაკვეთის პუნქტების დროებით გახსნა, აგვისტოს და სექტემბრის ბოლოს. ის ასევე, მიესალმა ცხინვალში დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებას 2022 წლის დეკემბრამდე, გადაკვეთის პუნქტების ყოველი თვის ბოლოს, დროებითი გახსნის გეგმის შესახებ. ამის მიუხედავად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა გაიმეორა, რომ მისია და ეუთო განაგრძობენ მოწოდებას ადგილობრივი მოსახლეობის სასარგებლოდ, ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზზე გადაადგილების თავისუფლების სრული აღდგენისკენ. ამ მხრივ, ელჩმა შჩიგელმა ასევე გაუსვა ხაზი უარყოფით გავლენას, რომელიც მიმდინარე „ბორდერიზაციის“ ქმედებებს აქვთ, ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებაზე, კონკრეტულად, მათ წვდომას სამედიცინო მომსახურებაზე, განათლებაზე და სოციალურ სერვისებზე“, – წერია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ილია დარჩიაშვილი სომხეთის ელჩს შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საქართველოში ახალდანიშნულ სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, აშოტ სმბატიანთან შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, მინისტრმა წარმატებები უსურვა სომეხ დიპლომატს მომავალ საქმიანობაში და ხაზი გაუსვა საქართველოსა და სომხეთს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების მნიშვნელობას. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების მზარდი დინამიკა და იმედი გამოთქვეს, რომ რეგიონში არსებული სირთულეების მიუხედავად, მხარეები განაგრძობენ მჭიდრო თანამშრომლობას როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები სავაჭრო, ეკონომიკური, სატრანზიტო და სატრანსპორტო მიმართულებებით. აღინიშნა, რეგიონში საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის მნიშვნელობა.
NATO და საქართველო მადრიდის სამიტზე მიღებული ახალი მხარდამჭერი ზომების განხორციელებას განიხილავენ
Europetime-თან ექსზკლუზიურად, NATO-ს ოფიციალური პირი ხავიერ კოლომინას საქართველოში ვიზიტის დეტალებზე საუბრობს. ალიანსის წარმომადგენლის ინფორმაციით, NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა თბილისში ვიზიტისას განიხილავს იმ პრაქტიკულ ღონისძიებებს, რომლებიც NATO-მ საქართველოს მხარდასაჭერად სამიტზე, მადრიდში შეათანხმა. „ამ კვირაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა, იმყოფება საქართველოში, რომელიც ალიანსის უაღრესად ღირებული პარტნიორია. ვიზიტის განმავლობაში ბატონი კოლომინა აწარმოებს პოლიტიკურ კონსულტაციებს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებთან, საქართველოს ოპოზიციურ სპექტთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. ხავიერ კოლომინამ ასევე მოინახულა საოკუპაციო ხაზი ეს ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა იმის კვლავ დასადასტურებლად, რომ NATO მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში; ასევე ალიანსში ქვეყნის გაწევრიანების მისწრაფებას. ხავიერ კოლომინას ვიზიტი ასევე კარგი შესაძლებლობაა, განვიხილოთ იმ პრაქტიკული ზომების განხორციელების საკითხები, რომლებიც ივნისში, მადრიდში, NATO-ს სამიტზე საქართველოს მხარდასაჭერად შევათანხმეთ“, - განუცხადა NATO-ს ოფიციალურმა პირმა Europetime-ს. NATO-მ მადრიდის სამიტზე საქართველოსთვის მორგებული მხარდაჭერა დაამტკიცა. მადრიდის სამიტის დეკლარაციაში ვკითხულობთ: „ევროპაში უსაფრთხოების შეცვლილი გარემოს ფონზე, ჩვენ გადავწყვიტეთ ახალი ზომების მიღება, რათა გავაძლიეროთ მორგებული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა პარტნიორებისთვის, მათ შორის ბოსნია-ჰერცეგოვინისთვის, საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკისთვის. ჩვენ ვიმუშავებთ მათთან, რათა ავაშენოთ მათი მთლიანობა და გამძლეობა, განვავითაროთ შესაძლებლობები და დავიცვათ მათი პოლიტიკური დამოუკიდებლობა. ჩვენ ასევე გავაძლიერებთ ჩვენს მხარდაჭერას სამხრეთის პარტნიორებისთვის“, - აღნიშნულია ტექსტში. Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ ხავიერ კოლომინასთან
ალექსანდრ ლუკაშენკო ასლან ბჟანიას: რუსეთი მზადაა, მხარში ამოგიდგეთ. მეგობრებთან ურთიერთობები უნდა გავამყაროთ
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დე-ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია, ბელორუსის ავტორიტარულ ლიდერ ალექსანდრ ლუკაშენკოს ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკზე შეხვდა. ინფორმაციას აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. მედიის ცნობით, ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცახადა, რომ აფხაზეთში ვიზიტი, ვლადიმერ პუტინთან შეათანხმა. „მე გამოცდილი ადამიანი ვარ, მრავალი წელია, პოლიტიკაში ვარ. ვისაუბროთ, ვიფიქროთ როგორ ვიცხოვროთ. მთავარი ის არის, რომ აქ ხალხი ღირსეულად ცხოვრობს, რადგან ეს სამოთხეა დედამიწაზე, აქ ხალხი კი წმინდანები არიან. ეს საბჭოთა დროიდან მახსოვს, როცა აქ ჩამოვდიოდი. ამიტომ, ჩვენ გვინდა არამხოლოდ მეგობრობის ხიდის აგება, არამედ გვსურს, ძალიან სერიოზული ურთიერთობები დავამყაროთ“, - აღნიშნა ლუკაშენკომ. მან აღნიშნა, რომ ბელორუსი და რუსეთი კოორდინირებულად მოქმედებენ. „რუსეთი მზადაა, მხარში ამოგიდგეთ, ალბათ დადგა დრო. დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ ვნახეთ როგორი გახდა სამყარო. მშვიდად ცხოვრების უფლებას არ მოგვცემენ. ამიტომ, მეგობრებთან ურთიერთობა უნდა გავამყაროთ“, - განაცხადა ლუკაშენკომ.
რა პარამეტრები იცვლება 2022 წლის ბიუჯეტში
„ბიუჯეტის დეფიციტისა და მთავრობის ვალის პარამეტრების გაუმჯობესება მნიშვნელოვანია როგორც ფისკალური ასევე მონეტარული სტაბილურობის თვალსაზრისით. 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი ფისკალურ და მონეტარულ გამოწვევებს უპასუხებს,“-ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები განიხილეს. ირაკლი კოვზანაძის თქმით, მიუხედავად მთელი რიგი გამოწვევებისა, წელს საქართველოს ეკონომიკას მაღალი ზრდის ტემპი გააჩნია, რაც 2022 წლის ბიუჯეტის კანონში ცვლილებების შეტანის მთავარი მიზეზია. „კანონპროექტით 2022 წელს მშპ-ს რეალური ზრდის ტემპი განსაზღვრულია 8.5%-ით, ნაცვლად დაგეგმილი 6%-ისა, უმჯობესდება ბიუჯეტის დეფიციტის და მთავრობის ვალის მაჩვენებლები მშპ-სთან მიმართებაში. ბიუჯეტის დეფიციტი 4.4%-იდან 3.2%-მდე, ხოლო საქართველოს მთავრობის ვალის მოცულობა 51.1%-დან 39.6%-მდე მცირდება,“-აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ჯამურად ხარჯვითი ნაწილი, 480 მილიონით იზრდება, რაც როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური პროგრამების ასიგნებების ზრდას მოხმარდება. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა დღეს 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებებთან დაკავშირებით შემაჯამებელი სხდომა გამართა და წარმოდგენილ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი პარლამენტის შენიშვნებით და რეკომენდაციებით უკან გადაეგზავნება მთავრობას. რეგლამენტის შესაბამისად, ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსია, პარლამენტის შენიშვნების გათვალისწინებით, კვირის ბოლოს დაბრუნდება პარლამენტში, ხოლო მომავალ კვირას 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებებს სესიაზე განიხილავენ.
ვოლოდინი: რუსეთის ხელისუფლება ქვეყნიდან წასული ადამიანების სიებს ადგენს
რუსეთის ხელისუფლება საზღვრებზე იმ მოქალაქეთა სიებს ადგენს, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა, სახელმწიფო სათათბიროს სხდომაზე განაცხადა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან, ევროკავშირში რუსეთის 1 303 000 მოქალაქეზე მეტი შევიდა „ჩვენ ვადგენთ ყველა იმ ადამიანების სიებს, ვინც ახლა გზაზე დგას. გგონიათ არავინ იცის ვინ სად და რატომ წავიდა?“, - განაცახადა ვოლოდინმა. რუსეთის თავდაცვის უწყება: სამინისტრო არ გეგმავს, მიმართოს საქართველოს და სხვა ქვეყნებს, იქ მყოფი რუსეთის მოქალაქეების იძულებით დაბრუნებაზე ვოლოდინს არ დაუკონკრეტებია სიების შედგენის მიზანი.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8336 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8336 ლარი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. "დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8336 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8385 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0049 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7086 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7349 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0263 ლარი შეადგინა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ხავიერ კოლომინა საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა
NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა საქართველოში ვიზიტის დროს საოკუპაციო ხაზთანაც იმყოფებოდა. Europetime-თან ექსზკლუზიურად, NATO-ს ოფიციალური პირი ხავიერ კოლომინას საქართველოში ვიზიტის დეტალებზე საუბრობს. ეს ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა იმის კვლავ დასადასტურებლად, რომ NATO მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში; ასევე ალიანსში ქვეყნის გაწევრიანების მისწრაფებას. ხავიერ კოლომინას ვიზიტი ასევე კარგი შესაძლებლობაა, განვიხილოთ იმ პრაქტიკული ზომების განხორციელების საკითხები, რომლებიც ივნისში, მადრიდში, NATO-ს სამიტზე საქართველოს მხარდასაჭერად შევათანხმეთ“, - განუცხადა NATO-ს ოფიციალურმა პირმა Europetime-ს. მოგვიანებით, ამასთან დაკავშირებით თავად კოლომინამაც გააკეთა კომენტარი. „შთამბეჭდავი ვიზიტი დღეს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ერგნეთში, სადაც ადგილზე დავინახე არსებულ რეალობა. NATO-ს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი რჩება. განსაკუთრებულად აქტუალური გზავნილი რუსეთის მიერ ფიქტიური რეფერენდუმებისა და ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ გადაწყვეტილების შემდეგ“, - აღნიშნა თავის მხრივ, ხავიერ კოლომინამ Twitter-ზე განთავსებულ ტექსტში. NATO და საქართველო მადრიდის სამიტზე მიღებული ახალი მხარდამჭერი ზომების განხორციელებას განიხილავენ ხავიერ კოლომინა საქართველოში ვიზიტისას უკვე შეხვდა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს.
პროკურატურა: მეუღლის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა განესაზღვრა
მეუღლის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მცდელობის, შემაკავებელი ორდერის დარღვევის და ოჯახური ძალადობის ჩადენისთვის ბრალდებულის მიმართ, შეურაცხადობის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა და მას იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა განესაზღვრა, – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „თბილისის საქალაქო სასამართლომ მეუღლის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მცდელობის, შემაკავებელი ორდერის დარღვევისა და ოჯახური ძალადობის ხუთი ეპიზოდის ჩადენისთვის ბრალდებულის მიმართ შეურაცხადობის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა და ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებითი მკურნალობა განუსაზღვრა.შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად რამდენჯერმე იძალადა მეუღლეზე. ასევე, მან დაარღვია მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო, მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი, და 23 მაისს, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, დაზარალებულს დანით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ პრიმა“, „ვ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით) და 11 პრიმა 381 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა) და 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით , 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით –(ოჯახური ძალადობის ხუთი ეპიზოდი) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა“, – აცხადებენ უწყებაში. მათივე ცნობით, გამოძიების მიმდინარეობისას მისი შერაცხადობის დადგენის მიზნით, დაინიშნა სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზა. „ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებული შეურაცხადია. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებული იძულებითი მკურნალობის მიზნით ოთხი წლით მოთავსებული იქნება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში“, – აცხადებენ პროკურატურაში.
NATO: მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და მის მისწრაფებებს, გაწევრიანდეს NATO-ში
Europetime-თან ექსზკლუზიურად, NATO-ს ოფიციალური პირი ხავიერ კოლომინას საქართველოში ვიზიტის დეტალებზე საუბრობს. ალიანსის წარმომადგენლის ინფორმაციით, NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა თბილისში ვიზიტისას განიხილავს იმ პრაქტიკულ ღონისძიებებს, რომლებიც NATO-მ საქართველოს მხარდასაჭერად სამიტზე, მადრიდში შეათანხმა. „ამ კვირაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა, იმყოფება საქართველოში, რომელიც ალიანსის უაღრესად ღირებული პარტნიორია. ვიზიტის განმავლობაში ბატონი კოლომინა აწარმოებს პოლიტიკურ კონსულტაციებს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებთან, საქართველოს ოპოზიციურ სპექტთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. ხავიერ კოლომინამ ასევე მოინახულა საოკუპაციო ხაზი ეს ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა იმის კვლავ დასადასტურებლად, რომ NATO მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში; ასევე ალიანსში ქვეყნის გაწევრიანების მისწრაფებას. ხავიერ კოლომინას ვიზიტი ასევე კარგი შესაძლებლობაა, განვიხილოთ იმ პრაქტიკული ზომების განხორციელების საკითხები, რომლებიც ივნისში, მადრიდში, NATO-ს სამიტზე საქართველოს მხარდასაჭერად შევათანხმეთ“, - განუცხადა NATO-ს ოფიციალურმა პირმა Europetime-ს. NATO-მ მადრიდის სამიტზე საქართველოსთვის მორგებული მხარდაჭერა დაამტკიცა. მადრიდის სამიტის დეკლარაციაში ვკითხულობთ: „ევროპაში უსაფრთხოების შეცვლილი გარემოს ფონზე, ჩვენ გადავწყვიტეთ ახალი ზომების მიღება, რათა გავაძლიეროთ მორგებული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა პარტნიორებისთვის, მათ შორის ბოსნია-ჰერცეგოვინისთვის, საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკისთვის. ჩვენ ვიმუშავებთ მათთან, რათა ავაშენოთ მათი მთლიანობა და გამძლეობა, განვავითაროთ შესაძლებლობები და დავიცვათ მათი პოლიტიკური დამოუკიდებლობა. ჩვენ ასევე გავაძლიერებთ ჩვენს მხარდაჭერას სამხრეთის პარტნიორებისთვის“, - აღნიშნულია ტექსტში. Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ ხავიერ კოლომინასთან
EUMM-მ შიდა გამოძიება დაიწყო მისიის თანამშრომლის პოსტთან დაკავშირებით, რომელშიც ის აშშ-ს ადანაშაულებს უკრაინაში მიმდინარე ომში
საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისია (EUMM) ემიჯნება მისიის თანამშრომელს, რომელიც აშშ-ს ადანაშაულებს უკრაინაში მიმდინარე ომში. ამის შესახებ აღნიშნულია Twitter-ზე განთავსებულ პასუხში, რომელიც EUMM-მა აქტივისტ გიორგი თაბაგარის მიერ განთავსებულ სქრინზე დაწერა. „პირადი პოსტი არ ასახავს EUMM-ის პოზიციასა და მოსაზრებას, EUMM აწარმოებს შიდა გამოიძიებას და იმოქმედებს შიდა პოლიტიკასთან შესაბამისად“, - აღნიშნავს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. საქმე ეხება EUMM-ის ექსპერტს „ინფორმაციისა და ცოდნის მენეჯმენტის საკითხებში“, ანტონიო კარლოს ჰერერას პოსტს, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ ომი „ამერიკის მიერ არის ორკესტრირებული“.
ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკანშენკოს ჩასვლის გამო, ბელორუსის ელჩი საქართველოს საგარეო უწყებაში პროტესტის ნიშნად დაიბარეს
საქართველოში ბელორუსის ელჩი, ანატოლი ლისი ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლის გამო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს. ალექსანდრ ლუკაშენკო ასლან ბჟანიას: რუსეთი მზადაა, მხარში ამოგიდგეთ. მეგობრებთან ურთიერთობები უნდა გავამყაროთ მედიის ცნობით, ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ უკიდურესი შეშფოთება გამოთქვა აღნიშნულის გამო და ბელორუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოსთხოვა. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის ნიშნად საქართველოში ბელორუსის ელჩი ანატოლი ლისი დაიბარეს. ელჩთან შეხვედრა ბელორუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტთან და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრას შეეხებოდა. ქართულმა მხარემ უკიდურესი შეშფოთება გამოთქვა აღნიშნულის გამო და ბელორუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოსთხოვა“, - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში. აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დე-ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია, ბელორუსის ავტორიტარულ ლიდერ ალექსანდრ ლუკაშენკოს ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკზე შეხვდა.
გველეთში, პარტია „დროასა“ და სამოქალაქო აქტივისტების აქცია გაიმართა
გველეთში, პარტია „დროასა“ და სამოქალაქო აქტივისტების აქცია გაიმართა. სამოქალაქო აქტივისტებს პოლიციამ ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან, აქციის ჩატარების უფლება არ მისცა ცნობისთვის, პარტია „დროას“ წარმომადგენლებსა და სამოქალაქო აქტივისტებს პოლიციამ ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან აქციის ჩატარების უფლება არ მისცა. რამდენი მოქალაქე შემოვიდა რუსეთიდან, მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ - შსს სტატისტიკას აქვეყნებს 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ვიზიტით საქართველოში იმყოფება
აქართველოს თავდაცვის უწყება აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-პოლკოვნიკ ქერიმ ვალიევს მასპინძლობს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ოფიციალური დახვედრის ცერემონია თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბში გაიმართა. „გენერალ-პოლკოვნიკ ქერიმ ვალიევს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე შეხვდა. მინისტრმა აღნიშნა, რომ პარტნიორ და მეგობარ ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა რეგიონის მშვიდობიან განვითარებას უწყობს ხელს. ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, განვითარებულ და სტაბილურ აზერბაიჯანს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რეგიონში უსაფრთხოებისა და ერთობლივი პროექტების წარმატებით განხორციელებაში. შეხვედრაზე მხარეებმა უსაფრთხოების გარემო და არსებული გამოწვევები განიხილეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ და გენერალ-პოლკოვნიკმა ქერიმ ვალიევმა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივ და სამმხრივ თანამშრომლობაზეც ისაუბრეს. დღესვე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა უმასპინძლა. მხარეებმა თავდაცვის სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო აზერბაიჯანელი სამხედროების აქტიურ მონაწილეობას საქართველოში ჩატარებულ და დაგეგმილ საერთაშორისო სწავლებებში და სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობას. შეხვედრას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები და უწყების მაღალი რანგის სამხედრო პირები დაესწრნენ. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა გმირთა მოედანზე გვირგვინით შეამკეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.